„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, ელგუჯა გოცირიძე, კობა ნარჩემაშვილი, მარიამ ჯაში
ნომერი
#07-3/350/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ‘’საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ცვლილების შტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.019306) პირველი მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 6. „208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42 1 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 4413, 447–4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 825, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557–15510, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791– 1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.“.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოს კანონის პროექტის: ‘’საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ შემუშავებამ, რომლის თანახმადაც, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გახდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა იმ საქმეების განხილვა, რომელიც აღიძვრება „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ და ,,სოციალური მუშაობის შესახებ’’ საქართველოს კანონების დარღვევის შემთხვევაში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 2018 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, კოდექსის 208-ე მუხლი ახალი რედაქციით ამოქმედდება 2019 წლის 1 დეკემბრიდან, აქედან გამომდინარე გახდა საჭირო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება, სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა, პაციენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, სამედიცინო პერსონალზე აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების მატების ტენდენციის შემცირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შეეხება 208-ე მუხლს და რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4413 მუხლით. .ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით; ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინტერესების დაცვის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების შემცირებისა და პროფესიული საქმიანობის არსებული პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მითითებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს 2019-2022წწ სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ მიმართულებით მოუწევს უფრო მეტი საქმის განხილვა, შესაბამისად, აღნიშნული გამოიწვევს სასამართლოსთვის ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტუციის სამინისტროებთან, საქართველოს სამედიცნო ასოციაციების გაერთიანებასთან და კლინიკურ ასოციაცებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; გამოყენებული კვლევების ფოკუსირებულია უმრავლესობა დღეისათვის ძირითადად კანონპროექტის ფიზიკური ტრავმების აღრიცხვაზე, რადგანაც ისინი იოლად აღსაქმელია. თუმცა, ძალადობის პროფილი ნელ-ნელა იცვლება და თანაბარი ყურადღება ექცევა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმას . მსოფლიოში გავრცელებული ფორმაა პაციენტის ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან სამედიცინო პერსონალზე ძალადობა (ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ა.შ.). აღწერილია შემთხვევები, როცა პაციენტის მხრიდან უხეშმა შენიშვნამ ექიმს ხელი შეუშალა პროცედურაში და დააშვებინა შეცდომა. გარდა ამისა, პერსონალი იღებს ფსიქოლოგიურ ზიანს, რაც პოსტტრავმულ სტრესში აისახება. აქედან გამომდინარე ვიღებთ სხვადასხვა შედეგს: ქვეითდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, იზრდება ხარჯი და ა.შ. მეორე მხრივ, არსებობს მრავლობითი კვლევები, რომლებიც ადასტურებს კორელაციას ნეგატიური დამოკიდებულების მქონე პერსონალსა და პაციენტის აგრესიას შორის. [3] პროვოცირება არის ადამიანური აგრესიის ყველაზე მთავარი მიზეზი. აშშ-ის ჯანდაცვის სერვისის მრჩეველთა საბჭოს (The Health Services Advisory Committee (HSAC)) რეკომენდაციაა სამუშაო ადგილებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამი საფეხური: პრობლემის შესწავლა; რისკის შეფასება; შემოწმება, თუ რა შესამცირებლად. რას გულისხმობს ეს სამი საფეხური? თეორიას: მიხვდე აგრესიას სამუშაო ადგილზე; პროფილაქტიკას: შეაფასო საფრთხე და წინასწარი ზომები მიიღო; ქმედებას: იმუშავო აგრესიულ ინდივიდებთან; გაკეთდა ხიფათის ინციდენტისშემდგომ ქმედებას: შეტყობინება, გამოძიება, კონსულტაცია და ინციდენტის მიდევნება. „კარგი პრაქტიკა“ გვირჩევს, რომ პერსონალის ყურადღება უნდა იყოს ფოკუსირებული კონფლიქტის პროფილაქტიკაზე, აგრესორის დამშვიდებაზე, მასთან მოლაპარაკებაზე და არა კონფრონტაციაზე.პერსონალმა უნდა მოახერხოს პაციენტის (კლიენტის) საბაზისო მომსახურება, რთულ პაციენტთან ურთიერთობა, შეკავება და მისი ქცევის სრული კონტროლი. სამედიცინო პერსონალის ვალდებულებაა ქცევა შეაფასოს, როგორც ნორმალური, არანორმალური თუ პოსტტრავმული რეაქცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, მაგალითად, ალკოჰოლიზმით, ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ან ნარკოდამოკიდებული ადამიანის ქცევა აპრიორი აგრესიის შემცველია. ამ ტიპის პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევას სპეციალური ცოდნა უნდა პერსონალის მხრიდან. სხვადასხვა სტატისტიკური კვლევის საფუძველზე ვხედავთ, რომ მაგალითად, აშშ-ში: ყველაზე მეტი აგრესია ფიქსირდება სტომატოლოგების, ფსიქიატრების, „სასწრაფოს“ პერსონალის მისამართით; ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის 95%-მა გამოსცადა სიტყვიერი აგრესია; 68%-ით მეტი ძალადობის შემთხვევაა ჯანდაცვის პერსონალის მიმართ, ვიდრე სხვა პროფესიის მუშაკებთან. აშშ-ის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტი იძლევა სამუშაო ადგილზე ძალადობის დეფინიციას: „ძალადობრივი ქმედება (მათ შორის თავდასხმა და თავდასხმის მუქარა)ადამიანის მიმართ სამუშაო ადგილზე ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას“. აშშ-ის შრომის დეპარტამენტი (სამინისტრო) განსაზღვრავს ძალადობას სამუშაო ადგილზე, როგორც წერილობით, ზეპირ და ფიზიკურ აგრესიას, რომელიც გამოიწვევს სხეულის ან ქონების დაზიანებას ან სიკვდილს. უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვით, საავადმყოფოში ჩადენილი კრიმინალის 75% შემთხვევა ფიზიკური ძალის გამოყენებითაა. ძალადობა სამედიცინო პერსონალის მიმართ ნაციონალური პრობლემის რანგშია აყვანილი. შრომის სტატისტიკის ბიუროს უკანასკნელი სტატისტიკური კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ სამედიცინო პერსონალს ძალადობის შედეგად მიადგა უფრო მეტი ზიანი, ვიდრე პოლიციელებსა და ციხეში მომუშავე ზედამხედველებს. დღეისათვის ქვეყანაში არ არსებობს ფედერალური კანონი, რომელიც იმპერატიულად მოითხოვს სამედიცინო დაწესებულებისგან დაიცვას თავიანთი თანამშრომლები სამუშაო ადგილზე ძალადობისგან. თუმცა, კალიფორნიის შტატმა დამოუკიდებლად მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს ჯანდაცვის სფეროს დამსაქმებელს შეიმუშავოს ძალადობის პროფილაქტიკის გეგმა თითოეული სამუშაო ადგილისთვის ინდივიდუალურად. სწორედ ამ მიმართულებას ეხმიანება ახალი კანონპროექტი, რომელიც 2018 წლის ნოემბერში წარადგინა ერთ-ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა1. „კანონი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მუშაკებისთვის სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენციის შესახებ“ უწესებს საავადმყოფოებს, მოხუცთა თავშესაფრებს, სარეაბილიტაციო ცენტრებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ციხეებს, შეიმუშაონ უსაფრთხოების გეგმა თუ როგორ დაიცვან თავიანთი თანამშრომლები სამუშაო ადგილებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ძალადობისგან. გარდა ამისა, კანონპროექტი დამსაქმებელს ავალდებულებს ძალადობის ყველა საჩივრის რეგისტრაციასა და გამოძიებას. ამასთან, მასვე ეკრძალება იმ თანამშრომლის შევიწროვება, რომელმაც, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დარეკა 911-ზე. კანონპროექტი ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან დაცვის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას, სათვალთვალო კამერების დაყენებას და პერსონალის მომზადებას ძალადობრივ ინციდენტებში რეაგირებისთვის. პაციენტის მხრიდან პერსონალისადმი ძალადობის ნებისმიერ შემთხვევაზე რეაგირების ფორმას გადაჯაჭვულია ირჩევს ავადმყოფის, საავადმყოფოს ექიმის, ადმინისტრაცია. სადაზღვეო აქ კომპანიის, ერთმანეთზე საავადმყოფოს ადმინისტრაციის, მედიაციის ინსტიტუციის და ა.შ. უფლებები და ინტერესები. პრაქტიკაც აჩვენებს, რომ აგრესიის პრევენცია არის მათთვის ყველაზე მისაღები ფორმა. მცირედად განსხვავებულია მიდგომა სასწრაფო დახმარების პერსონალისადმი. კოლორადოს შტატის სამედიცინო სერვისების ასოციაციის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პერსონალის ტრავმის შემთხვევა ფიქსირდება სწორედ გამოძახების ადგილზე მისვლისას. „სასწრაფოს“ ექიმების 90% ამა თუ იმ ფორმით გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. შტატები ადგილობრივ დონეზე იღებენ კანონმდებლობას, რომელიც იცავს „სასწრაფოს“ პერსონალს აგრესიისგან. მაგალითად, კოლორადოს შტატის კანონმდებლობით ექიმზე თავდასხმა გახდა თავისუფლების აღკვეთის საფუძველი, ხოლო ექიმის მკვლელობა სამუდამო პატიმრობის საფუძველი შეიძლება გახდეს. ბულგარეთში არ არის სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილზე ძალადობის საწინააღმდეგო ნორმებს კონკრეტულად ჯანმრთელობის სფეროს მუშაკებისთვის. თუმცა, მათი ინტერესები ზოგადად გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების, უსაფრთხო სამუშაო გარემოს და მისთ. შესახებ კანონმდებლობაში. გარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კვლევიდან ვიგებთ, რომ ბულგარეთში არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თუ რას მოიცავს სამუშაო ადგილზე სამედიცინო პერსონალის თავისებურებებიდან მიმართ გამომდინარე, აგრესია. ქვეყნის საკანონმდებლო კულტურულ-სოციალური ბაზის არარსებობის, ინფორმირებულობის დაბალი ხარისხის გამო, საერთოდ არ ხდება აგრესიის შემთხვევების აღრიცხვა, გამოძიება და რეაგირება. დღეისათვის ბულგარეთში აგრესიის შემცირების ყველაზე გავრცელებული ფორმაა: უსაფრთხოების ნორმების გაზრდა; სპეციალური აღჭურვა; მნახველთა შეზღუდვა; პერსონალის მომზადება. პორტუგალიაში ძალადობის შეტყობინების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ აგრესიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქედან, ექთნებისგან ძალადობის ფაქტის გაჟღერება ხდება: 7-დან 6 შემთხვევაში; ექიმის მიერ - 9/7; ქალებისგან - 20/13. უფრო ხშირად ძალადობის ფაქტები ფიქსირდება ზაფხულის პერიოდში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ყველა შემთხვევაში აგრესორს დაუპირისპირდა პერსონალი და თავადვე მოიგერია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პერსონალს არ აქვს აგრესიის წინ აღდგომისა და კონფლიქტის პრევენციის სათანადო თეორიული საფუძველი. აგრესიის ეპიზოდის დაფიქსირებისას მსხვერპლი ვალდებულია მიმართოს ოფიციალურ პროცედურას, რომელიც გამოიხატება შემდეგში: რეგულარულად ეცნობა დაწესებულების ხელმძღვანელს. ხელმძღვანელივე უზრუნველყოფს იმ პირებზე დაკვირვებას, ვინც იყო ჩართული კონფლიქტში მმართველ საბჭოში განიხილება წერილობითი ფორმით მიღებული საჩივარი საჭიროების შემთხვევაში გადაეგზავნება სასამართლოს. ძირითადად რა ინსტრუმენტს მიმართავენ მოძალადის მსხვერპლნი?: უკავშირდებიან პოლიციას; აცნობებენ აწესებულების ხელმძღვანელს; მიმართავენ სასამართლოს; აცნობებენ სამედიცინო საბჭოს; აცნობებენ რეგიონულ სამედიცინო პროფესიულ გაერთიანებებს. ზემოხსენებული ქმედებების შედეგად მიიღეს რამდენიმე ვარიაცია: დაზარალებული გაუშვეს ბიულეტენზე; მოძალადე პაციენტს დააწერინეს ახსნაგანმარტება; სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში; შემთხვევა განიხილა პროფესიულმა საბჭომ; ჯანდაცვის სფეროს მმართველმა ორგანომ ჩათვალა ზედმეტად დრამატულად და ა.შ. იტალიაში ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები სამუშაო ადგილზე ძალადობის კონტროლისთვის. მაღალი რისკის ჯგუფში მოხვდნენ „სასწრაფოს“, ფსიქიატრიულის, უწყვეტი მკურნალობისა და გერიატრიული მომსახურების პერსონალი (გარდა ზემოჩამოთვლილისა, თავად კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებასაც შეუძლია, რისკების ანალიზის შემდეგ, შეცვალოს, განავრცოს ან შეამციროს რისკჯგუფი). სამინისტროს რეკომენდაცია ავალდებულებს საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, ჰქონდეს ძალადობის პრევენციის პროგრამა, პერსონალის უსაფრთხოების სტრატეგია.ძალადობის პროფილაქტიკის მიზანია: აგრესიული ქმედების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა; შეტყობინებისთვის პერსონალის წახალისება; პოლიციასთან ან სხვა ორგანოსთან, რომელსაც შეუძლია ძალადობის აღკვეთა, თანამშრომლობა და ხელშეწყობა; პასუხისმგებელი ჯგუფის შექმნა მიზნების შესრულებისთვის, სადაც აუცილებლად იქნებიან: სამინისტროსთან საკონტაქტო პირი; სპეციალისტი; ზედამხედველობის სამსახურის სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წარმომადგენელი. სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებაა, გაანალიზოს აგრესიის თითოეული შემთხვევა: შეაფასოს თავად პროცესი, გამოავლინოს რისკფაქტორები (ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება და მისთ.), პოლიციისგან მიიღოს სათანადო კონსულტაციამითითებები, გაითვალისწინოს სხვა დეტალები. ყველაფერი ზემოჩამოთვლილი ქმედება წარმოადგენს შემდგომი ან/და მსგავსი ძალადობის შემთხვევის პრევენციას. სიტუაციის ანალიზის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, გაატაროს ტექნიკური ხასიათის ღონისძიებები: გაითვალისწინოს არსებული კონსტრუქციის მოდიფიკაციის შესაძლებლობა; დააყენოს ახალი სიგნალიზაცია, უსაფრთხოების სხვა საშუალებები - ალარმის ღილაკი, ტელეფონები, რადიოკავშირი და მისთ; გააკეთოს მოსახერხებელი მოსაცდელები სტრესფაქტორის შესამცირებლად, კარგი განათება; კაბინეტები და ოთახები აღჭურვოს სიტუაციის შესაფერისი ავეჯით (ყოველგვარი წვეტიანი ნივთის გარეშე); აწარმოოს 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი და ა.შ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, დაწესებულების ამოცანაა, პოლიციასთან ქონდეს დამყარებული სწორი კოორდინაცია. რუსეთში შესაძლებელია საკანონმდებლო დონეზე გაჩნდეს თავდასხმასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩანაწერი წარუდგინა ექიმზე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა, სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში შეეტანათ ცვლილება და დაემატებინათ 238.2 მუხლი: „სამედიცინო პერსონალზე თავდასხმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას“. კანონპროექტით გათვალისწინებულია სასჯელი 2 წლიდან სამუდამო თავისუფლების აღკვეთა. სამედიცინო პერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა მსოფლიო საზოგადოებაში აღიქმება არაერთგვაროვნად. იმისათვის, რომ ზემოხსენებული ქმედება ჩაითვალოს აგრესიად/ძალადობად, რომელზეც პასუხისმგებლობაა დასაკისრებელი სახელმწიფოს მხრიდან, საჭიროა სიტუაციის ანალიზი და ბევრი ფაქტორის გათვალისწინება. როგორც მაგალითებიდან ჩანს, პრობლემის მოგვარება ორიენტირებულია უფრო პრევენციაზე, პროფილაქტიკაზე, პერსონალის მომზადებაზე, კრიზისის ამოცნობაზე და შემდგომ მართვაზე. ნებისმიერი უმართავი პროცესი განიხილება, როგორც ჩვეულებრივი კრიმინალი მსხვერპლის პროფესიული კუთვნილების მიუხედავად. ე) კანონპროექტის ავტორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, მარიამ ჯაში