„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.05.2019
ავტორი
ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები: „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანიმალი", „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ „ცხოველთა მეგობრები“, ააიპ „ცხოველთა სამყარო“, ააიპ „ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია", ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ „ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა“, ააიპ „ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ააიპ „ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ „უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე, გიორგი ხატიძე
ნომერი
#07-3/337/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს კანონში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), №161, 15/12/1984, სარეგისტრაციო კოდი: 020.000.000.05.001.000.010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევა 1. შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის, მოვლა-პატრონობის და პოპულაციების მართვის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ქმედებებისა, გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის/მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 2. ძაღლების, დეკორატიული ჯიშის გარდა, გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ბულვარში, სკვერში, პარკში, პლაჟზე და ა.შ) კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის/მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 3. მძღოლის მიერ პოლიციისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული ან დაღუპული შინაური ბინადარი ცხოველის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა,გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 4. შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს სახით, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 5. შინაური ბინადარი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა,გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 6. შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 7. შინაური ბინადარი ცხოველის მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 8. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის/მფლობელის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის განზრახ მიტოვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 9. სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 10. კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა,გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 11. უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, შინაური ბინადარი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 12. ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და, კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 13. გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 14. გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 15. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე/მფლობელი, რომელიც არ უზრუნველყოფს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული შინაური ბინადარი ცხოველის მიერ მეზობლებისთვის ან/და ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სივრცისთვის მიყენებული ზიანის (სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხმაური) აღმოფხვრას, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 16. შინაური ბინადარი ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, თუ მეპატრონე/მფლობელი მყისიერად (დაუყოვნებლივ და სრულად) არ დაასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას,გამოიწვევს მეპატრონის/მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 17. შინაური ბინადარი ცხოველის სარეალიზაციო ობიექტისადმი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა,გამოიწვევს მესაკუთრის/მფლობელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 18. შინაური ბინადარი ცხოველის რეალიზაციის წესების დარღვევა,გამოიწვევს რეალიზატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 19. შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის, მოვლა-პატრონობის და პოპულაციების მართვის წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოყვა ადამიანის ან ცხოველის დაკბენა-დაკაწვრა ან/და სხვა პირის ინტერესებისთვის ზიანის სხვაგვარი მიყენება, გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის/მფლობელის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. 20. ამ ქმედებათა განმეორებითი ჩადენა წლის განმავლობაში გამოიწვევს დარღვევისათვის გათვალისწინებული სახდელის გაორმაგებული ოდენობით დაკისრებას. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული შინაური ბინადარი ცხოველი ჩაითვლება მეთვალყურეობის გარეშე განზრახ მიტოვებულად, თუ ცხოველის მეპატრონე/მფლობელი დაუყოვნებლივ არ განაცხადებს საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის დაკარგვის ფაქტის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში. 2. 252-ე მუხლს დაემატოს 12 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „12 . ამ კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) პირს შესაძლოა შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც, თუ ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად მიუთითებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობაზე და ადასტურებენ მისი ჩადენის ფაქტს. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები უნდა განემარტოს წერილობით.“. 3. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : 1 1 2 3 ,,2. ამ კოდექსის 45-ე, 45 , 48-ე, 49-ე, 50 , 51-ე−56-ე და 57-ე–57 მუხლებით, 57 მუხლის მე-2 4 2 3 1 4 5 1 1 ნაწილით, 57 −59-ე, 59 −მე-60, 60 −61 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 , 69 , 71-ე, 72 −78-ე, 79 −81-ე, 82 2 5 3 2 1 1 2 4 და 84-ე−85 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−89 , 91 , 92 , 94-ე, 95-ე, 96 , 96 , 96 , 1 1 2 1 1 2 3 98 , 99-ე, 100 , 100 , 104-ე, 105 , 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146 , 148-ე−152-ე, 152 , 152 , 153-ე, 1 3 6 2 1 4 1 153 , 153 –153 , 154-ე−154 , 156-ე, 157 –158-ე, 164-ე, 164 , 165-ე, 165 , 166-ე, 167-ე და 170-ე 4 2 6 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 172 , 173-ე–173 , 173 , 7 9 2 2 1 8 9 2 1 2 1 173 , 173 , 174-ე–174 , 175-ე−175 , 177 , 177 , 177 , 179 , 180-ე–183 , 185-ე–185 , 187-ე, 187 , 189-ე, 3 1 1 192-ე, 195-ე, 196 , 197 და 199 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი. მითითებული კანონპროექტით იცვლება მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძვლები, შესაბამისად აუცილებელია საჭიროებისამებრ მოწესრიგდეს არსებული რეგულაციები, ასევე კანონპროექტი მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იმ ცვლილებების ასახვას, რასაც იწვევს „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა პრობლემას, რომლის გადასაჭრელად აუცილებელია კანონის მიღება, წარმოადგენს ბოლო პერიოდში გახშირებული შინაური ბინადარი ცხოველების უფლებებისა დარღვევისა და ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყანაში კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქციების არაადეკვატურობით, ასევე ცხოველების მიმართ საზოგადოებაში არსებული მანკიერი ცნობიერებით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები, რაც ასევე გულისხმობს შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწას. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში კვლევებმა და პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ კანონმდებლობის გამკაცრებამ ცხოველების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების და გადაცდომების რიცხვი შეამცირა. გაუმჯობესდა ასევე ხალხის დამოკიდებულება ცხოველების მიმართ. გარდა ამისა, აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობის შესრულების პროცესში ხელის შეშლის და კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევებში დაცვის შესაბამისი მექანიზმების ამოქმედება. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეაგირების პროცესში ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც სამართალდამრღვევი მრავალგზის თავს არიდებს კომუნიკაციას და კონტაქტს უფლებამოსილ წარმომადგენელთან, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების შესაძლებლობას. მსგავსი ფაქტები გვევლინება იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად მიუთითებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობაზე და ადასტურებენ მისი ჩადენის ფაქტს (საკონტროლო რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევა, უფლებამოსილი ორგანოს დროული შეუტყობინებლობა საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის დაკარგვის, სიკვდილის, დაავადების ფაქტების შესახებ და სხვა). სწორედ მსგავსი სამართალდარღვევების ჩადენისას, ადმინისტრაციული სახდელი პირს შესაძლოა შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც, რაც გაზრდის უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობის ეფექტურობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მართლწესრიგის დაცვის ამოცანების უზრუნველყოფას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება მუხლის შინაარსი და შესაბამისობაში მოვა „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტებთან. შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სახდელების გამკაცრება და ახალი სახდელების დაკისრება, უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ცხოველებისადმი, როგორც ცოცხალი, სულიერი არსებებისადმი დამოკიდებულების გაჯანსაღებას, საზოგადოებაში არსებული მანკიერი მენტალიტეტის შეცვლას და ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით პასუხისმგებლობის საფუძვლებიდან გამომდინარე, რომელიც გათვალისწინებულია „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონში. აუცილებელია დადგენილი სტანდარტების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გათვალისწინება, კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება. კერძოდ, ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევის შინაარსი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის წესების დარღვევაზე და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნაზე და ჯარიმა შრომის ანაზღაურების მეხუთედი მინიმალური ოდენობიდან (ხოლო თანამდებობის პირის შემთხვევაში – შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალური ოდენობიდან) იზრდება 50 ლარამდე, ასევე ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევის შინაარსი საზოგადოებრივ ადგილებში ძაღლების გასეირნებისთვის და იზრდება ჯარიმა 20 ლარიდან 150 ლარამდე. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103ე მუხლი დააწესებს პასუხისმგებლობებს შემდეგი სამართალდარღვევებისთვის: შინაური ბინადარი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა (გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით); შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევა (გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით); შინაური ბინადარი ცხოველის მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევა (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით); შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის/მფლობელის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის განზრახ მიტოვება (გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით); სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით); კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით); უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, შინაური ბინადარი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით); ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და, კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს (გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით); გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით); გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით). ასევე, კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლს ემატება 12 ნაწილი, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი პირს შესაძლოა შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც, ვინაიდან ადმინისტრაციულსამართლებრივი რეაგირების პროცესში ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც სამართალდამრღვევი მრავალგზის თავს არიდებს კომუნიკაციას და კონტაქტს უფლებამოსილ წარმომადგენელთან, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების შესაძლებლობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება „შინაური ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას საქართველოს ბიუჯეტიდან. ამასთან, საგულისხმოა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ადმინისტრირება განხორციელდება არსებული რესურსით და ამ ეტაპზე არ იგეგმება ადამიანური რესურსის მატება ამ მიზნით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ:   ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევის შინაარსი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის წესების დარღვევაზე და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნაზე და ჯარიმა შრომის ანაზღაურების მეხუთედი მინიმალური ოდენობიდან (ხოლო თანამდებობის პირის შემთხვევაში – შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალური ოდენობიდან) იზრდება 50 ლარამდე, ასევე ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევის შინაარსი საზოგადოებრივ ადგილებში შინაური ბინადარი ცხოველების გასეირნებისთვის და იზრდება ჯარიმა 20 ლარიდან 150 ლარამდე. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი აწესებს ახალ პასუხისმგებლობებს და სხვადასხვა სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისად 50-დან 1000 ლარამდე. ამდენად, პირთა დაჯარიმების შემთხვევაში, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი, გადახდილი სახდელის ოდენობა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახება ზრდის მიმართულებით, რისი წინასწარ დაანგარიშება შეუძლებელია, რამდენადაც აღნიშნული დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ადმინისტრირება განხორციელდება არსებული რესურსით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმების შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ფულადი ვალდებულება, რაც გავლენას მოახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. კერძოდ, დღეის მდგომარეობით ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევისათვის ჯარიმა იყო შრომის ანაზღაურების მეხუთედი მინიმალური ოდენობა (8 ლარი), პროექტის მიხედვით ჯარიმის ოდენობა იზრდება 50 ლარამდე. ასევე იზრდება ჯარიმა საზოგადოებრივ ადგილებში ცხოველების გასეირნებისთვის 20 ლარიდან 150 ლარამდე. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სამართალდარღვევების ახალ სახეებს, რომლის მიხედვით პირი შესაძლოა დაჯარიმდეს სხვადასხვა სამართალდარღვევებისათვის შესაბამისად 50-დან 1000 ლარამდე. ამდენად, ყოველივე ეს არის საფუძველი იმისა, რომ შესაძლებელია კანონის მიღებამ გავლენა მოახდინოს ამ პირებზე ფინანსური თვალსაზრისით თუ ისინი ჩაიდენენ ამ სამართალდარღვევებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელების გაზრდა და ახალი ჯარიმების დაკისრება, იმ პასუხისმგებლობის საფუძვლებიდან გამომდინარე, რომელიც გათვალისწინებულია „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. ასეთი არ არსებობს. დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტი მომზადდა შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების (N21841; 14.11.2017 და N648; 18.01.2018) საფუძველზე: “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი", „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ ,,ცხოველთა მეგობრები“, ააიპ ,,ცხოველთა სამყარო“, ააიპ ,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ააიპ ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ ,,ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა“, ააიპ ,,ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ააიპ ,,ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ ,,უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ჰქონია. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები: “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი", „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ ,,ცხოველთა მეგობრები“, ააიპ ,,ცხოველთა სამყარო“, ააიპ ,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ააიპ ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ ,,ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა“, ააიპ ,,ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ააიპ ,,ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ ,,უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.