„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სოციალური მეწარმეობის შესახებ“
- „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-05
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი,
№19-20, 30.07.96, გვ. 11):
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები,
გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც აქვს სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან სოციალური საწარმოს სტატუსი
„სოციალური მეწარმეობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და
პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.“
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ" პუნქტი:
„მ) სოციალური მეწარმეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული,
სოციალური საწარმოს სტატუსის მქონე იურიდიული პირი"
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციიდან 5 წლის გასვლამდე
სტატუსის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში სოციალურ საწარმოს (და მის
პარტნიორებს, მეპაიეებს და აქციონერებს სოლიდარულად - თუკი საწარმოს
აქტივები არ იქნება საკმარისი) გრანტის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში
წარმოეშობა ვალდებულება დააბრუნოს ის სიკეთე (ფულადი სახსრები და/ან
ქონება) რომელიც მიიღო გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციური მოწესრიგებისა და მისი მხარდაჭერის
სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის „სოციალური
მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი საგრანტო ურთიერთობების მოწესრიგება
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი
საგრანტო ურთიერთობების მოწესრიგება
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით გრანტი გაიცემა სამეწარმეო მიზებისთვის სოციალური მეწარმეობის
მიზნებისთვის. ამასთან სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციის ვადამდე გაუქმების
შემთხვევაში გრანტის გამცემს წარმოეშვება გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე
გაცემული სიკეთის (ფულადი სახსრების და/ან ქონების) დაბრუნების მოთხოვნის, ხოლო
გრანტის მიმღებ სოციალურ საწარმოს, მის პარტნიორს, აქციონერს, მეპაიეს - ვალდებულება
დააბრუნოს ეს სიკეთე (ფულადი სახსრები და/ან ქონება).
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ საჭიროებს მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციიდან 5 წლის გასვლამდე სტატუსის
რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში სოციალურ საწარმოს (და მის პარტნიორებს, მეპაიეებს
და აქციონერებს სოლიდარულად - თუკი საწარმოს აქტივები არ იქნება საკმარისი) გრანტის
გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოეშობა ვალდებულება დააბრუნოს ის სიკეთე
(ფულადი სახსრები და/ან ქონება) რომელიც მიიღო გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე.
დაბრუნებული გრანტი მიემართება/დაბრუნდება გრანტის გამცემთან. თუკი გრანტის გამცემი
იქნება
სამინისტრო
სახელმწიფო
ბიუჯეტში,
ხოლო
თუკი
გამცემი
საერთაშორისო/ადგილობრივი ორგანიზაციაა. დონორია - დონორთან. ამ ჩანაწერმა შესაძლოა
გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, იმ შემთხვევაში თუ გრანტის გამცემი
იქნება სახელმწიფო დაწესებულებები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ვინაიდან „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს
ემატება სოციალური მეწარმეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული,
სოციალური საწარმოს სტატუსის მქონე იურიდიული პირები, ჩნდება საშუალება, რომ
ბიუჯეტიდან ამ პირთა მიმართ იქნეს გამოყოფილი ხარჯები, რამაც შესაძლოა გაზარდოს
ბიუჯეტის ხარჯი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
იმ პირთა მიმართ, ვისზეც ვრცელდება წარმოდგენილი კანონპროექტი შეიძლება დადგეს
შემდეგი სახის ფინანსური შედეგი:
1. გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს დაემატა სოციალური მეწარმეობის შესახებ"
საქართველოს კანონით განსაზღვრული, სოციალური საწარმოს სტატუსის მქონე
იურიდიული პირი, შესაბამისად, ამ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენა
შესაძლოა ჰქონდეს კანონპროექტს.
2. გრანტის გაცემა შეუძლია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
სხვადასხვა სუბიექტს, მათ შორის საჯარო დაწესებულებებს. განსხვავებული
რეგულაცია კანონპროექტით განსაზღვრული არ არის. ამდენად გრანტის
მიმღებისთვის რა წყაროებიც არსებობს დღეს ზუსტად იგივე წყაროები იარსებებს
სოციალური საწარმოებისთვის. მათ შორის, სოციალურ საწარმოებს, ისე როგორც
მაგალითად დღეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ან საგანმანათლებლო
დაწესებულებებს შეეძლება გრანტების დამოუკიდებლად მოზიდვა.
3. სოცსაწარმოს პარტნიორს წარმოეშვება ვალდებულება დააბრუნოს ის სიკეთე
(ფულადი სახსრები და/ან ქონება) რომელიც მიიღო გრანტის ხელშეკრულების
საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი (ა) გრანტის გამცემმა მოითხოვა
გრანტის დაბრუნება და (ბ) სოცსაწარმოს აქტივები არ არის საკმარისი გრანტის
გამცემის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თუკი გრანტის გამცემი არ მოითხოვს,
სოცსაწარმოს ეს ვალდებულება არ წარმოეშვება. თუკი გრანტის გამცემი მოითხოვს და
სოცსაწარმოს აქტივები საკმარისი იქნება, პარტნიორი პასუხს არ აგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
შესაბამისობაშია
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი ვალდებულება არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაციას (დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრი და ლევან ალაფიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, პაატა მხეიძე, გოგა გულორდავა, კობა
ლურსმანაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი მოსიძე,
გიორგი კოპაძე, დიმიტრი მხეიძე, ცოტნე ზურაბიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის ( მუხლების ) მოქმედი სრული რედაქცია , რომელშიც (რომლებშიც ) წარმოდგენ
ილი კანონპროექტით შედის ცვლილება ,მათ შორის , ხდება მისი (მათი ) ამოღება
საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“
მუხლი 2. გრანტი (12.07.2013 N 819)
1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ
გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც
გამოიყენება
კონკრეტული
ჰუმანური,
საგანმანათლებლო,
სამეცნიერო-კვლევითი,
ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო
განვითარებისა
და
სოციალური
პროექტების,
აგრეთვე
სახელმწიფოებრივი
ან
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
11. გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი.
(22.06.2016. N5502)
2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა
იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული
სახსრები.
მუხლი 4. გრანტის მიმღები (14.12.2006 N3974)
გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
ა)
საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ
უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით; (06.09.2013. N1047 ამოქმედდეს 2013
წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.)
ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი
ორგანოს სახით;
გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; (30.11.2017 N1394)
დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს მოქალაქე.
ვ1) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
მქონე პირი; (1.07.2011 N 4996)
ვ2) უცხო ქვეყნის მოქალაქე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა
რუსთაველის
საქართველოს
ეროვნული
სამეცნიერო
ფონდის
მიერ
გამოცხადებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების მიზნებისთვის;
(28.06.2017.
N1114)
ვ3) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და
რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი; (06.06.2018 N2477 ამოქმედდეს 2018 წლის 1
ოქტომბრიდან)
ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. (21.07.2010 N 3566)
თ) საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი. (15.05.2012 N 6172)
ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული,
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
სტატუსის
მქონე
იურიდიული პირი. (12.07.2013 N 819)
ი1) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
ინოვაციური
საქმიანობის
განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის
შემთხვევაში; (22.06.2016. N5502)
კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი. (01.08.2014. N2642
ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.)
ლ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. (28.05.2015. N3615)
მუხლი 6. ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები
პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტ პირთა ან მოქალაქეთა შორის წამოჭრილი დავა
მოურიგებლობის შემთხვევაში წყდება იმ ქვეყნის სასამართლო წესით, რომელსაც
მხარეები წინასწარ აირჩევენ, თუ ამგვარი შეთანხმება ხელშეკრულებით არ არის
განსაზღვრული, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით.