საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2017 წლის საშემოდგომო სესიიდან 2018 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-15
ბიუროს ნომერი 206
📜 ტექსტი
წერილი
N 17392
12/10/2018
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი და მე-2
პუნქტების შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტის მიერ 2017 წლის საშემოდგომო სესიიდან 2018 წლის საშემოდგომო
სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
პატივისცემით,
ირაკლი სესიაშვილი
თავმჯდომარე
ანგარიში
თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის მიერ 2017 წლის
საშემოდგომო სესიიდან 2018 წლის
საშემოდგომო სესიამდე გაწეული
საქმიანობის ანგარიში
1
მიმდინარე პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უმნიშვნელოვანეს
საქმიანობად მიჩნეული იყო უსაფრთხოების სექტორში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა,
ამ მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მოქმედ საკანონმდებლო აქტების
შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში უმთავრეს
ამოცანას, ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა წარმოადგენდა, სადაც, ოპოზიციის და
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, შესაძლებელი იქნებოდა ყველაზე მწვავე
თემებზე კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. ისეთი გარემოს შექმნა, სადაც
ნებისმიერი
კანონის
პროექტის
განხილვა
ან
სხვა
მნიშვნელოვან
საკითხზე
გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა გამჭვირვალედ ყველა დაინტერესებულ მხარესთან
კონსულტაციის გზით.
საკანონმდებლო საქმიანობა
2017 წლის სექტემბრიდან დღემდე ჩატარებულია 29 საკომიტეტო მოსმენა. საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვან კომიტეტად
განსაზღვრული იყო 5 საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. (მთლიანობაში 92
საქართველოს კანონის პროექტი)
საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ძალების რეზერვისა
და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და მისგან
გამომდინარე
საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს თავდაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,არასამხედრო, ალტერნატიული
შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
,,მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“.
1.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო რეზერვისა და
2
მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც პასუხობს ქვეყნის წინაშე
არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და საჭიროების შემთხვევაში მოგვცემს
ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობას.
სამხედრო სარეზერვო სამსახურის სახეებია აქტიური სარეზერვო სამსახური
(აქტიური რეზერვი) და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური (სამობილიზაციო
რეზერვი).
აქტიური რეზერვი შედგება: შეიარაღებული ძალების რეზერვისგან, ტერიტორიული
რეზერვისგან და სპეციალისტთა რეზერვისგან.
აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღები პირების რაოდენობას, ეროვნული თავდაცვისა
და სამობილიზაციო გეგმების გათვალისწინებით განსაზღვრავს მთავრობა. მნიშვნელოვან
სიახლეს წარმოადგენს, რომ აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი და
აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან გაფორმდება კონტრაქტი. აქტიურ
რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რომელიც იქნება
მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის
პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. აქტიურ სარეზერვო სამსახურში
მყოფი პირების გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც ირიცხება
აქტიური რეზერვისტი. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღების წესი განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით. აქტიურ რეზერვში მყოფ პირს, კონტრაქტით სამსახურის მთელი 5
წლიანი პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში, ხოლო გამოძახების შემდგომ
სარეზერვო სამსახურის პერიოდი - კომპენსაციის დასანიშნ სტაჟში. რეზერვში გაწვევის
შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი.
სამობილიზაციო რეზერვის მიზანია - სამხედრო ძალების გაძლიერება და
დანაკარგების შევსება.
სამობილიზაციო რეზერვი კომპლექტება პირებისაგან, რომლებიც:
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დათხოვნილი არიან რეზერვში და არ
ირიცხებიან აქტიურ რეზერვში;
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე სარგებლობენ სამხედრო სამსახურში
გაწვევისაგან
გათავისუფლების
ან
გაწვევის
გადავადების
უფლებით
და
შეუსრულდათ 27 წელი ან აღნიშნული ასაკის მიღწევამდე გამოთქვეს სურვილი
ნებაყოფილობით ჩაირიცხონ სამობილიზაციო რეზერვში.
მნიშვნელოვანი სიახლეა სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა - აღნიშნული
სისტემა მოიცავს სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების,
მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს, რაც გაზრდის სამობილიზაციო
რეზერვის ოპტიმალური გადანაწილებას და გამოყენებას.
ელექტრონული მართვის
სისტემის საშუალებით განხორციელდება სამობილიზაციო რესურსის სისტემატიზაცია და
კატეგორიზაცია. ელექტრონული სისტემის მართვას განახორციელებს საქართველოს
თავდაცვის სამინისტრო.
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ასევე, კანონპროექტის რეგულაცია, რომლის
თანახმადაც - 60 წელს გადაცილებული პირი, მისი სურვილის შემთხვევაში შეიძლება
3
დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში. აღნიშნული რეგულაცია ხელს
შეუწყობს სამობილიზაციო რეზერვში მაღალპროფესიონალი კადრების ყოფნას.
კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, რომ მთლიანად
იცვლება სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისაგან გათავისუფლების და გაწვევის
გადავადების ასევე მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფი პირების დაჯავშნის წესი და
პირობები. კერძოდ, საჯარო და კერძო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების
მიზნით, მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული იქნება აღნიშნული
დაწესებულებების ნუსხა და იმ პროფესიების/თანამდებობების ჩამონათვალი, რომელთაც
საომარი მდგომარეობის დროს არ შეეხება რეზერვში გაწვევა. აღნიშნული კერძო და საჯარო
დაწესებულებები, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ელექტრონულ მართვის
სისტემაში უშუალოდ განახორციელებენ აღნიშნულ პირთა შესახებ მონაცემების შეტანას.
აღნიშნულ პირებს ელექტრონული მართვის სისტემაში ასახვის შემდეგ გადაუვადდებათ
სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა.
2.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „სამოქალაქო უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საქართველოს
კანონის პროექტები: „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
სახელმწიფო
მატერიალური
რეზერვების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
საქართველოს
კანონში
„თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „წყლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო
სპეციალური წოდებების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პროფესიული
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“
4
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და
3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
თაობაზე“, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს
სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო სამოქალაქო უსაფრთხოების
სფეროში უფრო ეფექტური და მოქნილი მართვის სისტემის ჩამოყალიბება. პაკეტი
ითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან სიახლეებს:
გადავდივართ საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელზე, რომელიც
ბევრად მარტივი და ეფექტური იქნება დღეს არსებულთან შედარებით (5 დონიანი
მართვის სისტემის ნაცვლად იქნება 2 დონე ადგილობრივი და ეროვნული)
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს დაგეგმვის ნაწილში იზრდება სამეცნიეროკვლევითი კომპონენტი, შესაბამისად მეცნიერებისა და ექსპერტების ჩართულობა,
სამსახურთან შეიქმნება ექსპერტთა საბჭო;
დეტალურად არის გამიჯნული და გაწერილი სხვადასხვა ტიპის საგანგებო
სიტუაციების
დროს
სახელმწიფო
ორგანოებისა
კომპეტენციები
და
ურთიერთქმედება;
კანონპროექტით გაწერილია მოხალისეთა სისტემის სამართლებრივი საფუძვლები,
რომლის შესაბამისად დაიწყება ამ სისტემის ჩამოყალიბება;
კანონპროექტი ითვალისწინებს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი
სამსახურის ახალ ხედვას;
იზრდება სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების
ჩამონათვალი
და
ამ
კანონპროექტების
მიღების
შემდეგ
სახანძრო
ზედამხედველობას დაექვემდებარება ყველა სასტუმრო და საზოგადოებრივი
თავშეყრის ობიექტი;
იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პასუხისმგებლობა სახანძრო
უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.
კანონპროექტი აწესრიგებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა
ადრეული შეტყობინების სისტემა, საგანგებო სიტუაციების დროს მოქალაქეთა
ინფორმირების საკითხები.
იქმნება საგანგებო სიტუაციების აღრიცხვის, რისკების შეფასებისა და ანალიზისა
ერთიანი ანალიტიკური სისტემა;
მნიშვნელოვანი სიახლეა საერთაშორისო დახმარების მიღების ორგანიზების
რეგულირება და ამ თვალსაზრისით ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება.
საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი სესიაშვილის, კობა კობალაძის, კობა
ნარჩემაშვილის, გია ბენაშვილის და პაატა მხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
5
მომზადებულ საქართველოს კანონის პროექტებს:
„საომარი მდგომარეობის შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’,„საქართველოს თავდაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და
სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „სამხედრო პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’,
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე’’, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „ტერორიზმთან
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „სახელმწიფო
საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’,
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’,
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე’’, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ’’, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’,
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე’’, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონში „თავისუფლების
ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ’’, „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო
ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’,
,,წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და
სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე’’, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ’’, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების
შეტანის თაობაზე’’, ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ’’, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’,
,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’,
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
6
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე’’, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური
უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’,
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, “საქართველოს
ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ავტონომიურ
რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
და
საქართველოს ორგანული კანონის პროექტები:
,,საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ’’, ,,ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. (07-3/183/9,
24.05.2018)
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიზანია ზემოაღნიშნული კანონების
საქართველოს კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია. ამ მიმართებით საქართველოს კონსტიტუციის
შესაბამისად განხორციელდა მნიშვნელოვანი შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის
ცვლილებები, რომელთაგან უნდა გამოიყოს „საომარი მდგომარეობის შესახებ, „საგანგებო
მდგომარეობის შესახებ“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“, „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“,
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის შესახებ“,
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონები.
„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად:
საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან
მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში.
საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის
წარდგინებით.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება საომარი მდგომარეობის გამოცხადების
შესახებ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. კანონპროექტით
დაზუსტდა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს
პრეზიდენტის სამართლებრივ აქტზე თანახელმოწერის პროცედურა. ნაცვლად 48
საათისა საქართველოს პრეზიდენტი საომარი მდგომარეობის გამოცხადების
შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარმოუდგენს საქართველოს პარლამენტს
დასამტკიცებლად. პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი ბრძანება
საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ცხადდება და
ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი შეკრებისთანავე ამტკიცებს
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების
შესახებ. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს აღნიშნულ ბრძანებას, იგი
კენჭისყრისთანავე დაკარგავს იურიდიულ ძალას.
ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ტექსტი საომარი
7
მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და
ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.
გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება საომარი
მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.
გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების
შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს
დამტკიცებას პარლამენტის მიერ.
საომარი მდგომარეობის დროს დეკრეტით შეიძლება თავდაცვის ძალებში
სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი
ორგანოების გაერთიანება.
საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის
წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს.
საქართველოს
პრეზიდენტის
დეკრეტი
საჭიროებს
პრემიერ-მინისტრის
თანახელმოწერას.
დეკრეტები მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე. ეროვნული ბანკის
უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს
დასამტკიცებლად. თუ პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი
კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. ამასთანავე, უფლებების
შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე თანახელმოწერა ჩაითვლება აღნიშნული დეკრეტის
გამოცემად და ძალაში შევა ამ მომენტიდან, ხოლო უფლებების შეჩერების შესახებ
დეკრეტი ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტის
ტექსტი ძალაში შესვლის შემდგომ გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და
ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით.
კონსტიტუციური კანონის შესაბამისად საომარი მდგომარეობის დროს იქმნება
სათათბირო ორგანო-ეროვნული თავდაცვის საბჭო. კანონპროექტით განისაზღვრა
ეროვნული თავდაცვის საბჭოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები.
„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საგანგებო
მდგომარეობა
ცხადდება
მასობრივი
არეულობის,
ქვეყნის
ტერიტორიული
მთლიანობის
ხელყოფის,
სამხედრო
გადატრიალების,
შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური
კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო
ხელისუფლების
ორგანოები
მოკლებული
არიან
კონსტიტუციურ
უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.
საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის წარდგინებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში
და ამ გადაწყვეტილებას ნაცვლად 48 საათისა დაუყოვნებლივ წარუდგენს
პარლამენტს დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
საქართველოს
პრეზიდენტის
ბრძანება
საჭიროებს
პრემიერ-მინისტრის
თანახელმოწერას.
გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების
შესახებ ძალაში შედის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან.
პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი
გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ
ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე,
სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
8
საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ
გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს
პრეზიდენტი. შესაბამისად, დაზუსტდა საგანგებო მდგომარეობის დროს
თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის
სამართლებრივ აქტზე თანახელმოწერის პროცედურა. საქართველოს პრეზიდენტი
საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ
ბრძანებას
დაუყოვნებლივ
წარუდგენს
საქართველოს
პარლამენტს
დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ
დამტკიცებისთანავე. გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის
ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერმინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ.
პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან
ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების
შეწყვეტის თაობაზე.
საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს
პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე
დეკრეტებს.
დეკრეტები მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.
ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი დაუყოვნებლივ
წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ პარლამენტი დეკრეტს არ
დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. ამასთანავე,
უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე თანახელმოწერა ჩაითვლება
აღნიშნული დეკრეტის გამოცემად და ძალაში შევა ამ მომენტიდან, ხოლო
უფლებების შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის პარლამენტის მიერ
დამტკიცებისთანავე.
ძალაში შესვლის შემდგომ დეკრეტის ტექსტი
გადაიცემა მთელი დღის
განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო
საშუალებით.
საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის
საქართველოს თავდაცვის ძალების
გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა განხორციელდება საქართველოს
კონსტიტუციის შესაბამისად.
ტერმინი ,,კონტრასიგნაცია’’ იცვლება ,,თანახელმოწერით’’, ასევე კანონპროექტში
აისახა კონსტიტუციური ტერმინი „ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფა“.
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ტერმინი ,,სამხედრო ძალები’’ შეიცვალა ტერმინით ,,თავდაცვის ძალები“;
საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების სფეროდან ამოღებულ იქნა
საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის
კონცეფციის დამტკიცების უფლებამოსილება, ვინაიდან საკითხებს რომლებიც ამ
დოკუმენტებით უნდა დარეგულირდეს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
დარეგულირდება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით, საქართველოს
საფრთხეების შეფასების დოკუმენტით, უსაფრთხოების სფეროში ეროვნული
სტრატეგიებით.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით თავდაცვის ძალების სახეობები და
შემადგენლობა განისაზღვრება კანონით. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
9
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად, სამხედრო წესდებებს ამტკიცებს მთავრობა. შესაბამისად, პრეზიდენტის
უფლებამოსილების სფეროდან ამოღებული იქნა ნორმები, რომლებიც
კონსტიტუციის თანახმად საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება.
კონსტიტუციის შესაბამისად, დაზუსტდა საომარი და საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადების პირობები.
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწაყვეტილებას
სახელმწიფოს
თავდაცვის
მიზნით
განსაკუთრებულ
და
კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების
შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება მთავრობის თანხმობით
თავდაცვის სფეროში დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.
საომარი
ან/და
საგანგებო
მდგომარეობის
გამოცხადების
შემთხვევაში
მობილიზაციას გამოაცხადებს საქართველოს მთავრობა.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის
მე-3 თავი, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,
სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ფუნქციები.
საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა თავდაცვის ძალების მეთაურის
ფუნქციების განსაზღვრა.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავდაცვის ძალების შემადგენლობა და
სახეობები უნდა განისაზღვროს კანონით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტის
მიხედვით საქართველოს თავდაცვის ძალები შედგება 4 სახეობისაგან- სახმელეთო,
საჰაერო, ეროვნული გვარდია და სპეციალური ოპერაციების ძალები. განისაზღვრა
თავდაცვის ძალების ის სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც შევლენ
საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.
საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში
აგრეთვე შედის:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს
სასაზღვრო პოლიცია;
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;
ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი;
სამინისტროს სისტემაში მოქმედი შემდეგი საჯარო სამართლის
იურიდიული პირები:
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული
თავდაცვის აკადემია;
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;
კიბერუსაფრთხოების ბიურო;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედი შემდეგი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - მონაცემთა გაცვლის სააგენტო.
საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის
10
გადაწყვეტილებით გენერალური შტაბი გადადის წინასწარ განსაზღვრულ ახალ საშტატო
სტრუქტურაზე, რომელშიც შეიძლება შედიოდნენ თავდაცვის ძალების შემადგენლობაში
შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სტრუქტურები, რომლებიც საომარი
მდგომარეობის დროს გადადიან თავდაცვის ძალების შემადგენლობაში და საქართველოს
პრეზიდენტის დეკრეტით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის ძალებში
გაერთიანებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე
პასუხისმგებელი ორგანოების წარმომადგენლები. ახალი სტრუქტურით გენერალური
შტაბი იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დასრულებამდე.
„თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად:
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა თავდაცვის დაგეგმვის არსი და განისაზღვრა
თავდაცვის დაგეგმვის პროცედურები, კერძოდ სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვა
ხორციელდება მოკლე (2 წლამდე ვადით), საშუალო (5 წლამდე ვადით) და
გრძელვადიანი (5 წელზე მეტი ვადით) პერიოდებისათვის.“.
განისაზღვრა სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპები.
სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და
ორგანიზაციული დოკუმენტების შესამუშავებლად იქმნება მუდმივმოქმედი
უწყებათაშორისი კომისია ან/და სამუშაო ჯგუფი, რომლის სტრუქტურა,
უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი
კომისიის ან/და სამუშაო ჯგუფის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას
უწევს თავდაცვის სამინისტრო.
წარმოდგენილი პროექტით „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ კანონი შესაბამისობაში
მოდის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის
შესახებ“ საქართველოს კანონთან. ამ მიზნით დადგინდა, რომ სახელმწიფო
თავდაცვის დაგეგმვა განხორციელდება ეროვნული დონის კონცეპტუალური და
ორგანიზაციული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული
დოკუმენტების საფუძველზე.
ეროვნული დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს მიეკუთვნება:
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია.
ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გააერთიანებს თავდაცვის სტრატეგიულ
მიმოხილვასა და ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას. ეროვნული თავდაცვის
სტრატეგიას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული
დოკუმენტია ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა, რომელიც წარმოადგენს
ეროვნული თავდაცვის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების
შესასრულებლად პასუხისმგებელი უწყებების დროში გაწერილი სამოქმედო
გეგმების ერთობლიობას. თავდაცვის მზადყოფნის გეგმის შემადგენელი ნაწილია
ეროვნული თავდაცვის გეგმა.
სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული
დოკუმენტები მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. სახელმწიფო თავდაცვის
დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტის საიდუმლო ნაწილი
მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით.“
11
სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური
დოკუმენტი მუშავდება ეროვნული დონის დოკუმენტების საფუძველზე და მასში
განისაზღვრება შესაბამისი უწყების ხედვები, ღირებულებები, მიდგომები,
განზრახვები, პრინციპები, აგრეთვე ამ უწყების მიზნები და ამოცანები სახელმწიფო
თავდაცვის სფეროსთან ან/და მის ცალკეულ მიმართულებებთან/საკითხებთან
დაკავშირებით. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტის საიდუმლო
ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით.
სახელმწიფო თავდაცვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები
მუშავდება ეროვნული დონის დოკუმენტებისა ან/და უწყებრივი დონის
კონცეპტუალური დოკუმენტების საფუძველზე და მათი აღსრულების მიზნით.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ეროვნული დონის კონცეპტუალურ
დოკუმენტს წარმოადგენს და უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას
მიეკუთვნება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა და ეროვნული სამხედრო
სტრატეგია. კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ეროვნული
თავდაცვის სტრატეგია გააერთიანებს
ორივე დოკუმენტს თავდაცვის
სტრატეგიული მიმოხილვას და ეროვნული სამხედრო სტრატეგიას.
4.
საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს თავდაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის
მხარდაჭერის საკითხები დარეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამასთანავე, აღნიშნული ცვლილებით „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონი
შესაბამისობაში
იქნა
მოყვანილი
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტუტის
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
5.
წარმოდგენილი ცვლილებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო
ვალდებულების მოხდა შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ საკონტრაქტო სამსახურის
სახით, არამედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახითაც. მოცემული ცვლილება
ხელს უწყობს სამსახურის რიგითი შემადგენლობის დაკომპლექტების პრობლემის
გადაწყვეტას. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველ
12
წვევამდელთა რაოდენობა შესაბამის ეტაპზე არ იქნება საკმარისი, საჭირო რიცხოვნობის
კონტიგენტი გაწვეული იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურში.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დავალებით კომიტეტის მიერ
სავალდებულო დასკვნები შემუშავებული იყო:
1.
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მინიმალურ
ასაკობრივ ზღვრებს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მოპოვებისათვის. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება შინაგან
საქმეთა მინისტრს აძლევს შესაძლებლობას ბრძანების საფუძველზე ზემოაღნიშნული
წესიდან განსხვავებული, მათ შორის, შეღავათიანი რეჟიმი დაადგინოს არა მხოლოდ
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების, არამედ სამხედრო სამსახურში მყოფი სხვა
კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეების (საკონტრაქტო და კადრის სამხედრო
მოსამსახურე) მიმართაც, რომელთა ფუნქციაშიც შედის შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის
სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების მართვა, თუმცა
ასაკობრივი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო მოკლებულნი იყვნენ
შესაძლებლობას მოეპოვებინათ შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება.
2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ’’, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე, ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ’’
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,პროკურატურის შესახებ’’
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,შემოსავლების სამსახურის
შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,
,,საქართველოს თავდაცვის
შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე, ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორების შესახებ’’ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ’’ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ’’
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,საქართველოს ორგანულ კანონში
,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ ცვლილების შეტანის შესახებ, ,,საქართველოს
ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ ცვლილების შეტანის
შესახებ’’, ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი’’ ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ’’.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით დარეგულირდა არა მხოლოდ საჯარო
მომსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხები, არამედ „საჯარო სამსახურის შესახებ“
კანონის მოქმედების სფეროსგან განსხვავებით, იგი შეეხო ფართო წრეს და დაარეგულირა
13
ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხები, მიუხედავად
მათი დასაქმების სამართლებრივი სტატუსისა. აღნიშნული კანონი ამკვიდრებს საჯარო
სექტორში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების სამართლიან, გამჭვირვალე და
განჭვრეტად სისტემას. იგი დეტალურად აწესრიგებს შრომის ანაზღაურებასთან
დაკავშირებულ საკითხებს, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის
საფუძვლებსა და ზღვრულ ოდენობებს.
წარმოდგენილი კანონის მოქმედება არ ვრცელდება ძალოვანი უწყებების
მოსამსახურეებზე და ამ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხები განისაზღვრება
შესაბამისი კანონმდებლობით. თუმცა, კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი
შეზღუდვა ვრცელდება აღნიშნულ მოსამსახურეებზეც. კერძოდ, ამ პირთა მიერ კანონის
ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ ყველა
დანამატის, ფულადი ჯილდოსა და სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე
ვრცელდება ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობები, გარდა ამავე კანონით
გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტები „სპეციელური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
2.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით „სპეციალური პენიტენციური
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი,
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო უსაფრთხოების
შესახებ საქართველოს კანონი“, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, პატიმრობის კოდექსი და პარლამენტის
რეგლამენტი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონთან.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი საქართველოს კანონის
პროექტები.
3.
14
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები დაკავშირებულია საქართველოს
მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებთან და მმართველობის
ეფექტურ განხორციელებასთან. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა ენერგეტიკის
სამინისტრო, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსსასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეუერთდა სოფლის
მეურნეობის სამინისტრო და ჩამოყალიბდა გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროდ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის
საქმეთა მიმართულება, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს სპორტის მიმართულება -საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროს და სამინისტროს სახელწოდება გახდა კულტურისა და
სპორტის სამინისტრო.
საკანონმდებლო დონეზე გაუქმდა საქართველოს პრემიერ მინისტრის სათათბირო
ორგანოები-ეკონომიკური საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების
მართვის საბჭო.
შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახური, რომელიც ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და
კრიზისების მართვის საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის გზით.
საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის,
ეკა ბესელიას, ანრი ოხანაშვილის, მამუკა მდინარაძის არჩილ თალაკვაძის, გურამ
მაჭარაშვილის, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და საქართველოს კანონის
პროექტები „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ’’,
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული
4.
15
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“.
საქართველოს
მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის
ახალი რედაქცია, რომელიც ეფუძნება თანამედროვე საპარლამენტო მმართველობის
პრინციპებს და შესაბამისად, მოითხოვს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის როლის
ზრდას და მისი საქმიანობის ახლებურ მოწესრიგებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია
პარლამენტის გაძლიერება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში
შემავალ უწყებებზე ზედამხედველობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ
პროექტით დადგინდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების
ჩამონათვალი და მთელი რიგი ვალდებულებები დგინდება არა მხოლოდ თავდაცვისა და
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, არამედ სექტორის ყველა უწყების მიმართ.
უქმდება „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონი და კანონში არსებული
რეგულაციები, შესაბამისი ცვლილებებით აისახა რეგლამენტის პროექტში.
წარმოდგენილი პროექტით ნდობის ჯგუფის მანდატი გაზრდილია და ის,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს თავდაცვისა
16
და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური
პროგრამების ზედამხედველობას, გარდა იმ ნაწილისა, რაც დაკავშირებულია
საქმიანობის ფარულ ფორმებთან და მეთოდებთან.
შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან ნდობის ჯგუფს წარუდგინონ მისი
უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით ყველა საჭირო
ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შესაბამისი უწყებები ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესების
დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ
მიმდინარე
საქმეებსა
და
ღონისძიებებთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
მიწოდებაზე. ასევე შეზღუდულია შესაბამისი უწყებების მიერ ისეთი ინფორმაციის,
მათ
შორის
საქმიანობის
ნორმატიული
ფარულ
აქტის
მიწოდება,
რომელიც
დაკავშირებულია
ფორმებთან
და
მეთოდებთან.
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანამშროლობის ფარგლებში ნდობის
ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
5.
ინფორმაციის მიწოდებაზე უარის შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები ვალდებული
არიან ნდობის ჯგუფს წარუდგინონ უარის წერილობითი დასაბუთება.
შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ან ნდობის ჯგუფთან შეთანხმებით, მათ
მიერ უფლებამოსილი პირები,
უფლებამოსილი, ხოლო ნდობის ჯგუფის
მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან დაესწრონ ნდობის ჯგუფის სხდომებს,
უპასუხონ დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინონ შესაბამისი მასალები და გაწეული
საქმიანობის ანგარიში.
სიახლეს წარმოადგენს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს
მთავრობა, შესაბამისი უწყებები, ვალდებული არიან საქართველოს ნორმატიული
აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანის შემდეგ, 2 კვირის
ვადაში, ნდობის ჯგუფს გააცნონ უწყების სტრუქტურისა და სტრუქტურული
ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანების შემცველი საიდუმლო ნორმატიული
აქტები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე,
ზემოაღნიშნული სუბიექტები ვალდებულნი არიან მიღებიდან 2 კვირის ვადაში,
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინონ თავდაცვისა და
უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის, პრიორიტეტებისა და სტრატეგიის
ამსახველი დოკუმენტები.
ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის თანხმობით, ნდობის ჯგუფის კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხებზე, ნდობის ჯგუფის წევრი/წევრები უფლებამოსილი
იქნებიან განახორციელონ ვიზიტები შესაბამის უწყებებში.
საქართველოს პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძეს, ვანო ზარდიაშვილის,
დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი ხატიძეს, ეკა ბესელიას,
გედევან ფოფხაძის და ოთარ ჩრდილელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:
მნიშვნელობის
სიმბოლოების
შესახებ’’,
,,კერძო
დაცვითი
,,სახელმწიფო
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს საჰაერო კოდექსში
17
ცვლილების შეტანის შესახებ,
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მცხოვრებ
უცხოელთა
რეგისტრაციის,
პირადობის
(ბინადრობის)
მოწმობისა
და
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სამხედრო პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სპეციალური პენიტენციური
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სამოქალაქო
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სახელმწიფო
სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო
ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, „სამხედრო
მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე,
„შემოსავლების
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ’’,
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
და საქართველოს ორგანული კანონის პროექტები
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ( 07-3/197;
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
შემუშავდა ერთიანი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასთან და გამოყენებასთან
დაკავშირებული საკითხებს. სხვა დანარჩენი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებით
მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები შესაბამისობაში მოდის „სახელმწიფო სიმბოლოების
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
18
საქართველოს
პარლამენტის
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებით,
საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისა და შეერთებისთვის საკითხის
მომზადება
კომიტეტს
დაევალა
6
საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან
დაკავშირებით. კერძოდ:
1.
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას
შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“
შეთანხმების თაობაზე.
აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს
შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის განვითარებას, რომელიც ერთ-ერთ
აუცილებელ ელემენტს წარმოდგენს საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურად
ბრძოლასა და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარებაში.
შეთანხმებით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ამ ორი ქვეყნის შესაბამის
უწყებებს შორის პირდაპირი, უსაფრთხო და ოპერატიული კომუნიკაციის სისტემის
განსავითარებლად. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა
და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას, რაც
მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
2. „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ“
წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თაობაზე“
აღნიშნულმა შეთანხმებამ ჩაანაცვლა 2010 წლის აგვისტოში ნატო-სა და საქართველოს
შორის წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „ნატოსა და საქართველოს
შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსისა და პერსონალის შესახებ“.
შეთანხმების ჩანაცვლება განაპირობა 2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე მოკავშირეების
მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის არსებითი ღონისძიებათა პაკეტის
მინიჭების შესახებ, რომლის იმპლემენტაციის პროცესში აუცილებელი გახდა შეთანხმებაში
რამდენიმე პუნქტის დამატება შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტების საბაჟო და
სხვა ტიპის გადასახადებისაგან გათავისუფლების თაობაზე, ასევე ნატოს-ს ექსპერტების
სამართლებრივი სტატუსის კიდევ უფრო დეტალურად განსაზღვრა მათი გაზრდლი
რაოდენობიდან გამომდინარე.
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
3. „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების თაობაზე“
შეთანხმება
განსაზღვრავს
საქართველოს
მთავრობისთვის
გამოყოფილი
5.500.000
თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარის ფინანსური რესურსებისა და წინა წლებში
19
გამოყოფილი, მაგრამ გამოუყენებელი 3.883.382,83
აშშ დოლარის განაწილებისა და
გამოყენების საფუძვლებს. შეთანხმების თანახმად თანხის ნაწილი გამოიყნება თურქეთში
თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და
მომსახურების შესასყიდად, ხოლო ნაწილი-საქართველოს/მარნეული აეროპორტის
მოდერნიზაციისათვის ლოჯისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების
შესაბამისად.
აღნიშნული
ოქმი
ცალკე
იქნება
ხელმოწერილი
ამ
შეთანხმებით
გათვალისწინებული მხარეთა უწყებების მიერ.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
4. „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის
შესახებ“ შეთანხმება.
აღნიშნული შეთანხმების დადება მიზნად ისახავს საქართველოსა და გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის
განვითარებას, რომელიც ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოდგენს საერთო
გამოწვევების
წინააღმდეგ
ეფექტურად
ბრძოლასა
და
მსოფლიო
უსაფრთხოების
არქიტექტურის განვითარებაში.
შეთანხმებით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ამ ორი ქვეყნის შესაბამის
უწყებებს შორის პირდაპირი, უსაფრთხო და ოპერატიული კომუნიკაციის სისტემის
განსავითარებლად. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა
და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას, რაც
მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის.
5.
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოსა და ბელარუსის
რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის
შესახებ“ შეთანხმება.
აღნიშნული შეთანხმების დადება მიზნად ისახავს საქართველოსა და ბელარუსის
რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის განვითარებას,
რომელიც
ერთ-ერთ
აუცილებელ
ელემენტს
წარმოდგენს
საერთო
გამოწვევების
წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლასა და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის
განვითარებაში.
შეთანხმებით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ამ ორი ქვეყნის შესაბამის
უწყებებს შორის პირდაპირი, უსაფრთხო და ოპერატიული კომუნიკაციის სისტემის
განვითარებისათვის. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა
და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას.
20
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
6. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობას და
თურქეთის
რესპუბლიკის
მთავრობას
შორის
თავდაცვის
სფეროში
თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“
აღნიშნული ხელშეკრულება ქმნის სამართლებრივ საფუძველს აზერბაიჯანულ, ქართულ
და თურქულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, მათ შორის, ისეთ
სფეროებში, როგორიცაა გაეროს და ეუთოს პრინციპებთან, ასევე ნატოს სტანდარტებთან
შესაბამისი სამხედრო ძალებისა და თავდაცვის სისტემის შექმნა, საუკეთესო პრაქტიკის
გაცვლა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებით, სამხედრო და
სამოქალაქო
პერსონალის
ტრენინგი
და
განათლება,
ერთობლივ
სწავლებებში
მონაწილეობა, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა, კიბერუსაფრთხოება თავდაცვის
სფეროში და სხვა. შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის
განხორციელების სხვადასხვა ფორმას: სამხედრო და სამოქალალქო თანამდებობის
პირების შეხვედრები, ექსპერტების სამუშაო ვიზიტები, ერთობლივი დისკუსიები,
კონსულკტაციები და სხვა
კომიტეტის მიერ სავალდებულო დასკვნა შემუშავებული იყო 2 საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან მიმართებაში.
1. რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენცია
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ბირთვული ავარიის ან
აღნიშნული კონვენცია განეკუთვნება საერთაშორისო ხელშეკრულებათა
კატეგორიას, რომელიც შემუშავდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს
ფარგლებში (აესს) და ძალაში შევიდა 1987 წლის 26 თებერვალს. გამომდინარე იქიდან, რომ
საქართველო აესს-ის წევრი სახელმწიფოა, მიზანშეწონილი გახდა ეროვნულ დონეზე
დაამკვიდროს აესს-ის მიერ შემუშავებული სტანდარტები და ითანამშრომლოს აესს-თან
თუ სხვა წევრ სახელმწიფოებთან.
მოცემული
კონვენცია
შემუშავდა
„ბირთვული
ავარიის
შემთხვევაში
ადრეული
შეტყობინების შესახებ“ კონვენციის პარალელურად, რომელსაც საქართველო შეუერთდა
2010 წელს. მათი საერთო მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება
ბირთვული ენერგიის განვითარებისას და გამოყენებისას.
„ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“ კონვენციის
ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ავალდებულებს, შეატყობინონ სხვა სახელმწიფოებსა და
აესს-ს იმ ბირთვული ავარიების შესახებ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეს ტრანსსასაზღვრო
რადიაციული შედეგები. „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის
შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენცია აწესრიგებს ბირთვული ავარიებისა და
რადიაციული
ავარიული
სიტუაციების
შემთხვევაში
საერთაშორისო
დახმარების
აღმოჩენასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს. დახმარება გულისხობს
როგორც კვალიფიციური პერსონალით, ისე სათანადო მოწყობილობით და მასალებით
21
დახმარებას. გარდა ამისა, ფინანსური დახმარების საკითხის გადაწყვეტისას კონვენცია
მხარეებს
ავალდებულებს
გაითვალისწინონ
განვითარებადი
სახელმწიფოების
საჭიროებები.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
2. „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის
მარშრუტის შეთანხმება)“ შეთანხმება.
შეთანხმების ხელშემკვრელი მხარეები არიან ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა,
თურქმენეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, საქართველოს რესპუბლიკა და
თურქეთის რესპუბლიკა, რომლის მიზანია ხელშემკვრელ მხარეთა შორის სავაჭრო და
სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობა.
აღნიშნული შეთანხმება ქმნის ხუთ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამართლებრივ
საფუძველს, რომელიც ხელს უწყობს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე ტვირთისა
და
მგზავრის
დაუბრკოლებელ
გადაადგილებას,
სატრანზიტო
მოძრაობასთან
დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების
ჰარმონიზაციას და გამარტივებას. ასევე, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების,
ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხოებას.
საკანონმდებლო წინადადებები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული იყო 2 საკანონმდებლო წინადადება.
კერძოდ:
.მოქალაქე ზაზა გორდელაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა
სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე’’.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა კომპენსაციის
დანიშვნის მიზნით სამხედრო მოსამსახურეებისთვის ნამსახურობის წლების შემცირებას
15-20 წლამდე.
წარმოდგენილ საკითხზე მსჯელობისას გათვალისწინებული იქნა ის
გარემოება, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიღება მნიშვნელოვნად
გაზრდიდა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობას, რომელიც მთელ რიგ
ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო
წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი.
1.
.საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების
მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირისა და პროფესიული
კონსულტირების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი „სამხედრო ვალდებულებისა
და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საკანონმდებლო წინადადება
2.
22
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის სამხედრო სავალდებულო
სამსახურის გადავადებას. კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო წინადადება
უარყოფილად იქნა ცნობილი.
კომიტეტის საკონტროლო ფუნქციები:
კომიტეტის საკონტროლო ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით უნდა
აღინიშნოს, რომ კომიტეტი სისტემატურად აკონტროლებს საქართველოს კანონების
გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას და ინფორმაციას
აწვდის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
კომიტეტი საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობს
კომიტეტის
წინაშე
ანგარიშვალდებულ
სტრუქტურულ ერთეულებთან.
აღსანიშნავია, რომ
სახელმწიფო
ორგანოების
შესაბამის
წლის განმავლობაში კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) სტრატეგიის განვითარებასა
და მისი პროგრამების ჩამოყალიბებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, აპარატის
თანამშრომლებმა გაიარეს სხვადასხვა სახის კურსები ეროვნული უსაფრთხოების
საკითხებთან დაკავშირებულ თემატიკაზე.
ამასთანავე, კომიტეტის აპარატი მონაწილეობდა ნატო-საქართველოს პროფესიული
განვითარების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობაში. აღნიშნული საბჭოს
საქმიანობა მოიცავს საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრული
სამოქმედო გეგმის შესრულებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სექტორში მოქმედი
სახელმწიფო უწყებების საჯარო მოსამსახურეებისათვის საჭირო პროფესიული უნარჩვევების განვითარებას, პროფესიული გადამზადების მიმართულებების განსაზღვრას და
შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვას.
2017 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ კომიტეტს
განსახილველად
წარმოუდგინა
„2018
რაოდენობის დამტკიცების შესახებ“
წლის
საქართველოს
სამხედრო
ძალების
დადგენილების პროექტი. ამავე კომიტეტის
სხდომაზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს თავდაცვის და
შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლების
მონაწილეობით განხილულ იქნა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის.
23
2017 წლის 13-18 ნოემბერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატი
მონაწილეობას იღებდა სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი-2017“-ში, ასევე,
მიმდინარე წლის ივნისიდან კომიტეტის აპარატი ჩართულია „დიდგორი-2018“-ის
დაგეგმვისა და სწავლების ორგანიზების პროცესში.
2018 წლის 13 თებერვალს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ლევან იზორიას ანგარიში. მინისტრმა კომიტეტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში
მიმდინარე რეფორმების და სამომავლო გეგმების თაობაზე წარმოუდგინა ინფორმაცია.
2018 წლის 20 თებერვალს, საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს დაზვერვის
სამსახურმა, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი.
2018 წლის 14 მარტს, გასვლით საკომიტეტო სხდომაზე, საქართველოს დაზვერვის
სამსახურმა წარმოადგინა გაწეული საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე მოვლენების
ანალიზი.
2018
წლის
10
აპრილს
კომიტეტმა
მოისმინა
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენება
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშის თაობაზე“. კომიტეტისა და
პარლამენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის
მოსმენა
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
კონტროლისათვის, რაც
მექანიზმია
სტრუქტურის
დემოკრატიული
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდე-
ბულების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.
2018 წლის 8 მაისს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაიმართა საკომიტეტო
მოსმენა კიბერუსაფრთხოების თემაზე, სადაც განხილულ იქნა კიბერუსაფრთხოების
კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება, გამოწვევები და რისკები, ასევე, კრიტიკული
ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, სისტემაში არსებული ხარვეზები და შესაბამისი
სამსახურების
მიერ
გატარებული
ღონისძიებები.
საკომიტეტო
მოსმენაზე,
კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე მოხსენებები
წარმოადგინეს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროს/სსიპ
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურმა.
კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად აქტიურად იყო
ჩართული საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის და
დამტკიცების პროცესში.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „2017 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების ყოველკვარტალური ანგარიშები და საქართველოს მთავრობის მიერ
24
წარმოდგენილი ინფორმაციები „ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და
საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების“ შესახებ.
2017/2018 წლების ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშების განხილვის
დროს კომიტეტის მხრიდან გამოთქმული იქნა შენიშვნები გარკვეული უწყებების და
სამინისტროების პროგრამების და ქვეპროგრამების მიმართ შესრულების შედარებით
დაბალი მაჩვენებლების გამო, რაც მომხსენებლების განმარტებით გამოწვეული იყო
ობიექტური მიზეზებით და სამომავლოდ მოხდა შესრულების გათანაბრება დაგეგმილ
მაჩვენებლებთან.
საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, კომიტეტი აქტიურად
თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ასევე
საქართველოს
პარლამენტის
საბიუჯეტო
ოფისთან
და
სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყებებთან.
კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა ანგარიშვალდებულ სახელმწიფო ორგანოების
საბიუჯეტო
ასიგნებების ხარჯვასთან დაკავშირებული
მოსალოდნელი ოპერაციების
წინასწარ გაცნობას და საპარლამენტო კონტროლს, აგრეთვე მათ მიერ განხორციელებულ
ან/და დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს.
კომიტეტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შემოსული განცხადებებისა და
საჩივრების განხილვას. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში საანგარიშო პერიოდში
200-მდე კორესპონდენციაა შემოსული. კომიტეტში
სისტემატიურად ხდებოდა
მოქალაქეთა მიღება და სხვადასხვა საკითხებზე მათთვის კონსულტაციების გაწევა. ასევე,
კომიტეტი 6 თვეში ერთხელ ითხოვს შესაბამისი უწყებებისგან განცხადებებისა და
საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ანგარიშს.
საანგარიშო
პერიოდში,
უსაფრთოხების
სექტორზე
საპარლამენტო
ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში, კომიტეტი მონიტორინგს უწევდა
საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების მიერ საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით განსაზღვრული ეროვნული სამოქმედო
გეგმების შესრულებას. ამ მიზნით, კომიტეტი, შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს
ინფორმაციას ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესრულების ფარგლებში მათ მიერ
განხორციელებული აქტივობების შესახებ.
კომიტეტის ურთიერთობა
საზოგადოებასთან, არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტი
მიმდინარე
საკითხებთან
დაკავშირებით
თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა, ევროკავშირის
მონიტორინგის მისია საქართველოში, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში,
25
აგრეთვე, უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. კომიტეტი, ასევე,
თანამშრომლობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
2017 წლის 30 ოქტომბერი, კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე სტუდენტები საქართველოს თავდაცვისა
და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდნენ, მათ შორს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების
გამოწვევებით და აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ ქვეყნის მიერ გატარებული
ღონისძიებებით.
2017 წლის 5 დეკემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ორგანიზაციული
და ანალიტიკური მხარდაჭერით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო
საბჭოსთან
თანამშრომლობით,
საქართველოს
პარლამენტში,
გაიმართა
სემინარი
„უსაფრთხოება და სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის მართვა: გლობალური და
ეროვნული სისტემა“.
2017 წლის 11 დეკემბერი, კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა შავი ზღვის
საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
2018 წლის 11 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით
სხვდასხვა უწყებების წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე
განხილულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდგომი რეფორმირების გზები
და ამ მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის
შექმნის გადაწყვეტილება იქნა
მიღებული.
2018 წლის 2 მარტს კომიტეტის წევრები, საქართველოში სასაწავლო ვიზიტით მყოფ
აშშ-ს საჰაერო ძალების კოლეჯის სტუდენტებს (ოფიცრები) შეხევდნენ. შეხვედრაზე, აშშ-ს
საჰაერო ძალების კოლეჯის სტუდენტები, რეგიონში მიმდინარე რთულ გეოპოლიტიკურ
საკითხებს გაეცნენ. ასევე, მათ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში და შავი ზღვის
რეგიონში მიმდინარე სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესწავლა.
2018 წლის 9 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის ორგანიზებით და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, საქართველოს
პარლამენტში გაიმართა სემინარი თემაზე: თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე
ზედამხედველობის წესები და პროცედურები, არსებული ნორმატიული ბაზა, პრაქტიკა,
ხარვეზები და გამოწვევები. სემინარზე ასევე, განხილულ იქნა 2017 წელს, პარლამენტის
მიერ მიღებულ კონსტიტუციურ კანონში საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით
არსებული მექანიზმები. სემინარში საქართველოს პარლამენტის წევრების გარდა
მონაწილეობას იღებდნენ, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო
ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
26
2018 წლის 13 აპრილს კომიტეტის წევრები, საქართველოში სასაწავლო ვიზიტით
მყოფ აშშ-ს ომის კოლეჯის სტუდენტებს (ოფიცრები) და ლექტორებს შეხევდნენ.
შეხვედრაზე სტუმრები საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს როლითა
და ეროვნულ დონეზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში
მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ.
2018 წლის 16 აპრილს, კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველო
ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა
კომიტეტის მუშაობის
უსაფრთხოების გარემო.
სპეციფიკა
და
მიმართულებები,
ასევე,
საქართველოს
2018 წლის 8 მაისს, აკრძალული ნივთიერებების (ქიმიური, ბიოლოგიური,
რადიოლოგიური და ბირთვული მასალები) უკანონო გადაზიდვებთან ბრძოლის
ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის მიზნით,
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტში
გაიმართა რიგით მე-3 სემინარი თემაზე: „ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და
რადიოლოგიური საფრთხეები და სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის კონტროლის
სისტემა საქართველოში“. სემინარის მიზანს წარმოადგენდა, საქართველოს პარლამეტის
წევრების,
მთავრობის
შესაბამისი
უწყებების
წარმომადგენლების,
ექსპერტების,
საერთაშორისო პარტნიორების და ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით
გაანალიზებულიყო სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის მართვისა და კონტროლის
საერთაშორისო და ეროვნული სისტემა. ასევე, განხილულ იქნა ქიმიური, ბიოლოგიური,
ბირთვული და რადიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების სისტემა. სემინარზე აქცენტი
გაკეთდა (CBRN) საკითხებზე და ბირთვული და რადიაციული მასალების უკანონო
გადაზიდვების გამოწვევებზე, რეაგირებასა და პრევენციის ეროვნულ მექანიზმებზე.
საანგარიშო პერიოდში, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა, ასევე,
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთათვის საქართველოში
სარეაბილიტაციო ცენტრის აშენების მიზნით, ასევე, ვეტერანებისთვის, სოციალური,
ჯანდაცვის და კომერციული პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერის მოპოვების
მიზნით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ
სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებული
შტატების ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია
ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP), შემუშავებასა და განხორციელებაში.
საანგარიშო
მონაწილეობდნენ
პერიოდში
ეროვნულ
კომიტეტის
წევრები
უსაფრთხოების
და
აპარატის
თანამშრომლები
თემატიკასთან
დაკავშირებულ
კონფერენციებსა და სემინარებში, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი და ექსპერტული
მოსაზრებების ურთიერთგაცვლასა და გაზიარებას.
27
კომიტეტის საგარეო
ურთიერთობები
ევროკავშირში
პრიორიტეტია.
საერთაშორისო
ინტეგრაცია
და
ნატოში
გაწევრება
ქვეყნის
მნიშვნელოვანი
შესაბამისად
კომიტეტის
ერთ-ერთი
მთავარი
მიმართულება,
ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ მისიებთან, ადგილობრივ და
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირის დამყარება და
გაღრმავებაა. ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში კომიტეტის წევრებმა უცხო ქვეყნების
ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლებთან გამართულ 40-ზე მეტ შეხვედრაში
მიიღეს
მონაწილეობა,
ასევე,
უზრუნველყო კომიტეტის
საზღვარგარეთ.
კომიტეტმა
თავმჯდომარის
ორგანიზაციულად
და
წევრების
16
და
ანალიტიკურად
სამუშაო
ვიზიტი
საანგარიშო პერიოდში გამართული შეხვედრებიდან და სამუშაო ვიზიტებიდან უნდა
გამოიყოს:
2017 წლის 8 სექტემბერს, ქ. ვაშინგტონში (აშშ), კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის
ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც კომიტეტის
მიერ
უსაფრთხოების
სექტორზე
საპარლამენტო
ზედამხედველობის
კუთხით
განხორციელებულ ღონისძიებები წარადგინა, შეხვედრაზე ასევე, განხილული იქნა
მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და მისი გავლენას თავდაცვისა და უსაფრთხოების
სისტემაზე.
12-15
სექტემბერი,
ქ.
გარმიშ-პარტენკირხენი
(გერმანიის
ფედერაციული
რესპუბლიკა) კომიტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს „ჯორჯ მარშალის სახელობის
უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ სემინარში
თემაზე „აღმოსავლეთ სამეზობლოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“. სემინარზე
განხილულ
იქნა
თანამედროვე
უსაფრთხოების
გამოწვევები,
ტერორიზმის
და
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული
მექანიზმები, ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.
2017 წლის 18-22 სექტემბერს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიული
მმართველობის ქვეკომიტეტისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ქვეკომიტეტის ერთობლივ შეხვედრა, რომელიც ქ. პენსილვანიაში და ქ. ქარლაელში, (აშშ)
გაიმართა.
28
2017 წლის, 6-9 ოქტომბერი, ქ. ბუქარესტი (რუმინეთი), ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეის რიგით 63-ე წლიურ სესია. ასამბლეაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან
ერთად განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი
ზღვის რეგიონში“, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულ იქნა
სქართველოს
მიერ
განხორციელებული
დემოკრატიული
რეფორმები,
მიღწული
პროგრესი, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება. დოკუმენტში, ასევე,
აღნიშნულ იქნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის
ფუნდამენტალური უფლებების დარღვევების ფაქტები და რუსეთის მიერ ოკუპირებულ
ტერიტორიების მილიტარიზაცია.
2017 წლის 7-9 ნოემბერი, სლოვენიის დედაქალაქში ლუბლიანაში გაიმართა ნატო-ს
საპარლამენტო ასამბლეის „როუზ-როს“-ის რიგით 96-ე სემინარი. სემინარის ფარგლებში
განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა უსაფრთხოება და სტაბილურობა
დასავლეთ ბალკანეთში, დასავლეთ ბალკანეთის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში
გაწევრების პერსპექტივები, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიის არსებული გამოწვევი
და მიგრაციის საკითხები.
2017 წლის 13-17 ნოემბერს, ქ. ბერლინი, ქ. მაგდებურგი და ქ. ბრემენი, (გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკა) ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და
უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრა. შეხვედრების ფარგლებში, კომიტეტის წევრები
თანამედროვე უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს და ტექნოლოგიურ
მიღწევებს გაეცნენ. ასევე, შეხვედრები შედგა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს და
გერმანიის მოწინავე კვლევით ინსტიტუტების წამომადგენლებთან.
2017 წლის, 23-25 ნოემბერს, ქ. რომში, (იტალიის რესპუბლიკა) კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეის
ხმელთაშუა
და
ახლო
აღმოსავლეთის
სპეციალური
ჯგუფის
ტრანსატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის
შეხვედრაში. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა ტერორისტული
საფრთხეების გავლენა ევროკავშირზე და აღმოსავლეთ ბალკანეთზე, რადიკალიზმის და
ექსტრემიზმის აღმოფხვრა, შაჰერის მიგრაციის კრიზისი და სირიაში არსებული ვითარება.
ასევე, აშშ-ს და ევროპის განსხვავებული ხედვები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე
მოვლენებზე, ერაყში და სირიაში არსებული ვითარება.
2018 წლის 26 თებერვალს, ქ. ბრიუსელი (ბელგია), კომიტეტის წევრებმა, შეხვედრები
გამართეს ნატო-ს შტაბ-ბინაში. შეხვედრებზე არაერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მიერ
მიღწეულ პროგრესს. ასევე, დისკუსია შეეხო მოახლოებულ ნატო-ს სამიტს, სადაც
საქართველოს თემაც იქნებოდა განხილული. დისკუსიის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან
საკითხებთან ერთად, როგორიცაა საქართველოსთვის გაწევრების სამოქმედო გეგმის
მინიჭების პერსპექტივები, განხილულ იქნა, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს
ტერიტორიები და იქ არსებული ვითარება.
29
2018 წლის 25-28 მარტი, ქ. გარმიშ-პარტენკირხენში (გერმანიის
რესპუბლიკა)
ჯორჯ
მარშალის
უსაფრთხოების
კვლევის
ფედერაციული
ევროპული
ცენტრის
ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე: „უსაფრთხოების სექტორის რეფორმების
მიმოხილვა“. სემინარზე განხილული იქნა საქართველოს უსაფრთხოების სექტორში
მიმდინარე
რეფორმები,
გამჭვირვალობა
და
ანგარიშვალდებულების
არსებული
მექანიზმები.
2018 წლის 23-25 აპრილს, ქ. ბათუმში, გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და
საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებული „როუზ-როს“-ის რიგით 97-ე სემინარი.
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა: შავი ზღვის
რეგიონის ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, რუსეთის მიერ ოკუპირებული
ტერიტორიები,
საქართველოში
განხორციელებული
რეფორმები
და
ქვეყანაში
დემოკრატიის კონსოლიდირება, საქართველოს საპარლამენტო მართველობის სისტემაზე
გადასვლა, და სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის
ფედერაციის ფაქტორი, ცენტრალურ აზიის ქვეყნებში არსებული ვითარება. სემინარის
მიმდინარეობის პარალელურად, შედგა საქართველოს-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო
საბჭოს
შეხვედრა.
სადაც,
განხილული
იყო
საქართველოს
ალიანსში
წევრობის
პერსპექტივები და მოახლოვებული ნატო-ს სამიტი. შეხვედრაზე გადაწყდა საქართველოსნატო-ს
საპარლამენტთაშორისო
საბჭოს
გაფართოება,
საქართველოს-ნატო-ს
საპარლამენტთაშორისო საბჭოში შევა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამატებით ხუთი
კომიტეტის ხელმძღვანელი, რაც საბჭოს საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.
2018 წლის 8-11 მაისი, ქ. პარიზი (საფრანგეთი) კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილის ბატონ კობა კობალაძის ვიზიტი. ვიზიტის მიზანი, ვეტერანებისა და მათი
ოჯახის წევრებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად, ფინანსური სახსრების
მოძიების
მიზნით
სხვდასხვა
საერთაშორისო
წარმომადგენლებთან შეხვედრა წარმოადგენდა.
დონორი
ორგანიზაციების
2018 წლის 25-28 მაისს, ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეის საგაზაფხულო სესია. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი
მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა, რუსეთისგან მომდინარე კონვენციური და
არაკონვენციური საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, აფრიკის
რეგიონში არსებული რთული ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის და
ალიანსის ქვეყნებს. ამასთან, ასამბლეამ, პლენალურ სხდომაზე დაამტკიცა დეკლარაცია,
რომელშიც საუბარია ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და ასპირანტი ქვეყნების
გაწევრების პერსპექტივებზე. აღნიშნულ დოკუმენტში, საქართველოს დელეგაციის
ინიციტივით შევიდა ცვლილება, რომელიც ალიანსში გაწევრების პროცესში საქართველოს
პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას შეეხებოდა.
2018 წლის 4 ივნისს, ქ. ბრიუსელი (ბელგია), კომიტეტის თავმჯდომარემ
მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის პარლამენტის და
შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) მიერ
30
ორგანიზებულ სემინარში თემაზე: ახალ საფრთხეებთან ერთობლივი გამკლავება ევროკავშირისა და ნატო-ს ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეპოქა.
2018 წლის 5 ივნისი, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვიზიტი ქ. ვაშინგტონში (აშშ). სახელმწიფო
დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა
საკონსტიტუციო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში, ასევე, ადამიანის
უფლებათა დაცვის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.
2018 წლის 27-29 ივნისი, ქ. სკოპიე, მაკედონია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
“როუზ-როს”-ის რიგით 98-ე სემინარი. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა
მაკედონიის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში
მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.
2018 წლის 30 ივნისი - 2 ივლისი, ქ. ბერლინი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)
კომიტეტის
თავმჯდომარემ
მონაწილეობა მიიღო
საერთაშორისო
დაზვერვაუსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში.
2018 წლის 8-14 ივლისს, საერთაშორისო გამჭვირვალობის (გაერთიანებული სამეფო)
ორგანიზებით, კომიტეტის წევრები, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში
სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ლონდონში, სადაც, შეხვედრები გაიმართა
გაერთიანებული
სამეფოს
პარლამენტის
წევრებთან,
მთავრობისა
და
დაზვერვა/უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მთავარი
თემა უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობა წარმოადგენდა,
კომიტეტის
წევრები
გაეცნენ
უსაფრთხოების
სექტორზე
საპარლამენტო
ზედამხედველობის ბრიტანულ გამოცდილებას, მექანიზმებს და საკანონმდებლო ბაზას.
2018 წლის 15-16 სექტემბერი, კაჭრეთი, ევროკავშირის პროექტის „უსაფრთოხების
სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ გარგლებში კომიტეტის
წევრებმა განიხილეს საპარლამენტო ზედამხედველობის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის
ბიუჯეტის
ზედამხედველობის
კუთხით
არსებული
საკანონმდებლო
მექანიზმები,
პრაქტიკა და გამოწვევები. ამასთანავე, კომიტეტის წევრები შეხვდნენ თავდაცვის
სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახალხო დამცველის ოფისისა და
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს.
2018 წლის, 25-27 სექტემბერი, ქ. ბერლინი (გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკა) კომიტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს „ჯორჯ მარშალის
სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრის“ ორგანიზებით
გამართულ სემინარში თემაზე „აღმოსავლეთ სამეზობლოს მდგრადი განვითარების
ხელშეწყობა“. აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერით, რეგიონის
ქვეყნებმა ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების ვალდებულება აიღეს, რაც
31
კომპლექსურ რეფორმებში და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
ურთიერთობების
პროგრამა,
დამყარებაში
სხვადასხვა
გამოიხატა.
მიმართულებით
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
განხორციელებული
რეფორმების
უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს წარმოადგენდა, რამაც შედეგად, საქართველოსთან,
უკრაინასთან და მოლდავეთის რესპუბლიკასთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების
ხელმოწერა
განაპირობა. სემინარზე
განხილულ
იქნება
ისეთი
საკითხები,
როგორებიცაა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები,
არსებული გამოწვევები, რეგიონის განვითარების პერსპექტივები და აღმოსავლეთ
პარტნიორობის მომავალი.
2018 წლის 1 ოქტომბერი , ქ. ვაშინგტონში (აშშ), კომიტეტის თავმჯდომარემ და
თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მონაწილეობა მიიღეს, საქართველო-აშშ-ს
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო
ჯგუფის შეხვედრაში, სადაც კომიტეტის მიერ უსაფრთხოების
სექტორზე
საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებები
წარადგინა, შეხვედრაზე ასევე, წარდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტის ახალი
რეგლამენტის პროექტით განსაზღვრული საპარლამენტო კონტროლის ახალი
მექანიზმები და ნდობის ჯგუფის გაფართოებული უფლებამოსილებები.
კომიტეტის ანალიტიკური საქმიანობა
კომიტეტის აპარატში მომზადდა ევროპის ქვეყნების (30 სახელმწიფო) დაზვერვისა
და უსაფრთხოების ინსტიტუტების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ანალიზი,
ასევე, მომზადდა ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისა და სადაზვერვო საქმიანობის
კოორდინაციის მექანიზმების მიმოხილვა.
2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად საქართველოს სახელმწიფო
მმართველობის ფორმად განისაზღვრა საპარლამენტო მმართველობა, რომლის მთავარ
მახასიათებელს წარმოადგენს პარლამენტის წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობის
მქონე მთავრობის არსებობა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე საპარლამენტო
კონტროლისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება პარლამენტის ძირეული მიზანი და
გამოწვევა გახდა. ეს გამოწვევა განსაკუთრებთ აქტუალური გახდა უსაფრთხოების
სექტორში შემავალი უწყებების მიმართ, ვინაიდან სწორედ აქ არის კონცენტრირებული
სახელმწიფოს ფართო კომპეტენცია და მათი საქმიანობა, ძირითად შემთხვევაში არის
საიდუმლო.
ამ გამოწვევის საპასუხოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატმა ჩაატარა
კვლევა, რომლის ფარგლებშიც მოხდა იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმების
32
ანალიზი, რომლებიც განსაზღვრავენ უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების
(სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა
სამინისტრო, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახური) საპარლამენტო კონტროლის, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის
მექანიზმებს, შეფასებულია ამ მექანიზმების ეფექტიანობა, გამოვლენილია ხარვეზები და
ზოგიერთ შემთხვევაში შემოთავაზებულია რეკომენდაციებიც.
ჩატარებულმა სამუშაომ გარკვეულწილად დაასაბუთა არსებულ მარეგულირებელ
ნორმებში საკანონმდებლო ინტერვენციის აუცილებლობა და მისი ფარგლები.
ამასთანავე, კომიტეტში მომზადდა არსებული საპარლამენტო კონტროლისა და
ზედამხედველობის
მექანიზმების
თვითშეფასება.
ასევე,
აღნიშნულ
საკითხთან
დაკავშირებით შესწავლილ იქნა არასამთავრობო სექტორის კვლევებისა და შეფასების
შედეგები და გათვალისწინებულ იქნა საკომიტეტო უფლებამოსილებების დახვეწის
თვალსაზრისით.