„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.10.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/260/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-08
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 06/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120290000.05.001.018904) პირველი მუხლის: 1. პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) დანაყოფებში, ეკოლოგიურ ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით გაერთიანებებში;“. 2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი 1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასა და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.“.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქნება არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შემუშავებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ტექნიკური ხასიათის ცვლილება განხორციელდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელწოდებაში. ასევე, ცვლილების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასა და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ნაცვლად განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება. მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) დანაყოფებში, ეკოლოგიურ ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით გაერთიანებებში;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შრომის სახეობას და ადგილს, სადაც მოქალაქემ უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით ადგენს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახეობის და გავლის ადგილის დადგენისას აღნიშნული კომისია, პირველ რიგში, აკმაყოფილებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში შედის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.“. 2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პროფესიული მომზადებისათვის შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოს იმ მოქალაქის სპეციალური მომზადება, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში გაივლის. სწავლის დრო მოქალაქეს ეთვლება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურად.“. 3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი 1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასა და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.“. 4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. მოქალაქე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ღონისძიებებში ასრულებს მხოლოდ დამხმარე ფუნქციებსა და მოვალეობებს.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 მუხლი: „მუხლი 183. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.“.