„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტყის კოდექსი“
- „საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„4. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია.“ .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს
კანონის საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ტყის კოდექსი პროექტი, რომელიც შეიცავს ახალ სამართლებრივ ინსტიტუტებს,
საჭიროებს შესაბამისობაში მოყვანას სხვა კანონებთან.
საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით წესრიგდება ტყის სპეციალური სარგებლობა ტყის
მართვის ორგანოს მიერ, რაც უკავშირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით რეგულირებულ სფეროს. აღნიშნული გარემოება განაპირობებს ცვლილების შეტანის
საჭიროებას საქართველოს კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა საქართველოს ტყის კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ტყის კოდექსის პროექტის მიღების საფუძველზე, საქართველოს ტყეში
შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობა. ტყით სპეციალური მოსარგებლე
შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და ტყის მართვის ორგანო. ტყით
სპეციალური სარგებლობის სანებართვო დოკუმენტებია: ტყით სარგებლობის ბილეთი და
მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი. სპეციალური სარგებლობის ისეთი სახეები, როგორიცაა ხე-ტყის დამზადება,
პლანტაციური მეურნეობის მოწყობა, სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა და ტყის
არამერქნული რესურსებით სარგებლობა და მერქნიანი მცენარეების პროდუქტების
დამზადება, ტყის საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-
გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა, ცხოველთა თავშესაფრის, სანაშენის
მოწყობა
ხორციელდება მხოლოდ ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მდგრადი მართვის ინტერესების
გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, უქმდება კანონში მოცემული გენერალური
ლიცენზიის ინსტიტუტი (ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია), ხოლო არსებული
ლიცენზიები ინარჩუნებს ძალას. აღნიშნული ლიცენზიის გაუქმების შედეგად სამონადირეო
მეურნეობის სპეციალური ლიცენზია გაიმიჯნა ტყით სარგებლობის სხვა ადრე არსებული
ლიცენზიების სახეებისგან, რამაც აუცილებელი გახადა წარმოდგენილი რედაქციული
ცვლილება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება
არ
არის დაკავშირებული
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
გენერალური
ლიცენზიის
ინსტიტუტის (ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის) გაუქმებას, რაც გავლენას ვერ
მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან 2012 წლიდან ახალი ლიცენზიები
აღარ გაცემულა. 2006-2012 წლებში გაიცა 5, 10 და 20 წლიანი 70-მდე ხე-ტყის დამზადების
სპეციალური ლიცენზია საერთო ფართობით 166 654 ჰა. დღესდღეობით დარჩენილია 38
ლიცენზიის მფლობელი, რომლებზეც ეს კანონი არ გავრცელდება და ისინი საქმიანობას
გააგრძელებენ
ამ
კანონის
ძალაში
შესვლამდე
არსებული
პირობებით.
არსებული
ლიცენზიანტები დღეისათვის მოსაკრებელს იხდიან დამზადებული ხე-ტყის მოცულობის
მიხედვით, რაც შედის შესაბამის მუნიციპალურ ბიუჯეტში. ეს რეჟიმი გაგრძელდება კანონის
ამოქმედების შემდეგაც, ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე (2028 წლამდე). გამომდინარე
იქედან, რომ 2012 წლიდან აღარ გაცემულა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია,
იმის გაანგარიშება, თუ რა რაოდენობის შემოსავალი შეიძლება მიეღო ბიუჯეტს ახალი
ლიცენზიების
გაცემით
შეუძლებელია,
ვინაიდან
სააუქციონო
ფასი
დგინდება
ინდივიდუალურად, ფართობის მიხედვით და შეიძლება ვაჭრობის შედეგად შეიცვალოს.
ამასთან, ლიცენზიის გაცემისთვის აუცილებელია სალიცენზიო ფართობზე ჩატარებული იყოს
ტყეთმოწყობა (ტყის ინვენტარიზაცია), რომლის საფუძველზეც დგინდება დასამზადებელი
ხე-ტყის მოცულობა. დღეისათვის ინვენტარიზაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა მოიცავს
მეთელი
ქვეყნის
ტერიტორიის
მხოლოდ
მცირე
ნაწილს.
შესაბამისად,
სრული
ინვენტარიზაციის დასრულებამდე შეუძლებელია იმის გაანგარიშება, თუ რა რაოდენობის
შემოსავალი შეიძლება მიიღოს ბიუჯეტმა ხე-ტყის დამზადებით.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ახალი ტყის კოდექსი ადგენს სახელმწიფო ტყის
ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად ტყის მართვის ორგანოს,
რომელიც
სახელმწიფო
კანონმდებლობით
და
ადგილობრივ
ბიუჯეტში
დადგენილ
გადასახადებს
(დღგ,
გადაიხდის
მოგების
საქართველოს
გადასახადი,
ქონების
გადასახადი, მიწის გადასახადი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი). სსიპ
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მხოლოდ 2018 წელს გადასახადების სახით დაახლოებით 2 400
000 ლარი გადაიხადა. გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია ბიუჯეტზე დადებითი
გავლენა შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით. ვინაიდან, ხე-ტყის დამზადების ფუნქცია
მთლიანად გადადის მართვის ორგანოზე, რის შედეგადაც 10 წლიან პერიოდში სახელმწიფოს
მიერ მიღებული საბიუჯეტო შემოსულობების ჯამური მოცულობა სავარაუდოდ 284 მლნ
ლარს მიაღწევს, მაშინ როცა სსიპ-ის შემთხვევაში ის 38 მლნ ლარს არ გასცდება. აღსანიშნავია,
რომ ახალი მართვის ორგანოს შექმნით, რომელსაც ახალი ტყის კოდექსი ითვალისწინებს,
გარდა გაზრდილი საშემოსავლო და მოსაკრებლის გადასახდელებთან ერთად, დამატებით
სხვა ტიპის გადასახადების მობილიზება (დღგ, მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი)
იქნება შესაძლებელი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი
არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება. იმ პირებზე, ვინც დღეს ფლობს ხე-ტყის დამზადების სპეციალურ
ლიცენზიას, მათ უნარჩუნდებათ იგივე სალიცენზიო პირობები ლიცენზიის ვადის
ამოწურვამდე (2028 წლამდე).
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის
შემოღებას.
თუმცა,
ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის
კანონპროექტით
ინსტიტუტი
(ხე
-
ტყის
უქმდება
დამზადების
სპეციალური ლიცენზია) და შესაბამისად, გაუქმდება დაწესებული მოსაკრებლები.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.