„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-15
ბიუროს ნომერი 206
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ქვეპუნქტი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
“ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ უზრუნველყოფს
ღირსეულ სიბერეს. სისტემა დამაიმედებელ რიცხვებს ვერ იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ
მთავრობის მართული საპენსიო სააგენტო ფულს სწორად დააბანდებს, ეს ფული კორუფციისა
და სახელმწიფო ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობის გამო არ დაიკარგება და ათიათასობით
ადამიანის საპენსიო დანაზოგი “საბჭოთა ანაბრების” ბედს არ გაიზიარებს.
“ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე
ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს. სისტემა ასევე შეანელებს ხელფასების
მატების ტემპს, რომელიც ისედაც შენელებულია ბოლო 6 წლის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ინიცირება ხდება დაგროვებითი პენსიის შესახებ ახალი
კანონის პროექტის, რამაც განაპირობა აღნიშნული ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
“ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩანაცვლება ისეთი
სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს, არ ზრდის 40 წლამდე ასაკის
მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს, არ შეანელებს ხელფასების მატების ტემპს.
აღნიშნულის
მისაღწევად
საჭიროა
შესაბამისი
ცვლილებების
განხორციელება
კანონმდებლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კოდექსიდან 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღება, სადაც განმარტებულია
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
არ იქონიებს გავლენას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო,
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
არასახელმწიფო
ან/და
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთები არ არსებობენ.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ბოკერია, ზურაბ
ჭიაბერაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები
„ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და
“ევროპული საქართველო - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილებები
მუხლი 2
1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი
პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანოების წევრები;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები;
ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;
ე1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე;
ე 2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი
მოადგილეები;
ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში –
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე;
[ ზ 1 ) (ამოღებულია - 29.06.2018, №2760); ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ]
ზ2) (ამოღებულია - 07.12.2017, №1708);
თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი
მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი
მოადგილე;
თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები;
ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
ი 1) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე;
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
კ1 ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების
უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები ;
კ2) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
და მისი მოადგილე;
[კ 2 ) (ამოღებულია - 29.06.2018, №2760); ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ]
კ3) (ამოღებულია - 07.12.2017, №1708);
ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი
მოადგილე;
ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა
ხელმძღვანელები;
ლ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო,
სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი
მოადგილე;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების,
ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი
მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
მ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი
მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები,
აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
ორგანოს ხელმძღვანელი;
ო) გენერალური
აუდიტორი ,
მისი
მოადგილე, სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების
ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული
ერთეულების ხელმძღვანელები;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;
რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი;
ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და
კომისიის მდივანი;
უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე;
[ უ) სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე; ( ამოქმედდეს საქართველოს
პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე ) ]
ფ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების
თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი, მისი
მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ქ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1973);
ღ) მოსამართლე;
ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი
პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან
გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის,
საოლქო და რაიონული პროკურორები;
[ ყ) საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს
პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან
გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის,
საოლქო და რაიონული პროკურორები; ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ]
შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული,
დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი;
ჩ) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358);
ც) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე;
[ ც) სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილე; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
ძ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
უფროსი და მისი მოადგილეები;
წ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორი და უფროსი
საინვესტიციო ოფიცერი.
2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე
იგულისხმება:
ა) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358);
ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
(გარდა
კულტურული,
საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის შექმნილი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი;
გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს
შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა შვილობილი
საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის
შევსება,
ჩამონათვალი
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით.