„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
- „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კანონში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა
და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge),
№6155-Iს, 08/05/2012, სარეგისტრაციო კოდი:
240110000.05.001.016709) შეტანილ
იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
,,8. ეს კოდექსი არ ვრცელდება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
საქართველოს კანონით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. მე-182 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უზრუნველყოს ცხოველთა კეთილდღეობა;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კანონში „სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ იმ ცვლილებების ასახვა,
რასაც ითვალისწინებს „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი და მათი შესაბამისობაში მოყვანა.
კანონპროექტის მიხედვით, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა
და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ რეგულირების სფეროდან გამოდის შინაურ ბინადარ
ცხოველთა ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ
შორის პასუხისმგებლობის საკითხებიც. თუმცა, ცხოველთა ჯანმრთელობაზე სახელმწიფო
კონტროლი კვლავ რჩება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციად (მაგ. შინაურ
ბინადარ ცხოველებზე ზედამზედველობის განხორციელება ადამიანის დადორბვლის ან/და
დაკბენის შემთხვევაში და სხვ.)
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტის მიღების გარეშე, შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული
რეგულაციები „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის კოდექსის“ რეგულირების სფეროში დარჩება, რაც წინააღმდეგობაში მოვა „შინაურ
ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაიმიჯნება კანონთა რეგულირების სფეროები, კერძოდ
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსის“ სამართლებრივი რეგულაციები აღარ გავრცელდება შინაურ ბინადარ ცხოველებზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის კოდექსის“ რეგულირების სფეროდან გამოდის შინაურ ბინადარ
ცხოველთა
კეთილდღეობასთან
დაკავშირებული
მოთხოვნები,
მათ
შორის
პასუხისმგებლობის საკითხებიც. ამიტომ კოდექსის პირველ მუხლს ემატება მე-8 ნაწილი,
რომლის მიხედვითაც, ეს კოდექსი არ გავრცელდება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სამართლებრივ
ურთიერთობებზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება „შინაური ბინადარ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას ბიუჯეტიდან, რადგან
კანონპროექტის მიხედვით, მისი რეგულირების სფეროდან გამოდის შინაურ ბინადარ
ცხოველებთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ შორის პასუხისმგებლობის საკითხებიც,
რაც თავის მხრივ გამომდინარეობს და დარეგულირდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, რომლის მიღებასთან
დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო შესაბამისად უკვე
გათვალისწინებულია.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ქონდეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, თანხის
დაზოგვის კუთხით, რადგან შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა
აღარ იქნება კანონის რეგულირების სფეროში.
თუმცა, ცხოველთა ჯანმრთელობაზე
სახელმწიფო კონტროლი კვლავ რჩება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციად
(მაგ. შინაურ ბინადარ ცხოველებზე ზედამზედველობის განხორციელება ადამიანის
დადორბვლის ან/და დაკბენის შემთხვევაში და სხვ.).
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი მომზადდა შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადებების (N21841; 14.11.2017 და N648; 18.01.2018) საფუძველზე:
“ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი",
„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების
ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ ,,ცხოველთა მეგობრები“, ააიპ ,,ცხოველთა სამყარო“, ააიპ
,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ააიპ
,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ ,,ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის
ასოციაცია ნარა“, ააიპ ,,ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის
საზოგადოება“, ააიპ ,,ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ ,,უსახლკარო
ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთს ადგილი არ ჰქონია.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: “ცხოველთა უფლებების
კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი", „სოციალური პროგრამებისა და
განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ ,,ცხოველთა
მეგობრები“, ააიპ ,,ცხოველთა სამყარო“, ააიპ ,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა
და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ააიპ ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ
,,ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა“, ააიპ ,,ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად
საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ააიპ ,,ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის
ასოციაცია“, ააიპ ,,უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის
მონიტორინგის ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა,
ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა
ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.