„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 3
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო
კოდი: 010320000.05.001.018717) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-4
პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურეზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილების თანახმად, კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტს ემატება „გ2“ ქვეპუნქტი,
რომლის მიხედვითაც, კანონის მოქმედება არ ვრცელდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
არ
დგინდება
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს N302 ბრძანებით შეიქმნა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით უწყებათაშორისი კომისია,
რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის,
საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები,
ასევე კომისიის მიერ განისაზღვრა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელთა აქტიური
მონაწილეობითაც მომზადდა კანონპროექტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს N302 ბრძანებით „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით“ შექმნილი უწყებათაშორისი
საბჭო და მისი სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების,
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ
განაკვეთზე
მუშაობისას,
ჯანმრთელობისათვის
ღამის
რისკის
საათებში,
შემცველ
დასვენების
სამუშაო
და
პირობებში
უქმე
დღეებში
საქმიანობისას
და
შრომის
ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების
შესრულებისათვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე;
გ) პოლიტიკური თანამდებობის პირზე;
დ) პროფესიულ საჯარო მოხელეზე (შემდგომ – მოხელე);
ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე;
ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო
დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სხვა პირზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება
საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურეებზე;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურეზე;
[ გ 1 ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურეზე; (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეზე;
ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურეებზე;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და
სახმელეთო ჯარების მოსამსახურეებზე;
[ ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეებზე; (ამოქმედდეს
საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ფიცის დადებისთანავე) ]
ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურესა და ამავე
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა
და
პრობაციის
ეროვნული
სააგენტოს
მოსამსახურეზე;
თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე;
ი) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებსა და აპარატების თანამშრომლებზე;
კ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებსა და მოსამსახურეებზე;
ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორზე, მის მოადგილეებზე,
პრეზიდიუმის წევრზე, აუდიტორსა და ანალიტიკოსზე;
მ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე;
ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეზე;
ო) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე;
პ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა
მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა;
რ)
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
სამეურვეო
საბჭოს
წევრზე
და
საზოგადოებრივ
მაუწყებელში დასაქმებულ პირზე;
ს)
წევრობაზე
სააღმზრდელო,
დაფუძნებულ
(გარდა
საგანმანათლებლო,
საბიუჯეტო
ორგანიზაციისა),
სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით,
კულტურულ,
სასპორტო
და
რელიგიურ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კულტურულ, სააღმზრდელო,
საგანმანათლებლო,
სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით,
სასპორტო
და
რელიგიურ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული:
ა) პირის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე
მიღებული ყველა დანამატის, ფულადი ჯილდოს და სხვა დამატებითი ანაზღაურების
ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე–28-ე მუხლებით დადგენილი ზღვრული ოდენობები,
გარდა
ამ
კანონით
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
გათვალისწინებული
საკლასო
იმ
დანამატისა
შემთხვევებისა,
და
საქართველოს
როდესაც
საჯარო
დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად
დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის
ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) პირისთვის სახელფასო დანამატი შეიძლება დამატებით გაიცეს ამ კანონის 28-ე მუხლით
დადგენილი ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ
შესაბამისი პირის მიერ მიღებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ჯამურად ამ
კანონის 26-ე და 28-ე მუხლებით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ გადააჭარბებს.
6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი იკავებს მოხელის
თანამდებობას, მას საკლასო დანამატი (მოხელის კლასის არსებობის შემთხვევაში) მიეცემა ამ
კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად.
7. ამ კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო
დაწესებულებაში
დასაქმებული
იმ
პირებისთვის,
რომელთა
შრომის
ანაზღაურების
გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან
(ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით).
ამ პირთა შრომის ანაზღაურების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, ცენტრალურ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
საჯარო
დაწესებულებებში
დასაქმებული
პირებისათვის – შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ხოლო
მუნიციპალიტეტების
დაწესებულებებში
(გარდა
დასაქმებული
ქალაქ
თბილისის
პირებისათვის
–
მუნიციპალიტეტისა)
შესაბამისი
საჯარო
მუნიციპალიტეტის
საკრებულოსთან შეთანხმებით, სათანადო საჯარო დაწესებულების ზემდგომი უწყების
(ასეთი უწყების არსებობის შემთხვევაში) ან თავად საჯარო დაწესებულების (მისი ზემდგომი
უწყების არარსებობის შემთხვევაში) წარდგინებით.
8. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ
პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტის ან/და საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში.
9. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ
პირებზე, რომლებიც „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო
ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენენ ან/და მივლინებული ან/და დანიშნული არიან
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში.