„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-15
ბიუროს ნომერი 206
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება და ამორებულ იქნეს მე -17 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
“ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ უზრუნველყოფს
ღირსეულ სიბერეს. სისტემა დამაიმედებელ რიცხვებს ვერ იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ
მთავრობის მართული საპენსიო სააგენტო ფულს სწორად დააბანდებს, ეს ფული კორუფციისა
და სახელმწიფო ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობის გამო არ დაიკარგება და ათიათასობით
ადამიანის საპენსიო დანაზოგი “საბჭოთა ანაბრების” ბედს არ გაიზიარებს.
“ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე
ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს. სისტემა ასევე შეანელებს ხელფასების
მატების ტემპს, რომელიც ისედაც შენელებულია ბოლო 6 წლის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ინიცირება ხდება დაგროვებითი პენსიის შესახებ ახალი
კანონის პროექტის, რამაც განაპირობა აღნიშნული ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
“ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩანაცვლება ისეთი
სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს, არ ზრდის 40 წლამდე ასაკის
მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს, არ შეანელებს ხელფასების მატების ტემპს.
აღნიშნულის
მისაღწევად
საჭიროა
შესაბამისი
ცვლილებების
განხორციელება
კანონმდებლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კოდექსიდან 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღება, სადაც განმარტებულია
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
არ იქონიებს გავლენას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
ან/და
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთები არ არსებობენ.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ბოკერია, ზურაბ
ჭიაბერაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები
„ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და
“ევროპული საქართველო - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილებები
მუხლი 17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება
1. სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის აუდიტორული
უფლებამოსილება,
მისი
კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს,
ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ 50
პროცენტი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ
პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.
[ 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი
კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს,
ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და 50
პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ
პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე. (ამოქმედდეს
საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ფიცის დადებისთანავე) ]
2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული
შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურიამოწმებს:
ამოცანების
ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას;
[ ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების
ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას; (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე)]
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების პროექტების
შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას;
გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო და
საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას;
ვ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და
გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო
სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს
სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ
ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით
გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ეროვნულ მარეგულირებელ
ორგანოზე;
თ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების საკუთრების მართვასა და განკარგვას;
ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას,
რომელ შიც ავტონომიური რესპუბლიკა ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული
ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტსა და მეტს, ასევე სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტი და
მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის
საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ საწარმოს ფასიანი
ქაღალდები – აქცია, წილი − განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო
ბირჟაზე. ამ საწარმომ ინფორმაცია თავისი ფინანსური ანგარიშგების შესახებ
მოთხოვნისამებრ უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
კ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს,
რომ ე ლ თა გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც
დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების,
ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან;
[ ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და
გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო
სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს
სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ერთეულის მიერ
გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის
მოქმედება არ ვრცელდება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირსა და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე;
თ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების
საკუთრების მართვასა და განკარგვას;
ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას,
რომელშიც ავტონომიური რესპუბლიკა ან/და თვითმმართველი ერთეული ფლობს
წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ 50
პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის
იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდები – აქცია, წილი − განთავსებულია ფასიანი ქაღალდების
საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. აღნიშნულმა საწარმომ თავისი ფინანსური ანგარიშგების
შესახებ ინფორმაცია მოთხოვნისამებრ უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
კ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს,
რომელთა გარანტად დგას სახელმწიფო, კერძო სამართლის სუბიექტის საქმიანობას იმ
ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების
კუთვნილი თანხების, აგრეთვე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან
თვითმმართველი ერთეულის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან; (ამოქმედდეს
საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ფიცის დადებისთანავე) ]
ლ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი
არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს მიერ საპენსიო
სააგენტოს წლიური ბიუჯეტის ხარჯვას.
3. სახელმწიფო
აუდიტის
სამსახური დამოუკიდებლად
აუდიტორული საქმიანობის გეგმას.
განსაზღვრავს
წლიური