„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სოციალური მეწარმეობის შესახებ“
- „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-05
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის
31 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:
„ღ) სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამის ან
პროექტის ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებზე, აგრეთვე სოციალური
საწარმოსაგან კალენდარული წლის განმავლობაში საქონლისა და მომსახურების იმ
შესყიდვაზე, რომლის ჯამური ღირებულება არ აღემატება 60 ათას ლარს"
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე" კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციური მოწესრიგებისა და მისი მხარდაჭერის
სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის „სოციალური
მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისა და
განვითარებასთან
დაკავშირებული,
სახელმწიფო
შესყიდვებთან
დაკავშირებული
ურთიერთობების მოწესრიგება
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი
სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისა და განვითარებასთან დაკავშირებული, სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისა და
განვითარების პროექტებსა და პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებზე,
აგრეთვე სოციალური საწარმოსაგან 60 ათას ლარამდე ღირებულების საქონლისა და
მომსახურების შესყიდვისას არ იქნება საჭირო ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების
დაცვა. აღნიშნულს განაპირობებს ის გარემოება, რომ სოციალური საწარმოს საქმიანობა
დაკავშირებულია დამატებით ისეთ ხარჯებთან, რაც არ აქვს სხვა, ჩვეულებრივ საწარმოს, რაც
განაპირობებს მისი პროდუქტისა თუ მომსახურების მარალ თვითღირებულებას. ამასთან,
სოციალური საწარმოს საქმიანობის სფერო განსხვავებულია ჩვეულებრივი ბიზნესისაგანმ
როგორც წესი იგი არ არის ბიზნესის დაინტერესების საგანი სხვადასხვა შეზღუდვების გამო.
აღნიშნული წესი ხელს შეუწყობს სახელმწიფოს, ბიზნესისა და არასამტავრობო სექტორის
პარტიორობას და სოციალური პარტნიორობის განვითარებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი არ იწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ამ კანონის
მოქმედება აღარ ვრცელდება სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისა და განვითარების
პროგრამის ან პროექტის ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებზე, აგრეთვე სოციალური
საწარმოსაგან კალენდარული წლის განმავლობაში საქონლისა და მომსახურების იმ
შესყიდვაზე, რომლის ჯამური ღირებულება არ აღემატება 60 ათას ლარს, ამ შემთხვევებზე
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის გავრცელების შემთხვევაში კი
შესაძლოა მომხდარიყო საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება იმაზე თუ მთავრობა ან მუნიციპალიტეტები
დაამტკიცებენ თუ არა რაიმე
პროგრამას/პროექტებს და რამდენი იქნება მათი ბიუჯეტი, სახელწმიფო თუ
მუნიციპალიტეტები მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას რომ კონკრეტული პროდუქტი 60000
ლარის ფარგლებში შეიძინონ სოციალური საწარმოსგან და არა სხვა საწარმოსგან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი დადებით შედეგს გამოიწვევს სოციალურ მეწარმეთათვის ვინაიდან მათზე არ
გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ორ შემთხვევაში:
როდესაც შესყიდვა ხდება პროგრამის/პროექტის ფარგლებში ან როდესაც შესყიდვა ხდება
60000 ლარის ფარგლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
შესაბამისობაშია
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი ვალდებულება არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაციას (დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრი და ლევან ალაფიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, პაატა მხეიძე, გოგა გულორდავა, კობა
ლურსმანაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი მოსიძე,
გიორგი კოპაძე, დიმიტრი მხეიძე, ცოტნე ზურაბიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის ( მუხლების ) მოქმედი სრული რედაქცია , რომელშიც (რომლებშიც ) წარმოდგენილი კან
ონპროექტით შედის ცვლილება ,მათ შორის , ხდება მისი (მათი ) ამოღება;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ,
ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე,
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო
საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.
3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას
და შესყიდვების განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (07.12.2017 N1687)
1
3 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე: (5.12.2008. N627
ამოქმედდეს 2008 წლის 15 დეკემბრიდან)
ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ
სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის
განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და
კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ
აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის
ბანკნოტებსა და მონეტებთან, აგრეთვე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან
დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით; (4.02.2125. N3018)
ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ სახელმწიფო
შესყიდვებზე,
რომლებიც
საქართველოს
კანონმდებლობით
ითვლებიან
რელიგიურ
ორგანიზაციებად;
გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზისა და
წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე; (6.07.2010. N3353 ამოქმედდეს 2010 წლის 1
სექტემბრიდან.)
დ) ამოღებულია 2010 წლის 1 დეკემბრიდან (28.06.2010. N3164)
დ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო
დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე; (15.06.2017
N 1017)
ე)
საქართველოს
პრეზიდენტის,
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის,
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში
დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ
ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების
საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს
პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან
გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე; (28.06.2010. N3163 2010
წლის 1 აგვისტოდან)
ვ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ
სახელმწიფო შესყიდვაზე; (27.10.2015. N4349 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.) (21.12.2016.
N152)
ზ) ამოღებულია (20.11.2009. N2107 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)
თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების
შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე–147-ე
მუხლების შესაბამისად; (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის
უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
კ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
შესაბამისი მომსახურების/საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და
განაღდებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე; (20.11.2009. N2107)
ლ) შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან დაკავშირებულ
სახელმწიფო შესყიდვებზე; (20.09.2013. N1255)
ლ1) სოციალური რეკლამის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის,
ვებგვერდითა და სოციალური ქსელით, გავრცელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო
შესყიდვებზე (გარდა ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო
შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“
1
საქართველოს კანონის 66 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობებით); (31.10.2014. N2761)
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-,
რადიო-, ასევე ვებგვერდისა და სოციალური ქსელისათვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა,
გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის
შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური
თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან
დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე (გარდა ტელერადიოპროდუქციის
შესაქმნელად ან/და მაუწყებლობისათვის საჭირო საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს, აგრეთვე ამ
ქვეპუნქტით გაუთვალისწინებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისა); (21.02.2018 N 1967)
ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო –სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე, აგრეთვე
აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების
თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე. (28.06.2010. N3163 2010 წლის 1 აგვისტოდან)
ო) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ ლატარიის ბილეთის
შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლო
გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; (9.12.2011. N5454
ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან)
პ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო
შესყიდვაზე; (9.12.2011. N5454 ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან).
ჟ) „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის
ორგანიზებისათვის ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური
მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე; (9.12.2011. N5454 ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან).
რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით
შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე; (28.10.2011 N 5169)
ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და
საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე. (28.10.2011 N 5169)
ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვაზე. (5.06.2012 N 6389)
უ) „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას
შორის განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის
და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის
სახელობის
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
კვლევითი
ცენტრის
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად
ერთიანი ლაბორატორიული სისტემისათვის განკუთვნილ იმ საქონლის სახელმწიფო შესყიდვებზე,
რომლის ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (24.12.2014.
N2960)
ფ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქონლის,
მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვებზე. (04.05.2018 N2275 ამოქმედდეს
2018 წლის 1 ივლისიდან )
32. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
კონტრაქტორის შერჩევა განხორციელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის
წესების საფუძველზე, იმ პირობით, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესზე არ გავრცელდება ამ
კანონის მე-9 მუხლის, 161 მუხლის 11, მე-2 და მე-7 პუნქტებისა და IV და V თავების მოქმედება.
(04.05.2018 N2275 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან)
33. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
კონტრაქტორის შერჩევის პროცესთან (შემდგომ – შერჩევის პროცესი) დაკავშირებული დავა
განიხილება ამ კანონის VI თავით დადგენილი წესით. (04.05.2018 N2275 ამოქმედდეს 2018 წლის 1
ივლისიდან )
4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო
ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს
ორგანიზაციები
არიან
შესყიდვების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან
შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი,
აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. (19.06.2009. N1336)
5. ამოღებულია (2010 წლის 1 იანვრიდან 20.11.2009. N2107)