„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
‘’საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ’’
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 31/12/1984№12, 1984
წელი, მუხ. 421) 4412 მუხლს:
ა. დაემატოს შემდეგი შინაარსის 4413 მუხლი:
მუხლი 4413 :
,,1.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის
შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით’’.
ბ. მუხლი 208 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
(05.09.2018. №3401 ამოქმედდეს 2018 წლის 2
ნოემბრიდან)
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422
მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–4411, 4413 45-ე−464, 48-ე, 49-ე,
501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე,
791–81-ე, 821, 822, 825, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე
და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461,
148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20
ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1557–15510, 156-ე, 1571–1581, 159-ე,
1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის
მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16
ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415
მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და
მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ
კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793,
180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე,
192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.’’
გ. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 76-ე ნაწილი:
,,76.
„ამ
კოდექსის
4413
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ოქმს თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი
პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
‘’საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს კანონის პროექტების:
„პაციენტის უფლებების შესახებ“ „საექიმო საქმიანობის შესახებ“, ,,ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“ და
სამართლის
,,სოციალური მუშაობის შესახებ“’, ,,საქართველოს სისხლის
კოდექსის“
შემუშავებით,
რომლის
თანახმადაც,
სამედიცინო
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, სამედიცინო დაწესებულების ნორმალური
ფუნქციონირების, სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების
გაწევის უზრუნველყოფის,
პაციენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის
მიზნით, სამედიცინო პერსონალზე აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების მატების
ტენდენციის
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილად
მიგვაჩნია
საქმიანობის დროს, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
სამედიცინო
დაცულობის ქმედითი
მექანიზმების შემოღება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, სამედიცინო
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების,
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე
აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების შემცირებისა და პროფესიული საქმიანობის
მეტი
დაცულობისათვის,
აუცილებელია
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში თანმდევი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მოსალოდნელი
შედეგი
იქნება:
„პაციენტის
უფლებების
შესახებ“
საქართველოს კანონის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საექიმო
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის,
კოდექსის“
,,საქართველოს სისხლის სამართლის
და ,,სოციალური მუშაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის
აღსრულების
ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ
საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე
ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4413 მუხლით, ხოლო ამავე მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში,
საქართველოს ტერიტორიაზე ოქმს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები.
.ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში:
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონის
პროექტთან
მიმართებით;
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინტერესების დაცვის, სამედიცინო
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების,
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე აგრესიისა
და ძალადობის შემთხვევების შემცირებისა და
პროფესიული საქმიანობის
არსებული
პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მითითებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს
წარმოადგენს 2019-2022წწ სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
2019-2022 წლებში, ვინაიდან პროექტით განსაზღვრული 4413 მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 ლარი,
ხოლო
ჩადენილი
ქმედებისათვის
განმეორებით
2
000
ლარი.
დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე.
გავლენის
სიდიდე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას 2019-2022 წლებში. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ მიმართულებით
მოუწევს
უფრო
მეტი
საქმის
განხილვა,
შესაბამისად,
აღნიშნული
გამოიწვევს
სასამართლოსთვის ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას. ასევე, რამდენადაც სამედიცინო
პერსონალის ან/და სოციალური მუშაკის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის
(შესრულებისას) რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური
ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ძალადობა ან მუქარა გამოიწვევს
დაჯარიმებას, შინაგან საქმეთა ორგანოებს ამ მიმართულებით გაეზრდებათ საქმეები,
შესაბამისად, მათ მოემატებათ ადმინისტრაციული ხარჯები. შესაძლოა შინაგან საქმეთა
ორგანოებისთვის, შესაბამისი დამატებითი საქმეების შესასრულებლად გაჩნდეს დამატებით
ადამიანური რესურსის საჭიროება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში
შესაბამის
პირს
4413
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რომლის გავლენის
სიდიდე დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
პროექტის თანახმად სამედიცინო პერსონალის ან/და სოციალური მუშაკის პროფესიული
მოვალეობის შესრულებისათვის (შესრულებისას) რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და
ღირსების შელახვა, ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით
ძალადობა ან მუქარა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით
ჩადენის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
მიერ
საერთაშორისო
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიმართა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,
საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტუციის სამინისტროებთან, საქართველოს სამედიცნო
ასოციაციების გაერთიანებასთან და კლინიკურ ასოციაცებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
კვლევების უმრავლესობა დღეისათვის ძირითადად ფოკუსირებულია ფიზიკური
ტრავმების აღრიცხვაზე, რადგანაც ისინი იოლად აღსაქმელია. თუმცა, ძალადობის
პროფილი ნელ-ნელა იცვლება და თანაბარი ყურადღება ექცევა ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ ტრავმას . მსოფლიოში გავრცელებული ფორმაა პაციენტის ან მისი
ოჯახის წევრების მხრიდან სამედიცინო პერსონალზე ძალადობა (ფსიქოლოგიური,
ფიზიკური და ა.შ.). აღწერილია შემთხვევები, როცა პაციენტის მხრიდან უხეშმა
შენიშვნამ ექიმს ხელი შეუშალა პროცედურაში და დააშვებინა შეცდომა. გარდა ამისა,
პერსონალი იღებს ფსიქოლოგიურ ზიანს, რაც პოსტტრავმულ სტრესში აისახება.
აქედან
გამომდინარე
ვიღებთ
სხვადასხვა
შედეგს:
ქვეითდება
სამედიცინო
მომსახურების ხარისხი, იზრდება ხარჯი და ა.შ. მეორე მხრივ, არსებობს მრავლობითი
კვლევები, რომლებიც ადასტურებს კორელაციას ნეგატიური დამოკიდებულების
მქონე პერსონალსა და პაციენტის აგრესიას შორის. [3] პროვოცირება არის ადამიანური
აგრესიის ყველაზე მთავარი მიზეზი. აშშ-ის ჯანდაცვის სერვისის მრჩეველთა საბჭოს
(The Health Services Advisory Committee (HSAC)) რეკომენდაციაა სამუშაო ადგილებზე
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამი საფეხური: პრობლემის შესწავლა; რისკის
შეფასება; შემოწმება, თუ რა გაკეთდა ხიფათის შესამცირებლად.
რას გულისხმობს ეს სამი საფეხური?
თეორიას: მიხვდე აგრესიას სამუშაო ადგილზე;
პროფილაქტიკას: შეაფასო საფრთხე და წინასწარი ზომები მიიღო;
ქმედებას: იმუშავო აგრესიულ ინდივიდებთან;
ინციდენტისშემდგომ ქმედებას: შეტყობინება, გამოძიება, კონსულტაცია და
ინციდენტის მიდევნება.
„კარგი პრაქტიკა“ გვირჩევს, რომ პერსონალის ყურადღება უნდა იყოს
ფოკუსირებული კონფლიქტის პროფილაქტიკაზე, აგრესორის დამშვიდებაზე, მასთან
მოლაპარაკებაზე და არა კონფრონტაციაზე.პერსონალმა უნდა მოახერხოს პაციენტის
(კლიენტის) საბაზისო მომსახურება, რთულ პაციენტთან ურთიერთობა, შეკავება და
მისი ქცევის სრული კონტროლი. სამედიცინო პერსონალის ვალდებულებაა ქცევა
შეაფასოს, როგორც ნორმალური, არანორმალური თუ პოსტტრავმული რეაქცია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ, მაგალითად, ალკოჰოლიზმით, ფსიქიკური
აშლილობით დაავადებული ან ნარკოდამოკიდებული ადამიანის ქცევა აპრიორი
აგრესიის შემცველია. ამ ტიპის პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევას
სპეციალური ცოდნა უნდა პერსონალის მხრიდან. სხვადასხვა სტატისტიკური
კვლევის საფუძველზე ვხედავთ, რომ მაგალითად, აშშ-ში: ყველაზე მეტი აგრესია
ფიქსირდება
სტომატოლოგების,
ფსიქიატრების,
„სასწრაფოს“
პერსონალის
მისამართით; ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის 95%-მა გამოსცადა
სიტყვიერი აგრესია; 68%-ით მეტი ძალადობის შემთხვევაა ჯანდაცვის პერსონალის
მიმართ, ვიდრე სხვა პროფესიის მუშაკებთან.
აშშ-ის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტი იძლევა სამუშაო ადგილზე
ძალადობის დეფინიციას: „ძალადობრივი ქმედება (მათ შორის თავდასხმა და
თავდასხმის მუქარა)ადამიანის მიმართ სამუშაო ადგილზე ან პროფესიული
მოვალეობის შესრულებისას“. აშშ-ის შრომის დეპარტამენტი (სამინისტრო)
განსაზღვრავს ძალადობას სამუშაო ადგილზე, როგორც წერილობით, ზეპირ და
ფიზიკურ აგრესიას, რომელიც გამოიწვევს სხეულის ან ქონების დაზიანებას ან
სიკვდილს. უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვით, საავადმყოფოში ჩადენილი
კრიმინალის 75% შემთხვევა ფიზიკური ძალის გამოყენებითაა. ძალადობა სამედიცინო
პერსონალის მიმართ ნაციონალური პრობლემის რანგშია აყვანილი. შრომის
სტატისტიკის ბიუროს უკანასკნელი სტატისტიკური კვლევის საფუძველზე
დადგენილია, რომ სამედიცინო პერსონალს ძალადობის შედეგად მიადგა უფრო მეტი
ზიანი, ვიდრე პოლიციელებსა და ციხეში მომუშავე ზედამხედველებს. დღეისათვის
ქვეყანაში არ არსებობს ფედერალური კანონი, რომელიც იმპერატიულად მოითხოვს
სამედიცინო დაწესებულებისგან დაიცვას თავიანთი თანამშრომლები სამუშაო
ადგილზე ძალადობისგან. თუმცა, კალიფორნიის შტატმა დამოუკიდებლად მიიღო
კანონი, რომელიც ავალდებულებს ჯანდაცვის სფეროს დამსაქმებელს შეიმუშავოს
ძალადობის პროფილაქტიკის გეგმა თითოეული სამუშაო ადგილისთვის
ინდივიდუალურად. სწორედ ამ მიმართულებას ეხმიანება ახალი კანონპროექტი,
რომელიც 2018 წლის ნოემბერში წარადგინა ერთ-ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა1.
„კანონი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მუშაკებისთვის სამუშაო
ადგილზე ძალადობის პრევენციის შესახებ“ უწესებს საავადმყოფოებს, მოხუცთა
თავშესაფრებს, სარეაბილიტაციო ცენტრებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და
ციხეებს, შეიმუშაონ უსაფრთხოების გეგმა თუ როგორ დაიცვან თავიანთი
თანამშრომლები სამუშაო ადგილებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
ძალადობისგან. გარდა ამისა, კანონპროექტი დამსაქმებელს ავალდებულებს
ძალადობის ყველა საჩივრის რეგისტრაციასა და გამოძიებას. ამასთან, მასვე
ეკრძალება იმ თანამშრომლის შევიწროვება, რომელმაც, ზემოაღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით, დარეკა 911-ზე. კანონპროექტი ითვალისწინებს სამედიცინო
დაწესებულების მხრიდან დაცვის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას,
სათვალთვალო კამერების დაყენებას და პერსონალის მომზადებას ძალადობრივ
ინციდენტებში რეაგირებისთვის.
პაციენტის მხრიდან პერსონალისადმი ძალადობის ნებისმიერ შემთხვევაზე
რეაგირების ფორმას ირჩევს საავადმყოფოს ადმინისტრაცია. აქ ერთმანეთზე
გადაჯაჭვულია
ავადმყოფის,
ექიმის,
სადაზღვეო
კომპანიის,
საავადმყოფოს
ადმინისტრაციის, მედიაციის ინსტიტუციის და ა.შ. უფლებები და ინტერესები.
პრაქტიკაც აჩვენებს, რომ აგრესიის პრევენცია არის მათთვის ყველაზე მისაღები
ფორმა.
მცირედად განსხვავებულია მიდგომა სასწრაფო დახმარების პერსონალისადმი.
კოლორადოს შტატის სამედიცინო სერვისების ასოციაციის სტატისტიკა აჩვენებს, რომ
ყველაზე მეტი პერსონალის ტრავმის შემთხვევა ფიქსირდება სწორედ გამოძახების
ადგილზე მისვლისას. „სასწრაფოს“ ექიმების 90% ამა თუ იმ ფორმით გამხდარა
ძალადობის მსხვერპლი. შტატები ადგილობრივ დონეზე იღებენ კანონმდებლობას,
რომელიც იცავს „სასწრაფოს“ პერსონალს აგრესიისგან. მაგალითად, კოლორადოს
შტატის კანონმდებლობით ექიმზე თავდასხმა გახდა თავისუფლების აღკვეთის
საფუძველი, ხოლო ექიმის მკვლელობა სამუდამო პატიმრობის საფუძველი შეიძლება
გახდეს.
ბულგარეთში არ არის სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც ადგენს სამუშაო
ადგილზე ძალადობის საწინააღმდეგო ნორმებს კონკრეტულად ჯანმრთელობის
სფეროს მუშაკებისთვის. თუმცა, მათი ინტერესები ზოგადად გათვალისწინებულია
ადამიანის
უფლებების,
უსაფრთხო
სამუშაო
გარემოს
და
მისთ.
შესახებ
კანონმდებლობაში. გარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ
გაკეთებული
კვლევიდან
ვიგებთ,
რომ
ბულგარეთში
არ
არის
მკაფიოდ
ჩამოყალიბებული, თუ რას მოიცავს სამუშაო ადგილზე სამედიცინო პერსონალის
მიმართ
აგრესია.
ქვეყნის
კულტურულ-სოციალური
თავისებურებებიდან
გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზის არარსებობის, ინფორმირებულობის დაბალი
ხარისხის გამო, საერთოდ არ ხდება აგრესიის შემთხვევების აღრიცხვა, გამოძიება და
რეაგირება.
დღეისათვის
ბულგარეთში
აგრესიის
შემცირების
ყველაზე
გავრცელებული ფორმაა: უსაფრთხოების ნორმების გაზრდა; სპეციალური აღჭურვა;
მნახველთა შეზღუდვა; პერსონალის მომზადება.
პორტუგალიაში ძალადობის შეტყობინების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ
აგრესიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქედან,
ექთნებისგან ძალადობის ფაქტის გაჟღერება ხდება: 7-დან 6 შემთხვევაში; ექიმის მიერ
- 9/7; ქალებისგან - 20/13. უფრო ხშირად ძალადობის ფაქტები ფიქსირდება ზაფხულის
პერიოდში.
გარდა
ამისა,
აღმოჩნდა,
რომ
ყველა
შემთხვევაში
აგრესორს
დაუპირისპირდა პერსონალი და თავადვე მოიგერია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ
პერსონალს არ აქვს აგრესიის წინ აღდგომისა და კონფლიქტის პრევენციის სათანადო
თეორიული
საფუძველი.
აგრესიის
ეპიზოდის
ვალდებულია
მიმართოს
ოფიციალურ
შემდეგში:
რეგულარულად
დაფიქსირებისას
პროცედურას,
ეცნობა
რომელიც
დაწესებულების
მსხვერპლი
გამოიხატება
ხელმძღვანელს.
ხელმძღვანელივე უზრუნველყოფს იმ პირებზე დაკვირვებას, ვინც იყო ჩართული
კონფლიქტში მმართველ საბჭოში განიხილება წერილობითი ფორმით მიღებული
საჩივარი საჭიროების შემთხვევაში გადაეგზავნება სასამართლოს.
ძირითადად რა ინსტრუმენტს მიმართავენ მოძალადის მსხვერპლნი?:
უკავშირდებიან პოლიციას; აცნობებენ აწესებულების ხელმძღვანელს; მიმართავენ
სასამართლოს; აცნობებენ სამედიცინო საბჭოს; აცნობებენ რეგიონულ სამედიცინო
პროფესიულ გაერთიანებებს.
ზემოხსენებული ქმედებების შედეგად მიიღეს რამდენიმე ვარიაცია:
დაზარალებული გაუშვეს ბიულეტენზე; მოძალადე პაციენტს დააწერინეს ახსნაგანმარტება; სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში; შემთხვევა განიხილა
პროფესიულმა საბჭომ; ჯანდაცვის სფეროს მმართველმა ორგანომ ჩათვალა
ზედმეტად დრამატულად და ა.შ.
იტალიაში ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები
სამუშაო ადგილზე ძალადობის კონტროლისთვის. მაღალი რისკის ჯგუფში მოხვდნენ
„სასწრაფოს“,
ფსიქიატრიულის,
უწყვეტი
მკურნალობისა
და
გერიატრიული
მომსახურების პერსონალი (გარდა ზემოჩამოთვლილისა, თავად კონკრეტულ
სამედიცინო დაწესებულებასაც შეუძლია, რისკების ანალიზის შემდეგ, შეცვალოს,
განავრცოს ან შეამციროს რისკჯგუფი). სამინისტროს რეკომენდაცია ავალდებულებს
საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, ჰქონდეს ძალადობის პრევენციის პროგრამა,
პერსონალის უსაფრთხოების სტრატეგია.ძალადობის პროფილაქტიკის მიზანია:
აგრესიული ქმედების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა; შეტყობინებისთვის
პერსონალის წახალისება; პოლიციასთან ან სხვა ორგანოსთან, რომელსაც შეუძლია
ძალადობის აღკვეთა, თანამშრომლობა და ხელშეწყობა; პასუხისმგებელი ჯგუფის
შექმნა მიზნების შესრულებისთვის, სადაც აუცილებლად იქნებიან: სამინისტროსთან
საკონტაქტო
პირი;
სამუშაო
ადგილზე
უსაფრთხოების
სპეციალისტი;
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. სამედიცინო დაწესებულების
ვალდებულებაა, გაანალიზოს აგრესიის თითოეული შემთხვევა: შეაფასოს თავად
პროცესი, გამოავლინოს რისკფაქტორები (ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება
და
მისთ.),
პოლიციისგან
გაითვალისწინოს
სხვა
მიიღოს
დეტალები.
სათანადო
ყველაფერი
კონსულტაციამითითებები,
ზემოჩამოთვლილი
ქმედება
წარმოადგენს შემდგომი ან/და მსგავსი ძალადობის შემთხვევის პრევენციას.
სიტუაციის ანალიზის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია,
გაატაროს
ტექნიკური
ხასიათის
ღონისძიებები:
გაითვალისწინოს
არსებული
კონსტრუქციის მოდიფიკაციის შესაძლებლობა; დააყენოს ახალი სიგნალიზაცია,
უსაფრთხოების სხვა საშუალებები - ალარმის ღილაკი, ტელეფონები, რადიოკავშირი
და მისთ; გააკეთოს მოსახერხებელი მოსაცდელები სტრესფაქტორის შესამცირებლად,
კარგი განათება; კაბინეტები და ოთახები აღჭურვოს სიტუაციის შესაფერისი ავეჯით
(ყოველგვარი წვეტიანი ნივთის გარეშე); აწარმოოს 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი
და ა.შ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, დაწესებულების ამოცანაა,
პოლიციასთან ქონდეს დამყარებული სწორი კოორდინაცია.
რუსეთში შესაძლებელია საკანონმდებლო დონეზე გაჩნდეს ჩანაწერი ექიმზე
თავდასხმასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტრომ წარუდგინა პარლამენტს
საკანონმდებლო ინიციატივა, სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში შეეტანათ
ცვლილება და დაემატებინათ 238.2 მუხლი: „სამედიცინო პერსონალზე თავდასხმა
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას“. კანონპროექტით გათვალისწინებულია
სასჯელი 2 წლიდან სამუდამო თავისუფლების აღკვეთა.
სამედიცინო პერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის
შეშლა მსოფლიო საზოგადოებაში აღიქმება არაერთგვაროვნად. იმისათვის, რომ
ზემოხსენებული
ქმედება
ჩაითვალოს
აგრესიად/ძალადობად,
რომელზეც
პასუხისმგებლობაა დასაკისრებელი სახელმწიფოს მხრიდან, საჭიროა სიტუაციის
ანალიზი და ბევრი ფაქტორის გათვალისწინება. როგორც მაგალითებიდან ჩანს,
პრობლემის მოგვარება ორიენტირებულია უფრო პრევენციაზე, პროფილაქტიკაზე,
პერსონალის
მომზადებაზე,
კრიზისის
ამოცნობაზე
და
შემდგომ
მართვაზე.
ნებისმიერი უმართავი პროცესი განიხილება, როგორც ჩვეულებრივი კრიმინალი
მსხვერპლის პროფესიული კუთვნილების მიუხედავად.
ე) კანონპროექტის ავტორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა
ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი,
დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, მარიამ ჯაში