„სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,სოციალური მუშაობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სოციალური მუშაობის შესახებ’’“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2519-IIს, 13/06/2018 სარეგისტრაციო კოდი280010000.05.001.018881)
46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. დაუშვებელია სოციალური მუშაკისათვის პროფესიულ საქმიანობაში
მისი პატივისა და ღირსების შელახვა.’’.
მუხლი 2.
ხელის შეშლა,
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,სოციალური მუშაობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სოციალური
მუშაკის
ინსტიტუტი
მნიშვნელოვანია
იმდენად,
რამდენადაც
სოციალურ მუშაკს უწევს უფლებამოსილების განხორციელება, ხშირ შემთხვევაში, იმ
ინდივიდებთან
თუ
ოჯახებთან,
რომლებსაც
ყველაზე
მეტად
სჭირდებათ
სახელმწიფოსა და საზოგადოების თანადგომა. შესაბამისად, სოციალური მუშაკის
ძლიერი ინსტიტუტი საწინდარია ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიისა,
სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, მოწყვლადი ინდივიდების დაცვისა
და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისა. სოციალური მუშაკის
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხი
მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულებისას, რაც თავის მხრივ აისახება მუშაობის ხარისხზე და
მოტივაციაზე.
კანონპროექტის მიზანია თითოეული სოციალური მუშაკისთვის გარანტიების შექმნა,
იმისათვის რომ მან პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და
უზრუნველყოს თითოეული ბენეფიციარის უფლებების რეალიზება. სამართლებრივი
დაცვის მექანიზმის გაუმჯობესების შედეგად,
შემცირდება სოციალურ მუშაკზე
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გახშირებული ძალადობის შემთხვევები,
რაიმე სახით ხელის შეშლა, ძალადობა ან მუქარა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული გარემოებების და შემთხვევების მატების ტენდენციის გათვალისწინებით,
მიზანშეწონილად
მიგვაჩნია
სოციალურ
მუშაკის
დაცულობის
სოციალურ
მუშაკზე
ქმედითი
მექანიზმების შემოღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის
მიღების
შედეგად
შემცირდება
გახშირებული
ძალადობის შემთხვევები, ძალადობა ან მუქარა. სამართლებრივად და უფლებრივად
დაცული სოციალურ მუშაკი
პირნათლად შეასრულებს მასზე დაკისრებული
მოვალეობას, გაეზრდება მოტივაცია და უზრუნველყოფს თითეული ბენეფიციარის
უფლებების რეალიზებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით სოციალური მუშაკის საქმიანობის დროს, დაუშვებელი
ხდება სოციალური მუშაკის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე
ფორმით ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, სოციალურ მუშაკზე
ფიზიკური ზემოქმედება ან/და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ძალადობა ან
მუქარა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით;
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინტერესების დაცვის, სამედიცინო
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების,
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე აგრესიისა
და ძალადობის შემთხვევების შემცირებისა და
პროფესიული საქმიანობის
არსებული
პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მითითებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
აღნიშნული ცვლილება არ ხდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
აღნიშნული კანონი არ აწესებს რამე სახის ჯარიმას ან სანქციას და ამიტომ არ ექნება
ფინანსური გავლენა პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა
და გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
აგრეთვე,
მრავალმხრივ
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ
საერთაშორისო
ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს,
აგრეთვე
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
გაიმართა
საქართველოს
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე
მუშაობისას
კონსულტაციები
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინსტროებთან, საქართველოს სამედიცნო
ასოციაციების გაერთიანებასთან და კლინიკურ ასოციაცებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა
ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი,
დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, მარიამ ჯაში