„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-6 მუხლის:
ა) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 და 182 პუნქტები:
„181. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია.
182. ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზია.“;
გ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191-193 პუნქტები:
„191. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზია.
192. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირების ლიცენზია.
193. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ლიცენზია.“;
2. 264 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ელექტროსადგურის არსებული სიმძლავრის გაზრდაზე, ისევე, როგორც ახალი
ელექტროსადგურის მშენებლობაზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება
მიღებული უნდა იყოს ობიექტურ, გამჭვირვალე, სამართლებრივად დასაბუთებულ და
არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა:
ა) ელექტროსადგურის უსაფრთხოება და დაცულობა, ელექტროენერგეტიკული სისტემის
საერთო უსაფრთხოებასა და დაცულობაზე მისი ზეგავლენის ჩათვლით;
ბ) საზოგადოების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა;
გ) გარემოს დაცვა;
დ) მიწის გამოყენება და განლაგება;
ე) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიწის გამოყენება;
ვ) ენერგოეფექტურობა;
ზ) ენერგიის პირველადი წყაროს ბუნება;
თ) არსებული ან პოტენციური ელექტროენერგიის მწარმოებლის მახასიათებლები,
როგორიცაა ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები;
ი) ელექტროენერგეტიკის სექტორში საჯარო მომსახურების ვალდებულებებთან
დაკავშირებულ ზომებთან შესაბამისობა, სადაც ეს რელევანტურია;
კ) ელექტროსადგურის სიმძლავრის წვლილი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან
მიღებული ენერგიის წილის ზრდის საერთო სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაში, რომლებიც
დადგენილია ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით;
ლ) ელექტროსადგურის წვლილი გამონაბოლქვის შემცირებაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი გამომდინარეობს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტიდან. რომელიც ითვალისწინებს ახალ ლიცენზიებს, აუქმებს
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიას და ტოვებს მხოლოდ გადაცემის ლიცენზიას როგორც
ელექტროენერგეტიკის
ისე
ბუნებრივი
გაზის
სექტორში.
ასევე
განსაზღვრავს
ელექტროსადგურის
მშენებლობის
ნებართვის
გაცემისას
გასათვალისწინებელ
კრიტერიუმებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ლიცენზიების და ნებართვების ჩამონათვალი კანონით განისაზღვრება, შესაბამისად
ლიცენზიის სახეობის გაუქმება ან ახალი ლიცენზიების შემოღება კანონით უნდა მოხდეს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის ითვალისწინებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ახალი ლიცენზიების ასახვა და
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიის გაუქმება, ასევე ელექტროსადგურის მშენებლობის
ნებართვის გაცემისას გასათვალისწინებელ კრიტერიუმების განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიის გაუქმებას ვინაიდან
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ცნობს
მხოლოდ გადაცემის ლიცენზიას რომელიც გაიცემა მხოლოდ გადამცემი სისტემის
ოპერატორზე. ასევე ხსენებული კანონპროექტების მოთხოვნებიდან გამომდინარე
კანონპროექტით შემოდის:
- ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია;
- ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზია;
- ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზია;
- ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ლიცენზია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის ძალაში შესვლასთან ერთად გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს პირდაპირ გავლენას
საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, _ მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ენერგეტიკული გაერთიანების
დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმისა და „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას
და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივა
ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/54/EC დირექტივის
გაუქმების შესახებ;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ ენერგეტიკული გაერთიანების,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოში
მოქმედი გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტი მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ. ქართული თარგმანი
გადამუშავებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა
და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის მიერ.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.