„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
- „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), №2287, 22/07/1999, სარეგისტრაციო
კოდი: 080.000.000.05.001.000.648) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსის 259-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 259. ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, შინაურ ბინადარ ცხოველზე ექსპერიმენტისა
და ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა,
ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა
1. ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ორას ორმოც
საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამ წლამდე.
3. შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და
ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვეტერინარის
დანიშნულების გარეშე, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
5. შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
7. ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა
ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა,
შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
8. პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირის
მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება
ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისითვის ასეთის ნების დართვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
9. ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის
გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ,
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) არასრულწლოვნის თანდასწრებით;
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც „შინაურ ბინადარ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი.
მითითებული კანონპროექტით კოდექსს ემატება პასუხისმგებლობის საფუძვლები,
შესაბამისად აუცილებელია საჭიროებისამებრ მოწესრიგდეს არსებული რეგულაცია.
კანონპროექტი მიზნად ისახავს „სისხლის სამართლის კოდექსში“ იმ ცვლილებების
ასახვას, რომელიც გამომდინარეობს „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
პრობლემას, რომლის გადასაჭრელად აუცილებელია კანონის მიღება, წარმოადგენს ბოლო
პერიოდში გახშირებული შინაური ბინადარი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის, მათი
წამების, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები, რაც თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყანაში
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
დანაშაულებრივი,
მართლსაწინააღმდეგო
ქმედებისათვის გათვალისწინებული არასრულყოფილი სანქციებით, ასევე ცხოველების
მიმართ საზოგადოებაში არსებული მანკიერი ცნობიერებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება და დაიხვეწება მუხლის შინაარსი და
შესაბამისობაში მოვა „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილ სტანდარტებთან. პროექტით განისაზღვრება დანაშაულებრივი
ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით
ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში
ცხოველებისადმი, როგორც ცოცხალი, სულიერი არსებებისადმი დამოკიდებულების
გაჯანსაღებას, საზოგადოებაში არსებული მანკიერი მენტალიტეტის შეცვლას და
ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“კანონპროექტიდან გამომდინარე
„სისხლის სამართლის კოდექსის“ 259-ე მუხლს ემატება დანაშაულებრივი ქმედებების
ჩამონათვალი და შემადგენლობა:
შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და
ლაბორატორიული
ცდების
ჩატარება
მათზე,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული
ოპერაციის ჩატარება, ვეტერინარის დანიშნულების გარეშე, - ისჯება ჯარიმით ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა, - ისჯება ჯარიმით ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე;
ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე
ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და
გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, - ისჯება
ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე,
პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის
გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისითვის ასეთის ნების დართვა,
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;
ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე
ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება „შინაური ბინადარ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტით განისაზღვრება ცალკეული დანაშაულების ახალი შემადგენლობა, რაც
თავის მხრივ გავლენას მოახდენს სასჯელაღსრულების სისტემაში გასაწევ პატიმრობის
ხარჯებზე, გამოვლენილი შემთხვევების შესაბამისად. კანონპროექტით გათვალისწინებული
დამატებითი ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყებისათვის
გამოყოფილი ასიგნებებიდან, როგორც 2020 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე
პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევაში,
ცალკეული
დანაშაულების ახალი შემადგენლობის განსაზღვრისა და მოსამართლის დისკრეციის
გათვალისწინებით დაკისრებული ფინანსური ჯარიმის გამო, კანონპროექტის მიღებამ
შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, აღნიშნული გავლენის
სიდიდე დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობასა და დაკისრებული
ჯარიმის ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების ახალი შემადგენლობის
განსაზღვრის გამო. რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს სასჯელაღსრულების სისტემაში
გასაწევ პატიმრობის ხარჯებზე, გამოვლენილი შემთხვევების შესაბამისად. იმის
გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია არ
ითვალისწინებდა აღნიშნულ შემადგენლობებს, ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის
გამო
გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება მომავალში გამოვლენილ
შემთხვევათა რაოდენობასა და შესაბამისი სამართალდამრღვევისთვის მისჯილი
თავისუფლების აღკვეთის ვადაზე. აღნიშნულის დაფინანსება განხორციელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. რაც
შეეხება სასამართლოების მიერ გასაწევ ხარჯებს შესაბამისი საქმეების განსახილველად,
აღნიშნული დაფინანსდება სასამართლოების ასიგნებებიდან.
კანონის
დღეს
მოქმედი
რედაქცია
არ
ითვალისწინებს
სასჯელის
სახით
შინაპატიმრობას, თუმცა, პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებულია და მიმდინარეობს
განხილვა კანონპროექტისა ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/280/9; 13.02.19), რომელიც უკვე ითვალისწინებს შინაპატიმრობას.
შესაბამისად,
შინაპატიმრობის
შემოღებასთან
დაკავშირებული
შესაძლო
გავლენა
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გაწერილია ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის შეფასებაში.
კერძოდ, შინაპატიმრობის შემოღებამ შესაძლოა
გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა შინაპატიმრობის
შემთხვევაში სპეციალური დამატებითი სამაჯურების საჭიროების კუთხით, თანხების
გამოყოფა შინაპატიმრობის მოწყობილობის შესაძენად ხდება სააგენტოს კანონმდებლობით
ნებადართული შემოსულობებიდან.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი
მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული სისხლისსმართლებრივი
სანქციების ნაწილში, დამრღვევ პირს შესაძლოა დაეკისროს ფულადი ჯარიმა და არა
თავისუფლების აღკვეთა, რაც გავლენას მოახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ასევე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სასჯელის
სახედ
გამოყენებული
იქნება
შინაპატიმრობა
ელექტრონული
ზედამხედველობის
საშუალებით და რომელიც გადაიხდის ამ საშუალების საფასურს, რომელიც შეადგენს 100
ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით ხდება ცალკეული დანაშაულების ახალი შემადგენლობების განსაზღვრა
და მასზე ჯარიმის დაწესება, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს შესაბამისი სასამართლო,
ამავე კოდექსით დადგენილი წესის სესაბამისად.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
ასეთი არ არსებობს.
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი
მომზადდა
შემდეგი
არასამთავრობო
ორგანიზაციების
მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების (N21841; 14.11.2017 და N648; 18.01.2018)
საფუძველზე:
“ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი",
„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების
ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ ,,ცხოველთა მეგობრები“, ააიპ ,,ცხოველთა სამყარო“, ააიპ
,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ააიპ
,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ ,,ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის
ასოციაცია ნარა“, ააიპ ,,ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის
საზოგადოება“, ააიპ ,,ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ ,,უსახლკარო
ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთს ადგილი არ ჰქონია.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები:
“ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი",
„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, „ცხოველთა უფლებების
ადვოკატირების ცენტრი“, ააიპ ,,ცხოველთა მეგობრები“, ააიპ ,,ცხოველთა სამყარო“, ააიპ
,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ააიპ
,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, ააიპ ,,ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის
ასოციაცია ნარა“, ააიპ ,,ვეგან ჯორჯია“, ააიპ „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის
საზოგადოება“, ააიპ ,,ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“, ააიპ ,,უსახლკარო
ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა,
ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა
ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.