„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.05.2019
ავტორი
ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები: „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანიმალი", „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ „ცხოველთა მეგობრები“, ააიპ „ცხოველთა სამყარო“, ააიპ „ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია", ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ „ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა“, ააიპ „ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ააიპ „ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ „უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე, გიორგი ხატიძე
ნომერი
#07-3/337/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), №1958-IIს, 05/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა, შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციების მართვა-კონტროლის ორგანიზება და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგენილი წესით“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობაში მოყვანას „შინაური ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში, სადაც დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას ისედაც წარმოადგენს შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, თუმცა მუნიციპალიტეტებში პრობლემურ საკითხს წარმოადგენს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციების მართვა-კონტროლის ორგანიზება და სწორედ ამ ჩანაწერის დამატება ორგანულ კანონში აუცილებელია პრობლემის გადასაჭრელად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად, მუნიციპალიტეტები, რომლის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ასევე დაევალებათ შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციების მართვა-კონტროლის ორგანიზება, რაც უზრუნველყოფს ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვას და კონტროლს, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნას; რაც თავისთავად გამომდინარეობს „შინაური ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, დამატებითი ჩანაწერი კეთდება არსებულ რეგულაციაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება განივრცობა, კერძოდ, მითითება კეთდება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვა-კონტროლის ორგანიზებაზე“ და კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება „შინაური ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ორგანული კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ადგილობრივი თვითმმართველობებს უკვე გააჩნიათ ცხოველთა ყოლის წესების დადგენის კუთხით გარკვეული უფლებამოსილებები და ასევე უპატრონო ცხოველების მოძიებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილებები. ამისათვის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ გარკვეული ოდენობის ბიუჯეტი, ამიტომ კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა ახალი ფინანსური ვალდებულებები ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ორგანული კანონის პროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი მომზადდა შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების (N21841; 14.11.2017 და N648; 18.01.2018) საფუძველზე: “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი", „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ ,,ცხოველთა მეგობრები“, ააიპ ,,ცხოველთა სამყარო“, ააიპ ,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ააიპ ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ ,,ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა“, ააიპ ,,ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ააიპ ,,ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ ,,უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები: “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი", „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ ,,ცხოველთა მეგობრები“, ააიპ ,,ცხოველთა სამყარო“, ააიპ ,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ააიპ ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ ,,ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა“, ააიპ ,,ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ააიპ ,,ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ ,,უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი ორგანული კანონის პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.