„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.05.2019
ავტორი
ენერგეტიკული გაერთიანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/346/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-18 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 8. 2007 წლის 1 სექტემბრიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდებისას საგადასახადო მიზნებისათვის საბაზრო ფასად მიჩნეულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ (მათ შორის, გაფორმებული შეთანხმებით) განსაზღვრული ფასი. 2. 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება;“ 3. 179-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ელექტროენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოებს, როცა ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, უფლება აქვთ, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება განახორციელონ არა უგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლოსი, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების (საკომპენსაციო თანხის) ცვლილებით ან/და კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობების ცვლილებით, მიუხედავად იმისა, აღნიშნულის შედეგად ხორციელდება თუ არა ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფის (ფასის) ცვლილება.“ 4. 309-ე მუხლის 57-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ 1“ ქვეპუნქტების, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 51 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 11 ნაწილის, 1761 მუხლის მე-2 ნაწილის, 205-ე მუხლის 101 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4“ ქვეპუნქტისა და 272-ე მუხლის 31 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი გამომდინარეობს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომელიც ითვალისწინებს „ელექტრეოენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას, შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსში „ელექტრეოენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონზე დათქმა უნდა შეიცვალოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას, შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონზე დათქმა უნდა შეიცვალოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას, შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონზე დათქმა იცვლება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლასთან ერთად გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს პირდაპირ გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, _ მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არის. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ ენერგეტიკული გაერთიანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არის. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტი მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ. ქართული თარგმანი გადამუშავებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.