„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ალტერნატიული წინადადება
II მოსმენა (1)
✓ 51 ✗ 9
II მოსმენა (2)
✓ 92 ✗ 19
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება;
„ე) სამოქალაქო უსაფრთხოება;“.
2. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება
სოციალურ-ეკონომიკური
და
ენერგეტიკული
უსაფრთხოება
მოიცავს
შემდეგ
მიმართულებებს:
ა) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
დაცვა;
ბ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების
გამოვლენა, იდენტიფიცირება, პროგნოზირება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების
შემუშავება;
გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და
ფინანსური საქმიანობის ნეიტრალიზაცია;
დ)
სტრატეგიული
მნიშვნელობის
ობიექტებთან
დაკავშირებით
მარეგულირებელი
ნორმების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
ე) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების
შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება;
ვ) ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების
შესაბამისად განხორციელება;
ზ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და
ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
თ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების
მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
კ) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ლ) პანდემიებისაგან, ეპიდემიებისაგან, ეპიზოოტიებისაგან და სხვა ბიოლოგიური
საფრთხეებისაგან დაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 10. სამოქალაქო უსაფრთხოება
1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო მოიცავს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიმართულებებს.
2. ამ კანონის მიზნებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო ასევე მოიცავს შემდეგ
საკითხებს:
ა) ეკოლოგიური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება,
შეფასება და პროგნოზირება;
გ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციებისაგან ქვეყნის
მოსახლეობისა და ტერიტორიის დასაცავად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება;
დ) საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული
კატასტროფების, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი სხვა კრიზისული ვითარების
შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება, ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფა;
ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების შესაძლებლობათა განვითარება და მათი
კოორდინაცია“.
3. მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს რედაქციით:
„3.
საქართველოს
უსაფრთხოებისთვის
საფრთხეების
არსებითი
საფრთხის
შეფასების
დოკუმენტი
ასახავს
ეროვნული
შემცველ
სამხედრო,
საგარეო-პოლიტიკურ,
შიდაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ბუნებრივ და ადამიანური
ფაქტორით გამოწვეულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის
სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც
იქმნება ამ კანონის მე-6-მე-13 მუხლებით გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების
პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში
ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში
ეროვნულ სტრატეგიას, გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა, აქვს დროში
გაწერილი
სამოქმედო
გეგმა,
რომლითაც
კონკრეტული
ამოცანების
შესასრულებლად
განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში
ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
4. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება არის
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონის IV1
თავით.“.
5. დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:
„IV1 თავი
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
მუხლი 191. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტატუსი და დანიშნულება
1. ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ
საკითხებზე
პოლიტიკური
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
გადაწყვეტილებების
ინფორმირებისა
მომზადების,
და
სტრატეგიულ
მის
მიერ
დონეზე
მისაღები
ეროვნული
უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით, იქმნება ეროვნული
უსაფრთხოების საბჭო (შემდგომში - საბჭო), რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერმინისტრი.
2. საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც
უფლებამოსილია განიხილოს ამ კანონით განსაზღვრული საკითხები უმაღლესი დონის
გადაწყვეტილებების მოსამზადებლად.
3. საბჭო ექვემდებარება უშუალოდ საქართველოს პრემიერ–მინისტრს.
4. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების
საფუძველზე.
მუხლი 192. საბჭოს უფლებამოსილება
საბჭო საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად:
ა) განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც
უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
ბ) ეცნობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციას, აანალიზებს მას, ახდენს საფრთხეების იდენტიფიცირებას, აფასებს მათ და
შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ საფრთხეების თავიდან აცილებისთვის საჭირო ზომების მიღების
შესახებ.
გ) განიხილავს და აანალიზებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ახდენს
შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, რომლებიც უშუალოდ
უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქართველოს სახელმწიფო
ინტერესების დაცვას;
დ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს
საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას, ამუშავებს მოვლენათა შესაძლო
განვითარების სცენარებს და საჭიროების შემთხვევაში, ახდენს შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა
და საფრთხეების შეფასებას;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს
პოლიტიკურ, სამხედრო, სოციალურ, ეკონომიკურ და
უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში საქართველოსთვის საფრთხის
შემცველ ცალკეულ მოვლენათა შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის;
ვ) საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად,
შეიმუშავებს
წინადადებებს
თანამშრომლობის
სფეროში
საერთაშორისო
საქართველოს
უსაფრთხოების
ჩართულობისა
და
უზრუნველყოფის
მიზნით
კოლექტიური
თავდაცვის
შესაბამისად,
შეიმუშავებს
სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ;
ზ)
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებების
რეკომენდაციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში
საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე;
თ) კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას;
ი)
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში,
მონაწილეობს
ეროვნული
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის საკითხებზე კანონპროექტების განხილვაში;
კ) განიხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების ეროვნული უსაფრთხოების
ინტერესებთან შესაბამისობის საკითხებს;
ლ) განიხილავს თავდაცვის ძალების სახეობებთან, შემადგენლობასთან და რაოდენობასთან
დაკავშირებულ საკითხებს;
მ)
განიხილავს
სახელმწიფო
თავდაცვის
მიზნით
განსაკუთრებულ
და
კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის,
გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს;
ნ) განიხილავს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის
შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს;
ო) განიხილავს მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის,
სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან
ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო
ხელისუფლების
ორგანოები
მოკლებული
არიან
კონსტიტუციურ
უფლებამოსილებათა
ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე
ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს;
პ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული
კომუნიკაციის თაობაზე;
ჟ) განიხილავს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობებს ქვეყნის წინაშე
არსებულ
საფრთხეებთან
და
გამოწვევებთან
მიმართებაში
და
შეიმუშავებს
შესაბამის
რეკომენდაციებს;
რ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;
ს) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული
ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის
მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად;
ტ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს
საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 193. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები.
2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს
თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის
ძალების მეთაური.
3. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს
სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საბჭოს მუდმივი წევრები.
მუხლი 194. საბჭოს მდივანი და მისი უფლებამოსილება
1. პრემიერ–მინისტრი საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს აკისრებს საბჭოს მდივნის ფუნქციას.
2. საბჭოს მდივანი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია
მხოლოდ საქართველოს პრემიერ–მინისტრის წინაშე.
3. საბჭოს მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს საქმიანობას;
ბ)
საქართველოს
პრემიერ–მინისტრს,
შემდგომში
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დამტკიცების მიზნით, შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის დებულებას, საბჭოს
აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების
მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესსა და საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა სოციალური
დაცვის გარანტიებს;
გ) ამზადებს საბჭოს სხდომებს;
დ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ცალკეულ დავალებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 195. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ინიციატივით, ან
საბჭოს მუდმივი წევრის მოთხოვნით, ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში.
2. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება სამ თვეში ერთხელ.
4. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის
გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს.
5. საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამის
განსახილველ საკითხებზე, საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
და საბჭოს მდივანი.
მუხლი 196. საბჭოს აპარატი
1. საბჭოს აპარატი არის პოლიტიკურად ნეიტრალური, სახელმწიფო საიდუმლოებას
მიკუთვნებულ ინფორმაციაზე, ასევე საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ტიპის
ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს
საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2.
საბჭოს
აპარატი
საბჭოსთვის
კანონით
მინიჭებული
უფლებამოსილებების
განსახორციელებლად:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში
ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს წარუდგენს დასკვნებს უსაფრთხოების სფეროში
ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებისათვის
დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ და ამ მიზნით გამოითხოვს შესაბამის
ინფორმაციებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ადგენს უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების
ეროვნული
დონის
კონცეპტუალური
დოკუმენტებით
გათვალისწინებულ
მიზნებთან
და
ამოცანებთან შესაბამისობას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს ინფორმირების მიზნით, ახდენს ეროვნული
უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეების ძირითადი
მიმართულებების გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზს და პროგნოზირებას;
ე)
კომპეტენციის
ფარგლებში,
უზრუნველყოფს
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვასა და გაანალიზებას, შესაბამისი გამოწვევების,
რისკებისა
და
საფრთხეების შეფასებას,
რომლებიც
უშუალოდ უკავშირდება ეროვნული
უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას;
ვ)
კომპეტენციის
ფარგლებში,
ახორციელებს
საბჭოს
საინფორმაციო-ანალიტიკურ
უზრუნველყოფას ეროვნული უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად
შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვს ინფორმაციას;
თ) ამზადებს საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმების მომზადებას;
ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის
შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს
ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირებას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატის უფროსი, რომელიც უზრუნველყოფს
საბჭოს აპარატის საქმიანობის ადმინისტრირებას. საბჭოს აპარატის უფროსს საბჭოს მდივნის
წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
საბჭოს აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს მდივანთან შეთანხმებით,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.
4.
საბჭოს
აპარატი
შედგება
სტრუქტურული
ქვედანაყოფებისგან,
რომლებშიც
დასაქმებულნი არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო
მოსამსახურეები. საბჭოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილებები, საქმიანობის წესი, საშტატო
ნუსხა, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს ოდენობები და სხვა ორგანიზაციული საკითხები
განისაზღვრება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულებით, რომელსაც ეროვნული
უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ,
დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
5. საბჭოს აპარატის მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით და სპეციალური კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6.
საბჭოს
აპარატის
დაფინანსება
და
მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფა
ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით.
7. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა და ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
სახსრებით საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მეუღლისა
და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა.
8. საბჭოს აპარატის მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი
სარგოსგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო
(ხელფასი) - აგრეთვე წოდებისათვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსგან.
სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა სახელმწიფო სპეციალური
წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი
(წელთა ნამსახურობის დანამატი) შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე ნამსახურებისათვის - 5 პროცენტი;
ბ) 2-დან 5 წლამდე ნამსახურებისათვის - 10 პროცენტი;
გ) 5-დან 10 წლამდე ნამსახურობისათვის - 15 პროცენტი;
დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის - 20 პროცენტი.
9. საბჭოს აპარატის მოსამსახურედ სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს
მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელსაც პირადი და საქმიანი თვისებებიდან, განათლებიდან,
ჯამრთელობის
მდგომარეობიდან
და
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
სხვა
მოთხოვნებიდან გამომდინარე შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.
10. საბჭოს აპარატში მოსამსახურის მიღებისას საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხით
გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს მას ენიჭება ეროვნული უსაფრთხოების
სახელმწიფო სპეციალური წოდება.
11.
საბჭოს
აპარატის
მოსამსახურის
სამსახურში
მიღების,
მისთვის
სახელმწიფო
სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური
დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 197. ეროვნული სიტუაციური ოთახი
ეროვნული სიტუაციური ოთახი არის შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლიგიური
საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება საჭიროებისამებრ, ეროვნული
ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების დროს, სადაც ხდება ინციდენტის
ადგილიდან და ინფორმაციის (მათ შორის, ვიდეო და აუდიოსიგნალების) სხვა შესაძლო
წყაროებიდან მონაცემების ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც საქართველოს
პრემიერ-მინისტრის მიერ ხორციელდება აღნიშნული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვა.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს
შემდეგი დადგენილებების მიღება:
ა) ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული 196-მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება“;
ბ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის
სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების
შესახებ“.
2. საბჭოს აპარატის დამოუკიდებელ მხარჯავ დაწესებულებად განსაზღვრამდე მისი
საქმიანობა ფინანსდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
3.
სახელმწიფოს
საქართველოს
მიერ
მთავრობის
საბჭოს
აპარატისთვის
ადმინისტრაცია
შესაბამისი
უზრუნველყოფს
განსახორციელებლად საჭირო ფართობითა და ინვენტარით.
მუხლი 2. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
მისი
ქონების
გადაცემამდე,
უფლებამოსილებების
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ქვეყანაში
ახალი კონსტიტუციური მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის
სათათბირო ორგანოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებას. შედეგად, ეროვნული
უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სფეროში, სტრატეგიულ დონეზე
იქმნება გარკვეული ინსტიტუციური ვაკუუმი, რადგან არსებული კანონმდებლობით,
აღნიშნული
პოლიტიკის
მაკოორდინირებელ
ერთადერთ
ორგანოდ
რჩება
მხოლოდ
საქართველოს მთავრობა.
აღნიშნული ვაკუუმის შევსების მიზნით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სფეროში
შეიქმნას მთავრობის მეთაურის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო. ამ
ამოცანას
ემსახურება
მოცემული
კანონპროექტი,
რომლის
საფუძველზეც
გათვალისწინებულია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
პროექტის მიღების მიზანია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის პროცესის პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრა, ქვეყნის ეროვნული
უსაფრთხოების ეფექტიანობის ამაღლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირების
უზრუნველყოფა უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროების,
კერძოდ სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური და ენერგეტიკული
უსაფრთხოების
სფეროების
ახლებურად
ჩამოყალიბება.
გამომდინარე
იქედან,
რომ
ენერგეტიკა ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ დარგს მიეკუთვნება, ხოლო ქვეყნის
ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ
მიზანშეწონილად
გადაჯგუფება.
იქნა
გარდა
კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ
მიჩნეული,
ამისა
ენერგეტიკის
ეკოლოგიური
სფეროს
უსაფრთხოებასთან,
ეკონომიკის
უსაფრთხოება,
როგორც
სფეროსთან
ეროვნული
უსაფრთხოების პოლიტიკის სფერო, როგორც ტერმინი ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით,
სრულფასოვნად ვერ ასახავდა და მოიცავდა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლებიც
შესაძლებელია ქვეყანას დაემუქროს კლიმატის ცვლილების გამო გახშირებული ბუნებრივი
კატასტროფებისგან. მითუმეტეს, როდესაც სამოქალაქო უსაფრთხოება წარმოადგენს ქვეყნის
ე.წ. ტოტალური თავდაცვის პრინციპის განუყოფელ ელემენტს და ამავდროულად,
უკანასკნელ
პერიოდში,
მნიშვნელოვნად
დაიხვეწა
სამოქალაქო
უსაფრთხოების
მარეგულირებელი კანონმდებლობა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული,
ეროვნული
უსაფრთხოების
სფეროდ
სამოქალაქო
უსაფრთხოების
სფერო
განისაზღვროს
მოიცავს
სამოქალაქო
ეკოლოგიურ
უსაფრთხოება.
საფრთხეებს
და
ასევე,
„სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიმართულებებს.
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის, ასევე, მე-15 მუხლის მე-3 და მე-4
პუნქტებში. ვინაიდან იქმნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი
უწყება, მიზანშეწონილია კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება მოხდეს ამ უწყების
კოორდინაციით.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქვეყნაში იქმნება ეროვნული უსაფრთხოების
საბჭო, რომლის სტრუქტურისა და კომპეტენციების განსაზღვრის დროს გათვალისწინებული
იქნა საზღვარგარეთის პრაქტიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილმა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით“ შექმნილმა უწყებათაშორისმა
კომისიამ და მის ფარგლებში მოქმედმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა საზღვარგარეთის
ქვეყნების პრაქტიკა (მაგ. დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ესტონეთი, გერმანია, ბულგარეთი,
საბერძნეთი, ჩეხეთი, სლოვენია და სხვა). საქართველოში არსებული რეალობისა და
ცალკეული საპარლამენტო რესპუბლიკების პრაქტიკის გათვალისწინებით (სლოვენია და
ჩეხეთი), წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს. საბჭოს მდივნის ფუნქციას
ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი. რაც შეეხება ორგანიზაციულ დონეს,
გათვალისწინებულია, რომ საბჭოს აპარატის საქმიანობის ადმინისტრირება პოლიტიკურად
ნეიტრალურმა თანამდებობის პირმა (აპარატის უფროსმა) უნდა უზრუნველყოს.
კანონპროექტის შესაბამისად, საბჭო არის მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად
ბიუროკრატიული ორგანო. საბჭოს მუდმივ წევრებად იმ თანამდებობის პირების განსაზღვრა
იგეგმება, რომლებსაც პირდაპირი/ირიბი შეხება აქვთ უსაფრთხოების საკითხებთან. თუმცა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა
პირებიც, მაგ. სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, შესაბამისი დარგის ექსპერტები,
სპეციალისტები და ა.შ.
შინაარსობრივად, საბჭო (მისი აპარატით) არის პრემიერ-მინისტრთან არსებული
ანალიტიკური ცენტრი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით
აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერაციულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.
საბჭოს
მანდატი
ითვალისწინებს
უსაფრთხოების
საკითხებზე
მომუშავე
უწყებების
კოორდინაციას.
თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში
არსებული გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების პრევენციაზე, გამოვლენასა და
აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური
საქმიანობა.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა
ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული
დოკუმენტების მეშვეობით. მიზანშეწონილია, კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების
კოორდინაციის თვალსაზრისით, საბჭო ეროვნული დონის დოკუმენტებით შემოიფარგლოს.
აღნიშნული გულისხმობს საბჭოსა და მისი აპარატის მიერ მაკოორდინირებელი ფუნქციის
შესრულებას შემდეგი დოკუმენტების შემუშავებასთან მიმართებაში: ა) საქართველოს
ეროვნული
უსაფრთხოების
კონცეფცია;
ბ)
საქართველოს
საფრთხეების
შეფასების
დოკუმენტი; გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სისტემაში გათვალისწინებულია ეროვნული
უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოება. აღსანიშნავია, რომ
არსებული
მდგომარეობით,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის
ერთ-ერთ
სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური. თუმცა,
მისი ფუნქციები თემატურად განსხვავებულია. შესაბამისად, ამ თემების მნიშვნელობის
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილია,
არსებობდეს
ცენტრალიზებული,
სტრატეგიულ
პოლიტიკურ დონეზე მოქმედი უწყების უფლებამოსილება, უსაფრთხოების საკითხებზე
სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის საფუძველზე
შემოთავაზებული
მოდელით,
აღნიშნული უფლებამოსილება
მთავრობის
მეთაურის,
პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს აქვს მინიჭებული.
კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სხვადასხვა კრიზისული ვითარების მართვას
პრემიერ-მინისტრი ახორციელებს ეროვნული სიტუაციური ოთახის მეშვეობით, რომელიც
წარმოადგენს სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ პუნქტს. დღეს, ეროვნულ სიტუაციურ
ოთახს იყენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის
მიზნით. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ის
არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების, არამედ, სხვა კრიზისული ვითარების (ეროვნული
უსაფრთხოების ხელყოფის, შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციის) სტრატეგიულ დონეზე
მართვის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული.
წარმოდგენილი კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების
საბჭოს აპარატის სტატუსის, უფლებამოსილებების, მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და
მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში
დასაქმებული იქნებიან როგორც საჯარო მოსამსახურეები, ასევე, სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირები. იმ მოსამსახურეებზე, რომლებსაც მიენიჭებათ სახელმწიფო
სპეციალური წოდება, გავრცელდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების
მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები და შეზღუდვები.
საბჭოს აპარატის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბჭოს აპარატის მოსამსახურეზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ
სპეციალური სამართველბივი აქტებით სხვა რამ არ იქნება დადგენილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ეროვნული
უსაფრთხოების
საბჭოს
აპარატის
ფუნქციონირებისათვის
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის 2019 წლის ასიგნებებში დამატებით გათვალისწინებულია 1 (ერთი)
მილიონი ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება პირდაპირ გავლენას მოახდენს ეროვნული უსაფრთხოების
საბჭოს აპარატში დასაქმებულ თანამშრომლებზე, რომლებიც მიიღებენ საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
გარანტიებს.
წლისთვის
2019
შრომის
აპარატის
ანაზღაურებას
ფუნქციონირების
და
სხვა
საჭირო
სოციალურ
ხარჯებისთვის
გათვალისწინებულია 1 (ერთი) მილიონი ლარი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
ასიგნებებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას..
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს #302 ბრძანებით შეიქმნა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით უწყებათაშორისი კომისია,
რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის,
საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები,
ასევე კომისიის მიერ განისაზღვრა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელთა აქტიური
მონაწილეობითაც მომზადდა კანონპროექტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს #302 ბრძანებით - „ეროვნული
უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით“ შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო და მისი
სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები
ამ კანონის მიზნებისთვის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებია:
ა) სახელმწიფო თავდაცვა;
ბ) საგარეო უსაფრთხოება;
გ) შიდა უსაფრთხოება;
დ) სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება;
ე) ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება;
ვ) ინფორმაციული უსაფრთხოება;
ზ) მართლწესრიგი.
მუხლი 9. სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება
სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
დაცვა;
ბ) სოციალურ-ეკონომიკური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა,
იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;
გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და
ფინანსური საქმიანობის ნეიტრალიზაცია;
დ) სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი
ნორმების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის
უზრუნველყოფა;
ე) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების
შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება;
ვ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და
ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
ზ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების
მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
ი) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
კ) პანდემიებისგან, ეპიდემიებისგან, ეპიზოოტიებისგან და სხვა ბიოლოგიური
საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 10. ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება
ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ
მიმართულებებს:
ა) ეკოლოგიური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა,
იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;
ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და
ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
გ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობისა და
ტერიტორიის დასაცავად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება;
დ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფებით გამოწვეული ზიანის
შემცირება და ლიკვიდაცია;
ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების შესაძლებლობათა განვითარება და მათი
საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) სახიფათო ნარჩენების მართვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ზ) ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების
შესაბამისად განხორციელება.
მუხლი 15. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები
1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:
ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.
2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც
განმარტავს
ეროვნულ
ღირებულებებსა
და
ინტერესებს,
აყალიბებს
ქვეყნის
უსაფრთხო
განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და
გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების
პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული
უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს
მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
3.
საქართველოს
უსაფრთხოებისთვის
საფრთხეების
არსებითი
შეფასების
საშიშროების
შემცველ
დოკუმენტი
სამხედრო,
ასახავს
ეროვნული
საგარეო-პოლიტიკურ,
შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ და ტექნოგენურ
საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს შეიმუშავებს და
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის იმ
ნაწილს, რომელშიც ხდება ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური)
საფრთხეების შეფასება, შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში
არსებული
სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახური ამზადებს და აქვეყნებს ამ დოკუმენტის არასაიდუმლო, ადაპტირებულ ნაწილს
ბუნებრივი საფრთხეების შესახებ.
4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის
სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც
იქმნება ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების
პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში
ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში
ეროვნულ სტრატეგიას აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული
ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები.
უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას მიეკუთვნება აგრეთვე თავდაცვის სტრატეგიული
მიმოხილვა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს
შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს, შეიარაღებული ძალების
სამომავლო სტრუქტურას (კონკრეტული პერიოდისთვის) და შეიარაღებული ძალების ნატოსთან
თავსებადობის ამაღლების გზებსა და საშუალებებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სტრატეგიებს
შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, გარდა საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიისა, რომლის დამტკიცების წესი
განისაზღვრება „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
[ 4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის
სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც
იქმნება ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების
პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში
ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში
ეროვნულ სტრატეგიას (გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა) აქვს დროში
გაწერილი
სამოქმედო
გეგმა,
რომლითაც
კონკრეტული
ამოცანების
შესასრულებლად
განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში
ეროვნულ სტრატეგიას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია,
რომლის რეგულირების სფერო და შემუშავებისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება „თავდაცვის
დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით. (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე)]
5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული
მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს
და სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმები
განსაზღვრავს უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოებისა
და
სახელმწიფო
რწმუნებულებისთვის
−
გუბერნატორებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმებს.
[ 5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული
მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს
და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმებით განისაზღვრება
უსაფრთხოების
სფეროში
ეროვნული
სტრატეგიის
სამოქმედო
გეგმით
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოებისა
და
სახელმწიფო
დაკისრებული
ვალდებულებების
შესრულების
მექანიზმები. (ამოქმედდეს
საქართველოს
რწმუნებულებისთვის
საქართველოს
პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე) ]
6. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული
მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივ
სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო გეგმების საკუთარი
უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი
და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები
1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი
ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის შესაბამისად.
2.
ეროვნული
დონის
კონცეპტუალური
დოკუმენტების
შესამუშავებლად
იქმნება
მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა
სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
შესაბამისი დადგენილებით.
3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოები
არიან ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს მთავრობა.
[ 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოა
საქართველოს
მთავრობა. (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე)]
4. ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება „ეროვნული
უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
[ 4. (ამოღებულია - 31.10.2018, №3580). (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე)]