„სოციალური მეწარმეობის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სოციალური მეწარმეობის შესახებ“
- „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-05
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
სოციალური მეწარმეობის შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობასთან, სოციალურ
საწარმოთა ფუნქციონირებასთან, საქმიანობის მონიტორინგთან, სტატუსის მოპოვებასთან
და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები
რეგულირდება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური
მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა
მუხლი 3. სოციალური მეწარმეობა
სოციალური მეწარმეობა არის ამ კანონით განსაზღვრული, ორგანიზებული სამეწარმეო
საქმიანობა, რომელიც ემსახურება სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას,
მოწყვლადი
ჯგუფების
დასაქმებას,
აგრეთვე
სოციალური
მიზნების
მიღწევას განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის
სფეროებში.
მუხლი 4. სოციალური საწარმო
სოციალური საწარმო არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი
იურიდიული პირი რომელიც:
ა) შექმნილია სოციალური თანასწორობის ხელშესაწყობად, მოწყვლადი ჯგუფების
დასაქმებისთვის, აგრეთვე სოციალური მიზნების მისაღწევად განათლების, კულტურის,
ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში;
ბ) ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მისი შემოსავლების დიდ ნაწილს შეადგენს სამეწარმეო
საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები;
გ)
მოგების
არანაკლებ
70%-ის
რეინვესტირებას
ახორციელებს
წესდებით
გათვალისწინებული სოციალური მიზნების მიღწევისათვის წარმოებულ საქმიანობაში;
დ) იმართება დემოკრატიულ პრინციპების დაცვით და წესდებისა და საწესდებო მიზნების
ცვლილება დასაშვებია ხმათა არანაკლებ 80%-ის უმრავლესობით;
ე) პირდაპირ ან არაპირდაპირ არ არის დაკავშირებული ან დაქვემდებარებული
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსადმი.
მუხლი 5. სოციალური მეწარმეობისა და სოციალური საწარმოს საქმიანობის ძირითადი
პრინციპები
სოციალური მეწარმეობის და სოციალური საწარმოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) ნებაყოფლობითობა;
ბ) დემოკრატიული მართვა;
გ) სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ურთიერთდახმარება;
დ) თანასწორობა, გამჭვირვალობა და მდგრადობა.
მუხლი 6. სოციალური საწარმოს სტატუსი
1. საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო იურიდიული პირები (შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი) მოიპოვებენ
სოციალური საწარმოს სტატუსს თუკი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
ა) საწარმოს წესდებაში გაცხადებული აქვს სოციალური მიზნების უპირატესობა მოგების
მიღებისა და განაწილების მიზანზე და ამომწურავად აქვს ჩამოთვლილი საქმიანობათა
ჩამონათვალი სოციალური მეწარმეობის სფეროდან;
ბ) განაწილებას ექვემდებარება საწარმოს მოგების არაუმეტეს 30 %;
გ) საწარმოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ არის დამოკიდებული წილისა თუ
აქციების ოდენობაზე, ამასთან წესდებით განსაზღვრულია, რომ ამ პუნქტის "ა" და "ბ"
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილება მიიღება არანაკლებ ხმების 80%-ის
უმრავლესობით.
2. სოციალური საწარმოს სტატუსი ექვემდებარება რეგისტრაციას მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
3. თუ სოციალური საწარმო სტატუსის რეგისტრაციიდან 5 წლის განმავლობაში შეიცვლის
სოციალური საწარმოს სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებული ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებიდან ერთს მაინც, საჯარო რეესტრი
საკუთარი ინიციატივით, დაინტერესებული პირის ან საგადასახადო ორგანოს
განცხადებით აუქმებს სოციალური სწარმოს სტატუსს.
4. სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციიდან 5 წლის გასვლამდე სტატუსის
რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საწარმოს (და მის პარტნიორებს, მეპაიეებს და
აქციონერებს სოლიდარულად - თუკი საწარმოს აქტივები არ იქნება საკმარისი)
კრედიტორის მოთხოვნისას წარმოეშობა ვალდებულება დააბრუნოს ის (ფულადი სახსრები
და/ან ქონება), რომელიც სოციალური საწარმოს სტატუსთან დაკავშირებული შეღავათის
გამო მიიღო საწარმომ, პარტნიორმა, მეპაიემ ან აქციონერმა.
5. თუ სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციიდან 5 წლის განმავლობაში
პარტნიორები, აქციონერები ან მეპაიეები მიიღებენ გადაწყვეტილებას სოციალური
საწარმოს სტატუსის რეგისტრაციის გაუქმების, საწარმოს ლიკვიდაციის, გაკოტრების,
რეორგანიზაციის, გაყოფის ან მიერთების თაობაზე, ეს პროცედურები ვერ დასრულდება
თუკი საწარმო ან მისი პარტნიორები კრედიტორთა მოთხოვნის არსებობისას არ
დააბრუნებენ იმ სიკეთეს (ფულად სახსრებს და/ან ქონებას), რომელიც შეღავათის გამო
მიიღო საწარმომ სოციალური სტატუსის ქონის პირობებში.
6. საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ
სფეროებში ითვლებიან სოციალურ საწარმოებად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირს აქვს უფლება მოითხოვოს სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაცია. ამ
შემთხვევაში მასზე არ ვრცელდება ამ მუხლით საწარმოებისათვის დადგენილი
მოთხოვნები და შეზღუდვები.
8. სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის
იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი არ არის სოციალური საწარმო.
მუხლი 7. სოციალური საწარმოს წესდება
1. სოციალური საწარმოს წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების
გათვალისწინებით.
2. სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციისთვის წარდგენილი სოციალური
საწარმოს წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:
ა) სოციალური მიზნების უპირატესობა მოგების მიღებისა და განაწილების მიზანზე;
ბ) საქმიანობის მიმართულებებსა და კონკრეტულ ჩამონათვალს ამ კანონის მე-3 მუხლით
განსაზღვრული სოციალური მეწარმეობის სფეროდან;
გ) მოგების განაწილების წესი და ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს;
დ) ამ პუნქტის "ა"-"გ" პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე საწარმოს
ლიკვიდაციის, გაკოტრების, რეორგანიზაციის, გაყოფის ან მიერთების თაობაზე
გადაწყვეტილებების მიღება საწარმოს პარტნიორთა, აქციონერთა ან მეპაიეთა მიერ ხმათა
არანაკლებ 80%-ის უმრავლესობით.
მუხლი 8. სოციალური მეწარეობის სახელმწიფო ხელშეწყობა
სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი ღონისძიებებია:
ა) სოციალური მეწარმეობის განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და
მონაწილეობა;
ბ) სოციალური საწარმოების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტის
მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
გ) თანაბარ პირობებში სოციალური საწარმოებისთვის, მათ
პროდუქტისა თუ მომსახურებისთვის პრიორიტეტის მინიჭება;
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
მიერ
წარმოებული
1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულ საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს სოციალურ მეწარმეობას და აკმაყოფილებს ამ
კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მოითხოვოს სოციალური საწარმოს
სტატუსის რეგისტრაცია.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს
სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის სტრატეგია;
მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სოციალური მეწარმეობის შესახებ" კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
სოციალური მეწარმეობის განვითარება არის ის მიდგომა, რომელიც სულ უფრო მეტად ვრცელდება
და მკვიდრდება განვითარებულ ქვეყნებში. სოციალური მეწარმეობის მეშვეობით წყდება
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ჩვეულებრივი ბიზნესისთვის ნაკლებად
საინტერესო სფეროებში, იქნება ეს მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა თუ სოციალური
სერვისები.
ევროპაში სოციალური მეწარმეობა 90-იანი წლებიდან მკვიდრდება, ამავე პერიიდიდან დაიწყო მისი
საკანონდებლო გარემოს შექმნაზე ზრუნვა. იტალიამ, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ,
ლუქსემბურგმა, საფრანგეთმა, შვედეთმა, პორტუგალიამ, ლიტვამ, ირლანდიამ, ბელგიამ, ფინეთმა,
პოლონეთმა, ესტონეთმა და ავსტრიამ შექმნეს და დაამკვიდრეს სოციალური მეწარმეობის
საინტერესო პრაქტიკა და რეგულაციები.
სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ევროკომისიის სოციალური ბიზნესის ინიციატივის
(Social Business Initiative) ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს შედეგად მოჰყვა 2014 წელს
ევროპის სოციალური მეწარმეობის სამართლის ასოციაციის (European Social Enterprise Law Association)
დაფუძნება, რაც სოციალური მეწარმეობის განვითარების სამართლებრივი მხარდაჭერის,
რეგულაციებისა და სტანდარტების განვითარების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე
მიანიშნებს.
სოციალური მეწარმეობა არსებითად ასევე გულისხმობს კერძო-საჯარო პარტნიორობის (PPP ან Public
Private Partnership) განვითარებას, როდესაც საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტა არის არა
მხოლოდ სახელმწიფოს, არემედ დაინტერესებული საზოგადოების, საჯარო ადმინისტრაციისა და
ბიზნესის ზრუნვის საგანი. აღნიშნული გარემო კი ხელს უწყობს სოციალური სოლიდარობისა და
პარტნიორობის განვითარებას, ზრდის გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების
ჩართულობას.
საქართველოში სოციალური მეწარმეობა მზარდ ხასიათს ატარებს. სოციალური მეწარმეობის
განვითარებისა დახარჯულმა თანხამ 2017 წლის მდგომარეობით 7 მლნ ლარს გადააჭარბა.
ხაზგასასმელია რომ 2012-2017 წლებში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის
მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის, საქართველოს
პრეზიდენტის, მუნიციპალიტეტებისა თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სხვადასხვა
საბიუჯეტო ასიგნებების სახით, რამაც ჯამურად აჭარბებს 1.6 მლნ. ლარს. საქართველოში
სოციალური მეწარმეობის მიზნის მქონე 90 ორგანიზაციაა დაფუძნებული, რომელთაგან 70 არის
აქტიური და ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს. სოციალურ საწარმოებში
დასაქმებულთა რიცხოვნობამ გადააჭარბა 500 და დასაქმებულთაგან ყოველი მე-5 არის მოწყვლადი
ჯგუფის წარმომადგენელი (დევნილი, შშმ პირი და სხვა). 2016 წელს საქართველოში დაფუძნდა
სოციალურ საწარმოთა ალიანსი. სოციალური მეწარმეობის პრაქტიკამ წარმოაჩინა სხვადასხვა
პრობლემა, რომელთა გადასაწყვეტად უპირველესად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემოს
ადაპტაცია, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში სოციალური მეწარმეობის ერთიანი ჩარჩოს და
სტანდარტების შექმნა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციური მოწესრიგების
საჭიროება არის კანონპროექტის მიღების მიზეზი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური
მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ყველა დანარჩენ
დეტალებს და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის სტრატეგიას, კანონპროექტის მიღების
შემთხვევაში შეიმუშავებს მთავრობა. თუკი მთავრობა სტრატეგიიდან გამომდინარე შექმნილ
სამოქმედო გეგმაში დაამტკიცებს ღონისძიებებს, რომლებიც საბიუჯეტო რესურსს მოითხოვს,
მხოლოდ ამ შემთხვევაში, მთავრობის ამ გადაწყვეტილებით იარსებებს გავლენა/საჭიროება
საბიუჯეტო დაფინანსებისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით სოციალური მეწარმეობა განისაზღვრება როგორც ორგანიზებული სამეწარმეო
საქმიანობა, რომელიც ემსახურება სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, მოწყვლადი
ჯგუფების დასაქმებას, აგრეთვე სოციალური მიზნების მიღწევას განათლების, კულტურის,
ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში. ეს სფეროები განისაზღვრა
პარლამენტის წევრთა ჯგუფთან გამართული შეხვედრების შემდეგ. საწყის ეტაპზე სფეროების
გაფართოებას შეეძლო სოციალური მეწარმეობის არსის და იდეის არასწორედ გაგება და არასწორი
პრაქტიკის დამკვიდრება. გართულდებოდა ზღვარის დანახვა სოციალურ საწარმოს/მეწარმეობას და
სხვა ბიზნესებს (მაგ.: საბანკო-სადაზღვევო საქმიანობა) შორის. ამიტომ გონივრულად ჩაითვალა, იმ
სფეროების განსაზღვრა რომლებშიც როგორც წესი ბიზნეს აქტივობა ნაკლებია, თუმცა
საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია მათი არსებობა-განვითარება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ
გადაწყვეტილების ერთ-ერთი განმაპირობებელი ისიც იყო/არის რომ სახელმწიფო, ბავშვთა და
ახალგაზდრობის ფონდის მეშვეობით, ისევე როგორც იუსტიციისა და სასჯელაღსრულების
სისტემის დაწესებულებები და ცალკეული მუნიციპალიტეტები აფინანსებენ, მხარს უჭერენ ან
წარმართავენ სხვადასხვა პროგრამას სწორედ დასახელებულ სფეროებში.
საწარმოთა (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი)
სოციალური საწარმოს სტატუსი ექვემდებარება რეგისტრაციას. არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს სოციალური მეწარმეობის
სფეროში, ითვლება სოციალურ საწარმოდ და აქვს უფლება მოითხოვოს სტატუსის რეგისტრაცია.
კანონპროექტი აწესებს ფუნქციონირების სავალდებულო მოთხოვნებსა და პასუხისმგებლობას
სტატუსთან დაკავშირებული მოთხოვნების შეცვლისას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება ნაერთი ბიუჯეტის
ასიგნებები, რაც თავის მხრივ დამოკიდებული იქნება მთავრობისა და ადგილობრივი
ხელისუფლების მიერ, ამ კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან, სოციალური საწარმოებისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის შეღავათები, რაც
რათქმაუნდა აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ე.წ. ესტონური მოდელის მოქმედების პირობებში ამ რეგულაციას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
არსებულისგან განსხვავებული და დამატებითი გავლენა ვერ ექნება. რაც შეეხება გავლენას ამ
საწარმოთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ბუნებრივია გავლენა ექნება და ეს გავლენა იქნება
დადებითი. რთულია ამ გავლენის კონკრეტულ რიცხვებში წარმოდგენა რადგან არ არსებობს
ოფიციალური სტატისტიკა და ასეთ საწარმოთა ერთიანი ფინანსური მონაცემები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
სოციალური მეწარმეობის განვითარებისა დახარჯულმა თანხამ 2017 წლის მდგომარეობით 7 მლნ
ლარს გადააჭარბა. ხაზგასასმელია რომ 2012-2017 წლებში სოციალური მეწარმეობის
განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის,
საქართველოს პრეზიდენტის, მუნიციპალიტეტებისა თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ
სხვადასხვა საბიუჯეტო ასიგნებების სახით, რაც ჯამურად აჭარბებს 1.6 მლნ ლარს.
კანონპროექტის მე-8 პუნქტების ჩამონათვალი არის ღონისძიებების ჩამონათვალი, დეკლარაცია, და
არა რომელიმე საჯარო დაწესებულების ვალდებულება. ამდენად პასუხისმგებლობას არ
წარმოშობს, არც ბიუჯეტიდან დაფინანსების ვალდებულება წარმოიშვება. რაც შეეხება საკრედიტო
რესურსებზე წვდომას, ეს შეიძლება იყოს აწარმოე საქართველოში, აგრო ან სხვა პროექტების
ფარგლებში საშეღავაღთო რეჟიმების დაწესება.
ყველა დანარჩენ დეტალებს და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის სტრატეგიას,
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიმუშავებს მთავრობა. თუკი მთავრობა სტრატეგიიდან
გამომდინარე შექმნილ სამოქმედო გეგმაში დაამტკიცებს ღონისძიებებს, რომლებიც საბიუჯეტო
რესურსს მოითხოვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში, მთავრობის ამ გადაწყვეტილებით იარსებებს
გავლენა/საჭიროება საბიუჯეტო დაფინანსებისა.
საქართველოში სოცმეწარმეობის განვითარება დაახლოებით 2009 წლიდან დაიწყო. ჯამში მოხდა
100-მდე სოცსაწარმოს ინიცირება, დღეისათვის მოქმედებს 70მდე სოც. საწარმო, რომელთა
აბსოლუტური უმრავლესობა დაფუძნდა გრანტების სახით. მათი საქმიანობის ძირითადი
სფეროებია: შშმ და მოწყვლადი პირების ინტეგრაცია, დასაქმების ხელშეწყობა; ტრადიციული
რეწვის სხვადასხვა დარგის შენარჩუნება, განვითარების ხელშეწყობა; სოც. დაუცველი პირების
ეკონომიკური გაძლიერება ან/და დასაქმების ხელშეწყობა; ქალთა/გოგონათა ეკონომიკური
გაძლიერება და დასაქმებაში ხელშეწყობა; სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური
გაძლიერება (6 რესპოდენტი); შშმ პირებისათვის სხვადასხვა მზრუნველობითი მომსახურებათა
მიწოდება
არსებული ინვესტიცია ასახავს 2017 წლის ჩათვლით მონაცემებს, სადაც სექტორში
განხორციელებულმა ინტერვენციამ (სოცსაწარმოების დაფუძნების, გაძლიერების და სექტორის
ცნობადობის ამაღლების კუთხით გაწეული ხარჯები) შეადგინა 2.5 მლნ. ევრო (მოკვლევისას
ასახულია თანხები მხოლოდ ევროებში 2017 წლის ბოლოს მდგომარეობით). დამფინანსებლებს
შორისაა საქ. თავრობა (ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია) დაახ.
500000 ევრო, ევროკავშირი 500000 ევრო, საერთაშორიო ორგანიზაციები, კერძო სექტორები- 480000
ევრო, შვეიცარიის მთავრობა 385000 ევრო, აშშ მთავრობა 290000 ევრო, შვედეთის მთავრობა- 245000
ევრო, გერმანიის მთავრობა- 100000 ევრო.
როგორც აღინიშნა სახელმწიფოს მხრიდან სფეროს განვითარებაში ინვესტიციებს ახორციელებს:
1. სსიპ ბავშვთა და ახალგაზრობის ფონდი, რომელიც არის უმთავრესი მოთამაშე
სახელმწიფოს მხრიდან, ის ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს, სადაც ერთერთი პრიორიტეტი არის სოცმეწარმობის ხელშეწყობა, რომლის მიზანიც თავის მხრივ არის
ახალგაზრდების გაძლიერება და ინტეგრაცია
2. პრეზიდენტის ადმინსტრაციის ფონდი, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტები- რომლებსაც
უშუალოდ სოცმეწარმობის განვითარების მიმართულება არ გააჩნიათ, თუმცა მათ მიერ
გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში სხვა ააიპ-ებთან ერთად მიუღია მონაწილეობა რიგ
სოცსაწარმოებს და ასევე მიუღიათ დაფინანსებაც.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი, იმ პირების მიმართ რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ექნება დადებითი გავლენა ვინაიდან, ავალდებულებს, რომ მოგების არანაკლებ 70%-ის
რეინვესტირება გაახორციელოს წესდებით გათვალისწინებული სოციალური მიზნების მიზნების
მიღწევისათვის წარმოებულ საქმიანობაში;
სოცსაწარმოს პარტნიორს ვალდებულება დააბრუნოს ის (ფულადი სახსრები და/ან ქონება),
რომელიც სოციალური საწარმოს სტატუსთან დაკავშირებული შეღავათის გამო მიიღო საწარმომ,
პარტნიორმა, მეპაიემ ან აქციონერმა, წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი (ა) გრანტის
გამცემმა მოითხოვა გრანტის დაბრუნება და (ბ) სოცსაწარმოს აქტივები არ არის საკმარისი გრანტის
გამცემის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თუკი გრანტის გამცემი არ მოითხოვს, სოცსაწარმოს ეს
ვალდებულება არ წარმოეშვება. თუკი გრანტის გამცემი მოითხოვს და სოცსაწარმოს აქტივები
საკმარისი იქნება, პარტნიორი პასუხს არ აგებს.
სოციალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირებმა კანონის თანახმად შეიძლება მიიღონ
შეღავათიანი საკრედიტო რესურსები და გრანტები, ამასთანავე თანაბარ პირობებში სოციალური
საწარმოებისთვის, მათ მიერ წარმოებული პროდუქტს მიენიჭება პრიორიტეტი, აქედან
გამომდინარე კანონპროექტს ექნება დადებითი გავლენა სოციალურ მეწარმეებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან;
ასეთი ვალდებულება არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას
(დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრი და ლევან ალაფიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, პაატა მხეიძე, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი,
ზაქარია ქუცნაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი მოსიძე, გიორგი კოპაძე, დიმიტრი მხეიძე,
ცოტნე ზურაბიანი.