„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.05.2019
ავტორი
ენერგეტიკული გაერთიანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/346/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე-ზ“ ქვეპუნქტები: „ე) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სამართლებრივი გამიჯვნა და ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისა თუ კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან; ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრის და აპარატში დასაქმებულის დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო ან კომერციული ინტერესის, მათ შორის სამთავრობო ან სხვა საჯარო დაწესებულებისა, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის ზეგავლენისგან, შესაბამის რეგულირებულ სექტორებში მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას; ზ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი განცალკევებული წლიური ბიუჯეტის ქონის და მისი დამოუკიდებლად განხორციელების, საკუთარი ადექვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონის უფლება.“. 2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამის პროცედურებში მონაწილეობის და პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა 3 თანმიმდევრულ თვეზე, ან წლის განმავლობაში ჯამში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ პერიოდებში არ შედის ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში გამოყენებული დღეები;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის გ1-გ2 ქვეპუნქტები: „გ1) ამ კანონითა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი დამოუკიდებლობის მოთხოვნების დარღვევა; გ2) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის საჭიროება გამომდინარეობს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით და მასში ცვლილებებიც კანონით უნდა მოხდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის ითვალისწინებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და ამავე დროს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების დაზუსტებას, როგორც პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობის ასევე თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის პრინციპებში შემდეგი კრიტერიუმების დამატებას: - ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სამართლებრივი გამიჯვნა და ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისა თუ კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან; - ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრის და აპარატში დასაქმებულის დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო ან კომერციული ინტერესის, მათ შორის სამთავრობო ან სხვა საჯარო დაწესებულებისა, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის ზეგავლენისგან, შესაბამის რეგულირებულ სექტორებში მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას; - ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი განცალკევებული წლიური ბიუჯეტის ქონის და მისი დამოუკიდებლად განხორციელების, საკუთარი ადექვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონის უფლება. კანონპროექტი ასევე აზუსტებს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლასთან ერთად გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს პირდაპირ გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, _ მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/54/EC დირექტივის გაუქმების შესახებ; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ ენერგეტიკული გაერთიანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არის. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტი მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ. ქართული თარგმანი გადამუშავებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.