„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.02.2019
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/313/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ტყის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ბუნებრივი რესურსით სარგებლობა - გარემოდან სასარგებლო წიაღისეულის, ტყის რესურსების, ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების ამოღება.“. 2. მე-3 მუხლის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ტყის რესურსებით სარგებლობას; ,,გ) სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით მოსარგებლე.“. 3. მე-4 მუხლის ,,ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ტყის რესურსების მოცულობა (რაოდენობა).“. 4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სახელმწიფო ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ტყის ტერიტორიაზე გავრცელებულ მერქნულ სახეობათა ჯგუფებისა და კატეგორიების მიხედვით:“. 5. მე-5 მუხლის მე-21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის საკურორტო-რეკრეაციული მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ასევე გადაიხდევინება განვითარებისა და „დედაქალაქის მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“. 6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის - რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა, გარდა ამავე პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისიწნებული შემთხვევებისა.” ,,ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პირადი მოხმარებისათვის, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – წინასწარ, რესურსების ბუნებიდან ამოღებამდე (მოჭრამდე);” ,,გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – მერქნული რესურსის შემძენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე.“. 7. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ - სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო; ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო; გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზანია „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ტყის კოდექსის პროექტი, რომელიც შეიცავს ახალ ტერმინებს და განმარტებებს, ტერმინილოგიური შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, ითხოვს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ტყის კოდექსის პროექტს შემოაქვს ახალი ტერმინები, რომელიც ამარტივებს კოდექსის პრაქტიკაში გამოყენებას. კოდექსის პროექტში გამოყენებულია ტერმინი - საქართველოს ტყე, რომელიც მოიცავს ტყეს, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრების. უქმდება ტერმინი ტყის ფონდი და აღნიშნულსაც ანაცვლებს ტერმინი - ტყე. კოდექსის პროექტში განმარტებული ტყე მოიცავს ტყის მიწებსაც. აღნიშნული ტერმინოლოგიური ცვლილებები განაპირობებს ცვლილებებს სხვა კანონებში, მათ შორის აღნიშნულ კანონშიც. ასევე, ახალი კოდექსით იცვლება ტერმინი სპეციალური ჭრა და მის ნაცვლად გამოიყენება სპეციალური სარგებლობის ჭრა, რაც შესაბამისად აისახა კანონპროექტში. საქართველოს ტყის კოდექსის პროექტი იწვევს სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს სახელწოდების და სამართლებრივი სტატუსის შეცვლას, რაც აუცილებელს ხდის ამ ცვლილების ასახვას საკანონმდებლო აქტებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.