„საქართველოს ტყის კოდექსი“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტყის კოდექსი“
- „საქართველოს ტყის კოდექსი“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ტყის კოდექსი
პრეამბულა
საქართველოს ტყე ბუნებრივი გარემოს უმთავრესი ელემენტი და ქვეყნისთვის
განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსია. ის წარმოადგენს ქვეყნის
ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს.
საქართველოს ტყე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, უნდა იმართებოდეს მდგრადი
განვითარების
პრინციპების
შესაბამისად
ჩამოყალიბებული
სისტემის
საფუძველზე,
რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი
მაჩვენებლების
გაუმჯობესებას,
ბიომრავალფეროვნების
დაცვას,
ტყის
ეკოლოგიური
ფასეულობების გათვალისწინებით მისი ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ
გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობასა და ტყის რესურსებზე
ხელმისაწვდომობას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ტყის
მდგრადი
მართვის
განხორციელება
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
დაკავშირებულია სირთულეებთან, საქართველოს მთავრობა განაგრძობს პარტნიორ
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და
დიალოგს, აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს ტყის მართვის სფეროში ერთიანი
სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კოდექსის მოწესრიგების სფერო
1. ეს კოდექსი აწესრიგებს ტყის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ
ურთიერთობებს.
2. ამ კოდექსის მიზანია:
ა) საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური,
სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და
რესურსების რაოდენობრივი
გაუმჯობესება;
და
ხარისხობრივი
მახასიათებლების
შენარჩუნება
და
ბ) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოს, მათ შორის, მცენარეული
საფარისა და ცხოველთა სამყაროს, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების,
მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და სხვა ღირებულებათა
მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება
რეგულირება;
გ)
ტყის
რესურსების
რაციონალური გამოყენება;
და
სხვა
და
მათი ურთიერთგავლენის ჰარმონიული
ბუნებრივი
პოტენციალის
მიზნობრივი
და
დ) ტყის მართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც საფუძვლად უნდა
დაედოს ტყის მდგრად მართვას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქართველოს ტყე - სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული ტყეები და
მათი რესურსების ერთობლიობა;
ბ) ტყე - ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით
დაფარული 0.1 სიხშირის მქონე, მინიმუმ 10 მეტრი სიგანისა და არანაკლებ 0.5 ჰექტარი მიწის
ფართობი.
ბ.ა) ტყეს ასევე მიეკუთვნება:
ა. ტერიტორიები, სადაც ტყის შემქმნელი სახეობები ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური
მოვლენების შედეგად დროებით დეგრადირებული ან განადგურებულია;
ბ. არიდული ტყე - ნათელი ტყე, სადაც ტენის სიმცირის ან/და სხვა ბუნებრივი პირობების
გამო კორომის სიხშირე ვერ აღწევს 0.1-ს;
გ. ტყის მიწები - ტყის კონტურის შიგნით არსებული ღია ფართობები, რომლებიც ტყის
ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მათ შორის:
გ.ა. მიწები, რომლებიც გამოიყენება სათიბებად და საძოვრებად;
გ.ბ. სპეციალური დანიშნულების მიწები;
გ.გ. მიწები, რომლებიც მოიცავს ტყეში არსებულ ჭაობებს, კლდეებს, რიყეებს და ტყის
გაშენებისთვის სხვა გამოუყენებელ ფართობებს;
გ.დ. ტყესთან დაკავშირებული სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად
საჭირო ინფრასტრუქტურა - სატყეო გზები, ხე-ტყის დასაწყობების ადგილები და სხვა.
ბ.ბ) ტყედ არ ითვლება ტყის კონტურის გარეთ არსებული:
ა. ბაღები, სკვერები და პარკები;
ბ. ხეთა ზოლები, რომლებსაც აქვს ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ფუნქცია (მაგ., ქარსაფარი
ზოლი);
გ. ტერიტორიები, რომლებიც არ არის განთავსებული ტყეში და გამოიყენება მოკლევადიანი
მონაცვლეობისათვის ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობების გაშენებიდან ოცდაათ წლამდე
პერიოდის განმავლობაში;
დ. მერქნიანი სახეობების დენდრარიუმი და საახალწლო ხის პლანტაციები;
ე. მერქნიანი ხის პლანტაციები ისეთი ნაყოფის მისაღებად, როგორიცაა კაკალი, თხილი,
წაბლი, ასევე, ხილ-კენკროვანი სახეობები.
გ) ჭალის ტყე - მდინარეების აუზში განფენილი ტყეები, რომლებიც პერიოდულად
(წყალდიდობის ან/და წყალმოვარდნის დროს) იფარება წყლით;
დ) სუბალპური ტყე - ტყე, რომლებიც მოქცეულია ალპური ზონის საზღვრის ქვემოთ
300 მეტრიანი სიგანის ზოლში და წარმოადგენს გარდამავალ (ბრძოლის) სარტყელს;
ე) ტყის რესურსი - ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების და ხე-ტყის ნარჩენის
ერთობლიობა.
ე.ა. ტყის არამერქნული რესურსები - სოკო, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეული,
ასევე სხვა ბალახოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, ბუჩქოვანი მცენარეების ნაწილები და
პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაშიც მერქანი არ არის;
ე.ბ. მერქნიანი მცენარეების პროდუქტები - მერქნიანი მცენარეების წიწვი, ფოთოლი,
ყვავილი, ყვავილის მტვერი, ფისი, წვენი, თესლი, გირჩი, ნაყოფი;
ე.გ. ხის მეორეხარისხოვანი მასალები - მერქნიანი მცენარეების ფესვები, ქერქი,
ლაფანი, ძირკვი.
ე.დ. ხე-ტყის ნარჩენი – ტყის მოვლის ღონისძიებებისა და ხე-ტყის დამზადების
შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, აგრეთვე ის
ძირნაყარი ხე-ტყე, რომელსაც ბუნებრივი თუ სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ
გააჩნია მერქნული რესურსის ღირებულება.
ვ) ტყის შემქმნელი სახეობები -
მერქნიანი მცენარეები, რომლებიც შესულია
მინისტრის მიერ დამტკიცებულ ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების ნუსხაში;
ზ) ხე - მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელიც ივითარებს ერთ მთავარ ღეროს
ან, ამონაყრის შემთხვევაში, ღეროებს და აქვს განშტოებული ვარჯი, რომელიც სიმწიფის
ასაკში აღწევს არანაკლებ 3 მეტრამდე სიმაღლეს;
თ) ბუჩქი - მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელსაც ნიადაგის ზედაპირიდან
აქვს განშტოებული ვარჯი და რომლის სიმაღლე აღწევს არაუმეტეს 3 მეტრს;
ი) ფიჩხი - მერქნიანი მცენარის ძირნაყარი ტოტები, რომელთა დიამეტრი ძირეულ
ნაწილში არ აღემატება 6 სმ-ს;
კ) კორომი - მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით
მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი;
ლ) მრგვალი ხე - ტყე (მორი) − ხე - ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის, მოთხრილ მოტეხილი სგან) მიღებული, 12 სმ - ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე
მერქნული რესურსი;
მ) სპეციალური ფირნიში − ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე - ტყის (მორის) კანონიერ
წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში;
ნ) მდგრადი განვითარების პრინციპები - პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და
განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and
Development, Rio de Janreiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს
დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის - დღის
წესრიგი 21-ის“და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების
შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში;
ო) ტყის მართვა - ტყის სასარგებლო თვისებებისა და რესურსების გამოყენების,
აგრეთვე, ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებათა დაგეგმვა და
განხორციელება;
პ) ტყის მდგრადი მართვა - ტყეებისა და ტყის მიწების მართვა და გამოყენება ისეთი
გზითა და მოცულობით, რომ შენარჩუნდეს მათი ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა,
რეგენერაციის შესაძლებლობა, სიცოცხლისუნარიანობა და მათი პოტენციალი, რათა ახლაც
და მომავალშიც შესრულდეს ტყის შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური
ფუნქციები ლოკალურ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე და არ გამოიწვიოს სხვა
ეკოსისტემების დაზიანება;
ჟ) ტყის ეროვნული აღრიცხვა - ტყის აღრიცხვა, რომლის მიზანია საქართველოს ტყისა
და
მისი
რესურსების
შესახებ
სტატისტიკური
ინფორმაციის
მიღება,
ტყეების
მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი და ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ
საერთაშორისო ანგარიშგება.
რ) ტყეთმოწყობა - საქართველოს ტყის აღრიცხვის, მოვლის, დაცვისა და აღდგენაგაშენების ღონისძიებების განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის ამაღლების, ტყის
რესურსების მდგრადი გამოყენების, აგრეთვე ამ სფეროში ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვა;
ს) ტყის მონიტორინგი - საქართველოს ტყის შეფასების, მისი მდგომარეობის
დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა;
ტ) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა - ღონისძიებები, როგორებიცაა აღსადგენი
ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შემოღობვა, ტყის აღმონაცენის ან/და ამონაყრის
ძოვებისგან დაცვა, აგრეთვე შემოღობილ ფართობებზე ნიადაგის, ქვეტყისგან გაწმენდა,
ბალახებისგან გასუფთავება, აჩიჩქვნა თვითმოთესვის ხელშეწყობის მიზნით;
უ) ტყის მავნებელ-დაავადებები - მავნე ორგანიზმი, როგორიცაა მწერი, მღრღნელი,
სოკო, ბაქტერია ან ვირუსი, რომელთა რაოდენობის მომატებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას
ტყის ეკოლოგიურ მდგომარეობას ან არსებითად შეამციროს მერქნის ხარისხი;
ფ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიება - ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები,
რომელიც მიმართულია ტყის აღდგენა-გაშენების, მოვლის, დაცვისა და სარგებლობის
მდგრადად განხორციელებისათვის.
ქ) ტყითსარგებლობა - სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური,
ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის საერთო
და სპეციალური სარგებლობის ფარგლებში გამოყენება და მისი ეკონომიკური და სხვა
ღირებულებების მქონე რესურსების მოპოვება;
ღ) ტყით საერთო სარგებლობა - ტყის ბუნებრივი გარემოთი უსასყიდლო სარგებლობა,
რომელიც გულისხმობს პირის უფლებას, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს
ტყეში, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები;
ყ) ტყით სპეციალური სარგებლობა - ტყითსარგებლობა, რომელიც არ ხორციელდება
ტყით საერთო სარგებლობის უფლების ფარგლებში;
შ) ტყითმოსარგებლე - საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირი,
რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას;
ჩ) ტყეკაფი - საქართველოს ტყის უბანი, რომელზეც განსაზღვრულია მოსაჭრელი და
ძირნაყარი ხეების ოდენობა ან/და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები;
ც) ხე-ტყის დამზადება - ზეზემდგომი ხის მოჭრა ან/და ძირნაყარი ხე-ტყიდან მერქნის
ამოღება, დახარისხება, სამეურნეო ეზომდე გამოტანა (გამოზიდვა);
ძ) სამეურნეო ჭრა - ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით მერქნის
მოპოვების მიზნით განხორციელებული ჭრები,
წ) მოვლითი ჭრა - სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის
სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურის, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა
და მაღალი წარმადობის კორომების ჩამოყალიბების მიზნით;
ჭ) სპეციალური სარგებლობის ჭრა - ამ კოდექსით გათვალისწინებული ტყის
სპეციალური სარგებლობის სახეების მიზნებისათვის განხორციელებული ჭრები, გარდა
სამეურნეო ჭრისა.
ხ) პერსპექტიული გეგმა - ტყითმოსარგებლის მიერ მომზადებული გეგმარებითი
დოკუმენტი,
რომელიც
მოიცავს
ინფორმაციას
ტყითსარგებლობის
ფარგლებში
ჩასატარებელი ღონისძიებების, მისი ეტაპებისა და მოცულობის შესახებ.
ჯ) სატყეო გზა - სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა განსახორციელებლად ტყეში
არსებული გზა:
ჯ.ა. გრუნტის გზა - მოკლევადიანი ტყითსარგებლობისთვის გაყვანილი სამეურნეო
გზა;
ჯ.ბ. მკვრივსაფარიანი გზა - მოხრეშილი ან/და მოშანდაგებული გზა ტყეში, რომლის
მოწყობა და რეაბილიტაცია ხდება გრძელვადიანი სარგებლობისათვის;
ჰ) დროებითი ნაგებობა - ტყის სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყის
ტერიტორიაზე ნაგებობის მოწყობა. რომელსაც არ გააჩნია საძირკველი და ემსახურება
შესაბამისი ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებას.
ჰ1) მინისტრი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ჰ2) სამინისტრო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო.
მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ტყის სფეროში
1.
ტყის
სფეროში
საქართველოს
კანონმდებლობა
შედგება
საქართველოს
კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების,
„საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის,” ამ კოდექსის, სხვა საკანონმდებლო
აქტებისა და მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.
2. ტყეში სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, აგრეთვე გენეტიკურ რესურსებზე
ხელმისაწვდომობისა და სარგებლის სამართლიანი განაწილების საკითხები წესრიგდება
შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, თუკი ამ კოდექსით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტყის
მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება, თუ
საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
4. დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს
აწესრიგებს ეს კოდექსი, თუ ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს
კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. თუ
საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ტყით სპეციალურ სარგებლობას,
ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს
კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 4. ტყის მდგრადი მართვის პრინციპები
საქართველოს
ტყის
მდგრადი
მართვა
მისი
ეკოლოგიური,
სოციალური
და
ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ტყის მართვის პროცესში უნდა გამოიყენებოდეს ისეთი მეთოდები, რომლებიც
უზრუნველყოფს მისი ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის, თვითაღდგენისა და
სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას;
ბ) ტყის მართვის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ტყის
ფუნქციური დანიშნულება იმისათვის, რომ ტყისგან ერთი სახის სარგებლის მიღებამ ტყის
სხვა ფუნქციური დანიშნულების დეგრადაცია არ გამოიწვიოს;
გ) ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის
ინტერესების გათვალისწინება უნდა ეფუძნებოდეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპს.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო სარგებლობის მიზნით ტყეების ყველასთვის
ხელმისაწვდომობა;
დ)
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
ინტერესის
გათვალისწინებით
საქართველოს ტყის არასატყეო მიზნით გამოყენებისას უნდა განხორციელდეს საქართელოს
კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებები, გარდა
კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა.
ამ
მუხლი 5. ტყეზე საკუთრების უფლება
1. ტყეზე საკუთრების უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლებისაგან. საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო და კერძო საკუთრების.
2. სახელმწიფო ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც არ არის
კერძო
საკუთრებაში.
3. კერძო საკუთრების ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს
ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
4. ამ კოდექსით დადგენილი წესები ვრცელდება საქართველოს ტყეზე, მიუხედავად
მისი საკუთრების ფორმისა, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 6. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზანი
საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზანია:
ა) ხელი შეუწყოს ტყის ეკოლოგიური ფუნქციების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების
შენარჩუნებას, ტყის ეკონომიკური პოტენციალის მდგრად გამოყენებასა და
სოციალური
ფუნქციების განხორციელებას;
ბ) ტყის ნიადაგდაცვითი, წყალ და კლიმატმარეგულირებელი ფუნქციების დაცვააღდგენის ხელშეწყობა და გაძლიერება;
გ) ტყის პროდუქტიულობის, მათ შორის, ტყის რესურსების, ტურიზმისა და
რეკრეაციის შესაძლებლობების რაციონალური გამოყენება გრძელვადიანი სარგებლის
მიღების გათვალისწინებით;
დ) ტყის ეკოსისტემურ მომსახურებებთან დაკავშირებული ეკონომიკის სხვადასხვა
სექტორის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვ.) ჰარმონიული და მდგრადი
განვითარების
ხელშეწყობა
და
უარყოფითი
კუმულატიური
ზეგავლენისგან
ტყის
ეკოსისტემების დაცვა.
მუხლი 7. ტყის კატეგორიებად დაყოფა და მართვის ამოცანები
1. საქართველოს ტყე მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების
გათვალისწინებითა
და
მართვის
ძირითადი
მიზნების
მიხედვით
იყოფა
შემდეგ
კატეგორიებად:
ა) დაცული ტყე;
ბ) დაცვითი ტყე;
გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე;
დ) სამეურნეო ტყე.
2. დაცული ტყის მართვის ამოცანაა ბიომრავალფეროვნებისა და იშვიათი ან/და
საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისა და მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა.
3. დაცვითი ტყის მართვის ამოცანაა ტყის დაცვითი ფუნქციების (მარეგულირებელი
ეკოსისტემური მომსახურებების) შენარჩუნება და გაძლიერება.
4. საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვის ამოცანაა ტყის კურორტოლოგიური
ფუნქციის, ლანდშაფტების და ბუნების კონკრეტული ელემენტების დაცვა და გაუმჯობესება.
5. სამეურნეო ტყის მართვის ამოცანაა ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობა ტყის
დაცვითი ფუნქციების შენარჩუნებით.
6. ფუნქციური დანიშნულებით ტყეების დაყოფა ხორციელდება „საქართველოს ტყის
კატეგორიებად
დაყოფისა
და
მართვის
წესის“
შესაბამისად
სამინისტროს,
ხოლო
ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
მუხლი 8. დაცული კატეგორიის ტყე
1. დაცულ ტყეს მიეკუთვნება:
ა) ტყე, რომელსაც მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი. მათი მართვა
ხორციელდება დაცული ტერიტორიების კანონმდებლობისა და მენეჯმენტის გეგმების
შესაბამისად;
ბ) ბუნებრივი ლანდშაფტის წარმომქმნელი ჭალისა და არიდული ტყეები, აგრეთვე
ტყე,
რომელიც
მოიცავს
ენდემურ
სახეობებს.
მართვისას,
აქტიური
მენეჯმენტით,
უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონსერვაცია;
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყე წარმოადგენს
პირველი კატეგორიის დაცულ ტყეს, რომელზეც ვრცელდება დაცვის განსაკუთრებული
რეჟიმი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყე მიეკუთვნება
მეორე
კატეგორიის
დაცულ
ტყეს,
რომელიც
შეიძლება
წარმოადგენდეს
პოტენციურ/სარეზერვო დაცულ ტერიტორიას, სადაც დაცული ტერიტორიების ქსელის
გაფართოება
ხორციელდება
საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა
და
შეთანხმებებით
განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად და გრაფიკით. ასეთი კატეგორიის დაცული
ტყის მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმალური ჩარევა.
მუხლი 9. დაცვითი კატეგორიის ტყე
1. დაცვითი კატეგორიის ტყეს წარმოადგენს ტყე, რომელსაც გააჩნია დასახლებული
პუნქტების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, ინფრასტრუქტურისა და მოწყვლადი
ტერიტორიების დაცვის ფუნქცია.
2. დაცვითი კატეგორიის ტყეს მიეკუთვნება:
ა) ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყე;
ბ) 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე ტყე;
გ) უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 30 ჰექტარამდე სიდიდის ტყე;
დ) ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტრული წარმონაქმნების,
მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე
სიგანის ტყე;
ე) რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე
სიგანის ტყე;
ვ) მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების ნაპირიდან 100 მეტრამდე სიგანის ტყე;
ზ) ქვათაცვენისა და კლდოვანი ტერიტორიების გარშემო არსებული ტყე;
თ) ბუნებრივი გამოქვაბულების გარშემო არსებული ტყე;
ი) ტყე, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა ნიადაგის დაცვა ეროზიისაგან და თოვლის
შეკავება;
კ) მცოცავ ნიადაგზე არსებული ტყე;
ლ) მეწყერსაშიშ ფერდობებზე არსებული ტყე;
მ) სუბალპური ტყე;
ნ) წყლის სათავე ნაგებობებიდან 100 მეტრის რადიუსში არსებული ტყე.
მუხლი 10. საკურორტო და სარეკრეაციო კატეგორიის ტყე
1. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეს მიეკუთვნება:
ა) კურორტების სანიტარიული დაცვის ზონაში არსებული ტყე;
ბ) სამკურნალო დაწესებულებებისა და მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში
არსებული ტყის უბნები; მანძილი იზღუდება წყალგამყოფით.
გ) ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტყე, რომელსაც მოსახლეობა
იყენებს
მასობრივი
დასვენებისთვის,
ტურისტული
და
სპორტულ-გამაჯანსაღებელი
საქმიანობისთვის;
2. საკურორტო და სარეკრეაციო დანიშნულების ტყეების მართვისას უზრუნველყოფილი
უნდა იყოს საკურორტო-გამაჯანსაღებელი თვისებების, ლანდშაფტის, მნიშვნელოვანი
ბუნებრივი ელემენტების და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება. ყველა ქმედება,
რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს ზემოხსენებულ ბუნებრივ ელემენტებზე,
მკაცრად იკრძალება.
მუხლი 11. სამეურნეო კატეგორიის ტყე
1. სამეურნეო ტყეს მიეკუთვნება ტყე, რომელიც არ ექცევა ამ კოდექსის მე-8-მე-10
მუხლებით განსაზღვრული ტყის კატეგორიებში.
2. სამეურნეო კატეგორია ენიჭება ტყეს, რომელიც ასრულებს ნიადაგდაცვით და
წყალმარეგულირებელ
ფუნქციას
და
იძლევა
შესაძლებლობას,
ტყითსარგებლობის ყველა სახე ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით.
განხორციელდეს
3. სამეურნეო ტყის მდგრადი მართვა უნდა უზრუნველყოფდეს ტყისა და ტყის ქვეშ
ფორმირებული ნიადაგის დაცვას, ნაყოფიერების და მისგან გამომდინარე სარგებლის
შენარჩუნებას.
4. ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ტყის კონკრეტულ ფართობზე, მართვის
ამოცანიდან და გარემოპირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დროებით აიკრძალოს
ტყითსარგებლობა ან/და დაწესდეს სხვა შეზღუდვები.
მუხლი 12. ტყის სტატუსის მინიჭება
1. ტერიტორიას სახელმწიფო ტყის სტატუსი ენიჭება საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველია სამინისტროს
შუამდგომლობა,
რომელიც
შემუშავდება
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
2.
კერძო
მესაკუთრის
შუამდგომლობისა და
ინიციატივის
ან
მასთან
შეთანხმებით, სამინისტროს
კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს
გადაწყვეტილებას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების
ტყის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუ ტერიტორია ბუნებრივად გატყევდა და
აკმაყოფილებს ამ კოდექსით განსაზღვრულ ტყის განმარტების მოთხოვნებს.
3. თუ კერძო მესაკუთრე დაასაბუთებს ტერიტორიის მიმართ სხვა მიზნით
გამოყენების უპირატეს ინტერესს, ტერიტორიას კერძო საკუთრების ტყის სტატუსი არ
მიენიჭება. კერძო მესაკუთრის ეს უფლება არ ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც
ფართობი შეადგენს სულ მცირე 5 ჰექტარს და მერქნიან მცენარეთა საშუალო ხნოვანებამ
მიაღწია 20 წელს.
4. თუ კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის მინიჭება
მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მის მიმართ წარმოშობს შეუსაბამო სოციალურ
პასუხისმგებლობას, მესაკუთრე უფლებამოსილია, საკუთრების უფლების შეზღუდვის
ხასიათის გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან მოითხოვოს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.
ამ
მუხლით
გათვალისწინებულ
კომისიას
ქმნის
ზიანის
ანაზღაურება
მინისტრი.
კომისიის
უფლებამოსილებებს და ფუნქციონირების წესს ადგენს დებულება ,,ტყის სტატუსის
განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 13. ტყის სტატუსის შეწყვეტა
1. საქართველოს ტყისათვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს მთავრობა.
2. ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ტყისთვის სტატუსის შეწყვეტის
შესახებ
იწყება
სამინისტროს/ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობის/ქ.
თბილისის
მუნიციპალიტეტის მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს დასკვნას
პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. შუამდგომლობის
მომზადებაზე
უფლებამოსილი,
ასევე,
შეიძლება
იყოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების სამინისტრო, რისთვისაც სავალდებულოა გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს დასკვნა პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან
დაკავშირებით.
3. საქართველოს ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებული პირი განცხადებით
მიმართავს
სამინისტროს,
ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობას/ქ.
თბილისის
მუნიციპალიტეტის მთავრობას ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების
სამინისტროს. განცხადება უნდა შეიცავდეს პროექტის განხორციელების ალტერნატივების
შესწავლის შედეგებზე ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმიანობა
ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
4. საქართველოს ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
ინტერესთა ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე. თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის
ინტერესი აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს
გადაწყვეტილებას ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ საკომპენსაციო
ღონისძიების დადგენაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ტყის სტატუსის შეწყვეტის
უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები;
ბ) 67-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა,
რამდენადაც ეს შეუძლებელია განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობის ფარგლებში
ან/და განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
6.
ტერიტორიას,
რომელსაც
,,დაცული
ტერიტორიების
სისტემის
შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი,
ტყის სტატუსი შეიძლება შუწყდეს ამავე კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი დაცული
ტერიტორიის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში.
7. ტყის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, თუ აღარ არსებობს ტერიტორიისთვის ამ
მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ტერიტორიას
უბრუნდება ტყის სტატუსი.
8.
ამ
მუხლის
მე-7
ნაწილით
განსაზღვრულ
შემთხვევაში,
მთავრობა
გადაწყვეტილებას,
ტყისთვის
სტატუსის
დაბრუნების
შესახებ,
იღებს
სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის/ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის
შუამდგომლობით, რომელიც მზადდება ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით
სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის/ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით,
ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის მოთხოვნითაც შეუწყდა ტყეს სტატუსი.
მუხლი 14. ტყის საზღვრის კორექტირება
1. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხდება ამ კოდექსის მე-12 და მე-13
მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებით.
2. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდება „ტყის ტერიტორიის
საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც
შეიმუშავებს სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
მუხლი 15. სახელმწიფო ტყის გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ტყის ნაწილის საჯარო
სამართლის იურიდიულ პირი - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
მუხლი 16. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან
თანამშრომლობით სამინისტრომ უნდა უზრუნველოს ტყისა და მისი რესურსების
მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.
მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა
1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მიიღოს მონაწილეობა, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ტყის
მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთა იდენტობა და კულტურა, აგრეთვე ტყის მართვის
ტრადიციები.
2.
ტყესთან
დაკავშირებულ
სახელმწიფო/მუნიციპალური
სამართლებრივ
ორგანოები
ურთიერთობებში
უზრუნველყოფენ
ტყის
მონაწილე
მართვის
შესახებ
ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
3. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
თავი II
უფლებამოსილება სატყეო პოლიტიკის, მართვისა და ზედამხედველობის სფეროში
მუხლი 18. სამინისტროს კომპეტენცია
სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა)
საქართველოს
განხორციელება;
ტყის
მართვის
დარგობრივი
პოლიტიკის
შემუშავება
და
ბ)
ტყის
სფეროში
საკანონმდებლო
აქტებისა
და
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი აქტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
გ) ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფა „საქართველოს ტყის კატეგორიებად
დაყოფისა და მართვის წესის“ შესაბამისად, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების და ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყეებისა;
დ) საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება;
ე)
საქართველოს
ტყის
მართვის
სფეროში
ერთიანი
სამეცნიერო-ტექნიკური
პოლიტიკის გატარება, ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და
დამტკიცება, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება;
ვ) სახელმწიფო ტყის მართვის გეგმისა
და კერძო ტყის მართვის გეგმების
დამტკიცება, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყეებისა;
ზ) ტყის მართვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით
განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და საერთაშორისო პროექტების
კოორდინაცია;
თ) სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობის შემუშავება;
ი) ტყის სტატუსის შეწყვეტის და სტატუსის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის
შემუშავება, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების
და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე არსებული ტყეებისა;
კ) სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს საქმიანობაზე სამართლებრივი და
დარგობრივი კონტროლის განხორციელება, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების და ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ტყის მართვის ორგანოებისა;
ლ) საქართველოს ტყის მართვის ორგანოებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
მ) საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა.
მუხლი
კომპეტენცია
19.
ავტონომიური
რესპუბლიკის
და
ქ.თბილისის
მუნიციპალიტეტის
სახელმწიფო ტყის მართვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
ხელისუფლების
ორგანოთა
და
ქ.თბილისის
მუნიციპალიტეტის
კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფა
„საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფისა და მართვის წესის“ შესაბამისად;
ბ) ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის სახელმწიფო
პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენაგაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების შემუშავება-განხორციელება;
დ) ეკოლოგიური კატასტროფებით, მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით
დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ე) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის მართვის გეგმების
დამტკიცება;
ვ) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენაგაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების დაფინანსება ან/და დაფინანსებაში
მონაწილეობა და გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;
ზ) ამ კოდექსით დადგენილი წესით თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით
სპეციალური სარგებლობის
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (გარდა იმ
საქმიანობისა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ტყის მართვის ორგანოს მიერ) გაცემა და
ხელშეკრულების დადება;
თ) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში
მონაწილეობა;
ი) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყისათვის სტატუსის შეწყვეტაზე
და ტყის სტატუსის დაბრუნებაზე შუამდგომლობების საქართელოს მთავრობისათვის
წარდგენა;
კ) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის
ორგანოს შექმნა;
ლ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემისა და მონიტორინგის წესის შესახებ"
დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდება.
მუხლი 20. ტყის მართვის ორგანო
1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოა ამ კანონის საფუძველზე და სახელმწიფოს
100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელწმიფო ტყის მართვის
ორგანოს ქმნის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენობითი
ორგანო.
3.
დაცული
ტერიტორიების
ფარგლებში
არსებულ
ტყეს
მართავს
დაცული
ტყის მართვის ორგანოს ქმნის
და ტყის
ტერიტორიების მართვაზე უფლებამოსილი ორგანო.
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მართვის გეგმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
5. კერძო საკუთრების ტყის მართვას ახორციელებს ტყის მესაკუთრე ან მის მიერ ამ
უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
6. ტყის მართვის ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) ახორციელებს ტყეთმოწყობის ღონისძიებებს;
ბ) წარმართავს ტყის დაცვის ღონისძიებებს;
გ) წარმართავს ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს;
დ) წარმართავს ტყითსარგებლობის ღონისძიებებს;
ე) ტყის ცალკეულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების
გამოვლენის მიზნით აფასებს და სწავლობს ტყის მდგომარეობას და ქმნის მონიტორინგის
შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზას;
ვ) ტყით სხვა მოსარგებლისგან მოითხოვს ტყის განადგურების თავიდან აცილებას
და ისეთი ქმედების შეწყვეტას, რომელიც აზიანებს ტყეს;
ზ) მონაწილეობს ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებებში;
თ) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, ხოლო ხანძრის
საფრთხის შემთხვევაში, იღებს მის სალიკვიდაციოდ შესაბამის ზომებს და საფრთხის შესახებ
ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის სათანადო ორგანოებს;
ი) შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ტყის მართვის გეგმის
პროექტს (გარდა ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა);
კ) შეიმუშავებს და ამტკიცებს წლიურ სამოქმედო გეგმას;
ლ) მონაწილეობს ეკოლოგიური კატასტროფებით, მავნებელ-დაავადებებითა და სხვა
მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში;
მ) შეიმუშავებს და, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმების
საფუძველზე, ამტკიცებს საგანგებო მართვის გეგმებს.
ნ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, წესდებით ან
დებულებით და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. ტყის მართვის ორგანოს ამ მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
დაცვის ფუნქცია არ მოიცავს სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილებას
უკანონო ჭრების პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებაზე. უკანონო
ჭრის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო ვალდებულია,
აცნობოს ტყის ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ორგანოს.
8. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებს ქმნის ამ
კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებები.
9. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) კრედიტები და შემოწირულობები;
გ) სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ამ კანონის საფუძველზე განხორციელებული მომსახურების საფასური და
ტყითსარგებლობის წლიური საფასური (მათ შორის, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო
ფასი);
ე) ამ კანონით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 21. საზედამხედველო უფლებამოსილება
1. საქართველოს ტყეში, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში
არსებული ტყისა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს
ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2. დაცული ტერიტორიების ფართობზე არსებული ტყის სახელმწიფო კონტროლს,
აგრეთვე, ახორციელებს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყის
სახელმწიფო
კონტროლს, აგრეთვე, ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტყის
მართვის ორგანო.
4.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვის ქვეშ
არსებულ
ტყეებში
კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილი ორგანო.
მუხლი 22. კერძო ტყის მესაკუთრის უფლებამოსილება
1. კერძო ტყის მესაკუთრე უფლებამოსილია განახორციელოს ტყის მართვასთან
დაკავშირებული
ნებისმიერი
ქმედება
ან
მესამე
უფლებამოსილებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება
პირები
აღჭურვოს
ასეთი
ტყის დაცვის ამ კანონით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძო მესაკუთრის უფლება ტყის
რესურსებით
სარგებლობაზე შესაძლებელია შეიზღუდოს ამ კანონით და გარემოს დაცვის სფეროში
მოქმედი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საფუძვლებით და ფარგლებში.
2. კერძო ტყის მესაკუთრე ვალდებულია ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი
მოთხოვნების დაცვით შეიმუშავოს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს ტყის
მართვის გეგმა.
3. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შეუძლია კერძო ტყის მესაკუთრეს
მოსთხოვოს:
ა) თავიდან აიცილოს ისეთი ქმედება, რომელიც აზიანებს ან ანადგურებს ტყეს;
ბ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის შენარჩუნება ან/და გაუმჯობესება;
გ) შეამციროს ან შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ხე-ტყის დამზადებისას
ტყის ნიადაგისა ან/და მცენარეული საფარისათვის ზიანის მიყენება;
დ) გააუქმოს ტყეში შესვლის შეზღუდვა და მოხსნას შეზღუდვის აღმნიშვნელი
ნიშნები, თუ აღარ არსებობს შეზღუდვის დაწესების საფუძველი;
4. კერძო ტყის მესაკუთრე ვალდებულია, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების
გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს.
თავი III
ტყის აღრიცხვა და დაგეგმვა
მუხლი 23. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა
1. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა შედგება საქართველოს ტყის ეროვნული
აღრიცხვის, ტყეთმოწყობისა და საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემისაგან.
2. დებულებას ,,საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემისა და მონიტორინგის წესის
შესახებ“ შეიმუშავებს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტრო.
მუხლი 24. საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა
1.
ტყის
ეროვნული
აღრიცხვა
ტარდება
საქართველოს
ტყის
ტერიტორიაზე
სამინისტროს მიერ 10 წელიწადში ერთხელ. სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე,
საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა ასევე, შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან
იურიდიული პირის სახსრებით.
2. ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს
ტყის მდგომარეობისა და მისი მრავალფეროვნების შესახებ.
3. ტყის ეროვნული აღრიცხვა ტარდება მუდმივ სანიმუშო ფართობზე დაკვირვებითა
და მონიტორინგით.
4. ტყის ეროვნული აღრიცხვის წესი დგინდება „საქართველოს ტყის აღრიცხვის
სისტემისა და მონიტორინგის წესის შესახებ" დებულებით.
მუხლი. 25. ტყეთმოწყობა
1. ტყეთმოწყობა ტყის მართვის ორგანოს მიერ მის სამოქმედო საზღვრებში
ხორციელდება ყოველ 10 წელიწადში ერთხელ.
2. ტყეთმოწყობის ღონისძიებებია:
ა) ტყის საზღვრების დადგენა;
ბ) ტყის შიდასამეურნეო ორგანიზება და ამ ტერიტორიებზე კარტოგრაფიული
მასალების მომზადება;
გ) ტყის მდგომარეობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის
დადგენა;
დ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი, რელიქტური, ენდემური,
შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეთა სახეობების გამოვლენა;
ე) ტყის იმ უბნების დადგენა, სადაც შესაძლებელია (საჭიროა) სატყეო-სამეურნეო
ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ღონისძიებათა სახეების, მოცულობებისა ან/და
მეთოდების განსაზღვრა;
ვ) ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ტყის უბნებისათვის კატეგორიებისა და
დაცვის რეჟიმის მიკუთვნების, აგრეთვე ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების
მიზანშეწონილობის განსაზღვრა;
ზ) ტყეში შესაძლო მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობრივი და ხარისხობრივი
შეფასება;
თ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევა.
3. ტყეთმოწყობის მასალები აისახება ტყის მართვის გეგმაში, რომელიც არის
ფუნქციური
დაგეგმვის
საფუძველზე
ტყითსარგებლობისა
და
სატყეო-სამეურნეო
ღონისძიებების განხორციელების სავალდებულო დოკუმენტი.
4. საქართველოს ტყეებში ტყით სპეციალური სარგებლობა (გარდა ამ კოდექსის 67-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
განსაკუთრებული დანიშნულებით
სარგებლობისა) და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები ხორციელდება ტყის მართვის გეგმის
საფუძველზე (ამ მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით), გარდა სტიქიური უბედურების
შემთხვევებისა.
5. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო სამინისტროს, ხოლო ავტონომიური
რესპუბლიკების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტყის მართვის ორგანოები შესაბამის
ორგანოებს დასამტკიცებლად წარუდგენს ტყის მართვის გეგმას.
6.
კერძო
მესაკუთრე
ტყის
მართვის
გეგმას
დასამტკიცებლად
წარუდგენს
სამინისტროს. ტყის მართვის გეგმების შედგენის ვალდებულება არ ვრცელდება კერძო
საკუთრებაში არსებულ ტყეზე, რომლის ფართობიც არ აღემატება 50 ჰექტარს.
7. ტყის მართვის გეგმის შედგენა ხდება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემისა და
მონიტორინგის წესის შესახებ" დებულების მოთხოვნების დაცვით.
8. ტყის იმ ფართობებზე, სადაც ტყეთმოწყობა არ ჩატარებულა და არ არის შედგენილი
ტყის მართვის გეგმა ან/და ღონისძიებებისთვის (გარდა ამ კოდექსის 67-ე მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
განსაკუთრებული
დანიშნულებით
სარგებლობისა),
რომლებიც არ არის გათვალისწინებული არსებული ტყის მართვის გეგმით, ტარდება ამ
კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილი ტყის სპეციალური გამოკვლევა.
9. ტყეთმოწყობის ღონისძიებები ფინანსდება როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა
სახსრებით.
მუხლი 26. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა
1. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს
სისტემატიზირებული დოკუმენტების ერთობლიობას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას
საქართველოს ტყეზე, ტყის დაცვაზე, აღდგენა-გაშენებაზე და ტყითსარგებლობაზე.
2.
საქართველოს
ტყის
საინფორმაციო
და
მონიტორინგის
სისტემა
შეიცავს
დოკუმენტურ ინფორმაციას:
ა) ტყის საკუთრების ფორმების შესახებ;
ბ) ტყის კატეგორიებად დაყოფის შესახებ;
გ) სატყეოებისა და ტყის კვარტლების შესახებ;
დ) ტყისა და ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების
შესახებ;
ე) ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენებისა და სარგებლობის შესახებ;
ვ) ტყის საზღვრების შესახებ;
3. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემაში დაცული
ინფორმაცია საჯაროა.
4. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემას ტყის მართვის
ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს სამინისტრო.
მუხლი 27. ტყის მონიტორინგი
1. ტყის მონიტორინგის მიზანია საქართველოს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის
ასახვა, მისი გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო ორგანოებისათვის ანალიზის შედეგების
მიწოდება და საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება.
2. ტყის მონიტორინგს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ტყის
მართვის ორგანოები, მათი ტერიტორიული ერთეულები, აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
უფლებამოსილი
დაწესებულებები
და
ტყითმოსარგებლეები.
3. საქართველოს ტყის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს ტყის ეროვნული
აღრიცხვის საშუალებით მუდმივ სანიმუშო ფართობებზე, რომელთა რაოდენობა, მოცულობა
და ტყის მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვების პერიოდულობა
განისაზღვრება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემისა და მონიტორინგის წესის“
მიხედვით.
მუხლი 28. ტყის სპეციალური გამოკვლევა
1. ტყის სპეციალური გამოკვლევა ტარდება:
ა)
ტყის
კონკრეტულ
ტერიტორიაზე
ტყის
აღდგენა-გაშენების
შედგენისათვის, აგრეთვე, ტყის პათოლოგიური მდგომარეობის,
რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენისათვის;
ბ)
ტყის
რესურსების
მართვის
ეფექტურობის
ტყის
პროექტის
რესურსების
უზრუნველსაყოფად
და
ტყითსარგებლობის ღონისძიებების ოპერატიულად განხორციელებისათვის;
2.
სპეციალური
გამოკვლევის
საფუძველზე
მრავალწლიანი (არაუმეტეს 3 წლისა) პერსპექტიული გეგმა.
შესაძლებელია
შემუშავდეს
3. ტყის სპეციალური გამოკვლევის შედეგები აისახება წლიურ სამოქმედო გეგმაში.
4. ტყის სპეციალურ გამოკვლევას გეგმავს და ატარებს ტყის მართვის ორგანო, გარდა
ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც
განსაკუთრებული
დანიშნულებით
ტყითსარგებლობის
უფლების
მოპოვებით
დაინტერესებული პირი ახორციელებს ტყის სპეციალურ კვლევას.
5. სპეციალური გამოკვლევის ჩატარების წესი განისაზღვრება „საქართველოს ტყის
აღრიცხვის სისტემისა და მონიტორინგის წესის“ მიხედვით.
6. სახელმწიფო ტყის სპეციალური გამოკვლევა შეიძლება დაფინანსდეს როგორც
სახელმწიფო, ასევე სხვა სახსრებით.
მუხლი 29. წლიური სამოქმედო გეგმა
1. წლიური სამოქმედო გეგმა დგება ტყის მართვის გეგმის, ტყითსარგებლობის გეგმის
ან/და სპეციალური გამოკვლევის მასალების საფუძველზე და დეტალურად აღწერს წლის
განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს.
2. წლიური სამოქმედო გეგმა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაგეგმილ ღონისძიებათა ტერიტორიის მდებარეობისა და ფართობის შესახებ;
ბ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მოცულობისა და მეთოდების შესახებ;
გ) დაგეგმილი პერიოდისთვის განსახორციელებელი საქმიანობის სახეებისა და მოცულობის
შესახებ.
3. წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე, ტყითმოსარგებლეს ეკრძალება ტყის
ეკონომიკური საქმიანობის მიზნით გამოყენება, გარდა 67-ე მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრულ შემთხვევებისა.
4.
კერძო
ტყის
მესაკუთრე
წლიურ
სამოქმედო
გეგმას
შეიმუშავებს
და
შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს, ხოლო სახელმწიფო ტყის შემთხვევაში წლიურ
სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო.
თავი IV
ტყით საერთო სარგებლობა
მუხლი 30. ტყეში შესვლა და გადაადგილება
1. ყველას აქვს უფლება იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში
დასვენების და გართობის მიზნით. ეს უფლება არ მოიცავს ტყის იმ რესურსებით
სარგებლობას,
რომლისთვისაც
საქართველოს
კანონმდებლობით
სავალდებულოა
შესაბამისი უფლების მოპოვება.
2. ტყის მესაკუთრის ან მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია
შეიზღუდოს ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება:
ა) ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების
შემცირებისაკენ მიმართული პრევენციული ზომების ან ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების
განხორციელების მიზნებისთვის;
ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების
მიზნებისთვის და ვადით;
გ)
მერქნული
რესურსების
მოპოვების
მიმდინარე
სამუშაოების
უსაფრთხოდ
განხორციელების მიზნით;
დ) ტყეში, სადაც განლაგებულია მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, ტყის სათესლე
უბანი, სამონადირეო მეურნეობა, თევზის მეურნეობა, სანერგე, ხე-ტყის და მექანიზმების
საწყობი, შენობა-ნაგებობა, ხე-ტყის გადაზიდვის საშუალებების სამოქმედო ადგილი, გარდა
სატყეო გზისა;
ე) ტყის აღდგენა-გაშენების ფართობზე, სადაც ნარგავების სიმაღლეს ჯერ არ
მიუღწევია 3 მეტრისათვის;
ვ) ტყის მართვის ან წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა
საფუძვლებით.
3.
ტყეში
ნებადართულია
სატრანსპორტო
მხოლოდ
საშუალებებით
სატყეო
გზებზე,
გარდა
შესვლა
იმ
ან/და
გადაადგილება
შემთხვევებისა,
როდესაც
ტყითმოსარგებლის მიერ შეზღუდულია ასეთი გადაადგილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით
განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით.
მუხლი 31. ტყეში შესვლის და გადაადგილების შეზღუდვის მოწესრიგება
1. ტყეში შესვლის და გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოწესრიგდეს ტერიტორიაზე
საინფორმაციო ნიშნების განთავსებით.
2. საინფორმაციო ნიშნები უნდა განთავსდეს იმ ადგილებში, სადაც არის საერთო
სარგებლობის გზები, სატყეო გზები და ბილიკები, რომლებიც გადის შეზღუდვის ზონაში ან
ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება ამ ზონას.
3. შეზღუდვის მოქმედება ტყის ტერიტორიაზე უნდა გაუქმდეს და მოიხსნას
შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს ამ კოდექსის 30-ე მუხლის მეორე
ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები.
4. ტყის ტერიტორიაზე შესვლის და გადაადგილების შემზღუდავი ნიშნების
გამოყენების წესები დგინდება დებულებით „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“, რომელსაც
შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს მთავრობა.
მუხლი 32. ტყეში საქონლის ძოვება
1. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო ტყეში
გამოიყოფა საქონლის საძოვებლად შესაბამისი ტერიტორიები, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ტყის ფუნქციური დანიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ეს
შეუძლებელია.
2. ტყეში საქონლის ძოვების ადგილები გამოიყოფა და კვოტები დგინდება
ტყის
მართვის ან წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. საქონლის ძოვებისათვის გამოყოფილ
ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.
3. შესაძლებელია საქონლის ძოვების ადგილების გამოყენების დროებით შეზღუდვა
ტყის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, როდესაც ეს აუცილებელია
ტყის დაცვის, მოვლის ან აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განსახორციელებლად.
მუხლი 33. ტყეში ცეცხლის დანთება
1. ტყეში ცეცხლის დანთება დასაშვებია საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ
ადგილებში, სადაც უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.
2. მართვის ორგანოს მიერ, ტყის გაწმენდის მიზნით, ტყის მავნებელი დაავადებებით
დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული ხე-ტყის ნარჩენების დაწვა ტყის
მიწის ფარგლებში ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს ტყეს, არ
გააუარესებს ნიადაგის ხარისხს ან არ შექმნის ტყეში ხანძრის გაჩენის საშიშროებას.
3. ტყის მესაკუთრე და მართვის ორგანო ხანძრის თავიდან აცილების მიზნით
უფლებამოსილია
სპეციალურად
გამოყოფილ
ადგილებში
განსაზღვრული
დროით
შეზღუდოს ცეცხლის დანთება .
მუხლი 34. ტყის რესურსების მოპოვება
1. ტყით საერთო სარგებლობა გულისხმობს ტყეში ტყის არამერქნული რესურსების,
მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების, აგრეთვე
ფიჩხის თავისუფალ ხელმისაწვდომობას პირადი მოხმარების მიზნით, გარდა კერძო
საკუთრების ტყისა.
2. საერთო სარგებლობის არამერქნული სახეობების ნუსხას და დასაშვებ ოდენობას
განსაზღვრავს ტყის მართვის ან წლიური სამოქმედო გეგმა.
3. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის
მეორეხარისხოვანი მასალების თავისუფალი ხელმისაწვდომობა შეიძლება შეიზღუდოს:
ა)
ტყის
სამართლებრივი
სტატუსის
და
ფუნქციური
დანიშნულების
გათვალისწინებით;
ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების
მიზნებიდან გამომდინარე.
4. გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე იღებს ტყის მესაკუთრე ან
ტყის მართვის ორგანო.
მუხლი 35. ტყით საერთო სარგებლობის უფლების ფარგლები
1. ტყით საერთო სარგებლობის უფლება მოიცავს ამ უფლებით მოსარგებლე პირის
ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე, ხოლო ისეთი ქმედების
გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც აზიანებს ბუნებრივ გარემოს, აცნობოს შესაბამის
უფლებამოსილ ორგანოებს.
2. ტყით საერთო მოსარგებლის მიერ დაუშვებელია ტყეში
ინვაზიური ან/და
გენეტიკურად მოდიფიცირებული სახეობების შეტანა, ქიმიური და ტყის დაცვის სხვა
საშუალებების გამოყენება.
3. ტყით საერთო სარგებლობის უფლება კერძო საკუთრების ტყეში გულისხმობს მის
ხელმისაწვდომობას გადაადგილების და დასვენების მიზნით.
თავი V
ტყით სპეციალური სარგებლობა
მუხლი 36. ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები
1. საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის
შემდეგი სახეები:
ა) სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადება;
ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის
მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;
გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;
დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;
ე) საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი
მიზნით სარგებლობა;
ვ) სამონადირეო მეურნეობისა და თევზის მეურნეობის მოწყობა;
ზ) ცხოველთა თავშესაფრის და სანაშენის მოწყობა;
თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;
ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა.
კ) განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობა;
2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის
რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ტყითსარგებლობის ყველა სახე
დასაშვებია სამეურნეო ტყეში. დაცულ ტყეში დასაშვებია ტყის არამერქნული რესურსების,
მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება,
სამეცნიერო-კვლევითი
და
სასწავლო
მიზნით
სარგებლობა
და
განსაკუთრებული
დანიშნულებით სარგებლობა (გარდა წიაღის შესწავლა/მოპოვებისა). დაცვით ტყეებში
დასაშვებია ტყითსარგებლობის ყველა სახე, გარდა სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადებისა
და წიაღის მოპოვებისა. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყითსარგებლობის
ყველა სახე, გარდა სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადებისა.
მუხლი 37. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება
1.
აკრძალულია
ტყით
სპეციალური
სარგებლობა
შესაბამისი
უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
2. ფიზიკური პირების მიერ ხე-ტყის დამზადება საშეშე მერქანზე მოთხოვნის
დაკმაყოფილების მიზნით ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ გაცემული ბილეთის
საფუძველზე ამ კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.
3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, არსებულ ობიექტებზე საავარიოაღდგენითი
სამუშაოების
განხორციელებისას,
დასაშვებია
საქართველოს
ტყის
განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობა (გარდა დაცული ტერიტორიების იმ
კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა)
ტყითსარგებლობის დოკუმენტის გარეშე. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია
ტყის მართვის ორგანოს გონივრულ ვადაში შეატყობინოს აღნიშნული საქმიანობის დაწყების
შესახებ, ხოლო შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების მიზნით
განცხადებით მიმართოს ქმედების დაწყებიდან 1 თვის ვადაში.
4. დაინტერესებული პირების მიერ ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“,
„დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტყითსარგებლობა ხორციელდება
ტყითსარგებლობის ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იდება
აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, ამ კოდექსის და ,,ტყითსარგებლობის წესის
შესახებ“ დებულების შესაბამისად.
5. ამ კოდექსის შესაბამისად ტყითსარგებლობის განხორციელების წესებს ადგენს
დებულება ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“.
მუხლი 38. მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობის განხორციელება
1. სახელწიფო ტყის სპეციალური სარგებლობა
მერქნის და ტყის არამერქნული
რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების
დამზადების მიზნით ხორციელდება მხოლოდ ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მდგრადი
მართვის
მიზნებიდან
გამომდინარე,
ამ
კანონით
მინიჭებული
უფლებამოსილების
საფუძველზე და ტყის მართვის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
2. ტყეში ხე-ტყის ნარჩენის მოპოვების უფლების მესამე პირებისათვის გადაცემის
წესებს ადგენს დებულება ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“.
მუხლი 39. ტყითსარგებლობის განხორციელება დაგეგმვის საფუძველზე
1. ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება დაგეგმვის საფუძველზე, გარდა ამ
კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.
ტყით
სპეციალური
სარგებლობის
დაგეგმვის
ძირითადი
მოთხოვნები
გამომდინარეობს ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებიდან.
3. ტყით სპეციალური სარგებლობის დაგეგმვისას უპირატესობა ენიჭება
გრძელვადიან ტყითსარგებლობას და კომპლექსურ ტყითსარგებლობას, რომელიც
ითვალისწინებს რამდენიმე სახის ტყითსარგებლობას ერთდროულად.
4. ტყით სპეციალური სარგებლობის
დაგეგმვისას რეკომენდებულია ისეთი
მეთოდების გამოყენება, რომლებიც არ აზიანებს გარემოსა და მისი ბიომრავალფეროვნების
მდგრადობას, ცხოველთა სამყაროს, ისტორიულ-კულტურულ და ბუნების ძეგლებს.
5. ტყით სპეციალური სარგებლობის დაგეგმვისთვის დგება ტყითსარგებლობის და
წლიური სამოქმედო გეგმა.
მუხლი 40. ტყითსარგებლობა სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში
ტყითსარგებლობა სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში ხორციელდება ამ კოდექსისა და
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა
დაცვით.
მუხლი 41. ტყითსარგებლობა წყალდაცვით ზოლში
ტყითსარგებლობა
წყალდაცვით
ზოლში
ხორციელდება
„წყლის
შესახებ“
საქართველოს კანონისა და საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 42. ტყითმოსარგებლის უფლებები და მოვალეობები
1. ტყის მართვის ორგანოს მიერ მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის
უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლეს უფლებამოსილია:
ა) ისარგებლოს ტყით, საქმიანობის მიზნებიდან გამომდიანრე;
ბ) მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვა;
გ) ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით მოაწყოს ტყითსარგებლობის უფლების
განსახორციელებლად საჭირო სამეურნეო და სხვა სპეციალური დანიშნულების დროებითი
და მუდმივი შენობა-ნაგებობები;
დ) ტყითსარგებლობის უფლებების განსახორციელებლად ისარგებლოს არსებული
სატყეო გზებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით;
ე) მონაწილეობა მიიღოს ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში,
აგრეთვე ტყითსარგებლობის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
ვ) ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგოს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო და
პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სარგებლობის შედეგად მოპოვებული
ტყის რესურსი.
2. ტყის მართვის ორგანოს მიერ მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის
უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე ვალდებულია:
ა) გაეცნოს ტყითსარგებლობის დადგენილ წესებს და იხელმძღვანელოს ამ წესებით;
ბ) განახორციელოს მხოლოდ ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული
ტყითსარგებლობა მითითებულ ადგილებზე, მოცულობით და ვადებში;
გ) აწარმოოს სამუშაოები ისეთი ფორმებით, მეთოდებითა და საშუალებებით,
რომლებიც
არ
გამოიწვევს
ნიადაგის
ეროზიას,
შეზღუდავს
ან
გამორიცხავს
ტყითსარგებლობის უარყოფით გავლენას გარემოზე, ტყის მდგომარეობასა და აღდგენაზე;
დ) დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში,
მიიღოს ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს
სათანადო ორგანოებს;
ე) დაიცვას ტყითსარგებლობის უსაფრთხოების წესები;
ვ) შეასრულოს ტყის სანიტარიული დაცვის წესები;
ზ) შესაძლებლობის ფარგლებში აღკვეთოს და სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოსა
და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობოს უკანონო ტყითსარგებლობის
ფაქტები;
თ)
სრული
მოცულობით
შეასრულოს
ტყითსარგებლობის
დოკუმენტით
განსაზღვრული სამუშაოები.
მუხლი 43. ტყის ფართობით სარგებლობის მიზნით აუქციონის ჩატარების წესი
1. ამ კოდექსით დადგენილი სპეციალური სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ტყის
ფართობის გაცემა ხდება ელექტრონული აუქციონის ჩატარების საფუძველზე, ხოლო
განსაკუთრებული
დანიშნულებით
ტყითსარგებლობის
მიზნით
სახელმწიფო
ტყის
ფართობის გაცემა ხორციელდება პირდაპირი წესით, განსაკუთრებული დანიშნულებით
ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების გზით, უფლებამოსილი პირის მიერ.
2. ელექტრონული აუქციონის საფუძველზე ტყის ფართობის გაცემა ხდება იმ
პირობით, რომ უფლების მიმღები გადაიხდის შესაბამის საფასურს და დაიცავს
ხელშეკრულებით დადგენილ სხვა პირობებს.
3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების და პირდაპირი წესით ტყითსარგებლობის
უფლების მინიჭების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
თავი VI
სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადება
მუხლი 44. ხე-ტყის დამზადების საფუძვლები
1.
სამეურნეო
ჭრა
ხორციელდება
მერქნის
მოპოვების
მიზნით,
თუ
უზრუნველყოფილია მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები ტყის სასარგებლო
ბუნებრივი თვისებებისათვის ზიანის მიუყენებლად.
2. სამეურნეო ჭრა ხორციელდება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში. ძირითადად
იჭრება
მწიფეზე
უხნესი
ხეები,
რაც
ხელს
უწყობს
კორომის
გაახალგაზრდავებას
(გაჯანსაღებას).
3. საქართველოს ტყეში ხე-ტყის დამზადება ხორციელდება 36 გრადუსამდე დაქანების
ფერდობებზე.
მუხლი 45. ტყის 31-დან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის დამზადების
სპეციალური მოთხოვნები
1. 31-დან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ ტყის კორომებში ხე-ტყის
დამზადებისას სიხშირე არ შეიძლება დაყვანილი იყოს 0,5-ზე ქვემოთ.
2. 31-დან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ ტყის კორომებში
დამზადებული ხე-ტყის გამოტანა დაიშვება მხოლოდ დაცურებით, საბაგირო ან საჰაერო
ტრანსპორტით, აგრეთვე ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით.
3. ტყის 31-დან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ ტყის კორომებში
ხე-ტყის
დამზადების
სპეციალური
მოთხოვნები
დგინდება
ტყის
მართვის
გეგმის
საფუძველზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
მუხლი 46. სამეურნეო ჭრის სახეები
1. საქართველოს ტყეებში მერქნის მოპოვების მიზნით ტარდება პირწმინდა და
ამორჩევითი სამეურნეო ჭრები.
2. პირწმინდა ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებულ
მერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრა.
3. პირწმინდა ჭრა დასაშვებია კოლხეთის დაბლობის ტყეებში, აგრეთვე, პლანტაციურ
მეურნეობაში და აკაციის კორომებში 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე. პლანტაციურ
მეურნეობაში აკრძალვას ექვემდებარება პირწმინდა ჭრა, რომელიც:
ა) მნიშვნელოვნად დააზიანებს ნიადაგის წყლის რეჟიმს;
ბ) გამოიწვევს ეროზიულ პროცესებს ან გრუნტის გადარეცხვას;
გ) საფრთხეს შეუქმნის დაცვითი ფუნქციების ეფექტურობას.
4.
ამორჩევითი
სამეურნეო
ჭრა
ხორციელდება
ტყის
განსაზღვრული
უბნის
ტერიტორიაზე და გულისხმობს ამორჩევითი ჭრის მეთოდის გამოყენებით შესაბამისი
რაოდენობის ხეების მოჭრას. ტყიდან მიღებული მერქნის მოცულობა, ჭრის განმეორების
პერიოდის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს ტყის ბუნებრივ შემატებას.
5. სამეურნეო ჭრების განსახორციელებლად ტყის შემქმნელ მერქნიან სახეობათა
მიხედვით ჭრის ოპტიმალურ ხნოვანებას ადგენს დებულება ,,ტყითსარგებლობის წესის
შესახებ“.
მუხლი 47. საანგარიშო ტყეკაფი
1. სამინისტრო, ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე, ტყის მართვის ორგანოების
სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ადგენს
სამეურნეო ჭრებით ხე-ტყის დამზადების ყოველწლიურ შესაძლო ოპტიმალურ ოდენობას
(შემდგომ - საანგარიშო ტყეკაფი).
2. საანგარიშო ტყეკაფის გაზრდა ან შემცირება დაიშვება სამინისტროს მიერ
ტყეთმოწყობის მასალების, ტყეების დაცვის რეჟიმის, კატეგორიების და სხვა ისეთი
პირობების შეცვლისას, რომლებიც გავლენას ახდენს ტყეების მდგომარეობაზე.
მუხლი 48. ტყეკაფის განსაზღვრა
1. ტყეკაფი მერქნის დამზადების მიზნით განისაზღვრება ორ წლამდე ვადით ტყით
სპეციალური სარგებლობისთვის.
2. საანგარიშო ტყეკაფის ოდენობის გადამეტებით ჭრა დაიშვება მხოლოდ წინა წელს
აუთვისებელი ტყეკაფის ხარჯზე.
3. ტყეკაფის გამოყოფის წესები დგინდება დებულებით ,,ტყითსარგებლობის წესის
შესახებ“.
მუხლი 49. ხე-ტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველი
1. ტყის მართვის ორგანო ამზადებს ხე-ტყეს, ტყის მართვის ინტერესებიდან
გამომდინარე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხე-ტყის დამზადების
საფუძველია
ტყის
მართვის
ორგანოს
მიერ
გამოცემული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში,
მესაკუთრის/მართვის ორგანოს მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც
აისახება შესასრულებელი სამუშაო და მერქნის მოცულობა.
მუხლი 50. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი
1. დაუშვებელია მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის სათანადო
დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება. ტყის
ტერიტორიაზე ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით დამზადებული ხე-ტყის ტყიდან
ტრანსპორტირებისათვის თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა წარმოშობის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ტყის მართვის
ორგანოს მიერ, რაც არის ხე-ტყის საკუთრების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის
დოკუმენტი.
3. აკრძალულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირება.
ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, მოთხოვნის შემთხვევაში, წარედგინება საქართველოს
კანონმდებლობით უფლებამოსილ მაკონტროლებელ ორგანოს.
4. ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და გაცემის წესი
განისაზღვრება ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური
რეგლამენტით“.
5. საქართველოს ტყეში ხე-ტყით სარგებლობასთან, ხე-ტყის მოძრაობასთან და
პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით ტყის
მართვის ორგანო ქმნის და აწარმეობს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ
სისტემას.
6. მერქნული რესურსების
ინსტრუქციას ამტკიცებს მინისტრი.
მართვის
ელექტრონული
სისტემის
წარმოების
თავი VII
ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის
მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება
მუხლი 51. ტყითსარგებლობის მიზანი
1. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით
ტყით
სპეციალური
სარგებლობა
ხორციელდება
ტყის
მართვის
ინტერესებიდან
გამომდინარე, ამ კოდექსის საფუძველზე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით
ტყით
სპეციალური
სარგებლობა
გულისხმობს
რესურსების
ხელმისაწვდომობას
კომერციული მიზნით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი არ
უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტყის მდგრადი მართვის ინტერესებს.
4.
,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა
და
ფლორის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და
ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის, კომერციული მიზნით ექსპორტისათვის კონვენციის
მეორე დანართში შეტანილი მცენარეთა სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების
ლიცენზიის, კონვენციის მესამე დანართში შეტანილ მცენარეთა წარმოშობის სერტიფიკატის
(CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი), აგრეთვე ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით
სარგებლობის ლიცენზიის (შემდგომში _ ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს ადგენს
საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”.
მუხლი 52. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი
მცენარეების
პროდუქტებისა
და
ხის
მეორეხარისხოვანი
მასალების
დამზადების
სამართლებრივი საფუძვლები
1. ტყის მართვის ორგანოს მიერ
ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების შესახებ
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ამ კოდექსის და
,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე, რომელიც არის
სამართლებრივი
საფუძველი
ტყის
ტერიტორიაზე
შესაბამისი
საქმიანობის
განხორციელებისათვის.
2. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით
ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის ან/და წლიური
სამოქმედო გეგმის საფუძველზე. გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობას/მოცულობას;
ბ) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
გ) მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება,
ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
დ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
ე) მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ.
3. ტყის მართვის ორგანო შეიმუშავებს ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი
მცენარეების
პროდუქტებისა
და
ხის
მეორეხარისხოვანი
მასალების
დამზადების
პერსპექტიულ გეგმას, რომელიც დგება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ” დებულების
საფუძველზე.
თავიVIII
პლანტაციური მეურნეობის მოწყობა
მუხლი 53. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი
1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა
ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ ტყის მართის მიზნებიდან გამომდინარე ან
დაინტერესებულ პირებზე სამეწარმეო მიზნით ფართობის გაცემის ფორმით.
2.
ადმინისტრაციული
დაინტერესებული
პირის
წარმოება
განცხადების
იწყება
ტყით
საფუძველზე
სპეციალურ
ან
ტყის
სარგებლობაზე
მართვის
ორგანოს
ინიციატივით.
3. მართვის ორგანოს მიერ პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზანი შეიძლება
იყოს:
ა) ტყის მიწაზე ტყის მერქნიან სახეობათა გაშენების გზით ეროზიული და მეწყრული
პროცესების შეჩერება;
ბ) ტყის ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდა;
გ) ბუნებრივ ტყეზე ზიანის მიუყენებლად მერქნული რესურსების მოპოვება.
4. პლანტაციური მეურნეობის მოსაწყობად ტყის მერქნიან მცენარეთა სახეობების
შერჩევა და მიღებული რესურსებით სარგებლობა ხორციელდება შესაბამისი პლანტაციური
მეურნეობის
მართვის
გეგმის
საფუძველზე.
პლანტაციურ
მეურნეობაში
იკრძალება
ინვაზიური სახეობების გამოყენება.
5. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გამოყოფილ ტყის ტერიტორიაზე დაიშვება
მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.
მუხლი 54. პლანტაციური მეურნეობის მოწყობაზე გადაწყვეტილების მიღების
საფუძველი
1. პლანტაციური მეურნეობისთვის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ
ან დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის
საფუძველზე. გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან,დაქანება,
ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) ნაკვეთზე არსებული ნარგავების ტაქსაციური მონაცემების შესახებ;
2. საქმიანობის განმახორციელებელი ადგენს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის
პროექტს და პერსპექტიულ გეგმას, რომელიც დგება ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“
დებულების საფუძველზე. პლანტაციური მეურეობის მართვის გეგმას ამტკიცებს ტყის
მართვის ორგანო და უგზავნის სამინისტროს.
თავი IX
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა
მუხლი 55. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი
1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა გულისხმობს ტყის მიწების გამოყენებას
სათიბად, საძოვრად ან ფუტკრის დროებითი სადგომების მოსაწყობად.
2.
სასოფლო-სამეურნეო
მიზნით
ტყის
ფართობით
სარგებლობაზე
ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყითსარგებლობაზე დაინტერესებული პირის
განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.
3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება იმ
ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და
ეროზიულ მოვლენებს.
4. სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილ ტყის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ
დროებითი ნაგებობების მოწყობა.
მუხლი
56.
სასოფლო-სამეურნეო
მიზნით
ტყითსარგებლობის
სამართლებრივი
საფუძველი
სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის
ორგანოს მიერ ან დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის ან/და წლიური
სამოქმედო გეგმის საფუძველზე. გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება,
ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ;
ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
თავი X
საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით
ტყითსარგებლობა
მუხლი
57.
საკურორტო,
სარეკრეაციო,
სპორტული
და
სხვა
კულტურულ-
გამაჯანსაღებელი მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი
საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი
მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა მოიცავს ამ უფლების განსახორციელებლად
აუცილებელი შენობა-ნაგებობების, მათ შორის, კვების ობიექტების და დამხმარე სათავსების
აშენებას,
მოწყობილობებისა
ბილიკებისა
საფუძველზე.
და
და
სპორტული
ინვენტარის
დამონტაჟებას,
გადასახედების
მოწყობას,
შესაბამისი
სანებართვო
სასეირნო
დოკუმენტის
მუხლი 58. ტყის საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულგამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი
1. საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი
მიზნით
ტყით
სპეციალური
ადმინისტრაციული
წარმოება
სარგებლობისათვის
იწყება
ტყის
ტყითსარგებლობაზე
ფართობით
სარგებლობაზე
დაინტერესებული
პირის
განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.
2. ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან დაინტერესებული პირის
ინიციატივით, ტყის მართვის ან/და წლიური
გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
სამოქმედო
გეგმის
საფუძველზე.
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება,
ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ;
ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
3. დაინტერესებული პირი ტყის მართის ორგანოს წარუდგენს საკურორტო,
სარეკრეაციო,
სპორტული
და
სხვა
კულტურულ-გამაჯანსაღებელი
მიზნით
სარგებლობისათვის პერსპექტიულ გეგმას, რომელიც დგება ,,ტყითსარგებლობის წესის
შესახებ“ დებულების საფუძველზე.
თავი XI
თევზის მეურნეობის და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით
ტყითსარგებლობა
მუხლი 59. თევზის მეურნეობის
ტყითსარგებლობის მიზანი
და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით
1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია კომერციული მიზნით თევზის გამოზრდა
და მოპოვება.
2.
თევზის
მეურნეობის
მოწყობისათვის
შეირჩევა
მდინარეების,
ტბების
და
წყალსაცავების მიმდებარე ტყით დაუფარავი ფართობები.
3. თევზის მეურნეობის მოწყობის უფლების ფარგლებში იკრძალება ინვაზიური
სახეობების შემოყვანა და მათი გამრავლება.
4.
სამონადირეო
მეურნეობის
მოწყობა
წესრიგდება
ნადირობის
უფლების
მეურნეობის
მოწყობის
მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.
მუხლი
60.
თევზის
მეურნეობის
და
სამონადირეო
სამართლებრივი საფუძველი
1. თევზის მეურნეობის ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყის
ფართობით სარგებლობაზე ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალურ
სარგებლობაზე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის
ორგანოს ინიციატივით. გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება,
ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
2. ფართობის შერჩევა ხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ან დაინტერესებული პირის
ინიციატივით,
ტყის
მართვის
ან/და
წლიური
სამოქმედო
გეგმის
ან
სპეციალური
გამოკვლევის საფუძველზე.
3. დაინტერესებული პირი ტყის მართის ორგანოს წარუდგენს თევზის მეურნეობის ან
სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას, რომელიც დგება ,,ტყითსარგებლობის წესის
შესახებ“ დებულების საფუძველზე.
თავი XII
ცხოველთა თავშესაფრის და სანაშენის მოწყობა
მუხლი 61. ცხოველთა თავშესაფრის და სანაშენის მოწყობის ტყითსარგებლობის მიზანი
1.
ცხოველთა
სახეობების
სანაშენეები და
თავშესაფრები
ეწყობა
ცხოველთა
სახეობების შენარჩუნების ან გამრავლების და შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
2. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება
ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 20 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. დასაშვებია ბუჩქნარისა
და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა.
მუხლი 62. ცხოველთა თავშესაფრის და სანაშენის მოწყობის სამართლებრივი
საფუძველი
1.
ცხოველთა
თავშესაფრისა
და
სანაშენის
მოწყობისათვისტყის
ფართობით
სარგებლობაზე ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყითსარგებლობაზე დაინტერესებული
პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. გადაწყვეტილება
უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება,
ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ;
ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
2.
ფართობის შერჩევა ხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ან დაინტერესებული
პირის ინიციატივით, ტყის მართვის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური
გამოკვლევის საფუძველზე. ტყის ფართობის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ სარგებლობამ
არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება, ხოლო მოსაშენებელ ცხოველთა სახეობამ არ უნდა
მოახდინოს ტყის ეკოსისტემაზე უარყოფითი
სახეობების გამრავლების მიზნით გამოყენება.
3.
დაინტერესებული
პირი
ტყის
ზემოქმედება.
მართვის
ორგანოს
იკრძალება
ინვაზიური
წარუდგენს
ცხოველთა
თავშესაფრებისა და სანაშენეების მართვის გეგმას, რომელიც დგება ,,ტყითსარგებლობის
წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე.
თავი XIII
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება
მუხლი 63. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების
ტყითსარგებლობის მიზანი
1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების
ტყითსარგებლობის მიზანია კავშირგაბმულობის ქსელების გაფართოება და სრულყოფა.
2. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისათვის გახდება ხის (ხეების) მოჭრა
1 ჰექტარზე 20 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. თუ აღნიშნული ნაგებობის
განთავსებისთვის სხვა ფართობის ალტერნატივა არ არსებობს, დასაშვებია ბუჩქნარისა და
ქვეტყის პირწმინდად მოჭრა არაუმეტეს ფართობის 20%-ისა.
მუხლი 64. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების
სამართლებრივი საფუძველი
1. ადმინისტრაციული წარმოება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო
ნაგებობის
განთავსების
მიზნით
ტყითსარგებლობის
უფლების
მისანიჭებლად
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე იწყება
დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. ტყის მართვის ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული
წარმოების წესით.
3. ტყის მართვის ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება
ადმინისტრაციული ხელშეკრულება ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების
საფუძველზე.
თავი XIV
სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა
მუხლი 65. საქმიანობა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით
1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს ისეთ
სამეცნიერო-კვლევით და სასაწავლო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ტყის
რესურსების გამოყენებასთან საქმიანობის მიზნებისათვის აუცილებელი მოცულობით და
ფარგლებში ტყისთვის ზიანის მიუყენებლად.
2. ტყის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა ხორციელდება
სამეცნიერო და პედაგოგიური ავტონომიურობის და აკადემიური პატიოსნების პრინციპის
დაცვით. ტყის მართვის ორგანოს მხრიდან აღნიშნული საქმიანობის შეზღუდვა დასაშვებია
მხოლოდ საქართველო კანონმდებლობის საფუძველზე ტყის დაცვის ინტერესებიდან
გამომდინარე.
მუხლი 66. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით საქმიანობის სამართლებრივი
საფუძველი
1. ადმინისტრაციული წარმოება სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო მიზნით
სარგებლობის
უფლების
მისანიჭებლად
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე იწყება დაინტერესებული პირის განცხადების
საფუძველზე.
2. დაინტერესებული პირის განცხადება (თანდართული დოკუმენტებით) უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კანონის და
,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებს.
3. ტყის მართვის ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული
წარმოების წესით.
თავი XV
განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობა
მუხლი 67. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობის მიზანი
1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება
შემდეგი მიზნებისათვის:
ა)
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
ან
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტების
განხორციელებისათვის,
წყალმომარაგებისა
და
წყალარინების
ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, ელექტროსადგურების, მილსადენების, ნავთობისა და
გაზის რესურსებით სარგებლობისათვის ან/ და ბუნებრივ რეზერვუარში მოწყობილი გაზის
საცავით სარგებლობისათვის, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრო
ქსელებისა და არხების მშენებლობისათვის/ფუნქციონირებისათვის ან ამისათვის საჭირო
საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის;
ბ) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისთვის;
გ)
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლების
რეკონსტრუქციისათვის
(რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის,
არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის;
დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, არსებულ ობიექტებზე საავარიოაღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას.
2. ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების
თაობაზე გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს მართვის
ორგანო.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების
მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს და
დაინტერესებული მხარის ჩართვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს მართვის ორგანო.
4.
ამ
მუხლის
მე-2
ნაწილით
გათვალისწინებული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება განმცხადებელს და სამინისტროს,
ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
ასევე ლიცენზიის გამცემ ორგანოს.
5.
ამ
მუხლის
მე-4
ნაწილით
გათვალისწინებული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მართვის ორგანო დაინტერესებულ
პირთან დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით
სარგებლობის თაობაზე.
მუხლი
68.
განსაკუთრებული
დანიშნულებით
ტყითსარგებლობის
უფლების
მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი
1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების
მინიჭება ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. დაინტერესებული პირის განცხადება (თანდართული დოკუმენტებით) უნდა
აკმაყოფილებდეს
საქართელოს
კანონის
,,საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსის“, საქართელოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“, ამ კოდექსის 28-ე
მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“
დებულების მოთხოვნებს.
3.
67-ე
მუხლის
პირველი
ნაწილის
„ბ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების
პროცედურები
დგინდება
,,ტყითსარგებლობის
წესის
შესახებ“
დებულებითა
და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების
შესახებ დებულებით“.
4. ტყითმოსარგებლის მიერ განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობა
ექვემდებარება კომპენსირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა
ამ კოდექსის ამოქმედებამდე 67-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალსწინებული
მიზნებისათვის გაცემული ტყითსარგებლობისა
არსებული
67-ე
მუხლის
პირველი
და/ან ამ კოდექსის ამოქმედებამდე
ნაწილით
გათვალსწინებული
ობიექტების
ფუნქციონირებისთვის საჭირო განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობაზე .
5. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების
ფარგლებში ხე-ტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხე–ტყის დამზადება,
ტრანსპორტირება და
ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ დაინტერესებული
მხარის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
6.
მაგისტრალური
მილსადენების
და
ელექტრონული
ქსელების
ხაზობრივი
ნაგებობების დაცვის ზონებში სპეციალური სარგებლობის ჭრების ჩატარების წესი დგინდება
,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
თავი XVI
ტყის დაცვა
მუხლი 69. საქართველოს ტყის დაცვის მიზანი
1. საქართველოს ტყის დაცვის მიზანია:
ა) საქართველოს ტყეებში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, ღვარცოფების, ზვავებისა და სხვა ისეთი პროცესების
თავიდან აცილება, რომლებიც აუარესებს ნიადაგის მდგომარეობას;
გ) ხელუხლებელი ტყეების თვითმყოფადობის შენარჩუნება;
დ) მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა იშვიათი სახეობების დაცვა.
2. საქართველოს ტყე დაცული უნდა იყოს:
ა) ხანძრებისგან;
ბ) მავნებელ-დაავადებებისგან;
გ) ტყითსარგებლობისა და სხვა ღონისძიებებით დადგენილი წესების დარღვევებისაგან;
დ) უკანონო ჭრებისგან;
ე) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისაგან;
ვ) სხვა უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან.
მუხლი 70. ტყის დაცვის ღონისძიებები
1. ტყის დაცვა ხორციელდება საქართველოს ტყეში ბიომრავალფეროვნების და სხვა
თავისებურებების გათვალისწინებით და მოიცავს სატყეო-სამეურნეო, ბიოლოგიურ, ქიმიურ
და
მექანიკურ
მეთოდებს
საქართველოს
ტყის
შენარჩუნებისათვის,
აგრეთვე
მისი
განადგურების, დაზიანების, დაბინძურების და სხვა უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის
ორგანიზაციულ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებებს.
2. ტყის დაცვის ქიმიური საშუალებები გამოიყენება „ტყის დაცვის, აღდგენისა და
მოვლის წესის შესახებ” დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესების
დაცვით.
3. ტყის დაცვის ღონისძიებებია:
ა) მავნებელ-დაავადებების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით ტყის
ზონირება (სუსტ, საშუალო და მაღალი რისკის ზონად);
ბ) ტყის პათოლოგიური მონიტორინგი და გამოკვლევა;
გ)
პათოლოგიური
ბიოლოგიური,
ქიმიური
გამოკვლევის
და
მექანიკური
საფუძველზე,
საჭიროების
საშუალებებით
ტყის
დაცვა
შემთხვევაში,
გამომწვევი
დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან;
დ)
მავნებელ-დაავადებათა
ახალი
კერების
გავრცელების
აღკვეთის
მიზნით
დაავადებული მოჭრილი ხეების ტყიდან ბიოლოგიური ან მექანიკური დამუშავების გარეშე
გამოტანის აკრძალვა;
ე) ტყის ხანძრებისაგან დაცვა;
ვ) უკანონო ტყითსარგებლობის და ტყის რესურსების დატაცების პრევენცია და
აღკვეთა;
ზ) განსაკუთრებული მდგომარეობით გამოწვეული სხვა აუცილებელი ღონისძიებები.
4. ტყის დაცვის ღონისძიებები არის ტყის მართვის გეგმის შემადგენელი ნაწილი.
მუხლი 71. ტყის განადგურების დაუშვებლობა
1. აკრძალულია ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ტყის განადგურებას.
2. ტყის განადგურებად ითვლება ქმედება, რომელიც:
ა) იწვევს ტყის ნიადაგის საშუალო და საშუალოზე მეტ დეგრადაციას;
ბ) ტყის ნიადაგს უქმნის მეწყერული ან ეროზიული პროცესების აშკარა საფრთხეს;
გ) შეუძლებელს ხდის ტყის დროულ აღდგენა-გაშენებას;
დ) დაუცველს ხდის ხეების ზრდას ისეთი ფართოდ გავრცელებული საფრთხეების
ზემოქმედებისგან, როგორებიცაა ქარი, ხანძარი, ბიოლოგიური და ქიმიური პრეპარატების
გამოყენება, ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელება და ნებისმიერი დაბინძურება.
3. საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვა ნარჩენებისა და მავნე ნივთიერებებისგან
ტყის გაწმენდის წესს ადგენს „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ”
დებულება.
4.
ტყისთვის
მიყენებული
ზიანის
ანაზღაურების
და
ზიანის
გამომწვევის
სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები წესრიგდება ამ კოდექსის და სხვა
საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
მუხლი 72. ტყის დაცვის სამართლებრივი საფუძვლები
ტყის დაცვის წესები დგინდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ”
დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს მთავრობა.
მუხლი 73. ტყის დაცვის ღონისძიებების დაფინანსება
1.
ტყის
დაცვის
ღონისძიებები
ფინანსდება
შესაბამისად
სახელმწიფო
და
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან. ამ მიზნით, შესაძლებელია სხვა თანხების
გამოყენება.
2.
კერძო
სახელმწიფო
საკუთრების
შესაძლებელია
აუცილებელი ხდება
განხორციელება.
ტყის
ტყის
დაცვის
იყოს
ამ
დაცვის
ღონისძიებებს
პროცესის
ერთიანი,
აფინანსებს
თანადამფინანსებელი,
ფართომასშტაბიანი
მესაკუთრე.
როდესაც
ღონისძიებების
თავი XVII
ტყის აღდგენა-გაშენება
მუხლი 74. ტყის აღდგენა-გაშენების მიზანი
1. ტყის აღდგენა-გაშენება არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი
ციკლი, რომლის მიზანია ნიადაგის დაცვა ქარისმიერი, წყლისმიერი და სხვა ეროზიული
პროცესებისგან, აგრეთვე ტყის სახეობრივი შემადგენლობის, პროდუქტიულობის, დაცვითი
და სხვა სასარგებლო ფუნქციების გაუმჯობესება, ტყით დაუფარავ ფართობებზე დაბალი
სიხშირისა და წარმადობის კორომებში ტყის აღდგენა-გაშენების გზით.
2. ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის
შესახებ” დებულებით განსაზღვრული წესების დაცვით.
მუხლი 75. ტყის აღდგენა-გაშენების დაგეგმვა და განხორციელება
1.
ტყის
აღდგენა-გაშენების
ღონისძიებებს,
არსებული
საშუალებების
გათვალისწინებით, ტყის მართვის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე
ყოველწლიურად გეგმავს ტყის მართვის ორგანო. აღნიშნული გეგმის საფუძველზე
კონკრეტული ტერიტორიისთვის დგება ტყის აღდგენა-გაშენების პროექტი.
2. ტყის აღდგენა-გაშენების მიზნით, შეიძლება შემუშავდეს სპეციალური სახელმწიფო
პროგრამა.
3. ტყის აღდგენა-გაშენების პროექტს ამტკიცებს და მის განხორციელებას კონტროლს
უწევს ტყის მართვის ორგანო.
4. ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება თესვით, დარგვით ან/და ბუნებრივი
განახლების ხელშეწყობით.
5. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო,
აგრეთვე შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ფიზიკური და იურიდიული პირი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
6. ტყის ფართობების დეგრადაციის შეჩერებისა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან
აცილებისთვის, ტყის აღდგენა-გაშენებისთვის საჭირო ქმედებები ხორციელდება
არაუგვიანეს სამი კალენდარული წლისა, მას შემდეგ, რაც ბუნებრივი ან ანთროპოგენური
პროცესების შედეგად წარმოიშვა ტყის გამეჩხერებული ადგილები ან/და ღია ფართობები.
7.
ფართომასშტაბიანი
ზიანის
(5
ჰექტარი
და
მეტი)
პირობებში,
როდესაც
შეუძლებელია ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელება სამი კალენდარული
წლის პერიოდში, ტყის აღდგენა-გაშენების ვადის ათვლა დაიწყება იმ დროიდან, როდესაც
დასრულდება ფართომასშტაბიანი ზიანის გამომწვევი გარემოებების ზემოქმედება და
გაიწმინდება აღსადგენი ტერიტორია.
8. თუ ტყის განახლება მიმდინარეობს ბუნებრივი მოთესვით ან ამონაყრით, რაც
პერსპექტივაში წარმოშობს საფუძველს, რომ აღსადგენი ტერიტორია გატყევდება, ტყის
აღდგენა უნდა განხორციელდეს ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის გზით.
9. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები ჩაითვლება დასრულებულად, თუ
აღსადგენ
ფართობზე
არსებობს
მოზარდ-აღმონაცენის
ან/და
ნერგების
შესაბამისი
რაოდენობა და არ არსებობს მათი ზრდა-განვითარებისთვის შემაფერხებელი გარემოება.
10. ტყის აღდგენა ხორციელდება იმ სარეპროდუქციო მასალებით, რომლებიც
სერტიფიცირებულია „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და
წარმოების წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს
სამინისტრო.
მუხლი 76. სატყეო მეთესლეობა
1. ტყის აღდგენა-გაშენების გზით მაღალპროდუქტიული, მიზნობრივი ტყეების ან/და
პლანტაციების შექმნის საფუძველს წარმოადგენს სატყეო მეთესლეობა.
2. სატყეო მეთესლეობის მოწესრიგების და განვითარების მიზნით ხორციელდება:
ა) ტყის მერქნიანი სახეობების დარაიონება;
ბ) ტყის მერქნიან სახეობათა მუდმივი სათესლე უბნების მოწყობა;
გ) ტყის მერქნიან სახეობათა სათესლე მასალის ბანკის შექმნა.
3. უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტყის მერქნიანი
სახეობების
თესლების
დამზადებას,
გადამუშავებას,
შენახვას,
რეალიზაციასა
და
გამოყენებას.
4. ტყის აღდგენა-გაშენებისას გამოიყენება ტყის მერქნიან სახეობათა მაღალი ხარისხის
თესლები, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - თესლები მიიყვანება კონდიციამდე.
5. ტყის აღდგენა-გაშენების დროს დაუშვებელია დარაიონებული თესლების და
სარგავი მასალის სხვაგან გამოყენება, აგრეთვე ისეთი თესლების გამოყენება, რომელთა
ხარისხიც შეუმოწმებელი და დაუდგენელია.
6. ტყის მერქნიან სახეობათა თესლების დამზადებისა და გამოყენების წესს ადგენს
დებულება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ”.
თავი XVIII
ტყის მოვლა
მუხლი 77. ტყის მოვლა და მისი მიზანი
1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზანია:
ა) ტყის სოციალურ-ეკოლოგიური ფუნქციების (ნიადაგდაცვითი, წყალ და კლიმატ
მარეგულირებელი და სხვა სასარგებლო თვისებები) შენარჩუნებადა გაუმჯობესება;
ბ) ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის
გაუმჯობესება;
გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
დ) ტყის ფართობის ერთეულიდან მერქნით სარგებლობის ოდენობის გაზრდა.
2. ტყის მოვლის ღონისძიებები ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ „ტყის დაცვის,
აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ” დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
3. ტყის მოვლის ღონისძიებების შედეგად მიიღება შესაბამისი მოცულობის მერქნული
რესურსი. რომლის განკარგვის წესი განისაზღვრება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის
წესის შესახებ” დებულებით.
4. ტყის კორომთა ხნოვანების, ფუნქციური დანიშნულებისა და მდგომარეობის
მიხედვით
ხორციელდება
მოვლითი
ჭრები,
რომელიც
მოიცავს,
სანიტარიულ
და
სარეკონსტრუქციო ჭრებს.
მუხლი 78. მოვლითი ჭრის ჩატარების წესი
მოვლითი ჭრები ხორციელდება 0,7 და მეტი სიხშირის მომწიფარ ხნოვანებამდე
კორომებში და მიზნად ისახავს ამორჩევითი მეთოდით შერჩეული შესაბამისი ხეების მოჭრის
შედეგად განსაზღვრული ადგილისთვის დამახასიათებელი ძვირფასი და მეურნეობისთვის
სასურველი სახეობის ხეების ფართობის ერთეულზე თანაბარ განაწილებას, მათთვის
განათების
უზრუნველყოფას,
აგრეთვე,
ღეროსა
და
ვარჯის
სრულყოფილად
ფორმირებისთვისა და მერქნის შემატების ზრდისთვის პირობების შექმნას (გაუმჯობესებას).
მუხლი 79. სანიტარიული ჭრა
1. მოვლითი სანიტარიული ჭრა არ განეკუთვნება ტყის სისტემურ ჭრებს, იგი სატყეოსამეურნეო
ღონისძიებაა,
რომლის
მიზანია
ტყის
სანიტარიული
მდგომარეობის
გაუმჯობესება და გულისხმობს განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დადგენილ ვადებში
ხმელი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას და
ტყიდან გამოტანას, აგრეთვე, სტიქიის შედეგად მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან
გამოტანას.
2. სანიტარიული ჭრების ჩატარებისას, თუ მოსალოდნელია კორომის სიხშირის 0,3-ზე
დაბლა დაყვანა, ჭრა დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას, სათანადო
დასაბუთების საფუძველზე და კომპლექსური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში.
მუხლი 80. სარეკონსტრუქციო ჭრა
1. მოვლითი სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება განსაზღვრული ადგილისათვის
ნაკლებადღირებული
და
დაბალი
წარმადობის
კორომებში
მათი
სახეობრივი
და
სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით და
ითვალისწინებს არასასურველი ხეების ან/და მარადმწვანე ქვეტყის მოჭრას, ჭრის შედეგად
გათავისუფლებულ ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას ან/და ტყის
კულტურების გაშენებას.
2. რეკრეაციული დანიშნულების ტყეებში სარეკონსტრუქციო ჭრები შეიძლება
განხორციელდეს ლანდშაფტის (ღია, დახურული, ნახევრად დახურული) ფორმირებისთვის.
მუხლი 81. ტყის მოვლის ღონისძიებების დაფინანსება
1. ტყის მოვლის ღონისძიებები ფინანსდება შესაბამისად მართვის ორგანოების
ბიუჯეტიდან. ამ მიზნით შეიძლება სხვა თანხების გამოყენებაც.
2. კერძო საკუთრების ტყის მოვლის ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება
მესაკუთრის სახსრებით. ტყის მოვლის ღონისძიებების დაფინანსება შესაძლებელია
განხორციელდეს სახელმწიფოს თანადაფინანსებით, როდესაც აუცილებელი ხდება მოვლის
ერთიანი, მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება.
თავი XIX
მეტყევეობის სფეროში შესაბამისი აკადემიური და პროფესიული განათლება
მუხლი 82. ტყის მართვაში მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სავალდებულო
მონაწილეობა
ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო
საქმის სპეციალისტის კვალიფიკაციის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.
მუხლი 83. მეტყევე
მეტყევე
არის
პირი,
რომელიც
აკმაყოფილებს
შესაბამის
საკვალიფიკაციო
მოთხოვნებსა და საქართველოს შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე იმყოფება შრომით
ურთიერთობაში ტყის მართვის ორგანოსთან.
მუხლი 84. სატყეო საქმის სპეციალისტი
სატყეო საქმის სპეციალისტი არის პირი, რომელიც მეტყევის ზედამხედველობით
ახორციელებს
სატყეო-სამეურნეო
კანონმდებლობის
საფუძველზე
ღონისძიებებს
იმყოფება
შრომით
და
საქართველოს
ურთიერთობაში
ტყის
შრომითი
მართვის
ორგანოსთან.
მუხლი 85. სპეციალური მოთხოვნები
1. მეტყევეს და სატყეო საქმის სპეციალისტს საკუთარი უფლებამოსილებების
განხორციელებისას უნდა ეცვას შესაბამისი სპეციალური ტანსაცმელი.
2. მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სამსახურებრივი ტანსაცმლისათვის
წაყენებული სპეციალური მოთხოვნები და შრომის უსაფრთხოების წესები დგინდება
სამინისტროს მიერ, დებულებით ,,სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი
ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ“, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკი შემთხვევაში ავტონომიური
რესპუბლიკის
სამართლებრივი აქტებით.
მთავრობის
ნორმატიული
ადმინისტრაციულ-
მუხლი 86. სპეციალისტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მეტყევე შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეტყევეობის სფეროში მიღებული აქვს
შესაბამისი უმაღლესი განათლება (სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი).
2.
სატყეო
საქმის
სპეციალისტი
შეიძლება
იყოს
შესაბამისი
პროფესიული
კვალიფიკაციის მქონე პირი.
3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ამ კოდექსით და სხვა საკანონმდებლო
აქტებით.
მუხლი 87. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენაზე უფლებამოსილი ორგანო
მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის რანგირებას და საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს ადგენს სამინისტრო დებულებით ,,სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების
თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“.
თავი XX
მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის დაცვის გარანტიები
მუხლი 88. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სოციალური დაცვა
1. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს
ტყის მართვის შესაბამისი ორგანო.
2. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტისათვის ტყის მართვის შესაბამისმა
ორგანომ შეიძლება განსაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის
დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
მუხლი 89. ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა სტიმულირება
1.
მეტყევის
სტიმულირების
ღონისძიებაა
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭება.
2. იმ პირების მიმართ, რომელთაც ტყის სფეროში 10 წლის და მეტი ვადის სამუშაო
გამოცდილება აქვთ, სტიმულირების ღონისძიებას წარმოადგენს „წარმატებული
მუშაობისათვის სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება“.
3. ტყის სფეროში დასაქმებული სხვა პირების მიმართ შესაძლებელია სტიმულირების
ღონისძიების - მადლობის გამოცხადება.
4. საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში
დასაქმებულ პირთა სტიმულირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
თავი XXI. პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კოდექსის დარღვევისათვის
მუხლი 90. პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი
1. პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კოდექსის დარღვევისთვის განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამართალდამრღვევისთვის იურიდიული პასუხისმგებლობის დაკისრება არ
ათავისუფლებს მას ტყისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
ზიანის ანაზღაურების საფუძვლები და წესი განისაღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი XXI
გარდამავალი დებულებანი
მუხლი
91.
ტყითსარგებლობის
ლიცენზიის,
იჯარის
და
მიჩენის
მიზნით
ტყითსარგებლობის და სხვა საკითხების გარდამავალი მოწესრიგება
1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზია
და იჯარა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში მიჩენის მიზნით
სარგებლობისათვის დადებული ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი
მოქმედების ვადის განმავლობაში.
3.
ამ
კოდექსის
ამოქმედებამდე
გაცემული
ტყითსარგებლობის
უფლების
მიმნიჭებელი დოკუმენტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის
განმავლობაში.
4. ელექტროსადგურების, მილსადენების, ელექტრული ქსელების და არსებული
ინფრასტრუქტურის
მოხვედრილ
უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით, მათი
ფართობებზე,
განაკაფის
ზოლის
დასაცავად
დაცვის ზონებში
ხე-მცენარეების
მოჭრა
განახორციელდეს დამატებით ნებართვისა და კომპენსაციის გარეშე.
მუხლი 92. ხე-ტყის დამზადების გარდამავალი მოწესრიგება
1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ფიზიკური პირების ინდივიდუალური
სოციალური ინტერესების გათვალისწინებით ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი
კონკრეტული ტყეკაფის ფარგლებში.
2.
ხე-ტყის
დამზადების
ბილეთი
არის
ტყის
მართვის
ორგანოს
მიერ
მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე სახელობით გაცემული დოკუმენტი, რომელიც მის
მფლობელს ანიჭებს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით ხე-ტყის დამზადების უფლებას.
3. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სიების საფუძველზე, რომელსაც ადგენს
სახელმწიფო
რწმუნებული
ფაქტობრივად
მაცხოვრებელი
წარმომადგენლის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მითითებით.
კომლის
(ოჯახის)
4. ხე-ტყის დამზადების ბილეთის მიღებით დაინტერესებული პირი შესაბამისი
მომსახურებისა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს
წარუდგენს ტყის მართვის ორგანოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ,
მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. ხე-ტყის დამზადების ბილეთი მოიცავს ინფორმაციას: ხე-ტყის დამზადების
ბილეთის ნომრის, ტყეკაფის ნომრის, ტყეკაფის მდებარეობის, დასამზადებელი ტყის
მერქნიანი სახეობის, ხარისხის, მოცულობის შესახებ, ასევე ხე-ტყის დამზადების ბილეთის
მოქმედების ვადის შესახებ.
6. ხე-ტყის დამზადების ბილეთში მოცემულ ვადებში და მოცულობით რესურსის
აუთვისებლობის შემთხვევაში, ხე-ტყის დამზადების ბილეთი უქმდება და მართვის ორგანოს
მიერ გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.
7. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“
დებულების საფუძველზე.
8. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების
ფარგლებში ხე-ტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხე–ტყის დამზადება
ხორციელდება ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მქონე პირის მიერ.
9.
ფიზიკური
პირების
ინდივიდუალური
სოციალური
გათვალისწინებით საშეშე მერქნის დამზადების უფლების გაცემა
ინტერესების
ხე-ტყის დამზადების
ბილეთის საფუძველზე დასაშვებია 2022 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 93. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს ფუნქციონირების გარდამავალი
მოწესრიგება
1. საქართველოს მთავრობა 2022 წლის 1 იანვრამდე ქმნის ამ კოდექსის მე-20 მუხლის
პირველი ნაწილით დადგენილ სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს. ამ ორგანოს შექმნამდე
სახელმწიფო ტყის მართვას ახორციელებს სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტო“ (სახელმწიფო
ტყის მართვის ორგანო) ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ამ კოდექსის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის ამოქმედებამდე განსაკუთრებული
დანიშნულებით
ტყით
სპეციალური
სარგებლობის
უფლების
ფარგლებში
ხე-ტყის
დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხე–ტყის დამზადება და ტრანსპორტირება
შეიძლება განხორციელდეს როგორც ტყის მართვის ორგანოს, ასევე
მხარის მიერ.
დაინტერესებული
მუხლი 94. პროფესიული განათლების გარდამავალი მოწესრიგება
1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დასაქმებული პირი ვალდებულია არაფორმალური
პროფესიული
განათლების
აღიარება
შესაბამისად 2025 წლის ბოლომდე.
მოახდინოს
საქართველოს
კანონმდებლობის
2. თუ კი სატყეო საქმის სპეციალისტად დასაქმებული პირი არ შეასრულებს ამ მუხლის
პირველი ნაწილით დადგენილ ვალდებულებას, ეს გამოიწვევს მისი პროფესიული
საქმიანობის აკრძალვას ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო
მოთხოვნებთან შეუსაბამობის საფუძვლით.
მუხლი 95. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და
ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების გარდამავალი მოწესრიგება
ამ კოდექსის მე-7 თავის ამოქმედებამდე ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტებისა და
განხორციელდეს კანონქვემდებარე
ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება
ნორმატიული აქტის საფუძველზე, რომელსაც
შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს მთავრობა.
მუხლი
96.
კოდექსის
ამოქმედებასთან
დაკავშირებით
მისაღები/გამოსაცემი
ნორმატიული აქტები
1. სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართელოს მთავრობას
დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:
ა) ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“;
ბ) ,,ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ”;
გ) „საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფისა და მართვის წესის შესახებ“;
დ) ,,საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემისა და მონიტორინგის წესის შესახებ";
ე) „ტყის ტერიტორიის საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ";
2.
სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი
კანონქვემდებარე აქტები:
ა) „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის
შესახებ“;
ბ) ,,სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის
დადგენის შესახებ“;
გ) ,,სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“;
დ) ,,ტყის შემქმნელ მერქნიან სახეობათა ნუსხის შესახებ“;
ე) ,,ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“;
ვ)
,,მერქნული
რესურსების
მართვის
ელექტრონული
სისტემის
წარმოების
ინსტრუქციის შესახებ“.
ზ) საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში
დასაქმებულ პირთა სტიმულირების წესი
3. ამ მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების მიღებამდე ძალას
ინარჩუნებს მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, თუ ის არ ეწინააღმდეგება ამ
კოდექსის მოთხოვნებს.
მუხლი
97.
კოდექსის
ამოქმედებასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი
ღონისძიებები
1. ამ კოდესის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდი მიიჩნევა
სახელმწიფო ტყედ და ტყის მიწებად, რომლის საზღვრები დგინდება „სახელმწიფო ტყის
ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს
#299 დადგენილებით.
2.
ამ კოდექსით დადგენილი ტყის განმარტების შინაარსის გათვალისწინებით
სამინისტრომ 2022 წლამდე პერიოდში, ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული ტყის საზღვრების კორექტირება. ტერიტორიისთვის სახელმწიფო
ტყის სტატუსის მინიჭება არ იწვევს მანამდე არსებული ამ ტერიტორიის სასოფლოსამეურნეო გამოყენების მიზნით დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას ან პირობების
შეცვლას. კორექტირების ფარგლებში ამ კოდექსის ამოქმედებამდე ამორიცხულ
ტერიტორიას ტყის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ტერიტორიისთვის
სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი ინტერესი, რაც გახდა მისთვის სტატუსის შეწყვეტის
საფუძველი.
3. ამ კოდექსის მე-12 მუხლის საფუძველზე, 2025 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ უნდა
მოამზადოს და კომისიას წარუდგინოს შუამდგომლობა კერძო საკუთრებაში არსებული
ტერიტორიისათვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ.
4. სამინისტრო 2020 წლის 1 იანვრამდე ქმნის ამ კოდექსის მე-12 მუხლით
გათვალისწინებულ კომისიას და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.
5. სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე ახდენს საქართველოს ტყის დაცვის სფეროში
სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე ამ კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრული
სუბიექტის სამართლებრივ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
6. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებმა 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი უფლებამოსილების
ფარგლებში შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კოდესთან შესაბამისობაში მოყვანა.
თავი XXII დასკვნითი დებულებანი
მუხლი 98. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული საკანონმდებლო
აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 1999
წლის 22 ივნისის№2124-IIს საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტყის კოდექსი“ და 2010
წლის 6 ივლისის №3345-რს საქართველოს კანონი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“.
მუხლი 99. კანონის ამოქმედება
1. საქართველოს ტყის კოდექსი, გარდა
VII თავის, მე-12 მუხლის მე-2-მე-4
ნაწილებისა და 68-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,
2. ამ კოდექსის VII თავი და 68-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2022 წლის 1
იანვრიდან.
3. ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით განსაზღვრული კერძო
საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების
მომწესრიგებელი ნორმები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ტყის კოდექსი“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სატყეო სექტორში არსებული პრობლემები, რომლებიც პირდაპირ აისახება ტყის
მდგომარეობაზე, გამოწვეულია მრავალი ფაქტორით. საქართველოს ეროვნული სატყეო
კონცეფციის მიერ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად დასახელებულია არასრულფასოვანი
საკანონმდებლო ბაზა.
სფეროში მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტები არ შეესაბამება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს; ამ ნორმატიულ აქტებში
არსებული ხარვეზები და კოლიზიები განაპირობებს მათ წინააღმდეგობას როგორც
ერთმანეთთან, ისე ქვეყანაში მოქმედ, სატყეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა
კანონმდებლობასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სატყეო სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ტყის
მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში
ტყეების
რაოდენობრივი
და
ხარისხობრივი
მაჩვენებლების
გაუმჯობესებას,
ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით
მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების
მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას. აღნიშნული მიზნის
მისაღწევად აუცილებელი გახდა საქართველოს ტყის კოდექსის ახალი პროექტის შემუშავება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს
ტყე
არის
ქვეყნისთვის
განსაკუთრებული
ფასეულობის
მქონე
ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს მოიცავს. მას
უდიდესი ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყე არა მხოლოდ
უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს
ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი
სარგებლისა და რესურსების უწყვეტ მიწოდებას.
კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები,
რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა,
მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის
თვისებებისა
და
რესურსების
რაოდენობრივი
და
ხარისხობრივი
შენარჩუნება და გაუმჯობესება. ტყის კოდექსში მოცემული ტყის
მახასიათებლების
მართვის ძირითადი
პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები საფუძვლად უნდა დაედოს ტყის მდგრად
მართვას.
ტყის კოდექსმა უნდა შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი (ლეგიტიმაციის
საფუძვლები) ტყის მართვის სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მისაღებად და
მათი გამართული ფუნქციონირებისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შედგება პრეამბულისა და 22 თავისგან და 99 მუხლისგან:
თავი I ზოგადი დებულებანი
თავი II უფლებამოსილება სატყეო პოლიტიკის, მართვისა და ზედამხედველობის სფეროში
თავი III ტყის აღრიცხვა და დაგეგმვა
თავი IV ტყით საერთო სარგებლობა
თავი V ტყით სპეციალური სარგებლობა
თავი VI სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადება
თავი VII ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის
მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება
თავი VIII პლანტაციური მეურნეობის მოწყობა
თავი IX სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა
თავი X საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი
მიზნით ტყითსარგებლობა
თავი XI თევზის
ტყითსარგებლობა
მეურნეობის
და
სამონადირეო
მეურნეობის
მოწყობის
თავი XII ცხოველთა თავშესაფრის და სანაშენის მოწყობა
თავი XIII ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგების განთავსება
მიზნით
თავი XIV სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა
თავი XV განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობა
თავი XVI ტყის დაცვა
თავი XVII ტყის აღდგენა-გაშენება
თავი XVIII ტყის მოვლა
თავი XIX მეტყევეობის სფეროში შესაბამისი აკადემიური და პროფესიული განათლება
თავი XX მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის დაცვის გარანტიები
თავი XXI გარდამავალი დებულებანი
თავი XXII დასკვნითი დებულებანი
კანონპროექტის პირველ თავში მოცემულია კანონის რეგულირების სფერო და მიზანი,
ტერმინთა განმარტებები.
კოდექსის მიზანია საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი
ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური
თვისებებისა
და
რესურსების
ფუნქციების განსახორციელებლად ტყის
რაოდენობრივი
და
ხარისხობრივი
მახასიათებლების
შენარჩუნება და გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კოდექსი განსაზღვრავს ტყის
მართვის ძირითად პრინციპებ, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ტყის მდგრად მართვას.
კოდექსის
მოწესრიგების
სფეროდ
განისაზღვრა
ტყის
მართვასთან
დაკავშირებული
სამართლებრივი ურთიერთობები. ტყის მართვა არის ერთ-ერთი ცენტრალური ტერმინი,
რომელიც განმარტებულია, როგორც
ტყის სასარგებლო თვისებებისა და რესურსების
გამოყენების, აგრეთვე, ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა დაგეგმვა და
განხორციელება;
კოდექსის პირველ ნაწილში ძირითადი ტერმინების განმარტება ემსახურება კოდექსში
მოცემული ინსტიტუტების ერთგვაროვანი გაგების და პრაქტიკაში გამოყენების მიზნებს.
კოდექსის მოწესრიგების სფეროს განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტყის
ცნება, რომელიც მოიცავს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტყეებს და მათი
რესურსების ერთობლიობას. ტყის რესურსი კი თავის მხრივ განიმარტება, როგორც ტყის
მერქნული და არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტების, ხის
მეორეხარისხოვანი მასალების და ხე-ტყის ნარჩენის ერთობლიობა. კანონპროექტმა უარი თქვა
ტყის ფონდის ცნებაზე და ის შეიცვალა ტყის ცნებით, რომელიც ასევე მოიცავს ტყის მიწებს,
ანუ იმ ფართობებს, რომლებიც ტყის ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ტყის
ცნების განსაზღვრის კრიტერიუმებია მისი
ბუნებრივი მახასიათებელი (ტყის შემქმნელი
მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით დაფარული 0.1 სიხშირის მქონე) და მისი
მოცულობა (მინიმუმ 10 მეტრი სიგანისა და არანაკლებ 0.5 ჰექტარი მიწის ფართობი). ტყის
ცნების ქვეშ მოაზრებულია ქვეტყე, რომელიც არის
მერქნიანი მცენარის ან მცენარეთა
სახეობების ერთობლიობა, რომლებიც არ ქმნის და არსებულ პირობებში ვერ შექმნის კორომის
ზედა საბურველს;
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტყის ახალი განმარტება ეხმიანება პარლამენტის მიერ
დამტკიცებულ ეროვნულ სატყეო კონცეფციას, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს
ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება. გარდა ამისა, ის
შესაბამისობაშია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ
მიღებულ ტყის განმარტებასთან, რაც ხელს შეუწყობს და გაამარტივებს საქართველოს მიერ
ტყეების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგების პროცესს.
იმის
გათვალისწინებით,
რესურსებით
მდგრადი
ტყითსარგებლობას ყოფს
რომ
კოდექსის
სარგებლობის
ერთ-ერთი
ცენტრალური
სამართლებრივი
საკითხია
მოწესრიგება,
ტყის
კოდექსი
ტყის საერთო და სპეციალურ სარგებლობად და ახდენს
თითოეულის განმარტებას. ტყითსარგებლობა არის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის
ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით
ტყის საერთო და სპეციალური სარგებლობის ფარგლებში გამოყენება და მისი ეკონომიკური
და სხვა ღირებულებების მქონე რესურსების მოპოვება, ხოლო ტყით საერთო სარგებლობა
მოიცავს ტყის ბუნებრივი გარემოთი უსასყიდლო სარგებლობას, რომელიც გულისხმობს
პირის უფლებას, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, პირადი მოხმარების
მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და
ხის მეორეხარისხოვანი მასალები, ასევე ფიჩხი. ის, რაც არ ხორციელდება ტყით საერთო
სარგებლობის უფლების ფარგლებში არის ტყით სპეციალური სარგებლობა.
საქართველოს ტყის კოდექსი ემყარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის
რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის(United Nations
Conference on Environment and Development, Rio de Janreir, 1992) მიერ მიღებულ "გარემოსა და
განვითარების რიოს დეკლარაციის", "21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების
პროგრამის - დღის წესრიგ 21-ის" და "ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის
პრინციპების
შესახებ
არასაკანონმდებლო
ვალდებულებათა
განცხადების"
დასკვნით
დოკუმენტების მიერ აღიარებულ მდგრადი განვითარების პრინციპებს.
აღნიშნული
პრინციპის
გათავლისიწნებით
საქართველოს
ტყის
კოდექსის
დამკვიდრებული ტყის მდგრადი მართვა გულისხმობს ტყის გამოყენებას
მიერ
ისეთი
მოცულობით, რომ შენარჩუნებული იქნას მათი ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა,
რეგენერაციის შესაძლებლობა, სიცოცხლისუნარიანობა და მათი პოტენციალი, რათა ახლაც და
მომავალშიც შესრულებულ იქნას ტყის შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და
სოციალური ფუნქციები ლოკალურ, ნაციონალურ და გლობალურ დონეზე და არ გამოიწვიოს
სხვა ეკოსისტემების დაზიანება.
საქართველოს ტყეების მართვა მათი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური
ფუნქციების გათვალისწინებით უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ტყის
მართვის
პროცესში
უნდა
გამოიყენებოდეს
ისეთი
მეთოდები,
რომლებიც
უზრუნველყოფს მისი ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის, თვითაღდგენისა და
სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას;
კოდექსი ემყარება სიფრთხილის პრინციპს ტყის დაცვითი ფუნქციებისა და ეკოლოგიური
წონასწორობის შესანარჩუნებლად, რომლის მიზანია ტყის მართვის დაგეგმვის პროცესში
გათვალისწინებული იქნეს ტყის ფუნქციური დანიშნულება, რათა ტყისგან ერთი სახის
სარგებლის მიღებამ ტყის სხვა ფუნქციური დანიშნულების დეგრადაცია არ გამოიწვიოს;
ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას
ადგილობრივი მოსახლეობის
ინტერესების გათვალისწინება უნდა ეფუძნებოდეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპს.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტყის საერთო სარგებლობა ამ კოდექსით დადგენილ
ფარგლებში, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს ტყის
არასატყეო მიზნით გამოყენებისას უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკომპენსაციო ზომები,
გარდა ამ კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა, რაც წესრიგდება ტყის კოდექსის და
შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.
ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისაგან. ახალი კოდექსის
მიღებას საფუძვლად დაედო „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია. საქართველოს
ტყის
კოდექსის
პროექტით
დადგენილი
წესები
ვრცელდება
საქართველოს
ტყეზე,
მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, გარდა იმ გამონაკლისი რეგულაციებისა, რომელსაც
ადგენს
ეს
კოდექსი.
თბილისის
მუნიციპალიტეტის
განსაკუთრებული
სტატუსის
გათვალისწინებით, მის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტყის მართვასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს ტყის კოდექსის მოქმედება, თუ საქართველოს
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ტყეში სახეობებისა და ჰაბიტატების
დაცვის, აგრეთვე გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სარგებლის სამართლიანი
განაწილების საკითხები წესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, ხოლო
დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს
ეს კოდექსი, თუ კი ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა
რამ არ არის დადგენილი. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ტყით
სპეციალურ
სარგებლობას,
ექვემდებარება
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასებას,
გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“
მოთხოვნათა დაცვით.
რამდენადაც ტყის კოდექსის მიზანია მოაწესრიგოს ტყის დაცვის და ტყითსარგებლობის
საკითხები,
მნიშვნელოვანია
საქართველოს
ტყის
კატეგორიებად
დაყოფა.
ტყეების
მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე კატეგორიებად დაყოფის მიზანია ხელი შეუწყოს
ტყის ეკოლოგიური ფუნქციების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ტყის
ეკონომიკური პოტენციალის მდგრად გამოყენებას და ტყეების სოციალური ფუნქციების
განხორციელებას. ტყის თითოეულ კატეგორიას აქვს საერთო და მათი განმასხვავებელი
ნიშნები. კატეგორიზაციის მიზანია ხაზი გაუსვას მის უპირატეს ამოცანას. საქართველოს ტყე
მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებითა და
მართვის ძირითადი მიზნების მიხედვით იყოფა:
ა) დაცული ტყე;
ბ) დაცვითი ტყე;
გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე;
დ) სამეურნეო ტყე.
დაცული ტყის მართვის ამოცანაა ბიომრავალფეროვნებისა და იშვიათი ან/და საფრთხის ქვეშ
მყოფი სახეობებისა და მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა, რაც თავის მხრივ იყოფა პირველი
კატეგორიის დაცულ ტყედ, რომელზედაც ვრცელდება დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი
დაცული
ტერიტორიების
კანონმდებლობის
მოთხოვნების
საფუძველზე
და
მეორე
კატეგორიის დაცულ ტყედ, რომელიც წარმოადგენს პოტენციურ/სარეზერვო დაცულ
ტერიტორიას,
სადაც
დაცული
ტერიტორიების
ქსელის
გაფართოება
ხორციელდება
საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრული ვალდებულებების
შესაბამისად და გრაფიკით.
დაცვითი
ტყის
კატეგორიის
განსაზღვრულია ტყეების
დაცვითი
ქვეშ
მოქცეულ
ფუნქციების
ტყეში
მართვის
(მარეგულირებელი
ამოცანად
ეკოსისტემური
სერვისების) შენარჩუნება და გაძლიერება.
საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვის კატეგორია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს
ტყის
კურორტოლოგიური
ფუნქციის,
ლანდშაფტებისა
და
ბუნების
კონკრეტული
ელემენტებისა და ტყეში არსებული ისტორიული ძეგლების დაცვაზე, რასაც საქართველოს
რეალობის გათვალისიწინებით აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა.
სამეურნეო ტყის მართვის ამოცანაა ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობა
ტყეების
დაცვითი ფუნქციების შენარჩუნებით.
ტყის
კოდექსის
ძალაში
შესვლა
წარმოშობს
ვალდებულებას,
რომ
ამ
კოდექსით
განსაზღვრული ტყის ცნების ელემენტების გამოყენებით განისაზღვროს საქართველოს ტყის
გეოგრაფიული არეალი. საქართველოს მასშტაბით ტერიტორიისთვის სახელმწიფო ტყის
სტატუსის მინიჭება ხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. აღნიშნული
გადაწყვეტილების მიღების საფუძველია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობა, სააქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
ტყეზე საკუთრების უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.
საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო საკუთრების და კერძო საკუთრების ტყე.
კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას, რომელიც დააკმაყოფილებს ტყის სტატუსის
განმსაზღვრელ კრიტერიუმებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
წარუდგენს მთავრობას კერძო ტყის სტატუსის მისანიჭებლად, კერძო მესაკუთრის
ინიციატივის ან მასთან შეთანხმებით. სამინისტროს შუამდგომლობისა და
დასკვნის
საფუძველზე
საქართველოს
მთავრობა
იღებს
კომისიის
გადაწყვეტილებას
კერძო
საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების
თაობაზე, თუ ტერიტორია ბუნებრივად გატყევდა და აკმაყოფილებს
ამ კოდექსით
განსაზღვრულ ტყის განმარტების მოთხოვნებს.
იმ ტერიტორიაზე, სადაც ფართობი შეადგენს სულ მცირე 5 ჰექტარს და მერქნიან მცენარეთა
საშუალო ხნოვანებამ მიაღწია 20 წელს ტერიტორიას უნდა მიენიჭოს ტყის სტატუსი, ხოლო
თუ ის არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს და კერძო მესაკუთრე დაასაბუთებს
ტერიტორიის მიმართ სხვა მიზნით გამოყენების უპირატეს ინტერესს, ტერიტორიას კერძო
საკუთრების
ტყის
სტატუსი
არ
მიენიჭება.
თუ
კერძო
საკუთრებაში
არსებული
ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის მინიჭება, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მის
მიმართ წარმოშობს შეუსაბამო სოციალურ პასიხისმგებლობას, მესაკუთრე უფლებამოსილია,
საკუთრების
უფლების
შეზღუდვის
ხასიათის
გათვალისწინებით,
სახელმწიფოსგან
მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ტყის კოდექსის პროექტი აწესრიგებს საქართველოს ტყისათვის სტატუსის შეწყვეტის
საკითხს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ტყისადმი მაღალი
საჯარო
ინტერესის
გათვალისწინებით
სტატუსის
შეწყვეტა
უკავშირდება
შემდეგ
პროცედურებს:
- ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ტყისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ იწყება
სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს
დასკვნას პროექტის
განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. შუამდგომლობის მომზადებაზე
უფლებამოსილი,
ასევე,
შეიძლება
იყოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო, რისთვისაც სავალდებულოა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს დასკვნა პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
- თავის მხრივ, ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ტყისთვის სტატუსის შეწყვეტისა
და საზღვრის კორექტირების შუამდგომლობის შესახებ იწყება დაინტერესებული მხარის
განცხადების
საფუძველზე.
შუამდგომლობაზე
გადაწყვეტილება
უნდა
ემყარებოდეს
ალტერნატივების შესწავლას, რაც არის გადაწყვეტილების დასაბუთებულობის კრიტერიუმი,
სადაც უნდა გამოჩნდეს, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატივა მაღალი საჯარო ინტერესის
მქონე საქმიანობის განსახორციელებლად. ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც
საქმიანობა
ექვემდებარება
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასებას,
რამდენადაც
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკვე მოიცავს ალტერნატივების შესწავლას.
- მთავრობის გადაწყვეტილება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ უნდა ეყრდნობოდეს
ინტერესთა ურთიერთგაწონასწორების პრინციპს. თუ კი ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი
აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას
სტატუსის შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ზიანის
კომპენსაციის კონკრეტული ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას.
კანონმდებელი თავად ადგენს ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატეს ინტერსთა ჩამონათვალს:
ა) სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები;
ბ) ბ) 67-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა,
რამდენადაც ეს შეუძლებელია განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობის ფარგლებში
ან/და განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
ტერიტორიას, რომელსაც ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ენიჭება სტატუსი, შესაძლებელია მოეხსნას სტატუსი კანონით დადგენილი
წესების დაცვით.
კოდექსი შეიცავს მნიშვნელოვან დათქმას, რომლის თანახმადაც ტყის სტატუსის შეწყვეტის
შემდეგ თუ აღარ არსებობს ტერიტორიისთვის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი, ტერიტორიას
უბრუნდება ტყის სტატუსი.
საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხდება ტყის კოდექსის მე-12 (სტატუსის მინიჭება)
და მე-13 (სტატუსუს შეწყვეტა) მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებით და „ტყის
ტერიტორიის საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ“ დებულების შესაბამისად,
რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს
მთავრობას.
საქართველოს ტყის კოდექსის პროექტის მიზანი, მიღწეული იქნას ტყის მდგრადი მართვის
ინსტრუმენტების დანერგვა საქრთველოს რეალობაში, შესაძლებელია მიიღწეს პროცესში
საზოგადოების აქტიური მონაწილეობით. ტყის კოდექსი ადგენს საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვალდებულებას საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველოს ტყისა და მისი
რესურსების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.
საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით დაინტერესებულ მხარეს უფლება
აქვს ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიიღოს მონაწილეობა.
პროცესში აღიარებული და მხარდაჭერილია ტყის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთა
იდენტობა და კულტურა, აგრეთვე ტყის მართვის ტრადიციები.
ტყესთან
დაკავშირებულ
სამართლებრივ
ურთიერთობებში
მონაწილე
სახელმწიფო
ორგანოები უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას და
ხელმისაწვდომობას. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების
წესით.
კოდექსის მეორე თავი თავი ახდენს უფლებამოსილებას სატყეო პოლიტიკის, მართვისა
და ზედამხედველობის სფეროში კომპეტენციების გამიჯვნას. გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს
კომპეტენციაა ტყის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა.
სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს ორგანიზაციული მოწყობის ფორმას ადგენს ტყის
კოდექსი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის და თვითმმართველობის დონეზე მართვის
ორგანოების განსაზღვა ხდება შესაბამისი დონეზე. ამ თავში ასევე განსზღვრულია კერძო
საკუთღების ტყის მართვის ორგანოების და კერძო მესაკუთრის უფლებამოსილებები.
სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოა, გარდა დაცული ტერიტორიებისა და ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიებზე არსებული ტყისა, ამ კანონის საფუძველზე და სახელმწიფოს
100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი. მართვის
ორგანოს ასეთი მოდელის არჩევა განპირობებილია იმ გარემოებით, რომ ტყის მართვის
სისტემა არსებითად გადადის მეურნეობის წარმართვის პრინციპზე, რაც, თავის მხრივ,
უკავშირდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. მართვის ეს მოდელი ორგანოს ხდის
მოქნილის და ეფექტიანს, რისი მიღწევაც შეუძლებელია საჯარო სამართლის იურიდიული
პირის ორგანიზაციული მოწყობის პირობებში. ტყის მართვის საჯარო-სამართლებრივი
მიზნის ორგანიზაციული მოწყობის კერძო სამართლის ფორმის გამოყენებით განხორციელება
იძლევა შესაძლებლობას, რომ მართვის ორგანომ მიიღოს ფინანსური შემოსავალი, რაც
მოხმარდება ტყეების მდგრად მართვას. ამასთან, სამინისტროს კომპეტენციაში შედის
სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს საქმიანობაზე სამართლებრივი და დარგობრივი
კონტროლის განხორციელება.
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელწმიფო ტყის მართვის ორგანოს
ქმნის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენობითი ორგანო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტყის მართვის ორგანოს ქმნის და ტყის მართვის გეგმას
ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
კერძო
საკუთრების
ტყის
მართვას
ახორციელებს
ტყის
მესაკუთრე
ან
მისი
უფლებამოდილებით აღჭურვილი პირი.
ტყის კოდექსი ადგენს საქართველოს ტყეზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს,
რომლის თანახმადაც, საქართველოს ტყეში, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მართვაში
არსებული
ტყისა,
კანონმდებლობის
მოთხოვნათა
დაცვაზე
სახელმწიფო
კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მართვის ქვეშ
არსებულ ტყეებში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლს
ახორციელებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო. დაცული ტერიტორიების
ფართობზე არსებული ტყის სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე, ახორციელებს ,,დაცული
ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი
ორგანო.
კოდექსის მესამე თავი აწესრიგებს ტყის აღრიცხვის და დაგეგმვის საკითხებს.
საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა შედგება საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის,
ტყეთმოწყობისა და საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემისაგან.
ტყის ეროვნული აღრიცხვა ტარდება საქართველოს ტყის ტერიტორიაზე სამინისტროს მიერ
10 წელიწადში ერთხელ და მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ტყისა
მდგომარეობისა და მისი მრავალფეროვნების შესახებ. ის ტარდება მუდმივ სანიმუშო
ფართობზე დაკვირვებითა და მონიტორინგით. ტყის ეროვნული აღრიცხვის წესი დგინდება
„საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემისა და მონიტორინგის წესის შესახებ" დებულებით.
ტყეთმოწყობა ტყის მართვის ორგანოს სამოქმედო საზღვრებში ხორციელდება ყოველ 10
წელიწადში ერთხელ. ის უფრო კონკრეტულია და დეტალური ვიდრე ტყის ეროვნული
აღრიცხვა და გულისხმობს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) საქართველოს ტყის საზღვრების დადგენა;
ბ) ტყის შიდასამეურნეო ორგანიზება და ამ ტერიტორიებზე კარტოგრაფიული მასალების
მომზადება;
გ) ტყის მდგომარეობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის
დადგენა;
დ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული
გავრცელების არეალის მქონე მცენარეთა სახეობების გამოვლენა;
ე) ტყის იმ უბნების დადგენა, სადაც შესაძლებელია (საჭიროა) სატყეო-სამეურნეო
ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ღონისძიებათა სახეების, მოცულობებისა ან/და
მეთოდების განსაზღვრა;
ვ) ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ტყის უბნებისათვის კატეგორიებისა და დაცვის
რეჟიმის
მიკუთვნების,
აგრეთვე
ტყის
საზღვრების
დადგენისა
და
კორექტირების
მიზანშეწონილობის განსაზღვრა;
ზ) ტყეში შესაძლო მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება;
თ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევა.
ტყეთმოწყობის მასალები აისახება ტყის მართვის გეგმაში, რომელიც არის ფუნქციური
დაგეგმვის
საფუძველზე
ტყითსარგებლობისა
და
სატყეო-სამეურნეო
ღონისძიებების
განხორციელების სავალდებულო დოკუმენტი. მისი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ
საქართველოს
ტყეებში
ტყით
სპეციალური
სარგებლობა
(გარდა
განსაკუთრებული
დანიშნულებით სარგებლობისა) და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები ხორციელდება მის
საფუძველზე, გარდა სტიქიური უბედურების შემთხვევებისა.
ტყის მართვის გეგმის შედგენა ხდება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემისა და
მონიტორინგის წესის შესახებ" დებულების მოთხოვნების დაცვით.
ტყის იმ ფართობებზე, სადაც ტყეთმოწყობა არ ჩატარებულა და არ არის შედგენილი ტყის
მართვის გეგმა ან/და ღონისძიებებისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული
არსებული ტყის მართვის გეგმით, ტარდება ტყის სპეციალური გამოკვლევა:
ა) ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების პროექტის შედგენისათვის,
აგრეთვე, ტყის პათოლოგიური მდგომარეობის, ტყის რესურსების რაოდენობრივი და
ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენისათვის;
ბ) ტყის რესურსების მართვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად და ტყითსარგებლობის
ღონისძიებების ოპერატიულად განხორციელებისათვის;
კოდექსი
ითვალისწინებს
სპეციალური
გამოკვლევის
საფუძველზე
მრავალწლიანი
(არაუმეტეს 3 წლისა) პერსპექტიული გეგმის შემუშავების შესაძლებლობას. ტყის სპეციალური
გამოკვლევის შედეგები აისახება წლიურ სამოქმედო გეგმაში. ტყის სპეციალურ გამოკვლევას
გეგმავს და ატარებს ტყის მართვის ორგანო.
ტყის მართვის გეგმისა ან/და სპეციალური გამოკვლევის მასალების საფუძველზე დგება
წლიური სამოქმედო გეგმა, რაც დეტალურად აღწერს წლის განმავლობაში დაგეგმილ
ღონისძიებებს. მისი სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაშ, რომ წლიური სამოქმედო
გეგმის დამტკიცებამდე, ტყითმოსარგებლეს ეკრძალება ტყის კომერციული მიზნისთვის
გამოყენება.
საქართველოს
ტყის
საინფორმაციო
და
მონიტორინგის
სისტემა
წარმოადგენს
სისტემატიზირებული დოკუმენტების ერთობლიობას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას
საქართველოს
ტყეზე,
ტყის
დაცვაზე,
აღდგენა-გაშენებაზე,
კვლავწარმოებასა
და
ტყითსარგებლობაზე.
ტყის კოდექსის ამ თავში გათვალისწინებული ტყის მონიტორინგის მიზანია საქართველოს
ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის ასახვა, მისი გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო
ორგანოებისათვის
ანალიზის
შედეგების
მიწოდება და
საქართველოს
მოსახლეობის
ინფორმირება. ტყის მონიტორინგს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ტყის
მართვის
ორგანოები,
კანონმდებლობით
მათი
ტერიტორიული
განსაზღვრული
სხვა
ერთეულები,
უფლებამოსილი
აგრეთვე
საქართველოს
დაწესებულებები
და
ტყითმოსარგებლეები. საქართველოს ტყის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს ტყის
ეროვნული აღრიცხვის საშუალებით მუდმივ სანიმუშო ფართობებზე, რომელთა რაოდენობა,
მოცულობა და ტყის მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვების
პერიოდულობა განისაზღვრება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემისა და მონიტორინგის
წესის“ მიხედვით.
საქართველოს ტყის კოდექსის მეოთხე თავი აწესრიგებს ტყით საერთო სარგებლობის
საკითხებს. საკითხის მოწესრიგება ემსახურება ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი
ინსტრუმენტების დამკვიდრებას. ტყითსარგებლობა არის ზოგადი ტერმინი, რომელიც
მოიცავს ტყის საერთო და სპეციალური სარგებლობის ფარგლებში გამოყენებას.
ტყით საერთო სარგებლობის ცნების ქვეშ ექცევა - ტყის ბუნებრივი გარემოთი უსასყიდლო
სარგებლობა,
რომელიც
გულისხმობს
მოსახლეობის
უფლებას,
იმყოფებოდეს
და
თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის
მერქნიანი მცენარეების პროდუქტები, არამერქნული რესურსები და ფიჩხი(გარდა კერძო
საკუთრების ტყისა), ხოლო ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ხორციელდება
ტყითსარგებლობა, რომელიც არ ხორციელდება ტყით საერთო სარგებლობის უფლების
ფარგლებში ანუ საჭიროებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ უფლების
დამადასტურებელ დოკუმენტს.
ტყის
საერთო
სარგებლობა
უზრუნველყოფს
ტყის
ადამიანების
არსებობისათვის
მნიშნელოვანი ფუნქციის ხელმისაწვდომობას. აღნიშნული უფლება გულისხმობს ყველა
ადამიანის უფლებას იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში დასვენების და
გართობის მიზნით(გარდა კერძო საკუთრების ტყისა). ეს უფლება არ მოიცავს ტყის იმ
რესურსებით
სარგებლობას,
რომლისთვისაც
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულია შესაბამისი უფლების მოპოვების ვალდებულება.
შესაძლებელია
შეიზღუდოს
ტყეში
შესვლის
ან/და
გადაადგილების
უფლება
ტყის
მესაკუთრის ან მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით მხოლოდ ტყის კოდექსის პროექტით
გათვალისიწნებული საფუძვლებით. ტყეში შესვლის და გადაადგილების შეზღუდვა
ექვემდებარება ტერიტორიაზე საინფორმაციო ნიშნების განთავსებით მოწესრიგებას.
ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების
გათვალისიწნებით, ხოლო მეორე მხრივ, ტყეში გადაჭარბებული ძოვების (გადაძოვების)
პრაქტიკით გამოწვეული უარყოფითი შდეგების გათვალისწინებით კოდექსი ადგენს
სახელმწიფო
ტყეში
საქონლის
საძოვებლად
შესაბამისი
ტერიტორიების
გამოყოფის
ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყის ფუნქციური დანიშნულებისა და
მდგომარეობის გათვალისწინებით ეს შეუძლებელია. ტყეში საქონლის ძოვების ადგილების
გამოყოფა და კვოტების დადგენა ხორციელდება ტყის მართვის გეგმის საფუძველზე.
საქონლის
ძოვებისათვის
გამოყოფილ
ტერიტორიაზე
უნდა
განთავსდეს
შესაბამისი
საინფორმაციო ნიშანი.
ტყეში დასვენებისა და გართობის ინტერესის გათვალისიწინებით ტყეში ცეცხლის დანთება
დასაშვებია საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, სადაც უნდა განთავსდეს
შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.
ტყის კოდექსის პროექტი უშვებს მართვის ორგანოს მიერ ტყის გაწმენდის მიზნით ტყის
მავნებელი დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული
მერქნული რესურსების ნარჩენების დაწვას ტყის მიწის ფარგლებში. აღნიშნული არის
საგამონაკლისო დაშვება, როდესაც ამას ითხოვს ტყის მავნებელი დაავადებებისაგან დაცვის
უპირატესი ინტერესები. აღნიშნული ნებადართულია იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს
საფუძველი დასკვნისთვის, რომ შერჩეული ტერიტორია, სადაც ეს ღონისძიება არ შეუქმნის
საფრთხეს ტყეს, არ გააუარესებს ნიადაგის ხარისხს ან არ შექმნის ტყეში ხანძრის გაჩენის
საშიშროებას.
ტყით საერთო სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფო ტყეში ტყის არამერქნული
რესურსების, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ფიჩხის თავისუფალ
ხელმისაწვდომობას პირადი მოხმარების მიზნით. იმ მოცულობით, რაც აუცილებელია
მოსახლეობის სოციალური ინტერესების და ტყის საერთო სარგებლობის უფლების
რეალიზაციისთვის.
ტყით
საერთო
სარგებლობის
უფლება
მოიცავს
ამ
უფლებით
მოსარგებლე
პირის
ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე, ხოლო ისეთი ქმედების
გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ზიანს აყენებს ბუნებრივ გარემოს, აცნობოს შესაბამის
უფლებამოსილ ორგანოებს. დაუშვებელია ტყით საერთო სარგებლობის უფლების მქონე
პირის მიერ საკუთარი ინიციატივით ტყეში ინვაზიური და გენეტიკურად მოდიფიცირებული
სახეობების დარგვა, შხამ-ქიმიკატებისა და ტყის დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება.
საქართველოს ტყის კოდექსის პროექტის მეხუთე თავი აწესრიგებს ტყის სპეციალური
სარგებლობის
საკითხებს.
განსაზღვრულია
ტყითსარგებლობის
სახეები,
რომელიც
ხორციელდება ტყის მდგრადი მართვის ინტერესების გათვალისიწნებით. საქართველოს
ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის შემდეგი სახეები:
ა) სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადება;
ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის
მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;
გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;
დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;
ე) საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით
სარგებლობა;
ვ) სამონადირეო მეურნეობისა და თევზის მეურნეობის მოწყობა
ზ) ცხოველთა თავშესაფრის და სანაშენის მოწყობა;
თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;
ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა.
კ) განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობა;
ტყის მერქნითი რესურსების არასწორი და უკანონო ექსპლუატაცია სერიოზული საფრთხის
ქვეშ
აყენებს
მდგრად
ვალდებულება,
რომ
მეტყევეობას.
აღნიშნულის
ტყითსარგებლობა
გათვალისწინებით
ემყარებოდეს
დაგეგმვას.
დადგენილია
ტყითსარგებლობის
დაგეგმვისთვის დგება ტყის მართვის ან/და წლიური სამოქმედო გეგმა. ტყითსარგებლობის
დაგეგმვისას უპირატესობა ენიჭება გრძელვადიან ტყითსარგებლობას და კომპლექსურ
ტყითსარგებლობას,
რომელიც
ერთდროულად
ითვალისწინებს
რამოდენიმე
სახის
ტყითსარგებლობას. ტყითსარგებლობის დაგეგმვისას რეკომენდებული უნდა იქნეს ისეთი
მეთოდების
გამოყენება,
რომლებიც
ზიანს
არ
აყენებს
გარემოსა
და
მისი
ბიომრავალფეროვნების მდგრადობას, ცხოველთა სამყაროს, ისტორიულ-კულტურულ და
ბუნების ძეგლებს.
ტყის კოდექსით გათვალისიწნებული ტყითსარგებლობის ყველა სახე დასაშვებია
სამეურნეო ტყეში. დაცულ ტყეში დასაშვებია ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება, სამეცნიეროკვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა და განსაკუთრებული დანიშნულებით
სარგებლობა
(გარდა
წიაღის
შესწავლა/მოპოვებისა).
დაცვით
ტყეებში
დასაშვებია
ტყითსარგებლობის ყველა სახე, გარდა სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადებისა და წიაღის
მოპოვებისა. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყითსარგებლობის ყველა სახე,
გარდა სამეურნეო ჭრით ხე-ტყის
დამზადებისა. ტყეში სამონადირეო და თევზჭერის
მეურნეობის მოწყობის სამართლებრივი მოწესრიგება ხდება ნადირობის და თევზჭერის
მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.
აკრძალულია
ტყით
სპეციალური
სარგებლობა
უფლების
დამადასტურებელი
დოკუმენტის გარეშე. ტყითსარგებლობა მერქნის და ტყის არამერქნული რესურსების,
მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების
მიზნით ხორციელდება მხოლოდ ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მდგრადი მართვის
მიზნებიდან გამომდინარე ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და
ტყის მართვის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად. ფიზიკური პირების მიერ ხეტყის დამზადება ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ გაცემული ბილეთის
საფუძველზე.
ტყის კოდექსის მეექვსე თავი აწესრიგებს სპეციალური სარგებლობის ერთ-ერთ სახეს
სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადებას, რომელიც არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიება
მერქნის მოპოვების მიზნით. ხე-ტყის დამზადების ცნება გულისხმობს ზეზემდგომი ხის
მოჭრას, დახარისხებას და ტყიდან გამოტანას (ტრანსპორტირებას).
ტყის რესურსით სარებლობის ინტერესის გათვალისწინებით კოდექსი უშვებს მერქნის
მოპოვების მიზნით ჭრას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია მერქნის
თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისათვის
ზიანის მიუყენებლად.
მერქნის მოპოვების მიზნით ჭრა ხორციელდება ტყის სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების
შენარჩუნების უზრუნველყოფით, კერძოთ:
ა. მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში. ძირითადად იჭრება მწიფეზე უხნესი ხეები, რაც ხელს
უწყობს კორომის გაახალგაზრდავებას (გაჯანსაღებას).
ბ.
36 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, სადაც ხე-ტყის დამზადებისას სიხშირე არ
შეიძლება დაყვანილი იყოს 0,5-ზე ქვემოთ.
საქართველოს ტყეებში მერქნის მოპოვება ხდება ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე
ამორჩევითი ჭრის მეთოდის გამოყენებით. ტყიდან მიღებული მერქნის მოცულობა ჭრის
განმეორების
პერიოდის
გათვალისწინებით
არ
უნდა
აღემატებოდეს
ტყის
პროდუქტიულობას/შემატებას.
კოდექსი ასევე უშვებს პირწმინდა ჭრას, რაც გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის
ტერიტორიაზე არსებულ მერქნიან სახეობათა ხეების ერთდროულ (პირწმინდა) მოჭრას,
რომელიც ხორციელდება კოლხეთის დაბლობის ტყეებში და პლანტაციურ მეურნეობაში,
ასევე აკაციის კორომებში 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, კოდექსით დადგენილი
შეზღუდვების გათვალისწინებით.
ხე-ტყის დამზადება ხდება საანგარიშო ტყეკაფის ფარგლებში, რისი გაზრდა ან შემცირება
დაიშვება სამინისტროს მიერ ტყეთმოწყობის მასალების, ტყეების დაცვის რეჟიმის,
კატეგორიების და სხვა ისეთი პირობების შეცვლისას, რომლებიც გავლენას ახდენს ტყეების
მდგომარეობაზე.
ტყის მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადებას ახორციელებს ტყის მართვის ინტერესებიდან
გამომდინარე ამ კოდექსის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
კოდექსი
გარდამავალ
პერიოდში
ითვალისწინებს
ხე-ტყის
დამზადებას
ბილეთის
საფუძველზე, რომელიც გაიცემა ფიზიკური პირების ინდივიდუალური სოციალური
ინტერესების გათვალისწინებით (ე.წ. „სოციალური ჭრა“) ტყის მართვის ორგანოს მიერ
გამოყოფილი კონკრეტული ტყეკაფის ფარგლებში. ხე-ტყის დამზადების ბილეთი არის ტყის
მართვის
ორგანოს
მიერ
მუნიციპალიტეტის
მოსახლეობაზე
სახელობით
გაცემული
დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს ხე-ტყის დამზადების უფლებას.
ტყის კოდექსის მეშვიდე თავით მოწესრიგებული სპეციალური სარგებლობის ერთერთი სახე. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით
ტყითსარგებლობა ხორციელდება ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე,
რაც
გულისხმობს რესურსების ხელმისაწვდომობას კომერციული მიზნით. ტყითსარგებლობის
მიზანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტყის მდგრადი მართვის ინტერესებს.
ტყის კოდექსის მერვე თავი აწესრიგებს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით
ტყითსარგებლობის საკითხს, რომელიც ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ ტყის მართის
მიზნებიდან გამომდინარე ან დაინტერესებულ პირებზე სამეწარმეო მიზნით ფართობის
იჯარით გაცემის ფორმით. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზანია გრძელვადიანი
ტყითსარგებლობის უფლების ფარგლებში ტყის მიწაზე მერქნიან სახეობათა გაშენების გზით
ეროზიული და მეწყრული პროცესების შეჩერება, ტყის ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდა
და ბუნებრივ ტყეზე ზიანის მიუყენებლად მერქნული რესურსებისა და მერქნიანი
მცენარეების პროდუქტების მოპოვება.
პლანტაციური მეურნეობისთვის ფართობის შერჩევა ხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის
მართვის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ტყის მართვის ორგანოს ადგენს
პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტს და პერსპექტიულ გეგმას, რომელიც დგება
„ტყის მოვლის, აღდგენისა და დაცვის წესის შესახებ” დებულების საფუძველზე.
ტყის კოდექსის მეცხრე თავი აწესრიგებს ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის
ინტერესებიდან გამომდინარე ან ტყის ფართობის გაცემაზე
დაინტერესებული პირის
განცხადების საფუძველზე ტყის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის საკითხს.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა გულისხმობს ტყის მიწების გამოყენებას სათიბად,
საძოვად, ფუტკრის დროებითი სადგომებისა და სხვა დამხმარე სათავსოს მოსაწყობად.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა ხორციელდება იმ ფორმებითა და მეთოდებით,
რომლებიც არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის ფართობის შერჩევა ხდება ტყის მართვის
ორგანოს მიერ ტყის მართვის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის
საფუძველზე.
ტყის კოდექსის მეათე თავი აწესრიგებს ტყის საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა
კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის საკითხს. აღნიშნული მოიცავს ამ
უფლების განსახორციელებლად აუცილებელი შენობა-ნაგებობების, მათ შორის, კვების
ობიექტების და დამხმარე სათავსების აშენებას, მოწყობილობებისა და სპორტული
ინვენტარის დამონტაჟებას შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
საკურორტო, სარეკრეაციო, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით
სარგებლობა ხორციელდება პერსპექტიული გეგმის საფუძველზე. ტყის ფართობის შერჩევა
ხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან
სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.
ტყის კოდექსის მეთერთმეტე თავი აწესრიგებს თევზის მეურნეობის ან სამონადირეო
მეურნეობის
მოწყობის
მიზნით
ტყის
ტერიტორიის
გაცემის
საკითს,
რაც
ხდება
ტყითსარგებლობაზე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის
ორგანოს ინიციატივით დაწყებული ადმინისტრცაიული წარმოების ფარგლებში.
კოდექსის პროექტის მეთორთმეტე თავით მოწესრიგებული საქმიანობა ხორციელდება
ცხოველთა სახეობების შენარჩუნების ან გამრავლების და შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
თავშესაფრისა და სანაშენე მეურნეობის მოწყობისათვის ტერიტორიის შერჩევა ხდება ისე, რომ
სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება, ხოლო მოსაშენებელ ცხოველთა სახეობამ არ
უნდა მოახდინოს ტყის ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედება. იკრძალება ინვაზიური
სახეობების გამოყენება.
ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება ხის
(ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 20 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით; დასაშვებია ბუჩქნარისა და
ქვეტყის პირწმინდად ჭრა ფართობის 20%-მდე. ფართობის შერჩევა ხდება ტყის მართვის
ორგანოს მიერ ტყის მართვის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე.
ტყის კოდექსის პროექტის მეცამეტე თავი უშვებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების
სახაზო ნაგებობის განთავსებას ტყეში კავშირგაბმულობის სისტემის გაფართოებისა და
სრულყოფისათვის.
ფართობზე
კავშირგაბმულობის
საკომუნიკაციო
ნაგებობების
განთავსებამ
არ
უნდა
გამოიწვიოს ტყისთვის ზიანის მიყენება.
ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების, მათ შორის, მისასვლელი გზების მოწყობისათვის
აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 20 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. თუ
აღნიშნული ნაგებობის განთავსებისთვის სხვა ფართობის ალტერნატივა არ არსებობს,
დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა არაუმეტეს ფართობის 20%-ისა.
ადმინისტრაციული წარმოება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის
განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად იწყება დაინტერესებული პირის
განცხადების საფუძველზე.
ტყის მართვის ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება ადმინისტრაციული
ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების წესს ადგენს ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“
დებულება.
ტყის კოდექსის მეთოთხმეტე თავით მოწესრიგებული ტყის სამეცნიერო კვლევითი და
სასწავლო მიზნით სარგებლობა გულისხმობს საქმიანობის განხორციელებას სამეცნიერო და
პედაგოგიური ავტონომიურობის და აკადემიური პატიოსნების პრინციპის დაცვით. ტყის
მართვის ორგანოს მხრიდან აღნიშნული საქმიანობის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ
საქართველო კანონმდებლობის საფუძველზე ტყის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა ხორციელდება ტყისთვის ზიანის
მიყენების გარეშე.
ტყის კოდექსის მეთხუთმეტე თავით მოწესრიგებული განსაკუთრებული დანიშნულებით
ტყითსარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:
ა)
განსაკუთრებული
პროექტების
სახელმწიფოებრივი
განხორციელებისათვის,
ან
საზოგადოებრივი
წყალმომარაგებისა
მნიშვნელობის
და
წყალარინების
ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, ელექტროსადგურების, მილსადენების, ნავთობისა და
გაზის რესურსებით სარგებლობისათვის და ბუნებრივ რეზერვუარში მოწყობილი გაზის
საცავით სარგებლობისათვის, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრო
ქსელებისა და არხების მშენებლობისათვის/ფუნქციონირებისათვის ან ამისათვის საჭირო
საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის;
ბ) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისთვის;
გ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისათვის და ბუნებრივ რეზერვუარში
მოწყობილი გაზის საცავით სარგებლობისათვის;
დ)
კულტურული
(რეაბილიტაციისათვის),
მემკვიდრეობის
არქეოლოგიური
ძეგლების
სამუშაოების,
რეკონსტრუქციისათვის
არქეოლოგიური
დაზვერვის,
არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის;
ე) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, არსებულ ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი
სამუშაოების განხორციელებისას.
ტყის განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე
გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს მართვის ორგანო.
ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს და დაინტერესებული
მხარის ჩართვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით
უზრუნველყოფს მართვის ორგანო. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის საფუძველზე მართვის ორგანო დაინტერესებულ პირთან დებს ადმინისტრაციულ
ხელშეკრულებას ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ წიაღის შესწავლა/მოპოვების მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით
ტყით
სპეციალური
სარგებლობის
უფლების
მინიჭების
პროცედურები
დგინდება
,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებითა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებით“.
განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობის უფლების ფარგლებში ხე-ტყის დამზადების
აუცილებლობის შემთხვევაში ხის (ხეების) მოჭრა (სპეციალური ჭრებით ხე–ტყის დამზადება)
და ტრანსპორტირება ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ დაინტერესებული მხარის
დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
კოდექსის მეთექვსმეტე თავი ეთმობა, საქართველოს ტყის კოდექსის მოწესრიგების სფეროს
ერთ-ერთი ცენტრალური საკითხის - საქართველოს ტყის დაცვის მოწესრიგებას. ტყის დაცვის
ღონისძიებების
განსაზღვრა
ემსახურება
ტყის
ძირითადი
ფუნქციების
შესრულების
უზრუნველყოფას. ტყის დაცვა გულისხმობს მის დაცვას ხანძრებისგან, მავნებლებისა და
დაავადებებისაგან,
ტყითსარგებლობისა
და
სხვა
ღონისძიებების
განხორციელების
დადგენილი წესების დარღვევებისაგან, უკანონო ჭრებისგან, სანიტარიული მდგომარეობის
გაუარესებისაგან და სხვა უარყოფითი ანთროპოგენული ზემოქმედებისაგან.
ტყის დაცვის ღონისძიებები არის ტყის მართვის გეგმის შემადგენელი ნაწილი. ტყის დაცვის
ღონისძიებებს გეგმავს და ახორციელებს ტყის მართვის ორგანო ან მისი ზედამხედველობით
შესაბამისი პირები.
ტყის
მდგომარეობის,
ტყის
პრიორიტეტული
ფუნქციური
დანიშნულების
და
სხვა
ღირებულებების მიხედვით დგინდება ტყის დაცვის საერთო ან განსაკუთრებული რეჟიმი.
ტყის კოდექსის მეჩვიდმეტე თავით წესრიგდება ტყის აღდგენა-გაშენების საკითხები. ის ტყის
მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც არის სატყეო-სამეურნეო
ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ნიადაგის დაცვა ქარისმიერი,
წყლისმიერი და სხვა ეროზიული პროცესებისგან, აგრეთვე ტყის სახეობრივი შემადგენლობის,
პროდუქტიულობის, დაცვითი და სხვა სასარგებლო ფუნქციების გაუმჯობესება ტყით
დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირისა და წარმადობის კორომებში ტყის აღდგენაგაშენების გზით.
ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს, არსებული საშუალებების გათვალისწინებით, ტყის
მართვის გეგმის ან/და სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე ყოველწლიურად გეგმავს
ტყის მართვის ორგანო. აღნიშნული გეგმის საფუძველზე კონკრეტული ტერიტორიისთვის
დგება ტყის აღდგენა-გაშენების პროექტი.
ტყის აღდგენა-გაშენების მიზნით შეიძლება შემუშავებული იქნეს სპეციალური სახელმწიფო
პროგრამა.
ტყის აღდგენა-გაშენების პროექტს ამტკიცებს და მის განხორციელებაზე კონტროლს
ახორციელებს ტყის მართვის ორგანო.
ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება თესვით, დარგვით ან/და ბუნებრივი განახლების
ხელშეწყობით. ტყის ფართობების დეგრადაციის შეჩერებისა და მოსალოდნელი ზიანის
თავიდან აცილებისთვის, ტყის აღდგენა-გაშენებისთვის საჭირო ქმედებები ხორციელდება
არაუგვიანეს სამი კალენდარული წლისა, მას შემდეგ, რაც ბუნებრივი, ანთროპოგენული
პროცესების ან/და უკანონო ქმედების შედეგად წარმოიშვა ტყის გამეჩხერებული ადგილები
ან/და ღია ფართობები. ფართომასშტაბიანი ზიანის (5 ჰექტარი და მეტი) პირობებში, როდესაც
შეუძლებელია ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელება სამი კალენდარული
წლის პერიოდში, ტყის აღდგენა-გაშენების ვადის ათვლა დაიწყება იმ დროიდან, როდესაც
დასრულდება ფართომასშტაბიანი ზიანის გამომწვევი გარემოებების ზემოქმედება და
მოხდება აღსადგენი ტერიტორიის გაწმენდა.
თუ ტყის განახლება მიმდინარეობს ბუნებრივი მოთესვით ან ამონაყრით, რაც პერსპექტივაში
წარმოშობს საფუძველს, რომ აღსადგენი ტერიტორია გატყევდება, ტყის აღდგენა უნდა
განხორციელდეს ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის გზით.
ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები ჩაითვლება დასრულებულად, თუ აღსადგენ
ფართობზე არსებობს მოზარდ-აღმონაცენის ან/და ნერგების შესაბამისი რაოდენობა და არ
არსებობს მათი ზრდა-განვითარებისთვის შემაფერხებელი გარემოება.
ტყის
აღდგენა-გაშენების
გზით
მაღალპროდუქტიული,
მიზნობრივი
ტყეების
ან/და
პლანტაციების შექმნის საფუძველს წარმოადგენს სატყეო მეთესლეობა.
უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტყის მერქნიანი სახეობების
თესლების დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, რეალიზაციასა და გამოყენებას.
ტყის კოდექსის მეთვრამეტე თავი ადგენს ტყის მოვლის ღონისძიებებს, რომლის მიზანია ტყის
ფუნქციების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ტყის მოვლის ღონისძიებების დაგეგმვასა და
განხორციელებაზე პასუხისმგებელია ტყის მართვის ორგანო.
ტყის კორომთა ხნოვანების, ფუნქციური დანიშნულებისა და მდგომარეობის მიხედვით
ხორციელდება მოვლითი ღონისძიებები, რომელიც მოიცავს მოვლით, სანიტარიულ და
სარეკონსტრუქციო ჭრებს.
მოვლითი ჭრები ხორციელდება 0,7 და მეტი სიხშირის მომწიფარ ხნოვანებამდე კორომებში
და მიზნად ისახავს შესაბამისი ხეების ამორჩევით მოჭრის შედეგად განსაზღვრული
ადგილისთვის დამახასიათებელი ძვირფასი და მეურნეობისთვის სასურველი სახეობის
ხეების ფართობის ერთეულზე თანაბარ განაწილებას, მათთვის განათების უზრუნველყოფას,
აგრეთვე, ღეროსა და ვარჯის სრულყოფილად ფორმირებისთვისა და მერქნის შემატების
ზრდისთვის პირობების შექმნას (გაუმჯობესებას).
სანიტარიული ჭრა არ განეკუთვნება ტყის სისტემურ ჭრებს, იგი სატყეო-სამეურნეო
ღონისძიებაა, რომლის მიზანია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება და
გულისხმობს განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დადგენილ ვადებში ხმელი, ძლიერ ფაუტი
(ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას და ტყიდან გამოტანას,
აგრეთვე, სტიქიის შედეგად მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან გამოტანას.
სანიტარიული ჭრების ჩატარებისას თუ მოსალოდნელია კორომის სიხშირის 0,3-ზე დაბლა
დაყვანა,
ჭრა
დაიშვება
მხოლოდ
განსაკუთრებული
აუცილებლობისას,
სათანადო
დასაბუთების საფუძველზე და კომპლექსური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში.
სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება განსაზღვრული ადგილისათვის ნაკლებადღირებული
და დაბალი წარმადობის კორომებში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის,
აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით და ითვალისწინებს არასასურველი
ხეების ან/და მარადმწვანე ქვეტყის მოჭრას, ჭრის შედეგად გათავისუფლებულ ფართობზე
ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას ან/და ტყის კულტურების გაშენებას.
რეკრეაციული დანიშნულების ტყეებში სარეკონსტრუქციო ჭრები შეიძლება განხორციელდეს
ლანდშაფტის (ღია, დახურული, ნახევრად დახურული) ფორმირებისთვის.
ტყის კოდექსის მეცხრამეტე თავი აწესრიგებს მეტყევეობის სფეროში შესაბამისი აკადემიური
და პროფესიული განათლების საკითხებს. ტყის მართვის ორგანოს ავალდებულებს
უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე
პირების სავალდებულო მონაწილეობა.
მეტყევე არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და
საქართველოს შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე იმყოფება შრომით ურთიერთობაში
ტყის მართვის ორგანოსთან.
უფლებამოსილი პირის მიერ მეტყევის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს
მეტყევის სამოქმედო ტერიტორია და მისი უფლებამოსილებები.
სატყეო საქმის სპეციალისტიარის პირი, რომელიც მეტყევის ზედამხედველობის ქვეშ
ახორციელებს სამუშაოებს ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის მიზნით, აგრეთვე
ახორციელებს ტყის მერქნული (ხე-ტყის) და არამერქნული რესურსების, ტყის მერქნიანი
მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებას.
მეტყევეს
და
სატყეო
საქმის
სპეციალისტს
საკუთარი
განხორციელებისას უნდა ეცვას შესაბამისი სპეციალური ტანსაცმელი.
უფლებამოსილებების
მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სამსახურებრივი ტანსაცმლისათვის წაყენებული
სპეციალური მოთხოვნები და შრომის უსაფრთხოების წესები დგინდება მინისტრის
დებულებით ,,ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის
შესახებ“, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში - ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მეტყევე შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება (სულ მცირე
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი).
სატყეო საქმის სპეციალისტი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ფორმალური ან
არაფორმალური პროფესიული განათლება, რომელიც აღიარებულია კანონმდებლობის
შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ტყის კოდექსით, პროფესიული განათლების შესახებ
საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის რანგირებას და შესაბამის საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს ადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დებულებით
,,ტყეში
დასაქმებული
პირების
თანამდებობათა
რანგირებისა
და
საკვალიფიკაციო
მოთხოვნების დადგენის შესახებ“, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული დებულება.
კოდექსის მეოცე თავი ეხება მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის დაცვის გარანტიებსა
და სოციალური დაცვის საკითხებს. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სოციალურ
დაცვას უზრუნველყოფს ტყის მართვის შესაბამისი ორგანო ითვალისწინებს მეტყევის
სტიმულირების ღონისძიებებს.
ტყის კოდექსის ოცდამეერთე თავი განსაზღვრული გარდამავალი დებულებები აღწერს იმ
საკითხებს, რომელი ინარჩუნებს ძლას გარდამავალ პერიოდში და ახდენს საკანონმდებლო
აქტების ჩამონათვალს, რომელიც უნდა გამოიცეს.
ტყის კოდექსი ოცდამეორე თავი ადგენს, რომ ამ კანონის დასკვნით დებულებებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
საქართველოს
მთავრობის
2018
წლის
22
მაისის
N1124
განკარგულებით
დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა
2017-2021 წწ. სამოქმედო გეგმის მე-8 ნაწილში ითვალისწინებს საქართველოს კანონის
„საქართველოს ტყის კოდექსის“ მიღების ვალდებულებას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, გარდა ცალკეული მუხლებისა, რომელთა
ძალაში შესვლის თარიღი განისაზღრა სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს შექმნისათვის
საჭირო პერიოდის გათვალისწინებით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.
კანონპროექტის მე-20 მუხლით გათვალისწინებულია ტყის მართვის ორგანოს მიერ კერძო
სამართლის იურიდიული პირის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ტყის მართვის ორგანოს
საშუალება
ექნება
არსებითად
გადავიდეს
სამეწარმეო
საქმიანობაზე.
აღნიშნულის
გათვალისწინებით, ერთი მხრივ, ტყის მართვის ორგანოს მიეცემა საკუთარი შემოსავლების
ზრდისა
და
მიღებული
შემოსავლების
სატყეო-სამეურნეო
ღონისძიებების
განხორციელებისათვის რეინვესტირების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკური
საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ზრდას მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. პირველსავე საბიუჯეტო წელს, ახალი მართვის ორგანოს მიერ
სხვადასხვა გადასახდელის სახით (საშემოსავლო, მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსით
სარგებლობისთვის,
დღგ,
მოგება,
ქონების
გადასახადი)
ნაერთ
ბიუჯეტი
მიიღებს
დაახლოებით 20 მლნ ლარის საბიუჯეტო შემოსულობებს, რომლის მოცულობა შემდეგ
პერიოდში გაიზრდება ყოველწლიურად და 2023 წელს მიმდინარე ღირებულებით 34,6 მლნ
ლარს მიაღწევს. ახალი მართვის ორგანოს მოცემული შემოსავლების ფორმირება ძირითადად
განხორციელდება ხე-ტყის (სამასალე და საშეშე მერქანი) დამზადება-რეალიზაციის შედეგად
(იხ. დიაგრამა №1).
შემოსულობები
ახალი მართვის
შემოსულობები
ორგანოს შექმნით,
ახალი მართვის
2020, 26
ორგანოს შექმნით,
2019, 20
შემოსულობები
ახალი მართვის
ორგანოს შექმნით,
2021, 29
შემოსულობები
ახალი მართვის
ორგანოს შექმნით,
2022, 33
შემოსულობები
ახალი მართვის
ორგანოს შექმნით,
2023, 35
შემოსულობები შემოსულობები
შემოსულობები
შემოსულობები
შემოსულობები
სსიპ-ის მიმდინარე
სსიპ-ის მიმდინარე სსიპ-ის მიმდინარე სსიპ-ის მიმდინარე სსიპ-ის მიმდინარე
4
2023, 4
პრაქტიკით, 2019, 4 პრაქტიკით, 2020, 4 პრაქტიკით, 2021, 4 პრაქტიკით, 2022, პრაქტიკით,
შემოსულობები ახალი მართვის ორგანოს შექმნით
შემოსულობები სსიპ-ის მიმდინარე პრაქტიკით
დიაგრამა 1. მოსალოდნელი შემოსულობების მოცულობა 2019-2023 წწ. (მლნ ₾ლ, 5 წელი,
8% დისკ.)
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ხე-ტყის დამზადების სპეციალური
ლიცენზიის გაუქმებას,
რაც გავლენას ვერ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან 2012 წლიდან ახალი ლიცენზიები აღარ გაცემულა. 2006-2012 წლებში გაიცა 5, 10 და
20 წლიანი 70-მდე ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია საერთო ფართობით 166 654
ჰა. დღესდღეობით დარჩენილია 38 ლიცენზიის მფლობელი, რომლებზეც ეს კანონი არ
გავრცელდება და ისინი საქმიანობას გააგრძელებენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე არსებული
პირობებით. არსებული ლიცენზიანტები დღეისათვის მოსაკრებელს იხდიან დამზადებული
ხე-ტყის მოცულობის მიხედვით, რაც შედის შესაბამის მუნიციპალურ ბიუჯეტში. ეს რეჟიმი
გაგრძელდება კანონის ამოქმედების შემდეგაც, ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე (2028
წლამდე). გამომდინარე იქედან, რომ 2012 წლიდან აღარ გაცემულა ხე-ტყის დამზადების
სპეციალური ლიცენზია,
იმის გაანგარიშება, თუ რა რაოდენობის შემოსავალი შეიძლება
მიეღო ბიუჯეტს ახალი ლიცენზიების გაცემით შეუძლებელია, ვინაიდან სააუქციონო ფასი
დგინდება ინდივიდუალურად, ფართობის მიხედვით და შეიძლება ვაჭრობის შედეგად
შეიცვალოს. ამასთან, ლიცენზიის გაცემისთვის აუცილებელია სალიცენზო ფართობზე
ჩატარებული იყოს ტყეთმოწყობა (ტყის ინვენტარიზაცია), რომლის საფუძველზეც დგინდება
დასამზადებელი ხე-ტყის მოცულობა. დღეისათვის ინვენტარიზაციის პროცესი დაწყებულია,
თუმცა მოიცავს მეთელი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილს. შესაბამისად, სრული
ინვენტარიზაციის დასრულებმადე შეუძლებელია იმის გაანგარიშება, თუ რა რაოდენობის
შემოსავალი შეიძლება მიიღოს ბიუჯეტმა ხე-ტყის დამზადებით.
ამასთან, ახალი კანონპროექტი ადგენს სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის
დამზადებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად ტყის მართვის ორგანოს, რომელიც სახელმწიფო და
ადგილობრივ
ბიუჯეტში
გადაიხდის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
გადასახადებს (დღგ, მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი,
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი). სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ
მხოლოდ 2018 წელს გადასახადების სახით დაახლოებით 2 400 000 ლარი გადაიხადა.
გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია ბიუჯეტზე დადებითი გავლენა შემოსავლების
გაზრდის თვალსაზრისით. ვინაიდან, ხე-ტყის დამზადების ფუნქცია მთლიანად გადადის
მართვის ორგანოზე, რის შედეგადაც 10 წლიან პერიოდში სახელმწიფოს მიერ მიღებული
საბიუჯეტო შემოსულობების ჯამური მოცულობა სავარაუდოდ 284 მლნ ლარს მიაღწევს, მაშინ
როცა სსიპ-ის შემთხვევაში ის 38 მლნ ლარს არ გასცდება (იხ. დიაგრამა №2). აღსანიშნავია, რომ
ახალი მართვის ორგანოს შექმნით, გარდა გაზრდილი საშემოსავლო და მოსაკრებლის
გადასახდელებთან ერთად, დამატებით სხვა ტიპის გადასახადების მობილიზება (დღგ,
მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი) იქნება შესაძლებელი.
დიაგრამა 2. მოსალოდნელი შემოსულობები ბიუჯეტში (მლნ. , 10 წელი, 8% დისკ.)
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
შემოსავლების
მიღების
არამერქნული
რესურსებისა
კანონპროექტის
პოტენციალი
და
მიღებით
ტყითსარგებლობის
მერქნიანი
მცენარეების
იზრდება
შემდეგი
დამატებითი
სახეობებიდან:
პროდუქტების
დამზადება-
რეალიზაცია, სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა, საკურორტო, სარეკრეაციო და სხვა
კულტურულ-გამაჯანსაღებელი
მიზნით
აღნიშნული
სახეობებიდან
ალტერნატიული
სარგებლობა
მისაღები
და
სხვა.
ტყითსარგებლობის
შემოსავლების
საპროგნოზო
მოცულობა დაახლოებით 2 მლნ ლარს უტოლდება.
ამასთან, უკვე მეორე საბიუჯეტო წლიდან ტყის მართვის ორგანო სამეწარმეო საქმიანობიდან
მიღებული შემოსავლებით შეძლებს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და დღემდე
არსებული დოტაციისთვის თანხების გამოყოფა არ იქნება საჭირო, შესაბამისად, სახელმწიფოს
დაახლოებით 10 მლნ ლარის ოდენობის თანხა გამოუთავისუფლდება ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება შეამცირებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს და მეორე საბიუჯეტო
წლიდან ნულს გაუტოლდება.
ტყის მართვის ორგანოს მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნა
გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას მხოლოდ პირველ საბიუჯეტო წელს,
თუმცა აღნიშნული საქმიანობიდან მოზიდული შემოსულობებით ის თითქმის სრულად
გადაიფარება პირველსავე წელს, უკვე მერე საბიუჯეტო წლიდან ტყის მართვის ორგანო
სრულად გათავისუფლდება საბიუჯეტო დაფინანსების საჭიროებისგან, დამოუკიდებლად
შეძლებს თვითკმარ ეკონომიკურ საქმიანობას.
დღეს არსებული პრაქტიკით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობა სრულად
სახელმწიფოს დაფინანსებაზეა დამოკიდებული. 2016 წელს საბიუჯეტო ხარჯი დაახლოებით
11 მლნ ლარს შეადგენდა, 2017 წელს 9,2 მლნ და სატყეო სააგენტოს ხარჯები ყოველწლიურად
იზრდება სატყეო ღონისძიებების საჭიროების ზრდის გამო და კვლავაც არასაკმარისია.
იმისათვის, რომ ტყის მართვის ორგანოს საქმიანობა გახდეს თვითკმარი, მხოლოდ
პირველ წელსაა საჭირო 20 მლნ ლარის ოდენობის თანხების გამოყოფა ბიუჯეტიდან, შემდგომ
წლიდან კი ის დამოუკიდებლად შეძლებს საჭირო ფინანსების მოზიდვას მის მიერ გაწეული
ეკონომიკური საქმიანობიდან. პირველ წელს მოთხოვნილი თანხების დიდი ნაწილი (10 მლნ
ლარი) უმთავრესად საჭიროა სასტარტო კაპიტალური ხარჯების გასაწევად (სასაწყობე
მეურნეობების მოსაწყობად და ძირითადი საშუალებების შესაძენად). უკვე მეორე წელს,
მიღებული მოგებითა და ზოგადად ფულადი ნაკადებით შესაძლებელია როგორც მიმდინარე,
ასევე, საქმიანობის გაფართოვებისთვის საჭირო სხვა დამატებითი საშუალებების შეძენისა თუ
საოპერაციო ხარჯების სრულად დაფარვა.
საბიუჯეტო სალდო
ამჟამად, სსიპ-ის საქმიანობით მიიღება უარყოფითი საბიუჯეტო სალდო დაახლოებით 6 მლნ
ლარი (ხარჯები აღემატება შემოსულობებს), მაშინ როცა ახალი მართვის ორგანოს შექმნის
შემთხვევაში უარყოფითი სალდო პირველსავე წელს 5 მლნ-ით მცირდება და მეორე წლიდან
უკვე დადებითი ხდება და ბიუჯეტში 31 მლნ ლარის აკუმულირებას (შემოსულობები 25,7
მლნ და გამოთავისუფლებული თანხა 5,5 მლნ) იწვევს და შემდგომში მზარდი დადებითი
ტენდენციით მე-5 წელს 50 მლნ ლარს აღწევს.
ახალი
ახალი
ახალი მართვის ორგანოს შექმნით ბიუჯეტში გამოთავისუფლებული/
მართვის
დამატებითი თანხა
მართვის
ახალი
ორგანოს
სსიპ-ის სალდო
ახალი
ორგანოს
მართვის
შექმნით
ახალი მართვის ორგანოს სალდო
ახალი მართვის
მართვის
შექმნით
ორგანოს
ბიუჯეტში
ორგანოს
სალდო,
ახალი
მართვის
ორგანოს
ბიუჯეტში
2023,სალდო,
47.12
ორგანოს
შექმნით
გამოთავისუ
ახალი მართვის
შექმნით
2022,
41.38
გამოთავისუფლებული/…
ორგანოს სალდო,
ახალი მართვისბიუჯეტში
ახალი
ბიუჯეტში
2021, 34.20ფლებული/…
ორგანოს სალდო,
გამოთავისუ
მართვის
გამოთავისუ
2020, 27.74ფლებული/…
ორგანოს ფლებული/…
შექმნით
ახალი მართვის
ბიუჯეტშიორგანოს სალდო,
სსიპ-ის სალდო ,
გამოთავისუ
2019,
-0.19 , სსიპ-ის სალდო , სსიპ-ის სალდო , სსიპ-ის სალდო ,
სსიპ-ის
სალდო
2023,-4.66
-4.36
2022,
2021, -5.11
2020, -5.56
2019, -6.01
ფლებული/…
* სხვაობა საბიუჯეტო გადასახდელსა და შემოსულობას შორის
დიაგრამა 3. ბიუჯეტის სალდო* ახალი მართვის ორგანოს, სსიპ-ის და მათ შორის განსხვავება (მლნ ლ )
ტყის მართვის ორგანოს მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა
და პასუხისმგებლობების ეფექტურად შესრულებისათვის, ტყის რესურსით ეფექტურად და
შეუფერხებლად
სარგებლობისათვის
კანონპროექტის
ამოქმედებიდან,
საჭირო
იქნება
შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფა სრული ტყეთმოწყობის ჩასატარებლად
საქართველოს ყველა ტყეში. მოცემული მიმართულებით გასაწევი ხარჯების მოცულობა
დამოკიდებული იქნება ყოველწლიურად ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობაზე. საწყის
ეტაპზე, დაგეგმილია 100-120 ათას ჰა-ზე ტყეთმოწყობის ჩატარება, რომლის ღირებულებაც
დაახლოებით 1,5 მლნ ლარს გაუტოლდება, იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი
კანონმდებლობის პირობებში აღნიშნული მიმართულებით
2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 0,8 მლნ (2014წ. - 1 მლნ, 2015წ. – 0,8 მლნ., 2016წ. – 0,5 მლნ.,
2017წ. – 0,4 მლნ) ლარი, კანონპროექტის მიღება გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებს დაახლოებით
1 მლნ ლარით.
კანონპროექტით ტყის მართვის ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ტყის მართვაში
მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების მონაწილეობა.
შესაბამისი კვალიფიციური კადრების სიმცირიდან გამომდინარე, აუცილებელი იქნება უკვე
დასაქმებული კადრების გადამზადება, რაც ზეგავლენას მოახდენს საბიუჯეტო ხარჯებზე.
ამასთან, საჭირო იქნება ახალი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისათვის სასწავლო
ცენტრებში შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება და მოცემულ სასწავლო
პროგრამებზე სახელმწიფოს მხრიდან სწავლის საფასურის დაფინანსება. სწავლის საფასურის
სრულად დაფინანსების შემთხვევაში წლიური საბიუჯეტო ხარჯი დაახლოებით 50,000-
100,000 ლარს შეადგენს და დამოკიდებული იქნება სასწავლო პროგრამებზე სწავლის
მსურველთა რაოდენობაზე. შესაბამისი კვალიფიციური კადრების არსებობის პირობებში ტყის
მართვის
ორგანოს
შესაძლებლობა
ექნება
ეფექტურად
შეასრულოს
კანონპროექტით
დაკისრებული ვალდებულებები და თავისი საქმიანობით მოახდინოს ტყითსარგებლობით
მიღებული შემოსავლების მაქსიმიზაცია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
გავლენა შრომით ბაზარზე და შეშის დამზადების არამართლზომიერი პრაქტიკის ცვლილება
ეტაპობრივად შემცირდება სათბობ საშუალებად მერქნის უკანონო და არამდგრადი გზებით
მოპოვება. ტყის მართვის ორგანოს სამეწარმეო საქმიანობის ეტაპობრივად გაფართოვების
შედეგად გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, კერძოდ, პირველ წელს მხოლოდ სამეურნეო
ნაწილში (მოპოვება, ტრანსპორტირება, დამზადება, დასაწყობება) 348 სამუშაო ადგილი
შეიქმნება, უკვე მეორე წელს 516-ს მიაღწევს და თანდათან გაიზრდება საჭიროებისამებრ.
შესაძლებელი იქნება ამჟამად ხე-ტყის მოპოვებით (შეშით) არაფორმალურად დასაქმებული
ინდივიდებისთვის აღნიშნულ აქტივობებში დასაქმების შეთავაზება, მათი ცნობიერების
დონის ამაღლება მდგრადი მოპოვების პრაქტიკასთან დაკავშირებით და მოცემული
საქმიანობის კანონიერ სივრცეში მოქცევა.
ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და ეკონომიკაზე გავლენა
10 წლიან პერიოდზე დათვლილმა ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზმა ცხადყო, რომ ტყის
მართვის ორგანოს კერძო სამართლის სუბიექტად გარდაქმნა ძალზედ მომგებიანი იქნება და
საერთო ჯამში სარგებელი ხარჯს 427 მლნ ლარით გადააჭარბებს. უფრო მეტიც, პირველსავე
წელს მოსალოდნელი სარგებელი 27,6 მლნ ლარით აღემატება ხარჯს, მაშინ როცა სსიპ-ის ახალ
მართვის ორგანოდ გარდასაქმნელად საჭირო საწყისი თანხა 20 მლნ ლარს არ აღემატება.
შესაბამისად, პირველსავე წელს დახარჯული 1 ლარი 1,43 ლარის სარგებელს შექმნის. ამასთან,
აღნიშნული საქმიანობით მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, აღნიშნული
საქმიანობიტ გენერირებული მთლიანი გამოშვება, ჯამში 1,082 მლრდ ლარს შეადგენს, რაც
ხელს შეუწყობს ქვეყნის მშპ-ის ზრდას.
427.6
1,082
მლრდ. ₾
655.3
მიმდინარე წმინდა ღირებულება (NPV)
დანახარჯი
დიაგრამა 4. ახალი მართვის ორგანოს ხარჯ-სარგებლიანობა (მლნ ₾, 10 წელი, 8% დისკ.)
თვითმმართველობების განვითარების ხელშეწყობა
ახალი მართვის ორგანოს საქმიანობა გულისხმობს საქართველოს მასშტაბით ყველა
რეგიონში 42 სასაწყობო მეურნეობის და შესაბამისად, შეშისა და სხვა მერქნული რესურსების
დამზადების ეკონომიკური საქმიანობის ინიცირებას. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა
შექმნის საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ტყის მართვის პრაქტიკას ადგილობრივი
თვითმმართველობებში. მომავალში, თვითმმართველობების ხელში ადგილობრივი ტყეების
მართვის გადასვლის შემთხვევაში, საწყისისთვის აუცილებელი საბაზისო პირობები
(ინსტიტუციური
მართვის
გამოცდილება,
შრომითი
რესურსები,
კაპიტალი,
ა.შ.)
მომზადებული იქნება. ამასთან, ახალი მართვის ორგანოს ქონების დაბეგვრით (ქონების
გადასახადები)
მიღებული
შემოსავლები
მოხვდება
ადგილობრივ
ბიუჯეტში,
რაც
გარკვეულწილად ხელს შეუწყობს თვითმმართველობების გაძლიერებას და დამატებითი
ფინანსების მოზიდვას.
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს იმ პირებზე, ვინც დღეს ფლობს ხე-ტყის
დამზადების სპეციალურ ლიცენზიას, ვინაიდან მათზე ეს კანონი არ ვრცელდება და მათ
უნარჩუნდებათ იგივე სალიცენზიო პირობები ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე (2028
წლამდე).
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას. თუმცა, კანონპროექტით უქმდება მოქმედი „ტყის კოდექსით“
გათვალისწინებული ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია და ხე - ტყის დამზადების
სპეციალური ლიცენზია და შესაბამისად
დაწესებული მოსაკრებლები.
გაუქმდება აღნიშნული ლიცენზიებისათვის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მსოფლიო ბანკი მონაწილეობდა კანონპროექტის შემუშავებაში, როგორც ძირითადი
პატრნიორი და დამფინანსებელი. მისი მხარდაჭერით მომზადდა კანონპროექტის სოციალურეკონომიკური შეფასება.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
იხ.
დანართი
საქართველოში“)
(მისიის
ანგარიში
-
„ტყის
მდგრადი
მართვის
გაძლიერება
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას არ იყო გათვალისწინებული რომელიმე კონკრეტული
ქვეყნის
მაგალითი.
ის
მორგებულია
საქართველოს
სინამდვილეს,
შესაბამისად
გამომცდილების მიმოხილვა არ არსებობს. თუმცა, უცხოელი ექსპერტების (გერმანელი,
ავსტრიელი, ლიტველი, უნგრელი, სლოვაკი) რეკომენდაციები საუკეთესო ევროპული
პრაქტიკის კუთხის არის გათვალისწინებული.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.