„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-08
ბიუროს ნომერი 205
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) შეტანილ იქნეს ცვლილება და
მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების
ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ საქმიანობაზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში
განსახორციელებელ ცვლილებებთან „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის სახელწოდებაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5
1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის
საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ
საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე;
დ) (ამოღებულია) ;
ე) (ამოღებულია) ;
ე 1) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში
შემავალი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან
დაკავშირებულ საქმიანობაზე;
ე 2) ( ამოღებულია – 25.03.2013, №489);
ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ზ) (ამოღებულია);
ზ 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე;
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და
საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების
ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, აგრეთვე საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების
შესრულების კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;
ი ) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულებ
ის შემოწმებაზე , თუ ისხორციელდება შერჩევითი კონტროლით , კალენდარული წლის განმა
ვლობაში ერთხელ;
ი 1) სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული
სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების
ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური
პროცედურების განხორციელებისას:
ნ.ა) ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში
ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და
კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი
კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება;
ნ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირობების
შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის
განმავლობაში ერთხელ ხორციელდება.
ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების
განმახორციელებელი სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის
შემოწმებაზე, თუ შემოწმება ხორციელდება:
ო.ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;
ო.ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში;
ო.გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით;
[ პ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებულ „სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ
შემოწმებაზე. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება, მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი ინფორმაციის
წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სახელმწიფო აუდიტის
სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა შემოწმებისას
უფლებამოსილია შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი
დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამეწარმეო
საქმიანობის
კონტროლს
ახორციელებს
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის
ბრძანებით. სასამართლოში შემოწმების შესახებ შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს
წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ.
მოსამართლე საკითხს იხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე,
მხარეთა მონაწილეობის გარეშე. განსახორციელებულ შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.