„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ/პროფესიულ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით’’
2. 117-ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 117
,,ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ/პროფესიულ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.’’.
3 . 120-ე მუხლის მე-2 მაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი
,,ვ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ/პროფესიულ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.’’.
4. 126-ე მუხლის:
ა) 11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი
,,ე) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ/პროფესიულ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.’’.
ბ) მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ/პროფესიულ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.’’.
,,გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ/პროფესიულ საქმიანობასთან
დაკავშირებით;
5. 150-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი
,,დ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.’’.
6. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი
,,დ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით’’.
7. 353-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის,
სოციალური მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან
შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი
ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი
თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
8. 3531 -ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3531
1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, სოციალურ
მუშაკზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლზე, ანდა მის სამსახურებრივ ან
საცხოვრებელ შენობაზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე
თავდასხმა
პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის,
სოციალური მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ
წლამდე.’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
‘’საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა ჯანმრთელობის
დაცვის პერსონალზე და სოციალურ მუშაკზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო
დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა, რომელიც
დასტურდება საქართველოს კლინიკების ასოციაციების, საქართველოს სამედიცინო
ასოციაციების გაერთიანებისა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციებით.
სამედიცინო
დაწესებულების
ნორმალური
ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე
ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის
კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს
სხვა პაციენტების უფლებებსა და ინტერესებს. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის
ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად
უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას. პაციენტის საუკეთესო
ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ჯანმრთელობის დაცვის
პერსონალი არ უნდა უწევდეს სამედიცინო მომსახურებას. იქიდან გამომდინარე, რომ
სამედიცინო საქმიანობა არის სტრატეგიული პროფესია, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი
და სოციალური მუშაკი
მოითხოვს მეტ დაცულობას და პრევენციული ღონისძიებების
გატარებას, საზოგადოების აგრესიისგან დასაცავად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და სოციალური მუშაკის დაცულობის მიზნით, მათი
პროფესიული
შემუშავება.
მოვალეობის
არსებობს
შესრულებისას,
შემთხვევები,
აუცილებელია
როდესაც
პიროვნება
ეფექტიანი
მექანიზმების
ასრულებდა
პროფესიულ
მოვალეობას, ისე რომ არ იმყოფეობდა სამსახურში. მაგ. ექიმი, რომელიც ქუჩაში აღმოუჩენს
გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას ადამიანს და სხვა.
აღნიშნული მოითხოვს, მათ
შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის გამკაცრებას და დასჯადი
ქმედებების პასუხისმგებლობის შემოღებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება ჯანმრთელობის დაცვის პერსონალთა და
სოციალურ მუშაკთა დაცვის უფრო ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
109-ე, 117-ე, 120-ე, 126-ე, 150-ე, 151-ე, 353-ე და 3531 მუხლებში, რომლის თანახმად
მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობას ემატება პროფესიული
საქმიანობა. 117-ე მუხლში დაემატება დამამძიმებელი გარემოება პროფესიული საქმიანობა,
რომელიც ავტომატურად გავრცელდება 118-ე მუხლზე. მე-3 ნაწილში პირდაპირ არის
მითითება 117-ე მუხლის დამამძიმებელ გარემოებაზე. შესაბამისად ამ მუხლში ცალკე
მითითების აუცილებლობა არ არსებობს. სამედიცინო პერსონალის ან/და სოციალური
მუშაკის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი იძულება ისჯება
გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით
თვრამეტ თვემდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ასევე
მუქარა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვით ან უამისოდ.
კანონპროექტის თანახმად 353-ე და 3531 მუხლებში პოლიციის მუშაკს, სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მოსამსახურს, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლს ემატება
ასევე სოციალური მუშაკი, რომელთა მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით,
აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან
ძალადობის მუქარით, –ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ
წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ხოლო
პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, სოციალურ
მუშაკზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლზე, ანდა მის სამსახურებრივ ან
საცხოვრებელ შენობაზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე
თავდასხმა
პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის,
სოციალური მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ
წლამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით;
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინტერესების დაცვის, სამედიცინო
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების,
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე აგრესიისა
და ძალადობის შემთხვევების შემცირებისა და
პროფესიული საქმიანობის
არსებული
პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე
.ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მითითებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს
წარმოადგენს 2019-2022 წწ სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კოდექსის
მოქმედი რედაქციით 151-ე და 353-ე მუხლები ითვალისწინებს ჯარიმას, როგორც სასჯელის
ერთ-ერთ სახეს, მაგრამ ემატება სამართალდარღვევის ახალი სახეები -
საქმიანობასთან
დაკავშირებით,
სიცოცხლის
მოსპობის
ან
პროფესიულ
ჯანმრთელობის
დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან,
გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და სოციალური მუშაკის
მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა, მისი
საქმიანობის შეწყვეტა, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი
ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რომელიც სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს
ჯარიმას.
გავლენის სიდიდეზე დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას მოახდენს 2019-2022 წლების
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც ერთ თავისუფლებააღკვეთილ
პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება დაახლოებით 12 045 ლარი (იგულისხმება კვება,
უსაფრთხოება, ჰიგიენა, ჯანდაცვ). ასევე აღნიშნული დანაშაულის გამოვლენა და საქმის
განხილვა განხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისათვის (საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს საერთო
სასამართლოები) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება.
შინაპატიმრობის
ელექტრონული
ზედამხედველობის საშუალებით გამოყენების შემთხვევაში გადასახდელი საფასურის
სავარაუდო ოდენობა იქნება შინაპატიმრობაში მყოფ ერთ მსჯავრდებულზე 100 ლარი
ყოველთვიურად. ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გამოვლენილ
შემთხვევათა
რაოდენობაზე.
ასევე
კანონრპეოქტით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევებზე წესდება ჯარიმები, რომლებიც მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ
პირებზე, რომლებსაც დაეკისრებათ ჯარიმის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონის მოქმედი რედაქციის 151-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 126-ე მუხლის 11 პუნქტი და 353-ე
მუხლის პირველი პუნქტიც ითვალისწინებს ჯარიმას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ სახეს,
მაგრამ ემატება სამართალდარღვევის ახალი სახეები, რომლებსაც სასჯელის სახით შესაძლოა
დაეკისროს ჯარიმა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
მიერ
საერთაშორისო
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიმართა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და
შინაგან
საქმეთა
სამინსტროებთან,
საქართველოს
სამედიცნო
ასოციაციების
გაერთიანებასთან და კლინკიურ ასოციაცებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
კვლევების უმრავლესობა დღეისათვის ძირითადად ფოკუსირებულია ფიზიკური
ტრავმების აღრიცხვაზე, რადგანაც ისინი იოლად აღსაქმელია. თუმცა, ძალადობის
პროფილი ნელ-ნელა იცვლება და თანაბარი ყურადღება ექცევა ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ ტრავმას . მსოფლიოში გავრცელებული ფორმაა პაციენტის ან მისი
ოჯახის წევრების მხრიდან სამედიცინო პერსონალზე ძალადობა (ფსიქოლოგიური,
ფიზიკური და ა.შ.). აღწერილია შემთხვევები, როცა პაციენტის მხრიდან უხეშმა
შენიშვნამ ექიმს ხელი შეუშალა პროცედურაში და დააშვებინა შეცდომა. გარდა ამისა,
პერსონალი იღებს ფსიქოლოგიურ ზიანს, რაც პოსტტრავმულ სტრესში აისახება.
აქედან
გამომდინარე
ვიღებთ
სხვადასხვა
მომსახურების
ხარისხი,
იზრდება
ხარჯი
მრავლობითი
კვლევები,
რომლებიც
შედეგს:
და
ქვეითდება
ა.შ. მეორე
ადასტურებს
სამედიცინო
მხრივ,
კორელაციას
არსებობს
ნეგატიური
დამოკიდებულების მქონე პერსონალსა და პაციენტის აგრესიას შორის. [3]
პროვოცირება არის ადამიანური აგრესიის ყველაზე მთავარი მიზეზი. აშშ-ის
ჯანდაცვის სერვისის მრჩეველთა საბჭოს (The Health Services Advisory Committee
(HSAC)) რეკომენდაციაა სამუშაო ადგილებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
სამი საფეხური: პრობლემის შესწავლა; რისკის შეფასება; შემოწმება, თუ რა გაკეთდა
ხიფათის შესამცირებლად.
რას გულისხმობს ეს სამი საფეხური?
თეორიას: მიხვდე აგრესიას სამუშაო ადგილზე;
პროფილაქტიკას: შეაფასო საფრთხე და წინასწარი ზომები მიიღო;
ქმედებას: იმუშავო აგრესიულ ინდივიდებთან;
ინციდენტისშემდგომ ქმედებას: შეტყობინება, გამოძიება, კონსულტაცია და
ინციდენტის მიდევნება.
„კარგი პრაქტიკა“ გვირჩევს, რომ პერსონალის ყურადღება უნდა იყოს
ფოკუსირებული
კონფლიქტის
პროფილაქტიკაზე,
აგრესორის
დამშვიდებაზე,
მასთან მოლაპარაკებაზე და არა კონფრონტაციაზე.პერსონალმა უნდა მოახერხოს
პაციენტის (კლიენტის) საბაზისო მომსახურება, რთულ პაციენტთან ურთიერთობა,
შეკავება
და
მისი
ქცევის
სრული
კონტროლი.
სამედიცინო
პერსონალის
ვალდებულებაა ქცევა შეაფასოს, როგორც ნორმალური, არანორმალური თუ
პოსტტრავმული
რეაქცია.
გასათვალისწინებელია
ისიც,
რომ,
მაგალითად,
ალკოჰოლიზმით, ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ან ნარკოდამოკიდებული
ადამიანის ქცევა აპრიორი აგრესიის შემცველია. ამ ტიპის პაციენტისათვის
სამედიცინო მომსახურების გაწევას სპეციალური ცოდნა უნდა პერსონალის
მხრიდან. სხვადასხვა
სტატისტიკური
კვლევის საფუძველზე
ვხედავთ, რომ
მაგალითად, აშშ-ში: ყველაზე მეტი აგრესია ფიქსირდება სტომატოლოგების,
ფსიქიატრების, „სასწრაფოს“ პერსონალის მისამართით; ერთი წლის განმავლობაში
სამედიცინო პერსონალის 95%-მა გამოსცადა სიტყვიერი აგრესია; 68%-ით მეტი
ძალადობის შემთხვევაა ჯანდაცვის პერსონალის მიმართ, ვიდრე სხვა პროფესიის
მუშაკებთან.
აშშ-ის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტი იძლევა სამუშაო ადგილზე
ძალადობის დეფინიციას: „ძალადობრივი ქმედება (მათ შორის თავდასხმა და
თავდასხმის მუქარა)ადამიანის მიმართ სამუშაო ადგილზე ან პროფესიული
მოვალეობის შესრულებისას“. აშშ-ის შრომის დეპარტამენტი (სამინისტრო)
განსაზღვრავს ძალადობას სამუშაო ადგილზე, როგორც წერილობით, ზეპირ და
ფიზიკურ აგრესიას, რომელიც გამოიწვევს სხეულის ან ქონების დაზიანებას ან
სიკვდილს. უკანასკნელი
სოციოლოგიური
გამოკითხვით,
საავადმყოფოში
ჩადენილი კრიმინალის 75% შემთხვევა ფიზიკური ძალის გამოყენებითაა. ძალადობა
სამედიცინო პერსონალის მიმართ ნაციონალური პრობლემის რანგშია აყვანილი.
შრომის სტატისტიკის ბიუროს უკანასკნელი სტატისტიკური კვლევის საფუძველზე
დადგენილია, რომ სამედიცინო პერსონალს ძალადობის შედეგად მიადგა უფრო
მეტი ზიანი, ვიდრე პოლიციელებსა და ციხეში მომუშავე ზედამხედველებს.
დღეისათვის ქვეყანაში არ არსებობს ფედერალური კანონი, რომელიც
იმპერატიულად მოითხოვს სამედიცინო დაწესებულებისგან დაიცვას თავიანთი
თანამშრომლები სამუშაო ადგილზე ძალადობისგან. თუმცა, კალიფორნიის შტატმა
დამოუკიდებლად მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს ჯანდაცვის სფეროს
დამსაქმებელს შეიმუშავოს ძალადობის პროფილაქტიკის გეგმა თითოეული სამუშაო
ადგილისთვის ინდივიდუალურად. სწორედ ამ მიმართულებას ეხმიანება ახალი
კანონპროექტი, რომელიც 2018 წლის ნოემბერში წარადგინა ერთ-ერთმა დემოკრატმა
კონგრესმენმა1. „კანონი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მუშაკებისთვის
სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენციის შესახებ“ უწესებს საავადმყოფოებს,
მოხუცთა
თავშესაფრებს,
სარეაბილიტაციო
ცენტრებს,
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებსა და ციხეებს, შეიმუშაონ უსაფრთხოების გეგმა თუ როგორ დაიცვან
თავიანთი თანამშრომლები სამუშაო ადგილებზე სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას ძალადობისგან. გარდა ამისა, კანონპროექტი დამსაქმებელს
ავალდებულებს ძალადობის ყველა საჩივრის რეგისტრაციასა და გამოძიებას.
ამასთან, მასვე ეკრძალება იმ თანამშრომლის შევიწროვება, რომელმაც,
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დარეკა 911-ზე. კანონპროექტი
ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან დაცვის თანამშრომლების
რაოდენობის გაზრდას, სათვალთვალო კამერების დაყენებას და პერსონალის
მომზადებას ძალადობრივ ინციდენტებში რეაგირებისთვის.
პაციენტის მხრიდან პერსონალისადმი ძალადობის ნებისმიერ შემთხვევაზე
რეაგირების ფორმას ირჩევს საავადმყოფოს ადმინისტრაცია. აქ ერთმანეთზე
გადაჯაჭვულია
ავადმყოფის,
ექიმის,
სადაზღვეო
კომპანიის,
საავადმყოფოს
ადმინისტრაციის, მედიაციის ინსტიტუციის და ა.შ. უფლებები და ინტერესები.
პრაქტიკაც აჩვენებს, რომ აგრესიის პრევენცია არის მათთვის ყველაზე მისაღები
ფორმა.
მცირედად განსხვავებულია მიდგომა სასწრაფო დახმარების პერსონალისადმი.
კოლორადოს შტატის სამედიცინო სერვისების ასოციაციის სტატისტიკა აჩვენებს,
რომ ყველაზე მეტი პერსონალის ტრავმის შემთხვევა ფიქსირდება სწორედ
გამოძახების ადგილზე მისვლისას. „სასწრაფოს“ ექიმების 90% ამა თუ იმ ფორმით
გამხდარა
ძალადობის
კანონმდებლობას,
მსხვერპლი.
რომელიც
იცავს
შტატები
ადგილობრივ
„სასწრაფოს“
დონეზე
პერსონალს
იღებენ
აგრესიისგან.
მაგალითად, კოლორადოს შტატის კანონმდებლობით ექიმზე თავდასხმა გახდა
თავისუფლების აღკვეთის საფუძველი, ხოლო ექიმის მკვლელობა სამუდამო
პატიმრობის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ბულგარეთში არ არის სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც ადგენს
სამუშაო
ადგილზე
ძალადობის
საწინააღმდეგო
ნორმებს
კონკრეტულად
ჯანმრთელობის სფეროს მუშაკებისთვის. თუმცა, მათი ინტერესები ზოგადად
გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების, უსაფრთხო სამუშაო გარემოს და მისთ.
შესახებ კანონმდებლობაში. გარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ
გაკეთებული
კვლევიდან
ვიგებთ,
რომ
ბულგარეთში
არ
არის
მკაფიოდ
ჩამოყალიბებული, თუ რას მოიცავს სამუშაო ადგილზე სამედიცინო პერსონალის
მიმართ
აგრესია.
ქვეყნის
კულტურულ-სოციალური
თავისებურებებიდან
გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზის არარსებობის, ინფორმირებულობის დაბალი
ხარისხის გამო, საერთოდ არ ხდება აგრესიის შემთხვევების აღრიცხვა, გამოძიება და
რეაგირება.
დღეისათვის
ბულგარეთში
აგრესიის
შემცირების
ყველაზე
გავრცელებული ფორმაა: უსაფრთხოების ნორმების გაზრდა; სპეციალური აღჭურვა;
მნახველთა შეზღუდვა; პერსონალის მომზადება.
პორტუგალიაში ძალადობის შეტყობინების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ
აგრესიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქედან,
ექთნებისგან ძალადობის ფაქტის გაჟღერება ხდება: 7-დან 6 შემთხვევაში; ექიმის
მიერ - 9/7; ქალებისგან - 20/13. უფრო ხშირად ძალადობის ფაქტები ფიქსირდება
ზაფხულის პერიოდში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ყველა შემთხვევაში აგრესორს
დაუპირისპირდა პერსონალი და თავადვე მოიგერია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ
პერსონალს არ აქვს აგრესიის წინ აღდგომისა და კონფლიქტის პრევენციის სათანადო
თეორიული
საფუძველი.
აგრესიის
ეპიზოდის
ვალდებულია
მიმართოს
ოფიციალურ
შემდეგში:
რეგულარულად
ეცნობა
დაფიქსირებისას
პროცედურას,
რომელიც
დაწესებულების
მსხვერპლი
გამოიხატება
ხელმძღვანელს.
ხელმძღვანელივე უზრუნველყოფს იმ პირებზე დაკვირვებას, ვინც იყო ჩართული
კონფლიქტში მმართველ საბჭოში განიხილება წერილობითი ფორმით მიღებული
საჩივარი საჭიროების შემთხვევაში გადაეგზავნება სასამართლოს.
ძირითადად რა ინსტრუმენტს მიმართავენ მოძალადის მსხვერპლნი?:
უკავშირდებიან პოლიციას; აცნობებენ აწესებულების ხელმძღვანელს; მიმართავენ
სასამართლოს; აცნობებენ სამედიცინო საბჭოს; აცნობებენ რეგიონულ სამედიცინო
პროფესიულ გაერთიანებებს.
ზემოხსენებული ქმედებების შედეგად მიიღეს რამდენიმე ვარიაცია:
დაზარალებული გაუშვეს ბიულეტენზე; მოძალადე პაციენტს დააწერინეს ახსნაგანმარტება; სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში; შემთხვევა განიხილა
პროფესიულმა საბჭომ; ჯანდაცვის სფეროს მმართველმა ორგანომ ჩათვალა
ზედმეტად დრამატულად და ა.შ.
იტალიაში ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები
სამუშაო
ადგილზე
მოხვდნენ
ძალადობის
„სასწრაფოს“,
კონტროლისთვის.
ფსიქიატრიულის,
მაღალი
უწყვეტი
რისკის
ჯგუფში
მკურნალობისა
და
გერიატრიული მომსახურების პერსონალი (გარდა ზემოჩამოთვლილისა, თავად
კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებასაც შეუძლია, რისკების ანალიზის შემდეგ,
შეცვალოს, განავრცოს ან შეამციროს რისკჯგუფი). სამინისტროს რეკომენდაცია
ავალდებულებს საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, ჰქონდეს ძალადობის პრევენციის
პროგრამა, პერსონალის უსაფრთხოების სტრატეგია.ძალადობის პროფილაქტიკის
მიზანია:
აგრესიული
ქმედების
მიმართ
ნულოვანი
ტოლერანტობა;
შეტყობინებისთვის პერსონალის წახალისება; პოლიციასთან ან სხვა ორგანოსთან,
რომელსაც შეუძლია ძალადობის აღკვეთა, თანამშრომლობა და ხელშეწყობა;
პასუხისმგებელი ჯგუფის შექმნა მიზნების შესრულებისთვის, სადაც აუცილებლად
იქნებიან: სამინისტროსთან საკონტაქტო პირი; სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების
სპეციალისტი; ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. სამედიცინო
დაწესებულების ვალდებულებაა, გაანალიზოს აგრესიის თითოეული შემთხვევა:
შეაფასოს
თავად
პროცესი,
ნარკოდამოკიდებულება
გამოავლინოს
და
კონსულტაციამითითებები,
მისთ.),
რისკფაქტორები
პოლიციისგან
გაითვალისწინოს
სხვა
(ალკოჰოლიზმი,
მიიღოს
სათანადო
დეტალები.
ყველაფერი
ზემოჩამოთვლილი ქმედება წარმოადგენს შემდგომი ან/და მსგავსი ძალადობის
შემთხვევის პრევენციას.
სიტუაციის ანალიზის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია,
გაატაროს
ტექნიკური
ხასიათის
ღონისძიებები:
გაითვალისწინოს
არსებული
კონსტრუქციის მოდიფიკაციის შესაძლებლობა; დააყენოს ახალი სიგნალიზაცია,
უსაფრთხოების სხვა საშუალებები - ალარმის ღილაკი, ტელეფონები, რადიოკავშირი
და
მისთ;
გააკეთოს
მოსახერხებელი
მოსაცდელები
სტრესფაქტორის
შესამცირებლად, კარგი განათება; კაბინეტები და ოთახები აღჭურვოს სიტუაციის
შესაფერისი ავეჯით (ყოველგვარი წვეტიანი ნივთის გარეშე); აწარმოოს 24-საათიანი
ვიდეომონიტორინგი
დაწესებულების
და
ა.შ.
ამოცანაა,
გარდა
ზემოთ
პოლიციასთან
ჩამოთვლილი
ქონდეს
ღონისძიებებისა,
დამყარებული
სწორი
კოორდინაცია.
რუსეთში შესაძლებელია საკანონმდებლო დონეზე გაჩნდეს ჩანაწერი ექიმზე
თავდასხმასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტრომ წარუდგინა პარლამენტს
საკანონმდებლო ინიციატივა, სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში შეეტანათ
ცვლილება და დაემატებინათ 238.2 მუხლი: „სამედიცინო პერსონალზე თავდასხმა
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას“. კანონპროექტით გათვალისწინებულია
სასჯელი 2 წლიდან სამუდამო თავისუფლების აღკვეთა.
სამედიცინო პერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის
შეშლა მსოფლიო საზოგადოებაში აღიქმება არაერთგვაროვნად. იმისათვის, რომ
ზემოხსენებული
ქმედება
ჩაითვალოს
აგრესიად/ძალადობად,
რომელზეც
პასუხისმგებლობაა დასაკისრებელი სახელმწიფოს მხრიდან, საჭიროა სიტუაციის
ანალიზი და ბევრი ფაქტორის გათვალისწინება. როგორც მაგალითებიდან ჩანს,
პრობლემის მოგვარება ორიენტირებულია უფრო პრევენციაზე, პროფილაქტიკაზე,
პერსონალის
მომზადებაზე,
კრიზისის
ამოცნობაზე
და
შემდგომ
მართვაზე.
ნებისმიერი უმართავი პროცესი განიხილება, როგორც ჩვეულებრივი კრიმინალი
მსხვერპლის პროფესიული კუთვნილების მიუხედავად.
ე) კანონპროექტის ავტორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა
ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი,
დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, მარიამ ჯაში
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
‘’საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა ჯანმრთელობის
დაცვის პერსონალზე და სოციალურ მუშაკზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო
დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა, რომელიც
დასტურდება
საქართველოს
კლინიკების
ასოციაციების,
საქართველოს
სამედიცინო
ასოციაციების გაერთიანებისა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების მიერ
მოწოდებული
ინფორმაციებით.
სამედიცინო
დაწესებულების
ნორმალური
ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე
ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის
კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს
სხვა პაციენტების უფლებებსა და ინტერესებს. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ
მყოფი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და
ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას. პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან
გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი არ
უნდა უწევდეს სამედიცინო მომსახურებას. იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო
საქმიანობა არის სტრატეგიული პროფესია, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი და
სოციალური მუშაკი
მოითხოვს მეტ დაცულობას და პრევენციული ღონისძიებების
გატარებას, საზოგადოების აგრესიისგან დასაცავად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და სოციალური მუშაკის დაცულობის მიზნით, მათი
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, აუცილებელია ეფექტიანი მექანიზმების
შემუშავება.
არსებობს
შემთხვევები,
როდესაც
პიროვნება
ასრულებდა
პროფესიულ
მოვალეობას, ისე რომ არ იმყოფეობდა სამსახურში. მაგ. ექიმი, რომელიც ქუჩაში აღმოუჩენს
გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას ადამიანს და სხვა.
აღნიშნული მოითხოვს, მათ
შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის გამკაცრებას და დასჯადი
ქმედებების პასუხისმგებლობის შემოღებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება ჯანმრთელობის დაცვის პერსონალთა და
სოციალურ მუშაკთა დაცვის უფრო ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
109-ე, 117-ე, 120-ე, 126-ე, 150-ე, 151-ე, 353-ე და 3531 მუხლებში, რომლის თანახმად
მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობას ემატება პროფესიული
საქმიანობა. 117-ე მუხლში დაემატება დამამძიმებელი გარემოება პროფესიული საქმიანობა,
რომელიც ავტომატურად გავრცელდება 118-ე მუხლზე. მე-3 ნაწილში პირდაპირ არის
მითითება 117-ე მუხლის დამამძიმებელ გარემოებაზე. შესაბამისად ამ მუხლში ცალკე
მითითების აუცილებლობა არ არსებობს. სამედიცინო პერსონალის ან/და სოციალური
მუშაკის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი იძულება ისჯება
გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ
თვემდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ასევე მუქარა
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან
ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.
კანონპროექტის თანახმად 353-ე და 3531 მუხლებში პოლიციის მუშაკს, სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მოსამსახურს, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლს ემატება
ასევე სოციალური მუშაკი, რომელთა მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით,
აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან
ძალადობის მუქარით, –ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ
წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ხოლო პოლიციელზე,
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, სოციალურ მუშაკზე ან
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე
ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის,
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, სოციალური მუშაკის ან
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით;
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინტერესების დაცვის, სამედიცინო
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე აგრესიისა
და ძალადობის შემთხვევების შემცირებისა და პროფესიული საქმიანობის
არსებული
პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე
.ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მითითებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს
წარმოადგენს 2019-2022 წწ სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კოდექსის
მოქმედი რედაქციით 151-ე და 353-ე მუხლები ითვალისწინებს ჯარიმას, როგორც სასჯელის
ერთ-ერთ სახეს, მაგრამ ემატება სამართალდარღვევის ახალი სახეები -
საქმიანობასთან
დაკავშირებით,
სიცოცხლის
მოსპობის
ან
პროფესიულ
ჯანმრთელობის
დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან,
გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და სოციალური მუშაკის მიმართ
წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა, მისი საქმიანობის
შეწყვეტა, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით
ან ძალადობის მუქარით, რომელიც სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას.
გავლენის სიდიდეზე დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას მოახდენს 2019-2022 წლების
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც ერთ თავისუფლებააღკვეთილ
პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება დაახლოებით 12 045 ლარი (იგულისხმება კვება,
უსაფრთხოება, ჰიგიენა, ჯანდაცვ). ასევე აღნიშნული დანაშაულის გამოვლენა და საქმის
განხილვა განხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისათვის (საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს საერთო
სასამართლოები) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება.
შინაპატიმრობის
ელექტრონული
ზედამხედველობის საშუალებით გამოყენების შემთხვევაში გადასახდელი საფასურის
სავარაუდო ოდენობა იქნება შინაპატიმრობაში მყოფ ერთ მსჯავრდებულზე 100 ლარი
ყოველთვიურად. ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გამოვლენილ
შემთხვევათა
რაოდენობაზე.
ასევე
კანონრპეოქტით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევებზე წესდება ჯარიმები, რომლებიც მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ
პირებზე, რომლებსაც დაეკისრებათ ჯარიმის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონის მოქმედი რედაქციის 151-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 126-ე მუხლის 11 პუნქტი და 353-ე
მუხლის პირველი პუნქტიც ითვალისწინებს ჯარიმას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ სახეს,
მაგრამ ემატება სამართალდარღვევის ახალი სახეები, რომლებსაც სასჯელის სახით შესაძლოა
დაეკისროს ჯარიმა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიმართა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და შინაგან
საქმეთა სამინსტროებთან, საქართველოს სამედიცნო ასოციაციების გაერთიანებასთან და
კლინკიურ ასოციაცებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
კვლევების უმრავლესობა დღეისათვის ძირითადად ფოკუსირებულია ფიზიკური
ტრავმების აღრიცხვაზე, რადგანაც ისინი იოლად აღსაქმელია. თუმცა, ძალადობის
პროფილი ნელ-ნელა იცვლება და თანაბარი ყურადღება ექცევა ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ ტრავმას . მსოფლიოში გავრცელებული ფორმაა პაციენტის ან მისი
ოჯახის წევრების მხრიდან სამედიცინო პერსონალზე ძალადობა (ფსიქოლოგიური,
ფიზიკური და ა.შ.). აღწერილია შემთხვევები, როცა პაციენტის მხრიდან უხეშმა
შენიშვნამ ექიმს ხელი შეუშალა პროცედურაში და დააშვებინა შეცდომა. გარდა ამისა,
პერსონალი იღებს ფსიქოლოგიურ ზიანს, რაც პოსტტრავმულ სტრესში აისახება.
აქედან
გამომდინარე
ვიღებთ
სხვადასხვა
შედეგს:
ქვეითდება
სამედიცინო
მომსახურების ხარისხი, იზრდება ხარჯი და ა.შ. მეორე მხრივ, არსებობს მრავლობითი
კვლევები, რომლებიც ადასტურებს კორელაციას ნეგატიური დამოკიდებულების
მქონე პერსონალსა და პაციენტის აგრესიას შორის. [3] პროვოცირება არის ადამიანური
აგრესიის ყველაზე მთავარი მიზეზი. აშშ-ის ჯანდაცვის სერვისის მრჩეველთა საბჭოს
(The Health Services Advisory Committee (HSAC)) რეკომენდაციაა სამუშაო ადგილებზე
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამი საფეხური: პრობლემის შესწავლა; რისკის
შეფასება; შემოწმება, თუ რა გაკეთდა ხიფათის შესამცირებლად.
რას გულისხმობს ეს სამი საფეხური?
თეორიას: მიხვდე აგრესიას სამუშაო ადგილზე;
პროფილაქტიკას: შეაფასო საფრთხე და წინასწარი ზომები მიიღო;
ქმედებას: იმუშავო აგრესიულ ინდივიდებთან;
ინციდენტისშემდგომ ქმედებას: შეტყობინება, გამოძიება, კონსულტაცია და
ინციდენტის მიდევნება.
„კარგი პრაქტიკა“ გვირჩევს, რომ პერსონალის ყურადღება უნდა იყოს
ფოკუსირებული კონფლიქტის პროფილაქტიკაზე, აგრესორის დამშვიდებაზე, მასთან
მოლაპარაკებაზე და არა კონფრონტაციაზე.პერსონალმა უნდა მოახერხოს პაციენტის
(კლიენტის) საბაზისო მომსახურება, რთულ პაციენტთან ურთიერთობა, შეკავება და
მისი ქცევის სრული კონტროლი. სამედიცინო პერსონალის ვალდებულებაა ქცევა
შეაფასოს, როგორც ნორმალური, არანორმალური თუ პოსტტრავმული რეაქცია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ, მაგალითად, ალკოჰოლიზმით, ფსიქიკური
აშლილობით დაავადებული ან ნარკოდამოკიდებული ადამიანის ქცევა აპრიორი
აგრესიის შემცველია. ამ ტიპის პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევას
სპეციალური ცოდნა უნდა პერსონალის მხრიდან. სხვადასხვა სტატისტიკური
კვლევის საფუძველზე ვხედავთ, რომ მაგალითად, აშშ-ში: ყველაზე მეტი აგრესია
ფიქსირდება
სტომატოლოგების,
ფსიქიატრების,
„სასწრაფოს“
პერსონალის
მისამართით; ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის 95%-მა გამოსცადა
სიტყვიერი აგრესია; 68%-ით მეტი ძალადობის შემთხვევაა ჯანდაცვის პერსონალის
მიმართ, ვიდრე სხვა პროფესიის მუშაკებთან.
აშშ-ის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტი იძლევა სამუშაო ადგილზე
ძალადობის დეფინიციას: „ძალადობრივი ქმედება (მათ შორის თავდასხმა და
თავდასხმის მუქარა)ადამიანის მიმართ სამუშაო ადგილზე ან პროფესიული
მოვალეობის შესრულებისას“. აშშ-ის შრომის დეპარტამენტი (სამინისტრო)
განსაზღვრავს ძალადობას სამუშაო ადგილზე, როგორც წერილობით, ზეპირ და
ფიზიკურ აგრესიას, რომელიც გამოიწვევს სხეულის ან ქონების დაზიანებას ან
სიკვდილს. უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვით, საავადმყოფოში ჩადენილი
კრიმინალის 75% შემთხვევა ფიზიკური ძალის გამოყენებითაა. ძალადობა
სამედიცინო პერსონალის მიმართ ნაციონალური პრობლემის რანგშია აყვანილი.
შრომის სტატისტიკის ბიუროს უკანასკნელი სტატისტიკური კვლევის საფუძველზე
დადგენილია, რომ სამედიცინო პერსონალს ძალადობის შედეგად მიადგა უფრო მეტი
ზიანი, ვიდრე პოლიციელებსა და ციხეში მომუშავე ზედამხედველებს. დღეისათვის
ქვეყანაში არ არსებობს ფედერალური კანონი, რომელიც იმპერატიულად მოითხოვს
სამედიცინო დაწესებულებისგან დაიცვას თავიანთი თანამშრომლები სამუშაო
ადგილზე ძალადობისგან. თუმცა, კალიფორნიის შტატმა დამოუკიდებლად მიიღო
კანონი, რომელიც ავალდებულებს ჯანდაცვის სფეროს დამსაქმებელს შეიმუშავოს
ძალადობის პროფილაქტიკის გეგმა თითოეული სამუშაო ადგილისთვის
ინდივიდუალურად. სწორედ ამ მიმართულებას ეხმიანება ახალი კანონპროექტი,
რომელიც 2018 წლის ნოემბერში წარადგინა ერთ-ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა1.
„კანონი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მუშაკებისთვის სამუშაო
ადგილზე ძალადობის პრევენციის შესახებ“ უწესებს საავადმყოფოებს, მოხუცთა
თავშესაფრებს, სარეაბილიტაციო ცენტრებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და
ციხეებს, შეიმუშაონ უსაფრთხოების გეგმა თუ როგორ დაიცვან თავიანთი
თანამშრომლები სამუშაო ადგილებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
ძალადობისგან. გარდა ამისა, კანონპროექტი დამსაქმებელს ავალდებულებს
ძალადობის ყველა საჩივრის რეგისტრაციასა და გამოძიებას. ამასთან, მასვე
ეკრძალება იმ თანამშრომლის შევიწროვება, რომელმაც, ზემოაღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით, დარეკა 911-ზე. კანონპროექტი ითვალისწინებს სამედიცინო
დაწესებულების მხრიდან დაცვის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას,
სათვალთვალო კამერების დაყენებას და პერსონალის მომზადებას ძალადობრივ
ინციდენტებში რეაგირებისთვის.
პაციენტის მხრიდან პერსონალისადმი ძალადობის ნებისმიერ შემთხვევაზე
რეაგირების ფორმას ირჩევს საავადმყოფოს ადმინისტრაცია. აქ ერთმანეთზე
გადაჯაჭვულია
ავადმყოფის,
ექიმის,
სადაზღვეო
კომპანიის,
საავადმყოფოს
ადმინისტრაციის, მედიაციის ინსტიტუციის და ა.შ. უფლებები და ინტერესები.
პრაქტიკაც აჩვენებს, რომ აგრესიის პრევენცია არის მათთვის ყველაზე მისაღები
ფორმა.
მცირედად განსხვავებულია მიდგომა სასწრაფო დახმარების პერსონალისადმი.
კოლორადოს შტატის სამედიცინო სერვისების ასოციაციის სტატისტიკა აჩვენებს, რომ
ყველაზე მეტი პერსონალის ტრავმის შემთხვევა ფიქსირდება სწორედ გამოძახების
ადგილზე მისვლისას. „სასწრაფოს“ ექიმების 90% ამა თუ იმ ფორმით გამხდარა
ძალადობის მსხვერპლი. შტატები ადგილობრივ დონეზე იღებენ კანონმდებლობას,
რომელიც იცავს „სასწრაფოს“ პერსონალს აგრესიისგან. მაგალითად, კოლორადოს
შტატის კანონმდებლობით ექიმზე თავდასხმა გახდა თავისუფლების აღკვეთის
საფუძველი, ხოლო ექიმის მკვლელობა სამუდამო პატიმრობის საფუძველი შეიძლება
გახდეს.
ბულგარეთში არ არის სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც ადგენს სამუშაო
ადგილზე ძალადობის საწინააღმდეგო ნორმებს კონკრეტულად ჯანმრთელობის
სფეროს მუშაკებისთვის. თუმცა, მათი ინტერესები ზოგადად გათვალისწინებულია
ადამიანის
უფლებების,
უსაფრთხო
სამუშაო
გარემოს
და
მისთ.
შესახებ
კანონმდებლობაში. გარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ
გაკეთებული
კვლევიდან
ვიგებთ,
რომ
ბულგარეთში
არ
არის
მკაფიოდ
ჩამოყალიბებული, თუ რას მოიცავს სამუშაო ადგილზე სამედიცინო პერსონალის
მიმართ
აგრესია.
ქვეყნის
კულტურულ-სოციალური
თავისებურებებიდან
გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზის არარსებობის, ინფორმირებულობის დაბალი
ხარისხის გამო, საერთოდ არ ხდება აგრესიის შემთხვევების აღრიცხვა, გამოძიება და
რეაგირება.
დღეისათვის
ბულგარეთში
აგრესიის
შემცირების
ყველაზე
გავრცელებული ფორმაა: უსაფრთხოების ნორმების გაზრდა; სპეციალური აღჭურვა;
მნახველთა შეზღუდვა; პერსონალის მომზადება.
პორტუგალიაში ძალადობის შეტყობინების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ
აგრესიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქედან,
ექთნებისგან ძალადობის ფაქტის გაჟღერება ხდება: 7-დან 6 შემთხვევაში; ექიმის მიერ
- 9/7; ქალებისგან - 20/13. უფრო ხშირად ძალადობის ფაქტები ფიქსირდება ზაფხულის
პერიოდში.
გარდა
ამისა,
აღმოჩნდა,
რომ
ყველა
შემთხვევაში
აგრესორს
დაუპირისპირდა პერსონალი და თავადვე მოიგერია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ
პერსონალს არ აქვს აგრესიის წინ აღდგომისა და კონფლიქტის პრევენციის სათანადო
თეორიული
საფუძველი.
აგრესიის
ეპიზოდის
ვალდებულია
მიმართოს
ოფიციალურ
შემდეგში:
რეგულარულად
ეცნობა
დაფიქსირებისას
პროცედურას,
რომელიც
დაწესებულების
მსხვერპლი
გამოიხატება
ხელმძღვანელს.
ხელმძღვანელივე უზრუნველყოფს იმ პირებზე დაკვირვებას, ვინც იყო ჩართული
კონფლიქტში მმართველ საბჭოში განიხილება წერილობითი ფორმით მიღებული
საჩივარი საჭიროების შემთხვევაში გადაეგზავნება სასამართლოს.
ძირითადად რა ინსტრუმენტს მიმართავენ მოძალადის მსხვერპლნი?:
უკავშირდებიან პოლიციას; აცნობებენ აწესებულების ხელმძღვანელს; მიმართავენ
სასამართლოს; აცნობებენ სამედიცინო საბჭოს; აცნობებენ რეგიონულ სამედიცინო
პროფესიულ გაერთიანებებს.
ზემოხსენებული ქმედებების შედეგად მიიღეს რამდენიმე ვარიაცია:
დაზარალებული გაუშვეს ბიულეტენზე; მოძალადე პაციენტს დააწერინეს ახსნაგანმარტება; სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში; შემთხვევა განიხილა
პროფესიულმა საბჭომ; ჯანდაცვის სფეროს მმართველმა ორგანომ ჩათვალა ზედმეტად
დრამატულად და ა.შ.
იტალიაში ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები
სამუშაო ადგილზე ძალადობის კონტროლისთვის. მაღალი რისკის ჯგუფში მოხვდნენ
„სასწრაფოს“,
ფსიქიატრიულის,
უწყვეტი
მკურნალობისა
და
გერიატრიული
მომსახურების პერსონალი (გარდა ზემოჩამოთვლილისა, თავად კონკრეტულ
სამედიცინო დაწესებულებასაც შეუძლია, რისკების ანალიზის შემდეგ, შეცვალოს,
განავრცოს ან შეამციროს რისკჯგუფი). სამინისტროს რეკომენდაცია ავალდებულებს
საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, ჰქონდეს ძალადობის პრევენციის პროგრამა,
პერსონალის უსაფრთხოების სტრატეგია.ძალადობის პროფილაქტიკის მიზანია:
აგრესიული ქმედების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა; შეტყობინებისთვის
პერსონალის წახალისება; პოლიციასთან ან სხვა ორგანოსთან, რომელსაც შეუძლია
ძალადობის აღკვეთა, თანამშრომლობა და ხელშეწყობა; პასუხისმგებელი ჯგუფის
შექმნა მიზნების შესრულებისთვის, სადაც აუცილებლად იქნებიან: სამინისტროსთან
საკონტაქტო
პირი;
სამუშაო
ადგილზე
უსაფრთხოების
სპეციალისტი;
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. სამედიცინო დაწესებულების
ვალდებულებაა, გაანალიზოს აგრესიის თითოეული შემთხვევა: შეაფასოს თავად
პროცესი, გამოავლინოს რისკფაქტორები (ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება
და
მისთ.),
პოლიციისგან
გაითვალისწინოს
სხვა
მიიღოს
დეტალები.
სათანადო
ყველაფერი
კონსულტაციამითითებები,
ზემოჩამოთვლილი
ქმედება
წარმოადგენს შემდგომი ან/და მსგავსი ძალადობის შემთხვევის პრევენციას.
სიტუაციის ანალიზის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია,
გაატაროს
ტექნიკური
ხასიათის
ღონისძიებები:
გაითვალისწინოს
არსებული
კონსტრუქციის მოდიფიკაციის შესაძლებლობა; დააყენოს ახალი სიგნალიზაცია,
უსაფრთხოების სხვა საშუალებები - ალარმის ღილაკი, ტელეფონები, რადიოკავშირი
და მისთ; გააკეთოს მოსახერხებელი მოსაცდელები სტრესფაქტორის შესამცირებლად,
კარგი განათება; კაბინეტები და ოთახები აღჭურვოს სიტუაციის შესაფერისი ავეჯით
(ყოველგვარი წვეტიანი ნივთის გარეშე); აწარმოოს 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი
და ა.შ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, დაწესებულების ამოცანაა,
პოლიციასთან ქონდეს დამყარებული სწორი კოორდინაცია.