„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს #302 ბრძანებით - „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით“ შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო და მისი სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/293/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 1
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ) ეროვნული სიტუაციური ოთახი - შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლიგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის სხვა შესაძლო წყაროებიდან მონაცემების (მათ შორის, ვიდეო და აუდიოსიგნალების) ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც ხორციელდება საგანგებო სიტუაციის სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე მართვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ უწყებათა კოორდინირებული მუშაობის მიზნით.“. 2. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს წარუდგენს და ორგანიზაციულ, საინფორმაციოანალიტიკურ დახმარებას უწევს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ან/და სამინისტრო.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა ხორციელდება ეროვნული სიტუაციური ოთახის გამოყენებით, რომელის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.“. 3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვატილების საფუძველზე, ეროვნული სიტუაციური ოთახით სარგებლობის უფლება შესაძლებელია მიეცეთ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს.“. 4. 39-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ რეგულაციებთან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილების თანახმად, განისაზღვრა, რომ ეროვნული სიტუაციური ოთახი აღარ წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პუნქტს და ასევე, მის ფუნქციონირებას უზრუნველობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აპარატი, ვინაიდან „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებით განისაზღვრა, რომ ეროვნული სიტუაციური ოთახი წარმოადგენს არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების, არამედ, ასევე სხვა სახის კრიზისული ვითარების პრემიერ-მინისტრის მიერ სტრატეგიულ დონეზე მართვის ინსტრუმენტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს N302 ბრძანებით შეიქმნა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე კომისიის მიერ განისაზღვრა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც მომზადდა კანონპროექტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს N302 ბრძანებით „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით“ შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო და მისი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამოქალაქო უსაფრთხოება – მდგომარეობა, როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლის/ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება; ბ) საგანგებო სიტუაცია − გარკვეულ ტერიტორიაზე/ტერიტორიებზე ან ობიექტზე/ობიექტებზე შექმნილი ისეთი ვითარება/ვითარებათა ერთობლიობა, რომლის დროსაც ირღვევა ადამიანთა ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობები და რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება აშკარა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან/და რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას; გ) ინციდენტი – შემთხვევა, რომელიც აშკარა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას; დ) საგანგებო სიტუაციის ზონა – განსაზღვრული ობიექტი, ტერიტორია, აკვატორია ან საჰაერო სივრცე, სადაც წარმოიქმნა ან/და განვითარდა საგანგებო სიტუაცია; ე) საგანგებო სიტუაციის რისკი – გარკვეულ პერიოდში შესაძლო ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის მოსალოდნელი შედეგი, რომელიც გამოიხატება საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე, გარემოზე ან ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო, მუნიციპალურ ქონებაზე უარყოფითი ზემოქმედებით; ვ) მზადყოფნა – სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობა, ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ საგანგებო სიტუაციაზე, შეამცირონ მოწყვლადობა და საგანგებო სიტუაციის შედეგები; ზ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება − ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობა, ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია, სამაშველო სამუშაო, საავარიო-სამაშველო სამუშაო და სხვა გადაუდებელი სამუშაოები; თ) ხანძარი − უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას; ი) სამაშველო სამუშაო − მოქმედება, რომლის მიზანია საგანგებო სიტუაციის შედეგად დაშავებული ან/და დაკარგული ადამიანების მოძებნა და გადარჩენა, აგრეთვე საფრთხის შემცველი ადგილიდან ადამიანის გამოყვანა; კ) საავარიო-სამაშველო სამუშაო − მოქმედება, რომლის მიზანია ინციდენტისგან/საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენა, აგრეთვე ავარიისათვის, კატასტროფისათვის, ინციდენტისათვის/საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების მინიმუმამდე შემცირება; ლ) სხვა გადაუდებელი სამუშაოები − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა, სანიტარიულეპიდემიოლოგიური ღონისძიებების განხორციელება, ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდა და დეკონტამინაცია, საგანგებო სიტუაციის ზონაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება; მ) აღდგენითი სამუშაოები − პირველი რიგის გადაუდებელი ღონისძიება/ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით; ნ) ობიექტი − ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონება (მათ შორის, ტერიტორია, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, ტექნოლოგიური დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნაკეთობა, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალება), რომლისთვისაც დადგენილია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ან საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები; ო) პოტენციურად საშიში ობიექტი − ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ობიექტი, რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესი აფეთქებახანძარსაშიში, საშიში ქიმიური და მოიცავს რადიოაქტიური, ხანძარსაშიში, ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას ან ტრანსპორტირებას და რომელზე ავარიის ან რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის არასწორი წარმართვის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას საგანგებო სიტუაცია (მათ შორის, ხანძრის, ნგრევის, აფეთქების, ემისიის ან ინტოქსიკაციის საფრთხე); პ) სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი − ჰიდროტექნიკური ნაგებობა, წყალმომარაგების, თბომომარაგების, ენერგეტიკული ან სხვა ობიექტი, რომელსაც სამოქალაქო უსაფრთხოების ინტერესებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; ჟ) აფეთქებახანძარსაშიში ობიექტი − საწარმოო ან სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი, მიუხედავად მისი ფუნქციური დანიშნულებისა, რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება აფეთქებისა და ხანძრის განვითარების ან ხანძრის გაჩენის და შემდგომი აფეთქების შესაძლებლობით; რ) ხანძარსაშიში ობიექტი – ხანძარსაშიში კატეგორიის საწარმოო ან სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი, მიუხედავად მისი ფუნქციური დანიშნულებისა, რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება ხანძრის გაჩენისა და განვითარების, აგრეთვე ადამიანსა და მატერიალურ ფასეულობებზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობით; ს) ორგანიზაცია – საგანმანათლებლო, სააღმზრდელო ან სამედიცინო დაწესებულება, სამრეწველო საწარმო, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობიდან შეიძლება წარმოიქმნას საგანგებო სიტუაციის საფრთხე; ტ) ავარია – აფეთქება, ხანძარი ან საშიში ნივთიერების/ნივთიერებების გაჟონვა, რომელიც გამოწვეულია პოტენციურად საშიში ობიექტის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის უკონტროლო განვითარებით და რომელიც უეცარ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და გარემოს; უ) რეაგირების ძალები – ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების განკარგულებაში არსებული მორეაგირე დანაყოფები; ფ) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინება − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და საზოგადოებისათვის საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან/და საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესახებ შეტყობინების სიგნალების გადაცემა და გადაუდებელი ინფორმაციის მიწოდება; ქ) სახანძრო უსაფრთხოების ზომები − ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მისი ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის და ხანძრის შედეგების უსაფრთხოების ზომების შესამცირებლად განსახორციელებელი მოქმედებები; ღ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოთხოვნები საქართველოს − სახანძრო კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური პირობები; ყ) განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი − საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის მომეტებული საფრთხის შესახებ მიღებული ინფორმაციის და მისი ანალიზის საფუძველზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გარკვეულ ტერიტორიაზე/ტერიტორიებზე დადგენილი დროებითი რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და ფიზიკური/იურიდიული პირის სპეციალურ ქცევის წესებს; შ) სავალდებულო ოპერაციები – საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის დროს, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოს მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ვალდებულების დაკისრება შესაბამისი ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მიზნით; ჩ) საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები − საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური წესები; ც) სახანძრო-სამაშველო დანაყოფი – ხანძრის პროფილაქტიკისა და ჩაქრობის, საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების, აგრეთვე შესაბამის ტერიტორიაზე ან ორგანიზაციაში ადამიანთა ძებნისა და სხვა სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით შექმნილი დანაყოფი; ძ) ზედამხედველობა − ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმება და სათანადო რეაგირების ღონისძიებების განხორციელება; წ) თავშესაფარი – შენობა ან ნაგებობა, რომელიც საგანგებო სიტუაციის ან საომარი მოქმედებების დროს, გარკვეულ პერიოდში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორისაგან ადამიანის დასაცავად. თავშესაფარი შეიძლება იყოს ორმაგი დანიშნულების, სამოქალაქო ან სამრეწველო შენობა ან/და სპეციალური ჰერმეტული დამცავი ნაგებობა, რომელიც დამაზიანებელი ფაქტორების გათვალისწინებით არის დაპროექტებული; ჭ) საოჯახო სასტუმრო ზედამხედველობის − სახელმწიფო განხორციელების სახანძრო მიზნებისთვის, ზედამხედველობის გასაქირავებლად ობიექტზე განკუთვნილი ან გამოყენებული არანაკლებ 3, ერთმანეთისგან იზოლირებული, საცხოვრებლად და საძინებლად მოწყობილი სამყოფისაგან შემდგარი შენობა/შენობები, სადაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს კვება; ხ) მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი − მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგანგებო სიტუაციის პრევენციისათვის განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და მის მიერ საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი; ჯ) პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტი − პოტენციურად საშიში ობიექტის მომსახურე პერსონალისათვის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისათვის საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობის, საგანგებო სიტუაციის შედეგების განსაზღვრის, საგანგებო სიტუაციის შედეგების მეზობელ ობიექტზე ზემოქმედების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის მზადყოფნის შეფასების, აგრეთვე პოტენციურად საშიშ ობიექტზე საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი; ჰ) ეროვნული სიტუაციური ოთახი − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან ინფორმაციის (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც ხორციელდება საგანგებო სიტუაციის სტრატეგიულ (პოლიტიკურ) და ოპერაციულ დონეებზე მართვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ უწყებათა კოორდინირებული მუშაობის მიზნით; ჰ1) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე (შემდგომ − მოსამსახურე) − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული მოსამსახურე, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ჰ2) მეხანძრე-მაშველი − პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრის პროფილაქტიკასა და ჩაქრობას, ატარებს სამაშველო/საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მუხლი 16. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა 1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს და ორგანიზაციულ, ტექნიკურ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; ბ) ოპერაციულ დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შექმნილი უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი. 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი − ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები; ბ) ადგილობრივი საგანგებო შტაბი – ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმისა და საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, საკუთარი რესურსებით ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუყოვნებლივ მიაწოდოს საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი საგანგებო შტაბი იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით. ადგილობრივი საგანგებო შტაბის შემადგენლობაში შედიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიული დანაყოფისა და ეროვნული სისტემის სხვა შესაბამისი სუბიექტების წარმომადგენლები. ადგილობრივი საგანგებო შტაბი ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ადგილობრივ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი. 6. ორგანო, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, უფლებამოსილია, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნას საველე ოპერაციების ერთი ან რამდენიმე შტაბი და დანიშნოს ამ შტაბის/შტაბების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები. საველე ოპერაციების შტაბი/შტაბები ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას. 7. საველე ოპერაციების შტაბის შექმნამდე პირველად რეაგირებას ტაქტიკურ დონეზე ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფი. 8. თუ საველე ოპერაციების შტაბი შექმნილია, რეაგირების ძალები, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე გადადიან საველე ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში. 9. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მთავრობის სპეციალური უშუალო დაქვემდებარებაში დანიშნულების არსებული დაწესებულებები ქმნიან შინაუწყებრივ საგანგებო შტაბებს, რომლებსაც უწყვეტი კავშირი აქვთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და, ოპერაციულ დონეზე უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის შექმნის შემთხვევაში, მის შემადგენლობაში შეყვანის მიზნით წარადგენენ არანაკლებ უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოადგილეს ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. 10. სტრატეგიულ (პოლიტიკურ) და ოპერაციულ დონეებზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა შეიძლება განხორციელდეს ეროვნული სიტუაციური ოთახის გამოყენებით. მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 11. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საგანგებო სიტუაციის ზონაში გადაადგილება/მოძრაობა. 12. საგანგებო სიტუაციის მნიშვნელობის მიხედვით საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება ხორციელდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად. 13. საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს მის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა. 14. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალების შესაბამისი დანაყოფები ან განხორციელდეს სამხედრო რეზერვში ჩარიცხულ პირთა მობილიზაცია. 15. საგანგებო სიტუაციის დროს რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 16. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს აკონტროლებს რეაგირების ხარისხს, ხოლო საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ − აფასებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას გამოვლენილ ხარვეზებს და რეაგირებას. მუხლი 17. ტერორისტული საქმიანობით ან ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ სხვა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა 1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ექსტრემალური ვითარების და მისგან გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა ხორციელდება „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს და რომელზე რეაგირებაც დაკავშირებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძალის, იარაღის ან სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოქმნილი კრიზისული ვითარების მართვა ხორციელდება პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული სიტუაციური ოთახითა და საგანგებო სიტუაციის მართვის სხვა ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობით უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები. მუხლი 39. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, ამ მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის და ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება და ეროვნული სისტემის სხვა სუბიექტებისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის უშუალოდ განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული სისტემის მონაწილე სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტებიდან გამომდინარე უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტებისა და უწყებრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ე) ეროვნული სიტუაციური ოთახის მუდმივი მზადყოფნისა და ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს მისი ამ კანონის შესაბამისად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ვ) ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ორგანიზება, განვითარება და მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინაცია, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რეაგირების ძალების მართვის ორგანიზება და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინაცია, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ი) საომარი მდგომარეობის დროს კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის გეგმითა და სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება; კ) საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით რისკის მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი და განხორციელება შეფასება, პრევენციული სახელმწიფო ღონისძიებებისა ხელისუფლების, და პროექტების ავტონომიური დაგეგმვა და რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით; ლ) მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზება, ამ სისტემის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება; მ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა; ნ)საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ნებაყოფლობით ჩაბმის ორგანიზება, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა სისტემის განვითარების ხელშეწყობა; ო) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათზე სათანადო რეაგირება; პ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვა, ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და საქართველოს პრემიერმინისტრისა და საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენა; ჟ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზი და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრების პერიოდული ინფორმირება ვითარების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება; რ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა; ს) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში გავლის ორგანიზება; ტ) კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძროსამაშველო დანაყოფის თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება; უ) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება; კერძო მიწისქვეშა საძიებოსამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება; ფ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადებისათვის პასუხისმგებელი ქვედანაყოფის ან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით შესაბამის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ქ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა; ღ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სისტემის ორგანიზება; შ) საგანგებო სიტუაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების, საკომუნიკაციო გეგმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.