„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-15
ბიუროს ნომერი 206
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის „ჰ10 პუნქტი.
2. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებების და მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეთა ანგარიშები და მიიღოს მათგან
დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.“.
3. ამოღებულ იქნეს 523 მუხლი.
4. 61-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და
საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. საქართველოს პარლამენტი
ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
“ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ უზრუნველყოფს
ღირსეულ სიბერეს. სისტემა დამაიმედებელ რიცხვებს ვერ იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ
მთავრობის მართული საპენსიო სააგენტო ფულს სწორად დააბანდებს, ეს ფული კორუფციისა და
სახელმწიფო ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობის გამო არ დაიკარგება და ათიათასობით
ადამიანის საპენსიო დანაზოგი “საბჭოთა ანაბრების” ბედს არ გაიზიარებს.
“ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე
ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს. სისტემა ასევე შეანელებს ხელფასების
მატების ტემპს, რომელიც ისედაც შენელებულია ბოლო 6 წლის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ინიცირება ხდება დაგროვებითი პენსიის შესახებ ახალი
კანონის პროექტის, რამაც განაპირობა აღნიშნული ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
“ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩანაცვლება ისეთი
სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს, არ ზრდის 40 წლამდე ასაკის
მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს, არ შეანელებს ხელფასების მატების ტემპს.
აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კოდექსიდან 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღება, სადაც განმარტებულია საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, სახელმწიფო
ბიუჯეტში გათვალისწინებული 1 მლნ ლარი (კოდით 5400) აღარ მიიმართება სახელმწიფო
საპენსიო ფონდისკენ, ვინაიდან მოცემული კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს მთავრობის
მიერ შემოთავაზებულ და მიღებულ კანონის გაუქმებას, რომელიც გულისხმობს სავალდებულო
საპენსიო სისტემის შექმნას და შესაბამისად სახელმწიფო საპენსიო ფონდის შექმნას. შედეგად,
როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტში, ისე BBD დოკუმენტში (2020-2022 წლები)
1 მლნ ლარი აღარ უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფო საპენსიო ფონდისათვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
არ იქონიებს გავლენას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთები არ არსებობენ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ჭიაბერაშვილი.
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ბოკერია, ზურაბ
ვ) კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული
საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და “ევროპული
საქართველო - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილებები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულება,
საბროკერო
კომპანია,
ფასიანი
ქაღალდების
დამოუკიდებელი
რეგისტრატორი,
აქტივების
მმართველი
კომპანია,
ცენტრალური
დეპოზიტარი,
სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,
არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის
გადამცვლელი პუნქტი;
ბ) საფინანსო სექტორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა;
გ) კომერციული ბანკი – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი,
რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;
დ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი ინფლაციის
მაჩვენებელი;
ე) ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების
მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა
ოფიციალური მიზნებისათვის;
ვ)
სახელმწიფო
სესხი
–
„სახელმწიფო
ვალის
შესახებ“
საქართველოს
კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ვალი და კრედიტებისათვის გაცემული
საქართველოს სახელმწიფო გარანტიები;
ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის
მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც
საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება.
ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები არ არის დეპოზიტი;
თ) ფულის ნიშნები – ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი დაწესებულებების
მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები;
ი) ყალბი ფულის ნიშნები – თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული
ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც
შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი;
კ) ემისია – ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში
გაშვება;
ლ) რეპროდუცირება – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტებისა და მონეტების
მთლიანად ან მათი ნაწილის, მათ შორის, მათი ინდივიდუალური დიზაინის ელემენტების,
ფერის, ზომების, სიმბოლოების ან მათი სახეცვლილებით მატერიალური ან
არამატერიალური ფორმით რაიმე გამოსახულების, დამზადება, რომელიც შესაძლოა
წააგავდეს ნამდვილ ფულის ნიშნებს ან ქმნიდეს ნამდვილი ფულის ნიშნების
შთაბეჭდილებას;
მ) ნუმიზმატიკური
ფასეულობა
–
სარეალიზაციოდ
ან
საექსპონატოდ
განკუთვნილი, ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და
მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან
რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების გამო, ასევე
ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები;
ნ) კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის
საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;
ო) კლირინგი (საკლირინგო ხელშეკრულება) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა,
რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება
როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;
პ) სპოტური ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების
დადების დღიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში;
ჟ) ფორვარდული ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება
გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
რ) სვოპი – გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი შემდგომი
გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით;
ს) ფისკალური აგენტი – საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის
ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი,
რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ტ) ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები – ყველა ხარჯი, გარდა იმ ხარჯებისა,
რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ეკონომიკის უზრუნველყოფასთან;
უ) საქართველოს საფინანსო სექტორის სტატისტიკა – ეროვნული ეკონომიკის ფინანსური
აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების ფინანსური და
არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და ნაკადების ამსახველი
სტატისტიკა;
ფ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის
კომერციული ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი
სახელით აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის
ნაწილი;
ქ 1) (ამოღებულია - 23.12.2018, №1894);
ღ) დროებითი ბანკი – განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა
და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ საგანგებოდ და დროებით
შექმნილი ბანკი;
ყ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის
უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის
მოხდენა;
შ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ჩ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან
მუდმივად მცხოვრები პირი;
ც) ახლო ნათესავი – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონით მემკვიდრეთა წრიდან I ან II რიგში;
ძ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
წ) საგარეო სექტორის სტატისტიკა – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო
ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო
რეზერვების სტატისტიკა;
ჭ) ინფლაცია – ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ
გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსის ცვლილება;
ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული
ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში კომერციული
ბანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული ბანკის) ანგარიშებზე არსებული სახსრები
ეროვნულ ვალუტაში;
ჯ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ზონა;
ჰ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი – საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის საქმიანობისთვის
სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და სადაც
ნებადართულია, სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე გაიყიდოს ნებისმიერი
საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა
ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია;
ჰ1) საბანკო ჯგუფი – იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა
ერთობლიობა, რომლებიც არიან კომერციული ბანკი, მისი სათავო საწარმო/საწარმოები,
კომერციული ბანკისა და მისი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და
ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ და,
იმავდროულად, არიან ფინანსური ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან
დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგები;
ჰ2) საბანკო ჰოლდინგი – იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს
კომერციული ბანკის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ან აკონტროლებს კომერციულ ბანკს;
ჰ3) ასოცირებული საწარმო – საწარმო, რომელზედაც ინვესტორი მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს, რაც გულისხმობს საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას. ასოცირებული
საწარმო მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც;
ჰ4) კონსოლიდირებული ზედამხედველობა – ზედამხედველობის პროცესი, რომელიც
გულისხმობს საბანკო სექტორის სტაბილურობის და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული
ბანკის (კომერციული ბანკების) ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბანკო
ჯგუფის ნებისმიერი წევრისთვის ინდივიდუალურად ან/და საბანკო ჯგუფის სხვა წევრებთან
ერთად (გაერთიანებულად) საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებას და საზედამხედველო
უფლებამოსილებების/ქმედებების განხორციელებას;
ჰ5) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს,
ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას;
ჰ6) ადმინისტრატორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სამეთვალყურეო საბჭოს
წევრი, დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია
დამოუკიდებლად ანდა ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად საფინანსო სექტორის
წარმომადგენლის სახელით აიღოს ვალდებულებები;
ჰ 7) სესხის გამცემი სუბიექტი – ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა
ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის,
ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება;
ჰ8) ერთობლივი საწარმო – საწარმო, რომელშიც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს
აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი
საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ერთობლივი კონტროლი
გულისხმობს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთობლივ კონტროლს,
რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებით
გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა ერთსულოვან თანხმობას
საჭიროებს.
ჰ9) ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი − იმ პირთა ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთის
მიმართ ან/და ერთმანეთის საწარმოებში ფლობენ აქციების/წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს,
ან/და ფლობენ ერთმანეთის სათავო საწარმოებს (სათავო ორგანიზაციებს) ან/და მათ
შვილობილ საწარმოებს ან/და აფილირებულ საწარმოებს ან/და ერთობლივ საწარმოებს, ან/და
რომლებიც ერთმანეთის პირველი რიგისა და მეორე რიგის კანონით მემკვიდრეები არიან.
ჰ10)
საპენსიო
სააგენტო
− „დაგროვებითი
პენსიის
შესახებ“
საქართველოს
კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო.
მუხლი 32. კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების,
სხვა ფინანსური ინსტიტუტების და საპენსიო სააგენტოს ანგარიშები ეროვნულ ბანკში
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეთა და საპენსიო
სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და
პირობების შესაბამისად.
მუხლი 523. საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობა
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციული
რეგულირება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) პერიოდულად შეამოწმოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობა;
გ) განსაზღვროს ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები
რეიტინგი ან დამატებითი მოთხოვნები ფინანსური ინსტრუმენტების ემიტენტების მიმართ,
რომლებშიც შეიძლება საპენსიო სააგენტომ განახორციელოს ინვესტირება;
დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის
ფარგლებში, მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს მისცეს
სავალდებულო მითითება ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზის აღმოფხვრის
შესახებ, გონივრული ვადების მითითებით;
ე) განახორციელოს საპენსიო სააგენტოს სპეციალური ადმინისტრირების დროებითი
რეჟიმი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი
წესის შესაბამისად;
ვ)
დაადგინოს
დამატებითი
მარეგულირებელი
წესები
სპეციალიზებული
დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს. ეს წესები შეიძლება
ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას,
ტექნიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული
ბანკი საჭიროდ მიიჩნევს;
ზ) აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი
და აქტივების მმართველი კომპანია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
თ) განსაზღვროს მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან/და დამატებითი მოთხოვნები
საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული აქტივების
მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის);
ი) მოახდინოს საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების
მმართველი კომპანიის (კომპანიების) ადგილზე შემოწმება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების შესაბამისად;
კ) განიხილოს და გამოსცეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციულ
რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად;
ლ) განახორციელოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 61. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
განსაზღვრა და ანგარიშგება
1. ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს.
2. არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების პროექტს.
3. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამტკიცებს ფულად-საკრედიტო
და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
4. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
წარდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
პროექტი, ეროვნული ბანკი მოქმედებს თავის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.
5. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
პროექტში უნდა აღინიშნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული
პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს
მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.
6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული
ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და
საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ეროვნული ბანკი წლიურ
ანგარიშში ასახავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონთან და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.