„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 1
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“
ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფლებამოსილ მოსამსახურეს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა
და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებით, კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „პ1“
ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება
ექნებათ
საქართველოს
ეროვნული
უსაფრთხოების
საბჭოს
აპარატის
შესაბამის
მოსამსახურეებს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
არ
დგინდება
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს N302 ბრძანებით შეიქმნა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით უწყებათაშორისი კომისია,
რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის,
საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები,
ასევე კომისიის მიერ განისაზღვრა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელთა აქტიური
მონაწილეობითაც მომზადდა კანონპროექტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს N302 ბრძანებით „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით“ შექმნილი უწყებათაშორისი
საბჭო და მისი სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით
განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ 1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის უფლებამოსილ
პირებს;
[ ბ 2)
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
უფლებამოსილ
პირებს; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ პირებს;
დ1) საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილ
მოხელეებს;
ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ვ)
საქართველოს
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
უფლებამოსილ
მოხელეებს;
ზ) საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს;
თ) მოსამართლეებს;
ი) სასამართლოს მანდატურებს;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში
შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს;
კ1) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №487);
კ 2)
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში
არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილ თანამშრომლებს;
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და
მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ლ1 )
შეზღუდული
უფლებამოსილ
პირებს
პასუხისმგებლობის
−
მნიშვნელობის, ფულადი
სახელმწიფო
ან/და
საზოგადოება
საიდუმლოების
სხვა
„საქართველოს
ფოსტის“
შემცველი, განსაკუთრებული
ფასეული
საფოსტო
გზავნილების
გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა
შესრულებისას;
მ)
სამოქალაქო
ავიაციის
საავიაციო
უშიშროების
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ნ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს;
ო) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს
პრემიერ-მინისტრს,
საქართველოს
მთავრობის სხვა
წევრს,
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს;
პ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს;
[პ) (ამოღებულია
-
31.10.2018,
№3591); (ამოქმედდეს
საქართველოს
პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე)]
ჟ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და
უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები;
რ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1703).
3.
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ვადის
გასვლის
შემდეგ,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან
ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2
პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და
საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,
საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს პრემიერმინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში
არსებული
სპეციალური
დანიშნულების
სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის
თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი
და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის
სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა
იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა
სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული
საქმიანობის
განხორციელების
პერიოდში)
ან/და
დათხოვნილ
იქნენ
სამსახურიდან
დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.
[ 3.
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ვადის
გასვლის
შემდეგ,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან
ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2
პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე
საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს
შინაგან
საქმეთა
საქართველოს
სამინისტროს,
სახელმწიფო
საქართველოს
უსაფრთხოების
იუსტიციის
სამსახურის,
სამინისტროს
სახელმწიფო
სისტემის,
ინსპექტორის
სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
საგამოძიებო
სამსახურისა
და
საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ
უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის
სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა
იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა
სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული
საქმიანობის
განხორციელების
დისციპლინური
ან/და
პერიოდში)
ან/და
დათხოვნილ
სისხლისსამართლებრივი
იქნენ
სამსახურიდან
პასუხისმგებლობის
დაკისრების
გამო. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არ აქვს შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირს.
5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირებისა) ნუსხას, რომლებსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების
უფლება აქვთ, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ერთობლივი წარდგინებით. ამ ნუსხაში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს
საქართველოს მთავრობას წარუდგენს დაინტერესებული უწყება საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსთან,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.
და
საქართველოს