„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

მოხსენება ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2019
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
ნომერი
#07-2/358/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-03
ბიუროს ნომერი 267

📜 ტექსტი

სხვა
თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება 1 სარჩევი წინასიტყვაობა ...........................................................................................................................................4 ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვა...........................................................................................4 1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა....................................................................7 1.1. საგარეო პოლიტიკა ...........................................................................................................................7 1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ..........................................................................48 2. ძირეული და ინოვაციური რეფორმები....................................................................................71 2.1. მაკროეკონომიკური სტაბილურობა ........................................................................................71 2.2. საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა ...........................................................................76 2.3. დასაქმება ......................................................................................................................................78 2.4. ბიზნესგარემო ..............................................................................................................................79 2.5. საერთაშორისო რეიტინგები .....................................................................................................86 2.6. მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა......................................................................88 2.6.1. კაპიტალის ბაზრის რეფორმა ................................................................................................90 2.6.2. საპენსიო რეფორმა...................................................................................................................90 2.6.3. საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სახელმწიფო ინვესტიციების მართვა . .....................................................................................................................91 2.6.4. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა...................................................................91 2.6.5. ლარიზაცია ...............................................................................................................................92 2.6.6. ხარისხობრივი და ტექნოლოგიების ტრანსფერზე ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ..................................................................................................92 2.6.7. ინდუსტრიალიზაცია .............................................................................................................92 2.7. საქართველო − რეგიონალური ჰაბი.........................................................................................92 2.8. საგარეო სავაჭრო ურთიერთობები ..........................................................................................95 2.9. სივრცითი მოწყობა .....................................................................................................................96 2.10. ინფრასტრუქტურული განვითარება...................................................................................96 2.11. დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა............................................................................104 2.11.1. ენერგეტიკა .............................................................................................................................104 2.11.2. მშენებლობა ............................................................................................................................107 2.11.3. მწვანე ეკონომიკა...................................................................................................................107 2.11.4. გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა........................................................................108 2 2.11.5. ტურიზმი ................................................................................................................................122 2.12. რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა.............................................................................124 2.13. ბუნებრივი რესურსების მართვა.........................................................................................125 3. მცირე მთავრობა.........................................................................................................................126 4. განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა ....................................133 4.1. განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა........................................................................133 4.1.1. ადრეული და სკოლამდელი განათლება ..........................................................................133 4.1.2. ზოგადი განათლება ..............................................................................................................134 4.1.3. პროფესიული განათლება ....................................................................................................137 4.1.4. უმაღლესი განათლება ..........................................................................................................138 4.1.5. მეცნიერება..............................................................................................................................140 4.1.6. ახალგაზრდული პოლიტიკა და ინოვაციები ..................................................................141 4.2. კულტურა და სპორტი..............................................................................................................144 4.2.1. კულტურა ...............................................................................................................................144 4.2.2. სპორტი....................................................................................................................................147 5. ადამიანი და მასზე ზრუნვა......................................................................................................148 5.1. ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა............................................................................................................................................148 5.2. ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები..............................185 5.2.1. ჯანმრთელობის დაცვა .........................................................................................................204 5.2.2. სოციალური დაცვა................................................................................................................207 3 წინასიტყვაობა საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იყო ძირეული და სექტორული რეფორმების განხორციელებისკენ, რომლებიც ქმნიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის მყარ საფუძვლებს. საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმები ემსახურება ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაქმების ხელშეწყობას, მეტი დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა და ამ ამოცანათა შესასრულებლად მცირე, მოქნილი და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ფორმირებას. მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების, საქართველოს რეგიონული პოზიციების გამყარების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისა და აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგისა და შერიგების პროცესის გაღრმავების მიზნით. ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვა  ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვა წარმოადგენს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედს. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობა, ხედვის კვალდაკვალ, გეგმაზომიერად ახორციელებს სტრატეგიულ და შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებს. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში მეტი ინტეგრაციისა და ახალი შესაძლებლობების მიღწევისთვის, დასრულდა მუშაობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის სისტემურობის, თანმიმდევრულობის, პროგნოზირებადობისა და გამჭვირვალობის ამაღლებას. მიმდინარეობს ყველა სექტორის ჰარმონიზაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტანდარტებთან. თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ხორციელდება ერთიანი, სინქრონიზებული მიდგომით.  გადაიდგა არაერთი ნაბიჯი ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისათვის. 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით არსებული პერიოდის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.9 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ და ინვესტიციებმა იქონია. ამავე პერიოდში ექსპორტის 16.9 პროცენტიანი ზრდა (334.9 მლნ აშშ დოლარით) დაფიქსირდა და 2 342.3 მლნ 4 აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21.9 პროცენტით გაიზარდა და 25.8 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვება 11.5 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 9.6 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2018 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე6 ადგილი დაიკავა და ქვეყნის პოზიცია, წინა წელთან შედარებით, 3 ადგილით გაუმჯობესდა.  მცირე, ეფექტიანი და მოქნილი მთავრობის კონცეფციის შესაბამისად, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების წილი, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით, დაიგეგმა 3.9%-ის ფარგლებში, პენსიების ზრდის პარალელურად, ეტაპობრივად შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია. 2018 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 4.1%. მიმდინარეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაციის კრიტერიუმების შემუშავების პროცესი და ადგილობრივი თვითმმართველობის საპილოტე მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული ანალიზი. იქმნება პოლიტიკის დაგეგმვისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, რომელიც ეფექტიანსა და მოქნილს გახდის უწყებათშორის თანამშრომლობას, საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულების შეფასებას.  გრძელდება განათლების სისტემის რეფორმირება, რომელიც ორიენტირებული იქნება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. განათლების სექტორის მდგრადი განვითარების, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განათლების სისტემაში დაფინანსების ეტაპობრივად ზრდის თაობაზე და მომზადდა და საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, 2022 წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს განათლების სისტემის არანაკლებ 6%-მდე დაფინანსებას დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებულ ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტში. საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპის ერთიან უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, გაკეთდა განაცხადი ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრობაზე. დაიგეგმა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის რეფორმა და დაიწყო მუშაობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის მოდელის შესაქმნელად. ამოქმედდა „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი, რითაც დაიწყო 5 პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის ახალი ეტაპი. ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, მომზადდა კანონის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. კანონის პროექტი ითვალისწინებს სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებს. კერძოდ, რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის − ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის საფუძველზე შეიქმნება ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო, რომელზეც სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საქართველოს მთავრობა.  გრძელდება სისხლის სამართლის რეფორმის განხორციელება, დაიგეგმა და განხორციელების ფაზაშია არაერთი ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლებას. საანგარიშო პერიოდში ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების მხრივ. 6 1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა 1.1. საგარეო პოლიტიკა 2019 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ეროვნული დონის დოკუმენტი − „2019 − 2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია“. იგი შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ, რაც, თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამთავრობო უწყებების კომპეტენციებისა და სექტორული მიმართულებების განსაზღვრას, პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდასა და ერთიანი სამთავრობო მიდგომის უზრუნველყოფას. დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა. სტრატეგიასთან ერთად მიღებულ იქნა 2019 წლის სამოქმედო გეგმა. საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომლის პრეზენტაცია 2019 წლის 5 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოციირების საბჭოზე განხორციელდა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელება, რომლებიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, ახალ დინამიზმს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ევროკავშირთან ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევას. საანგარიშო პერიოდში წარმატებით მიმდინარეობდა მუშაობა შემდეგი მიმართულებებით: ასოციირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელება − ასოციირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების ფარგლებში, მომზადდა ასოციირების შეთანხმებისა და ასოციირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში, 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და ასევე მუშაობა დაიწყო საშუალოვადიანი (2019 − 2021 წლების) სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. საქართველოს მთავრობისა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების სახელმძღვანელო, რომლის დანერგვა სახელმწიფო უწყებებში ხელს შეუწყობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ეფექტიან განხორციელებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა − საქართველოს მთავრობა აქტიურად იღებდა მონაწილეობას მრავალმხრივ ღონისძიებებში, მათ შორის, თემატური პლატფორმებისა სექტორული მინისტერიალების შეხვედრებში. საქართველო აგრძელებდა დოკუმენტით − 7 „2020 წლისთვის 20 შედეგი“ გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს შორის აღსანიშნავია ქ. თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნა 2018 წლის 3 სექტემბერს. ევროკავშირის ჩარჩოპროგრამებში მონაწილეობა − საქართველო აგრძელებდა ევროკავშირის ჩარჩოპროგრამებში − ERASMUS+, CREATIVE EUROPE; HORIZON 2020 წარმატებით მონაწილეობას. ამასთან, მიმდინარეობს, დამატებით, ახალ ჩარჩოპროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობებისა და სარგებლიანობის შესწავლა. ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება − 2018 წლის 23 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა უსაფრთხოების საკითხებში საქართველოევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, ტერორიზმის, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონში არსებული ვითარება. მხარეებმა ასევე იმსჯელეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა 2019 – 2020 წლების ევროკავშირის დახმარების პროგრამა (SAFE), რომელიც მოიაზრებს 27 მილიონი ევროს გამოყოფას უსაფრთხოების სექტორის რეფორმისთვის. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესებას საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM), ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებით. ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება − 2018 წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით გაიმართა უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა. შეხვედრის შედეგად საფუძველი ჩაეყარა რიგ ინიციატივებს, რომლებზეც ორმხრივ ფორმატში გაგრძელდება მუშაობა. მათ შორის აღსანიშნავია: ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობა; ქართული ექსპორტის ხელშეწყობა ევროკავშირის ბაზარზე; განათლების რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში; „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის შემდგომი განვითარება; „გონივრული სპეციალიზაციის“ სისტემის დანერგვა საქართველოში; მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი გაძლიერება; სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება კონკრეტული პროექტების რეალიზაციის გზით; საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და სხვა. საანგარიშო პერიოდში ასევე ჩატარდა საქართველო-ევროკავშირის ასოციირების დარგობრივი ქვეკომიტეტის 4 თემატური ჯგუფის სხდომა ქ. ბრიუსელსა და ქ. თბილისში. 8 2019 წლის იანვარში გაიმართა ტრანსპორტის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგის პირველი შეხვედრა. დიალოგის ეს ახალი ფორმატი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სატრანსპორტო კავშირების შემდგომ განმტკიცებას. საანგარიშო პერიოდში ასევე ჩატარდა საქართველო-ევროკავშირის ასოციირების დარგობრივი ქვეკომიტეტის 4 თემატური ჯგუფის სხდომა ქ. ბრიუსელსა და ქ. თბილისში. შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ფუნქციონირების მონიტორინგი (სტატისტიკური მონაცემების ჩათვლით) − გრძელდებოდა კონსულტაციები წევრ ქვეყნებთან საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების მიზნით, რაც ავტომატურად გულისხმობს თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დაჩქარებული პროცედურით განხილვას.1 ამასთან, საქართველოს მთავრობა აგრძელებს კონკრეტულ ზომებზე მუშაობას, მათ შორის, ევროკომისიასა და ცალკეულ წევრ-სახელმწიფოებთან ერთად, ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უკანონო მიგრაციის აღკვეთისა და უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მიზნით და წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები − გაღრმავდა ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, გაფართოვდა პოლიციის ატაშეების ქსელი, გაძლიერდა თანამშრომლობა ევროკავშირის სააგენტოებთან (Europol-სა და Frontex-თან). 2019 წლის 29 მარტს გაფორმდა საქართველოსა და ევროკავშირის სისხლის თანამშრომლობის სააგენტოს (ევროჯასტს) საქართველოსა და ევროჯასტს შორის სამართლის სფეროში სამართლებრივი შორის თანამშრომლობის შეთანხმება. თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა. სააგენტოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან საქართველოს თანამშრომლობას და შექმნის დამატებით ინსტრუმენტს დანაშაულთან, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლისათვის. 2019 წლის 5 მარტს ბრიუსელში გამართულმა საქართველო-ევროკავშირის ასოციირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების საკითხის გადაწყვეტის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ 1 დღესდღეობით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს ევროკავშირის/შენგენის 12 ქვეყანა: ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია, ჩეხეთი. 9 ქვეყნებთან არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. პარალელურად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რაც, ერთი მხრივ, შეამცირებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკებს და ხელს შეუწყობს მართულ მიგრაციას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სამუშაო ძალის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 თებერვალს ძალაში შევიდა საფრანგეთის მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“. მსგავსი შეთანხმების გასაფორმებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ევროკავშირის/შენგენის წევრ-სახელმწიფოებთან. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, ქართული მხრიდან გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით და ამ საკითხზე იმართებოდა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები ქ. თბილისში, ქ. ბრიუსელსა და ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატოში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP).  2018 წლის 11 სექტემბერს საქართველოს ეწვია სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე, თაჯან ილდემი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ლექცია წაიკითხა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.  2018 წლის 21 სექტემბერს საქართველოს ეწვია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე.  2018 წლის 6 ნოემბერს, ნატოს შტაბ-ბინაში, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფის ფარგლებში, გაიმართა წევრი ქვეყნების შეხვედრა ქართულ მხარესთან, სადაც განხილულ იქნა ჰიბრიდული საფრთხეებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხები.  2018 წლის 16-19 ნოემბერს, კანადაში, ქ. ჰალიფაქსში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 64-ე სესიაზე მიღებულ იქნა ანგარიში სახელწოდებით − „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცება შავი ზღვის რეგიონში“. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა რეგიონში დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ 10 უსაფრთხოებაში, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მიმდინარე მისიებში მონაწილეობის მეშვეობით.  2018 წლის 4-5 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისა (RSM) და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციის წევრების შეხვედრებში და გამართა ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.  2018 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ეწვია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი. შეხვედრები შედგა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ლექცია გამართა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.  2019 წლის 28 თებერვალს საქართველოს ნატოს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალი, ვიცე-ადმირალი, სერ კლაივ ჯონსტონი ეწვია.  2019 წლის 18-იდან 28 მარტის ჩათვლით საქართველოში მიმდინარეობდა ნატოსაქართველოს ერთობლივი სწავლება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი 24 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ.  2019 წლის 25 მარტს საქართველოს ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ის ეწვია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC), სადაც გაეცნო ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას.  2019 წლის 27 მარტს, ქ. ბრუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც მიეძღვნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.  2019 წლის 28-29 მარტს საქართველოს მესამედ ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტი. გაიმართა კომიტეტის სხდომა, სადაც განხილულ იქნა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ვიზიტის ფარგლებში სამხედრო კომიტეტმა მოინახულა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, სადაც ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას გაეცნო. 11  2019 წლის 31 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით საქართველოში გაიმართა ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (Standing NATO Maritime Group Two - SNMG 2) ვიზიტი.  საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა, საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შემდგარმა უწყებათშორისმა ჯგუფმა, ნატოსთან კოორდინაციით, ნატოს ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიმუშავა ალიანსთან შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით ახალი, კონკრეტული ინიციატივები.  წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებაში ჩართულ უწყებებთან ერთად, 2018 წლის შემოდგომაზე შემუშავდა 2018 წლის თვითშეფასების დოკუმენტი, რომელიც განხილულ იქნა საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს შემფასებელი ჯგუფის მიერ სახელმწიფო უწყებებთან გამართულ შეხვედრებზე. აღნიშნულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2018 წლის დეკემბერში, ალიანსმა შეიმუშავა 2018 წ. შეფასების დოკუმენტი. წინა წლების მსგავსად, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში გაწევრების გზაზე. წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება ალიანსთან ქართულმა მხარემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, 2018 წლის 12 დეკემბერს ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატოსაქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილა.  საანგარიშო პერიოდში შემუშავდა 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების ექსპერტებმა და დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულმა სახელმწიფო უწყებებმა განიხილეს ა. წ. თებერვალში გამართულ ყოველწლიურ სემინარზე. მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეფორმათა გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და, ამავდროულად, რეალისტურია. ასევე ხაზი გაესვა რეფორმების განხორციელების საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.  2019 წლის 1 მარტს გაიმართა ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც დამტკიცდა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამა. მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ალიანსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვან ფორმატს. საანგარიშო პერიოდში გაიმართა 13 სხდომა, მათ შორის, მუდმივი წარმომადგენლების, თავდაცვის მინისტრებისა და ბრიუსელის სამიტის ფარგლებში სახელმწიფოსა და მეთაურების დონეზე. 12 სხდომებზე განიხილებოდა შავი ზღვის უსაფრთხოება, თავდაცვის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, კონფლიქტის დარეგულირებისა და შერიგების საკითხები. 2018 წლის ბრიუსელის ნატოს სამიტსა და თავდაცვის მინისტერიალზე ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან. ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატოს შტაბ-ბინაში მიავლინა მეკავშირე ოფიცერი, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას ნატოს შტაბ-ბინასთან, ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლეს სარდლობასა და ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასთან. აღნიშნული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოსა და ალიანსის შესაბამის ინსტიტუტებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. ამასთან, გაიზარდა ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების საპორტო ვიზიტების ინტენსივობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. თავის მხრივ, საქართველო მზადაა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აპრილის თვეში საპორტო ვიზიტი ნატოს მუდმივმოქმედმა მეორე საზღვაო შენაერთმა განახორციელა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს ნატოს ხომალდებთან ერთად. სწავლებებში მონაწილეობდნენ: აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული აილენდის კლასის 2 ხომალდი − „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 4 ხომალდი − „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), „BGS DRAZKI“ (ბულგარეთი) და „ROS Regele Ferdinand“ (რუმინეთი). წვრთნების მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) 2017 წელს გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი (JMOC) ყოველკვირეულ რეჟიმში ცვლის ინფორმაციას ნატოს ნაოსნობის ცენტრთან (NATO Shipping Center). ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ არასაიდუმლო ინფორმაციის გაცვლა. 2018 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი დებულება, სადაც გაიწერა ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები და უწყებათშორისი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები. 13 ქართული მხარე მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღოს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს შავ ზღვაში მყოფ ალიანსისა და წევრი ქვეყნების ხომალდებს. ამჟამად შემუშავებულია საკანონმდებლო პროექტი ალიანსის მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების, ასევე ნატოს ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი ხომალდებისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში შემოსვლის დიპლომატიური ნებართვების გამარტივებაზე. აღნიშნული პროექტი წარდგენილია უწყებებთან შესათანხმებლად. საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. საქმიანობა მიმართული იყო ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა და ძალისხმევის კიდევ უფრო გააქტიურებისკენ. საქართველოს დელეგაცია აქტიურად და კონსტრუქციულად იყო ჩართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ ფორმატს − ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს შუამავლობითა და აშშ-ის მონაწილეობით − საქართველოსა და რუსეთს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად. მომდინარე საანგარიშო უსაფრთხოებისა და პერიოდში გაიმართა მოლაპარაკებების სამი რაუნდი (45-ე, 46-ე და 47-ე). მოლაპარაკებებზე მთავარ თემებს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხები. ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე. განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება და კონკრეტული გამოსავლის მოძიების საჭიროება. თანათავმჯდომარეები, საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ დევნილთა დაბრუნების თემაზე საგნობრივი განხილვის აუცილებლობას. აქცენტი კეთდებოდა ასევე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების წინააღმდეგ მიმართულ დესტრუქციულ ქმედებებსა და ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობაზე. პარალელურად, მიმდინარეობდა გამუდმებული მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა თანათავმჯდომარეებთან, მათი ჩართულობისა და მხარდაჭერის მობილიზაციის მიზნით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ინტენსიური სამუშაო განახორციელა თანათავმჯდომარე ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის 14 მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელი მუშაობა. შედეგად, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების ფონზე, 2018 წლის დეკემბერში მოხერხდა თვეების მანძილზე შეჩერებული ერგნეთის შეხვედრების აღდგენა. სულ, საანგარიშო პერიოდში, ერგნეთში სამი შეხვედრა ჩატარდა. გალში მექანიზმის მუშაობა ჯერ კიდევ შეჩერებულია. ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გალში შედგა 2 ტექნიკური შეხვედრა. მექანიზმების ფარგლებში დღის წესრიგის მთავარ საკითხებს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა, დავით ბაშარულის და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები წარმოადგენდა. საქართველო ინტენსიურად მუშაობდა საერთაშორისო ასპარეზზე პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისა და საერთაშორისო დღის წესრიგში თემის აქტიურად დაყენების მიზნით. ხდებოდა საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ინფორმირება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო და პროვოკაციული ქმედებების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მილიტარიზაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. მნიშვნელოვანი ძალისხმევა განხორციელდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზებისა და განმტკიცებისთვის, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად იყო დასმული ორმხრივ ფორმატში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ისევე, როგორც შესაბამის მრავალმხრივ ფორმატებში:  2018 წლის 5 სექტემბერს ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC), რომლის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის გამალებული შეიარაღების, სამხედრო წვრთნებისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოხატეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები.  2018 წლის 10-21 სექტემბერს ქ. ვარშავაში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთოს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების ყოველწლიური შეხვედრა (HDIM), რომლის ფარგლებშიც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 15 გაიმართა პარალელური ღონისძიება „Human Rights of Conflict Affected Population in Georgia“.  2018 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურ ასამბლეას, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებაზე.  2018 წლის 27 სექტემბერს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 39-ე სესიაზე გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარებას და ხაზი გაესვა შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობას, რათა შეწყდეს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები.  2018 წლის 6-7 დეკემბერს, ქ. მილანში გაიმართა ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეხვედრა, სადაც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.  2019 წლის 26 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, სადაც ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სერიოზულ დარღვევებზე, ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და ბაშარულის მკვლელობის თემაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე.  2019 წლის 5 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოციირების საბჭოს სხდომა, რომელზეც ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის აქტიურ ჩართულობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.  2019 წლის 27-28 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა, რომელშიც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომაზე განსაკუთრებული 16 აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ერთობლივ განაცხადსა და რეკომენდაციებში, კომიტეტმა დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პლიტიკას. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემები ასახულიყო პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში. შედეგად მიღებულ იქნა არაერთი დოკუმენტი, რომელთა შორის აღსანიშნავია:  პოლონეთის სეიმის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ათი წლისთავის შესახებ, 23 ოქტომბერი, 2018 წ.  ირლანდიის პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ, 7 ნოემბერი, 2018 წ.  ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის შესახებ, 8 ნოემბერი, 2018 წ.  ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, 7 დეკემბერი, 2018 წ.  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ − „თანამშრომლობა საქართველოსთან“, 22 მარტი, 2019 წ.  ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის შესახებ, 27 მარტი, 2019 წ. საქართველო ინტენსიურ მუშაობას განაგრძობდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისა და ინდივიდუალური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაძლო შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით. შესაბამისად, სიისადმი მხარდაჭერა და სანქციების დაწესების მოწოდება ასახულია არაერთ დოკუმენტში, რომელიც პარტნიორების მიერ მიღებულ იქნა საანგარიშო პერიოდში. მათ შორისაა:  ირლანდიის პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ, 7 ნოემბერი, 2018 წ.  კანადის პარლამენტის ანგარიში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს წინააღმდეგ  რუსეთის აგრესიის საპასუხო პოლიტიკასთან დაკავშირებით, დეკემბერი, 2018 წ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, 22 იანვარი, 2019 წ.  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი „Georgia Support Act“, 17 დეკემბერი, 2018 წ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს I წინასასამართლო პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი იძიებს 17 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს. გამოძიების ფარგლებში ქართული მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან. 2018 წლის 24-26 ოქტომბერს, ჰააგის სასამართლოს ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და ევროპული კომისიის ფინანსური მხარდაჭერით, სასამართლოს წესდების („რომის სტატუტი“) მიღების 20 წელსა და საქართველოს მიერ მისი რატიფიცირებიდან 15 წელთან დაკავშირებით, ქ. თბილისში გაიმართა ჰააგის სასამართლოს მაღალი დონის რეგიონული კონფერენცია. კონფერენცია მიზნად ისახავდა სასამართლოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და წახალისებას, სასამართლოსა და სახელმწიფოებს შორის მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარებას, სასამართლოსა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის მაღალმა თანამდებობის პირებმა და ექსპერტებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა. 2018 წლის 5-12 დეკემბერს, ქ. ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) მე-17 სესიის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დელეგაციამ საინფორმაციო კამპანიის სახით სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო მისიებთან გამართა საინფორმაციო შეხვედრები და დეტალური ინფორმაცია მიაწოდათ 2008 წლის ომის პერიოდში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისა და სასამართლოსთან ინტენსიური თანამშრომლობის შესახებ. 2018 წლის 5 დეკემბერს, სისხლის ფონდის დირექტორატში დაზარალებულთა სამართლის საერთაშორისო აღმოსავლეთ ევროპის სასამართლოს ქვეყნებისათვის განკუთვნილი კვოტით არჩეულ იქნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი − იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რაც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ფონდის ყურადღება მიმართოს არაერთი ქვეყნისა და მათ შორის, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვან გარემოებაზე − დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზიანის საკითხებზე. 2019 წლის 24 იანვარს, ქ. ჰააგაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოს მიერ ერთობლივად შემუშავებულ შეთანხმებას − „საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სასჯელების აღსრულების შესახებ“. შეთანხმების გაფორმება ხელს უწყობს სასამართლოსთან ეფექტიანი თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას და აძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის კუთხით. შეთანხმება დაფუძნებულია ე. წ. ორმაგი თანხმობის სისტემაზე: პირველ ეტაპზე სახელმწიფო აცხადებს 18 ზოგად თანხმობას, შეთანხმების დადებით ჩაერთოს ჰააგის სასამართლოს მიერ პირთათვის მისჯილი სასჯელების აღსრულების სისტემაში, მეორე ეტაპზე კი − სახელმწიფოს რჩება უფლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვროს სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირის სასჯელის აღსრულების მიზნით საკუთარ ტერიტორიაზე მიღების მიზანშეწონილობის საკითხი თანხმობის ან უარის განცხადების გზით. ხსენებული შეთანხმება ჰააგის სასამართლოს მხრიდან საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პენიტენციური სისტემის აღიარების მკაფიო დადასტურებაა. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა უწყვეტად მიმართულია საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიზნით. არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი იყო პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა როგორც კონკრეტული ნაბიჯების სახით, ასევე აისახა არაერთ დოკუმენტში, რომელთა შორისაა:  2019 წ. 20 თებერვალს გამოქვეყნებული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც კვლავ აფიქსირებს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით, რომლის თანახმადაც იკრძალება აშშ-ის მიერ იმ სახელმწიფოების დაფინანსება, რომლებიც აღიარებენ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობას.;  2018 წლის 28 იანვარს ამერიკელი კონგრესმენის, ფრანცის რუნის მიერ წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი სირიის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა 2018 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ახალი სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივა − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს, ნდობის მშენებლობისა და შერიგების ამოცანებს. ის იძლევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ჰუმანიტარული პრინციპების გათვალისწინებით გადაჭრის შესაძლებლობას − გარკვეულ შემთხვევებში, სტატუს- ნეიტრალური ინსტრუმენტებისა და ფორმატების გამოყენებით. ინიციატივამ მოიპოვა ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ევროკავშირის, ცალკეული წევრი სახელმწიფოების, სახელმწიფოს მეთაურებისა და აშშ-ის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი ინსტიტუტების მხრიდან. საქართველოს მთავრობა ახორციელებდა აქტიურ მუშაობას პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინიციატივის მხარდაჭერისა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის კონტაქტების, დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროცესის 19 ხელშეწყობის მიზნით. ინიციატივამ მოიპოვა ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ევროკავშირის, ცალკეული წევრი სახელმწიფოების, სახელმწიფოს მეთაურებისა და აშშ-ის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ინსტიტუტების მხრიდან. 2019 წელს დაიწყო სამშვიდობო ინიციატივის განხორციელება. ამისთვის, მთლიანად დასრულდა სამართლებრივი პროცესი − ყველა კანონქვემდებარე აქტი შესაბამისობაში მოვიდა პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონდებლო ცვლილებებთან. ჯამში, ცვლილება განხორციელდა 8 სამართლებრივ აქტში და მიღებულ იქნა 5 ახალი სამართლებრივი აქტი, რომლითაც ამოქმედდა სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, საპარტნიორო ფონდის მიერ მომზადდა სოფელ რუხში სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის აშენების/მოწყობის პროექტი. 2018 წლის 22 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი უპრეცედენტო საგრანტო პროგრამა − „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გულისხმობს გამყოფი ხაზის გასწვრივ სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას და ამ მიზნით გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ინდივიდუალური და ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას 7,000-იდან 35,000 ლარის ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის 12 მარტს გამოცხადდა პირველი საგრანტო კონკურსი, სადაც შემოვიდა 420 განაცხადი, რაც ადასტურებს მოსახლეობის უდიდეს ინტერესს ამ შესაძლებლობის მიმართ. საქართველოს ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული მეორე ფინანსური ინსტრუმენტის - სპეციალური დამოუკიდებელი ფონდის შესაქმნელად, რომელიც მოემსახურება ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებულ ამოცანებს, ხელს შეუწყობს გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგს და ნდობის აღდგენას, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონკრეტული სავაჭრო პროექტების/ინიციატივების განხორციელებას. ფონდის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ინიციატივების მიმართ ინტერესი მზარდია. მისი საჯარო დაანონსების დღიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან არაერთი ადამიანი გამოდის კონტაქტზე ბიზნეს იდეებითა და პროექტებით. ასევე მაღალია ინტერესი განათლების კომპონენტის მიმართ. 2019 წლის 17 აპრილს ამოქმედდა სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქ. ზუგდიდში − შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების შესაძლებლობების 20 შეზღუდვის ფონზე, პროგრამა გამარტივებული და ხელსაყრელი პირობებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღებას, უგამოცდოდ ჩაბარებას, უფასო მომზადებას მათთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით ათამდე შერჩევით საგანში, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით, საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, მხოლოდ შიდა სასკოლო ორი გამოცდით, უმაღლეს გათვალისწინებულია სასწავლებლებში სწავლის 1%-იანი პროგრამაზე კვოტა. გაგრძელებას, სწავლა სადაც მათთვის დაიწყო 142-მა სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდამ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის უვიზო რეჟიმით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, საგრძნობლად გამარტივდა საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების პროცედურები. მოქალაქეობის დადგენა უკვე ხდება ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე, ერთი თვის ვადაში, უფასოდ. შესაძლებელია კიდევ უფრო დაჩქარებული პროცედურის გავლაც. მზარდი კონტაქტებისა და მიმოსვლის ფონზე, აქტიურად გრძელდება მუშაობა დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის, ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებისა და სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა არაერთი ნდობის აღდგენის პროექტი, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაწილეობით, განათლების, აფხაზური ენის განვითარების, ჯანდაცვის, ახალგაზრდების ურთიერთობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, არქივების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ვაჭრობის და სხვა მიმართულებით. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ჰუმანიტარული და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელებაში. რეგულარული თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, საკუთრების უფლების ხელყოფის, ჯანდაცვისადმი წვდომის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები და მათი გადაჭრის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩებიან. გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურება „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ფარგლებში, ასევე აფხაზეთის რეგიონისთვის სხვადასხვა მედიკამენტების რეგულარულად მიწოდება. 2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა დაახლოებით 7 მილიონი ლარი. 21 2018 წელს აფხაზეთის რეგიონს ასევე გადაეცა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაწამლი ტექნიკა, ფერომონები, სპეციალური აღჭურვილობა და საჭირო პესტიციდები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 600,000 ლარზე მეტი. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად გადაეცემა ვეტერინარული ვაქცინები. საანგარიშო პერიოდში ეკონომიკური, გაგრძელდა სოციალური და მუშაობა გამყოფი ხაზის მიმდებარე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის სოფლების გაუმჯობესების მიმართულებით. 2018 წელს დასრულდა გაზიფიკაციის პროცესი; წყლის ჭაბურღილები, საქლორატოროები და სადაწნეო კოშკურები მოეწყო 33 სოფელში; განხორციელდა ადგილობრივი მნიშვნელობის, საერთო ჯამში, 133 კმ სიგრძის გზის საფარის რეაბილიტაცია; მოეწყო და აღიჭურვა 45-ზე მეტი ამბულატორია; დაფინანსდა ყველა სტუდენტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე - წელს მათი რიცხვია 1,193, ხოლო გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 2 500 000 ლარი; მოიხნა, დამუშავდა და დაითესა 17,438 ჰექტარი მიწა. 2018 წელს დაიწყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი აკადემიასთან ერთად. პროექტების განხორციელება ფინანსთა სამინისტროს 2018 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო კანცელარიის რეინტეგრაციის პოლიტიკის ბიუროს შორის შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთგაგებისა და თანამშროლობის შესახებ, რის შედეგადაც შეიქმნა სამმხრივი უწყებათაშორისი პლატფორმა. ასევე, მათი მონაწილეობითა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, 2018 წლის დეკემბერში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქ. თბილისში ჩაატარა მაღალი დონის კონფერენცია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ. ორმხრივი დიპლომატია გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მოკავშირესთან − ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით. ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ურყევი ნების დადასტურებაა აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები და შეხვედრები.  2018 წლის 26 ოქტომბერს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, საგარეო 22 საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასა და თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული გამოწვევები, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ქ. თბილისში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ისთვის უმაღლესი სტრატეგიული ინტერესის ქვეყანას წარმოადგენს.  2018 წლის 17-21 სექტემბერს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი შეერთებულ შტატებში, რომლის ფარგლებშიც, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შეხვდა. შეხვედრები ასევე გაიმართა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ერთერთ ლიდერთან, სენატორ ჯონ კორნინთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერსა და თანათავმჯდომარე ბობ მენენდესთან; ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერსა და სენატორ ლინდსი გრემთან. შეხვედრები გაიმართა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგარდთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, ჯიმ იონგ კიმთან, უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტ რეი უოშბერნსა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინთან. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ასევე შეხვდა ბიზნესისა და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლებს.  აღსანიშნავია ასევე მ. წ. 2019 წლის 4-8 თებერვალსა და 3-4 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტები შეერთებულ შტატებში, რომლის ფარგლებშიც მან შეხვედრები გამართა აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საექსპერტო წრეებთან. 4-6 თებერვალს, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, ხოლო აპრილში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მან ნატოს დაარსებიდან საიუბილეო − 70-ე წლისთავისადმი მიზღვნილ საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.  2018 წლის 11-12 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო კონფერენციის − „მსოფლიო თავდაყირა 2018“ − ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ანდრეა ტომსონი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვეს მიჩელი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანდრეა ტომფსონმა და ვეს მიჩელმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 23 საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა მუშაობა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო გაზრდის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით.  2018 წლის 17 დეკემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი „Georgia Support Act“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია. ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. ქვეყნის დეოკუპაციისათვის მნიშვნელოვანია, რომ ორპარტიული კანონპროექტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, კანონპროექტით კონგრესი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.  2019 წლის 18 იანვარს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ახალმა თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯერალდ კონოლიმ და რესპუბლიკელმა საქართველოს კონგრესმენმა, მხარდამჭერი ადამ კანონპროექტი კინზინგერმა („Georgia ხელახლა Support Act“). წარადგინეს აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას და წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს, რათა საქართველოსთან დაკავშირებულმა საკითხებმა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.  კონგრესის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო 2019 წლის 15 თებერვალს გამოქვეყნებული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (FY19 Consolidated Appropriations Act), რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით (ზედიზედ მესამე წელი). აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოსთვის გამოყოფილმა თანხამ 127 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხას 22 მლნ აშშ დოლარით აღემატება.  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი იყო 2019 24 წლის 28 იანვარს ამერიკელი კონგრესმენის, ფრანცის რუნის მიერ წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი სირიის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერასა და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. უმნიშვნელოვანესი იყო 2018 წლის ოქტომბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 499,675 აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მდგრადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, გრძელდება მუშაობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის, ასევე ბიზნესწრეებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ამ მხრივ, 2018 წელი წარმატებული იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ დაიწყო ახალი პროგრამა სოფლის მეურნეობის განხრით (The USAID Agriculture Program, budget - $18.2 million), ასევე იგეგმება ეკონომიკური უსაფრთხოების (The USAID Economic Security program, budget (cost TBD based on proposals but likely be in the $20M range) პროგრამის დაწყება. ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდა ასევე აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან (OPIC). ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 4 თებერვალს ხელი მოეწერა პეის ჯგუფისა და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, პეის საზღვაო ტერმინალის პროექტს OPIC-ი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე იმსჯელეს უსაფრთხოების მხრივ რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. საუბარი შეეხო 25 ასევე ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. საანგარიშო პერიოდში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანის, ასევე ტრადიციულად მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებისა და შემდგომი გაღრმავების მიზნით, განხორციელდა შემდეგი აქტივობები:  ხელი მოეწერა დიმიტრი ამილახვრის სახელობის საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას. აღნიშნული ფორმატი დარგობრივი თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს და მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. დიალოგის საინაუგურაციო სხდომა 2019 წლის განმავლობაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართება.  საანგარიშო პერიოდში ამოქმედდა გერმანულ-ფრანგულ-ქართული სამკუთხედი, რომელიც გერმანიასა და საფრანგეთთან უპრეცედენტოდ მჭიდრო პარტნიორობის მკაფიო გამოხატულებაა. 2018 წლის 14 ნოემბერს, ქ. პარიზში პირველად გაიმართა სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ყურადღება დაეთმო ქართული მხარისთვის პრიორიტეტულ პოლიტიკურ საკითხებსა და სამივე ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემებს.  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. საანგარიშო პერიოდში ინიციირებულ იქნა შეთანხმება, რომლის მიზანია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ ორ ქვეყანას შორის საქართველო-ევროკავშირის ასოციირების შეთანხმების ჩანაცვლება. მხარეებს შორის გაიმართა კონსულტაციების პირველი რაუნდი ქ. ლონდონში. დიდ ბრიტანეთთან არსებული დინამიკის გაგრძელება იყო 2018 წლის 8 ნოემბერს, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მორიგი მე-5 რაუნდი ქ. თბილისში, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ესტუმრა გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სერ ალან დანკანი. ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების თანამშრომლობის შესახებ, მემორანდუმს ასევე კიბერუსაფრთხოების ურთიერთგაგების მემორანდუმს სფეროში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკას შორის.  თითქმის 8-წლიანი პაუზის შემდეგ, 2018 წლის 11-16 ნოემბერს, განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორდიკული ტურნე, რომლის ფარგლებშიც, ის ფინეთის რესპუბლიკას, ნორვეგიისა და დანიის სამეფოებს ეწვია. აღნიშნულმა ვიზიტმა პოზიტიური იმპულსი შესძინა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნორდიკულ რეგიონთან საქართველოს მეგობრულ კავშირებს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის შედეგად, დანიის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება 26 საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩასმასთან დაკავშირებით. ნორდიკულ ქვეყნებთან გამოხატული დინამიკის მანიფესტაციად შეიძლება ჩაითვალოს ნორვეგიული მხარის გადაწყვეტილება ქ. თბილისში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რის კონტექსტშიც, 2019 წლის 6 თებერვალს, საქართველოს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, აუდუნ ჰალვორშენი ესტუმრა.  2019 წლის 27-29 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ესპანეთის სამეფოს ესტუმრა, რამაც 5-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი პოზიტიური დინამიკა შესძინა ორმხრივ ურთიერთობებს. საანგარიშო პერიოდში ბალტიის ქვეყნებთან შენარჩუნებული ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი აქტიური დინამიკა.  იყო პარტნიორული 2018 წლის 11-13 სექტემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტებით ეწვივნენ ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი და ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი, რაც მათი მხრიდან საქართველოს მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იყო.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, თავის მხრივ, ასევე ეწვია ლიეტუვის რესპუბლიკას 2018 წლის 23 ოქტომბერს და თავის ლიეტუველ კოლეგასთან ერთად თანათავმჯდომარეობდა საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიას, რომელიც წარმოადგენს კონსულტაციების რეგულარულ ფორმატს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვის, აგრეთვე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.  2018 წლის 27 სექტემბერს, საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრისას, გააფორმეს ერთობლივი განცხადება, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა და რომელშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  2019 წელს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 20-21 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლიეტუვის რესპუბლიკას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ერთ-ერთი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი ასევე სწორედ ლიეტუვაში განახორციელა, კერძოდ, 2018 წლის 7-8 მარტს. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა განზრახულებათა დეკლარაცია თანამშრომლობის შესახებ. 27 კიბერუსაფრთხოების სფეროში საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა მუშაობა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებთან ტრადიციულად აქტიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების უზრუნველსაყოფად. ამ კუთხით, აღსანიშნავია საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის პოლონეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი, რომლის დროსაც ჩატარდა „თბილისის კონფერენციის“ რიგით მე-3 სხდომა. სხდომა დაეთმო ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებს მიკუთვნებული საკითხების განხილვას. ამასთან, ქართული მხარის ინიციატივით, დაიწყო მუშაობა „თბილისის კონფერენციის“ გაფართოებისა და მისი მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფორმატად გარდაქმნის მიმართულებით. აქტიურად ვითარდებოდა ურთიერთობები რუმინეთთან. საქართველოსა და რუმინეთის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, აქტიური ხასიათი მიიღო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობამ. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია 2019 წლის 4-5 მარტს, ბუქარესტში გამართული საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს კასპიის ზღვა-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შემდგომ განვითარებას. 2018 წლის 16 ოქტომბერს საქართველოში რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არარეგულარული მიგრაციის მართვას ხელს შეუწყობს. ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 16 თებერვალს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, რაც მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივიდან კონტექსტში, ევროკავშირის და ევროპული ინტეგრაციის გზაზე შესაძლო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითა და ნატოსთან დაახლოების კუთხით. საანგარიშო პერიოდში აქტიურად ვითარდებოდა ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. კერძოდ, 2018 წლის 5 ოქტომბერს, მოლდოველი კოლეგის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ოფიციალური ვიზიტით ეწვია მოლდოვის რესპუბლიკას. აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ მამუკა ბახტაძის პირველი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას. 2019 წლის 1 მარტიდან საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე პირადობის ელექტრონული მოწმობებით მგზავრობა შეუძლიათ. აღნიშნულ 28 შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის ოქტომბერში, ქ. კიშინეუში, ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების შეხვედრის ფარგლებში. 2018 წლის 5 ოქტომბერს, ქ. კიშინეუში გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის წევრი ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ გროისმანმა, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ალი ახმედოვმა. აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა სუამის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ორგანიზაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება იყო. შეხვედრაზე მხარეების მიერ განხილულ იქნა ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერების, დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოების, სუამის პარტნიორ ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციისა და სუამის საპარლამენტო განზომილების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხები. ტრადიციულად, მთავრობათა ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ასევე სუამის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ხელი მოწერა ოქმს, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთქმედებასა და საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა რეგიონში დაბალანსებული პოლიტიკის გატარება ასევე რუსეთის ფედერაციასთან, რაციონალური და დეესკალაციის პოლიტიკის ფარგლებში, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა. ამ მიზნით, მოცემულ პერიოდში განხორციელდა არაერთი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტი:  2018 წლის 10 სექტემბერს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში;  2018 წლის 2 ოქტომბერს და 2019 წლის 27 თებერვალს, ქ. პრაღაში გაიმართა რიგით მე-19 და მე-20 შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ზ. აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გ. კარასინს შორის;  2018 წლის 12 ოქტომბერს ქ. ერევანში გამართულ ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა; 29  2018 წლის 29 ოქტომბერს, ქ. სტამბოლში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-7 სამმხრივი შეხვედრა;  2019 წლის 15 იანვარს, სოფელ ბოლნისში გაიმართა არაფორმალური შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მ. ბახტაძესა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ნ. ფაშინიანს შორის;  2019 წლის 22 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მ. ბახტაძისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ი. ალიევის შეხვედრა;  2019 წლის 4 მარტს, ქ. ბუქარესტში გაიმართა საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს მათი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა საქმიანობას ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების მიმართულებით. აქტიური სამუშაოები ჩატარდა რიგ ქვეყნებთან ორმხრივი სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების მიმართულებით, აფრიკის კონტინენტზე არაღიარების პოლიტიკის უზრუნველყოფისა და არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. ასევე გაიმართა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები და შეხვედრები.  ხელი მოეწერა მთავრობათშორის შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ მოზამბიკის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, უწყებათშორის მემორანდუმს პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ბოცვანასა და საქართველოს შორის, ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან (ორივე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში − ნიუიორკი, 2018 წლის სექტემბერი);  2019 წლის 15 იანვარს შედგა საქართველოს ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. გაიმართა შეხვედრა კატარის პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან. ხელი მოეწერა მხარეებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახვის წერილს;  2019 წლის 16-18 იანვარს საქართველოს ეწვია საუდის არაბეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი; 13-15 იანვარს განხორციელდა საქართველოს 30 პარლამენტის ქუვეითთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ქუვეითში; 12-17 მარტს, ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ეწვია საქართველოს;  2019 წლის 22-25 იანვარს, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე შეხვდა ავღანეთის პრემიერ-მინისტრს, აბდულა აბდულას, ამავე ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრს;  2019 წლის 15 თებერვალს, ქ. მიუნხენში 55-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე შეხვდა ლიბიის პრემიერ-მინისტრს, ამავე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ტოგოს, სუდანისა და თუნისის საგარეო საქმეთა მინისტრებს;  2019 წლის 25-27 თებერვალს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა  ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრთან; საანგარიშო პერიოდში, 20019 წლის 21-22 თებერვალს, გაიმართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები ესვატინისა (ყოფილი სვაზილენდის) და ლესოტოს საგარეო საქმეთა სამინისტროებთან აფრიკაში;  ხელმოსაწერად მომზადდა მემორანდუმი ანგოლისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ და მემორანდუმი საქართველოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ;  კენიისა და საქართველოს რეფორმატორული გამოცდილების შესასწავლად, 2019 წლის 4-8 მარტს, ქ. თბილისს ეწვია უწყებათშორისო ბოცვანის პრეზიდენტის დელეგაცია, ეროვნული გენერალური სტრატეგიის დირექტორის სამსახურის მოადგილის ხელმძღვანელობით. ამავე პერიოდში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს ეწვია ავღანეთის უწყებათშორისი მუშა ჯგუფი, საქართველოს რეფორმების გაზიარების მიზნით;  საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში რეზიდენტი საელჩოს გახსნის თაობაზე, რომლის თანახმადაც უკვე სრულფასოვნად ამოქმედდა საემიროების საელჩო ქ. თბილისში, ასევე გაიხსნა და ფუნქციონირებს საუდის არაბეთის საელჩოც. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცება. საანგარიშო წლის პერიოდში გაიმართა არაერთი მაღალი და სამუშაო დონის ვიზიტი, რამაც დამატებითი იმპულსი შესძინა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. რეგიონის ქვეყნებთან 31 თანამშრომლობის სფეროების გაფართოების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: საპარლამენტო თანამშრომლობა, საქართველოს წარმატებული რეფორმებისა და გამოცდილების გაზიარება, დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება და ქვეყნის პოპულარიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებების გატარება. საანგარიშო პერიოდი მნიშვნელოვანი იყო ამერიკისა და კარიბეთის რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. კერძოდ, 2018 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA). გარდა ამისა, საქართველო აკრედიტებულია კარიბეთის გაერთიანებაში (CARICOM) და სარგებლობს დამკვირვებლის სტატუსით ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციასა (OAS) და წყნარი ოკეანეთის ალიანსში (Pacific Alliance). მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აღნიშნული რეგიონული ორგანიზაციების სამიტებსა და შეხვედრებში საქართველოს ჩართულობის გაზრდის კუთხით. საანგარიშო წლის პერიოდში ჩატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია:  24-29 სექტემბერს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის, ეკვადორის, ჰონდურასის, გვატემალის, პარაგვაის, კოლუმბიის, გრენადის, სენტ ვინსენტი და გრენადინების რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) გენერალურ მდივანთან;  29 ოქტომბერს − 2 ნოემბერს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით, გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ოფიციალური ვიზიტი ურუგვაისა და არგენტინაში. ხელი მოეწერა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ურუგვაის მეცხოველეობის, სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს;  13 დეკემბერს საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონული დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა;  22-25 იანვარს − დავოსის „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუის ალბერტო კასტილიონისა და ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ერნესტო არაიუოსთან;  25-26 თებერვალს − ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა კოსტა-რიკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ეფსი კამპბელ ბარს, ასევე 32 გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლუის ფერნანდო კარანსა სიფუენტესთან;  18-19 მარტს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ოფიციალური ვიზიტი ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში. დავით ზალკალიანი შეხვდა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს, სენატის თავმჯდომარეს, ლუსია ტოპოლანსკის, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, სესილია ბოტინოს, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს, როდოლფო ნინ ნოვოასა და ურუგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მონიკა ქსავიერს. მინისტრი ასევე შეხვდა ურუგვაიში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს;  20-21 მარტს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არგენტინის რესპუბლიკაში. შედგა მინისტრის შეხვედრები არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხორხე ფორისთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, ემილიო მონსოსთან, არგენტინის ტურიზმის მდივანთან, გუსტავო სანტოსა და არგენტინის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ბეატრის ავილასთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა;  20-21 მარტი − ბუენოს-აირესში, გაეროს „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის“ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრს, ხოსე ვალენსიასა და ბარბადოსის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, ჯერომ ქსავიერ ვალკოტს. ინტენსიურად მიმდინარეობდა ურთიერთობების გაღრმავება აზიისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან. დინამიკურად ვითარდება თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, ტრადიციულად მჭიდროა პარტნიორობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, იაპონიასთან, ჩინეთსა და კორეის რესპუბლიკასთან. 2018 წლის 4-5 სექტემბერს გაიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა  შეთანხმებას იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთდასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე.  2018 წლის 23-29 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, რატუ ინოკე კუბუაბოლა სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ“. 33  2018 წლის 26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. გაიმართა შეხვედრა საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.  2018 წლის 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ვიზიტით სტუმრობდა ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაცია ვიცე-სპიკერის ხელმძღვანელობით.  საანგარიშო პერიოდში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის (პირველი რაუნდი, 2018 წლის 14-15 ოქტომბერი), მალაიზიის (პირველი რაუნდი, 2018 წლის 22-23 ოქტომბერი), ყაზახეთის რესპუბლიკის (2018 წლის 6-7 დეკემბერი), ჩინეთის (მე-7 რაუნდი, 2018 წლის 10 დეკემბერი), უზბეკეთის (2018 წლის 7-8 თებერვალი), ფიჯისა (პირველი რაუნდი, 2018 წლის 7 მარტი, სუვა) და ინდონეზიის (მე-6 რაუნდი, 2018 წლის 11 მარტი) საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.  2018 წლის 4-6 ნოემბერს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი ჩინეთში, ქ. შანხაიში, სადაც მან გამართა ხანმოკლე შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან და მონაწილეობა მიიღო ჩინეთის პირველ საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში (China International Import Expo 2018).  2019 წლის 31 იანვარს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“ შეთანხმებას.  2018 წლის 26 თებერვალს, ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) მე-40 სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა ფიჯის პრემიერ-მინისტრთან, ჯოსაია ვორექე ბაინიმარამასთან, მალდივების საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულა შაჰიდსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქალბატონ რეტნო ლესტარი პრიანსარი მარსუდისთან.  2019 წლის 7 მარტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ფიჯის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს.  2019 წლის 12-14 მარტს გაიმართა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერის, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდის ვიზიტი საქართველოში. 34  2019 წლის 13-15 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტთან, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტსა და იაპონიის ვიცე-პრემიერთან.  2019 წლის 14-16 მარტს, საქართველო-ვანუატუს ურთიერთობების ისტორიაში პირველად, განხორციელდა ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, რალფ რეგენვანუს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ხელი მოეწერა საქართველოსა და ვანუატუს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მრავალმხრივი დიპლომატია საანგარიშო პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრო მრავალმხრივი დიპლომატიის მიმართულებით აგრძელებდა საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) აქტიური ჩართულობის პოლიტიკას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებას/პოზიციონირებას. გაერო  2018 წლის 21-27 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალურ დებატებში, რომლის ფარგლებშიც, 27 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურ ასამბლეას. ვიზიტის ფარგლებში, 24 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ნელსონ მანდელას სახელობის მაღალი დონის „მშვიდობის სამიტზე“.  2019 წლის 20-22 მარტს, საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო თანამშრომლობის − სამხრეთი- სამხრეთისათვის შესახებ გაეროს მეორე მაღალი დონის კონფერენციაში, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართა. მინისტრი მოხსენებით გამოვიდა კონფერენციის გენერალური დებატების ფარგლებში, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა არგენტინელ, ბანგლადეშელ, ბარბადოსელ, ეკვადორელ და მოზამბიკელ კოლეგებსა და ტანზანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ვიზიტის ფარგლებში შედგა ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე საქართველოს კანდიდატის, დავით კირვალიძის 35 შეხვედრები გაეროში ომანის, კირიბასისა და სოლომონის კუნძულების მუდმივ წარმომადგენლებთან.  2018 წლის 23-30 მარტი − გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპული ბიუროს დირექტორის, პასკალ მოროს ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა გაეროს სპეციალური მანდატის მფლობელებთან აქტიური თანამშრომლობა, კერძოდ: 2018 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტი, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობის გაზრდის კუთხით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანდიდატები არჩეულ იქნენ: 1. 2019 − 2022 წლების ვადით − წამების პრევენციის ქვეკომიტეტის (CPT) წევრად; 2. 2018 − 2022 წლების ვადით − ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) წევრად; 3. 2019 − 2022 წლების ვადით − ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრად; 4. საქართველო არჩეულ იქნა სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის (ICDO) აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია: 1. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, 2019 − 2023 წლების ვადით, დავით კირვალიძის კანდიდატურის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით; 2. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე, 2020 − 2024 წლების ვადით, ნატა მენაბდის კანდიდატურის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. 36 ეუთო  2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოში შედგა ეუთოს გენერალური მდივნის, თომას გრემინგერის ვიზიტი. შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესსა და ამ მიმართულებით ეუთოს ჩართულობას.  2018 წლის 15-21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვია ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი, ლამბერტო ზანიერი. გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი კომისარი ეწვია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.  2018 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის მოწვევით, ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელმა მისიამ. მისია ორივე ტურის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობას.  2018 წლის 8 ოქტომბერს ქ. რომში გაიმართა ეუთოს მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორთა შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს 2018 წელს ეუთოს იტალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ეუთოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე. ქართულმა მხარემ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.  2018 წლის 21-28 ნოემბერს საქართველოს ეწვივნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესწავლის მიზნით.  2019 წლის 11 თებერვალს გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა მოინახულა საოკუპაციო ხაზი სოფელ ოძისში და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მძიმე ვითარებას. ევროპის საბჭო  საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის მოსამზადებელი სამუშაო გეგმის შემუშავების/დახვეწის მიზნით. 37  2018 წლის 12 სექტემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის − „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ − ფარგლებში განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავის საკითხი. საკითხის განხილვისას გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობა რჩება უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების გამო. ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიების ჩატარებას და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.  2018 წლის 17-18 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საბჭოს დელეგაცია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიშის − „კონფლიქტი საქართველოში“ − მომზადება, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.  2018 წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისში გაიმართა ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 კონფერენცია. ქ. თბილისს ესტუმრნენ ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი სახელმწიფოების, ასევე „სპორტის სფეროში გაფართოებული წილობრივი შეთანხმების“ (EPAS) წევრი სახელმწიფოების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, გაბრიელა ბატაინი-დრაგონი.  6-8 ნოემბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს თანამომხსენებლები, რომელთაც შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საკითხზე უწყების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ვიზიტის საფუძველზე, 12 დეკემბერს გამოქვეყნდა საინფორმაციო ცნობა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.2  2018 წლის 9 ნოემბერს გაიმართა ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 7 ვაკანტური წევრის არჩევნები, სადაც სხვა 2 ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაცია და რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის ხელმოწერა და რატიფიცირება 38 წევრებთან ერთად ექსპერტთა ჯგუფის წევრად საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩიეს.  2018 წლის 12-16 ნოემბერს განხორციელდა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩოკონვენციის (FCNM) მრჩეველთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.  2018 წლის 11-12 დეკემებერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქ. სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაბრიელა ბატტაინი დრაგონისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიჩეკ სავიცკისთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, გუიდო რაიმონდისთან, ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტსა და ადამიანის უფლებათა კომისართან, დუნია მიატოვიჩთან. სამუშაო ვიზიტის მიზანი ევროპელი პარტნიორებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების − „სისტემური განახლების“ კონცეფციის გაცნობა იყო, რაც საპოლიციო დანაყოფებში მუშაობის თვისობრივად ახალი მეთოდებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას უკავშირდება. შეხვედრების ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა, გატარებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები. ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრებზე დადებითად შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და მისი საქმიანობა.  2019 წლის 12-13 თებერვალს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საბჭოს დელეგაცია. ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშის − „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.  2019 წლის 21-25 იანვარს გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. სესიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.  2019 წლის 26 თებერვალს, ქ. თბილისში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი 2020 − 2023 წლების სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა.  საანგარიშო პერიოდში გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორი სესია (2018 წლის 8-12 ოქტომბერსა და 2019 წლის 21-25 იანვარს) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 35-ე სესია (2018 წლის 6-8 ნოემბერს). საპარლამენტო ასამბლეის სესიებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 39 საპარლამენტო დელეგაციამ, ხოლო კონგრესის სესიაში − საქართველოს დელეგაციამ კონგრესში. ახალ საფრთხეებსა და შეიარაღებაზე კონტროლი  2018 წლის 17-21 სექტემბერს, ქ. ვენაში გაიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) გენერალური რიგით 62-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში კონფერენცია. მიღებული საქართველო რიგი გახდა რეზოლუციების თანასპონსორი.  2018 წლის 4-5 ოქტომბერს, ქ. თბილისში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისათვის: „შავი ზღვის რეგიონი და გლობალური ბირთვული წესრიგი“.  2018 წლის 14-15 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის რიჩარდ ლუგარის ცენტრში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისობისა და გამჭვირვალობის კოლეგიალური შეფასების სავარჯიშო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 22-მა ბიოექსპერტმა და დიპლომატმა 17 ქვეყნიდან. სავარჯიშოს მონაწილეთა ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ვიზიტის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნა ტერიტორიაზე არსებული ყველა ფართის ხელმისაწვდომობა“ (მუხლი 1) და რომ „დაწესებულებამ მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა აჩვენა თავისი საქმიანობის შესახებ. ვიზიტორთა გუნდმა ვერ აღმოაჩინა პროფილაქტიკურ, დაცვით ღონისძიებებთან და სხვა მშვიდობიან მიზნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა“ (მუხლი 10).  2019 წლის 24 იანვარს საქართველო შეუერთდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის „გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების მართვის სახელმძღვანელოს“, რომელიც წარმოადგენს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ შემუშავებული რადიოაქტიური უსაფრთხოებისა და დაცულობის ქცევის კოდექსის დამატებას. წყაროების  2019 წლის 6 თებერვალს, ქ. ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.  2019 წლის 6-7 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA, აშშ-ის საელჩო საქართველოში) ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სამაგიდო უწყებათშორისი სწავლება საქართველოს ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით. ყოველწლიური ეროვნული ანგარიშები 40  ეუთოს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC.DOC/1/11,15) გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველომ გაავრცელა 2019 წლის სამხედრო დაგეგმარებისა და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია.  საანგარიშო პერიოდში საქართველომ გაავრცელა ჩვეულებრივი იარაღის მეტისმეტი დაზიანების მიმყენებელი ან განურჩეველი მოქმედების სახეობათა გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ 1980 წლის კონვენციის (CCW) მეოთხე გადასახედი კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად, კონვენციის თავსებადობის, მისი მეორე დამატებითი და მეხუთე ოქმების იმპლემენტაციის კუთხით, სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შესახებ ეროვნული ანგარიში.  საანგარიშო პერიოდში საქართველომ წარადგინა ორგანიზაციის ყოველწლიური ეროვნული ანგარიში.  საანგარიშო პერიოდში საქართველომ წარადგინა ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესრულების ფარგლებში ნდობის გამტკიცების ზომების შესრულების ეროვნული ანგარიში. ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერა  2018 წლის სექტემბერში, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ფარგლებში, შეიქმნა საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის სამმართველო, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების წარდგენა და არჩევნებში მხარდაჭერის საქმიანობის საერთო კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ პოზიციებზე საქართველოს წარმომადგენლობის ზრდის ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებში კარიერის დაწყების მიმართულებით ქართველი ახალგაზრდების წახალისება.  სამმართველოს საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული პოზიციების შესახებ აქტუალური ინფორმაციის მოძიება (OSCE, United Nations Headquarters in New York, UNAIDS, UNESCO, ILO, COE) და მათი პერიოდულად გავრცელება სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, ასევე შესაბამის საჯარო უწყებებში.  სამმართველომ დაიწყო ექსპერტების ბაზის შექმნა (Expert Pool), რაც მოიცავს შესაბამისი სფეროს ქართველი ექსპერტების მონაცემთა თავმოყრას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ვაკანტურ პოზიციებზე საქართველოს მხრიდან კვალიფიციური კანდიდატურების წარდგენის მიზნით.  სამმართველოში აქტიურად დაიწყო შიდა ელექტორნული პროგრამის (election software) სატესტო რეჟიმი, რომლის მეშვეობითაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის სამმართველო 41 ადმინისტრირებას გაუწევს საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს. ამ მიმართულებით, 2019 წლის მარტში, განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანდიდატურების მხარდაჭერის სამმართველოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი ქ. ბერნში, ქართული მხარისათვის აღნიშნული პროგრამის დეტალების გაზიარების მიზნით. სტრატეგიული კომუნიკაციები საანგარიშო პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.  საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა „2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის“ იმპლემენტაციის კოორდინაცია. შემუშავდა სტრატეგიის 2018 წლის ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმა. 2018 წლის ანგარიშის შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ განხორციელდა 1 000-ზე მეტი ღონისძიება და პროექტი, რაც მოიცავდა საჯარო დისკუსიებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, სასწავლო ვიზიტებსა და საინფორმაციო კამპანიებს.  სამთავრობო უწყებების ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის განხორციელების კოორდინაცია, რომლის ფარგლებშიც საანგარიშო პერიოდში გაიმართა 55-მდე შეხვედრა და 4500-მდე ადამიანს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო გადაადგილების წესების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრები ხორციელდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის, აკადემიური წრეების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.  საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვარგარეთ საქართველოს, როგორც სტაბილური, თანამედროვე, დემოკრატიული და თვითმყოფადი კულტურის მქონე ევროპული ქვეყნის, იმიჯის გამყარებას. საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა ხუთი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელთა განხორციელება აქტიურად დაიწყეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა. პოლიტიკის კამპანიების თემატიკა განისაზღვრა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისა და 2019 წლის განმავლობაში მოსალოდნელი მნიშვნელოვანი მოვლენების გათვალისწინებით. კერძოდ, საინფორმაციო კამპანიების თემატიკაა − ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები, მათ შორის, გატარებული და მიმდინარე რეფორმები; ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები, მათ შორის, გატარებული და მიმდინარე რეფორმები; საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს, საექსპორტო, სატრანზიტო, ენერგეტიკული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა; 9 აპრილის 30 წლისთავი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, არაღიარების პოლიტიკა, სამშვიდობო ინიციატივა 42 „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“; საქართველოს, უძველესი ისტორიის, მრავალფეროვანი კულტურისა და თანამედროვეობის წარმოჩენა.  2018 წლის 18-21 დეკემბერს ქ. თბილისში გაიმართა „ელჩების კონფერენცია“ (ამბასადორიალი). კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით; განხილულ იქნა საერთაშორისო პოლიტიკის გლობალური და რეგიონული გამოწვევები, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება, სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, დიასპორასთან ურთიერთობა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა.  2019 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მიმდინარეობდა 11-12 ივლისს დაგეგმილი, რიგით მე-16 ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის − „საქართველოს ევროპული გზა“ − ჩატარებისთვის მზადება, რომელიც მიეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, ევროკავშირის კანდიდატი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.  საანგარიშო პერიოდში, სსიპ − საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებითა და მონაწილეობით, გაიმართა 335 სხვადასხვა სახის ღონისძიება/აქტივობა ქ. თბილისსა და რეგიონებში, რომელთა სამიზნე ჯგუფებს მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა წარმოადგენდა. შედეგად 19 215-მა ადამიანმა პირდაპირი კომუნიკაციის გზით მიიღო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.  საანგარიშო პერიოდში დაიწყო სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი (499,675 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება) პროექტის განხორციელება. ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. საანგარიშო პერიოდში მიმართულებით. გაიმართა გრძელდებოდა არაერთი მუშაობა კულტურული კულტურული ღონისძიება, დიპლომატიის რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე და უპრეცედენტო მოვლენა იყო საქართველოს 43 ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ქვეყნის მონაწილეობა საპატიო სტუმრის სტატუსით. ფართომასშტაბიან ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია საქართველოს კულტურის დღეების გამართვა ბელარუსსა და რუმინეთში, რომელიც საქართველო-რუმინეთს შორის ურთიერთობების სამასწლიან საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ქართული კულტურის წარმოჩენის ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია მსოფლიო მემკვიდრეობის სიებში ქართული ნომინაციების წარდგენა. ამ კუთხით, უდავო წარმატება არის „ქართული ჭიდაობის“ („Chidaoba-Wrestling in Georgia“) იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანა. ქვეყნის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართული ენისა და ანბანის უნიკალურობის გაცნობა. ქართული ენა ტრადიციულად წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ენების ევროპული დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე. ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, გრძელდება მუშაობა მსოფლიოს სტრატეგიულ ბაზრებთან ინტეგრაციის, ქართული პროდუქციისთვის პრეფერენციული საექსპორტო პირობების შექმნის, საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებული შესაძლებლობების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ცნობადობის ამაღლების, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ბიზნესის წარმომადგენელთა შორის კავშირების დამყარების, საქართველოში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ასევე ტურისტების ხელშეწყობის მიმართულებით. შედეგად:  დამატებითი ნაკადების მოზიდვის 2019 წლის 13 თებერვალს ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება;  2018 წლის სექტემბრიდან − 2019 წლის მარტის ჩათვლით გაიმართა 29 ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ბიზნესფორუმი, ასევე ხელი შეეწყო ქართული მხარის მონაწილეობას გამართულ 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში, ფესტივალში, ფორუმში, სემინარში, კონფერენციასა და პრეზენტაციაში. ასევე პარტნიორ ქვეყნებში გავრცელდა საქართველოს საინვესტიციო, საექსპორტო, ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალები. საანგარიშო პერიოდში სამინისტროს საქმიანობა მიმართული იყო ქვეყნის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისების, რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების კონკურენტუნარიანობისა და პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობაზე. შედეგად: 44  2018 წლის 24 სექტემბერს „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის შეთანხმება ძალაში შევიდა;  2018 წლის 24-25 ოქტომბერს, ქ. აშხაბადში, „კასპიის ზღვა-შავი ზღვის“ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (International Transport route „Caspian Sea-Black Sea“ (ITR CS-BS) ექსპერტთა (თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო რუმინეთის წარმომადგენლები) პირველი შეხვედრა გაიმართა. ასევე საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით გაფართოვდა საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატის თანამშრომლობის ქსელი, რაც საზღვარგარეთ საქართველოს (მათ შორის, ქვეყნის ბიზნესსექტორის) შესახებ ინფორმაციის გავრცელების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს (საელჩოების პარალელურად). სულ, დღეისათვის, საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატამ, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, 39 ქვეყნის პარტნიორ ორგანიზაციასთან 43 ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა IRENA-ის, OTIF-ის, ITU-ის, WCO-ის, IMO-ის, FAO-ისა და ICAO-ის ფარგლებში დაგეგმილ არჩევნებში კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის გაცვლის მიმართულებით. ITU-ის ფარგლებში დაგეგმილ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მიღებულ იქნა საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერა ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW). ასევე მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მრავალმხრივი კონვენციების ფარგლებში, თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კუთხით.  2018 წლის 3-4 სექტემბერს, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა კომისიამ (ESCAP), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ქ. თბილისში ჩაატარა აზია-წყნარი ოკეანეთის მეექვსე მდგრადი განვითარების ფორუმის მომზადებული რეგიონული შეხვედრა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ქ. თბილისს ეწვია ESCAP-ის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის 40-მდე წარმომადგენელი.  2018 წლის 20-29 ოქტომბერს გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მაღალი დონის თანამდებობის პირთა კომიტეტის (CSO) სხდომა, რომელზეც ორგანიზაციის მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, თეიმურაზ ანთელავას გაუგრძელდა თანამდებობაზე ყოფნის ვადა ორი წლით.  2019 წლის 23-24 იანვარს, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიისა (ESCAP) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით გაიმართა ექსპერტების შეხვედრა თემაზე „Strengthening the capacity of ESCAP member States to harmonize standards on weights, 45 dimensions and emissions of road vehicles for facilitation of transport along the Asian Highway network“.  2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა − 2030 წლის SDGs7-ის გზამკვლევი, მდგრადი განვითარებისთვის და პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად.  2019 წლის 24-26 თებერვალს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ დავით ზალკალიანის შეხვედრები ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორ ფრანსის გარისსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორთან, რობერტო აზევადოსთან.  2019 წლის 2 მარტს კონსულტაციები გაიმართა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის სამმართველოსთან, რათა მ. წ. 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართოს დამატებითი ღონისძიება. მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება, რომ UN DESA მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ფორუმში და ჩაატარებს ღონისძიებას თემაზე − „Belt and Road towards SDGs“. საანგარიშო პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა საქმიანობას დიასპორის ხელშეწყობის მიმართულებით, კერძოდ:  დასრულდა მუშაობა საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლების მხარდამჭერ პროგრამაზე, რომლის მთავარი მიზანია საკვირაო სკოლებში სწავლების დონის ამაღლება და საერთო მიდგომების დანერგვა. შემუშავდა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხების შესწავლას. 2018 წელს დასრულდა სახელმძღვანელოების სამივე საფეხურის დაბეჭდვა. საანგარიშო პერიოდში წიგნები გაეგზავნა 14 სახელმწიფოში მოქმედ 46 საკვირაო სკოლასა და ქართული ენის შემსწავლელ კურსს. დარჩენილ საკვირაო სკოლებს სახელმძღვანელოები ეტაპობრივად გადაეცემათ 2019 წლის განმავლობაში;  მიმდინარეობდა მუშაობა პროგრამაზე − „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან მდგრადი ინსტიტუციური ურთიერთობების განვითარებისა და სახალხო დიპლომატიაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას. საქართველოს ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდა ღია კონკურსის საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 15 ქვეყნიდან. საგრანტო კონკურსის შედეგად შერჩეულ „ახალგაზრდა ელჩებს“, წინასწარ შედგენილი პროგრამისა და საკუთარი ინიციატივების საფუძველზე, 46 საშუალება მიეცათ, საგანმანათლებლო განახორციელონ და სხვა სახის კულტურულ-შემოქმედებითი, აქტივობები საზღვარგარეთ სპორტული, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით;  გრძელდება „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის − ქართული აკადემიის“ მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. პირველი რიგის ამოცანათა შესაბამისად, განხორციელდა ლევილის კვლევითი და საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი საფრანგეთის კანონმდებლობისა და გეგმის შესაბამისად. საპროექტო და სამშენებლო სტადიების შემდეგ, საქართველო ევროპაში შეიძენს ქართულ-ფრანგული კულტურისა და განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრისა და თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მიზნით, აქტიურად ფუნქციონირებს თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია. საანგარიშო პერიოდში გაიმართა კომისიის 7 სხდომა, თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი დასკვნა გაიცა 166 პირზე. საანგარიშო პერიოდში მთავრობა განაგრძობდა საქმიანობას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით. აღნიშნული მიმართულებით მიღწეულ იქნა საზღვარგარეთ კრიზისული და საგანგებო სიტუაციებისას უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების სწრაფად და ეფექტიანად დაცვის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების დანერგვა. შემუშავდა „საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესი“, რომელმაც განსაზღვრა საზღვარგარეთ შექმნილი კრიზისული სიტუაციის დროს კრიზისების მართვის საბჭო, რომლის მიზანია, საზღვარგარეთ შექმნილი კრიზისული სიტუაციის დროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საზღვარგარეთ რისკის ქვეშ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ოპერატიულად და ეფექტურად დაცვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების კუთხით, ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლის შესახებ 3 ხელშეკრულება: 1. „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (ძალაში შესვლის თარიღი: 2019 წლის 28 იანვარი); 2. „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება (ძალაში შესვლის 47 თარიღი: 2019 წლის 1 მარტი). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე ამოქმედდა უკრაინასა და საქართველოს შორის მოქალაქეთა მიმოსვლა პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით; 3. „საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება (ძალაში შესვლის თარიღი: 2019 წლის 14 მარტი). ამასთანავე, ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შესახებ 2 ხელშეკრულებას: 1. „საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას (ხელი მოეწერა 07/03/2019 წელს); 2. „საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას (ხელი მოეწერა 07/03/2019 წელს). საანგარიშო პერიოდში, საკონსულო საქმიანობის განხორციელების სამოქმედო არეალის გაფართოების მიზნით, გაიხსნა საქართველოს საკონსულო დაწესებულებები საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით: ქ. ბარში; ქ. პორტ-ლუისში; გიბრალტარში; ქ. კოლომბოში; ქ. დაკაში; ქ. ანტანანარივუში. ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გრძელდება მსოფლიო მასშტაბით საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების მიზნით სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა: სავიზო რეჟიმის გამარტივება, ეკონომიკა, ტურიზმი, ცირკულარული მიგრაცია, ფინანსები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში დაიდო ან/და ძალაში შევიდა 51 საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელმაც მოიცვა ევროპის, აზიისა და ოკეანეთის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონები. 1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თავდაცვის ტრანსფორმაცია ხორციელდება ერთიანი, სინქრონიზებული მიდგომით, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს ყველა არსებული საერთაშორისო დახმარების ფორმატის ჰარმონიზაციას საქართველოს თავდაცვის პრიორიტეტებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებას უწყებათშორის ფორმატებში. 48 ეროვნული თავდაცვის სტრატეგია 2020-2030 საანგარიშო პერიოდში დასრულდა ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პირველადი ვერსიის შემუშავება. სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს ანალიზი, რის საფუძველზეც, განისაზღვრა თავდაცვის პოლიტიკის მიზნები − შეკავება და თავდაცვა. სტრატეგიით ასევე განისაზღვრა საქართველოს ტოტალური თავდაცვის სისტემის ძირითადი მახასიათებლები: სამხედრო თავდაცვა, სამოქალაქო თავდაცვა და საერთაშორისო თანამშრომლობა. სტრატეგიაში წარმოდგენილია სტრატეგიული მოთხოვნები სახელმწიფო უწყებების მიმართ, რომლებიც საფუძვლად დაედება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის გეგმას. ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა შემუშავდება ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის საფუძველზე. მასში წარმოდგენილი იქნება საომარი (მათ შორის, ომის წინა კრიზისის) ვითარების დროს შესაბამისი პასუხისმგებლობის სფეროებში სახელმწიფო უწყებების მოქმედებების გეგმები, რომლებიც გააერთიანებს როგორც რეაგირების, ისე დაგეგმვის კომპონენტებს. სტრატეგიული სწავლებები თავდაცვის შესაძლებლობებისა და როგორც მრავალმხრივი, ისე უწყებათშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად ატარებს სტრატეგიულ სწავლებებს. 2018 წლის 1-11 სექტემბერს, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (სენაკი) ჩატარდა მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2018“. მასში მონაწილეობა საქართველოს 9 პარტნიორმა სახელმწიფომ მიიღო. „Agile Spirit 2018“ არის სამეთაურო-საშტაბო სწავლება ძალების მიზიდვის გარეშე (CPX) და მისი ძირითადი მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და თავსებადობის გაღრმავება, რეალურ დროსა და მრავალეროვნულ გარემოში კოორდინირებული მოქმედება. სწავლებაში მონაწილე კონტიგენტმა გამოცდილება მიიღო სტაბილურობის, შეტევითი/თავდაცვითი ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ისინი ასევე გაეცნენ პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების სტრუქტურებს, შეიარაღებას, პროცედურებს, ტაქტიკასა და საბრძოლო უნარჩვევებს. 2018 წლის 10-15 დეკემბერს ჩატარდა სტრატეგიული დონის უწყებათშორისი სამეთაუროსაშტაბო უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2018“. სწავლების ძირითად მიზნებს წარმოადგენდა ტოტალური თავდაცვის განხორციელებისას სახელმწიფო უწყებებს, გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის კოორდინაციის გაღრმავება როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერატიულ დონეზე; მართვის ცენტრების მოქმედებების დახვეწა ოპერატიული სარდლობის დონიდან ეროვნულ დონემდე. აღსანიშნავია, რომ სწავლება განახლებული კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ ჩატარდა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად მოხდა თავდაცვის საბჭოს ფორმირება. სწავლების დასასრულს განხორციელდა სწავლების შედეგების განხილვა და შეფასების ანალიზი, რათა გამოვლენილი 49 ხარვეზები და შესანარჩუნებელი საკითხები გათვალისწინებულ იქნეს მომავალი სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ კომპიუტერული სიმულაციური სისტემების მხარდაჭერით ხორციელდება. სწავლება ნატოსაქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), მთავრობის ადმინისტრაციასა და სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჩატარდა. 2019 წლის 18-29 მარტს, „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) ჩატარდა კიდევ ერთი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“, რომელშიც 24 ქვეყნის 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებდა მონაწილეობას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ პირველი ერთობლივი, მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაუროსაშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობდა და რიგით მეორე სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდა. იგი მიზნად ისახავდა საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლებამ ასევე გამოსცადა ალიანსის „Non Article 5“ კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველი მიდგომა. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას. საკანონმდებლო ბაზის განახლება თავდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის უკეთ ორგანიზებისა და საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზების მიზნით, შემუშავდა თავდაცვის კოდექსის პროექტი, რომელშიც გაერთიანდა თავდაცვის სფეროში მოქმედი როგორც საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები. თავდაცვის ახალი კოდექსით მკაფიოდ და ამომწურავად განისაზღვრა ტერმინთა განმარტებები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული სუბიექტები, ცალცალკე გაიწერა სამოქალაქო ოფისის, თავდაცვის ძალებისა და მათი ერთობლივი ფუნქციები. ასევე დაიხვეწა და დაზუსტდა სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ორგანიზაციის საკითხები, განისაზღვრა თავდაცვის ძალების სტატუსი, სახეობა, შემადგენლობა და სტრუქტურული მოწყობა და ამასთან, მოწესრიგდა მრავალი სხვა საკითხი, რომელიც მოცემულ ეტაპზე განახლებას საჭიროებდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კოდექსის პროექტი განიხილეს საერთაშორისო პარტინიორებთან, სახელმწიფო უწყებებთან, კვლევით ორგანიზაციებთან, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებთან. ტოტალური თავდაცვა − სამხედრო მიმართულება 50 ტოტალური თავდაცვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სამხედრო თავდაცვა. თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით, მიმდინარეობს სამანევრო, საჰაერო თავდაცვის, ავიაციის, ჯავშანსაწინააღმდეგო, დაზვერვის, არტილერიის, მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების, სპეციალური დანიშნულების ძალების შესაძლებლობების, კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროების განვითარება. სამანევრო შესაძლებლობების განვითარება თავდაცვის ძალების სამანევრო ბატალიონების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით, გრძელდება „საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის პროგრამის“ (GDRP) ფარგლებში ქვეითი ბატალიონების წვრთნა და აღჭურვა. 43-ე ბატალიონის მიერ დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, GDRP-T-ის მეორე ფაზის ფარგლებში, 2018 წლის 3 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით სწავლება გაიარა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა. სამხედროებმა ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მართვის ცენტრი მოაწყვეს და როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი ოპერაციები შეასრულეს. ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებული ობიექტები დაიკავა და თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებაზე გადავიდა. სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ქართულ ქვედანაყოფს მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის „COBRA“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა გაუწიეს. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქვედანაყოფია, რომელმაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა წარმატებით დაასრულა. 32-ე ბატალიონის შემდეგ, 2019 წლის იანვარში, სწავლებაში I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ჩაერთო. ბატალიონის წვრთნა ბრძოლასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვედანაყოფის მომზადებაზე პასუხისმგებლები საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი და აშშ-ის I ქვეითი დივიზიის, I ჯავშანსატანკო ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფის „ყორანის“ ინსტრუქტორები იყვნენ. სწავლების განმავლობაში მე-13 ბატალიონის შესანარჩუნებელი და გასაუმჯობესებელი მხარეებიც გამოვლინდა. პროგრამის დასრულების შემდეგ შემუშავდა შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმა (Homestation Training Plan) და უკვე დისლოკაციის ადგილზე გრძელდება მომზადება და გეგმით დასახული ამოცანების შესრულება. აღსანიშნავია, რომ GDRP-ში ჩართული ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას ყოველთვიური დანამატები დაუწესდათ. ამოცანით მართვა თავდაცვის ძალების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს ამოცანით მართვის კულტურის დანერგვა. ამოცანით მართვა გულისხმობს შესაძლებლობას, დაქვემდებარებულებმა იმოქმედონ დამოუკიდებლად მეთაურის დავალებიდან და მიზნიდან 51 გამომდინარე. ამოცანით მართვა წარმოადგენს ძალთა გამაძლიერებელ ფაქტორს, რომელიც დაეხმარება თავდაცვის ძალებს ბრძოლის პირველივე წუთებიდან იმოქმედონ თავდაჯერებულად, სწრაფად, მტკიცედ და ლეტალურად. ამოცანით მართვის კულტურის დასანერგად, ამ ეტაპისთვის უკვე მომზადებულია „ამოცანით მართვის დოკუმენტი“, რომელიც მოიცავს ზოგად ხედვას ამოცანით მართვის კულტურის თავდაცვის ძალებში დანერგვასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, მომზადდა 2019-2021 წლების ამოცანით მართვის სტრატეგიის პროექტი და იმპლემენტაციის გეგმა. დაგეგმილია, რომ სამეთაურო მომზადების ყველა დონეზე ჩაიდოს ამოცანით მართვის დოქტრინული ელემენტები. სარდლობებში შეიქმნება მობილური საწვრთნელი ჯგუფები, რომლებიც მოამზადებენ სხვადასხვა დონის ლიდერებს. ამოცანით მართვის კულტურის გაცნობის მიზნით, მარტის თვეში შედგა შეხვედრები დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ ქვედანაყოფებთან, ასევე კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებთან. მსგავსი გაცნობითი შეხვედრები და დისკუსიები გაგრძელდება მთელი 2019 წლის განმავლობაში. სისტემებისა და რეგულაციების ამოცანით მართვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შეიქმნა პერსონალის მართვის, რესურსების მართვის, რეგულაციების, წესდებებისა და ბრძანებების, ოპერატიული დოკუმენტების, საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მომსახურების ქვეჯგუფები. კოორდინაციით წარმართონ აღნიშნულ ქვეჯგუფებს სისტემებისა და ევალებათ სამუშაო ჯგუფთან რეგულაციების ამოცანით მართვის პრინციპებთან შესაბამისობის ანალიზი. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ამოცანით მართვის საინფორმაციო პორტალზე, რომლის საწყისი ვერსია უკვე მომზადებულია. რეზერვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემა საანგარიშო პერიოდში სრულყოფილი სავალდებულო საბრძოლო სამხედრო მომზადების კურსი მოსამსახურეებმა (BCT) საკონტრაქტო 10-კვირიანი, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაიარეს. მომზადების განმავლობაში ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით სარგებლობენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობაც გააჩნიათ. ამასთანავე, გრძელდება აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაწვევა 2018 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს გაწვევის მე-7 ეტაპი, რომელშიც ჯამში 302 მონაწილეს 52 ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმდა. ახალი პაკეტის შესაბამისად, ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში, რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი უფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი − რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას იღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. ასევე საანგარიშო პერიოდში შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც დაევალა, ერთი მხრივ, საპილოტე პროგრამის მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება, ხოლო, მეორე მხრივ, 2019 წლის ნოემბრისთვის ეროვნულ გვარდიასა და რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავება. რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის წარმატებით განხორციელებისთვის მიმდინარეობს სამხედრო რეზერვის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით სამხედრო რეზერვისტების ელექტრონულ ბაზას. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება სამხედრო რეზერვში მყოფი პირის ან პირების შესახებ ინფორმაციის მარტივად და სწრაფად მიღება. სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან მიმოცვლა საშუალებას მისცემს სისტემას, მყისიერად ასახოს ცვლილებები რეზერვისტთა სამედიცინო მდგომარეობაში, განათლებაში, საცხოვრებელ მისამართსა თუ სხვადასხვა ტიპის მონაცემებში, რაც ხელს შეუწყობს ავტორიზებულ პირებს, რეზერვისტების გაწვევა მოახდინონ სწორ და აქტუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. აღნიშნული სისტემის შემუშავების მიზნით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი; ამჟამად მიმდინარეობს ელექტრონული რესურსის, მათ შორის, ელექტრონული ბაზებისა და ელექტრონული მართვის პროგრამების სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ მართვის სისტემასთან თავსებადობის უზრუნველყოფა. სისტემის ამოქმედება 2020 წლის 1 ივნისიდან იგეგმება. საჰაერო თავდაცვა და ავიაცია 2019 წლის პირველ კვარტალში დასრულდა მოწოდებული ფრანგული სისტემების შერჩეული ინტერფეისის გამოყენების სახელმძღვანელოების, სასწავლო და ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დოქტრინების განვითარების ცენტრის მიერ. 53 შერეული საავიაციო ესკადრილიის საფრენოსნო შემადგენლობასთან 2019 წლის თებერვალში განხორციელდა უნარ-ჩვევების შენარჩუნების ვარჯიშები UH-1H ტიპის შვეულმფრენზე; ხოლო 7 ერთეული UH-1H ტიპის შვეულმფრენის რემონტსა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აშშ-ის მხარესთან ერთად. ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობები საანგარიშო პერიოდში თავდაცვის ძალებში მიღებულ იქნა სსიპ − სახელმწიფო სამხედრო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 5 ერთეული ინტეგრირებული ქსელების ჯავშანმანქანა „დიდგორი-314“. შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაში მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანმანქანის „МTЛБ“-ის ბაზაზე დამზადდა სახანძრო მანქანა, რომელიც შეიარაღებაში მიიღება 2019 წლის მაისში. ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურით. მიმდინარეობს ჯავშან-სატანკო ქვედანაყოფების ოპერაციების ეფექტიანობის შეფასების სისტემური მოდელის შემუშავება. ჩატარდა აშშ-ის მიერ გადმოცემული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სისტემების (Javelin) სპეციალისტთა მომზადების კურსი. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური მხარდაჭერის განვითარება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც მოწმობდა 2018 წლის ლოგისტიკის წლად გამოცხადება. ლოგისტიკის რეფორმის ინიციატივის მთავარი იდეაა, კრიზისისა და ომიანობის დროს უზრუნველყოფილი იყოს მხარდაჭერა და ძალების შენარჩუნება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. 2018 წლის ოქტომბერში, ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში „ნატოს ლოგისტიკური პრინციპების და სტანდარტების“ კურსი ჩატარდა. კურსი ნატოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე თანამედროვე ლოგისტიკური სტანდარტებისა და პრინციპების გაცნობას ითვალისწინებდა. კურსს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან ლოგისტიკოსთა პირადი შემადგენლობა ესწრებოდა. 2018 წლის დეკემბერში თავდაცვის ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულებაში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზას მიეცა შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზების ან/და მათში კონსტრუქციული ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება. შედეგად, აღნიშნულ ბაზაში უკვე ხორციელდება შეიარაღების სისტემების, ჯავშანტექნიკის, სპეცტექნიკის, საინჟინრო და საავტომობილო ტექნიკის სარემონტო სამუშაოები და მოდერნიზაცია. 54 ლოგისტიკური დამტკიცდა შესაძლებლობების „მიღების, განვითარების განთავსების და ფარგლებში, გადაადგილების საანგარიშო კონცეფცია“ პეროდში (RSOM) და „შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიღების, განთავსებისა და გადაადგილების პროცესის განხორციელების ინსტრუქცია“. ხაზგასასმელია, რომ მიღების, განთავსებისა და გადაადგილების სისტემა (RSM) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კომპონენტს წარმოადგენს. სწავლება „შამქორი 2019-ის“ პროცესში კიდევ ერთხელ გამოიცდება ლოგისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) მიერ ავტონომიურ რეჟიმში აღმოსავლეთ საქართველოში დისლოცირებული ქვედანაყოფების უზრუნველყოფის პროცედურები. მსგავსი სწავლება („აღალი 2019“) დაგეგმილია დასავლეთის სარდლობაშიც, აღნიშნული სწავლების დაგეგმვის პროცესში ჩართულნი არიან ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრი (დასავლეთი) და საბრძოლო მასალების შენახვის ბაზა, რომლებიც სწავლების აღსრულების ფაზაში განახორციელებენ დასავლეთ საქართველოში დისლოცირებული ქვედანაყოფების ლოგისტიკურ უზრუნველყოფას. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი და ლოგისტიკის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მატერიალური ქონების მართვის საკითხების შესწავლის კურსი, რომელსაც ჩაატარებენ ამერიკელი ექსპერტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მატერიალური ქონების მართვის ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჯარების ლოგისტიკის უზრუნველყოფის სისტემის დახვეწის მხრივ და შესაძლებელს გახდის არსებული რესურსების ეფექტიან მენეჯმენტს. 2018 წელს თავდაცვის სამინისტროს მორიგე ავტოპარკის შექმნის შემდეგ საშუალო წლიურმა დანაზოგმა შეადგინა 222 429 ლარი. საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. სარდლობის ჩართულობით მიმდინარეობს ეუთოს მიერ დაგეგმილი დემილიტარიზაციის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს კასეტური და სხვა საავიაციო ბომბების, საარტილერიო გასროლებისა და ჭურვების განადგურებას საქართველოში, ხორციელდება ვადაგასული და დაზიანებული საბრძოლო მასალების უტილიზაცია (განადგურება). ასევე განხორციელდა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის გადაიარაღება ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანებით („M-4“). მიმდინარეობს აღჭურვილობისა და სხვა მარაგების კოდიფიცირება, რაც ხელს შეუწობს „სპეციფიკაციის ბიბლიოთეკის“ შექმნას და ამით გააუმჯობესებს შესყიდვის პროცესს. 55 საანგარიშო პერიოდში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. 2018 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა შორის გამოსარჩევია შემდეგი: 1. დასრულდა ძირითადი სამუშაოები GDRP-ის სამხედრო ბაზაზე; 2. დასრულდა საერთო საჯარისო ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის, შტაბის, საყოფაცხოვრებო კორპუსისა და 7 სასწავლო კორპუსის მშენებლობა; 3. დასრულდა ახალი შტაბის მშენებლობა NATO-საქართველოს ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC); 4. მოეწყო, აშენდა და მოწესრიგდა ყაზარმები, ადმინისტრაციული შენობები და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადსახვა შენობა-ნაგებობა. 2018 წელს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და განვითარებაზე თავდაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 20,168,000 ლარი. 2019 წელს ინფრასტრუქურის მოწესრიგება და განვითარება კვლავაც ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უკვე დასრულდა NATOსაქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის (JTEC) ტერიტორიის კეთილმოწყობა და ჩატარდა ყაზარმების, ადმინისტრაციული და სასწავლო შენობების სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის, დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილმა ფინანსებმა შეადგინა 15,500,000 ლარი. საინჟინრო შესაძლებლობები საანგარიშო პერიოდში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო ქვედანაყოფების ბაზაზე ჩამოყალიბდა 2 სტანდარტული საბრძოლო საინჟინრო ბატალიონი. აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადის არსებული სტრუქტურა შეიცვალა და ჩამოყალიბდა ისეთივე სტანდარტულ საინჟინრო ბატალიონად, როგორიცაა დასავლეთ სარდლობაში არსებული საინჟინრო ბატალიონი. აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბატალიონს დაექვემდებარა გამნაღმველთა (EOD-Explosive Ordinance Disposal) და ქიმიური დაცვის ასეულები. ცვლილების შედეგად, საინჟინრო ბატალიონებს ჩამოსცილდა ზოგადი ინჟინერიის ფუნქცია, რომელიც გადავიდა ჯლუსის დაქვემდებარებაში და მოხდა სრული ფოკუსირება საბრძოლო საინჟინრო დავალებების შესრულებაზე. სპეციალური ოპერაციების ძალები 56 საანგარიშო პერიოდში სპეციალური ოპერაციების ძალებში ჩატარდა რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ჩამოყალიბდა სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ერთნაირი სტრუქტურა და შემადგენლობა, კერძოდ − ერთი სპეციალური დანიშნულების ასეული, ერთი რეინჯერთა ასეული და ერთი საშტაბო ასეული. აღნიშნული ბატალიონები, გარდა ზემდგომი შტაბიდან მოსული დავალებებისა, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერას აღმოუჩენენ თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებს. აღნიშნული ცვლილებები გააუმჯობესებს მართვასა და კონტროლს დეცენტრალიზებული მართვის პირობებში ბრძოლის საწარმოებლად. ასევე მოხდება სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების თანაბარი გადანაწილება ოპერატიულ მიმართულებებზე დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობებს შორის. ამასთან, ჩატარდა სპეციალური ოპერაციების ძალების ინვენტარიზაცია, განხორციელდა გარკვეული ტიპის იარაღის ჩანაცვლება. 2019 წლის 4-8 თებერვალს, თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში, გენერალური შტაბისა და ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის ორგანიზებით, ჩატარდა სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების კონცეფციის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური შტაბის, დაქვემდებარებული სპეციალური სარდლობებისა ოპერაციების და ძალების, საქართველოს თავდაცვის ძალოვანი ძალებს უწყებების წარმომადგენლები, ასევე 11 პარტნიორი ქვეყნის 25 წარმომადგენელი. ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 28 მარტს სპეციალური ოპერაციების ძალებში ჩატარდა უწყებათშორისი შეხვედრა, რომელსაც სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლების დაქვემდებარებული გარდა ესწრებოდნენ სარდლობებისა გენერალური და შტაბის, საქართველოს თავდაცვის ძალოვანი ძალებს უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრა ეხებოდა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს. საანგარიშო პერიოდში სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში განხორციელდა რეინჯერთა და სნაიპერთა მომზადების კურსები. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი სწავლება სპეციალური ოპერაციების ძალების, სპეციალური დანიშნულების ბატალიონსა და რეინჯერთა ბატალიონთან. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ასევე ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი სწავლება და ღონისძიება პოლონელ, რუმინელ, ესტონელ, ლიეტუველ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად. დაზვერვის შესაძლებლობები 57 სადაზვერვო შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით, გრძელდება ახალი, მაღალტექნოლოგიური საშუალებების დანერგვა და მათი ეტაპობრივი განვითარება. ამასთან, ყურადღება მახვილდება სამხედრო დაზვერვის პერსონალის მომზადება-გადამზადებაზე, დაზვერვის სხვადასხვა მიმართულებით. 2019 წლის პირველ კვარტალში ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულებსა და ბატალიონების დაზვერვის ოცეულებში განხორციელდა საშტატო სტრუქტურული ოპტიმიზაცია და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელში ცვლილებები. ამასთან, J-2 დაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარეობს მუშაობა გეოსივრცითი დაზვერვის განყოფილების ჩამოყალიბების მიზნით. საანგარიშო პერიოდში ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების (უსა) შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივაზე. შესწავლილ იქნა არსებული შესაძლებლობები და მომზადდა უსას განვითარების პროგრამა და კონცეფცია. ამ მიმართულებით დაგეგმილია აქტიური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ორი ძირითადი მიმართულებით: 1) ტაქტიკური საპილოტო საფრენი აპარტების შეძენა და გამოყენება თ/ძების სამანევრო დანაყოფების დაზვერვის ქვედანაყოფების მიერ და 2) ოპერატიული დონის უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფის ჩამოყალიბება სდდ-ის სტრუქტურულ დაქვემდებარებაში. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორმხრივი ინტერესების ფარგლებში საქართველოს საჰაერო სივრცეში აშშ-ის სტრატეგიული უპილოტო სადაზვერვო აპარატების ფრენებს ითვალისწინებს. უცხოელი პარტნიორების დახმარებით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რადიოსადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების კუთხით. 2019 წელს ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს შეუერთდა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიის საავიაციო რგოლი. მართვა, კონტროლი, კავშირგაბმულობა და კომპიუტერული სისტემები (C4I) საქართველოს თავდაცვის უსაფრთხო მდგრადი და სამინისტროს ინფორმაციული ფუნქციონირების სისტემების უზრუნველყოფის მიზნით, სუბიექტების გრძელდება კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, საველე პირობებში მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობდა რადიოკავშირებისა და ინტეგრირებული ქსელების მანქანების აგების სამუშაოები. ასევე WOLF-ის ბაზაზე დასრულდა რადიოკავშირების მანქანის „რკმ-113“ მ-ის დაკომპლექტება. ჩატარდა კომპანია „INTERACTIVE GROUP-ის“ მართვისა და უზრუნველყოფის ტესტირება. 58 კონტროლის მხარდამჭერი პროგრამული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით, ნატოს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების დროს გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, ხორციელდება საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სისტემის „NATO RESTRICTED“ დონის აკრედიტაციის პროცესი, რეკომენდაციით გაწერილი გრაფიკის შესაბამისად. საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივის (სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები) განხორციელების პროცესი. არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის (SNGP Core Team) ექსპერტებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს უსაფრთხო კომუნიკაციების შესაძლებლობების განახლების/ გაუმჯობესებისა და ინიციატივის ფაზების იმპლემენტაციის პროცესი. კიბერუსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად გამოცხადდა, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. აღნიშნულს წინ უძღვოდა 2018 წლის ბოლოს, ინფორმაციის დაცვისა და ინციდენტების მართვის სისტემის (SIEM) შეძენა და 2018 წლის სექტემბერში კიბერუსაფრთხოების ბიუროში ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სავარჯიშო ტექნიკური კიბერწვრთნის კიბერსავარჯიშოს „Cyber Range“ (CRX) ჩატარება. აღნიშნული წვრთნა ახდენს რეალური კიბერშეტევებისა და მათზე რეაგირების მოდელირებას. 2019 წლის 11-15 თებერვალს გაიმართა აშშ-ის ევროპული სარდლობისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის (EUCOM-GANG) დელეგაციის ვიზიტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში. შედეგად, მომზადდა კიბერშესაძლებლობების შეფასების შესაძლებლობების განვითარების 5-წლიანი სამოქმედო გეგმა. ანგარიში და გაიწერა მარტის თვეში კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის მიჩიგანის შტატის ეროვნული „პეინტბალში“. გვარდიის ბიუროს მიერ ორგანიზებულ წარმომადგენლებმა ასევე საერთაშირისო მონაწილეობა კიბერსწავლება მიიღეს ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სწავლების „Amber Mist-ის“ დაგეგმვის კონფერენციასა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში − „Cyber Resilience course“, დიდ ბრიტანეთში. 59 კიბერრეზერვის პროექტის ფარგლებში შესაბამისი კანდიდატურების შერჩევის პროცესი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ვინაიდან, სპეციალისტთა რეზერვის საპილოტე პროექტის წარმატებით ჩართულობა განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს კერძო სექტორის წარმოადგენს, რეზერვისტთა რეკრუტირების მიზნით, განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები კერძო ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში სფეროში დასაქმებულ არსებულ მაღალკვალიფიციურ, სპეციალისტებსა და მათ დამსაქმებლებთან. საბოლოოდ, კომისიის მიერ შერჩეულ იქნა კიბერუსაფრთხოების სამი სპეციალისტი. კანდიდატებმა გაიარეს შერჩევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ეტაპები და გაუფორმდათ შესაბამისი ხელშეკრულებები ეროვნული გვარდიის მიერ. რეზერვისტების კონტრაქტითა და პირობებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება „აქტიური სარეზერვო სამსახურის სპეციალისტთა რეზერვის საპილოტე პროგრამის რეზერვისტთა გამოძახების კალენდრის“ შესაბამისად მიმდინარეობს. კალენდრის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, კიბერრეზერვისტებს ჩაუტარდათ გაცნობითი ხასიათის ლექციები საქართველოს თავდაცვის სისტემის შესახებ. ასევე ბიურომ უზრუნველყო მათი ჩართულობა აშშ-ის მიჩიგანის შტატის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში − „პეინტბოლში“, ამასთან, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს სასწავლო კურსი კიბერუსაფრთხოების შესახებ. წვრთნა და სამხედრო განათლება განათლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში, ამ მიმართულებით შეიქმნა და დამტკიცდა არაერთი საგანმანათლებლო-პროფესიული კონცეფცია, ინსტრუქცია და სტანდარტი. დამუშავდა და დოქტრინების ცენტრში გადაიგზავნა საბრძოლო მომზადების ორგანიზების სახელმძღვანელოს ახალი ვერსია − შემუშავდა და ქვედანაყოფებში დაიგზავნა 32-ე ბატალიონის სწავლებების პერიოდში გამოვლენილი განსაზღვრული გამოცდილებების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა. დასრულდა საერთო საჯარისო ცენტრის („კრწანისის“) მშენებარე ბაზაზე სხვადასხვა შენობანაგებობის მშენებლობა. ცენტრის შემდგომი განვითარების ფაზაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განიხილება „საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის ჩამოყალიბება“. კურსი იქნება ინგლისურ ენაზე, რაც შესაძელებლობას იძლევა, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, პარტნიორი ქვეყნების უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაც მომზადდეს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის სტრუქტურულ დაქვემდებარებაში ფუნქციონირება დაიწყო დაზვერვის სპეციალიზებულმა სასწავლო ცენტრმა. ორიენტირებულია მომზადდა სპეციალური სასწავლო პროგრამა, ახალგაზრდა მზვერავების ძირითადი სამხედრო-სადაზვერვო 60 რომელიც მომზადების მიმართულებით. ხორციელდება როგორც პრაქტიკოსი ოფიცრების მიერ სამუშაო პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების, ასევე უცხოელი პარტნიორების მიერ მოწოდებული სასწავლო კურსებიდან ადაპტირებული ცოდნის გაზიარება. ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წლის სექტემბერში აკადემიაში ჩამოყალიბდა სამეცნიეროკვლევითი ცენტრი. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძირითადი ფუნქციები იქნება აკადემიაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, ქართულ და უცხოურ სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის დამყარება, საგრანტო პროექტებზე მუშაობა და სხვა. სამხედრო-სამეცნიერო კვლევების ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 2018 წლის განმავლობაში 5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების ქართული წარმოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (ჯავშანჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები) მიიღო, რომელთა ტექნიკური მონაცემები შეესაბამება როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებს, ისე საერთაშორისო სტანდარტებს; ამასთან, დამატებით განთავსდა 6.3 მილიონ ლარამდე შეკვეთა, რომლის მიწოდებაც განხორციელდება 2019 წლის განმავლობაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საწარმო ბაზაზე სახანძრო სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილეს ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან“ თანამშრომლობით ხორციელდება 2 სახეობის სახანძრო დანიშნულების ავტომანქანის შექმნის პროექტი. ამ ეტაპზე პროტოტიპები ავსტრიაშია და სამონტაჟო სამუშაოების ეტაპს გადის. „დელტამ“ დაასრულა „დიდგორი მეომრის“ ახალი „მობილური 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულის“ პროტოტიპის შექმნა. ეს არის ახალი სიტყვა საარტილერიო სისტემებში, რომელიც დამონტაჟებულია „დიდგორი მეომრის“ უკანა მოდულურ ნაკვეთურში. ნაღმმტყორცნის მოდულის საზოგადოების ფართო მასებისთვის წარდგენა მოხდა 2019 წლის 17-20 თებერვალს გამართულ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე. აღსანიშნავია, რომ IDEX-2019-ზე „დელტამ“ ასევე წარადგინა სხვა პროდუქციაც, მათ შორის, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“, მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“ ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ-ის მოდულით, ანტიმატერიული შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებული ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი GNM-60, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი RPGL-7G, 338 კალიბრის სნაიპერული შაშხანის სატევარი-2, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა მოდელი. აღნიშნული პროდუქციით არაერთი ქვეყნის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. 61 ამასთან, „დელტა“ აგრძელებს საექსპორტო ბაზრის გაფართოებას. ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს საუდის არაბეთისთვის სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების მიწოდება, ასეთი ტიპის ჯავშანმანქანების დაკვეთა მოხდა ასევე ინდონეზიის მხრიდანაც. ასევე მიმდინარე წელს მიღწეულია შეთანხმება სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ქვეყანისთვის მიწოდებაზე. საუბარია სისტემის როგორც მექანიკური ნაწილის, ისე პროგრამული და ელექტრონული ნაწილის მიწოდებასა და საბოლოო მონტაჟზე. ცენტრის მიერ ასევე მიმდინარეობს ორ სიბრტყეში სტაბილიზებულ დისტანციური მართვის 23 მმ მოდულზე მუშაობა, რომელიც შეწყვილებულია 7.62 მმ ტყვიამფრქვევთან, აღჭურვილია თერმული და ღამის ხედვის კამერითა და ლაზერული მანძილმზომით. 23 მმ ქვემეხი სრულიად ავტომატიზებულია. მისი მეშვეობით შესაძლებელია, მოძრავი მანქანიდან ცეცხლის წარმოება 40 კმ/სთ სიჩქარემდე, 10 სამიზნის იდენტიფიკაცია და მიყოლა და 5 სამიზნეზე მუშაობა რეჟიმების შერჩევით. პირველად, საქართველოს ისტორიაში, გასულ წელს აშენდა და საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ახალი საწარმოო ბაზა და ლაბორატორია. საწარმოო ბაზაზე ოპერირება დაიწყო „ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის კვალიფიკაციური მეცნიერ-მუშაკი, ინსტიტუტმა“, სადაც დასაქმებული დამწყებ პრაქტიკოსებთან ერთად, 140 მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტში. აღსანიშნავია, რომ „დელტამ“ საკუთარი წვლილი შეიტანა სოფლის მეურნეობის სფეროში სეტყვით გამოწვეული ზარალის შემცირებაში. 2018 წელს თავიდან იქნა აცილებული 32 მილიონ ლარზე მეტის ზარალი. ოპერირების 3 წლის განმავლობაში მიღწეულ იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების 95%-ის ეფექტიანობა, ჯამში არიდებულ იქნა 94 მილიონ ლარზე მეტი ზარალი 3 მილიონამდე ლარის ყოველწლიური საოპერაციო ხარჯის ფასად. სტრატეგიული კომუნიკაციები ტოტალური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის პროცესში. ამ მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრო აქცენტს ახალგაზრდებაზე აკეთებს. აღნიშნული მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს საჯარო სკოლებში პროექტ „ჩვენი ჯარის“ განხორციელებით, რომელიც 2018 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქართული ჯარისა და საერთაშორისო პარტნიორების შესახებ ინფორმირების, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2019 წლის პირველ კვარტალში პროექტის მესამე ეტაპი განხორციელდა: 12 თებერვლიდან 8 აპრილის ჩათვლით საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს 300-მდე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის 15,000-მდე მოსწავლეს პრეზენტაციები ჩაუტარეს საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს თავდაცვის ძალების მიზნებისა და 62 ამოცანების, სამხედრო სამსახურის სახეების, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ასევე უმნიშვნელოვანესი პროექტია საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოების“ შეტანა სასწავლო გეგმაში. საგანი შედგება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან და მოიცავს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორებიცაა: საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემები, საქართველოს თავდაცვის ძალები, სამოქალაქო თავდაცვა, შეიარაღება და საბრძოლო საშუალებები, თვითგადარჩენა. 2018 წელს განხორციელდა სკოლებში მასწავლებლად დასაქმების მსურველი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების შერჩევა. მათ ასევე გაიარეს ფსიქოლოგიური შერჩევა. საანგარიშო პერიოდში ჩამოყალიბდა სახელმძღვანელოს პირველადი ვერსია, რომელიც ამჟამად განიხილება ვეტერანთა სამსახურის სამუშაო ჯგუფის მიერ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის 2017-2020-ის ფარგლებში შემუშავდა 2019 წლის საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმა. საერთაშორისო თანამშრომლობა ნატოსთან თანამშრომლობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე და ურყევ პრიორიტეტად რჩება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. საქართველო, როგორც ნატოს გაძლიერებული პარტნიორობის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო, ზედმიწევნით ასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც დადებითად ფასდება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ და აისახება სხვადასხვა შეფასების დოკუმენტსა თუ განცხადებაში. 2018 წლის 3 და 4 ოქტომბერს, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განიხილა თავდაცვის სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმების პროგრესი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე გააჟღერა საქართველოში ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნის ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს ნატოში საქართველოს ინტეგრაციას. 2019 წლის მარტში, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში, ეწვია სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ს“, რომელიც 18-29 მარტს „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) 63 მიმდინარეობდა და მასში 24 ქვეყნის წარმომადგნელი 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებდა მონაწილეობას. ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო წარმატებით განაგრძობს ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებას, რომელიც ეროვნული დონის პრიორიტეტსა და ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს. პაკეტის ფარგლებში, საქართველო ნატოს 22 მაღალკვალიფიციურ ექსპერტს მასპინძლობს, რომლებიც საქართველოში როტაციული პრინციპით არიან მოვლენილნი. ამასთან, 20-მდე ექსპერტი პერიოდულად ახორციელებს ვიზიტებს. საერთაშორისო მისიები საქართველო აგრძელებს სხვდასხვა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველო ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM), 870 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. 2018 წლის ოქტომბერში IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა როტაციის წესით II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული ჩაანაცვლა. მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანა II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა 2018 წლის ოქტომბერში გადაიბარა. ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. 2019 წლის მარტში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) განხორციელდა ქართული ოცეულის (სულ, 35 სამხედრო მსახურის) მორიგი როტაცია. მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის (EUTM Mali) მეკავშირე ოფიცრის პოზიციაზე 2018 წლის ნოემბერში განხორციელდა ქართველი ოფიცრის როტაცია, რომელიც 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლის“ ასეულს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი მიენიჭა და 2019 წლის 1 იანვრიდან ნატოს რეაგირების ძალების (NRF) წევრი გახდა. ასეულის შეფასების პროცესში, ქართველ შემფასებლებთან ერთად, ნატოს 64 სახმელეთო ჯარების შტაბისა და პარტნიორი ქვეყნების შემფასებლები მონაწილეობდნენ, რამაც შეფასების ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარება უზრუნველყო. ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს პარტნიორ ქვეყნებთან ეფექტიანი თანამშრომლობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან გაწეული დახმარების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. მიმდინარე ეტაპზე თავდაცვის სამინისტრო ორმხრივ ურთიერთობებს აწარმოებს 23 პარტნიორ ქვეყანასთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ფინეთი, დანია, ნორვეგია, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, კანადა). 2018 წლის ოქტომბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ამერიკელ კოლეგას, ჯეიმს მატისს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. 2018 წლის ნოემბერში, თავდაცვის მინისტრის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ისტორიაში პირველად მოხდა. დოკუმენტში გაწერილი მიმართულებები საქართველოს ალიანსში გასაწევრებლად დაეხმარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, მათ შორის, ამოცანით მართვის (Mission Command) მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის ნოემბერში ჩატარდა სამმხრივი (საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის) სწავლება Eternity 2018. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ამჯერად თურქეთში, ქალაქ ლულებურგაზში ჩატარდა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ. ზემოაღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, 2019 წელს დაგეგმილ სწავლებებში („Caucasian Eagle“, „Eternity 2019“) საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე მუშაობა ამა წლის პირველ კვარტალში დასრულდა. ინსტიტუციური განვითარება ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტიანი მართვა თავდაცვის სიტემაში 65 საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიმუშავა შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასების სისტემა. სისტემის დანერგვის ხელშეწყობისათვის შეიქმნა და დამტკიცდა „თავდაცვის სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სახელმძღვანელო“. პროფესიული საჯარო მოხელეების საპილოტე შეფასება 2018 წლის ბოლოს განხორციელდა. პროექტი საბოლოოდ 2019 წლის იანვარში დაინერგა. სამუშაოს ანალიზისა და მისი შესრულების ხარისხის შეფასების საფუძველზე, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და სამუშაო აღწერების ანალიზის თანახმად, მზადდება რეკომენდაციები საქმიანობის სფეროს ეფექტიანად მართვისა და მმართველობით იერარქიაში დამატებით საჭირო ან ზედმეტი რგოლებისა და თანამდებობების არსებობის მიმართულებით. საბოლოოდ შეთანხმებული სამუშაოს აღწერების დამტკიცება მინისტრის მიერ 2019 წელს იგეგმება. საფუძველი ჩაეყარა თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციული გარემოს ანალიზის, სამუშაო გარემოს ანალიზის, თანამდებობრივ ფუნქციათა ანალიზისა და ორგანიზაციული კლიმატის კვლევების განხორციელებას. პროექტის − „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართვლოს შეიარაღებულ ძალებში − ორგანიზაციული შეფასება“ − ფარგლებში ხორციელდება ორგანიზაციული კლიმატის კვლევა გენდერული თანასწორობის ჭრილში, აღნიშნული კვლევა, სავარაუდოდ, 2019 წლის ივნისში დამთავრდება, მიღებული შედეგები შეჯამდება, გაანალიზდება და შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გენდერული თანასწორობის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტი შემუშავდა. დოკუმენტით განისაზღვრა აქტივობები და პრიორიტეტები შემდეგი მიმართულებით: გენდერული მრჩევლების ინსტიტუციონალიზაცია; გენდერული თანასწორობის რეგულარული ანალიზი და შეფასება; გენდერული თანასწორობის საგანმანათლებლო მოდულების განვითარება; შეიარაღებულ ძალებში ქალთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა. დაინერგა ელექტრონული კურსი „გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია ოპერატიული ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის“, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებას ეხება სამშვიდობო ოპერაციებში. აღნიშნული კურსი სავალდებულო იქნება მისიაში გადასროლილი ქვედანაყოფის შტაბის სამხედრო მოსამსახურეებისა და ასევე სხვა ოფიცრებისთვის. თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებას დაემატა სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და სექსუალური შევიწროების შესახებ მუხლები. 66 ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის მიმართულებით, 2019 წლის I კვარტალში, დაიწყო მუშაობა სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის რეკრუტირების კონცეფციაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 2019 წლის IV კვარტალში დამტკიცდება. შემდგომში დაიწყება მუშაობა რეკრუტირების სახელმძღვანელოს შექმნაზე. ამასთან, დაგეგმილია პროფესიული განვითარების სახელმძღვანელოს შემუშავებაც. საანგარიშო პერიოდში ასევე შემუშავდა პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვის კონცეფციის პირველადი ვარიანტი. კონცეფციის პროექტი აერთიანებს აშშ-ის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით. 2019 წლის I კვარტალში ასევე დაიწყო თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა პროფესიული და საკარიერო განვითარების კონცეფციაზე მუშაობის პროცესი. დოკუმენტის დამტკიცება 2019 წლის მე-3 კვარტალში იგეგმება. დასრულდა რეზერვის ოფიცერთა და სერჟანტთა პროფესიული და საკარიერო განვითარების კონცეფციაზე მუშაობა და მოცემული ეტაპისთვის გადის იურიდიულ პროცედურებს დასამტკიცებლად. მიმდინარეობს მუშაობა სამხედრო კარიერის ტრანზიციის პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია, სამხედრო კარიერის შემდგომ, სოციალური ადაპტაციისა და სამოქალაქო საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციის მხარდაჭერა, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა მაღალი სოციალური რისკის კატეგორიაში მოხვედრის პრევენცია და მაღალი პოტენციალის პერსონალის მოზიდვისა და თავდაცვის ძალების საჭიროებათა მიხედვით შენარჩუნების პროცესების მხარდაჭერა. შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავდაცვითი რესურსების ეფექტიან განკარგვას. ამ ეტაპზე კვლავ მთავარ ამოცანად რჩება შეზღუდული ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გადანაწილება. თავდაცვის სამინისტროს შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში, მიმდინარეობდა ხარჯვის კონტროლი. მომზადდა თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლებით ხარჯის გაწევისა და აღრიცხვის ინსტრუქცია. დასრულების ეტაპზეა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამშრომელთა შენახვის ხარჯების გაწევისა და აღრიცხვის ინსტრუქცია“. შემუშავდა და დამტკიცდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ფინანსური უზრუნველყოფის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ 67 მინისტრის ბრძანება. ბრძანებასთან ერთად დამტკიცდა ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული უნიფიცირებული ფორმულარები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციირებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 თებერვლის №222 განკარგულებით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საკანონმდებლო ბაზის შემუშავების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე. ლატვიელი ექსპერტის ერიკს მეჟალისის მიერ, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ფონდის (NATO DCB TF) დაფინანსებით, შემუშავებულ იქნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესყიდვების კანონპროექტი (ცალკეული ქვეთავი, რომელიც უნდა ინტეგრირდეს საჯარო შესყიდვების ახალ კანონპროექტში). შიდა კონტროლის მექანიზმები თავდაცვის სისტემაში საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმებისა და ასოციირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2018 წლის 27-28 სექტემბერს, თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაში გაიმართა თავდაცვის სექტორის შიდა აუდიტის საერთაშორისო კონფერენცია. საერთაშორისო კონფერენციის თემად განსაზღვული იყო: ღირებულება, შედეგი, გავლენა, სანდოობა და ეფექტი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნატოს, ევროკომისიის, საერთაშორისო გამჭვირვალობისა და 15 ქვეყნის შიდა აუდიტის ერთეულების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. 2019 წლის I კვარტალში დასრულდა პილოტური ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელიც განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) ორგანიზებით. აღნიშნული მიზნად ისახავდა როგორც შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულებების ათვისებასა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მოწინავე პრაქტიკის გამოყენებას, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის მოდულის პროექტში დაშვების დონეების მართვის პროცესის შეფასებაზე დაყრდნობით მართვისა და კონტროლის სისტემაში აღმოჩენილი სისუსტეების აღმოფხვრისათვის რეკომენდაციების გაცემას. ღონისძიების ფარგლებში შემუშავდა 13 რეკომენდაცია. 68 საანგარიშო პერიოდში ასევე მიმდინარეობდა თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რისკების მართვის პროცესის დანერგვაზე მუშაობა, რაც გულისხმობს რისკების იდენტიფიცირებას, შეფასებას, რისკების რეესტრის წარმოებას, რისკებზე რეაგირების ღონისძიებების განსაზღვრასა და დანერგვას და ამ პროცესის მუდმივ მონიტორინგს, პერიოდულად რისკების რეესტრის გადახედვასა და განახლებას. ამასთან, გრძელდება ნატოს (SHAPE) შიდა აუდიტის დეპარტამენტთან ურთიერთანამშრომლობის ფორმალიზების გზებზე მუშაობა. თავდაცვის სისტემის მომსახურეთა სოციალური მხარდაჭერა და ჯანმრთელობის დაცვა თავდაცვის სისტემის თითოეული მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვა და მათთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 2018 წლის ნოემბერში, ქ. ქუთაისში გაიხსნა გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის ახალი სამედიცინო ცენტრი. პროექტის შედეგად გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა, დაიზოგება რესურსები და შემცირდება დასავლეთ საქართველოდან პაციენტების ტრანსპორტირებაზე დახარჯული დრო. მაღალკვალიფიციური ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება კი, თავის მხრივ, მათ მოტივაციას აამაღლებს. გარდა ამისა, ახალი ცენტრი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1 700 000 ლარი სამედიცინო აპარატურით აღჭურვას მოხმარდა. მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურის ტერიტორიაზე (დაბა წეროვანი), აშშ-ის დაფინანსებით, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა. ცენტრის აღჭურვას უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2019 წლის ბიუჯეტით. ამის პარალელურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს თავდაცვის ძალებში გასაწვევად წარმოდგენილი კანდიდატების ფსიქოლოგიური შერჩევა და მისიაში წამსვლელი და მისიიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი. 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამოქმედდა ქეის მენეჯმენტის პროგრამა, რომელიც გულისხმობს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით დროულ კოორდინაციას როგორც თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტებთან, ისე სხვა საჯარო, არასამთავრობო, კერძო უწყებებთან. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია სამკურნალო შვებულებაში მყოფი 70 სამხედრო მოსამსახურე და 4 ქეის მენეჯერი. 69 საანგარიშო პერიოდში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მხარდაჭერის პროგრამის (FRG) მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას, მოტივაციის გაზრდას, ასევე სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერასა და მათი განვითარების ხელშეწყობას. საანგარიშო პერიოდში იმართებოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები. გაიწერა კონცეფცია და სამოქმედო პროგრამა. ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მუდმივად იღებდნენ მონაწილეობას საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში. ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო პირებს უწევს მრავალმხრივ დახმარებას. 2019 წელს (პირველი კვარტლის მონაცემებით), თავდაცვის სამინიტროში მოქმედი სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებით, დახმარება გაეწია 73 ადამიანს, რამაც ჯამში შეადგინა 311,338 ლარი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, 2019 წელს (პირველი კვარტლის მონაცემებით), დახმარება გაიცა 20 პირზე, 265,567 ლარის ოდენობით. ასევე 2019 წელს (პირველი კვარტლის მონაცემებით), შვილის დაბადებასთან დაკავშირებით, 335 პირზე გაცემულმა დახმარებამ შეადგინა 418,775 ლარი. საერთაშორისო ოპერაციებში, 2004 და 2008 წლებში საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილი მოსამსახურეებს ოჯახის წევრები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში არიან დასაქმებულნი, ყოველთვიურად იღებენ დანამატს 144 ლარისა და 344 ლარის ოდენობით. 2018 წლის ივლისიდან აღნიშნული დანამატი დაუწესდათ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული მოსამსახურეების ოჯახის წევრებს (დედა, მამა, მეუღლე, და, ძმა). დანამატის წლიური ფონდი შეადგენს 360,000 ლარს და ჯამში გაიცემა 101 ადამიანზე. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების გაცემის პროცესი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულების მქონე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების გაცემის პროცესი 2013 წლიდან დაიწყო. ბინების გაცემას სპეციალური საბინაო კომისია უზრუნველყოფს. კომისია ბინების გაცემას სპეციალური ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით ახორციელებს. 70 თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე 1636 ოჯახი დააკმაყოფილა ბინით. მათ შორის, 2018 წელს საკუთრებაში გაიცა 257 ბინა, ხოლო 2019 წელს − 2 ბინა. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შუამდგომლობა ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია დამატებით 43 პირზე. 2. ძირეული და ინოვაციური რეფორმები 2.1 მაკროეკონომიკური სტაბილურობა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით არსებული პერიოდის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.9 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5.6 პროცენტი იყო, მეოთხე კვარტალში − 4.5 პროცენტი, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტს შეადგენდა. ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ და ინვესტიციებმა იქონია. ამავე პერიოდში ექსპორტის 14.4-პროცენტიანი ზრდა (256.7 მლნ აშშ დოლარით) დაფიქსირდა და 2 034.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წლის მარტში საქონლის ექსპორტის 12.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 321.0 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქონლის ექსპორტის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მომსახურების ექსპორტი. თავის მხრივ, მომსახურების ექსპორტის 70 პროცენტზე მეტი ტურიზმის სექტორზე მოდის. 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.6 პროცენტით (136.6 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 564.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მარტში ტურიზმიდან შემოსავლების 5.3პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 244.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21.9 პროცენტით გაიზარდა და 25.8 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვება 11.5 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 9.6 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2018 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.7 პროცენტით გაიზარდა და 684.5 ათასი შეადგინა, რაც 24.5 ათას ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზით, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის შემდგომ წლებში. 2018 წლის 19 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის წლის პროგნოზი 2019 წელს 4.6 პროცენტია, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 5.2 პროცენტამდე იზრდება. ფონდის შეფასებით, სტრუქტურული რეფორმები დაეხმარება ქვეყანას სუსტი საგარეო მოთხოვნისა და შემცირებული საკრედიტო ზრდის კომპენსირებაში. 71 მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიზნით, გრძელდება მუშაობა ბიუჯეტის დაბალი დეფიციტის შესანარჩუნებლად. 2018 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ის 2.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წელს 2.6 პროცენტის დონეზეა დაგეგმილი, დეფიციტის აღნიშნული მაჩვენებლები უკვე ასახულია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD 2019-2022) დოკუმენტში. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები, მშპ-სთან მიმართებით, დარჩება 23.0%-ზე, თუმცა კლების ტენდენცია გაგრძელდება მომდევნო წლებში და 2022 წლისთვის მშპ-ის 20%-ის ფარგლებში იქნება. 20192020 წლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა, კერძოდ, 2019 წელს, ამ მიზნით, გათვალისწინებულია დამატებით 200.0 მლნ ლარი, ხოლო 2020 წელს − 400.0 მლნ ლარი (2018 წელთან შედარებით) და ჯამში 2019-2020 წლებში პენსიების ზრდაზე მიიმართება 600.0 მლნ ლარი. საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან − Standard & Poor’s, Fitch და Moody’s. ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ ინარჩუნებს სტაბილურ რეიტინგს, არამედ − იუმჯობესებს კიდეც. 2019 წლის შეფასების მიხედვით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიურიდან „BB“ სტაბილურამდე გაზარდა. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებული იყო „BB“ ჯგუფის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდითა და დაბალი სახელმწიფო ვალით, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებითა და ფისკალური მდგრადობით. 2019 წლის მარტის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, საქართველოს რეიტინგი S&P-ის მიხედვით „BB-“ სტაბილურია, ხოლო Moody’s-ის მიხედვით − „Ba2“ სტაბილური. საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი, რომელიც მზადდება ყოველწლიურად. დოკუმენტი ფარავს სახელმწიფო საწარმოებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ანალიზს. გასული წლებისგან განსხვავებით, 2018-2021 წლების ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში აისახა სახელმწიფო საწარმოების სენსიტიურობის ანალიზი 7 საწარმოს მაგალითზე. სახელმწიფო საწარმოები შეირჩა მათი ფინანსური მნიშვნელობიდან გამომდინარე, შვიდივე მათგანის ჯამური ერთობლივი შემოსავალი შეადგენს ფისკალური რისკების ანალიზში განხილულ სახელმწიფო საწარმოთა ჯამური ერთობლივი შემოსავლის 40%-ს. სცენარების ანალიზის მიზანია, წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი იმ ფისკალური რისკების ფინანსური შეფასება „ზედა დონეზე“, შემდგომი ხუთი წლისთვის, რომლებიც მომდინარეობს რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო საწარმოდან. ძირითადი საკითხი, რომელზეც ანალიზი მიმართულია, გასცეს პასუხი, რა ფინანსური გავლენა ექნება სახელმწიფო საწარმოებსა და მათ მფლობელზე − სახელმწიფოზე მწვავე ეკონომიკურ შოკებს. მოდელირებული შოკები მოიცავს მშპ-ის ზრდის, გაცვლითი კურსისა და საპროცენტო განაკვეთების შოკებს. გასულ პერიოდთან შედარებით, დოკუმენტში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ასახვის მეთოდოლოგია, ასევე აისახა ინფორმაცია იმ პროექტების 72 შესახებ, რომლებიც შესაძლოა, იდენტიფიცირდნენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებად. გრძელდება მუშაობა ფისკალური რისკების მართვის სფეროში ანალიტიკური დოკუმენტების, რეკომენდაციების, სახელმძღვანელოებისა და სამართლებრივი აქტების შემუშავების მიმართულებებით. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის იმპლემენტაციის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:  საქართველოს საჯარო სექტორის პრაქტიკის გათვალისწინებით, განახლდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სახელმძღვანელოს პროექტი;  საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა სისტემის არსებული მდგომარეობის თვითშეფასება 2 სამინისტროში, შედეგად, შემუშავდა შეფასების ანგარიშები შესაბამისი რეკომენდაციებითა და სამოქმედო გეგმით;  4 სამინისტროს განხორციელდა საშუალო რგოლის მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის ტრენინგის − „რისკების ეფექტური მართვა საჯარო დაწესებულებებში“ ორგანიზება;  უზრუნველყოფილ იქნა შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (IPPF) განახლებული რედაქციის ქართულ ენაზე თარგმნა;  შემუშავდა შესაბამისობის აუდიტის სახელმძღვანელო;  კოორდინაცია გაეწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის პილოტური პროექტის განხორციელებას;  შემუშავდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიში;  შემუშავდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ 2018 წლის კონსოლიდირებული წლიური ანგარიში. საქართველო აფართოებს თავის, როგორც რეგიონული ცენტრის, მნიშვნელობას და აგრძელებს კონსულტაციებს საქართველოში საინვესტიციო სხვადასხვა დონორთან/განვითარების პროექტების დაფინანსებისა და პარტნიორთან ადგილობრივი წარმომადგენლობების/ოფისების გახსნისა თუ გაფართოების შესახებ. ზემოაღნიშნული საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს მუშაობა დონორებთან/პარტნიორებთან და მეტი არჩევანი ჰქონდეს შეღავათიანი ფინანსური 73 რესურსით მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან/პარტნიორებთან სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის გრანტებისა და გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მოსაზიდად. საანგარიშო პერიოდში გაფორმდა 11 სასესხო/საგრანტო შეთანხმება დაახლოებით 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსზე. აღნიშნულ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებებია:  ევროკავშირი − მაკროფინანსური დახმარების პროგრამა (ურთიერთგაგების მემორანდუმი, სასესხო და საგრანტო შეთანხმებები);  იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) − აღმოსავლეთდასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ფაზა 2) (შორაპანი-არგვეთა) (სასესხო ხელშეკრულება);  რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) − ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამა − სასესხო შეთანხმება (სასესხო/საკრედიტო ხელშეკრულება);  აზიის განვითარების ბანკი (ADB) − აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ხევი-უბისა) (სასესხო შეთანხმება);  საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) − სოციალური კეთილდღეობის პროგრამა (საკრედიტო შეთანხმება);  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – „აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი“ (საგრანტო შეთანხმება);  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – „თბილისის მყარი ნარჩენების მართვა“ (სასესხო შეთანხმება);  სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) − „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ (დაფინანსების შეთანხმება);  ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II“ (ფინანსური ხელშეკრულება);  რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) − „წყალმომარაგება და წყალარინება აჭარის სოფლებსა და ნახევრად ურბანულ ხელშეკრულება). 74 დასახლებებში“ (დაფინანსების გაიმართა/დაგეგმილია მოლაპარაკება შემდეგი პროექტების დაფინანსების მიზნით:  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) − „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი − საქართველო I2Q“;  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) – „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი“. ასევე მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის/პროგრამის დაფინანსების მიზნით, მათ შორის:  რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) − ენერგეტიკის სექტორის რეფორმასთნ დაკავშირებით;  საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) − სოციალური კეთილდღეობის პროგრამა;  აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) − „ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა/რეკონსტრუქცია;  ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ან აზიის განვითარების ბანკთან (ADB) – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობა/რეაბილიტაცია;  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) – „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები საჯარო შენობებში (სკოლებში)“;  რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) − „ენერგეტიკის სექტორი“;  რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) − „განათლების სექტორი“;  SOCIETE GENERALE-სთან − „საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერების პროექტი“. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. თუმცა, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ თუნდაც შეღავათიანი სესხების მოზიდვა ზრდის მთავრობის ვალის ოდენობას, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა დაეთმოს მოზიდული სესხებით დაფინანსებული პროექტების შერჩევას, მიზნობრიობის გათვალისწინებით. 75 მათი პრიორიტეტულობისა და სახელმწიფოს სახელით ყოველი სესხის აღებისას, ფინანსთა სამინისტრო აანალიზებს სესხის ფინანსურ პირობებს, როგორც ცალკე, ასევე პორტფელთან მიმართებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის ვალის მდგრადობა. 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა მშპ-სთან მიმართებით 42.2% შეადგინა, მათ შორის, საგარეო ვალმა − 34.2%. 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი მთლიანი მთავრობის ვალის 81%-ს შეადგენს, ამ რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისგან, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების/პროგრამების დაფინანსებისათვის. მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის შედეგებით, მთავრობის ვალის პორტფელი საშუალოვადიან პერიოდში ინარჩუნებს ხელსაყრელ ფინანსურ პარამეტრებს. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხითა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:  მთავრობის მიერ მოწონებულია მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2019-2021 წლებისათვის;  მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება ბენჩმარკ ბონდების გამოშვება, დაწყებულია პირველადი დილერების სისტემისა და ვალდებულებების მართვის ოპერაციების დანერგვისა და ინვესტორებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების ღონისძიებები;  2015 წლიდან ხორციელდება მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის თანდართვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, რაც ასევე გაგრძელდება მომდევნო წლებში;  ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე, ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ქვეყნდება დეტალური სტატისტიკური ბიულეტენი სახელმწიფო ვალის შესახებ; ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ასევე ქვეყნდება ინფორმაცია: სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული დონორების მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მისაღები ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების, საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების შესახებ. 2.2 საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა არსებული ფისკალური ოპტიმიზაცია, ჩარჩოს საინვესტიციო ფარგლებში პროექტების ხორციელდება აქტიური მიმდინარე განხორციელება, ხარჯების საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება და დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 76 შესახებ“ საქართველოს კანონი და თანმხლები კანონპროექტები („საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“), რომელიც სრულად შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ ფისკალურ პარამეტრებს. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ:  საჯარო ფინანსების მართვის რეფორმისა და ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში შეიცვალა მუნიციპალიტეტების დაფინანსების მექანიზმები. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემა შეიცვალა განაწილებული გადასახადის (tax sharing) სისტემით და 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19% ნაწილდება მუნიციპალიტეტზე, რაც მუნიციპალიტეტების მეტ დამოუკიდებლობასა და მათი ფინანსების უკეთეს პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს;  საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, დაზუსტდა არსებული ფისკალური წესების გამოყენების პირობები, გამკაცრდა მათი დაცვის ვალდებულება და დარღვევის შემთხვევაში − რეაგირების საკითხები. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის − „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ − შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დამტკიცდა ახალი საბიუჯეტო კლასიფიკაცია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2014 წლის სტანდარტს (GFSM 2014), რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია აღრიცხვიანობის გაუმჯობესების კუთხით. შემუშავებულია კონცეფცია ბიუჯეტის მომზადების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ელექტრონული მოდულის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. შედეგად მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების (Fiscal Transparency Evaluation) ანგარიშის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე. 77 2.3 დასაქმება დასაქმების ზრდისა და უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის განმავლობაში, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში:  მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულება − მხარდაჭერილია 899 პროექტი, 2,800-მდე სამუშაო ადგილი;  ინდუსტრიული მიმართულება − მხარდაჭერილია 65 პროექტი, 2,350 სამუშაო ადგილი;  სასტუმროს მიმართულება − მხარდაჭერილია 36 პროექტი, 820 სამუშაო ადგილი;  კინოინდუსტრიის განვითარების მიმართულება − მხარდაჭერილია 8 პროექტი, 4.800მდე სამუშაო ადგილი. სულ მხარდაჭერილია 1,008 პროექტი, რომელთა განხორციელების შედეგად შეიქმნება 10,770-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. 2019 წელს, მარტის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული მიმართულებების ფარგლებში, ჯამში მხარდაჭერილ იქნა 23 პროექტი, რაც დამატებით 1,300-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს. სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ განხორციელებული 4 პროექტის ფარგლებში − „სტარტაპ საქართველო“, თანადაფინანსების გრანტი, ბიზნესინკუბატორი და მიკროგრანტი, სულ შეიქმნა 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. 2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილთა რაოდენობამ 684.5 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7%-ით აღემატება. ეს წინა წელთან შედარებით 24.5 ათასით მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, მცირდება უმუშევრობის დონე ქვეყანაში. 2018 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით, პირველად დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება თვითდასაქმებულთა რაოდენობას, დაქირავებით დასაქმებულთა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8% შეადგინა. თვითდასაქმებულები გადადიან დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში და მათი დასაქმება ხდება ეკონომიკის უფრო პროდუქტიულ სექტორებში. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხორცილედება „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებაგადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული აქტივობების შედეგად, 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის მარტის თვის მდგომარეობით, დასაქმებულია 1011 სამუშაოს მაძიებელი. 78 სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა ქალაქ თბილისში და 16 მუნიციპალურ ერთეულში. ესენია: ქობულეთი, ბათუმი, ოზურგეთი, ფოთი, წალენჯიხა, ზუგდიდი, მესტია, ქუთაისი, ზესტაფონი, ახალციხე, რუსთავი, მარნეული, გორი, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი. პროგრამაში მიმწოდებლად ჩართული იყო 27 პროფესიული სასწავლებელი. რეგისტრაციის პროცესი გაიარა 561-მა სამუშაოს მაძიებელმა. სასწავლო პროცესში ჩაერთო 560 ბენეფიციარი. სასწავლო პროცესი დაასრულა 510-მა ბენეფიციარმა. რაც შეეხება 2018 წლის „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამით“ მოსარგებლეთა დასაქმების მაჩვენებელს, პროფესიული სასწავლებლიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სულ დასაქმებულია 515 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, ქ. თბილისი − 224 (43.58%) სამუშაოს მაძიებელი, რეგიონები − 290 (56.42%) სამუშაოს მაძიებელი. აქედან 9 შშმ პირი. ზემოაღნიშნული აქტივობების შედეგად, 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის მარტის თვის მდგომარეობით, დასაქმებულია 1011 სამუშაოს მაძიებელი. 2019 წლის მარტის მდგომარეობით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში – www.worknet.gov.ge სულ − 223 241 სამუშაოს აქტიური მაძიებელია დარგისტრირებული, მათ შორის, 124 461 ქალი, 62 563 − ახალგაზრდა (15 წლიდან 29 წლის ჩათვლით). 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის მარტის თვის მდგომარეობით, სისტემაში დარეგისტრირდა 16 328 სამუშაოს მაძიებელი, ასევე 432-მა დამსაქმებელმა დაარეგისტრირა 5 758 თავისუფალი სამუშაო ადგილი. 2018 წლის ჩატარებულია განმავლობაში 4 ჩატარდა დასაქმების 12 ფორუმი. დასაქმების სულ ფორუმი. ფორუმებში სექტემბრის მონაწილეობა თვიდან მიიღო 89 დამსაქმებელმა და 800-მა სამუშაოს მაძიებელმა. დამსაქმებლებმა წარმოადგინეს 2000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმისა და სხვა სფეროებიდან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს უკუკავშირის მონიტორინგის შედეგების დამუშავება 2.4 ბიზნესგარემო დასასრულს უახლოვდება მუშაობა გადახდისუუნარობის სფეროს მომწესრიგებელ ახალ კანონზე, რომლითაც გაჩნდება მეტი სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები, ერთი მხრივ, კრედიტორების, მეორე მხრივ, კი − მოვალეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ახალმა კანონმა მიმართულება უნდა შეუცვალოს არსებულ პრაქტიკას, რომლის პირობებშიც გადახდისუუნარობის საქმეთა დიდი ნაწილი გაკოტრებით სრულდება. კანონპროექტთან დაკავშირებით განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment), რომლის ფარგლებშიც 79 განხილულ იქნა რეგულირების რამდენიმე შესაძლო მოდელი, ხოლო კანონპროექტი კიდევ ერთხელ გაანალიზდა შეფასების ძირითადი მიგნებების ჭრილში. საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს მომავალში, დადგენილი წესით, განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს. შემუშავდა კანონპროექტი „აღსრულების კოდექსი“, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სტრუქტურას, კერძოდ, შეიქმნება დამოუკიდებელი აღმასრულებლებით დაკომპლექტებული აღმასრულებელთა პალატა. კოდექსის პროექტის მიზანია აღსრულების ახალი, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების გამიჯვნა და მკაფიოდ ფორმულირება, სააღსრულებო პროცესის გამარტივება, აგრეთვე როგორც აღსრულების პროცესში, ისე მის მიღმა არსებული სერვისების გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის ახალი სერვისების შეთავაზება. კანონპროექტის მიზანია აღსრულების პროცესში პროპორციულობის პრინციპის დანერგვა, რაც აღსასრულებელ მოთხოვნასთან მიმართებით განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებებისა და მათი მოცულობის პროპორციულობას გულისხმობს. გარდა ამისა, საჭიროა, დაინერგოს აღმასრულებელთა საქმიანობის ახალი სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს კრედიტორთა ინტერესების დაცვას და შეამცირებს მოვალის უფლებების ხელყოფის შესაძლებლობას. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სააღსრულებო კანონმდებლობის მაქსიმალურ დაახლოებასა და ჰარმონიზაციას ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების დაცვასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, ახალი კოდექსის პროექტის მიხედვით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურს დაემატება ახალი სერვისები: „სასყიდლიანი ხელშეკრულება“ და „სესხის ხელშეკრულება“. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დავების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტას. დასასრულს უახლოვდება მუშაობა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტზე, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კანონპრექტში ასახული იქნება ასოციირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნები, რითაც საქართველოს საკორპორაციო სამართალი დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მხარეები შეძლებენ, უკეთ მოაწესრიგონ კორპორაციული ურთიერთობები, ხოლო ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში დღეისათვის ხელს უშლის როგორც ამ ურთიერთობის მონაწილეებს, ისე სასამართლოს. კანონპროექტთან დაკავშირებით განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment). კანონპროექტის საჯარო 80 განხილვების დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს.  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 11 388 გადასახადის გადამხდელს (საერთო თანხა − 526,314,325.3 ლარი).  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავებულია საბაჟო ღირებულების სახელმძღვანელოს პროექტი. მომზადდა პროექტი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2017 წლის რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტის − ATA წიგნაკის დანერგვის მიმართულებით, რომელიც გაამარტივებს ქვეყნის ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანის პროცედურებს. გრძელდება მუშაობა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის იმპლემენტაციის კუთხით, რა მიზნითაც, მომზადებულია სათანადო სამართლებრივი აქტის პროექტი. ერთიანი სატრანზიტო პროცედურებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის წარმატებით იმპლემენტაციისათვის, მიმდინარეობს მუშაობა აუცილებელი საკანონმდებლო, სტრუქტურული და პროგრამული ცვლილებების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით. პროექტის ფარგლებში შექმნილია საკონტაქტო ჯგუფი, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს პროექტის წარმატებით განხორციელება. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საზღვრის ერთობლივი მართვის საპილოტე პროექტის − „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული ევროსტანდარტების შესაბამისად, ერთობლივად − ფარგლებში, სანიტარიული, კონტროლის მიმართულებით, აშენებული და ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფარგლებში, ერთობლივად აღჭურვილი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი (განთავსებულია საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე) შევიდა ექსპლუატაციაში.  მიმდინარე წლის თებერვალში შემუშავებულ იქნა ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გაანგარიშების ფორმაში ასახული, ზედმეტად გადახდილი 81 თანხის ავტომატური დაბრუნების მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის ფორმა. გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული მოთხოვნის წარმოდგენის შემთხვევაში, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, ხორციელდება გადასახადის გადამხდელისთვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გაანგარიშების ფორმაში ასახული ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება.  მიმდინარეობს რომელიც მუშაობა გადასახადის რიგი ელექტრონული გადამხდელს განცხადებების საშუალებას დანერგვაზე, მისცემს, საკუთარი ელექტრონული პორტალიდან დაარეგისტრიროს შემდეგი განცხადებები: ა) განცხადება ექსპორტის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მიღების თაობაზე; ბ) განცხადება ექსპორტის ვეტერინარული სერტიფიკატის მიღების თაობაზე; გ) განცხადება ჯანმრთელობის სერტიფიკატის მიღების თაობაზე. ინიციირებულია ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე არსებულ პროგრამულ მოდულში − „მედიკამენტები“, რაც ეკონომიკურ ოპერატორს საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კონკრეტული მედიკამენტის აკრძალვის ან შეზღუდვის თაობაზე, რითაც თავიდან აიცილებს მსგავსი მედიკამენტების ტრანსპორტირების, დასაწყობებისა და ღირებულების ხარჯებსა და სასაქონლო პარტიის საგადასახადო ორგანოს მიერ შეჩერებისაგან გამოწვეულ ზარალს. განხორციელდა „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართვა. ამჟამად აღნიშნული პროგრამა სატესტო რეჟიმშია. „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემას“ დაემატა „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) ექსპორტის, რეექსპორტის, იმპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვები. შეიქმნა ელექტრონული პორტალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, საიდანაც ავტორიზებულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გასცეს აღნიშნული ნებართვები. ამჟამად აღნიშნული პროგრამა სატესტო რეჟიმშია. მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული TIR-ის (E-TIR) პროექტზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის TIR ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლას. ქართული მხარის მიერ გაწერილია ფუნქციონალი TIR ინფორმაციის ელექტრონული გაცვლისთვის. 82 ინიციირებულია აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ორგანოების მიერ მოწოდებული წინასწარი ინფორმაციის ანალიზისა და დამუშავების პროგრამული მოდული, რომელიც გაზრდის აღნიშნული ინფორმაციის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას.  შემუშავდა საგადასახადო დოკუმენტის ფორმა, რომელმაც გააერთიანა სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის) მონაცემები. შემუშავდა ზემოაღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია და მისი ელექტრონული ფორმით გამოწერის შესაძლებლობა უზრუნველყოფილ იქნა 2019 წლის 14 თებერვლიდან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელებს მიეცათ შესაძლებლობა, ელექტრონული ფორმით გამოწერონ/წარადგინონ ერთიანი საგადასახადო დოკუმენტი, როგორც სასაქონლო ზედნადების, ასევე საგადასახადო ანგარიშფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის) გამოწერის/წარდგენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში.  მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნით, 2018 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა მცირე ბიზნესისთვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი და 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტამდე პერიოდში აღნიშნული სტატუსი მიენიჭა 9 360 გადასახადის გადამხდელს.  2006 წლის 28 ნოემბრის საბჭოს 2006/112/EC დირექტივასთან, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) საერთო სისტემის შესახებ კანონმდებლობის აპროქსიმაციის ფარგლებში (შესრულების ვადა არა უგვიანეს 2019 წლის 1 სექტემბრისა), მომზადდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მოსმენით განიხილება შიდაუწყებრივი განხილვისათვის განკუთვნილი ვარიანტი.  მომზადდა და საქართველოს პარლამენტში მესამე საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, საწარმოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას, შეიძლება, მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით. საერთაშორისო კომპანია მოგების გადასახადით დაიბეგრება 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი არ დაიბეგრება. საქართველოს მთავრობას ექნება უფლება, დაადგინოს ისეთი ხარჯების ჩამონათვალი, რომლის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება ექნება, გადასახდელი მოგების გადასახადი შეამციროს ამ ხარჯის თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით. 83  ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოში წარმოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსს ემატება 263 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი. კერძოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი მიენიჭება იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში აწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქციას და ახორციელებს მის მიწოდებას. ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მქონე პირი ისარგებლებს შეღავათით დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში.  მომზადდა საბაჟო კოდექსის პროექტის საბოლოო ვარიანტი. განხორციელდა პროექტის შიდაუწყებრივი შეთანხმება და პროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. ახალი საბაჟო კოდექსის პროექტიდან გამომდინარე, მომზადდა ცვლილებების პაკეტი საქართველოს 31 კანონში.  ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციის საფუძველზე, ამოქმედდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ორი ძირითადი მიმართულებით:  საწარმოების ფინანსური, ასევე არაფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;  აუდიტის სფეროს რეგულირება/ზედამხედველობა.  ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის იმპლემენტაცია ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, რაც მიზნად ისახავს საწარმოთა ანგარიშგების ხარისხისა და მათდამი ნდობის ამაღლებას, ფინანსურ რესურსებზე წვდომის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდის ხელშესაწყობად. ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის გამჭვირვალობის ზრდის მიზნით, შეიქმნა ანგარიშგების პორტალი, რომელზეც განთავსდა 660-მდე საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, ხოლო 2018-2019 წლებში პორტალზე თავს მოიყრის ყველა აქტიური საწარმოს როგორც ფინანსური, ასევე მმართველობის ანგარიშგებები, რომელიც იქნება ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი. საერთაშორისო დონორების დახმარებითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, წარმატებულად ხორციელდება მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად 84 გაუმარტივებს აღნიშნულ საწარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანგარიშგების მომზადებას. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სხვა უწყებებთან „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ასამოქმედებლად, რაც მიზნად ისახავს კერძო სექტორისთვის ანგარიშგების ტვირთის შემსუბუქებასა და მათი ანგარიშების სანდოობის ზრდას. წარდგენილი ინფორმაციის სანდოობის ამაღლების მიზნით, საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები ექვემდებარებიან სავალდებულო აუდიტს. თავის მხრივ, შეიქმნა აუდიტორების/აუდიტორული ფირმების ელექტრონული რეესტრი, რომელშიც მიმდინარე წლის 31 მარტისთვის რეგისტრირებულია 447 აუდიტორი და 252 აუდიტორული ფირმა. განხორციელდა 23 აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი. მიმდინარე რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს როგორც უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკის სტაბილური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების მიმართულებით. საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინვესტორებს ,,ერთი ფანჯრის პრინციპზე’’ აგებულ პოლიტიკას სთავაზობს, რის განხორციელებაზეც პასუხისმგებელია საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელსაც კურატორობას გაუწევს კონკრეტული მინისტრის მოადგილე. ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტი გაუწევს კოორდინირებას ინვესტიციების მიმართულებით მუშაობას როგორც ცენტრალური ხელისუფლების უწყებებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა „ბიზნესსახლის“ პროექტის განხორციელებზე, რომლის ფარგლებშიც, პორტალ „My.gov.ge“-ზე რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად ისარგებლონ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ყველა სერვისით, მათ შორის, ელექტრონულად შეიტანონ განცხადებები სუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, სუბიექტის რეორგანიზაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლებისა და ინფორმაციის მიღების მოთხოვნებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა და ფუნქციონირებს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დამატებით 22 სერვისი, მათ შორის, ბიზნესის რეგისტრაციისთვის მიმართვა, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებებისთვის მიმართვა, იურიდიული პირების მიერ ელექტრონული კრებების სერვისი და სხვა. 85 აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დამატებით 5 სერვისი. საერთო ჯამში, ამით სულ 14 სერვისზე დასრულებულია ტექნიკური სამუშაოები და გაშვებულია მოქალაქის პორტალზე. ამავე პროექტის ფარგლებში დასრულდა ელექტრონულ კრებებთან დაკავშირებით სამუშაოები, რითაც შესაძლებელი გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით რეგისტრირებული სუბიექტების მართვის ორგანოთა კრებების მოწვევა და ჩატარება ონლაინსივრცეში ელექტრონულად. საანგარიშო პერიოდში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების სამართლებრივი ასპექტების, ასევე ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ ტრენინგი. გაგრძელდა მუშაობა ონლაინ სერვისების დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით. შედეგად, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიუსვლელად, არარეზიდენტ პირებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ, საქართველოში განახორციელონ კომპანიების ონლაინრეგისტრაცია. სსიპ − საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში მიმდინარეობს მობილური და სერვერული აპლიკაციის შემუშავება, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს პროგრამა „Skype-ს“, ონლაინსანოტარო მოქმედების შესრულების პროცესში. ბრენდირებული მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მოქალაქე შეძლებს, დაუკავშირდეს ნოტარიუსს, შექმნას კონფერენცია და შეასრულოს შესაბამისი სანოტარო მოქმედება. პროგრამაში ინტეგრირებული იქნება სხვა სასარგებლო ფუნქციონალიც: სანოტარო ბიუროების რუკა, ნოტარიუსების სამუშაო გრაფიკი და სხვ. აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანია, გაუმარტივოს მოქალაქესა და ნოტარიუსს ონლაინსანოტარო მოქმედების შესრულება, მოახდინოს პროცედურის სტანდარტიზაცია და მნიშვნელოვნად გაზარდოს უსაფრთხოების დონე. ყოველივე ეს წარმოადგენს უსაფრთხო სამოქალაქო ბრუნვის დამყარების ეფექტიან საშუალებას. 2.5 საერთაშორისო რეიტინგები მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა − 0.48 პუნქტით და შედეგად ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი − 83.28 ქულა აქვს. რეიტინგის მიხედვით, 2019 წელსაც, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 23 ქვეყანას შორის კვლავ ლიდერ პოზიციაზე იმყოფება. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ტოპ რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ბანკის მიერ პოზიტიურად შეფასებული 86 საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, კერძოდ, საგადასახადო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებას მოგების გადასახადისგან, აღსანიშნავია ქვეყნის წარმატება ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით, ასევე დადებითად შეფასდა ვაჭრობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, სასამართლო პროცესების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელშეკრულების აღსრულების გამარტივების მიმართულებით, მნიშვნელოვანია სასამართლო საქმეებზე მოსამართლეთა შემთხვევითი შერჩევისა და ავტომატური დანიშვნის მექანიზმის შემოღება. Fraser institute-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, „მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლებაში“ საქართველოს მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, 2 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით, ასევე გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 8,02 ქულა შეადგინა. რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებაზე ძირითადი გავლენა იქონია ქვეყნის მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ, კერძოდ, მშპ-ის ზრდის დადებითმა ტემპმა ბოლო წლების განმავლობაში. Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“, 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ, წინა წელთან შედარებით, რეგიონში პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა − ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი − 75.9 ქულით კვლავ მე-16 პოზიციაზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. რეიტინგის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კერძოდ, განახორციელა არაერთი რეფორმა ქვეყანაში წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, შემცირდა და გამარტივდა რეგულაციები, ქვეყანა გადავიდა ღია ბაზრის პოლიტიკაზე, განვითარდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ანგარიში პოზიტიურ შეფასებას უკეთებს ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობასა და ფისკალურ სიჯანსაღეს, ისევე როგორც − ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ თანახმად, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქულა 1.1 პუნქტით გაუმჯობესდა და 60,9 ქულა შეადგინა, ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის პოზიცია და მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა. 2018 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, 12 ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულები 8 მიმართულებით გაუმჯობესდა. „Transparency International-ის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ („Corruption Perception Index“) 2018 წლის რეიტინგში საქართველოს რეიტინგმა თავის საუკეთესო შედეგს მიაღწია. წინა წელთან შედარებით, ქვეყნის რეიტინგი 5 პოზიციით გაუმჯობესდა და 180 ქვეყანას შორის 46-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 2 პუნქტით გაუმჯობესდა და 100-ქულიან შკალაზე 58 ქულა შეადგინა. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის (EECA) 19 ქვეყანას შორის საქართველომ კვლავ პირველი 87 პოზიცია შეინარჩუნა და წინ უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: მონტენეგრო, ბელორუსია, თურქეთი, მაკედონია, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი და სხვა. Forbes „ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების“ 2018 წლის რეიტინგის თანახმად, წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 161 ქვეყანას შორის 44-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით, ევროპის საუკეთესო ოცეულში 77.4 ქულით მე-19 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორებიცაა: მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი. ასევე ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ეფექტიანი მმართველობის ინდიკატორში და საქართველოს მაჩვენებელმა 72.12 ქულა შეადგინა. საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის სარეიტინგო პოზიციების გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესების სტრატეგია (2019-2023 წ.წ.) და სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას არაერთი მიმართულებით და შესაბამისად, უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და მიღწეული შედეგების პოზიტიურ ასახვას საერთაშორისო რეიტინგებში. 2.6 მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის არსებული „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით:  ინდუსტრიული კომპონენტით (2018 წელი, 1 სექტემბერი − 2019 წელი, 31 მარტი): მხარდაჭერილია 28 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 52 მლნ ლარს, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 31 მლნ ლარია. სულ შეიქმნება 840-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.  სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტში (2018 წელი, 1 სექტემბერი − 2019 წელი, 31 მარტი) მხარდაჭერილია 23 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 70 მლნ ლარამდეა, ხოლო კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში აღემატება 32 მლნ ლარს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან 680-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს. 88 კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ამ პერიოდში მიმდინარეობს 5 პროექტი. განსახორციელებელი პროექტების ინვესტიცია 17,4 მლნ ლარზე მეტია, ხოლო მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა 17,4 მლნ ლარზე მეტია. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით დასაქმდება 3200-ზე მეტი ადამიანი. წარმატებით ხორციელდება აგრეთვე მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები საქართველოს რეგიონებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე სამეწარმეო აქტივობების ხელშეწყობას, როგორც ბიზნესისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მიწოდებით, ისე ბიზნესის ეფექტიანად მართვისთვის აუცილებელი ცოდნის მიწოდებით, აგრეთვე ტრენინგ-სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით. 2018 წელს პროგრამა 20 აგვისტოდან ახალი პირობებით განახლდა. ცვლილებების შესაბამისად, საგრანტო თანხა ერთ მეწარმე სუბიექტზე 20 000 ლარამდე გაიზარდა და ასევე შესაძლებელია არსებული, 2015-2017 წლებში დაფინანსებული ბენეფიციარების („სტარტაპების“) განმეორებით დაფინანსება. 2018 წლის ბოლოს დაფინანსდა 972 ბენეფიციარი, ხოლო 2346 ბენეფიციარი გადამზადდა. პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიის სახით გაიცა 8 266 203 ლარი. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური აქტივობა. 2018 წლის (ოთხი კვარტლის) მონაცემების მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ბიზნესსექტორის მთლიან გამოშვებაში 59.1%-ს შეადგენს. 2010 წლიდან სტაბილურად იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ბიზნესსექტორის გამოშვებაში. 2018 წელს მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 10.5 პროცენტით და მათმა წვლილმა ბიზნესსექტორის გამოშვების ზრდაში 6.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 2018 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ბიზნესსექტორის დასაქმებაში 63.8%-ს შეადგენს. ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიუხედავად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხები მთლიანი სესხების 23%-ს, ხოლო ბიზნესსესხების − 41%-ს შეადგენს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ახალი ინსტრუმენტი − საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს კრედიტის მიწოდების ზრდას სიცოცხლისუნარიანი ფირმებისთვის, გაუმჯობესებასა და ახალი დარგების დაკრედიტებას. ეკონომიკური რეფორმები 89 მათთვის ლიკვიდობის მართვის 2.6.1 კაპიტალის ბაზრის რეფორმა აზიის განვითარების ბანკსა და მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც სამოქმედო გეგმით გაწერილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს. მიმდინარე წლის განმავლობაში შემუშავდა კანონის პროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ტიპის პორტფელური ინვესტიციების ზრდას, ასევე აუმჯობესებს საქართველოს პოტენციალს, გახდეს აქტივების მართვის რეგიონალური ჰაბი. აღნიშნული კანონის პროექტი, საგადასახადო კოდექსში შესაბამის ცვლილებებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარედგინება შესაბამის ორგანოებს. დასრულდა მუშაობა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებაზე და წარედგინა საქართველოს მთავრობას. 2018 წლის 3 დეკემბრიდან ეროვნულ ბანკში საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ცენტრალიზებული სისტემა (Georgian Securities Settlement System − GSSS) ამოქმედდა. ახალი საერთაშორისო სისტემა მონაწილეებს ფინანსური მაღალი ბაზრის როგორც სტანდარტების ადგილობრივ, სრულფასოვან ასევე მომსახურებას სთავაზობს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცულია. 2019 წლის მარტში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის მიერ შემუშავდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის დიაგნოსტიკური კვლევა და გამოვლინდა ბაზრის განვითარებაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები. შედეგად, გუნდმა დასახა მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება. ასევე მუშაობა მიმდინარეობს კაპიტალის ბაზრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების საჭიროებების ანალიზზე, შესაბამისად, მუშავდება კანონის პროექტები უზრუნველყოფილ ობლიგაციებთან, სექიურითიზაციასა და ტრასტებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც უკვე მიღებულია დიაგნოსტიკური მასალა აშშ-ის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში. 2.6.2 საპენსიო რეფორმა საპენსიო უზრუნველყოფის მე-2 სვეტის ფარგლებში, რაც გულისხმობს ნახევრადსავალდებულო კერძო დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის შექმნას, კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ ივლისში მიიღო საქართველოს პარლამენტმა. 2018 წლის 15 აგვისტოს დამტკიცდა დებულება საპენსიო სააგენტოს შესახებ და 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა დაგროვებითი საპენსიო სისტემა. ამჟამად 90 მიმდინარეობს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტება და რისკების მართვის სისტემის შემუშავება. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საპენსიო უზრუნველყოფის მე-3 სვეტის განვითარებაზე, რაც გულისხმობს კერძო ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო პირობების, წესებისა და სახელმწიფო რეგულირების პრინციპების დადგენას. 2019 წლის მარტის თვის ბოლო პერიოდის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 103.7 მილიონი ლარი და საპენსიო სისტემაში ჩართულია 690.0 ათასი პირი. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა სამუშაო კანონის პროექტი „კერძო დაგროვებითი რეგულარული საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ განხილვები კაპიტალის ბაზრისა და და ამჟამად მიმდინარეობს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. 2.6.3 საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სახელმწიფო ინვესტიციების მართვა წარმატებით განხორციელდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმა და შეიქმნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის ეფექტიანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო. კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2018 წლის მაისში. 2018 წლის აგვისტოში მიღებულ იქნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის თანმდევი სამართლებრივი აქტები. 2018 წლის სექტემბერში მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“. შესაბამისად, შეიქმნა სსიპ − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო. მიმდინარეობს მუშაობა საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის დანერგვასა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ტიპის პროექტების მართვის ჰარმონიზებაზე, საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემასთან ინტეგრირების მიზნით. 2.6.4 პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა 2018 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც საქართველოში ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით განხორციელდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები. 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი რეგულაციები:   გამოცხადდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები; განისაზღვრა მინიმალური ზღვარი სესხის მომსახურებისა და შემოსავლის თანაფარდობაზე. ზღვარი დამოკიდებულია შემოსავალზე, სესხის ვალუტასა და ვადიანობაზე და 20 პროცენტისა და 60 პროცენტის ფარგლებშია;  განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ვადები. 91 2.6.5 ლარიზაცია ლარიზაციის გეგმის ფარგლებში გრძელდება მუშაობა მასტიმულირებელი ღონისძიებების განვითარებაზე, რაც მნიშვნელოვანია ლარიზაციის შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფისათვის. ამ მიმართულებით, 2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა შემდეგი რეგულაციები:  გაიზარდა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ლიმიტი ასი ათასი ლარიდან ორასი ათას ლარამდე;  ლიმიტმა მოიცვა იურიდიული პირების სესხებიც;  გრძელდება უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნების ეტაპობრივი ზრდა. 2.6.6 ხარისხობრივი და ტექნოლოგიების ტრანსფერზე ორიენტირებული უცხოური ინვესტიციების მოზიდვა პირდაპირი ხარისხობრივი და მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოსაზიდად და საქართველოს პოტენციალის გამოსავლენად, ჩატარდა სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების წარმოების, ბიზნესპროცესების აუთსორსინგისა და IT სექტორების კვლევები. კვლევებმა გამოკვეთა ის ქვესექტორები და მომზადდა საინვესტიციო პროექტები, სადაც საქართველოს აქვს კონკურენტული უპირატესობა და შესაძლებელია ინვესტორების მოზიდვა. მიმდინარეობს აღნიშნულ ქვესექტორებში მოღვაწე უმსხვილესი 2000-მდე კომპანიის შესწავლა და იმ კომპანიებთან დაკავშირება, რომლებიც შესაძლოა, დაინტერესდნენ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით. 2018 წლის სექტემბრიდან 2019 მარტის ჩათვლით ორგანიზება გაეწია 15-მდე საერთაშორისო საინვესტიციო ღონისძიებას. აღსანიშნავია სამუშაო ვიზიტი იაპონიაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ბიზნესფორუმი, რომელსაც ესწრებოდა 150 იაპონური კომპანია. ამასთან, შედგა შეხვედრები ავტონაწილების, ელექტროკომპონენტებისა და სხვა მაღალტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა: Mitsubishi, Toshiba, Hitachi, TEPCO, Konica Minolta და ა.შ. ვიზიტის შედეგად საქართველოს უკვე ეწვია რამდენიმე კომპანია, რომელიც ქვეყნის პოტენციალით დაინტერესდა. წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ დაახლოებით 10 საერთაშორისო საინვესტიციო ღონისძიება. 2.6.7 გრძელდება ინდუსტრიალიზაცია კონკურენტული უპირატესობის მქონე დარგების განვითარებისა ინდუსტრიალიზაციის ხელშემწყობი ინიციატივებისა და ღონისძიებების შემუშავება. 2.7 საქართველო − რეგიონალური ჰაბი საქართველო-ჩინეთის საავტომობილო შეთანხმება 92 და 2019 წლის 5-6 მარტს, ქ. პეკინში გაიმართა მოლაპარაკებები „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმების პროექტზე. ლაპის ლაზულის მარშრუტი ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმების ფარგლებში, 2018 წლის 13 დეკემბერს, ქ. ჰერათიდან (ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა) განხორციელდა პირველი საპილოტოსატესტო გადაზიდვა 9 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული საპილოტო-სატესტო გადაზიდვის დროს ავღანეთიდან თურქეთის მიმართულებით განხორციელდა სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ბამბის ნართის ტრანსპორტირება. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი 2018 წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე მარაბდა-კარწახის რკინიგზის მაგისტრალზე გადაზიდულ იქნა 1698 ვაგონი ტვირთი (711 − აზერბაიჯანიდან, 987 − თურქეთიდან). გადაზიდული ტვირთის ჯამური წონა შეადგენს 55255 ტონას, აქედან 23775 ტონა აზერბაიჯანიდან იქნა გადაზიდული, ხოლო 31480 ტონა − თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით. ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ქართულ საავიაციო ბაზარზე 2018 წლის წლის სექტემბრის შემდგომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები დაიწყეს შემდეგმა უცხოურმა ავიაკომპანიებმა: Iran Air (ირანი), Jazeera Airways (ქუვეიში), UVT Aero (რუსეთი), SkyUp Airlines(უკრაინა), Air France (საფრნაგეთი). 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93%ით (175 865 მგზავრით), ხოლო 2017 ანალოგიურ პერიოდთან შედარებით − 63.02%-ით (840 233 მგზავრით) არის გაზრდილი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი გრძელდება: სამშენებლო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს, პრაქტიკულად დასრულებულია მზიდი კონსტრუქციების მშენებლობა და გრძელდება შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს ცალკეული ტექნოლოგიური სისტემებისა და ინტერიერის დეტალური პროექტირება და გარე ტერიტორიების წინასაპროექტო ღონისძიებები. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის განვითარება 93 კეთილმოწყობის წარმატებით დასრულდა მთავრობის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC) და 2018 წლის 20 დეკემბერს ქ. პარიზში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი აყალიბებს საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს თანამშრომლობის საერთო ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც, მხარეები თანხმდებიან, მიმართონ ერთობლივი ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონული ცენტრის, განვითარებას და ამასთან, საქართველოში ICC-ის არბიტრაჟის გამოყენების პოპულარიზაციას. მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა მასშტაბის როგორც აკადემიური ხასიათის, ისე ცნობიერების ამაღლების შესახებ ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით გააგრძელებენ მუშაობას სამომავლო გეგმებზე. სატრანსპორტო სისტემების სრულყოფა: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, 2018 წლის 1 იანვრიდან, ეტაპობრივად ხდება სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედება, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. 2018 წლის 1 ივლისიდან სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა საქართველოში რეგისტრირებული სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. დარჩენილი კატეგორიის ავტომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა შემდეგი თანმიმდევრობით:  2018 წლის 1 ოქტომბრიდან − M1 (მსუბუქი), 3000 კუბური სანტიმეტრის ან მეტი ძრავის მუშა მოცულობის მქონე ავტომობილები;  2019 წლის 1 იანვრიდან − M1 (მსუბუქი), საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილი. 2019 წლის მარტის თვის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით (მათ შორის, შესაბამისი რეგიონული განაწილებით), დამატებით მოეწყო 51 ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ხაზი. 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარა რეგისტრირებულმა 300,000-ზე მეტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ. საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა 94 საქართველოში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტის პირველი ეტაპის იმპლემენტაციისათვის, აშშ-ის საელჩომ გამოყო 120 000 აშშ დოლარი, ასევე მიმდინარეობს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად პროექტის ეტაპობრივი დამუშავება. ლოგისტიკური ცენტრების განვითარება თბილისის და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის შედეგად მიღებული განაცხადების წარმდგენ კანდიდატებს მიეცათ ვადა 2018 წლის 8 ოქტომბრამდე ტექნიკური და ეკონომიკური წინადადებების წარმოდგენისთვის (RFP). აღნიშნული კანდიდატებიდან მხოლოდ თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე შემოთავაზება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ „China State Construction Engineering Cooperation Ltd“. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩინური კომპანიის შემოთავაზებით წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების ეტაპი, იმის დასადგენად, თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული კანდიდატი დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც, უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს კანდიდატის გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე. 2.8 საგარეო სავაჭრო ურთიერთობები 2019 წლის 13 თებერვლიდან ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან − ჰონკონგთან. 2019 წლის 28-29 იანვარს, დიდ ბრიტანეთში, ქ. ლონდონში, გაიმართა „საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი სტრატეგიული შეთანხმების ტექსტზე“ კონსულტაციების პირველი რაუნდი. 2019 წლის 11 იანვარს ხელი მოეწერა საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ პროტოკოლს და დაიწყო შეთანხმების ტექსტის მომზადების პროცესი. 2018 წლის დეკემბრიდან დაიწყო მუშაობა საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით და 2019 წლის თებერვალში შეთანხმდა კვლევის სტრუქტურა. 2018 წელს ექსპორტი 22.6%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებლით − 3 355 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა; ექსპორტის გაცილებით მაღალი ზრდის ტემპის შედეგად, უარყოფითი სალდო 3%-ით შემცირდა, სავაჭრო ბრუნვის 46% დაიკავა. შესაბამისად, გაიზარდა ექსპორტის წილი ბრუნვაში 25.6%-იდან 27%-მდე. 2018 წელს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის (წმინდა ექსპორტი) ისტორიული მაქსიმუმი − 2 297 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა. აქედან 85% საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გავიდა, რომელთა ჯამური საექსპორტო 95 ბაზარი მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-სა და 2.3 მილიარდზე მეტ მომხმარებელს შეადგენს. 2019 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი (826 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა 12.8%-ით, ხოლო იმპორტი (1 981 მლნ აშშ დოლარი) შემცირდა 4.7%-ით. შემცირებისა და ექსპორტის ზრდის ტემპის შესაბამისად, შენარჩუნდა სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ტენდენცია. კერძოდ, უარყოფითი სალდოს წილი ბრუნვაში 6.8%-ით შემცირდა და 41.1% შეადგინა (2018/3 47.9%), ხოლო ექსპორტის წილი ბრუნვაში 3.4%-ით გაიზარდა და 29.4%-ით განისაზღვრა (2018/3 26%). 2.9 სივრცითი მოწყობა სამთავრობო პროგრამის სივრცითი მოწყობის კომპონენტის შესაბამისად, სამინისტროს დაკვეთით, შემუშავებულია და დამტკიცების პროცესშია სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია:           2.10 მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის 11 სოფლის სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია; ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების: ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია; ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების: უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია; ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის 12 სოფლის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია; ფოთში მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა; ქალაქ თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების რეგულირების გეგმა; უშგულის თემის სოფლების: ჟიბიანის, ჩვიბიანის, მურყმელის, ჩაჟაშის განაშენიანების რეგულირების გეგმები; გრძელდება კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების მესამე ეტაპის სამუშაოები; დაიწყო ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პირველი ეტაპი; მიმდინარეობს მუშაობა 2018 წლის 20 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღებ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე. ინფრასტრუქტურული განვითარება საგზაო ინფრასრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია 96 საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საანგარიშო პერიოდში მიმდინარე პროექტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 190 ობიექტი, ჯამური საკონტრაქტო ღირებულებით − დაახლოებით, 4,3 მილიარდი ლარი, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა შეადგენს 43 ობიექტს, ჯამური საკონტრაქტო ღირებულებით − დაახლოებით, 3,9 მილიარდი ლარი. აღნიშნულ პროექტებში მასშტაბურობით გამოირჩევა შემდეგი ძირითადი ობიექტები: ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსებით:       ბათუმი(ანგისა)-ახალციხის ს/გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციარეკონსტრუქცია; ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის ს/გზის რეაბილიტაცია; ხევი-უბისის მონაკვეთის მშენებლობა; უბისა-შოროპნის მონაკვეთის მშენებლობა; გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა (ლოტი 1); ხიდისთავი-ატენი-ბოშურის ს/გზის კმ 12.4-კმ 22.5 მონაკვეთის რეაბილიტაცია; თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის ს/გზის კმ 1-29 მონაკვეთის რეაბილიტაცია.  სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით:   ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება; ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) ს/გზის კმ 61-კმ 68 მონაკვეთის რეაბილიტაცია; ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-ვერძინეთი-ტყემლოვანის საავტომობილო გზის კმ 1-კმ 16 (15.4) მონაკვეთის რეაბილიტაცია; ტყიბული-სოჩხეთი-ორპირის ს/გზის კმ 10-კმ 24 რეაბილიტაცია; ხონის მუნიციპალიტეტის წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მე-15 კმ-იდან, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა; ჟინვალი-ბარისახო-შატილის ს/გზის კმ 33-კმ 51 მონაკვეთის რეაბილიტაცია; ცაგერის მუნიციპალიტეტში ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი არსებული გზის რეაბილიტაცია; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ახალქალაქი-ბაკურიანის გზიდან სოფ. ხანდოს გზის რეაბილიტაცია.        ამასთანავე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სისტემატურად მიმდინარეობდა მოვლა-შენახვის სამუშაოები. სტიქიის პრევენცია 2019 წლიდან დაიწყო სტიქიის პრევენციის პროგრამა, რომლისთვისაც 10 მლნ ₾ გამოიყო და რომლის ფარგლებშიც სტიქიის თავიდან ასაცილებლად ან სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად წინასწარი პროექტები ხორციელდება. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა 97 მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი საინვესტიციო ხელშეკრულებაში შესაძლო ცვლილებების თაობაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და პროექტის პოტენციურ დამფინანსებელ ორგანიზაციებთან. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა რეაბილიტაცია წყალმომარაგების/წყალარინების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით, მიმდინარეობდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:          მესტიის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; ანაკლიის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; ურეკის წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია − II ფაზა; ზუგდიდის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; ჯვარის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა; ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა; აბაშის გადამცემი ხაზის მშენებლობა; ფოთის წყალარინების სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. 98 ამასთანავე, დამატებით გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები:                მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა, ბოლნისის წყალანირების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობა; გუდაურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის (II ეტაპი) სამუშაოების შესყიდვა; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანებისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები, აგრეთვე სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის 1 ეტაპი; ახალციხის მუნიციპალიტეტში ამორტიზებული V=2x800მ3 რეზერვუარების ნაცვლად ახალი რეზერვუარების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. დამატებით გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები: ლანჩხუთის წყალსადენის ქსელის გაფართოების სამუშაოების (მესამე ეტაპი) შესყიდვა; დაბა აგარის წყალმომარაგების რეაბილიტაციის შესყიდვა; კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოების (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები; წყლის გამანაწილებელ მილსადენებთან დაკავშირებელი სამუშაოები) შესყიდვა; დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები; წყლის გამანაწილებელ მილსადენებთან დაკავშირებელი სამუშაოები) შესყიდვა; სენაკის აღმაშენებლის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები; წყლის გამანაწილებელ მილსადენებთან დაკავშირებელი სამუშაოები) შესყიდვა; ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბაიანთხევისა და გვერდისუბნის დასახლებისთვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები წყლის გამანაწილებელ მილსადენებთან დაკავშირებული სამუშაოები); საქართველოს ორ რეგიონში, კერძოდ, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში, მიმდინარეობს პილოტური პროექტების დაგეგმვა, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებისთვის წყლის მიწოდებისა მომსახურების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების მომზადება; მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით გეოსაინფორმაციო რუკის (GIS) შექმნა, სოფლების დონეზე წყალმომარაგების შესაფასებლად. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდები საანგარიშო პერიოდში დასრულდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 118 მლნ ლარის ღირებულების (გზების, ხიდების, წყალმომარაგების სისტემების, შენობა-ნაგებობების, გარე განათების, სანიაღვრე სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისა და ა.შ.) 391 პროექტი. აღნიშნული ფონდის მეშვეობით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში, 57 მუნიციპალიტეტში დაიწყო და მიმდინარეობს 474 პროექტის განხორციელება, რომლისთვისაც ფონდიდან გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 220,8 მლნ ლარს. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში, ჯამრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 9 მუნიციპალიტეტში ასევე დაიგეგმა დაახლოებით 3.06 მლნ ლარის ღირებულების 11 სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა. სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წლის მარტში 4 მუნიციპალიტეტისათვის გამოიყო დაახლოებით 1,3 მლნ ლარი, სანიაღვრე სისტემებისა და ნაპირსამაგრების გაწმენდამოწყობის 10 პროექტის განხორციელებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს განახლდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომლითაც ისარგებლებს 3079 სოფელი, სადაც დაგეგმილია დაახლოებით 40 მლნ ლარის ღირებულების 4833 მცირებიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეირჩა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეცენტრალიზაციის პროცესში. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განათლების ინფრასტრუქტურა მიმდინარე წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო 68 ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სკოლის მშენებლობა და 83 არსებული სკოლის რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით. სკოლების მშენებლობასთან ერთად, ფონდს დაგეგმილი აქვს 60 ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც, სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით ფინანსდება. სპორტული ინფრასტრუქტურა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარეობს ხაშურის სტადიონის რეაბილიტაცია, ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა და ხობის მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. ზუგდიდის ოლიმპიური აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებულია ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე, ხოლო ქუთაისის ოლიმპიური აუზის მშენებლობის პროექტზე უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მიმდინარეობს ტენდერი საპროექტო სამუშაოებისთვის ახალციხის მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის ასაშენებლად, ხოლო რუსთავის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტზე დასრულებულია საპროექტო ტენდერი და გაზგავნილია ექსპერტიზაზე. 100 | სახლების მშენებლობა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სსიპ − მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უკვე დასრულდა ქ. მცხეთაში დევნილთათვის 2 კორპუსის მშენებლობა, რის შედეგადაც 120 დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით. დამატებით ფონდი ქ. ქუთაისში, ქ. წყალტუბოსა და ქ. ზუგდიდში ახორციელებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ საცხოვრებელ ბინას მიიღებს 3700-ზე მეტი დევნილი ოჯახი. საგზაო ინფრასტრუქტურა სსიპ − მუნიციპალური განვითარების ფონდი საანგარიშო პერიოდში 10-მდე გზის მშენებლობარეაბილიტაციის პროექტზე მუშაობდა. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დასრულდა. გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები. გაკეთდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. ასევე დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები. საანგარიში პერიოდში ასევე დასრულდა ყაზბეგში, გერგეთის სამებასთან მისასვლელი გზის მშენებლობაც. ამ ეტაპზე ფონდი ასევე ახორციელებს 25-მდე გზის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა და მიტარბისა და კოხტას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. წყლის ინფრასტრუქტურა ფონდის მიერ უკვე დასრულდა გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა სოფლების ჭაბურღილების მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები და ახლა მიმდინარეობს ქსელის მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ პატარა მეჯვრისხევის, არბოს, ქერეს, კარბის, ბერშუეთის, ფლავის, ფლავისმანის, ახალუბნის, ერგნეთის, დიდი მეჯვრისხევის, ფხვენისის, ქორდისა და მერეთის მოსახლეობა 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. დამატებით, ფონდის მიერ ხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამოყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს სოფლების: პერევის, ჯრიის, დარყის, ჭალისა და სპეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას. გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის სადგურების, გამანაწილებელი ქსელებისა და 80 კმ-იანი წყალსადენი მილის მოწყობა. ასევე დაგეგმილია სოფლებში მრიცხველების მონტაჟიც. პროექტის დასრულების შემდეგ კი პერევის, ჯრიის, დარყის, ჭალისა და სპეთის დაახლოებით 3400 მოსახლე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ტურიზმის ინფრასტრუქტურა 101 | საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაციისთვის. მიმდინარეობს სამუშაოები მცხეთა-მთიანეთში მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციისა და მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული ზონების კეთილმოწყობისთვის. ასევე მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთში, აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და ისტორიული ხის სახლებისა და ქ. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული მზიურის პარკის სრული რეაბილიტაციის/განახლების პროექტები. ნაპირსამაგრები ამჟამად მიმდინარეობს ქობულეთის ნაპირდაცვისა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები. და ბათუმის სანაპირო ზოლის ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ-იანი ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობასა და სანაპიროს აღდგენას. ასევე მოეწყობა 12 საფეხმავლო ხიდი. ქობულეთის ნაპირდაცვის სამუშაოები ითვალისწინებს 1.2-კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენასა და ბულვარის მოწყობას. მყარი ნარჩენების მართვა რეგიონული ნაგავსაყრელები საანგარიშო პერიოდში აქტიური პროექტებთან დაკავშირებით. მუშაობა მიმდინარეობდა რეგიონული ნაგავსაყრელების ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ითვალისწინებს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას, რომელიც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რეგიონში 5 გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ქუთაისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის სტანდარტების შესაბამისად დახურვა. ასევე ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის რეგიონული ნაგავსაყრელის პროექტისთვის საანგარიშო პერიოდში შერჩეულ იქნა ახალი ტერიტორია და მიღწეულ იქნა შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკთან, პროექტის სახელშეკრულებო ცვლილებებთნ დაკავშირებით. კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ითვალისწინებს კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახალი რეგიონული სანიტარიული ნაგავსაყრელების მშენებლობასა და ნარჩენების კომპოსტირების საწარმოს მოწყობას. 102 | მოცემულ ეტაპზე დასრულებულია საკონსულტაციო კომპანიების შერჩევის პროცედურები და მიმდინარეობს ხელშეკრულების ხელმოწერის პროცედურები. ცენტრალური საქართველოს (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობასთან დაკავშირებით, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობს საგრანტო და საკონსულტაციო ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებული პროცედურები. არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელები ნარჩენების მართვის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფოთის, თერჯოლისა და საჩხერის ნაგავსაყრელებს. ასევე მიმდინარეობს ხაშურისა და სამტრედიის ნაგავსაყრელების რეაბილიტაცია. რუსთავის ნაგავსაყრელისთვის მოხდა დამატებითი აღჭურვილობის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გრანტის ფარგლებში. შეძენა, შვედეთის დამატებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ შეისყიდა და გადასცა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტებს, საქართველოს რეგიონების მასშტაბით. სახიფათო ნარჩენები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, მიმდინარეობს ტექნიკურეკონომიკური კველევა, რომელიც სწავლობს სახიფათო ნარჩენების განსათავსებელი 2 მრავალფუნქციური ობიექტის მოწყობის შესაძლებლობას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ინტერნეტიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ინტერნეტსაზოგადოებისა (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ჩართულობით, დაიწყო ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაიფარება ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის, არხოტის, პირიქითა ხევსურეთის, არდოტისა და გუდამაყრის ხეობები. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხის ნაწილი გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე − პირიქითა ხევსურეთისა და არდოტის, უკანა ფშავისა და გუდამაყრის ხეობები. ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება 76 სოფელი, 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის, 4 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე). 103 | 2.11 დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა 2.11.1 ენერგეტიკა 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით, ექსპლუატაციაში შევიდა სკურდიდიჰესი (დადგმული სიმძლავრე 1,33 მგვტ), ბოდორნაჰესი (დადგმული სიმძლავრე 4,5 მგვტ), ჯონოულიჰესი 1 (დადგმული სიმძლავრე 1,1 მგვტ), კირნათიჰესი (დადგმული სიმძლავრე 27,47 მგვტ), მესტიაჭალაჰესი (დადგმული სიმძლავრე 30 მგვტ), არაგვიჰესი 2 (დადგმული სიმძლავრე 1,95 მგვტ), ოროჰესი (დადგმული სიმძლავრე 1,12 მგვტ) და კასლეთიჰესი (დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტ). აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის „გარდაბნის თბოელექტროსადგურ 2-ზე“. „გარდაბნის თბოელექტროსადგურ 2-ის“ სამშენებლო სამუშაოების აქტიური ფაზა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო, პროექტის დასრულება იგეგმება 2019/2020 წლის ზამთრის სეზონისთვის. სადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის „ჯენერალ ელექტრიკის“ გაზისა და ორთქლის ტურბინებითა და გენერატორებით. ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის მხრივ გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:  მშენებლობის ეტაპზეა 24 პროექტი, რომლის სავარაუდო დადგმული სიმძლავრეა 235 მგვტ, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 371 მლნ აშშ დოლარია, მშენებლობა-ლიცენზირების ეტაპზეა 24 ელექტროსადგურის პროექტი, რომლის სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 235 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 371 მლნ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, კვლევის ეტაპზეა 67 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1 314 მგვტ-ია, ხოლო ჯამური სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 1,98 მლრდ დოლარია;  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე იმყოფება 18 ქარის მემორანდუმი (დადგმული სიმძლავრე − 1200 მგვტ, ინვესტიცია − 1,8 მლრდ აშშ დოლარი) და მზის 5 ობიექტი (დადგმული სიმძლავრე − 88 მგვტ, ინვესტიცია − 92 მლნ აშშ დოლარი);  5 მგვტ-იან მზის ელექტროსადგურზე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის გარანტირებული შესყიდვის გარეშე. განხორციელებას ელექტროენერგიის დამატებითი რესურსები გამოიყოფა რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც 2020 წლის ბოლოსთვის გაზმომარაგებაზე წვდომა ექნება 1,3 მლნ აბონენტს. შემუშავდა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმა, რომელიც გულისხმობს, ქვეყნის მასშტაბით 223 დასახლებული პუნქტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. მიმდინარეობს გოდერძის უღელტეხილის გაზიფიცირების პროექტის შემადგენელი სატრანსპორტო მილსადენის 104 | (პირობითად, „ახალციხე-გოდერძის უღელტეხილის მილსადენი“) სამშენებლო სამუშაოები. სულ, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის პერიოდისათვის, გაზიფიცირებულია 14 ათასამდე აბონენტი 60-მდე დასახლებულ პუნქტში. მნიშვნელოვანი მიღწევები ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ გრძელდება მუშაობა საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე: ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი  220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ხაზის მშენებლობა;  საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების შეფასება. საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა  500 კვ ეგხ-ის მშენებლობა, ქსანი-სტეფანწმინდა;  ჯვარი-ხორგა, ელექტროგადამცემი ხაზი. რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი  500 კვ ეგხ წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი;  ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანური;  500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო. გურიის გადაცემის ინფრასტრუქტურის გაძლიერება  კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება;  ხელედულა-ლაჯანური-ონი. ქ. თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთ თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე აშენდება მიწისქვეშა გაზსაცავი და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. პროექტის განვითარების ფარგლებში უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური დოკუმენტაცია. სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება, ხოლო პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2023 წელს იგეგმება. მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განვითარებაზე ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის საინვესტიციო ბანკთანაც (EIB). მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას და გარდა ამისა, მომწოდებელი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში, 105 | შესაძლებელი იქნება ქვეყნის მომხმარებლების საცავიდან გაზის შეუფერხებლად მომარაგება. საქართველოს მიერ ინიციირებულია შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. საქართველოსთან წყალქვეშა კაბელით დაკავშირების შემთხვევაში, ევროპის ენერგოსისტემა პოტენციურად იერთებს არამხოლოდ ერთ ქვეყანას, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს. საქართველოს ტრადიციულად გააჩნია მძლავრი ელექტროენერგეტიკული კავშირები აზერბაიჯანსა და სომხეთთან, რომელთა გაძლიერება და გაფართოება კვლავ გრძელდება. რეგიონის ჭრილში შეფასებულმა ენერგობალანსმა სხვადასხვა სეზონში შესაძლოა, თანამშრომლობის კიდევ უფრო საინტერესო შესაძლებლობები გამოაჩინოს. აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2019 წლის 30 იანვარს ოფიციალურად წარუდგინა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი PEPI-ის (Projects of Eastern Partnership Interest) სტატუსის მოპოვების მიზნით. ენერგეტიკის სფეროს დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასთან ენერგეტიკული ბაზრის გახსნის მიზნიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების საფუძველზე, 2019 წლის 1 მაისიდან განხორციელდება დამატებით ათი მომხმარებლის თავისუფალ ბაზარზე დაშვება ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით. დასრულდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონპროექტის დამუშავება. კანონპროექტი ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგზავნილია შესაბამის უწყებებში, საბოლოო კომენტარების მისაღებად, რის შემდეგაც განსახილველად გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. საანგარიშო პერიოდში მომზადდა:  საქართველოს განახლებადი ენერგიის გარდამავალი პერიოდის ერთწლიანი  ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი; საქართველოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2019 – 2021 წ.წ.) პროექტი;  საქართველოს კანონის პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“;  საქართველოს კანონის პროექტი „ენერგიის მომხმარებელი ნაწარმის ეკოდიზაინის შესახებ“;  საქართველოს კანონის პროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“; 106 |  საქართველოს კანონის პროექტი „ენერგოეტიკეტირების შესახებ“;  საქართველოს კანონის პროექტი „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“;  საქართველოს კანონის პროექტი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ. 2.11.2 მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, არქიტექტორთა და ინჟინერ-მშენებელთა სერტიფიცირებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოწესრიგების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა 7 კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე.  2018 წლის პირველ ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც ადგენს ბაზარზე სამშენებლო პროდუქტების განთავსების პირობებს, მათი ძირითადი თვისებების განსაზღვრისა და ნიშანდების წესის შემუშავების გზით.  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს პროექტის EU4ENEGY-ის დახმარებით, მუშავდება ფარგლებში, პროექტები: „შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის შემუშავება“ და „შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების ეროვნული რეგულაცია“.  შემუშავდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა- ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. 2.11.3 მწვანე ეკონომიკა დასრულების ეტაპზეა „მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის დოკუმენტის“ პროექტი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზების ხელშეწყობა, მდგრადი და მწვანე განვითარების საფუძვლის შექმნა. გრძელდება მუშაობა „მწვანე ზრდის ეროვნულ სტრატეგიაზე“, რომელიც აქცენტს გააკეთებს მხოლოდ წინასწარ შერჩეულ რამდენიმე სექტორზე, კერძოდ, ტურიზმზე, მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაზე. განხორციელდა პროექტი − „სათბური გაზების გამოყოფის შემცირება საქართველოს სამრეწველო სექტორში ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებით“. პროექტი დაეხმარა წინასწარ შერჩეულ საწარმოებს/კომპანიებს (ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რუსთავის აზოტი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის კომპანიები: საქინვესტი, საქნახშირი და ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა) ენერგომენეჯმენტის სისტემებისა და მოტორების 107 | სისტემების ოპტიმიზაციის საკითხსა და ინდუსტრიული ენერგოეფექტიანობისა და ნახშირბადის დაბალი შემცველობის ტექნოლოგიებში ინვესტირების ფინანსური მექანიზმების განვითარებაში. დასრულდა მუშაობა რეგულაციის 3 პროექტზე, კერძოდ: 1. „ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები შენობებისთვის“, რომელიც ადგენს შენობის ელემენტებისა და მისი ტექნიკური სისტემებისთვის მინიმალურ ენერგეტიკული მახასიათებლების მოთხოვნებს, რომლებიც სავალდებულო იქნება ყველა ახალი შენობისა და შენობის ნაწილისათვის. 2. „შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია“, რომელიც ითვალისწინებს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ზონებად დაყოფილ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შენობებისთვის ენერგოეფექტიანობის გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებას. 3. შენობების ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებული ევროსტანდარტების შესაბამისი დამხმარე ეროვნული სტანდარტების შერჩევა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების ხელშეწყობისა და სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მიმდინარეობდა საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ენერგოეტიკეტირების კანონმდებლობისა და მისი აღსრულებისათვის საჭირო მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავება. ამ ეტაპზე დასრულდა მუშაობა „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე. 2.11.4 გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და კლიმატის ცვლილების შერბილება 2018 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ საქართველოს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო მრჩეველი ორგანოს ჩამოყალიბების მოსამზადებელი სამუშაოები. გარემოსდაცვითი ომბუდსმენი შემუშავდა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის არჩევის წესის, უფლებამოსილებებისა და დაფინანსების წყაროს შესაბამისი მოდელი, რომლის განსაზღვრაც მოხდება კანონმდებლობით. გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზენტაცია 2019 წლის 2 მაისს შედგა. სოფლის მეურნეობის კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა დასრულდა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 8 კოოპერატივის აღჭურვა რძის გადამამუშავებელი დანადგარებით. ასევე რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში. 108 | დაფინანსდა მევენახეობის 10 კოოპერატივი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მევენახეობის სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში და მათ საკუთრებაში გადაეცათ ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარები. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო უზრუნველყოფის სახელმწიფო კოოპერატივების პროგრამის ფარგლებში, ერთიანი საწარმოო დასრულდა პროგრამის თაფლის საწარმოს მშენებლობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში. ამჟამად მიმდინარეობს მისი აღჭურვა. გამოვლინდა 8 გამარჯვებული სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივი, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამაში. ფერმერთა რეესტრის შექმნა „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში, რეესტრში დარეგისტრირდა 108,350 ფერმერი/ფერმერული მეურნეობა. ერთიანი აგროპროექტი შეღავათიანი აგროკრედიტი პროექტის განხორციელებით მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდში გაიცა საბრუნავი საშუალების მიზნობრიობით 2,875,690 ლარის ღირებულების 2 სესხი, ხოლო ძირითადი საშუალების მიზნობრიობით 139,683,787 ლარის ღირებულების 2,484 სესხი. პროგრამა „დანერგე მომავალი “ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა ბაღების შესახებ 181 განაცხადი. ბაღების კომპონენტში გაშენებული ფართობი შეადგენს 1,342 ჰა-ს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი საანგარიშო პერიოდში დამტკიცებულია 2 პროექტი გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში − ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 3,151,050 ლარი და 2 პროექტი შემნახველი საწარმოების კომპონენტში − ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 2,511,317 ლარი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა 109 | პირველადი წარმოების კომპონენტის ფარგლებში, დამტკიცდა 167 პროექტი, ჯამური ინვესტიციით − 9,057,158 ლარი და 2 პროექტი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში, ჯამური ინვესტიციით - 1,284,216 ლარი. სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა − „ახალგაზრდა მეწარმე“ გაფორმდა 87 ხელშეკრულება, ჯამური თანხით − 9,145,970 ლარი, საიდანაც თანადაფინანსების მოცულობაა 3,545,419 ლარი. აგროდაზღვევის პროგრამა აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გაცემულია 826 პოლისი, დაზღვეულია 1,427,545 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. ამ ეტაპზე დაზღვეულია 263 ჰა მიწის ფართობი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა თანადაფინანსების სახით მიიღეს 4,000,000 (ოთხი მილიონი) ლარი. სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემების გაუმჯობესება საანგარიშო პერიოდში სარეაბილიტაციო ღონისძიებები მიმდინარეობდა 53 ობიექტზე, აქედან დასრულდა 19 ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამური ღირებულებულით - 16,586,255 ლარი. დასრულებული პროექტები:  კასპის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ნიჩბისისა და ხანდაკის მექანიკური აწევის სარწყავი ქსელის აღდგენა-რეაბილიტაციის (II ეტაპი) სამუშაოები. პროექტის განხორციელების შედეგი: 760 ჰექტარით გაიზარდა რეგულარული სარწყავი ფართობი;  მამწვარის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური არხის, I და სხვა რიგის გამანაწილებლებისა და შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგი: 855 ჰექტარით გაიზარდა რეგულარული სარწყავი ფართობი;  ყაურმა-მამწვარის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური არხის, I და სხვა რიგის გამანაწილებლებისა და შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგი: 460 ჰექტარით გაიზარდა რეგულარული სარწყავი ფართობი;  ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაციის (პკ109+89-დან-პკ 156+77-მდე) სამუშაოები. პროექტის განხორციელების შედეგი: 1,200 ჰექტარით გაიზარდა რეგულარული სარწყავი ფართობი; 110 |  ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის განხორციელების შედეგი: 4,762 ჰექტარზე წყლითუზრუნველყოფის გაუმჯობესება;  ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გ-1-გ-8 გამანაწილებლების რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის განხორციელების შედეგი: 607 ჰექტარით გაიზარდა რეგულარული სარწყავი ფართობი;  ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ვარდისუბნის N70 გამანაწილებლის რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგი: 500 ჰექტარით გაიზარდა რეგულარული სარწყავი ფართობი;  რიონი-ჩოლოქის მდინარეთაშორის მასივზე, რიონის მარცხენა სანაპირო მასივზე, ნიგოეთის თემის სოფელ ჭყონაგორისა და სოფელ ნიგოეთის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია (I, II და III ეტაპი). პროექტის განხორციელების შედეგი: 480 ჰექტარით გაიზარდა დაშრობილი მიწის ფართობი;  ტყვირის საკრებულოში დამშრობი სისტემის კოლექტორების რეაბილიტაცია (I ეტაპი). პროექტის განხორციელების შედეგი: 105 ჰექტარით გაიზარდა დაშრობილი მიწის ფართობი;  სოფელ ხუნწაში მარტვილის მაგისტრალური კოლექტორის რეაბილიტაცია (I ეტაპი). პროექტის განხორციელების შედეგი: 80 ჰექტარით გაიზარდა დაშრობილი მიწის ფართობი;  არბო-დიცის სატუმბი სადგურის ჰიდრომექანიკური და ელმექანიკური მოწყობილობის რემონტი;  სიონის წყალსაცავის კაშხლისა და წყალმიმღები კოშკურას გარე განათების რეაბილიტაციის სამუშაოები;  სკრის სატუმბი სადგურის ჰიდრომექანიკური და ელმექანიკური მოწყობილობის რემონტი;  ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერსა-მუგარეთისა და გიორგიწმინდას მექანიკური სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის I რიგის გამანაწილებლების (მილსადენები) რეაბილიტაციის (II ეტაპი) სამუშაოები;  სოფელ ნატანებთან მდებარე „მერეკრძელა-კაპროვანას“ სატუმბი სადგურის გარე ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები; 111 |  ფოთი №1-ის სატუმბი სადგურის ჰიდრომექანიკური და ელმექანიკური მოწყობილობის რემონტი;  ფოთი №2-ის სატუმბი სადგურის ელტელფერის შეძენა და მონტაჟი;  მერეკრძელა-კაპროვანას, დილისკა-პტენა-ჩუნჩხასა და პალდოს სათავე ნაგებობის ელექტრომომარაგების გარე ელქსელზე მიერთება და სხვა სამუშაოები;  ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემას მაგისტრალური არხის პიკეტი 104+33.24-დან-პიკეტი 124+62.00-მდე მონაკვეთის, ზემო არხის პიკეტი 36+01.98-დან---პიკეტი 38+52.11მდე მონაკვეთის ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები და მაგისტრალური არხის სწრაფდენზე ჩამქრობი ჭის მოწყობა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საექსპლუატაციო ღონისძიებების გატარების შედეგად, გაწმენდილია დაახლოებით 619 კილომეტრი სიგრძის სარწყავი და სადრენაჟო არხი. შეკეთებულია მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა (42 ერთეული); განხორციელდა 915 სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ერთეულის რემონტი ან შეცვლა ახლით (ფარები, ურდულები, წყალგამყოფი კვანძები, ტუმბოები, ელექტრო და მექანიკური მოწყობილობები და სხვა). დეგრადირებული ნიადაგების კვლევა და აღდგენა მიწის დეგრადაციის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „მიწის დეგრადაციის ეროვნული ინდიკატორები და მათი განსაზღვრის მეთოდოლოგია“. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:  სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ჩატარდა საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისათვის შემდეგ მხარეებში: გურია, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და იმერეთი. ტრენინგების შედეგად გადამზადდა 238 აღმზრდელ-პედაგოგი და მეთოდისტი;  2018 წლის სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის ყველა სახელმძღვანელოში (1-6 კლასების) აისახა მდგრადი განვითარების პრინციპები;  2018 წლის მიწურულს, წინასაახალწლოდ, წიწვოვნების გახშირებული ჭრის პრევენციისთვის განხორციელდა კამპანია - „ნუ მოჭრი, მორთე“, რომელშიც ჩაერთვნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მუნიციპალიტეტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები; 112 |  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა კამპანია „დედამიწის საათი“ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და რიყის პარკში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ველომსველელობა და გარბენი, ასევე მონაწილეებმა ანთებული სანთლებისაგან შექმნეს დედამიწის საათის სიმბოლო 60+, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე განათებები გამოირთო სახელმწიფო შენობებში, ქუჩების გარე განათებებსა და სხვადასხვა ლოკაციაზე;  სასწავლო კურსი „გარემოსდაცვითი მმართველი“ გაიარა სხვადასხვა კომპანიის 29 გარემოსდაცვითმა მმართველმა. კურსის მიზანია მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ასევე კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;  ჩატარდა კამპანია „ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა“, რომელიც მიზნად ისახავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, მისი დამბინძურებლებისაგან დაცვის საშუალებების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. კამპანიის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსიები სტუდენტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებასთან თემებზე: „ჰაერის დაცვის პოლიტიკა“, „ტყვია – გარემოს ერთ-ერთი სახიფათო დამბინძურებელი“, „ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის გაფრქვევის უმთავრესი წყაროები და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”;  მომზადდა და გავრცელდა ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის შესახებ ვიდეორგოლი, რომელიც  საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ატმოსფერული ჰაერის ძირითად დამბინძურებლებსა და სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გასაუმჯობესებლად მიმდინარე თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე; ჰაერის ხარისხის საანგარიშო პერიოდში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს დაესწრო 700-მდე ადამიანი, ხოლო გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო 6000-ზე მეტმა ადამიანმა;  გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების თემატიკაზე ჩატარდა 406 ლექცია-სემინარი, მოეწყო 28 კვირეული, 47 მწვანე აქცია, 120 ეკოტური და 58 დასუფთავების აქცია, ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა 334 საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 5 176-მა ადამიანმა. სულ აღნიშნულ ღონისძიებებში ჩაერთო 14 095 მოსწავლე, 468 სტუდენტი, 1291 პედაგოგი. ექსტენციის მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება მობილური ექსტენცია განხორციელებულია კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, ჯამში 72 სოფელში. 113 | საანგარიშო პერიოდში საკონსულტაციო მომსახურება გაეწია 2,095 ფერმერს და მობილური ექსტენციის ფარგლებში დაიფარა 114 სოფელი. ასევე აღსანიშნავია სამინისტროს რეგიონული სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების დარგობრივი გასვლები სოფლის მოსახლეობაში, რის ფარგლებშიც 2019 წლის მარტის მდგომარეობით მოცულ იქნა 2,563 სოფელი, რამაც შეადგინა 64,075 ადგილობრივი მოსახლე. ხორციელდება სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო არასამთავრობო საინფორმაციო მასალის და მიწოდება შემავალ დონორ უწყებებში, მეცნიერებათა აკადემიაში, ორგანიზაციებში მომზადებული თემატური რეგიონული სამმართველოებისა და საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურებისთვის. აღნიშნული მასალა გადაეცემათ ფერმერებს/გლეხებს და ყველა დაინტერესებულ იურიდიულ/ფიზიკურ პირს. ქარსაფარი ზოლები „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ კანონის პროექტისთვის მომზადებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA). დღეისათვის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს ქარსაფარი ზოლების გაშენება. საანგარიშო პერიოდში გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში გაშენდა 27 კმ-მდე ქარსაფარი ზოლი. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა სამომხმარებლო ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების ფაქტების შემცირების, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით, ასევე სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე ბიზნესოპერატორის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის აღმოფხვრისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, განხორციელდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი: ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი – ნიმუშის აღება, ზედამხედველობა. სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დინამიკა ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი, მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 13,826 სახელმწიფო კონტროლის პროცედურა (ინსპექტირება - 8,461; დოკუმენტური შემოწმება - 3,238; ნიმუშის აღება - 1,769; ზედამხადველობა - 358). ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევა-შენარჩუნების, ცხოველის, ცხოველისა და ადამიანისათვის საერთო დაავადებების პრევენციისა და კონტროლის, ცხოველთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და მიკვლევადობის, ეკონომიკური ზიანის მინიმიზების, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით ვაქცინირებულია:  თურქულის საწინააღმდეგოდ 1 608 002 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი; 114 |  ჯილეხის საწინააღმდეგოდ 1,115,380 სული მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვი და კენტჩლიქიანი ცხოველი;   ცოფის საწინააღმდეგოდ 77,558 სული ძაღლი და კატა; მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 283,988 სული მსხვილფეხა პირუტყვი;  წვრილფეხა პირუტყვის ჭირზე 240,240 სული ცხვარი და თხა;  ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგოდ 1,167 სული ცხვარი და თხა;  ბრუცელოზზე 109,591 სული მსხვილფეხა და 97 395 სული წვრილფეხა პირუტყვი;  ტუბერკულოზზე ალერგიული მეთოდით გამოკვლეულია 10,595 სული მსხვილფეხა პირუტყვი;  ყირიმ-კონგოს ეპიდემიოლოგიურ კერებში ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დამუშავებულია 2,958 სული მსხვილფეხა პირუტყვი. 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდა 162 ვეტერინარული პრეპარატი. საქართველოს ვეტერინარულ-ფარმაცევტულ ბაზარზე ხარისხიანი ვეტერინარული პრეპერატების მიმოქცევისა და ვეტერინარული ფარმაციის სფეროში ბიზნესოპერატორების მიერ საქმიანობის მართებულად წარმართვის მიზნით:  შეძენილი და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადაცემულ იქნა ვეტერინარული პრეპარატის 77 ნიმუში;   შემოწმებულ იქნა 122 ობიექტი; ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურების რეესტრში გატარების მიზნით განხორციელდა 4 ობიექტის სარეგისტრაციო შემოწმება;  აღიარების მიზნით განხორციელებული 1 საწარმოს შემოწმება, რის შედეგადაც აღნიშნულ საწარმოს მიენიჭა აღიარება. დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას შეწამვლითი ღონისძიებები 28 მუნიციპალიტეტის 533 სოფელში ჩატარდა. სულ დამუშავებულია 789.825 ჰექტარი ფართობი. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის მოზამთრე ფაზის რიცხოვნობა და სასოფლოსამეურნეო კულტურების დაზიანება. შემუშავდა 2019 წლის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ. დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად შეძენილი და დასაწყობებულია 110,000 ლიტრი პესტიციდი, 250,000 ცალი ფერომონი. DCFTA-ის გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება 115 | ასოციირების შესახებ შეთანხმების XI-B დანართის შეასაბამისად, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის 14 დადგენილება. გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა 2018 წლის ივლისიდან გარემოსდაცვითი ეროვნულ შეფასების კანონმდებლობაში ინსტრუმენტი, რომელიც ამოქმედდა ახალი, გულისხმობს სტრატეგიული თორმეტ სექტორში მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის საკითხების გათვალისწინებას. საანგარიშო პერიოდში, კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის შესაბამისად, გაიცა 4 სკრინინგის გადაწყვეტილება. 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი პროცედურის შესაბამისად, გაიცა:   სკრინინგის გადაწყვეტილება – 115; სკოპინგის დასკვნა – 36;  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – 34;  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება – 3. შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“, რომლის მიღების შედეგად ქვეყანაში დაინერგება ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, ხოლო მსხვილ სამრეწველო ობიექტებს დაუდგინდებათ გაფრქვევის თანამედროვე ევროპული ნორმები – ემისიის ზღვრული მნიშვნელობები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის საფუძველზე. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა შემუშავდა კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს მთავრობას. ბიომრავალფეროვნება შემუშავდა კანონპროექტი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“. კანონპროექტი ახლებურად აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახეობების, ჰაბიტატების, ეკოსისტემების და ლანდშაფტების ეფექტურად დაცვა, ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობა და საერთაშორისო ვაჭრობა, გენეტიკური რესურსების და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის ხელმისაწვდომობა და 116 | აღნიშნული რესურსების გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება. იგი მოიცავს ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზიანის კომპენსაციის მარეგულირებელ მუხლებსაც. ეკოტურიზმი 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 350,637 ვიზიტორი (53% ქართველი, 47 % უცხოელი), რაც 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით მონაცემებთან შედარებით (277,588 ვიზიტორი) 26%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის ბოლოს გაფართოვდა ალგეთის ეროვნული პარკი (1,946 ჰა-ით) და ყაზბეგის ეროვნული პარკი (69,518 ჰა-ით). დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი წინა წელთან შედარებით (595,963 ჰა) გაიზარდა ქვეყნის მასშტაბით 1%-ით და შეადგინა 665,664 ჰა, რაც საქართველოს მთლიანი ფართობის 9,55%-ია. სატყეო სექტორი ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვისა და ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ეფექტიანი მექანიზმების ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა სატყეო სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კანონი, ახალი ტყის კოდექსი დაფუძნებულია ეროვნულ საჭიროებებსა და ტყის მდგრადი მართვის საერთაშორისო პრინციპებზე. მიმდინარეობს ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი, ასევე გრძელდება სატყეო უბნების დონეზე დეტალური ტყის აღრიცხვა ტყის მართვის გეგმების მომზადების მიზნით. ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემა გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობითა და კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით დაიწყო პროექტი „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“. პროექტის განხორციელების შედეგად გაფართოვდება ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაძლიერდება ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემა და გაუმჯობესდება მოდელირების შესაძლებლობები. განხორციელდა წყალდიდობა-წყალმოვარდნების რისკების შეფასება და მოდელების ადაპტირება მდ. ლეღვთახევის აუზისათვის. 2018 წლის შემოდგომაზე მდინარე ნენსკრაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემში, დამონტაჟდა და გაიმართა ატმოსფერულ ნალექებსა და მდინარეში წყლის დონეზე დაკვირვების ავტომატური სადგური. ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა 117 | ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული პრინციპების დანერგვისა და ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, მომზადდა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც სრულად ეფუძნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ევროპის ჩარჩოდირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ცვლილებების პროექტი მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს განსახილველად. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, მისი გაუმჯობესების ღონისძიებების, დაბინძურების წყაროების და ატმოსფერული ჰაერისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის დროულად და მარტივად აღსაქმელი ფორმით ინფორმირების მიზნით, შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი: air.gov.ge. იტალიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას 2 მილიონი ევროს საგრანტო დახმარება გამოუყო. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურების შეძენა და ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის დანერგვა. 2019 წლის თებერვლიდან ქალაქ რუსთავში ამოქმედდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური. ოთხ ჭაბურღილზე დამონტაჟდა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგული აპარატურა, რომელიც ონლაინ რეჟიმში იძლევა ინფორმაციას მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლა შემუშავებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც დაფუძნებულია წყლის რესურსების სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებზე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაიწყო საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ხარისხი 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში, ევროკავშირისა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს მხარდაჭერით, განხორციელდა სოფელ სააკაძესთან მდებარე რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის რადიოლოგიური და გარემოსდაცვითი შეფასება, აღნიშნულ ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების განთავსების მიზნით. კვლევის შედეგად შემუშავებული ანგარიშის საფუძველზე მომზადდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების განთავსების ადგილის განსაზღვრის შესახებ“. 118 | ევროკომისიის დაფინანსებით, ბელგიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის მიერ პროგრამის „სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და უკრაინაში ქბრბ კრიმინალისტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების“ ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი №57, რომელიც ითვალისწინებს ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული საფრთხეების შემცველი შემთხვევის ადგილის გამოძიებისა და კრიმინალისტიკური ანალიზის შესაძლებლობების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში მომზადება გაიარეს ევროპული სერტიფიცირებისა და ლიცენზიის მქონე ექსპერტ-ტრენერებმა, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და აწარმოებენ ქართველი ექსპერტ-კრიმინალისტების მომზადება-გადამზადებას. ნარჩენების მართვა ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, შემუშავდა და მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება – „ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს კონკრეტულ შეზღუდვებს/აკრძალვებს, გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების წარმოების/რეალიზაციის/იმპორტის მიმართ, ასევე აწესებს მოთხოვნებს ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებთან დაკავშირებით. შემუშავებულია ნარჩენების კოდექსის განხორციელებისთვის აუცილებელი შემდეგი კანონქვემდებარე აქტების პროექტები (ამ აქტების მიზანია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვა):  „შეფუთვისა და შესაფუთი მასალის ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების  შესახებ“; „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;  „ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;  „გამოყენებული საბურავების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;   „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“; „ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვის შესახებ“. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შემუშავდა „ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის“ პროექტი. სტრატეგიის პროექტი განსაზღვრავს ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებს. შემუშავდა კანონპროექტი „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ“ (ახალი რედაქცია). ბაზელის კონვენცია „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და 119 | განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ აწესებს პროცედურებს და კონტროლის მექანიზმებს სახიფათო და სხვა ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისას, რითიც ამცირებს სახიფათო და სხვა ნარჩენებით და მათი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკს. ახალი კანონპროექტი „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ სრულ შესაბამისობაშია ბაზელის კონვენციასთან და მოხდება მისი მოთხოვნების სრული ასახვა. კანონის პროექტი უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ნარჩენების მართვის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფოთის, თერჯოლისა და საჩხერეს ნაგავსაყრელებს. ასევე მიმდინარეობს ხაშურისა და სამტრედიის ნაგავსაყრელების რეაბილიტაცია. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ განხორციელდა 846 ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერის შესყიდვა, რომლებიც შემდგომ გადაეცათ მუნიციპალიტეტებს საქართველოს რეგიონების მასშტაბით. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარეობს შემდეგი პროექტები:  ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი – ითვალისწინებს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას, რომელიც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რეგიონში 5 გადამტვირთავი სადგურის მოწყობა, მუნიციპალიტეტების საჭირო ტექნიკით აღჭურვა და ქუთაისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის სტანდარტების შესაბამისად დახურვა. ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი.  ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ითვალისწინებს ქვემო ქართლში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი მოემსახურება რეგიონული ქვემო ნაგავსაყრელის ქართლის 5 მშენებლობას. მუნიციპალიტეტს (წალკა, ახალი დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი) და აღიჭურვება აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით. მოცემულ ეტაპზე შერჩეულ იქნა ნაგავსაყრელის ასაშენებელი ახალი ტერიტორია ქვემო ქართლში, განხორციელდა წინასწარი კვლევითი სამუშაოები და დონორ ბანკთან (EBRD) მიღწეულ იქნა შეთანხმება პროექტის სახელშეკრულებო ცვლილებებთან დაკავშირებით.  კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ითვალისწინებს კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახალი რეგიონული სანიტარიული ნაგავსაყრელების მშენებლობასა და ნარჩენების კომპოსტირების საწარმოს მოწყობას (კახეთის რეგიონში). ასევე დაგეგმილია გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მუნიციპალიტეტების საჭირო ტექნიკით აღჭურვა. რეგიონული ნაგავსაყრელების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რეგიონში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელები 120 | სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. მოცემულ ეტაპზე დასრულებულია საკონსულტაციო კომპანიების შერჩევის პროცედურები.  ცენტრალური საქართველოს (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) ნარჩენების მართვის პროექტი ითვალისწინებს რეგიონში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას. ასევე დაგეგმილია გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. რეგიონული ნაგავსაყრელების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რეგიონში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს საგრანტო და პროცედურები.  საკონსულტაციო ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებული რუსთავის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი - შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოპერირების (SIDA) გრანტის მიზნით, ფარგლებში, შეძენილ იქნა ნაგავსაყრელის დამატებითი უჯრედის ბულდოზერი. გაუმჯობესებული ასევე ნარჩენების დახარისხების საწარმოში დამონტაჟდა გათბობა-ვენტილაციის სისტემა და შეძენილ იქნა ნაგავსაყრელის აირების მზომი პორტატული ხელსაწყო. სოფლის მეურნეობა რიცხვებში 2018 წელს, წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში, სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის, თევზჭერისა და მეთევზეობის სექტორში 2017 წელთან შედარებით 131 მლნ ლარით (5.0%), ხოლო 2012 წელთან შედარებით 803 მლნ ლარით (41.5%) გაიზარდა და 2.7 მლრდ ლარი შეადგინა. 2012-2018 წლებში, აღნიშნული მაჩვენებლის საშუალო წლიური მატების ტემპმა 134 მლნ ლარი, ხოლო საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 6.0% შეადგინა. 2012 წლიდან 2017 წლამდე, საშუალო წლიური მშპ მიმდინარე ფასებში, გაანგარიშებული სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ერთ ადამიანზე, გაიზარდა 42.5%-ით. აღნიშნულ პერიოდში მაჩვენებლის საშუალო წლიური ზრდა 7.3%-ს შეადგენდა. 2018 წელს, წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში, სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის, თევზჭერისა და მეთევზეობის სექტორში 2017 წელთან შედარებით 13 მლნ ლარით (0.7%), ხოლო 2012 წელთან შედარებით 183 მლნ ლარით (11.6%) გაიზარდა და 1.8 მლრდ ლარი შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს, აგროსასურსათო სექტორის (სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია) მთლიანი გამოშვება 2017 წელთან შედარებით 455 მლნ ლარით (5.1%), ხოლო 2012 წელთან შედარებით 2.8 მლრდ ლარით (42.1%) გაიზარდა და 9.3 მლრდ ლარი შეადგინა. 2012-2018 121 | წლებში აღნიშნული მაჩვენებლის საშუალო წლიური მატების ტემპმა 459 მლნ ლარი, ხოლო საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 6.0% შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2017 წელთან შედარებით 3.6 მლნ აშშ დოლარით (28.7%) გაიზარდა და 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია და 959.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.2%-ით აღემატება 2017 წლისა და 87.9%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო - 753 მლნ აშშ დოლარიდან - 394 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. კლებამ 47.6% შეადგინა. 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, მრავალწლოვანი კულტურების (ხილი, ყურძნის და ციტრუსის ჩათვლით) წარმოებამ 500.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 147.5 ათასი ტონით (41.8%) აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. 2018 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოებამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია 2014-2018 წლების მიხედვით. 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით, ნათესი ფართობების შემცირების მიუხედავად, ერთწლიანი კულტურების წარმოება 126.8 ათასი ტონით (19.3%) გაიზარდა და 785.0 ათასი ტონა შეადგინა. ნათესი ფართობების შემცირების ფონზე, ერთწლიანი კულტურების წარმოების ზრდა ძირითადად განაპირობა საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის ზრდამ. 2.11.5 ტურიზმი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციისა და მაღალგადახდისუნარიანი ტურისტების მოზიდვის მიზნით, ხორციელდება პროექტი „ღვინის გზა“. პროექტის ფარგლებში ხდება ღვინის ტურიზმში ჩართული ობიექტების იდენტიფიცირება და მათთვის საგზაო მიმართულების მანიშნებლების მონტაჟი. 41 მარანთან დამონტაჟდა საგზაო მანიშნებელი, რაც ეხმარება ტურისტს მარნის მიკვლევაში. პროექტის ფარგლებში ასევე მუდმივად ახლდება ღვინის ტურისტული რუკა. საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო 19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – კერძო სექტორთან ერთიანი სტენდით. ქვეყნის ტურისტული მარკეტინგული პოტენციალის აქტივობები: პოპულარიზაციის ინტერნეტკამპანიები, მიზნით, მიზნობრივ განხორციელდა ბაზრებზე რიგი მარკეტინგული ღონისძიებები/პრეზენტაციები, სატელევიზიო კამპანიები. განხორციელდა რეკლამა BBC-სა და CNN- 122 | ზე. მიმდინარეობდა ონლაინკამპანიები შემდეგ პლატფორმებზე: National Geographic, Tripadvisor, Facebook. ვიდეორგოლების რეკლამა არხებზე: RUSSIA 1, 1+1; POLSAT; RESHET 13; 2019 წელს, 22 იანვრიდან 20 ივნისის ჩათვლით, მიმდინარეობს სატელევიზიო და ონლაინრეკლამა Bloomberg-ზე. შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, მოცემულ პერიოდში ჩატარდა 5 ღონისძიება: „პანკისობა 2018“ ახმეტაში, საერთაშორისო ღვინის ფესტივალი გურჯაანში, ზამთრის სეზონების გახსნის ღონისძიებები გუდაურსა და მესტიაში და მედიატურნირი „გაიცანი საქართველო“ სვანეთში, რომლებშიც მონაწილეობა 40-მდე მედიასაშუალების წარმომადგენელმა მიიღო. არასეზონურ პერიოდში, შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში „ფასდაკლებების კვირეულის“ ორი ეტაპი გაიმართა. პროექტის ერთი ეტაპი მოიცავდა საქართველოს ყველა რეგიონს, ხოლო მეორე ეტაპი – აჭარის რეგიონს. ჯამში „ფასდაკლებების კვირეულში“ მონაწილეობა მიიღო აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში მდებარე 39-მა სასტუმრომ. პროექტ „გაიცანი საქართველოსა“ და „საიმედო ტურის“ ფარგლებში, გაიმართა 12 პრესტური, რომელთა ფარგლებში ქართული პრესის წარმომადგენლებმა მოინახულეს იმერეთი, მცხეთამთიანეთი, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა და კახეთი. პროექტ „Check In Georgia-ს“ ფარგლებში, 2018 წელს განხორციელდა 10 ღონისძიება სხვადასხვა რეგიონში, რომელსაც დაესწრნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტები. საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებითა და International Congress and Convention Association (ICCA)-ის ჩართულობით, თბილისში გაიმართა „Georgia International Meetings Forum in Partnership with ICCA“, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა: საკონვენციო ცენტრის თვალსაზრისით, არსებობის გლობალური მაღალი მნიშვნელობა, შეხვედრების ინდუსტრიის ქვეყნის ეკონომიკის თანამედროვე ზრდის გამოწვევები და ტენდენციები, კონფერენციების მოზიდვისათვის „Bidding“ პროცედურები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ასოციაციებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობა და გლობალური შეხვედრების ინდუსტრიაში სტრატეგიული გეგმები. საქართველოს, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტამდე პერიოდში, ადმინისტრაციის ორგანიზებით, სულ გაიმართა 54 პრეს და 11 გაცნობითი ტური, რომლის ფარგლებში ქვეყანას 305 ჟურნალისტი და 104 ტუროპერატორი ეწვია. ზამთრის კურორტების განვითარების მიზნით, განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში 4 საბაგიროს მშენებლობა და რეკონსტრუქცია (საბაგიროების „სოლიკოსა“ და „პირველის“ შეცვლა და ახლის მშენებლობა; საბაგირო „კუდების“ რეკონსტრუქცია და ახალი საბაგირო „კუდები 2“-ის მშენებლობა), კობი-გუდაურის სათხილამურო 123 | გზის მშენებლობა. დასრულდა ხელოვნური ტბის მშენებლობა გუდაურში, რომელიც იფუნქციონირებს ზაფხულშიც და შექმნის ზაფხულის სეზონის დამატებით ატრაქციას. ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით, ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის განხორციელდა სხვადასხვა თემატიკის მოკლევადიანი სასწავლო კურსები. ტრენინგები ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით 20 ლოკაციაზე. ჯამში მომზადდა 512 ადამიანი. 2.12 რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა „2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ამ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ანალიზისა და კონსულტაციების შედეგად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა ოთხი ფოკუსრეგიონი: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. ამ ეტაპზე მზადდება პროგრამა განვითარების პოტენციალის მქონე სექტორებში ინვესტიციების წახალისებით სამუშაო ადგილების შექმნისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი პრიორიტეტული მიმართულებების განსასაზღვრად. მაღალმთიანი რეგიონების განვითარება შემუშავდა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია“ და მისი 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათებისთვის 2018 წელს სულ გაიხარჯა 68,725,919 ლარი, კერძოდ:  71,632 სახელმწიფო პენსიის მიმღებმა ისარგებლა დანამატით, რისთვისაც მიიმართა 29,153,688.08 ლარი;  14,293 სოციალური პაკეტის მიმღებ პირზე გაიცა დანამატი, რისთვისაც მიიმართა 3,648,597 ლარი;  ყოველთვიური ფულადი დახმარება გაიცა დაბადებულ 8053 ბავშვზე, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 7,365,350 ლარი;  სახელფასო დანამატით ისარგებლა 593-მა ექიმმა და 986-მა ექთანმა, რისთვისაც მიიმართა 4,455,200 ლარი.;  შრომის ანაზღაურებაზე დანამატით ისარგებლა საჯარო სკოლებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე 13,028 მასწავლებელმა, რისთვისაც მიიმართა 14, 527,868 ლარი;  ფინანსური დახმარებით ისარგებლა სპორტის სფეროში დასაქმებულმა 320 მწვრთნელმა, რისთვისაც მიიმართა 233,040 ლარი;  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე 84,076 აბონენტმა ისარგებლა ელექტროენერგიის შეღავათით, რაზეც 2018 წელს მიიმართა 9,342,176 ლარი; 124 |  მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით მთის ფონდიდან მთავრობის მიერ გამოიყო 2 მლნ ლარი, რომლითაც მოხდება მაღალმთიანი დასახლებების მზის პანელებით უზრუნველყოფა. რეგიონული განვითარება და დეცენტრალიზაცია საანგარიში პერიოდში, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით აქტიური მუშაობა მიმდინარებდა დეცენტრალიზაციის 2019-2025 წლების სტრატეგიის შემუშვებისთვის. დოკუმენტის შემუშავება წარიმართა მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით. შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია და სამი სამუშაო ჯგუფი, სტრატეგიის სამი მიზნის გათვალისწინებით. დეცენტრალიზაციის 2019-2025 წლების სტრატეგიის ფარგლებში გამოიყო 3 მნიშვნელოვანი მიმართულება და იგეგმება: 1) ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა; 2) ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური და ფინანსური გაძლიერება; 3) სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება. ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით, სტრატეგიის მესამე მიზნის ქვეშ დაიწყო მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვის რეფორმა. რეფორმა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ინფორმაციული ნაკადების მართვის ელექტრონული სისტემისა და ეფექტიანობის მონიტორინგის შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის სერვისების ელექტრონულად მიწოდების შესაძლებლობას. რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი პროექტი მომზადებულია. დეცენტრალიზაციის 2019-2025 წლების სტრატეგიის პროექტი შემუშავდა დაინტერესებული მხარეების სრული ჩართულობით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვები პარლამენტში და მზადდება სტრატეგიის 2-წლიანი სამოქმედი გეგმა. 2.13 ბუნებრივი რესურსების მართვა რესურსებით სარგებლობის სრულყოფილი სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირების მიმართულებით აღსანიშნავია პროგრესი შემდეგი რეფორმების მიმართულებით:  წიაღის სექტორის პოლიტიკის შემუშავება – შემუშავდა წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.  სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა − მონაცემების დიგიტალიზაცია: აქტიურად მიმდინარეობს არსებული საინფორმაციო ბაზის დაზუსტება და გეოინფორმაციულ ბაზებში ასახვა, რაც, თავის მხრივ, შექმნის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას და გაზრდის წიაღისეული რესურსების პოტენციურ მოსარგებლეთა დაინტერესებას. 125 |  საბადოების დამუშავების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა - საბადოთა დამუშავების ახალი მოთხოვნების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტის პროექტი ინიციირებულია საქართველოს მთავრობაზე. 3. მცირე მთავრობა მცირე მთავრობის კონცეფციის შესაბამისად, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით დაიგეგმა 3.9%-ის ფარგლებში, პენსიების ზრდის პარალელურად ეტაპობრივად შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია. 2018 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 4.1%. სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები მცირე და, ამასთან ერთად, ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი მთავრობის კონცეფციის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციების პირველადი ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაციის კრიტერიუმების შემუშავების პროცესი, რომლის საფუძველზე მომზადდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. ასევე მუნიციპალიტეტებისა მიმდინარეობს და ადგილობრივი ავტონომიური თვითმმართველობის რესპუბლიკების საჯარო საპილოტე დაწესებულებების ორგანიზაციული ანალიზი, საჯარო მმართველობის პრინციპების ერთგვაროვანი დანერგვის მიზნით. საჯარო მმართველობა საჯარო მმართველობის შემდგომი გაძლიერებისა და გამოწვევებზე ორიენტირებული მოქნილი და ეფექტური საჯარო მმართველობის ჩამოყალიბების მიზნით, საანგარიშო პერიოდში OECD/SIGMA ექსპერტების, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით მომზადდა და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინა საჯარო მმართველობის რეფორმის (Public Administration Reform – PAR) 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. მთავრობისთვის წარდგენილ რიგით მეოთხე საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ნაკისრი 70-ზე მეტი ვალდებულებაა მოცემული. აღნიშნული აქტივობები შემდეგი 6 ძირითადი მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად: (1) პოლიტიკის დაგეგმვა; (2) საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; (3) ანგარიშვალდებულება; (4) სახელმწიფო სერვისების მიწოდება; (5) საჯარო ფინანსების მართვა; (6) თვითმმართველობის გაძლიერება. ადგილობრივი საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში გრძელდება მუშაობა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის კომპონენტზე. საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების წესის პროექტზე და განახლებულ სახელმძღვანელოზე, რომელიც 126 | ეფუძნება შედეგებზე ორიენტირებულ მართვას და აძლიერებს ცენტრალურ კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას შორის. სამთავრობო უწყებების საქმიანობის კოორდინაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დასრულებულია მუშაობა სამთავრობო ზედამხედველობისა და მონიტორინგის მექანიზმის შესამუშავებლად. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სამთავრობო ზედამხედევლობისა და მონიტორინგის დეპარტამენტი. დეპარტამენტის ამოცანაა საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრემიერმინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ხელშეწყობა, მთავრობის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი, სამთავრობო პროგრამის, ყოველწლიურ სამოქმედო გეგმათა შესრულებისა და რეფორმების თაობაზე მიღებულ რეკომენდაციათა/გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის ზედამხედველობა და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება. მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით, დამტკიცდა სამთავრობო ზედამხედევლობისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება. თითოეულ სამინისტროს და მთავრობის/პრემიერმინისტრის კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს განსაზღვრული ჰყავთ შესაბამისი თანამდებობის განხორციელებისათვის შექმნილი პირები, რომლებიც ელექტრონული სპეციალურად პროგრამის ზედამხედველობის მეშვეობით ყოველდღიურად ახორციელებენ მიმდინარე დავალებებთან დაკავშირებით ინფორმაციის განახლებასა და ასახვას პროგრამაში, ხოლო მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება და დამუშავება ხორციელდება დეპარტამენტის მიერ. საანგარიშო პერიოდში დასრულდა პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების ერთიანი ელექტრონული სისტემის კონცეფციაზე მუშაობა. ელექტრონული სისტემის მიზანია პოლიტიკისა და რეფორმების ეფექტიანი და კოორდინირებული დაგეგმვა, სახელმწიფო უწყებებში დუბლირებების გამორიცხვა, პროცესების დაჩქარება და შედეგებზე ორიენტირებული მოქნილი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, როგორც ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ, პასუხისმგებელი უწყებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითა და სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის 127 | მონიტორინგის პროცესი დაასრულა, მოამზადა მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშები და, ამავე დროს, 2019-2020 წწ.-ის ახალ სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიის განახლებაზე მუშაობა დაიწყო. საანგარიშო პერიოდში საბჭოს სამდივნომ შეიმუშავა სახელმწიფო უწყებებში ანტიკორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსია, რომლის მუშაობაზე დასრულების შემდეგ ის ანტიკორუფციულ საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) მიერ საქართველოს შეფასების მეოთხე რაუნდი. მეოთხე რაუნდის ფარგლებში საქართველო ფასდება შემდეგი თემატიკის მიხედვით: ანტიკორუფციული პოლიტიკა და ინსტიტუტები, ანტიკორუფციული სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა და მათი პრაქტიკაში იმპლემენტაცია, კორუფციული დანაშაულის წინასასამართლო გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლოს გადაწყვეტილება, საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა, საჯარო სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების, ბიზნესის, მართლმსაჯულების, პროკურატურისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების კეთილსინდისიერება და სხვა. რეკომენდაციების შესრულების თაობაზე პროგრესის შესახებ ანგარიში საქართველომ „OECD-ACN“ის სამდივნოს 2019 წლის მარტში მიაწოდა, რომელიც განხილულ იქნა პლენარულ სხდომაზე მარტშივე. ამ დროისათვის გაცემული 22 რეკომენდაციიდან 16 რეკომენდაციაზე პროგრესი დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში ევროპის საბჭოს ფარგლებში შექმნილ კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფს (GRECO) წარედგინა და მიმდინარე წლის 19 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნა მეოთხე რაუნდის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებთან შესაბამისობის ანგარიში. აღნიშნულ რაუნდში საქართველო ფასდება შემდეგ თემატიკაში:  კორუფციის პრევენცია პარლამენტის წევრებთან მიმართებით; კორუფციის პრევენცია პროკურორებთან მიმართებით;  კორუფციის პრევენცია მოსამართლეებთან მიმართებით. საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ გატარებულმა წარმატებულმა რეფორმებმა განაპირობა ის, რომ საანგარიშო პერიოდში, კერძოდ კი, 2019 წლის 21 თებერვალს ქ. ვენაში საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად საქართველო ერთი წლის ვადით აირჩიეს. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონპროექტზე უწყებათაშორისი კონსულტაციები და საბოლოო შეთანხმების შემდეგ ის საქართველოს მთავრობას წარედგინება. ამასთან, აღსანიშნავია საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) ვიზიტი საქართველოში. კერძოდ, წელს უკვე მეორედ, 2019 წლის 8 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) ვიზიტს 128 | მასპინძლობდა. ვიზიტი იუსტიციის სამინისტროსა და აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა და სასწავლო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს 15 ქვეყნიდან 19 სტუდენტი ეწვია. სტუდენტები გაეცნენ ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების მეთოდებსა და პრაქტიკულ მაგალითებს. სახელმწიფო სერვისების განვითარება ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელშეწყობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გრძელდება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა. საანგარიშო პერიოდში მშენებლობა დასრულდა და ფუნქციონირება დაიწყო 10-მა საზოგადოებრივმა ცენტრმა, რომელთა შორის არის: ზედა საზანოს (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), ლესიჭინის (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი), საჩხერის (საჩხერის მუნიციპალიტეტი), წნორის (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), დმანისის (დმანისის მუნიციპალიტეტი), ახალსოფლის მუნიციპალიტეტი), უდაბნოსა მუნიციპალიტეტი), (ყვარლის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), მუნიციპალიტეტი) და ადიგენის (ადიგენის მუხრანის (მცხეთის საწირის (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივი ცენტრები. გარდა ამისა, შუახევისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, ხოლო ტენდერები გამოცხადდა შემდეგი საზოგადოებრივი ცენტრების (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), მუნიციპალიტეტი), ტყიბულის მშენებლობაზე: ქობულეთის საზოგადოებრივი ამბროლაურის საზოგადოებრივი საზოგადოებრივი ცენტრი ცენტრი (ტყიბულის ცენტრი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ცაგერის საზოგადოებრივი ცენტრი (ცაგერის მუნიციპალიტეტი), ქედის საზოგადოებრივი ცენტრი (ქედის მუნიციპალიტეტი), ხულოს საზოგადოებრივი ცენტრი (ხულოს მუნიციპალიტეტი), ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), ყაჩაღანის საზოგადოებრივი ცენტრი (მარნეულის მუნიციპალიტეტი). საანგარიშო პერიოდში არსებული 64 საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით გაიცა 250 967 სერვისი, და ჩატარდა 430 ღონისძიება/შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღო 6 500-მდე ადამიანმა. გრძელდება აქტიური მუშაობა „იუსტიციის სახლების“ ფილიალების მშენებლობის კუთხითაც. საანგარიშო პერიოდში ახალქალაქის, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში გაიხსნა „იუსტიციის სახლის“ ფილიალები. 2018 წელს დაიწყო ბოლნისის ფილიალის მშენებლობა. აქტიურად მიმდინარეობს გარდაბნის ფილიალის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები. დასასრულს მიუახლოვდა ხონის ფილიალის მშენებლობა, რომლის გახსნის ღონისძიებაც 2019 წლის მაისშია დაგეგმილი. 129 | 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტამდე სსიპ – იუსტიციის სახლის მიერ დაინერგა არაერთი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის სერვისი. 2018 წლის აგვისტოში სსიპ – იუსტიციის სახლი ჩაერთო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიციირებულ პროექტში, რომელიც გულისხმობს ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემას. განცხადებების მიღება ხორციელდებოდა 2018 წლის 30 ნოემბრამდე. გაცემული ნებართვების რაოდენობამ შეადგინა, დაახლოებით, 15500 ერთეული. 2018 წლის აგვისტოდან „იუსტიციის სახლებში“ დაინერგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 35 სერვისი. მანამდე დევნილ პირებს სერვისების მიღება შეეძლოთ სამინისტროს სამ ტერიტორიულ სამსახურში − ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. ამჟამად იმავე სერვისების მიღება შესაძლებელია „იუსტიციის სახლის“ 22 ფილიალში. საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა კერძო კომპანიებთანაც. 2018 წლის ნოემბერში სსიპ – იუსტიციის სახლში დაინერგა ბიზნესის ავტომატიზაციის პროგრამების მიწოდების სერვისი. ამავე წლის ნოემბერში დაინერგა გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი 30-მდე კომპანიის სერვისები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში სსიპ – იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომი გახდეს სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოს, ენერგორესურსების მიმწოდებელი კომპანიებისა და კერძო სექტორის სხვა სერვისებიც. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სსიპ „იუსტიციის სახლში“ მუდმივად ინერგება ახალი პროექტები. უახლოეს პერიოდში უწყება გეგმავს, დანერგოს საქართველოს რეალობაში სრულიად ახალი, მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ეფუძნება ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს და გულისხმობს სამი განსხვავებული მოდულის საშუალებით (საზოგადოებრივი აზრის ელექტრონული კვლევა, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა, უკუკავშირის ელექტრონული სისტემა) ფართო საზოგადოების ჩართულობას ახალი სერვისების დანერგვის, არსებული სერვისების დახვეწის, სერვისების მიწოდების ახალი არხების შექმნისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. სსიპ – იუსტიციის სახლში პროცესების აღწერის, არსებული ნაკლოვანებების გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის, აგრეთვე სისტემის სტანდარტიზებულად და გამართულად მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს ერთიანი შეფასების სისტემის (ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი CAF) დანერგვის პროცესი. აღნიშნული საერთაშორის სტანდარტი ეფუძნება თვითშეფასებას. ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების, აგრეთვე ოპერაციების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, თვითშეფასების პროცესში ჩართულია სსიპ – იუსტიციის სახლის თითქმის ყველა რგოლის თანამშრომელი. 130 | ელექტრონული სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში რეალურ რეჟიმში გაეშვა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) ახალი ვერსია და ხსენებულ პორტალზე ხელმისაწვდომია 400-ზე მეტი სერვისი. ცვლილებები შეეხო, როგორც პორტალის დიზაინს, ისე მის ფუნქციონალს. მიმდინარეობდა პორტალზე ახალი ელექტრონული სერვისების ინტეგრაციის სამუშაოები. სხვა სიახლეებთან ერთად ახალ ვერსიაში ფიზიკური პირის ანგარიში დაკავშირებულია მასთან ასოციირებული იურიდიული პირების ანგარიშებთან და შესაძლებელია პორტალის სხვა მომხმარებლებისათვის წარმომადგენლობითი უფლების მინიჭება. დამატებით საანგარიშო პერიოდში:  ტექნიკურად ჩამოყალიბდა, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 5 სერვისი; დასრულდა მდგრადი განვითარების გეგმების მონიტორინგის სისტემის (SDG) ვიზუალური (Front) და პროგრამული ნაწილის (Back) რეალიზაცია; ასევე შემუშავდა მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისობის სისტემა (SDG Toolkit);  12 იუსტიციის სახლში მოეწყო პორტალის (my.gov.ge) კუთხეები, სადაც მოქალაქეებს მისი გაცნობისა და ადგილზე რეგისტრაციის საშუალება ეძლევათ;  დასრულდა ტექნიკური სამუშაოები „რეგულირების ზეგავლენის შეფასება საქართველოში“ RIA/CoP პორტალის რეალიზაციის კუთხით,;  რეალურ რეჟიმში გაეშვა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა და მიმდინარეობს მუშაობა მის ინტეგრაციაზე სხვადასხვა მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ელექტრონულ სისტემებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მარტივად განახორციელონ მომხმარებლის იდენტიფიკაცია, როგორც ელექტრონული მოწმობით. სახელით/პაროლით, ისე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მმართველობის მიმართულებით სერვისების გაელექტრონულების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით. ამ მიმართულებით აქტიურად მიდის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლის ერთ-ერთი შედეგიც არის ოქსფორდის შემფასებელი მისიის მიერ საანგარიშო პერიოდში მომზადებული ანგარიში საქართველოს კიბერუსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ (CMM Report). აღნიშნულ ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით დაწყებულია უწყებათაშორისი თანამშრომლობის პროცესი კიბერუსაფრთხოების ახალი ეროვნული სტრატეგიის შექმნის კუთხით. კიბერუსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია დაძმობილების (twinning) პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპულ რეგულაციებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას; საანგარიშო პერიოდში გამოცხადდა ტენდერი ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების (პასპორტი, პირადობა) შესყიდვის მიზნით. შედეგად, პასპორტის მონაცემთა გვერდი (რომელიც მოიცავს ფოტოსურათსა და ბიოგრაფიულ ინფორმაციას) დამზადებული იქნება უფრო გამძლე პოლიკარბონატის მასალისაგან. სრულად განახლდება პასპორტისა და პირადობის მოწმობის დამცავი ნიშნები. პასპორტსა და პირადობის მოწმობაზე ფოტოსურათი იქნება ფერადი. გარდა ამისა, 131 | ორივე დოკუმენტი გაივლის გამძლეობის ტესტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და იქნება სრულად თავსებადი ევროკავშირის მოთხოვნებთან. მიმდინარეობდა ეროვნული საარქივო ფონდის ქაღალდის ფუძიანი, კინო, ფოტო, აუდიო და ვიდეომასალის გაციფრულება. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს საარქივო დოკუმენტის დედნის დაცვა დაზიანებისგან, რასაც ადგილი აქვს დოკუმენტის დედნის ხშირი გამოყენებისას და მოქალაქეებისთვის ახალი და ხარისხიანი სერვისების შეთავაზება ციფრულ ფორმატში. საანგარიშო პერიოდში ციფრულ მატარებლებზე გადატანილ იქნა:  წერილობითი დოკუმენტი − 725 ათასი გვერდი;   4 229 ერთეული ფოტოდოკუმენტი; 237 ერთეული კინოდოკუმენტი;  242 ერთეული ფონოდოკუმენტი. მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონულ რესურსზე − „ნოტარიუსთა პალატის არქივის ელექტრონული რეესტრი“. დიგიტალიზაციის პროექტი დაიწყო 2015 წლის ოქტომბრიდან. მითითებული პერიოდიდან დღემდე დამუშავდა 83 (ოთხმოცდასამი) ნოტარიუსის მიერ ნაწარმოები არქივი. დამუშავების პროცესში კონკრეტული ნოტარიუსის მიერ ნაწარმოები სანოტარო საქმეები ლაგდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად. გრძელდება მუშაობა მატერიალური ფორმით არსებული ყველა სამოქალაქო აქტის ჩანაწერების სრულ დიგიტალიზაციასა და მონაცემთა ბაზების სრულყოფაზე. საანგარიშო პერიოდში დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლებში დიგიტალიზებულ იქნა 508519 აქტის ჩანაწერი, ხოლო პროექტის მიერ 2014 წლის 21 მარტიდან დღემდე დიგიტალიზებულია 5891179 აქტი. საკუთრების უფლების დაცვის მიზნით ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული იურიდიული პირების სარეგისტრაციო მასალების დამუშავება და მათი დიგიტალიზაცია. 2016 წლის ივნისიდან 2019 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, 42 388 სუბიექტზე შეიქმნა ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი, რაც შეადგენს სუბიექტების არქივში დაცული დოკუმენტაციის (122 490 სუბიექტის საქმე) 35%-ს; ღია მმართველობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ღია მმართველობის მიმართულებით მაღალი პოლიტიკური ჩართულობის გასაძლიერებლად, ღია მმართველობა საქართველოს პროცესების კოორდინაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა. შესაბამისად, ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ფუნქციები საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის ადმინისტრაციას გადააბარა. 132 | პროცესების სამართლებრივად განმტკიცების მიზნით, ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში. აღნიშნულით, ღია მმართველობის კოორდინაცია მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციად ჩამოყალიბდა; ასევე მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტემენტის ფარგლებში შეიქმნა საჯარო მმართველობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საჯარო მმართველობის რეფორმისა და ღია მმართველობა საქართველოს საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი. ახალი მანდატის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში შეხვედრები შედგა ღია მმართველობის საქართველოს პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მათთან ერთად შემუშავდეს პროცესის მართვის ახალი ხედვა და დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები. 2019 წლის 1 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership – OGP) პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნებში საქართველოს კანდიდატურა წარუდგინა. ხმის მიცემის პროცესში პარტნიორობის 76 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა. არჩევნებში საქართველომ გაიმარჯვა და პარტნიორობის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით იქნა არჩეული. ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი ორგანო შემადგენლობით მუშაობას 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება. განახლებული OGP-ის მმართველი კომიტეტის ფუნქციებს შორისაა ღია მმართველობის პარტნიორობის მართვა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, საქმიანობის დაგეგმვა და უზრუნველყოფა. მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში OGP-ის წევრი 11 ქვეყანა მონაწილეობს. 4. განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა 4.1 განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა 4.1.1 ადრეული და სკოლამდელი განათლება გაგრძელდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების“ დანერგვა: ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტების მეთოდისტი/პროგრამის წარმომადგენლებისთვის, კოორდინატორი. ქვეყნის შემუშავდა მასშტაბით, საგანმანათლებლო გადამზადდა 601 რესურსების სია, სტანდარტები ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, დამტკიცდა „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემა“, შესწავლილ იქნა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებები, მომზადდა აღმზრდელების აღმზრდელ-პედაგოგებად გადაყვანის სქემა, დაიგეგმა სერტიფიცირებული ტრენერების მომზადდება სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე, 133 | ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი. ტრენინგ-მოდული ჩაუტარდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების 526 მეთოდისტს/სკოლამდელი დაწესებულების კოორდინატორს. 4.1.2 ზოგადი განათლება სააგანრიშო პერიოდში დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებით საფეხურზე ქართულენოვან სკოლებში. მომზადდა პროგრამა „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“ და მისი ქვეპროგრამა „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც ითვალისწინებს 2019 წელს საქართველოს 100ზე მეტ საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპების, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასებისა და თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის პრაქტიკის დანერგვას. პილოტირების შდეგად შემუშავდა კონცეპტუალური, მეთოდოლოგიური და საგნობრივი გზამკვლევები, შერჩეულ სკოლებში ჩატარდა სასკოლო კულტურის კვლევა, IV კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ სადიაგნოსტიკო ტესტირება. სკოლებს გადაეცათ ლეპტოპები და პროექტორები. საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს სკოლების ევროკავშირის Erasmus+-ის ონლაინ სასკოლო განათლების პლატფორმის eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობის გაზრდაზე (საანგარიშო პერიოდში, პროგრამის პორტალზე აქტიური იყო 291 პროექტი ქართველი მასწავლებლების ჩართულობით). დამტკიცდა საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროექტი. მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებითა და საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის მიზნით, გამოცხადდა გრიფირება დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სახელმძღვანელოების შესარჩევად, რისთვისაც განხორციელდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები3. ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: „ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის“ პროგრამაში 60-მდე არასრულწლოვანი იყო ჩართული. შემუშავდა და დამტკიცდა „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვის მქონე და და შსს მიგრაციის დეპარტამენტში მოთავსებული არასრულწლოვანებისთვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის საბოლოო ვერსია (ჩაირიცხა 23 მოსწავლე, სსიპ – ქალაქ თბილისის №81 საჯარო სკოლაში განხორციელდა სასწავლო პროცესის მონიტორინგი). 3 განისაზღვრა თითოეულ საგანში სახელმძღვანელოების კომპლექტის შემადგენლობა, გადამუშავდა და დაიხვეწა საბაზო- საშუალო საფეხურის შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები და ზოგადად სახელმძღვანელოს შეფასების სისტემა, შეიცვალა სახელმძღვანელოების შერჩევის მეთოდი. კერძოდ, შეიცვალა შესარჩევი ფორმულა, სადაც ფასისა და ხარისხის შეწონვა ნაცვლად 30/70%-ისა მოხდება 10/90%-ით, რათა მეტად იქნეს დაცული ხარისხიანი სახელმძღვანელო ფასთან მიმართებით. აგრეთვე, შეიცვალა საავტორო ჰონორარის გადახდის წესი 134 | ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ფარგლებში, დაიგეგმა დასახელებული სკოლებიდან შემოსული საპროექტო ინიციატივების დაფინანსება; დაიწყო მოლაპარაკება სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტირებასთან დაკავშირებით; დაიწყო მუშაობა დამატებითი კურიკულუმისა და საგანმანათლებლო რესურსების შესაქმნელად. განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათი ფორმალური განათლების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობდა მუშაობა:  უწყებათაშორის მონაცემთა მიმოცვლის მექანიზმის შესაქმნელად;  ასევე სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების დაგეგმვასა და შესაბამისი საგანმანათლებლო თუ საკადრო რესურსის უზრუნველყოფაზე;  სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის – „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის“ განხორციელებაზე ქვეყანაში არსებული მიუსაფარი ბავშვების ყველა სერვისის ბენეფიციარებისთვის (120-დან 140-მდე ბენეფიციარი). ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლეებისთვის ამუშავდა დაფინანსების ახალი მოდელი. საჭიროების მქონე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭა მასწავლებლის სტატუსი და 2018 წლის სექტემბრის თვიდან მისი ხელფასი გაუთანაბრდა მასწავლებლის ხელფასს. მიმდინარეობდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დოკუმენტზე მუშაობა და მათი პროფესიული განვითარების წესის შემუშავება. „საერთაშორისო სასწავლო ზოგადსაგანმანათლებლო ოლიმპიადების დაწესებულებების ქვეპროგრამის“ მოსწავლეების ფარგლებში მიერ საქართველოს სხვადასხვა საგნობრივ საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოპოვებულ იქნა 5 ოქროს, 5 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი. სასკოლო ცხოვრების გააქტიურებისა და არაფორმალური განათლების როლის გაზრდის მიზნით, „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებს დაუფინანსდა 365 პროექტი/წრე სპორტის, კულტურა-ხელოვნებისა და ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულებებით. აღნიშნულ აქტივობებში 300-მდე მოსწავლე იყო ჩართული. პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩართული იყო 185 კონსულტანტ-მასწავლებელი სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით საქართველოს 10 რეგიონის, 31 მუნიციპალიტეტის 101 სკოლაში. საპილოტე რეჟიმში განხორციელდა ინგლისური ენის დისტანციური სწავლება აჭარის რეგიონში. 135 | გამოცხადდა 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი; გამოვლინდა 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეული და გამარჯვებული მასწავლებელი. ასევე გამოცხადდა რეგისტრაცია 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მოსაპოვებლად. არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში მივლენილი იყო მასწავლებელთა სამი ჯგუფი (121 კონსულტანტ-მასწავლებელი, 85 დამხმარე მასწავლებელი და 77 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი). ასევე არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი მასწავლებლებისთვის მიმდინარეობდა სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსი, რომელშიც ჩართული იყო 385 მსმენელი. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის ქვეპროგრამის ფარგლებში, 21-ე საუკუნის უნარების კონცეფციაზე დაყრდნობით, შემუშავდა ახალი მოდულები, როგორც ქართულენოვანი, ასევე არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (TPDC), პირველად საქართველოში, პედაგოგებს შესთავაზა ონლაინ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ჩატარდა ონლაინ კურსების პილოტი სამი საგნობრივი მიმათულებით: მათემატიკა, გეოგრაფია და ინგლისური. პედაგოგიური კურსის შემადგენელი ტრენინგ-მოდულები გაიარა 838-მა მონაწილემ. დაიწყო მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის რეფორმირება, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა მომსახურების გაწევის ერთიანი მიდგომები და სტანდარტები, კერძოდ, შეიქმნა ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევის წესი; შემუშავდა, გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული ინტერვენციის ჯგუფის მიერ გასატარებელი სამუშაოების ერთიანი სტანდარტი. შემუშავდა და ძალაში შევიდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ბულინგის პრევენციის გრძელვადიანი, თანმიმდევრული პროგრამა; მანდატურები წარდგენილ იქნენ დამატებით 27 საჯარო სკოლაში; მანდატურების ხელფასი გაიზარდა 200 ლარით. დაიწყო I-VI კლასის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების ბეჭდვა. პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის დასრულდა ჯამში 54 575 პორტაბელური კომპიუტერის (ბუკი) დარიგება; დასრულდა: 22 ახალი სკოლის მშენებლობა, 2 სკოლის სრული რეაბილიტაცია, 29 სკოლის MCCამერიკული პროექტის ფარგლებში განხორციელებული სრული რეაბილიტაცია, 13 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, 9 საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეაბილიტაცია. მიმდინარეობდა: 11 საჯარო სკოლისა და ქ. თბილისში, განათლების ქალაქის მშენებლობა; ასევე 2 საჯარო სკოლის მშენებლობის ტენდერი, 20 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, MCC- 136 | ამერიკული პროექტის ფარგლებში 33 სკოლის სრული რეაბილიტაცია/ტერიტორიის კეთილმოწყობა, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის ფარგლებში 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ასევე 13 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის სატენდერო პროცედურები; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საუკეთესო 30-მა მოსწავლემ დაიწყო სწავლა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში“; დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სკოლის სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა. 4.1.3 დამტკიცდა პროფესიული განათლება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რითიც დაიწყო პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის ახალი ეტაპი. ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მოხდა ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება ფორმალური განათლების ჭრილში - მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების გავლის სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემა. დამტკიცდა არაფორმალური განათლების აღიარების დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამა. დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციისათვის. გაგრძელდა მუშაობა დუალური განათლების მიდგომისა და კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით. გაიზარდა დუალური ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით დანერგილი პროგრამების რაოდენობა. კარგი მმართველობის ფონდის (Good Governance Fund) დაფინანსებით დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია პროფესიული განათლების სისტემაში საჯარო-კერძო პარტნიორობის გაუმჯობესება ე.წ. „management outsource“-ის გზით. პროექტის ფარგლებში მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია. პროფესიული განათლების სისტემა სრულად გადავიდა მოდულურ სწავლებაზე - სისტემაში დანერგილი ყველა პროგრამა არის დამსაქმებელთა მონაწილეობით შემუშავებული და მოიცავს მეწარმეობის მოდულს, როგორც სავალდებულო კომპონენტს. ტრენინგი მოდულურ სწავლებაში გაიარა 40-მა პროფესიულმა მასწავლებელმა. დევისის უნივერსიტეტთან დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებში მოხდება მეწარმეობის მოდულის პროექტზე დაფუძნებული სწავლების პილოტირება, მეწარმეობის მოდულის რევიზია, ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეწარმეობის კომპეტენციების ჩარჩოსთან (EntreComp) მისი თავსებადობის დადგენა და სასწავლო რესურსების/მასალების მომზადება. განხორციელდა ცვლილებები პროფესიული განათლების დაფინანსებაში - ვაუჩერულ დაფინანსებაში ჩაერთვნენ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები პრიორიტეტული დარგების ფარგლებში; გაიხსნა პროფესიული განათლების 137 | ხობისა და ხულოს ფილიალები, დასრულდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სამშენებლო კოლეჯის რეაბილიტაცია, კოლეჯში ხორციელდება მოკლევადიანი პროგრამები, მიმდინარეობდა ახალი კოლეჯის მშენებლობა კასპში, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაწყებულია სამუშაოები ორი ფილიალის განვითარების მიზნით. ასევე მოსამზადებელი სამუშაოები დაიგეგმა 6 ახალი ლოკაციის (ახალქალაქი, ბორჯომი, ხაშური, მარტვილი, მარნეული, წყალტუბო) განვითარებისთვის. განხორციელდა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (ახმეტა, ლაგოდეხი, საგარეჯო, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, წალკა) და ქალაქ ქუთაისში (სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამებზე ჩაირიცხა ეროვნული უმცირესობის 2518 წარმომადგენელი; შეიქმნა 181 სასწავლო ჯგუფი); გარდა რეგიონული სასწავლო ცენტრებისა, 60 სოფელში, 4 ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ახალციხე, ვალე) და 4 სამხედრო ბაზაზე შიქმნა 135 მობილური ჯგუფი. სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, განხორციელდა პროგრამა პროფესიული ორიენტაციის კომპონენტის ფარგლებში, რომლითაც ისარგებლა VII-IX კლასის 10000 მდე მოსწავლემ. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროფესიული მომზადების სასერტიფიკატო კურსების განხორციელებას X-XII კლასის მოსწავლეებისათვის. აღნიშნული კურსები მოსწავლეებს მოამზადებს კონკრეტულ პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. გაიზარდა სისტემის მხარდამჭერი დონორების რაოდენობაც: ხელი მოეწერა ევროკავშირის ახალ საბიუჯეტო დახმარების პროგრამას, პროფესიული განათლების მხარდაჭერაში ჩაერთო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KfW), ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი (Good Governance Fund), მსოფლიო ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი. 4.1.4 უმაღლესი განათლება გაგრძელდა სტუდენტთა დაფინანსება: სოციალური პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდა 1360, ხოლო მეორე საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდა 85 სტუდენტი. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა უცხო ქვეყნის 43-მა მოქალაქემ, ხოლო მეორე საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მოიპოვა უცხო ქვეყნის 8 მოქალაქემ. სახელმწიფო საქართველოს სასწავლო გრანტი უმაღლეს მოიპოვა 6-მა საგანმანათლებლო სტუდენტმა ოკუპირებული დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად. 138 | ტერიტორიიდან აკრედიტებულ უმაღლეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაფინანსება მოიპოვა 1608 სტუდენტმა, აქედან უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე – 1375-მა სტუდენტმა, მეორე საფეხურზე – 233-მა სტუდენტმა. „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში თვეში 150 ლარის ოდენობით სტიპენდიით უზრუნველყოფილია 10 სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის 2700 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. გაიცა გრანტი მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე (სასწავლო წლის I სემესტრში გაიცა 601 975 ლარი, დაფინანსდა 548 პირი). საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპის ერთიან უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით: გაკეთდა განაცხადი ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრობაზე; განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა მოიპოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME)აღიარება. დაიგეგმა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის რეფორმა. დაიწყო მუშაობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის მოდელის შესაქმნელად. რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც გულისხმობს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით გარკვეული დარგების დაფინანსებას. მიმდინარეობდა პროექტების განხორციელება ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში: 2018 წელს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით დაფინანსდა ინსტიტუციური განვითარების 5 პროექტი, Erasmus+ Credit Mobility პროგრამით ისარგებლა ჯამში 1808 სტუდენტმა. Degree Mobility – 2018 წ. - ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე ერაზმუსის სტიპენდია საქართველოს 21-მა მოქალაქემ მოიპოვა. ექვსი ქართული უნივერსიტეტი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს Erasmus Mundus Joint Master Degree ექვსს პროგრამაში. Erasmus+ პროექტებსა და სტიპენდიებზე არსებული მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ევროკავშირმა ე.წ. მიზნობრივი დაფინანსების ფანჯარა გახსნა საქართველოსთვის მომავალი ორი საგრანტო კონკურსისათვის, დამატებით 6 მილიონი ევრო 2019 და 2020 წლებში და სტუდენტებისა და პროფესორებისათვის 800ით მეტი სტიპენდია. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობით, დაიწყო მუშაობა საქართველოს Erasmus+ის პროგრამულ ქვეყნად მოსამზადებელ პროექტზე (1 მლნ ევრო); განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2018-2019 სასწავლო წლისათვის, კონკურსის წესით, საზღვარგარეთ სასწავლებლად დაფინანსდა: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებში - 54 მოქალაქე. შესაბამისი მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე დაფინანსება გაუგრძელდათ გასულ წელს 139 | შესაბამისი მიმართულების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსებულ 21 სტიპენდიატს; საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებში - 4 მოქალაქე. შესაბამისი მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე დაფინანსება გაუგრძელდათ გასულ წელს/წლებში დაფინანსებულ 14 სტიპენდიატს; საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიურ პროგრამებში (სამაგისტრო) - საქართველოს 5 მოქალაქე . შესაბამისი მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე დაფინანსება გაუგრძელდათ გასულ წელს/წლებში შესაბამისი მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით დაფინანსებულ 4 სტიპენდიატს; საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში - საქართველოს 10 მოქალაქე; სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum“ - საქართველოს 51 მოქალაქე (ბაკალავრიატი - 23, მაგისტრატურა - 28); ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა - აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მიზნით დაფინანსდა საქართველოს 12 მოქალაქე. აგრეთვე ჩატარდა კონკურსები შემდეგი სასტიპენდიო პროგრამებისთვის: უნგრეთში, აკადემიური პროგრამები იტალიაში, აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში. 4.1.5 მეცნიერება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი: ჩატარდა 300-მდე სხვადასხვა სახის სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თბილისსა და რეგიონებში, მონაწილეობა მიიღო 40-მდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაციამ. საჯარო კონკურსის წესით, სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება გაიცა: ფუნდამენტური, გამოყენებითი, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით, საქართველოს მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის, და ასევე „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევებისათვის (დაფინანსდა 113 კვლევითი პროექტი). ახალგაზრდების სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის მხარდასაჭერად საგრანტო დაფინანსება გაიცა პოსტდოქტორანტების, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და მაგისტრანტთა სასწავლო კვლევებისათვის (გრანტით დაფინანსდა 108 ახალგაზრდა მეცნიერი). გაიცა სტიპენდიები უცხოეთში კვლევითი ვიზიტისათვის (25 ახალგაზრდა მეცნიერისთვის). „მეცნიერება იწყება სკოლიდან“ მიმართულებით, სახელმწიფო გრანტები გაიცა მოსწავლე გამომგონებელთა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულებისა და სკოლის მოსწავლეთა მონაწილობით კვლევებისათვის (დაფინანსდა 14 პროექტი). საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში 2018 წელს დაფინანსდა 3 პროექტი. 140 | საზღვარგარეთ ქართველოლოგიური კათედრებისა და ქართველოლოგიის შემსწავლელი მეცნიერების გაძლიერების მიზნით, საგრანტო დაფინანსების საფუძველზე 3 ქართველი მეცნიერი კვლევითი ვიზიტით გაემგზავრა ოქსფორდის უნივერსიტეტში. პირველად გამოცხადდა კონკურსი, რომლის მიზანია ევროპულ უნივერსიტეტში (კერძოდ, ბრემენის, ფრიდრიხ შილერის იენის, ლაიდენისა და იოტოვოშ ლორანდის უნივერსიტეტებში) „საქართველოს შემსწავლელი მენციერებების“ მიმართულებით ერთობლივი კვლევების განხორციელება და პოპულარიზაცია. მეცნიერთა მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებისათვის, მათ შორის, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციისათვის, საგრანტო დაფინანსება გაიცა 69 პროექტზე. გამოცხადდა და მიმდინარეობდა 8 სახელმწიფო საგრანტო კონკურსი. გაგრძელდა თანამშრომლობა იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნულ ცენტრთან, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან, გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრსა და ევროპული კვლევების საბჭოსთან ერთობლივი დაფინანსების სქემების გამრავალფეროვნებისა და ახალი საგრანტო კონკურსების მოსამზადებლად. საერთაშორისო სამეცნიერო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, „ელსევიერის“ სამეცნიერო ბაზებზე წვდომის შესაძლებლობა ექნება საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისაგან შემდგარ კონსორციუმს (სულ 55 ორგანიზაცია). ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „Horizon-2020“-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში საქართველოს მონაწილეობით შეტანილი 74 საპროექტო წინადადებიდან საანგარიშო პერიოდში 11-მა ქართულმა ინსტიტუციამ ჯამური ბიუჯეტით 781, 910, 000.00 ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო. ევროკავშირში სამეცნიერო კონტაქტების დამყარების მიზნით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ასოციაციის COST ე.წ. networking ხელშემწყობ ინსტრუმენტში COST Actions-ებში საქართველოდან ჩაერთო 5 მონაწილე, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვების მიმართულებით. გაგრძელდა მუშაობა 1.5 მლნ ევროს ბიუჯეტის მქონე პროექტზე, რომელიც გულისხმობს მინიმუმ 400 ქართველი მკვლევრისთვის ევროკავშირისა მოკლევადიან networking ვიზიტებს. 4.1.6 და ჩარჩოპროგრამის ასოციირებულ ქვეყნებში ახალგაზრდული პოლიტიკა და ინოვაციები ახალგაზრდული პოლიტიკა ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერებისა და მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განხორციელდა პროგრამის საკოორდინაციო 10 141 | არასამთავრობო ორგანიზაციისა და მოხალისეების შერჩევა (სულ შეირჩა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან და თბილსიდან 148 მოხალისე (2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან). „ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში განახლდა ვებპორტალები Youth.gov.ge და monitoring.youth.gov.ge. „ახალგაზრდული მუშაკების სერტიფიცირების სასწავლო პროგრამის“ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული საქმიანობის ახალგაზრდული მუშაკის ახალგაზრდული სამსახურების კომპეტენციების საბაზო სასწავლო გაძლიერების“ ჩარჩოდოკუმენტის კურსი. საფუძველზე შემუშავდა „ადგილობრივ თვითმმართველობებში პროექტის ფარგლებში, საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში დაიწყო ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება (ტრენინგები, კონსულტირება), მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, სამოქმედო გეგმის შემუშავება-აღიარება, განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე პირებს ჩაუტარდათ ტრენინგების ოთხი ციკლი მუნიციპალური სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ტექნიკებისა და მეთოდების შესასწავლად, რის შედეგადაც შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები წარედგინათ ადგილობრივ საკრებულოებს დასამტკიცებლად. „ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა ახალგაზრდებში“ – 2018 წელს საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონთან“ ერთად დაიგეგმა კვლევის განხორციელება „ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვა პრობლემური ქცევების რისკ და დამცავი ფაქტორების შესახებ საქართველოს მოზარდებსა და ახალგაზრდებში“. „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი და გამარჯვებული გაემგზავრა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით წარსადგენად. „საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე“ ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებისა და ახალგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობდა „Erasmus+“-ის პროგრამით დაფინანსებულ საპილოტე პროექტის – „საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე“ განხორციელება (გრანტის მოცულობა შეადგენს 144.078,32 ევროს). ინოვაციები ინოვაციების დაფინანსება: საერთაშორისო ვენჩურულ და ენჯელ ინვესტორების მიერ შერჩეულ იქნა 37 მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპი, რომლებიც 100 000 ლარამდე გრანტებით დააფინანსა სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (მთლიანი დაფინანსება შეადგინს 3,625,812.8 GEL-ს). 142 | ინოვაციების ინფრასტრუქურის განვითარება: რეგიონებში ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, გაიხსნა თელავის ტექნოპარკი, ახმეტისა და რუხის ინოვაციების ცენტრები. ამჟამად მიმდინარეობს ბათუმისა და კასპის ტექნოპარკებისა და გურჯაანის ინოვაციების ცენტრის მშენებლობა. სტუდენტების ინოვაციური იდეების წახალისება და მხარდაჭერა: პრეაქსელერატორების პროგრამის ფარგლებში, ესტონელი ექსპერტების „JV Civitta International & Wise Guys Holding“ მიერ გადამზადდა უნივერსიტეტის 9 მენეჯერი, რომლებმაც შეისწავლეს ის თეორიული და პრაქტიკული მასალა, რომელიც მათ სჭირდებათ უნივერსიტეტებში პრე-აქსელერატორის პროგრამის დასანერგად და სამართავად. პრეაქსელერატორის პროგრამა ჩატარდება 9 უნივერსიტეტში, სტუდენტების ინოვაციური იდეების წახალისება და მხარდაჭერა. სადაც მოხდება 14 თებერვალს სან ფრანცისკოში გუგლის ოფისში ინოვაციების სააგენტოს მიერ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლიც მიხედვითაც სტარტაპ გრაინდის რეგიონული ღონისძიება გაიმართება ყოველწლიურად ნოემბერში თბილისში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოზიციონირებას რეგიონში. ინტერნეტი განვითარებისთვის:  200-მდე მეწარმეს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროდან, კახეთის, სამეგრელოსა და სამცხეჯავახეთის რეგიონში გაეწია ინდივიდუალური კონსულტაციები ელექტრონულ კომერციაში, მოხდა მათი დარეგისტრირება საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებზე.  250-მდე მეწარმეს ჩაუტარდა 15-საათიანი ტრენინგი ელექტრონულ წიგნიერებაში, რომელიც მოიცავდა ელექტრონულ მმართველობას.  ბიზნესს, ელექტრონულ კომერციასა და ელექტრონულ 100-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, გადაეცა ინტერნეტში ჩართვის (პირველადი ინსტალაციის) უფასო ვაუჩერი. ტექნოლოგიების ტრანსფერის საპილოტე პროექტი: ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით (2.7 მილიონი ევრო) სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკთან ერთად დაიწყო ტექნოლოგიების ტრანსფერის საპილოტე პროექტის განხორციელება. პროექტის მიზანია უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში არსებული სამეცნიერო პროექტების შესწავლა, კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე განაცხადების შერჩევა და მათი კომერციალიზაცია ბიზნესისთვის ტექნოლოგიის დასანერგად შეთავაზების გზით. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. საკანონმდებლო ცვლილებები: 143 |  შემუშავდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. „crowdfundfing“-ის ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმის დანერგვას სტარტაპების მიერ წილობრივი და სასესხო ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების გზით ინვესტიციების მოსაპოვებლად.  შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება სტარტაპის სამართლებრივი სტატუსი და მათი წახალისების მექანიზმები.  ჩატარდა ვებპროგრამირების კურსი საქართველოს 10 რეგიონში. პროექტში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ინოვაციური ცენტრი იყო ჩართული, კურსის ხანგრძლივობა კი 11 კვირას შეადგენდა. 4.2 კულტურა და სპორტი 4.2.1 კულტურა დაიწყო კულტურის საჯარო დაფინანსების მოდელის დანერგვა: გამოცხადდა 17 კონკურსი კულტურულ-შემოქმედებითი პროექტების დასაფინანსებლად, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საზოგადოების გაგრძელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასშტაბური კვლევითი, სარეაბილიტაციო, საკონსერვაციო პროექტები: მუცოს კომპლექსის რეაბილიტაციის 80%; „გრაკლიანი გორის“ არქეოლოგიური სამუშაოები და ძეგლის კონსერვაცია, მოწესრიგდა ღია ცის ქვეშ მუზეუმი და ტერიტორიის ინფრასტრუქტურა; დოდოსრქის ახლად გამოვლენილი ეკლესიის მოხატულობის კონსერვაცია; მცირე ჯვრის ქვის კონსერვაციის მეორე ეტაპი; თბილისის მეტეხის ეკლესიის ქვის გამაგრების სამუშაოები; თისელის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზუგდიდის დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკო დადიანის სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; აწყურის ღმრთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია (II ეტაპი); სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაცია (III ეტაპი); დოლოჭოპის კონსერვაცია; კუმურდოს ეკლესიის რეაბილიტაცია (II ეტაპი); სვანური კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია; ქ. ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკის რეაბილიტაცია; ატენის სიონის ქვის გამაგრება-კონსერვაციის სამუშაოები; არმაზისხევის პიტიახშთა რეზიდენციის კონსერვაცია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; გეგუთის სასახლის კონსერვაციის მეოთხე ეტაპი (არქეოლოგია, არქეოლოგიური ნაშთების კონსერვაცია და ინფრასტრუქტურის მოწყობა); უჯარმის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია/კონსერვაცია; გორის ციხის რეაბილიტაცია; უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ვარძიის გადარჩენის გეგმის V-VI ეტაპები: ჩატარებულია მულტიდისციპლინური კომპლექსური კვლევა და შესაბამისი ფიზიკური სამუშაოები. მოწესრიგებულია წყალამრიდი სისტემა, გამაგრებულია კრიტიკული უბნები, ახალგამოვლენილი უბნისთვის შექმნილია ინფრასტრუქტურა, ქვათაცვენის რისკები შემცირებულია; ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმნაკრძალის რეაბილიტაციის II ეტაპი. 144 | დასრულდა გელათის სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო სამუშაოები; მიმდინარეობს გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტი: ვიზიტორთა ცენტრი და კლდის გამაგრებითი სამუშაოები; მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების საპასუხოდ მომზადდა გელათის კედლის უნიკალური მხატვრობის 3 განზომილებიანი სკანირება და ინვენტარიზაცია. დასრულდა გრაკლიანი გორას ახალი მუზეუმის მუზეოგრაფიის პროექტი; მომზადდა ენგურის ტურისტული ცენტრის დეტალური პროექტი (არსებული ეკონომიკური გაანგარიშებებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება). დასრულდა მსოლფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – სოფ. ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის ეტაპი და მომზადდა სოფ. ჩაჟაშის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩატარდა თრუსოს ხეობაში მდებარე 33 ძეგლის/ობიექტის ინვენტარიზაცია-რეინვენტარიზაცია; სამცხე-ჯავახეთის კათოლიკური ძეგლების ინვენტარიზაცია, 18 ობიექტის შესწავლა, ფოტოფიქსაცია და 20 ძეგლის მონიტორინგი; 2018 წლის ოქტომბერში ქიზიყის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესასწავლად განხორციელდა საველე სამუშაოების საწყისი ეტაპი; 120-მდე ობიექტის კვლევა; კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა 58 ობიექტს, 2 ძეგლს განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, ხოლო 86 ძეგლს სექციის წევრთა მიერ გაეწია რეკომენდაცია ეროვნული მნიშვნელობის განსაზღვრისათვის; არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ქართული ხორბლის კულტურას, აფხაზური მარილის „აპირპილ-ჯიკასა“, მეგრული აჯიკის მომზადების ტექნოლოგიას, ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიციას საქართველოში, ლელო ბურთს, ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას. იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა; მომზადდა მასალები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების, დევნილ მოსახლეობაში მათი სიცოცხლისუნარიანობისა და შენარჩუნების შესახებ. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი შევიდა „ევროპა ნოსტრას“ პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის 2018 წლის ნუსხაში. კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზების შესამუშავებალად, განხორციელდა ევროპა ნოსტრასა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის სამუშაო მისია. განახლდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების დაცვის/პოპულარიზაციის სამოქმედო გეგმა და ასევე საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ქვეყანაში არსებული ე.წ. „ზიარი“ კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასთან, შესწავლასა და პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმა. 145 | გაგრძელდა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემისა და გის პორტალის - www.memkvidreoba.gov.ge“ განვითარება (მონაცემთა ბაზაში განთავსებულია ინფორმაცია 19 546 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე/ობიექტზე) და „საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის - www.egmc.gov.ge“-ის მუზეუმებში დანერგვა, სადაც ჩართულია 27 სსიპ – მუზეუმი (მათ შორის, აჭარის ა/რ-ის სსიპ – მუზეუმები), და დარეგისტრირებულია 24 200 ექსპონატი. სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშოები ჩატარებული აქვს 300-მდე სამუზეუმო ექსპონატს; დაიწყო „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა სტანდარტიზაციისა და გეოგრაფიული ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით“ პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება – შეიქმნა მეტამონაცემთა პროფილი INSPIRE მეტამონაცემთა მოთხოვნებისა და ISO 19115-1:2014-ის სტანდარტების შესაბამისად. გაიხსნა მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმი, მოწესრიგდა ინფრასტუქტურა; გაგრძელდა ქართული კულტურის საზღვარგარეთ წარდგენა: ფიროსმანის გამოფენები მოეწყო ავსტრიაში, ქ. ვენაში, ალბერტინას მუზეუმში, საფრანგეთში, ქ. არლიში; გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინვესტფალიის ხელოვნების მუზეუმში, გერმანიის ქ. დიუსელდორფში გამოფენაზე „Museum global – Microhistories of an Ex-centric Modernism“ წარმოდგენილი იყო ფიროსმანის რამდენიმე ფერწერული ტილო; ესტონეთში, ქ. ტალინში. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში საქართველო 200-მდე ახალი გერმანულენოვანი პუბლიკაციითა და 67 ავტორით წარსდგა. კვირეულის ფარგლებში ფრანკფურტში გაიმართა 300-ზე მეტი ლიტერატურული ღონისძიება ქართველი ავტორების მონაწილეობით. თანამშრომლობა შედგა 60-ზე მეტ უცხოელ პარტნიორ გამომცემლობასთან, ღონისძიებების 100-მდე მონაწილესა და 30-მდე გერმანელ მოდერატორთან. პარალელურად, მომზადდა ქართული კულტურის პროგრამა შემოქმედებითი სფეროს სხვადასხვა მიმართულებით: თანამედროვე საგამოფენო პროგრამის ფარგლებში გაიმართა 7 გამოფენა, საჯარო დისკუსიები, ლექციები და პრეზენტაციები, პოეტურმუსიკალური ღონისძიებები ქართველი და გერმანელი პოეტების, მუსიკოსების მონაწილეობით, 20ზე მეტი კულინარიული ღონისძიება. განხორციელდა ქართული ლიტერატურის 97 უცხოენოვანი თარგმანი/გამოცემა და უცხოური ლიტერატურის 5 ქართულენოვანი თარგმანი. დაიწყო მზადება ვენეციის 58-ე ბიენალეზე ქართული პავილიონის გახსნისთვის. საქართველო 20172018 წლებში მიუერთდა ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულ 4 კულტურულ მარშრუტს: „ღვინის მარშრუტი“ (ITER VITIS), „ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი“ (THE EUROPEAN ROUTE OF JEWISH HERITAGE), „ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი“ (EUROPEAN ROUTE OF HISTORICALTHERMAL TOWNS) და „პრეისტორიული კლდის ხელოვნება“ (PREHISTORIC ROCK ARTTRAILS). 2019 წელს სერტიფიკატი მიენიჭა კიდევ ორ ადგილობრივ კულტურულ მარშრუტს: „ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ“ და „გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში“. მომზადდა 146 კულტურული | მარშრუტების მობილური აპლიკაცია „Geo Routes“, რომელზეც დატანილია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ექვსივე სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტი. ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, დაფინანსება მიიღო 10-მა პროექტმა ქართული ორგანიზაციების მონაწილეობით, აქედან 3 პროექტი დაფინანსდა საქართველოს ლიდერობით. საქართველო ჩაერთო ბრიტანეთის საბჭოს პროგრამაში „შემოქმედებითი ნაპერწკალი“, რომელიც შემოქმედებითი მეწარმეობის ეკოსისტემის შექმნას უწყობს ხელს და დაფინანსდა პროექტები 6 ქართული უნივერსიტეტის მონაწილეობით. შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით მიმდინარეობდა ვირტუალური პლატფორმის შექმნა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს კულტურისა და ინდუსტრიის სფეროების წარმომადგენლებს. 4.2.2 სპორტი მიმდინარეობდა სპორტის პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის პროცესი: შემუშავდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონის პროექტი, მიმდინარეობდა მუშაობა მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, დაიწყო სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება 2020-2030 წლებისათვის. დაიწყო სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. შემუშავდა კანონპროექტი სპორტული ღონისძიებების სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა უსაფრთხოების შესახებ. მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოში საერთაშორისო სპორტული ღონისძიების გამართვის წესი და დადგინდა მინიმალური სტანდარტები. მიმდინარეობდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება: დასრულდა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტების, ორდარბაზიანი, მულტიფუნქციური სპორტის სასახლეების მშენებლობა რეგიონებში (ბათუმი, გორი და თელავი), სრულდება ქ. თბილისში, 7 სტანდარტული მოედნის, ხოლო ქ. ქუთაისში 3 სტანდარტული მოედნის მშენებლობა, აქედან 5 ბუნებრივი და 4 ხელოვნური საფარით, რომლებიც რაგბისა და ფეხბურთის სახეობებისათვის იქნება გამოყენებული. საქართველოში ჩატარდა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები: საჭადრაკო ოლიმპიადა, ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, ევროპის სპორტის მინისტერიალი; „ევროპის სპორტის კვირეული“, რომლის ფარგლებშიც 60 მუნიციპალიტეტში გაიმართა ღონისძიებები 20,000-ზე მეტი პირის ჩართულობით. გაგრძელდა მუშაობა სასპორტო განათლების მიმართულებით: სსიპ – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მიმდინარეობს მუშაობა ახალ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დამატებაზე, უნივერსიტეტმა გაიარა ბიზნესადმინისტრირების პროგრამაზე სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით. 147 | აკრედიტაცია მიმდინარეობდა სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელების გადამზადების პროგრამა. გაგრძელდა: „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომელშიც 300-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. 5. ადამიანი და მასზე ზრუნვა 5.1 ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა სისხლის სამართლის რეფორმა სისხლის სამართლის კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა პრინციპებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, მოდერნიზაციისა სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, და სამართლის მიმდინარეობს უზენაესობის სისხლის საერთაშორისო სამართლის კოდექსის გადასინჯვა. კიდევ ერთხელ გადაიხედა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილი ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების ინტენსიური შეხვედრებისა და მუშაობის შედეგად საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების, აგრეთვე სამოქალაქო სექტორის ჩართულობით მომზადებული ფართომასშტაბიანი სისხლის სამართლის კოდექსის, როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილის ცვლილებების პროექტი. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შეიცვალა მიდგომები ისეთ კონცეპტუალურ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა: სასჯელის დანიშვნის პრინციპები, სასჯელის სახეები, პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელი ვადა, ჯარიმა და სხვა; გადაიხედა კონკრეტულ დანაშაულთა შემადგენლობები და დაზუსტდა დამამძიმებელი გარემოებები. ცვლილებები განხორციელდა სანქციების ნაწილშიც. სისხლის სამართლის კოდექსის ფართომასშტაბიანი ცვლილებების პროექტი, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. საანგარიშო პერიოდში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა, რომლის ფარგლებში ახლებურად ჩამოყალიბდება მტკიცებულებათა დასაშვებობის წესები, მათ შორის, განისაზღვრება ირიბი მტკიცებულების დასაშვებობის მკაფიო კრიტერიუმები. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შემდგომი განვითარებისა და ერთგვაროვანი ხედვისა და პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, სისხლის სამართლის სისტემასთან შემხებლობაში მყოფ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კოდექსის კომენტარების შემუშავება. კომენტარები კოდექსის სათანადო აღსრულებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. 148 | 2019 წლის იანვრიდან ზემოაღნიშნული კომენტარების მომზადების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დაექვემდებარა. სამუშაო ჯგუფის მიზანია საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის განზოგადების, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო აქტების, სტანდარტებისა და პრინციპების ანალიზის საფუძველზე კოდექსის კომენტარების პროექტის მომზადება. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კომენტარების პროექტი შემდგომი განხილვისთვის სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. აქტიურად გაგრძელდა მუშაობდა ბავშვთა რეფერირების მექანიზმის დანერგვასა და რეფერირების ცენტრის შექმნაზე. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ბავშვთა მიმართ შედეგზე ორიენტირებული კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფა, მათი რესოციალიზაცია და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობისგან ჩამოცილების ხელშეწყობა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, იქმნება ბავშვთა რეფერირების ცენტრიც, რომელიც იმუშავებს იმ ბავშვთა დროულ იდენტიფიკაციაზე, გადამისამართებასა და რესოციალიზაციაზე, რომლებიც რთული ქცევით გამოირჩევიან ან ამგვარი ქმედებისაკენ აქვთ მიდრეკილება. ბავშვთა რეფერირების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის გზით, საჭირო სერვისებისა და პროგრამების საშუალებით მოახდინოს ბავშვთა სოციალიზაცია, ინტეგრაცია და არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია. საანგარიშო პერიოდში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის ახალი ვერსიის შექმნის სამუშაოები. მასში გაუმჯობესდა პროცესუალური ქმედებების აღრიცხვის ფუნქციონალი და საქმის მონაწილე სუბიექტების მახასიათებლები, რაც უფლებამოსილ პირებს საშუალებას მისცემს, უკეთ დათვალონ სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლები, მათ შორის, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, სხვადასხვა ჭრილით იდენტიფიცირებული უმცირესობების მიმართ/მიერ ჩადენილი დანაშაულები და ა.შ. პროგრამაში გათვალისწინებულია დეტალური სტატისტიკის აღსარიცხად საჭირო ყველა კომპონენტი, რეალიზებულია კომპლექსური ძებნის ფუნქციონალი მთელი სისტემის მასშტაბით. 2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე („საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ I“), რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. ამიერიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით განხორციელდება. 149 | სასჯელაღსრულების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება 2018 წლის ივლისში სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შედეგად პენიტენციური სისტემის ინტეგრირება მოხდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში და შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური. პენიტენციური სისტემის სტანდარტებთან განვითარება შესაბამისობის და მისი უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო უზრუნველყოფა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის შექმნით სისტემა გადავიდა დაწესებულებების მართვის მეტად მოქნილ და საერთაშორისო სტანდარტების საპასუხო მოდელზე. 2018 წლის ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიგეგმა და დაიწყო მათი განხორციელება, მათ შორის, სამსახურის ჩამოყალიბებისა და სრულიად ახალი სტრუქტურის ფორმირების მიზნით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც, სამსახურის შიდა სტრუქტურა გაიყო ორ ნაწილად: სპეციალურ და სამოქალაქო დანაყოფებად. სამსახურის სპეციალურ დანაყოფში შედის პენიტენციური დეპარტამენტი და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციარეაბილიტაციის დეპარტამენტი; სამოქალაქო დანაყოფებად კი განისაზღვრა ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ეკონომიკური დეპარტამენტი; სამედიცინო დეპარტამენტი; ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და მონიტორინგის დეპარტამენტი. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელდა რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც დასრულდა 2019 წლის თებერვლის ბოლოს. აღსანიშნავია, რომ ახალი მიდგომები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სისტემის მეტად დემილიტარიზაციას. საქართველოს იუსტიციის სამინიტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი მენეჯმენტის მიზანია, გააძლიეროს პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაცია, შექმნას ღირსეული და არადისკრიმინაციული სამუშაო პირობები პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისთვის. ამ მიზნით, 2019 წლის განმავლობაში სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გაუმჯობესდება პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრის მდგომარეობა, 100%-ით აღიჭურვებიან ესკორტირების ოფიცრები უნიფორმებით, მანქანებითა და სხვა; და შემუშავდება გეგმა პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვების საკითხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის უკვე განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:  2018 წლის ნოემბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასამოქალაქო თანამშრომელთა ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა;  2018 წლის დეკემბერში კადრების სიმცირით გამოწვეული პრობლემის გადასაჭრელად, ღია კონკურსის გზით ვაკანტურ პოზიციებზე აყვანილ იქნა ესკორტირების 52 ოფიცერი; 150 |  2019 წლის თებერვალში რეორგანიზაციის პროცესის შედეგად არასამოქალაქო თანამშრომელთა ანაზღაურება კვლავ გაიზარდა, საშუალოდ, 100 ლარით;  2019 წლიდან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაინერგა უფასო საკვების სისტემა პენიტენციური დაწესებულების მორიგე თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით პენიტენციური დაწესებულების სასადილოებიდან, ხოლო ესკორტირების ოფიცრები იღებენ მშრალ საკვებს;  ესკორტირების ოფიცრებისა და გარე უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის შეძენილ იქნა 900 ცალი სპეციალური უნიფორმა;  პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთათვის დამატებით 1800 ცალი უნიფორმის შესაძენად გამოცხადდა საჯარო ტენდერი;  2019 წლის მარტში ესკორტირების ოფიცრის 111 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადდა ღია კონკურსი;  2019 წლის აგვისტოსთვის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფილი იქნება 30 ახალი ესკორტირების მანქანით, რომლებიც საშუალებას მისცემს მსჯავრდებულებსა და ესკორტირების ოფიცრებს, გადაადგილდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სტანდარტების შესაბამ პირობებში;  სასჯელაღსრულების №18 დაწესებულებაში დამონტაჟდება ვიბროსეისმური უსაფრთხოებისა და გაქცევის საწინააღმდეგო თანამედროვე ელექტრონული სისტემები;  მიმდინარეობს ბარგის სკანერის 21 აპარატის შეძენა, რომელიც დამონტაჟდება პენიტენციურ დაწესებულებებში;  2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება ანტიდრონისა და სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურის შეძენა და დამონტაჟება. ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს პენიტენციური და სასამართლო სისტემის ეფექტურ თანამშრომლობასა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტიან აღსრულებას; როგორც ზემოთ აღინიშნა, 2018 წლის ბოლოს პენიტენციური სისტემის არსებობის განმავლობაში პირველად 52 ესკორტირების ოფიცერი დასაქმდა ღია კონკურსის საშუალებით (2019 წლის იანვარი მარტის განმავლობაში). კანდიდატებმა ჩააბარეს გამოცდები და გაიარეს გასაუბრება. ახალმა თანამშრომლებმა გაიარეს სწავლება პენიტენციური დაწესებულებების წესების, მართვისა და ადმინისტრირების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-5 მუხლების, დისკრიმინაციის აკრძალვის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ 151 | ძალადობის, ბრაზის მართვისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მათ ასევე გაიარეს ფიზიკური შემოწმება. მათი ფიზიკური სწავლება იგეგმება 2019 წლის მაისისთვის. ესკორტის ოფიცრის 111 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულია კონკურსი. დამატებით აღსანიშნავია ახლადშექმნილი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფარგლებში სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა რაოდენობის ზრდა. დეპარტამენტის შექმნისას საშტატო რიცხოვნობაში განისაზღვრა ფსიქოლოგის 40 საშტატო ერთეული, რაც მანამდე არსებულს 9 ერთეულით აღემატება და სოციალურ მუშაკთა 90 საშტატო ერთეული. 2019 წლის 11 მარტს მიღებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის №1391 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“, რომელშიც გაწერილია სოციალურ მუშაკთა მზარდობის სქემა 2024 წლის ჩათვლით: 2020 წლის 1 იანვრისათვის - 120, 2022 წლის 1 იანვრისათვის - 140 და 2024 წლის 1 იანვრისათვის -160. ზემოაღნიშნული სრულ თანხვედრაშია სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმასთან. პენიტენციური სისტემის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი იქნება თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სისტემაში უკვე დაიწყო რეფორმები ინფრასტრუქტურის, თანამშრომელთა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების გაძლიერების კუთხით და შეიქმნა საფუძველი სისტემის შემდგომი განვითარებისთვის ბრალდებულების/მსჯავრდებულებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №385 ბრძანებით დამტკიცდა „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც ევროკავშირის „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერ პროექტთან“ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში დეტალურადაა წარმოდგენილი რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებები, დაგეგმილი აქტივობები, მათი შესრულების პერიოდები და ინდიკატორები. სტრატეგიულ დოკუმენტებში რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზნებს წარმოადგენს:  ახალი მცირე ზომის დაწესებულებების დიზაინი და მშენებლობა, ხოლო არსებულის გაუმჯობესება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და რეაბილიტაციის დარგში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;  პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში ეფექტიანი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების დანერგვის გზით განმეორებითი დანაშაულის შემცირება და შედეგად დანაშაულის პრევენცია. ამ მიზნით იგეგმება ინდივიდუალური შეფასების, მათ შორის, კლასიფიკაციის, სასჯელის დაგეგმვისა და შემთხვევის მართვის ეფექტიანი მეთოდოლოგიების იმპლემენტაცია; 152 |  პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში ბრალდებულების, მსჯავრდებულების, თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა;  ბრალდებულების, მსჯავრდებულების, სტუმრებისა (მოწყვლად ჯგუფებზე განსაკუთრებულ აქცენტით) და თანამშრომლების უფლებების დაცვა და პატივისცემა;  პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში „ჯანსაღი“ გარემოს შექმნა გადამდები დაავადებების პრევენციისა და შემცირების, სუიციდისა და თვითდაზიანების პრევენციის ზომებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესების გზით;  სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და ყველა სათანადო კანონთან, რეგულაციასა და საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა მართლმსაჯულებისა და საზოგადოების მოლოდინების გამართლების უზრუნველსაყოფად;  სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტის, ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება, გატარებული რეფორმების ცნობადობის უზრუნველყოფა. პენიტენციური სისტემის მიმდინარე რეფორმის პროცესი მჭიდრო თანხვედრაშია პენიტენციური სისტემის შემდგომი გაუმჯობესების კუთხით სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან. ინფრასტრუქტურული დაწესებულებების გაუმჯობესების გარდაქმნა შედარებით თვალსაზრისით, მცირე ზომის არსებული პენიტენციურ პენიტენციური დაწესებულებებად წარმოადგენს სისტემის განვითარების მიზნებისთვის აუცილებელ წინაპირობას, რათა სრულად და სათანადოდ დაკმაყოფილდეს უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო მოთხოვნები. რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ახალი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობის პროექტირებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურული გაძლიერებისა და უკეთესი მართვის მიზნით, დაიწყო და მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ცვლილებები. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:  გეგუთის №14 პენიტენციურ დაწესებულებაში ბარაკების ტიპის საცხოვრებელი შენობების რეკონსტრუქცია და მათი გადაკეთება საკნის ტიპის საცხოვრებლად;  2019 წლის 23 თებერვალს №12 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი ადგილმდებარეობა შეიცვალა და დაწესებულებამ გადაინაცვლა ახლადაღდგენილ შენობაში, რუსთავში.  რუსთავის №16 პენიტენციურ დაწესებულებაში 300 მსჯავრდებულზე სასადილო-სამზარეულო  შენობის მშენებლობა; სამარტოო საკნების მოწყობა;  სამედიცინო პუნქტის რემონტი; 153 |  გაუქმდა №7 პენიტენციური დაწესებულება;  გარემონტდა №9 პენიტენციურ დაწესებულებაში სარეჟიმო კორპუსი;  ქალთა №5 და არასრულწლოვანთა №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყო საოჯახო პაემნების ოთახები;  №2, №15, №6 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში გარემონტდა საშხაპე ოთახები. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაწყებულია უკვე ქმედითი სამუშაოები ახალი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობისა და არსებული დაწესებულებების პირობების გასაუმჯობესებლად. პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურული გაძლიერებისა და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ცვლილებების შედეგად,  რუსთავში გაიხსნება 2 ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება (განსაზღვრული 120 და 700 მსჯავრდებულზე);  ლაითურის ციხის ხელახალი პროექტირება დასრულდება 2019 წლის ივნისისათვის და რეკონსტრუქცია დაიწყება 2019 წლის ბოლოს;  ქსნის №15 და №19 დაწესებულებების ტერიტორია გაიყოფა 4 ნაწილად და შეიქმნება 3 ახალი დაწესებულება, რომელთა პროექტირებაც მიმდინარეობს და უახლოეს ხანებში ჩაუტარდება ექსპერტიზა. შედეგად, №19 დაწესებულების ტერიტორიაზე გაიხსნება 680-კაციანი და 140კაციანი დახურული ტიპის ორი დაწესებულება; ხოლო №15 დაწესებულების, ე.წ. ძველი ზონის ტერიტორიაზე − 120-კაციანი დახურული ტიპის დაწესებულება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბრალდებული და მსჯავრდებული არასრულწლოვნებისთვის განსხვავებული რეჟიმების განსაზღვრისა და ცალკე დაწესებულებების უზრუნველყოფის მიმართულებით. შედეგად შემუშავდება მათი განცალკევების გეგმა, მათ შორის, №8 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანის საკითხთან მიმართებით. რაც შეეხება ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას, პენიტენციური სისტემის მიმდინარე რეფორმის პროცესის უზრუნველყოფა ფარგლებში ერთ-ერთი ეფექტიანი ძირითადი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებაა. ახალი მიდგომების გათვალისწინებით, სწორედ სათანადოდ შემუშავებული რეაბილიტაციის ღონისძიებების გაძლიერების გზით არის შესაძლებელი განმეორებითი დანაშაულის შემცირებისა და შედეგად დანაშაულის პრევენცია. სისტემაში უკვე გაზრდილია სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების როლი, შეიქმნა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებიან პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სოციალური მუშაკების კომპეტენციები გაიყო შემთხვევის მმართველებად (პროფესიონალი სოციალური 154 | მუშაკები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მსჯავრდებულთა რისკებისა და საჭიროებების შეფასებასა და რელევანტური ინტერვენციების/მომსახურების უზრუნველყოფაზე) და შემთხვევის ადმინისტრატორებად (პასუხისმგებელი არიან ტექნიკურ დახმარებასა და კოორდინაციაზე დაბალი რისკის შემთხვევებში), რაც ხელშემწყობია ინტელექტუალური/შინაარსობრივი და ტექნიკური სამუშაოს სრული გამიჯვნისათვის. ევროკავშირის მხარდამჭერი ტექნიკური პროექტის დახმარებით გადაიხედა რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი და მიმდინარეობს მუშაობა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის პროგრამების დახვეწაზე, შემუშავდა სკრინინგის ინსტრუმენტები სერიოზული ზიანის და სქესობრივი ნიშნით ძალადობის იდენტიფიცირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტების შემუშავება ხდება პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევით და ჩართულობით, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი სისტემებს შორის გარდამავალი მენეჯმენტი, რომელიც, თავის მხრივ, ემსახურება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებებთან მიმართებით ერთიანი მიდგომის დანერგვას და, შესაბამისად, დროული და ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობას. ზემოაღნიშნული ინსტრუმენტები პილოტირების რეჟიმშია არასრულწლოვანთა დაწესებულებაში და მიმდინარე წელს დაინერგება არასრულწლოვან, ქალ, უვადო მსჯავრდებულებთან და დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში. განმეორებითი დანაშაულის შესამცირებლად უმნიშვნელოვანესია ზემოაღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა, რომლებიც ასახავს გამოკვეთილ რისკებს და, საჭიროების მიხედვით, ხდება შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის გადამისამართება. სარეაბილიტაციო მომსახურება რამდენიმე მიმართულებად იყოფა და უზრუნველყოფს, როგორც განათლებასა და დასაქმებას, ისე იმ სარეაბილიტაციო პროგრამებს, რომლებიც მსჯავრდებულის აზროვნებისა და ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენაა მიმართული. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მსჯავრდებულებისთვის დასაქმების, პროფესიული სწავლების, განათლებისა და განტვირთვის შესაძლებლობების გაუმჯობესება და ამ მიზნით შესაბამისი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შექმნა. აღნიშნული მიმართულების ფარგლებშიც უკვე დაწყებულია მუშაობა მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის შექმნისათვის, ასევე მიმდინარეობს შესაძლებლობების შესწავლა დამსაქმებლებთან პარტნიორობის/თანამშრომლობის საფუძველზე სამეწარმეო ზონების ჩამოყალიბებისათვის. ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა პროფესიული უნარების განვითარებას და პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას. 155 | საჭიროა, ცალკე გამოიყოს სარეაბილიტაციო პროგრამების ერთი უმნიშვნელოვანესი ჯგუფი, დანაშაულზე ფოკუსირებული, რომელიც ისეთ ქცევის კორექციის პროგრამებს აერთიანებს, როგორებიცაა:  მეუღლის/პარტნიორის მიმართ მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა − მიმდინარეობს პილოტირება, დასრულდება მაისის ბოლოს;  ქალგა (მსხვერპლ ქალთა გაძლიერების პროგრამა) − პილოტირება დასრულდა თებერვალში;  ადიქტურ პირთა რეაბილიტაციის პროგრამა − ესპანელი ექსპერტების მიერ ექსპერტიზა გაუკეთდა 2018 წლის ოქტომბერში. მისი შემდგომი განვითარება-დახვეწის გეგმა გაწერილია  წლის ბოლომდე; 2019 წლიდან დაიწყო პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად სექსუალურ მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამის შექმნაზე მუშაობა. ზემოაღნიშნული პროგრამები საბოლოო სახით სამოქმედო გეგმის მიხედვით 2020 წლისთვის იქნება დანერგილი პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში. რაც შეეხება პენიტენციურ ჯანდაცვას, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმთელობის პრობლემის მქონე მსჯარვდებულთა/ბრალებულთა მიმართ სისტემური მიდგომის განვითარება პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ასევე განსაზღვრულია პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიასა და ორწლიან სამოქმედო გეგმაში. ამ კუთხით, სტრატეგიული მიზნებია:  პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულ-მსჯავრდებულებისთვის მიწოდებული ჯანდაცვის სერვისების შემდგომი გაუმჯობესება, მათი სამოქალაქო სექტორში გაცემული მომსახურების ხარისხთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;  ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის მომხმარებლების იდენტიფიცირება და შემცირების მიდგომების დანერგვა სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველყოფის გზით;  პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის სისტემაში ფსიქიატრიული სერვისების ხელმისაწვდომობისა და ამ სერვისების ხარისხის უზრუნველყოფა. დაწყებულია მუშაობა დასახელებული მიზნების შესრულების მიმართულებით, მათ შორის, პენიტენციურ სისტემაში ფსიქიკური ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტისა და კრიზისების მართვის პილოტური პროგრამის შემუშავების მიზნით. ასევე მომზადებულია პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც შემუშავდება შესაბამის ცვლილებათა პროექტები. როგორც აღინიშნა, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესი მოიცავს არაერთ თემატურ მიმართულებას. შესაბამისად, სამუშაო პროცესის სათანადოდ და ეფექტიანად წარმართვის 156 | მიზნებისთვის საანგარიშო პერიოდში შეიქმნა თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:  პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემის და მეთოდოლოგიის დახვეწა, რომელიც ფოკუსირებული იქნება გათავისუფლების შემდგომ რისკებზე;  უწყებათაშორისი საზოგადოებრივი დაცვის მექანიზმის (ე.წ. MAPPA) შემუშავება, რათა განისაზღვროს, შემცირდეს და მოხდეს პოტენციური სპეციფიკური მსხვერპლის, მსხვერპლთა კატეგორიებისა და ზოგადად საზოგადოების მიმართ არსებული რისკების მართვა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ან პრობაციის პერიოდის განმავლობაში;  პენიტენციური დაწესებულებებისათვის კრიზისული სიტუაციების მართვის კონცეფციის/ სტრატეგიის შემუშავება;  პენიტენციურ დაწესებულებაში ძალადობასთან გამკლავების თაობაზე კონცეფციის/სტრატეგიის შემუშავება და წახალისების მექანიზმების განვითარება;  მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადება;  ნარკოდამოკიდებული პატიმრებისათვის ხანგრძლივი ჩანაცვლებითი თერაპიის შეთავაზების მიზანშეწონილობის შესწავლა. აღსანიშნავია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო პროცესში დისტანციურად (ტექნიკური საშუალებების გამოყენებით) მონაწილეობის საკითხი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ იძლევა შესაძლებლობას, განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონაწილეობა. დისტანციურად (ტექნიკური სასამართლო საშუალებების პროცესში გამოყენებით) №8 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში გამოყოფილია შესაბამისი ოთახი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, რაც შესაძლებელს ხდის, განხორციელდეს სასამართლო პროცესში ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისტანციურად მონაწილეობა, ასევე მიმდინარეობს სხვა პენიტენციური დაწესებულებების მოწყობა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. აქვე აღსანიშნავია, რომ განხორციელდა რამდენიმე მსჯავრდებულის დისტანციურად მონაწილეობა სასამართლო პროცესში. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დაინერგა მრავალი ნოვაცია:  შეიცვალა მიდგომები პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებით, რაც იმას გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას გამოსაცდელი 157 | ვადის განმავლობაში, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის შეფასებას/რეკომენდაციას, ასევე, მიღწეულია თუ არა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნები, და ყოველივე ამის საფუძველზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;  სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ხელმისაწვდომი გახდა სერვისების მიღება იუსტიციის სახლებსა (სენაკი, მარტვილი, ფოთი, ბორჯომი, ახალქალაქი, თელავი, გურჯაანი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, თიანეთი, ონი) და საზოგადოებრივ ცენტრებში (წალკა, დმანისი, ადიგენი, წნორი, ლენტეხი, საჩხერე). ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისების მიწოდება თბილისის, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, ხაშურის, ქარელის, სამტრედიის, წყალტუბოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში;  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 14 ნოემბრის №360 ბრძანების თანახმად, პირობით მსჯავრდებულებს შესაძლებლობა დამადასტურებელი დოკუმენტი;  მიეცათ, უფასოდ მიეღოთ პირადობის სოციალური მუშაობის გაძლიერების მიზნით, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი − მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომლის მიზანია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია; ფსიქოსოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების საშუალებით განმეორებითი დანაშაულის შემცირება და დანაშაულის პრევენცია; პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება; სრულწლოვანი ყოფილი პატიმრების დასაქმების მიზნით სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა;  შეიქმნა/დაიხვეწა რისკისა და საჭიროების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით მუშაობის პროცესი სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირებისათვის, რაც გულისხმობს პირობით მსჯავრდებულებისთვის შესაბამის, საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებას. განხორციელდა აღნიშნული ინსტრუმენტების პილოტირების პროცესი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისი, ქვემო ქართლი, აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი. მომდევნო წლებში დაგეგმილია აღნიშნული ინსტრუმენტების სრულად ამოქმედება;  პრობაციის სისტემა უზრუნველყოფს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მომართვის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების გარეთ ქალი მსჯავრდებულების, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისა და №11 პენიტენციურ 158 | დაწესებულებაში განთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებას, რაც ხელს უწყობს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთა განმხილველ ადგილობრივ საბჭოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში. სამომავლოდ დაგეგმილია აღნიშნული მექანიზმის გაფართოება, რაც გულისხმობს მის დანერგვას დამატებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სსიპ – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი რეგულარულად ახორციელებს ტრენინგებს პენიტენციური სისტემის თანამშრომელთათვის. ცენტრის სასწავლო პროგრამების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ადამიანის უფლებათა სამართლისა და პატიმართა უფლებების დაცვის თემატიკა წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად მოიცავს წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვისა და პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიების უფლებების დაცვის თემატიკასაც. 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით აღნიშნულ საკითხებზე მომზადება გაიარა პენიტენციური სისტემის 1069 მოსამსახურემ, მათ შორის, ხელმძღვანელმა პირებმა: დაწესებულების დირექტორებმა, დირექტორის მოადგილეებმა და განყოფილების უფროსებმა (2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით გადამზადდა 659 მოსამსახურე). ამასთან, 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით, სსიპ – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრში პატიმართა ფსიქო-სოცოალური რეაბილიტაციის, მათ, შორის სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაციის პროგრამების გაძლიერების მომზადება/გადამზადებასთან ფარგლებში განხორციელდა დაკავშირებული სასწავლო შესაბამის მოსამსახურეთა ღონისძიებები, კერძოდ: „არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტის“ თაობაზე ჩატარებული ტრენინგით გადამზადდა 11 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი; „წამალდამოკიდებულების პრევენციისა და მართვის საკითხებზე“ ჩატარებული ტრენინგით გადამზადდა 82 სამედიცინო მუშაკი და „სტიგმა-დისკრიმინაციის დაძლევასთან დაკავშირებით“ ჩატარებული ტრენინგით გადამზადდა 60 მოსამსახურე. სასჯელაღსრულების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების კუთხით, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელებული პროგრამა „EU4Justice“-ის (მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში) ფარგლებში მიმდინარე „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტით“ გათვალისწინებული სასწავლო აქტივობების სრული კოორდინაცია . 2019 წლის 4 იანვრიდან სსიპ – იუსტიციის სასწავლო ცენტრმა კოორდინაცია გაუწია შემდეგ მიმართულებებს: სამუშაო შეხვედრა − 8 ჯგუფი (89 მონაწილე); ტრენინგი − 24 ჯგუფი (345 მონაწილე). ტრენინგების ძირითად თემებს წარმოადგენდა: 159 |  რისკებისა და საჭიროებების შეფასება;  მოტივაციური ინტერვიუირება;   ჩართულობის უნარ-ჩვევები; ტრენერთა ტრენინგი. ტრენინგების მიმართულებით გადამზადება გაიარეს მიზნობრივმა ჯგუფებმა (სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებმა). შეხვედრებში მონაწილეობდნენ შემდეგი მიზნობრივი ჯგუფები: იუსტიციის სამინისტროს, სსიპ – იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მომსახურეთა მომზადების ცენტრის, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლები. სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მიმდინარეობს პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების 2019-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა სასწავლო აქტივობის კოორდინაცია და იმპლემენტაციის პროცესში ჩართვა (სასჯელაღსრულების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების კუთხით). სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების გადამზადება განხორციელდა ორი მიმართულებით:  პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარებისა და პროფესიული გადამზადების საორიენტაციო კურსი (2 ჯგუფი, 65 მონაწილე);  პროფესიული სტრესის მართვა (1 ჯგუფი, 11 მონაწილე). პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სსიპ – სმართ ლოჯიქში“ დაწყებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემის მოდულების განახლება, ახალი მოდულების დამატება და მათი ერთმანეთთან ინტეგრაცია. კერძოდ, განახლების ფარგლებში მოხდება რიგი ქმედებების ავტომატიზაცია, ისეთების, როგორებიცაა პირობით ვადამდე გათავისუფლება, ამნისტია, შეწყალება და ა.შ. ასევე იგეგმება რეჟიმის, ოპერატიული სამსახურის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, შემთხვევის ადმინისტრატორის, ექიმისა და სხვა მიმართულების სპეციალისტთა სამუშაოების ავტომატიზაცია. პროექტის ბოლო ეტაპზე დაგეგმილია სისტემის მძლავრი სტატისტიკური კომპონენტის შექმნაც. საკუთრების უფლება  მიწის რეგისტრაციის რეფორმა 160 | საკუთრების უფლების დაცვის მიმართულებით, აღსანიშნავია მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლითაც დასახული მიზნის სრულად განხორციელებისა და ამ დროისათვის უკვე აპრობირებული, ქმედითი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელშეწყობისთვის „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ვადა, 2018 წლის 13 დეკემბერს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, გაგრძელდა 2019 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული კანონით მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ორ მიმართულებად დაიყო და მიმდინარეობს სპორადული და სისტემური წესით. სპორადული წესით − სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; სისტემური წესით – რომელიც გულისხმობს საპილოტო პროექტის ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას პროაქტიულ საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად. რეფორმის ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას ახდენს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. კანონის თანახმად, სააგენტო რეგისტრაციის პროცესს უშუალოდ თვითონ წარმართავს, რაც დაინტერესებული პირებისათვის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის მოძიებასაც მოიცავს. დოკუმენტაციის სწრაფად გაცვლის მიზნით, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვა სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში. კანონმა გაითვალისწინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები, გაზარდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სარეგისტრაციო პროცესში დამკვიდრდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალება − მედიაცია, რამაც დროში დააჩქარა კერძო პირებს შორის დავების გადაწყვეტა და განტვირთა სასამართლო სისტემა, შემოღებულ იქნა ფაქტების კონსტატაცია. რეფორმის ფარგლებში, სამუშაოები, მათ შორის, დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის 161 | ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება (მათ შორის, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება), მედიაცია, ფაქტების კონსტატაცია სრულდება უსასყიდლოდ და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 17 მაისის მდგომარეობით, სააგენტოში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სპორადული წესით წარდგენილი 658 000-ზე მეტ სარეგისტრაციო განცხადებაზე რეგისტრაცია დასრულდა წარმატებით და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. 2019 წლის 17 მაისის მდგომარეობით, 1630-ზე მეტი დავა დასრულდა მორიგებით. შესაბამისად, მედიაციის ინსტიტუტის დახმარებით, ამავე რაოდენობის სასამართლო დავა იქნა აცილებული. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართულ ნოტარიატს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში საკუთრების უფლების განუხრელი დაცვისა და თანამედროვე სტანდარტების განვითარებაში. ნოტარიუსები აქტიურად არიან ჩართული იუსტიციის მინისტრის ეგიდით დაწყებულ პროექტში, რომელიც მიმდინარეობს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. 2016 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე ნოტარიუსებმა უამრავი კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტაში მიიღეს მონაწილეობა მედიაციის პროცესის განხორციელების კუთხით. საქართველოს ნოტარიუსის მიერ მედიაციის შესრულების კომპეტენცია რეგლამენტირებულია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლით. მედიაციის პროცესი, რომელსაც რეფორმის ფარგლებში წარმართავს ნოტარიუსი, არის უფასო და მხარეებს მნიშვნელოვნად უმარტივდებათ დავის გადაწყვეტის პროცედურა. მედიაციის პროცესში მხარეთა შეთანხმებით დავის დასრულების შემთხვევაში, ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს. რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის 17 მაისის მდგომარეობით ნოტარიუსების მიერ დამოწმდა 1630-ზე მეტი მორიგების აქტი. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა რეგისტრაციასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები ასევე ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. (www.napr.gov.ge) და მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მიწის სპორადული წესით რეგისტრაციის შედეგად შეიქმნა მიწის ნაკვეთების დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები, რომლებიც დაეფუძნა მაღალი სტანდარტით შესრულებულ აგეგმვით/აზომვით ნახაზებს, ასევე შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების სააგენტოს მიერ შერჩევით ადგილზე საველე გადამოწმებას. რეფორმის წარმატებაზე მეტყველებს არა მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების რაოდენობა, არამედ ის ფაქტიც, რომ რეფორმამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია დაახლოებით 400%-ით. 162 | სამომავლოდ, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულება შექმნის შესაძლებლობას, განისაზღვროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული და განკერძოებული მიწის ნაკვეთების ფართობი, მოწესრიგდეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადების ადმინისტრირების პროცესი და სხვ. ყოველივე ზემოაღნიშნული განავითარებს უძრავი ქონების ბაზარს, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. მიწის სისტემური რეგისტრაცია (საპილოტო პროექტი) − კანონის თანახმად, საპილოტო პროექტი არის სახელმწიფო პროექტის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება სისტემური წესით გეოგრაფიული მრავალფეროვნების ნიშნით შერჩეულ საქართველოს 12 დასახლებაში. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 28 ივლისს მიიღო №351 დადგენილება, რომლითაც საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წარმოებისთვის განისაზღვრა შემდეგი დასახლებები: 1. კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი); 2.. ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი); 3. არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი); 4. არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი); 5. სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი); 6. მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი); 7. ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი); 8. ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი); 9. ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი); 10. საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი); 11. მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი); 12. შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი). სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ 12 საპილოტო არეალში ახორციელებს მიწის რეგისტრაციის საპილოტო პროექტს. პროექტის ფარგლებში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიმდინარეობს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის მიერ პროაქტიულად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. საპილოტო პროექტის ფარგლებში, 2019 წლის მაისის მონაცემებით: საპილოტო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები დასრულებულია ყველა საპილოტო არეალში და იდენტიფიცირებულია 43 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. 163 | საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია 20 000-მდე მიწის ნაკვეთზე. სულ დარეგისტრირდა 18 000-ზე მეტი მესაკუთრის უფლება. დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან 16 200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწაა, ხოლო 900-ზე მეტი − არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიის. საპილოტო არეალებზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, გამოყენებულ იქნა სამუშაოების შესრულების სამი მეთოდი:  საპილოტო არეალზე სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს ტენდერის საფუძველზე შერჩეული კონტრაქტორი (ე.წ. „outsourcing“);  საპილოტო არეალზე საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოს ახორციელებს კონტრაქტორი, ხოლო საველე ინფორმაციის მოძიებას, დოკუმენტაციის სამართლებრივ დამუშავებასა და სარეგისტრაციო წარმოებას ახორციელებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ( ე.წ. „hybrid“);  საპილოტო არეალზე სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ე.წ. “in-house“). საპილოტო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე (აზომვითი საკადასტრო/აგეგმვითი და სარეგისტრაციო სამუშაოები), შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ISO2859-1 სტანდარტით განხორციელდა ხარისხის კონტროლი. პროექტის ფარგლებში შემუშავებულ იქნა მონიტორინგისა და შეფასების გეგმა, რომლის შესაბამისადაც მუშავდება საჭირო ინფორმაცია პროექტით მიღებული შედეგების ეფექტიანობისა და ეფექტურობის შეფასების მიზნით. საპილოტო პროექტის ფარგლებში შემუშავდა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ახალი ელექტრონული პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის (აზომვითი ნახაზი, უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები) დამუშავებასა და გადაწყვეტილების მიღებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი (http://pilotproject.napr.gov.ge/), რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიიღოს ინფომრაცია საპილოტო პროექტის მიმდინარეობისა და საპილოტო არეალებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის მიზნით, საპილოტო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე უნდა შემუშავდეს მეთოდოლოგია, რომელიც სამომავლოდ ქვეყანაში მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებასა და რეგისტრირებულ მონაცემთა ბაზის სრულყოფას შეუქმნის საფუძველს.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული სრულყოფილი ელექტრონული ბაზების შექმნა 164 | პირების რეესტრის სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთრების უფლების დაცვის მიზნით ახორციელებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაცული რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მაღალი ხარისხის მონაცემთა ელექტრონული ბაზების შექმნასა და მატერიალური სახით არსებული დოკუმენტების გაციფრულებას, რაც უზრუნველყოფს, როგორც შიდა პროცესების ეფექტიანობას, ისე ბიზნესით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სანდოობის უფრო მაღალი ხარისხის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.  ახალი ტექნოლოგიები რაც შეეხება საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, არსებული მდგომარეობით, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც სახელმწიფო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ამ ეტაპზე ტექნოლოგიური სიახლე გამოიყენება უძრავი ქონების რეგისტრაციის კუთხით. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის საპილოტო პროექტი წარმატებით დასრულდა 2017 წლის თებერვალში და მას შემდეგ 2 მილიონზე მეტი ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესრის ეროვნული სააგენტოდან გაგზავნილია ბლოკჩეინის სისტემაში. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაგრძობს მუშაობას საკუთრების რეგისტრაციის სისტემის გაუმჯობესებისთვის „გონიერი კონტრაქტების“ დანერგვის გზითაც. გონიერი კონტრაქტის ამოქმედების პირობებში საჭირო აღარ იქნება სერტიფიცირებული ნოტარიულად ან სხვაგვარად დამოწმებული დოკუმენტები და ბეჭდები. რეგისტრაციის პროცესის უსაფრთხოებისთვის მოქალაქეს აღარ მოუწევს სხვადასხვა ორგანიზაციისთვის (მაგ., სანოტარო ბიუროებისთვის, ბანკებისთვის ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის) მიმართვა. გონიერი კონტრაქტების მეშვეობით ორი მოქმედება − საკუთრების რეგისტრაცია და თანხის გადარიცხვა − განხორციელდება ერთი ტრანზაქციით. სამომავლოდ იგეგმება საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გონიერი კონტრაქტების სისტემის კიდევ უფრო გამარტივება. პროექტის ახალი ფაზა გულისხმობს მოქალაქეების ონლაინ აუთენტიფიკაციას, რათა სახლიდან გაუსვლელად გახდეს შესაძლებელი საკუთრების უფლების საგნის განკარგვა (ყიდვა/გაყიდვა). ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა საანგარიშო პერიოდში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, განხორციელდა კონკრეტული ინიციატივები და ქმედებები, რაც მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების თანასწორი და სრულფასოვანი მონაწილეობის გაუმჯობესებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათი კულტურული იდენტობის დაცვასა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერებას. გაგრძელდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ.-ის 165 | სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულება ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. კერძოდ, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებს კომპლექსური ხასიათი ჰქონდა, რაც ამასთანავე გამოიხატა ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასა და სეგმენტის გაფართოებაში. შესაბამისად, ქართული ენის სასწავლო სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა უკვე აქვს ნებისმიერ წარმომადგენელს: საჯარო მოხელეს, პედაგოგს, დიასახლისს, ჯარისკაცს, სტუდენტს, მოსწავლეს და სხვა. 2018 წლის განმავლობაში სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში განხორციელდა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართული ენა A1, A2, B1 და B2 დონეზე სწავლება გაიარა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უპრეცედენტო რაოდენობამ – 3400-მა წარმომადგენელმა, შეიქმნა 246 სასწავლო ჯგუფი, მათგან 171 მობილური ჯგუფი ადგილზე ემსახურებოდა ბენეფიციარებს 10 ქალაქსა და 67 სოფელში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, 2018 წელს დაინერგა ქართული ენის შემსწავლელი სპეციალიზებული პროგრამები მართვისა და სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით. დაინტერესებული პირები მომზადებას/გადამზადებას გადიან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ფარგლებში. შეიქმნა შესაბამისი სასწავლო სახელმძღვანელოები. 2018 წლის სექტემბრიდან ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის კურსების განხორციელება დაიწყო შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში მომსახურე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის საველესაწვრთნელ ბაზებზე. დღეის მდგომარეობით, A1 დონის კურსი უკვე გაიარა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა 303-მა ჯარისკაცმა. ასევე, 2018 წლის ოქტომბერში, მთავრობის ინიციატივით, ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის ეპარქიაშიც, სასულიერო პირებისთვის (მათივე მოთხოვნის საფუძველზე). აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით 300-მდე არაქართულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორი ფუნქციონირებს, რაც საჯარო სკოლების მთლიანი რაოდენობის 10%-ია. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და ტექნოლოგიებში, მათთვის ქართული ენის სწავლებას, ატესტაციისთვის მშობლიურ ენაზე ტესტების მომზადებას. სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვანი სკოლების საკადრო დეფიციტის დაძლევის მიზნით, 2018-2019 სასწავლო წელს სკოლებში მივლინებულ იქნა მასწავლებელთა სამი ჯგუფი: 121 კონსულტანტ-მასწავლებელი, 86 დამხმარე მასწავლებელი, 77 166 | ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი, რომლებიც მოსწავლეების გარდა კოლეგებსა და თემის წარმომადგენლებთანაც მუშაობენ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის გაგრძელდა „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე 8 წელია საშეღავათო პოლიტიკა ხორციელდება. ისინი გამარტივებული გზით - ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე, აგრძელებენ სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. 2018 წელს ამ მექანიზმის გამოყენებით 1231 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში (ხუთჯერ მეტია 2010 წელთან შედარებით); მათგან სახელმწიფო გრანტით 190 სტუდენტი დაფინანსდა. 2018 წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში უზრუნველყოფილი იყო ეთნიკური უმცირესობების თანასწორი და აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა. საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ფუნქციონირებდა 346 არაქართულენოვანი საარჩევნო უბანი. მოსახლეობის გააქტიურების მიზნით, ითარგმნა ყველა საჭირო საარჩევნო საცნობარო მასალა, ჩატარდა ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ტრენინგები მათ მშობლიურ ენაზე. ასევე ცესკომ დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციების 10 პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნო პროცესებისა და საკითხების შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ცნობიერების ამაღლებას. 2018 წელს გააქტიურდა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის აპარატთან არსებული საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოები, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. წარმატებით გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ „1+4“ პროგრამის ბენეფიციარებისათვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2017 წელს დაიწყო. (დღემდე პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 269-მა ახალგაზრდამ). პროგრამისადმი ინტერესი არის მაღალი; იგი ხელს უწყობს ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ჩართულობასა და საბოლოო ჯამში, მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და სამოქალაქო ინტეგრაციას. საქართველოს მთავრობამ, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში 2019 წლის მარტში მოამზადა პანკისის ხეობის სტრატეგიული განვითარების 2019-2020 წწ. სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც დაეფუძნა მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებს, ხეობის განვითარების პერსპექტივებს. აღნიშნული პროგრამით პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კულტურის მხარდაჭერა/პოპულარიზაცია, ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესება, ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება და ადგილობრივი მოსახლეობის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართულობის გაუმჯობესება. 167 | საქართველოს მთავრობამ, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში 2019 წლის მარტში მოამზადა პანკისის ხეობის სტრატეგიული განვითარების 2019-2020 წწ. სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც დაეფუძნა მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებს, ხეობის განვითარების პერსპექტივებს. მედიასა და ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფოს მხარდაჭერით გამოიცემა სომხურენოვანი გაზეთი „ვრასტანი“ და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „გურჯისტანი“. წარიმართა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანიები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი) სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე (როგორც სახელმწიფო ენაზე, ასევე ეთნიკური უმცირესობების ენებზე), მათ შორის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკური და ფინანსური პროგრამებისა და სიახლეების შესახებ; ასევე ისეთ საკითხებზე როგორიცაა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა, ქალთა უფლებები, ოჯახში ძალადობა, ტრეფიკინგი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და სხვა (ჩატარდა 400მდე შეხვედრა). მიმდინარეობს პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს რეგიონებში მათთვის გასაგებ ენებზე მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებისგან შემდგარმა მობილურმა ჯგუფმა, რომლებმაც გაიარეს სპეციალურად მათთვის დაგეგმილი თემატური სკოლა 146 სოფელში ჩაატარეს 203 საინფორმაციო შეხვედრა/ტრენინგი (4510 ბენეფიციარი) გავრცელდა შესაბამისი მასალები. გრძელდება პროექტის განხორციელება. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის კუთხით, აღსანიშნავია ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებები, კერძოდ, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ დასრულებულია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ უფასო ტრენინგების ჩატარება. კერძოდ, 2018 წლის 24 ოქტომბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ მომზადდა 3,5 სთ-იანი სასწავლო მოდული და ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ტრენინგები ჩატარდა 17 ჯგუფისთვის, რომლებსაც დაესწრო 244 დაინტერესებული პირი. მათგან 201 (82%) არის ქალი, ხოლო 43 (18%) − კაცი. საერთო რაოდენობიდან 107 (44%) პირი არის საჯარო სამსახურში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში) დასაქმებული (ქალი 88/ კაცი 19). ტრენინგები ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 16 ლოკაციაზე, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონულ ცენტრებსა და სხვა დიდ ქალაქებში. ტრენინგზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობა მიეცა საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან. 168 | საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებმა/დირექტორებმა 2018 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ტრენინგ პროგრამაში, ხოლო 2019 წლის თებერვალში საინფორმაციო-სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ ქ. ბრიუსელში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა ინფორმირებულობის ამაღლებას მათი უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და ადრეული ქორწინების საკითხებზე. ამ მიმართულებით დაიგეგმა და განხორციელდა საინფორმაციო კამპანიები, ტრენინგები, სასწვალო ვიზიტები, სემინარები, პროექტები, მათ შორის, პროექტი „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისთვის“, რომლის ფარგლებშიც ოჯახური ძალადობისა და ადრეული ქორწინების საკითხებზე 200 საინფორმაციო შეხვედრა შედგა 15 მუნიციპალიტეტის 66 სოფელში. გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის და მიმდინარე წლის მარტშ პანკისის ხეობის ქალებისთვის მათი ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელდა სასწავლო ტრენინგკურსი – „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“, რომლის დასრულების შემდგომ გაეროს ქალთა ფონდიდან 2019 წელს პანკისის ხეობის 14 მონაწილიდან 10-მა მონაწილემ საგრანტო დაფინანსება უკვე მიიღო ბიზნესის დასაწყებად. გაგრძელდა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების/პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება, რაც მიზნად ისახავდა ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის დაცვაგანვითარებასა და პოპულარიზაციას. კულტურული თვითგამოხატვის ხელშეწყობისა და შემდგომი ინტეგრირების მიზნით მნიშვნელოვანი იყო მუზეუმებისა და თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით. ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, პრიორიტეტის – „ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერა“ – ფარგლებში გაგრძელდა კულტურის სფეროში მოღვაწე ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების გამოფენების, გამოცემების, სპექტაკლების, საღამოებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები მომზადებულია ახალი კანონპროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომლითაც მოხდება გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ სრულფასოვანი იმპლემენტაცია საქართველოს კანონმდებლობაში. ამით შეიქმნება მექანიზმი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირთა უფლებების რეალიზება ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე საზოგადოებაში შშმ პირთა სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების მისაწვდომობა. 169 | პროექტის დონორის (UNDP) სახელმწიფო/ადგილობრივ მიერ შერჩეულმა ბიუჯეტზე საერთაშორისო კანონპროექტის ფინანსური ექსპერტმა განახორციელა შეფასება და მოამზადა შესაბამისი ანგარიში. ამ ანგარიშის გაანალიზებისა და ქვეყნის რეალური საფინანსო-ეკონომიკური პოტენციალის შეფასების შედეგად შესაძლებელი იქნება რეალური პროგნოზების გაკეთება კანონპროექტის მიღებით გამოწვეული მოსალოდნელი შედეგებისა და კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების ამოქმედების ეტაპების შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული მომსახურების პროცესის დანერგვისა და სახელმწიფო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“. პროექტის შედეგად, სსიპ – იუსტიციის სახლის ოცმა თანამშრომელმა შეისწავლა ჟესტური ენა. 2018 წლის ნოემბრიდან თბილისის სსიპ – იუსტიციის სახლში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისათვის 450-მდე სერვისის მიწოდება ჟესტურ ენაზე ხორციელდება. პროექტის განხორციელებიდან 370-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო ჟესტურ ენაზე მომსახურება. შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებისათვის სსიპ – იუსტიციის სახლში 2018 წლის ბოლოდან დაინერგა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი. სტანდარტის მიხედვით, გადამზადდა სსიპ – იუსტიციის სახლის წინა ხაზის ყველა თანამშრომელი, ჯამში - 750 თანამშრომელი; სსიპ – იუსტიციის სახლის მიერ საქართველოში პირველად შეიქმნა სახელმძღვანელო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება სსიპ „იუსტიციის სახლში“; შემუშავდა 400-ზე მეტი ტერმინის აღმნიშვნელი ახალი ჟესტი. ჟესტური ენის ლექსიკონი ხელმისაწვდომია გრაფიკული გამოსახულებებისა და ვიდეომასალების სახით. სსიპ – იუსტიციის სახლის თითოეული ახალი თანამშრომელი დასაქმებისთანავე სხვა აუცილებელ ტრენინგებთან ერთად გადის გადამზადებას შშმ პირთა მომსახურების სტანდარტისა და სახელმძღვანელოს საფუძველზე. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გონივრული მისადაგების პრინციპის გათვალისწინებით, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს გასაუმჯობესებლად განახორციელა საკანონდებლო, პროგრამული და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლის მიზანი შშმ პირებისთვის დამოუკიდებლად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე საჯარო რეესტრის სერვისებზე კიდევ უფრო მაღალი ხელმისაწვდომობაა. 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრამდე სააგენტოში მიმდინარეობდა აქცია, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, სოციალური ადაპტაცია და მათთვის სახელმწიფო სერვისების უფრო ეფექტიანად მიწოდება იყო. დროის ამ პერიოდში აღნიშნული სტატუსის მქონე პირებს საფასურის გადახდის გარეშე შეეძლოთ, როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის, ისე ბიომეტრიული პასპორტის აღება. აქციით ისარგებლა და ახალი პირადობის მოწმობა აიღო 840-მა შშმ პირმა, ხოლო 1960-მა პირმა აიღო ბიომეტრიული პასპორტი. 170 | საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაში“ 2018 წლის 3 დეკემბერს შევიდა ცვლილება, რომლითაც დადგინდა უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით დადებული გარიგების დამოწმების სპეციალური წესი. ცვლილება ამოქმედდა 2019 წლის პირველი თებერვლიდან. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაში“ განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით ხორციელდება შემდეგი წესით:  გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუმ თავად უნდა წაიკითხოს გარიგების ტექსტი და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, გარიგება შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს მას;  გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე სმენადაქვეითებულმა პირმა თავად უნდა წაიკითხოს გარიგების ტექსტი და მის ბოლოს დამმოწმებელი პირის ხელმოწერამდე თავისი ხელით უნდა დაწეროს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, გარიგება შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს მას;  გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მოთხოვნით, გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი ვალდებულია, ხელმოწერის დამოწმებისას დაისწროს სპეციალისტი ან ის პირი, რომელმაც იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და რომელიც დაადასტურებს ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ნების შესაბამისობას გარიგების შინაარსთან. ასეთი პირის მონაწილეობას უზრუნველყოფს გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი. სხვა შემთხვევაში, გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება ხორციელდება მის დამმოწმებელსა და წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებულ პირს შორის წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით;  თუ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება სრულდება წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით, ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია, წაუკითხოს მას გარიგების ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს მასში. უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე, რომელიც ხელმოწერის დამმოწმებლის თანდასწრებით აცნობს გარიგების ტექსტს უსინათლო პირს. უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით გარიგებაზე ხელის მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო დოკუმენტი მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) ნამდვილობის თაობაზე; 171 |  თუ გარიგების მონაწილე უსინათლოს აქვს ბრაილის შრიფტით კითხვის უნარი, ასეთ შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ, შესაძლებელია ამ შრიფტის გამოყენებით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება. ბრაილის შრიფტის გამოყენებით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას გამოიყენება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით თარჯიმნის მიმართ დადგენილი წესები. გარიგების უსინათლო მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში, გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით;  თუ გარიგებაზე ხელმოწერა მოწმდება წერა-კითხვის არმცოდნე პირის, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მონაწილეობით, ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია, გარიგებაზე ხელმოწერა დაამოწმოს მოწმის ან/და თარჯიმნის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება წერა-კითხვის არმცოდნე, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ, ან სმენადაქვეითებული პირის ნებას. ზემოაღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს გარიგების ტექსტში. მოწმის ან/და თარჯიმნის მონაწილეობას უზრუნველყოფს წერა-კითხვის არმცოდნე, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი;  გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია, სათანადოდ დაადგინოს მოწვეული მოწმის ან/და თარჯიმნის ვინაობა. მოწვეული პირი ვალდებულია, ხელმოწერის დამმოწმებელს დაუდასტუროს, რომ მან იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და იძლევა ამ პირის ნების სრული და სწორი განმარტების გარანტიას. ხელმოწერის დამმოწმებელი პირი აფრთხილებს მოწვეულ პირს არასწორი თარგმანისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რის თაობაზეც სპეციალურად აღინიშნება გარიგების ტექსტში;  მოწვეული მოწმის ან/და თარჯიმნის მიმართ მოქმედებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით თარჯიმნის მიმართ დადგენილი ნორმები;  გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია, დადგენილი წესების დაცვის შესახებ მიუთითოს გარიგების ტექსტში;  თუ გარიგების მონაწილის ნაცვლად ან მასთან ერთად დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი ამავე რეგულირებით დადგენილი რომელიმე მიზეზის გამო, ეს პირი შეიძლება იყოს გარიგების მონაწილის ნათესავი ან სხვა პირი, მაგრამ, ამავე დროს, არ შეიძლება იყოს გარიგების მეორე მონაწილე;  უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ნებისა და გარიგების შინაარსის შესაბამისობის დამოწმებისას მოწმის, თარჯიმნის ან სხვა პირის 172 | ხელმოწერა განიხილება ამ დამოწმების შემადგენელ ნაწილად და არ განიხილება ცალკე მომსახურებად. ასეთ შემთხვევაში, საფასური გადაიხდევინება მხოლოდ იმ პირის/პირთა რიცხოვნობის გათვალიწინებით, რომლის/რომელთა კანონიერ ინტერესსაც ემსახურება ეს გარიგება;  გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას მისი დამმოწმებელი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ გარიგების მონაწილე პირებისათვის გასაგებია გარიგების შინაარსი და მისი შედეგები, ასევე მათ მიერ გამოხატული ნების შესაბამისობა იმ ტექსტთან, რომელთან დაკავშირებითაც იქნა იგი გამოვლენილი. გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი ვალდებულია, არ განახორციელოს მომსახურება, თუ ეჭვი ეპარება ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცულობაში და ვერ ადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული პირის ნების გამოვლენის ნამდვილობას. გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას მისი დამმოწმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ვიდეოჩანაწერი უნდა ასახავდეს გარიგებაზე ხელმოწერის სრულ მიმდინარეობას. ვიდეოჩანაწერის შენახვასა და სათანადოდ დაარქივებას უზრუნველყოფს ხელმოწერის დამმოწმებელი. ამ მიზნით, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფილიალებსა და იუსტიციის სახლებში დამონტაჟდა ვიდეოკამერები და განხორციელდა პროგრამული ცვლილებები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა განაცხადის მიღების პროცესის გადაღება და ვიდეოფაილის შესაბამის განაცხადზე მიმაგრება. სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, გონივრული მისადაგების პრინციპის გათვალისწინებით, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს გასაუმჯობესებლად განახორციელა საკანონმდებლო, პროგრამული და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომელთა მიზანი შშმ პირებისთვის დამოუკიდებლად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე სანოტარო სერვისებზე კიდევ უფრო მაღალი ხელმისაწვდომობაა. საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2018 წლის 3 დეკემბრის №356 ბრძანებით ცვლილება შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში, რომლითაც დადგინდა უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით შესრულებული სანოტარო მოქმედებების დამოწმების სპეციალური წესი. ცვლილების შესაბამისად, უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით სანოტარო მოქმედებების დამოწმება ხორციელდება შემდეგი წესით:  სანოტარო მოქმედებათა ჩამონათვალს დაემატა ახალი სანოტარო მოქმედება: წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის ხელმოწერის (ფაქსიმილეს) ნამდვილობის დამოწმება; 173 |  სანოტარო მოქმედების შესრულებისას ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით მოწმის დასწრება სავალდებულო აღარ არის. შშმ პირი, შესაძლებლობის შეზღუდვის სახისა და ხარისხის მიხედვით, საამისოდ შესაფერისი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით პირადად უზრუნველყოფს ნოტარიუსთან საკუთარი ნების გამოვლენასა და სანოტარო მოქმედების შესრულებას მოწმის დასწრების გარეშე. მოწმეს შეცვლის სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესის ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაერთვება სანოტარო აქტს. მოწმის მონაწილეობა მხოლოდ მაშინ იქნება სავალდებულო, თუ თავად სანოტარო მოქმედების მონაწილე შშმ პირი მოითხოვს მოწმის დასწრებას, ან თუ ვიდეოჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე.  სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუმ თავად უნდა წაიკითხოს აქტი და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, აქტი შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს აქტს.  სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე სმენადაქვეითებულმა პირმა თავად უნდა წაიკითხოს აქტი და აქტის ბოლოს ნოტარიუსის ხელმოწერამდე თავისი ხელით უნდა დაწეროს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, აქტი შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს აქტს.  სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მოთხოვნით, ნოტარიუსი ვალდებულია, სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაისწროს სპეციალისტი ან ის პირი, რომელმაც იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და რომელიც დაადასტურებს მისი ნების შესაბამისობას სანოტარო მოქმედების შინაარსთან. ასეთი პირის მონაწილეობას უზრუნველყოფს სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი. სხვა შემთხვევაში, სანოტარო მოქმედება სრულდება ნოტარიუსსა და წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებულ პირს შორის წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით.  თუ სანოტარო მოქმედება სრულდება წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი ვალდებულია, წაუკითხოს მას სანოტარო აქტის ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს აქტში. უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე, რომელიც ნოტარიუსის თანდასწრებით აცნობს გარიგების ტექსტს უსინათლო პირს. უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით გარიგებაზე ხელის მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს (ფაქსიმილეს) ნამდვილობის თაობაზე.  სანოტარო დოკუმენტი მექანიკური ხელმოწერის თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე უსინათლოს აქვს ბრაილის შრიფტით კითხვის უნარი, ასეთ შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ, შესაძლებელია ამ შრიფტის გამოყენებით სანოტარო მოქმედების შესრულება. ბრაილის შრიფტის გამოყენებით სანოტარო მოქმედების შესრულებისას 174 | გამოიყენება ამ ინსტრუქციით თარჯიმნის მიმართ დადგენილი წესები. უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით.  თუ სანოტარო აქტი ფორმდება წერა-კითხვის არმცოდნე პირის, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი ვალდებულია, სანოტარო მოქმედება შეასრულოს მოწმის ან/და თარჯიმნის დახმარებით, რომელსაც შეუძლია, მოცემულ პირს გააგებინოს საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება წერა-კითხვის არმცოდნე პირის, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ნებას. აღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს სანოტარო აქტში. მოწმის ან/და თარჯიმნის მონაწილეობას უზრუნველყოფს წერა-კითხვის არმცოდნე პირი, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი.  თუ ანდერძი ფორმდება ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.  ნოტარიუსი ვალდებულია, ინსტრუქციით დადგენილი წესით დაადგინოს მოწმის ან/და თარჯიმნის ვინაობა. მოწვეული პირი ვალდებულია, ნოტარიუსს დაუდასტუროს, რომ მან იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და იძლევა ამ პირის ნების სრული და სწორი განმარტების გარანტიას. ნოტარიუსი აფრთხილებს მოწვეულ პირს არასწორი თარგმანისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რის თაობაზეც სპეციალურად აღინიშნება გარიგების ტექსტში. ამ პირის მიმართ მოქმედებს თარჯიმნის მიმართ დადგენილი ნორმები.  აღნიშნული სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია, უზრუნველყოს სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით, მიმდინარეობის გარდა ვიდეოჩანაწერზე იმ შემთხვევისა, აღბეჭდვა, როდესაც ობიექტური სანოტარო გარემოებებიდან მოქმედების გამომდინარე, შეუძლებელია. ვიდეოჩანაწერი უნდა ასახავდეს შესასრულებელი სანოტარო მოქმედების სრულ მიმდინარეობას და თან უნდა დაერთოს სანოტარო აქტს და სათანადოდ დაარქივდეს. ნოტარიუსი ვალდებულია, ამ წესების დაცვის შესახებ მიუთითოს სანოტარო აქტში.  თუ სანოტარო მოქმედების მონაწილის ნაცვლად ან მასთან ერთად დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი ამ მუხლით დადგენილი რომელიმე მიზეზის გამო, ეს პირი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი ან სხვა პირი, მაგრამ, ამავე დროს, არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.  უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ნებისა და გარიგების შინაარსის შესაბამისობის დადასტურებისას მოწმის, თარჯიმნის ან სხვა პირის 175 | ხელმოწერა განიხილება ამ სანოტარო მოქმედების შემადგენელ ნაწილად და არ შეიძლება, განხილულ იქნეს ცალკე მოქმედებად. ასეთ შემთხვევაში, საზღაური გადაიხდევინება მხოლოდ იმ პირის/პირთა რიცხოვნობის გათვალიწინებით, ემსახურება ეს სანოტარო მოქმედება. რომლის/რომელთა კანონიერ ინტერესსაც გარდა ამისა, ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე განთავსებულია იმ სანოტარო ბიუროთა სია, სადაც ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია დაუბრკოლებლად მიიღოს სანოტარო მომსახურება. ვებგვერდზე მითითებულია ინფორმაცია, თუ რამდენადაა ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი კონკრეტული სანოტარო ბიუროს ფიზიკური გარემო (აღჭურვილია თუ არა პანდუსით, დაუბრკოლებლად არის თუ არა შესვლა შესაძლებელი და სხვ.). ასევე დაწყებულია მუშაობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდის შექმნაზე, რომელიც მომზადდება ნოტარიუსთა პალატის (www.notary.ge) ვებგვერდის ბაზაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდი მოქმედებს სსიპ – იუსტიციის სახლის (psh.gov.ge), სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (sda.gov.ge), სსიპ –საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა (matsne.gov.ge) და საზოგადოებრივი ცენტრის (centri.gov.ge) ვებგვერდების ბაზაზე. ამასთან, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს(napr.gov.ge) ვებგვერდის ბაზაზე მოქმედებს შშმ პირებისთვის ადაპტირებული, ეკრანის წამკითხველ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მორგებული ვებგვერდი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა სსიპ –112-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, 112-ის სერვისების ყველასთვის ხემილისაწვდომობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში 112-ის მობილური აპლიკაცია გახმოვანდა და სრულად ადაპტირდა უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის. შრომითი უფლებები საქართველო-ევროკავშირის ვალდებულება, ასოციირების ეტაპობრივად დაუახლოვოს შესახებ შეთანხმებით, საქართველოს საქართველომ კანონმდებლობა აიღო ევროკავშირის კანონმდებლობას. ამ მხრივ, აღსანიშნავია ასოციირების შეთანხმების XXX დანართი, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს (ჯამში 40 დირექტივა), როგორებიცაა:  დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები;  დისკრიმინაციის აკრძალვა და გენდერული თანასწორობა;  ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე. დანართით ასევე განსაზღვრულია ის ვადები, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს ამ დირექტივების მოთხოვნების ასახვა ქართულ კანონმდებლობაში და ეს პერიოდი მოიცავს 3-დან 9 წლამდე პერიოდს. ათვლა იწყება 2017 წლიდან და სრულდება 2023 წელს. 176 | აღნიშნული დირექტივებიდან 3 დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარედგინა საქართველოს პარლამენტს და მიმდინარე წლის 19 თებერვალს განხორციელდა ცვლილებები შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;  საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;  საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“; დირექტივების მოთხოვნები ითვალისწინებდა პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის გაუმჯობესებას და ვრცელდება, მათ შორის, შრომით ურთიერთობებზე (მათ შორის: შერჩევის კრიტერიუმებსა და დაქირავების პირობებზე, ასევე კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე, პროფესიული ორიენტაციის, გადამზადების ყველა კვალიფიკაციის ფორმის ამაღლების, ხელმისაწვდომობაზე, პროფესიული დასაქმებისა და მომზადებისა შრომის, და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და შრომის ანაზღაურების პირობებზე, დასაქმებულთა ან დამსაქმებელთა ორგანიზაციის წევრობასა და საქმიანობაზე, ან ისეთი ორგანიზაციის წევრობასა და საქმიანობაზე, რომელთა წევრებიც განსაზღვრულ პროფესიულ ჯგუფს განეკუთვნებიან, ასეთი ორგანიზაციებიდან მიღებული სარგებლის ჩათვლით), სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობებზე, განათლებაზე, საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე (მათ შორის: სოციალურ დაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალურ შეღავათებზე, ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე, განათლების ხელმისაწვდომობაზე). განხორციელებული ცვლილებების მიხედვით :  განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება, დაიცვას პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არამედ წინასახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც გულისხმობს ვაკანსიის შესახებ განცხადების  გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით; იკრძალება პირისთვის მითითების მიცემა, განახორციელოს მესამე პირის მიმართ დისკრიმინაცია;  იკრძალება დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და/ან რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა ასეთ  ორგანოსთან; განისაზღვრა დამსაქმებლის, ასევე საჯარო დაწესებულების ვალდებულება, მიიღოს ზომები სამუშაო ადგილზე პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ასახოს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი  შესრულება; განისაზღვრა, რომ დაზღვევის მომსახურების მიწოდებისას სქესის, როგორც რისკფაქტორის, 177 | ისევე როგორც ორსულობის/დედობის ფაქტორის გამოყენებამ, არ უნდა გამოიწვიოს განსხვავება  დაზღვევის პრემიებისა განსაზღვრისას; დაზუსტდა შევიწროებისა და და სადაზღვევო სექსუალური ანაზღაურების შევიწროების ოდენობების ცნებები არსებულ კანონმდებლობაში; ასევე აღნიშნული ტერმინების განმარტებები დაემატა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონს და სხვ. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთა - სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების შესწავლას და ანალიზს. ანალიზის შედეგად:საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ოჯახში მოძალადეთა მიმართ პასუხისმგებლობის გამკაცრებას. კერძოდ, დამძიმდა 126 პრიმა მუხლის სანქცია; სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლების ჩამონათვალში გენდერული ნიშანი განისაზღვრა როგორც დამამძიმებელი გარემოება; შემაკავებელი ორდერის პირველივე პასუხისმგებლობა. დარღვევის შემთხვევაში დაწესდა სისხლისსამართლებრივი შსს მინისტრის ბრძანებით, გამკაცრდა პოლიტიკა ოჯახში მოძალადე სამართალდამცავების მიმართ. ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის ჩადენის გამო პოლიციელის მიმართ გამოცემული შემაკავებელი/დამცავი ორდერის საფუძველზე, პოლიციის მუშაკის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა. შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემისას პოლიციის მუშაკს ჩამოერთმევა ცეცხლსასროლი იარაღით სარგებლობის უფლება. გამომძიებლებისთვის ოჯახური დანაშაულის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, შემუშავდა შემდეგი სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები :  რეკომენდაცია შემაკავებელი ორდერით განსასაზღვრი ვალდებულებების შესახებ;  რეკომენდაცია მოძალადის მიერ ციხის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;  რეკომენდაცია დატოვების შემთხვევაში მსხვერპლთან შემაკავებელი ორდერის სავალდებულო გამოცემასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ;  რეკომენდაცია მსხვერპლისთვის დასასმელი კითხვების შესახებ;  რეკომენდაცია ქმედების კვალიფიკაციის შესახებ. 178 | ამასთანავე, 2018 წლის სექტემბერში დაინერგა რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომლის დანერგვის პარალელურად, დეპარტამენტი მუშაობს მოძალადეთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემის (სამაჯურის) დანერგვის ინიციატივაზე. რისკების შეფასების ინსტრუმენტი წარმოადგეს სპეციალურ კითხვარს, რომელიც ინტეგრირებულია შემაკავებელი ორდერის ოქმში და რომლის შევსებაც სავალდებულოა ფაქტზე რეაგირებისას. კითხვარის პასუხები შეფასებულია ქულებით, რომელთა ჯამის მიხედვით შესაძლებელია, გამოიკვეთოს მოძალადისგან მოსალოდნელი რისკის 3 დონე: მაღალი, საშუალო და დაბალი რისკი. აღნიშნული გრადაცია ხელს უწყობს სამართალდამცავს, სწორად განსაზღვროს მსხვერპლის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები. კითხვარის შედეგად გამოვლენილი რისკის დონის შესაბამისად ხორცილდება გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი. მონიტორინგის პროცესი გულისხმობს რისკის შესაბამისი ინტენსივობით მსხვერპლსა და მოძალადესთან კომუნიკაციას, როგორც სატელეფონო საშუალებებით, ასევე საცხოვრებელში ვიზიტების განხორციელებით. მექანიზმი დამტკიცდა მინისტრის ბრძანებით და ბრძანების მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. რისკების შეფასების ინსტრუმენტი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციასა და ძალადობის გამეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტას უწყობს ხელს. ასევე 2019 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“ საგამოძიებო მიმართულების რეფორმის ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე მათი დაცვა ხელახალი და განმეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სისხლის სამართლის სამართალწარმოებისას კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს იმ მსხვერპლებთან კომუნიკაციის საკითხს, რომლებიც ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, სექსუალური ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის შედეგად არიან დაზარალებულები. ასევე პრიორიტეტულია არასრულწლოვან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაზარალებულებთან/მოწმეებთან კომუნიკაცია. - ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დახმარება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებისა და თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის ხელმისაწვდომობა დღეის მდგომარეობით სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში – ფონდი) ფარგლებში ძალადობის (მათ შორის: ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სექსუალური ძალადობის) მსხვერპლთათვის ფუნქციონირებს 5 თავშესაფარი (თბილისში, გორში, ქუთაისში, სიღნაღსა და ბათუმში) და 5 კრიზისული ცენტრი 179 | (თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და მარნეულში), აქედან საანგარიშო პერიოდში კრიზისული ცენტრი გაიხსნა ოზურგეთსა (2018 წლის 7 დეკემბერს) და მარნეულში (2019 წლის 27 თებერვალს). ასევე შეუფერხებლად აგრძელებს ფუნქციონირებას 24-საათიანი საკონსულტაციო ცხელი ხაზი (116 006). - ცნობიერების ამაღლება არასამთავრობო ორგანიზაცია – ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით, ქალთა ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 2018 წლის განმავლობაში სწავლების კურსი გაირა 325-მა პატრულ-ინსპექტორმა და უბნის ინსპექტორმა. ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2018 წლის აპრილში დაიწყო გამომძიებელთა სპეციალიზაცია ოჯახური დანაშაულის გამოძიების საკითხებზე და წლის ბოლომდე გადამზადდა 112 გამომძიებელი. სპეციალიზაციის ინტენსიურ კურსს სახალხო დამცველის მოადგილე, ფსიქოლოგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში ჩატარებული ტრენინგების შედეგად, 2018 წელს გადამზადდა 700-ზე მეტი პოლიციელი გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 2018 წელს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აკადემიასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დისტანციური სწავლების კურსი რისკების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის საკითხებზე. დისტანციური სწავლების კურსი გაიარა პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა. 2018 წელს გაეროს ქალთა ფონდის, აო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და აო „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სპეციალისტებისგან შემდგარი მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამის შექმნის/დახვეწის მიზნით. დაიწერა მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა, რომლის პილოტირებაც დაიწყო №16 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებსა და თბილისის პრობაციის ბიუროში, რის შემდეგაც ახალი ქცევის კორექციის პროგრამა მოძალადეებისათვის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს. 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ქცევის კორექციის პროგრამით, რომელიც გათვალისწინებულია პარტნიორის მიმართ ოჯახში მოძალადეებისთვის, ისარგებლა 8 მსჯავრდებულმა, „სასარგებლო უნარების განვითარების პროგრამაში“ ჩართული იყო 8 მსჯავრდებული, 2018 წლის ნოემბერში დაწყებულ ახალ „მოძალადეთა ქცევის კორექციის 180 | პროგრამაში“ ჩართული იყო 12 მსჯავრდებული. ამ ეტაპზე 4 მსჯავრდებულის გათავისუფლების შედეგად ამ პროგრამაში ჩართულია 8 მსჯავრდებული. სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით „ძალადობრივი ქცევის მართვის სარეაბილიტაციო პროგრამა“ გაიარა 70-მა პირობით მსჯავრდებულმა, პროგრამა „ძალადობის რაობა და ძალადობისგან დაცვის საკანონმდებლო მიმოხილვა“ − 12-მა პირობით მსჯავრდებულმა, ხოლო „ბრაზის მართვა“ – 38-მა პირობით მსჯავრდებულმა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, „ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მსჯავრდებულ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის“ პროექტის თანადგომით, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების დახმარებით შეიქმნა კითხვარი, რომელიც პრობაციისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს დაეხმარება პატიმრობამდე ძალადობაგადატანილი ქალების იდენტიფიცირებაში. ამასთან, 2018 წელს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და „ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მსჯავრდებულ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის“ პროექტის თანადგომით, პრობაციისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების დახმარებით შეიქმნა ჯგუფური სამოტივაციო პროგრამა ქალებისთვის „ქალგა“, რომლის მიზანია მონაწილე მსჯავრდებული ქალების პიროვნული გაძლიერება, თვითშეფასების ამაღლება, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების პოვნაზე მუშაობა და პროსოციალური ქცევების ფორმირების ხელშეწყობა. სსიპ – საქართველოს შსს აკადემიაში ყველა საბაზისო მომზადების პროგრამაში ისწავლება ადამიანის უფლებები, რომელშიც განხილულია გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის, გენდერული სტერეოტიპების საკითხები, გენდერისა და სქესის განსაზღვრის, გენდრული იდენტიფიკაციისა და სოციალიზაციის პროცესი. 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით ზემოხსენებული თემატიკით მომზადდა/გადამზადდა 55 ჯგუფი, 934 მსმენელი.სსიპ – 112 შექმნის დღიდან მუდმივად ცდილობს მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას, რათა მათ უმოკლეს დროში შეძლონ გადაუდებელი დახმარების მიღება. 112 მოქალაქეებს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისს – 112-ის მობილურ აპლიკაციას სთავაზობს. მობილური აპლიკაცია მოქალაქესა და 112-ის ოპერატორს შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აპლიკაცია უფასოა. გააჩნია IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 112-ის მობილურ აპლიკაციაში პერიოდულად ხდება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაციის დამატება. 181 | გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 112-ის აპლიკაციის სასარგებლო რჩევებს ოჯახში ძალადობის საინფორმაციო ჩანართი დაემატა, რომელიც მოქალაქეებს აცნობს ოჯახში ძალადობის ფორმებს, მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და მსხვერპლთა დახმარების სერვისების შესახებ ინფორმაციას. გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, წელს სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ 2018 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის პერიოდში გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელთა მიზანსაც პრობლემის აქტუალიზაცია და ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა წარმოადგენდა. ღონისძიებებს ჯამში 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, გავრცელდა საინფორმაციო მასალები. 2018 წელს სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებსა და ფონდის მომსახურებებთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 საინფორმაციო შეხვედრა, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში კი – 15 შეხვედრა. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, დაზარალებულთა დაცვა და დახმარება საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად აგრძელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო შეფასება თუ მიღწეული წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ქართული წარმატებული პოლიტიკისა და არსებული ეფექტიანი რეფერირების მექანიზმის შედეგია ის, რომ 2018 წლის 9 ნოემბერს ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 7 ვაკანტური წევრის არჩევნებში ერთ-ერთ ექსპერტად აირჩიეს საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც 4 წლის განმავლობაში, 2019-2022 წლებში, გაუწევს მონიტორინგს მხარე სახელმწიფოთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის“ მოთხოვნათა შესრულებას. საანგარიშო პერიოდში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგად, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:  2018 წლის 24 დეკემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ეყრდნობა, როგორც სახალხო დამცველის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის 182 | ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისაგან დაცვის მიზნით, სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას, რომელზეც საბჭოს ფარგლებში უკვე დაწყებულია მუშაობა;  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტირების სპეციალური მობილური ჯგუფებისა და პროკურორებისა და გამომძიებლებისგან დაკომპლექტებული სპეციალისტების ჯგუფის (Task Force) ეფექტიანი მუშაობის შედეგად, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ მაღალი რისკის მქონე ადგილების შემოწმებას, საანგარიშო პერიოდში პროაქტიულად დაიწყო გამოძიება ტრეფიკინგის 9 სავარაუდო ფაქტზე, ხოლო მომართვის საფუძველზე − 3 სავარაუდო ფაქტზე; შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 3 საქმეზე 4 პირის მიმართ;  საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას სამართალდამცავები აქტიურად იყენებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელო პრინციპებს და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს - სპეციალურ ოპერაციულ პროცედურებს (SOP); დოკუმენტები ეყრდნობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას;  გრძელდება ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინფორმაციო სტრატეგიის საფუძველზე, რაც უნიკალურია ჩვენს რეგიონში; საანგარიშო პერიოდში ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ჩატარდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან, დამსაქმებლებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან (სულ − 500-მდე მონაწილე);  გრძელდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებისათვის. საქართველოში ან/და საზღვარგარეთ განხორციელებულ კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, როგორც გამომძიებლები (9 მონაწილე), ისე პროკურორები (29 მონაწილე), მოსამართლეები და სასამართლო მოხელეები (27 მონაწილე), კონსულები (79 მონაწილე), იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი (1 მონაწილე), სსიპ – იუსტიციის სახლისა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები (15 მონაწილე) და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები (31 მონაწილე).  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საქმიანობაში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; 183 |  საანგარიშო პერიოდში სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი სტრუქტურული ერთეულების - თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების (2 თავშესაფარი და 5 კრიზისული ცენტრი) ბაზაზე უფასო სახელმწიფო მომსახურებებს4 უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დაზარალებულებს /მსხვერპლებს/სავარაუდო მსხვერპლებს.  საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ფონდის ბაზაზე არსებული კრიზისული ცენტრების რაოდენობა და გაიხსნა 2 ახალი კრიზისული ცენტრი მარნეულსა და ოზურგეთში, რომლებიც ზემოთ აღნიშნული მომსახურებებით (გარდა სადღეღამისო საცხოვრისისა) უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლებს;  (ტრეფიკინგის) მსხვერპლებს/დაზარალებულებს/სავარაუდო საანგარიშო პერიოდში უწყვეტად ფუნქციონირებდა ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი – 116006, რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა, როგორც ძალადობის, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის მიღება დაინტერესებული პირებისათვის. მომსახურების მიწოდება ხორციელდებოდა შეუფერხებლად, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, ქვეყნის მასშტაბით საქართველოში მოქმედ ყველა ოპერატორიდან. მომსახურება მომხმარებლებისათვის იყო უფასო. ცხელი ხაზის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყო ქართულად და 7 უცხოურ ენაზე (ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე). საარჩევნო სიების სრულყოფა აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საანგარიშო პერიოდში, 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტამდე, „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში,  რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთა ინფორმირების მიზნით, განხორციელდა 9445 სატელეფონო ზარი. მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაცია სააგენტოში მიმდინარე აქციის შესახებ, რაც მოიაზრებდა კონკრეტულ მისამართზე დარეგისტრირების შემთხვევაში პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადების საფასურისგან გათავისუფლებას. შედეგად, აქციით ისარგებლა ძველი პირადობის მოწმობის მქონე 1969-მა პირმა, ხოლო ID ბარათის მქონე 4289 მოქალაქე დარეგისტრირდა იდენტიფიცირებად მისამართზე. მოქალაქეებთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შედგენილია და ბაზაში დარეგისტრირებულია 91 გარდაცვალების ოქმი; 4 სადღეღამისო საცხოვრისი (თავშესაფარში), ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია /დახმარება, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება; სამართლებრივი კონსულტაცია/დახმარება; საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება 184 |  არარსებულ/არასრულ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქეების ინფორმირების შედეგად შესწორდა 1085 მისამართი;  მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შედეგად იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის მფლობელმა 45908 პირმა ისარგებლა სსიპ – სახეწლმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე აქციით;  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული, დევნილის სტატუსშეჩერებული მოქალაქეების საარჩევნო სიაში მოხვედრის მიზნით, სატელეფონო ზარი განხორციელდა 2000 მოქალაქესთან. აქციით ისარგებლა 35-მა მოქალაქემ;  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ადგილსამყოფელი ქვეყნისა და ქალაქის დონეზე დაკორექტირდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული 1624 საქართველოს მოქალაქის მისამართი;  „სავარაუდოდ გარდაცვლილ პირთა“ აქტიური ჩანაწერების შემცირების მიზნით გადამოწმებულია 5416 მისამართი. შედგენილია და ბაზაში დარეგისტრირებულია 454 გარდაცვალების ოქმი;  გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით, სამოქალაქე აქტების ბაზა დადარდა საპასპორტო (ID) ბაზას, რის შედეგადაც გამოვლინდა 1100 გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი პირადი ნომრის გარეშე. დაიწერა 102 განმარტებითი ბარათი, მათ შორის, 49 გარდაცვალების აქტის ბათილობის შესახებ. გარდაცვალების აქტს დაემატა 94 პირადი ნომერი, მათ შორის, 36 შემთხვევაში დარედაქტირდა საპასპორტო ბაზა ფორმა №1-ის საფუძველზე. აღმოჩენილ იქნა 3 მოქალაქის გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი, რომელთა დოკუმენტები საპასპორტო მონაცემთა ბაზაში ირიცხებოდა აქტიურად.  ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, როგორც უსაფრთხო დოკუმენტის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 2 მარტამდე გამოცხადდა აქცია ძველი (ქაღალდის) პირადობის მოწმობის ახალი ელექტრონული მოწმობით უფასოდ შეცვლის შესახებ. აქციით ისარგებლა 92 412-მა საქართველოს მოქალაქემ. 5.2 ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები პარლამენტს განსახილველად წარედგინა მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად მომზადებული კანონპროექტი „მედიაციის შესახებ“. ამ საკანონმდებლო და სხვა ინსტიტუციონალური მექანიზმების მეშვეობით ხელი შეეწყობა მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების დამკვიდრებასა და განვითარებას; მედიაციის პროცესში სათანადოდ მომზადებული, მიუკერძოებელი მესამე პირი დაეხმარება მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სამოქალაქო 185 | დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში. კანონპროექტი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და განსახილველად წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. ამჟამად მიმდინარეობს მისი საპარლამენტო განხილვის პროცესი. ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების წარმატებისა ნდობის ნათელი დასტურია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრების მკვეთრი შემცირება. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სტრასბურგის სასამართლოში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია − 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს − 367, ხოლო 2018 წელს − 99. სტრასბურგის სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეროვნული ორგანოების საქმიანობა გახდა ეფექტიანი და მათ მიმართ ნდობა გაუჩნდათ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირებს. კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა „სისტემური განახლების“ ფარგლებში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმა გულისხმობს პოლიციის საქმიანობაში პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას, მაღალკვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენებით, დანაშაულის ეფექტურ გამოძიებას, რაც საბოლო ჯამში ემსახურება დანაშაულთან ბრძოლის სამინისტროში არსებული მექანიზმების გაძლიერებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლითაც, სამინისტროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გაიმიჯნა საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები. კერძოდ, ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებებისა და ფუნქციების გამიჯვნის პროცესის ფარგლებში 2019 წლის 1 თებერვალს შსს მინისტრის № 9 ნორმატიული ბრძანებით დამტკიცდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი სტრუქტურა. ცვლილების მიზანია სპეციალიზაციის ხარისხის ზრდა. მიმდინარეობს გამომძიებლების გადამზადების პროცესი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ამასთანავე, ეტაპობრივად ინერგება საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შემადგენელი ნაწილი – მართლწესრიგის ოფიცერი. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში იგეგმება ხსენებული ცვლილების ეფექტიანობის შეფასება, რომლის შემდეგაც გაგრძელდება ფუნქციების გამიჯვნის პროცესი საქართველოს მასშტაბით. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით ჩამოყალიბდა საგამოძიებო, დეტექტივებისა და არასრულწლოვნების სამმართველო. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში საგამოძიებო მიმართულებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება–მოვალეობებს განახორციელებს საგამოძიებო სამმართველო, ხოლო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს შეითავსებს დეტექტივების 186 | სამმართველო. ამასთან, არასრულწლოვნის მიერ ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინებაზე რეაგირებას, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს არასრულწლოვნების სამმართველო. სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში შემუშავდა გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, რომლის გავლის შემდეგ შერჩეული კანდიდატი იმუშავებს გამომძიებლის პოზიციაზე. ამჟამად სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში მიმდინარეობს გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი (5 ჯგუფი, 94 მსმენელი). 2019 წლის 4 მარტის №563103 ბრძანებით, განახლდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი. ახალი საბაზისო კურსის შინაარსი ეფუძნება გამომძიებლების საქმიანობის, დატვირთულობისა და ეფექტიანობის კვლევის შედეგებს და ასახავს საგამოძიებო მიმართულებით არსებულ საჭიროებებს. უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, საზოგადოებისთვის უცნობია საქმესთან დაკავშირებული დეტალები, რაც ხშირ შემთხვევაში ზრდის უსაფუძვლო კითხვებს საზოგადოების მხრიდან და უმეტესად უარყოფითად აისახება სამინისტროს იმიჯზე და ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ხარისხსა და პოლიციის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შსს მუშაობს კრიმინალურ-დეტექტიური დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე, რომლის მთავარი მიზანია, რომ ფართო საზოგადება გაეცნოს პოლიციის საქმიანობის დეტალებს, კომპლექსურ საგამოძიებო პროცედურებსა და დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმებს. ტელესერიალის ძირითადი სცენარი აგებული იქნება გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესებზე და დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლის მექანიზმებისა და გამოძიების კომპონენტში ჩატარებული რეფორმების დემონსტრირებით ორიენტირებული იქნება პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებაზე. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სისტემის დამატებითი დახვეწა საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა სპეციალური კანონი, რომელიც ორიენტირებულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (სსკ-ის 137-ე-141-ე, 255 -255 მუხლები) 1 პრევენციაზე და შესაბამისად, ითვალისწინებს გარკვეულ 2 შემზღუდველ/მაკონტროლებელ ღონისძიებებს. მაგალითად, კანონი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებს უზღუდავს გარკვეულ სფეროებში საქმიანობის უფლებას, როგორებიცაა: საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არა უმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში ყოფნის უფლება; საექიმო საქმიანობის, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები. 187 | კანონი ითვალისწინებს დანაშაულის კატეგორიების მიხედვით უფლების ჩამორთმევის მინიმალურ და მაქსიმალურ ვადებს, ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის მექანიზმს. პირისთვის ერთი ან რამდენიმე უფლების ჩამორთმევა მოხდება საქმის გარემოებების მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე. გათვალისწინებით, ამასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დაწესებულებები, რომლებშიც აკრძალულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი/უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმება, ვალდებულნი არიან, შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე პირს მოსთხოვონ ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების წარდგენა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და ამგვარი დანაშაულების ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების გამარტივების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრი. აღნიშნულ რეესტრში დაცული იქნება მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები, მათ დაქტილოსკოპიური და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. შორის, ნასამართლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე მოამზადა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანამდევ კანონებში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. საკანონმდებლო პაკეტის მიზანია ცივი იარაღის ბრუნვაზე მკაცრი სახელმწიფო კონტროლის დადგენა. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება ითვალისწინებს ცივი იარაღით ვაჭრობასა და საქართველოში მის იმპორტზე ლიცენზიის დაწესებას. ლიცენზიის გამცემი ორგანო იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. პროექტის თანახმად, ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება, დაიცვას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთელი რიგი მოთხოვნები, მათ შორის, უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ცივი იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე, უზრუნველყოს ცივი იარაღის შენახვის უსაფრთხოება და სხვა. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია ცივი იარაღის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევისთვის მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ფართოვდება დასჯადი ქმედებების წრე. საანგარიშო პერიოდში მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე, რომელიც წარდგენილია პარლამენტში განსახილველად. დასახელებული პაკეტის შემუშავების მიზანია, უფრო ეფექტიანი და ქმედითი გახდეს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკული დანაშაულის, ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ. 188 | კანონპროექტის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიენიჭათ უფლებამოსილება, კონტროლირებადი მიწოდების დროს განახორციელონ შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლება წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან ობიექტით. გარდა ამისა, კონტროლირებადი მიწოდების ცნება უახლოვდება „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციაში არსებულ განმარტებას. ამასთანავე, მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება გამოძიების პროცესში გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის მიზნით. რეფორმის მიზანია, გამოძიების პროცესში გამომძიებელსა და პროკურორს შორის ფუნქციების იმგვარად გადანაწილება, რომ გამოძიების კონკრეტული ეტაპების მიხედვით, განისაზღვროს თითოეულის პასუხისმგებლობის ხარისხი, აღმოიფხვრას ერთი სუბიექტის ხელში თვისობრივად განსხვავებული ფუნქციების თავმოყრით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტი და უზრუნველყოფილ იქნეს, როგორც გამომძიებელი მიიღებს საგამოძიებო, ისე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობა. პროექტის თანახმად, გამოძიების დაწყებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. გამომძიებელი ასევე დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების განსაზღვრის, ასევე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებათა დაგეგმვისა და ჩატარების შესახებ, მას ექნება საქმის ყოველმხრივ, სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიების ვალდებულება. პროკურორს ექნება გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის ფუნქცია. დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულების მიზნით, გამომძიებელი აღიჭურვება ისეთი უფლებამოსილებებით, როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შუამდგომლობითა და გადაუდებელი აუცილებლობით შემოწმების ჩატარებული შუამდგომლობით ამგვარი საგამოძიებო/საპროცესო სასამართლოსთვის მიმართვა, მოქმედების კანონიერების დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან/გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე საქმეთა გაერთიანებასა და გამოყოფაზე გადაწყვეტილებას მიღება და ა.შ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი პოლიციის საუბნო მიმართულების არსებითი განახლების ფარგლებში, გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროექტი თბილისის მასშტაბით. 2018 წლის დეკემბერში მოხდა მართლწესრიგის ოფიცრების საპილოტე დანაყოფის ოფიციალური წარდგენა ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, რაც გაგრძელდა შესაბამისი საინფორმაციო კამპანიითა და მართლწესრიგის ოფიცრების მიერ, მათი ფუნქცია-მოვალეობების უშუალოდ განხორციელებით საპილოტე რეჟიმში. მიმდინარეობს მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების განვითარება, კერძოდ, მიმდინარე თვეების განმავლობაში დაკომპლექტდება დამატებით ორი სამმართველო. ასევე, დაგეგმვის პროცესშია აღნიშნული ინსტიტუტის საქართველოს მასშტაბით გაფართოების საკითხი. 189 | საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სპეციალურ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების გავლის შემდგომ, მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობაზე დაინიშნა და შსს სსიპ – პოლიციის აკადემიაში პროფესიული მომზადების კურსებზე სასწავლებლად გაიგზავნა 113 კანდიდატი. მიმდინარეობს მართლწესრიგის ოფიცრების მომზადების პროგრამა. გარდა ზემოხსენებულისა, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტის ბოლომდე ორჯერ გამოცხადდა ღია კონკურსი თბილისში, მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანტურ თანამდებობაზე. 2018 წლის 4 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე განცხადება შემოიტანა 625-მა აპლიკანტმა, აქედან ტესტირების ეტაპზე გადავიდა 373 კანდიდატი. 2019 წლის 22 თებერვლიდან 2019 წლის 23 მარტამდე განცხადება შემოიტანა 800-მა აპლიკანტმა და ტესტირების ეტაპზე 677 კანდიდატი გადავიდა. მიმდინარეობს ტესტირების პროცესი. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის საკითხებზე ტრენინგებისა და სამოქმედო სტრატეგიების/სამოქმედო მართლწესრიგის ოფიცრებისთვის შემუშავება. ასევე გრძელდება დახვეწა/განვითარება. გეგმების შემუშავების კუთხით. მიმდინარეობს სპეციალური სამოქმედო პროცედურების/ინსტრუქციების მართლწესრიგის ოფიცრის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესშია საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შემადგენელი ნაწილის მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისად, განსაზღვრული იქნება გრძელვადიანი ხედვა და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ხსენებული ინსტიტუტის განვითარება. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, პოლიციის აკადემიის ბაზაზე, გრძელდება მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება. საქართველოში საზოგადოების ცნობიერება მართლწესრიგის საკითხებზე და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ჯერ კიდევ დაბალია, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებში დანაშაული პრევენციის მექანიზმების სრულყოფილ დანერგვას. ინფორმაციის ნაკლებობა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ახალგაზრდებში აჩენს მიდრეკილებებს მავნე ჩვევებისკენ, როგორებიცაა ნარკოტიკის, ალკოჰოლის მოხმარება, არასწორი კვება და ა.შ. რაც, ხშირ შემთხვევაში, ხდება სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზი. სწორედ ამიტომ, შემუშავდა ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროექტის კონცეფცია, რომლის მიზანია, საერთო ინტერესებისა და ღირებულებების ირგვლივ შეკრიბოს ახალგაზრდების ჯგუფი. პროექტ „თანატოლის“ მთავარი მიზანია, გააჩინოს ნდობა ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის და ამ გზით უზრუნველყოს დანაშაულის პრევენცია, გაზარდოს სამოქალაქო აქტივობა ახალგაზრდებში და აამაღლოს მათი ცნობიერება რიგ საკითხებზე. საწყის ეტაპზე, განიხილება ორი 190 | პროექტი: პირველი ნაწილი გულისხმობს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას, ხოლო მეორე მიმართულების განათლების ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლები ჩაატარებენ საინფორმაციო/საგანმანათლებლო ტიპის შეხვედრებს, ტრენინგებს/სემინარებს, მოაწყობენ დებატებს და კონფერენციებს, ექსკურსიებს, კონკურსებს და სხვა აქტივობებს. სასაზღვრო პოლიციის განვითარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ინტენსიური და შედეგზე ორიენტირებული რეფორმა მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციაში. მიმდინარე წელს, სასაზღვრო პოლიციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ორგანიზაციული ანალიზის საფუძველზე, გრძელდება უწყების ეტაპობრივი რეფორმირება. მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი ბაზის დახვეწა და განახლება. სასაზღვრო პოლიციაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო სააგენტოს (FRONTEX) მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ანალიტიკური მოდელის პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით. ამ მიზნით, სასაზღვრო პოლიციის ანალიტიკური სამმართველოს მიერ ტარდება შესაბამისი სწავლებები იმ პირთათვის, რომლებიც ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე არიან ჩართულები ანალიტიკურ საქმიანობაში. დაინერგა სასაზღვრო სექტორების მოქმედებათა ახალი სტანდარტული მოქმედებების პროცედურები (SOP). მიმდინარეობს სასაზღვრო სექტორების ინტერნეტიზაცია, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის ხარისხიანად და სწრაფად მართვას. სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების განვითარება სასაზღვრო კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით, უმნიშვნელოვანესია საზღვრის ინფრასტრუქტურის განვითარება. ამჟამად, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს მიმართულებით მიმდინარეობს სამი სასაზღვრო სექტორის მშენებლობა, რომლებიც ხორციელდება აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის ფინანსური მხარდაჭრით. საანგარიშო პერიოდში აშშ-ის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას გადმოეცა სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენისა და მათზე რეაგირებისთვის კვადროციკლები და თოვლმავლები, აგრეთვე კომუნიკაციის საშუალებები.  სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარება 2018 წელს აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული ორი აილენდ კლასის საპატრულო კატარღამ მნიშვნელოვნად გააძლიერა სანაპირო დაცვის ოპერაციული 191 | შესაძლებლობები. მათი მეშვეობით შესაძლებელია, როგორც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კანონაღსრულებითი საქმიანობა, ასევე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლი. აგრეთვე აღნიშნული კატარღები ჩაერთვებიან სხვადასხვა საერთაშორისო დონის სწავლებებში. გარდა სანაპირო დაცვის ოპერაციული შესაძლებლობების განვითარებისა, მნიშვნელოვანია ლოგისტიკური და გემთსარემონტო პოტენციალის გაზრდაც. ამ მიზნით, 2019 წელს დაიწყო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მარაგი ნაწილების საწყობისა და შეიარაღების საწყობის მშენებლობა. 2018 წელს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვის მიზნით, სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ფინანსური დახმარებით, გადმოეცა აღჭურვილობა, რომელიც შესაბამისობაშია ნატოს სტანდარტებთან. განახლებული აღჭურვილობა გაცილებით ეფექტურს ხდის სააბორდაჟე ოპერაციების განხორციელებას და ასევე აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ნატოს შეფასების წარმატებით გასავლელად.  სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სასაზღვრო ავიაცია, გარდა ლოგისტიკური მხარდაჭერის განხორციელებისა, პასუხისმგებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძებნა-გადარჩენის (SAR) ოპერაციების მხარდაჭერაზე. მიმდინარეობს 4 ერთეული Ми8МТВ-1 ტიპის ვერტმფრენის კაპიტალური რემონტი. აღნიშნული ვერტმფრენებიდან 1 ვერტმფრენი გარემონტებულია და შესულია საოპერაციო მზადყოფნაში. დანარჩენი 3 ვერტმფრენის რემონტი უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტლებში.  საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული დაკვირვების სისტემის დანერგვა საზღვრის მართვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ინტეგრირებული საზღვრის მართვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. თანამედროვე დაკვირვების სისტემების მეშვეობით, უმჯობესდება საზღვრის დაცვისა და მართვის ხარისხი. ამჟამად, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური დახმარებით, მიმდინარეობს ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამი სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთებზე (ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი სამება, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი - გუგუთი და ამავე სამმართველოს სასაზღვრო სექტორი - კასუმლო.  პროფესიული განვითარება სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის შემუშავდა ახალი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა აბორდაჟის პროცედურებზე. ასევე შემუშავდა სასაზღვრო პოლიციის საორიენტაციო კურსი ახალი თანამშრომლებისთვის. 192 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ჩართულია ნატოს მიერ ორგანიზებულ ისეთ მრავალეროვნულ წვრთნებში, როგორიცაა Dynamic Master და Dynamic Mercy; ნატოს სერტიფიცირებულ სკოლებში სანაპირო დაცვის 30-მდე თანამშრომელმა სხვადასხვა ტიპის სწავლება გაიარა. საპატრულო პოლიციის რეფორმა შემუშავდა პოლიციელთა სტანდარტული სამოქმედო პროცედურების სამუშაო დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ძალის გამოყენება, დაკავება, პატრულირება, სამხრე ვიდეოკამერების გამოყენება, ქცევის წესები და ჩაცმულობა (დრესკოდი). აღნიშნული სტანდარტული სამოქმედო პროცედურების საკანონმდებლო-ნორმატიულ დონეზე არსებობა ხელს შეუწყობს პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობას, მათ შორის, ერთი მხრივ, შექმნის პოლიციელის დაცულობის გარანტიებს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, ხოლო მეორე მხრივ, დაამკვიდრებს ერთგვაროვან და მაღალ სტანდარტებს პოლიციის საქმიანობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, მომზადდა და გამოიცა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი სამსახურებრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ შს მინისტრის 2018 წლის 13 სექტემბრის №1/433 ბრძანება, რომელიც ასახავს ამ დეპარტამენტის თითოეული მოსამსახურის სამუშაო აღწერილობას. ასევე მომზადების პროცესშია სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობები, რაც ხელს შეუწყობს სამინისტროს დანაყოფების საქმიანობის მეტ გამჭვირვალეობას. 2018 წელს შს სამინისტროში შეიქმნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის ხარისხის მონიტორინგის ახალი მექანიზმი - სამხრე და „ბორტკამერების“ მონიტორინგის ოფიცერი, რომელიც აგრძელებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების საქმიანობის მონიტორინგს სამხრე და „ბორტკამერების“ ჩანაწერების ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის საშუალებით. მონიტორინგის ოფიცერი ახორციელებს, როგორც სარეკომენდაციო, ასევე სავალდებულოდ შესასრულებელი ანგარიშებისა და დირექტივების შემუშავებას, საპატრულო პოლიციის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2019 წლის იანვარშ შეიძინა ახალი ტიპის კამერები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ავტომობილების სანომრე ნიშნების ავტომატური შემოწმება (პროგრამა ავტომატურად ა/მ-ის მოძრაობისას ამოწმებს ნომრებს) და ძებნა/დაკავებაზე მყოფი ავტომობილების მოძრაობაში დადგენა. აღნიშნული კამერებით აღიჭურვება 20 საპატრულო ეკიპაჟი. აღნიშნული გაუადვილებს მუშაობას პატრულ-ინსპექტორებს და დაეხმარება დანაშაულის/სამართალდარღვევის გამოვლენაში. ამასთანავე, აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს დანაშაულის/სამართალდარღვევის პრევენციას. 193 | საანგარიშო პერიოდში შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზედაც დაინერგება საპატრულო პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების/დადგენილებების განმცხადებლისათვის ჩაბარების ახალი ინსტრუმენტი, ელექტრონული ფორმით შს სამინისტროს ვებგვერდის დახმარებით. ასევე, შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზედაც დაინერგება გამოწერილი ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი ინსტრუმენტი, კერძოდ, პატრულ-ეკიპაჟების დახმარებით, რომლებიც მძღოლის იდენტიფიცირების შედეგად მოახდენენ ჩაუბარებელი ჯარიმების სამართალდამრღვევისთვის ადგილზე ჩაბარებას. დამატებით, შემუშავებულია კონცეფცია ადმინისტრაციული სახდელებისა და დარჩენილი ქულების შესახებ ინფორმაციის მარტივად მიღების შესახებ, კერძოდ, ნებისმიერი ფორმის/მოდელის ტელეფონისა და ნებისმიერ სატელეფონო ქსელის დახმარებით, მარტივად „ფიფქისა და დიეზის“ (*/#) პრინციპის გამოყენებით. ასევე, მომზადდა კონცეფცია დარიცხული ჯარიმების ონლაინ გადახდების შესახებ, კერძოდ, შს სამინისტროს ვებგვერდზე, სადაც განთავსებულია და გამოქვეყნებულია ჯარიმები (მ.შ., ვიდეოჯარიმები და საჯაროდ გამოქვეყნებული ჯარიმები) მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, ადგილზე, იმავე ვებგვერდის ფანჯარაში მოახდინოს მისთვის სასურველი საბანკო ბარათით კონკრეტული ჯარიმის გადახდა. 2018 წლის მეორე ნახევარში სასაზღვრო მიგრაციის მოხსენების მართვისა და მოხსენების სისტემა (BMARS) ინტეგრირდა მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან, რის შედეგადაც შესაძლებელია სარეგისტრაციო მოწმობების სტატუსის გადამოწმება. 2018 წლის იანვრიდან შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო გამტარი პუნქტების თანამშრომლობით, შეიქმნა სასაზღვრო ინციდენტების აღწერის ახალი პროგრამა. 2019 წლის იანვრიდან პროგრამამ ჩაანაცვლა ე.წ. რადიოგრამების არსებული სისტემა. 2018 წლის განმავლობაში სასაზღვრო მიგრაციის მოხსენების მართვისა და მოხსენების სისტემას (BMARS) დაემატა სხვადასხვა ფუნქცია და გაუმჯობესდა აქამდე არსებული სისტემა. საზღვაო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარი პუნქტები აღიჭურვა ახალი პორტატული კომპიუტერებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მართვის მოწმობების, სამგზავრო დოკუმენტებისა და საქართველოს ბინადრობის მოწმობების ფუნქციონალების დახვეწა, სრული სტატუსის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. ქვეით პატრულ-ინსპექტორთა კორპუსი შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეით პატრულ-ინსპექტორთა კორპუსი ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით, ტურისტულ და გასართობი ინფრასტრუქტურით დატვირთულ 23 ლოკაციაზე ახდენს ქვეითად პატრულირებას. გარდა ტურისტული ლოკაციებისა, მათი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, გამოავლინონ ქვეითად მოსიარულეთა მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფის ფაქტები და დააკისრონ შესაბამისი სანქციები. აღნიშნულის ეფექტიანად 194 | განხორციელების მიზნით, აღჭურვილები არიან შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ამასთან, გაიზარდა ქვეით პატრულთა რაოდენობაც. ამ ეტაპისთვის თბილისის მასშტაბით 33 ლოკაციაზე ხორციელდება ქვეითად პატრულირება. ერთიანი მომსახურების ცენტრი შსს აგრძელებს ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვას რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი), რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლებისათვის საპატრულო პოლიციის სერვისებს. აღნიშნული პროცესი 2019 წლის ბოლოს დასრულდება. დაწყებულია უკონტაქტო პატრულირების მეთოდთან ერთად შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. საქართველოს მასშტაბით უკონტაქტო პატრულირებას ახორციელებს სულ 9 ერთეული ფარული პატრულირების ავტომანქანა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის ფიზიკური სივრცე აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და ხმის დამხშობი ტექნოლოგიის მქონე სისტემით. ნაკადის გაზრდის გამო, არსებულ 4 ოპერატორს დაემატა 4 ზოგადი პროფილის ოპერატორი. შეიქმნა სატელეფონო მომსახურების ერთიანი სტანდარტის დოკუმენტი. შემუშავდა პროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირებისათვის, ვიდეოზარების პრაქტიკის დასანერგად. 2018 წლის სექტემბრიდან, ამოქმედდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული სერვისი (ჟესტური ენის მცოდნე ინსპექტორები, ვიდეოზარი, პანდუსი). დაწყებულია მუშაობა ოპერატორთა სამუშაო პროგრამაზე, რომელიც 2019 წლის ზაფხულში დაინერგება და სრულყოფილს გახდის სატელეფონო მომსახურების ცენტრის მუშაობას; ცენტრის სამუშაო პროგრამის განახლების ფარგლებში განხორციელდა SMS სისტემის დანერგვა და მისი სრულყოფა (განცხადების პასუხის მომზადების შემდეგ მოქალაქეს ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება, რომ საქმის წარმოება დასრულებულია). შეტყობინებაში მითითებული ვადის გასვლისა და მოქალაქის არგამოცხადების შემთხვევაში, კორესპონდენცია იგზავნება ფოსტით; საანგარიშო პერიოდში მუდმივად ხორციელდებოდა მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევა. დაინერგა სადაზღვევო და კერძო სექტორთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტის მოდელი, რომლის მეშვეობით მათთვის სერვისი ხორციელდება ნაკლები დროისა და ადამიანური რესურსის დანახარჯით. დაინერგა „მეილინგ“ სისტემა, კორესპონდენციაზე რეაგირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით; ხორციელდება „ბექ ოფისის“ პროცესების ოპტიმიზაცია. პროგრამული განახლების ფარგლებში მოხდება „ბექ ოფისის“ მუშაობის სტანდარტიზება. განხორციელდა სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია და „ბექ ოფისის“ სამუშაო პროგრამის განახლება. დაინერგა ელექტრონული 195 | რეესტრი, რაც მთლიანად გამორიცხავს მასალის მყარი ფორმით დაარქივებას. დაწყებულია მუშაობა ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელიც სერვისზე ორიენტირებულს გახდის უწყებას. სპეციალური მოდულების შესაბამისად გადამზადდნენ მოქალაქეთა მომსახურების სივრცის თანამშრომლები შემდეგ საკითხებში: ეფექტური კომუნიკაცია, სერვის+; ემოციისა და სტრესის მართვა; ტრენერთა მომზადების კურსი; ორ კვირაში ერთხელ ხორციელდება თემატური მომზადება მცირე ჯგუფებში; განხორციელდა სერვისების ბიზნესმოდელის ოპტიმიზაცია - რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევთ, ერთი ვიზიტის ფარგლებში მიიღონ სასურველი სერვისი. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლება 2018 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნითა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება, შეტყობინებებისა და ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ მონაცემებზე პოლიციელთა რეაგირების ადეკვატურობისა და ხარისხის შეფასების გზით, რომელზეც დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ სპეციალური დაშვება. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტი უკავშირდება საქმის გამომძიებელს (ან/და მის ზემდგომს), აძლევს შესაბამის მითითებებს და გამოსცემს რეკომენდაციებს და გეგმავს კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებს. ამასთანავე, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ზემოაღნიშნული დანაშაულების გამოძიების სახელმძღვანელოების დამუშავება, რეკომენდაციების მომზადება და პრაქტიკაში დანერგვა, ასევე მისი პერიოდული განახლება საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს დანაშაულის დროულ და ეფექტიან გამოძიებას. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი ამავდროულად ემსახურება პოლიციელების კონსულტირებას კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე და წარმოადგენს საკონტაქტო დანაყოფს სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორს შორის. საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულებისთვის არსებული პირობები და სამედიცინო მომსახურების ხარისხი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდა დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კერძოდ, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით სარემონტო სამუშაოები ჩატარდა შვიდ დროებითი მოთავსების იზოლატორში და დაიწყო ორი ახალი იზოლატორის მშენებლობა. ასევე მშენებლობის პროცესშია ადმინისტრაციულ პატიმრებზე გათვლილი დაწესებულება. 196 | იზოლატორებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადების შედეგად, ამაღლდა ექიმების კვალიფიკაცია და გაუმჯობესდა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად დაკავებულების სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირების ხარისხი. 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ახალი სამედიცინო პუნქტების გახსნის პროცესი და წლის ბოლომდე ჯამში 15 პუნქტი ამოქმედდა. 2019 წლის დასაწყისში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა დამატებით ორ იზოლატორში. შესაბამისად, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით 29 მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 17 იზოლატორში ფუნქციონირებს. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი საანგარიშო პერიოდში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედდა 1676 ერთეული ვიდეოკამერა, მათ შორის, 335 ნომრის ამომცნობი და 1341 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე დამატებით ამოქმედდა 61 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 194 კმ-ის სიგრძის საგზაო მონაკვეთი. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 432 კმ-ის სიგრძის საავტომობილო გზის მონაკვეთი არის დაფარული ზემოაღნიშნული სისტემით. საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთებზე სიჩქარის კონტროლის მიზნით, საქართველოს მასშტაბით აღდგენილ იქნა 27 სიჩქარის მზომი წერტილოვანი რადარი; საანგარიშო პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2094 საკომუნიკაციო წერტილიდან 1699 წერტილზე მოეწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის/რადიო-სარელეო ხაზი. 2019 წლის პირველ ივლისამდე დასრულდება სამუშაოები დარჩენილ წერტილებზე და გაგრძელდება ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი. საქართველოს მასშტაბით განხორციელდა პოლიციის დეპარტამენტებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების სისტემაში შემავალი 213 ობიექტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების სტანდარტიზაცია. 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ბაზაზე შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საფუძველზეც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებასა და დაჯარიმებას, რომელთაც არ გაუვლიათ ტექნიკური დათვალიერება. ცენტრის ბაზაზე დაინერგა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადების იდენტიფიკაციის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აგენერირებს ინფორმაციას კონკრეტულ ლოკაციაზე ნაკადების დინამიკასთან დაკავშირებით; სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სასერვერო ინფრასტრუქტურა, რომელიც გათვალისწინებულია 300 სერვერის ოპერირებისათვის. 197 | ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის იმპლემენტაციის ფარგლებში, 2019 წელს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 8 ანალიტიკოსი დაინიშნა. აღნიშნული პროცესი გრძელდება საპოლიციო დანაყოფებში. შემუშავებულია ანალიტიკოსის სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი. მიმდინარეობს მუშაობა ანალიტიკური ცნობების ნიმუშებზე, ცნობების სტანდარტიზაციასა და ავტომატიზაციაზე, ასევე ანალიტიკოსის სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებზე. მიმდინარე რეჟიმშია ასევე ინტერაქტიული რუკის (maps.pol.ge) განვითარების პროცესი, რომლის მეშვეობით მოხდება ინციდენტების შესახებ ინფორმაციის რუკაზე დატანა. ამასთანავე, მიმდინარეობს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერებას. ანალიტიკური რესურსების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მონაცემთა სრულყოფილი რეგისტრაცია, მონაცემების შემდგომი დამუშავებისა და ანალიტიკური დასკვნების/ცნობების მომზადების მიზნით. სწორედ ამიტომ, უცხოელი ექსპერტის ჩართულობით განხორციელდა მონაცემების შეგროვების, რეგისტრაციისა და დამუშავების პროცესების ანალიზი, რომლის შედეგად მოხდება ხარვეზების იდენტიფიცირება და აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა. 2019 წლის მარტ-აპრილის განმავლობაში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა/ვიზიტი, რომლის მიზანი იყო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების კუთხით. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საპოლიციო დანაყოფების და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, მიმდინარეობს მუშაობა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის გზამკვლევსა და სამოქმედო გეგმაზე. საგზაო უსაფრთხოება საქართველოს საგზაო უსაფრთხოებაში არსებული სიტუაცია წლებია, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება და ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს – 2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 85 946-მა ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. დაღუპულთა შორის 325 პირი 16 წლამდე ასაკის მოზარდი იყო, 1 105 პირი – 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდა. საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინდივიდუალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის 198 | გაძლიერება. სწორედ ამიტომ, საანგარიშო პერიოდში საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საგზაო უსაფრთხოების კამპანია სახელწოდებით – „მეტი სიცოცხლისთვის“. კამპანია მოიცავს ორ მიმართულებას - ემოციურ და საინფორმაციო ხაზს. ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანია ეხება ემოციურ ნაწილს, რომლის კომუნიკაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა საკითხის მნიშვნელობისა და მისი გადაჭრის გზებზე, რომელიც უნდა იქნეს გამოხატული საგზაო უსაფრთხოების კამპანიაში ჩართულობით. ამისთვის გამოყენებულ იქნება საკომუნიკაციო არხები, როგორებიცაა ტელევიზია, ბეჭდური მედია, ინტერნეტმედია, სოციალური ქსელი და ვებგვერდი, გარე რეკლამა, რადიო და ა. შ. კამპანიის საბოლოო შედეგი გულისხმობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას მოქალაქეებში და, რაც მთავარია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მომზადდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც საჭიროებებს და გამოწვევებს მოერგება საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული სანქციის ზომები. პროექტი წარედგინა საქართველოს პარლამენტს. ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს ქულათა სისტემის მიბმას ეროვნულ ვიდეოსამეთვალყურეო სიტემაზე. პაკეტის მიხედვით, ვიდეოჯარიმის მიბმა მოხდება მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბება დაშვებული ნორმიდან 15-40კმ/სთ ერთეულით გამოიწვევს ქულების 20 ერთეულით შემცირებას, ხოლო დასაშვებ სიჩქარეზე 40 კმ/სთ-ითა და მეტით გადაჭარბება გამოიწვევს 25 ქულით შემცირებას. ე.წ „შავი წერტილების“ გამოვლენისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, მომზადდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის სტატისტიკური ბარათი, რომელიც შეესაბამება „CADaS“ სტანდარტებს. აღნიშნული ბარათის პროგრამული უზრუნველყოფის მიზნით, დაიწერა ტექნიკური დავალება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის დაწერაზე მუშაობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის (შემდგომში - დირექტივა) იმპლემენტაციას. ცვლილება გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების არსებული კატეგორიების დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანას, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის მეორე ეტაპის (რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში) დამატებას. 199 | მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შსს მომსახურების სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა სედანის ტიპის (70 ერთეული), სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებები და მოტოციკლები. განხორციელდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების პროგრამული უზრუნველყოფით, დამატებითი სატერფულებითა და კამერებით აღჭურვა. მიმდინარეობს შემუშავებული საგამოცდო მარშრუტებისა და საგამოცდო სატ. საშუალებების ტესტირება; მიმდინარეობს მარშრუტების კეთილმოწყობა (გზების დახაზვა და საგზაო ნიშნების განთავსება) სამ მუნიციპალიტეტში. მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იმ მონაკვეთებზე, რომლებზეც ხდება მარშრუტების თანხვედრა. ასევე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე; საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა შშმ პირებისათვის ოთხი სატრანსპორტო საშუალების ადაპტირება. თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებსა და პარტნიორ ქვეყნებთან 2018 წლის 1 სექტემბერიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ გააფორმა შემდეგი 3 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი (აქედან 1 საერთაშორისო შეთანხმება და 2 თანამშრომლობის მემორანდუმი):  ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ“ – ხელმოწერილია ქ. თბილისში 2018 წლის 24 სექტემბერს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან;  ოქმი „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ – ხელმოწერილია ქ. თბილისში 2018 წლის 16 ოქტომბერს, არ არის ძალაში  განზრახვის წერილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ – ხელმოწერილია ქ. დოჰაში 2019 წლის 15 იანვარს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან. საანგარიშო პერიოდში წარიგზავნა მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში და იგი ამავე დროს აკრედიტებულ იქნა პოლიციის ატაშედ ნიდერლანდების სამეფოში. ასევე პოლიციის ატაშეები წარიგზავნენ ჩეხეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში, რომელიც ამავე დროს აკრედიტებულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცრად; 200 | დამატებით, პოლონეთში წარგზავნილი პოლიციის ატაშე აკრედიტებულ იქნა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას რესპუბლიკებში. ასევე შვედეთში წარგზავნილი პოლიციის ატაშე აკრედიტებულ იქნა ნორვეგიაში, ფინეთის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში. დაამატებით დაინიშნა ახალი პოლიციის ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და უკრაინაში. მითითებულ პერიოდში უცხოელ კოლეგებთან ჩატარდა 11 ერთობლივი ოპერაცია, ხოლო ჯამში გაცვლილ იქნა 1296 ოპერატიული ინფორმაცია. 2019 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება უსაფრთხო კომუნიკაციის არხი (SIENA) და საქართველო აქტიურად გამოიყენებს მას ინფორმაციის კომუნიკაციისთვის. შსს-ის სისტემაში ადამიანური რესურსების ქმედითი სისტემის განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან კორდინირებულად მიმდინარეობს საშტატო თანამდებობისთვის ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი სამსახურებრივი ინსტრუქციების მომზადება/დამტკიცების პროცესი; საანგარიშო პერიოდში მომზადდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მისაღები/დასანიშნი კანდიდატის მიერ შესავსები პირადი ისტორიის კითხვარის ფორმა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მისაღები/დასანიშნი კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა", რომელიც დამტკიცდდა მინისტრის ბრძანებით; შემუშავდა „გასაუბრების ეტაპზე კანდიდატის შეფასებისა და გამსვლელი ბარიერის დადგენის წესი“, ასევე „კანდიდატის შეფასების ფორმა“, რომელიც დამტკიცდა მინისტრის ბრძანებით; მომზადდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისაღები/დასანიშნი კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების წესის“ პროექტი. 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტამდე სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში შემუშავდა შემდეგი პროგრამები/კურსები/ტრენინგები: 1. პატრულ-ინსპექტორის პოზიციის დასაკავებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სპეციალური გადამზადების კურსი; 2. ტრენერთა ტრენინგი (TOT); 3. 4. ტრენერთა სერტიფიცირების პროგრამა; პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 5. დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ქიმიური, ჰაბიტოსკოპიური და ოდოროლოგიური ნიმუშების აღების სპეციალური სასწავლო კურსი; 6. კინოლოგიისა და ოდოროლოგიის სპეციალური სასწავლო კურსი; 7. 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის ელექტრონული ტრენინგი; 201 | 8. 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის ტრენინგი; 9. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომელთა საცეცხლე მომზადება; სპეციალურ დავალებათა 10. ტრენინგი „კონფლიქტური სიტუაციის მართვის შესახებ“; 11. დანაშაულის ადგილის შესწავლა უახლესი მეთოდებით; 12. შსს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი; 13. კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 14. დანაშაულის გამოძიების კვალიფიკაციის ამაღლების კურსი; 15. ადამიანის უფლებები და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოზარდებში; 16. ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურების სტანდარტები; საანგარიშო პერიოდში საქართველოს შსს აკადემიაში გადამუშავდა შემდეგი პროგრამები/კურსები/ტრენინგები: 1. კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 2. პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 3. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 4. სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი; 5. მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 6. პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამა; 7. პოლიციაში სამუშაოდ მისაღები და სამუშაოზე მიღებული წვევამდელების სპეციალური მომზადების პროგრამა; 8. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსის სასწავლო პროგრამა; 9. პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ტერიტორიულ ორგანოებში თანამდებობრივი დაწინაურების სასწავლო პროგრამა; 11. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა; 12. გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი; 13. უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 14. პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 15. აღსრულების პოლიციის თანამშრომელთა საცეცხლე მომზადების კურსი; 202 | 16. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი. 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის პერიოდში საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს 3 საერთაშორისო სწავლებაში კიბერდანაშაულის გამოძიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის თემაზე. შრომის უსაფრთხოება 2018 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, ხოლო 2019 წლის 19 თებერვალს − ახალი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომლის საფუძველზეც, 2019 წლის 1 სექტემბრიდან, ფართოვდება აღნიშნული კანონის მოქმედების სფერო და გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ. აგრეთვე ზედამხედველ ორგანოს უფლება ეძლევა, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, სასამართლოს ნებართვისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება; გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომები ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლისა და სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ. საანგარიშო პერიოდში (2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით), „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმდა 163 კომპანია, სამართალდარღვევის ოქმები და მითითებები. გაიცა შესაბამისი ადმინისტრაციული იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენცია: საქართველოს მთავრობის 2016 წლის №112 დადგენილების საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, იძულებითი შრომისა და შრომითი ესპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობა განხორციელდა:  2018 წელს (1 სექტემბერი − 31 დეკემბერი) − 33 კომპანიაში (ჯამურად, 2018 წელს შემოწმდა 154 კომპანია);  2019 წელს (1 იანვარი − 31 მარტი) − 36 კომპანიაში (ჯამურად, 2019 წელს დაგეგმილია მინიმუმ 100 კომპანიის შემოწმება). 203 | აღნიშნულ პერიოდში არ გამოვლენილა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნები, შესაბამისად, არცერთი საქმე არ გაგზავნილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 5.2.1 ჯანმრთელობის დაცვა 2018 წლის სექტემბრიდან გაფართოვდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა და მისი მოსარგებლე გახდა საპენსიო ასაკის მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები. პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებზე მათთვის გათვალისწინებულია თანაგადახდა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 50%-ს. 2018 წლის დეკემბრიდან დაავადებების ჩამონათვალს დაემატა პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტები. 2019 წლიდან საექიმო სპეციალობაში − „ფსიქიატრია“ რეზიდენტთა მზადება დაფინანსდება დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს ფსიქიკური სფეროს ადამიანური რესურსების რაოდენობის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმატივებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე შექმნის პირობებს, ქვეყნის მასშტაბით მათი სწორად გადანაწილების უზრუნველსაყოფად. „სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება“ კომპონენტის ფარგლებში, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან ოპერირებს შესაბამისი ტექნიკითა და სამედიცინო პერსონალით აღჭურვილი რეანიმობილები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, რომლებიც ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირებას შესაბამისი პროფილის კლინიკებში. 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით განხორციელდა 176 პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება, მათ შორის, 77 სამედიცინო ტრანსპორტირება აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის პირობითი საზღვრიდან, ხოლო 99 − სამხრეთ ოსეთის პირობითი საზღვრიდან. მაღალი რისკის ჯგუფებში გრიპის პროფილაქტიკისთვის, სახელმწიფოს მიერ პირველად იქნა შეძენილი 44000-მდე დოზა სეზონური გრიპის ვაქცინა, რაც 2-ჯერ მეტია გასული სეზონისთვის შეძენილ ვაქცინასთან შედარებით. „სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გრიპის გავრცელების მართვისთვის საჭირო ანტივირუსული მედიკამენტით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №01-4/ო 204 | ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების მიერ მოხდა ანტივირუსული პრეპარატების გაცემის ორგანიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით. გრიპის შემთხვევების მკურნალობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ დაავადებულებისთვის უსასყიდლოდ გაიცა 5240 კოლოფი ანტივირუსული პრეპარატი − ტამიფლუ. დისტრიბუცია რაიონულ ცენტრებამდე 2-ჯერ განხორციელდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 12 იანვრის №01-19/ო ბრძანების თანახმად, სჯდ ცენტრების მიერ მედიკამენტის გაცემა ხორციელდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV/100-ა-ის საფუძველზე, შემდეგ მოსარგებლეებზე: ა) ორსულებზე/მელოგინეებზე; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; გ) ბავშვებზე (0-დან 18 წლამდე ასაკის მოსახლეობა); დ) ხანდაზმულებზე (ქალები − 60 წლიდან, მამაკაცები − 65 წლიდან); ე) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტებზე; ვ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებზე; ზ) სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებზე; თ) დიაბეტის მქონე პაციენტებზე; ი) ყველა სხვა პაციენტზე. 2019 წლის 5 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პრეპარატი ტამიფლუ მუნიციპალური სჯდ ცენტრებიდან გაიცა 3632 პირზე. წითელას გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის 2019 წლის 18 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ გახდა შესაძლებელი წითელას კომპონენტიანი ვაქცინით იმუნიზაცია. აღნიშნული შესაძლებლობით საანგარიშო პერიოდამდე უკვე ისარგებლა 120 000-ზე მეტმა მოქალაქემ. გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აივ ინფექციის/შიდსის პრევენციის მიმართულებით გრძელდება გეგმური პროფილაქტიკური საქმიანობა მაღალი რისკის ჯგუფებში (ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებში, მსმ-ებში, კომერციულ სექსმუშაკებსა და პატიმრებში). პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე მყოფი 4,597 პაციენტის მკურნალობის დამყოლობის მხარდაჭერის აქტივობები, მათ შორის, მობილური ჯგუფების მიერ (4 ასეთი ჯგუფი ფუნქციონირებს). დაწყებულ იქნა კონსულტაციები გლობალური ფონდის დაფინანსების შემცირების გამო მიმდინარე პროგრამების მდგრადობის საჭიროებების სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გასათვალისწინებლად. 205 | გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ტუბერკულოზის, აივ-ინფექციისა და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის დანერგვის მიზნით, აჭარის რეგიონში ტრენინგი ჩაუტარდა 200 ოჯახის ექიმსა და 200 ექთანს. მიმდინარეობს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ახალი რეგულაციების დანერგვის მხარდამჭერი საკომუნიკაციო კამპანია: სატელევიზიო მედიაადვოკატირება, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით. მიმდინარეობს სამიზნე დაწესებულებებში თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის აღსრულებისა და დანერგვის მონიტორინგი, ასევე − აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენელთა ტრენინგი. სსიპ − 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენდა თამბაქოს კომპონენტი და შესაძლებელია, თამბაქოს კანონდარღვევაზე სსიპ − 112-ში ინფორმაციის გაგზავნა მოკლე ტექსტური შესტყობინების (sms) საშუალებით. კვირაში 7 დღე ფუნქციონირებს თამბაქოსთვის თავის დანებების ცხელი ხაზი. 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-იდან 7 წლამდე 1578 ბავშვისგან, საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მოსახლეობაში (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსარგებლეებისა, რომელთაც აფინანსება ქ. თბილისის მერია) ტარდება შემდეგი სახის სკრინინგული გამოკვლევები:  ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-იდან 70 წლამდე ასაკის ქალებში;  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-იდან 60 წლამდე ასაკის ქალებში;  პროსტატის კიბოს მართვა 50-იდან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებში;  კოლორექტალური კიბოს სკრინინგი 50-იდან 70 წლამდე ორივე სქესის მოქალაქეებისათვის. 2018 წლის სექტემბრიდან დღემდე C ჰეპატიტზე ქვეყნის მასშტაბით სულ შემოწმებულია 323,675 პირი, მათ შორის, გამოვლენილია დადებითი 16,100 ახალი შემთხვევა (4,9%). სულ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, სკრინინგი ჩატარებული აქვს 1.635.737 პირს (ტესტების რაოდენობა − 2,639,956), მათ შორის გამოვლენილია 132.048 დადებითი შემთხვევა (8,07%). წლის 206 | განმავლობაში იგეგმება C ჰეპატიტის სკრინინგის არეალის გაფართოება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფინანსებული პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული ტანდემტესტირების (ტუბერკულოზზე, აივ-ინფექცია/შიდასსა და C ჰეპატიტზე) პროექტების ფარგლებში, რაც დამატებით გაუადვილებს მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურების მიღების შესაძლებლობას. ასევე, C ჰეპატიტის სკრინინგისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 3 იუსტიციის სახლში (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი) 9 ოქტომბრიდან, ხოლო იუსტიციის სახლის კიდევ 9 ფილიალში (ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, გორი, ახალციხე, რუსთავი, მარნეული, თელავი, გურჯაანი) 22-24 ოქტომბრიდან გახსნილ მუდმივმოქმედ სკრინინგწერტილებში სკრინინგი ჩაუტარდა 47.301 მოქალქეს, მათ შორის, C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი აღმოჩნდა 1,312 პირი (3,0%), მათ შორის, 2019 წლის 21 აპრილის მდგომარეობით, იუსტიციის სახლებში სკრინინგით დადებითი 1,312 ბენეფიციარიდან შემდგომი კონფირმაციული კვლევა ჩაიტარა 684 პირმა (52%), აქტიური ინფექციის მატარებელი აღმოჩნდა 546 პირი (80%), აქედან მკურნალობაში ჩაერთო 288 პირი (53%). 5.2.2 სოციალური დაცვა მთავრობის სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტად კვლავ რჩება მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამებით უზრუნველყოფა. 2018 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ აგენტებსა და სოციალურ მუშაკებს შორის რეფერირების წესი, კერძოდ, თითოეულ ოჯახში, სადაც 18 207 | წლამდე ბავშვია, შეივსება „ოჯახში მცხოვრები (0-18 წლამდე ასაკის) ბავშვ(ებ)ის დეკლარაცია“. დეკლარაციის შევსების მიზანია ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდოს სოციალურ მუშაკს, რათა მოხდეს შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა ბავშვ(ებ)ისთვის. დეკლარაცია მოიცავს მარტივ კითხვებს, რომელიც შეეხება ბავშვების ფიზიკურ განვითარებას, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას, ბავშვზე ზრუნვისა და ბავშვის განათლების საკითხებს. დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით და მიიღება ქულა, რომლის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის/ქეისის გადამისამართება მოხდება სოციალურ მუშაკთან. დეკლარაციით ასევე გათვალისწინებულია სოციალური აგენტის მიერ რეაგირების მექანიზმი ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა გადაუდებელი მდგომარეობა (ბავშვს აღენიშნება რომელიმე ჩამოთვლილთაგან: სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება/ქოშინი, ღებინება, ცნობიერების დაკარგვა/დაბინდვა, მხედველობის დაბინდვა და სხვა) ან ფიზიკური ძალადობის ნიშნები. 2019 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, გადამისამართებულია 500-ზე მეტი შემთხვევა. მოსახლეობის სოციალური უფლების რეალიზების მიზნით, 2019 წლიდან კვლავ უწყვეტად გრძელდება მოსახლეობის სახელმწიფო პენსიით/სახელმწიფო კომპენსაციით, საარსებო შემწეობით, სოციალური პაკეტით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ბენეფიტებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფა, ასევე მიზნობრივი ჯგუფებისათვის მოქმედებს სოციალური სერვისებით უზუნველყოფის სახელმწიფო პროგრამები. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 001-ზე და ცხოვრობენ 16 წლამდე ბავშვები, ბავშვის ბენეფიტი განისაზღვრა 50 ლარით, ნაცვლად 10 ლარისა. გაზრდილი ოდენობით საარსებო შემწეობას, მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, იღებს 137 ათასამდე ბენეფიციარი. 2019 წლის 1 იანვრიდან სიახლეა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული შრომისუნარიანი წევრების შრომით ბაზარზე აქტივაციის მიმართულებით. კერძოდ, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების წევრ(ებ)ს დაუფიქსირდებათ ხელფასი (რომელიც, 4 თვეზე გაანგარიშებით, ერთ წევრზე აღემატება 175 ლარს), აღნიშნულის გამო ოჯახს არ შეუწყდება საარსებო შემწეობა მომდევნო 12 თვის მანძილზე, ბავშვის ბენეფიტი (50 ლარის ოდენობით ერთ ბავშვზე) და სარეიტინგო ქულა კი შეუნარჩუნდება 24 თვის განმავლობაში, რათა ოჯახმა შეძლოს სარეიტინგო ქულაზე დამოკიდებული სხვა ბენეფიტებით სარგებლობა. 2019 წლიდან ასაკით პენსიის ოდენობამ შეადგინა 200 ლარი. 2019 წლის მარტის მდგომარეობით, ასაკით პენსიონერების რაოდენობა შეადგენს 747 ათასზე მეტ პირს. 208 | მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი გაიზარდა 20 ლარით. სოციალურ პაკეტს გაზრდილი ოდენობით იღებს 113 ათასამდე ბენეფიციარი. ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის ზრდის გათვალისწინებით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პენსიის/სოციალური პაკეტის მიმღებმა პირებმა მიიღეს სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის 20%-იანი დანამატით გაზრდილი ოდენობა. საქართველოს მთავრობისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს თუნდაც, წინამდებარე სამთავრობო პროგრამის პუნქტი − „5.2.2 სოციალური დაცვა“ − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების გაფართოების შესახებ. სოციალური მომსახურებების განვითარება ემყარება ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის პრინციპს, კერძოდ: შშმ პირთათვის გათვალისწინებული მომსახურებები იგეგმება და ხორციელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დადასტურებული და გამოვლენილი საჭიროებებისა და არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით. სახელმწიფო შშმ პირებისათვის ყოველწლიურად ახორციელებს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა სერვისებითა და მომსახურებით. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები და გარანტიები ხელმისაწვდომია და ყოველგვარი შეზღუდვისა და გამონაკლისის გარეშე მოქმედებს ქვეყანაში. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი, გასული წლის ბიუჯეტთან (28 200 000 ლარი) შედარებით, გაზრდილია 7 690 000 (27%-ით) ლარით და 2019 წლისათვის შეადგენს 35 890 000 ლარს. პროგრამის ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას, შშმ ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განკუთვნილი მომსახურებების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული, ალტერნატიული სერვისების განვითარებას. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გაიზარდა სხვადასხვა მომსახურებაში ჩართული 4700-მდე ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსება. ამასთან, რიგი ქვეპროგრამების შესაბამისად, გაიზარდა პროგრამით განსაზღვრული ლიმიტების რაოდენობა (სათემო ორგანიზაციები, დღის ცენტრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები), დაფინანსებული ვიზიტების, სეანსებისა და კურსების (ბავშვთა ადრეული განვითარების, რეაბილიტაციის/აბილიტაციის), ასევე მობილური ჯგუფების (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის) რაოდენობა. შეიცვალა მექანიკური სავარძელ-ეტლების თანადაფინანების წესი. დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას დაემატა ახალი 209 | კომპონენტი − ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონით) უზრუნველყოფა. „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ 2019 წლის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა 450 000 ლარით. ამასთან, ქვეპროგრამის ფარგლებში, გაიზარდა დაფინანსებული კურსების რაოდენობა და თითოეულ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში 7-ის ნაცვლად შეადგინა 8 კურსი, წლის განმავლობაში 1300 ბენეფიციარზე გათვლით − 10 000-ზე მეტი კურსი, ხოლო (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებელი ვაუჩერის ფასი 308 ლარიდან გაიზარდა 330 ლარამდე. „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში შშმ ბავშვებისა და შშმ პირების დღის ცენტრების მომსახურების დაფინანსება გაიზარდა თვეში 230 ლარიდან 290 ლარამდე, ხოლო მძიმე და ღრმა შშმ ბავშვების დღის ცენტრების დაფინანსება − თვეში 378 ლარიდან 480 ლარამდე. „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში თავშესაფრის მომსახურების მიმღები შშმ დედების დღიური დაფინანსება გაიზარდა 17 ლარიდან 20 ლარამდე, ხოლო შშმ ბავშვებისთვის − 30 ლარამდე. „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“ ფარგლებში დაფინანსება ნათესაური შშმ პირებისთვის გაიზარდა თვეში 375 ლარამდე, რეგულარული − თვეში 600 ლარამდე და რეგულარული შშმ პირებისთვის − თვეში 900 ლარამდე. მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა 2019 წლიდან ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 30 შეზღუდული ლარს, ნაცვლად შესაძლებლობის 20 ლარისა, სტატუსის ხოლო მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 20 ლარს, ნაცვლად 18 ლარისა. „სათემო ორგანიზაციებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ბენეფიციართა მომსახურების დღიური თანხა გაიზარდა 20 ლარამდე, ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით ურუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციართა მომსახურებისათვის განკუთვნილი დღიური თანხა გაიზარდა 30 ლარამდე. ამასთან, მომსახურების მიმღებთა ლიმიტი გაიზარდა 300 ბენეფიციარამდე. „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ გაფართოების მიზნით, 2019 წლიდან დამატებით ფუნქციონირება დაიწყო ორმა მობილურმა ჯგუფმა: ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ზემოაღნიშნული პროგრამის „სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, სიღნაღში ფუნქციონირება დაიწყო ერთმა ახალმა ორგანიზაციამ 11 (შშმ პირი) ბენეფიციარზე და ქ. თელავში − ერთმა ორგანიზაციამ 6 ხანდაზმულ ბენეფიციარზე, დღის ცენტრების ქვეპროგრამის ფარგლებში − სამმა ახალმა ორგანიზაციამ ქ. მცხეთაში (20 შშმპ), ქ. ზუგდიდსა (20 შშმ ბავშვი) და ქ. ზესტაფონში (მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი 15 ბავშვი). „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომსახურება დაიწყო შვიდმა ახალმა ორგანიზაციამ, მათ შორის: ქ. თბილისში − 4 ორგანიზაცია 140 ბენეფიციარზე, ქ. ზესტაფონში − 40 ბენეფიციარზე, ქ. მარნეულში − 12 ბენეფიციარსა და ქ. ქობულეთში − 50 ბენეფიციარზე. „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების 210 | უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ქ. ქუთაისში გაიხსნა ახალი მომსახურება 5 ბენეფიციარზე. 2018 წლის ოქტომბერში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გაიხსნა და ამოქმედდა მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც მომსახურებაში ჩართულია ჩვილ ბავშვთა სახლიდან გადაყვანილი 7 აღსაზრდელი. დევნილების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის ივნისიდან დევნილებს გადაეცათ 25 ახალი ბინა (ქ. გორში − 22, ქ. თბილისში − 3), საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში გადაეცა (დაუკანონდა) 68 ოჯახს, ამასთან ერთად, მიმდინარეობს დევნილი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა: ქ. თბილისი − 200 ბინა, ქ. მცხეთა − 120 ბინა, ქ. წყალტუბო − 140 ბინა, ქ. ქუთაისი − 745 ბინა, ქ. ზუგდიდი − 360 ბინა, ქ. ბათუმი − 164 ბინა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის შეძენილ იქნა 127 სახლი ოჯახისთვის, ხოლო კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდულ იქნა დევნილების მიერ დაკავებული შემდეგი საცხოვრებელი ფართობები: საზოგადოებრივი მაუწყებლობის შენობა (წინამძღვრიანთკარი) 32 ოჯახისთვის და ინდივიდუალური ბინები ვარკეთილში 2 ოჯახისთვის. დაიხურა სახელმწიფო მნიშვნელობის 1 ნგრევადი ობიექტი (შ. დადიანის №14). სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტებთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა 24 ამხანაგობას გაეწია თანადაფინანსება. საქართველოს მთავრობამ 2018 წელს შეიმუშავა ორი ახალი პროგრამა, ერთი მხრივ, სოფლად განსახლებით დაკმაყოფილებული დევნილებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მეწარმე სუბიექტ დევნილებისათვის. 2018 წლის 21 ივნისიდან დღემდე ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდულია 26 საცხოვრებელი სახლი, 640,300 ლარის ღირებულებით. ამ პერიოდში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებლად გადაცემული სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონება არ მომხდარა, თუმცა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნილია 98 ოჯახის სია, რომლის განხილვა მოხდება საქართველოს მთავრობის სხდომაზე. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც 2011 წლიდან კოორდინაციას უწევს საქართველოში ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას, აქტიურად მუშაობს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის დახვეწისა და ლიბერალური მიდგომის გავრცელების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, შემუშავდა 2019-2020 წლების ნარკომანიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტი. სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადებისას, მხედველობაში იქნა მიღებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციების, 211 | ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციათა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიერ. შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი კომენტარებისა და მოსაზრებებისათვის გაზიარებულ იქნა სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო სექტორთან. ასევე ჩატარდა ორი სამუშაო შეხვედრა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტი დამტკიცდება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უახლოეს მომავალში. 2019 წლის 14 მაისს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხომაზე დამტკიცდა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. პრევენციული და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებით, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან არიდებასა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებით გამოწვეული ზიანის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 4 დეკემბერს დამტკიცებული ანტინარკოტიკული სახელმწიფო სტრატეგია და შესაბამისი 2019-2020 წლების ნარკომანიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა ეფუძნება ოთხსვეტოვან მიდგომას, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა პრევენცია და მკურნალობა-რეაბილიტაცია. აღნიშნული მიმართულება მოიაზრებს ისეთი პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფას, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებისა და განათლების ხელშეწყობას. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა უკვე მოიცავს ყველა პასუხისმგებელი უწყების (რომლებიც ჩართულნი არიან ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწის პროცესში) მიერ განსახორციელებელი აქტივობების/პრევენციული ღონისძიების ნუსხას. 212 |