„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სოციალური მეწარმეობის შესახებ“
- „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-05
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის
უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455):
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სოციალური საწარმო - ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება ან კოოპერატივი,
რომელიც:
ა) შექმნილია სოციალური თანასწორობის ხელშესაწყობად, მოწყვლადი ჯგუფების
დასაქმებისთვის, აგრეთვე სოციალური მიზნების მისაღწევად განათლების,
კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში;
ბ) ეწევა სამეწარმეო საქმიანობას;
გ) მოგების არანაკლებ 70%-ის რეინვესტირებას ახორციელებს წესდებით
გათვალისწინებული სოციალური მიზნების მიღწევისათვის წარმოებულ
საქმიანობაში;
დ) იმართება დემოკრატიულ პრინციპების დაცვით და წესდების, საწესდებო
მიზნებისა და მოგების განაწილების ოდენობის და პროპორციის ცვლილება,
აგრეთვე საწარმოს ლიკვიდაციის, გაკოტრების, რეორგანიზაციის, გაყოფის ან
მიერთების თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება საწარმოს პარტნიორთა,
აქციონერთა ან მეპაიეთა მიერ ხმათა არანაკლებ 80%-ის უმრავლესობით."
ე) პირდაპირ ან არაპირდაპირ არ არის დაკავშირებული ან დაქვემდებარებული
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსადმი."
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„7. სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციის პირობები განისაზღვრება ამ
კანონითა და „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და
ინსტრუქციით, ხოლო საფასური - საქართველოს მთავრობის დადგენილებით"
3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. თუ სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციიდან 5 წლის განმავლობაში
პარტნიორები, აქციონერები ან მეპაიეები მიიღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს
ლიკვიდაციის თაობაზე, ლიკვიდაციის პროცედურები ვერ დასრულდება თუკი
საწარმო ან მისი პარტნიორები კრედიტორთა მოთხოვნის არსებობისას არ
დააბრუნებენ იმ სიკეთეს (ფულად სახსრებს და/ან ქონებას), რომელიც შეღავათის
გამო მიიღო საწარმომ სოციალური საწარმოს სტატუსის ქონის პირობებში."
4. მუხლი 144 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. თუ სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციიდან 5 წლის განმავლობაში
პარტნიორები, აქციონერები ან მეპაიეები მიიღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს
რეორგანიზაციის თაობაზე, ეს პროცედურები ვერ დასრულდება თუკი საწარმო ან
მისი პარტნიორები კრედიტორთა მოთხოვნის არსებობისას არ დააბრუნებენ იმ
სიკეთეს (ფულად სახსრებს და/ან ქონებას), რომელიც შეღავათის გამო მიიღო
საწარმომ სოციალური საწარმოს სტატუსის ქონის პირობებში."
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციური მოწესრიგებისა და მისი მხარდაჭერის სამართლებრივი
მოწესრიგების
კანონპროექტის
მიზნით
შემუშავებული
თანმდევი
სტატუსის
კანონპროექტის
რეგისტრაციასთან
„სოციალური
მეწარმეობის
დაკავშირებული
შესახებ“
ურთიერთობების
მოწესრიგება
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი სტატუსის
რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციის წესი და პირობები,
აგრეთვე ლიკვიდაციის, რეორგანიზაციისა თუ გაკოტრების წარმოების სპეციფიური საკითხები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ე.წ. ესტონური მოდელის მოქმედების პირობებში ამ რეგულაციას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
არსებულისგან განსხვავებული და დამატებითი გავლენა ვერ ექნება. რაც შეეხება გავლენას ამ
საწარმოთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ბუნებრივია გავლენა ექნება და ეს გავლენა იქნება დადებითი.
რთულია ამ გავლენის კონკრეტულ რიცხვებში წარმოდგენა რადგან არ არსებობს ოფიციალური
სტატისტიკა და ასეთ საწარმოთა ერთიანი ფინანსური მონაცემები.
სოციალური საწარმოს რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება მთავრობის ნორმატიული აქტით.
სოციალური საწარმოს სტატუსის მისაღებად რეგისტრაციის ღირებულება მიემართება საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ, რომელსაც ეხება:
1. ცვლილება სრულიად ახალი ნორმაა და მის ამოქმედებას დადებითი გავლენა ექნება არსებულ
სოციალურ საწარმოებზე, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის და ასეთ საწარმოთა ერთიანი
ფინანსური მაჩვენებლების არარსებობის პირობებში შეუძლებელია კონკრეტული რიცხვითი
მაჩვენებლების მოყვანა. სოციალური მეწარმეობით დაკავებული დღეს არსებული საწარმოების
ფინანსური მდგრადობა და შემოსავლები გაიზრდება რეინვესტირებული მოგების ოდენობით,
მოგების 70%-ით და მეტით.
2. კანონპროექტის მიღების შემდეგ მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საფასურის
გადახდა მოუწევთ მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს რომლებიც სოციალური საწარმოს
სტატუსის რეგისტრაციის განაცხადით მიმართავენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
იურიდულ პირებზე გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმ საფასურზე რომელსაც
საქართველოს მთავრობა დაადგენს ნორმატიული აქტით, სოციალური საწარმოს სტატუსის
რეგისტრაციისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის მიღების შემდეგ მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საფასურის
გადახდა მოუწევთ მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს რომლებიც სოციალური საწარმოს სტატუსის
რეგისტრაციის განაცხადით მიმართავენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან;
ასეთი ვალდებულება არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას
(დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
და ლევან ალაფიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, პაატა მხეიძე, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, ზაქარია
ქუცნაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი მოსიძე, გიორგი კოპაძე, დიმიტრი მხეიძე, ცოტნე
ზურაბიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის ( მუხლების ) მოქმედი სრული რედაქცია , რომელშიც (რომლებშიც ) წარმოდგენ
ილი კანონპროექტით შედის ცვლილება ,მათ შორის , ხდება მისი (მათი ) ამოღება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 2. მეწარმე სუბიექტები და მათი დაფუძნება (3.11.2009. N1974 ამოქმედდეს 2010
წლის 1 იანვრიდან)
1.
მეწარმე
სუბიექტები
არიან:
ინდივიდუალური
მეწარმე,
სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და
კოოპერატივი.
2. ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. თუ
რეგისტრაციამდე მეწარმე სუბიექტის სახელით რაიმე მოქმედება შესრულდა, ამ
მოქმედების
შემსრულებლები
და
საწარმოს
დამფუძნებლები
პასუხს
აგებენ
პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ
და უშუალოდ, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს
პასუხისმგებლობა ძალაში რჩება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგაც.
3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება,
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი
არიან იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოები (კომპანიები). ამ კანონით
განსაზღვრული
ინდივიდუალური
მეწარმე
არ
არის
იურიდიული
პირი.
ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და
მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი.
მუხლი 5. მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები (27.04.2010 N 2979)
1. საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა
წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით
დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა
შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება;
ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა;
გ) საწარმოს იურიდიული მისამართი;
დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის
მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო
სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი,
საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;
ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების
შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების
პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს წილადი რიცხვებით/პროცენტებში და
მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1 მთელს; (24.06.2011. N4946 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
მე-15 დღეს.)
ე1)
შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საზოგადოებისა
და
კომანდიტური
საზოგადოების პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი; (24.06.2011.
N4946 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.)
ვ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – რომელი პარტნიორია შეზღუდული
და რომელი – სრული;
ზ)
შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საზოგადოების
ან
კომანდიტური
საზოგადოების შემთხვევაში – პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების
შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები; (24.06.2011. N4946 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.)
თ) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის
(პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი,
ასევე უფლებამოსილების ვადა; (24.06.2011. N4946 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს.)
ი) პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი
ადგილის მისამართი და პირადი ნომერი;
კ) თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს – ისინი
ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე;
ლ) სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ფიზიკური
პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი
ნომერი,
ხოლო
თუ
სარეგისტრაციო
განაცხადის
უფლებამოსილი
პირი
იურიდიული
პირია,
სამართლებრივი
ფორმა,
იურიდიული
–
ცვლილების
მისი
მისამართი,
რეგისტრაციაზე
საფირმო
სახელწოდება,
რეგისტრაციის
თარიღი,
საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ.
მ)
ელექტრონული
ფოსტის
მისამართი
და
ამ
პუნქტის
„გ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე
მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება. (28.12.2011 N 5667 ამოქმედდეს 2012
წლის 1 იანვრიდან)
11. თუ საწარმოს პარტნიორის, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირის (პირების), წილის მმართველის, რეგისტრირებული მონაცემების
ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი
ადგილის მისამართი განსხვავდება მისი რეგისტრაციის ადგილის მისამართისაგან,
სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის
მითითება სავალდებულოა. (24.06.2011. N4946 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.)
12. საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის
(პირების) დანიშვნისთვის/რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უნდა
დასტურდებოდეს
ამ
პირის
(პირების)
ნება.
(24.06.2011.
N4946
ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.)
13. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით განსაზღვრული არ არის
ხელმძღვანელობასა
და
წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი
პირის
საწარმოს
(პირების)
უფლებამოსილების ვადა, იგი ითვლება შეუზღუდავად. თუ ხელმძღვანელობითი და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით
განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ მოხდება
უფლებამოსილების ახალი ვადის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირის (პირების) ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული პირის
(პირების) უფლებამოსილების ვადა ითვლება უვადოდ გაგრძელებულად. (24.06.2011.
N4946 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.)
2. პარტნიორებს უფლება აქვთ, რეესტრში მიუთითონ სარეგისტრაციო განაცხადის
ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი და მისი უფლებამოსილების
ფარგლები, მათ შორის, იზღუდება თუ არა ამ კანონის 51 მუხლით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილ პირთა უფლებამოსილება, განახორციელონ სარეგისტრაციო მონაცემების
ცვლილება. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი
პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.
3. სარეგისტრაციო განაცხადის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ
უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ ან იგი
დადგენილი წესით დამოწმებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხელმოწერის დამოწმების წესი და პირობები
განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი
კანონქვემდებარე აქტებით.
4.
თუ
საწარმოს
პარტნიორი
(პარტნიორები),
ხელმძღვანელობაზე
ან/და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), სარეგისტრაციო განაცხადის
ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები ან უცხო ქვეყნის
იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ შესაბამისად საქართველოს
მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილ
ეკვივალენტურ
მონაცემებს.
სარეგისტრაციოდ
წარსადგენი
დოკუმენტების
ეკვივალენტურობის დადგენის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. უცხო ქვეყნის
იურიდიული პირის შემთხვევაში მისი იურიდიულ პირად რეგისტრაციის
დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან ლეგალიზებული უნდა იყოს
სათანადო წესით.
5. საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს
ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ
მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.
6. საწარმოს რეგისტრაციის მიზნებისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.
7. ამოღებულ იქნეს (24.06.2016. N5569 ამოქმედდეს 2016 წლის 2 სექტემბრიდან)
8. ამოღებულ იქნეს (24.06.2016. N5569 ამოქმედდეს 2016 წლის 2 სექტემბრიდან)
მუხლი 14. საწარმოს ლიკვიდაცია (24.06.2011. N4946 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს.)
1. მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ
გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე
წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან
დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც
ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები).
2. პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს
ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა
დაკმაყოფილების პროცესი.
3. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის
დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი
დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის
პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას
მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს −
შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის
ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის
საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის
მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე
ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა
და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ
უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს.
აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა
შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით
განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი
ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის
გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების
არმქონეა.
1
3 . მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ
ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი
მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების
დარეგისტრირების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). (25.05.2012 N 6308
ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
4.
საწარმოს
ლიკვიდაციის
პროცესის
დაწყების
რეგისტრაციის
მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს
ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი
კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის
დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს პარტნიორებმა საწარმოს ყველა ცნობილ
კრედიტორს უნდა გაუგზავნონ წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის
პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა
დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო
(ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს
საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია. საწარმოს შეუძლია
აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან
მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში.
5. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა
უგვიანეს 90-ე დღისა საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს
ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი
რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა განათავსოს სასამართლოს ანდა
ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფოს 50%-ზე მეტი
წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ – საწარმოს ანგარიშზე.
სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო
უფლებამოსილია საწარმოს ანგარიშზე განთავსებული თანხები გამოიყენოს
ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად. თუ პარტნიორებმა
გადაწყვიტეს ქონების ნატურით გაყოფის გზით განაწილება, ისინი ვალდებული
არიან საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებიდან
ნატურით
გაყოფამდე
საკუთარი
ხარჯებით,
ერთ-ერთი
პარტნიორისათვის მიბარების გზით შეინარჩუნონ ქონება პირველადი სახით.
სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხების ან მიბარებული ქონების
პარტნიორთა შორის განაწილებამდე ამ თანხების ან ქონების განკარგვა
შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით. ლიკვიდაციის
პროცესის
დაწყების
შესახებ
წერილობითი
შეტყობინების
მიღებიდან
ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან
საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრი ვალდებულებების ვადაზე ადრე შესრულება.
6. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია საწარმოს
ქონების გასხვისება (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მისი
რეალიზაციისა ან/და საწარმოს ქონებით კრედიტორების დაკმაყოფილებისა),
დატვირთვა ან კრედიტორების საზიანოდ სხვა ქმედების განხორციელება.
7. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს
ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 4 თვისა, ხოლო
საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შემთხვევაში − საგადასახადო
შემოწმების დასრულების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ
ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
8. კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ
უფლებამოსილი პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს
ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა
ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ამ
მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული
წესით
წარედგინება
მარეგისტრირებელ ორგანოს
და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების
საფუძველია.
9. თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 თვის განმავლობაში
აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს
კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან ან ქონებიდან. აღნიშნული 3-თვიანი
ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული
თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად,
თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი.
10. იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს
ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამტკიცებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
მუხლი
144. საწარმოს რეორგანიზაცია
(24.06.2011. N4946 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.)
1. საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია:
ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება);
ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება);
გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).
2. პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან
სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი
გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს
ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების
გათვალისწინებით.
3. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ
გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე
პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული
გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.
4. საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის
დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად
საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%.
ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის
შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს
(მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება).
შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლებამოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის
პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან
გაერთიანების
შედეგად
წარმოქმნილი
საწარმო
არის
თავდაპირველი
საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.
5. საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა
გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი
ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის
შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი
მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები
სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული
ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე
საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.
6. პარტნიორთა მიერ მიღებულ საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ
გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით
საწარმოს
ლიკვიდაციისათვის
გათვალისწინებული
რეგისტრაციისა
და
შეტყობინების წესები. სამართლებრივი ფორმის ისეთი ცვლილებისას, რომლის
დროსაც საწარმოს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორები, არ მცირდება, ასევე თუ
საწარმოს მიუერთდა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო, არ ვრცელდება ამ
პუნქტში აღნიშნული გამოქვეყნებისა და შეტყობინების წესები, ხოლო
კრედიტორებს არ წარმოეშობათ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული
უფლებამოსილება. სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოებად გარდაქმნა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების
სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა არ მიიჩნევა კრედიტორთა დაკმაყოფილების
უნარის შემცირებად.
61.
სუბიექტის
რეორგანიზაციის
დაწყების
მოთხოვნის
შემთხვევაში
სავალდებულოა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის
სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ. (25.05.2012 N
6324ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
7. ვალდებულების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება
კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი ან არსებობს კრედიტორის თანხმობა
რეორგანიზაციაზე.
სახელმწიფოს
მიმართ
დავალიანების
არსებობა
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არის, თუ მოთხოვნილია
სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს
რეორგანიზაცია. (25.05.2012 N 6324ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
8. შეტყობინების მიღებიდან რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე
კრედიტორები
უფლებამოსილი
არიან
საწარმოს
მოსთხოვონ
ნაკისრ
ვალდებულებათა ვადაზე ადრე შესრულება.
9. საწარმოების შერწყმა და საწარმოს გაყოფა რეგისტრირდება საწარმოს
რეგისტრაციისათვის ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს
კანონითა
და
ინსტრუქციით
განსაზღვრული
წესების
შესაბამისად
შერწყმის/გაყოფის შედეგად წარმოშობილი სუბიექტის რაოდენობის შესაბამისი
მომსახურების საფასურის გადახდით.
10. საწარმოს რეორგანიზაციის დამატებითი პირობები და წესი განისაზღვრება
ინსტრუქციით.