„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტყის კოდექსი“
- „საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი
1.
„პროდუქტის
კოდექსში“(საქართველოს
უსაფრთხოებისა
საკანონმდებლო
მაცნე
და
თავისუფალი
(www.matsne.gov.ge),
მიმოქცევის
25/05/2012,
სარეგისტრაციო კოდი:240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის ,,უ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორიები, ,,საქართველოს ტყის კოდექსით“ და
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული ტერიტორიები, აგრეთვე,
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები,
სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი სპეციალური
პირობები;“ .
2. 44-ე მუხლის სახელწოდება და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 44. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება
მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია
მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ,,საქართველოს ტყის კოდექსით“
და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე
1. მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია
მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ,,საქართველოს ტყის
კოდექსით“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ
ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტოსარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის
ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების
ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას:“ .
3. 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია
მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ,,საქართველოს ტყის კოდექსით“
და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის
ტერიტორიაზე მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით:“ .
4. 48-ე მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული
ინფორმაციის განთავსება:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია
მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ,,საქართველოს ტყის კოდექსით“
და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;“ .
5. 49-ე მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია
მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ,,საქართველოს ტყის კოდექსით“
და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით;“.
6. 50-ე მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია
მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ,,საქართველოს ტყის კოდექსით“
და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ
ალაქ თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით;“ .
7. 51-ე მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მშენებლობის
შეჩერების
შესახებ
სამშენებლო
საქმიანობაზე
ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა:
სახელმწიფო
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია
მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ,,საქართველოს ტყის კოდექსით“
და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით;“ .
8. 52-ე მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია
მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ,,საქართველოს ტყის კოდექსით“
და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის
ტერიტორიაზე
-
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;“ .
მუხლი 2.
1.
ეს
კანონი,
გარდა
ამ
კანონის
პირველი
მუხლის
მე-3
პუნქტისა
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 4 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზანია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსის საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ტყის კოდექსის პროექტი, რომელიც შეიცავს ახალ ტერმინებს და
განმარტებებს, ტერმინილოგიური შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, ითხოვს პროდუქტის
უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი
მიმოქცევის
კოდექსში
შესაბამისი
ცვლილებების
განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსი შესაბამისობაში მოვა საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ
რეგულაციებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ტყის კოდექსის პროექტს შემოაქვს ახალი ტერმინები, რაც ამარტივებს
კოდექსის პრაქტიკაში გამოყემებას. კოდექსის პროექტში გამოყენებულია ტერმინი საქართველოს ტყე, რომელიც მოიცავს ტყეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრების.
უქმდება ტერმინი ტყის ფონდი და აღნიშნულსაც ანაცვლებს ტერმინი - ტყე. კოდექსის
პროექტში განმარტებული ტყე მოიცავს ტყის მიწებსაც. აღნიშნული ტერმინოლოგიური
ცვლილებები განაპირობებს ცვლილებებს სხვა კანონებში, მათ შორის ამ კოდექსში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა,
რომელიც ძალაში შევა 2019 წლის 4 ივნისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ
არის დაკავშირებული
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან
კანონპროექტის
შესაბამისად
ხორციელდება
მხოლოდ
ტერმინოლოგიური
ცვლილებები. ჯარიმები რაც გათვალისწინებულია მოქმედი კოდექსით რჩება უცვლელი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტის
შესაბამისად ხორციელდება მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებები. ჯარიმები რაც
გათვალისწინებულია მოქმედი კოდექსით რჩება უცვლელი.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას. ჯარიმები რაც გათვალისწინებულია მოქმედი კოდექსით რჩება
უცვლელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.