„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) 94-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
4. დაუშვებელია ექიმის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების
შელახვა.’’.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს
დამოუკიდებელი
ორგანოებს,
საექიმო საქმიანობის სუბიექტსა და სახელმწიფო ხელისუფლების
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის.
მოქალაქის უფლებაა მიიღოს
ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, რომლის უზრუნველყოფაც შეუძლია იმ ექიმს,
რომელიც დაცულია ძალადობისაგან. ექიმი, რომელიც იმყოფება ნებისმიერი სახის
ძალადობის ქვეშ შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ზეწოლაა
მასზე, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პაციენტს. მაშინ, როდესაც
პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ბედს წამიერი გადაწყვეტილება წყვეტს,
შეშინებული ან ძალადობის ქვეშ მყოფი ექიმი ვერ იქნება კარგი მშველელი, ვერ მიიღებს
გონივრულ გადაწყვეტილებას და ვერ გაუწევს პაციენტს სათანადო სამედიცინო
მომსახურებას. სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის
შეშლა, ახდენს სამედიცინო პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას
უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების
გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა პაციენტების უფლებებსა და
ინტერესებს. თითოეული სამედიცინო დაწესებულების ან კონკრეტული ექიმის უკან დგას
პაციენტთა გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც აქვთ ნდობა, რწმენა და იმედი
აღნიშნული
სამედიცინო
დაწესებულების
ან
კონკრეტული
ექიმის
მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის პატივისა და
ღირსების ხელაღებით შებღალვა იწვევს, არა მხოლოდ კონკრეტული სუბიექტის
შეურაცხყოფას, არამედ პაციენტთა დიდი ნაწილის ფსიქოლოგიურად დათრგუნვასა და
იმედგაცრუებას.
1
სამედიცინო პერსონალის პროფესიული საქმიანობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა და
პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან.
ამდენად, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის
მიზნით არის განპირობებული კანონპროექტის მომზადება, რომელის საფუძველიცაა
გახშირებული ძალადობის შემთხვევები. საქართველოს კლინიკების ასოციაციების,
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების, სასწრაფო გადაუდებელი
სამსახურებისა და სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით დასტურდება
სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტები.
ხშირია სამედიცინო პერსონალზე ძალადობა, აგრესია და ხელის შეშლა პროფესიული
მოვალეობის
შესრულებისას,
მათ
შორის
სასწრაფო
დახმარების
მძღოლების
მიმართ. (ასოციაციებიდან და სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებიდან მიღებული
შემთხვევები:
47 წლის მამაკაცს, რომელიც ღამით მორიგე იყო და გამოძახებაზე ექიმების ჯგუფი ჰყავდა
მიყვანილი, პაციენტის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებული ქონდა
შინაგანი ორგანოები და ყბა-სახის არე. ექიმები ყვებიან, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფი
გამოძახებაზე დროულად მივიდა, პაციენტი გასინჯა და აპენდიციტის დიაგნოზით
კლინიკაში გადაჰყავდა, პაციენტის ნასვამი ნათესავები სასწრაფო სამედიცინო დახმარების
მანქანას უკან მიჰყვებოდნენ და ხელს უშლიდნენ გადაადგილებაში. დაპირისპირება
საავადმყოფოს ეზოში გაგრძელდა, რა დროსაც ისინი მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ქუთაისში
-
გარდაცვლილი
პაციენტის
ახლობლები
ექიმებს
უყურადღებობაში
ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, 18 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზი სწორედ
ექიმების
დაუდევრობა
იყო.
გარდაცვლილის ახლობლები მკურნალ ექიმთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილზე
მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველებიც. სამედიცინო ცენტრ „გორმედში“
დაცვის თანამშრომელს სცემეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, დაპირისპირება დაცვის
თანამშრომელსა და პაციენტის ნათესავებს შორის მოხდა. ერთ-ერთი პაციენტის
ახლობელი, რომელმაც ინციდენტის წინა დღეს კლინიკაში ახლობლის მოსანახულებლად
შესვლაზე უარი მიიღო, ვითარების გარკვევას მეორე დღეს შეეცადა.კლინიკაში რამდენიმე
პირი მივიდა და იქ მყოფ დაცვის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.
ბათუმში 51 წლის პაციენტის გარდაცვალებას, ოჯახის წევრები
უყურადღებობას
უკავშირებენ
და
მას
მედცენტრის ექიმის
სასამართლოში
უჩივიან.
კლინიკაში 17 წლის პაციენტის ოჯახის წევრები შეიჭრნენ. ადგილზე რამდენიმე
საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლებმაც საავადმყოფოში მყოფი დაზარალებული
2
პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები შენობიდან გაიყვანეს. დაზიანება მიიღო
საავადმყოფოს დაცვის წევრმაც.
სამედიცინო ცენტრ "გორმედში". რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 60 წლის
მამაკაცის გარდაცვალებას პაციენტის ახლობლების მხრიდან, საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ აგრესია მოჰყვა.გარდაცვლილის ნათესავები რეანიმაციულ განყოფილებაში
შეიჭრნენ. პაციენტის ოჯახის წევრები მამაკაცის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებდნენ და ემუქრებოდნენ. სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.
პაციენტის ახლობლები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს
უყურადღებობაში
საავადმყოფოში
ადანაშაულებენ.
გარდაცვლილი
ზუგდიდის
პაციენტის
წმინდა
ახლობლები
ლუკას
შუახნის
სახელობის
მამაკაცის
-
გარდაცვალებას მედპერსონალს აბრალებენენ. ქუთაისში, კლინიკაში "მედიქალსიტი"
მცირეწლოვანი პაციენტი გარდაიცვალა. მომხდარის გამო, გარდაცვლილის ახლობლები
შენობაში შეიჭრნენ და ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ, ასევე, დააზიანეს კლინიკის
კუთვნილი ტექნიკა.ზუგდიდში ბავშვის გარდაცვალებაში მოზარდის მშობლები და
ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. შენობაში შეჭრილმა ნათესავებმა ჩაამტვრიეს
ფანჯრები და ექიმებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. "შეამტვრიეთ ყველაფერი
და შედით" - ცხვირის ოპერაციის შემდეგ, კომაში მყოფი გოგონას ახლობლები
საავადმყოფოში შეიჭრნენ. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, ასევე, მისმა თანაკლასელებმა
ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის შენობასთან აქცია, სახელწოდებით "სიცოცხლე
ყველას უფლებაა" გამართეს. მისამართზე მისულ ბრიგადას დახვდა არაფხიზელი
პაციენტი და მისი თანმხლები პირები, რომელთაც უმიზეზოდ მიაყენეს
ფიზიკური
შეურაცხყოფა ბრიგადის ყველა წევრს. პაციენტი ექიმებს ემუქრებოდა დანით. ბრიგადის
მძღოლი ფიზიკური ძალადობის გამოყენებით აიძულეს ექიმების გარეშე გადაეყვანა
ყიფშიძის სახ. კლინიკაში უცნობი პიროვნება, რომელთანაც არ ყოფილა ს.ს.დ-ის ბრიგადის
გამოძახება. მძღოლის გადმოცემით მას თავის არეში ჰქონდა ჭრილობა. გამოძახებულ იქნა
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მისამართზე მისულ ბრიგადას დახვდა არაფხიზელი
პაციენტი, რომელიც პისტოლეტით ემუქრებოდა ექიმებს და ესროდა საყოფაცხოვრებო
ნივთებს. გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ბრიგადა იყო მისამართზე,
გამვლელმა მოქალაქემ მძღოლს მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა და ფეხის დარტყმით
დააზიანა ბრიგადის მანქანა. ბრიგადამ გამოიძახა საპატრული ეკიპაჟი; ფსიქიტრთან
კონსულტაციის შემდეგ მოქალაქე დააკავა საპატრულო ეკიპაჟმა. ბრიგადა პაციენტთან
გამოძახებიდან
მივიდა
4
წთ-ში,
პაციენტის
მეუღლე,
დახვდა
არაფხიზელ
მდგომარეობაში, აგრესიით გამოირჩეოდა, ექიმებს უყვიროდა დაგვიანებაზე, შემდეგ
3
ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და უფროს ექიმს
მიადო შუბლზე. უფროსმა ექიმმა
დაიწყო მოგერიება რა დროსაც ზურგზე შეახტა მამაკაცი, რომელიც იყო პაციენტის მამა.
ბრიგადა გამოიქცა მისამართიდან. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საპატრულო და
კრიმინალური პოლიცია. ბრიგადა დაბარებული იქნა გამოკითვა/დაკითხვაზე ამ ფაქტთან
დაკავშირებით პირი არ დასჯილა, რადგან დანაშაულის იარაღი, პისტოლეტი ვერ იქნა
ნანახი.
ე.წ. ქრონიკი პაციენტი გ. მ. რომელიც დღე-ღამის განმავლობაში 5-6 ჯერ იძახებს სასწრაფო
სამედიცინო
დახმარების
ბრიგადას,
ითხოვს
მედიკამენტების
დატოვება,
უარის
შემთხვევაში აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სამედიცინო ბრიგადის
წევრებს. სამედიცინო ბრიგადა აღნიშნულ პაციენტთან მიდის მხოლოდ საპატრულო
ეკიპაჟის თანხლებით და სხვა).
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების,
სამედიცინო დაწესებულების
ნორმალური ფუნქციონირების, სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო
დახმარების გაწევის უზრუნველყოფის,
დაცვის მიზნით,
პაციენტების უფლებებისა და ინტერესების
სამედიცინო პერსონალზე აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების
მატების ტენდენციის გათვალისწინებით,
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სამედიცინო
საქმიანობის დროს, ექიმის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის მიღების შედეგად პაციენტი მიიღებს სრულყოფილ და ხარისხიან სამედიცინო
მომსახურებას, შემცირდება ექიმზე გახშირებული ძალადობის შემთხვევების მცდელობა
ან მუქარა. სამართლებრივად და უფლებრივად დაცული ექიმისაგან პაციენტი მიიღებს
გაუმჯობესებულ და მაღალ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით სამედიცინო საქმიანობის დროს, დაუშვებელი ხდება ექიმის
პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა.
4
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით;
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინტერესების დაცვის, სამედიცინო
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების,
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე
აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების შემცირებისა და
არსებული
პრობლემების
დროულად
გადაჭრის
პროფესიული საქმიანობის
მიზნით
ძალაში
შედის
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მითითებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
5
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტი არ აწესებს რამე სახის ჯარიმას ან სანქციას და შესაბამისად მის
მიღებას არ ექნება ფინანსური გავლენა პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
6
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
მრავალმხრივ
საერთაშორისო
საქართველოს მიერ
ხელშეკრულებებს
და
დადებულ
ორმხრივ
შეთანხმებებს,
და
აგრეთვე
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიმართა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და
შინაგან
საქმეთა
სამინსტროებთან,
საქართველოს
სამედიცნო
ასოციაციების
გაერთიანებასთან და კლინიკურ ასოციაცებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
7
კვლევების უმრავლესობა დღეისათვის ძირითადად ფოკუსირებულია ფიზიკური
ტრავმების აღრიცხვაზე, რადგანაც ისინი იოლად აღსაქმელია. თუმცა, ძალადობის
პროფილი
ნელ-ნელა
იცვლება
და
თანაბარი
ყურადღება
ექცევა
ფიზიკურ
და
ფსიქოლოგიურ ტრავმას . მსოფლიოში გავრცელებული ფორმაა პაციენტის ან მისი ოჯახის
წევრების მხრიდან სამედიცინო პერსონალზე ძალადობა (ფსიქოლოგიური, ფიზიკური და
ა.შ.). აღწერილია შემთხვევები, როცა პაციენტის მხრიდან უხეშმა შენიშვნამ ექიმს ხელი
შეუშალა პროცედურაში და დააშვებინა შეცდომა. გარდა ამისა, პერსონალი იღებს
ფსიქოლოგიურ ზიანს, რაც პოსტტრავმულ სტრესში აისახება. აქედან გამომდინარე
ვიღებთ სხვადასხვა შედეგს: ქვეითდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, იზრდება
ხარჯი და ა.შ. მეორე მხრივ, არსებობს მრავლობითი კვლევები, რომლებიც ადასტურებს
კორელაციას ნეგატიური დამოკიდებულების მქონე პერსონალსა და პაციენტის აგრესიას
შორის. [3] პროვოცირება არის ადამიანური აგრესიის ყველაზე მთავარი მიზეზი. აშშ-ის
ჯანდაცვის სერვისის მრჩეველთა საბჭოს (The Health Services Advisory Committee (HSAC))
რეკომენდაციაა სამუშაო ადგილებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამი საფეხური:
პრობლემის
შესწავლა;
რისკის
შეფასება;
შემოწმება,
თუ
რა
გაკეთდა
ხიფათის
შესამცირებლად.
რას გულისხმობს ეს სამი საფეხური?
თეორიას: მიხვდე აგრესიას სამუშაო ადგილზე;
პროფილაქტიკას: შეაფასო საფრთხე და წინასწარი ზომები მიიღო;
ქმედებას: იმუშავო აგრესიულ ინდივიდებთან;
ინციდენტისშემდგომ
ქმედებას:
შეტყობინება,
გვირჩევს,
რომ
გამოძიება,
კონსულტაცია
და
ინციდენტის
მიდევნება.
„კარგი
პრაქტიკა“
პერსონალის
ყურადღება
უნდა
იყოს
ფოკუსირებული კონფლიქტის პროფილაქტიკაზე, აგრესორის დამშვიდებაზე, მასთან
მოლაპარაკებაზე და არა კონფრონტაციაზე.პერსონალმა უნდა მოახერხოს პაციენტის
(კლიენტის) საბაზისო მომსახურება, რთულ პაციენტთან ურთიერთობა, შეკავება და მისი
ქცევის სრული კონტროლი. სამედიცინო
8
პერსონალის ვალდებულებაა ქცევა შეაფასოს, როგორც ნორმალური, არანორმალური
თუ პოსტტრავმული რეაქცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, მაგალითად,
ალკოჰოლიზმით, ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ან ნარკოდამოკიდებული
ადამიანის ქცევა აპრიორი აგრესიის შემცველია. ამ ტიპის პაციენტისათვის
სამედიცინო მომსახურების გაწევას სპეციალური ცოდნა უნდა პერსონალის მხრიდან.
სხვადასხვა სტატისტიკური კვლევის საფუძველზე ვხედავთ, რომ მაგალითად, აშშ-ში:
ყველაზე მეტი აგრესია ფიქსირდება სტომატოლოგების, ფსიქიატრების, „სასწრაფოს“
პერსონალის მისამართით; ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის 95%მა გამოსცადა სიტყვიერი აგრესია; 68%-ით მეტი ძალადობის შემთხვევაა ჯანდაცვის
პერსონალის მიმართ, ვიდრე სხვა პროფესიის მუშაკებთან.
აშშ-ის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტი იძლევა სამუშაო ადგილზე
ძალადობის დეფინიციას: „ძალადობრივი ქმედება (მათ შორის თავდასხმა და
თავდასხმის მუქარა)ადამიანის მიმართ სამუშაო ადგილზე ან პროფესიული
მოვალეობის შესრულებისას“. აშშ-ის შრომის დეპარტამენტი (სამინისტრო)
განსაზღვრავს ძალადობას სამუშაო ადგილზე, როგორც წერილობით, ზეპირ და
ფიზიკურ აგრესიას, რომელიც გამოიწვევს სხეულის ან ქონების დაზიანებას ან
სიკვდილს. უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვით, საავადმყოფოში ჩადენილი
კრიმინალის 75% შემთხვევა ფიზიკური ძალის გამოყენებითაა. ძალადობა
სამედიცინო პერსონალის მიმართ ნაციონალური პრობლემის რანგშია აყვანილი.
შრომის სტატისტიკის ბიუროს უკანასკნელი სტატისტიკური კვლევის საფუძველზე
დადგენილია, რომ სამედიცინო პერსონალს ძალადობის შედეგად მიადგა უფრო მეტი
ზიანი, ვიდრე პოლიციელებსა და ციხეში მომუშავე ზედამხედველებს. დღეისათვის
ქვეყანაში არ არსებობს ფედერალური კანონი, რომელიც იმპერატიულად მოითხოვს
სამედიცინო დაწესებულებისგან დაიცვას თავიანთი თანამშრომლები სამუშაო
ადგილზე ძალადობისგან. თუმცა, კალიფორნიის შტატმა დამოუკიდებლად მიიღო
კანონი, რომელიც ავალდებულებს ჯანდაცვის სფეროს დამსაქმებელს შეიმუშავოს
ძალადობის პროფილაქტიკის გეგმა თითოეული სამუშაო ადგილისთვის
ინდივიდუალურად. სწორედ ამ მიმართულებას ეხმიანება ახალი კანონპროექტი,
რომელიც 2018 წლის ნოემბერში წარადგინა ერთ-ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა1.
„კანონი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მუშაკებისთვის სამუშაო
ადგილზე ძალადობის პრევენციის შესახებ“ უწესებს საავადმყოფოებს, მოხუცთა
თავშესაფრებს, სარეაბილიტაციო ცენტრებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და
ციხეებს, შეიმუშაონ უსაფრთხოების გეგმა თუ როგორ დაიცვან თავიანთი
თანამშრომლები სამუშაო ადგილებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
ძალადობისგან. გარდა ამისა, კანონპროექტი დამსაქმებელს ავალდებულებს
ძალადობის ყველა საჩივრის რეგისტრაციასა და გამოძიებას. ამასთან, მასვე
ეკრძალება იმ თანამშრომლის შევიწროვება, რომელმაც, ზემოაღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით, დარეკა 911-ზე. კანონპროექტი ითვალისწინებს სამედიცინო
დაწესებულების მხრიდან დაცვის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას,
9
სათვალთვალო კამერების დაყენებას და პერსონალის მომზადებას ძალადობრივ
ინციდენტებში რეაგირებისთვის.
პაციენტის მხრიდან პერსონალისადმი ძალადობის ნებისმიერ შემთხვევაზე
რეაგირების ფორმას ირჩევს საავადმყოფოს ადმინისტრაცია. აქ ერთმანეთზე
გადაჯაჭვულია
ავადმყოფის,
ექიმის,
სადაზღვეო
კომპანიის,
საავადმყოფოს
ადმინისტრაციის, მედიაციის ინსტიტუციის და ა.შ. უფლებები და ინტერესები.
პრაქტიკაც აჩვენებს, რომ აგრესიის პრევენცია არის მათთვის ყველაზე მისაღები
ფორმა.
მცირედად განსხვავებულია მიდგომა სასწრაფო დახმარების პერსონალისადმი.
კოლორადოს შტატის სამედიცინო სერვისების ასოციაციის სტატისტიკა აჩვენებს, რომ
ყველაზე მეტი პერსონალის ტრავმის შემთხვევა ფიქსირდება სწორედ გამოძახების
ადგილზე მისვლისას. „სასწრაფოს“ ექიმების 90% ამა თუ იმ ფორმით გამხდარა
ძალადობის მსხვერპლი. შტატები ადგილობრივ დონეზე იღებენ კანონმდებლობას,
რომელიც იცავს „სასწრაფოს“ პერსონალს აგრესიისგან. მაგალითად, კოლორადოს
შტატის კანონმდებლობით ექიმზე თავდასხმა გახდა თავისუფლების აღკვეთის
საფუძველი, ხოლო ექიმის მკვლელობა სამუდამო პატიმრობის საფუძველი შეიძლება
გახდეს.
ბულგარეთში არ არის სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც ადგენს სამუშაო
ადგილზე ძალადობის საწინააღმდეგო ნორმებს კონკრეტულად ჯანმრთელობის
სფეროს მუშაკებისთვის. თუმცა, მათი ინტერესები ზოგადად გათვალისწინებულია
ადამიანის
უფლებების,
უსაფრთხო
სამუშაო
გარემოს
და
მისთ.
შესახებ
კანონმდებლობაში. გარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ
გაკეთებული
კვლევიდან
ვიგებთ,
რომ
ბულგარეთში
არ
არის
მკაფიოდ
ჩამოყალიბებული, თუ რას მოიცავს სამუშაო ადგილზე სამედიცინო პერსონალის
მიმართ
აგრესია.
ქვეყნის
კულტურულ-სოციალური
თავისებურებებიდან
გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზის არარსებობის, ინფორმირებულობის დაბალი
ხარისხის გამო, საერთოდ არ ხდება აგრესიის შემთხვევების აღრიცხვა, გამოძიება და
რეაგირება.
დღეისათვის
ბულგარეთში
აგრესიის
შემცირების
ყველაზე
გავრცელებული ფორმაა: უსაფრთხოების ნორმების გაზრდა; სპეციალური აღჭურვა;
მნახველთა შეზღუდვა; პერსონალის მომზადება.
პორტუგალიაში ძალადობის შეტყობინების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ
აგრესიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქედან,
ექთნებისგან ძალადობის ფაქტის გაჟღერება ხდება: 7-დან 6 შემთხვევაში; ექიმის მიერ
- 9/7; ქალებისგან - 20/13. უფრო ხშირად ძალადობის ფაქტები ფიქსირდება ზაფხულის
პერიოდში.
გარდა
ამისა,
აღმოჩნდა,
რომ
ყველა
შემთხვევაში
აგრესორს
დაუპირისპირდა პერსონალი და თავადვე მოიგერია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ
პერსონალს არ აქვს აგრესიის წინ აღდგომისა და კონფლიქტის პრევენციის სათანადო
თეორიული
საფუძველი.
აგრესიის
ეპიზოდის
ვალდებულია
მიმართოს
ოფიციალურ
შემდეგში:
რეგულარულად
ეცნობა
დაფიქსირებისას
პროცედურას,
რომელიც
დაწესებულების
მსხვერპლი
გამოიხატება
ხელმძღვანელს.
10
ხელმძღვანელივე უზრუნველყოფს იმ პირებზე დაკვირვებას, ვინც იყო ჩართული
კონფლიქტში მმართველ საბჭოში განიხილება წერილობითი ფორმით მიღებული
საჩივარი საჭიროების შემთხვევაში გადაეგზავნება სასამართლოს.
ძირითადად რა ინსტრუმენტს მიმართავენ მოძალადის მსხვერპლნი?:
უკავშირდებიან პოლიციას; აცნობებენ აწესებულების ხელმძღვანელს; მიმართავენ
სასამართლოს; აცნობებენ სამედიცინო საბჭოს; აცნობებენ რეგიონულ სამედიცინო
პროფესიულ გაერთიანებებს.
ზემოხსენებული ქმედებების შედეგად მიიღეს რამდენიმე ვარიაცია:
დაზარალებული გაუშვეს ბიულეტენზე; მოძალადე პაციენტს დააწერინეს ახსნაგანმარტება; სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში; შემთხვევა განიხილა
პროფესიულმა საბჭომ; ჯანდაცვის სფეროს მმართველმა ორგანომ ჩათვალა
ზედმეტად დრამატულად და ა.შ.
იტალიაში ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები
სამუშაო ადგილზე ძალადობის კონტროლისთვის. მაღალი რისკის ჯგუფში მოხვდნენ
„სასწრაფოს“,
ფსიქიატრიულის,
უწყვეტი
მკურნალობისა
და
გერიატრიული
მომსახურების პერსონალი (გარდა ზემოჩამოთვლილისა, თავად კონკრეტულ
სამედიცინო დაწესებულებასაც შეუძლია, რისკების ანალიზის შემდეგ, შეცვალოს,
განავრცოს ან შეამციროს რისკჯგუფი). სამინისტროს რეკომენდაცია ავალდებულებს
საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, ჰქონდეს ძალადობის პრევენციის პროგრამა,
პერსონალის უსაფრთხოების სტრატეგია.ძალადობის პროფილაქტიკის მიზანია:
აგრესიული ქმედების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა; შეტყობინებისთვის
პერსონალის წახალისება; პოლიციასთან ან სხვა ორგანოსთან, რომელსაც შეუძლია
ძალადობის აღკვეთა, თანამშრომლობა და ხელშეწყობა; პასუხისმგებელი ჯგუფის
შექმნა მიზნების შესრულებისთვის, სადაც აუცილებლად იქნებიან: სამინისტროსთან
საკონტაქტო
პირი;
სამუშაო
ადგილზე
უსაფრთხოების
სპეციალისტი;
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. სამედიცინო დაწესებულების
ვალდებულებაა, გაანალიზოს აგრესიის თითოეული შემთხვევა: შეაფასოს თავად
პროცესი, გამოავლინოს რისკფაქტორები (ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება
და
მისთ.),
პოლიციისგან
გაითვალისწინოს
სხვა
მიიღოს
დეტალები.
სათანადო
ყველაფერი
კონსულტაციამითითებები,
ზემოჩამოთვლილი
ქმედება
წარმოადგენს შემდგომი ან/და მსგავსი ძალადობის შემთხვევის პრევენციას.
სიტუაციის ანალიზის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია,
გაატაროს
ტექნიკური
ხასიათის
ღონისძიებები:
გაითვალისწინოს
არსებული
კონსტრუქციის მოდიფიკაციის შესაძლებლობა; დააყენოს ახალი სიგნალიზაცია,
უსაფრთხოების სხვა საშუალებები - ალარმის ღილაკი, ტელეფონები, რადიოკავშირი
და მისთ; გააკეთოს მოსახერხებელი მოსაცდელები სტრესფაქტორის შესამცირებლად,
კარგი განათება; კაბინეტები და ოთახები აღჭურვოს სიტუაციის შესაფერისი ავეჯით
(ყოველგვარი წვეტიანი ნივთის გარეშე); აწარმოოს 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი
და ა.შ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, დაწესებულების ამოცანაა,
პოლიციასთან ქონდეს დამყარებული სწორი კოორდინაცია.
11
რუსეთში შესაძლებელია საკანონმდებლო დონეზე გაჩნდეს ჩანაწერი ექიმზე
თავდასხმასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტრომ წარუდგინა პარლამენტს
საკანონმდებლო ინიციატივა, სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში შეეტანათ
ცვლილება და დაემატებინათ 238.2 მუხლი: „სამედიცინო პერსონალზე თავდასხმა
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას“. კანონპროექტით გათვალისწინებულია
სასჯელი 2 წლიდან სამუდამო თავისუფლების აღკვეთა.
სამედიცინო პერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის
შეშლა მსოფლიო საზოგადოებაში აღიქმება არაერთგვაროვნად. იმისათვის, რომ
ზემოხსენებული
ქმედება
ჩაითვალოს
აგრესიად/ძალადობად,
რომელზეც
პასუხისმგებლობაა დასაკისრებელი სახელმწიფოს მხრიდან, საჭიროა სიტუაციის
ანალიზი და ბევრი ფაქტორის გათვალისწინება. როგორც მაგალითებიდან ჩანს,
პრობლემის მოგვარება ორიენტირებულია უფრო პრევენციაზე, პროფილაქტიკაზე,
პერსონალის
მომზადებაზე,
კრიზისის
ამოცნობაზე
და
შემდგომ
მართვაზე.
ნებისმიერი უმართავი პროცესი განიხილება, როგორც ჩვეულებრივი კრიმინალი
მსხვერპლის პროფესიული კუთვნილების მიუხედავად.
ე) კანონპროექტის ავტორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა
ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი,
დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, მარიამ ჯაში
12