„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სოციალური მეწარმეობის შესახებ“
- „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-05
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343):
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 64 და 65 პუნქტები:
„64. სოციალური მეწარმეობა - „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ემსახურება
სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას,
აგრეთვე სოციალური მიზნების მიღწევას განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის
დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში, რომლის მიზანი არ არის უპირატესად
მოგების მიღება და პარტნიორთა, მეპაიეთა ან აქციონერთა შორის განაწილება.
65. სოციალური საწარმო - იურიდიული პირი, რომელიც სოციალური საწარმოს სტატუსით
რეგისტრირებულია „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად."
2. მე-100 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ" ქვეპუნქტი:
„მ) სოციალური საწარმოსთვის უსასყიდლოდ მიწოდებული ქონების საბაზრო
ღირებულება, თუ ქონების მიმღები სოციალური საწარმო სოციალურ მეწარმეობას
ახორციელებს არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" კანონის პროექტთან
დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციური მოწესრიგებისა და მისი მხარდაჭერის
სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის „სოციალური
მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისა და
განვითარებასთან
დაკავშირებული,
საგადასახადო
ადმინისტრირების
საკითხების
მოწესრიგება
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი
სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისა და განვითარებასთან დაკავშირებული,
საგადასახადო ადმინისტრირების საკითხების მოწესრიგება
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური საწარმოს საქმიანობასთან, აგრეთვე მიღებულ
გრანტებთან თუ უსასყიდლოდ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული საგადასახადო
ადმინისტრირების საკითხები. კანონპროექტით სოციალური საწარმოს ერთობლივ
შემოსავალს არ განეკუთვნება სოციალური საწარმოსთვის უსასყიდლოდ მიწოდებული
ქონების საბაზრო ღირებულება, თუ ქონების მიმღები სოციალური საწარმო სოციალურ
მეწარმეობას ახორციელებს არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
დღეს მოქმედი ე.წ. ესტონური მოდელის გათვალისწინებით ამ ცვლილების ამოქმედებას
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არსებითი და უარყოფითი გავლენა არ ექნება. აქვე
გასათვალისწინებელია რომ ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევას შეეხება როცა სოციალურ
საწარმოს უსასყიდლოდ მიაწვდიან ქონებას, გრანტის, ჩუქების თუ შემოწირულობის სახით.
სხვა შემთხვევაში სოციალური საწარმო რჩება ჩვეულებრივ საგადასახადო ადმინისტრირების
რეჟიმში.
ეს ცვლილება არ არის გადასახადიდან გამონაკლისი, ეს არის საგადასახადო (მოგების)
ადმინისტრირების წესის დადგენა სოციალური საწარმოებისთვის ისიც შეზღუდული ვადით
და კონკრეტული სავალდებულო პირობების არსებობისას. მაგ.: ახალშექმნილი სოციალური
საწარმო, საქმიანობიდან მეორე წელს ამ ადმინისტრირების წესით ვერ ისარგებლებს. ეს არის
დაცვის მექანიზმი სახელმწიფოსთვის, რომ მოხდეს გადასახადებთან დაკავშირებული
არაკეთილსინდისიერი ქმედებებისა თუ მანიპულაციების რისკების მიტიგაცია
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
მე-100 მუხლის მე-4 პუნქტით ხდება საგადასახადო (მოგების) ადმინისტრირების წესის
დადგენა სოციალური საწარმოებისთვის ისიც შეზღუდული ვადით და კონკრეტული
სავალდებულო პირობების არსებობისას. მაგ.: ახალშექმნილი სოციალური საწარმო,
საქმიანობიდან მეორე წელს ამ ადმინისტრირების წესით ვერ ისარგებლებს. ეს არის დაცვის
მექანიზმი
სახელმწიფოსთვის,
რომ
მოხდეს
გადასახადებთან
დაკავშირებული
არაკეთილსინდისიერი ქმედებებისა თუ მანიპულაციების რისკების მიტიგაცია
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
შესაბამისობაშია
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი ვალდებულება არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაციას (დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრი და ლევან ალაფიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, პაატა მხეიძე, გოგა გულორდავა, კობა
ლურსმანაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი მოსიძე,
გიორგი კოპაძე, დიმიტრი მხეიძე, ცოტნე ზურაბიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის ( მუხლების ) მოქმედი სრული რედაქცია , რომელშიც (რომლებშიც ) წარმოდგე
ნილი კანონპროექტით შედის ცვლილება ,მათ შორის , ხდება მისი (მათი ) ამოღება
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
მუხლი 8. ტერმინთა განმარტება
1. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება, რომელიც
ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.
2. არამატერიალური აქტივი – ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი
არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის
მიწოდების/მომსახურების
გაწევის,
სხვისთვის
იჯარით
გადაცემის
ან/და
ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება: საავტორო
უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია,
იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის
სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები.
3. არაპირდაპირი გადასახადი – გადასახადი (დამატებული ღირებულების
გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული
(იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და
რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით
საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის
ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს)
ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის
გადამხდელად იწოდება.
4. არარეზიდენტი – პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი.
5. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ:
(26.12.2013. N1886)
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
(1.05.2015 N3581)
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი
საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების
გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის
გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება
შესულია კანონიერ ძალაში.
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. (23.12.2017. N1935
ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
6. ბიოლოგიური აქტივი – ცხოველი ან მცენარე.
1
6 . სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა − ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა. (20.12.2011. N5556)
2
6 . სოფლის მეურნეობის პროდუქცია − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან
მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო
გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად)
არ ითვლება ბიოლოგიური
ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან
ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის
შეწყვეტა). (20.12.2011. N5556)
3
6 . სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელსაც
მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. (12.07.2013. N817)
7. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) –
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული
და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების
კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.
8. გადასახადების ადმინისტრირება – გადასახადების გამოანგარიშებასთან,
გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის
გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა
შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების
ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს
საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.
9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი –
გადასახადის
გადამხდელისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკუთვნებული
ნომერი.
10. გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე,
მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე,
რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით
გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა
კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის
განმავლობაში.
11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან
შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად
შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება
სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ
(გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ
ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და
მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის
მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ
ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების
შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის
მიერ გამოვლენილი დანაკარგი. (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)
12. დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან
(წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით
მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად
და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი
კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი
ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ
აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ
განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე
იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი
იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ
დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა. (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს
2018 წლის 1 იანვრიდან)
13. ამოღებულია (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
14. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან
ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და
სარგებელი.
15. მატერიალური აქტივი – აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი.
16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე
პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა,
შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის
თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს
(ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო
მეურნეობას ეწევიან.
17. პარტნიორი – პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი,
კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
18. პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის
შესაბამისად.
19. პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან
დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის
არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ
განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული).
ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის:
ა) სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და
მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და
თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები;
ბ) პროცენტად ითვლება:
ბ.ა) საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მზღვეველის მიერ
დაზღვეულისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება (თანხა) ამ ანაზღაურების
მისაღებად განხორციელებული სადაზღვევო შენატანების გამოკლებით;
ბ.ბ) კრედიტთან (სესხთან), დეპოზიტთან, ანაბართან, ობლიგაციასთან
დაკავშირებული გადასახდელი;
ბ.გ) შემოსავალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან, მათზე
დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით;
გ) პროცენტად არ ითვლება ჯარიმა დაგვიანებული გადახდისთვის ან
დაგვიანებული მიწოდებისთვის.
20. რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი ან რეზიდენტი იურიდიული პირი
(საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია).
21. როიალტი:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების
გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური;
ბ) საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის,
მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან
გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;
გ)
სამრეწველო,
სავაჭრო
ან
სამეცნიერო-კვლევითი
მოწყობილობის
გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული
შემოსავალი;
დ) ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი;
ე) კინოფილმის, ვიდეოფილმის, ხმის ჩანაწერის ან ჩაწერის სხვა საშუალების
გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული
შემოსავალი;
ვ) საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან
მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების
უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;
ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური
დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული
შემოსავალი.
22. სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის,
პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და
სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით
დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება
საგადასახადო ვალდებულებები.
23. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ
დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად
გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.
24. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა – სასაქონლო
კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც მიღებულია „საქონლის აღწერილობისა და
კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.
25. საერთაშორისო გადაზიდვა – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო
ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ
შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა,
მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო
გადაზიდვას არ მიეკუთვნება:
ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების
გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით მდებარე
პუნქტებს შორის;
ბ) საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება.
26. საემისიო კაპიტალი – სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი
განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ
ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი
შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე.
27. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება – შემოსავალი,
რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და მომგებიანი
თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული
და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით. (9. 12 2011.
N5452 ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან)
28. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო
საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები,
სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.
29. უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის
ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული
მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა
ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-
ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; (30.06.2017. N1182) (ამ ნორმის
მოქმედება გავრცელდეს
ურთიერთობებზე)
2017
წლის
1
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ბ) აღსრულების ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო ფურცლის
აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ კუთვნილი თანხის
მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე; (30.06.2017. N1182) (ამ ნორმის მოქმედება
გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ
გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის
წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ
კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;
დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.
30. ქონება – ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა
შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს.
31. ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს
საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის,
ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის
სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
32. ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები – ხარჯები, რომლებიც ამაღლებს
ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ
შორის, შენობა-ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი
სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის
ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარის ნაწილების გაუმჯობესება მათი
მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების
დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი
საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.
33. წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის
ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:
ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები)
გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა,
საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;
ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;
გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;
დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:
დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;
დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება)
ხარჯებს;
დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;
დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება)
ხარჯებს;
დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური
წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი)
ხარჯებს.
34. წმინდა აქტივები – სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის.
35. ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს
საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
36. საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების
შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც
მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.
37. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით აშენებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის
ფუნქციონირებას. (20.05.2011. N4705)
38. ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ
ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი. (13.10.2011. N5118)
39. სალიზინგო კომპანია − საწარმო, რომლის მიერ კალენდარული წლის
განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი შემოსავლის
არანაკლებ 70 პროცენტია. (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
40. შემოწირულება – ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული
საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები. (30.07.2013 N906)
41. მაღალმთიანი დასახლება – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება. (16.07.2015 N4037)
42. მაღალმთიანი დასახლების საწარმო – საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი,
რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში და
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული
აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. (16.07.2015 N4037)
43. წმინდა მოგება − მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის
სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (13.05.2016. N5092
ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
44. შემოსავალი − შემოსავალი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად. (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
45. ლომბარდი – პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა უზრუნველყოფილი
სესხების (კრედიტების) გაცემა და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ამ
საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მისი შემოსავლის არანაკლებ 70 პროცენტია.
(30.06.2017. N1182) (ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ
სამართლებრივ ურთიერთობებზე)
46. საგადასახადო წელი – კალენდარული წელი. (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს
2018 წლის 1 იანვრიდან)
მუხლი 100. ერთობლივი შემოსავალი
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული
წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული
წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით
მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ)
ეკონომიკური
საქმიანობით
მიღებული
შემოსავლები,
რომლებიც
დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით
მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
4. ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება:
ა) ამოღებულია (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
ბ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის
უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო
ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის)
განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების
უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა
პირებისათვის გადაცემა;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ დაქირავებულისთვის
გადახდილი ხელფასი, რომელიც, ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,
გადახდის წყაროსთან არ იბეგრება; (30.05.2018. №2391 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ილისიდან)
ე) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება.
ვ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების
საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, საგადასახადო დავალიანების
ჩამოწერით, აგრეთვე ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო
სანქციისაგან გათავისუფლებით მიღებული სარგებელი; (1.05.2015. N3581 ამ ნორმის
მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე.)
1
ვ ) საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე მოსაკრებლის თანხის და მასთან
დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირებით მიღებული სარგებელი; (30.06.2017.
N1182)
ზ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა
(მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში
წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან
დაკავშირებული მომსახურების გაწევა; (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1
იანვრიდან)
თ) საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული უძრავი
ქონების (მათ შორის, მიწის ნაკვეთის) საბაზრო ღირებულება, თუ ქონების მიმღები
ორგანიზაცია ქველმოქმედებას ახორციელებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის
ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში. (30.07.2013. N906)
ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე
გადახდილი ხარჯების ანაზღაურება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრისათვის გადახდილი ხარჯების ანაზღაურებისა. (22.07.2015. N4088)
კ) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის
გამოყენებით ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევის (სასტუმრო
ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენების) შედეგად მიღებული შემოსავალი − ფიზიკური
პირისთვის. (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
ლ)
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებელი
ორგანიზაციის
მიერ
წარმოებული
ჭარბი
ელექტროენერგიის
განაწილების
ლიცენზიატისათვის მიწოდება. (30.06.2017. N1182) (ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2016
წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)