„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.02.2019
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/313/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ტყის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლელება: 1. 49-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 49. სახელმწიფო ტყის მიწის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება 1. საქართველოს ტყის ტერიტორიის თვითნებური დაკავება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“. 2. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 63. ხე-ტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა 1. საანგარიშო ტყეკაფის დადგენის, ტყეკაფის გამოყოფის, ხე-ტყის ზეზეურად გაცემის, ჭრის წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ტყის 31-დან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“. 3. 631 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 631. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიების ტყეებში ტყეკაფის წესების დარღვევა გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტყეებში ტყეკაფის გამოყოფის, გამოყენებისა და ტვირთსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.“. 4. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 64. სახელმწიფო ტყის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება სახელმწიფო ტყის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.“. იარაღის 5. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 65. ტყითსარგებლობის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების, სახელმწიფო ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, სახელმწიფო ტყითა და სახელმწიფო ტყის სატყეო, სპეციალური და განსაკუთრებული დანიშნულებისა და გამოუყენებელი მიწებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის, სახელმწიფო ტყის სპეციალური მიზნით სარგებლობის, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების, სახელმწიფო ტყის საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სახელმწიფო ტყის სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“. 6. 66-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“. 7. 661 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 661 . სახელმწიფო ტყის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენება სახელმწიფო ტყის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენება, – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.“. 8. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 67. ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენების და მოვლის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენების და მოვლის, ან აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევისა და მათი გამოყენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა, -გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ ლარამდე. ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური, ქიმიური ან სელექციური საშუალებების გამოყენების მოთხოვნათა დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“. 9. 68-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 68. სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება ,,1. სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.“. 10. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 71. საქართველოს ტყის დანაგვიანება და დაზიანება საქართველოს ტყის დაზიანება რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური ნარჩენებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით, რასაც ტყის გახმობა ან დაავადება მოსდევს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“. 11. 721 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 ,,მუხლი 72 . საქართველოს ტყის აღრიცხვის ან ტყითსარგებლობის დაგეგმვის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ტყის აღრიცხვის წესის ან სახელმწიფო ტყის დაცული ტერიტორიების აღრიცხვის სისტემის განსაკუთრებულ მოთხოვნათა დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე. ტყითსარგებლობის დაგეგმვის მოთხოვნათა დარღვევა, ან ტყითსარგებლობა და სატყეოსამეურნეო სამუშაოების წარმოება ტყითმოწყობის ან სპეციალური გამოკვლევის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დოკუმენტაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ორას ლარამდე.“. 12. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 73. სახელმწიფო ტყის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება სახელმწიფო ტყის მიწებზე არსებული ტყის სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება, – დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“. 13. 74-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 74. ტყეებში სამიჯნე ნიშნების, ტყის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების მომწესრიგებელი ნიშნების მოსპობა და დაზიანება ტყეებში სამიჯნე ნიშნების, ტყის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების მომწესრიგებელი ნიშნების მოსპობა და დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 70 ლარამდე.“. 14. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 75. ტყის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დარღვევა ტყის უბნისათვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნებისა და ამ რეჟიმის პირობებში სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების და ტყითსარგებლობის განხორციელების წესის დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა და ტყითსარგებლობის განხორციელების რეჟიმის დარღვევა სახელმწიფო ტყის ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყის იმ უბნის ტერიტორიაზე, რომელსაც მიკუთვნებული აქვს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი, ან სახელმწიფო ტყისს განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების ან ლანდშაფტური უბნის ტერიტორიაზე მეურნეობის წარმოების რეჟიმის დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.”. 2 15. 128 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება ტყის ტერიტორიაზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“. 16. 1512 მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1512 . საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწებისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწებისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით.“. 17. 249-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,22 . ამ კოდექსის 66-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ხე-ტყე, რომელიც სამართალდარღვევის უშუალო ობიექტია, შეიძლება დროებით დარჩეს მის მფლობელთან ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთან, ხოლო სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი ხე-ტყე – სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ტყის დაცვაზე პასუხისმგებელ პირთან (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი ლიცენზიის მფლობელისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი ხე-ტყისა, რომელიც მიბარდება ლიცენზიის მფლობელს ან მის წარმომადგენელს), რომლებიც ასევე პასუხისმგებელი არიან მიბარებული ხე-ტყის დაცვისთვის. თუ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისათვის ამ კოდექსით დადგენილ ვადებში ხე-ტყის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ვერ დადგინდება, ხე-ტყის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 4 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ტყის კოდექსის პროექტი, რომელიც შეიცავს ახალ ტერმინებს და განმარტებებს, ტერმინილოგიური შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, ითხოვს საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ტყის კოდექსის პროექტს შემოაქვს ახალი ტერმინები, რომელიც ამარტივებს კოდექსის პრაქტიკაში გამოყენებას. კოდექსის პროექტში გამოყენებულია ტერმინი - საქართველოს ტყე, რომელიც მოიცავს ტყეს, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრების. უქმდება ტერმინი ტყის ფონდი და აღნიშნულსაც ანაცვლებს ტერმინი - ტყე. კოდექსის პროექტში განმარტებული ტყე მოიცავს ტყის მიწებსაც. გარდა მაგისა, კანონის ტექტსში სადა გვხვდება სსიპ-ეროვნული სატყეო სააგენტო, აღნიშნული ნაცვლდება ტყის მართვის ორგანოთი. აღნიშნული ტერმინოლოგიური ცვლილებები განაპირობებს ცვლილებებს სხვა კანონებში, მათ შორის ამ კოდექსში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, გარდა კანონპროექტის პირველი მუხლის მე-16 პუნქტისა, რომელიც ძალაში შედის 2019 წლის 4 ივნისს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის შესაბამისად ხორციელდება მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებები. ჯარიმები რაც გათვალისწინებულია მოქმედი კოდექსით რჩება უცვლელი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტის შესაბამისად ხორციელდება მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებები. ჯარიმები რაც გათვალისწინებულია მოქმედი კოდექსით რჩება უცვლელი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ჯარიმები რაც გათვალისწინებულია მოქმედი კოდექსით რჩება უცვლელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.