„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.05.2019
ავტორი
ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები: „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანიმალი", „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ „ცხოველთა მეგობრები“, ააიპ „ცხოველთა სამყარო“, ააიპ „ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია", ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ „ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა“, ააიპ „ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ააიპ „ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ „უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე, გიორგი ხატიძე
ნომერი
#07-3/337/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე პუნქტი: „57. შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების ნებართვა.“ 2. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI 2 3 5 7 თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 26 , 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის 1 3 5 7 დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 26 - 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.”. 3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი 1 ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 26 5 7 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 7 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 მუხლი: 7 „მუხლი26 . შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების ნებართვის გაცემის წესი.“ 1. შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენებისათვის ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი მიზნით შექმნილი იურიდიული პირი. ნებართვის მაძიებელი შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. 2. შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“. 5. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 5 7 „5. ამ კანონის 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 6. 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. 1 2 5 7 ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 26 , 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 3 შესაბამისი გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 26 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების 5 7 განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261 - 263, 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, 5 7 როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261, 262 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.” 7. 33-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 3 5 „8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 26 , 26 , 26 7 და 26 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. 2 3 5 7 9. ამ კანონის 26 , 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 2. დაევალოს მუნიციპალიტეტებს არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი. მოქმედ კანონს, რომელიც აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს და განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესებს, ემატება შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების ნებართვა. კანონპროექტი მიზნად ისახავს ნებართვის ახალი სახის შემოღებას შინაური ბინადარი ცხოველების კომერციული მიზნით მოსაშენებლად, რომელსაც გასცემს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო (მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან შესაბამისი მიზნით შექმნილი იურიდიული პირი), რისთვისაც დაინტერესებული პირი მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს და წარუდგენს მას ცნობას ვეტერინარული და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებიდან ცხოველის ჯიშიანობის შესახებ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა საკითხის სამართლებრივი რეგულირებისათვის, აუცილებელია შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მიზნით მოსაშენებლად ნებართვისა და მისი გაცემის წესის ასახვა საკანონმდებლო დონეზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენებისათვის აუცილებელი ნებართვა და მისი გაცემის წესი სამართლებრივად აისახება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში, რომელიც აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლს ემატება შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების ნებართვა, ხოლო 25-ე მუხლში შეტანილი ცვლილებებით და 267 მუხლის დამატებით დგინდება ამ ნებართვის გაცემის წესი და ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება „შინაური ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს ბიუჯეტიდან, რადგან მუნიციპალიტეტებში, ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის საფუძველზე უკვე შექმნილი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო (მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან შესაბამისი მიზნით შექმნილი იურიდიული პირი) გასცემს ნებართვას შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენებისათვის. ამ მიმართულებით, ხარჯები მუნიციპალიტეტის მხრიდან არ იქნება გასაწევი როგორც 2020 წელს, ასევე შემდგომი საშუალოვადიანი პერიოდისთვის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის ამოქმედების შედეგად მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლები მიიღოს მუნიციპალიტეტებმა, ვინაიდან ხდება ახალი სახის ნებართვის შემოღება და ნებართვის მაძიებელი გადაიხდის ნებართვის გაცემის ფასს, და ასევე ნებართვის დუბლიკატის გაცემის ფასს, რომელსაც ნებართვის გადახდის წესთან ერთად დაადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო და ამ ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საჭიროების შემთხვევაში ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯები დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. რაც შეეხება შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების ნებართვის გამცემ სტრუქტურას, ამ მიმართულებით, ხარჯები მუნიციპალიტეტის მხრიდან არ იქნება გასაწევი, ვინაიდან ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის საფუძველზე უკვე შექმნილი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო (მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან შესაბამისი მიზნით შექმნილი იურიდიული პირი) გასცემს აღნიშნულ ნებართვას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტი გავლენას იქონიებს შესაბამის პირებზე, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს აღნიშნული ნებართვა, და ასევე ნებართვის დუბლიკატი, ვინაიდან მათ მოუწევთ დადგენილი სანებართვო პირობების შესრულება, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იქნება მათთვის ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის მიღებით ხდება ნებართვის ახალი სახის - შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების ნებართვის - განსაზღვრა, რომელსაც გასცემს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან შესაბამისი მიზნით შექმნილი იურიდიული პირი. ნებართვის მაძიებელი შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენების ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. ამ ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. ნებართვის გაცემის ფასი და ასევე ნებართვის დუბლიკატის გაცემის ფასი ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ჰქონია. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები: “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი", „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ ,,ცხოველთა მეგობრები“, ააიპ ,,ცხოველთა სამყარო“, ააიპ ,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ააიპ ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ ,,ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა“, ააიპ ,,ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ააიპ ,,ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ ,,უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.