„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი
ინიციატორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“
ნომერი
#07-3/231/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-15
ბიუროს ნომერი 206

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლს 67-ე პუნქტი. 2. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარებისთვის. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: “ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს. სისტემა დამაიმედებელ რიცხვებს ვერ იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობის მართული საპენსიო სააგენტო ფულს სწორად დააბანდებს, ეს ფული კორუფციისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობის გამო არ დაიკარგება და ათიათასობით ადამიანის საპენსიო დანაზოგი “საბჭოთა ანაბრების” ბედს არ გაიზიარებს. “ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს. სისტემა ასევე შეანელებს ხელფასების მატების ტემპს, რომელიც ისედაც შენელებულია ბოლო 6 წლის განმავლობაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ინიცირება ხდება დაგროვებითი პენსიის შესახებ ახალი კანონის პროექტის, რამაც განაპირობა აღნიშნული ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: “ქართული ოცნების” მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩანაცვლება ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს, არ ზრდის 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს, არ შეანელებს ხელფასების მატების ტემპს. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კოდექსიდან 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღება, სადაც განმარტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება არ იქონიებს გავლენას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთები არ არსებობენ. ან/და დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთები არ არსებობენ. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და “ევროპული საქართველო - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. ანგარიშვალდებული საწარმო – ამ კანონის მე 9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმო . 2. არსებითი (ფაქტი ან მოვლენა) – ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც, კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას. 3. აუდიტორი – პროფესიული ორგანიზაციის წევრი (ფიზიკური ან იურიდიული პირი ) რომელიც გამოხატავს საკუთარ მოსაზრებასფინანსური ანგარიშგების ან კონსოლიდირებულ ი ანგარიშგების შესახებ აუდიტის საფუძველზე ან / და რწმუნებას ფინანსურიანგარიშგების მ იმოხილვის პროცედურების საფუძველზე . აუდიტორული კომპანია არ უნდა იყოს აფილირ ებული და უნდა იყოსდამოუკიდებელი ამ მუხლის მე 11 პუნქტში აღნიშნული იმ პირისაგან , რომელსაც ის ემსახურება , როგორც აუდიტორი . 4. ბანკი – საბანკო დაწესებულება, რომელიც ორგანიზებულია „მეწარმეთა შესახებ“, ხოლო ლიცენზირებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით. 5. ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი , რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამსარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულებ ა არ გააჩნია , ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვისშექმნილ ი პირი , ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პ ირი , მაშინ – მისი მმართველიორგანოს წევრი . 5 1 . რეგისტრირებული მესაკუთრე – პირი , რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალურ ი მფლობელი ან რეგისტრირებულიმფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილ ებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას : ა ) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი , გარდა ნომინალური მფლობ ელისა ; ბ ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს , იმოქმ ედოს მისი ინტერესებისათვის ; გ ) იღებს ფულად მოგებას , როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე ; დ ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება ; ე ) აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება , გახდეს ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მესაკუთრე . 6. ბროკერი – ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას. 7. გაზეთი – გაზეთი ან ოფიციალური გამოცემა, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკი. 8. (ამოღებულია ). 9. გაყიდვა – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან სხვაგვარი გასხვისების შესახებ. 10. ლიცენზია – „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე 3 მუხლის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრულილიცენზია . 11. დაკავშირებული პირი : ა ) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი , რომელიც , საქართველოს სამო ქალაქო კოდექსის თანახმად , კანონისმიერმემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება ; ბ ) საწარმო , რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს , რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს , ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებ ებზე ; გ ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი , რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს , რომელიც მასპრაქტიკულ საშუალებას აძლევს , ზემოქმედება მოახდინ ოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე ; დ ) იურიდიული პირის შემთხვევაში : დ . ა ) პირის მმართველი ორგანოს წევრი ან / და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პ ირი ; დ . ბ ) პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი , რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს , ზ ემოქმედება მოახდინოს ამ იურიდიული პირისგადაწყვეტილებებზე . 12. ემისიის პროსპექტი – წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება. 13. წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ. 14. დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. 15. საბოლოო პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და რომელშიც მითითებულია შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი, აგრეთვე ინფორმაცია ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ. 16. ემიტენტი – პირი , რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქა ღალდებს . 17. (ამოღებულია). 18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა – ეს კანონი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებას ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 19. (ამოღებულია). 19 1. (ამოღებულია - 10.03.2017, №441). 20. კონტროლი ( მნიშვნელოვანი წილი , მნიშვნელოვანი შენაძენი ) – ვითარება , როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრესაწარმოში ფლობს ხმებ ის 10%- ზე მეტს ან სხვაგვარად შეუძლია გააკონტროლოს საწარმო . 21. მეორადი საჯარო ვაჭრობა – ფასიანი ქაღალდის იმგვარი ყიდვა ან გაყიდვა, რომელიც: ა) არ ხორციელდება ემიტენტის სახელით ან არ წარმოადგენს ამ კანონის მე-3, მე-4, მე5, მე-6, მე-7, მე-8 მუხლების მიხედვით საჯარო შეთავაზების ნაწილს; ბ) ღიაა პირდაპირი ან წარმომადგენლის საშუალებით მონაწილეობისათვის არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი წრისათვის. 22. მმართველი ორგანო –– დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭო. 23. პირი – იურიდიული ან ფიზიკური პირი. 24. რეგისტრირებული მფლობელი – ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში. 25. რეკლამა – განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო- ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერების გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით. 26. საბროკერო კომპანია – იურიდიული პირი , რომელსაც აქვს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია . 27. სამეურნეო წელი – დროის პერიოდი ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 28. სამთავრობო ფასიანი ქაღალდი –– საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი. 29. საფონდო ბირჟა – ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი , რომელიც უზრუნვე ლყოფს ფასიანი ქაღალდებისა და სხვაფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა - გაყიდვის შესახე ბ წინადადებების შეგროვებას , ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა დაპროცედურე ბის შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას . 30 . (ამოღებულია). 31. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევა – დარღვევა , რომელ იც არ არის ტექნიკური ხასიათის დაწარმოადგენს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კან ონების ან საფონდო ბირჟის ან დეპოზიტარის წესების მოთხოვნათა განზრახუგულებელყოფ ას . 32. ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდები ) – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები , რომელთა საჯაროშეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფას იანი ქაღალდების სახით (ან მათი კომბინირებული ვარიანტით ) ან რომლებიცშეიძლება გარ დაიქმნას ასეთებად ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ ასეთების შეძენის უფლ ების მატარებლები , საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებ ული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები . ამ კანონით შემდეგიინსტრუმენტები არ განიხილ ება და არ რეგულირდება , როგორც ფასიანი ქაღალდები : ა ) ბანკების ვალდებულებები , დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვა დიან დაფინანსებასთან , რომლებსაცწარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი , შუამავლების გარე შე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა; ბ ) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ენუიტური კონტრაქტი , გამოშვებული დაზღვევი ს შესახებ კანონმდებლობის შესაბამისადმოქმედი იურიდიული პირის მიერ ; გ ) ჩეკი (რეგულირდება საქართველოს კანონით „ჩეკების შესახებ “); გ 1 ) თამასუქი (რეგულირდება საქართველოს კანონით „თამასუქის შესახებ “); დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც რეგულირდება შესაბამისად ამ კანონით ან სხვა კანონებით. 33. არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი , რომელიც არ არსებო ბს ქაღალდის ფორმით , მაგრამ არსებობსჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ა ნ ნომინალური მფლობელების ჩანაწერებში რეგისტრირებული მესაკუთრის ანნომინალური მფლობელის სახელზე . 34. საინვესტიციო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით. 35. სასესხო ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი , რომელიც ადასტურებს უფლებას გან საზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ანუპროცენტოდ მიღებაზე ; იგი მოიცავს სამთა ვრობო ფასიან ქაღალდებს , თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არისგანსაზღვრ ული . 36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე; 37. ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება) – პროცედურა, რომლის საშუალებითაც ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს. 38. ფასიანი ქაღალდების კლასი – ემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი , რომელიც ადა სტურებს იდენტურ უფლება - მოვალეობებს . 39. წილობრივი ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში. 40. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე – ინვესტორი, ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე, აუდიტორი. 41. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე – საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ანგარიშვალდებული საწარმო, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი. 42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესებით. 43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში. 44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით. 45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი , რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიან ი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიცაღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელები სა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა , კლასი და მათთან დაკავშირებული , კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია . 46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც საბროკერო კომპანია (საბროკერო კომპანიები) ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტი (ფინანსური ინსტიტუტები) კისრულობს (კისრულობენ) ვალდებულებას, განათავსოს (განათავსონ) ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ საფუძველზე ან არაგარანტირებულ საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად: ა) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით; ბ) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე. 47. შეთავაზება – გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტისათვის ანდა საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, მონაწილეობა მიიღოს ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში. 48. შეთავაზების განაცხადი – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია, უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითებით. 49. ჩანაწერი – ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ანგარიშის, კორესპონდენციის, მაგნიტურ ფირსა და კომპიუტერის დისკზე ჩანაწერებისა თუ სხვა სახით, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ჩვეულებრივ ან რაიმე ტექნიკური საშუალებებით. 50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება. 50 1 . წევრი – საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტი , რომელიც საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარისწესის შესაბამისად აღიარებულია საფონდო ბირჟის ა ნ ცენტრალური დეპოზიტარის წევრად . 51. წერილობითი ფორმა – კომუნიკაციის ნაბეჭდი, ლითოგრაფიული ან ნებისმიერი გრაფიკული ფორმა. 52. (ამოღებულია – 10.04.2012, №6022 ). 53. განვითარებული ქვეყნები – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები. 54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი. 55. საინვესტიციო ფონდი – იურიდიული პირი ან კოლექტიური საინვესტიციო სქემა , რ ომელიც იქმნება ინვესტორების ფულისაკუმულირებისა და განთავსების მიზნით . 56. კოლექტიური საინვესტიციო სქემა – ფინანსური ინსტიტუტების მართვაში გადაცემუ ლი ფულადი საშუალებები ამ თანხებისინვესტიციებში განთავსების მიზნით . 57. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ მან აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალის ოდენობა აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. 58. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი – პირი , რომლის დადასტურებუ ლი ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ანწლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200,000 ლარს . 59. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი – ფინანსური ინსტიტუტი ან კოლექტიური საინვესტიციოსქემა , შექმნილი ამ კანონის შესაბამისად . მისი მონაწილენი არიან მხოლოდ გათვიცნობიერებული (გამოცდილი ) ინვესტორები . 60. საინვესტიციო ფონდის მმართველი – პირი ან პირთა ჯგუფი , რომელიც მართავს საინ ვესტიციო ფონდს . 61. ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი – ემიტენტის მიერ გამოშვებული და განთავსებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი, რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას: ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ 5%-იან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს, გარდა იმ ფასიანი ქაღალდების პაკეტისა, რომელსაც დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვების მიზნით რეგისტრირებულ საკუთრებაში ფლობს საერთაშორისო დეპოზიტარი; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს; გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს. 62. უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა, რომლის წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. ასეთ ბირჟებს, როგორც მინიმუმი, მიეკუთვნებიან განვითარებულ ქვეყნებში არსებული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბირჟები. 63. კოტირება – საფონდო ბირჟის მიერ ფასიანი ქაღალდის ოფიციალური ფასის ან / და ფა სთა ინტერვალის დადგენა გარკვეულითარიღისათვის , გაანგარიშებული დადებული გარიგ ებების ან / და გაკეთებული სავაჭრო განაცხადების საფუძველზე , ბირჟის მიერდამტკიცებუ ლი მეთოდიკის შესაბამისად . 64. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში – ფინანსური ანგარიში , რომელიც მოიცავ ს როგორც მშობელი , ისე შვილობილისაწარმოს ფინანსურ ანგარიშებს . 65. შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას. 66. ფილიალი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი. 67. საპენსიო სააგენტო − დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო. მუხლი 28. ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები 1. ცენტრალური დეპოზიტარი შეიძლება აგრეთვე ფლობდეს ფასიანი ქაღალდების რეგის ტრატორის ლიცენზიას . აღნიშნულშემთხვევაში ლიცენზია გაიცემა „ ლიცენზიებისა და ნება რთვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -9 მუხლის მე -6 პუნქტისშესაბამისად . 2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები; ვ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ზ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს; თ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ; ი) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში); კ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა; ლ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობისთვის; მ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერების) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა. 3. პირებს , რომლებსაც არ აქვთ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია , უფლება არა აქვ თ , საქმიანობასა და რეკლამირებაშიგამოიყენონ სიტყვები „ფასიანი ქაღალდების ცენტრალუ რი დეპოზიტარი “ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია , რომლებიცშინაარსობრივად ამგვ არ საქმიანობას გამოხატავს . 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარებისთვის, რომლებიც მომსახურებას უწევენ საპენსიო სააგენტოს. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს.