„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 2
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 39) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის „ი“
ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.ო“ ქვეპუნქტი:
„ი.ო) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ რეგულაციებთან „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
აღნიშნული
კანონის
მოქმედი
რედაქციით
განსაზღვრულია
იმ
მოსამსახურეთა/თანამშრომელთა ჩამონათვალი, რომლებიც ირიცხებიან თავდაცვის ძალების
ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს
შემადგენლობაში და შესაბამისად, ეზღუდებათ კონსტიტუციით აღიარებული შეკრების
თავისუფლება.
ვინაიდან
„ეროვნული
უსაფრთხოების
პოლიტიკის
დაგეგმვისა
და
კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი
კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სახელმწიფო
თავდაცვის
საკითხებთან
დაკავშირებულ
საქმიანობას,
ასევე
არის
პოლიტიკურად
ნეიტრალური, აუცილებელია, რომ აპარატის მოსამსახურეებზე გავრცელდეს „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვები. კერძოდ,
პროექტის თანახმად,
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურე ასევე
ითვლება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე
პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად და, შესაბამისად, ეკრძალება
შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
არ
დგინდება
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდებობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს N302 ბრძანებით შეიქმნა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით უწყებათაშორისი კომისია,
რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის,
საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები,
ასევე კომისიის მიერ განისაზღვრა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელთა აქტიური
მონაწილეობითაც მომზადდა კანონპროექტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს N302 ბრძანებით „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით“ შექმნილი უწყებათაშორისი
საბჭო და მისი სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3
ამ კანონის მიზნებისათვის :
ა)
„შეკრება“
არის
მოქალაქეთა
ჯგუფის
შეკრება
ჭერქვეშ
ან
გარეთ,
მიტინგი
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის
მიზნით;
ბ) „მანიფესტაცია“ არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში
მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების,
ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით;
გ) „მარწმუნებელი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი;
დ) „რწმუნებული“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ ნდობით
აღჭურვილი პირი;
ე) „ორგანიზატორი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ აქციის
ორგანიზების ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილი პირი;
ვ) „პასუხისმგებელი პირები“ არიან შეკრების ან მანიფესტაციის რწმუნებული და
ორგანიზატორი;
ზ) „ უფლებამოსილი
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს
წარმომადგენელი“ არის
მიერ
ამ
კანონით
გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად გამოყოფილი პირი;
თ) „შეზღუდვის პროპორციულობა“ არის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4
პუნქტით დაცული სიკეთეების შესაბამისი შეზღუდვა , რომელიც ამ მიზნის მიღწევის
ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალებაა. უფრო მკაცრი
ზომები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე
მუხლის მე-4 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია.
[ თ) „შეზღუდვის პროპორციულობა“ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე5 პუნქტით დაცული სიკეთეების შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის
ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალებაა. უფრო მკაცრი
ზომები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის
მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია;
ი) თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე
პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება:
ი.ა)
საქართველოს
პროკურატურის
მუშაკი
(გარდა
შრომითი
ხელშეკრულებით
დასაქმებული პირისა);
ი.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;
ი.გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;
ი.დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე;
ი.ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე;
ი.ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების
პოლიციელი;
ი.ზ)
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური
დანაყოფის მოსამსახურე;
ი.თ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;
ი.ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;
ი.კ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;
ი.ლ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
ი.მ)
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში
არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირისა);
ი.ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
მოსამსახურე. (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე) ]