„დაგროვებითი პენსიის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი
ინიციატორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“
ნომერი
#07-3/231/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-15
ბიუროს ნომერი 206

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიის და კომპენსაციის უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად. 3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად მართვა. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) დამსაქმებლებზე; ბ) საქართველოს მოქალაქეებზე გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან/და მოქალაქეობის არმქონე პირებზე გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; დ) აქტივების მმართველი კომპანიების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინები ამ კანონის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აფილირებული პირი - ნებისმიერი პირისთვის: ა.ა) წილობრივი მონაწილეობის ათ პროცენტზე (10%) მეტის ხმის უფლების მფლობელი, ან წილობრივი მონაწილეობის ათ პროცენტზე (10%) ნაკლების მფლობელი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს ამ პირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე; ა.ბ) ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის ხმის უფლების მქონე წილის ოცდახუთ (25%) პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის ხმის უფლების მქონე წილის ოცდახუთ პროცენტზე (25%) მეტს; ა.გ) საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმღები ან სამეთვალყურეო ორგანოს ნებისმიერი წევრი; ბ) აქტივების მმართველი კომპანია – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო აქტივების მართვის მიზნით ლიცენზირებული და აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომლის წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს საქართველო და რომელიც არ ექვემდებარება ცალკეული ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებას; გ) აქტივების განთავსების სტრატეგია - საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის რისკის მიმართ ტოლერანტულობაზე, საინვესტიციო პერიოდზე, საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად; დ) განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემა – საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ განსახორციელებელი შენატანები გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული წესით და აისახება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ხოლო მიღებული სარგებელი გამოითვლება მხოლოდ განხორციელებული შენატანების და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად, ხოლო პენსიის გაცემა ხდება ამ კანონის შესაბამისად; ე) დამსაქმებელი – პირი, რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს; ვ) დასაქმებული - ფიზიკური პირი, რომელიც: ვ.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით; ვ.ბ) ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან; ვ.გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი), ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი; ვ.დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად; ზ) ერთიანი გადახდა – ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი სრული ღირებულების გადახდა; თ) ეროვნული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი; ი) თვითდასაქმებული – ინდივიდუალური მეწარმე, ასევე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას; კ) თვითდასაქმებულის შემოსავალი: კ.ა.) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი. კ.ბ.) საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი; ლ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – აქტივების მმართველი კომპანიის მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ შენატანებს, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, ამ კანონის შესაბამისად გატანილ თანხებს და მათთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს; მ) მონაწილე – ფიზიკური პირი, რომელსაც შეაქვს საპენსიო შენატანი ან/და რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების შეტანა დაგროვებით საპენსიო სქემაში; ნ) ნდობითი ვალდებულების მქონე პირი – საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების მიმართ პასუხისმგებელი პირი, რომელიც: ნ.ა) ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვის პროცესში ნებისმიერ უფლებამოსილებას ან კონტროლს გარდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ნ.ბ) ახორციელებს გარიგებების აღრიცხვას და ამ გარიგებებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას, მონაწილეთა შესახებ ჩანაწერთა წარმოებას ან/და შენახვას. ო) პენსია – დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მიღებული ფულადი სარგებელი, რომელიც ასახულია მონაწილის ინდივიდუალურ ანგარიშზე და რომლის გადახდა მონაწილისათვის ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით; პ) პროგრამული გატანა – პენსიის პერიოდული გატანა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან ამ კანონის შესაბამისად; ჟ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიას და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს აქტივების მმართველი კომპანი(ები)ა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; რ) საპენსიო ასაკი – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაკი; ს) საპენსიო აქტივები - ყველა იმ აქტივის ერთობლიობა, რომელიც აღრიცხულია ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. საპენსიო აქტივებზე არ ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ტ) საპენსიო შენატანი – მონაწილის სასარგებლოდ ამ კანონით განსაზღვრული წესით და ოდენობით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით გადახდილი თანხა, რომელსაც იხდის დამსაქმებელი და დასაქმებული თუ მონაწილე დასაქმებული პირია ან/და თვითდასაქმებული, თუ მონაწილე თვითდასაქმებული პირია; უ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი; ფ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური; ქ) საინვესტიციო ჰორიზონტი - დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტულობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ა გეგმავს განათავსოს ინვესტიცია კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში; ღ) საინვესტიციო პორტფელი - საინვესტიციო ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელშიც ინსტრუმენტების კომპოზიცია დამოკიდებულია საინვესტიციო პერიოდზე, ინვესტორის საინვესტიციო მიზნებსა და რისკის მიმართ ტოლერანტულობაზე; ყ) სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი - აქტივების მმართველი კომპანიის ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი, რომლის დაწყებაც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და რომლის მიზანია საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის მიერ; შ) ღია საფონდო ინსტრუმენტი – ინვესტიცია ისეთი პირის ან ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც ორგანიზებულია და მოქმედებს, როგორც საინვესტიციო კომპანია სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან საინვესტიციო ფონდი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და უფლებამოსილია გამოუშვას საკუთარი წილობრივი მონაწილეობის (დანაწევრებული ან მთლიანი) შეუზღუდავი რაოდენობის ერთეული (პაი) ან წილობრივი ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს წილობრივი მონაწილეობის პროპორციულ საკუთრებას ასეთ პირში ან ფონდში. ღია საფონდო ინსტრუმენტი მოიცავს მათ შორის ღია საპაიო ფონდებს, საინვესტიციო ფონდებს, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებს, რომლებიც ოპერირებენ აგრეგირების საფუძველზე; ჩ) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ც) შესაძლებლობის შეზღუდვა – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა; ძ) ხელფასი – მომსახურების გაწევით მიღებული ის შემოსავალი რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით დადგენილი ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა შემოსავლისა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე გარდა როიალტისა, ქირისა, იჯარისა და საინვესტიციო შემოსავლისა); წ) წლიური ხელფასი/წლიური შემოსავალი – საპენსიო სქემაში გაწევრიანებული მონაწილისთვის ხელფასი/შემოსავალი მიღებული დროის მონაკვეთში ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო საპენსიო სქემაში ახლად გაწევრიანებული წევრისთვის გაწევრიანებიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; ხ) არარეზიდენტი პირი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი. თავი II დაგროვებითი საპენსიო სისტემა მუხლი 3. დაგროვებითი საპენსიო სქემა 1. დაგროვებითი საპენსიო სქემა წარმოადგენს განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემას. 2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში და თვითდასაქმებულისათვის თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. 3. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის საპენსიო შენატანების დაფინანსება განხორციელდება დასაქმებულის, დამსაქმებლის და თვითდასაქმებულის მიერ ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით. 4. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის შენატანების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით: ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ირჩევს საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიას და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს ყოველთვიურ შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დაბეგრილი (NET) ხელფასის იმდენი პროცენტის ოდენობით, რამდენი პროცენტის შეტანასაც თავად გადაწყვეტს, მაგრამ არაუმეტეს  6%-სა, თუ წლიური ხელფასი 6 ათას ლარამდეა  8%-სა, თუ წლიური ხელფასი 6-დან 12 ათას ლარამდეა  10%-სა, თუ წლიური ხელფასი 12-დან 18 ათას ლარამდეა  12%-სა, თუ წლიური ხელფასი 18-დან 24 ათას ლარამდეა  14%-სა, თუ წლიური ხელფასი 24-დან 30 ათას ლარამდეა  16%-სა, თუ წლიური ხელფასი 30-დან 36 ათას ლარამდეა  36 ათას ლარზე მეტი წლიური ხელფასის შემთხვევაში, 16%-იანი მაქსიმალური შენატანის სქემა ვრცელდება მხოლოდ 36 ათასი ლარის ფარგლებში ბ) თითოეული დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს ყოველთვიურ შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი (GROSS) ხელფასის გარკვეული პროცენტით, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:  6 ათას ლარამდე წლიური ხელფასის მქონე დასაქმებულისათვის მის მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის სრული ოდენობით  6-დან 12 ათას ლარამდე წლიური ხელფასის მქონე დასაქმებულისათვის არჩეული პროცენტის ორმაგი ოდენობით  12-დან 18 ათას ლარამდე წლიური ხელფასის მქონე დასაქმებულისათვის - არჩეული პროცენტის 1.4 ოდენობით  18-დან 24 ათას ლარამდე წლიური ხელფასის მქონე დასაქმებულისათვის - არჩეული პროცენტის ერთმაგი ოდენობით  24-დან 30 ათას ლარამდე წლიური ხელფასის მქონე დასაქმებულისათვის - არჩეული პროცენტის 0.57 ოდენობით  30-დან 36 ათას ლარამდე წლიური ხელფასის მქონე დასაქმებულისათვის - არჩეული პროცენტის 0.25 ოდენობით  36 ათას ლარზე მეტი წლიური ხელფასის მქონე დასაქმებულისათვის - არჩეული პროცენტის 0.25 ოდენობით მხოლოდ 36 ათასი ლარის ფარგლებში გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თვითდასაქმებული განახორციელებს შენატანს ამ პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით ჩამოყალიბებული პროპორციების შესაბამისად; დ) ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხა იქვითება საშემოსავლო გადასახადიდან. მუხლი 4. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის უფლებამოვალეობები 1. საპენსიო აქტივები, რომლებიც აისახება დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას. 2. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს და განაახლოს ყოველთვიური შენატანების განხორციელება. საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ ანგარიშზე. 3. საპენსო ასაკის მიღწევამდე დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანად ან ნაწილობრივ. თუ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ პირველი შენატანის განხორციელების დღიდან გასულია მინიმუმ 20 წელი, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილ საპენსიო აქტივების შესაბამის ღირებულებას იღებს დაუბეგრავად. სხვა შემთხვევაში, მისაღები თანხის მოცულობა დაიბეგრება მხოლოდ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის ნაწილში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. მონაწილის ქონებრივი უფლებები მის საპენსიო აქტივებზე არ შეიძლება დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება გადაეცეს მესამე პირს (გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევისა, როცა მონაწილის გარდაცვალების შემდეგ ქონებრივი უფლებები გადადის მის მემკვიდრეზე) ან სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები არ ექვემდებარება აღსრულებას, ვერ იქნება შეტანილი მონაწილის ან აქტივების მმართველი კომპანიის გაკოტრების მასაში და მასზე არ იმოქმედებს რაიმე სახის ანგარიშსწორების პროცედურა. მუხლი 5. დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება 1. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის მსურველი დებს შესაბამის ხელშეკრულებას აქტივების მმართველ კომპანიასთან, ხსნის მასთან საპენსიო ანგარიშს და ამის თაობაზე აცნობებს დამსაქმებელს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს შემოსავლების სამსახურს. თვითდასაქმებულის შემთხვევაში, იგი თავადაა ვალდებული, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შესახებ აცნობოს შემოსავლების სამსახურს. 2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ნაღდი ფორმით ხელფასის გადახდისას, დამსაქმებელი როგორც დასაქმებულის სასარგებლოდ, ასევე დასაქმებულის სახელით ამ კანონის შესაბამისად გამოითვლის და განახორციელებს საპენსიო შენატანს. 3. ხელფასის ნაღდი ფორმით გადახდისას ხაზინისათვის ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველს ქმნის შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც ფორმირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებლის მიერ შემოსავლების სამსახურში ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიმართული თანხა არანაკლებია დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციით განსაზღვრულ გაცემული ხელფასის შესაბამისი საპენსიო შენატანის თანხაზე. 4. თვითდასაქმებული შენატანის განხორციელებას ახდენს მისი წლიური შემოსავლის დეკლარირებისას. 5. თვითდასაქმებულის შემთხვევაში ხაზინისათვის ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველს ქმნის აქტივების მმართველი კომპანიის მოთხოვნა, რომელიც ფორმირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თვითდასაქმებულის მიერ კომპანიაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიმართული თანხა არანაკლებია დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციით განსაზღვრულ გაცემული ხელფასის შესაბამისი საპენსიო შენატანის თანხაზე. 6. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება. მუხლი 6. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიები 1. საპენსიო სქემის მონაწილე, დადგენილი პროცედურების დაცვით, საპენსიო აქტივებს სამართავად გადასცემს აქტივების მმართველ კომპანიას და აფორმებს მასთან შესაბამის ხელშეკრულებას. 2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები ამ კანონისა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. აქტივების მმართველი და მისი დასაქმებული პირები, რომელთაც გააჩნიათ დისკრეცია საპენსიო აქტივებთან მიმართებით, წარმოადგენენ ნდობითი ვალდებულების მქონე პირებს ამ კანონის შესაბამისად. 3. თუ საპენსიო აქტივების მმართველი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, ის უნდა ფლობდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ლიცენზიას. ასეთი აქტივების მმართველი კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან/და დამატებითი მოთხოვნები საქართველოში რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისათვის. 4. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოს გარეთ არის რეგისტრირებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ლიცენზირებულია იმ ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ, სადაც არის რეგისტრირებული. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ საკრედიტო რეიტინგს საქართველოს გარეთ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისათვის; ბ) უწყვეტად საქმიანობს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები; გ) აქვს მესამე პირების (კერძო და ინსტიტუციონალური) დაგროვილი აქტივების მართვის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები საქართველოს გარეთ რეგისტრირებული აქტივების მართვის კომპანიისათვის. 6. ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული საპენსიო აქტივები არ წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანიის საკუთრებას, არ შეიძლება მიექცეს აღსასრულებლად აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებების შესრულების მიზნით, არ წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების ნაწილს, რომელზეც შეიძლება გავრცელდეს გადახდისუუნარობის პროცედურები და არ დაექვემდებარება რაიმე ანგარიშსწორების პროცესს. 7. აქტივების მმართველი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას ამ კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, აგრეთვე, მათ ზედამხედველობას ახორციელებს ეროვნული ბანკი. მუხლი 7. აქტივების მმართველი კომპანიის ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება 1. საპენსიო შენატანები აისახება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, რომელსაც აქტივების მმართველი კომპანია ქმნის მის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის. დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეულ მონაწილე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მას საკუთარი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციაზე დისტანციური ელექტრონული წვდომით. 2. აქტივების მმართველი კომპანია არანაკლებ კვარტალში ერთხელ მიაწვდის თითოეულ მონაწილეს ინფორმაციას საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მთლიანი აქტივების ღირებულების შესახებ, შენატანების თარიღების და საინვესტიციო ამონაგების მითითებით. ასეთი ანგარიში შეიძლება მიწოდებულ იქნას ელექტრონული ფორმით. 3. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში, აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ანგარიში მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული აქტივების ღირებულების შესახებ. 4. თუ აქტივების მმართველი კომპანია დაადგენს, რომ დამსაქმებელმა, დასაქმებულმა ან თვითდასაქმებულმა ზედმეტად შეიტანა თანხა, ზედმეტი თანხების ადმინისტრირება განხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 5. ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია, აქტივების მმართველი კომპანია უზრუნველყოს მონაწილის პერსონალური მონაცემებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ყოველწლიურად, არაუმეტეს კალენდარული წლის დასრულებიდან სამი (3) თვის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წლიური ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რომელიც მათ შორის უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წლიური ფინანსური ანგარიშგება, რომელიც აუდიტირებულია მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული კომპანიიდან ერთ– ერთის მიერ. შერჩეულ აუდიტორული კოპანიას შესაძლებლობა ექნება უწყვეტად მხოლოდ სამჯერ წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირების. ბ) ჯამურ აბსოლუტურ შემოსავლიანობას ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თითოეული პორტფელის ჭრილში, მათ შორის, აქტივების კლასების მიხედვით; შემოსავლიანობა შესაბამისი მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ; გ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელების მიხედვით ინვესტირებული საპენსიო აქტივების ღირებულების და პროპორციის შესახებ ინფორმაცია, აქტივების კლასების როგორც მიზნობრივი, აგრეთვე ფაქტიური განაწილება; დ) საინვესტიციო საქმიანობის შედეგებისა და მიზნობრივი მაჩვენებლების, ასევე, მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განცალკევებით ეროვნულ და უცხოური ვალუტით დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებისათვის; ე) ანგარიში ყველა სხვა გადასახდელის, მათ შორის, ნებისმიერი ტიპის საკომისიოს და სხვა მომსახურების და ფინანსური გარიგებების საფასურის შესახებ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია. 7. აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია, გამოაქვეყნოს სხვა ინფორმაცია, მათ შორის, არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები, მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. მუხლი 8. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები და ვალდებულებები 1. ეროვნული ბანკი ახორციელებს აქტივების მმართველი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციულ რეგულირებას, რომლის ფარგლებშიც იგი ამოწმებს: ა) აქტივების მმართველი კომპანის ორგანიზაციული სტრუქტურის, აქტივების მართვასთან დაკავშირებული პროცედურების და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ადექვატურობას საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობისათვის აუცილებელ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან; ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიას, საინვესტიციო გადაწყვეტილებების და აქტივების მმართველების შერჩევის პროცედურის შესაბამისობას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან, ამასთან ეროვნული ბანკი არ ახორციელებს აქტივების მმართველი კომპანის საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასებას; დ) აქტივების მმართველი კომპანის საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, ადმინისტრაციული, საინფორმაციო სისტემების და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების შესაბამისობას ამ კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები იმ დეპოზიტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ახორციელებს აქტივების მმართველი კომპანია. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, აქტივების მმართველი კომპანიის პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონის აღსრულების მიზნებისთვის; ბ) აქტივების მმართველ კომპანიებისგან, მათი მომსახურე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი საჭირო, მათ შორის კონფიდენციალური, ინფორმაცია ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად; გ) მოითხოვოს და მიიღოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისგან მის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით; დ) განახორციელოს საპენსიო აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისადგილზე შემოწმება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) დაადგინოს დამატებითი პრინციპები და წესები, რომელიც გავრცელდება აქტივების მმართველი კომპანის მიერ ღია საფონდო ინსტრუმენტების შერჩევის პროცესზე; ვ) ამ კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მისცეს სავალდებულო ხასიათის მითითება აქტივების მმართველ კომპანიას ხარვეზების გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების მითითებით ან/და მისცეს საჯარო რეკომენდაცია აქტივების მმართველ კომპანიას არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ. 3. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავის წლიურ ანგარიშში ასახოს აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის აქტივების განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და საინვესტიციო საქმიანობის შესაბამისობა ამ კანონთან და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან. 4. ეროვნული ბანკი ადგენს: ა) მეთოდოლოგიას საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის, მათ შორის სავაჭრო დღის დახურვის და სიდიდეთა დამრგვალების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ეროვნულ და უცხოური ვალუტით დენომინირებულ იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალურ საკრედიტო რეიტინგს, რომელშიც შესაძლოა განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ეროვნული ბანკი განახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებებით, ან ეროვნული ბანკის არსებითი ხასიათის მითითებების სისტემატური შეუსრულებლობა, ან მდგომარეობა როდესაც, აქტივების მმართველი კომპანია დროებით ვერ ახერხებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებას და რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ დროებით მოქმედებას საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით. ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის გამოყენების და მოქმედების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ. 6. ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9. საპენსიო აქტივების ინვესტირება 1. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინვესტიციო ჰორიზონტში მათზე რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმიზაციის მიზნით მონაწილეების ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. 2. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია: ა) საპენსიო აქტივების ინვესტიციის შედეგად გრძელვადიან პერიოდში რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმიზაცია; ბ) ინვესტიციების დივერსიფიცირება თუ ეს უკანასკნელი ამცირებს ფინანსურ რისკებს; გ) საპენსიო აქტივების უსაფრთხოება გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში; დ) ადეკვატური ლიკვიდობის შენარჩუნება. 3. საპენსიო სქემის მონაწილე და აქტივების მმართველი კომპანია თანხმდებიან, თუ რომელი რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელი ან პორტფელების კომბინაცია შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკისადმი ტოლერანტულობას დროის გარკვეულ პერიოდში. 4. საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი და/ან აქტივების მმართველი კომპანია. ცვლილება შეიძლება შეეხოს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ თანხებს ან/და მომავალ შენატანებს. 5. აქტივების მმართველ თითოეულ კომპანიას უნდა ჰქონდეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის გადასინჯვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 6. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნებისთვის ცხადად უნდა ადგენდეს და განსაზღვრავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს თითოეული ტიპის პორტფელის ჭრილში: ა) საინვესტიციო მიზნებს; ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან მაქსიმალური გადახრის დაშვებულ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისათვის და მიზნობრივი საინვესტიციო მაჩვენებლებისათვის; გ) მთლიანი რისკების პროფილს და ცალკეული რისკების მიმართ ტოლერანტულობის მატრიცას, მისი მოქმედების საინვესტიციო ჰორიზონტის მითითებით; დ) პროცედურას, რომლის შესაბამისადაც ხდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება, მონიტორინგი და შეფასება. თითოეულ საინვესტიციო პორტფელში ინვესტიციები უნდა დაიგეგმოს იმ გათვლით, რომ მაღალი სანდოობით (95% და მეტი ალბათობით), მოსალოდნელი იყოს დადებითი რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის. 7. თითოეულ საინვესტიციო პორტფელი უნდა ითვალიწინებდეს განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს. ამასთან: ა) ნაკლებად რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს ხუთ (5) წელზე ნაკლები; ბ) საშუალო რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს ნაკლებად რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს; გ) მაღალ რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს საშუალო რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს. 8. თითოეული საინვესტიციო პორტფელის საშუალებით განხორციელებული ინვესტირებიდან მიღებული ამონაგების და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება უნდა მოხდეს საინვესტიციო ჰორიზონტის ვადიანობის და განხორციელებული ინვესტიციების შედეგად შემდგარი პორტფელის რისკიანობის გათვალისწინებით. 9. საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით, აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება. 10. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საინვესტიციო პორტფელების ტიპები და დასაშვები ინვესტიციების ლიმიტები აქტივების ფართო კლასების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ნაკლებად რისკიანი პორტფელი; ა.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 75%-მდე, ა.ბ) სასეხო ფასიანი ქაღალდები - 100%-მდე, ა.გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები - 20%-მდე. ბ) საშუალო რისკიანი პორტფელი; ბ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 50%-მდე, ბ.ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები - 75%-მდე, ბ.გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები - 20%-დან 40%-მდე, ბ.დ) სხვა აქტივების ტიპები - 10%-მდე. გ) მაღალრისკიანი პორტფელი; გ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 25%-მდე, გ.ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები - 50%-მდე, გ.გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები - 40%-დან 60%-მდე, გ.დ) სხვა აქტივების ტიპები - 10%-მდე. 11. უცხოური ვალუტით დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების მაქსიმალური ზღვრები საინვესტიციო პორტფელების ჭრილში განისაზღვრება შემდეგი მოცულობით: ა) ნაკლებად რისკიანი - 20%; ბ) საშუალო რისკიანი - 40%; გ) მაღალ რისკიანი - 60%; 12. ეროვნული ბანკს შეუძლია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს რეკომენდაციები ამ კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო ლიმიტების და შეზღუდვების ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ ზემოხსენებული ლიმიტები და შეზღუდვები აფერხებს საპენსიო აქტივების ოპტიმალურად განთავსებას საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. 13. საპენსიო აქტივები შეიძლება ინვესტირებულ იქნეს შემდეგი სახის უცხოური ვალუტით დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, საბანკო ანგარიშები სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში, რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის სააღსრულებო წარმოება და რომელთა ლიცენზიაც არ არის შეჩერებული; ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი; გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები; დ) სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, თუ ის სათანადოდ არის გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ; ე) კორპორატიული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით; ვ) საწარმოთა აქციები ან გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები, რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და ივაჭრება საფონდო ბირჟაზე იმ პირობით, რომ იგი ექვემდებარება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობად ზედამხედველობას; ზ) ღია საფონდო ინსტრუმენტები; თ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტი ან/და არაფინანსური აქტივები, რომლებიც შეიძლება ინვეტირებისათვის დაშვებული იქნეს ეროვნული ბანკის მიერ. 14. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ შემდეგ ეროვნული ვალუტით დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, საბანკო ანგარიშები ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში, რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის წარმოება და რომელთა ლიცენზიაც არ არის გაუქმებული; ბ) საქართველოს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ფასიანი ქაღალდები; გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები; დ) კორპორატიული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ საქართველოში და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით; ე) საწარმოთა აქციები, რომელიც განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და განთავსებულია საქართველოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის ან სხვა სახელმწიფოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის ლისტინგში და მათზე ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა; ვ) ღია საფონდო ინსტრუმენტები რეგისტრირებული და რეგულირებული საქართველოში; ზ) სხვა ფინანსური ან/და არაფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება ინვეტირებისათვის დაშვებული იქნეს ეროვნული ბანკის მიერ. 15. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ რეიტინგს ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ინსტრუმენტებისათვის ან/და ემიტენტისათვის. 16. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ინსტრუმენტებისათვის ან/და ემიტენტისათვის. 17. საპენსიო აქტივების ინვესტირება აკრძალულია: ა) აქტივებში, რომელთა გასხვისებაც შეუძლებელია კანონით; ბ) ოფციონებში, ფიუჩერსულ, ფორვარდულ გარიგებებთან და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებში და ფინანსურ აქტივებში, გარდა ჰეჯირების სტრატეგიისთვის გამოსაყენებელი დერივატივებისა, რომლებიც ემსახურება რისკების შემცირებას და ამავე დროს არ ზრდის ღია პოზიციებს; დ) აქტივების მმართველი კომპანიის მასთან აფილირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირის ნებისმიერ ქონებაში; ე) ფასიანი ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა: ე.ა) აქტივების მმართველმა, ან მასთან აფილირებულმა პირმა; ვ) ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ სხვა ფინანსურ ან/და არაფინანსურ ინსტრუმენტებში. 18. დაუშვებელია აქტივების მმართველი ერთი კომპანიის მართვაში არსებული საპენსიო აქტივების ხუთ (5) პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (არ მოიცავს ფულად სახსრებსა და საბანკო დეპოზიტებს). 19. დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების ათ (10) პროცენტზე მეტის ფლობა აქტივების მმართველი ერთი კომპანიის მიერ. 20. ამ მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის, ან მთავრობის მიერ აღიარებული მინიმუმ АА- (ან ექვივალენტის) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე. 21. საპენსიო აქტივები არ შეიძლება გასხვისდეს: ა) აქტივების მმართველ(ებ)ზე, რომელიც ემსახურება ამ აქტივებს; ბ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველის აფილირებული პირი. 22. აქტივების მმართველმა კომპანიამ არ შეიძლება გასცეს რაიმე სახის სესხი ან გარანტია იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც ჩამოთვლილია ამ მუხლის 21-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში. 23. აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს ხმის უფლების რეალიზებას ყველა იმ წილობრივ ფასიან ქაღალდებთანდაკავშირებით, რომელიც იმყოფება მისი მართვის ქვეშ მონაწილეთა სახელით მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად. მუხლი 10. ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირი ინვესტიცია 1. აქტივების მმართველ(ებ)ი უფლებამოსილია საკუთარი ნდობითი ვალდებულების შესრულების ფარგლებში, მიიღოს გადაწყვეტილება, საპენსიო აქტივების ღია საფონდო ინსტრუმენტში ინვესტირების შესახებ. 2. ღია საფონდო ინსტრუმენტის შემადგენელი თითოეული აქტივი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მიერ და ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციებით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს. 3. ღია საფონდო ინსტრუმენტის საშუალებით განხორციელებული ინვესტიცია არ უნდა აღემატებოდეს ყოველი საანგარიშგებო წლის ბოლოს საპენსიო აქტივების 40%. 4. აქტივების მმართველ(ებ)ი შეარჩევს ერთ ან მეტ ღია საფონდო ინსტრუმენტს მათი სტანდარტული პროსპექტების პირობების გამჭვირვალე პროცედურით შედარების საფუძველზე. აღნიშნული შერჩევის პროცესი არ დაექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობას. 5. ღია საფონდო ინსტრუმენტები, რომლებსაც აქტივების მმართველი კომპანია გამოიყენებს საინვესტიციოდ, უნდა იყოს ლიცენზირებული შესაბამისი მარეგულირებლის მიერ. 6. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ საკრედიტო რეიტინგს ღია საფონდო ინსტრუმენტებისათვის. 7. აქტივების მმართველმა კომპანიამ შეიძლება გააფორმოს სტანდარტული ხელმოწერის დოკუმენტი ღია საფონდო ინსტრუმენტთან, რომელშიც განისაზღვრება ღია საფონდო ინსტრუმენტისთვის ანაზღაურების საკითხი და მისი ხარჯისა და ასეთ ინვესტიციასთან მიმართებაში მთლიანი საპენსიო აქტივების პროცენტული პროპორციის გამოთვლის წესი. 8. შეზღუდვები ინვესტიციებზე ერთი ემიტენტის ფასიან ქაღალდებში არ გავრცელდება ინვესტიციებზე ერთ ღია საფონდო ინსტრუმენტში იმ პირობით, რომ აღნიშნული ღია საფონდო ინსტრუმენტის საინვესტიციო პოლიტიკა მოითხოვს ისეთ დივერსიფიცირებას, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს. მუხლი 11. პენსიის გაცემა საპენსიო ასაკში 1. მონაწილე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უფლებამოსილია, მიიღოს საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივის ღირებულების შესაბამისი მოცულობის თანხა მთლიანი თანხის ერთიანი გადახდის ან პროგრამული გატანის ფორმით. 2. მონაწილე ასევე უფლებამოსილია, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიმართოს აქტივების მმართველ კომპანიას და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით. 3. აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია, შეიმუშაოს და უზრუნველყოს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივის მონაწილისათვის პენსიად გაცემის სხვა ფორმაც. 4. მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების მთლიანი მოცულობა საკუთარი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია არაუმეტეს ხუთი (5) წლის ფარგლებში საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან. 5. აქტივების მმართველი კომპანია ადგენს საპენსიო აქტივის ღირებულების მინიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს პენსია მთლიანი თანხის ერთიანი გადახდით. 6. მონაწილე მიიღებს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული თანხის მთლიან მოცულობას მას შემდეგ, რაც ამ მუხლში განსაზღვრული წესების დაცვით შეატყობინებს აქტივების მმართველ კომპანიას საპენსიო აქტივების მიღების სურვილის თაობაზე. 7. ეროვნული ბანკი ამტკიცებს პროგრამულ პერიოდულობას, სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საპენსიო აქტივის გაცემისთვის იმ მონაწილეებისთვის, რომლებმაც არ მოახდინეს საპენსიო აქტივების გატანა ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 8. პროგრამულად გასაცემი თანხის ოდენობა გამოითვლება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისათვის რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფით, რომელიც ეყრდნობა სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილების და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ. 9. პროგრამულად გასაცემი თანხის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად ყოველი მონაწილისთვის ასაკის შეცვლის თვეში. დაუშვებელია გადახდების პროგრამა განსხვავდებოდეს ჯანმრთელობის, რასის, რელიგიის, სქესის, ეროვნების ან ნებისმიერი სხვა მსგავსი დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე. 10. მონაწილე, რომელიც გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას საპენსიო ასაკის მიღწევისას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს აქტივების მმართველ კომპანიას საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიაზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და საპენსიო ასაკიდან მოითხოვოს პენსიის გადახდის დაწყება, საპენსიო ასაკის მიღწევამდე არანაკლებ ოცდაათი (30) კალენდარული დღით ადრე. 11. მონაწილე უფლებამოსილია, გადადოს პენსიაზე გასვლის თარიღი საპენსიო ასაკს მიღმა და დაიწყოს პენსიის მიღება ნებისმიერ დროს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მონაწილემ წერილობით უნდა შეატყობინოს აქტივების მმართველ კომპანიას პენსიაზე გასვლის თარიღი არანაკლებ ასეთ თარიღამდე ოცდაათი (30) კალენდარული დღით ადრე. 12. მონაწილის საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, დამსაქმებელი მონაწილის სასარგებლოდ ახორციელებენ საპენსიო შენატანებს იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ახორციელებს საპენსიო შენატანებს. 13. თუ მონაწილე მიიღებს გადაწყვეტილებას, გავიდეს პენსიაზე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მას შეუძლია განცხადების საფუძველზე შეწყვიტოს საპენსიო შენატანების განხორციელება საკუთარი ხელფასიდან. არ შეიძლება მონაწილემ გააგრძელოს საპენსიო შენატანების განხორციელება პენსიის მიღების დაწყების შემდეგ. 14. აქტივების მმართველი კომპანია დაიწყებს პენსიის გადახდას მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) კალენდარულ დღეში პენსიაზე გასვლის თარიღის შესახებ შეტყობინების მიღებიდან. 15. აქტივების მმართველი კომპანია პერიოდულად ახორციელებს მონაცემთა შედარებასა და გადამოწმებას და გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში ახდენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული აქტივების შესაბამისი კორექტირებას. აქტივების მმართველმა კომპანიამ შეიძლება მოითხოვოს მონაწილისთვის ნებისმიერი შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. 16. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ისეთ მონაწილეთა და მათ მემკვიდრეთა წარმომადგენლების დადგენის და აღრიცხვის წესს და ფორმას, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად ესაჭიროებათ წარმომადგენლები ან/და მეურვეები. მუხლი 12. პენსიის გაცემა შესაძლებლობის შეზღუდვისას 1. მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს პენსია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება ასეთი სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე მიიღებს პენსიას ამ კანონის მე-12 მუხლის 1 და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით. 2. სოციალური მომსახურების სააგენტო შეიმუშავებს შესაბამის ფორმებს და პროცედურებს, რომელთა საფუძველზე მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებას და მოითხოვს პენსიის მიღებას საპენსიო ასაკის მიღწევამდე. მუხლი 13. საპენსიო აქტივების გაცემა მონაწილეთა მემკვიდრეებზე 1. თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხები გადაეცემა მის მემკვიდრეს/მემკვიდრეებს, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ერთიანი ან ნაწილობრივი გადახდით ან საპენსიო აქტივების გადატანით მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მემკვიდრის მიერ ერთიანი ან ნაწილობრივი გადახდით არჩევანის შემთხვევაში გასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ საპენსიო შენატანები არ ხორციელედებოდა მინიმუმ 20 წლის განმავლობაში ან მონაწილე უკვე არ იყო საპენსიო ასაკის. 3. მონაწილის მემკვიდრე აქტივების მმართველ კომპანიაში წარადგენს მოთხოვნას აქტივების მმართველ კომპანიის მიერ მიღებული წესისა და პროცედურების შესაბამისად. 4. მემკვიდრეებისგან ყველა მოთხოვნის მიღების შემდეგ, აქტივების მმართველ კომპანია მოახდენს მათ მოთხოვნათა ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღებას და მიიღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების გაცემასთან დაკავშირებით. 5. აქტივების მმართველ კომპანიას შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება, თუ დადგინდა რომ მისი მიკუთვნება რომელიმე მემკვიდრისთვის მოხდა შეცდომით. თავი III. დავების გადაწყვეტა და აღსრულება მუხლი 14. ნდობითი ვალდებულების დარღვევა 1. ნდობითი ვალდებულების მქონე პირმა უნდა მართოს საპენსიო აქტივები მხოლოდ მონაწილეების და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა წარმოადგენს ნდობითი ვალდებულების დარღვევას. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი მოვალეობების განხორციელებისას ვალდებულია: ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად; ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი საღად მოაზროვნე პირი; გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მათი ქმედება ყველაზე უკეთესია საპენსიო აქტივების მესაკუთრეთა ინტერესებისათვის. 2. იმ შემთხვევაში, თუ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს არ გააჩნია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო ცოდნა და ექსპერტიზა, მან ამ საკითხზე უნდა მოიძიოს შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსაზრება. 3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა, მათ შორის, საპენსიო აქტივების გამოყენება თავის სასარგებლოდ ან აფილირებული პირების სასარგებლოდ, ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთ გარიგებაში შესვლა, რომელშიც მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირის აფილირებული პირია. 4. ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის ქმედება, რომელიც მან განახორციელა ამ მუხლის მოთხოვნების დაცვით საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის პროცესში, მიუხედავად დამდგარი შედეგისა. 5. ნდობითი ვალდებულების დარღვევისათვის პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. მუხლი 15. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგები 1. საპენსიო სქემის მონაწილემ/მონაწილეებმა შეიძლება მოითხოვოს ნდობითი ვალდებულების მქონე ნებისმიერი პირისგან ზიანის ანაზღაურება ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანისათვის. 2. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ნდობითი ვალდებულების დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების შედეგად ამოღებული თანხები მიექცევა შესაბამისი მონაწილეების ან მათი მემკვიდრეების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე მიყენებული ზიანის პროპორციულად. მუხლი 16. დამსაქმებლის ზემოქმედება დასაქმებულის სქემაში გაწევრიანების პროცესში და დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა 1. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების პროცესში ჩარევა წარმოადგენს ამ კანონის დარღვევას. 2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის და საკუთარი საპენსიო შენატანის გადაუხდელობა წარმოადგენს ამ კანონის დარღვევას და ასევე გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 17. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის მე-10 მუხლის მე-18 პუნქტში მითითებული ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებში (გარდა დეპოზიტებისა და ფულადი სახსრებისა) ინვესტირების ლიმიტი განისაზღვროს 15%-თ. 4. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ შესატანი თანადაფინანსების ნაწილში 2019 წელს დასაფარი ვალდებულების უზრუნველყოფის წესი განისაზღვროს საქართველოს მთავრობის მიერ. მუხლი 18. ძალადაკარგულად ცნობილი აქტები ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი (დოკუმენტის ნომერი 3303-რს, დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი, მიღების თარიღი 21/07/2018, გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018, სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.019066). მუხლი 19. კანონის ამოქმედება კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: “ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს. სისტემა დამაიმედებელ რიცხვებს ვერ იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობის მართული საპენსიო სააგენტო ფულს სწორად დააბანდებს, ეს ფული კორუფციისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობის გამო არ დაიკარგება და ათიათასობით ადამიანის საპენსიო დანაზოგი “საბჭოთა ანაბრების” ბედს არ გაიზიარებს. “ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს. სისტემა ასევე შეანელებს ხელფასების მატების ტემპს, რომელიც ისედაც შენელებულია ბოლო 6 წლის განმავლობაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: “ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩანაცვლება ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს, არ ზრდის 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს, არ შეანელებს ხელფასების მატების ტემპს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი “ევროპულმა საქართველომ” შეიმუშავა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც    ყოველ მოქალაქეს უტოვებს არჩევანს, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის (და არა მხოლოდ 40 წელს ქვემოთ ასაკის დასაქმებულთათვის) და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის ქალი მასწავლებელი, რომელსაც დღეს დარიცხული ხელფასი 500 ლარი აქვს და ხელზე 400 ლარს იღებს, 20 წლის შემდეგ საბაზისო პენსიაზე დამატებით თვეში 576 ლარს მიიღებს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, საბაზისო პენსიასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი იქნება. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, ამისათვის არა მხოლოდ თავისი ხელზე ასაღები ხელფასის მცირე ნაწილს გამოიყენებს, არამედ მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. “ქართული ოცნების” დღეს უკვე დაკანონებული ძალდატანებითი საპენსიო სისტემა კი დამსაქმებელს დამატებით გადასახადს უწესებს. სამწუხაროდ, არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ დამსაქმებლის მიერ ამ დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში შესატანი თანხა ასევე დასაქმებულის ხელფასიდან არ ჩამოიჭრება. ან თუ დამსაქმებელი ახლა არ ჩამოაჭრის დასაქმებულს ამ თანხას, ხელფასს კარგა ხანს აღარ გაუზრდის. ეს კი დასაქმებულთა ისედაც დაბალშემოსავლიან უდიდეს ნაწილს კარგს არაფერს უქადის გაძვირებული ცხოვრების პირობებში. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამ რისკისგან თავისუფალია. “ქართული ოცნების” დღეს უკვე დაკანონებული ძალდატანებითი საპენსიო სისტემით, დამსაქმებელს უჩნდება მოტივაცია, სამსახურში 40 წელზე ნაკლები ადამიანები სამსახურში არ აიყვანოს, რადგან 40 წელზე ნაკლები ასაკის დასაქმებულებისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა (ამაშია მთავრობის ძალდატანება) და დამსაქმებელმაც დამატებითი თანხა აუცილებლად უნდა გადარიცხოს ყოველი ასეთი დასაქმებულის საპენსიო დეპოზიტზე. ამ დროს უმუშევრობა, საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ 40 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებისთვისაა. მით უმეტეს, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის მდგომარეობა გაუარესდა. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამ რისკისგანაც თავისუფალია. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს დაგროვილი თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო ასაკამდე გამოტანა შეუზღუდავად შეუძლია. ასეთ დროს, თუ მინიმუმ 20 წელი აგროვებდა, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თანხას სრულად, დაუბეგრავად იღებს. სხვა შემთხვევაში, მისაღები თანხის მოცულობა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც საპენსიო ფონდებს მთავრობები ან მათი წარმომადგენლები მართავენ, საპენსიო დანაზოგების გაფლანგვა ხდება. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” სწორედ ასეთი ძალდატანებითი საპენსიო სისტემა დააკანონა. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, საპენსიო სქემის მონაწილე თანად გამსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა. ამ სისტემით, ეროვნულ ბანკს ეკისრება არსებითი როლი, რათა დაცული იქნას დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას დაახლოებით 272 მლნ ლარით. კერძოდ, ცხრილში მოცემულია რამდენიმე ცვლადი, რის მიხედვითაც ითვლება ის მაქსიმალური თანხა, რომელიც დააკლდება საბიუჯეტო შემოსავლებს. ცხრილი 1: საპენსიო სქემაში ჩართვის კოეფიციენტი საშემოსავლო გადასახადი (მაქსიმუმების მიხედვით) პერსონალური კონტრიბუცია საპენსიო ფონდში საშემოსავლო გადასახადის შეღავათის მოცულობა საშემოსავლო გადასახადის გადახდილი წილი (მთლიანის) შემოსავლები შემოსავლის მქონეთა რაოდენობა 1-100 230,280 10% 5,526,720 6% 20% 100% 5,526,720 100-200 125,013 10% 6,000,624 6% 20% 100% 6,000,624 200-300 99,417 10% 7,158,024 6% 20% 100% 7,158,024 300-400 83,823 10% 8,047,008 6% 20% 100% 8,047,008 400-500 75,252 10% 9,030,240 6% 20% 100% 9,030,240 500-600 67,610 10% 9,735,840 8% 16% 80% 7,788,672 600-800 115,023 15% 33,126,624 8% 16% 80% 26,501,299 800-1000 88,484 20% 42,472,320 8% 16% 80% 33,977,856 1000-1250 80,873 25% 60,654,750 10% 14% 70% 42,458,325 1250-1666 83,744 25% 83,710,502 10% 14% 70% 58,597,352 1666-2083 42,430 25% 53,029,014 12% 12% 60% 31,817,408 2083-2500 24,361 25% 36,541,500 14% 8% 40% 14,616,600 2500-3333 27,309 25% 54,612,538 16% 4% 20% 10,922,508 3333-4166 14,204 20% 22,724,127 16% 4% 20% 4,544,825 4166-5000 8,141 20% 13,024,297 16% 4% 20% 2,604,859 5000-5833 5,233 15% 6,278,972 16% 4% 20% 1,255,794 5833-6666 3,784 10% 3,026,897 16% 4% 20% 605,379 6666-7500 2,609 10% 2,086,991 16% 4% 20% 417,398 7500-8333 1,884 10% 1,507,049 16% 4% 20% 301,410 8333 და მეტი 9,614 10% N/A N/A N/A N/A საბიუჯეტო დანაკლისი მოცემული ცხრილში, მეორე სვეტი გვიჩვენებს იმ ადამიანების რაოდენობას, ვისაც შემოსავალი აქვს პირველ სვეტში მოცემული შემოსავლების მიხედვით. მაგალითად, 1-დან 100 ლარამდე შემოსავალი 230 280 ადამიანს აქვს. მოცემული რიცხვები ეყრდნობა შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ასახავს 2017 წლის მონაცემებს. მესამე სვეტი აღნიშნავს იმ ადამიანების პროცენტულ რაოდენობას, რომლებიც 2019 წელს გადაწყვეტენ ჩაერთონ საპენსიო პროექტში ნებაყოფობლით. პროცენტული გადანაწილება შემოსავლების მიხედვით კი ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა საპენსიო ფონდების გამოცდილებას. მეოთხე სვეტი აჩვენებს იმ მაქსიმალურ თანხას, რომელსაც იხდიან ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით მოცემული შემოსავლის მიხედვით შემოსავლის მიმღები ადამიანები. უფრო კონკრეტულად, მეოთხე სვეტი წარმოადგენს მეორე სვეტის, მესამე სვეტის და პირველ სვეტში მოცემული მაქსიმალური შემოსავლის ნამრავს. ეს საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ N/A კონსერვატიული გათვლა და დავითვალოთ მაქსიმალური ზღვარი, თუ რა დააკლდება საბიუჯეტო შემოსავლებს. მეხუთე სვეტი გვიჩვენებს პერსონალური კონტრიბუციის წილს ხელზე ასაღები ხელფასიდან, ხოლო მეექვსე სვეტი კი გვიჩვენებს დარიცხული ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის პროცენტულ ოდენობას, რომელიც წავა საპენსიო ფონდში. მეშვიდე სვეტში აღნიშნულია საშემოსავლო გადასახადის რა წილი მიდის საპენსიო ფონდში, ხოლო ბოლო სვეტი გვაჩვენებს მაქსიმუმ რა თანხა დააკლდება ბიუჯეტს შესაბამისი შემოსავლებისა და ჩართულობის კოეფიციენტის გათვალისწინებით. ჯამური თანხა, რომელიც ბიუჯეტს აკლდება ბოლო სვეტის შეკრებით გამოდის 272,172 ათასი ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, 2019 წლის სახელწიფო ბიუჯეტის პროექტში მთავრობის მიერ შემოთავაზებული და მიღებული საპენსიო რეფორმისთვის გამოყოფილია 90 მილიონი ლარი (კოდით 5512), რაც კანონს აღარ მოხმარდება, რადგან მოცემული კანონპროექტით ხდება მთავრობის მიერ შემოთავაზებული და მიღებული კანონის გაუქმება და აღარ მიიმართება სახელმწიფო საპენსიო ფონდისკენ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. მაგალითად, 500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანების რაოდენობა 600 ათასზე მეტია ზემოთ მოცემული შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით. შესაბამისად, თუ 40 წლის ადამიანს 500 ლარი აქვს ხელფასი, მოცემული საპენსიო შემოთავაზების მიხედვით, ამ სისტემის არჩევის შემთხვევაში, იგი გადაიხდის ხელზე ასაღები თანხის 6%-ს და იგი 20 წლის შემდეგ თვეში 576 ლარს მიიღებს ყოველთვიურ პენსიას (საბაზო პენსიის გარეშე), ხოლო მაგალითად, თუ 1500 ლარი აქვს ხელფასი, 40 წლის მონაწილე ქალი, ნებაყოფლობით ხელზე ასაღები ხელფასიდან 10%-ის შეტანის შემთხვევაში, 1 534 ლარს (საბაზო პენსიის გარეშე) მიიღებს ყოველთვიურ პენსიას 20 წლის შემდეგ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით ხდება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების შემცირება გარკვეულ კატეგორიებზე. ცხრილ 1-ში მოცემულია იმ ადამიანების რაოდენობა და საშემოსავლო გადასახადის ოდენობები, რომლებიც აირჩევენ მოცემულ პროექტში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. ან/და დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და “ევროპული საქართველო - რეგიონები".