„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.05.2019
ავტორი
ენერგეტიკული გაერთიანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/346/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კარი I. ზოგადი დებულებები თავი I. კანონის მოქმედების სფერო, მიზანი და ამოცანები მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო და მიზანი 1. ეს კანონი ადგენს ელექტროენერგეტიკულ სექტორში წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის და ბუნებრივი გაზის სექტორში გადაცემის, განაწილების, მიწოდების, შენახვისა და ვაჭრობის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს, გამართული, გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ჩამოყალიბების, გახსნის, განვითარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით. 2. ეს კანონი აწესრიგებს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სექტორების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, ადგენს ტენდერის გამოცხადებასა და ენერგეტიკული საქმიანობების ავტორიზაციასთან, ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებასა და მათზე დაშვებასთან, ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სექტორებში საჯარო მომსახურებასთან, მომხმარებელთა უფლებებთან და მათ დაცვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებსა და პროცედურებს. 3. ეს კანონი ადგენს ზომებს, მიწოდების უსაფრთხოების ისეთი დონის დაცვის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სექტორების გამართულად ფუნქციონირებას. ეს კანონი ასევე ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება მიწოდების უსაფრთხოების პოლიტიკა, ბაზრის მონაწილეთა ვალდებულებები და მიწოდების უსაფრთხოების დაცვის პროცედურები, კონკურენტული ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. 4. ბუნებრივი გაზისთვის, მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზისთვის ამ კანონით დადგენილი ნორმები ასევე ვრცელდება ბიოგაზსა და ბიომასიდან მიღებულ, ან სხვა სახეობის გაზზე, თუ ტექნიკურად შესაძლებელია ასეთი გაზის ბუნებრივი გაზის სისტემაში უსაფრთხოდ შეშვება და ტრანსპორტირება. 5. ეს კანონი ასევე ადგენს ბუნებრივი გაზის მწარმოებლებისთვის საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე მონაწილეობის პირობებს, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს იმ მოთხოვნებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის წარმოების მოწყობილობების გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებას, ბუნებრივი გაზის სისტემაზე დაშვებასა და ბუნებრივი გაზის ბაზარზე გაყიდვას. 6. ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის ან სხვა ნახშირწყალბადების ძებნა-ძიებაზე, მოპოვებასა და დამუშავებაზე, ავტოგაზგასამართი სადგურების მეშვეობით ბუნებრივი გაზის რეალიზაციაზე, ასევე, გაზის პროდუქტების წარმოებასა და მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ ურთიერთობაზე, გარდა იმ საქმიანობებისა, რომლებიც უკავშირდება გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ბუნებრივი გაზის გადამუშავებას. 1 7. ეს კანონი ასევე არეგულირებს წყალმომარაგებას და ადგენს მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების ზოგად ჩარჩოს. 8. ამ კანონის დებულებები არ ვრცელდება წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტიდან წყლის ამოღებაზე ან/და მოპოვებაზე. მუხლი 2. კანონის ამოცანები ამ კანონის ამოცანებია: ა) სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, მომხმარებლებისთვის, დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტი მიწოდებისა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგების უზრუნველსაყოფად; ბ) ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სისტემების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ოპერირებისა და დაკავშირებული მომსახურებების გაწევის უზრუნველყოფა სისტემით მოსარგებლე ყველა პირისთვის; გ) რეგულირებული საწარმოების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად და კომისიის უფლება-მოვალეობების დადგენა, ასევე რეგულირებული საწარმოებს ერთმანეთთან, კომისიასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ორმხრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა; დ) ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებზე დაყრდნობით ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების სრულად გახსნას, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით თავისუფლად ვაჭრობის მიზნით; ე) ერთიანი წესების დადგენა საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ორგანიზებისა და ფუნქციონირებისათვის, მათი შემდგომი განვითარების ჩათვლით მომავალში ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებთან ურთიერთდაკავშირების შემთხვევაში, ევროპის მასშტაბით ინტეგრაციის გათვალისწინებით; ვ) ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სექტორებში საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პირობების განსაზღვრა და საბოლოო მომხმარებლების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; ზ) გადამცემი სისტემის ოპერატორებისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების რეგულირება და მონიტორინგი, მათი სხვა ენერგეტიკული საქმიანობებისა და მათთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესით; თ) ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სისტემებში, მათ შორის, მეზობელ სისტემებთან ურთიერთ დამაკავშირებლებში, მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის საშუალებებში და, ასევე, წყალმომარაგების სისტემებში ინვესტიციების განსახორციელებლად სათანადო პირობების შექმნა; ი) სამართლებრივი საფუძვლის შექმნა სისტემისა და ბაზრის ოპერატორების, კომისიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობისა და კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისთვის. თავი II. ტერმინთა განმარტება და გამოყენება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) “დამხმარე მომსახურებები”: 2 ა.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორისთვის - ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურებები, მათ შორის, სიხშირის რეგულირება, ძაბვის კონტროლი და მიწოდების აღდგენა; ა.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორისთვის - ბუნებრივი გაზის სისტემებზე დაშვებისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების, ბუნებრივი გაზის საცავის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების (ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, მისი ფუნქციების განსახორციელებლად დარეზერვებული მოწყობილობების გარდა) ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურებები, მათ შორის, დატვირთვის დაბალანსება, ინერტული აირების შერევა და სისტემაში შეშვება; ბ) ,,ავტორიზაცია“ - ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის ლიცენზირება, სერტიფიცირება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილების მინიჭება; გ) “ხელმისაწვდომი სიმძლავრე” - დროის კონკრეტულ მონაკვეთში გაუნაწილებელი და ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის სისტემისთვის ხელმისაწვდომი სიმძლავრე. დ) “დაბალანსება” - ყველა მოქმედება და პროცესი, რომლის მეშვეობითაც გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განსაზღვრული პარამეტრებისა და ხარისხის სტანდარტების განგრძობად შენარჩუნებას, სისტემების სტაბილურ ფარგლებში ოპერირების მიზნით, რათა შესაძლებელი იყოს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო ფიზიკური მიწოდება, მათ შორის სიმძლავრეებისა და ენერგეტიკული ნაკადების მართვა და მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება; ე) “საბალანსო ელექტროენერგია” ელექტროენერგია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისთვის, მათ შორის, დამხმარე მომსახურებების გაწევისა და რეალურ დროში ფაქტობრივ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოცულობებს შორის სხვაობის დაფარვისთვის; ვ) “დაბალანსების ჯგუფი” - ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის ბაზრის ერთი ან მეტი მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი, რომლის უბალანსობაზე პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს; ზ) “დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი” - დაბალანსების ჯგუფის მონაწილე, რომელიც პასუხისმგებელია უბალანსობაზე და გაფორმებული აქვს დაბალანსებისა და ანგარიშსწორების ხელშეკრულება შესაბამის ოპერატორთან; თ) “სიმძლავრე”: თ.ა) ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის - ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობა გამოხატული სიმძლავრის ერთეულში (მეგავატში), რომელზე უფლებაც ელექტროენერგეტიკული სისტემით მოსარგებლეს ენიჭება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად; თ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორისთვის - ბუნებრივი გაზის მაქსიმალური ნაკადი გამოხატული კუბური მეტრით (ან ენერგიის ერთეულით) დროის ერთეულში, რომელზე უფლებაც ენიჭება ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან, ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ი) “სერტიფიცირება” - პროცედურა, რომელიც ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან; კ) “კომისია” - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ლ) “კომისიის წევრი” - ამ კანონის შესაბამისად არჩეული კომისიის წევრი; მ) “კონკურენციის სააგენტო”- საჯარო სამართლის იურიდიული პირი კონკურენციის სააგენტო; 3 ნ) “გადატვირთვა” - მდგომარეობა, როდესაც ურთიერთდამაკავშირებლის ან/და შესაბამისი სისტემის გამტარუნარიანობა არასაკმარისია სისტემით მოსარგებლეთა მიერ მოთხოვნილი ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყველა ფიზიკური ნაკადისათვის, მათ შორის იმ ნაკადებისთვის, რომელიც წარმოიქმნა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად; ო) “გადატვირთვის მართვა” სისტემის ოპერატორის სიმძლავრის პორტფელის მართვა, სიმძლავრის ოპტიმალური და მაქსიმალური გამოყენებისა და სამომავლო გადატვირთვის დროული აღმოჩენის მიზნით; პ) “სახელშეკრულებო გადატვირთვა” - მდგომარეობა, როდესაც ბაზისურ სიმძლავრეზე მოთხოვნის დონე აღემატება ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის, ან ბუნებრივი გაზის საცავის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკურ გამტარუნარიანობას; ჟ) “კონტროლი” – ის უფლებები, ხელშეკრულებები, ან სხვა საშუალებები, რომელიც, ფაქტობრივი მდგომარეობიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ცალ-ცალკე ან ერთად, იძლევა ენერგეტიკულ საწარმოზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა შეიძლება გამომდინარეობდეს საკუთრების უფლებიდან, ენერგეტიკული საწარმოს აქტივების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენების უფლებიდან და სხვა უფლებებისა ან ხელშეკრულებებიდან, რომელიც იძლევა ენერგეტიკული საწარმოს ორგანოების შემადგენლობაზე, ამ ორგანოებში ხმის მიცემასა ან გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას; რ) “სახელშეკრულებო სიმძლავრე” - ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ან ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის, ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სისტემით მოსარგებლეზე განაწილებული სიმძლავრე; ს) “ტრანსსასაზღვრო გადადინება”: ს.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში - ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ელექტროენეგეტიკულ სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით განხორციელებული ელექტროენერგიის ფიზიკური გადადინება საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში; ს.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში - ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელი ბუნებრივი გაზის სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ფიზიკური ნაკადის გადაცემა საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში; ტ) “მომხმარებელი” - ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საბოლოო მომხმარებელი, ან ტრეიდერი, ან ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს; უ) “დღით ადრე ბაზარი”: უ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში - ორგანიზებული, საბითუმო ელექტროენერგიის ბაზარი, სადაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება საათობრივად, ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს; უ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში - ორგანიზებული, საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარი (ბირჟა), სადაც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს; ფ) “პირდაპირი ხაზი”: ფ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში - ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც აკავშირებს ელექტროენერგიის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან, ან ელექტროენერგიის მწარმოებლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებლის დამაკავშირებელი ხაზი, 4 რომლითაც ხორციელდება მათი საკუთარი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და კვალიფიციური მომხმარებლების ელექტროენერგიით პირდაპირი და უშუალო მომარაგება; ფ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში - მილსადენი, რომელიც აკავშირებს ბუნებრივი გაზის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან ან ბუნებრივი გაზის მწარმოებლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის დამაკავშირებელი მილსადენი, რომლითაც ხორციელდება მათი საკუთარი საქმიანობის ადგილი, შვილობილი კომპანიებისა და კვალიფიციური მომხმარებლების ბუნებრივი გაზით პირდაპირი და უშუალო მომარაგება; ქ) “დისპეტჩერიზაცია” - საოპერაციო სიმძლავრეების, გადამცემ სისტემაში წარმოების მოწყობილობებიდან გამომუშავებული ან/და შემოდინებული ენერგიის მართვა, ან/და გადამცემ სისტემაში ენერგიის ნაკადების სრულად მართვა, მათ შორის, სხვა სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენებით; ღ) “განაწილება”: ღ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში - ელექტროენერგიის ტრანსპორტირება დაბალი და საშუალო ძაბვის (0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელები) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელით, საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა); ღ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში - ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის საშუალებით (მათ შორის, ლოკალურად მოწყობილი მოწყობილი ქსელის საშუალებით, რომელიც არ არის მიერთებული ტრანსპორტირების სისტემასთან) საბოლოო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა); ყ) “გამანაწილებელი ქსელი” - ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი; შ) “გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი”: შ.ა) ელექტროენერგეტიკულ სექტორში - ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებლი ელექტროენერგეტიკული საწარმო - ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის განვითარებაზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე - სადაც შესაძლებელია და ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე; შ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში - ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო - ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის განვითარებაზე, - ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე სადაც შესაძლებელია და ბუნებრივი გაზის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე; ჩ) “წყალმომარაგების ლიცენზიატი” საწარმო, რომელიც ახორციელებს წყალმომარაგების საქმიანობას; ც) “წყალმომარაგების საქმიანობა” - სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, წყლის მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემის/სისტემების ფარგლებში; ძ) “სასმელი წყლის მიწოდება” - წყლის მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით; 5 წ) “წყალარინება” - ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა; ჭ) “ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი” - ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალურ დროში დაბალანსების მიზნით ელექტროენერგიით ვაჭრობის ორგანიზებული ბაზარი; ხ) “ელექტროენერგიის დერივატივი” - ფინანსური საბაზრო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების ელექტროენერგიის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვის მიზნით; ჯ) “ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი” - ელექტროენერგეტიკული ქსელი, რომელიც შედგება ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების, ტრანსფორმატორებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში არსებული მიწოდების პუნქტების დამაკავშირებელი, არაუმეტეს 110 კილოვოლტი ძაბვის საფეხურის, საშუალო და დაბალი ძაბვის ხაზებისგან, ასევე ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობებისა და სხვა ინფრასტრუქტურისაგან, რომელიც საჭიროა ქსელის ფუნქციონირებისათვის, გარდა ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის კატეგორიას მიკუთვნებული ინფრასტრუქტურისა; ჰ) “ელექტროენერგიის ბაზარი” - ელექტროენერგიითა და დამხმარე მომსახურებებით ვაჭრობისთვის, ამ კანონით, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით, ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი; ჰ1) “ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი” - პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გარკვეული სეგმენტების ორგანიზებაზე, რაც განისაზღვრება ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად; ჰ2) “ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილე” - ფიზიკური ან იურიდიულ პირი, მათ შორის, სისტემის ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვაზე ან/და გაყიდვაზე ამ კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ჰ3) “ელექტროენერგიის მწარმოებელი” ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების მოწყობილობის (ელექტროსადგურის) ოპერირებას და აწარმოებს ელექტროენერგიას; ჰ4) “ელექტროენერგიის მიმწოდებელი” - ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის; ჰ5) “ელექტროენერგეტიკული სისტემა” - ელექტროენერგეტიკული საწარმოს საკუთრებაში ან/და სარგებლობა-ოპერირებაში მყოფი ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, დამხმარე მომსახურებების გაწევისთვის საჭირო მოწყობილობები და დაკავშირებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგიის გადაცემასა და განაწილებისთვის; ჰ6) “ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებები” - ელექტროენერგეტიკული სისტემების სათანადო ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურებები, მათ შორის ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების ქსელებში გადატვირთვის მართვა და დამხმარე მომსახურებები; ჰ7) “ელექტროენერგიის გადამცემი ქსელი” -ელექტროენერგეტიკული ქსელი, რომელიც შედგება ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების, ტრანსფორმატორებისა და ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაში არსებული მიწოდების პუნქტების დამაკავშირებელი, 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის საფეხურის ხაზებისგან, ასევე ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობებისა და სხვა ინფრასტრუქტურისგან, რომელიც საჭიროა ქსელის ფუნქციონირებისათვის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ცალკეული 110 კვ ან უფრო დაბალი ძაბვის საფეხურის ხაზი/ქვესადგური, რომელიც გამოიყენება სასისტემო ან/და 6 სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის, შესაძლებელია გაყვანილ იქნეს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის კატეგორიაში, რაც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში; ჰ8) “ელექტროენერგეტიკული საწარმო” - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა საბოლოო მომხმარებლისა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების ან მიწოდების საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც, ან/და წარმოადგენს ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების მესაკუთრეს, ვაჭრობს ელექტროენერგიით ან ახორციელებს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებას და პასუხისმგებელია აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან/და მოვლა-პატრონობის ფუნქციების განხორციელებაზე; ჰ9) “კვალიფიციური მომხმარებელი” - მომხმარებელი, რომელიც უფლებამოსილია, იყიდოს ელექტროენერგია ან/და ბუნებრივი გაზი მის მიერ არჩეული მიმწოდებლის ან ტრეიდერისგან (მსხვილი მომხმარებლის შემთხვევაში). ჰ10) “ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები” - ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარეები, ასევე, ევროპის კავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები; ჰ11) “ენერგეტიკული ბაზარი” - ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის ბაზარი; ჰ12) “ენერგეტიკული საწარმო” ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის საწარმო; ჰ13) “საბოლოო მომხმარებელი” - მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს; ჰ14) “ბაზისური სიმძლავრე” - ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ან ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის სიმძლავრე, რომელიც შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ხელშეკრულების საფუძველზე გარანტირებულია როგორც უწყვეტი სიმძლავრე; ჰ15) “გარანტირებული სიმძლავრე“ - ელექტროენერგიის წარმოების მოწყობილობების სიმძლავრე, რომელიც დარეზერვებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის, მათ შორის, მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსის უზრუნველსაყოფად; ჰ16) “ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო” ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის გაყიდვის მიზნით წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების, ელექტროენერგიით ვაჭრობის ან ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ფუნქციებიდან სულ მცირე ერთს მაინც და, ამავდროულად, სხვა ისეთ საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ელექტროენერგეტიკას; ჰ17) “ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო” - ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების, შენახვის, ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ან ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ფუნქციებიდან სულ მცირე ერთს მაინც და, ამავდროულად, სხვა ისეთ საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ბუნებრივ გაზს; ჰ18) “საყოფაცხოვრებო მომხმარებელი” - საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას; ჰ19) “ურთიერთდაკავშირებული სისტემა” - ერთმანეთთან ერთი ან ერთზე მეტი ურთიერთდამაკავშირებლით ფიზიკურად დაკავშირებული ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის სისტემები; ჰ20) “ურთიერთდამაკავშირებელი” - ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი ან ბუნებრივი გაზის გადამცემი მილსადენი, რომელიც კვეთს საქართველოსა და სხვა ქვეყანას შორის არსებულ 7 საზღვარს ან გადაჭიმულია მის გასწვრივ, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის სხვა ქვეყნის შესატყვის გადამცემ სისტემასთან დაკავშირების მიზნით; ჰ21) “წყვეტადი სიმძლავრე” - სიმძლავრე, რომელიც შეიძლება შეწყდეს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ან ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ, იმავე სისტემის ოპერატორთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ჰ22) “ელექტროენერგიის დღიური ბაზარი” - ელექტროენერგიის ორგანიზებული საბითუმო ბაზარი, სადაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება განგრძობადი ვაჭრობის გზით, დღით ადრე ბაზრის დახურვის შემდეგ წარმოქმნილი გარიგებების საფუძველზე; ჰ23) “მსხვილი მომხმარებელი” - საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც აქვს ორგანიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის უფლება და რომლის კრიტერიუმები და სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება კომისიის მიერ. ჰ24) “ლიცენზია” - კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება; ჰ25) “ლიცენზიის მაძიებელი” - პირი, რომელიც მიმართავს კომისიას ამ კანონით რეგულირებული სალიცენზიო საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით; ჰ26) “ლიცენზიატი” - პირი, რომელიც ფლობს ამ კანონით რეგულირებული სალიცენზიო საქმიანობის ლიცენზიას; ჰ27) “ქსელის გაზი” - ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში (გარდა იმ მოწყობილობებისა, რომლებიც დარეზვერებულია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, მისი ფუნქციების განსახორციელებლად) კომპრესირების გზით შენახული ბუნებრივი გაზი; ჰ28) “გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობა” - ტერმინალი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის გათხევადებისთვის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის, გადმოტვირთვის და რეგაზიფიკაციისთვის. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობა მოიცავს რეგაზიფიკაციის პროცესისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში შემდგომი მიწოდებისთვის საჭირო დამხმარე მომსახურებებსა და დროებით საცავს, გარდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალების იმ ნაწილსა, რომელიც ბუნებრივი გაზის შესანახად გამოიყენება; ჰ29) “გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის სიმძლავრე” - გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალში არსებული სიმძლავრე, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის გათხევადების ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის, გადმოტვირთვის, დამხმარე მომსახურებების გაწევის, დროებითი შენახვისა და რეგაზიფიკაციისთვის; ჰ30) “გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი” - ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის გათხევადებას ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტს, გადმოტვირთვასა და რეგაზიფიკაციას და პასუხისმგებელია გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის ოპერირებაზე; ჰ31) “მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური” - საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული, არაუმეტეს 100 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს და უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს; ჰ32) “სამინისტრო”- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ჰ33) “ბუნებრივი გაზის საბალანსო ბაზარი” - ორგანიზებული ბაზარი, ბუნებრივი გაზის სისტემის დასაბალანსებლად საჭირო ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვისთვის; ჰ34) “ბუნებრივი გაზის დერივატივი” - ფინანსური საბაზრო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეების ბუნებრივი გაზის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვის მიზნით; 8 ჰ35) “ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი” - ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს და რომლის საპროექტო ან/და მუშა წნევა არ აღემატება 1,2 მპა-ს, ასევე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის მიწოდების ყველა პუნქტში არსებული აღრიცხვისა და რეგულირების სადგურები, ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო სისტემები და ბუნებრივი გაზის განაწილებისათვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა; ჰ36) “ბუნებრივი გაზის ბაზარი” - ამ კანონით, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი ბუნებრივი გაზისა და დამხმარე მომსახურებებით ვაჭრობისთვის; ჰ37) “ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი” - პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ბუნებრივი ბაზრის გარკვეული სეგმენტების ორგანიზებაზე, რაც განისაზღვრება ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად; ჰ38) “ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილე” - ფიზიკური ან იურიდიულ პირი, მათ შორის, სისტემის ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზის ყიდვაზე ან/და გაყიდვაზე ამ კანონის, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ჰ39) “ბუნებრივი გაზის მწარმოებელი” - ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების მოწყობილობის ოპერირებას და უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის გადამუშავებაზე კანონმდებლობის შესაბამისად; ჰ40) “ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრე” - ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობის, საცავის მოწყობილობის ჩაჭირხვნის და მიწოდების სიმძლავრეების ნებისმიერი კომბინაცია; ჰ41) “ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობა” - ბუნებრივი გაზის საწარმოს საკუთრებაში არსებული ან/და მის მიერ ოპერირებადი ბუნებრივი გაზის მარაგების შესაქმნელად გამოყენებული მოწყობილობა, მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ის ნაწილები, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის შესანახად. ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობად არ ჩაითვლება ის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის წარმოების მიზნით და, ასევე, ის მოწყობილობები, რომლებიც დარეზერვებულია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, მისი ფუნქციების განსახორციელებლად; ჰ42) “ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი” - ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის შენახვის ფუნქციას და პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ოპერირებაზე; ჰ43) “ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი” - ბუნებრივი გაზის საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას; ჰ44) “ბუნებრივი გაზის სისტემა” - ბუნებრივი გაზის საწარმოს საკუთრებაში ან/და ოპერირებაში მყოფი ბუნებრივი გაზის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელი ან/და ბუნებრივი გაზის საცავის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობები, მათ შორის, ქსელის გაზის შენახვისთვის, ასევე დამხმარე მომსახურებების განმახორციელებელი მოწყობილობები და დაკავშირებული საწარმოების მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა ბუნებრივი გაზის გადაცემის, განაწილებისა და შენახვისათვის, აგრეთვე გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე წვდომისათვის; ჰ45) “ბუნებრივი გაზის სასისტემო მომსახურებები” - ბუნებრივი გაზის სისტემების სათანადო ოპერირებისთვის საჭირო მომსახურებები, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების მართვა, მიწოდების აღდგენა, წნევის რეგულირება და კონტროლი; ჰ46) “ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელი” - ინფრასტრუქტურა, რომლის საპროექტო წნევა აღემატება 1,2 მპა-ს, ასევე ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის მიწოდების ყველა წერტილში არსებული საზომი და მარეგულირებელი სადგურები, ჩამკეტი კვანძები, საკომპრესორო სადგურები, 9 ელექტრონული საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის გადაცემისთვის და ქსელის გაზის შესანახად, გარდა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა; ჰ47) “ბუნებრივი გაზის საწარმო” - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდული პირი, გარდა საბოლოო მომხმარებლისა, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან შენახვის საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც, ან/და წარმოადგენს ბუნებრივი გაზის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების მესაკუთრეს, ვაჭრობს ბუნებრივი გაზით, მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი გაზით ან ახორციელებს ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირებას და პასუხისმგებელია აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან/და მოვლა-პატრონობის ფუნქციების განხორციელებაზე; ჰ48) “არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი” - მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს ყიდულობს არა საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მათ შორის საწარმოები და ტრეიდერები; ჰ49) “ელექტროენერგეტიკული ქსელების საოპერაციო უსაფრთხოება” - პროგნოზირებად გარემოებებში ელექტროენერგიის გადამცემი და, შესაბამის შემთხვევებში, გამანაწილებელი ქსელების უწყვეტი ოპერირება; ჰ50) “ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელური ოპერირება” - ორი ან მეტი ურთიერთდაკავშირებული მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის ან მათი ნაწილების სინქრონული ან ასინქრონული ოპერირება ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის განსაზღვრული პარამეტრებით; ჰ51) “მიწოდების პუნქტი” - სისტემის განსაზღვრული პუნქტი, ურთიერთდაკავშირების პუნქტის ჩათვლით, რომელშიც შესაბამისი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეს ან მომხმარებელს აწვდის ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს, შემდგომი ტრანსპორტირების, ან მოხმარების მიზნით; ჰ52) “მიღების პუნქტი” - სისტემის განსაზღვრული პუნქტი, ურთიერთდაკავშირების პუნქტის ჩათვლით, რომელშიც შესაბამისი სისტემის ოპერატორი მწარმოებლებისგან, ან სხვა ურთიერთდაკავშირებული სისტემებისგან იღებს ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს; ჰ53) “ბუნებრივი გაზის წარმოება” - ბუნებრივი გაზის სისტემაში მიწოდებამდე ბუნებრივი გაზის მოპოვება, დამუშავება ან/და გადამუშავება, მისი შემდგომი ტრანსპორტირების, შენახვის, ხელახალი გადამუშავების ან/და მოხმარების მიზნით; ჰ54) “დაცული მომხმარებლები” - ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და მცირე ზომის საწარმოები, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ან გადამცემ ქსელთან მიერთებული ძირითადი სოციალური დანიშნულების დაწესებულებები და ცენტრალური გათბობის ის დანადგარები, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნული მომხმარებლების გათბობის წყაროს, მიერთებულია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ან გადამცემ ქსელზე და შეუძლებელია მათი გადართვა სხვა სახის საწვავზე; ჰ55) “საჯარო მომსახურების ვალდებულება” - საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ენერგეტიკულ საწარმოზე დაკისრებული ვალდებულება, გასწიოს მომსახურებები, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს უსაფრთხოებას, მიწოდების უსაფრთხოების ჩათვლით, უწყვეტობას, ხარისხს ან ფასს, აგრეთვე, გარემოს დაცვას. საჯარო მომსახურების ვალდებულება უნდა იყოს არადისკრიმინაციული და იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს კონკურენციას, ვიდრე ეს აუცილებელია შესაბამისი საჯარო მომსახურების გასაწევად. ენერგეტიკული საწარმოს მიერ ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურების გაწევა არ წარმოადგენს საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ გათვალისწინებული საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას; 10 ჰ56) “დაკავშირებული საწარმო” - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აფილირებული ან/და ურთიერთდამოკიდებული პირები; ჰ57) “რეგულირებული საწარმო” - ყველა სახის ენერგეტიკული საწარმო, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომლის საქმიანობაც ამ კანონის მიხედვით რეგულირდება და ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას; ჰ58) “განახლებადი ენერგიის წყაროები” - განახლებადი არაწიაღისეული ენერგიის წყაროები (ქარი, მზე, გეოთერმული ენერგია, ტალღები, ზღვის მიქცევა-მოქცევა, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნარჩენების გადამუშავებით მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდი სადგურების გაზი და ბიოგაზი); ჰ59) „მიწოდების უსაფრთხოება“ ელექტროენერგეტიკული/ბუნებრივი გაზის სისტემის უნარი, მიაწოდოს ელექტროენერგია/ბუნებრივი გაზი საბოლოო მომხმარებლებს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით; ჰ60) “მცირე საწარმო” - არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი (გარდა ტრეიდერისა), რომლის დასაქმებულთა რიცხვი, წლიური ბრუნვა, ბუღალტრული ბალანსი ან/და სხვა მაჩვენებელი არ აღემატება მთავრობის მიერ განსაზღვრულ ოდენობას; ჰ61) “ბუნებრივი გაზის შენახვა” - შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობებში, ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ბუნებრივი გაზის შენახვა, სისტემით მოსარგებლეებისთვის აღნიშნულთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის ჩათვლით; ჰ62) “მიწოდება” - საბოლოო მომხმარებელზე ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის მ.შ. გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაყიდვა; ჰ63) “მიწოდების ხელშეკრულება” - ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის მ.შ. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება; ჰ64) „ბოლო ალტერნატივის მიწოდება” - მიწოდება, საჯარო მომსახურების გაწევის სახით, შეზღუდული ვადითა და რეგულირებული პირობებით, იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებმაც გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ აირჩიეს, ან დაკარგეს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი; ჰ65) “სისტემა”- ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის სისტემა; ჰ66) “სისტემის ოპერატორი” - ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი, გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი; ჰ67) “სისტემით მოსარგებლე” - სისტემის მომსახურებით მოსარგებლე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი; ჰ68) “მიიღე ან გადაიხადე ხელშეკრულება” - ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ავალდებულებს მყიდველს, გადაიხადოს სახელშეკრულებო სიმძლავრის სრული მოცულობის ან ხელშეკრულებით დადგენილი ნაწილის შესაბამისი ღირებულება, მიუხედავად რეალური მოხმარებისა; ჰ69) “ტარიფი” - კომისიის მიერ ამ კანონით განსაზღვრული წესით დადგენილი საფასური; ჰ70) “სატარიფო მეთოდოლოგია” - იმ წესების, მეთოდებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრული და მიღებულია კომისიის მიერ და რომლებიც გამოიყენება ტარიფების დასადგენად; ჰ71) “ტექნიკური სიმძლავრე” - მაქსიმალური ბაზისური სიმძლავრე, რომლის შეთავაზება სისტემით მოსარგებლეებისთვის შეუძლია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს ან ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორს ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორს 11 ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიანობისა და შესაბამისი სისტემის საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით; ჰ72) “მესამე ქვეყანა” - ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ არის ენერგეტიკული გაერთიანების მხარე ან ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი; ჰ73) “მესამე მხარის დაშვება” - ნებისმიერი პირის სისტემაზე დაშვებისა და სარგებლობის უფლება, განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად; ჰ74) “ვაჭრობა” - ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ გადაყიდვის მიზნით; ჰ75) “ტრეიდერი” - პირი, რომელიც საბითუმო ბაზარზე ვაჭრობს ელექტროენერგიით ან/და ბუნებრივი გაზით, გარდა სისტემის ოპერატორისა; ჰ76) “ელექტროენერგიის გადაცემა” - ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად; ჰ77) “ბუნებრივი გაზის გადაცემა” - ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მიწოდების პუნქტებამდე ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად; ჰ78) “გადამცემი სისტემის ოპერატორი”: ჰ78.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში - ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო - ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზე, აგრეთვე, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე - სადაც შესაძლებელია და ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე; ჰ78.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში - ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო - ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზე, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე - სადაც შესაძლებელია და ბუნებრივი გაზის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე; ჰ79) “გადამცემი სისტემის მესაკუთრე” - საწარმო, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრეს, მაგრამ არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი; ჰ80) “უნივერსალური მომსახურება” - ელექტროენერგიის მიწოდება საჯარო მომსახურების გაწევის სახით, რეგულირებული პირობებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისთვის, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ ეს მომსახურება ასეთი პირობებით, თავისი არჩევანით ან ავტომატურ რეჟიმში, კანონმდებლობით შესაბამისად; ჰ81) “გამოუყენებელი სიმძლავრე” - ბაზისური სიმძლავრე, რომელიც სისტემით მოსარგებლემ მოიპოვა ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან ან ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ რომლის გამოყენებაზეც წინასწარი შეტყობინება არ განახორციელა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში; ჰ82) “ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო” - ერთი მხრივ ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების სულ ცოტა ერთი ფუნქციის და ამავდროულად მეორე მხრივ ელექტროენერგიის წარმოების ან/და მიწოდების სულ ცოტა ერთი ფუნქციის 12 განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო ან ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ჯგუფი, რომელთა პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლზე უფლებამოსილია ერთი და იგივე პირი ან პირები; ჰ83) “ვერტიკალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო” - ერთი მხრივ ბუნებრივი გაზის გადაცემის, განაწილების ან/და შენახვის სულ ცოტა ერთი ფუნქციის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის ოპერირების და, მეორე მხრივ, ამავდროულად, ბუნებრივი გაზის წარმოების ან/და მიწოდების სულ ცოტა ერთი ფუნქციის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო ან ბუნებრივი გაზის საწარმოთა ჯგუფი, რომელთა პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლზე უფლებამოსილია ერთი და იგივე პირი ან პირები; ჰ84) “მოწყვლადი მომხმარებელი” - საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც მისი სტატუსისა თუ მდგომარეობის გამო, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, მინიჭებული აქვს სისტემით სარგებლობის ან/და ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის მიღების უფლება შეღავათიანი პირობებით; ჰ85) “მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური” - ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 15 მეგავატს; ჰ86) “წყალმომარაგების სისტემა” - სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა ან/და წყალარინების სისტემა; ჰ87) “სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა“ - წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი სადგურები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად; ჰ88) “წყალარინების სისტემა“ - წყალარინების ქსელების (შენობა-ნაგებობების გარეთ არსებული), როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა უდაწნეო ან/და სადაწნეო მილსადენების, გვირაბების, სპეციალური შენობა-ნაგებობებისა (გამწმენდი ნაგებობა, სატუმბი სადგური და სხვა) და მოწყობილობა-დანადგარების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისაგან ჩამდინარე წყლების მიღებას, გატარებას და დასაშვებ ნორმამდე გაწმენდას; ჰ89) “სასმელი წყალი“ - სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყალი; ჰ90) “სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა“ - სასმელი წყლის ტარიფის გაანგარიშებისას კომისიის მიერ თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში. მუხლი 4. ტერმინთა გამოყენება ამ კანონით განსაზღვრული ყველა ზოგადი ტერმინი, განმარტებულ და გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ყველა სექტორთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი დებულების კონტექსტი ცალსახად მიანიშნებს მის გამოყენებაზე მხოლოდ კონკრეტულ სექტორთან, ან მასთან დაკავშირებულ ურთიერთობასთან მიმართებით. კარი II. ენერგეტიკული საქმიანობები თავი III. ენერგეტიკული საქმიანობების რეგულირება მუხლი 5. ენერგეტიკული საქმიანობების მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები 1. ენერგეტიკული საქმიანობების ორგანიზების, რეგულირებისა და მონიტორინგის ძირითადი პრინციპებია: ა) ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებისა და დაკავშირებული მომსახურებების გაწევის უსაფრთხოება და საიმედოობა; 13 ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მიწოდება; გ) ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სისტემებზე შეუზღუდავი დაშვება და მიმწოდებლის შეცვლის უფლების ეფექტიანი განხორციელება; დ) ყველა სახის ენერგეტიკულ საქმიანობაში კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, ასეთი საქმიანობა ხორციელდება საჯარო მომსახურების ვალდებულების, თუ საბაზრო საქმიანობის სახით; ე) გადაცემისა და განაწილების საქმიანობის დამოუკიდებლობა სხვა ენერგეტიკული საქმიანობებისა და მათთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან, აგრეთვე, ინტერესთა კონფლიქტისა და ჯვარედინი სუბსიდირების წინაპირობების გამორიცხვა; ვ) ენერგეტიკული საქმიანობების ეფექტიანობის გაზრდა და მდგრადი განვითარება საქართველოს გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად; აგრეთვე, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება; ზ) სისტემის ოპერირებისას „ჭკვიანი“ და გარემოსთვის უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა; თ) ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრეების ეფექტიანი გამოყენების, ენერგეტიკულ ბაზრებზე დივერსიფიკაციისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინების ხელშეწყობა, სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული ინსტრუმენტების შესაბამისად; ი) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებისა და საბოლოო მომხმარებლების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; კ) საქართველოში მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლების სასარგებლოდ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2. ენერგეტიკული საქმიანობების მარეგულირებელი ან მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები უნდა იქნეს განმარტებული და დანერგილი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. მუხლი 6. კომპეტენტური ორგანოები 1. საქართველოს მთავრობა, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები ენერგეტიკული საქმიანობების მართვასთან დაკავშირებულ შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სპეციალური კომპეტენციის ფარგლებში. 2. კომისია, როგორც ამ კანონით გათვალისწინებული სფეროს ერთადერთი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, იქმნება და მოქმედებს, ამ კანონის III კარით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. 3. ამ კანონით გათვალისწინებული სფეროს ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი უწყებები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით. 4. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მარეგულირებელი და ადმინისტრაციული პრაქტიკის ჰარმონიზების მიზნით, ამ მუხლით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ მჭიდრო თანამშრომლობას ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. 14 მუხლი 7. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა 1. სამინისტრო, საქართველოს მთავრობასთან, კომისიასთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკას სულ მცირე ათწლიანი პერიოდისთვის და პარლამენტის მიერ სათანადო წესით დამტკიცებისა და გამოქვეყნების შემდგომ, უზრუნველყოფს მის განხორციელებას. 2. სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) მოკლე, საშუალო ან/და გრძელვადიანი პერიოდისთვის შემუშავებული სტრატეგია და პრიორიტეტები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემის) ან/და განაწილების ასევე, ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემის), განაწილების, შენახვის ან/და გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საქმიანობების სტრატეგიული განვითარება; ბ) ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებას; გ) ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას; დ) ენერგეტიკული სექტორისა და ენერგეტიკული საქმიანობების განვითარების გზით, მიწოდებისა და მოთხოვნის გრძელვადიანი დაბალანების დაგეგმვა, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ტენდენციების გათვალისწინებით; ე) ელექტროენერგიის წარმოებისათვის გამოყენებული პირველადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის იმპორტის წყაროების, მარშრუტებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციის მექანიზმები; ვ) ეკონომიკურად ეფექტიან და მდგრად პირობებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის ან გაუმჯობესების საშუალებები; ზ) ზომები, რომელთა მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ასეთი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების მიზნით, ისევე როგორც ნებისმიერი წამახალისებელი ზომა ან მხარდამჭერი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლად; თ) ზომები, მათ შორის მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად; ი) ენერგეტიკული საქმიანობების, აგრეთვე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებები; კ) ენერგეტიკული საქმიანობების ეფექტიანობის ზრდის და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, ასევე მათი მდგრადი განვითარების საკითხები, საქართველოს გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად; ლ) ენერგეტიკული სექტორის ყველა მონაწილის, მათ შორის, მოწყვლადი მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვის ღონისძიებები; მ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაში, ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაში, აგრეთვე, შესაბამის შემთხვევებში, ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ინვესტიციების წახალისებისა და მოზიდვის ღონისძიებებს, მათ შორის, ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინოვაციური, გარემოსთვის უსაფრთხო და „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების დანერგვას; 15 ნ) ენერგეტიკულ საქმიანობებში კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი სიცხადის ხელშემწყობ ზომებს; ო) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო კვლევისა და განათლების ხელშემწყობ ღონისძიებებს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდირებასა და კერძო ინვესტიციების მოზიდვას; პ) საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა ანალიზებს, პროგნოზებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. 2. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ, ინტეგრირებულ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სოლიდარულობის, ენერგეტიკული ბაზრების, სათბურის გაზების ემისიების შემცირების, ენერგეტიკული სექტორის ინოვაციურობის, კონკურენტუნარიანობისა და ენერგიაზე მოთხოვნის მართვისკენ. ეროვნული გეგმა უნდა განსაზღვრავდეს მიზნებს თითოეული მიმართულებისთვის და აღწერდეს თითოეული მიზნის მისაღწევად აუცილებელ პოლიტიკასა და დაგეგმილ ღონისძიებებს. ეროვნული გეგმა მტკიცდება სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილის, ან მასზე დანართის სახით. ეროვნული გეგმა უნდა მომზადდეს და წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციის და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. თავი IV. ენერგეტიკული საქმიანობების ორგანიზება მუხლი 8. ენერგეტიკული საქმიანობები 1. ამ კანონის მიზნებისთვის ენერგეტიკულ საქმიანობად ითვლება: ა) ელექტროენერგეტიკული საქმიანობები: ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება; ა.ბ) ელექტროენერგიის გადაცემა; ა.გ) ელექტროენერგიის განაწილება; ა.დ) ელექტროენერგიის მიწოდება; ა.ე) ელექტროენერგიით ვაჭრობა; ა.ვ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირება. ბ) ბუნებრივი გაზის საქმიანობები: ბ.ა) ბუნებრივი გაზის წარმოება; ბ.ბ) ბუნებრივი გაზის გადაცემა; ბ.გ) ბუნებრივი გაზის განაწილება; ბ.დ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება; ბ.ე) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება; ბ.ვ) ბუნებრივი გაზის მიწოდება; ბ.ზ) ბუნებრივი გაზით ვაჭრობა; ბ.თ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება. 2. ელექტროენერგიის წარმოება, გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელის გამოყენების გარეშე სრული რაოდენობის პირადი მოხმარების მიზნით, არ რეგულირდება ამ კანონით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მწარმოებელი აპირებს ჭარბი ელექტროენერგიის სხვა ელექტროენერგეტიკულ საწარმოზე, ან მომხმარებელზე გაყიდვას. მუხლი 9. საჯარო მომსახურებები 1. საერთო ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის, ასევე, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და კლიმატის დაცვის 16 უზრუნველყოფის მიზნით, ენერგეტიკულ საწარმოს, შესაძლოა დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება. 2. ენერგეტიკულ საწარმოს საჯარო მომსახურების ვალდებულებას აკისრებს საქართველოს მთავრობა, სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, კომისიასთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდგომ. 3. საჯარო მომსახურების ვალდებულება წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც უნდა დაექვემდებაროს რეგულარულ გადახედვას, მისისაჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით. 4. საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებებისა, შესაძლოა, დაეკისროს ნებისმიერ ენერგეტიკულ საწარმოს, თუ ეს აუცილებელია ამ კანონით დადგენილი მიზნების მისაღწევად. საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრება და შესრულება უნდა იყოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ადვილად გადამოწმებადი, იგი უნდა იყოს პროპორციული, არ უნდა ზღუდავდეს კონკურენციას ენერგეტიკულ ბაზრებზე იმაზე მეტად, ვიდრე აუცილებელია ამ საჯარო მომსახურების მიზნების მისაღწევად და უნდა უზრუნველყოფდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ენერგეტიკული საწარმოების თანაბარ წვდომას საქართველოში საბოლოო მომხმარებლებზე. 5. ენერგეტიკულ საწარმოზე საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრებისას, საქართველოს მთავრობა, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განსაზღვრავს ასეთი მომსახურების მიმღებ პირებს ან პირთა ჯგუფს. 6. საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულების მიზნით, ენერგეტიკული საწარმოსთვის ფინანსური ან სხვა სახის კომპენსაციის, ან ნებისმიერი ექსკლუზიური უფლების მინიჭება უნდა განხორციელდეს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით და, ამასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემული ამგვარი სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მიღებული შემოსავლისა და გონივრული მოგების გათვალისწინებით. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს ტარიფი საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის. 7. ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შეთავაზებული ყველა ზომა უნდა შეფასდეს ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და, საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთდეს კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 8. საჯარო მომსახურების განმახორციელებელმა ენერგეტიკულმა საწარმოებმა, სათანადო ენერგეტიკული საქმიანობისთვის ამ კანონით განსაზღვრულ სპეციფიურ ფარგლებში და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ: ა) მიწოდების უსაფრთხოება; ბ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას წინასწარ განსაზღვრული ან/და შეთანხმებული ხარისხით; გ) განსაზღვრულ შემთხვევებში, რეგულირებული პირობების შესაბამისად დადგენილი ტარიფების ან საფასურების გამოყენება; დ) გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება; ე) ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა; ვ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა. 9. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა ეცნობოს ყველა ისეთი ღონისძიების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ახალი საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრებას ან არსებულის ცვლილებას, მათ შორის მომხმარებელთა დაცვასა და გარემოს დაცვასთან 17 დაკავშირებით და წარედგინოს ეროვნულ და საერთაშორისო კონკურენციაზე მათი შესაძლო ზეგავლენის შეფასება. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ასევე უნდა ეცნობოს ასეთ ზომებსა და ღონისძიებებში შემდგომში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებას უზრუნველყოფს სამინისტრო, კომისიასთან თანამშრომლობით. 11. ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების დაკისრების პირობები და პროცედურები არ ვრცელდება ისეთ ენერგეტიკულ საქმიანობებზე, რომლებიც ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ხორციელდება საჯარო მომსახურების სახით: ა) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა - გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ; ბ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილება - გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ. მუხლი 10. საბაზრო საქმიანობები 1. ენერგეტიკული საქმიანობები, რომლებიც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, არ არის მიჩნეული ან დაკისრებული, როგორც საჯარო მომსახურება, ხორციელდება საბაზრო საქმიანობების სახით, შესაბამისი საქმიანობის მარეგულირებელი წესების თანახმად, ხოლო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ან/და დაკავშირებული მომსახურებების რაოდენობა და ფასი, აგრეთვე, სხვა კომერციული პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით ან/და ორგანიზებულ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ბაზრებზე ფასის პირდაპირი შეთავაზების გზით. 2. საბაზრო საქმიანობების ორგანიზება და განხორციელება უნდა შეესაბამებოდეს საბოლოო მომხმარებლების საჭიროებებს და მიზნად უნდა ისახავდეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიან მიწოდებას, სამართლიანი კონკურენციისა და ენერგეტიკული საწარმოების სამართლებრივი თანასწორობის პრინციპების დაცვით. თავი V. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობების ავტორიზაცია მუხლი 11. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობების სავალდებულო ავტორიზაცია 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კომისია ლიცენზიებს გასცემს შემდეგ საქმიანობებზე: ა) ელექტროენერგეტიკულ სექტორში: ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.ბ) ელექტროენერგიის გადაცემა; ა.გ) ელექტროენერგიის განაწილება; ა.დ) ელექტროენერგეტიკულის ბაზრის ოპერირება; ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში: ბ.ა) ბუნებრივი გაზის გადაცემა; ბ.ბ) ბუნებრივი გაზის განაწილება; ბ.გ) ბუნებრივი გაზის შენახვა; ბ.დ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება; ბ.ე) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება. გ) წყალმომარაგება. 18 2. აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება კომისიის მიერ გაცემული, მოქმედი ლიცენზიის გარეშე, რომელიც საწარმოს უფლებას ანიჭებს, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა. 3. ლიცენზირებას არ საჭიროებს: ა) პირის მიერ ელექტროენერგიის წარმოება მხოლოდ საკუთარი (საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო) მოხმარებისთვის, როდესაც ელექტროენერგიის როგორც წარმოების, ისე მოხმარების ობიექტი მიერთებული არ არის ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან; ბ) ელექტროენერგიის წარმოება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროს, ამ კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად; გ) ელექტროენერგიის წარმოება მცირე და მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურებით. 4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს, ან აპირებს განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების ან ტრეიდერის საქმიანობა, რაც, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ საჭიროებს ლიცენზიას, ვალდებულია განაცხადოს აღნიშნულის შესახებ ამ კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 12. სალიცენზიო პირობები 1. კომისია ლიცენზიას გასცემს იმ საწარმოზე, რომელიც აკმაყოფილებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილ პირობებს. 2. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მეშვეობით დაასაბუთოს საწარმოს შემდეგი შესაძლებლობები: ა) ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ოპერატიული (ადამიანური რესურსები) შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად; ბ) გასაწევი მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომის განხორციელების შესაძლებლობა; გ) შესაბამისი საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობა. 3. ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაძლებლობების გარდა, შესაბამის შემთხვევებში, ასევე უნდა დაასაბუთოს მის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული საჯარო მომსახურებების ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა; 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები წარმოადგენს სავალდებულო სალიცენზიო პირობებს. თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ შეძლებს აღნიშნული პირობების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობის დამტკიცებას, კომისია არ გასცემს ლიცენზიას. 5. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადო შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას, ლიცენზიატს მოსთხოვოს აღნიშნული სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 19 მუხლი 13. ლიცენზიების გაცემა 1. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა გამჭვირვალე, ობიექტური, სამართლებრივად დასაბუთებული და არადისკრიმინაციული გზით, ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გარდა, ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა, სალიცენზიო განაცხადთან ერთად, კომისიას უნდა წარუდგინოს: ა) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მფლობელობის (ამ მოწყობილობებით სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები; საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის მაძიებელს მოსთხოვოს დროებითი მფლობელობის უფლების გახანგრძლივება კომისიის მიერ განსაზღვრული მინიმალური ვადით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ ასეთი დოკუმენტების მოპოვება სავალდებულოა შესაბამისი კანონმდებლობით, ან/და აღნიშნული მოწყობილობების ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად და ბაზრის მონაწილეებისთვის დაკავშირებული მომსახურებების გასაწევად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან ასეთი საშუალებებით ან/და დაკავშირებული საოპერაციო ან მოვლა-პატრონობის მომსახურებებით მესამე პირების მეშვეობით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისად, ენერგეტიკული საწარმოს მფლობელობაში არსებული ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელის გეგმა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით; ე) ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, თუ მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისად, ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს მოწყობილობების ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთებას; ვ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება სავალდებულოა კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად; ზ) ძირითადი აქტივების ჩამონათვალი ღირებულების მითითებით და ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა; თ) ლიცენზიის მაძიებლის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელ ენერგეტიკულ საწარმოს გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი კონკრეტულ ენერგეტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად, ან აღნიშნული ფუნქციების მესამე პირების მეშვეობით შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები. 3. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზიის მაძიებელი, სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით ამ კანონის XI და XII თავებით დადგენილ მოთხოვნებს. სერტიფიცირებულ გადაცემის ლიცენზიის მაძიებელს არ მოეთხოვება სალიცენზიო განაცხადთან ერთად განცალკევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. 4. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მაძიებელი, სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს განაწილების სისტემის ოპერატორის 20 განცალკევებასთან დაკავშირებით ამ კანონის 73-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და კომისიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა, სალიცენზიო განაცხადთან ერთად, კომისიას უნდა წარუდგინოს: ა) წარმოების საშუალებების ფლობის (ამ საშუალებებით სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის სქემა და მისი მუშაობის ტექნოლოგიური აღწერილობა; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ძირითადი აქტივების ჩამონათვალი და ლიცენზიის მაძიებელი საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა. 6. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისი დოკუმენტების, მონაცემებისა და ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც ადასტურებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას. 7. კომისია უზრუნველყოფს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების სრული სიის, შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, უფლებამოსილი საჯარო ორგანოებისა და ლიცენზირებასთან დაკავშირებული სტანდარტული ფორმების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და მუდმივ განახლებას. 8. ლიცენზიის გაცემა დასტურდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიის მიერ გაცემული სალიცენზიო მოწმობით, რომელშიც, სხვა მონაცემებთან ერთად, აღნიშნული უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზირებული საქმიანობა, ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები, ძირითად საშუალებათა (აქტივების) ადგილმდებარეობა, ლიცენზიის მოქმედების არეალი და ლიცენზიის გაცემის თარიღი. სალიცენზიო მოწმობის სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს კომისია. 9. ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლით. ლიცენზიის გაცემაზე უარი უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული და ეფუძნებოდეს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს. ლიცენზიის გაცემაზე უარი ჯეროვნად უნდა განემარტოს ლიცენზიის მაძიებელს. 10. ლიცენზიის გაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 11. ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ყველა შემთხვევა, მიზეზებთან ერთად, უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. მუხლი 14. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები 1. ლიცენზიატს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად ისარგებლოს კონკრეტული საქმიანობის ლიცენზიიდან გამოდინარე მისთვის მინიჭებული უფლებებით და ვალდებულია, ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და ვალდებულებები. 2. ლიცენზიატს უფლება არ აქვს, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან მის მოქმედების არეალის ფარგლებს გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება 21 სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია. 3. არ შეიძლება ლიცენზიატს დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ ამ მომსახურების მიმღები სისტემით მოსარგებლე ან მომხმარებელი არ ასრულებს კანონმდებლობით ან/და მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 4. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიას აცნობოს კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად, ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ მონაცემებში ან ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილების თაობაზე. კომისია განსაზღვრავს იმ მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელთა ცვლილება ექვემდებარება დაუყოვნებელ შეტყობინებას და ადგენს სხვა სახის მონაცემებში ან ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილებების შეტყობინების ვადას. 5. ლიცენზიატი ვალდებულია, ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების წესების შესაბამისად, მოამზადოს და წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში კომისიას და, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს. 6. ლიცენზიატის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 7. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის გარეშე, ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის პირობით. 8. იმ ლიცენზიატის მიერ, რომელზეც ლიცენზია გაიცა ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს ლიცენზია ან/და ლიცენზიატს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. მუხლი 15. ლიცენზიის მოქმედება დროსა და სივრცეში 1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიები გაიცემა უვადოდ. 2. ელექტროენერგიის ბაზრის, ასევე, ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ოპერირებისთვის, შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი შესაბამისი ლიცენზია, რომელიც ლიცენზიატს ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას. 3. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ლიცენზიები, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზია, შესაბამის ლიცენზიატებს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელონ საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიულ (ადმინისტრაციულ) ერთეულში ან სხვა არეალში. აღნიშნული საქმიანობებისთვის ერთ ტერიტორიულ (ადმინისტრაციულ) ერთეულში ან არეალში გაიცემა მხოლოდ ერთიშესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. 22 4. ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა, სხვა ენერგეტიკული საქმიანობების ლიცენზიების რაოდენობა არ არის შეზღუდული. მუხლი 16. ლიცენზიებში ცვლილებების შეტანა და გაუქმება 1. კომისია უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი. . 2. კომისიას ლიცენზიაში ცვლილებები შეაქვს ლიცენზიის პირობების შესაბამისად. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ: ა) აღნიშნული განპირობებულია კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით; ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე. 3. კომისიას უფლება აქვს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი მოთხოვნების შესრულება. 4. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება, თუ ლიცენზიატი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. 5. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს 6 თვისა. 6. იმ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიატის განცხადების საფუძველზე. 7. ლიცენზიის გაუქმება ხდება ლიცენზიის პირობების, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით. 8. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების უფლება კომისიას აქვს მხოლოდ ლიცენზიატის წინასწარი თანხმობით. კარი III. მარეგულირებელი ორგანო თავი VI. კომისიის სტატუსი და საქმიანობა მუხლი 17. კომისიის სტატუსი 1. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი, კომისიის დებულება და კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 2. კომისია ახორციელებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების საქმიანობების რეგულირებას და ზედამხედველობას, როგორც „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ამ სექტორების მარეგულირებელი ერთადერთი ორგანო. 23 მუხლი 18. კომისიის სამართლებრივი ფორმა კომისია არის განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 19. კომისიის დამოუკიდებლობა 1. მარეგულირებელი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას კომისია დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებითა და ენერგეტიკული საქმიანობების რეგულირების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით. 2. კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები, კომისიის კომპეტენციის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებისას, უნდა აკმაყოფილებდნენ მათ მიმართ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნებს. 3. დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებამ, არ უნდა შეზღუდოს მჭიდრო თანამშრომლობა კომისიასა და საქართველოს სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს შორის, ან ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ენერგეტიკული პოლიტიკის ზოგადი პრინციპები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს ან უკავშირდება იმ ვალდებულებებსა და მარეგულირებელ ფუნქციებს, რომლებიც კომისიაზეა დაკისრებული. მუხლი 20. კომისიის შემადგენლობა 1. კომისია შედგება საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 5 (ხუთი) წევრისგან. 2. კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. 3. კომისიის წევრი უნდა სარგებლობდეს კარგი რეპუტაციით და აკმაყოფილებდეს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით მის მიმართ დადგენილ ეთიკისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებს. კომისიის წევრთა მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. კომისიის წევრობის კანდიდატს ასახელებს საქართველოს მთავრობა, ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შექმნილი შესარჩევი კომისია. 5. შესარჩევი კომისია იქმნება საქართველოს მთავრობის მიერ და შედგება ხუთი წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ სამი წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი, კერძოდ, არ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს საჯარო მოსამსახურეს, სახელმწიფო24 პოლიტიკური ან პოლიტიკური თანამდებობის პირს, ან რეგულირებულ საწარმოში დასაქმებულ ან საწარმოს მართვის ორგანოებში დანიშნულ პირს. მათ შორის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლოა, შედიოდნენ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ დანიშნული წარმომადგენლები. შესარჩევი კომისია იქმნება შესაძლო კანდიდატებთან დაგეგმილ გასაუბრებამდე 14 (თოთხმეტი) დღით ადრე მაინც და მისი უფლებამოსილების ვადაა სამი წელი. შესარჩევი კომისია საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს. შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 6. კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს მთავრობის, კომისიისა და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდებზე. შესარჩევი კონკურსი საჯაროდ ცხადდება მოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ სამი თვით ადრე, ან კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს ათი დღისა. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების თაობაზე საჯარო განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აუცილებელი კვალიფიკაციის შესახებ, განაცხადთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების სიას, განაცხადის წარდგენის ვადას, სხვა აუცილებელ მოთხოვნებს და კონკურსის პროცედურულ წესებს, ან მითითებას იმ ელექტრონულ რესურსზე, სადაც ზემოაღნიშნული ინფორმაცია შეუზღუდავად არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. 7. კონკურსის საჯარო გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კომისიის წევრობის კანდიდატის გამოვლენასა და შეთანხმების მიზნით მის წარდგენას საქართველოს მთავრობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მხოლოდ ერთი პირი იღებს მონაწილეობას, შესარჩევმა კომისიამ, შესაძლოა, კონკურსის ვადა გააგრძელოს დამატებით 30 დღით. 8. კომისიის წევრობის შერჩეულ კანდიდატს საქართველოს მთავრობა ითანხმებს შესარჩევი კომისიის მიერ შესაბამისი კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს ათი დღისა. საქართველოს მთავრობის წარდგინებით, კომისიის წევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში. 9. საქართველოს მთავრობის მიერ კომისიის წევრობის კანდიდატის შეთანხმება და საქართველოს პარლამენტის მიერ კომისიის წევრის არჩევა უნდა ეფუძნებოდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით კომისიის წევრისთვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებას. თუ საქართველოს მთავრობამ არ შეითანხმა კომისიის წევრობის კანდიდატი, ან საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია კომისიის წევრი, შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ხელახლა, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 10. კომისიის წევრი თანამდებობაზე აირჩევა ექვსი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. 11. კომისიის წევრი თავისუფლდება მხოლოდ, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში. ამასთან, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ 25 საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისიის წევრის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო იმავე პუნქტის სხვა ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება ავტომატურად, შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგომისთანავე. 12. კომისიის წევრს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. 13. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, კომისიის ახალი წევრი აირჩევა ამ მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, დარჩენილი ვადით, თუ დარჩენილი ვადა აღემატება ერთ წელს, სხვა შემთხვევაში - ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვადით. 14. კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილება ავტომატურად ერთჯერადად უგრძელდება მანამ, სანამ იგივე ან სხვა პირი არჩეული არ იქნება კომისიის წევრად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. 15. კომისიის წევრს უფლება არ აქვს, კომისიის წევრობის ვადის გასვლიდან ან თანამდებობიდან გათავისუფლებიდან ერთი წლის განმავლობაში, რეგულირებულ საწარმოში დაიკავოს ხელმძღვანელი თანამდებობა ან გახდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 16. კომისიის წევრს, წევრობის ვადის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებაში. 17. აკრძალულია კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიმართ ძალადობა, მუქარა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. მუხლი 21. კომისიის საქმიანობის მართვა 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებასა და ყოველდღიურ საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე (შემდგომში - თავმჯდომარე) და კომისიის აპარატი. კომისიის აპარატის სტრუქტურა, ფუნქციები და კომპეტენციები განისაზღვრება კომისიის დებულებით ან/და შიდა ორგანიზაციული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით. 2. საქართველოს მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის წარმოდგენილ კანდიდატურას და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. 3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება. 26 4. თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს და პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე და მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე, კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე. 5. თავისი ფუნქციებისა და მარეგულირებელი უფლებამოსილებების სრულფასოვნად განსახორციელებლად, კომისიას ჰყავს აპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა პროფესიული სფეროს წარმომადგენლები. აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას კომისია განსაზღვრავს დამოუკიდებლად. 6. კომისიის აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე. 7. კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე ვრცელდება ამ კანონით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის დებულებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები. კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შრომის პირობები, მათ შორის, ანაზღაურება და სხვა სარგებელი განისაზღვრება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. დაუშვებელია საქართველოს საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის გავრცელება კომისიის წევრებსა და აპარატზე. 8. კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზების წესი განისაზღვრება კომისიის დებულებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით, კომისიის კომპეტენციისა და მარეგულირებელი უფლებამოსილების ფარგლებში. 9. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა. 10. აპარატის თანამშრომელს უფლება არ აქვს ჰქონდეს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების რეგულირებული საწარმოს მიმართ ან ეკავოს თანამდებობა რომელიმე ასეთ საწარმოში. აპარატის თანაშრომელს უფლება აქვს იყოს მათი მომხმარებელი, მაგრამ ამ საწარმოებს არ აქვთ უფლება შესთავაზონ, ხოლო აპარატის თანამშრომელს - მიიღოს უფასო ან ფასდაკლებით მომსახურება რომელიმე მათგანისგან. მუხლი 22. კომისიის საქმიანობის ორგანიზება 1. კომისიის სხდომები ტარდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. კომისიის სხდომები საჯაროა. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, გამართოს დახურული სხდომები. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ სამი წევრი და უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 27 4. კომისია ვალდებულია, ყოველი გადაწყვეტილების ან დადგენილების მიღებამდე, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს დაინტერესებულ მხარეებს და მისცეს მათ კომისიის შესაბამის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. კომისიამ დაინტერესებულ მხარეებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად გამოხატონ სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები. 5. კომისიის ყველა პროცედურული ჩანაწერი, სხდომის ოქმი, ოფიციალური დოკუმენტი, სამუშაო მასალა და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესი, კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა განსაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. კომისიამ უნდა მიიღოს და გამოაქვეყნოს ეთიკის კოდექსი, რომლითაც განისაზღვრება კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ეთიკასა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სტანდარტები. ეთიკის კოდექსი უნდა შესაბამებოდეს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონსა და ამ კანონს და უნდა ასახავდეს გავრცელებულ საერთაშორისო პრაქტიკას. 7. თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს. 8. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ რეგულირებული საწარმოების იმ პერსონალთან და იმ დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად. 9. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გადასინჯოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე. მუხლი 23. კომისიის სამართლებრივი აქტები 1. კომისია პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების - დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების - კანონიერებაზე. კომისიის სამართლებრივი აქტები უნდა იყოს წერილობითი ფორმის, დასაბუთებული და, საჭიროების შემთხვევაში, შეიცავდეს განმარტებებს მათი განხორციელების თაობაზე. 2. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. 3. კომისიის სამართლებრივი აქტები ძალაში შედის კანონმდებლობითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. კომისიის სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. 4. კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა რეგულირებული საწარმოებისა და იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებზეც ვრცელდება მათი მოქმედება. 5. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და კომისიის ვებგვერდზე. კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კომერციული საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვით, 28 ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა დაინტერესებულ მხარეებს. მუხლი 24. საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა 1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, საჯარო გაცნობის მიზნით, კომისია აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ მოსაზრებების წარმოსადგენად. არ შეიძლება, მოთხოვნილ იქნეს საჯარო განხილვების გამართვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტთან დაკავშირებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. კომისია საჯარო განხილვებს ასევე მართავს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზირებისა და ტარიფის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებამდე. 3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო განხილვის გამართვის წესს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, პროცედურას, პირობებსა და ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნების წესს. კომისია უზრუნველყოფს მიმდინარე საჯარო განხილვისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას კომისიის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. 4. კომისიის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გარეშე, კომისია უფლებამოსილია, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას, ითანამშრომლოს რეგულირებულ საწარმოებთან და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან, განსაზღვროს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წესი. მუხლი 25. ტრანსსასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობა 1. კომისია თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებთან და უზრუნველყოფს აღნიშნული ორგანოებისთვის, აგრეთვე, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსთვის, მათი ვალდებულებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და უფლება აქვს, თავად გამოითხოვოს ასეთი ინფორმაცია. ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობის არანაკლებ იგივე დონე, რაც მოთხოვნილი იქნება ინფორმაციის გამცემი ორგანოს მიერ. 2. კომისია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თანამშრომლობს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, რათა: ა) ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით, ხელი შეუწყოს საოპერაციო მექანიზმების შექმნას, ასევე, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ერთობლივ გაცვლასა და ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებას და უზრუნველყოს ურთიერთადამაკავშირებლების სიმძლავრის სათანადო დონე რეგიონში და რეგიონებს შორის, მათ შორის, ახალი ურთიერთდამაკავშირებლების მეშვეობით, რაც იძლევა ეფექტიანი კონკურენციის განვითარებისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესების საშუალებას ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა მხარეთა მიმწოდებელ საწარმოებს შორის დისკრიმინაციის გარეშე; ბ) მონაწილეობა მიიღოს ქსელის წესების შემუშავებაში; 29 გ) მონაწილეობა მიიღოს იმ გადატვირთვის მართვის წესების შემუშავებაში, რომელიც გავრცელდება საქართველოზე და, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს საქართველო რეგიონულად კოორდინირებული სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის მარეგულირებელ მექანიზმებში. 3. მარეგულირებელი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ სხვა უფლებამოსილ მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ურთიერთთანამშრომლობის ღონისძიებებში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო კონსულტაციების გზით და მათი განსაზღვრული კომპეტენციებისა და სამართლებრივი უფლებამოსილების შეზღუდვის გარეშე. 5. კომისია ვალდებულია შეასრულოს ენერგეტიკული გაერთიანების უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიღებული, საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულო ყველა გადაწყვეტილება. მუხლი 26. კომისიის დაფინანსება 1. კომისია, თავისი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილებების განხორციელებისას, ფინანსურად დამოუკიდებელია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად. 2. კომისია, ყოველი წლის ბოლომდე, ამტკიცებს მომავალი წლის დეტალურ ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები, სხვა სახის ფინანსური სარგებელი და კომისიის შემდეგი წლისთვის დაგეგმილი სხვა ტიპის საბიუჯეტო ხარჯები. 3. კომისია ფინანსდება რეგულირებული საქმიანობებისთვის კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურიდან, რომელსაც, შესაბამისი ლიცენზიატები და სხვა რეგულირებული საწარმოები იხდიან „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. 4. კომისია, ყოველი წლის 15 სექტემბრამდე, ლიცენზიატებისგან და სხვა რეგულირებული საწარმოებისგან იღებს მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის ან/და ბრუნვის პროგნოზს, რის საფუძველზეც ადგენს რეგულირების საფასურს იმ ოდენობით, რაც საკმარისი იქნება კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ხარჯის დასაფარად. 5. რეგულირების საფასური, კომისიის მიერ დადგენილი წესით, ჩაირიცხება კომისიის საბანკო ანგარიშზე. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, განკარგოს მის ანგარიშზე არსებული სახსრები. მიმდინარე ფინანსურ წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ბიუჯეტში. კომისია უფლებამოსილია, მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში წარმოშობილი ბიუჯეტის დეფიციტი შეავსოს მომდევნო წლისთვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრებიდან, რეგულირების საფასურის სათანადო კორექტირებით. 6. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული რეგულირების საფასური ვერ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისიას უფლებამოსილია, აიღოს სესხი გონივრული და გამართლებული საპროცენტო განაკვეთით. კომისიამ სესხი და შესაბამისი პროცენტი უნდა დაფაროს რეგულირების საფასურის სახით მომდევნო წელს მიღებული სახსრებიდან. 30 7. დასაშვებია კომისიის სარგებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გრანტების მიღება. 8. ლიცენზიატებსა და სხვა რეგულირებულ საწარმოებს უფლება აქვთ, კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური აინაზღაურონ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით ან შესაბამის კომერციულ (საბაზრო) საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლისთვის ან მომსახურებისთვის გადახდილი ფასის მეშვეობით. 9. კომისიის ბიუჯეტი ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. მუხლი 27. კომისიის ყოველწლიური ანგარიში 1. კომისია, ყოველი წლის პირველ ივნისამდე, ამზადებს და აქვეყნებს წინა წლის ფინანსურ ანგარიშს, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის მიერ რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები, კომისიის ხარჯები, აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები. 2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები. კომისიაში ფინანსური საქმიანობის აუდიტი ხორციელდება ყოველწლიურად, მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. აუდიტის დასკვნა მზადდება და ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშთან ერთად. კომისიის ფინანსური საქმიანობების აუდიტმა არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება. 3. კომისია, ყოველი წლის პირველ ივნისამდე, შეიმუშავებს წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, ამ კანონის VII თავით განსაზღვრულ თითოეულ მიზანთან, ვალდებულებასა და მარეგულირებელ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიღებული ზომებისა და დამდგარი შედეგების თაობაზე. კომისიის წლიური ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. კომისიის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. თავი VII. კომისიის ამოცანები, ვალდებულებები და მარეგულირებელი უფლებამოსილება მუხლი 28. კომისიის ამოცანები 1. ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილებების განხორციელებისას, კომისიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრულ ზომა, შემდეგი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად: ა) ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან, ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში კონკურენტული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი შიდა ენერგეტიკული ბაზრების ხელშეწყობა და ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში არსებული ყველა მომხმარებლისთვის და მიმწოდებლისთვის ბაზრის ეფექტიანი გახსნის ხელშეწყობა, ასევე, გრძელვადიანი ამოცანების გათვალისწინებით, ენერგეტიკული ქსელების ეფექტიანი და საიმედო ოპერირებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; 31 ბ) ენერგეტიკულ გაერთიანებაში კონკურენტული და სათანადოდ ფუნქციონირებადი რეგიონული ენერგეტიკული ბაზრების განვითარება, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანების გათვალისწინებით; გ) ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს შორის ენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოფხვრა, მათ შორის, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განვითარებისა და ეროვნული ბაზრების ინტეგრაციის გაუმჯობესების გზით, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ენერგიის გადადინებას ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში; დ) უსაფრთხო, საიმედო, ეფექტიანი, არადისკრიმინაციული და მომხმარებლებზე ორიენტირებული სისტემების შემუშავების ყველაზე ეფექტიანი გზით ხელშეწყობა, აგრეთვე, სისტემის მდგრადობისა და, ზოგადი ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა; ე) განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დიდი თუ მცირე მასშტაბის წარმოებისა და შესაბამის გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებული წარმოების მოწყობილობების გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა; ვ) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოების ახალი სიმძლავრეების ქსელზე დაშვების ხელშეწყობა, კერძოდ, იმ წინააღმდეგობების აღმოფხვრა, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ბაზრის ახალი მონაწილეებისა და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დაშვებას ქსელზე; ზ) სისტემის ოპერატორებისა და სისტემით მოსარგებლეების სათანადო მოკლევადიანი და გრძელვადიანი წახალისება სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდისა და ბაზრის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით; თ) მომხმარებლების მიერ ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი ფუნქციონირების შედეგად სარგებლის მიღების შესაძლებლობა, ეფექტიანი კონკურენციის წახალისება და მომხმარებელთა დაცვა; ი) ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სექტორებში გაწეული საჯარო მომსახურებების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, მოწყვლადი მომხმარებლების დაცვისა და მიმწოდებლის შეცვლისთვის საჭირო მონაცემთა გაცვლის პროცესების თავსებადობის ხელშეწყობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანები უნდა შესრულდეს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით და აღნიშნული უწყებების უფლებამოსილებების შეზღუდვის გარეშე. მუხლი 29. კომისიის ფუნქციები 1. კომისია: ა) ენერგეტიკული საქმიანობებისა და ამ კანონით რეგულირებული სხვა საქმიანობების ავტორიზაციის, ამგვარი საქმიანობების პირობების დადგენისა და მათზე ზედამხედველობის მიზნით: ა.ა) გასცემს და ცვილებები შეაქვს ლიცენზიებს, აჩერებს მათ მოქმედებას და აუქმებს მათ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი წესით; ა.ბ) ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირებას და ამ კანონით დადგენილ დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან მათ მუდმივ შესაბამისობაზე ზედამხედველობას; ა.გ) ადგენს რეგულირებული საწარმოების მიერ მომსახურების გაწევის წესებსა და პირობებს ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ა.დ) განსაზღვრავს სასმელი წყლის ხარჯვის ნორმას; 32 ა.ე) ამტკიცებს ერთიან საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემას შესაბამისი რეგულირებული საწარმოებისთვის და ზედამხედველობს აღნიშნული მოთხოვნების სათანადო შესრულებას; ა.ვ) განსაზღვრავს რეგულირებული საწარმოების მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის ან/და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს; ა.ზ) ზედამხედველობს რეგულირებული საწარმოების საქმიანობას და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებთან და მოთხოვნებთან; ა.თ) ზედამხედველობს საჯარო მომსახურების გაწევასა და საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულებას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ა.ი) აწარმოებს ენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოების რეესტრს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ა.კ) ახორციელებს რეგულირებული საწარმოების ადგილზე შემოწმებას, მათ შორის წინასწარი შეტყობინების გარეშე; ა.ლ) განსაზღვრავს რეგულირებული საწარმოების ანგარიშგების წესებს; ა.მ) ადგენს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებს, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და სასმელი წყლის მომხმარებელს შორის; ა.ნ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ სახანძრო ჰიდრანტებიდან (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) მოპოვებული წყლის გამოყენებასთან, აღრიცხვასა და ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას; ა.ო) ამტკიცებს ხელშეკრულებებების სტანდარტულ პირობებს. ბ) ტარიფის ან/და საფასურის დადგენისა და მეთოდოლოგიების მიღების მიზნით: ბ.ა) ამტკიცებს: ბ.ა.ა) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ტარიფებსა და გაანგარიშების მეთოდოლოგიას; ბ.ა.ბ) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან, აგრეთვე სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებთან მიერთების საფასურებსა ან/და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიას; ბ.ა.გ) ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საფასურსა და მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიას, ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად არსებული საჭიროების შემთხვევაში; ბ.ა.დ) ბუნებრივი გაზის საცავის ტარიფებსა და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიას, ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად არსებული საჭიროების შემთხვევაში; ბ.ა.ე) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე დაშვების ტარიფსა და მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიას; ბ.ა.ვ) სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებს; ბ.ა.ზ) დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესს; ბ.ა.თ) საჭიროების შემთხვევაში საჯარო მომსახურების გაწევის საფასურებსა ან/და ტარიფებს და გაანგარიშების მეთოდოლოგიებს; ბ.ა.ი) რეგულირების საფასურის ოდენობასა და გაანგარიშების წესს; ბ.ა.კ) მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესს. გ) ამტკიცებსნორმატიული დანაკარგების ოდენობასა და მათი გაანგარიშების წესს; დ) ამტკიცებს ინვესტიციების შეფასების წესს, მათ შორის სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმოების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო 33 გეგმებისა და მათი შემადგენელი პროექტების კომისიისათვის წარდგენის, კომისიის მიერ მათი შეთანხმების, აგრეთვე შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმებში ან/და პროექტებში ცვლილების შეტანის და მათი განხორციელების შესახებ ანგარიშგების წესსა და პირობებს. სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმო ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში, იმოქმედოს მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით; ე) უზრუნველყოფს მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე გამოქვეყნებას, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტარიფებთან და მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს, რომ: ე.ა.) ტარიფები და საფასურები: ე.ა.ა) იყოს დასაბუთებული, გონივრული, გადამოწმებადი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული, იცავდეს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისგან; ე.ა.ბ.) ასახავდეს ქსელების ოპერირების, მოვლა-პატრონობის, ჩანაცვლების, მშენებლობისა და რეაბილიტაციის დასაბუთებულ ხარჯებს, მათ შორის, კაპიტალდაბანდებებზე გონივრულ ამონაგებს, ამორტიზაციას (ცვეთას) და გადასახადებს, გარემოსა და მომხმარებლის დაცვის გათვალისწინებით; ე.ა.გ) ტარიფები და საფასურები იძლეოდეს ქსელებსა და მოწყობილობებში აუცილებელი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, რათა აღნიშნულმა ინვესტიციებმა უზრუნველყოს ასეთი ქსელებისა და მოწყობილობების სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისი განვითარების გეგმის თანახმად მათი შეუფერხებელი განვითარება; ე.ა.დ) შესაძლებლობას აძლევს რეგულირებულ საწარმოებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურებს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად; ე.ა.ე) ხელს უწყობს რეგულირებული საწარმოს ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი რეგულირებული საწარმო აკმაყოფილებს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე; ე.ა.ვ) ასახავდეს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას. სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად; ე.ბ) განხორციელდეს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების გრძელვადიანი და მოკლევადიანი წახალისება ეფექტიანობის გაზრდის, ბაზრის ინტეგრაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის, აგრეთვე, აღნიშნულთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობების მხარდაჭერის მიზნით; ე.გ) გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურებების ტარიფების დადგენისას, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ქვეყნის საზღვრებს შიგნით ტრანსპორტირება და ტრანსსასაზღვრო გადადინება განხილულ იქნეს თანაბარ პირობებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა გარკვეულ მომსახურებასთან დაკავშირებული კონკრეტული დანახარჯების გათვალისწინება, თუ 34 ეს ხარჯები არის ცხადი, დასაბუთებული და მათი გამოყენება ხდება გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით; ე.დ) დადგინდეს საქმიანობის შედეგებზე დამოკიდებული ტარიფის ან/და საფასურის განაკვეთი, თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს ასეთი სახის განაკვეთის დადგენას; ე.ე) ელექტროენერგეტიკულ სექტორში არსებული მომსახურებებისთვის წახალისებულ იქნეს წყვეტადი მომსახურებისა და დატვირთვის დაბალანსების განაკვეთები და ენერგოეფექტურობისა და მოთხოვნის მართვის გაუმჯობესების სხვა მექანიზმები, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების შესაძლო განვითარება და დისპეტჩერიზაცია; ე.ვ) იმ შემთხვევაში, როცა შესაძლებელია ტარიფის კორექტირება პიკური და არაპიკური მომსახურებების ღირებულების მიხედვით, დადგინდეს სეზონსა და მოხმარების დროზე დამოკიდებული განაკვეთები; ე.ზ) აღმოიფხვრას, ერთი მხრივ, გადაცემისა და განაწილების საქმიანობებსა და, მეორე მხრივ, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებს შორის ჯვარედინი სუბსიდირება, აგრეთვე, სისტემით მოსარგებლეებს ან მომხმარებლებს შორის, ან სხვადასხვა კატეგორიის სისტემით მოსარგებლეებს ან მომხმარებლებს შორის დისკრიმინაცია; ე.თ) გადაცემისა და განაწილების ქსელებთან, აგრეთვე, სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებთან მიერთებისთვის ან მიერთების სიმძლავრის არსებითად გაზრდისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დადგინდეს ეკონომიკურად გამართლებული მიერთების საფასური; ე.ი) ტარიფების, საფასურებისა და მათთან დაკავშირებული წესებისა და პირობების დადგენა ასახავდეს გავრცელებულ საერთაშორისო პრაქტიკას; ვ) ადგენს ტარიფებს, საფასურებს ან/და ფასის ზედა ზღვრებს, სატარიფო მიზნებისთვის უფლებამოსილია განსაზღვროს ძაბვის საფეხურები, კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიების, პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებენ რეგულირებული საწარმოების ვალდებულებას, მოამზადონ სატარიფო განრიგი სისტემით მოსარგებლეების ან/და მომხმარებლების თითოეული კატეგორიისთვის და, შესაბამის დასაბუთებასთან ერთად, წარუდგინოს კომისიას. ტარიფების, საფასურის ან/და ფასის ზედა ზღვრის დადგენის შესახებ კომისიის სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე; ზ) ზედამხედველობს ტარიფების, საფასურისა და შესაბამისი მეთოდოლოგიების გამოყენებას და უზრუნველყოფს მათ სათანადო შესრულებას. თ) ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგულირებისა და ზედამხედველობის მიზნით: თ.ა) გადასინჯავს და ამტკიცებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე და, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის საცავზე და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე მხარის სამართლიანი და არადისკრიმინაციული დაშვების წესებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას; თ.ბ) ადგენს ხარისხის სტანდარტებს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებისა და ენერგეტიკული საწარმოების მიერ მომსახურებების, მათ შორის, დამხმარე და სასისტემო მომსახურებების გაწევისთვის და ზედამხედველობს მათ შესრულებას; თ.გ) ადგენს კომპენსაციის მექანიზმებს კომისიის მიერ დადგენილ ხარისხის სტანდარტებთან ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობის შეუსაბამობისათვის და ზედამხედველობს მის შესრულებას; თ.დ) ამტკიცებს სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმოების საინვესტიციო გეგმებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას, ამასთან, კომისიის წლიურ 35 ანგარიშში ასახავს აღნიშნული გეგმების შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციებს; თ.ე) ზედამხედველობს გადამცემი სისტემის ოპერატორების საქმიანობებს, მათ შორის, მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველსაყოფი მექანიზმებისა და მეთოდების ეფექტიანობას; თ.ვ) გადასინჯავს და ამტკიცებს შესაბამისი სისტემის ოპერატორების მიერ მომზადებულ ქსელის წესებს; თ.ზ) ამოწმებს შესაბამისი ქსელის წესებიდან გამომდინარე ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის მოთხოვნების ეფექტიანობას და ზედამხედველობს მათ შესრულებას, აგრეთვე, ადგენს მომსახურებისა და მიწოდების ხარისხის სტანდარტებსა და მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით; თ.თ) ამ კანონით ან/და შესაბამისი ქსელის წესებით დადგენილი წესით აკონტროლებს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ ქსელთან მიერთებასა და ქსელის რემონტზე დახარჯულ დროს; თ.ი) უზრუნველყოფს ამ კანონის 87-ე მუხლის შესაბამისად ბუნებრივი გაზის საცავზე და ქსელის გაზის შენახვაზე დაშვების პირობების ზედამხედველობას და მათ გადახედვას. აღნიშნული ვალდებულება არ მოიცავს ტარიფების გადახედვას, თუ ბუნებრივი გაზის საცავზე დაშვება განისაზღვრება ამ კანონის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; თ.კ) აკონტროლებს იმ კრიტერიუმების სწორად გამოყენებას, რომლის შესაბამისად განისაზღვრება ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე ამ კანონის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის ან მე-6 პუნქტის გავრცელება; თ.ლ) ხელს უწყობს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის 137-ე და 142-ე მუხლების შესაბამისად, ენერგეტიკულ საქმიანობებში უსაფრთხოების ზომების განხორციელების ზედამხედველობას. ი) ენერგეტიკული ბაზრების რეგულირებისა და ზედამხედველობის მიზნით: ი.ა) ამ კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი უფლებამოსილების ფარგლებში, არეგულირებს და ზედამხედველობს ენერგეტიკულ ბაზრებზე განხორციელებულ საქმიანობებს; ი.ბ) ამ კანონისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ზედამხედველობს ენერგეტიკული ბაზრების გახსნის დონესა და ეფექტიანობას, აგრეთვე, ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებულ კონკურენციას, მათ შორის, კონკურენციის დარღვევის ან აკრძალვის ნებისმიერ შემთხვევას. ი.გ) ზედამხედველობს ენერგეტიკული ბაზრების გამჭვირვალობის, მათ შორის, საბითუმო და საცალო ფასების გამჭვირვალობის დონეს და უზრუნველყოფს ენერგეტიკული საწარმოების მიერ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას; ი.დ) აქვეყნებს რეკომენდაციებს წელიწადში ერთხელ მაინც, მიწოდების ფასების ამ კანონთან და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, აწვდის აღნიშნულ რეკომენდაციებს სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს; ი.ე) ზედამხედველობს ენერგეტიკულ ბაზრებზე შემზღუდველ სახელშეკრულებო პრაქტიკას, მათ შორის, ექსკლუზიურობის პირობების გამოყენებას, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მსხვილ მომხმარებლებს ხელშეკრულებების ერთდროულად ერთზე მეტ მიმწოდებელთან გაფორმებაში, ან შეზღუდოს მათი არჩევანი, დადონ ამგვარი ხელშეკრულებები; ი.ვ) იცავს სახელშეკრულებო თავისუფლებას მიწოდების წყვეტად ხელშეკრულებებთან და გრძელვადიან (10 წელზე მეტი) ხელშეკრულებებთან მიმართებით, თუ აღნიშნული ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის მოთხოვნებს; 36 ი.ზ) გადასინჯავს და ამტკიცებს შესაბამისი ბაზრის ოპერატორების მიერ მომზადებულ ბაზრის წესებს, ასევე, ადგენს ბაზრის ოპერატორების მიერ გამოსაყენებელ საფასურებს და ზედამხედველობს მათ საქმიანობებს; ი.თ) ამტკიცებს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებს; ი.ი) ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე ენერგეტიკული ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესებისთვის მონაცემთა გაცვლის თავსებადობას. კ) ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მიზნით: კ.ა) ზედამხედველობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული პირობების შესრულებას, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას; კ.ბ) აკონტროლებს სისტემით მოსარგებლეების მიერ ურთიერთდამაკავშირებლების შესახებ მოთხოვნილი ტექნიკური და კომერციული მონაცემების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას, რათა სისტემით მოსარგებლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დისკრიმინაციის გარეშე მიიღონ მონაწილეობა შესაბამის ენერგეტიკულ ბაზრებზე; კ.გ) ზედამხედველობს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების გადატვირთვის მართვასა და გადატვირთვის მართვის წესების შესრულებას; კ.დ) ამტკიცებს შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მომზადებულ ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე დაშვების წესებს, მათ შორის, სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს, რეგიონულ დონეზე კოორდინირებული ღონისძიებების გათვალისწინებით; კ.ე) თანამშრომლობს ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი მხარეების კომპეტენტურ მარეგულირებელ ორგანოებთან და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან. ლ) მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და დავების გადაწყვეტის მიზნით: ლ.ა) უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ღონისძიებების ეფექტიანობასა და შესრულებას სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, რათა გარანტირებულ იქნეს: ლ.ა.ა) სამართლიანი და არადისკრიმინაციული მოპყრობა; ლ.ა.ბ) მაღალი ხარისხის მომსახურება; ლ.ა.გ) კონკურენცია და თავიდან იქნეს აცილებული კონკურენციის წინააღმდეგ შემზღუდველი ქმედებები ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ლ.ბ) უზრუნველყოფს მომხმარებელთა მოხმარების მონაცემების ხელმისაწვდომობას, ასეთი მონაცემების ქვეყნის მასშტაბით მარტივად გასაგებ, ჰარმონიზებულ ფორმატს საჭიროებისამებრ გამოყენებისათვის და ამ მონაცემებზე ყველა მომხმარებლის შეუფერხებელ წვდომას, ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ლ.გ) განიხილავს დავებს ამ კანონის 154-ე მუხლისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად. მ) ამტკიცებს ადმინისტრაციული წარმოების დებულებას. 2. საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის გათვალისწინებით კომისია უფლებამოსილია დაადგინოს გრძელვადიანი ტარიფები. 3. კომისია, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ტარიფის დადგენის საკითხების განხილვისას ატარებს ღია სხდომებს. კომისია სატარიფო განაცხადის განხილვისას და ტარიფის დადგენისას ეყრდნობა: ა) დასაბუთებულ სატარიფო განაცხადს, რომელსაც ერთვის აუდიტორული და ფინანსური ინფორმაცია; 37 ბ) სატარიფო განაცხადის განხილვისა და შესაბამისი დადგენილების მიღების პროცედურებს; გ) მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ტარიფის დადგენის კომენტირების პროცედურებს; დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს; ე) რეგულირების საფასურის ფინანსური ანაზღაურების დადგენის პროცედურებს. 4. ტარიფს კომისია ამტკიცებს კომისიაში სატარიფო განაცხადის შეტანიდან 180 დღის განმავლობაში, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადის მიმართ კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 5. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს სხვა ისეთი სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამ კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, თუმცა გამომდინარეობს კომისიის კომპეტენციიდან. 6. კომისია ასრულებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებსაც. მუხლი 30. კომისიის მარეგულირებელი უფლებამოსილებები 1. კომისია, ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად, უფლებამოსილია: ა) უფლებამოსილებების სრულყოფილად და ჯეროვნად განხორციელებისთვის, ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით, მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია: ა.ა) რეგულირებული საწარმოებისგან; ა.ბ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა საჯარო დაწესებულებებისგან, რომლებიც თავიანთი პირდაპირი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ფლობენ კომისიისათვის დასაბუთებულად მნიშვნელოვან ინფორმაციას; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორებს მოსთხოვოს პირობების (მათ შორის, ტარიფებთან ან/და საფასურებთან დაკავშირებით) ცვლილება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი პროპორციულობა და არადისკრიმინაციული გზით გამოყენება. აღნიშნული უფლება არ მოიცავს ტარიფების გადახედვას, თუ ბუნებრივი გაზის საცავზე დაშვება განისაზღვრება ამ კანონის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; გ) კომისიის მიერ გადაცემისა და განაწილების ტარიფების დადგენის დაყოვნების შემთხვევაში, დაადგინოს გადაცემისა და განაწილების დროებითი ტარიფები და განსაზღვროს სათანადო საკომპენსაციო ზომები, თუ საბოლოო ტარიფები განსხვავებული იქნება დროებითი ტარიფებისგან; დ) დაიწყოს საჯარო განხილვებისა და თანამშრომლობის პროცედურები ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით, თუ აღნიშნული საჭიროა აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებისთვის, მარეგულირებელი პრაქტიკის ჰარმონიზებისთვის, მისაღები გადაწყვეტილებების დასაბუთებისთვის ან პრობლემის გადაჭრის შეთავაზებული სამართლებრივი ან/და მარეგულირებელი გზის შეფასებისთვის; ე) წამოიწყოს და ჩაატაროს კვლევა საქართველოში ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მიიღოს გადაწყვეტილება და გამოიყენოს ნებისმიერი საჭირო და პროპორციული ზომა ეფექტიანი კონკურენციის წახალისებისა და ენერგეტიკული ბაზრების გამართული ფუნქციონირებისთვის; 38 ვ) მიიღოს რეგულირებული საწარმოებისთვის შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტები, რომლებიც საჭიროა ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სათანადო შესრულებისთვის; ზ) დააკისროს, ამ კანონის 152-ე მუხლის შესაბამისად, ეფექტიანი, პროპორციული და პრევენციული სანქციები იმ რეგულირებულ საწარმოებს, რომლებიც არ ასრულებენ ამ კანონით, სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ან ენერგეტიკული გაერთიანების კომპეტენტური ორგანოების შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; თ) დავების განხილვის მიზნით, ფლობდეს ამ კანონის 154-ე მუხლით გათვალისწინებული მითითებების გაცემისა და მოკვლევის ჩატარებისთვის აუცილებელ უფლებამოსილებას. ი) განიხილოს ტარიფის დადგენის მიზნით რეგულირებული საწარმოს მიერ წარდგენილი განაცხადი, მიიღოს გადაწყვეტილება მისი დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის შესახებ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავისი ინიციატივით გადახედოს ტარიფებს. 2. კომისიის ან ენერგეტიკული გაერთიანების კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემულმა ნებისმიერი სახის თანხმობამ, ხელი არ უნდა შეუშალოს მომავალში კომისიის ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი უფლებამოსილებების განხორციელებას, მათ შორის ჯარიმების დაკისრებას. 3. კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები უნდა იყოს დასაბუთებული. აღნიშნული აქტები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, ამ კანონის 23-ე მუხლით დადგენილი კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მუხლი 31. კომისიის დამატებითი ფუნქციები და მარეგულირებელი უფლებამოსილებები 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად დასახელებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, ამ კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით დადგენილი ფუნქციებისა და მარეგულირებელი უფლებამოსილებების გარდა, კომისია: ა) ზედამხედველობს გადამცემი სისტემის მესაკუთრისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააკისროს ჯარიმები ამ კანონის 152-ე მუხლის შესაბამისად; ბ) სისტემის დამოუკიდებელი ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობს სისტემის დამოუკიდებელ ოპერატორსა და გადამცემი სისტემის მესაკუთრეს შორის ურთიერთობასა და კომუნიკაციას, მათ შორის, ამტკიცებს მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებებს და, ერთ-ერთი მხარის მიერ სადავო საკითხის განხილვაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, მოქმედებს, როგორც დავის გადამწყვეტი ორგანო; გ) ამ კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შეუზღუდავად, უფლებამოსილია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცესში გადამცემი ქსელის განვითარების პირველი ათწლიანი გეგმისთვის დაამტკიცოს საინვესტიციო პროგრამა და ასევე გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმები, რომელსაც ყოველწლიურად წარადგენს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრესთან შეთანხმებით; დ) უზრუნველყოფს, რომ დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ მიღებული გადაცემის ტარიფი მოიცავდეს გადამცემი სისტემის მესაკუთრის ანაზღაურებას კომისიის მიერ დამტკიცებული ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ქსელური აქტივებისა და მათში 39 განხორციელებული, გასათვალისწინებელი ახალი ინვესტიციების სათანადოდ ანაზღაურებას, თუ აღნიშნული ინვესტიციები განხორციელებულია ეკონომიკურად გამართლებული და ეფექტიანი გზით; ე) უფლებამოსილია, განახორციელოს გადამცემი სისტემის მესაკუთრისა და სისტემის დამოუკიდებელი ოპერატორის ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე; 2. გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი ხორციელდება კომისიასა და კანონმდებლობით შესაბამის უფლებამოსილ დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით. კარი IV. წარმოება თავი VIII. ელექტროენერგიის წარმოება მუხლი 32. ელექტროენერგიის წარმოების პირობები 1. ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებისა და დაკავშირებული მოწყობილობების მშენებლობა, მოვლა-პატრონობა, ოპერირება, და გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებს, ნორმებსა და სხვა სავალდებულო პირობებს, გარემოსთან, საზოგადოების უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების ჩათვლით. 2. ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი წესით. მუხლი 33. ელექტროენერგიის მწარმოებლის უფლებები 1. ელექტროენერგიის მწარმოებელი უფლებამოსილია: ა) აწარმოოს ელექტროენერგია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტისა და სალიცენზიო პირობებში აღნიშნული ენერგიის წყაროს მეშვეობით, ლიცენზიითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით; ბ) დადოს ხელშეკრულებები ელეტროენერგიის ყიდვა-გაყიდვაზე, ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით დადგენილი პირობების დაცვით; გ) დადოს ხელშეკრულებები დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურებების გაწევაზე, ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობების დაცვით; დ) ჰქონდეს დაშვება ელექტროენერგიის გადამცემ ან/და გამანაწილებელ სისტემებზე ამ კანონით, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად; ე) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. მუხლი 34. ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები 1. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია: ა) შეასრულოს ამ კანონითა და შესაბამისი ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები; ბ) გააჩნდეს აღრიცხვის მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია შესაბამის ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვა; 40 გ) დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებითა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი მოთხოვნები; დ) შეასრულოს შესაბამისი გადამცემი ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული საოპერაციო ინსტრუქციები, მათ შორის, დისპეტჩერიზაციასთან, ელექტროენერგიის დაბალანსებასთან, სისტემაში ავარიულ მდგომარეობასა და დამხმარე მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებული მითითებები. ე) შეასრულოს ენერგოეფექტურობასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები; ვ) ელექტროენერგიის ბაზარზე მონაწილეობისას დაემორჩილოს კონკურენციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ წესებს, მათ შორის სიმძლავრის დაუსაბუთებელი შეზღუდვისა და ელექტროენერგიის წარმოების დაუსაბუთებელი შემცირების აკრძალვას; ზ) შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტები სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობაში, უზრუნველყოს მათი უწყვეტი საოპერაციო მზადყოფნა და უსაფრთხო ოპერირება ტექნიკური და სხვა სახის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რაც ექვემდებარება საზედამხედველო შემოწმებას; თ) მოთხოვნის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს გადასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია; ი) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თავისუფალი წვდომა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის იმ მოწყობილობებზე, რომელიც გამოიყენება რეზერვის მიზნებისთვის და დამხმარე მომსახურებების გასაწევად, ასევე, ელექტროენერგიის ნაკადების ტრანსპორტირების მიზნით, ელექტროენერგიის გადაცემის ან განაწილებისთვის; კ) გაითვალისწინოს შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის რეკომენდაციები ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის დანადგარებისა და აღჭურვილობის შეცვლის თაობაზე; ლ) საოპერაციო და სისტემის მართვის საჭიროებებიდან გამომდინარე და ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების განვითარების გეგმის შესაბამისად, მოუაროს და გააუმჯობესოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ის დანადგარები და აღჭურვილობა, რომლებიც ასევე გამოიყენება ელექტროენერგიის გადაცემის ან განაწილებისთვის. აღნიშნული ვალდებულების შესრულება ექვემდებარება საზედამხედველო შემოწმებას. 2. ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც ახორციელებს 100 კილოვატი ან მეტი ნომინალური სიმძლავრის მქონე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ოპერირებას, ვალდებულია, შეინახოს და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის, სისტემის ოპერატორებისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოებისთვის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგიის წარმოების თითოეული ობიექტის საათობრივი მონაცემები, რომლებიც საჭიროა, სადისპეტჩერო საოპერაციო გადაწყვეტილებების და ელექტროენერგიის ბირჟებზე, ურთიერთდამაკავშირებლების აუქციონებზე, სარეზერვო ბაზრებსა და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრებზე მონაწილეთა მიერ ფასების შეთავაზებასთან დაკავშირებული ქმედებების გადასამოწმებლად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა მოიცავდეს მონაცემებს ელექტროენერგიის წარმოების ხელმისაწვდომი სიმძლავრისა და გარანტირებული რეზერვების თაობაზე, მათ შორის, ფასების შეთავაზებისა და ელექტროენერგიის წარმოების დროს გარანტირებული რეზერვების განაწილებას ელექტროენერგიის წარმოების თითოეული ობიექტის დონეზე. 41 4. კომისია ზედამხედველობა უწევს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გამოყენებას და, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, მოსთხოვოს ცალკეულ ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და სხვა ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს აღნიშნული პრინციპების შესრულების მიზნით სპეციალური ზომების გატარება. 5. ელექტროენერგიის თითოეული მწარმოებელი ვალდებულია, სათანადო ფორმით მოამზადოს და გამოაქვეყნოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების პროგრამა და წლიური ანგარიში აღნიშნული ღონისძიებების შედეგების თაობაზე. 6. თუ საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი მოთხოვნების დაწესებას ელექტროენერგიის წარმოების პროცესის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, იგი უფლებამოსილია, ცალკეული ტექნოლოგიებისთვის დაადგინოს ეფექტიანობის მინიმალური დონე, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს ელექტროენერგიის წარმოების ახალი ობიექტების მშენებლობის, ან არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის დროს. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუზღუდავად, ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტებით, შეიძლება, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის განისაზღვროს გამარტივებული მოთხოვნები. მუხლი 35. ტენდერი ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეებზე საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ელექტროენერგიის წარმოების ახალი სიმძლავრის მშენებლობის, მათ შორის, არსებული სიმძლავრის გაზრდის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაატაროს ტენდერი, ან გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შერჩევის სხვა პროცედურა. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ტენდერის წესებსა და პირობებს, რომელთა გამოყენება უნდა მოხდეს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წესით. მუხლი 36. ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვება ან/და კომპლექსური გასინჯვა 1. საწარმომ, რომელმაც ააშენა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი, ან მოახდინა მისი რეკონსტრუქცია, მათ შორის, სიმძლავრის გაზრდა და კანონონმდებლობით დადგენილი წესითა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვით მიაერთა იგი ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის უნდა მიმართოს გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის იმ ოპერატორს, რომლის ქსელზეც არის ობიექტი მიერთებული. შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლები მონაწილეობენ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვისპროცესში. 2. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების საცდელ გაშვებას ან/და კომპლექსურ გასინჯვას ახორციელებენ და მათ ექსპლუატაციაში მიღებაზე თანხმობას გასცემენ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით. თუ შესაბამისი ქსელის წესებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისი სისტემის ოპერატორის ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე თანხმობის ან უარის თქმის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს საცდელი გაშვებიდან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ექსპლუატაციაში მიღების პერიოდში, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის მფლობელი საწარმო არ არის ვალდებული, ობიექტის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის მოიპოვოს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია. 42 4. ექსპლუატაციაში მიღების პერიოდში წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობა რეგულირდება ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად. 5. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტის მიერ ელექტროენერგიის წარმოება დაიშვება მხოლოდ ამ კანონის V თავის შესაბამისად გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის, ხოლო მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. მუხლი 37. ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა 1. ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა რეგულირდება გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, საბოლოო მომხმარებლების მინიმალური დანახარჯებისა და ელექტროენერგეტიკულ ბალანსზე და საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებაზე ზეგავლენის კრიტერიუმების გათვალისწინებით. 2. განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოება და მაღალი ეფექტიანობის კოგენერაცია შეიძლება წახალისდეს საკანონმდებლო ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განსაზღვრული წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმებით, განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების ან/და ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებულ წარმოების იმ დონის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის არის დადგენილი შესაბამისი კანონმდებლობით. 3. ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული წესები და პირობები უნდა მოიცავდეს შესაბამის წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმებს, ელექტროენერგეტიკული საწარმოების უფლებებსა და მოვალეობებს, ელექტროენერგიის წახალისებული წარმოების პირობებსა და დაკავშირებულ მარეგულირებელ მოთხოვნებს. 4. ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა, მათ შორის, ყველა წამახალისებელი ან/და მხარდამჭერი ღონისძიების შეფასება უნდა განხორციელდეს ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და, საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთდეს კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 38. მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური 1. მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია, მიაერთოს მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და მის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგია მიაწოდოს ქსელში, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2. მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ჭარბ ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად, ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი, რომლის მომსახურების არეალშიც მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური. საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მიერ ჭარბი ელექტროენერგიით სარგებლობის პირობებსა და საბოლოო მომხმარებლებისგან ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფისგან შეძენილი ჭარბი ელექტროენერგიის საფასურს განსაზღვრავს კომისია. 3. მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებასა და ჭარბი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებაზე არ ვრცელდება ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მარეგულირებელი რეჟიმი. ელექტროენერგეტიკის სექტორში საბაზრო ურთიერთობების მარეგულირებელი 43 კანონმდებლობა მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურებზე ვრცელდება მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4. საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მეშვეობით და ჭარბ ელექტროენერგიას აწვდის გამანაწილებელ ქსელში, გათავისუფლებულია ელექტროენერგიის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების საფასურის გადახდისგან. 5. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, რომელსაც კომისია შეიმუშავებს და ადგენს სისტემის ოპერატორებთან კონსულტაციის საფუძველზე. თავი IX. ბუნებრივი გაზის წარმოება მუხლი 39. ბუნებრივი გაზის წარმოების სავალდებულო პირობები 1. ბუნებრივი გაზის წარმოება შეიძლება განხორციელდეს იმ საწარმოს მიერ, რომელსაც აქვს ექსპლუატაციაში შესულ მოწყობილობაში ბუნებრივი გაზის გადამუშავების ავტორიზაცია და ამ მოწყობილობის ოპერირებას ახდენს „ნავთობისა და გაზის“ შესახებ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. ბუნებრივი გაზის ყველა ის მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილია, ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის მიერ ბაზრის მონაწილედ მისი რეგისტრაციის შემდეგ, ივაჭროს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად. მუხლი 40. ბუნებრივი გაზის მწარმოებლის უფლებები 1. ამ კანონის მიზნებისთვის, ბუნებრივი გაზის მწარმოებელი უფლებამოსილია: ა) დადოს ხელშეკრულებები ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვაზე, ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად; ბ) დადოს ხელშეკრულებები დაბალანსებაზე ან/და დამხმარე მომსახურებების გაწევაზე ამ კანონის, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი პირობების დაცვით, ხოლო ბუნებრივი გაზის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ორგანიზებული ბაზრების შექმნის შემდეგ, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით; გ) ჰქონდეს დაშვება ბუნებრივი გაზის გადამცემ ან/და გამანაწილებელ სისტემებზე ამ კანონით, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად; 2. ბუნებრივი გაზის მწარმოებელი უფლებამოსილია, ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებებით. მუხლი 41. ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები 1. ამ კანონის მიზნებისთვის, ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ვალდებულია: ა) შეასრულოს ამ კანონით, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და პირობები; გ) დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებითა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნები; დ) შეასრულოს ენერგოეფექტურობასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები; 44 ე) გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია; ვ) უზრუნველყოს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების თავისუფალი წვდომა ბუნებრივი გაზის წარმოების ობიექტის იმ აღჭურვილობაზე, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად შესაბამისად გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელებში. 2. თუ საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი მოთხოვნების დაწესებას ბუნებრივი გაზის წარმოების პროცესის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, იგი უფლებამოსილია, ცალკეული ტექნოლოგიებისთვის დაადგინოს ეფექტიანობის მინიმალური დონე, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს ბუნებრივი გაზის წარმოების ახალი ობიექტების მშენებლობის, ან არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის დროს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები ასევე ვრცელდება „ნავთობისა და გაზის“ შესახებ საქართველოს კანონით რეგულირებულ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატზეც. კარი V. გადაცემა თავი X. გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი და დასახელება მუხლი 42. გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი 1. გადაცემა არის საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს მიკუთვნებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემას, გადამცემი ქსელის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას და სხვა დაკავშირებულ საქმიანობებს, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. 2. გადაცემის საქმიანობას, ამ კანონითა და ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი არის სპეციალური და დამოუკიდებელი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, გადამცემი სისტემის ოპერატორი უნდა იყოს დამოუკიდებელია წარმოების, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებისგან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი არ არის უფლებამოსილი, იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გადამცემ ქსელში დანაკარგებისა ანაზღაურების მიზნით და საკუთარი მოხმარებისთვის. ასევე, ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი დაბალანსების მიზნით. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია განახორციელოს თავისი საქმიანობა კანონის 43-ე მუხლის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 6. გადამცემი სიტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისაგან დამოუკიდებლობა მიღწეული და შემდგომში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განცალკევების მეშვეობით, ამ კანონის XI თავით დადგენილი პირობების შესაბამისად. 45 მუხლი 43. გადამცემი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია 1. გადამცემი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციას ახდენს კომისია, გადაცემის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის გზით. ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული „ლიცენზირების წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 2. გადაცემის საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ ამ კანონის 50-ე მუხლით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ გადამცემი სისტემის ოპერატორზე. თავი XI. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევება მუხლი 44. განცალკევების მოდელი 1. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელთან დაკავშირებით. კომისია, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს განცალკევების მოდელსა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელია ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევება. 3. იმ შემთხვევაში, თუ 2011 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით, ან მანამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორი მიეკუთვნებოდა ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონებრივი განცალკევების მოდელიდან გამონაკლისის სახით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მოდელი, ამ კანონის 46-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად. 4. დაუშვებელია განხორციელებული განცალკევების მოდელის ჩანაცვლება სხვა ისეთი მოდელით, რომელიც გულისხმობს გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უფრო ნაკლებ ხარისხს და გამოიწვევს გადამცემი სისტემის ოპერატორის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან ან მის ნაწილთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებას ან მასზე დამოკიდებულების გაზრდას. 5. დაუშვებელია, გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ, ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევების მოდელის განხორციელების მიზნით მიღებული ზომებისთვის ხელის შეშლა. მუხლი 45. ქონებრივი განცალკევება 1. ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელიც საკუთრების უფლებით ფლობს გადამცემ სისტემას, უნდა იმოქმედოს, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორმა და ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოიპოვოს გადაცემის საქმიანობის ლიცენზია. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, დაუშვებელია, ერთი და იგივე პირი: ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებდეს კონტროლს წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელ ენერგეტიკულ საწარმოზე და პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებდეს კონტროლს ან რაიმე უფლებას გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის მიმართ; ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებდეს კონტროლს გადამცემი სისტემის ოპერატორზე ან გადამცემ ქსელზე და პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებდეს კონტროლს ან რაიმე უფლებას წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს მიმართ; გ) ნიშნავდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის მესაკუთრე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს, ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს და 46 პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებდეს კონტროლს ან რაიმე უფლებას წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს მიმართ; დ) ერთდროულად იყოს როგორც წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს, აგრეთვე, გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს, ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული უფლებები მოიცავს: ა) ხმის მიცემის უფლებებს; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების დანიშვნის უფლებას; გ) აქციების (წილის) უმრავლესობის ფლობის უფლებას. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები ჩაითვლება შესრულებულად, თუ გადამცემი სისტემის მესაკუთრე ორი ან მეტი ენერგეტიკული საწარმო დააფუძნებს ერთობლივ საწარმოს, რომელიც ასრულებს გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციებს ორ ან მეტ ქვეყანაში. დაუშვებელია რომელიმე სხვა საწარმოს მონაწილეობა ერთობლივ საწარმოში, თუ ის არ არის ავტორიზებული როგორც სისტემის ოპერატორი, განცალკევების მოთხოვნების შესრულებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირების შედეგად. 5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან სხვა საჯარო დაწესებულება, ორი ცალკეული საჯარო დაწესებულება, რომელთაგან ერთი ახორციელებს კონტროლს გადამცემი სისტემის ოპერატორზე ან გადამცემ ქსელზე, ხოლო, მეორე - წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელ ენერგეტიკულ საწარმოზე, არ იქნება მიჩნეული, როგორც ერთი და იგივე პირი. 6. დაუშვებელია, წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოსთვის კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის ან პერსონალის გადაცემა იმ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც მიეკუთვნებოდა ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს. მუხლი 46. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი 1. კომისია უფლებამოსილია, ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილი ქონებრივი განცალკევებიდან გამონაკლისის სახით, ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 განსაზღვრული პირობების შესაბამისად, განახორციელოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია. 2. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი აკმაყოფილებს ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი ფლობს საჭირო ფინანსურ, ტექნიკურ, ფიზიკურ და ადამიანურ რესურსს, რათა განახორციელოს ამ კანონის 51-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციები; გ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, ამ კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად; დ) გადამცემი სისტემის მესაკუთრე ადასტურებს, რომ გააჩნია ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების სათანადო შესაძლებლობა, რასთან დაკავშირებითაც წარმოადგენს კანდიდატ ოპერატორთან და სხვა შესაბამის საწარმოებთან (ასეთი საჭიროების შემთხვევაში) წინასწარ შეთანხმებულ, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებს; 47 ე) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი ფლობს სათანადო შესაძლებლობას, შეასრულოს გადამცემ სისტემაზე დაშვებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს გადამცემი სისტემის ოპერატორებთან თანამშრომლობას ევროპულ და რეგიონულ დონეზე. მუხლი 47. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის მესაკუთრის ფუნქციები 1. ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად ავტორიზებული სისტემის დამოუკიდებელი ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს: ა) მესამე პირებისთვის სისტემაზე დაშვების უფლების მინიჭება და ამ უფლებით სარგებლობის მართვა, მათ შორის, შესაბამისი ტარიფებისა და საფასურების ადმინისტრირება; ბ) გადამცემი სისტემის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, აგრეთვე, სისტემის მიერ გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილების გრძელვადიანი შესაძლებლობა, სათანადო საინვესტიციო დაგეგმვის მეშვეობით. გადამცემი სისტემის განვითარებისას, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია ახალი ინფრასტრუქტურის დაგეგმვაზე (მათ შორის, შესაბამისი ავტორიზაციის მოპოვებაზე), მშენებლობასა და ექსპლუატაციაში მიღებაზე. ამ მიზნით იგი მოქმედებს, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ კანონის 51-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად. 2. გადამცემი სისტემის მესაკუთრე არ არის პასუხისმგებელი საინვესტიციო დაგეგმვაზე, მესამე პირებისთვის სისტემაზე დაშვების უფლების მინიჭებასა და ამ უფლებით სარგებლობის მართვაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრე ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან და ხელი შეუწყოს მას ფუნქციების შესრულებაში, მათ შორის, მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია; ბ) დააფინანსოს ინვესტიციები, რომელთა განხორციელებაც, გადამცემი სისტემის მესაკუთრესთან თანამშრომლობითა და კომისიასთან შეთანხმებით, გადაწყვიტა დამოუკიდებელმა სისტემის ოპერატორმა, ან გასცეს თანხმობა აღნიშნული ინვესტიციების სხვა დაინტერესებული პირის, მათ შორის, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ დაფინანსების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ფინანსური ხელშეკრულება საჭიროებს კომისიის თანხმობას. ასეთი თანხმობის გაცემამდე, კომისია მართავს კონსულტაციებს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან, გადამცემი სისტემის მესაკუთრესა და სხვა დაინტერესებულ პირებთან; გ) უზრუნველყოს ქსელის აქტივებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისა; დ) წარმოადგინოს სათანადო უზრუნველყოფა ქსელის გაფართოების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაცემული აქვს თანხმობა სხვა დაინტერესებული პირის, მათ შორის, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ დაფინანსებაზე. 4. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრის თანხმობითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით, უნდა ფლობდეს გადამცემი ქსელის აქტივებს. კომისია ამტკიცებს გადამცემი სისტემის მესაკუთრესა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორს შორის ხელშეკრულებას გადამცემი ქსელის აქტივების მფლობელობაში გადაცემის თაობაზე, მათ შორის, სისტემის მესაკუთრის ანაზღაურებას. მუხლი 48. გადამცემი სისტემის მესაკუთრის დამოუკიდებლობა 1. თუ, ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებულია სისტემის დამოუკიდებელი ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრე, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად 48 ინტეგრირებული საწარმოს ნაწილს, უნდა იყოს დამოუკიდებელი, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, სხვა ისეთი საქმიანობებისგან, რომლებიც არ უკავშირდება გადაცემას, განაწილებას ან შენახვას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტით დადგენილი გადამცემი სისტემის მესაკუთრის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: ა) დაუშვებელია, გადამცემი სისტემის მესაკუთრის მართვაზე პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორატიულ სტრუქტურებში, რომლებიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, პასუხისმგებელია წარმოების, განაწილების, მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიურ საქმიანობაზე; ბ) აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი სისტემის მესაკუთრის მართვაზე პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების გათვალისწინება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად; გ) გადამცემი სისტემის მესაკუთრემ უნდა შექმნას შესაბამისობის პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს დისკრიმინაციული ქმედების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელ ზომებს და უზრუნველყოფს მათი განხორციელების სათანადო კონტროლს. ამ მიზნით, შესაბამისობის პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს დასაქმებულთა სპეციალურ ვალდებულებებს. შესაბამისობის პროგრამის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი ან ორგანო განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ამზადებს წლიურ ანგარიშს და წარუდგენს მას კომისიას. წლიური ანგარიში ქვეყნდება საჯაროდ. მუხლი 49. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებაზე ზედამხედველობა 1. განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის უწყვეტ შესაბამისობას, დამოუკიდებლობის მოთხოვნილი დონის ან/და გამოყენებული განცალკევების მოდელის მიუხედავად, ზედამხედველობას უწევს კომისია. 2. კომისია აფასებს გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობას და ხელახლა დაიწყებს ამ კანონის XII თავით გათვალისწინებულ სერტიფიცირების პროცედურას შემდეგ შემთხვევებში: ა) გადამცემი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე; ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ფლობს ინფორმაციას, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორთან დაკავშირებული უფლებების ან გავლენის დაგეგმილმა ცვლილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის შეუსაბამობა, ან თუ არსებობს გონივრული ვარაუდი ამგვარი შეუსაბამობის არსებობის თაობაზე; გ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას უნდა აცნობოს ყველა იმ დაგეგმილი გარიგების შესახებ, რომელმაც, შესაძლოა, საჭირო გახადოს დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის ხელახალი შეფასება. 4. კომისია დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეტყობინების მიღებიდან, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დასაბუთებული მოთხოვნის მიღებიდან ან საკუთარი ინიციატივით შემოწმების დაწყებიდან არაუგვიანეს ოთხი თვის ვადაში. კომისიის ინიციატივით შემოწმების დაწყების დღედ ჩაითვლება გადამცემი სისტემის ოპერატორის შემოწმების დაწყების დღე, რომელიც მიეთითება შემოწმების დაწყების შესახებ კომისიის შესაბამის აქტში. 49 5. თუ კომისია მიიჩნევს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ შეესაბამება დამოუკიდებლობის ან/და განცალკევების მოთხოვნებს, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეუსაბამობა უნდა აღმოფხვრას კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში და კომისიას წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია. კომისიის მიერ შეუსაბამობის აღმოფხვრის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორი სარგებლობს შესაბამისი საქმიანობის დროებითი ავტორიზაციით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სერტიფიცირების ხელახალი პროცედურა უნდა წარიმართოს ამ კანონის 50-ე მუხლით დადგენილი წესით. 7. თუ კომისია მიიჩნევს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი დამოუკიდებლობის ან/და განცალკევების მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კომისიამ, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის გაუქმების ან/და ამ კანონის 152-ე მუხლის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების შესახებ. თავი XII - გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება მუხლი 50. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება 1. ენერგეტიკული საწარმო წერილობით ატყობინებს კომისიას ამ კანონის XI თავით გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დადგენილი განცალკევების მოთხოვნების შესრულების თაობაზე და წარუდგენს დამადასტურებელ დოკუმენტებს, მონაცემებსა და ინფორმაციას. 2. კომისია გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის, მონაცემებისა და ინფორმაციის სათანადო წესით წარდგენიდან ოთხი თვის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში სერტიფიცირების ან სერტიფიცირებაზე უარის გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, გადამცემი სისტემის ოპერატორი სერტიფიცირებულად ჩაითვლება. სერტიფიცირება ძალაში შედის ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურის დასრულების შემდგომ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სერტიფიცირების ან მასზე უარის შესახებ, ძალაში შესვლამდე კომისიის მიერ ეგზავნება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, რომლის მოსაზრების მიღებიდან 2 თვის ვადაში კომისიამ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის (მათ შორის იმ შემთხვევის გათვალისწინებით, თუ იგი იმყოფება მესამე ქვეყნების რეზიდენტი პირების კონტროლის ქვეშ) სერტიფიცირების მიზნით შეტყობინების, გადაწყვეტილების მიღებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესებით. 5. სერტიფიცირების პროცედურის განმავლობაში, კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილი არიან ნებისმიერ დროს მოითხოვონ გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრის ან/და წარმოების ან მიწოდების განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოებისგან ნებისმიერი ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ვალდებული არიან უზრუნველყონ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. თავი XIII - გადამცემი სისტემის ოპერატორი მუხლი 51. გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციები 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, განურჩევლად მისი განცალკევების მოდელისა, უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გადამცემი სისტემის მშენებლობას, 50 ოპერირებას, მოვლა-პატრონობას და განვითარებას ეკონომიკური პირობების შესაბამისად, რათა დაცული იქნეს როგორც ღია ბაზარი, ასევე უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის გრძელვადიანი უნარი - დააკმაყოფილოს განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემაზე გონივრული მოთხოვნები და მის მიერ გასაწევი მომსახურების ვალდებულებების შესრულებისთვის შესატყვისი საშუალებები. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი გადაცემასთან დაკავშირებულ მომსახურებებს ახორციელებს ამ კანონის, გადამცემი ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად. 3. გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურებები სისტემით მოსარგებლეებს გაეწევათ გადამცემი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების გაწევის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მათ შორის, გადამცემ ქსელთან მიერთებისა და გადაცემის მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და, კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდგომ, აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო, შესაბამის შემთხვევებში, გადამცემი სისტემის მესაკუთრე, სიმძლავრეებზე არსებული ყველა ეკონომიკურად გონივრული და ტექნიკურად განხორციელებადი მოთხოვნის ხელშეწყობისთვის და მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით, ვალდებულია, ააშენოს საკმარისი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეები (ურთიერთდამაკავშირებლები), რათა უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემების ინტეგრირება ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემ სისტემებთან, ხოლო, სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით განსაზღვრულ შემთხვევებში, აგრეთვე, სხვა მეზობელი ქვეყნების გადამცემ სისტემებთან. 5. დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებს, ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიებს შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მეზობელი სისტემის ყველა შესატყვის ოპერატორს, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, ასევე ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორს, უნდა მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა, ან შესაბამის შემთხვევებში, ბუნებრივი გაზის შენახვა. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს უზრუნველყოფს დეტალური ინფორმაციით შეთავაზებული მომსახურების და პირობების შესახებ, რომელიც უნდა იყოს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და იოლად ხელმისაწვდომი, ასევე სისტემით მოსარგებლეების მიერ სისტემაზე ეფექტიანი წვდომისათვის აუცილებელი ტექნიკური ინფორმაციით, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის წესით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა. 8. გადამცემი სისტემის ოპერატორმა საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგია უნდა შეისყიდოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად. 9. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს, რომ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციის სააგენტოსთვის, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის, ხელმისაწვდომი იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია, აგრეთვე, სისტემით მოსარგებლეების ქსელზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო 51 ტექნიკური ინფორმაცია, გამჭვირვალობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში. მუხლი 52. გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებები 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) შეასრულოს გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნები, ამ კანონის 60-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად; ბ) შეიმუშაოს გადამცემი სისტემის განვითარების ყოველწლიური გეგმა არანაკლებ ათწლიანი პერიოდისთვის, ამ კანონის 53-ე მუხლის, სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სხვა სისტემების ოპერატორების სათანადოდ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესაბამისად; გ) განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები, წესები და პირობები გადამცემ სისტემაზე მესამე პირების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვებისთვის, ამ კანონის 57ე, 58-ე, 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად; დ) განახორციელოს გადამცემ ქსელთან გამანაწილებელი სისტემებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების, მათ შორის, სამრეწველო მომხმარებლების არადისკრიმინაციული და ყველაზე ოპტიმალური მიერთების გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები, წესები და პირობები, ამ კანონის 59-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად; ე) განახორციელოს გადამცემი სისტემის დისპეტჩერიზაციასთან დაკავშირებული წესები და პირობები და შეასრულოს დისპეტჩერის ფუნქციები, რაც გულისხმობს გადამცემ ქსელთან მიერთებული წარმოების ობიექტების საოპერაციო სიმძლავრეების, წარმოების ასეთი ობიექტების მიერ გამომუშავებული და გადამცემ სისტემაში მიწოდებული ენერგიის ნაკადების ან/და გადამცემ სისტემაში არსებული ენერგიის სრული ნაკადების მართვას, ურთიერთდაკავშირებულ სისტემებთან ტრანსსასაზღვრო გადადინების მიზნით ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენების ჩათვლით; ვ) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის დაბალანსება და მასთან დაკავშირებული წესების და პირობების შესრულება, ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ზ) უზრუნველყოს დამხმარე მომსახურებების შესყიდვა და სასისტემო მომსახურებების გაწევა, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; თ) უზრუნველყოს სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის ფუნქციების განხორციელება, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება ამ კანონის 62-ე, 63-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, გადამცემ ქსელში არსებული სიმძლავრეების, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების ეფექტიანი გამოყენების მიზნით; ი) მიიღოს სათანადო უსაფრთხოების ზომები გადამცემი სისტემისა და სხვა დაკავშირებული მოწყობილობების გამოყენებისთვის; კ) უზრუნველყოს საქმიანობის განხორციელებისას მიღებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა ამ კანონის 150-ე მუხლის შესაბამისად და გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელიც, იძლევა არადისკრიმინაციული გზით ბაზარზე გარკვეული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას; ლ) შეაგროვოს და გამოაქვეყნოს ის მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც საჭიროა ენერგეტიკული ბაზრების გამჭირვალობასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად, გადამცემი ქსელის წესებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად; მ) ხელი შეუწყოს მიწოდების უსაფრთხოებას გადამცემი სისტემის ადეკვატური სიმძლავრისა და საიმედოობის უზრუნველყოფის გზით და იმოქმედოს ამ კანონის XXXIII და XXXIV თავებით დადგენილი მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით; 52 ნ) მიიღოს სათანადო ზომები ენერგოეფექტურობის ზრდისა და გარემოს დაცვის მიზნით; ო) გამოიყენოს ენერგოეფექტურობისა და მოთხოვნის მართვის თანამედროვე მეთოდები, გადამცემი სისტემის, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების მოვლა-პატრონობასა და განვითარებასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტების დაცვით; პ) ითანამშრომლოს სხვა სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და ხელი შეუწყოს მათთან საოპერაციო შეთანხმებებს და ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას, ამ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად რეგიონული ენერგეტიკული ბაზრების შექმნის მიზნით; ჟ) დაადგინოს ქსელის უსაფრთხოების მინიმალური შიდა საოპერაციო წესები და ვალდებულებები ამ კანონისა და გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად; რ) ხელი შეუწყოს ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციასა და ლიბერალიზაციას; ს) მიაწოდოს კომისიას და, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს, მათი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების გარდა, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ახორციელებს გადატვირთვის საფასურისა და გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის კომპენსაციის მექანიზმის ფარგლებში საფასურის ადმინისტრირებას, უზრუნველყოფს მესამე პირების გადამცემ სისტემაზე დაშვებასა და მათ მიერ სისტემით სარგებლობის მართვას, ხოლო, ასეთ დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დასაბუთებული ახსნა-განმარტების გაცემას, რასაც ზედამხედველობას უწევს კომისია. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ასევე ასრულებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 53. გადამცემი ქსელის განვითარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე, სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდგომ, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მიწოდებისა და მოთხოვნის არსებულ და საპროგნოზო მაჩვენებლებს. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა უნდა მოიცავდეს ეფექტიან ზომებს გადამცემი ქსელისა და მიწოდების უსაფრთხოების ადექვატურობის უზრუნველსაყოფად. 2. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა შეიცავს: ა) ინფორმაციას ელექტროენერგიაზე ან ბუნებრივი გაზზე არსებული და საპროგნოზო მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ; ბ) ინფორმაციას ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის შიდა საპროგნოზო წარმოებისა და ტრანსსასაზღვრო გადადინების შესახებ; გ) ინფორმაციას გადამცემი ქსელის იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაუმჯობესდეს მომდევნო 10 წლის გამავლობაში; დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი ინვესტიციებისა და იმ ახალი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში; ე) კონკრეტულ ვადებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის; ვ) ინფორმაციას წარმოების ახალი ობიექტების (მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების) ქსელში ინტეგრირების შესახებ; ზ) სხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საქართველოს ენერგეტიკული სისტემების ეფექტიანი ოპერირებისა და მართვისთვის, ამ კანონით, გადამცემი ქსელის წესებითა და მიწოდების უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 53 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებისას, გონივრულობის ფარგლებში აკეთებს ვარაუდებს (დაშვებებს) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, მიწოდების, მოხმარებისა და ტრანსსასაზღვრო გადადინების შეფასების მიზნით, მიმდებარე ქსელების საინვესტიციო გეგმების გათვალისწინებით, ხოლო, ბუნებრივი გაზის ქსელის განვითარების შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების საინვესტიციო გეგმებს. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში ასახავს ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით გათვალისწინებულ ქსელის სტრატეგიული განვითარების სამიზნე მაჩვენებლებს და ტრანსსასაზღვრო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტებს. 5. კომისია, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმასთან დაკავშირებით, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, მართავს კონსულტაციებს სისტემით ყველა არსებულ ან პოტენციურ მოსარგებლესთან. კომისია აქვეყნებს კონსულტაციების შედეგებს, მათ შორის, ინფორმაციას ინვესტიციების შესაძლო საჭიროების შესახებ. 6. კომისია ამოწმებს, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა მოიცავს, თუ არა, კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ ყველა საინვესტიციო საჭიროებას. კომისია უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს, ცვლილებები შეიტანოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში. კომისია არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმიდან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე მაჩვენებლების შესაბამისი პროექტების ამოღება. აღნიშნული არ ზღუდავს კომისიის უფლებას, მოსთხოვოს გადამცემი სისტემის ოპერატორს დამატებითი დაზუსტებები ან/და ახსნა-განმარტება, და, თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს, ასევე ამ პროექტებთან, მათ შორის, საბოლოო მომხმარებლებისათვის ენერგიის ფასზე ზეგავლენის მქონე პროექტებთან დაკავშირებული ფინანსური მაჩვენებლების ცვლილება. ასეთი პროექტების განხორციელების ხარჯები შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე საქართველოს მთავრობა მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ან/და გათვალისწინებული იქნება რეგულირებად ტარიფში კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით. 7. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესრულებას ზედამხედველობს და აფასებს კომისია. 8. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ ასრულებს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით მომდევნო სამი წლისთვის დაგეგმილ ინვესტიციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი, დაუძლეველი მიზეზებით, კომისია, შესაბამისი ინვესტიციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ აღნიშნული კვლავ მნიშვნელოვანია უკანასკნელი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმიდან გამომდინარე, ახორციელებს შემდეგი ზომებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს: ა) მოითხოვს გადამცემი სისტემის ოპერატორისგან შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას; ბ) გამართავს ღია ტენდერს შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებული ინვესტორის შესარჩევად; გ) დაავალებს გადამცემი სისტემის ოპერატორს, აუცილებელი ინვესტიციების დაფინანსების მიზნით განახორციელოს საკუთარი კაპიტალის გაზრდა და მისცეს საშუალება დამოუკიდებელ ინვესტორებს, გახდნენ გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერები ან პარტნიორები. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინვესტორები არ შეიძლება იყვნენ კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, მიწოდების ან/და ვაჭრობის საქმიანობას. 54 10. თუ კომისია იყენებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, შესაძლოა, გადამცემი სისტემის ოპერატორს დაავალოს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულება: ა) გასცეს თანხმობა მესამე პირების მიერ დაფინანსებაზე; ბ) გასცეს თანხმობა მესამე პირების მიერ მშენებლობაზე; გ) თავად ააშენოს შესაბამისი ახალი აქტივები; დ) თავად განახორციელოს შესაბამისი ახალი აქტივების ოპერირება. 11. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით და მიაწოდოს ინვესტორებს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, გადამცემ ქსელზე ახალი მოწყობილობების მიერთებასთან დაკავშირებით. ამ პუნქტიდან გამომდინარე ფინანსური შეთანხმებები საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას. 12. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი ინვესტიციის ღირებულება ანაზღაურდება გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურებების ტარიფით. 13. თუ ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული სისტემის დამოუკიდებელი ოპერატორი და გადამცემი სისტემის მესაკუთრე ვერ თანხმდებიან გადამცემი ქსელის აქტივების განვითარების, მათ შორის, ქსელის გაფართოების შესახებ, ასეთ ინვესტიციებზე გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, სისტემის დამოუკიდებელი ოპერატორისა და გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური და ტექნიკური დასაბუთების გათვალისწინებით. მუხლი 54. გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა. წლიური ანგარიში 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია მის მიერ შეთავაზებული მომსახურებებისა და შესაბამისი პირობების თაობაზე, სისტემით მოსარგებლეებისთვის გადამცემ სისტემაზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად, კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს წინა კალენდარული წლის საქმიანობის ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს, კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ, წარუდგენს სამინისტროს, რომელიც ამზადებს წლიურ ანგარიშს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსალოდნელი მოთხოვნის შესახებ, გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშის გათვალისწინებით. 4. კომისია უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით, გადამცემი სისტემის ოპერატორს ან/და, შესაბამის შემთხვევაში, სხვა ენერგეტიკულ საწარმოს, მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) გამჭვირვალობა, ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობა; ბ) გადამცემი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვა; გ) გადამცემ ქსელში დანაკარგების შემცირება; დ) მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება; ე) ქსელის საოპერაციო უსაფრთხოების გაუმჯობესება. მუხლი 55. გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდება მწარმოებლები, სისტემის ოპერატორები და გადამცემ ქსელთან მიერთებული მოწყობილობების მფლობელი საბოლოო მომხმარებლები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიაწოდონ სისტემის ოპერირების, მართვისა და განვითარებისთვის საჭირო 55 ყველა მონაცემი და ინფორმაცია ამ კანონის, გადამცემი ქსელის წესების, მიწოდების უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის წარდგენის წესების შესაბამისად. მუხლი 56. გადამცემი სისტემის ოპერატორის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისიასთან კოორდინირებით, ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე გადამცემი სისტემის ოპერატორების თანამშრომლობას, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის კონკურენტული რეგიონული ბაზრის შექმნასა და გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობას საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ კანონით, ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში, თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან და, შესაბამის შემთხვევებში, ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გადაცემის სიმძლავრეების განაწილებისა და გადამცემ ქსელებში უსაფრთხოების შემოწმების მიზნით, კომისიის წინასწარი თანხმობით მონაწილეობა მიიღოს ერთი ან მეტი ინტეგრირებული სისტემის (ან სისტემების) მუშაობაში, ერთი ან მეტი ისეთი რეგიონის ფარგლებში, რომელიც ფარავს ენერგეტიკული გაერთიანების არანაკლებ ორ მხარეს. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში არსებული გადამცემი ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით, ხელს უწყობს საოპერაციო შეთანხმებებს, ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას და საბაზრო, არადისკრიმინაციული მექანიზმების მეშვეობით, ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების კოორდინირებულ განაწილებას. ამ მიზნით, გადამცემი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის აუქციონის უპირატესობებს მოკლევადიან განაწილებებთან მიმართებით და, ასევე, დაბალანსებისა და დარეზერვების მექანიზმების ინტეგრაციას. თავი XIV - ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერირება და მართვა მუხლი 57. მესამე პირების დაშვება ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე დაშვების საფასური იანგარიშება და დგინდება კომისიის მიერ, შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ელექტროენერგიის სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირებისთვის უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ან/და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად. 3. ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებს. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე დაშვების პროცედურას, წესებსა და პირობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ დადგენილ 56 საფასურებს, ასევე, ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც უნდა განახლდეს რეგულარულად. 5. კომისიის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს, შესაძლოა, გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდგომ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს გათვალისწინებული ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორს, ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელზე დაშვება, თუ აღნიშნული საჭიროა მისი ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს ობიექტებს, რომლებიც ენერგიას აწარმოებენ განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს. მუხლი 58. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე დაშვებაზე უარი 1. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე მესამე პირების დაშვებაზე, არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის საფუძვლით, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მესამე პირების სისტემაზე დაშვება ხელს შეუშლის გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურებების გაწევაში, ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. სისტემაზე მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს გადამცემ სისტემაზე დაშვებაზე უარს, შესაბამისი მიზეზების, დაშვებაზე უარის მოქმედების ხანგრძლივობისა და მიზეზების აღმოფხვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა იმ პირს, რომლის მოთხოვნაც ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დაშვებაზე მოთხოვნის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღისა, წერილობით აცნობებს უარის მიზეზების თაობაზე და წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ, ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის გამო ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიიღოს აუცილებელი ზომები სისტემის გასაძლიერებლად, თუ აღნიშნული ქმედება ეკონომიკურად გამართლებულია ან თუ პოტენციური მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების დაფარვას. 4. კომისია, შესაბამის შემთხვევებში, უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაინტერესებული პირისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე. ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ხარჯების დასაფარად, შესაძლოა, დაწესდეს გონივრული საფასური. 57 5. პირი, რომელსაც უარი ეთქვა ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე დაშვებაზე, ან პირი, რომელიც უკმაყოფილოა სისტემაზე დაშვების პირობებით, უფლებამოსილია, ამ კანონის 154-ე მუხლით დადგენილი წესით, მიმართოს კომისიას განცხადებით. მუხლი 59. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთება გადამცემი სისტემის ოპერატორი, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების მიერთებას. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია, მის მიერ მიღებული მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელებული გაანგარიშების შედეგად. მუხლი 60. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები 1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერირება და მართვა ხორციელდება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით. 2. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები განსაზღვრავს: ა) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს, ამ კანონის 97-ე მუხლით განსაზღვრული ტექნიკური წესებით დადგენილი ელექტროენერგიის ტექნიკური ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირების პროცედურებს ნორმალურ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ შემთხვევებსა და სხვა სახის შეფერხებების დროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიხედვით დადგენილი ავარიული მართვისა და მიწოდების უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით; გ) ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 57-ე და 58-ე მუხლების შესაბამისად, მესამე პირების დაშვებასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებებს; დ) ამ კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების პროცედურასა და პირობებს, მათ შორის: დ.ა) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების წინაპირობებს; დ.ბ) ელექტროენერგიის აღრიცხვის მეთოდს, აღრიცხვის მოწყობილობის ფუნქციურ მოთხოვნებსა და სიზუსტის კლასს, ტექნიკური წესებით, ამ კანონის 97-ე მუხლისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად; დ.გ) მიერთების წერტილში ან სხვა, განსაზღვრულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილში არსებულ აღრიცხვის მოწყობილობაზე საკუთრების უფლებას; დ.დ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლეების უფლებებსა და ვალდებულებებს; ე) დისპეტჩერიზაციის წესსა და პირობებს, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციასთან დაკავშირებით გასაწევ მომსახურებებს, რომლის დროსაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არსებული წარმოების ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ან/და ტრანსსასაზღვრო გადადინების შედეგად მიღებული ელექტროენერგიის ეკონომიკური უპირატესობისა (ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დახარისხება ეკონომიკური კრიტერიუმის შესაბამისად) და ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკური შეზღუდვების მხედველობაში მიღება. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებულია ამ კანონის 37-ე მუხლის შესაბამისი ღონისძიებები, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს იმ ობიექტებს, რომლებიც ელექტროენერგიას აწარმოებენ განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით ან/და ახორციელებენ ელექტროენერგიისა და თბოენერგიის კომბინირებულ წარმოებას; 58 ვ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ან ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებული ობიექტების ელექტრულ ქსელზე მიერთების ზოგად წესებსა და პირობებს, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებისა და სხვა მოქმედი წესების შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული აუცილებელია ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერიზაციისთვის; ზ) ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების პირობებს, რომლებიც ასახავს სისტემის რეალურ საჭიროებებს და ითვალისწინებს გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებულ უმცირესი ღირებულების რესურსებს. დაბალანსების წესები უნდა იყოს ობიექტური, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული. თ) ელექტროენერგიის ბალანსის შემუშავების წესს. ელექტროენერგიის ბალანსით განისაზღვრება ელექტროენერგიის წარმოებისა და სისტემაში მიწოდებისა და მოთხოვნის საპროგნოზო მონაცემები და იგი გამოიყენება დისპეტჩერიზაციისა და დაბალანსების მიზნებისთვის. ელექტროენერგიის ბალანსი შემუშავდება და განახლდება პერიოდულად, ურთიერთდაკავშირებული სისტემების ოპერატორებთან და სხვა შესაბამის სისტემით მოსარგებლეებთან თანამშრომლობით და ქვეყნდება გადამცემი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე; ი) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინების მართვის წესს, ამ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად; კ) სიმძლავრის განაწილების, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრეების განაწილებისა და გამოყენების წესს, ამ კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად; ლ) გადატვირთვის მართვის წესს, ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად; მ) დამხმარე მომსახურებების შესყიდვისა და ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებების გაწევის კრიტერიუმებს, მეთოდებსა და წესებს; ნ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის პროცედურას, კრიტერიუმებსა და მეთოდოლოგიას; ო) სიმძლავრისა და ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში მიწოდებული და გადაცემული ელექტროენერგიის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; პ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელით ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტებთან დაკავშირებული პროცედურების შესრულების წესს; ჟ) გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლეების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერირებასა და მართვას; რ) გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებასა (მიერთების სტანდარტული ხელშეკრულების შესაბამისად) და ელექტროენერგიის გადაცემასთან (ელექტროენერგიის გადაცემის სტანდარტული ხელშეკრულების შესაბამისად) დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად წესებსა და პირობებს; ს) გადამცემი სისტემის ოპერატორის შიდაორგანიზაციულ დონეზე ელექტროენერგიის გადაცემის ხელშეკრულებებიდან ან ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე დაშვებასთან, ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე საჩივრებისა და დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; ტ) გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირების, მართვისა და ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების მეთოდს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებასა და, ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; 59 უ) ელექტროენერგიის ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; ფ) გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენის წესს, ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად; ქ) გადამცემი სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ზომებსა და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; ღ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს; 3. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებს შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და ამტკიცებს კომისია. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირთან კონსულტაციას და მათ სათანადო მონაწილეობას ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შემუშავების პროცესში. ელექტროენერგიის ქსელის წესების პროექტის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, რეკომენდაციისათვის მიმართოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. გადამცემი სისტემის ოპერატორი მოქმედებს ამ კანონის 97-ე მუხლით დადგენილი ტექნიკური წესებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. მუხლი 61. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინების მართვა 1. გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინების მართავს გადამცემი სისტემის ოპერატორი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებისა და ერთიანი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად . 2. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების გამოყენების სანაცვლოდ მიღებულ საფასურთან დაკავშირებული ანგარიშსწორება, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და სხვა ქვეყნების სისტემის იმ ოპერატორებს შორის, რომლებიც ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაში მონაწილეობენ, ხორციელდება ამ კანონის, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ვალდებულებების შესაბამისად. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას აწვდის ინფორმაციას ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებით სარგებლობასთან დაკავშირებით მიღებული შემოსავლების ფაქტობრივი გამოყენებისა და მიზნობრიობის შესახებ, რათა კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი უფლებამოსილება ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემ ხაზებთან (ურთიერთდამაკავშირებლებთან) მიმართებით. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი, გადამცემი ქსელის ელექტრულ და ფიზიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, შეიმუშავებს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობისა და გადაცემის საიმედოობის ზღვრის გაანგარიშების მეთოდოლოგიას. გადამცემი სისტემის ოპერატორი აღნიშნულ მეთოდოლოგიასა და მასში განსახორციელებელ ყველა ცვლილებას დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას და აქვეყნებს მას სათანადო ფორმით. ამ პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, კომისია თანამშრომლობს მეზობელი ქვეყნების შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან, ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად. 60 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის შეფასებით გაანგარიშებას თითოეული დღისთვის, ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის უკვე დარეზერვებული ნაწილის მითითებით. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ელექტროენერგიის გადაცემამდე ერთი დღით ადრე, გარკვეული ინტერვალებით და მოიცვას ერთი კვირით ადრე და ერთი თვით ადრე გაანგარიშებებს და, ასევე, ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის მოსალოდნელ საიმედოობას, შესაბამისი რაოდენობის მითითებით. 6. კომისია, მოთხოვნის შემთხვევაში, ენერგეტიკული გაერთიანების კომპეტენტურ ორგანოებს მიაწვდის ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. მუხლი 62. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილება და გამოყენება 1. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილება და გამოყენება ხორციელდება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, რეგიონულ დონეზე კოორდინირებული შეთანხმებების გათვალისწინებით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, შესაბამის შემთხვევებში, საერთაშორისო შეთანხმებების დაცვით, სხვა ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ერთად დააფუძნოს ერთი ან მეტი კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის აუქციონის კოორდინირებას ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის ერთ ან მეტ რეგიონში განაწილებისა და გამოყენების მიზნით, ან ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრეებთან ერთად ელექტროენერგიის გაუცხადებელი ყიდვაგაყიდვის მიზნით. 3. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების წესებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და ამტკიცებს კომისია. გადამცემი ქსელის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანასთან ფიზიკური დაკავშირების შემთხვევაში, აღნიშნულ წესებს, ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონულ დონეზე არსებული ჰარმონიზებული წესებისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ინსტრუქციების შესაბამისად, შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და, რეგიონის შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით, ამტკიცებს კომისია. რეგიონულ დონეზე ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებაზე ზედამხედველობა ხორციელდება კოორდინირებული აუქციონის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად. მუხლი 63. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის მართვა 1. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემასთან დაკავშირებული გადატვირთვის მართვა ხორციელდება საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული და არადისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მეშვეობით, რომლებიც ეფექტურ ეკონომიკურ სიგნალებს აწვდის ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და სხვა შესაბამის ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს. 2. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვასთან დაკავშირებით არსებული სირთულეები უპირატესად უნდა გადაიჭრას ისეთი გზით, რომელიც არ მოითხოვს ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეული მონაწილეების ხელშეკრულებებს შორის არჩევანის გაკეთებას. 3. ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეული მონაწილეების ხელშეკრულებებს შორის არჩევანის გაკეთება (ხელშეკრულებების შეზღუდვა) დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს, 61 როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, იმოქმედოს დაჩქარებულად და რედისპეტჩირება ან გადადინების საპირისპირო მიმართულებით ვაჭრობა შეუძლებელია. ყველა ასეთი ზომა უნდა განხორციელდეს არადისკრიმინაციული გზით. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, რომლებზეც განაწილებული იყო ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრე, ხელშეკრულების შეზღუდვის შემთხვევაში მიეცემათ კომპენსაცია, გარდა კანონმდებლობით ან შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი, საქართველოს და მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების უსაფრთხო ოპერირების სტანდარტების დაცვით, უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ურთიერთდამაკავშირებლებსა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე გავლენის მქონე ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მაქსიმალური სიმძლავრე. 5. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილე, შესაბამის საოპერაციო პერიოდამდე გონივრული ვადით ადრე, აცნობებს გადამცემი სისტემის ოპერატორს გადაცემის მასზე განაწილებული სიმძლავრის გამოყენების თაობაზე. გადაცემის განაწილებული სიმძლავრე, რომელიც არ იქნება გამოუყენებელი, ხელახლა განთავსდება ელექტროენერგიის ბაზარზე, ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა, ხაზის მაქსიმალური გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, გადატვირთულ ურთიერთდამაკავშირებლებზე უნდა გაქვითოს მოთხოვნები ელექტროენერგიის საპირისპირო მიმართულების ნაკადებზე, თუ აღნიშნული ტექნიკურად შესაძლებელია. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა, ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ოპერირების მიზნით, უარი არ უნდა თქვას ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს გადატვირთვის განტვირთვას. 8. თუ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების მიერ შესაბამის ურთიერთდამაკავშირებელზე ნომინირებული სიმძლავრეების გაქვითვის შედეგად მიღებული სიმძლავრის მოცულობა ნაკლებია სიმძლავრის ხელმისაწვდომ მოცულობაზე და ადგილი არ აქვს გადატვირთვას, მომსახურება უნდა გაეწიოს ბაზრის ყველა მონაწილეს და დამატებითი საფასური გადატვირთვის მართვის მომსახურებისთვის არ გადაიხდება. 9. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებით სარგებლობასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადატვირთვის მართვიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი მიზნებით: ა) გადაცემის განაწილებული სიმძლავრის ფაქტობრივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში, კერძოდ, ახალ ურთიერთდამაკავშირებელში ინვესტიციების განხორციელების გზით, ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის შენარჩუნება ან გაზრდა. 10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად შეუძლებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიღებული შემოსავლების ეფექტიანი გამოყენება, კომისია, ტარიფის შემცირების მიზნით, გამოუყენებელ შემოსავალს გაითვალისწინებს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით სარგებლობასთან დაკავშირებული საფასურის გაანგარიშებისას. შემოსავლის დარჩენილი ნაწილი განთავსდება გადამცემი სისტემის განცალკევებულ შიდა ანგარიშზე, იმ დრომდე, სანამ არ გახდება შესაძლებელი მისი გამოყენება ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის. კომისია აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. მუხლი 64. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირება 1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირება არის ელექტროენერგეტიკული სისტემების სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, ორი ან მეტი მეზობელი 62 ელექტროენერგეტიკული სისტემის ან მათი რომელიმე ნაწილის სინქრონული ან ასინქრონული ოპერირებისთვის საჭირო ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების კომპეტენტურ ოპერატორებთან გააფორმოს ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულება (ან ხელშეკრულებები). 3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულების გაფორმება და შესრულება დასაშვებია, თუ ის არ ეწინააღმდეგება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებასთან, დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებულ პირობებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. 4. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ ოპერირებასთან დაკავშირებული ტექნიკური ოპერირება და თანამშრომლობა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად. 5. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ურთიერთობა არ წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტს ან ექსპორტს და არ ექვემდებარება ცალკე ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას. თავი XV. ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერირება და მართვა მუხლი 65. მესამე პირების დაშვება ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფს. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს მესამე მხარის დაშვების გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებებს, გარანტირებული ან წყვეტადი სახით. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში, სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობას. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირებისთვის უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, ბუნებრივი გაზის გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ან/და ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე დაშვების პროცედურას, წესებსა და პირობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ დადგენილ საფასურებს, ასევე, ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე დაშვებისა და გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც უნდა განახლდეს რეგულარულად. 5. აუცილებლობის შემთხვევაში, მესამე მხარის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდგომ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს გათვალისწინებული ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს. 6. ბუნებრივი გაზის გადაცემის ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე სტანდარტული 63 წლიური ტრანსპორტირების ხელშეკრულება, არ შეიძლება, იწვევდეს ისეთ გაუმართლებლად მაღალ ან დაბალ ტარიფს, რომელიც არ ასახავს მომსახურების საბაზრო ღირებულებას. 7. ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებს. 8. გადამცემი სისტემის ოპერატორს, ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად, უნდა ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელზე დაშვება, თუ აღნიშნული საჭიროა მისი ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის. 9. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს ობიექტებს, რომლებიც ენერგიას აწარმოებენ განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს. მუხლი 66. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე დაშვებაზე უარი 1. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე მესამე პირების დაშვებაზე, არასაკმარისი სიმძლავრის, ან მიერთების წერტილის არარსებობის საფუძვლით, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირების სისტემაზე დაშვება ხელს შეუშლის გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურებების გაწევაში, ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. სისტემაზე მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე მესამე პირების დაშვებაზე, თუ გადამცემ სისტემაზე დაშვების შესახებ მოთხოვნის მიღებამდე მოქმედი „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულებები გამოიწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ სირთულეებს. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს გადამცემ სისტემაზე მესამე პირის დაშვებაზე უარს, შესაბამისი მიზეზების, დაშვებაზე უარის მოქმედების ხანგრძლივობისა და მიზეზების აღმოფხვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა იმ პირს, რომლის მოთხოვნაც ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დაშვებაზე მოთხოვნის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღისა, წერილობით აცნობებს უარის მიზეზების თაობაზე და წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ, ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის გამო ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიიღოს აუცილებელი ზომები სისტემის გასაძლიერებლად, თუ აღნიშნული ქმედება ეკონომიკურად გამართლებულია, ან თუ პოტენციური მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების დაფარვას. 5. კომისია, შესაბამის შემთხვევაში, უზრუნველყოფს, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაინტერესებული პირისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე. ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ხარჯების დასაფარად, შესაძლოა, დაწესდეს გონივრული საფასური. 64 6. პირი, რომელსაც უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე დაშვებაზე, ან პირი, რომელიც უკმაყოფილოა სისტემაზე დაშვების პირობებით, უფლებამოსილია, ამ კანონის 154-ე მუხლით დადგენილი წესით, მიმართოთ კომისიას განცხადებით. მუხლი 67. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთება გადამცემი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად, უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთებას. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია, მის მიერ მიღებული მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანგარიშების შედეგად. მუხლი 68. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები 1. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირება და მართვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით. 2. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები განსაზღვრავს: ა) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებისთვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს, ამ კანონის 97-ე მუხლით განსაზღვრული ტექნიკური წესებით დადგენილი ბუნებრივი გაზის ტექნიკური ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ბუნებრივი გაზის ოპერირების პროცედურებს ნორმალურ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ შემთხვევებსა და სხვა სახის შეფერხებების დროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიხედვით დადგენილი ავარიული მართვისა და მიწოდების უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით; გ) ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად მესამე პირების დაშვებასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებებს; დ) ამ კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთების პროცედურასა და პირობებს, მათ შორის: დ.ა) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთების წინაპირობებს; დ.ბ) ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მეთოდს, აღრიცხვის მოწყობილობის ფუნქციურ მოთხოვნებსა და სიზუსტის კლასს, ტექნიკური წესებით ამ კანონის 97-ე მუხლითა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად; დ.გ) მიერთების წერტილში ან სხვა, განსაზღვრულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილში არსებულ აღრიცხვის მოწყობილობაზე საკუთრების უფლებას; დ.დ) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით, გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლეების უფლებებსა და ვალდებულებებს. ე) დისპეტჩერიზაციის წესსა და პირობებს, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციასთან დაკავშირებით გასაწევ მომსახურებებს; ვ) ბუნებრივი გაზის სისტემის დაბალანსების პირობებს, ამ კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად; ზ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს, ამ კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად; თ) დამხმარე მომსახურებების შესყიდვისა და ბუნებრივი გაზის სასისტემო მომსახურებების გაწევის კრიტერიუმებს, მეთოდებსა და წესებს; ი) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის პროცედურას, კრიტერიუმებსა და მეთოდოლოგიას; კ) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში არსებულ ვირტუალურ პუნქტს ან პუნქტებს; 65 ლ) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში მიღებული და ქსელიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ხარისხის, ქიმიური შემადგენლობისა და სხვა მახასიათებლების ზღვრულ მნიშვნელობებს, ტექნიკური წესებით ამ კანონის 97-ე მუხლისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად; მ) სიმძლავრისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში მიწოდებული და გადაცემული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ნ) ბუნებრივი გაზის დაგეგმილი და ფაქტობრივად მიწოდებული მოცულობების თაობაზე მონაცემების გაცვლის წესსა და პირობებს, როდესაც შეუძლებელია მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობების ყოველდღიური აღრიცხვა; ო) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელით ბუნებრივი გაზის მიწოდების წყვეტებთან დაკავშირებული პროცედურების შესრულების წესი; პ) გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლეების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებასა და მართვას; ჟ) გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებასა (მიერთების სტანდარტული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) და ბუნებრივი გაზის გადაცემასთან (ბუნებრივი გაზის გადაცემის სტანდარტული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად წესებსა და პირობებს; რ) გადამცემი სისტემის ოპერატორის შიდა ორგანიზაციულ დონეზე ბუნებრივი გაზის გადაცემის ხელშეკრულებებიდან ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვებასთან, ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე საჩივრებისა და დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; ს) გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირების, მართვისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების მეთოდს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებასა და, ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ტ) ბუნებრივი გაზის ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; უ) გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენის წესს, ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად; ფ) გადამცემი სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ზომებსა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; ქ) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს; 3. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებს შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და ამტკიცებს კომისია. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციას და მათ სათანადო მონაწილეობას ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების შემუშავების პროცესში. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების პროექტის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, რეკომენდაციისათვის მიმართოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. გადამცემი სისტემის ოპერატორი მოქმედებს ამ კანონის 97-ე მუხლით დადგენილი ტექნიკური წესებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 66 4. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. მუხლი 69. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები და უბალანსობის საფასური 1. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა იყოს სამართლიანი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. დაბალანსების წესები უნდა ასახავდეს სისტემის რეალურ საჭიროებებს და ითვალისწინებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებულ, უმცირესი ღირებულების რესურსებს. დაბალანსების წესები უნდა გამომდინარეობდეს ბაზრის პრინციპებიდან. 2. უბალანსობის საფასური, შესაძლებლობის ფარგლებში, ასახავს გაწეულ ხარჯებს და უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის დაბალანსების სათანადო სტიმულებს. უბალანსობის საფასური არ უნდა ახდენდეს ჯვარედინ სუბსიდირებას ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეებს შორის და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის ბარიერს ბუნებრივი გაზის სისტემით ახალი მოსარგებლეებისთვის. უბალანსობის საფასური განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსთან დაკავშირებით, ელექტრონულად აქვეყნებს სრულყოფილ, დროულ და სარწმუნო ინფორმაციას, რათა სისტემით მოსარგებლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, დროულად მიიღოს ზომები უბალანსობის აღმოსაფხვრელად. გადამცემი სისტემის ოპერატორი სრულად აქვეყნებს ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. დაუშვებელია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემისთვის დადგინდეს საფასური. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ბუნებრივი გაზის დაბალანსებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ტარიფებს. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან, რათა ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, ჰარმონიზებულ იქნეს ბუნებრივი გაზის სისტემების დაბალანსების რეჟიმები და გამარტივდეს უბალანსობის საფასურის სტრუქტურა და დონეები. მუხლი 70. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში სიმძლავრის განაწილება და გადატვირთვის მართვის პროცედურა 1. ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ყველა შესაბამისი პუნქტის, მათ შორის მიღებისა და გაცემის პუნქტების მაქსიმალური სიმძლავრე, ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიანობისა და ქსელის ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს ტექნიკური სიმძლავრეების ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის, ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის ახალ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებსა და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინებას; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტ ბაზრებსა და სავაჭრო ჰაბებთან და, ამავდროულად, არის მოქნილი და ბუნებრივი გაზის განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; გ) თავსებადია ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების სისტემებზე დაშვების წესებთან (გადამცემი ქსელის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანასთან ფიზიკური დაკავშირების შემთხვევაში). 67 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს გადატვირთვის მართვის არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე პროცედურებს, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის არადისკრიმინაციულ ტრანსსასაზღვრო გადადინებას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) სახელშეკრულებო გადატვირთვის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება, სულ მცირე, ერთი დღით ადრე და წყვეტადი მომსახურების სახით; ბ) ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში, ან გადამცემი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილებით, გადამცემი სისტემის ოპერატორის წინასწარი შეტყობინების შემდეგ და ბუნებრივი გაზის ქსელის წესების შესაბამისად, გამოუყენებელი სახელშეკრულებო სიმძლავრის მეორად ბაზარზე გადაყიდვა ან დროებით სარგებლობაში გადაცემა. 4. ფიზიკური გადატვირთვის არსებობისას, გადამცემი სისტემის ოპერატორი, ან შესაბამის შემთხვევაში - კომისია, იყენებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი რეგულარულად აფასებს ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ ინვესტიციების განხორციელების საჭიროებას. ინვესტიციების დაგეგმვისას, გადამცემი სისტემის ოპერატორი მხედველობაში იღებს მიწოდების უსაფრთხოებას და ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. კარი VI. განაწილება თავი XVI. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი, ავტორიზაცია და განცალკევება მუხლი 71. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი 1. განაწილება არის საჯარო ინტერესის სფეროს მიკუთვნებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს, როგორც გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას და საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებას, ასევე, გამანაწილებელი ქსელის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას და სხვა დაკავშირებულ საქმიანობებს, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და აღნიშნულ სისტემებზე დაშვებისთვის. 2. განაწილების საქმიანობას, ამ კანონითა და ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი. 3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არის სპეციალური და დამოუკიდებელი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი დამოუკიდებელია წარმოების, გადაცემის, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებისგან და დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. დასაშვებია კომბინირებული ოპერატორის შექმნა გადაცემის, განაწილების ან/და ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ფუნქციებით, იმ პირობით, რომ დაცული იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნები. 4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არ არის უფლებამოსილი, იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გამანაწილებელ ქსელში დანაკარგებისა ანაზღაურების მიზნით და საკუთარი მოხმარებისთვის. 68 5. ამ კანონის 72-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორად ავტორიზაცია უფლებას აძლევს შესაბამის პირს, განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა. მუხლი 72. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, განაწილების საქმიანობის ლიცენზიის გაცემის გზით. განაწილების საქმიანობის ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული „ლიცენზირების წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 2. განაწილების საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 73-ე მუხლით დადგენილი წესით განცალკევების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. მუხლი 73. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილს, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, უნდა იყოს დამოუკიდებელი სხვა ისეთი საქმიანობებისგან, რომლებიც არ უკავშირდება განაწილებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის მოთხოვნა არ წარმოშობს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქტივების ქონებრივი განცალკევების ვალდებულებას. 3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: ა) დაუშვებელია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორატიულ სტრუქტურებში, რომლებიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, პასუხისმგებელია წარმოების, გადაცემის, მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიურ საქმიანობაზე; ბ) აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, რათა გათვალისწინებულ იყოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად; გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი უფლება იმ აქტივებთან მიმართებით, რომლებიც საჭიროა გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისთვის, მოვლა-პატრონობისთვის ან განვითარებისთვის. ამ მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა გააჩნდეს სათანადო რესურსები, ადამიანური, ტექნიკური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ჩათვლით. 4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს მიერ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ფინანსური გეგმის, ან ექვივალენტური დოკუმენტის დამტკიცებას, აგრეთვე, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვალიანობის დონესთან მიმართებით საერთო შეზღუდვების დადგენას. 5. ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს უფლება არ აქვს, გასცეს მითითებები გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც შეეხება გამანაწილებელი ხაზების მშენებლობას ან გაუმჯობესებას და შესაბამისობაშია დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან ექვივალენტური დოკუმენტის პირობებთან. 69 6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობას. შესაბამისობის პროგრამა, დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, უნდა განსაზღვრავდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს. 7. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განხორციელების მიზნით მიღებული ზომების თაობაზე წლიურ ანგარიშს ამზადებს შესაბამისობის ოფიცერი და, კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ, აქვეყნებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. შესაბამისობის ოფიცერი არის დამოუკიდებელი და თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით, უფლება აქვს, მოსთხოვოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და დაკავშირებულ საწარმოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია. 8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, კონკურენციის შეზღუდვის მიზნით, ისარგებლოს ვერტიკალური ინტეგრირებიდან გამომდინარე უპირატესობით. კერძოდ, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, თავისი კომუნიკაციითა და ბრენდირებით, არ უნდა იწვევდეს აღრევას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი ნაწილის განსხვავებულ იდენტობასთან. 9. ამ კანონით დადგენილ დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას ზედამხედველობს კომისია. 10. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამოუკიდებლობის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ორგანიზაციულ მოწყობასა და დამოუკიდებლობასთან მიმართებით, მიიღოს დამატებითი ზომები. 11. სამინისტრო უფლებამოსილია, კომისიასთან შეთანხმებით, ვერტიკალურად ინტეგრირებული ის ენერგეტიკული საწარმო, რომელიც 100 000-ზე ნაკლებ ქსელთან მიერთებულ მომხმარებელს ემსახურება, გაათავისუფლოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან. თავი XVII. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები მუხლი 74. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს სისტემის გრძელვადიან უნარს, მომსახურების შესაბამის არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებაზე არსებული გონივრული მოთხოვნა და ახორციელებს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გამანაწილებელი სისტემის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლაპატრონობასა და განვითარებას, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. 2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განაწილებასთან დაკავშირებული საიმედო და ეფექტიანი მომსახურების გაწევას, გამანაწილებელი ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად. 3. განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეებს გაეწევათ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და, კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდგომ, აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. 70 4. დაუშვებელია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, სისტემით მოსარგებლეებს, ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიებს შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ. 5. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, სხვა სისტემების, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებს, უნდა მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან, შესაბამის შემთხვევებში, ბუნებრივი გაზის შენახვა. 6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს უზრუნველყოფს დეტალური, გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაციით შეთავაზებული მომსახურების, ასევე, ამ მომსახურების გაწევის პირობებისა და სისტემაზე ეფექტიანი დაშვებისათვის საჭირო ტექნიკური მონაცემების შესახებ, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესების შესაბამისად. 7. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგია უნდა შეისყიდოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად. 8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ასევე ასრულებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 75. გამანაწილებელი ქსელის განვითარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უსაფრთხო, საიმედო, უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავებს გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმას. განვითარებისა და ინვესტიციების გეგმის შემუშავებისას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი მხედველობაში იღებს გარემოს დაცვასთან, ენერგოეფექტურობასთან, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა მზადდება გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის წესების, აგრეთვე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციისა და ფიზიკურ დაგეგმვასთან დაკავშირებული ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შესაბამისად. 3. განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს: ა) დეტალურ აღწერილობას გამანაწილებელი ქსელის არსებული ინფრასტრუქტურის, მისი მდგომარეობის, დატვირთვის ხარისხობრივი მაჩვენებლის და, აგრეთვე, შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ დროის პერიოდში ასაშენებელი, ძირითადი ინფრასტუქტურის თაობაზე; ბ) სიმძლავრესთან დაკავშირებული საჭიროების შეფასებას, მათ შორის, საპროგნოზო მოთხოვნასა და მიწოდებას; გ) წარმოების, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით წარმოების, „ჭკვიანი“ მრიცხველების განვითარების შესაძლო სცენარებს, აგრეთვე, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ზომებს; დ) ელექტროენერგიაზე ან ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის ან/და მიწოდების დაკმაყოფილების მიზნით გამოსაყენებელი საშუალებებისა და განსახორციელებელი ინვესტიციების დეტალურ აღწერას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამანაწილებელი ქსელის ახალი ნაწილების მშენებლობას ან/და არსებული ქსელის გაუმჯობესებას, გამანაწილებელ ქსელებთან სათანადო მიერთების უზრუნველსაყოფად ურთიერთდამაკავშირებლების 71 გაუმჯობესებას ან მშენებლობას, ასევე, ინფორმაციას იმ აუცილებელი ინვესტიციების შესახებ, რომელთა განხორციელებაზეც მიღებულია გადაწყვეტილება, მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი, დამტკიცებული სამუშაოებისა და ინვესტიციების დეტალურ აღწერასა და შესაბამისი პროექტების განხორციელების გრაფიკს; ე) ხარისხის სამიზნე მაჩვენებლებს, გამანაწილებელ ქსელში წყვეტების ხანგრძლივობისა და მომსახურების ხარისხის ჩათვლით, აგრეთვე, ხარისხის კონტროლისა და მონაცემთა გაცვლის მოწყობილობებში შესაძლო ინვესტიციებს; ვ) მოქმედ და სამომავლოდ გასატარებელ გარემოსდაცვით პოლიტიკას, გამანაწილებელი ქსელისა და დაკავშირებული მოწყობილობების დაგეგმილ განვითარებასთან მიმართებით; ზ) ქსელის მოვლა-პატრონობის პოლიტიკის აღწერას, რომლის განხორციელებითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არსებული გამანაწილებელი ქსელისა და დაკავშირებული მოწყობილობების ეფექტიანობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა; თ) წინა კალენდარული წლის განმავლობაში ან, შესაბამის შემთხვევაში, დროის სხვა განსაზღვრულ მონაკვეთში განხორციელებული გადაუდებელი მოქმედებების ჩამონათვალს; ი) „ჭკვიანი“ ქსელის და, საჭიროების შემთხვევაში, „ჭკვიანი“ აღრიცხვის სისტემების გამოყენების თაობაზე კვლევების ჩატარებული კვლევებისა და მათი შედეგებს შესახებ ინფორმაციას; კ) ამ კანონითა და გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, გამანაწილებელი სისტემის ეფექტიანი ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას. 4. განვითარებისა და ინვესტიციების გეგმას ხუთწლიანი პერიოდისთვის შეიმუშავებს და ყოველწლიურად, მომდევნო ხუთი წლისთვის განაახლებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი. განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა. 5. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, შესაბამის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციების შემდეგ, განვითარებისა და ინვესტიციების შეთავაზებულ გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. კომისია, წარდგენილ გეგმასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მართავს შესაბამის უწყებებთან, ენერგეტიკულ საწარმოებთან და არსებულ, ან პოტენციურ სისტემით მოსარგებლეებთან. კონსულტაციების შედეგები ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. კომისია ამოწმებს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დაგეგმილი ინვესტიციები საკმარისია, თუ არა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად გამოვლენილი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. 6. თუ კომისია მიიჩნევს, რომ წარდგენილი გეგმა არ იძლევა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ თავისი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას, იგი უფლებამოსილია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს განვითარებისა და ინვესტიციების გეგმაში კონკრეტული ცვლილებების შეტანა და ამ მიზნით განუსაზღვროს გონივრული ვადა. 7. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ყოველწლიურად აწვდის გადამცემი სისტემის ოპერატორს კომისიის მიერ დამტკიცებულ განვითარებისა და ინვესტიციების გეგმას. მუხლი 76. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდება მწარმოებლები და გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მოწყობილობების მფლობელი საბოლოო მომხმარებლები ვალდებულნი არიან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდონ მას სისტემის ოპერირების, მართვისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა მონაცემი და ინფორმაცია, ამ კანონის, შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის წარდგენის წესების შესაბამისად. 72 მუხლი 77. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიში 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს წინა კალენდარული წლის საქმიანობის ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში. 2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს, კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ, წარუდგენს სამინისტროს, რომელიც, აღნიშნული ანგარიშის გათვალისწინებით, ამზადებს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის შესახებ წლიურ ანგარიშს. 3. კომისია უფლებამოსილია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და, შესაბამის შემთხვევაში, სხვა ენერგეტიკულ საწარმოს, მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) გამჭვირვალობა, ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობა; ბ) გამანაწილებელი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვა; დ) გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირება; ე) გამანაწილებელ ქსელში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; ვ) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესება. თავი XVIII. გამანაწილებელი სისტემის ოპერირება და მართვა მუხლი 78. გამანაწილებელ სისტემაზე მესამე პირების დაშვება 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფს გამანაწილებელ სისტემაზე სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. გამანაწილებელ სისტემაზე დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ, შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფს. 2. დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, გამანაწილებელ სისტემაზე დაშვებასთან დაკავშირებით, სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიებს შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ. 3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირებისთვის უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით ან/და გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად. 4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს ობიექტებს, რომლებიც ენერგიას აწარმოებენ განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს. მუხლი 79. გამანაწილებელ სისტემაზე დაშვებაზე უარი 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი გამანაწილებელ სისტემაზე მესამე პირების დაშვებაზე იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირების სისტემაზე დაშვება ხელს შეუშლის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურების გაწევაში, ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. მესამე პირების სისტემაზე დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება გამანაწილებელი ქსელის წესებით. 2. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაზე მესამე პირების დაშვებაზე, თუ გამანაწილებელ სისტემაზე დაშვების შესახებ მოთხოვნის მიღებამდე მოქმედი „მიიღე ან 73 გადაიხადე“ ხელშეკრულებები გამოიწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ სირთულეებს. 3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს გამანაწილებელ სისტემაზე მესამე პირის დაშვებაზე უარს, შესაბამისი მიზეზების, დაშვებაზე უარის მოქმედების ხანგრძლივობისა და უარის მიზეზების აღმოფხვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა იმ პირს, რომლის მოთხოვნაც გამანაწილებელ სისტემაზე დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დაშვებაზე მოთხოვნის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღისა, წერილობით აცნობებს უარის მიზეზებს და წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ, ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს. 4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, გამანაწილებელ სისტემაზე დაშვების მართვის მიზნით, აწარმოებს დაშვების პუნქტების, მათ შორის, მიღებისა და გაცემის პუნქტების რეესტრს, კონკრეტული საიდენტიფიკაციო ნომრისა და დაშვების მართვისთვის საჭირო ყველა მონაცემის მითითებით. რეესტრში ასევე აღინიშნება დაშვების პუნქტების აქტიური ან არააქტიური სტატუსი, მიმწოდებელი, რომელიც სარგებლობს დაშვების პუნქტით და მისი შესაბამისი მომხმარებელი. რეესტრში დაცული მონაცემები გამოიყენება მიმწოდებლებისთვის სისტემით სარგებლობის, ან სისტემაზე დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის საფასურის ანგარიშფაქტურის გამოწერის მიზნით. 5. პირი, რომელსაც უარი ეთქვა გამანაწილებელ სისტემაზე დაშვებაზე, ან პირი, რომელიც არ ეთანხმება სისტემაზე დაშვების პირობებს, უფლებამოსილია, ამ კანონის 154-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადებით მიმართოს კომისიას. მუხლი 80. გამანაწილებელ ქსელთან მიერთება 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, უზრუნველყოფს გამანაწილებელ ქსელთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთებას. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია, მის მიერ მიღებული მეთოდოლოგიის შესაბამისად გაანგარიშების შედეგად. 2. მწარმოებლის ან მომხმარებლის ქსელის ან მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული აღრიცხვის მოწყობილობები, დამხმარე დანადგარების ჩათვლით, წარმოადგენს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებას. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღნიშნული აღრიცხვის მოწყობილობების მოვლაპატრონობასა და შემოწმებაზე. 3. მწარმოებლის ან მომხმარებლის საკუთრებაში არსებული აღრიცხვის მოწყობილობა, გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით, მფლობელობაში გადაეცემა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს. მუხლი 81. გამანაწილებელი ქსელის წესები 1. გამანაწილებელი ქსელის ოპერირება და მართვა ხორციელდება გამანაწილებელი ქსელის წესებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 2. ერთ სექტორში შეიძლება მხოლოდ ერთი გამანაწილებელი ქსელის წესების (ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები) დამტკიცება. 3. გამანაწილებელი ქსელის წესები განსაზღვრავს: 74 ა) გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს, ამ კანონის 97ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებით დადგენილი ტექნიკური ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) გამანაწილებელი ქსელის ოპერირების პროცედურებს ჩვეულებრივ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ შემთხვევებსა და სხვა სახის შეფერხებების დროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიხედვით დადგენილი საგანგებო მართვისა და მიწოდების უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით; გ) გამანაწილებელ სისტემაზე მესამე პირების დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 78-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირების დაშვებასთან დაკავშირებით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) ამ კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურასა და პირობებს, მათ შორის: დ.ა) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წინაპირობებს; დ.ბ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მეთოდს, აღრიცხვის მოწყობილობის ფუნქციურ მოთხოვნებსა და სიზუსტის კლასს, ტექნიკური წესებით ამ კანონის 97-ე მუხლისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით; დ.გ) მიერთების წერტილში ან სხვა, განსაზღვრულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილში არსებულ აღრიცხვის მოწყობილობაზე საკუთრების უფლებას; დ.დ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლეების უფლებებსა და მოვალეობებს; ე) გამანაწილებელი ქსელის დისპეტჩერიზაციის წესსა და პირობებს, მათ შორის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; ვ) შესაბამის შემთხვევებში, დამხმარე მომსახურების შესყიდვისა და სასისტემო მომსახურების გაწევის კრიტერიუმებსა და წესებს; ზ) გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს; თ) სიმძლავრისა და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და განაწილებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ი) გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების წყვეტებთან დაკავშირებული პროცედურების შესრულების წესს; კ) სისტემით მოსარგებლეების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება გამანაწილებელი ქსელის ოპერირებასა და მართვას; ლ) განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებასთან (მიერთების სტანდარტული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებასთან (განაწილების მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად წესებსა და პირობებს; მ) განაწილების ხელშეკრულებებიდან ან/და გამანაწილებელ ქსელზე დაშვებასთან, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; ნ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, შესაბამისი სისტემების ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე, შესაბამისი ბაზრების ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებასა და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ო) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; 75 პ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენის წესს, ამ კანონის 76-ე მუხლის შესაბამისად; ჟ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში, ენერგოეფექტურობასა და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მიწოდების უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით; რ) გამანაწილებელი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს. 4. გამანაწილებელი ქსელის წესებს შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისია. კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციას და მათ სათანადო მონაწილეობას გამანაწილებელი ქსელის წესების შემუშავების პროცესში. გამანაწილებელი ქსელის წესები უნდა შეესაბამებოდეს გადამცემი ქსელის წესებს, ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ წესებს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებს. 5. გამანაწილებელი ქსელის წესები ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების ვებგვერდებზე. მუხლი 82. დახურული გამანაწილებელი სისტემები 1. კომისია უფლებამოსილია, დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი მიანიჭოს ისეთ სისტემას, რომლის მეშვეობით ხორცილდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილება ქვეყნის გეოგრაფიულად შემოფარგლულ სამრეწველო, კომერციულ ან საზიარო მომსახურების არეალში და რომლის მეშვეობით არ ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მომარაგება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. კომისია სისტემას მიანიჭებს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსს, თუ დაკმაყოფილდება ერთი ან მეტი შემდეგი პირობა: ა) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან ტექნიკური მიზეზების გამო, ქსელით მოსარგებლეთა საქმიანობა ან წარმოების პროცესი ინტეგრირებულია; ბ) სისტემა ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს ანაწილებს, უმეტესწილად, სისტემის მესაკუთრეზე, სისტემის ოპერატორზე ან მათთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ საწარმოებზე. 2. კომისია უფლებამოსილია, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გაათავისუფლოს შემდეგი ვალდებულებებისგან: ა) ქსელში არსებული დანაკარგების დასაფარად საჭირო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის, ან სისტემის სარეზერვო სიმძლავრის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად შესყიდვის ვალდებულებისგან; ბ) ტარიფის ან საფასურის, ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის ძალაში შესვლამდე, კომისიის უფლებამოსილებების შესაბამისად დამტკიცების ვალდებულებისგან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევაში, დახურული გამანაწილებელი სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ტარიფი ან საფასური, ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს და დამტკიცდეს კომისიისმიერ. 4. დახურული გამანაწილებელი სისტემის არეალში მყოფ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა მცირე რაოდენობის მიერ დახურული გამანაწილებელი სისტემის თანამდევმა გამოყენებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვალდებულებებისგან გათავისუფლებას, თუ აღნიშნულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს აქვთ შრომითი ან მსგავსი ურთიერთობა დახურული გამანაწილებელი სისტემის მესაკუთრესთან. 76 5. კომისია გააუქმებს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსს, თუ სისტემა აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც. სისტემამ, რომელსაც გაუუქმდა დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი, სრულად უნდა დააკმაყოფილოს გამანაწილებელ სისტემებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. კარი VII. ბუნებრივი გაზის შენახვა თავი XIX - ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია და განცალკევება მუხლი 83. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია 1. ბუნებრივი გაზის შენახვის საქმიანობას, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, ახორციელებს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი. 2. კომისია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის შენახვის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის გზით, ახდენს ბუნებრივი გაზის საწარმოს, რომელიც საკუთრების ან/და განკარგვის უფლებით ფლობს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტს, როგორც ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ავტორიზაციას. 3. ბუნებრივი გაზის შენახვის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 84-ე მუხლით დადგენილი წესით განცალკევებულ ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორზე. მუხლი 84. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის განცალკევება 1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილს, უნდა იყოს დამოუკიდებელი, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, სხვა ისეთი საქმიანობებისგან, რომლებიც არ უკავშირდება გადაცემას, განაწილებას ან/და შენახვას. 2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: ა) დაუშვებელია, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორატიულ სტრუქტურებში, რომლებიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის წარმოების ან/და მიწოდების ყოველდღიურ საქმიანობაზე; ბ) აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, რათა გათვალისწინებულ იყოს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად; გ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირებისთვის, მოვლა-პატრონობის ან განვითარებისთვის საჭირო აქტივებთან მიმართებით ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებელად გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი უფლება. აღნიშნული ხელს არ უშლის სათანადო საკოორდინაციო მექანიზმების არსებობას, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის აქტივების ამონაგებთან მიმართებით დამფუძნებელი კომპანიის ეკონომიკური და ზედამხედველობითი უფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის, დამფუძნებელი კომპანიის მიერ ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის წლიური ფინანსური გეგმის ან ექვივალენტური დოკუმენტის დამტკიცებას და მისი ვალიანობის დონესთან მიმართებით საერთო შეზღუდვების დადგენას. აღნიშნული უფლებას არ აძლევს დამფუძნებელ კომპანიას, გასცეს მითითებები ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან 77 მიმართებით, რომლებიც შეეხება ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობების მშენებლობას ან გაუმჯობესებას და შესაბამისობაშია დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან ექვივალენტური დოკუმენტის პირობებთან. დ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობას. შესაბამისობის პროგრამა დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით უნდა განსაზღვრავდეს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განხორციელების მიზნით მიღებული ზომების შესახებ წლიურ ანგარიშს ამზადებს შესაბამისობის პროგრამის კონტროლზე პასუხისმგებელი პირი ან ორგანო და წარუდგენს კომისიას. ანგარიშის გამოქვეყნება სავალდებულოა. 3. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებზე, რომლებიც, ამ კანონის 87-ე მუხლის შესაბამისად, ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად საჭიროა ბუნებრივი გაზის სისტემაზე ეფექტიანი დაშვების უზრუნველსაყოფად, მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით. თავი XX. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ფუნქციები მუხლი 85. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ფუნქციები 1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტების ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია ბაზრის დაცვა და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. 2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ახორციელებს ბუნებრივი გაზის შენახვასთან დაკავშირებულ საიმედო და ეფექტიან მომსახურებას, ამ კანონის, ბუნებრივი გაზის საცავის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად. 3. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) არ დაუშვას სისტემით მოსარგებლეებს, ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიებს შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოების სასარგებლოდ. ბ) მიაწოდოს ბუნებრივი გაზის სისტემის სხვა ოპერატორებს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და შენახვა, ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად; დ) მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ინფორმაცია; ე) უზრუნველყოს ამ კანონის 86-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის ხუთი წლის ვადით შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისთვის, კონკურენციის სააგენტოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის. ვ) მიიღოს გონივრული ზომები სიმძლავრესთან დაკავშირებული უფლებებით თავისუფლად ვაჭრობისა და ამგვარი ვაჭრობის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; ზ) შეიმუშავოს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებით სარგებლობის ჰარმონიზებული ხელშეკრულებები და პროცედურები პირველადი ბაზრისთვის, რათა ხელი შეუწყოს სიმძლავრით მეორად ვაჭრობას და, სისტემით მოსარგებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის შეტყობინების 78 შემთხვევაში, სიმძლავრესთან დაკავშირებული პირველადი უფლებების გასხვისების აღიარებას. ამგვარი ჰარმონიზებული ხელშეკრულებებისა და პროცედურების შემუშავების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას. მუხლი 86. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა 1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების თაობაზე, ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად. 2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი, მომსახურების გაწევის მიზნით, რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის სახელშეკრულებო სიმძლავრის და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებ. 3. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი, მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზით. 4. ბუნებრივი გაზის საცავის თითოეული ობიექტისთვის (მათ შორის, იმ ობიექტებისთვის, რომლებზეც არ ვრცელდება მესამე პირების დაშვების ვალდებულება), ხოლო, სისტემით მოსარგებლეებისთვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში, აგრეთვე, ობიექტთა ჯგუფისთვის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას ამ ობიექტებში არსებული გაზის მოცულობების, შემომავალი და გამავალი ნაკადების და ხელმისაწვდომი სიმძლავრის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია ასევე უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახით. ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინც. 5. თუ ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობით სარგებლობს მხოლოდ ერთი პირი, იგი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის დასაბუთებული მოთხოვნით. სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის განხილვისას, კომისია მხედველობაში იღებს დაბალანსების საჭიროებას, ერთი მხრივ, ბუნებრივი გაზის შიდა, კონკურენტული ბაზრის შექმნის მიზანსა და, მეორე მხრივ, კომერციული საიდუმლოს კანონისმიერი დაცვის ინტერესს შორის, თუ შესაბამისი კომერციული საიდუმლოს გამჟღავნებამ, შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს სისტემით მოსარგებლის საერთო კომერციულ სტრატეგიაზე. თუ კომისია მიიჩნევს, რომ სისტემით მოსარგებლის მოთხოვნა საფუძვლიანია, დასაშვებია ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის გათავისუფლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებისგან, ერთ წლამდე ვადით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენებით არ უნდა შეიზღუდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ინფორმაციის შეტყობინებისა და მის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აგრეგირებული მონაცემები ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის იმ მონაცემების იდენტურია, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება გამოქვეყნების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ. 7. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებზე მესამე პირების რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენის, შესაბამისი მეთოდოლოგიისაა და სტრუქტურის შესახებ. 79 თავი XXI. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტების ოპერირება და მართვა მუხლი 87. ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებსა და მილსადენზე დაშვება 1. ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებსა და მილსადენზე დაშვების ორგანიზებისათვის გამოიყენება შეთანხმებული ან/და რეგულირებული დაშვების პროცედურა, თუ აღნიშნული ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის სისტემაზე ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურებებზე წვდომის ორგანიზების უზრუნველსაყოფად. 2. კომისია განსაზღვრავს და აქვეყნებს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებზე და მილსადენზე დაშვების პროცედურა. აღნიშნული პროცედურები გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით. 3. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის რომელი ობიექტები ან მათი ნაწილებია, ხოლო, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი - გაზის შენახვისთვის გამოყენებული სისტემის რა ნაწილია შეთავაზებული დაშვების სხვადასხვა პროცედურებით. 4. შეთანხმებული დაშვების შემთხვევაში, კომისია იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ურთიერთდაკავშირებული სისტემის ტერიტორიის ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ არსებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და კვალიფიციურ მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეთანხმდნენ ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით შენახვის ობიექტებსა და მილსადენზე დაშვების თაობაზე, თუ აღნიშნული ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით სისტემაზე ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურებებზე წვდომის ორგანიზების უზრუნველსაყოფად. მხარეები ვალდებულნი არიან, ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავსა და მილსადენზე, აგრეთვე, სხვა დამხმარე მომსახურებებზე დაშვებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აწარმოონ კეთილსინდისიერად. 5. ბუნებრივი გაზის შესანახად ბუნებრივი გაზის საცავსა და მილსადენზე, აგრეთვე, სხვა დამხმარე მომსახურებებზე დაშვების მიზნით, ხელშეკრულების პირობების შეთანხმება ხდება შესაბამისი ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან ბუნებრივი გაზის საწარმოსთან. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი და ბუნებრივი გაზის საწარმო აქვეყნებენ და, საჭიროებისამებრ, მაგრამ, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, აახლებენ იმ არსებით კომერციულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის საცავში ან მილში შენახვას და სხვა დამხმარე მომსახურებების გამოყენებას. ასეთი არსებითი კომერციული პირობების შემუშავებისას, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი და ბუნებრივი გაზის საწარმო უზრუნველყოფენ კონსულტაციას სისტემით მოსარგებლეებთან. 6. რეგულირებული დაშვების შემთხვევაში, კომისია იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ურთიერთადაკავშირებული სისტემის ტერიტორიის ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ არსებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და კვალიფიციურ მომხმარებლებს ჰქონდეთ ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავსა და მილსადენზე დაშვების, აგრეთვე, დამხმარე მომსახურებებზე დაშვების უფლება, გამოქვეყნებულ ტარიფებზე ან/და ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავისა და მილსადენის გამოყენების სხვა პირობებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით, თუ აღნიშნული ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით სისტემაზე ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურებებზე წვდომის ორგანიზების უზრუნველსაყოფად. ტარიფების გაანგარიშებისას, ან მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიის დადგენისას, კომისია უზრუნველყოფს სისტემით მოსარგებლეებთან კონსულტაციას. კვალიფიციური მომხმარებლის დაშვების უფლება 80 ხორციელდება მისი შესაძლებლობის მეშვეობით, დადოს მიწოდების ხელშეკრულება იმ კონკურენტულ ბუნებრივი გაზის საწარმოსთან, რომელიც არ წარმოადგენს სისტემის მესაკუთრეს ან/და ოპერატორს ან დაკავშირებულ საწარმოს. მუხლი 88. ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობებზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურებები 1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი: ა) ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ყველა სისტემით მოსარგებლეს სთავაზობს მომსახურებას დისკრიმინაციის გარეშე. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ხორციელდება თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით; ბ) მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი გაზის დაკავშირებული სისტემის გამოყენებასთან თავსებად მომსახურებას და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს მესამე პირების დაშვებას; გ) სისტემით მოსარგებლეთა გონივრული კომერციული საჭიროებების შესაბამისი პერიოდულობით, კომისიის ზედამხედველობით, აქვეყნებს აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ; დ) მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით სთავაზობს როგორც გარანტირებულ, ისე წყვეტად მომსახურებას. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში, სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობას; ე) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებას; ვ) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობასთან, ჩაჭირხვნაუნარიანობასა და მიწოდებაუნარიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ და კომბინირებულ მომსახურებას. 2. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება, ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული სტანდარტული, წლიური ხელშეკრულება, არ უნდა ადგენდეს დაუსაბუთებლად მაღალ ტარიფს. 3. ხელშეკრულების პირობა, რომელიც ადგენს შეზღუდვას ხელშეკრულების მხარის მიერ მოთხოვნილი ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის მინიმალურ მოცულობასთან დაკავშირებით, უნდა ეფუძნებოდეს ტექნიკურ შეზღუდვას და სისტემით მცირე მოსარგებლეებს უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული მომსახურების მიღების უფლებით. 4. აუცილებლობის შემთხვევაში, მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს, შესაძლოა, გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდგომ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს. 5. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი წესით, უარი თქვას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის დაშვებაზე. მუხლი 89. ბუნებრივი გაზის საცავის წესები 1. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირება და მართვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის საცავის წესებით დადგენილი დებულებების დაცვით. 2. ბუნებრივი გაზის საცავის წესები განსაზღვრავს: ა) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს; 81 ბ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის უსაფრთხო ოპერირების ტექნიკურ და სხვა სახის მოთხოვნებს, ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული მომსახურების საიმედოდ და დადგენილი ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად გაწევის მიზნით; გ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებზე მესამე პირების დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 87-ე და 88-ე მუხლების შესაბამისად, მესამე პირების დაშვებასთან დაკავშირებით, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს, ამ კანონის 90-ე მუხლის შესაბამისად; ე) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტების სიმძლავრის გაზომვის, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებში ჩაჭირხნული და ამ ობიექტებიდან მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ვ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებისა და ბუნებრივი გაზის დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და, შესაბამის შემთხვევებში, განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს; ზ) სისტემით მოსარგებლეების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტით სარგებლობას; თ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ზოგად წესებსა და პირობებს; ი) ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან ან/და ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებზე დაშვებასთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; კ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე, შესაბამისი ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებასა და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ლ) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; მ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში, ენერგოეფექტურობასა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ნ) ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს. 3. ბუნებრივი გაზის საცავის წესებს შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი და ამტკიცებს კომისია. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციას და მათ სათანადო მონაწილეობას ბუნებრივი გაზის საცავის წესების შემუშავების პროცესში . 4. ბუნებრივი გაზის საცავის წესები ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. მუხლი 90. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის სიმძლავრის განაწილება და გადატვირთვის მართვა 1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბუნებრივი გაზის საცავის მაქსიმალური სიმძლავრე, სისტემის ერთიანობისა და ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით. 2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: 82 ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს სიმძლავრის ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის და ხელს უწყობს ინვესტიციებს ახალ ინფრასტრუქტურაში; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტ ბაზრებსა და სავაჭრო ჰაბებთან, და, ამავდროულად, არის მოქნილი და განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; გ) თავსებადია იმ სისტემაზე დაშვების წესებსა და პირობებთან, რომელთანაც მიერთებულია ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტი. 3. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები უნდა ითვალისწინებდეს ზომებს ისეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, როდესაც არ ხდება სიმძლავრით სარგებლობის მოპოვებული უფლების გამოყენება, ან ადგილი აქვს მის არაეფექტიან გამოყენებას. აღნიშნული ზომები გამოიყენება სახელშეკრულებო გადატვირთვისას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საცავის გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება; ბ) სისტემით მოსარგებლის უფლებას, გადაყიდოს სახელშეკრულებო სიმძლავრე მეორად ბაზარზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს წყვეტადი მომსახურების სახით და მომსახურებამდე ერთი დღით ადრე მაინც. კარი VIII. გათხევადებული ბუნებრივი გაზი თავი XXII. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია და ფუნქციები მუხლი 91. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია 1. გათხევადებული ბუნებრივ გაზის ობიექტების ოპერირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, ახორციელებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი. 2. კომისია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად, გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირების ლიცენზიის გაცემის გზით, ახდენს ბუნებრივი გაზის საწარმოს, რომელიც საკუთრების ან/და განკარგვის უფლებით ფლობს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტს, როგორც გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ავტორიზაციას. მუხლი 92. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ფუნქციები 1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტების ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია ბაზრის დაცვა და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი, ამ კანონის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად, ახორციელებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებთან დაკავშირებულ საიმედო და ეფექტიან მომსახურებას, რაც, შესაძლოა, მოიცავდეს ბუნებრივი გაზის მიღებას, გათხევადებას, გადმოტვირთვას, გათხევადებული ბუნებრივი გაზის რეგაზიფიცირებას და, ასევე, დაკავშირებულ დამხმარე მომსახურებებსა და რეგაზიფიცირების პროცესისთვის საჭირო გათხევადებული ბუნებრივი გაზის დროებით შენახვას. 83 3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) არ დაუშვას სისტემით მოსარგებლეებს, ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიებს შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოების სასარგებლოდ; ბ) მიაწოდოს ბუნებრივი გაზის სისტემის სხვა ოპერატორებს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და შენახვა; გ) მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ინფორმაცია; დ) უზრუნველყოფს ამ კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის ხუთი წლის ვადით შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისთვის, კონკურენციის სააგენტოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის; ე) მიიღოს გონივრული ზომები, სიმძლავრესთან დაკავშირებული უფლებებით თავისუფლად ვაჭრობისა და ამგვარი ვაჭრობის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; ვ) შეიმუშავოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებით სარგებლობის ჰარმონიზებული ხელშეკრულებები და პროცედურები პირველადი ბაზრისთვის, რათა ხელი შეუწყოს სიმძლავრის მეორად ვაჭრობასა და, სისტემით მოსარგებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის შეტყობინების შემთხვევაში, სიმძლავრესთან დაკავშირებული პირველად ბაზარზე მოპოვებული უფლებების გასხვისების აღიარებას. ამგვარი ჰარმონიზებული ხელშეკრულებებისა და პროცედურების შემუშავების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას. მუხლი 93. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა 1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებებისა და დაკავშირებული პირობების თაობაზე, გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი, მომსახურების გაწევის მიზნით, რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სახელშეკრულებო სიმძლავრის და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებ. 3. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი, მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზით. 4. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას არსებული გაზის მოცულობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის თითოეული ობიექტისთვის, ხოლო, სისტემით მოსარგებლეებისათვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში, ასევე, ობიექტთა ჯგუფისთვის. ამასთანავე, გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას შემომავალი და გამავალი ნაკადების და ხელმისაწვდომი სიმძლავრის თაობაზე, მათ შორის, იმ ობიექტებთან მიმართებით, რომლებზეც არ ვრცელდება მესამე პირების დაშვების ვალდებულება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახით, შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული თითოეული სისტემისთვის ან ქვესისტემისთვის. ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინც. 5. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის 84 ობიექტებზე მესამე პირების რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენის, შესაბამისი მეთოდოლოგიებისა და სტრუქტურის შესახებ. თავი XXIII. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება და მართვა მუხლი 94. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე მხარის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურებები 1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი: ა) ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სისტემით მოსარგებლე ყველა პირს მომსახურებას სთავაზობს დისკრიმინაციის გარეშე. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ხორციელდება თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით; ბ) მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი გაზის ურთიერთდაკავშირებული გადამცემი სისტემების გამოყენებასთან თავსებად მომსახურებას და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს მესამე პირების დაშვებას; გ) კომისიის ზედამხედველობით, სისტემით მოსარგებლეთა გონივრული კომერციული საჭიროების შესაბამისი პერიოდულობით, აქვეყნებს აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული სტანდარტული, წლიური ხელშეკრულება, არ უნდა ადგენდეს გაუმართლებლად მაღალ ტარიფს. 3. ხელშეკრულების პირობა, რომელიც ადგენს შეზღუდვას ხელშეკრულების მხარის მიერ მოთხოვნილი გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სიმძლავრის მინიმალურ მოცულობასთან დაკავშირებით, უნდა ეფუძნებოდეს ტექნიკურ შეზღუდვას და სისტემით მცირე მოსარგებლეებს უნდა უზრუნველყოფდეს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების მიღების უფლებით. 4. აუცილებლობის შემთხვევაში, მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს, შესაძლოა, გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდგომ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს. 5. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი წესით, უარი თქვას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტზე მესამე პირის დაშვებაზე. მუხლი 95. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები 1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირება და მართვა ხორციელდება გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესებით დადგენილი დებულებების დაცვით. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები განსაზღვრავს: ა) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს; ბ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის უსაფრთხო ოპერირების ტექნიკურ და სხვა სახის მოთხოვნებს, გათხევადებულ ბუნებრივი გაზთან დაკავშირებული მომსახურების საიმედოდ და დადგენილი ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად გაწევის მიზნით; გ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე მესამე პირების დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირების დაშვებასთან დაკავშირებით, გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; 85 დ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს, ამ კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად; ე) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტების სიმძლავრის გაზომვის, აგრეთვე, გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებში ჩატვირთული და ამ ობიექტებიდან გადმოტვირთული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ვ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებისა და ბუნებრივი გაზის დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და, შესაბამის შემთხვევებში, განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს; ზ) სისტემით მოსარგებლეების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტით სარგებლობას; თ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ზოგად წესებსა და პირობებს; ი) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე დაშვებასთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; კ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებასა და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ლ) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; მ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში, ენერგოეფექტურობასა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ნ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს. 3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესებს შეიმუშავებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი და ამტკიცებს კომისია. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციას და მათ სათანადო მონაწილეობას გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესების შემუშავების პროცესში. 4. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. მუხლი 96. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სიმძლავრის განაწილება და გადატვირთვის მართვა 1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის მაქსიმალური სიმძლავრე, სისტემის ერთიანობისა და ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს სიმძლავრის ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის და ხელს უწყობს ინვესტიციებს ახალ ინფრასტრუქტურაში; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტ ბაზრებსა და სავაჭრო ჰაბებთან, და, ამავდროულად, არის მოქნილი და განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; 86 გ) თავსებადია იმ სისტემაზე დაშვების წესებსა და პირობებთან, რომელზეც მიერთებულია გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტი. 3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები უნდა ითვალისწინებდეს ზომებს ისეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, როდესაც არ ხდება სიმძლავრით სარგებლობის მოპოვებული უფლების გამოყენება, ან ადგილი აქვს მის არაეფექტიან გამოყენებას. აღნიშნული ზომები გამოიყენება სახელშეკრულებო გადატვირთვისას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება; ბ) სისტემით მოსარგებლის უფლებას, გადაყიდოს სახელშეკრულებო სიმძლავრე მეორად ბაზარზე. 4. მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს წყვეტადი მომსახურების სახით და მომსახურებამდე ერთი დღით ადრე მაინც. კარი IX. სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ახალი ინფრასტრუქტურა თავი XXIV. სისტემათა ურთიერთთავსებადობა მუხლი 97. სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ტექნიკური წესები 1. ენერგეტიკულ მოწყობილობებსა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნების განმსაზღვრელ ნორმები, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის კრიტერიუმების დაცვით, უნდა განსაზღვრავდეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის შენახვისა და გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელების მიზნით გამოყენებული მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მშენებლობის, ოპერირებისა და უსაფრთხოების წესებსა და პირობებს, მათ შორის, აუცილებელ ტექნიკურ სტანდარტებს და საოპერაციო და ტექნიკურ სპეციფიკაციასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ენერგეტიკული მოწყობილობები და აღჭურვილობა, აგრეთვე, ურთიერთდამაკავშირებლები და პირდაპირი ხაზები, უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სისტემათა ურთიერთთავსებადობა. 3. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკულ მოწყობილობებთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტექნიკურ მოთხოვნები და ფუნქციონირების წესები (ტექნიკური რეგლამენტები), მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტების დაცვის ზონები, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფები, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრები, დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და სამუშაოთა წარმოების პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისას, საქართველოს მთავრობა მხედველობაში იღებს ევროპის კავშირის ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტებსა და რეგულაციებს. 4. ორი ადგილობრივი ან ურთიერთდაკავშირებული სისტემის ურთიერთთავსებადობის მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტებითა და შესაბამისი ქსელის წესებით. მუხლი 98. პირდაპირი ხაზები. მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქსელის მოწყობილობებით სარგებლობა 1. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის აშენება დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში: 87 ა) თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი აპირებენ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ვერ შეძლეს ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვება; ბ) თუ ბუნებრივი გაზის საწარმო და მომხმარებელი აპირებენ ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ვერ შეძლეს ბუნებრივი გაზის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვება. 2. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მშენებლობა და ოპერირება საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას. კომისია განსაზღვრავს ავტორიზაციის მინიჭების ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ენერგეტიკული საწარმოები უფლებამოსილნი არიან, პირდაპირი ხაზები გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის ადგილისთვის, შვილობილი კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად. 4. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მეშვეობით მიწოდების შესაძლებლობა გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ამ კანონის შესაბამისად ყიდვა-გაყიდვაზე ორმხრივი ხელშეკრულების, ან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზრების მეშვეობით. 5. კომისია უფლებამოსილია, პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაცია მიანიჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ენერგეტიკულ საწარმოს, თუ არსებობს გადამცემ ან გამანაწილებელ სისტემაზე დაშვებაზე უარი, ამ კანონის 58-ე, 66-ე ან 79-ე მუხლების შესაბამისად, ან თუ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავის განხილვის პროცედურა, ამ კანონის 154-ე მუხლის შესაბამისად. 6. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაციის მინიჭებაზე, თუ ასეთი ავტორიზაცია ხელს შეუშლის საჯარო მომსახურების ვალდებულების განხორციელებას, მათ შორის, საბოლოო მომხმარებლების დაცვას. 7. გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის, ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრე, რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია, ითმინოს მისი მოწყობილობით სარგებლობა მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით. აღნიშნული მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 8. თუ გონივრულობის ფარგლებში მიღებული ზომების მეშვეობით შეუძლებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრის იდენტიფიცირება, ასეთი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი XXV. ახალი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურა, რომელიც 2007 წლის პირველ იანვრამდე არ ყოფილა ექსპლუატაციაში შესული) მუხლი 99. საშეღავათო პირობები ელექტროენერგიის ახალი ურთიერთდამაკავშირებლებისთვის 1. ელექტროენერგეტიკული საწარმოს მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა, მუდმივი დენის ახალი ურთიერთდამაკავშირებელის სრული სიმძლავრე ან მისი ნაწილი, შეზღუდული დროით, გათავისუფლდეს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ზ“ ქვეპუნქტებით, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 44-ე და 57-ე მუხლებით და 63-ე მუხლის მე-9 და მე88 10 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებებისგან, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ურთიერთდამაკავშირებლის აშენებასთან დაკავშირებული ინვესტიცია ხელს უწყობს კონკურენციას ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობაში; ბ) ინვესტიციის განხორციელება, თანმდევი რისკებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათების დაწესების გარეშე; გ) ურთიერთდამაკავშირებლის მესაკუთრე პირი, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმით არის განცალკევებული გადამცემი სისტემის ოპერატორისგან და იმ სისტემის ოპერატორისაგან, რომელსაც უკავშირდება აღნიშნული ურთიერთდამაკავშირებელი; დ) ურთიერთდამაკავშირებლით მოსარგებლეებს დაეკისრებათ საფასურის გადახდის ვალდებულება; ე) ურთიერთდამაკავშირებლით დაკავშირებული ელექტორენერგიის გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემების გამოყენებისთვის დაწესებული საფასურის რომელიმე კომპონენტი არ ყოფილა გამოყენებული ურთიერთდამაკავშირებლის კაპიტალური ან საოპერაციო დანახარჯების, ან მათი ნაწილის დაფარვის მიზნით; ვ) ამ მუხლის შესაბამისად, საშეღავათო პირობების დადგენით არ ადგება ზიანი კონკურენციას, ან შიდა და რეგიონულ ელექტროენერგიის ბაზრებს, ან იმ რეგულირებადი სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, რომელთანაც დაკავშირებულია ურთიერთდამაკავშირებელი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები, გამონაკლისის სახით, ასევე გამოიყენება ცვლადი დენის ურთიერთდამაკავშრებლებთან მიმართებით, თუ განსახილველ ინვესტიციასთან დაკავშირებული ხარჯები და რისკი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯებსა და რისკს, რომელიც, ჩვეულებრივ, წარმოიშობა ორი მეზობელი გადამცემი სისტემის ცვლადი დენის ურთიერთდამაკავშირებლის მეშვეობით დაკავშირებისას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები ასევე გამოიყენება არსებული ურთიერთდამაკავშირებლის სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევებში. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილება, ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის, მიიღება კომისიისა და შესაბამისი მეზობელი ქვეყნის კომპეტენტური მარეგულირებელი ორგანოს მიერ. 5. კომისია უფლებამოსილია საშეღავათო პირობების დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხი განსახილველად წარუდგინოს ასევე ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს და მიზანშეწონილობის შემთხვევაში, გაითვალისწინოს მისი მოსაზრებები. 6. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს საშეღავათო პირობების ხანგრძლივობასა და ურთიერთდამაკავშირებელზე არადისკრიმინაციულ დაშვებასთან დაკავშირებული პირობების დადგენის საჭიროება. ამ მიზნით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასაშენებელი დამატებითი სიმძლავრე ან არსებული სიმძლავრის ცვლილება, პროექტის განხორციელების ვადა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. 7. საშეღავათო პირობების დადგენამდე, კომისია განსაზღვრავს ურთიერთდამაკავშირებლის სიმძლავრის მართვისა და განაწილების წესებს. ურთიერთდამაკავშირებლის გადატვირთვის მართვის წესები უნდა მოიცავდეს გამოუყენებელი სიმძლავრის ბაზარზე შეთავაზების ვალდებულებასა და ურთიერთდამაკავშირებლით მოსარგებლეთა უფლებას, მეორად ბაზარზე ივაჭრონ სახელშეკრულებო სიმძლავრით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტერიუმების შეფასებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სიმძლავრის განაწილების პროცედურის შედეგები. 89 8. თუ კომისია და მეზობელი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანო საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან ექვსი თვის ვადაში, კომისია აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა, სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და გამოქვეყნდეს. 9. ამ მუხლის მე-4-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილება, შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებსა და განმცხადებლებთან განხილვის საფუძველზე, შეიძლება მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელმა საბჭომ, თუ: ა) კომისიამ და მეზობელი ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ ექვსი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც აღნიშნული მარეგულირებლებიდან ყველაზე ბოლომ მიიღო შესაბამისი მოთხოვნა; ან ბ) არსებობს კომისიის ან მეზობელი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე. 10. მიუხედავად ამ მუხლის მე-4-მე-9 პუნქტების დებულებებისა, კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საშეღავათო პირობების დადგენასთან დაკავშირებით, ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით გამართოს კონსულტაციები კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან. კონსულტაციის პროცესის შედეგად მიღებული მოსაზრებები ქვეყნდება გადაწყვეტილებასთან ერთად. 11. კომისია ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დაუყოვნებლივ უგზავნის საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ მიღებული მოთხოვნის ასლს და აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ყველა საჭირო ინფორმაციასთან ერთად. 12. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს აგრეგირებული სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი შესაძლებლობა, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ინფორმაცია, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიცავდეს: ა) საშეღავათო პირობების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის დეტალურ მიზეზებს, მათ შორის, ასეთი პირობების დადგენის აუცილებლობის განმაპირობებელ ფინანსურ ინფორმაციას; ბ) კონკურენციაზე და ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე საშეღავათო პირობების დადგენის ზეგავლენის კვლევას; გ) გარემოებებს, რომლებმაც განაპირობა საშეღავათო პირობების მოქმედების ვადა და ურთიერთდამაკავშირებლის სიმძლავრის წილი, რომელზეც ვრცელდება საშეღავათო პირობები; დ) შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან კონსულტაციის შედეგები. 13. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში, მოსთხოვოს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა, ან ასეთი გადაწყვეტილების გაუქმება. გადაწყვეტილების მიღების ორთვიანი ვადა, შესაძლოა, გაგრძელდეს დამატებით ორი თვით, თუ: ა) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ესაჭიროება დამატებითი ინფორმაციის მოძიება; ბ) არსებობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა ვადის გაგრძელების თაობაზე. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებითი ვადის ათვლა იწყება ენერგეტიკული 90 გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღების მომდევნო დღიდან. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შესაბამისი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში არ მიეწოდა გამოთხოვილი ინფორმაცია, მარეგულირებელი ორგანოს შეტყობინება საშეღავათო პირობების დადგენის თაობაზე ჩაითვალება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) მოთხოვნით განსაზღვრული ვადის გასვლამდე, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობით, გაგრძელდა ინფორმაციის მიწოდების ვადა; ან ბ) შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები დასაბუთებული შეტყობინებით დაუდასტურებენ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის სრულყოფილებას. 15. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოთხოვნა საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის ან გაუქმების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, რის შესახებაც ეცნობება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 16. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გაცემული თანხმობა ძალას კარგავს მიღებიდან ორი წლის შემდეგ, თუ ამ ვადაში არ დაიწყება ურთიერთდამაკავშირებლის მშენებლობა, ან მიღებიდან ხუთი წლის შემდეგ, თუ ურთიერთდამაკავშირებელი ამ ვადაში არ იქნა ექსპლუატაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიიჩნევს, რომ დაყოვნება გამოწვეულია იმ პირისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვისი მოთხოვნითაც დადგინდა საშეღავათო პირობები. 17. ამ მუხლის მე-5-მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მოცემული ურთიერთდამაკავშირებელი, წარმოადგენს ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას, ან თანხმობას აცხადებს ამ მოთხოვნების გამოყენებაზე. მუხლი 100. საშეღავათო პირობები ბუნებრივი გაზის ახალი ინფრასტრუქტურისათვის 1. ბუნებრივი გაზის საწარმოს მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა, ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებელი, ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტი და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტი, შეზღუდული დროით გათავისუფლებულ იქნეს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ზ“ ქვეპუნქტებით, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 44-ე, 65-ე, 78-ე და 87-ე მუხლებით დადგენილი ვალდებულებებისგან, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ინფრასტრუქტურის აშენებასთან დაკავშირებული ინვესტიცია ხელს უწყობს კონკურენციას ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაში და აუმჯობესებს მიწოდების უსაფრთხოებას; ბ) ინვესტიციის განხორციელება, თანმდევი რისკებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათების დაწესების გარეშე; გ) ინფრასტრუქტურის მესაკუთრე პირი, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმით არის განცალკევებული იმ სისტემის ოპერატორისაგან, რომლის სისტემაშიც უნდა აშენდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა; დ) ინფრასტრუქტურით მოსარგებლეებს დაეკისრებათ საფასურის გადახდის ვალდებულება; ე) ამ მუხლის შესაბამისად საშეღავათო პირობების დადგენით არ ადგება ზიანი კონკურენციას და გაზის შიდა ბაზრის, ან იმ რეგულირებადი სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, რომელთანაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მიერთებული. 91 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები ასევე გამოიყენება არსებული ინფრასტრუქტურის სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაზრდისა და გარდაქმნის შემთხვევებში, თუ აღნიშნული წარმოშობს ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი წყაროების განვითარების შესაძლებლობას. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილება, ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის, მიიღება კომისიის მიერ, ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. 4. თუ ინფრასტრუქტურა, რომლის მიმართაც მოთხოვნილია საშეღავათო პირობების დადგენა, გადაკვეთს საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სხვა რომელიმე მხარის საზღვარს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს უფლება აქვს, კომისიასა და ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი მხარის მარეგულირებელ ორგანოს წარუდგინოს საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ სარეკომენდაციო მოსაზრება, რომელიც, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილებას საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს სარეკომენდაციო მოსაზრება მზადდება საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის ვადაში, რომელიც აითვლება იმ თარიღიდან, როდესაც კომისიასა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს შორის უკანასკნელმა მიიღო შესაბამისი მოთხოვნა. 5. თუ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს შორის საშეღავათო პირობების დადგენის თაობაზე შეთანხმება მიღწეულ იქნა მოთხოვნის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, ისინი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებენ ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. აღნიშნული ექვსთვიანო პერიოდი აითვლება იმ თარიღიდან, როდესაც კომისიასა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს შორის უკანასკნელმა მიიღო შესაბამისი მოთხოვნა. 6. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო თავად განახორციელებს ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი მხარეების მარეგულირებელი ორგანოების საშეღავათო პირობების დადგენასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებას, თუ: ა) მარეგულირებელი ორგანოები ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, რომელიც აითვლება იმ თარიღიდან, როდესაც კომისიასა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს შორის უკანასკნელმა მიიღო შესაბამისი მოთხოვნა; ბ) არსებობს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების ერთობლივი მოთხოვნა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე. 7. შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ერთობლივად მოითხოვონ ამ მუხლის მე-6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის სამი თვით გაგრძელება. 8. კომისია, საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, კონსულტაციებს მართავს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებსა და განმცხადებლებთან. 9. საშეღავათო პირობები, შესაძლოა, დაწესდეს, როგორც ახალი ინფრასტრუქტურის, ასევე, არსებული, მნიშვნელოვნად გაზრდილი სიმძლავრის მქონე ინფრასტრუქტურის სრული სიმძლავრის ან მისი ნაწილის მიმართ. 10. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს საშეღავათო პირობების ხანგრძლივობასა და ინფრასტრუქტურაზე არადისკრიმინაციული დაშვებასთან დაკავშირებული პირობების დადგენის საჭიროება. ამ მიზნით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასაშენებელი დამატებითი სიმძლავრე, ან არსებული სიმძლავრის ცვლილება, პროექტის განხორციელების ვადა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. 92 11. საშეღავათო პირობების დადგენამდე, კომისია განსაზღვრავს ინფრასტრუქტურის სიმძლავრის მართვისა და განაწილების წესებს. წესები უნდა ითვალისწინებდეს ინფრასტრუქტურით პოტენციურ მოსარგებლეთა მიერ სიმძლავრეზე ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესის გამოხატვის შესაძლებლობას ახალი ინფრასტრუქტურის სიმძლავრის განაწილებამდე, მათ შორის, საკუთარი მოხმარების მიზნით. ინფრასტრუქტურის გადატვირთვის მართვის წესები, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მოიცავდეს გამოუყენებელი სიმძლავრის ბაზარზე შეთავაზების ვალდებულებასა და ინფრასტრუქტურით მოსარგებლეთა უფლებას, მეორად ბაზარზე ივაჭრონ სახელშეკრულებო სიმძლავრით. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტერიუმების შეფასებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სიმძლავრის განაწილების პროცედურის შედეგები. 12. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარემოება, სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. გადაწყვეტილებაში აღინიშნება: ა) საშეღავათო პირობების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის დეტალური მიზეზები, მათ შორის, ასეთი პირობების დადგენის აუცილებლობის განმაპირობებელი ფინანსური ინფორმაცია; ბ) კონკურენციაზე და გაზის შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე საშეღავათო პირობების დადგენის ზეგავლენის კვლევა; გ) გარემოებები, რომლებმაც განაპირობა საშეღავათო პირობების მოქმედების ვადა და გაზის ინფრასტრუქტურის სიმძლავრის წილი, რომელზეც ვრცელდება საშეღავათო პირობები; დ) სხვა ქვეყნებთან, ან შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან კონსულტაციის შედეგები, თუ საშეღავათო პირობები დგინდება ურთიერთდამაკავშირებელთან მიმართებით; ე) ინფრასტრუქტურის წვლილი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის მიზნებისთვის. 13. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულების მიუხედავად, კომისია უფლებამოსილია, საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მიმართოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს, მოსაზრების წარდგენის მოთხოვნით. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს მოსაზრება ქვეყნდება გადაწყვეტილებასთან ერთად. 14. კომისია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დაუყოვნებლივ უგზავნის საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ მიღებული მოთხოვნის ასლს და აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, ყველა საჭირო ინფორმაციასთან ერთად. აღნიშნული ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეიძლება მიეწოდოს აგრეგირებული სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი შესაძლებლობა, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. 15. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილია, შეტყობინების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში, მოუწოდოს კომისიას, საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისკენ, ან ასეთი გადაწყვეტილების გაუქმებისკენ. ორთვიანი ვადა, შესაძლოა, გაგრძელდეს დამატებით ორი თვით, თუ: ა) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ესაჭიროება დამატებითი ინფორმაციის მოძიება; ბ) არსებობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და კომისიის თანხმობა ვადის გაგრძელების თაობაზე. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებითი ვადის ათვლა იწყება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღების მომდევნო დღიდან. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში არ მიეწოდა გამოთხოვილი ინფორმაცია, კომისიის შეტყობინება საშეღავათო პირობების დადგენის თაობაზე ჩაითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: 93 ა) მოთხოვნით განსაზღვრული ვადის გასვლამდე, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და კომისიის თანხმობით, გაგრძელდა ინფორმაციის მიწოდების ვადა; ან ბ) კომისია დასაბუთებული შეტყობინებით დაუდასტურებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სრულყოფილებას. 17. კომისია მხედველობაში იღებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოსაზრებას, საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის, ან მისი გაუქმების თაობაზე. თუ კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება განსხვავდება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოსაზრებისგან, კომისია გადაწყვეტილებასთან ერთად აქვეყნებს შესაბამის დასაბუთებას. 18. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოსაზრების მოქმედება წყდება მისი მიღებიდან ორი წლის შემდეგ, თუ ამ ვადაში არ დაიწყო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ან მიღებიდან ხუთი წლის შემდეგ, თუ ინფრასტრუქტურა ამ ვადაში არ იქნა ექსპლუატაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიიჩნევს, რომ დაყოვნება გამოწვეულია იმ პირისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვისი მოთხოვნითაც დადგინდა საშეღავათო პირობები. კარი X. მიწოდება თავი XXVI. მიწოდების ორგანიზება მუხლი 101. მიწოდების საქმიანობა 1. მომხმარებელისათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება, გარდა ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა, ხორციელდება არარეგულირებული, საბაზრო ფასით, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე. 3. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს უფლება აქვთ, ამ კანონის 108-ე და 109ე მუხლების შესაბამისად, ისარგებლონ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებით. 4. მიმწოდებელი ელექტროენერგიას ან ბუნებრივს გაზს ყიდულობს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ან ორგანიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობა ხორციელდება ამ კანონის XXX და XXXI თავების შესაბამისად. 5. მიმწოდებელს, რომელსაც დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება ამ კანონის XXVII თავის შესაბამისად, უფლება აქვს, შეუზღუდავად ივაჭროს ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, თუ საჯარო მომსახურების სახით მიწოდების საქმიანობისთვის და სხვა სახის მიწოდების ან/და ვაჭრობის საქმიანობისთვის განცალკევებულად აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას. 6. კომისია, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს, რომ მიწოდების საქმიანობის რეგულირება ამ კანონსა და სხვა სამართლებრივ აქტებზე დაყრდნობით, არ იყოს დისკრიმინაციული ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკული საწარმოების მიმართ. მუხლი 102. შეტყობინება მიწოდების და სხვა საქმიანობების შესახებ, რომელთა ავტორიზაცია არ მოითხოვს ლიცენზიის გაცემას 1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდებისა ან/და ვაჭრობის საქმიანობას, ან სურს ასეთი საქმიანობის განხორციელება, 94 აღნიშნულის შესახებ, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, ატყობინებს კომისიას, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ენერგეტიკული საწარმო კომისიას წერილობით შეტყობინებას წარუდგენს საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. საქმიანობის დაწყება გულისხმობს ელექტროენერგიის გამომუშავებას (გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), მომხმარებელისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ან ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დაწყებას. კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებას თან უნდა დაერთოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში - ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა სახის საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე, ინფორმაცია განხორციელებული ან დაგეგმილი გამომუშავების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობის თაობაზე, საქმიანობის სავარაუდო წლიური ბრუნვა და კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა მონაცემები და დოკუმენტაცია. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ კომისიისთვის წარდგენილი შეტყობინება საინფორმაციო ხასიათისაა. კომისიას არ აქვს უფლება, რომელიმე ენერგეტიკულ საწარმოს აუკრძალოს ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ეს პუნქტი არ ვრცელდება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურზე, რომელზეც არ არის გაცემული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს კომისიის უფლებამოსილებას, განახორციელოს ენერგეტიკული საწარმოს საქმიანობის ზედამხედველობა, მიმართოს კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს, თუ არსებობს ეჭვი მიმწოდებლის საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე, ან/და, საჭიროების შემთხვევაში, ენერგეტიკულ საწარმოს დააკისროს ჯარიმა ამ კანონის 152-ე მუხლის შესაბამისად. 5. თუ ენერგეტიკული საწარმო წყვეტს, ან აპირებს, რომ შეწყვეტოს საქმიანობა, იგი აღნიშნულის შესახებ წერილობით ატყობინებს კომისიას, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, საქმიანობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. 6. კომისია აწარმოებს საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების რეესტრს, რომელიც საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. მუხლი 103. მიწოდების წესები 1. მიმწოდებლისა და საბოლოო მომხმარებლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მიწოდების ხელშეკრულებით. 2. მიწოდების ხელშეკრულების დადებასა და მის შინაარსთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები წესრიგდება კომისიის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული მიწოდების წესებით, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველა მიმწოდებლისთვის. მიწოდების წესები მტკიცდება როგორც ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის სექტორისთვის. 3. მიწოდების ხელშეკრულების მოწესრიგების მიზნით, მიწოდების წესებით განისაზღვრება: ა) მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის წესი; ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება; გ) მიწოდების ფასის გაზრდამდე მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების წესი; დ) მომსახურების ხელმისაწვდომობასა და მისით სარგებლობასთან დაკავშირებით მოქმედი ფასების, სტანდარტული ვადებისა და პირობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების წესი; 95 ე) საბოლოო მომხმარებლის ვალდებულება, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი გახადოს მიწოდების ხელშეკრულებასთან, გაანგარიშებებთან ან ქვითართან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ფასები, მათი ცვლილების წესი და მოხმარების აღრიცხვის მონაცემები; ვ) მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურებებისთვის საფასურის დარიცხვისა და გადახდის წესი. 4. მიმწოდებლი უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლისთვის შეთავაზებული მიწოდების ხელშეკრულების პირობების შესაბამისობას მიწოდების წესებთან. ხელშეკრულების პირობები ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნათლად, გასაგებად და არ უნდა შეიცავდეს მომხმარებლის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ და არასახელშეკრულებო ბარიერებს, მათ შორის, არასაჭირო დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნას. მიმწოდებელი უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის დაცვას გაყიდვის არასამართლიანი და შეცდომაში შემყვანი მეთოდებისგან. 5. მიმწოდებელი შეიმუშავებს და კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ სათანადო ფორმით აქვეყნებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. მიმწოდებელი ასევე აქვეყნებს მომსახურების ფასს ან, შესაბამის შემთხვევებში, რეგულირებულ ტარიფს. 6. მიწოდების წესები უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის უფლებას: ა) დადოს მიმწოდებელთან ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს: ა.ა) მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ა.ბ) გასაწევ მომსახურებასა და მის ხარისხს; ა.გ) მოქმედი ფასის ან, შესაბამის შემთხვევებში, რეგულირებული ტარიფის თაობაზე განახლებული ინფორმაციის მიღების საშუალებებს; ა.დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ხელშეკრულებისა და მომსახურების ვადის გაგრძელებისა და მისი მოქმედების შეწყვეტის წესს, აგრეთვე, ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების უფლებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ა.ე) კომპენსაციასა და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებულ წესებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მომსახურება არ სრულდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ა.ვ) სადავო საკითხების განხილვის პროცედურების დაწყების წესს, ამ კანონის 154-ე მუხლის შესაბამისად. ბ) მიიღოს წინასწარი შეტყობინება ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ და, აგრეთვე, მიიღოს ინფორმაცია მის უფლებაზე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების მიღების შემდგომ. მიმწოდებელს ევალება, მიწოდების წესებით დადგენილ ვადაში, წინასწარ და უშუალოდ აცნობოს მომხმარებელს გაზრდილი საფასურის თაობაზე; გ) მიიღოს გამჭვირვალე ინფორმაცია ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის სექტორებში არსებულ მომსახურებებზე დაშვებასა და ამ მომსახურებებით სარგებლობასთან დაკავშირებით მოქმედი ფასის, ტარიფისა და ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესახებ; დ) ისარგებლოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე, მარტივი და უფასო პროცედურით. ასეთი პროცედურა უნდა იძლეოდეს დავების სამართლიანი და დროული გადაწყვეტის შესაძლებლობას, შესაბამის შემთხვევებში, ამ კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ან/და კომპენსაციის გამოყენებით; ე) მიიღოს ინფორმაცია განსაზღვრული ხარისხის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საჯაროდ გამოქვეყნებული ფასით ან რეგულირებული ტარიფით მიღებასთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების შესახებ. 7. მიწოდების ხელშეკრულების დებულებები უნდა იყოს სამართლიანი და ნათლად და არაორაზროვნად უნდა ადგენდეს მიმწოდებლისა და საბოლოო მომხმარებლის უფლებებამოვალეობებს. თუ მიწოდების ხელშეკრულება შუამავლის მეშვეობით არის დადებული, ამ მუხლის 96 მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია საბოლოო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ხელშეკრულების გაფორმებამდე. 8. საბოლოო მომხმარებელს, რომელსაც სურს მიმწოდებლის შეცვლა, დაუშვებელია, მიწოდების ხელშეკრულებით შეეზღუდოს მოქმედი მიწოდების ხელშეკრულების ვადამდე მოშლის უფლება, ან დაუწესდეს დამატებითი ფინანსური ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმწოდებელსა და არასაყოფაცხოვრებო საბოლოო მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 104. მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები 1. კომისია ამტკიცებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რომელიც განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე ზომის საწარმოებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უწყვეტი და საიმედო მიწოდების პირობებს. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან ან/და მცირე ზომის საწარმოსთან მიწოდების ხელშეკრულება გააფორმოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ მიმწოდებელსა და მომხარებელს შორის ახალი ან განახლებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში. თუ მიმწოდებელსა და საბოლოო მომხმარებელს შორის არ არის გაფორმებული ახალი, ან განახლებული ხელშეკრულება, ითვლება, რომ მოქმედებს არსებული ხელშეკრულება, ამ კანონითა და მიწოდების წესებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და მომხმარებლის უფლებების შეზღუდვის გარეშე. 3. მიმწოდებელი, რომელსაც აკისრია საჯარო მომსახურების ვალდებულება, უფლებამოსილია, უარი თქვას მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყებაზე, ან შეუწყვიტოს მას მიწოდება, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში; ბ) მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მიღებული მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. მუხლი 105. მიმწოდებლების ვალდებულებები 1. თითოეული მიმწოდებელი ვალდებულია, ჰქონდეს ინდივიდუალური კონტაქტის პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლების ინფორმირებას მათი უფლებების, მოქმედ რეგულაციებისა და დავის გადაწყვეტის გზების თაობაზე. ინდივიდუალური კონტაქტის პუნქტი საბოლოო მომხმარებლებს საშუალებას აძლევს: ა) მომსახურებაზე დაშვებასა და მისით სარგებლობასთან დაკავშირებით, მიიღოს გამჭვირვალე ინფორმაცია ფასების, რეგულირებული ტარიფებისა და სტანდარტული პირობების შესახებ; ბ) ჰქონდეს გადახდის რამდენიმე, არადისკრიმინაციული მეთოდის არჩევანი. წინასწარი გადახდის სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და ადეკვატურად უნდა ასახავდეს სავარაუდო მოხმარებას. გადახდის სხვადასხვა საშუალებებთან დაკავშირებულ პირობებს შორის ნებისმიერი სხვაობა უნდა ასახავდეს მიმწოდებლის ხარჯებს შესაბამის საშუალებასთან მიმართებით; გ) მიიღოს ინფორმაცია მიმწოდებლის უფასოდ შეცვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით; დ) მიიღოს ინფორმაცია საჩივრის განხილვის გამჭვირვალე, მარტივი და ეკონომიური პროცედურის შესახებ. თითოეული მიმწოდებელი უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის უფლებას, მიიღოს სათანადო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება და ისარგებლოს დავების ჯეროვანი განხილვის პროცედურით, რაც გულისხმობს დავების სამართლიან და დროულ 97 გადაწყვეტას ათი სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის შემთხვევებში, ანაზღაურების ან/და კომპენსაციის მიცემით. ე) საკუთარი მოხმარების კონტროლის მიზნით, მიიღოს სისტემატიური და ზუსტი შეტყობინება მის მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი მოხმარებისა და შესაბამისი ხარჯის თაობაზე. საბოლოო მომხმარებელს აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს კომისიის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობით, მომხმარებლის აღრიცხვის ხელსაწყოს ტექნიკური მონაცემებისა და აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯეფექტიანობის გათვალისწინებით. ამგვარი ინფორმაცია საბოლოო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს უფასოდ; ვ) მიიღოს საბოლოო ანგარიში (ქვითარი) მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს ექვსი კვირისა. 2. მიმწოდებელი, რომელიც ემსახურება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე ზომის საწარმოებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, ინდივიდუალური კონტაქტის პუნქტთან დაკავშირებით უზრუნველყოფს: ა) მომსახურების ცენტრების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლებისთვის როგორც ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე, პირადად, ინფორმაციის მიწოდებას, მათი მოთხოვნისა და საჩივრის განხილვას და გადაწყვეტას; ბ) საბოლოო მომხმარებლების დაცვის მიზნით, საჩივრის განმხილველი კომისიის შექმნას; გ) მომსახურების ცენტრის სამუშაო საათების განსაზღვრას, საბოლოო მომხმარებელთა საჭიროების მიხედვით და იმ პირობით, რომ აღნიშნული ცენტრი სულ მცირე, კვირაში ერთხელ, საღამოს 8 საათამდე იმუშავებს. მომსახურების ცენტრში საბოლოო მომხმარებელის ჩაწერა შესაძლებელი უნდა იყოს ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით; დ) გადამცემი ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ან/და დახმარების გაწევას იმ საჩივრებთან მიმართებით, რომლებიც ეხება გადაცემასთან ან/და განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებს. 3. მიმწოდებელი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს და საბოლოო მომხმარებელს გადასცემს ენერგიის მომხმარებელის სამახსოვრო ბარათს, რომელიც შეიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას ენერგიის მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით. 4. მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების ამოქმედებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, საბოლოო მომხმარებელს აცნობოს ფასების, რეგულირებული ტარიფებისა და მიწოდების სხვა პირობების შეცვლის თაობაზე, აგრეთვე, საბოლოო მომხმარებლის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის უფლების შესახებ. საბოლოო მომხმარებელს უფლება აქვს, მოშალოს ხელშეკრულება, თუ ის შეცვლილ პირობებს არ ეთანხმება. 5. მიმწოდებელი უფლებამოსილია უარი თქვას მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყებაზე, ან შეუწყვიტოს მას მიწოდება 104-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.. 6. მიმწოდებელი შეიმუშავებს და აქვეყნებს სამოქმედო პროგრამას, რომლის მიზანია: ა) საბოლოო მომხმარებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადო შესრულებაში დახმარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიწოდების შეწყვეტა; ბ) ტერიტორიულად დაშორებული საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების ხელშეწყობა. 7. მიმწოდებელი ვალდებულია, საბოლოო მომხმარებელს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ზომებზე. 8. მიმწოდებელი, მიწოდების გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საბოლოო მომხმარებელს სთავაზობს ანგარიშფაქტურის გამოწერას, აგრეთვე, გადამცემი ან/და 98 გამანაწილებელი სისტემის გამოყენების, სასისტემო მომსახურებების გაწევისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა სახის საფასურების მოკრებას. 9. მიწოდებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის, ასევე, გაწეული დაკავშირებული მომსახურებების საფასურს, მიმწოდებელი ასახავს ცხადად და გასაგებად შედგენილ ანგარიშფაქტურაში, რომლის შედგენისა და გაცემის წესებს განსაზღვრავს კომისია. 10. მიმწოდებელი ვალდებულია, კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საბოლოო მომხმარებელს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ, მათ შორის, გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის გაგზავნილ ანგარიშფაქტურასა და მის დანართებში, აგრეთვე, სარეკლამო მასალებში უნდა მიეთითოს: ა) ელექტროენერგიაზე ან ბუნებრივ გაზზე საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მიმწოდებელის მიერ გამოყენებულ მიწოდების მთლიან პორტფელში ენერგიის წყაროს წილის თაობაზე ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) ინფორმაციის ისეთი წყაროები, მათ შორის, ვებგვერდი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სადაც საჯაროდ ხელმისაწვდომია მონაცემები მიმწოდებლის მიერ წინა წლის განმავლობაში გამოყენებული ენერგიის წარმოების წყაროების გარემოზე ზემოქმედების შესახებ; გ) ინფორმაცია სადავო საკითხების განხილვის საშუალებებთან დაკავშირებით საბოლოო მომხმარებლის უფლებების თაობაზე. 11. კომისია იღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის წარდგენილი ინფორმაციის სანდოობა, სიცხადე და შედარებითობა. კომისია უფლებამოსილია, აღნიშნული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომი გახადოს ბაზრის ყველა მონაწილისთვის, იმ პირობით, რომ არ გამოქვეყნდება კონკრეტულ მონაწილეებთან ან გარიგებებთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. 12. მიმწოდებელი ვალდებულია, მიიღოს სათანადო ზომები საბოლოო მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და საჩივრების ეფექტიანად და უფასოდ განხილვის მიზნით, მათ შორის, დავის მოგვარების ალტერნატიული გზების გამოყენებით. მიმწოდებლის მიერ საჩივრის განხილვის პროცედურას ზედამხედველობს კომისია, ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად. 13. კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის მიწოდების წესების დაცვით, მიმწოდებელი კომისიას პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მიწოდების საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ამ კანონითა და მიწოდების წესებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესახებ. მუხლი 106. მიმწოდებლის შეცვლის წესები 1. კომისია უზრუნველყოფს კვალიფიციური მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის ეფექტიანი და მარტივი პროცედურის დანერგვას, რაც კვალიფიციურ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეცვალოს მიმწოდებელი, არსებული მიმწოდებლისთვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუმეტეს სამი კვირის ვადაში. 2. მიმწოდებლის შეცვლის წესებს ამტკიცებს კომისია. მიმწოდებლის შეცვლის წესები განსაზღვრავს მიმწოდებლის შეცვლის პირობებს, მათ შორის: ა) მიმწოდებელის შეცვლის პროცედურას; ბ) ახალი მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ, მათ შორის, დაბალანსებასთან დაკავშირებულ, პირობებს; გ) იმ მიმწოდებლის მოვალეობებს, რომელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულებაც წყდება; დ) სისტემის ოპერატორის მოვალეობებს, რომლის ქსელთანაც არის მიერთებული კვალიფიციური მომხმარებლის მოწყობილობა; 99 ე) ახალი მიმწოდებლის უფლებებს, ახალი კვალიფიციური მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით, გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე დაშვებასა და აღნიშნული სისტემებით სარგებლობასთან დაკავშირებით; ვ) კვალიფიციური მომხმარებლის დავალიანების დაფარვის წესს. 3. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესაბამისად, კვალიფიციური მომხმარებლის მიერ მიმწოდებელის შეცვლა უფასოა. მიმწოდებელის შეცვლა ხორციელდება კვალიფიციური მომხმარებლის მოთხოვნით. 4. მიმწოდებელს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს კვალიფიციური მომხმარებლი, არ აქვს უფლება, მომხმარებელს დაუდგინოს ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი პირობები და ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოს კვალიფიციური მომხმარებლისთვის ენერგიის მიწოდება. 5. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესრულებას ზედამხედველობს კომისია. კომისიის გადაწყვეტილებით, დასაშვებია, მიმწოდებლის შეცვლის წესები დამტკიცებულ იქნეს მიწოდების წესების ნაწილის სახით. 6. დავის არსებობა ხელს არ უშლის მიწოდების ახალი ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის განხორციელებას. მუხლი 107. მიმწოდებლების მიერ ინფორმაციის შენახვა 1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და, შესაბამის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებების ფარგლებში და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის არანაკლებ ხუთი წლის ვადით შენახვას და სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისთვის, კონკურენციის სააგენტოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შესაბამისი ოპერაციის ისეთ დეტალებს, როგორიცაა ხანგრძლივობა, მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესები, მოცულობა, შესრულების თარიღი და დრო, ოპერაციის ფასი, შესაბამისი ტრეიდერის საიდენტიფიკაციო მონაცემები და იმ მიწოდების ხელშეკრულებისა და დერივატივის კონკრეტული დეტალები, რომელთან დაკავშირებითაც ანგარიშწორება არ განხორციელებულა. 3. კომისია უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომი გახადოს ბაზრის ყველა მონაწილისთვის, იმ პირობით, რომ არ გამოქვეყნდება კონკრეტულ მონაწილეებთან ან ოპერაციებთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. 4. ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან, და შესაბამის შემთხვევებში, ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებით, ამ მუხლის მოქმედება გავრცელდება ენერგეტიკული გაერთიანების მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფის მიერ შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შემდეგ. თავი XXVII. მიწოდება საჯარო მომსახურების სახით მუხლი 108. უნივერსალური მომსახურება 1. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე ზომის საწარმოებს უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ელექტროენერგია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან. 100 2. განაწილების მომსახურების ერთ არეალში არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებს, უნივერსალური მომსახურება, შესაძლოა, გაუწიოს მხოლოდ ერთმა მიმწოდებლმა, რომელსაც, ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება. 3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის წესებს, რომლითაც რეგულირდება უნივერსალური მიმწოდებლის საქმიანობა, მათ შორის, უნივერსალური მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების შეწყვეტა და უნივერსალური მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, ყოველწლიურად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, გამოსცემს კომისიის მიერ დამტკიცებულ წლიურ ანგარიშს წინა წლის განმავლობაში უნივერსალური მომსახურების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის. 4. უნივერსალური მომსახურების მიწოდების ფასს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით ადგენს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი. უნივერსალური მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანი, საბაზრო და შედარებითი. 5. ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, მის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, დაადგინოს ელექტროენერგიის ფასი იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ემსახურება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო მოხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ფასის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების ფარგლებში და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე ზომის საწარმოებისთვის უნივერსალური მომსახურების გაწევის მიზნით. 6. კომისია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ამზადებს დეტალურ დასაბუთებას და მიუთითებს ელექტროენერგიის ბაზართან დაკავშირებულ იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე, რომლებმაც გამოიწვია საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შენარჩუნების აუცილებლობა. აღნიშნული დასაბუთება ხელმისაწვდომია კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის. 7. კომისია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე განსაზღვრავს საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების ეტაპობრივი გაუქმების გეგმასა და მისი დასრულების თარიღს, რაც ნათლად უნდა მიუთითებდეს რეგულირების დროებით ხასიათზე. 8. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელექტროენერგიის როგორც რეგულირებული, ისე საბაზრო ფასი, ასახვდეს ხარჯებს, მათ შორის, მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, აგრეთვე, იმპორტისა და მიწოდების მომსახურების ხარჯებს. 9. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი: ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების გაწევის სახით ელექტროენერგიის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც, კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვთ, ისარგებლონ ასეთი მომსახურებით; ბ) ახორციელებს უნივერსალურ მომსახურებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით; გ) იღებს ზომებს უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და განსაზღვრული ხარისხის შესაბამისად მიწოდების მიზნით; 101 დ) იღებს ზომებს უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნით. 10. კომისია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიებს, რომლებიც იღებენ უნივერსალურ მომსახურებას, არ ჰქონდეთ მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები. მუხლი 109. ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით 1. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მცირე ზომის საწარმოებს და იმ თბოელექტროსადგურებს, რომლებიც წარმოადგენენ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს, უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით, მიიღონ ბუნებრივი გაზი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან. 2. განაწილების მომსახურების ერთ არეალში არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებს, მიწოდების მომსახურება, შესაძლოა, გაუწიოს მხოლოდ ერთმა მიმწოდებლმა, რომელსაც, ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, დაეკისრა საჯარო მიწოდების ვალდებულება. 3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის საქმიანობის წესებს, რომლითაც რეგულირდება საჯარო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა, მათ შორის, მისი უფლება-მოვალეობები, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების შეწყვეტა და ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადაში, ამზადებს და კომისიას წარუდგენს წინა წლის საქმიანობის ანგარიშს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის. 4. ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ფასს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათალისწინებული შემთხვევისა, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით ადგენს საჯარო მომსახურების მიმწოდებელი. საჯარო მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანი, საბაზარო და შედარებადი. 5. ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, მის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, დაადგინოს ბუნებრივი გაზის ფასი იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ემსახურება საჯარო მომსახურების მიმწოდებელი. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების ფარგლებში და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე ზომის საწარმოებისთვის ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების მიზნით. 6. კომისია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ამზადებს დეტალურ დასაბუთებას და მიუთითებს ბუნებრივი გაზის ბაზართან დაკაშირებულ იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე, რომლებმაც გამოიწვია საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შენარჩუნების აუცილებლობა. აღნიშნული დასაბუთება ხელმისაწვდომია კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის. 7. კომისია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე განსაზღვრავს საბოლოო მომხმარებლისთვია ფასის რეგულირების ეტაპობრივი გაუქმების გეგმასა და მისი დასრულების თარიღს, რაც ნათლად უნდა მიუთითებდეს რეგულირების დროებით ხასიათზე. 8. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბუნებრივი გაზის როგორც რეგულირებული, ისე საბაზრო ფასი, ასახავდეს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, აგრეთვე, იმპორტისა და მიწოდების მომსახურების ხარჯებს. 102 9. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი: ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების გაწევის სახით ბუნებრივი გაზის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც, კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვთ, ისარგებლონ ასეთი მომსახურებით; ბ) ახორციელებს საჯარო მომსახურებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით; გ) იღებს ზომებს საჯარო მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, საიმედო და განსაზღვრული ხარისხით მიწოდების მიზნით; დ) იღებს ზომებს საჯარო მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნით; 10. კომისია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიებს, რომლებიც ბუნებრივ გაზს იღებენ საჯარო მომსახურების სახით, არ ჰქონდეთ მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები. მუხლი 110. ბოლო ალტერნატივის მიწოდება 1. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი შეირჩევა საქართველოს მთავრობის მიერ, ღია სატენდერო პროცედურაზე დაყრდნობით. ამასთან, დასაშვებია საჯარო ვალდებულების სახით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის განსაზღვრა ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტენდერის პირობებს ამტკიცებს და ტენდერს აცხადებს საქართველოს მთავრობა. სატენდერო პირობები სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შესარჩევს კრიტერიუმებს, სახელშეკრულებო პირობებს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადას, ასევე მითითებებს ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესზე, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრისა და მისი ცვლილების მეთოდზე. 3. თუ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შერჩევის მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, მათ შორის, პრეტენდენტის არარსებობის გამო, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად, ტენდერის ჩატარების გარეშე, დაასახელოს სამინისტროს მიერ წარდგენილი ენერგეტიკული საწარმო. 4. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელის ავტორიზაცია ხდება არაუმეტეს ხუთი წლის ვადით. 5. თუ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგემურად შეწყვეტის, ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო, საბოლოო მომხმარებელი კარგავს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიღების საშუალებას, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უზრუნველყოფს ასეთი საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას, მომხმარებლის მიერ სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე. 6. თუ მიმწოდებელს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არ შეუძლია ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდება საბოლოო მომხმარებლებისთვის, იგი ვალდებულია, საბოლოო მომხმარებელს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, კომისიასა და შესაბამის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს დროულად აცნობოს მიწოდების შეწყვეტის თარიღი, მიწოდების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე მაინც, ან, თუ მიმწოდებელს არ შეეძლო წინასწარ სცოდნოდა აღნიშნულის თაობაზე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მიწოდების შეუძლებლობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს, რომელიც დარჩება მიმწოდებლის გარეშე, ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი ავტომატურად მიეწოდება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელის მიერ. 7. კომისია, საბოლოო მომხმარებლებს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და შესაბამის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული 103 მიმწოდებლის თაობაზე აცნობებს შესაბამისი ინფორმაციის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. კომისიამ ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეუძლებლობის გამომწვევი გარემოებები. 8. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, ამ მუხლის მე-6 ან/და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, წარუდგენენ იმ მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც უნდა მიიღონ ბოლო ალტერნატივის მიწოდება. 9. ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის საბაზრო საქმიანობის შეწყვეტის პროცედურა განისაზღვრება შესაბამისი სექტორის ბაზრის წესებით. 10. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება შეიძლება განახორციელოს არაუმეტეს სამი კალენდარული თვის განმავლობაში. თუ საბოლოო მომხმარებელი აღნიშნულ ვადაში ვერ დადებს მიწოდების ხელშეკრულებას ახალ მიმწოდებელთან, შესაბამისი სისტემის ოპერატორი შეწყვეტს მის მომარაგებას ელექტრონერგიით ან ბუნებრივი გაზით. 11. კომისია ამტკიცებს ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესებს. 12. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ფასს, კომისიის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით ადგენს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ფასი უნდა იყოს სამართლიანი, საბაზრო და შედარებითი. 13. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ფასი ასახავდეს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, იმპორტისა და მიწოდების ხარჯებს. 14. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ფასი უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მომხმარებელთა იმავე კატეგორიისთვის, ჩვეულებრივ პირობებში მიწოდებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საშუალო საბაზრო ფასი. აღნიშნული პირობის შესრულება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ხარჯის ამსახველი ფასის გაზრდით მოგების განაკვეთით (მარჟით), რომელიც იანგარიშება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად და დგინდება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის საქმიანობისთვის. 15. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა, ბოლო ალტერნატივის მიწოდების საქმიანობასთან დაკავშირებით, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის შესაბამისად განცალკევება და ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების განცალკევებულად წარმოება. 16. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და საბოლოო მომხმარებელს შორის მიწოდების ხელშეკრულება, მიმწოდებლის შეცვლის წესების ან/და სხვა კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, დადებულად ითვლება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების დღიდან, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნა. 17. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი მომხმარებელს წერილობით აწვდის მიწოდების ხელშეკრულებას, ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყებიდან რვა დღის განმავლობაში. 18. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უფლებამოსილია, შესაბამისი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, მომხმარებლის შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. 19. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადაში, ამზადებს და კომისიას წარუდგენს 104 საქმიანობის ანგარიშს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის. კარი XI საბოლოო მომხმარებელი თავი XXVIII. საბოლოო მომხმარებლის სტატუსი და დაცვა მუხლი 111. საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები 1. საბოლოო მომხმარებლის დაცვა ხორციელდება ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საბოლოო მომხმარებელი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საფასურს იხდის მიწოდების წესების მოთხოვნებისა და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით. საფასურის დარიცხვის, ანგარიშსწორებისა და საფასურის მოკრების წესი განისაზღვრება მიწოდების წესებით. 3. კვალიფიციური მომხმარებელი უფლებამოსილია, ამ კანონის 101-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად, თავისუფლად აირჩიოს და შეცვალოს მიმწოდებელი. საბოლოო მომხმარებელი უფლებამოსილია, ფლობდეს მის მიერ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას და აღრიცხვის მონაცემები, ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის საფუძველზე, საფასურის გარეშე, ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი რეგისტრირებული მიმწოდებლისთვის. აღრიცხვის მონაცემების მართვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აღნიშნული მონაცემები მიაწოდოს შესაბამის ენერგეტიკულ საწარმოს. მონაცემების ფორმატი და მასზე მიმწოდებლისა და მომხმარებლის წვდომის წესი განისაზღვრება მიწოდების წესებით. აღნიშნული მომსახურება საბოლოო მომხმარებელს გაეწევა უფასოდ. 4. მსხვილ მომხმარებელს უფლება აქვს, მიწოდების ხელშეკრულება ერთდროულად დადოს რამდენიმე მიმწოდებელთან. მსხვილი მომხმარებლის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების წესი და პროცედურა განისაზღვრება მიწოდების წესებით. 5. საბოლოო მომხმარებელი უფლებამოსილია, გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, მოითხოვოს ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით მომარაგების ტექნიკური ან სხვა სახის შეფერხების შესაძლოდ მოკლე ვადაში აღმოფხვრა, თუ აღნიშნული შეფერხება მისი მოწყობილობა-დანადგარებით არ არის გამოწვეული. 6. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული მომარაგების შეჩერების ზომებით გამოწვეული შეფერხება არ ჩაითვლება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებად ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით ან/და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით განაზღვრულ პირობებს. 7. საბოლოო მომხმარებელმა ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი უნდა მოიხმაროს ამ კანონით, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის წესებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებითა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობებისა და მიზნების შესაბამისად. მუხლი 112. მოწყვლადი მომხმარებლის დაცვა მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის მიზნით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კომისიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამებს/ღონისძიებებს/შეღავათებს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის 105 უზრუნველსაყოფად და განსაზღვრავენ აღნიშნული პროგრამებით/ღონისძიებებით/შეღავათებით მოსარგებლე შესაბამის მოწყვლად მომხმარებლებს. მუხლი 113. საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტა მიმწოდებელი უფლებამოსილია, შესაბამისი გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. კარი XII. ენერგეტიკული ბაზრები თავი XXIX. ენერგეტიკული ბაზრების გახსნა და ფუნქციონირება მუხლი 114. ბაზრის გახსნა 1. კვალიფიციური მომხმარებელს უფლება აქვს, თავისუფლად აირჩიოს და შეიცვალოს მიმწოდებელი. 2. მომხმარებელი კვალიფიციური მომხმარებლის სტატუსს იძენს ამ კანონის 164-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. ენერგეტიკული ბაზრების გახსნისას უბალანსობის თავიდან აცილების მიზნით, დასაშვებია მიწოდების ხელშეკრულების დადება ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის სისტემაში არსებულ კვალიფიციურ მომხმარებელთან, თუ აღნიშნული მომხმარებელი ორივე სისტემისთვის კვალიფიციურ მომხმარებელად ითვლება. მუხლი 115. ბაზრის გახსნის წამახალისებელი ზომები 1. საჭიროების შემთხვევაში, კომისია, უფლებამოსილების ფარგლებში, განსაზღვრავს ეფექტიანი საბაზრო კონკურენციის წახალისებისთვის აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებებს და ამგვარად უზრუნველყოფს ენერგეტიკული ბაზრების გამართულ ფუნქციონირებას. კომისია აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს საჭიროების მიხედვით, საკუთარი ინიციატივით ან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოთხოვნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იყოს პროპორციული, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე და უნდა განხორციელდეს მხოლოდ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების შემდეგ, მის მოსაზრებაზე დაყრდნობით. 3. იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 თვის ვადაში არ წარმოადგენს თავის მოსაზრებას, საკითხი ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად. მუხლი 116. ენერგეტიკული ბაზრების ზედამხედველობა 1. ენერგეტიკული ბაზრებს ზედამხედველობს კომისია, ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. 2. კომისია, ყოველი წლის 1 ივნისამდე, აქვეყნებს ენერგეტიკული ბაზრების შესახებ ანგარიშს, რომელიც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა მოიცავდეს ენერგეტიკული ბაზრების გახსნის, ფუნქციონირებისა და ორგანიზების დეტალურ მიმოხილვას, ბაზრის მონაწილეების საქმიანობისა და საბაზრო ფასების ანალიზს, რეგულირებული ტარიფების გამოყენებას, საბოლოო მომხმარებლებისთვის არსებულ ფასებსა და ენერგეტიკული ბაზრების განვითარებასთნ დაკავშირებით არსებულ ტენდენციებს. კომისია უფლებამოსილია, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების შესახებ გამოაქვეყნოს განცალკევებული ანგარიშები. 106 3. შესაბამისი ბაზრის ოპერატორი, ამ კანონის 121-ე და 127-ე მუხლებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას: ა) აანალიზებს ენერგეტიკული ბაზრის ორგანიზებას და კომისიას სთავაზობს მისი გაუმჯობესების ზომებს; ბ) კომისიასა და გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს წარუდგენს მოსაზრებას გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი სისტემის დაბალანსების წესების შესახებ; გ) კომისიასა და გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს წარუდგენს მოსაზრებას გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების, ასევე გადატვირთვის მართვის წესების შესახებ; დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით, ახორციელებს ამ კანონითა და ენერგეტიკული ბაზრების ზედამხედველობის წესებით გათავლისწინებულ სხვა ფუნქციებს. 4. ბაზრის ოპერატორი და გადამცემი სისტემის შესაბამისი ოპერატორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიას აწვდიან ინფორმაციას ენერგეტიკულ ბაზრებზე საქმიანობებთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შესაძლო დარღევის შესახებ. მუხლი 117. კონკურენცია ენერგეტიკულ ბაზრებზე 1. კომისია უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზრებზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნას და ბაზრის შემზღუდველი ქმედებების დროულად გამოვლენასა და აღმოფხვრას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, კომისია ზედამხედველობს ენერგეტიკულ ბაზრებს და, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს ბაზრის კვლევას: ა) საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, კონკურენციის სააგენტოსა და მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნით; ბ) ბაზრის მონაწილის მოთხოვნით, თუ მას ბაზრის შემზღუდველი ქმედების შედეგად ადგება უშუალო ქონებრივი ზიანი და გააჩნია აღნიშნულის დასადასტურებელი მტკიცებულება; გ) საკუთარი ინიციატივით. 3. ბაზრის კვლევა მოიცავს: ა) ბაზრის განსაზღვრებას (მომსახურების ფარგლებსა და გეოგრაფიულ არეალს); ბ) ბაზარზე არსებული კონკურენციის ეფექტიანობის ანალიზსა და კონცენტრაციის მონაცემებსა და შეფასებას (მათ შორის, თითოეული ენერგეტიკული საწარმოს საბაზრო წილისა და რამდენიმე საწარმოს შორის არსებული კონკურენციის დონის შეფასებას); გ) ინფორმაციას ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირებთან დაკავშირებით, ამ კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად; დ) ბაზრის კვლევის შედეგებს და გადაწყვეტილებას, ან რეკომენდაციას ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მარეგულირებელი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. 4. ბაზრის კვლევა ხორციელდება კომისიის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრების ზედამხედველობის წესებისა და კვლევის ჩატარების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. 5. ბაზრის კვლევა ხორციელდება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, საქართველოს კანონმდებლობისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციების ან/და რეკომენდაციების შესაბამისად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. 6. ბაზრის კვლევის მიზნით, კომისია მართავს ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ საჯარო კონსულტაციებს. კომისია ახორციელებს საჯარო კონსულტაციების დროს მიღებული კომენტარებისა და რეკომენდაციების ანალიზს და კომისიის ვებგვერდზე აქვეყნებს მათ ერთიანი მიმოხილვის სახით, შესაბამის განმარტებებთან ერთად . 107 7. ბაზრის კვლევის განხორციელების ვადაა შვიდი თვე, რომელიც აითვლება კვლევის ჩატარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან. კომისია უფლებამოსილია, სათანადოდ დასაბუთებული, გონივრული აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს ოთხი თვით. კომისია უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის დროულ და ეფექტიან განხორციელებასა და დასრულებას. 8. ბაზრის კვლევა სრულდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებით, რომელიც უნდა პასუხობდეს ბაზრის კვლევის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კომპონენტებს. მარეგულირებელ ზომებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია, შესაძლოა, ითვალისწინებდეს: ა) ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებას; ბ) დაჯარიმებას; გ) ბაზრის გახსნის წამახალისებელი ზომების გამოყენებას ამ კანონის 115-ე მუხლის შესაბამისად; დ) ბაზრის მონაწილის საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართვას. 9. ბაზრის კვლევის შედეგები და კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება წარედგინება საქართველოს მთავრობას, სამინისტროს, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. მუხლი 118. მნიშვნელოვანი გავლენა ენერგეტიკულ ბაზრებზე 1. საწარმო მიიჩნევა ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონედ, თუ იგი დამოუკიდებლად, ან სხვა ერთ ან რამდენიმე საწარმოსთან შეთანხმებით, იკავებს საბაზრო წილს, რომელიც, შესაძლოა, ჩაითვალოს დომინირებულად. დომინირებულად მიიჩნევა საბაზრო წილი, რომელიც საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფს ანიჭებს ეკონომიკურ ძალაუფლებას, განახორციელოს კომერციული საქმიანობები კონკურენტებისგან, კლიენტებისგან ან/და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად. შესაბამის ენერგეტიკულ ბაზარზე დომინირებული საბაზრო წილის ოდენობა და მისი განსაზღვრის წესი დგინდება კომისიის სამართლებრივი აქტით. 2. თუ საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი მიჩნეულ იქნება მნიშვნელოვანი გავლენის მქონედ ერთ კონკრეტულ ბაზარზე, ის ასეთივე გავლენის მქონედ შეიძლება ჩაითვალოს სხვა მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ ბაზართან მიმართებითაც, თუ ამ ორი ბაზრის ურთიერთკავშირი აღნიშნულ საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს გავლენა ერთ ბაზარზე, მეორე ბაზარზე გავლენის გაზრდის მიზნით. 3. თუ, კომისიის გადაწყვეტილებით, საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი მიჩნეულ იქნა ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონედ, იგი ასეთად ჩაითვლება იქამდე, ვიდრე იმავე საწარმოსთან ან საწარმოთა ჯგუფთან მიმართებით კომისია არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას. 4. ენერგეტიკულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი გავლენის არსებობის თაობაზე კომისიის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, განაპირობოს ამ კანონის 115-ე მუხლით გათვალისწინებული ბაზრის გახსნის წამახალისებელი ზომების გამოყენება. თავი XXX. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება მუხლი 119. ელექტროენერგიის ბაზარი 1. ელექტროენერგიის ბაზარი მოიცავს ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ბაზრებს. 2. საბოლოო მომხმარებლებსა და მიმწოდებელს შორის ოპერაციები ხორციელდება ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე. 3. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სეგმენტები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად. 108 მუხლი 120. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება 1. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი, ამ კანონით ან/და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ორგანიზებას, ელექტროენეგიით ვაჭრობის, აგრეთვე, ელექტროენერგიის სხვა მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებისა და ინტეგრაციის მიზნით. ელექტროენერგიის ბაზრების ორგანიზება წესრიგდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. 2. ელექტროენერგიის დერივატივების საფონდო ბირჟის შექმნის უფლება გააჩნია როგორც ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს, ასევე სხვა სუბიექტებს. 3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს კომისიის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“ შესაბამისად გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. 4. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობას ზედამხედველობს კომისია. 5. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება კომისიის მიერ, ბაზრის ოპერატორის წლიური საოპერაციო და ფინანსური გეგმების გათვალისწინებით. მუხლი 121. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ფუნქციები 1. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი ლიცენზიით გათვალისწინებულ სეგმენტში (სეგმენტებში): ა) უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრების ორგანიზებას ამ კანონით ან/და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში; ბ) აღრიცხავს ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ მონაცემებს, ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად; გ) ამზადებს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დღიურ გრაფიკს, დღით ადრე ბაზარზე ელექტროენერგის ყიდვა-გაყიდვიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად; დ) დროულად წარუდგენს გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგის ყიდვა-გაყიდვის დღიურ გრაფიკს; ე) არეგისტრირებს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს; ვ) აქვეყნებს ელექტროენერგიის ბაზრის შეუფერხებელი ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული საქმიანობების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას; 2. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს ასევე შეიძლება დაეკისროს მისი კომპეტენციის შესატყვისი სხვა უფლებამოვალეობების განხორციელებაც, ამ კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების საფუძველზე. 3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს უფლება არ აქვს, ივაჭროს ელექტროენერგიით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხორციელდება ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის ოპერატორი წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს ელექტროენერგიის ბაზრის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. ელექტროენერგეტიკული საწარმოები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის უწყვეტ და შეუზღუდავ წვდომას ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაციაზე, ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად. 109 მუხლი 122. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია და ელექტროენერგიის ბაზრის წესები 1. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციას, კომისიასთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს. სახელმძღვანელო პრინციპები, იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის ზოგადი არსის განსასაზღვრად, უნდა აყალიბებდეს ბაზრის მონაწილეების უფლება-მოვალეობებისა და ბაზრის სტრუქტურის ზოგად მონახაზს. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით უნდა დადგინდეს ამ კანონის ამოქმედებამდე ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მექანიზმი, ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე შეიძლება განისაზღვროს სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპები, საჯარო მომსახურების ორგანიზება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდების სპეციალური მოთხოვნები. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება და ოპერირება, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ნებისმიერ სეგმენტთან დაკავშირებული ყველა პროცედურის ჩათვლით, რეგულირდება კომისიის მიერ ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 3. ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების წესი და სხვა დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: ა) ელექტროენერგიის ბაზრის მოდელი, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; ბ) ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების პროცედურები, პრინციპები და სტანდარტები, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; გ) ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდი; დ) ელექტროენერგიის ბაზარზე დასადები ხელშეკრულებების სახეები და ნიმუშები; ე) პროდუქტები რომელთა ყიდვა-გაყიდვა ხდება ელექტროენერგიის ბაზარზე; ვ) ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების რეესტრის წარმოების სტანდარტი და პროცედურა; ზ) ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების შექმნისა და წარმოების სტანდარტი და პროცედურა; თ) ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დღიური გრაფიკების მომზადების, გამოყენების, გადამოწმებისა და შეცვლის სტანდარტი და პროცედურა; ი) ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში არსებული დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით, ელექტროენერგიის შესყიდვის სტანდარტი და პროცედურა; კ) უბალანსობის გაანგარიშება და მასზე პასუხისმგებლობა; ლ) დაბალანსების ჯგუფის უბალანსობის მაჩვენებლის გაანგარიშება და დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ბაზარზე უბალანსობასთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორება; მ) ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის თითეული სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების პირობები; ნ) ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების, ისევე როგორც ბაზრის შიგნით პროცედურების მოწესრიგებისთვის აუცილებელი სხვა პირობები; 110 მუხლი 123. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები 1. ელექტროენერგეტიკულ საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მიზნით, გახდნენ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები, ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. 2. ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, მწარმოებელს, ტრეიდერს, მიმწოდებელს, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ჩათვლით, და მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვთ, ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების დაცვით, ივაჭრონ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე. 3. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები უნდა შეასრულონ ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად. 4. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები, შესაბამის ქსელში არსებული დანაკარგების დაფარვის მიზნით, ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულების განხორციელებისას წარმოადგენენ ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილეებს, რომელთა სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. 5. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს ამ კანონის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. მუხლი 124. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების პასუხისმგებლობა უბალანსობაზე 1. უბალანსობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსის მიღწევით და ფინანსური ოპერაციების ფიზიკური მიწოდებისგან განაცალკევებით, ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დაუბრკოლებელი შესრულებისა და მათთან დაკავშირებული სამართლიანი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით. 2. დაბალანსების ჯგუფის მოდელთან დაკავშირებული პირობები, მათ შორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უფლებები და მოვალეობები დგინდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. ელექტროენერგიის ბაზრის წესები ასევე განსაზღვრავს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთა მნიშვნელობას და მათ პასუხისმგებლობას უბალანსობაზე. 3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრის წარმოებას და მათი უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრას, აგრეთვე, შესაბამისი მოცულობის გაანგარიშებას უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის ოპერატორი. 4. გადამცემი სისტემის მიწოდების პუნქტებისთვის, დაბალანსების თითოეული ჯგუფის საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილების რეესტრს აწარმოებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. გადამცემი სისტემის ოპერატორები რეესტრის მონაცემებს იყენებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრისა და შესაბამისი მოცულობის გაანგარიშების მიზნით. თავი XXXI. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება მუხლი 125. ბუნებრივი გაზის ბაზარი 1. ბუნებრივი გაზის ბაზარი მოიცავს ბუნებრივი გაზის საცალო და საბითუმო ბაზარებს. 2. საბოლოო მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ოპერაციები ხორციელდება ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარზე. 111 3. ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის სეგმენტები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით. მუხლი 126. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება 1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორიუზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებას, ბუნებრივი გაზით ვაჭრობის, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის სხვა ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებისა და ინტეგრაციის მიზნით. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება წესრიგდება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით. 2. ბუნებრივი გაზის დერივატივების საფონდო ბირჟის შექმნის უფლება გააჩნია როგორც ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს, აგრეთვე, სხვა სუბიექტებსაც. 3. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს კომისიის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“ შესაბამისად გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. 4. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის საქმიანობას ზედამხედველობს კომისია. 5. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება კომისიის მიერ, ბაზრის ოპერატორის წლიური საოპერაციო და ფინანსური გეგმების გათვალისწინებით. მუხლი 127. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის ფუნქციები 1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი ლიცენზიით გათვალისწინებულ სეგმენტში (სეგმენტებში): ა) უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებას; ბ) არეგისტირირებს ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს; გ) აქვეყნებს ბუნებრივი გაზის ბაზრის შეუფერხებელი ორგანიზებისა და ბუნებრივი გაზის საქმიანობების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას. 2. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს ასევე შეიძლება დაეკისროს მისი კომპეტენციის შესატყვისი სხვა უფლებამოვალეობების განხორციელებაც, ამ კანონის, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების საფუძველზე. 3. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს უფლება არ აქვს, ივაჭროს ბუნებრივი გაზით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხორციელდება ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის ოპერატორი წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. ბუნებრივი გაზის საწარმოები უზრუნველყოფენ ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის უწყვეტ და შეუზღუდავ წვდომას ბუნებრივი გაზის ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაციაზე, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად. მუხლი 128. ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფცია და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები 1. ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციას, კომისიასთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ბუნებრივი ბაზრის მოდელის კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს. სახელმძღვანელო პრინციპები, იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურის ზოგადი არსის განსასაზღვრად, უნდა აყალიბებდეს ბაზრის მონაწილეების უფლება-მოვალეობებისა და ბაზრის სტრუქტურის ზოგად მონახაზს. კონცეფციით ასევე შეიძლება განისაზღვროს სამიზნე მოდელზე 112 გადასვლის ეტაპები. ბუნებრივი ბაზრის ორგანიზება და ოპერირება, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ნებისმიერ სეგმენტთან დაკავშირებული ყველა პროცედურის ჩათვლით, რეგულირდება კომისიის მიერ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 3. ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების წესი და სხვა დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: ა) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელი, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; ბ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების პროცედურები, პრინციპები და სტანდარტები, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; გ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდი; დ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე დასადები ხელშეკრულებების სახეები და ნიმუშები; ე) პროდუქტები, რომელთა ყიდვა-გაყიდვა ხდება ბუნებრივი გაზის ბაზარზე; ვ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების რეესტრის წარმოების სტანდარტი და პროცედურა; ზ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების სტანდარტი და პროცედურა; თ) ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დღიური გრაფიკის მომზადების, გამოყენების, გადამოწმებისა და შეცვლის სტანდარტი და პროცედურა; ი) ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში არსებული დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის სტანდარტი და პროცედურა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბუნებრივი გაზის უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო მიწოდება; კ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის თითეული სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების პირობები; ლ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების, ისევე როგორც ბაზრის შიგნით პროცედურების მოწესრიგებისთვის აუცილებელი სხვა პირობები; მუხლი 129. ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეები 1. ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნით, გახდნენ ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეები, ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. 2. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, მწარმოებელს, ტრეიდერს, მიმწოდებელს, საჯარო მომსახურების სახით ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის ჩათვლით, და მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვთ, ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დაცვით, ივაჭრონ ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე. 3. ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორმხრივი უფლებები და მოვალეობები უნდა შეასრულონ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად. 4. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები, შესაბამის ქსელში არსებული დანაკარგების დაფარვის მიზნით, ბუნებრივი გაზის შესყიდვის ვალდებულების განხორციელებისას წარმოადგენენ ბუნებრივი გაზის ბაზრის სპეციალურ მონაწილეებს, რომელთა სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით. 5. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ბუნებრივი გაზის ოპერატორი წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს ამ კანონის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით. 113 მუხლი 130. საშეღავათო პირობების დადგენა „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულებებთან დაკავშირებით 1. ბუნებრივი გაზის საწარმოს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სისტემაზე დაშვების ვალდებულებისგან დროებით გათავისუფლების მოთხოვნით, თუ აღნიშნულ ბუნებრივი გაზის საწარმოს, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ერთი ან მეტი ხელშეკრულებიდან გამომდინარე „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების შედეგად, შეექმნა, ან სავარაუდოა, რომ შეექმნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური სირთულე. კომისიისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, სისტემაზე დაშვებაზე უარის თქმამდე, ან ასეთი უარის თქმის შემდეგ. სისტემაზე დაშვების შესახებ უარის თქმის შემდეგ, კომისიისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ბუნებრივი გაზის საწარმოს მიმართვას თან ერთვის ინფორმაცია სირთულის არსისა და სარისხის, ასევე, საწარმოს მიერ მისი გადაჭრის მიზნით მიღებული ზომების შესახებ. 2. კომისია დააკმაყოფილებს ბუნებრივი გაზის საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, თუ არ არსებობს „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების გამო შექმნილი ეკონომიკური და ფინანსური სირთულის გადაწყვეტის სხვა გონივრული ალტერნატივა. კომისია აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, შესაძლოა, ინფორმაცია წარედგინოს აგრეგირებული სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი შესაძლებლობა, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ შეტყობინების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში მოსაზრების წარმოუდგენლობის შემთხვევაში საკითხი ითვლება მასთან შეთანხმებულად. 3. კომისია საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: ა) არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და კონკურენტული ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბების მიზანი; ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულებისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება; გ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონკურენციის დონე და შესაბამისი ბუნებრივი გაზის საწარმოს მდგომარეობა; დ) ბუნებრივი გაზის საწარმოს, გადამცემი სისტემის ოპერატორის ან კვალიფიციური მომხმარებელის წინაშე არსებული ეკონომიკური და ფინანსური სირთულის ხარისხი; ე) შესაბამისი ხელშეკრულების ან ხელშეკრულებების ხელმოწერის თარიღი და პირობები, მათ შორის, ის პირობები, რომლითაც განისაზღვრება საბაზრო ცვლილებებთან მისადაგების დასაშვები ფარგლები; ვ) პრობლემის გადაწყვეტის მიზნით მიღებული ზომები; ზ) ბუნებრივი გაზის საწარმოს შესაძლებლობა, შესაბამისი „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულებების აღებისას, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, გონივრულობის ფარგლებში ევარაუდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების წარმოშობის შესაძლებლობა; თ) სისტემის სხვა სისტემებთან დაკავშირებისა და მათი ურთიერთთავსებადობის დონე; ი) საშეღავათო პირობების დადგენის ზეგავლენა ამ კანონის სათანადო გამოყენებაზე, ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის გამართულ ფუნქციონირებასთან მიმართებით. 4. 2006 წლის 1 ივლისამდე დადებული „მიიღე ან გადაიხადე“ ტიპის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღებულმა საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს გახდის ეკონომიკურად მიზანშეწონილი, 114 ალტერნატიული გამოსავლის პოვნას. მნიშვნელოვან სირთულედ არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ბუნებრივი გაზის გაყიდვები არ არის იმ მოცულობაზე ნაკლები, რაც „მიიღე ან გადაიხადე“ ტიპის ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველის მიერ გარანტირებულად უნდა იქნეს მიღებული. მნიშვნელოვან სირთულედ აგრეთვე არ განიხილება ის შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია შესაბამისი „მიიღე ან გადაიხადე“ ტიპის ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან, ან ბუნებრივი გაზის საწარმოს მიერ ალტერნატიული გამოსავლის მოძიება. 5. ბუნებრივი გაზის საწარმოს, რომელსავ უარი ეთქვა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საშეღავათო პირობების დადგენაზე, უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს სისტემაზე დაშვებაზე ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების გამო. ამ მიზნით კომისია უზრუნველყოფს მესამე პირის დაშვებასა და გაზის მიწოდების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი დებულებების სათანადოდ შესრულებას. 6. კომისიის მიერ საშეღავათო პირობების დადგენასთან დაკავშირებით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. კარი XIII მიწოდების უსაფრთხოება თავი XXXII. მიწოდების უსაფრთხოების დაცვა მუხლი 131. მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები 1. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამინისტროს კომპეტენციას ამ თავითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. 2. სამინისტრო იღებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების წესებს, რომლებიც არეგულირებს ენერგეტიკული საწარმოების, ბაზრის მონაწილეების, სისტემით მოსარგებლეებისა და მომხმარებლების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას მიწოდების უსაფრთხოების მინიმალური დონისა და სტანდარტის მიღწევის პროცესში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები დიდწილად უნდა ეფუძნებოდეს საბაზრო მექანიზმებს და ითვალისწინებდეს აღნიშნული მექანიზმების ეკონომიკურ გავლენას, მათ ეფექტიანობას და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე, გარემოსა და მომხმარებელზე ზემოქმედებას. ნორმებმა არ უნდა დააკისროს ენერგეტიკულ საწარმოებს გაუმართლებელი ტვირთი და არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე. 4. კომისია და სხვა სახელმწიფო ორგანოები, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობენ მიწოდების უსაფრთხოებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 132. რეგიონული სოლიდარობა 1. შიდა ენერგეტიკულ ბაზრებზე მიწოდების უსაფრთხოების დაცვისა და რეგიონული და ორმხრივი სოლიდარობის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები თანამშრომლობენ ენერგეტიკული გაერთიანების მხარეთა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა აგრეთვე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც იწვევს ან, შესაძლოა, მოკლე ვადაში გამოიწვიოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (როცა საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის მიწოდების საერთო მოცულობის 20%ზე მეტს და ამ მდგომარეობის მართვა ეროვნულ დონეზე ნაკლებად შესაძლებელია) ფართომასშტაბიანი წყვეტა, რაც გავლენას ახდენს როგორც საქართველოზე, ისე ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეზე. ასეთ შემთხვევებში, თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს: 115 ა) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 133-ე და 135-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას; ბ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 138-ე და 140-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას; გ) ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლების იდენტიფიცირებას და, საჭიროების შემთხვევაში, განვითარებასა და განახლებას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლებში სიმძლავრის ორმხრივი გადადინების შესაძლებლობის შექმნას; დ) ურთიერთდახმარების პირობებსა და პრაქტიკულ ფორმებს. 4. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის თაობაზე. 5. ამ მუხლში მოცემული მიზნების უზრუნველსაყოფად სამინისტრო ასევე თანამშრომლობს სხვა მეზობელი ქვეყნების (რომლებიც არ წარმოადგენენ ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს) კომპეტენტურ ორგანოებთან შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე. თავი XXXIII. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება მუხლი 133. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომები 1. სამინისტრო, ამ კანონის 131-ე მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ნორმების შემუშავებისა და ამოქმედებისას, აგრეთვე, ამ კანონის 137-ე მუხლის შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას, კომისიასა და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო მიწოდების უწყვეტობა; ბ) ელექტროენერგეტიკული საქმიანობების გამჭვირვალე და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეთა მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, და ქვეყნის მასშტაბით ჰარმონიზებული მარეგულირებელი პრაქტიკის ჩამოყალიბება; გ) ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება, განვითარება და ინტეგრაცია, მათ შორის, ელექტროენერგიით შიდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის ლიკვიდურობა და, ასევე, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე შეუზღუდავი დაშვება; დ) ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, მისი სათანადო მოვლა-პატრონობა და, საჭიროების შემთხვევაში, განახლება; ე) ხარისხის სტანდარტები, ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე დადგენილი ტექნიკური წესების შესაბამისად; ვ) ბაზარზე საპროგნოზო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ელექტროენერგიის გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელში შეუზღუდავი და დასაბუთებული ინვესტიციები, მათ შორის, კომერციული ინვესტიციები ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის განვითარების მიზნით; ზ) განახლებადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე, ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების მეშვეობით მიღებული ელექტროენერგიის ხელშეწყობა; თ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური ოპერირებისთვის, გადაცემისა და წარმოების საკმარისი სარეზერვო სიმძლავრის არსებობა; ი) ელექტროენერგიაზე მოთხოვნასა და წარმოების სიმძლავრეების ხელმისაწვდომობას შორის ბალანსი; კ) ელექტორენერგიასთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდის გრძელვადიანი ეფექტის შემცირება; 116 ლ) ენერგოეფექტურობისა და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, მოთხოვნის მართვის, განახლებადი ენერგიისა და „ჭკვიანი“ აღრიცხვის ტექნოლოგიების და ელექტროენერგიის განაწილებული წარმოების დანერგვის წახალისება, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის რეალურ დროში მართვის მიზნით; მ) ენერგიის დამზოგავი ღონისძიებების ხელშეწყობა; ნ) ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეზე დაშვების მიზნით, ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ხელისშემშლელი ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრა და ადმინისტრაციული პროცედურების მინიმუმამდე შემცირება; ო) მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის წყვეტადი და სხვადახვა ხანგრძლივობის ხელშეკრულებების დადების ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიღებული ან დაკისრებული ყველა ზომა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და არ უნდა ზღუდავდეს ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენციას და ფასებთან დაკავშირებულ სიგნალებს იმაზე მეტად, ვიდრე აუცილებელია. ამასთან, აღნიშნული ზომები არ უნდა აკისრებდეს გაუმართლებელ ტვირთს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, მათ შორის, ახალ მონაწილეებსა და მცირე საბაზრო წილის მქონე საწარმოებს. ასეთი ზომების მიღება უნდა დასაბუთდეს საბოლოო მომხმარებლებზე მათი ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენისა და ელექტროენერგიის ფასზე მათი შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინებით. 3. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის ახალი ურთუერთდამაკავშირებლების მშენებლობას, ან არსებულის მოვლა-პატრონობას განიხილავს ტრანსსასაზღვრო გადადინების სიმძლავრის გაზრდის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომები, შეიძლება განხორციელებულ იქნეს, სულ მცირე, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: ა) საქართველოსა და შესაბამისი მეზობელი ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობასთან დაკავშირებული გარემოებები; ბ) ელექტროენერგიის ახალი ურთიერთდამაკავშირებლების მშენებლობის ხარჯსა და საბოლოო მომხმარებლის მიერ აღნიშნული ურთიერთდამაკავშირებლების შედეგად მიღებულ სარგებელს შორის გონივრული ბალანსის შენარჩუნება; გ) ელექტროენერგიის არსებული ურთიერთდამაკავშირებლების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენების უზრუნველყოფა. 4. თუ ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფისთვის საჭიროა ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სამინისტროს მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენის შემთხვევაში, ელექტროენერგიის ერთ ან რამდენიმე მწარმოებელს დააკისროს ვალდებულება, შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრე, რომელიც, შესაძლებელია, ეფექტიანად იქნეს გამოყენებული სისტემის დაბალანსების მიზნით, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის, ან სხვა განსაზღვრული ტიპის საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. ამგვარი ვალდებულების დაკისრება უნდა განხორციელდეს საჯარო მომსახურების ვალდებულებისთვის ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების და, შესაბამისად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით. გარანტირებული სიმძლავრის შენარჩუნების ვალდებულების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, მათ შორის, კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელ წესებთან შესაბამისობის კუთხით. ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის შენარჩუნების წესებს ადგენს საქართველოს მთავრობა. ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის დისპეტჩერიზაციას ახორციელებს გადამცემი სისტემის ის ოპერატორი, რომლის ქსელთან, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების დაცვით, მიერთებულია ელექტროენერგიის წარმოების შესაბამისი ობიექტი. 117 ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის განაწილების შემდგომ წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობა ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. გარანტირებული სიმძლავრის საფასურს ან/და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს განსაზღვრავს კომისია მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 5. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც ვრცელდება ელექტროენერგეტიკულ მოწყობილობებსა და მათთან დაკავშირებულ დანადგარებზე, აგრეთვე, ასეთი მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური შემოწმების წესი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ტექნიკური წესებით. მუხლი 134. ელექტრული ქსელის საოპერაციო უსაფრთხოება 1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საოპერაციო წესებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ კანონის, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ნორმების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების, ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესები და ვალდებულებები დგინდება სისტემით მოსარგებლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან და, შესაბამის შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს კომისიასა და სამინისტროსთან კონსულტაციას, მის მიერ მიღებული საოპერაციო წესებისა და ვალდებულებების ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. 3. გადამცემი და, შესაბამის შემთხვევებში, გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მიერ საოპერაციო წესების შესრულებას, გადაცემის ან/და განაწილების ქსელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ხარისხის მოთხოვნების დაცვას და, ასევე, ელექტრული ქსელის საოპერაციო უსაფრთხოების სათანადო დონის შენარჩუნებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობენ სამინისტრო და კომისია. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ელექტრული ქსელის საოპერაციო უსაფრთხოების მიზნით, შეინარჩუნოს ტექნიკური გამტარუნარიანობის რეზერვის შესაბამისი დონე და ითანამშრომლოს ურთიერთდაკავშირებული სისტემებისა და მეზობელი ან/და სხვა ქვეყნების სისტემების ოპერატორებთან. წინასწარ განჭვრეტადი გარემოებების ხარისხი, რომელთა არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს უსაფრთხოება, განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოების საოპერაციო წესებითა და ვალდებულებებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი, საოპერაციო მოთხოვნების დაცვით, უზრუნველყოფს ურთიერთდაკავშირებული სისტემების შესაბამის ოპერატორებთან ქსელის ოპერირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულ და ეფექტიან მიმოცვლას. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეასრულოს ელექტრული ქსელის უსაფრთხო ექსპლუატაციასთან და, შესაბამის შემთხვევებში, ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხთან დაკავშირებული ამოცანები, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოების საოპერაციო წესებისა და ვალდებულებების შესაბამისად. 7. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებისა და ელექტრული ქსელის საოპერაციო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, გადამცემი სისტემის ოპერატორის, 118 ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ან/და სხვა შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს მიერ ტრანსსასაზღვრო და ადგილობრივ ხელშეკრულებებს შორის დისკრიმინაცია. მუხლი 135. საგანგებო მდგომარეობა ელექტროენერგეტიკულ სექტორში 1. ელექტროენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს, თუ ადგილი აქვს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან/და ელექტროენერგიით ვაჭრობის შეფერხებას მოულოდნელი გარემოებების, ან შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს კონტროლს მიღმა არსებული გარემოებების მიზეზით, რითაც საფრთხე ექმნება ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას, ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებას. 2. ელექტროენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთავრობის, ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილებით. ელექტროენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. ელექტროენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ უსაფრთხოების ზომებსა და პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, კომისიასთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან, ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან და ოპერატორებთან კონსულტაციითა და მჭიდრო კოორდინაციით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები უნდა განხორციელდეს შეზღუდული დროით, ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევით და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია ადამიანების, ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების ან/და დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად. 5. განხორციელებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს ყველა საჭირო ინფორმაციას. 6. ამ მუხლის გამოყენება არ ზღუდავს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის მართვის ზოგადი წესების მოქმედებას, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილ იქნება ელეტროენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის სპეციალური მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება, ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მუხლი 136. ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 1. საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, შესაძლოა, დროებით შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით, მათ შორის, ამ კანონის 135-ე მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობის არსებობით, ან ქსელის მოვლა-პატრონობასთან, ან ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებით. 2. ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული აუცილებელია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების თავიდან ასაცილებლად, ან აღმოსაფხვრელად. ასეთ შემთხვევებში, მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს წყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ელექტროენერგიის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ. 3. ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელის დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული, ხორციელდება წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის შესაბამისად. მომხმარებელს ასეთი შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს 119 ინდივიდუალურად, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვადების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა შეზღუდვის გარეშე, გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებმა, შესაძლოა, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც იწვევს ქსელის მუშაობის შეფერხებას ან/და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუარესებას, თუ შესაბამისი მომხმარებელი, სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, რამაც, შესაძლოა, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გამოიწვიოს ავარია, ან იქონიოს სხვა სახის უარყოფითი გავლენა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. 5. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს უფლება აქვთ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წინასწარი წერილობითი შეტყობინების შემდგომ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც საშუალებას არ აძლევს სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს, შევიდეს მის კუთვნილ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობის დამონტაჟების, შეკეთების, ან შემოწმების მიზნით. 6. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პროცედურას განსაზღვრავს ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის წესები. 7. ამ მუხლით დადგენილი პირობები არ ზღუდავს ამ კანონის 113-ე მუხლის შესაბამისად საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის უფლებას, შესაბამისი საბოლოო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის გადაცემასთან, განაწილებასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მუხლი 137. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა 1. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას ამ კანონით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფარგლებში ზედამხედველობს სამინისტრო, კომისიასთან და, შესაბამის შემთხვევებში, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგ საკითხებთან მიმართებით: ა) ელექტროენერგიის ბაზარზე არსებულ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის შენარჩუნება; ბ) ელექტროენერგიაზე მოთხოვნის საპროგნოზო დონე და დაგეგმილი, ან მშენებარე დამატებითი სიმძლავრე; გ) ქსელის ხარისხი და მოვლა-პატრონობის დონე; დ) პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განსახორციელებელი ღონიძიებები და ერთი ან მეტი მიმწოდებლისთვის ელექტროენერგიის დანაკლისის აღმოფხვრა. 2. სამინისტრო, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ 31 ივლისამდე, ამზადებს და აქვეყნებს ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ერთიან ანგარიშს, რომელშიც გაერთიანებულია სამინისტროს, კომისიის და, შესაბამის შემთხვევებში, სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეგროვებული ინფორმაცია. აღნიშნულ ანგარიშში უნდა აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები და მიღებული, ან მომავალში მისაღები ზომები. სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 120 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ასახავდეს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან შესაძლებლობას, უზრუნველყოს ელექტოენერგიაზე არსებული, ან საპროგნოზო მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ: ა) ელექტრული ქსელის საოპერაციო უსაფრთხოებას; ბ) მიწოდებასა და მოთხოვნას შორის საპროგნოზო ბალანსს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისთვის; გ) ანგარიშის შედგენის თარიღიდან 5-დან და 15 წლამდე პერიოდისთვის მიწოდების უსაფრთხოების პერსპექტივას; დ) მომდევნო ხუთი ან მეტი წლის პერიოდისთვის ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან მიმართებით გადამცემი სისტემის ოპერატორის, ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმებს, რომლის შესახებ ინფორმაციაც ხელმისაწვდომია. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება ურთიერთდამაკავშირებლებთან დაკავშირებულ საინვესტიციო გეგმებს, უნდა ითვალისწინებდეს: ა) ამ კანონის 63-ე მუხლით გათვალისწინებულ გადატვირთვის მართვის პრინციპებს; ბ) ელექტროენერგიის არსებულ და პერსპექტიულ გადამცემ ხაზებს; გ) ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების, ტრანსსასაზღვრო გადადინებისა და მოხმარების, აგრეთვე, ელექტროენერგიით ვაჭრობის მოსალოდნელ სცენარებს, რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას; დ) რეგიონული, ეროვნული და ევროპული მასშტაბით არსებულ მდგრადი განვითარების ამოცანებს, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 5. სამინისტრო, ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესრულების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ამ მიზნით: ა) სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, სამინისტროს დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის მიერ მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია, აგრეთვე, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების ხელთ არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია ამ კანონის 150-ე მუხლის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის შესახებ მითითებით; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან დაკავშირებით მისი ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმების თაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ელექტროენერგიის შიდა გადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებული ისეთი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის ხელმისაწვდომობაზე; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორი, სათანადო შემთხვევებში, კონსულტაციებს მართავს მეზობელი ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან და სამინისტროს აწვდის ინფორმაციას განხორციელებული ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ. 6. ამ მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების განხორციელებისას, სამინისტრო უზრუნველყოფს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას ამ კანონის 150-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. თავი XXXIV. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოება მუხლი 138. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზომები 121 1. სამინისტრო, კომისიასა და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, ამ კანონის 131-ე მუხლის შესაბამისად, შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ნორმებს და, ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად, ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ნორმები, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს: ა) დაცული მომხმარებლების იდენტიფიკაციას; ბ) ბუნებრივი გაზის საწარმოს მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებსა და განხორციელებულ ღონისძიებებს დაცული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, სულ მცირე, შემდეგ შემთხვევებში: ბ.ა) 7-დღიანი პიკური პერიოდის განმავლობაში არსებული უკიდურესი ტემპერატურის შემთხვევაში, რომელიც, სტატისტიკური ალბათობის მიხედვით, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ვლინდება; ბ.ბ) არანაკლებ 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში, ბუნებრივ გაზზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, რომელიც, სტატისტიკური ალბათობის მიხედვით, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ვლინდება; ბ.გ) ზამთრის ჩვეულებრივი პირობებში, არანაკლებ 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში გაზის ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის საწარმოების იდენტიფიკაციას; დ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელი სხვადასხვა ჯგუფების იდენტიფიკაციას (რისკის შეფასებას); ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოვლენილი რისკების შემცირების ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების სავარაუდო სცენარების მოდელირებას, ბუნებრივ გაზზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნის არსებობისას, ძირითადი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის, ან ბუნებრივი გაზის მიწოდების საშუალების/წყაროს გაუქმების შემთხვევებისთვის; ვ) ბუნებრივი გაზის საწარმოს მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების შესახებ შემუშავებული ანგარიშის შინაარსს; ზ) ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და სხვა შესაბამის ორგანოებზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ბუნებრივი გაზის სისტემის უსაფრთხო ოპერირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების ჩათვლით; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე მიღებული ყველა ზომა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და არ უნდა ზღუდავდეს ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ კონკურენციას და ფასებთან დაკავშირებულ სიგნალებს იმაზე მეტად, ვიდრე აუცილებელია. ამასთან, აღნიშნული ზომები არ უნდა აკისრებდეს არაგონივრულ ტვირთს ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებს, მათ შორის, ახალ მონაწილეებსა და მცირე საბაზრო წილის მქონე საწარმოებს. ასეთი ზომების მიღება უნდა დასაბუთდეს საბოლოო მომხმარებლებზე მათი ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენისა და ბუნებრივი გაზის ფასზე მათი შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინებით. 3. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც ვრცელდება ბუნებრივი გაზის მოწყობილობებსა და მათთან დაკავშირებულ დანადგარებზე, აგრეთვე, ასეთი მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური შემოწმების წესი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ტექნიკური წესებით. მუხლი 139. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა 122 1. სამინისტრო, ბუნებრივი გაზის საწარმოებთან, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული მომხმარებლების ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან და კომისიასთან კონსულტაციით, ამ კანონის 138-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შეზღუდვის გარეშე, შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნულ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების შედეგების შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 2. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა: ა) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის დონეებს; ბ) განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და ბუნებრივი გაზის ინდუსტრიული მომხმარებლების, მათ შორის, შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, ბუნებრივი გაზის შეწყვეტის შედეგად მათზე განხორციელებული ზემოქმედების სხვადასხვა ხარისხის გათვალისწინებით და, ასევე, კრიზისული მდგომარეობის თითოეული დონეზე ზემოაღნიშნული პირების სამინისტროსთან ურთიერთობის ფორმებს; გ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის თითოეული დონისათვის სამინისტროსა და იმ ორგანოების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს, რომელებზეც განხორციელდა უფლებამოსილების დელეგირება; დ) უზრუნველყოფს, რომ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და ინდუსტრიულ მომხმარებლებს, კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონესთან მიმართებით, ჰქონდეთ რეაგირების მოხდენის ჯეროვანი შესაძლებლობა; ე) განსაზღვრავს, საჭიროების შემთხვევაში, იმ ღონისძიებებსა და მოქმედებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესაძლო გავლენის შერბილების მიზნით, ცენტრალური გათბობის მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე და ბუნებრივი გაზის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოებაზე; ვ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონეზე განსახორცილებელ დეტალურ პროცედურასა და ღონისძიებებს, მათ შორის, ინფორმაციის მიმოცვლის შესაბამის სქემებს; ზ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის მმართველ პირს ან პირთა ჯგუფს და მათ როლს კრიზისის მართვის პროცესში; თ) განსაზღვრავს საბაზრო მექანიზმების როლს განსაზღვრული დონის საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში; ი) განსაზღვრავს დაგეგმილი, ან საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი არასაბაზრო მექანიზმების როლსა და მათი განხორციელების პროცედურას, აგრეთვე, აფასებს კრიზისის დაძლევის მიზნით მათი გამოყენების აუცილებელ მასშტაბებსა და შესაბამის ზეგავლენას. არასაბაზრო მექანიზმების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის მართვის მიზნით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო მექანიზმების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მიწოდებას, მათ შორის, დაცული მომხმარებლებისთვის; კ) განსაზღვრავს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეებთან კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონესთან დაკავშირებით თანამშრომლობის მექანიზმებს; ლ) განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის საწარმოს ანგარიშგების ვალდებულებას განგაშის გამოცხადებისა და საგანგებო მდგომარეობის ეტაპებზე; მ) განსაზღვრავს საგანგებო მდგომარეობის დროს ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი მოქმედებების ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს ასეთი მოქმედების მონაწილე მხარეთა შორის კომერციული ხელშეკრულებების დადებას და ბუნებრივი გაზის საწარმოებისათვის კომპენსაციის გადახდას, კომერციული საიდუმლოების შემცველი მონაცემების კონფიდენციალობის დაცვით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მოქმედებებმა, შესაძლოა, ასევე მოიცვას ტრანსსასაზღვრო შეთანხმებები ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს ან/და ბუნებრივი გაზის საწარმოებს შორის. 123 მუხლი 140. საგანგებო მდგომარეობა ბუნებრივი გაზის სექტორში 1. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის ბაზარზე მოულოდნელი კრიზისის შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან/და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის შეფერხებას მოულოდნელი გარემოებების, ან შესაბამისი ბუნებრივი გაზის საწარმოს კონტროლს მიღმა არსებული გარემოებების მიზეზით, რითაც საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას, ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას, ან/და ადამიანის, მოწყობილობადანადგარების, ან სისტემის ერთიანობის უსაფრთხოებას. 2. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთავრობის, ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილებით. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სამინისტროს წინადადების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაზე და ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით განსაზღვრულ მოქმედებებზე დაყრდნობით, მიიღოს სათანადო უსაფრთხოების ზომები საგანგებო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით. 4. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ: ა) მიღებული ზომები გაუმართლებლად არ ზღუდავდეს ბუნებრივი გაზის ნაკადებს ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის ფარგლებში; ბ) მიღებული ზომები არ უქმნიდეს მნიშვნელოვან საფრთხეს გაზის მიწოდებას ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარის ტერიტორიაზე; გ) განხორციელდეს ინფრასტრუქტურაზე ტრანსსასაზღვრო დაშვება, თუ აღნიშნული ტექნიკურად და უსაფრთხოდ შესაძლებელია, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმის შესაბამისად. 5. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს, ნებისმიერი უსაფრთხოების ზომის მიღება უნდა განხორციელდეს კომისიასთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან და ოპერატორებთან კონსულტაციითა და მჭიდრო კოორდინაციით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები უნდა განხორციელდეს შეზღუდული დროით, ბუნებრივი გაზის ბაზრის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევით და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია ადამიანების, ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან/და დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად. 7. განხორციელებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს ყველა საჭირო ინფორმაციას. 8. როდესაც ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული საგანგებო მდგომარეობის ადეკვატურად მართვა ეროვნულ დონეზე ხელმისაწვდომი ზომების გამოყენებით შეუძლებელია, საქართველოს მთავრობა მიმართავს ენერგეტიკული გაერთიანების მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც საკითხის შესწავლის და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოსთვის, ან ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, დაუყოვნებლივ იწვევს მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფის სპეციალურ სხდომას, რათა ზემოაღნიშნულმა მხარეებმა შეძლონ ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული საგანგებო მდგომარეობის აღმოფხვრა ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების კოორდინირებით. 124 9. ამ მუხლის გამოყენება არ ზღუდავს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის მართვის ზოგადი წესების მოქმედებას, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილ იქნება ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის სპეციალური მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება, ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მუხლი 141. ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა 1. საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება, შესაძლოა, დროებით შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით, მათ შორის, ამ კანონის 140-ე მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის არსებობით, ან ქსელის მოვლა-პატრონობასთან, ან ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებით. 2. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული აუცილებელია ბუნებრივი გაზის სისტემაში ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების თავიდან ასაცილებლად, ან აღმოსაფხვრელად. ასეთი შემთხვევებში, მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს წყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ. 3. ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელის დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული, ხორციელდება წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის შესაბამისად. მომხმარებელს ასეთი შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს ინდივიდუალურად, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვადების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა შეზღუდვის გარეშე, გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებმა, შესაძლოა, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც იწვევს ქსელის მუშაობის შეფერხებას ან/და ბუნებრივი გაზის მიწოდების ხარისხის გაუარესებას, თუ შესაბამისი მომხმარებელი, სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, რამაც, შესაძლოა, ბუნებრივი გაზის სისტემაში გამოიწვიოს ავარია ან იქონიოს სხვა სახის უარყოფითი გავლენა ბუნებრივი გაზის სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. 5. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს უფლება აქვთ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წინასწარი წერილობითი შეტყობინების შემდგომ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც საშუალებას არ აძლევს სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს, შევიდეს მის კუთვნილ ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მოწყობილობის დამონტაჟების, შეკეთების ან შემოწმების მიზნით. 6. გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის პროცედურას განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის წესები. 7. ამ მუხლით დადგენილი პირობები არ ზღუდავს ამ კანონის 113-ე მუხლის შესაბამისად საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლებას, შესაბამისი საბოლოო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის გადაცემასთან, განაწილებასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მუხლი 142. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა 1. საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებას ზედამხედველობს სამინისტრო, კომისიასთან და, შესაბამის შემთხვევებში, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან და 125 ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგ საკითხებთან მიმართებით: ა) ამ კანონის 138-ე მუხლით გათვალისწინებული მიწოდების უსაფრთხოების სტანდარტების სათანადო შესრულება, მათ შორის, ამ მიზნით მიღებული ზომები და გამოყენებული ინსტრუმენტები; ბ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის შენარჩუნება; გ) მესამე ქვეყნებიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულებების ფარგლები; დ) ბუნებრივი გაზის მარაგების სათანადო ლიკვიდურობა; ე) ბუნებრივი გაზის საცავში ბუნებრივი გაზის რესურსი და ამოღების სიმძლავრე; ვ) საქართველოს ბუნებრივი გაზის სისტემისა და იმ მეზობელი ქვეყნების სისტემების ურთიერთდაკავშირების დონე, რომლებიც წარმოადგენენ ენერგეტიკული გაერთიანების მხარებს; ზ) ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის დონე და ხელმისაწვდომი წყაროები, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის მიწოდების საპროგნოზო მდგომარეობა, მოთხოვნის, მიწოდების ავტონომიისა და მიწოდების ხელმისაწვდომი წყაროების არსებობის გათვალისწინებით; თ) დაგეგმილი ან მშენებარე დამატებითი სიმძლავრე; ი) ბუნებრივი გაზის სისტემის მდგომარეობა; კ) პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განსახორციელებელი ღონიძიებები და ერთი ან მეტი მიმწოდებლისთვის ბუნებრივი გაზის დანაკლისის აღმოფხვრა. 2. სამინისტრო, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 31 ივლისამდე, აქვეყნებს ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ერთიან ანგარიშს, რომელშიც გაერთიანებულია სამინისტროს, კომისიის და, შესაბამის შემთხვევებში, სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეგროვებული ინფორმაცია. აღნიშნულ ანგარიშში უნდა აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები და, მიღებული, ან მომავალში მისაღები ზომები. სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ასახავდეს: ა) ამ კანონის 140-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების კონკურენციულ ეფექტს ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებზე; ბ) ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის დონეებს; გ) საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ დადებული ბუნებრივი გაზის მიწოდების გრძელვადიანი (10 წელზე მეტი) ხელშეკრულებების ფარგლებს, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილ ვადას, კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვით, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიკვიდურობის ხარისხს; დ) ბუნებრივი გაზის მოპოვებაში, წარმოებაში, ტრანსპორტირებასა და შენახვაში ახალი ინვესტიციების განხორციელების წამახალისებელ მარეგულირებელ ჩარჩოს. 4. სამინისტრო, ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესრულების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ამ მიზნით: ა) სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, სამინისტროს დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის მიერ მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია, აგრეთვე, სხვა კომპეტენტური სახელმწიფო 126 ორგანოების ხელთ არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია, ამ კანონის 150-ე მუხლის შესაბამისად კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის შესახებ მითითებით; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან დაკავშირებით მისი ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმების თაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ბუნებრივი გაზის შიდა გადამცემი მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებული ისეთი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის ხელმისაწვდომობაზე; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორი, სათანადო შემთხვევებში, კონსულტაციებს მართავს მეზობელი ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნის გადამცემი სისტემების ოპერატორებთან და სამინისტროს მიაწოდებს ინფორმაციას განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ანგარიში წარედგინება საქართველოს მთავრობასა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. კარი XIV წყალმომარაგება თავი XXXV. წყალმომარაგების ორგანიზება და რეგულირება მუხლი 143. წყალმომარაგების საქმიანობა 1. წყალმომარაგების ლიცენზიატი საქმიანობას ახორციელებს წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 144. წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებები და მოვალეობები 1. წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს, ამ კანონით, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით და კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით განსაზღვრული წესით, სრულად ისარგებლოს წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლებებით და ვალდებულია, ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და მოვალეობები. 2. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) განახორციელოს სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება; გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება; დ) უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლი; ე) უზრუნველყოს წყლის ობიექტების სათანადო დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება; ვ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად, ასევე, აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე; 127 ზ) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს სასმელი წყლის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი მომარაგება, მათ მიერ წყალმომარაგების საფასურის გადახდის პირობით; თ) წყლის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წყალმომარაგების გრაფიკის შესახებ; ი) გაუტაროს სასმელი წყალი თავის ქსელში წყალმომარაგების სხვა ლიცენზიანტს კომისიის მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ; კ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: კ.ა) დამტკიცებული ტარიფები; კ.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები; ლ) შეიმუშაოს და კომისიას და საზოგადოებას წარუდგინოს საინვესტიციო პროგრამა და მომავალი წლის სამუშაო გეგმა, ასევე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური. 3. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა, გამოიწვევს ამ კანონის XXXVIII თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 145. წყალმომარაგების ტარიფის დადგენის პრინციპები 1. კომისია წყალმომარაგების ტარიფს ადგენს ამ კანონით განსაზღვრული ტარიფის დადგენის პრინციპების შესაბამისად. 2. წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილია, ტარიფი სასმელი წყლის მიწოდებასა და წყალარინებაზე დაადგინოს განცალკევებულად.. კარი XV გამჭვირვალეობა და ინფორმაციის წარდგენა თავი XXXVI. ანგარიშების განცალკევება და მათზე წვდომა მუხლი 146. ენერგეტიკული საწარმოს ანგარიშებზე წვდომა 1. კომისიასა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს, საქმიანობიდან გამომდინარე, აქვთ წვდომა ენერგეტიკული საწარმოს ანგარიშებზე. 2. კომისია და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალობა. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 147. წლიური ანგარიში. ანგარიშების განცალკევება 1. ენერგეტიკული საწარმო, მიუხედავად მისი მესაკუთრეებისა ან სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს, აუდიტორს დასამოწმებლად წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ფინანსური ანგარიში. 2. ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელსაც არ გააჩნია წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების კანონით დადგენილი ვალდებულება, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშის ასლის შენახვა სათაო ოფისში და, მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მისი მიწოდება. 128 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი და, შესაბამის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის მესაკუთრე, დისკირიმინაციის, ჯვარედინი სუბსიდირებისა და კონკურენციის შეზღუდვის თავიდან არიდების მიზნით, ვალდებულია, შიდა საბუღალტრო აღრიცხვისას, გადაცემასთან დაკავშირებული საქმიანობებისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. ანგარიშში აღინიშნება გადამცემი სისტემის საკუთრების შედეგად მიღებული შემოსავალი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შეზღუდვის გარეშე, ყველა ენერგეტიკული საწარმო ვალდებულია, ენერგეტიკული, და, შესაბამის შემთხვევებში, არაენერგეტიკული საქმიანობებისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. 5. ენერგეტიკული საწარმოს შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს. 6. ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი, სხვა საკითხებთან ერთად, ამოწმებს დისკრიმინაციისა და ჯვარედინი სუბსიდირების დაუშვებლობის შესახებ ამ მუხლის მე3 პუნქტის დებულებების შესრულებას. 7. ამ მუხლის მოქმედება, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ასევე ვრცელდება სხვა რეგულირებულ საწარმოებზე, მათ შორის, წყალმომარაგების ლიცენზიატზეც. მუხლი 148. ერთიანი საბუღალტრო სისტემა 1. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა არის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოიცავს: ა) ანგარიშთა გეგმას; ბ) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციებს; გ) რეგულირების მიზნებისათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების ფორმასა და შინაარსს; დ) ანგარიშგების პერიოდულობას; ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის ბუღალტრული აღრიცხვის განცალკევებულად წარმოების წესებს. 2. ერთიანი საბუღალტრო - სააღრიცხვო სისტემის წარმოება სავალდებულოა გადაცემის ლიცენზი ატის და იმ განაწილების ლიცენზიატისთვის, რომელსაც არანაკლებ 50000 მომხმარებელი ჰყავს. 3. თუ პირი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის მუხლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად, ერთიანი საბუღალტროსააღრიცხვო სისტემის შესაბამისად. 4. ერთიან საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემას ამტკიცებს კომისია. თავი XXXVII. ინფორმაციის წარდგენა და კონფიდენციალობა მუხლი 149. ინფორმაციის წარდგენა 1. საქართველოს მთავრობას, სამინისტროს, კომისიასა და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს, საქმიანობიდან გამომდინარე, უფლება აქვთ, შესაბამისი უწყებებისა და რეგულირებული საწარმოებისგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემი და ინფორმაცია. 2. კომისიას უფლება აქვს, სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისგან და რეგულირებული საწარმოებისგან მოითხოვოს ამ კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მონაცემი და ინფორმაცია, მათ შორის, ენერგეტიკული 129 გაერთიანების ორგანოებისგან ან/და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებისგან, ან მესამე ქვეყნებისგან მიღებული მონაცემები და ინფორმაცია. 3. რეგულირებული საწარმო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებსა და ინფორმაციას წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის წარდგენის წესების დაცვით. მუხლი 150. კონფიდენციალობის დაცვა 1. საქართველოს მთავრობა, სამინისტრო, კომისია და სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან შესაბამისი უწყებებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალობა და მიღებული მონაცემები და ინფორმაცია გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნით, რაც მითითებულია ინფორმაციის მოთხოვნაში. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დაიშვება კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2. ამ კანონის 146-ე მუხლისა და ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, სისტემისა და ბაზრის ოპერატორები ვალდებულნი არიან, დაიცვან იმ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა საქმიანობის განხორციელებისას. სისტემისა და ბაზრის ოპერატორები აგრეთვე ვალდებულნი არიან, არ დაუშვან მათი საქმიანობის შესახებ ისეთი ინფორმაციის დისკრიმინაციული გზით გამჟღავნება, რომელიც, შესაძლებელია წარმოშობდეს კომერციულ სარგებელს. ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით, ან იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული ცალსახად აუცილებელია სამეწარმეო ოპერციის განსახორციელებლად. 3. ინფორმაციასთან დაკავშირებული წესების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გადამცემი სისტემის მესაკუთრემ და ინტეგრირებული საწარმოს შემადგენელმა სხვა სტრუქტურებმა, არ უნდა ისარგებლონ საერთო მომსახურებებით, მათ შორის, საერთო იურიდიული მომსახურებით, გარდა წმინდად ადმინისტრაციული, ან საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებებისა. 4. სისტემის ოპერატორმა, მესამე პირების სისტემაზე დაშვებისას, ან, ასეთი დაშვების მოპოვების მიზნით მოლაპარაკების წარმოებისას მიღებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს ბოროტად, მასთან დაკავშირებული საწარმოების მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნებისთვის. 5. კონკურენციისა და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების ეფექტიანობისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვით. კარი XVI ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა თავი XXXVIII. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მუხლი 151. რეგულირებული საწარმოს პასუხისმგებლობა 1. რეგულირებული საწარმო პასუხისმგებელია თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებასა და შესრულებაზე, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად. 2. რეგულირებულ საწარმოს, ან სხვა შესაბამის პირს, შესაძლოა, ამ კანონით, ან სხვა საკანონმდებლო აქტით დადგენილი წესით დაეკისროს პასუხისმგებელობა საკუთრი მოვალეობების დარღვევისთვის, ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. 130 მუხლი 152. საჯარიმო სანქციები 1. კომისია უფლებამოსილია, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის ან კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა დარღვევისათვის. 2. კომისია, საქმიანობების განცალკევებასთან ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორი, ან ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის, ან ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 10 პროცენტს. 3. კომისია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში, რეგულირებული საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან დააკისროს 5 000-დან 75 000 ლარამდე ჯარიმა, თუ რეგულირებული საწარმო: ა) ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ ეკონომიკურ საქმიანობას ლიცენზიის ან, შესაბამის შემთხვევაში, სერტიფიცირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ბ) ანგარიშების განცალკევებისა და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარეშე ახორციელებს რამდენიმე ეკონომიკურ საქმიანობას, რომელთა შორის ერთი ან მეტი წარმოადგენს ენერგეტიკულ საქმიანობას; გ) არ ატყობინებს კომისიას საქმიანობის დაწყების შესახებ, ან არ წარუდგენს მას საქმიანობის ანგარიშს; დ) კომისიას, სისტემის ან/და ბაზრის ოპერატორს არ აწვდის მათ მიერ მოთხოვნილ მონაცემებსა და ინფორმაციას; ე) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უარს აცხადებს მის ოპერირებას დაქვემდებარებულ სისტემაზე დაშვებაზე; ვ) არღვევს სალიცენზიო პირობებს; ზ) არ ასრულებს კომისიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნებს; თ) არღვევს ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. 4. კომისია უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმასთან ერთად, რეგულირებული საწარმოს მიმართ, გამოიყენოს ენერგეტიკული და პროფესიული საქმიანობების განხორციელების ერთ წლამდე ვადით აკრძალვა. 5. კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმა, შესაბამის დასაბუთებასთან ერთად, აღინიშნება კომისიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მიღებულ გადაწყვეტილებაში. 6. სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა. მუხლი 153. სანქციის დაკისრება 1. ამ კანონის 152-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების წესს, ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ადგენს კომისია. 2. რეგულირებულ საწარმოზე, ან სხვა პირზე სანქციის დაკისრებისას, კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: 131 ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის სიმძიმე და განგრძობადობა; ბ) მართლსაწინააღმდეგო ქცევის შედეგად დამდგარი შედეგები; გ) შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები. 3. რეგულირებული საწარმოს, ან სხვა შესაბამისი პირის აქტიური მოქმედება, რომელიც მიმართულია სამართალდარღვევის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანისკენ, სამართალდარღვევის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და კომისიის მიერ წარმოებული გამოძიების ხელშეწყობისკენ, ჩაითვლება შემამსუბუქებელ გარემოებად. 4. რეგულირებული საწარმოს, ან სხვა შესაბამისი პირის ქმედება, რომელიც მიმართულია კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების შეფერხებისკენ, ასეთი დარღვევის, ან მისი შედეგების დაფარვის მიზნით, ან აღნიშნული პირების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქცევის გაგრძელება, ან სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად. 5. კომისია, სანქციის დაკისრებისას, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, მხედველობაში იღებს სხვა შემამსუბუქებელ, ან დამამძიმებელ გარემოებებსაც. 6. კომისიამ სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექვსი თვის ვადაში მას შემდეგ, რაც კომისიისთვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის შესახებ. ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დებულებები არ აღსრულდება, თუ მათი დარღვევიდან ან დარღვევის შედეგების გამჟღავნებიდან გასულია არანაკლებ ხუთი წელი. ერთსა და იმავე სამართალდარღვევისთვის, ერთი და იმავე პირის მიმართ, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სანქცია. 7. დაკისრებული ჯარიმა გადახდილ უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. ჯარიმა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. 8. სამართალდამრღვევი რეგულირებული საწარმოს, ან სხვა პირის მიერ სანქციის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, მიმართოს საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს. თავი XXXIX. სადავო საკითხების განხილვა და კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება მუხლი 154. სადავო საკითხების განხილვა 1. ბაზრის მონაწილის, ან ნებისმიერი სხვა პირის საჩივარს სისტემის ოპერატორის, ბაზრის ოპერატორის, მიმწოდებლის, ტრეიდერის, ან სხვა რეგულირებული საწარმოს მოქმედებასთან, ან უმოქმედობასთან დაკავშირებით, აგრეთვე, ამ პირებს შორის დავებს, კომისია განიხილავს ამ მუხლისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავების განხილვის წესებით, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრება კომისიისთვის საჩივრით ან განცხადებით მიმართვის ფორმა და მათი წარდგენის წესი, მტკიცებულებათა შეგროვებისა და მათი წარდგენის წესი და, აგრეთვე, სადავო საკითხების განხილვის დეტალური პროცედურები. 3. კომისია არ განიხილავს სადავო საკითხს, თუ: ა) იგი არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს საჩივარში ან განცხადებაში მითითებული საკითხი; ბ) დავის განმხილველ სხვა კომპეტენტურ ორგანოში წარმოებაშია სადავო საკითხი იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ან მიღებულია ასეთი ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნულ სადავო საკითხზე; გ) კომისიამ უკვე განიხილა ან/და მიიღო გადაწყვეტილება სადავო საკითხზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; 132 დ) სადავო საკითხის მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით, დავის გადაწყვეტის მექანიზმად გათვალისწინებულია არბიტრაჟი და ერთ-ერთი მხარე უარს აცხადებს კომისის მიერ დავის განხილვაზე და მოითხოვს ზემოაღნიშნული შეთანხმების შესრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია შესაბამისი საკითხის განხილვა საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ; ე) საჩივარი ან განცხადება წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. 4. კომისია შეწყვეტს სადავო საკითხთან დაკავშირებულ წარმოებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და, აგრეთვე, თუ: ა) საჩივრის ან განცხადების წარმდგენი პირი უარს ამბობს საჩივარზე ან განცხადებაზე, რასაც ეთანხმება კომისია; ბ) მხარეებმა გააფორმეს მორიგების შეთანხმება, რომელიც დამტკიცდა კომისიის მიერ. 5. კომისია სადავო საკითხს განუხილველად დატოვებს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის ან განცხადების წარმდგენი პირი, კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში არ აღმოფხვრის საჩივართან ან განცხადებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ დადგენილ ხარვეზს. 6. კომისია შეაჩერებს სადავო საკითხის განხილვას, თუ: ა) სადავო საკითხის მხარის გარდაცვალებისას, ხოლო, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი ლიკვიდაციისას შემთხვევაში, იმ დრომდე, ვიდრე დაინიშნება უფლებამონაცვლე, ან, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლებამონაცვლეობა დაუშვებლად იქნება მიჩნეული; ბ) კომისიამ ან დავის განხმილველმა სხვა კომპეტენტურმა ორგანომ დაიწყო დავის განიხლვის პროცედურა, რის შედეგადაც მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს კომისიაში წარდგენილი საჩივარის ან განცხადების განხილვაზე. 7. სადავო საკითხთან დაკავშირებული მასალები, გარდა კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი მასალებისა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. სადავო საკითხის მხარეებს მუდმივად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი საჩივარზე ან განცხადებაზე და მეორე მხარის პასუხზე. 8. მხარეებს უფლება აქვთ, წარადგინონ მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები, არგუმენტები და მოსაზრებები და უარყონ მოწინააღმდეგის, ან სხვა პირის მოთხოვნები, არგუმენტები და დასაბუთება. საჩივრის ან განცხადების წარმდგენ პირს უფლება აქვს, უარი თქვას საჩივარზე ან განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარეს უფლება აქვს, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს აღნიშნულ ქმედებას. მხარეებს უფლება აქვთ, საჩივრის ან დავის განხილვის წარმოება დაასრულონ მორიგებით, რასაც ამტკიცებს კომისია. მხარეები და სხვა დაინტერესებული პირები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად ისარგებლონ თავიანთი უფლებებით. 9. კომისია სადავო საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ან დაინტერესებული პირი მოითხოვს ზეპირი მოსმენის ჩატარებას, ან კომისია, საკუთარი ინიციატივით, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კომისია მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს სათანადო ვადაში აცნობებს ზეპირი მოსმენის თაობაზე. მხარის ან დაინტერესებული პირის ზეპირ მოსმენაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება გახდეს ზეპირი მოსმენის გადადების მიზეზი. კომისიის ზეპირი სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, კომისიის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 10. კომისიას უფლებამოსილია, არ განიხილოს მხარეთა მიერ საქმის განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულება, ან სხვა მასალა, თუ, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, ისინი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საჩივრის ან განცხადების წარდგენამდე, ან შემდგომი პროცედურების მიმდინარეობის შესაბამის ეტაპზე. 133 11. კომისია, სადავო საკითხის განხილვის უფლებამოსილების განხორციელებისას, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის ან განცხადების, მათ შორის, სრული დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიღებიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორი თვით, თუ კომისიას ესაჭიროება დამატებითი დრო ინფორმაციის მოძიების მიზნით. კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. 12. სადავო საკითხის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ქვეყნდება სრულად, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს წარმოებაში მონაწილე პირის მოთხოვნის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით, კომისიის მიერ განსაზღვრულ კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალური მონაცემებს. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ეხება კანონმდებლობის განმარტებას, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოქვეყნდეს. კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული. 13. მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შეასრულოს მედიატორის როლი. მედიაციის წესებს ამტკიცებს კომისია. 14. კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს მხარეებს სადავო საკითხის განხილვასთან ან მედიაციასთან დაკავშირებულ პროცედურებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 15. მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. 16. სადავო საკითხების განხილვის პროცედურები, წესები და პირობები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, კომისიის მარეგულირებელი უფლებამოსილების ფარგლებში საჩივრისა და განცხდების განხილვზე ვრცელდება იმდენად, რამდენადაც არ ეწინააღმდეგება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 155. გასაჩივრება კომისიის გადაწყვეტილება დადგენილი წესით. შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით კარი XVII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები თავი XL. გარდამავალი დებულებები მუხლი 156. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა 1. ამ კანონის მოთხოვნები 2026 წლის 31 აგვისტომდე არ ვრცელდება სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, როგორც ბუნებრივი გაზის სისტემების ფუნქციონირებაზე, ოპერირებასა და მართვაზე. 2. ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამთავრობოთაშორისი შეთანხმებიდან წარმოშობილ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ეხება სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანზიტს, ტრანსპორტირებასა და გაყიდვას, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე, ასევე მათ მიღმა. 3. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის სისტემების ენერგეტიკული გაერთიანების მხარის შესაბამის სისტემებთან უშუალო ფიზიკურ ურთიერთდაკავშირებამდე, ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე. 4. იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს, ელექტროენერგიით ან/და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით და არსებული ურთიერთობების 134 სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელთა შესრულების მიზნით სათანადო დათქმები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონის საფუძველზე მიღებულ ბაზრის წესებში ან/და ქსელის წესებში. ამასთან, ამ შემთხვევაშიც, ამ კანონის მოთხოვნები გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმდენად, რამდენადაც ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს შორის ვაჭრობაზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი დებულებები გამოიყენება, თუ იგი არ ზღუდავს კომისიის, საქართველოს სხვა უფლებამოსილი ორგანოების და გადამცემი სისტემის ოპერატორის ტრანსსასაზღვრო ან/და რეგიონული თანამშრომლობის ვალდებულებას. მუხლი 157. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევება 1. ამ კანონით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორების დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს, ამ კანონის 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცებიდან: ა) 5 თვის ვადაში - ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის; ბ) 16 თვის ვადაში - ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის. 1. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამ კანონის 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცებიდან: ა) 2 თვის ვადაში, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, გადაცემის ლიცენზიატებთან შეთანხმებით, უნდა მოამზადოს და კომისიასა და სამინისტროს უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, რომელიც, მოიცავს განცალკევების შეთავაზებულ მოდელს, ასევე დეტალურ ზომებს, ქმედებებსა და მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადას; ბ) 9 თვის ვადაში, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიასა და სამინისტროს უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, რომელიც, მოიცავს განცალკევების შეთავაზებულ მოდელს, ასევე დეტალურ ზომებს, ქმედებებსა და მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადას. 2. კომისია და სამინისტრო განიხილავენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეთავაზებული განცალკევების გეგმას და კონსულტაციებს გადიან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან. კომისია და სამინისტრო უფლებამოსილი არიან განცალკევების გეგმის განხილვისას შესაბამის ლიცენზიატებს მოსთხოვონ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან განცალკევების გეგმის შესწორება. 3. კომისიამ უნდა დაადასტუროს განცალკევების გეგმის შესაბამისობა ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში და წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას. სამინისტრო უფლებამოსილია განსხვავებული მოსაზრება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას საკითხის განხილვისას. 3. საქართველოს მთავრობის მიერ განცალკევების გეგმის დამტკიცების შემდეგ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, გადაცემის ლიცენზიატმა, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ან სხვა კომპანიამ, რომელსაც განცალკევების გეგმის მიხედვით მიენიჭება გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი ან განისაზღვრება როგორც გადამცემი სისტემის მესაკუთრე, უნდა განახორციელოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განცალკევების გეგმა და კომისიას უნდა აცნობოს განცალკევების გეგმის განხორციელების მდგომარეობის შესახებ კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. 4. კომისიამ უნდა განახორციელოს გადამცემი სისტემის განცალკევების მდგომარეობის მონიტორინგი და განაგრძოს მარეგულირებელი ფუნქციების გამოყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ამ მუხლში მითითებული ზომები სათანადოდ არ ხორციელდება. 135 5. სათანადოდ განცალკევებული გადამცემი სისტემის ოპერატორი სერტიფიცირებულ უნდა იქნეს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. შესატყვისი გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების და შესაბამისი ლიცენზიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კომისიამ, არაუგვიანეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადებში. 6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიები, ასევე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია, დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მოქმედება ავტომატურად შეწყდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 7. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეიმუშავოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს გადამცემი ქსელის წესები ან მოქმედ წესებში ცვლილებები ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით. მუხლი 158. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება 1. ამ კანონით გათვალისწინებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს, ამ კანონის 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზრის წესების დამტკიცებიდან: ა) 5 თვის ვადაში - ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის; ბ) 16 თვის ვადაში - ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამ კანონის 160-ე მუხლის მე2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზრის წესების დამტკიცებიდან: ა) 2 თვის ვადაში ელექტროენერგიის განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა, უნდა მოამზადოს და კომისიას წარუდგინოს განცალკევების გეგმა დეტალური ზომების, ქმედებებისა და მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადის ჩათვლით; ბ) 9 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას წარუდგინოს განცალკევების გეგმა დეტალური ზომების, ქმედებებისა და მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადის ჩათვლით. 3. კომისიამ განცალკევების გეგმა უნდა დაამტკიცოს ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში. 4. განაწილების ლიცენზიატების განცალკევების პროცედურები უნდა დასრულდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში. 5. კომისიამ უნდა განახორციელოს გამანაწილებელი სისტემის განცალკევების სტატუსის მონიტორინგი და უნდა განაგრძოს მარეგულირებელი ფუნქციების გამოყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ამ მუხლში მითითებული ზომები სათანადოდ არ ხორციელდება. 6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული განაწილების ლიცენზიები დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მოქმედება ავტომატურად შეწყდება ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციისა და განაწილების ახალი ლიცენზიის გაცემისთანავე. 7. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებაზე ვრცელდება ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი. 8. გამანაწილებელი სისტემის თითოეულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი გამანაწილებელი ქსელების შესაბამისობაში მოყვანა გამანაწილებელი ქსელის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან საოპერაციო სისტემების, აღრიცხვის კვანძების ჩათვლით და სხვა ურთიერთდაკავშირებულ სისტემებსა და საბოლოო მომხმარებლების მოწყობილობებთან 136 მიერთების წერტილებს შორის ურთიერთკავშირი, გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილ ვადაში. მუხლი 159. ავტორიზაცია 1. ნებისმიერმა საწარმომ, რომელიც ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული ავტორიზაციით ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობას, უნდა გააგრძელოს ასეთი საქმიანობების განხორციელება აღნიშნული ავტორიზაციით დაკისრებული პირობების საფუძველზე, სანამ არ გაიცემა ახალი ავტორიზაცია ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამასთან, ასეთი საწარმო (გარდა წამოების ლიცენზიატისა და ამ კანონის 157-ე და 158ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მიმართოს კომისიას ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციის მიზნით. 2. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ნებისმიერი ახალი მოთხოვნა ავტორიზაციაზე კომისიის მიერ განხილული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მუხლი 160. ბაზრის მოდელის კონცეფცია. საჯარო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაცია. ბაზრის წესები. მიწოდების წესები 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 2 თვის ვადაში - ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცება; ბ) 9 თვის ვადაში - ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცება; გ) 9 თვის ვადაში - ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია; დ) 21 თვის ვადაში - ბუნებრივი გაზის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია; ე) 12 თვის ვადაში - შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება ან/და არსებულ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინების უზრუნველსაყოფად. 2. კომისიამ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბაზრის მოდელის კონცეფციის მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სექტორის: ა) ბაზრის წესების დამტკიცება; ბ) მიწოდების (მ.შ. უნივერსალურის მომსახურების და ბოლო ალტერნატივის მიწოდების) წესების დამტკიცება; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცება; დ) ქსელის წესებში და სხვა შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანა. მუხლი 161. ცალკეული წყალმომარაგების ტარიფები და დარიცხვის წესი გარდამავალ პერიოდში 1. წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილია 2021 წლის 1 იანვრამდე არ გაითვალისწინოს ამ კანონის მოთხოვნები ტარიფთან დაკავშირებით და შესაბამისად წყალმომარაგების და წყალარინების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით. 2. წყალმომარაგების სისტემების სრულად მოწესრიგებამდე კომისია უფლებამოსილია გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის წესი სეზონურობის გათვალისწინებით, განსაზღვროს განსხვავებულად. 137 მუხლი 162. ანგარიშების განცალკევება 1. ამ კანონის 147-ე მუხლის მოთხოვნები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული: ა) ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ - ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში; ბ) ბუნებრივი გაზის ან სხვა რეგულირებული საწარმოების მიერ - ამ კანონის ამოქმედებიდან 21 თვის ვადაში. 2. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიების გამოყენებას უზრუნველყოფს კომისია. 3. კომისიამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სექტორში გადაცემის და განაწილების ლიცენზიატებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცება 2021 წლის 31 დეკემბრამდე. მუხლი 163. საბოლოო მომხმარებლების რეგისტრაცია კვალიფიციურ მომხმარებლებად 1. ყველა საბოლოო მომხმარებელი უფლებამოსილია დარეგისტრირდეს კვალიფიციურ მომხმარებლად. 2. ბაზრის გახსნის ან/და შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის სათანადო ეტაპის განხორციელების მიზნებისთვის, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ეტაპობრივად განსაზღვროს ის სავალდებულო კრიტერიუმები და ვადები, რომლებთან შესატყვისობის შემთხვევაში, საბოლოო მომხმარებელი სავალდებულო წესით ითვლება კვალიფიციურ მომხმარებლად და ხორციელდება მისი რეგისტრაცია. მუხლი 164. მიწოდების უსაფრთხოება 1. ამ კანონის XXXIII თავი ძალაში შევიდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის შემდეგ. 2. ამ კანონის XXXIV თავი ძალაში შევიდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 21 თვის შემდეგ. 3. ამ კანონის 137-ე მუხლით გათვალისწინებული მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგის პირველი ანგარიში მომზადდეს ამ კანონის XXXIII თავის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში; 4. ამ კანონის 142-ე მუხლით გათვალისწინებული მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგის პირველი ანგარიში მომზადდეს ამ კანონის XXXIV თავის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში. 5. საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში შესატყვისი მიწოდების უსაფრთხოების მარეგულირებელი სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება ან/და მოქმედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით. თავი XLI. დასკვნითი დებულებები მუხლი 165. ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის გათვალისწინება 1. ეს კანონი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს საქართველოს კანონმდებლობაში შემდეგი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებისა და ამოქმედებისათვის: ა) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/54/EC დირექტივის გაუქმების შესახებ; ბ) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის N714/2009 (EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობებისა და 1228/2003 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ; 138 გ) 2006 წლის 18 იანვრის 2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ; დ) 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ; ე) 2009 წლის 13 ივლისის N 715/2009 (EC) რეგულაცია ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვების პირობებისა და N1775/2005 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ; და ვ) 2004 წლის 26 აპრილის 2004/67/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა საქართველოში კანონმდებლობაში გათვალისწინება და ამოქმედება ხორციელდება ენერგეტიკული გაერთიანებისთვის დადგენილი ადაპტირებული სახით, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიხედვით და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმის შესაბამისად. მუხლი 166. ევროპის კავშირის სახელმძღვანელო პრინციპები და ქსელის წესები 1. ევროპის კავშირის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში და შესაბამისად, ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მიღებული სახელმძღვანელო პრინციპებისა და ქსელის წესების გათვალისწინება საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ცვლილების გარეშე, ენერგეტიკულ გაერთიანებასა და საქართველოს შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებული „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმით“ განსაზღვრული, გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, კომისიამ უნდა მიიღოს ასეთი სახელმძღვანელო პრინციპები და ქსელის წესები ენერგეტიკულ გაერთიანებაში მათი მიღების შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ და უნდა განახორციელოს მათი სათანადოდ ამოქმედების და განხორციელების მონიტორინგი. ყველა სახელმძღვანელო პრინციპი და ქსელის წესები მიღებულ უნდა იქნეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლებიც უნდა შემუშავდეს და გამოქვეყნდეს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 3. კომისიამ სახელმძღვანელო პრინციპებისა და ქსელის წესების მიღების მიზნით განხორციელებული ზომებისა და ნებისმიერი შესაბამისი ცვლილების შესახებ უნდა აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ასეთი ზომების მიღებიდან ორი კვირის ვადაში. 4. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, კომისიამ უნდა ითანამშრომლოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების კომპეტენტურ მარეგულირებელ უწყებებთან. მუხლი 167. ამ კანონის ძალაში შესვლამდე არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოქმედება ამ კანონის ამოქმედებამდე ამ კანონით დარეგულირებულ სექტორებში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს ძალას და მასში სათანადო ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება გააჩნიათ აღნიშნული ნორმატიული აქტების მიმღებს ორგანოებს, ამ კანონის საფუძველზე და დადგენილი წესით შესატყვისი მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის/აქტების ძალაში შესვლამდე. მუხლი 168. ძალაში შესვლა 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის XXXIII და XXXIV თავებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 139 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ 1997 წლის 27 ივნისის საქართველოს კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997, N816-IIს). საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 140
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიღების მიზეზია შემდეგი გარემოებები: ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკაშირის მოთხოვნებთან, რომელთა მიზანია ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება. ასოცირების შეთანხმების XXV დანართში მოცემულია ენერგეტიკის სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივების და რეგულაციების ჩამონათვალი რომელთა იმპლემენტაციის ვალდებულება ეკისრება საქართველოს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა ენერგეტიკულ გაერთიანებას (შეერთების ოქმით განისაზღვრა ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და რეგულაციების იმპლემენტაციის ვადები). შესაბამისად, ენერგეტიკის სფეროს კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, მასზე გავრცელდა ასოცირების შეთანხმების 218-ე მუხლის დებულებები (32-ე სქოლიოს გათვალისწინებით), რომელთა მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემთხვევაში, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების დებულებებს ან ამ ხელშეკრულების ძალით ევროკავშირის კანონმდებლობაში შესულ დებულებებს ენიჭებათ უპირატესობა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ენერგეტიკის სფეროში ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების თავთან მიმართებით. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მე3 და მე-5 მუხლების მიხედვით, ენერგეტიკული გაერთიანების კომპეტენციაა ენერგეტიკის სფეროს მარეგულირებელი ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაცია გაერთიანების სივრცეში ადაპტირებული სახით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტების მოთხოვნათა იმპლემენტაციას ენერგეტიკული გაერთიანების მიერ თავისი წევრი ქვეყნებისთვის ადაპტირებული (შეცვლილი) სახით და ასევე ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ 2016 წლის 14 ოქტომბრის ოქმით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით: ა) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/54/EC დირექტივის გაუქმების შესახებ; ბ) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის N714/2009 (EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობებისა და 1228/2003 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ; გ) 2006 წლის 18 იანვრის 2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ; 1 დ) 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ; ე) 2009 წლის 13 ივლისის N 715/2009 (EC) რეგულაცია ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვების პირობებისა და N1775/2005 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ; და ვ) 2004 წლის 26 აპრილის 2004/67/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დღეს მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა შეიცვალოს ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამისად კანონის ჩანაცვლება მხოლოდ კანონით არის შესაძლებელი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა შესრულება და საქართველოში ევროკავშირის შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტების მოთხოვნათა იმპლემენტაცია: ა) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/54/EC დირექტივის გაუქმების შესახებ; ბ) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის N714/2009 (EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობებისა და 1228/2003 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ; გ) 2006 წლის 18 იანვრის 2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ; დ) 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ; ე) 2009 წლის 13 ივლისის N 715/2009 (EC) რეგულაცია ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვების პირობებისა და N1775/2005 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ; და ვ) 2004 წლის 26 აპრილის 2004/67/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი, ევროკავშირის ზემოხსენებული სამართლებრივი დოკუმენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს: - საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ამავე დროს მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნათა სათანადოდ დაცვის გათვალისწინებით; - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაზრდას, რომელზეც ქსელის წესების გარდა (რაც დღესაც მისი ფუნქციაა) დელეგირდება ბაზრის წესების და გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმების დამტკიცების უფლებამოსილება; - გადამცემი ან გამანაწილებელი საქმიანობის გამიჯვნას წარმოებისა და მიწოდების საქმიანობისაგან, რისთვისაც უნდა მოხდეს საქართველოში არსებული გადაცემის და განაწილების ლიცენზიატი კომპანიების რეორგანიზაცია. გადაცემის ლიცენზიატებისთვის შემოთავაზებულია გამიჯვნის ორი მოდელი - 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი და 2. 2 დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი. პირველ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ამავე დროს წარმოადგენს სისტემაში შემავალი მთელი გადამცემი ქსელის მესაკუთრეს და მართავს მას, მეორე შემთხვევაში - სისტემის ოპერატორი თვითონ არ არის მესაკუთრე მაგრამ გადამცემი სისტემის მესაკუთრეები ვალდებული არიან ითანამშრომლონ მასთან გადასცენ ფლობაში მათი კუთვნილი ქსელი, სისტემის მართვა, ინვესტიციების დაგეგმვა წარმოადგენს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციას. არსებული ლიცენზიატების მიერ გამიჯვნის შესაბამისი მოდელის შერჩევისა და მისი განხორციელებისათვის კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის ვადას. გამიჯვნის დადასტურება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ სათანადო სერტიფიცირების გზით რომლის შემდეგაც გაიცემა ერთი გადაცემის ლიცენზია მხოლოდ ოპერატორზე (ნაცვლად დღეს არსებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა და სამი გადაცემის ლიცენზიისა); - საქართველოს მთავრობის მიერ ბაზრის კონცეფციის მოდელის დამტკიცებას, რომლის მიერ განსაზღვრული სეგმენტების მიხედვით მოხდება შესაბამისი ბაზრის ოპერატორების ლიცენზირება და ბაზრის წესების დამტკიცება კომისიის მიერ. იგივე კონცეფცია გაითვალისწინებს ბაზრის გახსნის ეტაპებს რათა მაქსიმალურად მოქნილი იყოს თავისუფალ ბაზარზე გადასვლის პროცესი და მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული საწყის ეტაპზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენები. - ბაზარზე ტრეიდერის და მიმწოდებლის სტატუსების შექმნას. ტრეიდერი იქნება პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება ბაზარზე ენერგიის გადაყიდვაზე, ხოლო მიმწოდებელი პირი, რომელიც საბოლოო მომხმარებელს მიაწვდის ენერგიას. გადაცემის და განაწილების ლიცენზიატები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის ფიზიკურ მიწოდებას მომხმარებლამდე, რის საფასურსაც მიიღებენ კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფიდან ხოლო ელექტროენერგიის მოცულობების ყიდვა და მომხმარებლისთვის მიყიდვა იქნება მიმწოდებლის ფუნქცია; - საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებას განსაზღვროს დროებით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელთა შესაბამის კატეგორიას უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებით სანამ ისინი თავისუფალ ბაზარზე შეძლებენ მიმწოდებლის არჩევას. ასევე შემოდის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ცნება, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს მიწოდების მომსახურებით, თუ იგი მიმწოდებლის გაუქმების ან სხვა გარემოებების გამო დარჩება მიმწოდებლის გარეშე; კვალიფიციური მომხმარებლის სტატუსის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას. ამასთან, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება ბაზრის გახსნის შესაბამისი ეტაპის უზრუნველსაყოფად განსაზღვროს ის კრიტერიუმები (ასევე მათი ამოქმედების ვადები), რომლებთან შესატყვისი მომხმარებლებიც სავალდებულოდ უნდა იყვნენ კვალიფიციური მომხმარებლები. კანონპროექტით ასევე შემოდის გაზსაცავის და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის ოპერირებასთან დაკავშირებული რეგულაციები. კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას, შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების მარეგულირებელი დებულებები გადმოტანილ იქნა კანონპროექტში. 3 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმის მიხედვით ზემოხსენებული დირექტივების ნაწილის იმპლემენტაცია უკვე 2019 წელს უნდა განხორციელდეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს პირდაპირ გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტმა შეიძლება გამოიწვიოს იმ პირთა ხარჯების ცვლილება, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონის მოქმედება ვინაიდან მოთხოვნილია განაწილების საქმიანობის მიწოდების საქმიანობისგან გამიჯვნა ამან შესაძლოა საწყის ეტაპზე გაზარდოს შესაბამისი კომპანიებისთვის ადმინისტრაციული ხარჯები. თუმცა განაწილების ლიცენზიატებს მოაკლდებათ ელექტროენერგიის შესყიდვის ხარჯი. ასევე ბაზრის გახსნის კვალდაკვალ 4 თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების პირობებში საქმიანობისას, მომხმარებლისთვის უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი ფასი, რასაც დაარეგულირებს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შეფარდება და ხოლო რეგულირებად სფეროში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება ბაზრის არსებული სტრუქტურა და კანონმდებლობა მოსალოდნელია ტარიფების ზრდა, ვინაიდან გაზრდილი მოხმარების პირობებში იაფი ელექტროენერგიის მოცულობა, რომელსაც გამოიმუშავებს ენგურჰესი და რომლის ხარჯზეც ნარჩუნდება ელექტროენერგიის ტარიფი არსებული ოდენობა, შეიძლება აღარ იყოს საკმარისი ტარიფის ამ დონეზე შესანარჩუნებლად. ახალი კანონმდებლობის მიღების და ბაზრის გახსნის შემთხვევაში კი იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები ხელს შეუწყობს ახალი გენერაციის წყაროების მშენებლობის წახალისებას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული გარანტიების და ვალდებულებების აღების გარეშე და გრძელვადიან პერსპექტივაში, ელექტროენერგიის სამართლიანი ოპტიმალური ფასების მიღწევას მ.შ. დღიურ და საათურ ჭრილში. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის რეგულირებადი სეგმენტის შექმნის შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იქნება ტარიფების რეგულირება ბაზრის უარყოფითი ეფექტისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. კანონპროექტში მოცემულია ჯარიმის ზღვრები, რომლის ფარგლებშიც მოხდება ჯარიმის დაკისრება დამრღვევი პირებისთვის ამ კანონის გარკვეულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, _ მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების გათვალისწინებას. 5 გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ა) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/54/EC დირექტივის გაუქმების შესახებ; ბ) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის N714/2009 (EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობებისა და 1228/2003 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ; გ) 2006 წლის 18 იანვრის 2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ; დ) 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ; ე) 2009 წლის 13 ივლისის N 715/2009 (EC) რეგულაცია ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვების პირობებისა და N1775/2005 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ; და ვ) 2004 წლის 26 აპრილის 2004/67/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ ენერგეტიკული გაერთიანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოში მოქმედი გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტთან ერთად წარმოდგენილია USAID-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადებული ზეგავლენის შეფასებების მოკლე მიმოხილვები (ვრცელ შეფასებას წარმოადგენენ უახლოეს პერიოდში). დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტი მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ. ქართული თარგმანი გადამუშავებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 6