სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცებული აუდიტის ანგარიშები: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისათვის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში; ბ) სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (ცვლილებებით)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.09.2019
ავტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ნომერი
#1-17631/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-30
ბიუროს ნომერი 289

📜 ტექსტი

წერილი
*007945/10* 20/09/2019 № 007945/10 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, წარმოგიდგენთ 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცებულ შემდეგ აუდიტის ანგარიშებს: • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისათვის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში; • სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში; • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (ცვლილებებით). აღნიშნული აუდიტების ჩატარების შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც აისახა სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშებში. დანართი: 3 აუდიტის ანგარიშის ელექტრონული ვერსია. პატივისცემით, ერეკლე მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორი
დანართი
შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2019 სარჩევი გამოყენებული ტერმინები და შემოკლებანი ....................................................................................3 შემაჯამებელი მიმოხილვა და რეკომენდაციები ..............................................................................4 რეკომენდაციები თსუ-ს ......................................................................................................................6 შესავალი ...............................................................................................................................................8 ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ............................................................................................. 8 აუდიტორის პასუხისმგებლობა ......................................................................................................... 8 აუდიტის საგანი .................................................................................................................................... 8 აუდიტის მასშტაბი................................................................................................................................ 8 აუდიტის კრიტერიუმები .................................................................................................................... 9 აუდიტის მიზანი ................................................................................................................................... 9 აუდიტის მიგნებები...........................................................................................................................11 სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში არსებული ნაკლოვანებები..............................11 შრომის ანაზღაურების ნაკლოვანებები........................................................................................... 35 შემოსავლები ........................................................................................................................................ 37 უძრავი ქონების მართვის ნაკლოვანებები...................................................................................... 39 სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან მიღებული გრანტები .......... 40 საწვავის ხარჯი .................................................................................................................................... 42 სტუდენტთა მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსება..................................................... 43 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2 2019 გამოყენებული ტერმინები და შემოკლებანი სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირი; თსუ - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; MAF - მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა; CPV (Common Procurement Vocabulary) - ევროკავშირის გათვალისწინებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონი; EC N213/2008 დირექტივით DB (Design-Build) - პროექტირება-მშენებლობა (სამშენებლო პროექტის განხორციელების მეთოდი); მეთოდური ცნობარი - მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ პერიოდულად გამოცემული მეთოდური ცნობარი „მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების შესახებ“; შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 3 2019 შემაჯამებელი მიმოხილვა და რეკომენდაციები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში არსებული ნაკლოვანებები - თსუ-ის შესაბამისი სამსახური ბაზრის კვლევებს ძირითადად აწარმოებდა მხოლოდ ფასთა გამოკითხვის საშუალებით, რომელიც იძლევა ძალიან მწირ ინფორმაციას და ქმნის ფასებით მანიპულირების შესაძლებლობას, რაც გამოვლინდა კვლევაში მონაწილე კომპანიების მხრიდან შეთავაზებულ გაზრდილ ფასებში. ასევე სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, პოტენციური მიმწოდებლების მიერ წარდგენილ შეთავაზებებში არ არის მითითებული ფასწარმოქნის კომერციული და ფინანსური პირობები (მიწოდების ვადები, ანგარიშსწორების პირობები და ვადები, საგარანტიო ვადები და ა.შ.). ყოველივე აღნიშნული განაპირობებს არასაბაზრო, არაადეკვატურად მაღალი სავარაუდო ღირებულებების ჩამოყალიბებას, რაც უკონკურენტო გარემოში ჩატარებული ტენდერების შემთხვევებში იწვევს საჯარო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას. ხოლო იმ შემთხვევებში, თუ კონკურენცია შედგა, ხშირად ფასის კლება 20%-ზე მეტს შეადგენს, რის გამოც პრეტენდენტები იძულებული არიან რეალური საბაზრო ფასების შეთავაზების შემთხვევებშიც კი დაასაბუთონ ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რაც ზოგჯერ ტენდერებში მათი დისკვალიფიკაციის მიზეზი ხდება და ქმნის სატენდერო წინადადების მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტების გამარჯვების შესაძლებლობას. − პრინტერების კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების უმრავლეს შემთხვევაში, სპეციფიკაციით (აღწერილობა) მოთხოვნილი იყო, რომ საქონელი უნდა ყოფილიყო „ორიგინალი“ და ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა წარედგინა შემოთავაზებული ბრენდის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF). აღნიშნული მოთხოვნა კონკურენციის შეზღუდვის მაღალი რისკის მატარებელია, ვინაიდან ის წარმოადგენს არაპირდაპირ მითითებას მწარმოებელზე, ასევე მოდელზე. შესყიდვის ობიექტის აღწერის მიმართ ასეთმა მიდგომამ განაპირობა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა მიიღო და სავარაუდო ღირებულების ტოლი (ან მასთან მიახლოებული) ფასით გაიმარჯვა კომპანია შპს „ულტრამ“. − ავეჯის შესყიდვის მიზნით თსუ-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შესყიდვის ობიექტის პარამეტრები (ზომები, მასალები, ფერი და ა.შ.) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო ფიქსირებულ სიდიდეებში, რაც იწვევს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების კონკრეტულ კომპანიაზე მორგებას და ზღუდავს ტენდერში მონაწილეთა რაოდენობას. − ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით თსუ-ს ჩატარებული აქვს ელექტრონული ტენდერები პრეისკურანტის საფუძველზე. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრებოდა მომსახურების სხვადასხვა სახეობის ერთეულების სავარაუდო ღირებულებების მექანიკური დაჯამებით, ხოლო ვაჭრობის რაუნდებში პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების ფასის კლება ხორციელდებოდა მომსახურების თითოეული პოზიციის მიხედვით პროპორციულად. აღნიშნული მეთოდი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით შეიცავს რისკებს, კერძოდ: პრეისკურანტით გათვალისწინებული მრავალი სახის მომსახურებიდან, მათი სპეციფიკური დანიშნულებების გამო, შემსყიდველს წლის განმავლობაში შეიძლება დასჭირდეს მხოლოდ გარკვეული სახეობები, მათ შორის, ცალკეული სახეობა რამდენჯერმეც (მაგალითად, ძრავის ზეთის ან სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლა). ხოლო მომსახურებების და დეტალების უმრავლესობის საჭიროება მათი რამდენიმეწლიანი მუშაობის უნარის გამო, შესაძლოა საერთოდ არ დადგეს (მაგალითად, ძრავის მუხლა ლილვის ან ჯაჭვის შეცვლა და სხვ.). აქედან გამომდინარე, სატენდერო წინადადების წარდგენისას მომსახურების ერთეულების ფასების პროპორციული კლება მათი საჭიროების დადგომის არათანაბარი შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 4 2019 შესაძლებლობის შემთხვევაში იძლევა ფიქტიურ ეკონომიას. ვინაიდან იმ მომსახურებების მიხედვით ფასების პროპორციული კლება, რომელთა საჭიროების დადგომის ალბათობა ძალიან მცირეა და ძირითადად, მათი ერთეულების ღირებულება მაღალია, იძლევა ნომინალურ ეკონომიას. − თსუ-ის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად შეირჩა პროექტირება-მშენებლობის - ე.წ. Design-Build (DB) მეთოდი. შესყიდვა განხორციელდა 2018 წლის 14 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 5,829.9 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ და გამარჯვებულად გამოცხადდა სატენდერო წინადადების უმცირესი ფასის წარმომდგენი შპს „დიკა 2010“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება (N430/06, 03.05.2018წ.) ღირებულებით - 5,192.0 ათასი ლარი. სამშენებლო პროექტების განხორციელების DB მეთოდის ერთ-ერთ უარყოფით მხარეს წარმოადგენს შესყიდვის საშუალებად ტენდერის გამოყენების სირთულე (გარდა ტიპური პროექტების განხორციელების შემთხვევებისა). იმის გამო, რომ აღნიშნული მეთოდი გულისხმობს საპროექტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ერთი კონტრაქტორისგან შესყიდვას, ტენდერის გამოცხადების ეტაპზე არ არსებობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა), რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სწორად განფასდეს შესასრულებელი სამუშაოები და შედეგად, ადეკვატურად განისაზღვროს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. ასეთ შემთხვევაში ტენდერებში ფასების კლებაც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება დაფიქსირდეს და მაღალი რისკი არსებობს იმისა, რომ რეალურ საბაზრო ღირებულებამდე ვერ ჩამოვიდეს (რადგან თვით პრეტენდენტებსაც არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა ფასის ადეკვატურობაზე და დაზღვევის მიზნით შესაძლოა მაღალ ფასებზე შეაჩერონ შეთავაზება). ამასთანავე, თსუ-ის მე-2 კორპუსის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის ღირებულების გაანგარიშების დროს არ არის გათვალისწინებული სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფები, ხოლო ნებართვების ღირებულების (რომელიც ასევე გაზრდილია) დადგენას არ ესაჭიროებოდა ბაზრის კვლევა, რადგან ის გაიცემა მხოლოდ სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ და მისი ფასები ფიქსირებულია. შედეგად, სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა გაზრდილია ჯამურად 1,116.3 ათასი ლარით (225.8 ათასი ლარით, მომსახურებების ნაწილში + 890.5 ათასი ლარით, სამუშაოების ნაწილში), რამაც შექმნა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის რისკი. − თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით, 2014 წლის განმავლობაში რექტორს საქვეანგარიშოდ ეტაპობრივად გამოეყო ჯამურად 13538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 23829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova science publishers-გან შესაძენად. წიგნების შეძენა განხორციელდა რექტორის ინიციატივით. ზემოაღნიშნული თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე. აღნიშნული შესყიდვები განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ: შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელს წარმოადგენდა ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers (ამ კომპანიასთან თსუ-ს რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა); შესყიდვების განხორციელებისას წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მიმწოდებელი იმავდროულად იყო შემსყიდველი (თსუ-ის რექტორი) და მოცემული შესყიდვის ინიციატორი. სამეცნიერო საგრანტო პროექტების განხორციელებაში არსებული ნაკლოვანებები - სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კონკურსში გამარჯვებული პროექტის („პარკუჭთა ნაადრევი რეპოლარიზაციის სინდრომი - უწყინარი ეკგ თავისებურება, თუ სიცოცხლისათვის საშიში არითმიების პრედიქტორი“) დაფინანსების მიზნით, ერთი მხრივ, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეორე მხრივ, თსუ-ს (როგორც − წამყვანი ორგანიზაცია), ასევე შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 5 2019 გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს შორის 2015 წლის 5 მაისს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება FR/547/8-305/14. დაფინანსების მოცულობა შეადგენდა 148.6 ათას ლარს. საგრანტო ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის ამოცანა იყო ეთნიკურად სხვადასხვა წარმომავლობის 2045 წლის ასაკის 800 პირის (მათ შორის, სპორტსმენების) შერჩევა მათზე სამედიცინო კვლევების ჩატარების, შედეგების შესწავლის და შემდგომ მეცნიერული დასკვნების გაკეთების მიზნით. პროექტის ფარგლებში გამოკვლეულად ნაჩვენები პირების რაოდენობის რეალობის (აქედან გამომდინარე, პროექტის განხორციელების რეალობის) შესწავლის პროცესში მიღებული სიტყვიერი ახსნა-განმარტების მიხედვით, გრანტის მიმღებ პირებს არ გააჩნიათ გამოკვლეულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობის რაიმე იურიდიული დოკუმენტი (ხელშეკრულება, წერილობითი განცხადება და ა. შ.), მათ არ გააჩნიათ ასევე გამოკვლეული პირების პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი) და, რომ აღნიშნული მონაცემები მათ არც პროექტის განხორციელების პერიოდში ჰქონდათ. ამასთანავე, პროექტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, პირებს ჩაუტარდათ ასევე ფიზიკური დატვირთვის ეკგ ტესტი. ის გარემოება, რომ აღნიშნული ტესტისთვის საჭირო ტექნიკა - ეკგ სისტემა სტრესტესტებისთვის (ტრედმილით) შეძენილია 2018 წლის იანვარში და აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის იმყოფებოდა უხმარ, ქარხნულად შეფუთულ მდგომარეობაში, ეჭვქვეშ აყენებს ტესტების ჩატარების რეალობას. გარდა ამისა, არ განხორციელებულა პროექტის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული კვლევებისთვის საჭირო ტექნიკის - დეფიბრილატორის შეძენა, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს სამედიცინო კვლევების ჩატარების რეალობას. რეკომენდაციები თსუ-ს რეკომენდაცია N1: საბაზრო პირობებისადმი ადეკვატური სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და შედეგად, საჯარო სახსრების არარაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრის კვლევის ეტაპზე შესწავლილ და გაანალიზებულ იქნეს ფასების შესახებ ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნეს ფასების შესახებ მიღებული ინფორმაციის ერთგვაროვნება მიწოდების კომერციული და ფინანსური პირობების გათვალისწინებით. რეკომენდაცია N2: შესყიდვების განხორციელების პროცესში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით: შესყიდვის ობიექტების მიმართ მოთხოვნები ჩამოყალიბდეს ნათლად, არაორაზროვნად და იმგვარად, რომ შესყიდვების პროცესში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს ყველა პოტენციურ მიმწოდებელს; შესყიდვის საგნის აღწერისას უპირატესობა მიენიჭოს ფუნქციონალურ-ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავებას, ამავდროულად შესასყიდი საქონლის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვროს იმ დიაპაზონით, რომელიც უზრუნველყოფს საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. რეკომენდაცია N3: მიზანშეწონილია ფულადი სახსრების გათვალისწინებულ იქნეს რაციონალური ხარჯვის პრეისკურანტის უზრუნველსაყოფად, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის და სატენდერო წინადადების ფასის კლების არსებული წესის ხარვეზები და განხილულ იქნეს სხვა ალტერნატიული მეთოდი, რომელიც დაეფუძნება: − პრეისკურანტით განსაზღვრული ცალკეული მომსახურების საჭიროების სიხშირეს; შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 6 2019 − პრეტენდენტის მხრიდან სატენდერო წინადადების ფასის კლების მეთოდის შეუზღუდავ არჩევანს. რეკომენდაცია N4: საბაზრო პირობების შესაბამისი ფასწარმოქმნის უზრუნველყოფისა და სატენდერო პროცედურებში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის წინამოსამზადებელ ეტაპზე გააანალიზდეს პრაქტიკაში არსებული მისი განხორციელების სხვადასხვა მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი და მიღებულ იქნეს კონკრეტული შემთხვევის შესაბამისი გადაწყვეტილება. რეკომენდაცია N5: შემუშავებულ იქნეს საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში თსუ-ის თანამშრომლებზე დამატებითი შრომის ანაზღაურების გაცემის წესი, რომელიც დაეფუძნება სამუშაოს და შრომის ანაზღაურების სამართლიან და პროპორციულ განაწილებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით. რეკომენდაცია N6: საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების და მარაგების ოპტიმიზაციის მიზნით, განისაზღვროს ნაბეჭდ პროდუქციაზე რეალური მოთხოვნა და განხორციელდეს მისი დაკმაყოფილებისათვის საჭირო რესურსების რაციონალური ხარჯვა. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 7 2019 შესავალი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - თსუ) მიერ განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე. აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისრულესა და სისწორეზე. პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც საჭიროა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პროცესის იმგვარი წარმართვისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან განზრახ არამართლზომიერი ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ კანონმდებლობასთან არსებით შეუსაბამობებს. აუდიტორის პასუხისმგებლობა თსუ-ის შესაბამისობის აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI 4000) შესაბამისად, რაც გულისხმობს პროფესიული ეთიკის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ასევე აუდიტის დაგეგმვასა და ჩატარებას იმ მიზნით, რათა მიღებულ იქნეს გონივრული რწმუნება შეესაბამება თუ არა თსუ-ის საქმიანობა მოქმედ კანონმდებლობას. აუდიტი ჩატარდა შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ამოწმებს ყველა ფინანსურ ოპერაციას. აუდიტის ანგარიში და დასკვნა არ წარმოადგენს საქმიანობის კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისობის გარანტიას. აუდიტის პროცესის თანდაყოლილი შეზღუდვების გამო, აუდიტის მსვლელობისას არსებობს რისკი, რომ გარკვეული შეუსაბამობები დარჩეს შეუმჩნეველი, იმის მიუხედავად, რომ აუდიტი დაიგეგმა და შესრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აუდიტი ითვალისწინებს პროცედურების ჩატარებას საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოსაპოვებლად აუდიტორული დასკვნის გამყარების მიზნით. პროცედურები შეირჩევა აუდიტორული განსჯის საფუძველზე, რაც მოიცავს არსებითი რისკების შეფასებას. ჩვენ მიერ განხორციელებული აუდიტორული პროცედურები შესაფერისია არსებული გარემოებისთვის. აუდიტის საგანი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის მასშტაბი აუდიტმა მოიცვა 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. გარდამავალ და წინა აუდიტით გამოვლენილ რისკის შემცველ თემებთან დაკავშირებით შესწავლილ იქნა აგრეთვე სხვა პერიოდის ცალკეული შესყიდვებიც. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 8 2019 აუდიტის კრიტერიუმები - საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; - საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; - საქართველოს კანონი „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“; - საქართველოს კანონი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“; - საქართველოს კანონი „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“; - საქართველოს კანონი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“; - საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; - საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება“; - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“; - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეთოდური განხორციელების მეთოდთან დაკავშირებით; მითითებები სამშენებლო პროექტის -მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მეთოდური ცნობარი „მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების შესახებ“. აუდიტის მიზანი აუდიტის მიზნებია: ა) დასკვნის ჩამოყალიბება საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვების გზით იმის შესახებ, თუ რამდენად შესაბამისია აუდიტის საგანთან დაკავშირებული ინფორმაცია სათანადო კრიტერიუმთან, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. ბ) აუდიტის მასშტაბიდან გამომდინარე, აუდიტის ანგარიშის მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება გამოვლენილი ნაკლოვანებების, დასკვნების და სადაც შესაფერისია - რეკომენდაციების შესახებ. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 9 2019 ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ თსუ დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს აუდიტის პერიოდში ახორციელებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თსუ-ის დაფინანსების ძირითად წყაროებს წარმოადგენს როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები (საკუთარი შემოსავლები), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება. თსუ-ის მიერ 2014 − 2017 წლებში მიღებული შემოსულობებისა და გადასახდელების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილში: ცხრილი N1. ინფორმაცია თსუ-ის მიერ 2014-2017 წლებში მიღებული შემოსულობებისა და გადასახდელების შესახებ (ათას ლარებში) 2014 წელი დასახელება ნაშთი 1 იანვარი შემოსულობები სახელმწ. ბიუჯეტი სასწავლო გრანტი სწავლის საფასური ინფრასტრ. სააგენტ. რუსთაველ. ფონდი უცხოური გრანტი იჯარა სტუდქალაქი საქონლის რეალიზ. მომსახურ რეალიზ. სხვა დანარჩენი გადასახდელები შრომის ანაზღ.1 საქონ. და მომსახ. სუბსიდიები გრანტები სოციალური სხვა ხარჯები არაფინანს აქტივ. ვალდებულ. კლება ნაშთი 31 დეკემბ. სახელმწიფო 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი ბიუჯეტ საკუთარ ბიუჯეტ საკუთარ ბიუჯეტ საკუთარ ბიუჯეტ საკუთარ 1,437.1 9,984.8 5,596.3 4,388.5 9,258.3 3,425.8 880.4 2,129.1 10.8 0.6 2,500.5 310.9 2,163.6 17,742.6 60,145.7 23,369.7 25,417.3 1,957.6 7,853.3 43.1 121.3 14.6 425.1 943.7 58,926.9 24,242.5 27,898.9 402.1 4,051.2 2,277.6 54.6 18,961.4 2,163.6 13,385.0 12,468.7 916.3 14,117.9 8,032.6 1,916.6 1,270.5 70.8 4.7 1,628.8 1,138.0 55.9 1,430.7 18,961.4 61,126.2 25,664.7 24,604.7 1,388.8 7,959.9 33.7 120.2 32.1 533.1 789.0 62,151.9 27,399.1 30,131.4 72.1 135.0 2,492.7 1,831.9 89.7 17,935.7 1,430.7 13,556.3 12,339.4 1,216.9 14,429.5 8,034.6 1,831.2 1,111.9 38.7 5.6 2,076.1 1,331.4 557.5 17,935.7 58,496.7 27,211.3 22,044.4 1,338.4 6,161.8 33.4 117.0 58.1 538.9 993.4 65,233.7 28,027.1 28,349.8 130.9 110.9 187.5 2,456.6 5,936.8 34.1 11,198.6 557.5 14,848.2 12,354.0 2,494.2 14,383.9 8,021.9 1,903.2 1,161.8 141.9 6.2 1,834.1 1,313.5 1.2 1,021.9 11,198.6 60,406.1 21,162.9 23,794.1 5,665.5 6,831.5 18.8 136.1 70.0 448.5 2,278.6 60,066.8 26.566.4 25,075.4 201.4 159.0 168.5 5,742.8 2,122.1 31.0 11,537.9 ფინანსდება თსუ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით ძირითადად სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტები, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და სტუდენტთა სტიპენდიები, ასევე უცხოური გრანტებით2 განხორციელებული პროექტები. საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები, რომლებიც საბიუჯეტო განწერით პირდაპირ არ წარმოადგენს თსუ-ის ცხრილში მოცემული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული შრომის ანაზღაურება მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიცირებით „სუბსიდიის“ მუხლზე არასწორად მიკუთვნებულ შრომის ანაზღაურების ხარჯებსაც (შემოერთებულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებზე გაცემულს), ხოლო შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, მიკუთვნებულია „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გაწეულ ხარჯებს. 2 გრანტები, რომლების აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში. 1 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 10 2019 ასიგნებას, მაგრამ გარკვეული დანიშნულებით ირიცხება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ანგარიშზე. კერძოდ: სტუდენტთა სასწავლო გრანტები, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სხვადასხვა პროექტების განხორციელების მიზნით გამოყოფილი თანხები. საკუთარი შემოსავლების ფორმირება ხდება ასევე სტუდენტთა მიერ გადახდილი სწავლის საფასურის, უძრავი ქონების იჯარის, საქონლის (წიგნების) რეალიზაციის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურებების, სტუდენტთა ქალაქის საცხოვრებელი ბინების საფასურის სახით მიღებული და სხვა დანარჩენი სახის (ბანკის პროცენტი და ა.შ.) შემოსავლებიდან. საკუთარი შემოსავლების ანგარიშზე წლის ბოლოს დიდი ოდენობით ფულადი სახსრების ნაშთების არსებობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამინისტროს მიერ სტუდენტთა სასწავლო გრანტების ჩარიცხვა წარმოებს წლის განმავლობაში ორ ეტაპად (მათ შორის, ერთ-ერთი ეტაპის ვადა უწევს დეკემბრის ბოლოს), ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაშთებს განაპირობებს უცხოური გარდამავალი გრანტებიდან მიღებული დაფინანსება, რომლის აუთვისებელი თანხებიც გაწერილია მომდევნო წლების ბიუჯეტებში. აუდიტის მიგნებები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში არსებული ნაკლოვანებები თსუ-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ტენდერების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია: ცხრილი N2. ინფორმაცია თსუ-ის მიერ 2014-2017 წლებში გამოცხადებული ტენდერების შესახებ (რაოდენობები) დასახელება 2014 2015 2016 2017 ტენდერები, სადაც გამარჯვებული გამოვლინდა უარყოფითი შედეგით დასრულებული არშემდგარი ტენდერები შეწყვეტილი ტენდერები სულ: 291 17 90 9 407 303 17 89 16 425 247 18 48 9 322 253 26 60 6 345 შესამოწმებელ პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების შეასახებ გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა და ღირებულება შემდეგნაირად გამოიყურება: ცხრილი N3. ინფორმაცია თსუ-ის მიერ 2014-2017 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესახებ (ათას ლარებში) შესყიდვის საშუალება ტენდერი გამარტივებ. სულ: ტენდერ. % წილი გამარტივ. % წილი 2014 წელი რ-ბა 291 718 1009 29 71 თანხა 5,377.1 2,553.1 7,930.2 68 32 2015 წელი რ-ბა 303 982 1285 24 76 თანხა 6,586.9 3,871.4 10,458.3 63 37 2016 წელი რ-ბა 247 858 1105 22 78 თანხა 8,946.9 4,097.8 13,044.7 68 32 2017 წელი რ-ბა 253 889 1142 22 78 თანხა 6,014.5 3,649.8 9,664.3 62 38 აუდიტის პერიოდში გამოცხადებული ტენდერებიდან ნომინალურად მიღებულია ეკონომიები: შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 11 2019 ცხრილი N4. ინფორმაცია თსუ-ის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან მიღებული ნომინალური ეკონომიების შესახებ (ათას ლარებში) წელი 2014 2015 2016 2017 სულ: გამარჯვ. გამოვლ. ტენდერ. რაოდენ. 291 303 247 253 1094 გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 5,200.9 6,801.7 8,945.5 6.030.0 26,978.2 ტენდერების სავარაუდო ღირებულებების ჯამი 6,060.5 8,063.3 11,373.6 7,239.3 32,736.8 სხვაობა(ეკონომია) სხვაობის % თანაფარდ. 14 16 21 17 18 859.6 1,261.6 2,428.1 1.209.3 5,758.6 სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ხარვეზები კრიტერიუმი: შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით.3 გამოვლენილი გარემოებები: სახელმწიფო შესყიდვების გეგმები თსუ-ის შემუშავებული და სსიპ − შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი აქვს კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა მათი შემუშავებისას გათვალისწინებული არ არის ზემოაღნიშნული კრიტერიუმის მოთხოვნები. შესყიდვების გეგმებში წლის განმავლობაში შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რის შედეგადაც საწყის და საბოლოო საგეგმო პარამეტრებს შორის არსებითი სხვაობებია: ცხრილი N5. ინფორმაცია თსუ-ის შესყიდვების საგეგმო პარამეტრების (ჯამური სავარაუდო ღირებულების) შესახებ (ათას ლარებში) დასახელება 2014 წელი ტენდერებით საწყისი 5,433.6 გამარტივებ. სულ: 2015 წელი საბოლოო 8,096.2 საწყისი 4,050.3 საბოლოო 9,771.9 1,137.1 3,087.5 1,259.6 4,005.0 6,570.7 11,183.7 5,309.9 13,776.9 2016 წელი საწყისი 8,242.9 2017 წელი საბოლოო 11,979.2 საწყისი 4,381.5 საბოლოო 8,740.3 827.7 4,013.0 1,597.3 3,790.8 9,070.6 15,992.2 5,978.8 12,531.1 როგორც ცხრილიდან ჩანს, თსუ-ის მიერ წლის დასაწყისში შესყიდვების გეგმების შემუშავება არ წარმოებდა რეალური საჭიროებების მოცულობიდან გამომდინარე. საწყისი საგეგმო პარამეტრები და წლის განმავლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიღებული პარამეტრები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. კერძოდ, გეგმები თანხობრივად, ჯამური ოდენობით 2-3-ჯერ გაზრდილია (გამარტივებული შესყიდვის საშუალებების ნაწილში 2016 წელს − 4.8-ჯერ). ამასთან ერთად, საწყის გეგმებში CPV კოდებით მითითებული ჯამური თანხები არ ეფუძნება შესასყიდი საქონლის და მომსახურების კონკრეტულ მოცულობებს. შესყიდვების საბოლოო გეგმებში 3 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 12 2019 დამატებულია ბევრი ისეთი CPV კოდი, რომელთა გათვალისწინება შესაძლებელი იყო საწყის გეგმებში4 ,რადგან ამ სახის შესყიდვები ყოველწლიურად წარმოებდა. ბაზრის კვლევის ნაკლოვანებები კრიტერიუმი: ყოველი შესყიდვის პროცედურის დაწყებამდე, წლიური გეგმის შესაბამისად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის ძირითადი მიზანია შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის განსაზღვრა, ასევე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადება.5 პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები პირობების განსაზღვრის მიზნით, შესყიდვის დაგეგმვის ეტაპზე შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს ბაზრის გამოკვლევის შედეგები. 6 ბაზრის კვლევის დროს უნდა განისაზღვროს: შესყიდვის ობიექტის ხელმისაწვდომობა, შესყიდვის ობიექტის ფასი, მიწოდების პირობები, მიმწოდებლის სპეციალიზების სფერო, მათი შესაძლებლობები და შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის ინტერესი. გამოვლენილი გარემოება: თსუ-ის მიერ ბაზრის კვლევები ძირითადად ხორციელდებოდა მხოლოდ ფასთა გამოკითხვით, რომელიც იძლევა ძალიან მწირ ინფორმაციას და ქმნის ფასებით მანიპულირების შესაძლებლობას, რაც ვლინდება კვლევაში მონაწილე კომპანიების მხრიდან შეთავაზებულ მაღალ ფასებში. ასევე სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, პოტენციური მიმწოდებლების მიერ წარდგენილ შეთავაზებებში არ არის მითითებული ფასწარმოქნის კომერციული და ფინანსური პირობები (მიწოდების ვადები, ანგარიშსწორების პირობები და ვადები, საგარანტიო ვადები და ა.შ.) და აქედან გამომდინარე, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის დროს, თსუ-ის მიერ არ ხდებოდა ამ პირობების გათვალისწინება. ყოველივე აღნიშნული ხშირ შემთხვევებში განაპირობებს საბაზრო ფასებთან ჩამოყალიბებას. პრეტენდენტების მიმართებით შედეგად, არაადეკვატურად მაღალი სავარაუდო ღირებულებების იმ ტენდერებში, სადაც კონკურენცია შედგა, გამარჯვებული სატენდერო წინადადების ფასები არსებითად განსხვავდება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებისაგან, ხოლო უკონკურენტო გარემოში ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებული სატენდერო წინადადების ფასები უტოლდება ან მცირედ განსხვავდება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებისგან. მაგალითად: ავეჯის შესყიდვის მიზნით თსუ-მ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA160012159). ბაზრის კვლევის ეტაპზე ორი პოტენციური პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 170.0 ათასი ლარის ოდენობით. მაგალითად, 2014 წლის შესყიდვების საბოლოო გეგმაში დამატებულია CPV კოდები: 03200000, 03300000, 14600000, 15400000, 19100000 და ა.შ., ხოლო CPV კოდში 33700000 საწყისი თანხა − 5.0 ათასი ლარი, გაზრდილია ჯამურ − 118.3 ათას ლარამდე. 5 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით. 4 6 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 13 2019 ცხრილი N6. ავეჯის შესყიდვის მიზნით თსუ-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის (SPA160012159) მონაცემები (ათას ლარებში) პრეტენდენტი შპს „ნიკა“ ი/მ ვიოლეტა მინაძე ი/მ ნიკო ლონდარიძე შპს „მოდერნ ვილა“ ბაზრის კვლევის ეტაპზე მიწოდებ. 170.1 166.5 - სავარაუდო ღირებულ. საწყისი შეთავაზ. საბოლოო შეთავაზებ. ფასის კლები ს% 170.0 170.0 170.0 170.0 153.8 128.8 168.2 170.0 153.8 115.0 115.0 114.9 10 32 32 32 გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმ. ხელშეკრ. N426/06, 31.05.2016 სამი პრეტენდენტის მიერ ერთი და იმავე საბოლოო ფასის დაფიქსირება მიუთითებს, რომ შესყიდვის რეალური საბაზრო ფასი მერყეობდა 115.0 ათასი ლარის ფარგლებში და მნიშვნელოვნად ნაკლები იყო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე (170.0 ათასი ლარი). ფარდა-ჟალუზების შესყიდვის მიზნით თსუ-მ გამოაცხადა ტენდერი. 7 ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა. ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ ტენდერში გაიმარჯვა შპს „დიომ“, სატენდერო წინადადების ღირებულებით − 35.0 ათასი ლარი. 8 კონკურენტმა შპს „ვივა ჟალუზმა“ დააფიქსირა იმავე ოდენობის საბოლოო ფასი (ერთი ლარით მეტი). გამარჯვებული პრეტენდენტის საწყისი შეთავაზება როგორც ბაზრის კვლევის ეტაპზე, ასევე ტენდერის მიმდინარეობისას შეადგენდა 49.5 ათას ლარს (1 კვ.მ − 33 ლარი). კონკურენციის შედეგად, ფასის კლებამ შეადგინა 30% (1 კვ.მ − 23 ლარი). სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას თსუ-მ არ გაითვალისწინა ანალოგიური საქონლის შესყიდვის წინა წლების გამოცდილება. კერძოდ, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტად შპს „დიომ“ წარადგინა თვითონ თსუ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, 9 რომლის მიხედვითაც, 1 კვ.მ-ის ფასი შეადგენდა 21 ლარს. ტენდერში ვაჭრობის შედეგად ფასის მნიშვნელოვანი კლება, ორივე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული თანაბარი ფასი და წინა ანალოგიური შესყიდვისას ტენდერში დაფიქსირებული ფასი, მიუთითებს, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არასწორად განისაზღვრა (რაც ასევე განაპირობა ბაზრის კვლევის ეტაპზე მიწოდებულმა ინფორმაციამ). აღნიშნული დამოკიდებულება უკონკურენტო გარემოს პირობებში ქმნის სახსრების არარაციონალური ხარჯვის და საქონლის გაზრდილი ფასით შესყიდვის რისკს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრის შემთხვევები განსაკუთრებით გამოიკვეთა ინტერნეტმომსახურებების და საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში: ცხრილი N7. ინტერნეტმომსახურებების შესყიდვის მიზნით თსუ-ის მიერ გამოცხადებული ტენდერები (ათას ლარებში) ტენდერის SPA ნომერი 160029779 170015327 170000953 100000169 110030079 140027573 150031275 შესყიდვ. სავარ. ღირებ. 79.2 100.4 68.0 190.0 180.0 196.0 167.0 მონაწ. რაოდენ . 2 2 2 2 2 1 2 ყველაზე მაღალი შეთავაზ. 75.1 100.4 56.0 190.0 167.0 190.1 165.3 გამარჯვ. საწყისი შეთავაზ. 69.8 100.4 56.0 188.0 167.0 190.1 165.3 საბოლოო დაფიქს. ფასი 45.7 19.4 35.0 138.0 119.9 190.1 115.3 ფასის კლების % 42 80 48 27 33 3 31 გამარჯვებული კომპანია შპს „მაგთიკომი“ შპს „მაგთიკომი“ შპს „სილქნეტი“ შპს „კავკასუს ონლაინი“ შპს „კავკასუს ონლაინი“ შპს „კავკასუს ონლაინი“ შპს „კავკასუს ონლაინი“ SPA160003707 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით − 50.0 ათასი ლარი. აღნიშნულ თანხაზე 2016 წლის 23 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება N142/06. 9 N70/06, 09.02.2015 წ. ტენდერი SPA150002501. 7 8 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 14 2019 ცხრილი N8. საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით თსუ-ის მიერ გამოცხადებული ტენდერები (ათას ლარებში) ტენდერის SPA ნომერი 150010519 140009213 130028196 120004409 110002310 110002481 110002560 შესყიდვ. სავარ. ღირებ. 16.8 17.0 15.0 25.0 250.0 60.0 50.0 მონაწი რაოდენ 4 2 4 4 6 4 1 ყველაზე მაღალი შეთავაზ 16.5 17.0 15.0 25.0 250.0 59.0 43.9 გამარჯვებ საწყისი შეთავაზ 12.9 17.0 13.6 25.0 233.2 58.8 43.9 საბოლოო დაფიქსირ ფასი 6.7 5.0 3.5 8.0 108.9 24.0 43.9 ფასის კლების % 60 70 76 68 56 60 12 გამარჯვებული კომპანია შპს „არესემ საქართვ.“ შპს „კომპაუდი“ შპს „მორისონ ჯორჯია“ შპს „მორისონ ჯორჯია“ შპს „პოლიგრაფისტი“ შპს „მორისონ ჯორჯია“ შპს „ფოტოსამყარო“ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები განსაზღვრული იყო მონაწილე პრეტენდენტების მიერ მიწოდებული ფასების საფუძველზე. ზემოაღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ ბაზრის კვლევის ეტაპზე მიმწოდებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციები არ არის შესაბამისი ტენდერებში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული მათივე ფასებისა. იმ ტენდერებში, რომლებშიც შედგა კონკურენცია, ფასი მნიშვნელოვნად იკლებდა (ძირითადად, 48%-დან 80%-მდე). ამ შემთხვევებში, კონკურენტული გარემოს გარეშე (რასაც ზოგჯერ ობიექტური მიზეზებიც აქვს), იარსებებდა შესყიდვების არაადეკვატურად მაღალ ფასებად 10 განხორციელების რისკი. ამას ადასტურებს ერთი პრეტენდენტის მონაწილებით ჩატარებული ტენდერების შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ფასის კლება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას კომპანიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე პირდაპირ დაყრდნობა, რისკის შემცველია. ნავთობის შემცველობის ანალიზატორის შესყიდვა თსუ-ის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტისთვის ნავთობის შემცველობის ანალიზატორის 11 შესყიდვის მიზნით ჩატარებული ბაზრის კვლევის პროცესში სავარაუდო ფასები მიწოდებული იქნა ორი კომპანიის მიერ: შპს „ფარმატექი“ - 31.5 ათასი ლარი და შპს „ლაბტეჩ ჯორჯია“ - 32.5 ათასი ლარი, რის შემდეგაც, თსუ-მ ხელშეკრულება 12 გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გააფორმა შპს „ფარმატექთან“. როგორც სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერებიდან გაირკვა, შპს „ფარმატექი“ და შპს „ლაბტეჩ ჯორჯია“ დაკავშირებული მხარეებია. კერძოდ, 2015 წლის 9 ივნისამდე მათ ჰყავდათ ერთი და იგივე დამფუძნებლები. შესაბამისად, ბაზრის კვლევის ეტაპზე ფორმალურად გამოკითხულია ორი კომპანია, ხოლო რეალურად ერთი მიმწოდებელი (ერთი და იგივე პირი) და ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდა (მიმწოდებლისთვის სასურველი ღირებულებით). ინტერნეტმონაცემების მიხედვით, ნავთობის შემცველობის ანალიზატორის ზემოაღნიშნული მოდელის სარეალიზაციო ფასი შეადგენდა, დაახლოებით, 6.2 ათას აშშ დოლარს, რაც ხელშეკრულების გაფორმების თარიღისთვის არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით (2.2558 ამას ადასტურებს ტენდერებში საწყისი შეთავაზებების თანხობრივი ოდენობებიც. მოდელი HORIBA OCMA-350. 12 2015 წლის 27 ივლისის N665/06, ღირებულებით 31.5 ათასი ლარი („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე). 10 11 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 15 2019 ლარი/აშშ დოლარი) შეადგენდა 13.9 ათას ლარს, ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით13 კი - 14.0 ათას ლარს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია შესყიდვის ფასთან (დღგ-ის გარეშე 26.7 ათასი ლარი) მიმართებით. კანონმდებლობით დისკრეციული 14 უმაღლეს საგანმანათლებლო უფლებამოსილება ლაბორატორიული დაწესებულებებს მინიჭებული აქვთ აღჭურვილობის შესყიდვის დროს გამოიყენონ გამარტივებული შესყიდვის საშუალება, მაგრამ აღნიშნული დისკრეცია უნდა ემსახურებოდეს შესყიდვების კანონმდებლობის მიზანს − ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფას, რაც ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებით შემსყიდველს ეძლევა შესაძლებლობა, კანონის მიზნებისა და კონკრეტული სათანადო გარემოებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილება. აღნიშნულ მიიღოს შემთხვევაში კონკრეტული იმ შემთხვევისათვის კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარებულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო ფორმალურად ორმა იურიდიულმა პირმა, რომლებზეც კონტროლს ახორციელებდნენ ერთი და იგივე პირები და შედეგად კონტრაქტი გაფორმდა მაღალი ფასით, გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენება არ იყო მიზანშეწონილი. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლობა თსუ-ს არ ზღუდავდა გამოეყენებინა ელექტრონული ტენდერი, რომელსაც ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის თვალსაზრისით უფრო დიდი რესურსი გააჩნია, ვიდრე გამარტივებულ შესყიდვას. კანონმდებლობის საფუძველზე,15 აუდიტის ჯგუფის მოთხოვნით, თსუ-ის მიერ გამოთხოვილ იქნა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მიმწოდებელმა არ წარმოადგინა. დასკვნა: არასწორად (გაზრდილად) განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება წარმოშობს რისკს, რომ შესყიდვა განხორციელდეს საბაზრო ღირებულებაზე მაღალ ფასად. ეს ხდება ძირითადად იმ შემთხვევებში, როდესაც ტენდერები კონკურენციის გარშე მიმდინარეობს (მონაწილეობს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი). შესყიდვის სავარაუდო ღირებულების გაზრდილად წარმოდგენის შემთხვევებში, თუ კონკურენცია შედგა, ხშირად ფასის კლება 20%-ზე მეტს შეადგენს, რის გამოც პრეტენდენტები იძულებული არიან რეალური საბაზრო ფასების შეთავაზების შემთხვევებშიც კი დაასაბუთონ ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, 16 რაც ხშირად ტენდერებში მათი დისკვალიფიკაციის მიზეზი ხდება და ქმნის სატენდერო წინადადების მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტების გამარჯვების შესაძლებლობას. გარდა ამისა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრის შემთხვევებში, ტენდერებით მიღებული ეკონომია ნომინალურია. ბაზრის სრულყოფილ კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენების დროს, რადგან კონკურენციის შედეგად ფასის კლების შესაძლებლობა არ არსებობს და საკონტრაქტო ფასი ყალიბდება არასწორად განსაზღვრული, გაზრდილი სავარაუდო ღირებულების საფუძველზე. რეკომენდაცია საბაზრო პირობებისადმი ადეკვატური სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და შედეგად, საჯარო სახსრების არარაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრის კვლევის ეტაპზე შესწავლილ და გაანალიზებულ იქნეს ფასების შესახებ ყველა დაახლოებით, 7 აშშ დოლარი/კგ (სულ 5 კგ). „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 15 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლი. 16 შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მოთხოვნას ითვალისწინებს იმ დაშვებით, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განსაზღვრულია სწორად (საბაზრო ღირებულებასთან მიახლოებით) და არ გულისხმობს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მეტად წარმოდგენის შემთხვევებს. 13 14 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 16 2019 საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნეს ფასების შესახებ მიღებული ინფორმაციის ერთგვაროვნება მიწოდების კომერციული და ფინანსური პირობების გათვალისწინებით. პრეტენდენტებისადმი მოთხოვნებსა და შესყიდვის ობიექტის აღწერაში არსებული ხარვეზები კრიტერიუმი: დაუშვებელია17 შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში: − მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა, „მსგავსი”, „ეკვივალენტური” და სხვ. − გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. გამოვლენილი გარემოება: აუდიტის პერიოდში პრინტერების კარტრიჯების შესყიდვის მიზნით თსუ-ს გამოცხადებული აქვს რამდენიმე ელექტრონული ტენდერი, მათ შორის აღსანიშნავია თანხობრივად შედარებით მსხვილი ტენდერები. 18 ამ დროს, უმრავლეს შემთხვევაში საქონლის სპეციფიკაციით (აღწერილობა) მოთხოვნილი იყო, რომ საქონელი უნდა ყოფილიყო „ორიგინალი“ და ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა წარმოედგინა შემოთავაზებული ბრენდის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF). აღნიშნული მოთხოვნა კონკურენციის შეზღუდვის რისკის მატარებელია, ვინაიდან ის არაპირდაპირ მიუთითებს როგორც მწარმოებელს, ასევე მოდელს. შესყიდვების არსებული პრაქტიკით „ორიგინალი“ კატრიჯი გულისხმობს თავად ორგტექნიკის მწარმოებელი კომპანიების19 მიერ ქარხნული წესით დამზადებულ საქონელს (ან დამატებით მათ მიერ სერტიფიცირებული კომპანიების მიერ წარმოებულს). ასეთი მოთხოვნა არ იძლევა საშუალებას ტენდერებში მონაწილეობა მიიღოს არაორიგინალი, მაგრამ თავსებადი კატრიჯების მიმწოდებელმა კომპანიებმა. ერთდროულად „ორიგინალობის“ და მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის (MAF) მოთხოვნა კონკურენციის შემზღუდავ გარემოებას წარმოადგენს. ამას ადასტურებს ერთ-ერთი ტენდერის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება,20 რომლის მიხედვით: მითითება „ორიგინალი − პრინტერის მწარმოებლის მიერ დამზადებული“ პირდაპირ მიანიშნებს კონკრეტული კომპანიების 21 პროდუქციაზე. რაც შეეხება „ორიგინალის“ განმარტების მეორე ნაწილს („მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქტი“), საბჭომ აღნიშნა, რომ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ აღნიშნული მწარმოებლები ახორციელებენ სხვა კომპანიების სერტიფიცირებას. შესყიდვის ობიექტის აღწერის მიმართ ასეთმა მიდგომამ განაპირობა, რომ ყველა ქვემოთ განხილულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა შპს „ულტრამ“, რომლის შეთავაზებული ფასები შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი (ან მასთან მიახლოებული) იყო, ხოლო ტენდერები ხშირ შემთხვევაში უკონკურენტო გარემოში ჩატარდა. კერძოდ: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-6 პუნქტი. SPA140008336, SPA150004717, SPA160007582, NAT160003102 და MEP170000056. 19 ამ შემთხვევაში HP, Xerox, Canon Kyocera. 20 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ფორსის“ მიერ წარმოდგენილ DIS160027389_01 საჩივართან დაკავშირებით, 2016 წლის 6 დეკემბერი. 21 HP-ის, Xerox-ის, Samsung-ის, Pantum-ის და Canon-ის. 17 18 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 17 2019 ცხრილი N9. კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები (ათას ლარებში) ტენდერი SPA160007582 SPA150004717 NAT160003102 SPA140008336 MEP170000056 მონაწ. რაოდენ. 1 1 1 2 3 სავარაუდ. ღირებ. 159.0 125.3 38.2 67.3 54.8 გამარჯვებ. შეთავაზება 157.7 125.3 37.7 67.3 53.2 გამარჯვებული პრეტენდენტი შპს „ულტრა“ შპს „ულტრა“ შპს „ულტრა“ შპს „ულტრა“ შპს „ულტრა“ მოთხოვნა „ორიგინალი“ კი კი კი კი ნაწილობრივ მოთხოვნა MAF კი კი კი კი არა დასკვნა: ზემოაღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია ტენდერებში სატენდერო წინადადების მაღალი ფასის (სავარაუდო ღირებულებასთან მიახლოებული) წარმდგენი კომპანიის გამარჯვება. კრიტერიუმი: შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები (აღწერილობები) უნდა პასუხობდეს შემდეგ ძირითად პრინციპებს: − სპეციფიკაციები არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ დეტალებს (რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი). სპეციფიკაცია უნდა ასახავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებას გასაგებად, უნდა იყოს სრულყოფილი და შეუძლებელს უნდა ხდიდეს ორაზროვან ინტერპრეტაციას. − სპეციფიკაციები არ უნდა იყოს მორგებული ერთი რომელი ბრენდის ან მოდელის პროდუქტზე. − შესყიდვის ობიექტის ზომების სპეციფიკაციების განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს მიახლოებითი მნიშვნელობები (მაგალითად: პროდუქტის მინიმალური და მაქსიმალური წონა, სიგრძე, სიგანე და ა.შ.). გამოვლენილი გარემოება: ავეჯის შესყიდვის მიზნით თსუ-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 22 შესყიდვის ობიექტების პარამეტრები (ზომები, მასალები, ფერი და ა.შ.) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო ფიქსირებულ სიდიდეებში.23 მოცემულ ტენდერებში მონაწილეობდა პრეტენდენტთა შეზღუდული კონტინგენტი: ცხრილი N10. ავეჯის შესყიდვის მიზნით თსუ-ის მიერ გამოცხადებული ტენდერები (ათას ლარებში) ტენდერი SPA140018476 SPA150029271 MEP170000058 მონაწილ. რაოდენობა 1 1 2 სავარაუდო ღირებულება 97.0 93.5 200.0 გამარჯვ. წინადად. ღირებ-ბა 87.6 82.2 160.0 გამარჯვებული პრეტენდენტი შპს „დანი“ შპს „ოფის 1“ შპს „ტიფანი“ ფასის კლება 9.4 11.3 40.0 % 10 12 20 დასკვნა: ტენდერებში კონკურენტული გარემოს შესაქმნელად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეტენდენტებისადმი მოთხოვნების სწორად დაყენებას და შესყიდვის ობიექტის ადეკვატურ აღწერას. ზედმეტი, არააუცილებელი და ზოგჯერ კანონდარღვევით განსაზღვრული მოთხოვნები SPA140018476, MEP170000058, SPA150029271. მაგალითად, SPA140018476 ტენდერის (შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით − 97.0 ათასი ლარი) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო: სავარძელი (67სმX57სმX120სმ), სკამი ვიზიტორის, ნიკელის კორპუსით 22 23 (53სმX53სმX80სმ), ოვალური მაგიდა (260სმX140სმX75სმ), დაფა ცარცის დასადებით, გარშემო ალუმინის კუთხოვანით (180სმX120სმ) და ა.შ. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 18 2019 განაპირობებს როგორც პოტენციური მიმწოდებლების არმონაწილეობას ტენდერებში, ასევე მონაწილეობის შემთხვევებში დაბალი სატენდერო წინადადების ფასების მქონე პრეტენდენტების არასასურველ დისკვალიფიკაციას. ზემოაღნიშნული გარემოებების გავლენით იზღუდება კონკურენცია. ამას ადასტურებს ცხრილში მოცემული ინფორმაციაც, რომლის მიხედვით, იმ ტენდერების ხვედრითი წილი, რომლებშიც ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, საკმაოდ მაღალია: ცხრილი N11. კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერების რაოდენობა 2014-2017 წლებში წელი გამარჯვებულად გამოვლენილი ტენდერების რაოდენობა ტენდერები ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით % ოდენობა 291 303 247 253 1094 166 161 103 109 539 57 53 42 43 49 2014 2015 2016 2017 სულ: შედეგად, წარმოიშობა ფულადი სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკი. რეკომენდაცია შესყიდვების განხორციელების პროცესში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით: - შესყიდვის ობიექტების მიმართ მოთხოვნები ჩამოყალიბდეს ნათლად, არაორაზროვნად და იმგვარად, რომ შესყიდვების პროცესში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს ყველა პოტენციურ მიმწოდებელს; - შესყიდვის საგნის აღწერისას უპირატესობა მიენიჭოს ფუნქციონალურ-ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავებას, ამავდროულად შესასყიდი საქონლის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვროს იმ დიაპაზონით, რომელიც უზრუნველყოფს საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. დაუსაბუთებელი დისკვალიფიკაცია კრიტერიუმი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. 24 შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენტაციით საჭიროა დააკონკრეტოს, თუ რა ჩაითვლება ანალოგიურ გამოცდილებად. ამასთანავე, ყოველი ცალკეული მოთხოვნა საჭიროა იყოს ობიექტური, თვლადი და პროპორციული, რაც ნიშნავს პირობის დაწესებას გააზრებულად და არა შაბლონურად, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ უნდა ახდენდეს კონკურენციის უსაფუძვლოდ შეზღუდვას. 24 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 19 2019 გამოვლენილი გარემოებები: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით თსუ-მ გამოაცხადა ტენდერი, 25 ტენდერში მონაწილეობა მიიღო ექვსმა პრეტენდენტმა, რომლებმაც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირეს სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები: - შპს „დაგი“ - 1,571.8 ათასი ლარი. - შპს „ტრანსმშენი“ - 1,449.0 ათასი ლარი. - შპს „აისი“ - 1,378.3 ათასი ლარი. - შპს „კომპანიონი“ - 1,335.6 ათასი ლარი. - შპს „დამბა“ - 1,296.5 ათასი ლარი. - შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ - 1,283.1 ათასი ლარი. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი (სატენდერო წინადადების დაზუსტების შემდეგ) დისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. შედეგად, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „დამბა“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება.26 დისკვალიფიცირებულ პრეტენდენტს − შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობას საქართველოში“ გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი ჰქონდა 500 მლნ-ზე მეტი რუბლის შესრულებული სამუშაოების დოკუმენტები, რაც იმ დროს არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით, 17 მლნ ლარს აღემატებოდა (სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო არანაკლებ 1.5 მლნ ლარის). ამასთან ერთად, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი ჰქონდა ბევრად მეტი სირთულის სამუშაოებზე, 27 ვიდრე მოთხოვნილი (შიდა სარემონტო სამუშაოები) იყო. გარდა ამისა, იმ პერიოდისთვის კომპანიას მოგებული ჰქონდა შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი − 5.5 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულებით. 28 მას ასევე მოგებული ჰქონდა სსიპ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერი,29 სავარაუდო ღირებულებით − 628.2 ათასი ლარი, რომელიც მოიცავდა შიდა სარემონტო სამუშაოებსაც. შესაბამისად, გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ დაუსაბუთებელია. ასევე გაირკვა, რომ აღნიშნული სამუშაოები სრული მოცულობით შეასრულა არა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ (შპს „დამბა“), არამედ ქვეკონტრაქტორმა, რომელიც დაფუძნებულია ტენდერის გამოცხადებამდე 3 თვით ადრე. ე.ი. სამუშაოების ფაქტობრივ შემსრულებელ კომპანიას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა და შპს „დამბას“ მიერ წარდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, სატენდერო წინადადების დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტთან მიმართებით შპს „დამბასთვის“ უპირატესობის მინიჭება ამ თვალსაზრისითაც მიზანშეუწონელი გადაწყვეტილებაა. SPA150029941 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით − 1,669.5 ათასი ლარი. 2016 წლის 5 თებერვლის N85/06, საწყისი ღირებულებით − 1,296.5 ათასი ლარი. 27 სხვადასხვა კონსტრუქციული ნაგებობების მშენებლობაზე, რომელიც მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან შედარებით ბევრად მეტი სირთულისაა. 28 ტენდერი SPA150025374. 29 SPA1500023566. 25 26 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 20 2019 სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო განსაზღვრული სამუშაოების შესრულების პროცესში ქვეკონტრაქტორების გამოყენების პირობები, მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მექანიზმები. დასკვნა: ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გაუთვალისწინებლობა იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული 30 შესყიდვების რაციონალურად განხორციელების ვალდებულების უგულებელყოფას და შედეგად ფულადი სახსრების არაეკონომიურ ხარჯვას. კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი იყო 13.4 ათასი ლარის ეკონომიის განხორციელება (1,296.5-1,283.1). პრეისკურანტის საფუძველზე ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და სატენდერო წინადადების ფასის კლების მეთოდის ნაკლოვანებები კრიტერიუმი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა. ელექტრონული ტენდერის პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარებისას, სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციაში თავად განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით. 31 ე.ი. მოცემულ შემთხვევაში სატენდერო კომისიას გააჩნია ფართო დისკრეცია და აქედან გამომდინარე, მას ეძლევა შესაძლებლობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მიზნისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. გამოვლენილი გარემოება: ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ტენდერებით შესყიდვებისას თსუ-ს გამოყენებული ჰქონდა პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების და პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ღირებულების კორექტირების შემდეგი მეთოდი: პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრებოდა ტექნიკური მომსახურების სხვადასხვა სახეობის ერთეულების სავარაუდო ღირებულებების მექანიკური დაჯამებით, ხოლო პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების წარდგენისას დაწესებული იყო შემდეგი შეზღუდვები: „ა) სატენდერო წინადადებით წარდგენილი მომსახურებების ერთეულების ფასები არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტით განსაზღვრულ შესაბამისი მომსახურებების ერთეულების ფასებს; ბ) სატენდერო წინადადების ფასის კლება უნდა განხორციელდეს მომსახურების თითოეული პოზიციის მიხედვით პროპორციულად პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების თითოეული პოზიციის ფასებთან მიმართებით“. აღნიშნული მეთოდი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით შეიცავს შემდეგი სახის რისკებს: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით. 30 31 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 21 2019 − პრეისკურანტით გათვალისწინებული მრავალი სახის მომსახურებებიდან მათი სპეციფიკური დანიშნულებების გამო, შემსყიდველს წლის განმავლობაში შეიძლება დასჭირდეს მხოლოდ გარკვეული სახეობები. მათ შორის, ცალკეული სახეობა − რამდენჯერმეც (მაგალითად, ძრავის ზეთის ან სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლა). ხოლო მომსახურებების და დეტალების უმრავლესობის საჭიროება მათი რამდენიმეწლიანი მუშაობის უნარის გამო, შესაძლოა, საერთოდ არ დადგეს (მაგალითად, ძრავის მუხლა ლილვის ან ჯაჭვის შეცვლა და სხვ.). აქედან გამომდინარე, სატენდერო წინადადების წარდგენისას მომსახურების ერთეულების ფასების პროპორციული კლება მათი საჭიროების დადგომის არათანაბარი შესაძლებლობიდან გამომდინარე არ იძლევა რეალურ ეკონომიას, ვინაიდან იმ მომსახურებების მიხედვით ფასების პროპორციული კლება, რომელთა საჭიროების დადგომის ალბათობა ძალიან მცირეა და ძირითად შემთხვევებში მათი ერთეულების ღირებულებები მაღალია, იძლევა ნომინალურ „ეკონომიას“. აღნიშნულს ადასტურებს გამოცხადებული ტენდერების ანალიზი. კერძოდ: ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით თსუ-მ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი. 32 ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა, რომლებმაც დააფიქსირეს სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები: შპს ავტოსერვისი „დიდი დიღომი“ − 420.2 ათასი ლარი. შპს „მათემოტორსი“ − 416.3 ათასი ლარი. ორივე პრეტენდენტის საწყისი შეთავაზება შეადგენდა 540.7 ათას ლარს. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მათემოტორსი“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. 33 ტენდერში პრეისკურანტის ღირებულების კლებამ შეადგინა 124.4 ათასი ლარი. ხელშეკრულების საწყისი პრეისკურანტით გათვალისწინებულმა, ჯამურად 4532 სახეობის მომსახურებიდან (33 ერთეულ ავტომანქანაზე) გამოყენებულ იქნა მხოლოდ 492 სახეობის მომსახურება, 34 რომელთა საწყისმა სავარაუდო ღირებულებამ ჯამურად შეადგინა - 41.6 ათასი ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულებამ ჯამურად შეადგინა - 32.1 ათასი ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეისკურანტის ღირებულების რეალურმა კლებამ (ფაქტობრივად მიღებულმა ეკონომიამ) შეადგინა 9.5 ათასი ლარი (41.6-32.1) და არა - 124.4 ათასი ლარი. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების დათვლის ანალოგიური მეთოდი იქნა გამოყენებული აუდიტის პერიოდში ავტომობილების ტექნიკური მომსახურებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული სხვა ტენდერების დროსაც (რომლებშიც ეკონომია ასევე ნომინალური ხასიათისაა): ცხრილი N12. თსუ-ის მიერ ავტომობილების ტექნიკური მომსახურების მიზნით გამოცხადებული ტენდერები ტენდერი SPA170016721 SPA150035506 SPA140028890 SPA130028075 (ათას ლარებში) პრეისკურანტის სავარაუდ. ღირებ. 540.7 587.2 499.2 362.4 პრეისკურ. სახელშ. ღირებ. ნომინალური ეკონომია გამარჯვებული პრეტენდენტი 432.6 470.9 449.2 333.4 108.1 116.3 50.0 29.0 შპს „მათემოტორსი“ შპს „ავტოსერვ - დიდი დიღომი“ შპს „ავტოსერვ - „დიდი დიღომი“ შპს „დისქოვერი ავტოსერვისი“ SPA160029747 პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებით − 540.7 ათასი ლარი. 2017 წლის 5 იანვრის N07/06, პრეისკურანტის ღირებულებით − 416.3 ათასი ლარი (მომსახურების სახელშეკრულებო მოცულობითმა ღირებულებამ შეადგინა 110.0 ათასი ლარი). 34 სხვა მომსახურებების გამოყენების საჭიროება არ დამდგარა. 32 33 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 22 2019 ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალება იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის საშუალო შეწონილი ღირებულების მეთოდი, რომელიც შესაძლებელია თავიდან ცალკეულ ტენდერებში ალტერნატიული სახით იქნეს გამოყენებული. კერძოდ: მომსახურების თითოეულ სახეობას შესაძლებელია მომსახურების საჭიროების სიხშირიდან გამომდინარე. 35 მიენიჭოს კოეფიციენტი ამ მომსახურების თითოეული სახეობის ერთეულის სავარაუდო ფასის შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლებით, განსაზღვრული იქნება კონკრეტული მომსახურების საშუალო შემთხვევაში, ხოლო ჯამით, მათი შეწონილი მიიღება ღირებულება პრეისკურანტის ფიქსირებული სავარაუდო გარბენის ღირებულება. ანალოგიურად იქნება განსაზღვრული სატენდერო წინადადებების ღირებულებებიც. აღნიშნული მეთოდის უპირატესობა პროპორციული კლების მეთოდთან შედარებით, მისი მოქნილობაა, რომელიც საშუალებას მისცემს პრეტენდენტს, თავისი შეხედულებით დააკლოს ფასები მომსახურების იმ სახეობებს, რომლებსაც თვითონ განსაზღვრავს და არ იქნება იძულებული განახორციელოს პარალელური კლება, რომელიც ზოგჯერ მას არ სურს (ან სურს განახორციელოს კლება არაპროპორციულად, რასაც ვერ ახერხებს) და შედეგად შეიძლება საერთოდ აღარ დააკლოს ფასები. ამასთან ერთად, ასეთი პრინციპით ფასების კლებას ზემოაღნიშნული შემთხვევების მსგავსად, არ ექნება ფორმალური ხასიათი. ასევე ეს მეთოდი მოიცავს და იძლევა შესაძლებლობას, პრეტენდენტის სურვილის შემთხვევაში განხორციელდეს პროპორციული კლებაც. დროთა განმავლობაში კოეფიციენტების დახვეწის შემდგომ ამ მეთოდის გამოყენება სირთულეებს აღარ გამოიწვევს. რეკომენდაცია ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და სატენდერო წინადადების ფასის კლების არსებული მეთოდის ხარვეზები და განხილულ იქნეს სხვა ალტერნატიული მეთოდი, რომელიც დაეფუძნება: - პრეისკურანტით განსაზღვრული ცალკეული მომსახურების საჭიროების სიხშირეს; - პრეტენდენტის მხრიდან სატენდერო წინადადების ფასის კლების მეთოდის შეუზღუდავ არჩევანს. სამშენებლო პროექტის განხორციელების მეთოდის ნაკლოვანებები კრიტერიუმი: სამშენებლო პროექტების განხორციელების DB მეთოდი გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე. მეთოდის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ პირველ ეტაპზე ხდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების მომსახურების შესყიდვა და მის საფუძველზე კონცეპტუალური პროექტის შექმნა ფუნქციური და შედეგზე ორიენტირებული სპეციფიკაციების გამოყენებით; მეორე ეტაპზე შემუშავებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კონცეპტუალური პროექტის (როგორც ტექნიკური დავალების) საფუძველზე დეტალური (მუშა) პროექტის შემუშავების მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესყიდვა (რაც განხორციელდება ერთი კონტრაქტორის მიერ). მოცემულ მეთოდს გააჩნია შემდეგი ავტომანქანის ექსპლუატაციის ინსტრუქციის და გასული წლების გამოცდილებით შესაძლებელია განისაზღვროს საშუალო წლიური გარბენის პირობებში (მაგალითად, 25000კმ) მომსახურების თითოეული სახეობის საჭიროების საშუალო რაოდენობა, რომელიც ამ სახეობისთვის კოეფიციენტად იქნება გამოყენებული (ზოგიერთი შესაძლოა აღმოჩნდეს 1-ზე ნაკლებიც). 35 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 23 2019 უარყოფითი მხარეები: ა)კონცეპტუალური პროექტის და ფუნქციური/შედეგზე ორიენტირებული სპეციფიკაციების შემუშავების სირთულე; ბ) როგორც წესი, გამოიყენება რთული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის; გ) კონტრაქტორს საჭიროა გააჩნდეს სათანადო კვალიფიკაცია იმისათვის, რათა კონცეპტუალურ პროექტზე დაყრდნობით შეძლოს დეტალური პროექტის შემუშავება და შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმება. შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადო ჩართულობა დეტალური პროექტის შემუშავებისა და შეთანხმების პროცესში საჭიროებს შემსყიდველი ორგანიზაციის მაღალ კვალიფიკაციას. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის დროს საწყისი სავარაუდო ღირებულება გაიანგარიშება რესურსული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, რომელიც შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებულ სამშენებლო ნორმებსა და წესებში მოცემულ ერთეულზე ნორმატიული ხარჯის დაცვით. ნორმატიული რესურსის განფასებები უნდა განხორციელდეს გამოცემული/აღიარებული ბაზრის კვლევის საფუძველზე. გამოვლენილი გარემოება მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, თსუ-მ გამოაცხადა ტენდერი36 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით − 5,829.9 ათასი ლარი. პროექტის განსახორციელებლად შერჩეულ იქნა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროექტირება-მშენებლობის - ე.წ. DesignBuild (DB) მეთოდი. შესყიდვის მთლიანი მოცულობა შედგებოდა ორი ნაწილისგან: მომსახურებების შესყიდვა და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. მომსახურებების შესყიდვა მოიცავდა შემდეგ ოთხ კომპონენტს: - შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და მასზე დასკვნის მომზადება; - აუცილებლობის შემთხვევაში შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის საფუძველზე სათანადო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; - შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; - ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ყველა აუცილებელი შეთანხმების და ნებართვის აღება შესაბამისი სამსახურებიდან; მომსახურებების შესყიდვის ღირებულება მოიცავდა ასევე პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ხარჯებს. სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა ფასადის, გადახურვის, სანტექნიკური კვანძის და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებს. სატენდერო დოკუმენტაციით, შესყიდვის მთლიანი მოცულობის განფასება მოთხოვნილი იყო ამ კომპონენტების მიხედვით ისე, რომ თითოეული კომპონენტის (მათ შორის, მომსახურებების ნაწილში) ღირებულების დასაბუთება არ მოუთხოვიათ. SPA180002948. პროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნება (პროგრამული კოდი: 32 07 02 03). სააგენტოსა და თსუ-ს შორის გაფორმებული 2017 წლის 21 დეკემბრის N32070203-09 (თსუ-ის რეგისტრაციით − 2017 წლის 26 დეკემბრის N951/08) ხელშეკრულების მიხედვით, ავანსი (4,663.9 ათასი ლარი) თსუ-ს ჩაერიცხა 2017 წლის 28 დეკემბერს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ანგარიშზე. პროექტის განხორციელებაზე თანხმობა გაცემულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 დეკემბრის N2586 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის N289 დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის (N3, 11.12.2017) საფუძველზე. 36 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 24 2019 ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა, რომლებმაც დააფიქსირეს სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები: - შპს „თბილი სახლი“ − 5,829.9 ათასი ლარი; - შპს „იკორთა 2007“ − 5,546.8 ათასი ლარი; - შპს „დიკა 2010“ − 5,192.0 ათასი ლარი. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „დიკა 2010“, რომელთანაც 2018 წლის 3 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება N430/06, ღირებულებით − 5,191.9 ათასი ლარი. შპს „დიკა 2010“-ის მიერ სისტემაში ატვირთული საწყისი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ჯამური ღირებულება შეადგენდა 5,422.9 ათას ლარს, მათ შორის, მომსახურებების ჯამური ღირებულება − 135.0 ათას ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ღირებულება − 5,287.9 ათას ლარს. საბოლოო შეთავაზებული ფასის (5,192.0 ათასი ლარი) შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების შემდეგ, 37 მომსახურებების ჯამური ღირებულება გაიზარდა 385.0 ათას ლარამდე (სამშენებლო სამუშაოების ღირებულების შემცირების ხარჯზე), რაც ვერ დასაბუთდა. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ აღნიშნული მომსახურებები შესრულებული იყო არა უშუალოდ კონტრაქტორის (შპს „დიკა 2010“), არამედ ქვეკონტრაქტორების (ორი სხვადასხვა კომპანიის) მიერ. მათ შორის, შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის მომსახურებაზე ქვეკონტრაქტორის მიერ გაცემულია უარყოფითი დასკვნა, 38 რომლითაც გაცემულია რეკომენდაციები როგორც შენობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარებაზე, ასევე აღდგენა-გამაგრებითი პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შემუშავებაზე. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარების და პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შემუშავების შემდეგ კონტრაქტორის დაკვეთით მეორე ქვეკონტრაქტორის მიერ შედგენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მშენებლობის ორგანიზაციის პროექტით (მოპ) განსაზღვრული იყო სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვით გათვალისწინებული იყო კონსტრუქციების (მათ შორის, საძირკვლების) გამაგრების სამუშაოები. სსიპ − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვაც,39 პროექტის განხორციელებას კონსტრუქციების (მათ შორის, საძირკვლების) გამაგრების სამუშაოების დაწყებით ითვალისწინებდა. ამის შემდგომ ზემოაღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები ისე დაიწყო, რომ კონსტრუქციების და საძირკვლების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები40 არ ჩატარებულა. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დასრულებული იყო მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებების მიწოდება, რაც თსუ-ს სრულად ჰქონდა გადახდილი (385.0 ათასი ლარი). სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე დამთავრებული არ იყო. აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით გამოვლინდა რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველი გარემოებები, რომლებიც განაპირობა პროექტის განხორციელების ზემოაღნიშნული მეთოდის გამოყენებამ. სამშენებლო პროექტების განხორციელების DB მეთოდს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. მის ერთ-ერთ უარყოფით მხარეს ზოგადად წარმოადგენს შესყიდვის საშუალებად რის მიხედვითაც განისაზღვრა სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვა. კვლევა განხორციელდა ვიზუალური მეთოდით. 39 სსიპ − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება N4085584, გაცემის თარიღი 27.07.2018 წ. 40 აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვა ზემოაღნიშნული ტენდერით არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, შესყიდვა ცალკე უნდა განხორციელებულიყო. 37 38 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 25 2019 ტენდერის გამოყენების სირთულე (გარდა ტიპური პროექტების განხორციელების შემთხვევებისა). კერძოდ, რადგან როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოები ერთმა კონტრაქტორმა უნდა განახორციელოს, ტენდერის გამოცხადებისას, საპროექტო დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია შესასრულებელი სამუშაოების სწორად განფასება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრა.41 შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ იქნა დათვლილი ბაზრის კვლევის ეტაპზე და სატენდერო წინადადების წარდგენისას კომპანიების მიერ მიწოდებული ფასები.42 ასეთ შემთხვევებში ტენდერებში ფასების კლებაც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება დაფიქსირდეს და მაღალი რისკი არსებობს იმისა, რომ რეალურ საბაზრო ღირებულებამდე ვერ ჩამოვიდეს (რადგან თვით პრეტენდენტებსაც არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა ფასის ადეკვატურობაზე და დაზღვევის მიზნით, შესაძლოა, მაღალ ფასებზე შეაჩერონ შეთავაზება). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა გამოკითხვის საშუალებით, რომლის შედეგადაც ოთხი კომპანიის მიერ მიწოდებულ იქნა შემდეგი ფასები: ცხრილი N13. ტენდერის (SPA180002948) ბაზრის კვლევის მონაცემები43 (ათას ლარებში) კომპანიის დასახელება მომსახურებების ჯამური ღირებულება სამშენ. სამუშაოებ. ჯამური ღირებულება სულ 170.0 31.7 67.4 115.0 5,659.9 6061.4 2,783.9 4,341.3 5,829.9 6,093.1 2,851.3 4,456.3 შპს „თბილი სახლი“ შპს „დაგი“ შპს „მაგისტრალი“ შპს „ტერა“ როგორც ცხრილიდან ჩანს, ბაზრის კვლევის ეტაპზე ორმა კომპანიამ მიაწოდა, დაახლოებით, თანაბარი ოდენობის მაღალი ფასი, ხოლო დანარჩენმა ორმა − მნიშვნელოვნად დაბალი ფასი. მიუხედავად ამისა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას, ორიენტაცია გაკეთებულია მაღალ ფასებზე, რაც ვერ იქნა დასაბუთებული. არ არის შეფასებული ოთხი პოტენციური მიმწოდებლის წინასწარი გამოკითხვის შედეგები კომპონენტების მიხედვით, ანალიტიკურ ჭრილში. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის კვლევას საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე ფორმალური ხასიათი ჰქონდა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას, ორიენტაცია გაკეთებულია არა საშუალო ფასზე, არამედ შეთავაზებულ მაღალ ფასებზე. შესყიდვის მომსახურების კომპონენტების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფები, რომლის მიხედვით, მომსახურების კომპონენტების ღირებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე კერძო კომპანიების შემოთავაზებები. მაგალითად, მომსახურების ერთ-ერთ კომპონენტში (შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და დასკვნა) გადახდილია 250.0 ათასი ლარი. სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფების მიხედვით, 44 „ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა და დეტალური გამოკვლევისათვის საჭირო ღონისძიებების გამონაკლისს წარმოადგენს ტიპური პროექტები, რომლებითაც წინასწარ განსაზღვრულია მიახლოებითი ღირებულება და საჭიროებს მხოლოდ ადაპტაციას კონკრეტული შემთხვევებისთვის. DB მეთოდის გამოყენება უმეტესად ასეთ შემთხვევებშია მიზანშეწონილი. ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია ასევე საავტორო უფლების მქონე პროექტების შესყიდვებისას. 42 როგორც ბაზრის კვლევის დოკუმენტებით, ასევე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო მხოლოდ სამუშაოთა ზოგადი ჩამონათვალი გამსხვილებული მიახლოებითი მოცულობებით, ე.წ. დეფექტური აქტის ანალოგიურად და ისიც გამოსაყენებელი მასალების სახეობების, რაოდენობის და ა.შ. მითითების გარეშე (დეფექტური აქტები გამოიყენება მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობის სამუშაოების განსაფასებლად და არა დიდი პროექტების შემთხვევებში). 43 კომპანიების მიერ მიწოდებული მთლიანი ღირებულების კომპონენტები ცხრილში დაჯგუფებულია ორ ძირითად ნაწილად. 44 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილების („სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“) დანართი N1-ის 149-ე პოზიციის მიხედვით. 41 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 26 2019 შედგენის“ საფასური 10000 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობისთვის განსაზღვრულია − „1300 ლარი + 300 ლარი, ყოველ დამატებით 5000 კუბ.მ-ზე“. შესაბამისად, დაახლოებით, 150000 კუბ.მ მოცულობის 45 თსუ-ის მე-2 კორპუსის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, ბიუროს ტარიფების მიხედვით დაჯდებოდა 9.7 ათასი ლარი (1.3+0.3*28) და არა − 250.0 ათასი ლარი. ნებართვების ღირებულების დადგენას არ ესაჭიროებოდა ბაზრის კვლევა, რადგან გაიცემა მხოლოდ სსიპ − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ და ფასები ფიქსირებულია. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოსაკრებელი შეადგენს 50 ლარს. 46 , ხოლო სსიპ-ის მომსახურების საფასური დაწესებულია მხოლოდ დაჩქარებული მომსახურებებისთვის (მაქსიმალური საფასური შეადგენს 1000 ლარს) და ისიც კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ნებართვის ასაღებად კონტრაქტორისთვის გადახდილია არაადეკვატური ოდენობის თანხა − 50.0 ათასი ლარი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრას ასევე ადასტურებს შემდეგი გარემოებები: მომსახურებების ნაწილი: როგორც გაირკვა, მომსახურების კომპონენტების საბაზრო ღირებულებამ (გარდა შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნისა) შეადგინა, დაახლოებით, 120.5 ათასი ლარი. ზემოაღნიშნულ ღირებულებას თუ დავამატებთ ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის და საპროექტო დოკუმენტაციაზე ექსპერტიზის დასკვნების საორიენტაციო ღირებულებებს (ბიუროს ტარიფების მიხედვით47) ხელშეკრულების მომსახურებების ნაწილის რეალური ჯამური საბაზრო ღირებულება იქნებოდა, დაახლოებით, 159.2 ათასი ლარის ფარგლებში (9.7+120.5+ 29.0) და არა − 385.0 ათასი ლარი:48 ცხრილი N14. თსუ-ის მიერ ხელშეკრულების მომსახურებების ნაწილში გადახდილი თანხების სავარაუდო საბაზრო ღირებულებებთან შედარება (ათას ლარებში) გაწეული მომსახურების კომპონენტები კონტრაქტორისთვის გადახდილი სავარაუდ. საბაზრო ღირებულება სხვაობა ტექნიკურ. მდგომარ. დასკვნა დასკვნის საფუძველზე პროექტი და ხარჯთაღრ. სარეაბილ. სამუშაოებ. პროექტი და ხარჯთაღრ. შეთანხმებების და ნებართვების აღება პროექტის და ხარჯთაღრ. ექსპერტიზა სულ: 250.0 5.0 80.0 50.0 385.0 9.7 240.3 120.5 14.5 29.0 159.2 (29.0) 225.8 თსუ-ის მიერ მომსახურების ცალკეულ კომპონენტზე ბაზრის სწორი კვლევის და ტენდერების ცალცალკე გამოცხადების შემთხვევაში, კონკურენციის შედეგად გაჩნდებოდა შესაძლებლობა, შემცირებულიყო ზემოაღნიშნული სავარაუდო საბაზრო ღირებულებები და მიეღოთ ფულადი სახსრების დამატებითი ეკონომია. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა მიზანშეწონილი საპროექტო თსუ-ის მე-2 კორპუსის აზომვითი ნახაზების მიხედვით, რაც ასევე დაადასტურეს შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით. 47 საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების (N171, 08.05.2012წ.) დანართი N1-ის 134-ე და 136-ე პოზიციების მიხედვით, მშენებლობის პროექტის ერთი ნაწილის ექსპერტიზის საფასური შეადგენს 500 ლარს, ხოლო ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის საფასური − ღირებულების 0.5%. კერძოდ, პროექტის, დაახლოებით, 10 ნაწილისა და 4,800.0 ათასი ლარის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების პირობებში: 0.5*10+4,800.0*0.5%=29.0. 48 აღნიშნული მომსახურებების ბიუროსგან შესყიდვის განხორციელება შესაძლებელი იყო ტენდერის გარეშე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 31 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 45 46 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 27 2019 ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებზე ასევე ცალკე ტენდერის გამოცხადება,49 რაც ასევე წარმოშობდა დამატებითი ეკონომიის მიღების შესაძლებლობას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბაზრის კვლევის ეტაპზე კომპანიების მიერ მიწოდებული მომსახურებების ჯამური ღირებულება მერყეობდა 31.7 ათასი ლარიდან 170.0 ათას ლარამდე, რაც ასევე მიუთითებს სატენდერო წინადადების არაადეკვატურ ღირებულებაზე. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო, რომ მიმწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა წარედგინა ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულების ასლი. მომსახურებების ნაწილში თსუ-სთვის წარდგენილი იყო მხოლოდ ერთ ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო მეორე ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება − არ იყო წარდგენილი. მას გაწეული აქვს როგორც შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის გაცემასთან, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზასთან დაკავშირებული მომსახურებები (დასკვნები ინახება თსუ-ის შესაბამის სამსახურში). აუდიტის მიმდინარეობისას თსუ-ის მოთხოვნის საპასუხოდ გამოგზავნილ წერილში კონტრაქტორი აღნიშნავს, რომ მას მეტი ქვეკონტრაქტორი არ ჰყავს (რაც არ შეესაბამება რეალობას) და ამ მოტივით დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი. სამშენებლო სამუშაოების ნაწილი: DB მეთოდის გამოყენებისას მიმწოდებელი კომპანია თვითონ ახდენს (ან უკვეთავს) როგორც თავისივე შესასრულებელი სამუშაოების განფასებას, ასევე თვითონვე უკვეთავს ექსპერტიზის დასკვნასაც, რაც, ბუნებრივია, წარმოშობს ღირებულების გაზრდის რისკს. ექსპერტიზის დასკვნებით არ არის განხორციელებული რაიმე სახის კორექტირება (ფორმალური ხასიათისაც კი) არც სამუშაოთა მოცულობებში, არც განფასებაში (პრაქტიკაში შეუძლებელია, რომ ორმა ხარჯთაღმრიცხველმა დამოუკიდებლად მრავალმილიონიანი პროექტი განაფასოს ზუსტად ერთნაირად, თეთრების სიზუსტით). აღნიშნული განპირობებულია ინტერესთა კონფლიქტით, რომელიც წარმოიშობა იმ გარემოებით, რომ სამუშაოების შემსრულებელი იმავდროულად როგორც პროექტის, ასევე ექსპერტიზის დამკვეთია. სამუშაოების საპროექტო ხარჯთაღრიცხვა შედგება შემდეგი 10 კომპონენტისგან: ცხრილი N15. თსუ-ის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო ხარჯთაღრიცხვის შემადგენელი კომპონენტები (ათას ლარებში) სამუშაოების ჩამონათვალი ფასადის სამუშაოები ფანჯრების და ვიტრაჟების მოწყობა ქანობიანი გადახურვის მოწყობა რბილი გადახურვის მოწყობა სანიტარული კვანძის სამუშაოები გარე კანალიზაცია და წყალსადენი შიდა წყალსადენი და კანალიზაცია სანიტარული კვანძის ელექტროსამუშაოები ვენტილაციის მონტაჟი გათბობის მონტაჟი ჯამი: სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 1,320.9 1,353.7 913.7 94.0 206.5 18.9 51.1 22.9 32.3 792.9 4,806.9 შემოწმებით გაირკვა, რომ საპროექტო ხარჯთაღრიცხვის შრომის ანაზღაურების ხარჯების განყოფილებაში ერთეული კაც-საათების ღირებულებები არ შეესაბამება ქვეყანაში საყოველთაოდ მიღებული, პრაქტიკაში გამოყენებადი და საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული მეთოდური შესაბამისად, მიზანშეწონილი იყო პროექტის განხორციელების DBB მეთოდის გამოყენება (რაც გულისხმობს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ცალ-ცალკე შეძენას). 49 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 28 2019 ცნობარით50 განსაზღვრულ საბაზრო ფასებს (6.0 - 7.8 ლარი/კაც-საათი). უფრო მეტიც, საპროექტო ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ერთეული კაც-საათების ღირებულებები არაადეკვატურად მაღალია და ცალკეულ შემთხვევებში შეადგენს 120-150 ლარს/კაც-საათზე. აღსანიშნავია, რომ ხარჯთაღრიცხვის თითოეულ კომპონენტზე მითითებულია, რომ „ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 2018 წლის მიმდინარე ფასებით“, რაც არ შეესაბამება რეალობას. თითოეული გაზრდილი ღირებულების პოზიციის მიხედვით თანხების დათვლის და მეთოდური ცნობარის შესაბამისად გაანგარიშებულ ფასებთან შედარებით, ვიღებთ მნიშვნელოვან სხვაობებს:51 ცხრილი N16. საპროექტო ხარჯთაღრიცხვით განფასებულ შრომის ანაზღაურებასა და მეთოდური ცნობარის მიხედვით განფასებულს შორის გამოვლენილი სხვაობები (ათას ლარებში) ხარჯთაღრიცხვების ჩამონათვალი შრომის ანაზღაურება საპროექტო ხარჯთაღრ. შრომის ანაზღაურება მეთოდ. ცნობარით სხვაობა სხვაობა დანარიცხებით ფასადის სამუშაოები ფანჯრები და ვიტრაჟები ქანობიანი გადახურვა რბილი გადახურვა სანიტარული კვანძი გარე კანალიზაცია შიდა კანალიზაცია ელექტროსამუშაოები ვენტილაცია გათბობის მონტაჟი ჯამი: 625.8 183.5 304.5 25.9 48.1 4.1 8.8 3.0 3.1 196.5 1,403.3 341.0 168.2 92.7 11.4 39.7 3.2 14.1 4.1 1.9 138.5 814.8 284.8 15.3 211.8 14.5 8.4 0.9 (5.3) (1.1) 1.3 57.9 588.5 411.3 22.1 305.9 20.9 12.1 1.4 (7.8) (2.4) 2.3 124.7 890.5 კაც-საათების არაადეკვატურ ფასებთან დაკავშირებით პროექტის განმფასებლის წერილით 52 გაკეთდა განმარტება, რომლის მიხედვითაც „მოცულობათა უწყისი განფასებული იქნა ტენდერში ნავაჭრი ფასებიდან გამომდინარე“. აღნიშნული განმარტება არგუმენტაციას მოკლებულია შემდეგი გარემოებების გამო: − სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი არ იყო და შესაბამისად, არც სატენდერო წინადადებით იყო განფასებული სამუშაოთა ერთეულები (მათ შორის, შრომის ანაზღაურების ნაწილში). შესაბამისად, „ტენდერში ნავაჭრი ფასები“ წარმოადგენს მხოლოდ პროექტის ჯამურ ღირებულებას და არა კაც-საათების ღირებულებას; − პროექტის ჯამური ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს სამუშაოთა ერთეულების განფასებით, მოცულობებზე გამრავლებით და მათი დაჯამებით და არა პირიქით (პროექტის ჯამური ღირებულებიდან არ განისაზღვრება სამუშაოთა ერთეულების ღირებულებები); − ზოგადად, ხარჯთაღმრიცხველის ფუნქციაა (შესაბამისად, პროექტის განფასების მიზანია) განუსაზღვროს დამკვეთს, თუ რა ღირებულების იქნება ესა თუ ის პროექტი. პროექტის განმფასებლის განმარტებით კი მოხდა პირიქით − დამკვეთმა განუსაზღვრა და დაუკვეთა ხარჯთაღმრიცხველს პროექტის ღირებულება და ამ ღირებულებაზე ორიენტირებით განფასდა სამუშაოთა ერთეულები. მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ პერიოდულად გამოცემული მეთოდური ცნობარი „მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების შესახებ“, აღიარებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის („სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით. 51 დეტალური გაანგარიშება მოცემულია ელექტრონული სახით. საპროექტო ხარჯთაღრიცხვის ცალკეულ პოზიციაზე კაცსაათების ერთეულების ღირებულებები მეთოდური ცნობარის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. გაანგარიშებაში ეს გათვალისწინებულია და ამ პოზიციების მიხედვით დათვლილი სხვაობები გამოკლებულია გაზრდილი ღირებულებების ჯამს. 52 2018 წლის 21 ნოემბრის N144. 50 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 29 2019 დასკვნა: ზემოაღნიშნული გარემოებების შედეგად თსუ-ის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება გაზრდილია ჯამურად, დაახლოებით, 1,116.3 ათასი ლარით (225.8 ათასი ლარით მომსახურებების ნაწილში + 890.5 ათასი ლარით სამუშაოების ნაწილში), რამაც შექმნა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის პირობები. რეკომენდაცია საბაზრო პირობების შესაბამისი ფასწარმოქმნის უზრუნველყოფისა და სატენდერო პროცედურებში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის წინამოსამზადებელ ეტაპზე გააანალიზდეს პრაქტიკაში არსებული მისი განხორციელების სხვადასხვა მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი და მიღებულ იქნეს კონკრეტული შემთხვევის შესაბამისი გადაწყვეტილება. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები წიგნების შესყიდვა თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით 53 თსუ-ის რექტორს საქვეანგარიშოდ გამოეყო ჯამურად 13538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი 23829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების 54 კომპანია Nova science publishers-გან შესაძენად. ბრძანებების მიხედვით, წიგნების შეძენის მიზანს წარმოადგენდა თსუ-ის სახელით მათი გავრცელება, სასაჩუქრედ და თსუის ბიბლიოთეკაში განთავსება. წიგნების შეძენა განხორციელდა რექტორის ინიციატივით, რომელიც ამ ინიციატივის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი წერილობით მიმართვებში მიუთითებს, რომ თუ წიგნები შეძენილი იქნება უშუალოდ ავტორის მიერ, შესაძლებელია ფასდაკლება და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ წიგნები შეძენილი ყოფილიყო პირადად მის მიერ. ზემოაღნიშნული თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით აღნიშნული წიგნები შეძენის შემდგომ გადაეცა თსუ-ს. ზემოაღნიშნული შესყიდვები განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ: - შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელი იყო ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers (ამ კომპანიასთან თსუ-ს სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა). ამასთანავე, შესყიდვა განხორციელდა ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.55 - შესყიდვების განხორციელებისას წარმოიშვა კანონმდებლობით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი, 56 რადგან მიმწოდებელი ამავდროულად წარმოადგენდა შემსყიდველს (თსუ-ს რექტორს) და მოცემული შესყიდვის ინიციატორს. ამასთანავე, შესყიდვაზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს (თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) და მიმწოდებელს (რექტორს) შორის N559/02-06, 09.06.2014წ; N337/02-06, 22.04.2014წ. და N717/02-06, 09.07.2014წ. Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After“, „Laffer-Keynesian Synthesis and Macroeconomic Equilibrium, Central Caucassus: Problems of Geopolitical Economy”, „Georgia between Elections: A monthly Diary 2010-2012 - თითოეული 50 ეგზემპლარის ოდენობით, 40%-იანი ფასდაკლებით, ხოლო წიგნის − Necroeconomics” , 100 ეგზემპლარი − 50%-იანი ფასდაკლებით შესაძენად. 55 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნა. 56 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით. 53 54 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 30 2019 არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული ურთიერთობები (როგორც ურთიერთდამოკიდებული პირები). შესაბამისად, უნდა შეწყვეტილიყო მონაწილეობა შესყიდვის განხორციელებაში. - თსუ-ის რექტორმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე მიწერილი ზემოაღნიშნული წერილებით მოახდინა ზეგავლენა, რითაც დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, დაუშვებელია პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.57 ავეჯის შესყიდვა სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი ავეჯის შესყიდვის მიზნით, თსუ-მ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 58 ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე. ბაზრის კვლევის ეტაპზე ინფორმაცია მიწოდებულ იქნა ორი კომპანიის მიერ: - შპს „კომფორტი 2006“ − 73.7 ათასი ლარი. - შპს „საქართველოს კარიტასი“ − 136.2 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა პრეტენდენტმა, რომლებმაც დააფიქსირეს სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები: - შპს „ჯეო+“ − 62.3 ათასი ლარი; - შპს „ტიფანი“ − 67.7 ათასი ლარი; - ი/მ გიორგი მინაძე − 73.8 ათასი ლარი; - შპს „ნივე ჯგუფი“ − 74.4 ათასი ლარი. სატენდერო წინადადების დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი („შპს ჯეო+“) დისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ მან შესთავაზა შპს „ჯეო გრუპის“ მიერ დამზადებული ავეჯი, ხოლო წარდგენილი ჰქონდა საკუთარი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მოთხოვნილი იყო მწარმოებლის). მოტივად ასევე გამოყენებულ იქნა ის გარემოება, რომ ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო დაფიქსირებული (მიუხედავად იმისა, რომ არც შესყიდვების კანონმდებლობით და არც სატენდერო დოკუმენტაციით ქვეკონტრაქტორის გამოყენების უფლება შეზღუდული არ იყო). სატენდერო წინადადების შემდეგი დაბალი ფასის მქონე შპს „ტიფანი“ დისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ მის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩაითვალა არასრულყოფილად. შედეგად, გამარჯვებულად ხელშეკრულება. გამოცხადდა ი/მ გიორგი მინაძე, რომელთანაც გაფორმდა 59 ზემოაღნიშნული შესყიდვის განხორციელების პროცესში გათვალისწინებული არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის ვალდებულება: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით. NAT170009527 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით − 85.9 ათასი ლარი. 59 2017 წლის 17 ოქტომბრის N856/06, ღირებულებით 73.8 ათასი ლარი. 57 58 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 31 2019 - გაურკვეველია, თუ რომელ მონაცემს ეფუძნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულება (85.9 ათასი ლარი) მაშინ, როცა ბაზრის კვლევის ეტაპზე მიღებულ იქნა მხოლოდ ორი პოტენციური მიმწოდებლის ფასები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავებულია როგორც ერთმანეთისგან, ისე სავარაუდო ღირებულებისგან; - შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არცთუ სწორად განსაზღვრის ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ოთხივე პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული ფასები სავარაუდო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდა; - სატენდერო დოკუმენტაციით მწარმოებლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა მიზანშეუწონელია იმის გათვალისწინებით, რომ წარმოადგენს შემზღუდავ გარემოებას იმპორტიორი და სავაჭრო კომპანიებისთვის (რის გამოც განხორციელდა დაბალფასიანი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია); - გამარჯვებულ პრეტენდენტს ცალკეულ პოზიციაზე შეთავაზებული ჰქონდა უკრაინული და ჩინური წარმოების ავეჯი. ამ კომპონენტებზე მას წარდგენილი არ ჰქონდა მწარმოებლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ დაბალფასიანი პრეტენდენტისგან განსხვავებით, ის დისკვალიფიკაციას არ დაექვემდებარა; - სწორად რომ ყოფილიყო განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, დაბალფასიანი პრეტენდენტის ფასის კლება 20%-ზე ნაკლები იქნებოდა, აღარ დასჭირდებოდა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დისკვალიფიციის საფუძველი. დოკუმენტის წარდგენა და არ შეიქმნებოდა მისი 60 არსებობდა შესაძლებლობა, განხორციელებულიყო 11.5 ათასი ლარის ეკონომია (73.8 - 62.3 ათასი ლარი). საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით თსუ-მ გამოაცხადა ტენდერი. 61 მომსახურება მოიცავდა შემდეგ კომპონენტებს: თსუ-ის ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაცია, ეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის განხორციელება, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკისა და საბიუჯეტო პროცესის მართვის სრულყოფა, ერთიანი საინოვაციო პოლიტიკის გატარება და საინოვაციო მენეჯმენტის სრულყოფა. დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის საბიუჯეტო ასიგნება (პროგრამული კოდი: 32 04 03), საიდანაც თსუ-ს თანხა ჩაერიცხა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ანგარიშზე. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო, რომ პრეტენდენტი კომპანია უნდა ყოფილიყო საერთაშორისო აუდიტორულ წარმომადგენლობა, კომპანიათა ფილიალი. ქსელის აღნიშნული „დიდი მოთხოვნა ოთხეულის“ ეწინააღმდეგება წევრი, წევრის შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაციით დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს და მწარმოებლის მითითება.62 ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მეორე დაბალფასიან პრეტენდენტს (შპს „ტიფანი“) მოგებული ჰქონდა თსუ-ს მიერ ასევე ავეჯის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი (MEP170000058) და გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება (N658/06, 10.08.2017წ.) უფრო მაღალი ღირებულებით (160.0 ათასი ლარი), რომელიც პრეტენზიის გარეშე შეასრულა. 61 SPA170003212 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით − 180.0 ათასი ლარი. 62 მართალია, ეს არ იყო მითითება კონკრეტულ მიმწოდებელზე, მაგრამ მითითებულია ოთხი კონკრეტული მიმწოდებლის შეზღუდული ჯგუფი. 60 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 32 2019 ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა, რომლებმაც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირეს სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები: - „დელოიტი და ტუში“ − 162.7 ათასი ლარი; - „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი ვი-ს ფილიალი საქართველოში“ − 160.9 ათასი ლარი. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ეს უკანასკნელი და 2017 წლის 21 აპრილს მასთან გაფორმდა ხელშეკრულება. 63 გაწეული მომსახურების შესაბამისად, თანხა სრულად იქნა გადახდილი, ხოლო მიწოდების ვადის 7 დღით გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო 193 ლარის ოდენობით. მიმწოდებლის მიერ გაცემული ზოგიერთი რეკომენდაცია ისეთ პრობლემებს უკავშირდება, რომლებზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ უკვე გაცემული იყო რეკომენდაციები, ხოლო ზოგიერთი მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც კანონმდებლობით არის დარეგულირებული.64 აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის რეკომენდაციები პრაქტიკულად შესრულებული არ არის (ძირითადად, ობიექტური მიზეზების გამო). აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას არ არის გაანგარიშებული და დასაბუთებული ხარჯის გაწევის შედეგად მისაღები სარგებელი. ექსპერტიზის ხარჯები სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებისას ცალკეულ შემთხვევებში სატენდერო დოკუმენტაციებში შენიშვნის სახით მითითებული იყო, რომ „საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილების თანახმად, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ექსპერტიზის მომსახურების ტარიფი“. შესაბამისად, პრეტენდენტების სატენდერო წინადადებებსა და გამარჯვებულებთან გაფორმებულ ხელშეკრულებების ხარჯთაღრიცხვებში დამატებულია ექსპერტიზის ხარჯები მთლიანი ღირებულებების 0.5%-დან 1.7%-მდე ოდენობებით. მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფები და რაიმე სახის ვალდებულება ამ საფასურის ხარჯთაღრიცხვაში ჩართვასთან და ვინმეზე დაკისრებასთან დაკავშირებით განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, ექსპერტიზის ხარჯებით ხარჯთაღრიცხვების გაზრდა დაუსაბუთებელია. 65 კერძოდ, ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში გამოვლინდა სულ 30.0 ათასი ლარის ექსპერტიზის ხარჯების დარიცხვის დაუსაბუთებელი მოთხოვნა: N324/06 ღირებულებით − 160.9 ათასი ლარი. მაგალითად, რეკომენდაციები შტატების ოპტიმიზაციასთან, ქონების ეფექტიანად გამოყენებასთან და ა.შ. გაცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2012-2013 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში და ეს პრობლემა თსუ-ის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო. ხოლო ბიუჯეტის მომზადების და დაფინანსების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით. 65 გამოდის, რომ ექსპერტიზის ჩატარება დაევალა მიმწოდებელს (რაც თავისთავად ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს) და ამას დაემატა ისიც, რომ გადახდა ფაქტობრივად თსუ-მ განახორციელა. 63 64 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 33 2019 ცხრილი N 17. ხარჯთაღრიცხვებზე დამატებული ექსპერტიზის ხარჯები (ათას ლარებში) ტენდერის ნომერი SPA150024123 SPA150029924 SPA150029941 SPA150034850 ჯამი: გამარჯვებული კომპანია ხელშეკრ. N ხელშეკრ. თარიღი შპს „დავითი“ შპს „აკვადუკი 07“ შპს „დამბა“ შპს „სივილ კონსტრაქშენ“ 953/06 1209/06 85/06 110/06 22.10.2015 14.12.2015 05.02.2016 12.02.2016 ხელშეკრ. საბოლოო ღირებულება 588.5 366.2 1,406.3 638.0 მათ შორის, ექსპერტიზის ხარჯი 6.7 6.1 6.5 10.7 30.0 კულტურული ღონისძიების მომსახურების შესყიდვა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სიმპოზიუმის (ფარმაცევტული და ბიოსამედიცინო ანალიზი) ფარგლებში გათვალისწინებული კულტურული ნაწილის ორგანიზების მომსახურების შესყიდვის მიზნით, თსუ-მ ი/მ სოფიკო ბრეგვაძესთან (ს/კ 01005038245) 2015 წლის 3 ივლისს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გააფორმა ხელშეკრულება. 66 ხელშეკრულების მიხედვით, გასაწევი მომსახურების ბიუჯეტი შემდეგნაირად გამოიყურება: ცხრილი N18. ი/მ სოფიკო ბრეგვაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების ბიუჯეტი (ლარებში) დასახელება სტუმრების რაოდენობა ერთეულის ღირებულება სულ ტრანსფერი ერთი მიმართულებით მუხრანის ტური თბილისის ტური ყაზბეგის ტური სიღნაღის ტური ვარძიის ორდღიანი ტური სულ: 112 200 200 50 25 50 25 65.12 12 85 90 228 2,800 13,025 2,400 4,250 2,250 11,400 36,125 მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე სახელშეკრულებო ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული. ცხრილში მითითებული ზოგადი ჩამონათვალის გარდა, არც ხელშეკრულებას და არც მიღებაჩაბარების აქტებს არ ახლავს დეტალური გაანგარიშება, თუ რა ხარჯებს მოიცავდა თითოეული ტური. ასევე უცნობია სტუმრების ფაქტობრივი რაოდენობა. ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის საფუძველზეც გაანგარიშებულ იქნა სახელშეკრულებო ღირებულება. ი/მ სოფიკო ბრეგვაძის სიტყვიერი ახსნა-განმარტების მიხედვით, ტურები მოიცავდა მგზავრობის და კვების ხარჯებს, ხოლო ვარძიის ტური დამატებით − სასტუმროს ხარჯსაც, თუმცა მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, რითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ხარჯების რეალობა და გადახდილი ფასის შესაბამისობა მიღებულ სარგებელთან. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ თსუ-ის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი კონტროლი, წარმოიშვა ფულადი სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკი. 66 N577/06 ღირებულებით 36.1 ათასი ლარი. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 34 2019 აუდიტის მასშტაბის შეზღუდვა აუდიტის ჯგუფის მიერ მაღალრისკიანად შეფასებულ ცალკეულ ტენდერში ბაზრის კვლევის სწორად ჩატარების (შესაბამისად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრის) დადგენის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის საფუძველზე, თსუ-ის საშუალებით კიდევ სხვა (გარდა ზემოთ განხილულ თემასთან დაკავშირებული შემთხვევისა) მიმწოდებლებისგან იქნა მოთხოვნილი მიწოდებული საქონლის წარმოშობასთან დაკავშირებული დოკუმენტები (ხელშეკრულებები, ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, იმპორტის შემთხვევაში − ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები და ა.შ.). კერძოდ: - შპს „მედექსპოსგან“ − თსუ-სთან 2015 წლის 16 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების 67 ფარგლებში მიწოდებული საქონლის (სამედიცინო ტექნიკა რვა კომპონენტის შემადგენლობით) წარმოშობასთან დაკავშირებული დოკუმენტები; - შპს „პიქსისისგან“ − 2014 წლის 21 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 68 ფარგლებში მიწოდებული საქონლის (სპექტომეტრი) წარმოშობასთან დაკავშირებული დოკუმენტები; - შპს „სოფთმასტერისგან“ − 2017 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების69 ფარგლებში მიწოდებული საქონლის (სპექტომეტრი) წარმოშობასთან დაკავშირებული დოკუმენტები; - შპს „თელასგან“ − 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების70 ფარგლებში თსუ-ის მე-3 კორპუსის სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში (ფორმა N2) მითითებული ლამინირებული იატაკის (სულ: 2458 კვ.მ) შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტები. მიმწოდებლებმა არ წარმოადგინეს აღნიშნული დოკუმენტები, რის გამოც აუდიტის მასშტაბი შეიზღუდა. შრომის ანაზღაურების ნაკლოვანებები მიღებული გრანტებიდან დაფინანსებული დამატებითი შრომის ანაზღაურება სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან მიღებული გრანტების გარკვეული ნაწილის ბიუჯეტები მოიცავდა ე.წ. „ზედნადებ ხარჯებს“, რომელიც გათვალისწინებული იყო, ერთი მხრივ, პროექტების განხორციელებისთვის საჭირო კომუნალური ხარჯების და მეორე მხრივ, თსუ-ის იმ თანამშრომელთა დამატებითი შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ემსახურებოდნენ საგრანტო პროექტებს. დამატებითი შრომის ანაზღაურების გაცემა წარმოებს 2016 წლიდან (მხოლოდ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის გამიზნული გრანტებიდან) ფონდის გენერალური დირექტორის 2015 წლის 24 დეკემბრის N194 ბრძანებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად. საგრანტო პროექტების ბიუჯეტებიდან დამატებითი შრომის ანაზღაურების დაფინანსების დეტალური წესი თსუ-ს შემუშავებული არ ჰქონდა. თსუ-ის ადმინისტრაციის უფროსის მიერ N257/06, ღირებულებით 66.7 ათასი ლარი (ტენდერი SPA150010040). N564/06, ღირებულებით − 210.3 ათასი ლარი (ტენდერი SPA140014413). 69 N805/06, ღირებულებით − 98.0 ათასი ლარი (ტენდერი SPA170012225). 70 N103/06, ღირებულებით − 688.8 ათასი ლარი (ტენდერი SPA150029369). 67 68 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 35 2019 გამოცემული ბრძანებების საფუძველზე 71 ერთჯერადად განისაზღვრებოდა საგრანტო ხელშეკრულებები (საიდანაც უნდა გაცემულიყო შრომის ანაზღაურება), თანამშრომელთა ვინაობა და ანაზღაურების ოდენობები. შემოწმებით გაირკვა, რომ მომსახურების მიზნით ანაზღაურებადი გრანტების თანამშრომლებზე გადანაწილება, ასევე საგრანტო პროექტების ბიუჯეტებში დამატებითი შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხების მომსახურე პირებზე განაწილება წარმოებდა არათანაბრად, როგორც რაოდენობრივად, ასევე შინაარსობრივადაც (ანუ გრანტები, საიდანაც გაიცემოდა დამატებითი შრომის ანაზღაურება). მაგალითად, ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებზე საგრანტო პროექტების ბიუჯეტებიდან გაცემული დამატებითი შრომის ანაზღაურების ოდენობები 2016-2018 წლებში შემდეგნაირად გამოიყურება: ცხრილი N19. თსუ-ის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებზე საგრანტო პროექტების ბიუჯეტებიდან გაცემული დამატებითი შრომის ანაზღაურების ოდენობები (ათას ლარებში) თსუ-ის მოსამსახურე ხელმძღვანელი პირი თანამშრომელი N1 თანამშრომელი N2 თანამშრომელი N3 თანამშრომელი N4 თანამშრომელი N5 თანამშრომელი N6 თანამშრომელი N7 თანამშრომელი N8 გრანტების რაოდენობა72 2016 წ. 2017 წ. 2018 წ. სულ საერთო ზედამხედველობა 25 25 10 25 20 20 8 17 32.9 21.2 17.0 12.5 16.8 2.6 2.1 17.0 10.1 6.2 5.9 8.7 7.4 2.7 4.4 20.8 9.4 7.9 6.7 12.4 8.5 8.7 0.9 5.4 70.7 40.7 31.1 25.1 37.9 18.5 11.4 0.9 11.9 დასკვნა: საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებზე დამატებითი შრომის ანაზღაურების არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის და პროპორციულობის პრინციპების დაცვას. დანამატი და პრემია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ თსუ-ის წინა აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული იყო „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დანამატების და პრემიების გაცემაში არსებული ხარვეზები. გაცემული იყო რეკომენდაციები თანამდებობრივ სარგოზე დანამატების გაცემის წესის შემუშავებასთან და პრემიების არგუმენტირებული საფუძვლით გაცემასთან დაკავშირებით. დანამატებთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, 2015 წლის 14 მაისს გამოიცა თსუ-ის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანება N17/04, რომლითაც დამტკიცდა თსუ-ის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის თანამდებობრივ სარგოზე ფუნქციური დანამატის განსაზღვრისა და გაცემის, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი. 2014-2017 წლებში საშტატო პერსონალზე გაცემულ დანამატების და პრემიების რაოდენობებს (საკასო ხარჯებს) შემდეგი სახე აქვს: წლის განმავლობაში გამოიცემოდა რამდენიმე ბრძანება (7-დან 10-მდე), რის მიხედვითაც განისაზღვრებოდა პირთა რაოდენობა და ვინაობა (35-დან 50-მდე), ასევე გრანტების ჩამონათვალი და თითოეული გრანტის ბიუჯეტიდან პირებზე ინდივიდუალურად განაწილებული თანხები. 72 მხოლოდ ის გრანტები, საიდანაც გაიცემოდა დამატებითი შრომის ანაზღაურება. 71 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 36 2019 ცხრილი N20. თსუ-ის მიერ 2014-2017 წლებში საბიუჯეტო სახსრებიდან და საკუთარი შემოსავლებიდან საშტატო პერსონალზე გაცემული დანამატების და პრემიების რაოდენობა (ათას ლარებში) წელი დანამატი საკუთარი 411.7 345.3 115.6 103.5 საბიუჯეტო 25.3 0.8 2014 2015 2016 2017 ჯამი 437.0 345.3 115.6 104.3 საბიუჯეტო 80.1 218.3 227.4 296.6 პრემია საკუთარი 1,242.6 1,857.1 2,062.1 16.4 ჯამი 1,322.7 2,075.4 2,289.5 313.0 ზემოაღნიშნული წესის მიხედვით, დანამატის გაცემა შესაძლებელი იყო არაუმეტეს თვეში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს 100%-ისა. მიუხედავად ამისა, გამოვლინდა წესის დარღვევით დანამატების გაცემის შემთხვევა. კერძოდ, შრომითი ხელშეკრულებით 73 თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს დაენიშნა თანამდებობრივი სარგო თვეში − 1520 ლარის ოდენობით, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით74 მას ასევე დაენიშნა ყოველთვიური დანამატი 2385 ლარის ოდენობით (თანამდებობრივ სარგოზე მეტი), რითაც დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული წესის მოთხოვნა. აღნიშნულ პირზე წესის დარღვევით 2015 წელს გაცემულია სულ 10.4 ათასი ლარი. 2015 წელს გაცემული პრემიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 57%-ით არის გაზრდილი. როგორც ცხრილიდან ჩანს. 2017 წლიდან პრემიები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. რეკომენდაცია შემუშავებულ იქნეს საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში თსუ-ის თანამშრომლებზე დამატებითი შრომის ანაზღაურების გაცემის წესი, რომელიც დაეფუძნება სამუშაოს და შრომის ანაზღაურების სამართლიან და პროპორციულ განაწილებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული75 თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით. შემოსავლები საგამომცემლო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები თსუ-ის გამომცემლობა (სტამბა) ძირითადად მუშაობს არაკომერციული დანიშნულებით, თსუ-ის სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მათ შორის, ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით ბროშურების, ბუკლეტების და ა.შ. გამოცემას. გარდა ამისა, ახორციელებს თსუ-ის თანამშრომლების ნაშრომების (წიგნების) გამოცემას ავტორთა დაკვეთით. სათანადო სიმძლავრის არქონის გამო, გარე დაკვეთების მიღება ხორციელდება იშვიათად (ძირითადად, პრობლემატურია ფერადი ბეჭდვა). საქონლის რეალიზაციით მიღებული თსუ-ის შემოსავლები ძირითადად წარმოადგენს თსუ-ის სტამბაში დაბეჭდილი ზემოაღნიშნული წიგნების რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს. 73 74 75 2014 წლის 18 ივნისის N1290/07. 2015 წლის 29 იანვრის N43/02-03. „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-13 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 37 2019 გამოცემული წიგნების რაოდენობის 10% გადაეცემა ავტორს (შემდგომი რეალიზაციით ანაზღაურების მიღების მიზნით). დანარჩენი რეალიზდება თსუ-ის მიერ თვითღირებულებაზე გარკვეული ფასნამატით (ხდება წინასწარი გაანგარიშება). 2014-2017 წლებში წიგნების რეალიზაციით მიღებულ საკასო შემოსავლებს და თსუ-ის გამომცემლობის ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ გადასახდელებს შემდეგი სახე აქვს: ცხრილი N21. ინფორმაცია წიგნების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებისა და გამომცემლობის ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გადასახდელების შესახებ (ათას ლარებში) დასახელება 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი შემოსავლები (საკუთარი) გადასახდელები (საკუთარი) საბიუჯეტო დაფინანსება სხვაობა: 14.6 196.3 -181.7 32.1 292.0 -259.9 58.1 317.9 -259.8 70.0 201.8 -131.8 როგორც ცხრილიდან ჩანს, გამომცემლობიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება დაკავშირებულ დანახარჯებს. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზია გამოცემული წიგნების რეალიზაციის დაბალი დონე. კერძოდ, 2014-2017 წლებში გამოცემული წიგნების რაოდენობას, თვითღირებულებას და რეალიზაციიდან მიღებულ საკასო შემოსავლებს76 შემდეგი სახე აქვს: ცხრილი N22. თსუ-ის სტამბაში 2014-2017 წლებში დაბეჭდილი წიგნების რაოდენობა, რეალიზაცია და ნაშთი 2018 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით (ათას ლარებში) წელი 2014 2015 2016 2017 ჯამი წიგნ. სახეობ. რაოდენ. 25 37 65 53 180 ჯამური ტირაჟი 6050 11900 19705 12677 50332 ჯამური თღ 74.9 171.3 223.2 120.9 590.3 სარეალიზაც. გამიზნ. რაოდენ. 4113 8432 13535 8002 34082 რეალიზებ. რაოდენ 1544 4156 5800 2115 13615 შემოსავალ 21.1 63.2 59.8 24.2 168.3 წიგნების ნაშთი 2569 4276 7735 5887 20467 სტრუქტურულად წიგნების თვითღირებულების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ე.წ. ცვლადი დანახარჯები.77 შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება გამოცემისას შესწავლილ იქნეს მოთხოვნა და წიგნები დაიბეჭდოს ოპტიმალური რაოდენობით, რაც შეამცირებს თსუ-ის ხარჯებს. არსებული პრაქტიკის მიხედვით, გამოსაცემი წიგნების ტირაჟის განისაზღვრება მარკეტინგული კვლევების გარეშე, რის შედეგადაც გამოცემული წიგნების რაოდენობა უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატება მათზე მოთხოვნებს. მაგალითად, 2015 წელს გამოცემული ზოგიერთი სახეობის წიგნის რეალიზაციის მაჩვენებლებს შემდეგი სახე აქვს: ცხრილში მოცემულია 2014-2017 წლებში გამოცემული წიგნების რეალიზაციის მონაცემები 2018 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით (შესაბამისად, განსხვავდება თსუ-ის მიერ წიგნების რეალიზაციით მიღებული 2014-2017 წლების საკასო შემოსავლებისგან). 77 გამოშვებული პროდუქციის რაოდენობაზე პირდაპირპროპორციულად დამოკიდებული დანახარჯები (პირდაპირი მასალები, პირდაპირი ხელფასი და ა.შ.). 76 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 38 2019 ცხრილი N23. თსუ-ის სტამბაში 2015 წელს გამოცემული ზოგიერთი სახეობის წიგნის რეალიზაციის მაჩვენებლები (ცალი) წიგნის დასახელება ავტორი ტირაჟი ლაზური პარამითეფე მაკროეკონომიკის თეორია სტატისტიკ. ბიზნ. და ეკონომიკა ეპოქები და ტენდენციები ნ. ქუთელია ვ. ნიკოლსონი ქ. მარშავა ზ. სხირტლაძე 500 800 1000 300 გასაყიდად გამიზნული 377 667 799 232 გაყიდული 35 140 47 4 ნაშთი 342 527 752 228 როგორც ცხრილიდან ჩანს, ტირაჟები რამდენიმეჯერ აღემატება გაყიდულ რაოდენობებს. უმრავლეს შემთხვევაში ანალოგიური სიტუაციაა როგორც 2015 წელს გამოცემულ სხვა წიგნებთან დაკავშირებით (37 სახეობა), ასევე 2014, 2015 და 2017 წლებში გამოცემულ წიგნებთან დაკავშირებითაც. რეკომენდაცია საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების და მარაგების ოპტიმიზაციის მიზნით, განისაზღვროს ნაბეჭდ პროდუქციაზე რეალური მოთხოვნა და განხორციელდეს მისი დაკმაყოფილებისათვის საჭირო რესურსების რაციონალური ხარჯვა. უძრავი ქონების მართვის ნაკლოვანებები უძრავი ქონების დათვალიერებით გაირკვა, რომ თსუ-ს ბალანსზე ერიცხება უძრავი ქონების გარკვეული ნაწილი, რომელიც ამ ეტაპზე სრულიად უფუნქციოა (არ გამოიყენება) და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დამატებითი შემოსავლების ფორმირებისთვის. მაგალითად: − სოფელ ტაბახმელაში (საკურორტო ზონაში) არსებული თსუ-ის სასწავლო-საკონფერენციო ცენტრი, რომელიც მოიცავს ორ ადმინისტრაციულ კორპუსს (საკონფერენციო დარბაზებითა და სამუშაო კაბინეტებით), სასტუმროს (დაახლოებით, 90 კაცზე) და საქვაბეს. შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი შეადგენს 5,884.0 კვ.მ. ცენტრი განლაგებულია 26,217.0 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, მწვანე განაშენიანებით; − კურორტ კოჯორში არსებული მიწის ნაკვეთი ფართობით − 10,100.0 კვ.მ, რომელზეც განლაგებულია რვა ერთეული ამორტიზებული კოტეჯი; − ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალაშენებული სტუდენტთა ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული დარბაზი (შესაბამისი სათავსოებით) ფართობით − 420.0 კვ.მ, ექსპლუატაციისთვის მზა (თანამედროვე რემონტით) მდგომარეობაში. გარდა ამისა, აღნიშნული სტუდენტთა ქალაქის სამი საცხოვრებელი კორპუსიდან დატვირთულია მხოლოდ ორი კორპუსი, მესამე საჭიროებს ავეჯით და ინვენტარით უზრუნველყოფას; - თსუ-ს 1-ლი კორპუსის ეზოში არსებული სასადილოს შენობა (ფართობი 240 კვ.მ). აღნიშნულ სასადილოს 2018 წლის ივლისამდე თსუ ამუშავებდა საკუთარი ძალებით. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნული ქონება დაუტვირთავი იყო. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 39 2019 სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან მიღებული გრანტები სამეცნიერო პროექტების კონკურსებში გამარჯვების საფუძველზე, სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამული საბიუჯეტო ასიგნებიდან საგრანტო თანხების ჩარიცხვა (გრანტის მიმღები სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ განკარგვის მიზნით) წარმოებს თსუ-ის სახაზინო ანგარიშზე, რის შემდეგაც საგრანტო თანხების ხარჯვა ხორციელდება თსუ-ის კონტროლით. ფონდთან გაფორმებული სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულებების მიხედვით, თსუ („წამყვანი ორგანიზაცია“) აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან ერთად ითვლება გრანტის მიმღებად. პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების და მასალების შეძენას საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში ახორციელებდა თსუ. შეძენილი აქტივები გამოყენების მიზნით გადაეცემოდა გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში არ წარმოადგენდნენ თსუ-ის თანამშრომლებს. საგრანტო ხელშეკრულებების მიხედვით, პროექტის დასრულების შემდეგ, გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში უნდა დარჩენოდათ გრანტის მიმღებ სუბიექტებს (წამყვან ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირებს), მათ შორის, ცალკე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად. აღნიშნული სახის ხელშეკრულებებს თსუ გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებთან არ აფორმებდა და შესაბამისად, ზემოაღნიშნული ქონება პროექტების დასრულების შემდეგაც რჩებოდა თსუ-ის ბალანსზე, თუმცა რიგ შემთხვევებში, მატერიალურ პასუხისმგებელ პირებად ხანგრძლივად რჩებიან გრანტის მიმღები ფიზიკური პირები, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც არ არიან თსუ-ის თანამშრომლები (არათანამშრომლის მატერიალურ პასუხისმგებლად ყოფნა, ბუნებრივია, აქტივზე სუსტი კონტროლის საშუალებას იძლევა). საგრანტო ხელშეკრულება FR/547/8-305/14 სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კონკურსში გამარჯვებული პროექტის („პარკუჭთა ნაადრევი რეპოლარიზაციის სინდრომი − უწყინარი ეკგ თავისებურება, თუ სიცოცხლისათვის საშიში არითმიების პრედიქტორი“) დაფინანსების მიზნით, ერთი მხრივ, სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და, მეორე მხრივ, თსუ-ის (როგორც „წამყვანი ორგანიზაცია“), ასევე გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს შორის 2015 წლის 5 მაისს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება FR/547/8-305/14. დაფინანსების მოცულობა შეადგენდა 148.6 ათას ლარს. პროექტის განხორციელების ვადა შეადგენდა სამ წელს, ექვსი ექვსთვიანი ეტაპით, რომელიც დასრულდა 2018 წლის მაისში. პროექტის ბიუჯეტი შემდეგი სახით იყო წარმოდგენილი: ცხრილი N24. საგრანტო ხელშეკრულების (FR/547/8-305/14) ბიუჯეტი (ათას ლარებში) დასახელება შრომის ანაზღაურება (ძირითადი პერსონალი) შრომის ანაზღაურება (დამხმარე პერსონალი) მივლინების ხარჯები სახარჯი მასალების შეძენა სამედიცინო ტექნიკის და კომპიუტერის შეძენა ზედნადები ხარჯები ჯამი: ბიუჯეტი 82.8 10.5 8.5 5.3 26.6 14.9 148.6 საგრანტო ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის ამოცანა იყო ეთნიკურად სხვადასხვა წარმომავლობის 20-45 წლის ასაკის 800 პირის (მათ შორის, სპორტსმენების) შერჩევა მათზე სამედიცინო კვლევების ჩატარების, შედეგების შესწავლის და შემდგომ − მეცნიერული დასკვნების გაკეთების მიზნით. პროექტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საწყის ეტაპზე 6000-მდე პირს ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა და მათგან შერჩეულ იქნა 900-მდე პირი შემდგომი შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 40 2019 კვლევებისთვის, რომელიც მოიცავდა 24-საათიან ელექტროკარდიოგრაფიას, გულის დოპლერექოკარდიოგრაფიულ გამოკვლევას, ფიზიკური დატვირთვის ეკგ ტესტს და სისხლში ელექტროლიტების კონცენტრაციის დადგენას. აღნიშნული კვლევების ჩატარების განსახორციელებლად საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სამედიცინო ტექნიკის შეძენა, რომელიც მოიცავდა ელექტროკარდიოგრაფს, 24-საათიან ეკგ მონიტორს, ეკგ სისტემას სტრეს-ტესტებისთვის (ტრედმილით), დეფიბრილატორს, ანალიზატორს და კომპიუტერს (ნოუთბუქს). ასევე გათვალისწინებული იყო სხვადასხვა საკანცელარიო და სამედიცინო სახარჯი მასალების შეძენა. პროექტის ფარგლებში გამოკვლეულად ნაჩვენები პირების რაოდენობის რეალობის (აქედან გამომდინარე პროექტის განხორციელების რეალობის) შესწავლის პროცესში, გრანტის მიმღები პირის სიტყვიერი ახსნა-განმარტების 78 მიხედვით, მათ (გრანტის მიმღებ პირებს) არ გააჩნიათ გამოკვლეულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობის რაიმე იურიდიული დოკუმენტი (ხელშეკრულება, წერილობითი განცხადება და ა.შ.). მათ არ გააჩნიათ ასევე გამოკვლეული პირების პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი) და, რომ აღნიშნული მონაცემები მათ არც პროექტის განხორციელების პერიოდში ჰქონდათ. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. ასევე აღნიშნა, რომ მათ ამ მონაცემების შეგროვება არ ევალებოდათ და გააჩნიათ მხოლოდ პირების ინიციალები, ასაკი, სიმაღლე. სამედიცინო ტექნიკის შეძენის დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ ეკგ სისტემა სტრესტესტებისთვის (ტრედმილით) შეძენილ (თსუ-სთვის მიწოდებული) იქნა 2018 წლის იანვარში, ხოლო ტენდერი 79 გამოცხადდა 2017 წლის სექტემბერში მაშინ, როცა საგრანტო ხელშეკრულებით შეძენა გათვალისწინებული იყო გრანტის მე-3 ტრანშის (2016 წლის 1 ივლისს მიღებულის) ფარგლებში. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის აღნიშნული ტექნიკა განთავსებული იყო თსუ-ის საწყობში, ხოლო მისი დათვალიერებით გაირკვა, რომ იყო უხმარ მდგომარეობაში, ქარხნული შეფუთვით. გრანტის მიმღებმა პირმა სიტყვიერად დაადასტურა, რომ მას აღნიშნული ტექნიკა არ გამოუყენებია. ასევე გაირკვა, რომ დეფიბრილატორი საერთოდ არ შეუძენიათ, ხოლო დანარჩენი ტექნიკა და სახარჯი მასალები შეძენილი და მატერიალური პასუხისმგებლობით გადაცემულ იქნა გრანტის მიმღებ ზემოაღნიშნულ პირზე. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, პროექტი 6 თვის დამთავრებული იყო და გადაცემული ტექნიკა თსუ-სთვის ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული. დასკვნა: ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობით და ქვემოთ მითითებული ლოგიკის საფუძველზე წარმოიშობა გონივრული ეჭვი, რომ სამედიცინო კვლევები რეალურად არ ჩატარებულა80 და საბიუჯეტო სახსრები გახარჯულია არამიზნობრივად. კერძოდ: − სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით დიდი რაოდენობის პირთა მობილიზება, გრაფიკის შედგენა და მათთან დაკავშირება შეუძლებელია განხორციელებულიყო მათი იდენტიფიკაციის გარეშე; − პროექტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 900-მდე პირს ჩაუტარდა ზემოაღნიშნული სამედიცინო კვლევები. მათ შორის, 24-საათიანი ელექტროკარდიოგრაფია ე.წ. ჰოლტერით, რომელსაც სხეულზე დამონტაჟების შემდეგ, პირებს თან ატანენ 24 საათის განმავლობაში. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ძვირადღირებული ტექნიკა მატერიალური პასუხისმგებლობით ვინმესთვის გაეტანებინათ იდენტიფიკაციის გარეშე; წერილობით ახსნა-განმარტებაზე მან უარი განაცხადა. NAT170011060. 80 აღნიშნული არ გულისხმობს სამეცნიერო შრომის ხარისხის ეჭვქვეშ დაყენებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამედიცინო კვლევების მონაცემები შესაძლოა კლინიკებში არსებულ ან სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობოდეს და საჭირო არ ყოფილიყო კვლევების სპეციალურად ჩატარება, ასევე ამ მიზნით საბიუჯეტო სახსრებით ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკის შეძენა (რომელიც არ ყოფილა გამოყენებული) და სხვა ხარჯების გაწევა. 78 79 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 41 2019 − პროექტის შესრულების ანგარიშის მიხედვით პირებს ჩაუტარდათ ასევე ფიზიკური დატვირთვის ეკგ ტესტი. ის გარემოება, რომ აღნიშნული ტესტისთვის საჭირო ტექნიკა − ეკგ სისტემა სტრესტესტებისთვის (ტრედმილით) შეძენილია 2018 წლის იანვარში და იმყოფებოდა უხმარ, ქარხნულად შეფუთულ მდგომარეობაში, ეჭვქვეშ აყენებს ტესტების ჩატარების რეალობას; − კვლევებისთვის საჭირო ტექნიკის − დეფიბრილატორის შეძენა არ განხორციელებულა. აღნიშნული გარემოებაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს სამედიცინო კვლევების ჩატარების რეალობას. საწვავის ხარჯი თსუ-ის ბალანსზე ერიცხებოდა 100-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომელთა უმრავლესობა არამუშა მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით ავტომანქანების მუშა ნაწილზე მტკიცდებოდა საწვავის ყოველთვიური ლიმიტები, რომლებიც წლის განმავლობაში განიცდიდა უმნიშვნელო ცვლილებებს. გარდა ამისა, მივლინებების შემთხვევებში გაიცემოდა დამატებითი საწვავი. თსუ-ის ავტოპარკისთვის განკუთვნილი საწვავის საშუალო ლიმიტები და ფაქტობრივად გაწეული ხარჯები 2014-2017 წლებში შემდეგნაირად გამოიყურება: ცხრილი N25. 2014-2017 წლებში თსუ-ის ავტომანქანებზე საწვავის დამტკიცებული ლიმიტები და ფაქტობრივად გახარჯული რაოდენობები81 (ლიტრებში) წელი ბრძან. ლიმიტ. ავტომ რაოდ 2014 2015 2016 2014 -2016 2017 01/02-01 15/02-01 115/02-01 საშუალო 48/02-01 30 30 31 38 თვის საშუალო ლიმიტი ერთეულზე 349 334 353 345 180 ჯამური წლიური ლიმიტი (*12 თვე) ყველა ავტომანქან. 125640 120240 131316 125732 82080 წლიური ფაქტ. ხარჯი ლიმიტით 96013 98278 108406 100899 76279 ხარჯი მივლინ. სულ ხარჯი 15037 20335 13364 16245 21917 111050 118613 121770 117144 98196 როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წლიდან82 საწვავის საშუალო ლიმიტი ერთ ავტომანქანაზე წინა სამი წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 48%-ით (345 ლიტრიდან 180 ლიტრამდე). მუშა მდგომარეობაში არსებული ავტომანქანების გარკვეული ზრდის მიუხედავად, ლიმიტის ფარგლებში საწვავის ფაქტობრივი ხარჯი 2017 წელს წინა სამი წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 24620 ლიტრით (24%-ით), ხოლო მთლიანი წლიური ხარჯი შემცირებულია საშუალოდ 18948 ლიტრით (16%-ით). თსუ-ის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა 83 ფუნქციურად როგორც სამორიგეო დანიშნულების, ემსახურებოდა თსუ-ის რექტორს და სტუმრებს. აღნიშნულ ავტომანქანაზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტი 2014-2016 წლებში შეადგენდა 700 ლიტრს. 2017 წლიდან ლიმიტი შემცირებულია და შეადგენს 400 ლიტრს. დასკვნა: იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თსუ-ის ავტომანქანების ფუნქცია და დანიშნულება არ შეცვლილა, 2017 წლამდე საწვავის ხარჯვა წარმოებდა არაეკონომიურად. შემცირებული წლიური ხარჯის (ლიტრებში) და საწვავში გადახდილი საშუალო ფასების გათვალისწინებით ცხრილში მოცემულია ბენზინის და დიზელის საწვავის გაერთიანებული მონაცემები. თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების ცვლილების შემდეგ. 83 KIA SORENTO (სახელმწიფო ნომრით TS-001-UN). 81 82 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 42 სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქ.თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96 +995 32 243 84 38
დანართი
ფინანსური აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში 2019 შინაარსი ძირითადი ნაწილი დანართები ტერმინები და შემოკლებები ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე 1. უარყოფითი მოსაზრების საფუძველი 2. მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცი 3. სხვა გარემოებები 4. ხელმძღვანელობის და აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების ფორმები საკონტაქტო ინფორმაცია ფინანსური აუდიტის ანგარიში | 3 4 5 6 17 19 25 28 33 2 2019 ტერმინები და შემოკლებები ავიაციის სააგენტო − სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო; აკრედიტაციის ცენტრი − სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი; აღრიცხვის ინსტრუქცია − საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია (2018 წლის 19 დეკემბრის რედაქცია); „აწარმოე საქართველოში“ − სსიპ − „აწარმოე საქართველოში“; ეკონომიკის სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ინოვაციების სააგენტო − სსიპ − საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო; მეტროლოგიის სააგენტო − სსიპ − სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; ნავთობისა და გაზის სააგენტო − სსიპ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო; „ოუფენ ნეტი“ − ა(ა)იპ − „ოუფენ ნეტი“; საზღვაო აკადემია − სსიპ − ბათუმის სახელმწიფო საზღვაო ა კადემია; საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო − სსიპ − საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; სამინისტროს აპარატი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აპარატი; სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო − სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო; ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო − სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო; ტურიზმის ადმინისტრაცია − სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქონების ეროვნული სააგენტო − სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; წიაღის სააგენტო − სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტო; ჰიდროგრაფიული სამსახური − სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური. ფინანსური აუდიტის ანგარიში | 3 2019 ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ვაჭრობისა და ინვესტიციების, წარმოების, მომსახურებისა და ტურიზმის ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; მშენებლობის პოლიტიკის, ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციის, კაპიტალის ბაზრისა და ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგის განვითარება და უსაფრთხოება; სამინისტროს მართვაში არსებულ საწარმოებში აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება და სხვ.1 ცხრილი N1. ინფორმაცია სამინისტროს 2018 წლის დამტკიცებული, დაზუსტებული ბიუჯეტისა და საკასო ხარჯის2 შესახებ (ათას ლარებში): დამტკიცებუ ლი დასახელება სულ სამინისტრო მომუშავეთა რიცხოვნობა ხარჯები შრომის ანაზღაურება არაფინანსური აქტივების ზრდა ფინანსური აქტივების ზრდა ვალდებულებების კლება დაზუსტებუ ლი 232,050 929 146,465 15,715 4,085 81,500 - სხვაობის % საკასო -0.4% -5% -15% -27% 10% - 226,442 136,327 13,231 2,473 87,643 - 231,165 138,600 13,287 2,965 89,600 - ცხრილი N2. ინფორმაცია ბიუჯეტიდან გადანაწილების შესახებ (ათას ლარებში): მიღებული საბალანსო ერთეულის დასახელება დაფინანსების3 226,442 100% ეკონომიკის სამინისტროს აპარატი 70,068 31% სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 60,822 27% სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 45,553 20% სსიპ − „აწარმოე საქართველოში“ 39,229 17% სსიპ − საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 7,143 3% სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო 1,234 1% სსიპ − სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო 836 0.4% სსიპ − ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 741 0.2% სსიპ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო 570 0.2% სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი 140 0.1% ა(ა)იპ − ინვესტორთა საბჭოს სამდივნო 106 0.1% - 0% ა(ა)იპ − „ოუფენ ნეტი“ 4 საქართველოს მთავრობის დადგენილება N70 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“. 2 2018 წლის დამტკიცებულ და დაზუსტებულ ბიუჯეტს შორის ძირითადი ცვლილებები გამოვლენილია „ხარჯების“ და „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში, რაც ძირითადად გამოწვეულია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისათვის შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდისათვის ხარჯებიდან ფინანსურ აქტივებში საბიუჯეტო ასიგნებების გადატანით. 3 ფინანსური ანგარიშგების ფორმა N2-ის მიხედვით, გარდა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებისა, შემოსავლებმა შეადგინა 88.5 მლნ ლარი. 4 „ოუფენ ნეტის“, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ავიაციის სააგენტოს, ჰიდროგრაფიული სამსახურისა და წიაღის სააგენტოს ბიუჯეტი მთლიანად საკუთარი სახსრებიდან ფორმირდება. 1 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 4 2019 დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობას უარყოფითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებული ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ასევე მათთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ დანართებს5 მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის. ჩვენი აზრით, უარყოფითი მოსაზრების საფუძვლების აბზაცში აღწერილი საკითხების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე გავლენის მნიშვნელობის გამო, წარმოდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად არ ასახავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ასევე, მისი საქმიანობის კონსოლიდირებულ ფინანსურ შედეგებს და კონსოლიდირებულ ფულადი სახსრების მოძრაობას იმ წლისთვის, რომელიც დასრულდა მოცემული თარიღით „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. 5 „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანება. დანართები 1-დან 13-ის ჩათვლით. ფინანსური აუდიტის ანგარიში | 5 2019 1. უარყოფითი მოსაზრების საფუძველი საკითხი 1.1 გრძელვადიანი ფინანსური აქტივები და მოთხოვნები სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონების ეროვნული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით − „აქციები და სხვა კაპიტალის“ მუხლის ნაშთი 466,187,906 ლარია, რომელიც შედგება სააგენტოს მართვაში მყოფი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში განხორციელებული ფულადი შენატანებისაგან. ფულადი შენატანების გარდა, ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო საწარმოებში ქონებრივ და წილობრივ6 შენატანებს. საწარმოების კაპიტალში ქონებრივი და წილობრივი შენატანების და შემცირებების7 შესახებ ინფორმაცია 2016, 2017 და 2018 წლების მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ: ქონებრივი 2016 2017 2018 სულ: შეტანა 180,699,673 52,749,044 40,776,362 274,225,079 შემცირება 1,554,233 24,268,106 31,535,092 57,357,431 სულ 179,145,440 28,480,938 9,241,270 216,867,648 წილობრივი შეტანა შემცირება სულ 2016 2017 2018 16,103,075 5,769,871 16,963,485 96,000 - 16,103,075 5,673,871 16,963,485 სულ: 38,836,431 96,000 38,740,431 ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული არც ქონებრივი, არც წილობრივი ტიპის შენატანები და შემცირებები არ არის ასახული აღრიცხვის ინსტრუქციის8 შესაბამისად სააგენტოს ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში. გარდა ამისა, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ სრული ინფორმაცია ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლამდე საწარმოთა კაპიტალში განხორციელებული ქონებრივი და წილობრივი შენატანებისა და კაპიტალიდან ამოღებული ქონებისა და წილების შესახებ. შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების ნაშთი, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული დოკუმენტაციის მიხედვით, მინიმუმ, 255,608,079 ლარით არის შემცირებული. აქციების და სხვა კაპიტალის გარდა „გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების“ მუხლი შეიცავს ქონების სააგენტოს მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან წარმოშობილ გრძელვადიან მოთხოვნებს 6 ერთ საწარმოში არსებული წილის სხვა საწარმოს კაპიტალში შეტანა. 7 კაპიტალის ამოღება. ეკონომიკური მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობასა და შედეგებზე, კლასიფიცირდება ოპერაციებად და სხვა მოვლენებად. აღრიცხვის ინსტრუქცია, მუხლი 9, პუნქტი 3. 8 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 6 2019 1,631,108 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა არ არის აღიარებული დისკონტირებული ღირებულებით,9 რაც შეუსაბამოა აღრიცხვის 10 ინსტრუქციასთან. შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გრძელვადიანი მოთხოვნების ნაშთი და 2018 წელს გამომუშავებული შემოსავლები 363,972 ლარით11 გაზრდილად არის წარმოდგენილი. სამინისტროს აპარატი შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს,12 რომელშიც 2013 წელს მთავრობის განკარგულების13 საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროს განხორციელებული აქვს კაპიტალის შენატანი 3,000,000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე წელს ქონების ეროვნულ სააგენტოს − 5,000,000 ლარის14 ოდენობით. 2016 წლის 22 დეკემბრის ბრძანების15 საფუძველზე, აღნიშნული შპს-ის 100%იანი წილი შეტანილ იქნა შპს „მთის განვითარების კომპანიის კაპიტალში“, რომელსაც, ასევე 100%-ით ფლობს ქონების ეროვნული სააგენტო. გადაცემის მომენტში შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ კაპიტალი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განისაზღვრა 77,366,020 ლარად. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა ასახულიყო აქციებისა და კაპიტალის ზრდა შპს „მთის განვითარების კომპანიაში“ 77,366,020 ლარის ოდენობით16 და კლება − 8,000,000 ლარის ოდენობით, ვინაიდან აღნიშნული 3,000,000 და 5,000,000 ლარი მონაწილეობს 77,366,020 ლარის ფორმირებაში, რაც არ განხორციელებულა. საკითხი 1.1-ში მოცემული უზუსტობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში 480,477,111 ლარის ღირებულების გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების ნაშთის სისრულესა და სიზუსტეზე. საკითხი 1.2 სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები და ვალდებულებები სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ირიცხება 11,147,203 ლარის სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები და 11,579,737 ლარის კრედიტორული დავალიანებები. ამათგან, 4,649,947 ლარის მოთხოვნებისა და 1,945,361 ლარის ვალდებულებების მაიდენტიფიცირებელი პირველადი დოკუმენტაცია სამინისტროში არ იძებნება. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში 4,649,947 ლარის სხვა მოკლევადიანი მოთხოვნებისა და 1,945,361 ლარის სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების არსებობაზე. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების 99% წარმოშობილია სხვადასხვა სამინისტროს გაერთიანების შედეგად 1997-2007 წლებში და ირიცხება შემდეგი ორგანიზაციების ბალანსზე: მოსალოდნელი ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულებით. აღრიცხვის ინსტრუქცია, მუხლი 1, პუნქტი 6 (IPSAS 9—Revenue from Exchange Transactions, პუნქტი 16). 11 თანხა დათვლილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ. 12 2013 წლის 29 მაისამდე მართავდა ქონების ეროვნული სააგენტო. 13 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მაისის N423 განკარგულება. 14 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 19 აგვისტოს წერილი N18/5392. 15 სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის ბრძანება N1/1-4079. 16 აღრიცხვის ინსტრუქცია, მუხლი 10, პუნქტი „გ“. 9 10 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 7 2019 დებიტორული დავალიანებები დასახელება თანხა სამინისტროს აპარატი 1,223,305 სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 235,002 ავიაციის სააგენტო 3,191,640 სულ: 4,649,947 კრედიტორული დავალიანებები დასახელება თანხა სამინისტროს აპარატი 1,687,224 სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 12,758 ავიაციის სააგენტო 54,854 ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო 190,498 სულ: 1,945,334 2018 წელს და ასევე წინა პერიოდში აღნიშნული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების იდენტიფიცირებისათვის საკმარისი ღონისძიებები არ განხორციელებულა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივნისში სამინისტროს აპარატმა ჩაატარა ფულადი სახსრების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია და მიღებული შედეგები წარუდგინა ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირებისთვის. სსიპ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ნავთობისა და გაზის სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია 583,558 ლარის მოთხოვნები, რომელიც შედგება 2004-2007 წლებში ნავთობპროდუქტების რეგულირების საფასურის დარიცხვით წარმოშობილი დებიტორული დავალიანებისაგან. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ნავთობისა და გაზის სააგენტოში ზემოაღნიშნული დებიტორული დავალიანების შესახებ პირველადი დოკუმენტებიდან, ხელმისაწვდომია მხოლოდ 314,553 ლარის დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ დებიტორების ნაწილი (512,249 ლარი) არ აღიარებს დავალიანებას. ამასთანავე, უმსხვილეს დებიტორზე, სს „საქგეოსერვისი“ (495,619 ლარი), მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება) საქმისწარმოება.17 2018 წელს და ასევე წინა პერიოდში სააგენტოს მიერ ზემოთ მოცემული დებიტორული დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებული პროცესები არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 583,558 ლარის მოთხოვნების მიღების ალბათობა დაბალია და შესაბამისად, ის ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს. 17 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, განაცხადის რეგისტრაციის NB19007672. ფინანსური აუდიტის ანგარიში | 8 2019 სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტო წიაღის სააგენტო შეიქმნა 2018 წელს და ის გახდა სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამემკვიდრე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების ნაწილში. წიაღის ეროვნული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ასახულია 1,010,974 ლარის მოთხოვნები, რომლებიც წარმოშობილია 2011 - 2013 წლებში. აღნიშნული მოთხოვნების უდიდეს ნაწილზე (923,824 ლარის მოთხოვნები) წიაღის სააგენტოს 2013 წელს მოგებული აქვს სასამართლო დავები, რის საფუძველზეც მიმდინარეობს აღსრულების პროცესები, თუმცა შესაბამისი თანხები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიღებული არ არის. მოთხოვნების დარჩენილ ნაწილს − 87,150 ლარის ოდენობით, გასული აქვს ხანდაზმულობის ვადა, რასაც ასევე ადასტურებს ორგანიზაციის იურიდიული სამსახური. 2018 წელს სააგენტოს მიერ 87,150 ლარის დებიტორული დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებული პროცესები არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 1,010,974 ლარის მოთხოვნების მიღების ალბათობა დაბალია და შესაბამისად, ის ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს. სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური 2007 წლის 26 მარტს, საქართველოს ჰიდროგრაფიულ სამსახურსა და შპს „ჰაიგმასტერს“ (რეგისტრირებულია ბრიტანეთში) შორის დაიდო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება,18 რომლის ღირებულება შეადგენდა 331,900 აშშ დოლარს. 2007 წლის 15 ნოემბერს დადგინდა,19 რომ ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული მეტეოროლოგიურ-სინოპტიკური საშუალება დაზიანდა და ზღვაში ჩაიძირა. აღნიშნულ ფაქტზე, სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების20 საფუძველზე, შპს „ჰაიგმასტერს“ დაეკისრა ჰიდროგრაფიის სამსახურის სასარგებლოდ 430,252 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება. 2010 წლის სააღსრულებო ფურცლის21 შესაბამისად დაიწყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, თუმცა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული თანხა გადაუხდელია. 2016 წლის შემდეგ22 ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნულ საქმეზე რეაგირება არ მომხდარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 430,252 ლარის მოთხოვნის მიღების ალბათობა დაბალია და შესაბამისად, ის ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს. სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის ცენტის მიერ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების ნაშთი შეადგენს 51,147 ლარს. 18 ხელშეკრულება N10, 26/03/2007. 19 დაზიანების აქტი N242. 20 ფოთის საქალაქო სასამართლო - საქმე N 2/316, 18/01/2009. 21 სააღსრულებო ფურცელი N 2/316-08, 17/09/2010. 22 ჰიდროგრაფიული სამსახურის 2016 წლის 29 თებერვლის .წერილი N1353 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ფინანსური აუდიტის ანგარიში | 9 2019 აკრედიტაციის ცენტრის მიერ ჩვენთვის წარმოდგენილ ფინანსურ ჩანაწერებში, შეუძლებელია კრედიტორული დავალიანების გრძელვადიან და მიმდინარე ნაწილად გამიჯვნა, ასევე ფინანსური აღრიცხვის არასათანადოდ წარმოების გამო, ვერ მივიღეთ რწმუნება კრედიტორული დავალიანების საწყისი და საბოლოო ნაშთების სიზუსტესა და სისრულეზე. აკრედიტაციის ცენტრის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების დანართ N12-ში მოყვანილი მონაცემები კრედიტორული დავალიანებების შესახებ არ ემთხვევა ბუღალტრულ ჩანაწერებს (არც თანხით და არც კრედიტორების დასახელებების მიხედვით). შესაბამისად, ჩვენ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოსაზრება გამოვთქვათ აღნიშნული მუხლის სისწორესა და სისრულესთან დაკავშირებით. სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე ირიცხება, 90,340 ლარის მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით, რაც წარმოადგენს თბილისში, სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების უკანონო დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილ მოთხოვნას. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,23 თუმცა ამ ეტაპისთვის არ არის დადგენილი აღნიშნულ ზარალზე პასუხისმგებელი პირი. აღრიცხვის ინსტრუქციის24 მიხედვით, სასამართლო განჩინების მიღებამდე აღნიშნული მოთხოვნები არ უნდა ირიცხებოდეს სააგენტოს ბალანსზე და უნდა მოხდეს მათი პირობით აქტივად აღიარება და საცნობარო მუხლში გადატანა. საკითხი 1.2-ში მოცემული უზუსტობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში სხვა მოკლევადიანი მოთხოვნებისა (11,147,203 ლარი) და კრედიტორული დავალიანებების (11,579,737 ლარი) ნაშთის სისრულესა და სიზუსტეზე. საკითხი 1.3 ძირითადი აქტივები ეკონომიკის სამინისტროს კონსოლიდირებულ 2018 წლის 31 დეკემბრით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ნაშთი − 35,799,261 ლარის ოდენობით, საიდანაც 32,136,768 ლარის აქტივები წარმოადგენს საფრანგეთის სახელმწიფოს ხელშეწყობით25 ზემო სვანეთში სამთო-სათხილამურო საბაგიროების მოწყობის სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, 2011-2013 წლებში, უცხოეთიდან შეძენილი მანქანა-დანადგარების (საბაგირო მოწყობილობების) ღირებულება შეადგენდა 31,584,783 ლარს, ხოლო მათი იმპორტის გადასახადი − 551,985 ლარს. საქართველოს მთავრობის 2013 წლის განკარგულების26 მიხედვით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ასევე საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო და სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესყიდული „სამუშაოების“ და „საქონლისა და მომსახურების“ ღირებულება აისახება კომპანია შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ კაპიტალში. შესაბამისად, „დაუმთავრებელი ძირითადი საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს IX განყოფილების მიმართვის წერილი N0010680177. 24 აღრიცხვის ინსტრუქცია, მუხლი 185, პუნქტი 6. 25 მიწოდების ხელშეკრულება EPE_MESTIAa_2011. 26 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მაისის N423 განკარგულება, პუნქტი „ე“. 23 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 10 2019 აქტივის“ მუხლი 32,136,768 ლარის ოდენობით სამინისტროს უნდა გადაეცა შპს „თეთნულდი დეველოპმენტისათვის“. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2015 წელს ეკონომიკის სამინისტროსა და მესტიის მუნიციპალიტეტს27 შორის შედგა კომუნიკაცია28 ამ აქტივების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის თაობაზე. 2015 წლის 30 ივლისს ეკონომიკის მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება29 აღნიშნული აქტივების გადაცემის თაობაზე. ბრძანება ითვალისწინებდა მიღება-ჩაბარების გაფორმებას სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის, რაც არ განხორციელებულა. შედეგად, დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ანგარიში კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილია 32,136,768 ლარით მეტი ღირებულებით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქტივებს განკარგავს ქონების ეროვნული სააგენტოს შვილობილი შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, რომელიც წარმოადგენს შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ სამართალმემკვიდრეს. სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის30 საფუძველზე, ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო ქონების პრივატიზებასა და მათ იჯარით გაცემაზე, თუმცა საპრივატიზებო და საიჯარო ქონება არ აქვს ასახული ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში. სააგენტომ 2018 წელს მოახდინა 104,404,225 ლარის ღირებულების იმ ქონების პრივატიზება, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში არ ჰქონდა დაფიქსირებული როგორც აქტივი. ასევე, სააგენტოს აქტივად არ ჰქონდა აღრიცხული ის საიჯარო ქონება, რომლის წლიურმა ჯამურმა საიჯარო შემოსავალმა შეადგინა 4,475,058 ლარი. ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 21 სექტემბრის ბრძანების31 საფუძველზე 747,886 ლარის ღირებულების შენობა (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N49ა), ამოიღო შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“32 კაპიტალიდან. გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ამ შენობით სარგებლობს ქონების ეროვნული სააგენტო, ამავე წლის 9 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათის33 საფუძველზე აღნიშნული შენობა აყვანილ იქნა ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე, 747,886 ლარის ღირებულებით. 2018 წლის 18 დეკემბრის მოხსენებითი ბარათისა34 და 19 დეკემბრის ბრძანების35 საფუძველზე, ქონების ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ოთახის სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, აღნიშნული ქონება გრანტის სახით გადაეცა კვლავ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ (გადაცემის დროს ქონება შეფასდა 929,000 ლარად). 27 ამ პერიოდში შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ იყო მესტიის მუნიციპალიტეტის მართვის ქვეშ. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი N349, 20.05,2015. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება N1-1/328. 30 საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება N39 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“. 31 ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N1/1-2182. 32 შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ და ქონების ეროვნული სააგენტოს კონტროლირებად საწარმოს. 33 ქონების ეროვნული სააგენტოს ლოგისტიკის სამსახური N KA021701598129618. 34 ქონების ეროვნული სააგენტოს ლოგისტიკის სამსახური KA021766569098718. 35 ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N1/1-2742. 28 29 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 11 2019 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული ქონება აღარ არის აღრიცხული ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე, თუმცა შენობას ის უწყვეტად და უსასყიდლოდ იყენებს საქმიანობის განხორციელებისათვის. ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის36 მიზნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ძირითადი აქტივი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარმოადგენს ქონების ეროვნული სააგენტოს აქტივს და არა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ აქტივს. შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივები 747,886 ლარით შემცირებულად არის წარმოდგენილი. ძირითადი ქონების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებასა და ბუღალტრულ ჩანაწერებში, ასევე ასახული არ არის 2017 წლის 25 მაისს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან მიღებული37 6,728,604 ლარის ღირებულების სხვადასხვა მანქანა-დანადგარი.38 სსიპ − საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე ირიცხება 2,083,754 ლარის ღირებულების 513.3 კვ.მ შენობა-ნაგებობა39 და მასზე დამაგრებული 982 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.22.02.005), რომელიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სარგებლობაში გადმოეცა 2011 წელს 2 წლის ვადით.40 აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ სარგებლობის უფლება არ გაგრძელებულა და შენობა გასხვისდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის41 მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შენობა-ნაგებობა ეკუთვნის სხვა ორგანიზაციას.42 შესაბამისად, ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი აქტივები 2,083,754 ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი. სსიპ − ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საზღვაო აკადემიის საკუთრებაშია ქ. ბათუმში მდებარე არასასოფლოსამეურნეო მიწა − 2,821 კვ.მ და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით − 3,267.74 კვ.მ. აღნიშნული აქტივები, ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში წარდგენილია მხოლოდ შენობაზე გაწეული კაპიტალიზებული ხარჯის ღირებულებით − 333,211 ლარით. შესაბამისად, აღნიშნული თანხა სამართლიანად ნაგებობისა და მიწის ღირებულებას. ვერ ასახავს შენობა- სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის ცენტრის ბალანსზე 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ასახულია 178,503 ლარის ძირითადი აქტივები. აკრედიტაციის ცენტრი, ყველა ძირითად საშუალებას (გარდა, შენობისა) ცვეთას აღრიცხავს 20%-იანი განაკვეთით, რაც არ შეესაბამება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით43 განსაზღვრულ ცვეთის ნორმებთან. აღრიცხვის ინსტრუქცია, მუხლი 25, პუნქტი „გ“. ინფრასტუქტურის მინისტრის ბრძანება 17/05/2017; N76/ო; მ/ჩ აქტი − 25.05.2017. 38 საბაგირო მოწყობილობები და დანადგარები. 39 მდებარე ქ. ბათუმში, ნინოშვილის N23-ში. 40 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანება N153. 41 განცხადების რეგისტრაცია N 882019203611; 20/03/2019. 42 შპს − EVENTUS. 43 ფინანსთა მინისტრის N439 ბრძანება. 36 37 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 12 2019 ამასთანავე, ორგანიზაციას არ გააჩნია ძირითადი საშუალებების ანალიზური აღრიცხვის ჟურნალი, სადაც მითითებული იქნებოდა ძირითადი აქტივის ისტორიული ღირებულება, შეძენა-მიღებისა და გაცემა-ჩამოწერის თარიღები. ანალიზური აღრიცხვის არასრულყოფილად წარმოების გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ შეძლო შესაბამისი ნორმების გამოყენებით ცვეთის ხარჯის ხელახალი გადათვლა და ცდომილების ეფექტის დადგენა. შესაბამისად, ჩვენ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოსაზრება გამოვთქვათ აღნიშნული მუხლის (ნაშთი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით − 178,503 ლარი) სისწორესა და სიზუსტესთან დაკავშირებით. საკითხი 1.3.1 ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია ინვენტარიზაცია წარმოადგენს კონტროლის მექანიზმს, რომლის მიზანია დანაკლისის, ზედმეტობისა და დაზიანებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ინვენტარიზაციის ჩატარება მნიშვნელოვანია იმაში დასარწმუნებლად, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ყველა ძირითადი საშუალება რეალურად არსებობს და ამასთანავე, ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ყველა ძირითადი საშუალება სრულად არის ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში. სსიპ-ში „აწარმოე საქართველოში“, ინოვაციების სააგენტოსა და საზღვაო აკადემიაში 2018 წელს არ ჩატარებულა ძირითადი აქტივების სავალდებულო ინვენტარიზაცია, ხოლო სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ ინვენტარიზაცია განახორციელა ფინანსთა მინისტრის N605 ბრძანებასთან შეუსაბამობებით, კერძოდ:    საკითხი 1.3.2 არამატერიალური აქტივები სააგენტოს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების დიდ ნაწილს არ აქვს მინიჭებული უნიკალური საინვენტარო ნომრები; საინვენტარო უწყისებში კონკრეტული აქტივები შეტანილია კომპლექტებად; ინვენტარიზაციის აქტში ხშირად მითითებულია მხოლოდ ფაქტობრივად არსებული აქტივები, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები მითითებული არ არის, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში − პირიქით. სსიპ-ის − „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება შესაბამისად, 85,246 ლარის და 210,167 ლარის ღირებულების არამატერიალური აქტივები,44 რომლებიც მორალურად მოძველებულია და აღარ გამოიყენება. აღნიშნული აქტივები აღრიცხვის ინსტრუქციის45 მიხედვით ვერ აკმაყოფილებენ ძირითად აქტივად აღიარების კრიტერიუმებს. შესაბამისად, არამატერიალური აქტივების ნაშთი გაზრდილია 295,413 ლარით. 1.3 საკითხში მოცემული უზუსტობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში ასახული 104,437,265 ლარის ღირებულების ძირითადი აქტივების სისრულესა და სიზუსტეზე. საკითხი 1.4 შემოსავლები სსიპ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ნავთობისა და გაზის სააგენტოს რეგულირების საფასურისაგან მიღებული შემოსავალი, 143,115 ლარის ოდენობით, აღიარებული აქვს 2019 წელს, 44 არამატერიალური აქტივები წარმოადგენს საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლებს. 45 აღრიცხვის ინსტრუქცია, 3-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ფინანსური აუდიტის ანგარიში „გ“ ქვეპუნქტი. | 13 2019 ნაცვლად − 2018 წლისა. ხოლო 26,581 ლარის შემოსავალი აღიარებული აქვს 2018 წელს, ნაცვლად − 2017-ისა. შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბრით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში 2018 წელს გამომუშავებული შემოსავლები 116,534 ლარით შემცირებულად არის წარმოდგენილი. სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის ცენტრს 2018 წელს მიღებული საკუთარი შემოსავლები ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი აქვს არა დარიცხვის, არამედ საკასო მეთოდით, რაც აღრიცხვის ინსტრუქციის დარღვევას წარმოადგენს.46 შესაბამისად, ორგანიზაციის 2018 წლის შემოსავლები 247,644 ლარით გაზრდილად არის წარდგენილი. კონსოლიდირებული შემოსავლები 2018 წლის 31 დეკემბრით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წელს 747,886 ლარის ღირებულების შენობის უსასყიდლოდ მიღება. შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირებულია 2018 წელს გამომუშავებული შემოსავლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და 1.1 საკითხში ქონების ეროვნული სააგენტოს შემოსავლებთან დაკავშირებული 363,972 ლარის უზუსტობიდან გამომდინარე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N2-ში „შემოსავლების“ მუხლი შემცირებულია 252,804 ლარით. საკითხი 1.5 ხარჯები სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ადმინისტრაციამ 2017 წელს გააფორმა47 სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები და იმავე წელს გადაიხადა მომსახურების მთლიანი საფასური. როგორც კომპანიებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარებებიდან48 ირკვევა, მათ ორგანიზაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებები გაუწიეს 2017 წელს, ხოლო ტურიზმის ადმინისტრაციას აღნიშნული მომსახურება ნაცვლად 2017-ისა, 2018 წლის ხარჯად აქვს აღიარებული. შესაბამისად, 1,773,665 ლარით49 გაზრდილად არის წარმოდგენილი 2018 წლის ხარჯები და დებიტორული დავალიანების 2018 წლის საწყისი ნაშთი. 2017 წლის მსგავსად, ტურიზმის ადმინისტრაციამ 2018 წელს გააფორმა სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები.50 გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაკეთებული მიღება-ჩაბარებებით51 დასტურდება, რომ კომპანიებმა ორგანიზაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებები გაუწიეს 2018 წელს, ხოლო ტურიზმის ადმინისტრაციას აღნიშნული მომსახურება 2018 წლის ხარჯად არ აქვს აღიარებული. შესაბამისად, 915,894 ლარით შემცირებულად არის წარმოდგენილი 2018 წლის ხარჯები, ხოლო დებიტორული დავალიანების 2018 წლის საბოლოო ნაშთი, გაზრდილია ამავე თანხით. აღრიცხვის ინსტრუქცია, მუხლი 9, პუნქტი 2. კომპანიებთან: Dars Consulting (UK) Ltd და LLC Euronews. 48 2018 წლის იანვრის ორი მიღება-ჩაბარება: Acceptance Certificate N1155/1, 15.01.2018; Acceptance Certificate N1147/1, 08.01.2018. 49 თანხა შედგება Euronews-სა და BBC-ზე გასული საქართველოს საიმიჯო რეკლამებისათვის გაწეული ხარჯებისგან. 50 Dars consulting (UK) Ltd, Cable news network Inc (CNN). BBC-ისა და CNN-ზე გასული საქართველოს საიმიჯო რეკლამები. 51 მ/ჩ N1343/1; 31.12.2018. 46 47 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 14 2019 სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის ცენტრის 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილია საკონსულტაციო ხარჯი52 2,341,358 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 1,125,901 ლარი წარმოადგენს 2017 წლის ხარჯს.53 შესაბამისად, 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ხარჯები 1,125,901 ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი. აკრედიტაციის ცენტრს 2018 წელს გადახდილი დღგ (287,000 ლარი), ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი აქვს ხარჯებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N2-ში ხარჯები 2,270,672 ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი. საკითხი 1.6 განმარტებითი შენიშვნები სსიპ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული ინფორმაცია სასამართლო დავის შესახებ, რომლის საფუძველზეც ორგანიზაცია ლიცენზიანტისაგან54 ითხოვს 1,000,000 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია საქალაქო და სააპელაციო55 სასამართლოების მიერ ნაწილობრივ, 500,000 აშშ დოლარის ოდენობით. ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის56 პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ზემოაღნიშნული დავის შესახებ ინფორმაცია ასახული იყოს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების დანერგვასთან, ინსპექტირების ცენტრების აღჭურვასთან, სისტემის მოწესრიგებასთან და ინსპექტირების პროცესების დანერგვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება. 53 1. ინვოისი N301600000725, თარიღი: 12.2017; მ/ჩ N8, თარიღი: 25.12.2017; 2. ინვოისი N3016000005, თარიღი 12.2017; მ/ჩ N6, თარიღი: 25.12.2017; 3. ინვოისი N3016000006’, მ/ჩ N7, თარიღი: 25.12.2017. 54 შპს „აკსაი-ბი-ემ-სი“ − საქართველოს ტერიტორიაზე, ნავთობისა და გაზის მოპოვების გენერალური ლიცენზიის მეხუთე სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებული. 55 სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააგენტოს ჯერ არ მიუღია. 56 აღრიცხვის ინსტრუქცია, მუხლი 25; მუხლი 185; მუხლი 17, პუნქტი „დ“. 52 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 15 2019 აუდიტი წარვმართეთ უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად. პასუხისმგებლობა, რომელსაც აღნიშნული სტანდარტები ჩვენთვის ითვალისწინებს, დაწვრილებით არის აღწერილი ჩვენი ანგარიშის ნაწილში სახელწოდებით − „აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებით“. ჩვენ ვართ უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი აუდიტორები და შესრულებული გვაქვს INTOSAI-ის მიერ დაწესებული სხვა ეთიკური ვალდებულებებიც. გვჯერა, ჩვენ მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია მოსაზრების გამოსათქმელად საჭირო საფუძვლის შესაქმნელად ფინანსური აუდიტის ანგარიში | 16 2019 2. მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცი საკითხი 2.1 დეპოზიტებზე დარიცხული პროცენტები ა(ა)იპ − „ოუფენ ნეტმა“ 2018 წელს საქართველოს ბანკსა და „თიბისი ბანკში“ ვადიან ანაბრებზე განათავსა, შესაბამისად, 10.0 მლნ ლარი და 11.0 მლნ ლარი. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ანაბრებზე დარიცხულმა საპროცენტო სარგებელმა საქართველოს ბანკში 754,521 ლარი, ხოლო „თიბისი ბანკში“ 300,616 ლარი შეადგინა. ზემოაღნიშნული სარგებელი ორგანიზაციას ასახული არ ჰქონდა ბუღალტრულ ჩანაწერებში, რის შედეგადაც, 2018 წლის 31 დეკემბრით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში „შემოსავლებისა“ და „მოთხოვნების“ მუხლები შემცირებული იყო 1,055,137 ლარით. აუდიტის პერიოდში „ოუფენ ნეტს“ ვაცნობეთ აღნიშნული უზუსტობის შესახებ. საპასუხოდ, ორგანიზაციამ დააკორექტირა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება. თუმცა, 2018 წელს ანაბარზე განთავსებული თანხები არ არის ასახული ფინანსური ანგარიშგების დანართ N4-ში, „ვალუტა და დეპოზიტების“ მუხლში.57 საკითხი 2.2 პირგასამტეხლო ქონების ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა58 პრივატიზებული და მართვის უფლებით გადაცემული აქტივების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და შესაბამისი ხელშეკრულებების მონიტორინგი. კერძოდ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე დაკისრებული გადასახდელების/ პირგასამტეხლოს აღრიცხვისა და ამოღების კონტროლი. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ხელშეკრულებების საფუძველზე მისაღები პირგასამტეხლო, დაახლოებით, 48,300,000 ლარს და 49,700,000 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს 80% წარმოშობილია 2006-2014 წლებში დადებული ხელშეკრულებებიდან და არ არის ასახული სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებით შენიშვნებში. ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პირგასამტეხლოების მისაღებად განხორციელებული ღონისძიებების შესწავლის მიზნით, აუდიტის ჯგუფმა შეარჩია 10 (ათი) კონტრაქტორი. ორგანიზაციამ ვერ წარმოგვიდგინა მტკიცებულებები აღნიშნული კონტრაქტორებისგან თანხების მიღებისათვის გატარებული ღონისძიებების შესახებ. ასევე ვერ მივიღეთ დასაბუთება, რატომ არ განხორციელდა შესაბამისი ქმედებები და აქვს თუ არა სააგენტოს შემუშავებული სამომავლო სტრატეგია, აღნიშნული თანხების მონიტორინგთან და მართვასთან დაკავშირებით. შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც თანხების არსებითობის, ასევე მათი შინაარსიდან გამომდინარე. კერძოდ, პირგასამტეხლოები წარმოშობილია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/ მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მესამე პირების მიერ აღებული გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ვინაიდან აღნიშნული საკითხი, ერთი მხრივ, უკავშირდება ბიუჯეტში მისამართ თანხებს59 და მეორე მხრივ, ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებს, მნიშვნელოვანია ისეთი კონტროლის მექანიზმების არსებობა, რომლებიც ორგანიზაციის ანგარიში ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ფაქტობრივი (საკასო) ოპერაციების შესახებ/ფინანსური აქტივების ზრდა/1.1.1 ვალუტა და დეპოზიტები. 58 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება N391 − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“. 59 აღსანიშნავია, რომ მისაღები თანხები მთლიანად მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 57 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 17 2019 დაბალანსებულად უზრუნველყოფენ როგორც ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებას.60 სახელმწიფოს, ასევე 60 აღსანიშნავია, რომ ამ აუდიტის საგანი არ ყოფილა თითოეული ხელშეკრულების შინაარსის შესწავლა. ფინანსური აუდიტის ანგარიში | 18 2019 3. სხვა გარემოებები საკითხი 3.1 ფინანსური ანგარიშგების წარდგენა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ ზოგიერთ ორგანიზაციას კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში საცნობარო მუხლში61 არასწორად აქვს წარდგენილი ვადაგადაცილებული დავალიანებები. კერძოდ, დავალიანების ვადაგადაცილებული ნაწილის ნაცვლად, წარდგენილია მიმდინარე ვალდებულებების თანხა − 2018 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით. ასევე, ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ელიმინირებული62 სსიპ − ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და სსიპ − საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის განხორციელებული 110,131 ლარის ოპერაცია. ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია დეპოზიტები ხაზინაში უცხოურ ვალუტაში − 3,798,244 ლარის ოდენობით. თუმცა, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში ასახული არ არის დეპოზიტებით მიღებული კურსთაშორისი სხვაობა.63 საკითხი 3.2 ბუღალტრული აღრიცხვა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში არ გამოიყენება სპეციალიზებული ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა, რაც ზრდის ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების რისკს. აკრედიტაციის ცენტრი ბუღალტერიას აწარმოებს სპეციალიზებულ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში, თუმცა ეს აღრიცხვა არასრულყოფილი და არაზუსტია. კერძოდ, საბალანსო მუხლების ნაშთები და ბრუნვები და მოგება-ზარალის ბრუნვები არ შეესაბამება ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილ მონაცემებს. სააღრიცხვო პოლიტიკა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ არცერთ უწყებაში არ არის შემუშავებული და დანერგილი ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციით განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკა. აღნიშნული პოლიტიკა შესაძლებელია მოიცავდეს ინსტრუქციას შემდეგი საკითხების აღრიცხვის შესახებ: უიმედო ვალები, მოძველებული მატერიალური ფასეულობები, ფინანსური აქტივები და ვალდებულებები, ცვეთად აქტივებზე გაწეული დანახარჯები და სხვ. სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და გამოყენება ორგანიზაციაში აღრიცხვის თანმიმდევრულობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მარაგების აღრიცხვის მეთოდი აღრიცხვის ინსტრუქციის64 მიხედვით, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებით. კერძოდ, თუ კონტროლირებული ერთეული ანალოგიური ოპერაციებისა და სხვა მოვლენებისათვის იყენებს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში 61 საცნობარო მუხლი: ვადაგადაცილებული დავალიანებები (10). ელიმინაცია − კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს შიდა ჯგუფური ოპერაციების გამორიცხვა . აღრიცხვის ინსტრუქცია, მუხლი 39, პუნქტი 30. 63 აღრიცხვის ინსტრუქცია, მუხლი 36, პუნქტი 27. 64 აღრიცხვის ინსტრუქცია, მუხლი 39, პუნქტები: 33, 34. 62 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 19 2019 დადგენილი სააღრიცხვო პოლიტიკისაგან განსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას მაკონტროლებელმა ერთეულმა უნდა გააკეთოს ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი კორექტირება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციები იყენებენ მატერიალური მარაგების აღრიცხვის სხვადასხვა მეთოდს, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენისას აღრიცხვის ინსტრუქციის ზემოაღნიშნული მოთხოვნა შესრულებული არ არის. ანალიზური აღრიცხვა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ზოგიერთი ორგანიზაცია ძირითადი აქტივების ანალიზურ აღრიცხვას აწარმოებს ხარვეზებით. კერძოდ: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, „აწარმოე საქართველოსა“ და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოში, აქტივებს არ აქვთ მინიჭებული საინვენტარო კოდები; ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ნავთობისა და გაზის სააგენტოში აქტივების ნაწილს არ აქვს მინიჭებული საინვენტარო კოდები; გარდა ამისა, აკრედიტაციის ცენტრი არ აწარმოებს მარაგებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების ანალიზური აღრიცხვის ჟურნალს. ასევე აკრედიტაციის ცენტრი ბუღალტრულად არ ასახავს მარაგების მიღებას და შესყიდვისას პირდაპირ ჩამოწერს ხარჯებში. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას 2018 წელს არ ჩაუტარებია მარაგების ინვენტარიზაცია. მარაგების ნაშთი წლის დასაწყისსა და წლის ბოლოს უცვლელია და შეადგენს 10,147 ლარს. საკითხი 3.3 ფულის ნაშთი სამინისტროს აპარატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აპარატის საბალანსო ანგარიშზე „სხვა ანგარიშები ბანკში“ ერიცხება ყოფილი სამინისტროების (ეკონომიკის, ქონების, მრეწველობისა და ვაჭრობის) ბალანსებიდან გადმოსული გაურკვეველი ნაშთი − 210,370 ლარი, რომლის არსებობაზე რწმუნება ვერ იქნა მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნაშთი წარმოშობილია 2004 წელს. 2017 წლის 6 ივლისს ეკონომიკის სამინისტრომ წერილით65 მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოფილი ეკონომიკის, ქონების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშსწორების ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების ნაშთების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. აღნიშნული წერილის პასუხად 2017 წლის 14 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამინისტროს აცნობა66, რომ ეროვნული ბანკის საარქივო მასალებში აღნიშნული კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიში არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივნისში სამინისტროს აპარატმა ჩაატარა ფულადი სახსრების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია და მიღებული შედეგები წარუდგინა ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირებისთვის. 65 N18/4009. 66 წერილი N2-15/2648. ფინანსური აუდიტის ანგარიში | 20 2019 საკითხი 3.4 ძირითადი საშუალებები ქონების ეროვნული სააგენტო ქონების ეროვნული სააგენტოს ძირითად საშუალებებზე ცვეთის ხარჯის გადათვლის შედეგად ძირითადი საშუალებების საბოლოო ნაშთში გამოვლინდა 40,015 ლარის სხვაობა. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია ობიექტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე არასწორი ნორმის მიყენებით, რამაც გამოიწვია ზედმეტი ცვეთის ხარჯის დარიცხვა. სსიპ − ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საზღვაო აკადემიას 2017 წელს უსასყიდლოდ გადაეცა 1,134,700 ლარის ღირებულების აქტივები, რომელთა მიღება აკადემიის ფინანსურ ანგარიშგებაში ნაცვლად 2017 წლისა, ასახულია 2018 წელს. შესაბამისად, 2017 წლის განმავლობაში დაურიცხავი ცვეთის ხარჯის გათვალისწინებით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ძირითადი აქტივების საბოლოო ნაშთი − 75,647 ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი. საკითხი 3.5 ინვენტარიზაცია ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ ზოგიერთ ორგანიზაციაში კანონმდებლობით მოთხოვნილი ინვენტარიზაციების ჩატარების მიმართულებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები. ქვემოთ მოცემულია იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი სადაც 2018 წელს არ ჩატარებულა ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების, ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციები:  ქონების ეროვნულ სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „ოუფენ ნეტი“, ნავთობისა და გაზის სააგენტო, ავიაციის სააგენტო, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო. ამასთანავე, ქონების ეროვნული სააგენტოს ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით, ჩამოსაწერი იყო 52,081 ლარის მცირეფასიანი აქტივები და 5,182 ლარის ძირითადი საშუალებები, თუმცა ორგანიზაციას ისინი 2018 წელს არ ჩამოუწერია. ზემოხსენებული აქტივების კატეგორიების ინვენტარიზაციის სრულყოფილად ჩატარება მნიშვნელოვანია ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაციის სამართლიანი და უტყუარი წარდგენისათვის. ინვენტარიზაცია ასევე ზრდის აქტივების ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას. საკითხი 3.6 ხარჯები ინოვაციების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში სსიპ − აპოლონ ქუთათელიძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაცემული გრანტის ხარჯები 45,119 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2017 წლისა, აღიარებულია 2018 წლის ხარჯებში. საკითხი 3.7 შენობის იჯარის ხარჯი 2014 წლის 30 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით „აწარმოე საქართველოს“ სს „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატისაგან“ იჯარით67 აღებული აქვს არასაცხოვრებელი შენობა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩა N5/16-18-ში. ხელშეკრულების მიხედვით, საიჯარო ფართი განისაზღვრა 198 კვ.მ-ით, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირა − 3,564 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში პერიოდულად შედიოდა ცვლილებები, რაც 67 2014 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება N31 არასაცხოვრებელი ფართობის იჯარით გადაცემის თაობაზე. ფინანსური აუდიტის ანგარიში | 21 2019 ითვალისწინებდა საიჯარო ფართის ან/და იჯარის ყოველთვიური ქირის ზრდას. 2017 წლის 7 სექტემბრიდან საიჯარო ფართი შეადგენდა 921.59 კვ.მ-ს ხოლო საიჯარო ქირა − 16,378 აშშ დოლარს. 2014-2018 წლებში სსიპ-მა − „აწარმოე საქართველოში“ ქირის სახით გადაიხადა 1,442,259 ლარი, მათ შორის, 2018 წლის საიჯარო ქირამ 495,376 ლარი შეადგინა. ორგანიზაციის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯეფექტიანობის ანალიზი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ალტერნატივის დანახარჯისა და სარგებლის შედარება და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება, რამდენად ეკონომიურად და ეფექტიანად იხარჯება ზემოაღნიშნული თანხები. საკითხი 3.8 გაცემული სუბსიდიები მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის დადგენილების68 საფუძველზე, სსიპ − „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 4 კომპანიასთან.69 კონტრაქტორები უშუალოდ ახორციელებენ პროგრამის იმპლემენტაციას, გასცემენ რეკომენდაციებს ორგანიზაციის მიერ პროგრამის ბენეფიციარ(ებ)ის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით და ახდენენ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს. კონტრაქტორი სსიპ-ს − „აწარმოე საქართველოში“ აწვდის ინფორმაციას შერჩეული კანდიდატების შესახებ, რის შემდეგაც სსიპ იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ. დაფინანსების შემთხვევაში ორგანიზაციასა და ბენეფიციარს შორის ფორმდება ხელშეკრულება,70 რომლის მიხედვით, ორგანიზაცია უფლებამოსილია უკან მოითხოვოს ბენეფიციარის მიერ არამიზნობრივად დახარჯული თანხა. მთავრობის დადგენილებით71 და კონტრაქტორ კომპანიებსა და „აწარმოე საქართველოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების72 მიხედვით, კონტრაქტორი ვალდებულია, „აწარმოე საქართველოს“ წარმოუდგინოს ბენეფიციარების მონიტორინგის პერიოდული და საბოლოო ანგარიშები. აღნიშნული ანგარიშები არ შეიცავს საკმარისად დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ, არ არის იდენტიფიცირებული უმოქმედო საწარმოები. „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების მიერ კონტრაქტის პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონტრაქტორებისგან და პროგრამის კონტროლისათვის იყენებს თავისივე შექმნილ ვებგვერდს. აღნიშნულ ვებგვერდზე კონტრაქტორები ტვირთავენ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, საბოლოო მონიტორინგის აქტებს, რომლითაც ფასდება ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, კონტრაქტორების მიერ სისტემაში არ არის ატვირთული ზემოხსენებული აქტები. შესაბამისად, „აწარმოე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის დადგენილება №365 „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“. 69 შპს „თბილისის ბიზნესტრენინგის ცენტრი“, ა(ა)იპ − რეგიონული განვითარების ასოციაცია, ა(ა)იპ − საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია − „საქართველოს სკაუტები“, შპს „ჯი ემ სი ჯი“. 70 ხელშეკრულების მუხლი 3.4, პუნქტი 3.4.2. 71 საქართველოს მთავრობის დადგენილება №365 „აწარმოე საქართველოში“ − სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მუხლი 12, „თ“ პუნქტი. 72 ხელშეკრულების მუხლი 4, პუნქტი 4.8. 68 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 22 2019 საქართველოში“ ვერ ფლობს სრულ ინფორმაციას ბენეფიციარების შესახებ, რაც კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს. გარდა ამისა, კონტრაქტორების მიერ წარმოდგენილ საბოლოო მონიტორინგის აქტებში ასახული ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბენეფიციარების გამოკითხვას, რაც არ შეიძლება იყოს მიჩნეული საკმარის და სარწმუნო წყაროდ. ამასთანავე, ორგანიზაციაში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფდა კონტრაქტორების მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმებას. ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სსიპ − „აწარმოე საქართველოში“ ვერ უზრუნველყოფს სათანადო კონტროლის გარემოს შექმნას. შესაბამისად, შესაძლოა ვერ განხორციელდეს გაცემული თანხების მიზნობრიობის სრულყოფილი კონტროლი, ნაკლოვანებებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და მათზე დროული და სათანადო რეაგირება. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი, რომელზეც ატვირთულია მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გაცემული სუბსიდიების შესახებ სრული ინფორმაცია, არ არის დაცული ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები. შესაბამისად, მაღალი რისკის ქვეშ დგას როგორც ორგანიზაციის იმ საოპერაციო საქმიანობის ნაწილი, რაც დამოკიდებულია ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებაზე, ასევე აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია. კრედიტის პროცენტის თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის73 ფარგლებში სსიპ − „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას, არაუმეტეს 10%-ისა. დაფინანსების შემთხვევაში ორგანიზაციასა და ბენეფიციარს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ბენეფიციარის მიერ შესასრულებელ პირობებს. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებამოსილია, უკან მოითხოვოს ბენეფიციარის მიერ არამიზნობრივად დახარჯული თანხა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სსიპ-ის − „აწარმოე საქართველოში“ მხრიდან ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგი არ განხორციელებულა. ორგანიზაციის განმარტებით, კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტების მიერ ბენეფიციარების მიმართ გატარებული მონიტორინგის ღონისძიებები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოში“ არ მონაწილეობს აღნიშნულ მონიტორინგში. ასევე, 2018 წლის ბოლოს ორგანიზაციის დაკვეთით შპს „ბიდიომ“ ჩაატარა პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების კვლევა. თუმცა, აღნიშნული კვლევა არ მოიცავს ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის ელემენტებს. 73 პროგრამის აღნიშნული ნაწილი მოიცავს საკვები პროდუქტების წარმოებას, არაალკოჰოლური სასმელების წარმოებას, ქიმიურ და მასთან დაკავშირებულ მრეწველობის დარგებს და ა.შ. დეტალური ინფორმაცია დაფინანსებას დაქვემდებარებული ინდუსტრიების შესახებ მოცემულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის დადგენილებაში N365 − „აწარმოე საქართველოში“ − სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” . ფინანსური აუდიტის ანგარიში | 23 2019 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები. არ არის აქედან გამომდინარე, არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხების არამიზნობრივად განკარგვის რისკი. საკითხი 3.9 საპარტნიორო ფონდში განხორციელებული შენატანები მთავრობის განკარგულებების საფუძველზე ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ფულად და ქონებრივ შენატანებს სს − საპარტნიორო ფონდში74 და ფონდისგან მართვის უფლებით გადმოცემულ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში.75 აღსანიშნავია, რომ სამინისტროში არ არსებობს შენატანების აღრიცხვის ერთიანი პოლიტიკა. კერძოდ, ფულადი შენატანები აღირიცხება როგორც განხორციელებული ინვესტიცია, ხოლო ქონებრივი შენატანების შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში (2016, 2017 და 2018 წლებში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სს − საპარტნიორო ფონდში შეტანილი ქონების რაოდენობა შესაბამისად შეადგენს: 33-ს 48-ს და 48-ს76). ეკონომიკის სამინისტრო ვერ ასაბუთებს ზემოაღნიშნული ტრანზაქციების აღრიცხვისათვის განსხვავებული მიდგომის გამოყენების მიზანშეწონილობას. საკითხი 3.10 შრომის ანაზღაურება სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე სულ 2018 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 29,954,207 ლარის ხარჯი, მათ შორის, დანამატი − 2,154,313 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 7.2%-ს შეადგენს. ცხრილი N3. ინფორმაცია 2017 და 2018 წლის შრომის ანაზღაურების შესახებ (საკასო ხარჯი) თანხა 2017 % თანხა 2018 % თანამდებობრივი სარგო 19,586,424 74.3% 25,972,141 86.7% დანამატი 3,926,414 14.9% 2,154,313 7.2% პრემია 2,855,319 10.8% 1,827,753 6.1% სულ: 26,368,157 100% 29,954,207 100% დასახელება სს − საპარტნიორო ფონდი შექმნილია საქართველოს კანონის − „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“, შესაბამისად, და მისი დამფუძნებელი პარტნიორი და კაპიტალის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო. 75 ხელშეკრულება სს − საპარტნიორო ფონდსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, 31/08/2012; ხელშეკრულების ცვლილება 20/03/2013. 76 2018 წელს შეტანილია სულ 263,281 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 74 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 24 2019 4. ხელმძღვანელობის და აუდიტორის პასუხისმგებლობა ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობა ანგარიშგების პასუხისმგებელია მომზადებასა და კონსოლიდირებული სამართლიან ფინანსური „საბიუჯეტო წარდგენაზე ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანებით დამტკიცებული კონტროლზე, რომელსაც ინსტრუქციის იგი შესაბამისად, აუცილებლად ასევე მიიჩნევს შიდა ისეთი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად, რომელიც არ შეიცავს თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაა, შეაფასოს ორგანიზაციის უნარი − უწყვეტად განაგრძოს საჯარო მომსახურების მიწოდება, როგორც ფუნქციონირებადმა ერთეულმა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაამჟღავნოს ფუნქციონირებადობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და გამოიყენოს აღნიშნული პრინციპი ბუღალტრულ აღრიცხვაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან საქმიანობის შეწყვეტა. ხელმძღვანელი პირები პასუხისმგებელი არიან კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესის კონტროლზე. აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია, მოვიპოვოთ დასაბუთებული რწმუნება იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას და გამოვცეთ აუდიტის დასკვნა, რომელიც მოიცავს აუდიტის მოსაზრებას. დასაბუთებული რწმუნება არის რწმუნების მაღალი დონე, მაგრამ ის არ წარმოადგენს გარანტიას, რომ ISSAI-ს მიხედვით ჩატარებული აუდიტი ყოველთვის გამოავლენს არსებით უზუსტობას. უზუსტობები შეიძლება გამოწვეული იყოს თაღლითობით ან შეცდომით და ჩაითვლება არსებითად, თუ მოსალოდნელია, რომ ცალკე ან ჯამურად ისინი ზეგავლენას მოახდენენ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. ISSAI-ის შესაბამისად, ჩატარებული აუდიტის ფარგლებში, ჩვენ ვიყენებთ პროფესიულ მსჯელობას და ვინარჩუნებთ პროფესიულ სკეპტიციზმს აუდიტის მსვლელობისას. ამასთანავე: - ვახდენთ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არსებითი უზუსტობის რისკის იდენტიფიცირებას და შეფასებას, რომელიც შესაძლოა დაშვებულ იქნეს თაღლითობის ან შეცდომის გამო, ვსაზღვრავთ და ვატარებთ ამ რისკების შესაფერის აუდიტორულ პროცედურებს და მოვიპოვებთ ჩვენი დასკვნის გამოსატანად საკმარის და შესაფერის აუდიტორულ მტკიცებულებებს. რისკი იმისა, რომ თაღლითობით გამოწვეული არსებითი უზუსტობა არ იქნება აღმოჩენილი, უფრო მაღალია, ვიდრე შეცდომით დაშვებულის, რადგან თაღლითობა შესაძლოა მოიცავდეს მოლაპარაკებას, გაყალბებას, განზრახ ინფორმაციის გამოტოვებას, დამახინჯებას ან დადგენილი შიდა კონტროლის მექანიზმების იგნორირებას; - ვსწავლობთ შიდა პროცედურების ფინანსური აუდიტის ანგარიში კონტროლის ფუნქციონირებას შესამუშავებლად, | რომლებიც ისეთი აუდიტორული შესაფერისია არსებულ 25 2019 გარემოებებთან და არა იმისათვის, რომ გამოვხატოთ მოსაზრება შიდა კონტროლის ეფექტიანად მუშაობის თაობაზე; - ვაფასებთ აღრიცხვის პოლიტიკის შესაფერისობას და სააღრიცხვო შეფასებების და ხელმძღვანელი პირების მიერ მოწოდებული განმარტებების გონივრულობას; - ვასკვნით, ხელმძღვანელი ფუნქციონირებადობის პირების პრინციპის მიერ ბუღალტრული გამოყენების აღრიცხვის მიზანშეწონილობას და მოპოვებულ აუდიტორულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით - არსებობს თუ არა ამ მოვლენებთან და პირობებთან დაკავშირებული არსებითი განუსაზღვრელობა, რაც მნიშვნელოვან ეჭვს გამოიწვევდა სამინისტროს ან/და მისდამი დაქვემდებარებული ერთეულების უნარში, განაგრძონ ფუნქციონირება. თუ დავასკვნით, რომ არსებობს არსებითი განუსაზღვრელობა, ჩვენ ვალდებული ვართ ყურადღება გავამახვილოთ აუდიტორულ დასკვნაში სათანადო განმარტებებზე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ან, თუ ასეთი განმარტებები ადეკვატური არ არის, მოვახდინოთ მოსაზრების მოდიფიცირება. ჩვენი დასკვნები დაფუძნებულია აუდიტორულ მტკიცებულებებზე, რომლებიც მოპოვებულ იქნა აუდიტის დასკვნის თარიღისთვის. თუმცა, მომავალმა მოვლენებმა ან პირობებმა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს სამინისტროს ან/და მისდამი დაქვემდებარებული ერთეულების ფუნქციონირებადობის საკითხი; - ვაფასებთ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენას მთლიანობაში, მის სტრუქტურასა და შინაარსს, აგრეთვე უზრუნველყოფს თუ არა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ოპერაციების და მოვლენების სამართლიანად წარდგენის კრიტერიუმებს; - მოვიპოვებთ საკმარის სამინისტროსადმი ინფორმაციის და შესაფერის დაქვემდებარებული შესახებ, რათა აუდიტორულ მტკიცებულებებს ორგანიზაციების შევძლოთ გამოვხატოთ ფინანსური მოსაზრება კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ აუდიტის მსვლელობის ხელმძღვანელობაზე, ზედამხედველობასა და განხორციელებაზე. აგრეთვე ჩვენ სრულად ვაგებთ პასუხს ჩვენს აუდიტორულ დასკვნაზე; - ხელმძღვანელობას სხვა საკითხებთან ერთად ვაწვდით ინფორმაციას აუდიტის მასშტაბისა და ვადების, მნიშვნელოვანი შედეგების, აგრეთვე მათ აუდიტის შორის, შიდა პროცესში წამოჭრილი კონტროლის სისტემაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების შესახებ. ფინანსური აუდიტის ანგარიში | 26 2019 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 27 2019 ფინანსური ანგარიშგების ფორმები ფორმა N1. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში (ბალანსი) დასახელება 31/12/2017 31/12/2018 42,904,912 9,301,977 10,896,955 4,722,634 67,543,173 12,573,795 11,147,203 3,482,554 სხვა მატერიალური მარაგები სულ მოკლევადიანი აქტივები 1,244,761 1,856,574 64,960,418 1,333,471 1,820,842 93,085,013 გრძელვადიანი აქტივები გრძელვადიანი ფინანსური აქტივები და მოთხოვნები 710,233,947 765,685,960 სტრატეგიული მარაგები გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები ძირითადი აქტივები ფასეულობები არაწარმოებული აქტივები საინვესტიციო ქონება სულ გრძელვადიანი აქტივები 708,369,502 2,899,328 99,623,984 15,167 10,626,313 823,398,739 761,869,742 3,121,809 104,437,265 15,167 10,702,465 883,962,666 ბალანსი 888,359,157 977,047,679 5,974,716 8,179,556 4,126,007 7,453,730 2,412,287 14,154,272 1,728,569 11,579,737 2,996,246 2,988,678 2,996,246 17,150,518 2,988,678 14,568,415 826,074,523 45,134,116 871,208,639 888,359157 881,454,118 81,025,146 962,479,264 977,047,679 აქტივები მოკლევადიანი აქტივები ფულადი სახსრები სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივები სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები მათ შორის: მოთხოვნები საქონლის და მომსახურების მიღებაზე წინასწარი გადახდებით მოთხოვნები არაფინანსური აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით მათ შორის: აქციები და სხვა კაპიტალი ვალდებულებები მოკლევადიანი ვალდებულებები და სხვა კრედიტორული დავალიანებები მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებები სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები მათ შორის: ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულებები სულ მოკლევადიანი ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებები გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებები სულ გრძელვადიანი ვალდებულებები სულ ვალდებულებები კაპიტალი აქტივების წმინდა ღირებულება გაუნაწილებელი მოგება დაუფარავი ზარალი სულ კაპიტალი ბალანსი ფინანსური აუდიტის ანგარიში | 28 2019 ფორმა N2. ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიში დასახელება საბიუჯეტო სახსრები ეკონომიკური საქმიანობა სულ 2017 წელი ბიუჯეტიდან დაფინანსება შემოსავლები გადასახადები სოციალური შენატანები გრანტები სხვა შემოსავლები შემოსავლები საკუთრებიდან საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია სანქციები, ჯარიმები, საურავები ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები სულ: 226,442,376 3,895,222 3,667,569 227,653 70,671 2,714 154,268 230,337,598 84,595,726 16,405,428 68,190,298 3,316,757 52,784,346 741 11,155,277 933,177 84,595,726 226,442,376 88,490,948 20,072,997 68,417,951 3,316,757 52,855,017 3,455 11,309,545 933,177 314,933,324 689,428,258 74,606,359 23,296,062 51,310,297 944,822 36,812,561 142,405 11,055,511 2,354,998 764,034,617 ხარჯები მომუშავეთა ანაზღაურება საქონელი და მომსახურება ძირითადი კაპიტალის მოხმარება პროცენტი სუბსიდიები გრანტები სოციალური უზრუნველყოფა სხვა ხარჯები სულ: 13,229,688 55,142,946 4,026,371 59,729,668 4,197,594 461,944 3,305,960 140,094,171 16,720,093 14,109,219 1,811,845 519,600 6,990,799 246,879 7,241,657 47,640,092 29,949,781 69,252,165 5,838,216 60,249,268 11,188,393 708,823 10,547,617 187,734,263 29,001,967 72,545,448 6,232,056 58,961,506 124,173,152 459,937 22,210,451 313,584,517 ფინანსური შედეგი 90,243,427 36,955,634 127,199,061 45,0450,100 ფინანსური აუდიტის ანგარიში | 29 2019 ფორმა N3. ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიში დასახელება ხაზინის ერთიანი ანგარიში საკუთარი ფულადი სახსრები მესამე პირის გადახდები სულ წმინდა ღირებულება/მოგება ზარალი კორექტირებები: ცვეთა (+) აქტივების (გარდა მატერიალური მარაგებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივებისა) და ვალდებულებების, არაფულადი ოპერაციებით და სხვა მოვლენებით, წმინდა მიღება (-/+) მატერიალური მარაგების ზრდა/კლება (-/+) გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები (-/+) დებიტორული დავალიანებების ზრდა/კლება (-/+) კრედიტორული დავალიანებების ზრდა/კლება (+/-) წმინდა ფულადი სახსრები საოპერაციო საქმიანობიდან 55,379,590 656,316 4,026,372 (2,935,447) 35,891,028 (5,087,466) 1,811,843 (32,662) 34,142,191 34142191 91,270,618 29,711,041 5,838,215 31,174,082 (99,559) (167,726) (159,871) (7,453) 56,035,906 135,294 (54,752) (5,131,033) (1,816,156) 30,803,562 34,142,191 35,735 (222,478) (5,290,904) (1,823,609) 120,981,659 - - - - (2,473,002) (2,472,947) (55) (2,473,002) (4,379,258) (4,378,808) (450) (4,379,258) - (6,852,260) (6,851,755) (505) (6,852,260) (53,500,240) (645,392) (54,145,632) (582,728) 4,757,654 4,174,925 - (1,203,317) (1,203,317) 25,220,987 38,147,255 63,368,248 - (34,142,191) (34,142,191) - (87,642,431) (1,848,709) (89,491,140) 24,638,259 42,904,909 67,543,173 - - - - - ფულადი სახსრების ნაკადები არაფინანსურ აქტივებში განთავსებული ინვესტიციებიდან არაფინანსური აქტივების გაყიდვა ძირითადი აქტივები სტრატეგიული მარაგები ფასეულობები არაწარმოებული აქტივები საინვესტიციო ქონება არაფინანსური აქტივების შესყიდვა ძირითადი აქტივები სტრატეგიული მარაგები ფასეულობები არაწარმოებული აქტივები საინვესტიციო ქონება წმინდა ფულადი სახსრები არაფინანსურ აქტივებში განთავსებული ინვესტიციებიდან ფულადი სახსრების ნაკადები ფინანსური საქმიანობიდან წმინდა ფინანსური აქტივები, გარდა ფულადი სახსრებისა წმინდა ვალდებულებების წარმოქმნა წმინდა ფულადი სახსრები ფინანსური საქმიანობიდან ფულადი სახსრების მარაგების წმინდა ცვლილება ფულადი სახსრების ნაშთი წლის დასაწყისში ფულადი სახსრების ნაშთი წლის ბოლოს ვალუტა და დეპოზიტებით მიღებული კურსთაშორის სხვაობა (-/+) დროებით შეზღუდული თანხები (აკრედიტივები) ფინანსური აუდიტის ანგარიში | 30 2019 ფორმა N4. კაპიტალში ცვლილების შესახებ ანგარიში დასახელება საწყისი ნაშთი სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებები წინა პერიოდ(ებ)ი-ს შეცდომები გადაანგარიშებული საწყისი ნაშთი არასაოპერაციო შემოსავლები კურსთა შორის სხვაობით მიღებული შემოსავალი სხვა არასაოპერაციო შემოსავლები არასაოპერაციო ხარჯები კურსთაშორის სხვაობით მიღებული შემოსავალი სხვა არასაოპერაციო შემოსავლები ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულებებით მოგების გადასახადი საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური შედეგი ნაშთი წლის ბოლოს ფინანსური აუდიტის ანგარიში | ბიუჯეტი ეკონომიკური საქმიანობა სულ 825,740,468 334,054 826,074,522 1,170,124 66,587 1,103,537 35,904,097 120,806 35,783,291 129,862 129,862 90,243,427 881,454,114 45,470,059 (335,943) 45,134,116 664,915 626,402 38,513 181,235 167,170 14,065 1,548,284 3,563 1,544,721 36,955,633 81,025,145 871,210,527 (1,889) 871,208,638 1,835,039 692,989 1,142,050 36,085,332 287,976 35,797,356 1,678,146 133,425 1,544,721 127,199,060 962,479,259 31 2019 ფორმა N5. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიში დასახელება ბიუჯეტით დამტკიცებ ული გეგმით დაზუსტებუ ლი გეგმით გადახრა % დაზუსტებ ულსა და დამტკიცებ ულ გეგმას შორის ფაქტობრივ ი (საკასო ხარჯი) გადახრა % საკასო (ფაქტობრივ ) ხარჯსა და დაზუსტებუ ლ გეგმას შორის დარიცხული გადახრა დარიცხ ულ და საკასო(ფ აქტობრი ვ) ხარჯს შორის ხარჯები მათ შორის: შრომის ანაზღაურება არაფინანსური აქტივების ზრდა ფინანსური აქტივების ზრდა ვალდებულებების კლება 146,465,000 138,599,843 94.63 % 136,326,942 98.36 % 140,094,171 3,767,229 15,715,000 4,085,000 13,286,993 2,964,807 84.55 % 72.58 % 13,231,243 2,473,002 99.58 % 83.41 % 13,229,688 - (1,555) - 81,500,000 89,600,240 109.94 % 87,642,431 97.81 % - - - - - - - - - ფინანსური აუდიტის ანგარიში | 32 2019 საკონტაქტო ინფორმაცია ვებგვერდი და სოციალური მედია https://www.sao.ge/ https://www.budgetmonitor.ge/ka http://www.blog.sao.ge/ http://www.sai.ge/main/ https://www.linkedin.com/company/stateauditoffice/ https://www.youtube.com/user/saogeorgia https://www.facebook.com/www.sao.ge ცხელი ხაზი (+995 32) 243 81 81 ელექტრონული ფოსტა sao@sao.ge ფინანსური აუდიტის ანგარიში | 33 სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქ.თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96 +995 32 243 84 38
დანართი
შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ვამტკიცებ“ აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მ/შ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა 10 სექტემბერი 2019 წელი N 48/36 ეგზ.: N1 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2019 წლის 3 სექტემბრის N007430/31 გადაწყვეტილების შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2019 წლის 22 ივლისის შესაბამისობის აუდიტის N38/36 ანგარიშში შეტანილი ცვლილებებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა- შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (01.01.2016 – 31.12.2017) 2019 სარჩევი გამოყენებული ტერმინები და შემოკლებები ............................................................................................... 3 შემაჯამებელი მიმოხილვა და რეკომენდაციები ......................................................................................... 4 შესავალი ............................................................................................................................................................. 8 ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ......................................................................................................... 8 აუდიტორის პასუხისმგებლობა ..................................................................................................................... 8 აუდიტის საგანი ................................................................................................................................................ 8 აუდიტის მასშტაბი ........................................................................................................................................... 9 აუდიტის კრიტერიუმები ................................................................................................................................ 9 აუდიტის მიზანი............................................................................................................................................... 9 აუდიტის მეთოდოლოგია ............................................................................................................................. 10 ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ .................................................................................................. 10 აუდიტის მიგნებები ....................................................................................................................................... 10 სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის დადასტურების გარეშე ანაზღაურებული თანხები.......... 10 გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე გაწეული ხარჯები და ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი ........... 12 სამუშაოს შესრულების ვადის დაუსაბუთებელი ცვლილება ................................................................ 17 საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები .............................................................................. 23 ტექნიკის დაქირავების ხარჯი ...................................................................................................................... 24 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში არსებული ხარვეზები ........................................................... 26 აუდიტორთა ხელმოწერები .......................................................................................................................... 27 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2 2019 გამოყენებული ტერმინები და შემოკლებები დეპარტამენტი − დეპარტამენტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების ექსპერტი − სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტებული პირი; მთავრობა − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; სამინისტრო − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; საპროექტო დოკუმენტაცია − საავტომობილო გზების, გზებზე ხელოვნური ნაგებობებისა და სამელიორაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 3 2019 შემაჯამებელი მიმოხილვა და რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები:  დეპარტამენტის მიერ გახარჯულია საბიუჯეტო სახსრები, მაშინ როცა ფარული სამუშაოს აქტებით არ არის დადასტურებული სამუშაოს ფაქტობრივად შესრულება, არ არის შეფასებული შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ფარულ სამუშაოებზე არ არის დადგენილი მოცულობები;  ალამბარი-ზენითის შესრულებულია საავტომობილო უხარისხოდ, შეუსაბამოდ. ამასთანავე, მოცულობები არ გამოვლენილია გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მიღება-ჩაბარების შეესაბამება რეაბილიტაციის აქტებით ფაქტობრივად მნიშვნელოვანი დოკუმენტაციასთან შესრულებაში განხორციელებულ დანაკლისი, რაც სამუშაოები ნაჩვენები სამუშაოებს საბიუჯეტო და სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს;  დეპარტამენტი მიმწოდებლისათვის საჯარიმო სანქციის თავის არიდების მიზნით, ცალკეულ შემთხვევაში დასაბუთების გარეშე აგრძელებდა ხელშეკრულების მოქმედების და სამუშაოს შესრულების ვადებს, რითაც ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო, მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები;  დეპარტამენტმა რიგ არაპროპორციული, დისკრიმინაციული შემთხვევებში, არათანაბარი მიდგომით კონკურენციის შეარჩია პირობებში, პრეტენდენტები და გამარჯვებულად გამოავლინა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი. აღნიშნული ქმედება სახელმწიფო შესყიდვის პირობების კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს;  დეპარტამენტმა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, მიმწოდებელს გადაუხადა ავანსი. ამასთანავე, სამუშაოს არაობიექტური შესრულების ვადა, რაც ფაქტორების გათვალისწინებით, კონკრეტული მიმწოდებლის გაზრდილია ინტერესების სასარგებლოდ, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვისა და საჯარიმო სანქციის თავის არიდების რისკებზე მიუთითებს, რის შედეგად, სამუშაოები 2017 წელს ვერ დასრულდა; შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 4 2019  დეპარტამენტმა საპროექტო დოკუმენტაციის მიღების ეტაპზე არ განახორციელა ინსპექტირება, მიიღო ხარვეზით შედგენილი პროექტი, რის გამო, დადგენილ დროში ვერ დასრულდა სამუშაოები. ამასთანავე, ხარვეზით შედგენილი პროექტებისათვის არ უზრუნველყო მიმწოდებელზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება;  დეპარტამენტის გამოყენებული მიერ ტექნიკის დაქირავებული ტრანსპორტით იდენტიფიცირება ვერ ხდება, გაწეულ მომსახურებაზე ხოლო მიმწოდებელს ხელშეკრულებაში მითითებული ტრანსპორტით დეპარტამენტზე მომსახურება, არ განუხორციელებია, რაც წარმოშობს მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების ფაქტობრივად შეუსრულებლობის და ბიუჯეტიდან გადახდილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის რისკს;  დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება წიაღისეულის მოპოვება და ხარჯვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისათვის ქვიშა-ხრეშის (ბალასტის) ფაქტობრივად მოპოვების ან/და ტრანსპორტირებაზე გაწეული საწვავის ფაქტობრივი ხარჯვის რეალობა რისკის შემცველია. გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების საპასუხოდ, აუდიტის სამსახურმა გასცა შემდეგი რეკომენდაციები: შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 5 2019 რეკომენდაცია N1: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დაადგინოს მიმწოდებლის მიერ შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების პირობებში, სამუშაოების ჩაბარების მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, შეიმუშაოს და დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად იქნეს გამოვლენილი ხარვეზები და არ დაუშვას შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის დადასტურების გარეშე, სამუშაოს მიღება-ჩაბარება და თანხების ანაზღაურება. რეკომენდაცია N2: სამინისტრომ შეისწავლოს ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე სამუშაობის არასრულად დაგეგმვის და შესრულების გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დროულად და სრულად გამოავლენს კანონშეუსაბამობებს და ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას. რეკომენდაცია N3: დეპარტამენტმა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადების ცვლილება განახორციელოს მხოლოდ სათანადო დასაბუთების პირობებში, ობიექტური და ფორსმაჟორული არაობიექტური გარემოებების გარემოების ფაქტობრივი არსებობის არსებობის შემთხვევაში, დარღვევისათვის მიმწოდებელს დააკისროს შესაბამისი გათვალისწინებით. ხელშეკრულების პირობების სანქცია, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პროექტების განსაზღვრულ დროში შეუსრულებლობის ფაქტებს; ამასთანავე, შეისწავლოს დასაბუთების გარეშე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შეცვლის მოტივი, მიმწოდებლებზე საჯარიმო სანქციის დაურიცხაობის ყველა ფაქტი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. რეკომენდაცია N4: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს არათანაბარი კონკურენციის პირობებში არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთან ერთად, შეიმუშაოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რაც შემდგომში უზრუნველყოფს თანაბარი კონკურენციის პირობებში პრეტენდენტის გამარჯვებულად აღიარებას. რეკომენდაცია N5: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმები, რომ თავიდან იქნება აცილებული გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დაუსაბუთებელი საავანსო ანგარიშსწორება, რაც ხელს შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 6 2019 შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას, და რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების შესრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. რეკომენდაცია N6: დეპარტამენტის მიწოდებულ საპროექტო ხელმძღვანელობამ დოკუმენტაციაზე დაადგინოს, ინსპექტირების ხარვეზით განუხორციელებლობის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს ხარვეზით წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია და არ დაუშვას უხარისხოდ შედგენილი პროექტის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება. რეკომენდაცია N7: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს ტექნიკის დაქირავებასთან დაკავშირებით არსებული შეუსაბამობის მიზეზები, უზუსტობების არსებობის პირობებში განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. აგრეთვე უზრუნველყოს კანონშეუსაბამოდ გაწეული ხარჯების ბიუჯეტში დაბრუნება, შეიმუშაოს და დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს კანონშეუსაბამობის ფაქტები, დადგინდეს გაწეული მომსახურების რეალობა, შესაბამისი მტკიცებულების გარეშე არ დაუშვას მომსახურების მიღება და ანაზღაურება. რეკომენდაცია N8: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს წიაღისეულის მოპოვების, გამოყენების და მასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონშეუსაბამობის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან ერთად, შეიმუშაოს და დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს ხარვეზები და აღმოიფხვრას წიაღისეულის კანონშეუსაბამოდ მოპოვებისა ან/და მასთან დაკავშირებით საწვავის არადანიშნულებით ხარჯვის შესაძლო რისკი. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 7 2019 შესავალი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია განხორციელებული საქმიანობის მოქმედი კანონმდებლობით და სხვა მარეგულირებელი ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ხელმძღვანელობა ასევე პასუხისმგებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, მოწოდებული ინფორმაციის სისრულესა და სისწორეზე. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც საჭიროა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პროცესის იმგვარი წარმართვისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან განზრახ არამართლზომიერი ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ არსებით კანონშეუსაბამობებს. აუდიტორის პასუხისმგებლობა აუდიტორი პასუხისმგებელია აუდიტის ანგარიშში ასახული გარემოებების სისწორესა და მიზანშეწონილობაზე. აუდიტი წარიმართა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI 4000) შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტით მოითხოვება აუდიტორის სამუშაო შეესაბამებოდეს ეთიკის ნორმებს. სტანდარტი ითვალისწინებს აუდიტის იმგვარად დაგეგმვასა და ჩატარებას, რომ მოპოვებულ იქნეს საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ შეიცავს მოქმედ საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან არსებითი შეუსაბამობის ფაქტებს. აუდიტორული პროცედურები წარიმართა აუდიტორის პროფესიულ მსჯელობებზე დაყრდნობით გონივრული რწმუნების მისაღებად, რაც მოიცავს პროცედურების ჩატარებას იმ შეფასებულ მნიშვნელოვან კანონშეუსაბამობების რისკებზე, რომლებიც გამოწვეულია თაღლითობით ან შეცდომით. მიგვაჩნია, რომ ჩატარებული აუდიტორული პროცედურები საკმარისი და შესაფერისი საფუძველია აუდიტორული დასკვნების გამოსატანად. აუდიტის საგანი დეპარტამენტში საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016 -2017 წლების შესაბამისობის აუდიტი. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 8 2019 აუდიტის მასშტაბი აუდიტის მასშტაბად განისაზღვრა 2016-2017 წლებში საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. აუდიტმა მოიცვა დეპარტამენტის 2016-2017 წლების ბიუჯეტის გადასახდელები, ჯამში – 85,093.3 ათასი ლარი. აუდიტის კრიტერიუმები აუდიტის ძირითად კრიტერიუმებად განისაზღვრა შემდეგი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები:  საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;  საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;  საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;  საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის N1 -– 1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის დამტკიცების შესახებ“;  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“. აუდიტის მიზანი აუდიტის მიზნებია: ა) ჩამოყალიბდეს დასკვნა იმის შესახებ, საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვების გზით, რამდენად შესაბამისობაშია აუდიტის საგანი სათანადო კრიტერიუმთან, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით; ბ) აუდიტის ანგარიშის მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება მიგნებების, დასკვნებისა და სადაც შესაფერისია, რეკომენდაციების შესახებ. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 9 2019 აუდიტის მეთოდოლოგია აუდიტის საგნის შესასწავლად გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:  აუდიტის ობიექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი;  მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესწავლა - ანალიზი;  ინტერვიუები აუდიტის ობიექტის თანამშრომლებთან და ფოკუსჯგუფებთან;  სხვა დაწესებულებებიდან მიღებულ მონაცემთა ანალიზი. ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ დეპარტამენტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება. დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და სამელიორაციო სისტემები. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების დადგენილი უზრუნველყოფა; წესით დამტკიცების შესაბამისი შემდეგ მათი სტრატეგიის შემუშავება რეალიზაცია; და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაცია და სხვ. დეპარტამენტი მოიცავს ექვს სტრუქტურულ ერთეულს, დასაქმებულია 465 ფიზიკური პირი 1 და ბალანსზე ერიცხება 3,771 კმ სიგრძის საავტომობილო გზა.2 აუდიტის მიგნებები სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის დადასტურების გარეშე ანაზღაურებული თანხები კრიტერიუმი: საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, სატენდერო წინადადებისა და ხელშეკრულების პირობების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარება უნდა შედგეს და ანგარიშსწორება განხორციელდეს აკრედიტებული პირის3 მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, რითაც დადასტურდება: შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესაბამისობა ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულთან (მათ შორის, გამოყენებული მასალები4). გარემოება: დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოების მიღება- 1 საშტატო ერთეულით − 49 პირი, შტატგარეშედ − 5 პირი და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვაზე − 411 პირი. 2 მუნიციპალიტეტები: ქობულეთი − 817,54 კმ, ხელვაჩაური − 664,67 კმ, ქედა − 641,5 კმ, შუახევი − 928 კმ, ხულოს მუნიციპალიტეტი − 719.8 კმ. 3 სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან ხვა აკრედიტებული პირი. 4 შპს „გზები“ − ხელშეკრულება N31, 04.02.2016, SPA 150035670; შპს „ფემინი კონტრაქშენ გრუპი“ − ხელშეკრულება N163, 19.05.2016. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 10 2019 ჩაბარების ეტაპზე, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი აკრედიტებული პირის დასკვნით ირკვევა, რომ დასმული მიმწოდებლის მიერ ინსპექტირების წინაშე სრულყოფილად არ იქნა სატენდერო წინადადებით და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული შეკითხვა ინსპექტირების სფეროსთან დაკავშირებით. კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ ექსპერტს დაედასტურებინა შესრულებული სამუშაოების მოცულობის რაოდენობრივი სიზუსტე, შესრულებული სამუშაოების მოცულობების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ სამუშაოების მოცულობებთან შესაბამისობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი, დასმულია მხოლოდ ერთი შეკითხვა − შესრულებული სამუშაოს აქტის − ფორმა N2-ის ინსპექტირების თაობაზე. ინსპექტირების ანგარიშების საფუძველზე გადახდილია შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თუმცა წარმოდგენილი ანგარიშებით არ დასტურდება სამუშაოს ხარისხი და შესრულებაში მითითებული ფარული სამუშაოების მოცულობა. 5 კერძოდ, ანგარიშების მიხედვით, ექსპერტის მიერ აზომვები ჩატარდა მხოლოდ ხილულ სამუშაოებზე, ხოლო ის სამუშაოები, რომელიც განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას და რომლის ზუსტი მოცულობების დადგენა ინსპექტირების ჩატარების პერიოდისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ექსპერტმა გაითვალისწინა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფარული სამუშაოების აქტების მიხედვით. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტი მიუთითებს, რომ „სამუშაოები, როგორიცაა, მაგალითად, ბეტონის მოცულობა, არამატურის სახეობა, რაოდენობა და სხვ., მათი ჩათვლა − დამკვეთის პრეროგატივაა“, თუმცა დეპარტამენტის მიერ რაიმე სახის დამატებითი აქტივობა არ არის განხორციელებული და გადახდილია შესრულებაში ნაჩვენები სამუშაოების სრული ღირებულება. ცხრილი 1. საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ (ლარი) მიმწოდებელი ხელშეკრულების ნომერი და თარიღი ხელშეკრულების ღირებულება გადახდილი თანხა შპს „გზები“ N31, 04.02.2016 725,736 725,616 შპს „ზიმო-7“ N34, 05.02.2016 548,490 522,067 522,067 160,729 31 შპს „გზები“ N57, 19.02.2016 942,996 915,361 915,361 235,395 26 შპს „გზები“ N58, 19.02.2016 478,899 457,410 457,410 167,966 37 შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ შპს „ტ.ტ.“ N163, 19.05.2016 750,340 750,340 750,340 248,379 33 N319, 18.09.2017 1,032,418 1,032,405 1,032,405 357,040 35 4,478,879 4,403,199 4,403,199 1,471,979 33 ჯამი: ექსპერტის მიერ არ არის დადასტურებული ხარისხი ფარული სამუშაოები % თანხა 42 725,616 302,470 5 სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილი N5001550619. 13.03.2019; ექსპერტის ახსნა - განმარტება, 16.03.2019. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 11 2019 ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2) წარმოდგენის ეტაპზე, ფარული სამუშაოების აქტებით არ არის დადასტურებული 1,012,935 ლარის ღირებულების 6 სამუშაოების ფაქტობრივად შესრულება, თუმცა მხარეებს შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები და გადახდილია აქტებში დაფიქსირებული სამუშაოების ღირებულება. დასკვნა: დეპარტამენტის მიერ ფარული სამუშაოების აქტებით დადასტურებამდე მიმწოდებელზე გადახდილია 1,012,935 ლარი, არ არის შეფასებული 4,403,199 ლარის შესრულებული სამუშაოების ხარისხი, ხოლო 1,471,979 ლარის ღირებულების ფარულ სამუშაოებზე ექსპერტის მიერ არ არის დადგენილი სამუშაოების მოცულობები. აღნიშნული გარემოება მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ დროში სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების, სამუშაოების დასრულებამდე თანხის გადახდის და საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკებზე მიუთითებს. რეკომენდაცია N1: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დაადგინოს მიმწოდებლის მიერ შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების პირობებში სამუშაოების ჩაბარების მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, შეიმუშაოს და დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად იქნეს გამოვლენილი ხარვეზები და არ დაუშვას შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის დადასტურების გარეშე სამუშაოს მიღება-ჩაბარება და თანხების ანაზღაურება. გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე გაწეული ხარჯები და ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი კრიტერიუმი: ინფრასტრუქტურული პროექტების 7 განხორციელების მიზანია მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილება და მათთვის სარგებლის მოტანა. მოქმედი რეგულაციების შესაბამისად,8 მიზნის მისაღწევად შემსყიდველმა უნდა გაითვალისწინოს საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების რაოდენობა, სახელმწიფო შესყიდვა უნდა განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპით, სათანადო 6 შპს „გზები“, ხელშეკრულება N57, 19.02.2016 − 133,363 ლარი; შპს „გზები“, ხელშეკრულება N58, 19.02.2016 − 133,492 ლარი; შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“, ხელშეკრულება N163, 19.05.2016 − 111,155 ლარი; შპს „ტ.ტ.“, ხელშეკრულება N319, 18.09.2017 − 634,924 ლარი. 7 დეპარტამენტის პროგრამები. 8 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მითითებები და რეკომენდაციები. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 12 2019 დაგეგმვის საფუძველზე, რაც შემდგომში განაპირობებს პროექტის წარმატებით დასრულებას, შედეგის მიღებას, გაზომვასა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას. გარემოება: ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის,9 ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე ერთი პრეტენდენტი 10 გამოვლენილია გამარჯვებულად, რომლის მიერ შედგენილი პროექტის საფუძველზე, დეპარტამენტმა 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა გზის მოწყობის სამუშაოების ელექტრონული ტენდერი. შესყიდვაში მონაწილეობდა ხუთი პრეტენდენტი. უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტი, შპს „სამკუთხედი“ გამოვლინდა გამარჯვებულად და მასთან 2016 წლის 17 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება.11 ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების ეტაპზე, მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, რითაც დადასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა 12 და ხარისხი. წარმოდგენილი დასკვნით 13 კი, ბეტონის მოცულობის, არმატურის სახეობის და რაოდენობის, სხვა ფარული სამუშაოების მოცულობების რაოდენობრივი სიზუსტე და შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ არის დადასტურებული, თუმცა მიმწოდებელზე გადახდილია 631,360 ლარი. დეპარტამენტმა, საავტომობილო გზის იმავე მონაკვეთზე, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, 2018 წელს კვლავ განახორციელა გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 14 წარმოდგენილი დასკვნა ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან გზის მდგომარეობის შესწავლამდე და გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენამდე15 ორი თვით ადრე, 2017 წლის 28 დეკემბერს ჯერ განხორციელებულია გზის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვა,16 სადაც მონაწილეობდა იგივე პრეტენდენტი − შპს „გზაპროექტი“ და წარმოდგენილია გზის რეკონსტრუქციის 1,962,990 ლარის ღირებულების სამუშაოების 9 SPA 150035735, კმ0+000-კმ4+800 მონაკვეთი. 10 შპს „გზაპროექტი“, ხელშეკრულება N174, 01.07.2015. პროექტირებისათვის გადახდილია 4,624 ლარი. 2018 წელსაც ამავე საზოგადოებამ მოაწოდა იმავე გზის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია. 11 ხელშეკრულების ღირებულება − 634,886 ლარი. 12 შესრულებული სამუშაოების მოცულობის რაოდენობრივი სიზუსტე და შესრულებული სამუშაოების მოცულობების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ სამუშაოების მოცულობებთან შესაბამისობა. 13 სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა N007031116, 29.11.2016. 14 SPA 150035735, კმ0+000-კმ4+800 მონაკვეთი, ღირებულება − 1,962,990 ლარი. დასრულების ვადა 27.10.2018, ფაქტობრივად დასრულდა 2019 წლის თებერვალში. 15 გეოლოგიური დასკვნა წარმოდგენილია 2018 წლის მარტში. 16 ხელშეკრულება N17, 22.01.2018 წ. NAT 170015449. შესყიდვაში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი − შპს ,,გზაპროექტი“. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 13 2019 საპროექტო დოკუმენტაცია,17 ხოლო შემდგომში წარმოდგენილია გეოლოგიური დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე საჭიროა ფერდსამაგრი სამუშაოების და სანიაღვრე არხების მოწყობა. წარმოდგენილი საპროექტო გამოცხადებულია დოკუმენტაციის „ალამბარი-ზენითი“ საფუძველზე, საავტომობილო დეპარტამენტის გზის 18 მიერ რეკონსტრუქციის სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერი.19 შესყიდვაში მონაწილეობდა ოთხი პრეტენდენტი, სამი პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია და გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამკუთხედი“ 20 და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება. 21 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით, სამუშაოები დასრულებულია 2019 წლის 19 თებერვალს და გადახდილია მიმწოდებელზე სრული სახელშეკრულებო ღირებულება 1,938,795 ლარის ოდენობით22. იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელსაც გზის იმავე მონაკვეთის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია შპს „გზაპროექტის“ მიერ, ხოლო გზის მოწყობის სამუშაოები შესრულებულია შპს „სამკუთხედის“ მიერ, წარმოშობს წინა პროექტის ხარვეზების დაფარვის მაღალ რისკს. აუდიტის ჯგუფის მიერ ზემოაღნიშნული გზის ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები ხარვეზით სრულდებოდა. კერძოდ, დაზიანებული იყო გზის სავალი ნაწილი და გაბიონები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაკვეთით, შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ მიერ განხორციელდა ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება. წარმოდგენილი ინსპექტირების ანგარიშით 23 ირკვევა, რომ შესრულებაში ნაჩვენები სამუშაოები და მოცულობები არ ემთხვევა ფაქტობივად შესრულებულ სამუშაოებს და მოცულობებს, სამუშაოები შესრულებულია სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით, რიგი სამუშაოები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მინიმალური ზღვრულ კოეფიციენტებს. ჯამში ინსპექტირების შედეგად შესრულებულ სამუშაოებს მიეცა უარყოფითი (საექსპერტო) შეფასება, კერძოდ: 17 პროექტირებისათვის გადახდილია 37,930 ლარი. 18 SPA 150035735, კმ0+000-კმ4+800 მონაკვეთი. 19 NAT 180004384, 16.03.2018წ. 20 შპს „სამკუთხედმა“ 2016 წელსაც განახორციელა გზის იმავე მონაკვეთის ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. 29.06.2018 წ. 22 შპს „ვირაჟის“ მიერ აზომვები განხორციელებულია მათ მიერ მიჩნეულ მხოლოდ ხილულ სამუშაოებზე, ჯამში - 40.86%-ზე, რის გამოც არ განხორციელდა მასზე დაყრდნობა. 23 ტექნიკური მდგომარეობის შესრულების, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოების. 21 N237, შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 14 2019  ანაკრები რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოებზე არ არის მოწყობილი ორფენიანი ჰიდროიზოლაცია ბიტუმით;  ანაკრები რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოებზე ფიქსირდება დანაკლისი;  ლითონის ცხაურების მოწყობაზე ფიქსირდება დანაკლისი;  ანაკრები რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობის მიწის სამუშაოების უმეტესი ნაწილი ამ პროექტის ფარგლებში არ არის შესრულებული;  ლითონის მილის მოწყობა, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული d=1.0 მ მილისა, გამოყენებულია d=0,92 მ მილი;  d=0,5 მ დიამეტრის ლითონის მილებზე არ არის მოწყობილი ორფენიანი ჰიდროიზოლაცია;  საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული ბეტონის ქვედა საყრდენი კედელი24 არ არის მოწყობილი;  ზედა საყრდენი კედლის მოწყობაზე25 ფიქსირდება დანაკლისი ;  გაბიონის მოწყობის სამუშაოებზე ფიქსირდება დანაკლისი;  გაბიონის მოწყობის სამუშაოებზე გრუნტის უკუჩაყრა არ არის ამოყვანილი საპროექტო ნიშნულამდე, შესაბამისად, ფიქსირდება ხრეშოვანი მასალის დანაკლისი;  საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული 20-30 სმ ფრაქციის ფლეთილი ქვის ნაცვლად, გაბიონი მოწყობილია 8-40 სმ ფრაქციის რიყის ქვით;  ასფალტბეტონის საფარის ქვედა ფენა (მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონის ნარევი) და საფარის ზედა ფენა (წვრილმარცვლოვანი ასფალტბეტონის ნარევი) ვერ აკმაყოფილებს მოქმედი სამშენებლო წესების, ნორმებისა და სტანდარტების ტკეპნისა და ფორიანობის მინიმალურ ზღვრულ კოეფიციენტებს;  მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონის საფარის სამ ადგილზე ამოჭრილი კერნი ადგილზევე დაიშალა;  მისაყრელი გვერდულები, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 709 კუბ.მისა, მოწყობილია 138 კუბ.მ ქვიშა-ხრეშოვანი მასალით;  ასფალტბეტონის ფრაქციულ ღორღსა და ასფალტის ქვედა ფენას შორის, ასევე ასფალტის ზედა და ქვედა ფენებს შორის ბიტუმის ემულსია არ ფიქსირდება; 24 PK 21+10 – PK 21+28. 25 PK 21+10 – PK 21+28. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 15 2019  ასფალტბეტონის საფარის ქვეშ არ ფიქსირდება პროექტით გათვალისწინებული 0-40 მმ ფრაქციის ღორღი;  საგზაო სამოსის საფარის მიერთებებსა და ეზოში მისასვლელების მოწყობაზე ფიქსირდება დანაკლისი;  ზღუდარებზე სასიგნალო შუქამრეკლები, პროექტით გათვალისწინებული ყოველი ოთხი მეტრის ნაცვლად, მოწყობილია 12 მეტრში, ამასთანავე, ფიქსირდება დანაკლისი;  გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა ვერ აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნებს, არ შეიცავს გაუმჯობესებულ ღამის ხილვადობის შუქდამაბნელებელ მინის ბურთულაკებს;  პროექტის შესაბამისად არ არის მოწყობილი ლითონის ზღუდარების საწყისი და ბოლო მონაკვეთები. ზემოთ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან მიმართებაში, სამშენებლო სამუშაოების დანაკლისმა შეადგინა 221,509 ლარი, ხოლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნების შეუსაბამოდ წარმოებულმა სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ, რაც საერთო შესრულებული სამუშაოების დაანგარიშებაში ვერ იქნება გათვალისწინებული − 666,722 ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ მიერ საერთოდ ვერ იქნა გადამოწმებული 353,324 ლარის ღირებულების ფარული სამუშაოები. გამომდინარე იქედან, რომ აუდიტის პერიოდში ფარული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიწის და ხე-ბუჩქნარის დამუშავება, ტრანსპორტირება, დასაწყობება, განთავსება, ფიზიკური დათვალიერება) ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაძლებელია შეუსრულებელი სამუშაოს ფაქტობრივი მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. დასკვნა: ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გადახდილია 1,938,795 ლარი, თუმცა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დანაკლისი, ჯამში შეადგენს დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა და 888,231 ლარს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტის მიერ 2018 წელს ვერ აიზომა 353,324 ლარის ღირებულების სამუშაოები და 2016 წელს ხარისხის შესწავლისა და დადასტურების გარეშე გადახდილია 631,360 ლარი, მაღალია რისკი იმისა, რომ სამუშაოები აქაც არასრულად იყოს განხორციელებული და შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა გაცილებით მეტი იყოს, რაც საბიუჯეტო სახრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს. ამასთანავე უხარისხოდ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 16 2019 შესრულებული სამუშაოები ფარავს ბიუჯეტიდან ჯამში გახარჯული 2,570,155 ლარით მისაღებ სიკეთეს. რეკომენდაცია N2: სამინისტრომ შეისწავლოს ალამბარი-ზენითი საავტომობილო გზაზე სამუშაოების არასრულად დაგეგმვის და შესრულების გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დროულად და სრულად გამოავლენს კანონშეუსაბამობებს და ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას. სამუშაოს შესრულების ვადის დაუსაბუთებელი ცვლილება კრიტერიუმი: სახელმწიფო შესყიდვების მიზანია 26 ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა. შესყიდვა უნდა განხორცილდეს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესყიდვის შესაბამისად, რომლის შემუშავების ობიექტი (საქონელი, მომსახურება, დროს უნდა განისაზღვროს სამუშაო) და ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრება პირგასამტეხლო.27 გარემოება: 2016 - 2017 წლებში დეპარტამენტი, მხარეებთან შეთანხმებით, დასაბუთების გარეშე, სისტემატურად არაობიექტური მიზეზებით, ზრდიდა ხელშეკრულებების მოქმედებისა და სამუშაოს დასრულების ვადებს. შესაბამისად, არ ახორციელებდა მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალიწინებული სანქციის დაკისრებას, რომელმაც ჯამში 187,958 ლარი შეადგინა. კერძოდ:  ქობულთის მუნიციპალიტეტში, ხელშეკრულების ფარგლებში, 28 გზის სამუშაოებთან სხვადასხვა დროს, დაკავშირებული მხარეებს შორის გაფორმებულია ხუთი შეთანხმება, რომელთა საფუძველზეც დასაბუთების გარეშე შეცვლილია სამუშაოს შესრულების ვადები. წინააღმდეგ შემთხვევაში, 26 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მითითებები და რეკომენდაციები. 27 ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესაბამისი ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5% -ის და 0,1% -ის ოდენობით. 28 შპს „სამკუთხედი“, ხელშეკრულება N118, 31.03.2016 − ღირებულება 800,000 ლარი; ჩაქვი, ზედა აჭყვის მიმართულება − კმ 0+000 - კმ2+150, შუაღელე − ქვედა აჭყვის მიმართულება − კმ0+000 - კმ1+250 მონაკვეთი. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 17 2019 მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს დაახლოებით, 156,703 ლარს;29  შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაური-ნაღვარევის გზის სამუშაოებისათვის მიმწოდებელს 30 პირველ ეტაპზე უნდა შეესრულებინა არანაკლებ 15%-ის (ანუ 154,862 ლარი) მოცულობის სამუშაოები. წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტის გათვალისწინებით, შესრულებულია 109,352 ლარის 31 ღირებულების სამუშაოები. მეორე ეტაპზე უნდა შეესრულებინა არანაკლებ 35%-ის, ანუ 361,346 ლარის სამუშაოები, წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტის გათვალისწინებით, შესრულებულია 129,094 ლარის32 ღირებულების სამუშაოები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ნაცვლად იმისა, რომ დეპარტამენტს მიმწოდებელისათვის დაეკისრებინა 12,234 ლარის პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი;  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათი-ჩხუტუნეთის 33 გზის სამუშაოები მიმწოდებელს უნდა დაესრულებინა 2016 წლის 7 სექტემბრამდე.34 2016 წლის 30 აგვისტოს, მისივე მოთხოვნით დამატებულია 21,137 ლარის ღირებულების გაბიონის მოწყობის სამუშაოები. დამატებითი სამუშაოების წარმოშობამდე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დასრულებამდე, მიმწოდებელს შეუსრულებელი ჰქონდა მთლიანი სამუშაოს 36,4%, ანუ 264,366 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია 19 დღის დაგვიანებით, თუმცა დეპარტამენტს სანქცია არ დაუკისრებია, რაც, მინიმუმ, 19,021 ლარს შეადგენს.35 დასკვნა: დეპარტამენტი მიმწოდებლისათვის საჯარიმო სანქციის თავის არიდების მიზნით, ცალკეულ შემთხვევაში დასაბუთების გარეშე ზრდიდა ხელშეკრულების 29 ეტაპების მიხედვით ვადაგადაცილებულ დღეთა ჯამური რაოდენობა შეადგენს 340 დღეს, საურავი დარიცხულია თითოეული ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაზე 0,5%, რაც ჯამში შეადგენს 156,703 ლარს. 30 კმ 5+100 - კმ 7+800 მონაკვეთი, შპს „ტ.ტ.“ ხელშეკრულება N319, 18.09.2017. 31 16.11.2017, მიღება-ჩაბარების აქტით − 154,004,66 ლარი, ფარული სამუშაოს აქტებით შემდეგ პერიოდში შესრულებული 44,651 ლარის გათვალისწინებით, სხვაობა შეადგენს: 154,004-44,651=109,353 ლარს. 32 ეტაპების მიხედვით ვადაგადაცილებულ დღეთა ჯამური რაოდენობა შეადგენს 51 დღეს, საურავი დარიცხულია თითოეული ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაზე 0,1%, რაც ჯამში შეადგენს 12,234 ლარს. 33 კმ11+300 - კმ13+300 მონაკვეთი. შპს „გზები“. ხელშეკრულება N31, 04.02.2016, SPA 150035670, ხელშეკრულების ღირებულება − 725,736 ლარი. 34 შეთანხმება N31/1, 29.02.2016; შეთანხმება N31/2, 01.09.2016. 35 ეტაპების მიხედვით ვადაგადაცილებული დღეების ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 დღეს, საურავი დარიცხულია თითოეული ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაზე 0,5%, რაც ჯამში შეადგენს 12,234 ლარს. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 18 2019 მოქმედების და სამუშაოს შესრულების ვადებს, რითაც ბიუჯეტმა დაკარგა, დაახლოებით, 187,958 ლარის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, ხოლო მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. რეკომენდაცია N3: დეპარტამენტმა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადების ცვლილება განახორციელოს მხოლოდ სათანადო დასაბუთების პირობებში, ობიექტური და ფორსმაჟორული გარემოებების ფაქტობრივი გათვალისწინებით. არაობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელზე განახორციელოს ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის არსებობის შესაბამისი სანქციის დაკისრება, რაც მინიმუმადე დაიყვანს პროექტების განსაზღვრულ დროში შეუსრულებლობის ფაქტებს. ამასთანავე, შეისწავლოს დასაბუთების გარეშე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შეცვლის მოტივი, მიმწოდებლებზე საჯარიმო სანქციის დაურიცხაობის ყველა ფაქტი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. არათანაბარი კონკურენციის პირობებში განხორციელებული შესყიდვები კრიტერიუმი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 36 სახელმწიფო შესყიდვის ძირითადი მიზანია სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის პროპორციული, განვითარება, არადისკრიმინაციული შესყიდვების მიდგომისა და მონაწილეთა თანასწორი მიმართ მოპყრობის უზრუნველყოფა. გარემოება: ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო წინადადებით,37 მოთხოვნილია, რომ პრეტენდენტს, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებულის მსგავსი სამუშაოები, საერთო ღირებულებით − 1,500,000.0 ლარი, მათ შორის, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში − არანაკლებ 500,000.0 ლარის ღირებულებისა. 36 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“. 37 NAT 160004889, სავარაუდო ღირებულება − 1,173,960.0 ლარი. კმ1+100 - კმ4+000 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა გზაზე: ცეცხლაური - ჯიხანჯური. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 19 2019 შესყიდვაში მონაწილეობდა გათვალისწინებული ხუთი ტექნიკური დისკვალიფიცირებულია 38 პრეტენდენტი. დოკუმენტაციის ოთხი პრეტენდენტი. სატენდერო წინადადებით წარმოუდგენლობის გამარჯვებულად გამო, გამოვლინდა შპს „სამკუთხედი“, რომლის მიერ შეთავაზებული იყო ყველაზე მაღალი ფასი − 1,098,888.0 ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა:  შპს „ერ ტე დე“. წარმოდგენილი ფასი შეადგენს 939,169 ლარს, თუმცა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, დისკვალიფიცირებულია;  ინდ. მეწარმე დავით სიჭინავა. თუმცა დაზუსტების წარმოდგენილი ფასი შეადგენს 971,999 ლარს, მოთხოვნის შემდეგ, სამუშაოს გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის გამო, დისკვალიფიცირებულია;  შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“. წარმოდგენილი ფასი შეადგენს 1,041,239 ლარს. დაზუსტების მოთხოვნის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საჭირო მანქანა-მექანიზმების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენის გამო, დისკვალიფიცირებულია;  შპს „გზამშენი“. წარმოდგენილი ფასი შეადგენს 1,069,000 ლარს. პრეტენდენტს სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია მსგავსი სამუშაოების განხორციელების გამოცდილების შესახებ, მაგრამ არ არის წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება და სხვ.). სატენდერო კომისიამ მოახდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, ისე, რომ არ მიუმართავს მისთვის სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით;  სატენდრო კომისიის მიერ გამარჯვებულად აღიარებულია მეხუთე პრეტენდენტი − შპს „სამკუთხედი“, 39 რომლის მიერ დაზუსტების შემდეგაც წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო წინადადების პირობებს. კერძოდ, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია/მტკიცებულებები ნაცვლად 1,500,000.0 ლარისა, წარმოდგენილია მხოლოდ 1,085.791 ლარის ღირებულების შესრულებულ სამუშაოებზე. 38 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ფასები: შპს „ერ ტე დე“ − 939,169.0 ლარი; ი/მ დავით სიჭინავა – 971,999.0 ლარი; შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპ“ – 1,041,239.0 ლარი; შპს „გზამშენი -2“ − 1,069,000.0 ლარი; შპს „სამკუთხედი“ – 1,098,888.0 ლარი. 39 ხელშეკრულება N124, 11.04.2017 წელი, ღირებულება − 1,098,877.8 ლარი. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 20 2019 დასკვნა: დეპარტამენტის მიერ არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით ხდება პრეტენდენტების შერჩევა. შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი. აღნიშნული გარემოება სახელმწიფო შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს. რეკომენდაცია N4: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მიზეზები ღონისძიებები. ამასთანავე, შეიმუშაოს უზრუნველყოფს თანაბარი შემდგომში და გაატაროს კანონმდებლობით სათანადო კონტროლის კონკურენციის გათვალისწინებული მექანიზმები, პირობებში რაც პრეტენდენტის გამარჯვებულად აღიარებას. ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ მიმწოდებლზე გადახდილი ავანსი კრიტერიუმი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზის: ბარცხანა-ორთაბათუმის 40 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიმწოდებელია შპს „გზები“. ხელშეკრულების პირობებით,41 სამუშაოები უნდა შეესრულებინა ექვს ეტაპად, 2017 წლის 20 დეკემბერამდე. მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო შემსყიდველზე წარედგინა წინასწარი წერილობითი თხოვნა ავანსის გაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ:  დასაბუთებული უნდა ყოფილიყო ავანსის სახით მიღებული თანხის გამოყენების მიზნობრიობა;  უნდა წარმოედგინა ინფორმაცია, რომ არ იყო რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ არ იყო რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. გარემოება: წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, 2017 წლის 20 დეკემბრამდე, მიმწოდებელს შესრულებული 42 აქვს − 1,635,659 ლარის, ხოლო შეუსრულებელი დარჩა 574,336 ლარის ღირებულების სამუშაოები. ნაცვლად იმისა, რომ დეპარტამენტს დაეკისრებინა საჯარიმო სანქცია, 43 შესრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2017 წლის 25 დეკემბერს, მხარეებს შორის გაფორმებული 40NAT 170004677, ს/გზა: ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავი კმ0+00 - კმ4+450. ხელშეკრულება N214, 23.06.2017. სახელშეკრულებო ღირებულება − 2,209,995.2 ლარი. 41 ღირებულება − 2,209,995.2 ლარი, უნდა შესრულდეს ექვს ეტაპად, 2017 წლის 20 დეკემბერამდე. 42 მთლიანი სამუშაოს ღირებულება − 2,209,829 ლარი. 43 ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.1%. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 21 2019 შეთანხმებით, ხელშეკრულებიდან ამოღებულია შეუსრულებელი სამუშაოები,44 დაემატა ახალი სამუშაოები, 45 რომელთა დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 25 თებერვალი, 46 ამასთანავე, დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება 550,829 ლარის ავანსად გადახდაზე. წარმოდგენილი შეთანხმება დაუსაბუთებელია და ვერ ჩაითვლება ვადის გაგრძელებისა და ავანსის გადახდის ობიექტურ წინაპირობად შემდეგ გარემოებათა გამო: − ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია, რომ ასფალტბეტონის სამუშაოების შეფერხება გამოიწვია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღნიშნული გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებმა, თუმცა დეპარტამენტის წერილით 47 ირკვევა, რომ აღნიშნული სამუშაოების დასრულებას სჭირდებოდა მხოლოდ 5-7 დღე, ხოლო მერიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით,48 2017 წლის 19 დეკემბერს სამუშაოები დასრულებული იყო; − მიმწოდებლზე, ავანსი − 550,829 ლარი, გადახდილია ხელშეკრულების პირობების შეუსაბამოდ. კერძოდ, გადასახდელი თანხის გამოყენების მიზნობრიობაზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაცია, ასევე ავანსად გაცემის პერიოდისათვის მიმწოდებლის მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. დასკვნა: დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, მიმწოდებელზე გადახდილია ავანსი 550,829 ლარი, 49 ამასთანავე, არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, კონკრეტული მიმწოდებლის გაზრდილია ინტერესების სამუშაოს სასარგებლოდ, შესრულების საბიუჯეტო ვადა, რაც სახსრების არაეფექტიანად ხარჯვისა და საჯარიმო სანქციის თავის არიდების რისკებზე მიუთითებს, რის შედეგადაც, სამუშაოები 2017 წელს ვერ იქნა დასრულებული. რეკომენდაცია N5: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმები, რომ თავიდან იქნეს აცილებული გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დაუსაბუთებელი საავანსო ანგარიშსწორება, რაც ხელს 44 ფერდდამჭერი კედლების და რკინაბეტონის არხის მოწყობა, კიუვეტების მოწყობა, ლითონის ცხაურების მოწყობა, წყალგამტარი მილის მოწყობა. 45 სამუშაოები, რომელიც გადავიდა მომდევნო წელს, შეთანხმებით მიჩნეულია გარდამავალ სამუშაოებად. 46 შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი წარმოდგენილია 19.02.2018. 47 წერილი N01/10-234, 15.12.2017. 48 წერილი N25/20165, 19.12.2017. 49 დეპარტამენტის მიერ ავანსის გაუცემლობის შემთხვევაში, თავისუფალ ნაშთზე ბიუჯეტი პროცენტის სახით დამატებით მიიღებდა, დაახლოებით, 7,048 ლარის შემოსავალს. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 22 2019 შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვას, და რომლებიც უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები კრიტერიუმი: საავტომობილო გზების, გზებზე ხელოვნური ნაგებობებისა და სამელიორაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო ხელშეკრულებით, 50 დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით მიმწოდებელი პასუხისმგებელია გაფორმებული სრულყოფილი საპროექტო- სატენდერო დოკუმენტაციის ხარისხიანად დამუშავებასა და სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ინსპექტირებას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეული − დეპარტამენტის ტექნიკური განყოფილება. გარემოება: დეპარტამენტის მიერ 2016-2017 წლებში საავტომობილო გზების, გზებზე ხელოვნური ნაგებობებისა და სამელიორაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები შედგენილია შპს „პროექტმშენკომპანის“ და შპს „გზაპროექტის“ მიერ. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია ხარვეზებითაა შედგენილი. კერძოდ, სრულყოფილად არ არის შესწავლილი მიწის ვაკისის მდგომარეობა, გრუნტის შემადგენლობა, მომხმარებლების მოთხოვნა და სხვა გარემოებები. აღნიშნულის გამო, მიმწოდებლის51 მოთხოვნის საფუძველზე, 28 შემთხვევაში შეცვლილია პროექტის მონაცემები და დამატებულია ჯამში 594,816 ლარის ღირებულების სხვა ახალი სამუშაოები. ამასთანავე, გაზრდილია სამუშაოს შესრულების დროც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარვეზით შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის პირობებში, დეპარტამენტს არ განუხორციელებია პროექტის შემდგენ პირებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის, ჯამში − 6,178 ლარის52 დაკისრება. დასკვნა: დეპარტამენტმა საპროექტო დოკუმენტაციის მიღების ეტაპზე არ განახორციელა ინსპექტირება, მიიღო 594,816 ლარის ღირებულების ხარვეზით შედგენილი პროექტი, რის შედეგადაც დადგენილ დროში ვერ დასრულდა სამუშაოები. ამასთან ერთად, ხარვეზით 50 შპს „პროექტმშენკომპანი“ ხელშეკრულება N272, 05.11.2015, შპს „გზაპროექტი“, ხელშეკრულებები: N174, 01.07.2015; N41, 09.02.2016; N187, 09.06.2016; N275, 16.08.2016; N12, 12.01.2017; N127, 19.04.2017; N195, 12.06.2017. 51 სამუშაოს შემსრულებლი კომპანიები შპს „ნიკა“, შპს „ბონდი“, შპს „ზომო“ და სხვ. 52 ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2%, ანუ 308,947*2%=6,178 ლარი. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 23 2019 შედგენილი პროექტებისათვის არ უზრუნველყო მიმწოდებელზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება. რეკომენდაცია N6: დეპარტამენტის მიწოდებულ საპროექტო ხელმძღვანელობამ დოკუმენტაციაზე დაადგინოს, ინსპექტირების ხარვეზით განუხორციელებლობის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს ხარვეზით წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია და არ დაუშვას უხარისხოდ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება. ტექნიკის დაქირავების ხარჯი კრიტერიუმი: აჭარის დეპარტამენტისათვის ავტონომიური საჭირო რესპუბლიკის სამუშაოების მუნიციპალიტეტებში შესასრულებლად 53 გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, 54 მიმწოდებლები მათ საკუთრებაში ან/და იჯარით სარგებლობაში 55 არსებული ტექნიკით 56 უზრუნველყოფენ მომსახურებას, რომლის მიღება-ჩაბარება უნდა და ანგარიშსწორება განხორციელდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. გარემოება: დეპარტამენტისათვის გაწეულ მომსახურებაზე, მიმწოდებლს წარმოდგენილი აქვს დაქირავებული ტექნიკით57 შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები და გადახდილია 378,328 ლარი. წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის იდენტიფიცირებული გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი. გაურკვეველია ტექნიკის მფლობელი და ის ფიზიკური პირი, ვინც უშუალოდ განახორციელა მომსახურება. კერძოდ, ტექნიკის58 გადატანისას არ ფიქსირდება გადაზიდვის მიზანი, დანიშნულება, გადატანილი ტექნიკის მესაკუთრე, სახელმწიფო ნომერი და დანიშნულების ადგილზე აღნიშნული ტექნიკით გაწეული 53 ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო. 54 შპს „თურინჯი“, ხელშეკრულება N13, 20.01.2016 − 150,000 ლარი. შპს „გიგა-2015“, ხელშეკრულება N324, 02.12.2016 – 23,600 ლარი. ხელშეკრულება N11, 10.01.2017 – 94,600 ლარი. ხელშეკრულება N138, 01.05.2017 – 49,999 ლარი. ხელშეკრულება N363, 06.11.2017 – 101, 000 ლარი. 55 შპს „ბსკ“, შპს „ბიზონი“, შპს MIG, შპს „გზები“, შპს „ზიმო-7“, ფიზიკური პირი გიორგი ბაგრატიონი და სხვ. 56 ავტომობილი თვითმცლელი, ექსკავატორი ბორბლებიანი. ექსკავატორი ჩაქუჩით, მუხლუხა ექსკავატორი, ე.წ. „ამწე კრანი“ და უნაგირა საწევარა. 57 ბორბლებიანი ექსკავატორი, უნაგირა საწევარა, მუხლუხა ექსკავატორი, თვითმცლელი ავტომანქანა და ე.წ. „ამწე კრანი“. 58 უნაგირა-საწევარას მეშვეობით. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 24 2019 მოსახურება.59 თვითმცლელი ავტომობილებით გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით არ არის მითითებული სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია, რომ განხორციელდა გზის მოხრეშვა, მაგრამ გაურკვეველია, როდის და გზის რომელ მონაკვეთზე; აგრეთვე ვერ დგინდება ვის მიერ და სად განხორციელდა ხრეშის, როგორც ბუნებრივი რესურსის, მოპოვება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის თარიღი არ არის შესაბამისობაში შესრულებული სამუშაოს ვადებთან.60 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებით, დეპარტამენტის მიმწოდებლებზე მათ მეიჯარეებს 61 2016-2017 წლებში მომსახურება არ განუხორციელებიათ. დასკვნა: დეპარტამენტის მიერ დაქირავებული ტრანსპორტით გაწეულ მომსახურებაზე გამოყენებული ტექნიკის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ხოლო მიმწოდებელს ხელშეკრულებაში მითითებული ტრანსპორტით, დეპარტამენტისთვის მომსახურება არ განუხორციელებია, რაც წარმოშობს მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების შეუსრულებლობის და ბიუჯეტიდან გადახდილი 378,328 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის რისკს. რეკომენდაცია N7: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს ტექნიკის დაქირავებასთან დაკავშირებით არსებული შეუსაბამობის მიზეზები და უზუსტობების არსებობის შემთხვევაში, განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, უზრუნველყოს კანონშეუსაბამოდ გაწეული ხარჯების ბიუჯეტში დაბრუნება, შეიმუშაოს და დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს კანონშეუსაბამობის ფაქტები, დადგინდეს გაწეული მომსახურების რეალობა, შესაბამისი მტკიცებულების გარეშე არ დაუშვას მომსახურების მიღება და ანაზღაურება. 59 მაგალითად, აქტით (14.12.2016) დაფიქსირებულია, რომ: 2016 წლის 9 დეკემბერს ერთხელ და 11 დეკემბერს − ორჯერ, ბათუმიდან შუახევის მუნიციპალიტეტში „ბელარუსის“ მარკის ტრანსპორტის გადაყვანა, ხოლო 11 და 12 დეკემბერს − ექსკავატორის მომსახურება, თუმცა სად განხორციელდა მომსახურება, გაურკვეველია. 60 2016 წლის 4 დეკემბერს შედგენილი აქტით დადასტურებულია 2016 წლის 3, 4, 5 და 6 დეკემბერს გაწეული მოსახურება და სხვ. 61 შპს BSK − წერილი N28/12-18, 18.12.2018; შპს „ზიმო-7“ − წერილი N01-01/331, 20.12.2018; შპს „გზები“ − წერილი N192, 21.12.2018; შპს ATS GEO − წერილი N2330, 21.12.2018. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 25 2019 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში არსებული ხარვეზები კრიტერიუმი: საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 62 სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში, საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, დეპარტამენტზე გათვალისწინებულია მხოლოდ 7,050 კუბ.მ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება. გარემოება: საავტომობილო გზებზე სამუშაოების განხორციელებისათვის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ქვიშა-ხრეშის მოცულობიდან, 5,575 კუბ.მ. მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტებით 63 ირკვევა, რომ წიაღისეულის ტრანსპორტირება განხორციელებულია 29 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საიდანაც ექვსი ერთეული − დეპარტამენტის საკუთრებაშია, ხოლო 23 ერთეულზე დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა თხოვების ან/და დაქირავებით სარგებლობის, დოკუმენტური მტკიცებულება და არც მომსახურების ღირებულებაა გადახდილი. დეპარტამენტის მიერ ბალანსზე რიცხული ექვსი ერთეული სატრანსპორტო საშუალებით, ქვიშა-ხრეშის გადაზიდვისათვის გამოწერილი ავტომობილის საგზაო ფურცლებში ასახული მარშრუტი და შესრულებული სამუშაოს მოცულობა ხშირ შემთხვევებში არ შეესაბამება სასაქონლო ზედნადებში ასახულ მონაცემებს (დრო, ადგილი და მოცულობა).64 არასაბალანსო 23 ერთეული სატრანსპორტო საშუალებით, 1,654 კუბ.მ ქვიშა-ხრეში. სასაქონლო ზედნადებებში, გადაზიდულია ჯამში როგორც მყიდველად, ისე გამყიდველად მითითებულია დეპარტამენტი, ოპერაციის შინაარსად − შიდა გადაზიდვა, თუმცა ტვირთის გამცემი და მიმღები პასუხისმგებელი პირი, საქონლის დასაწყობება, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში შეტანა, გზებზე გამოყენება და აღნიშნული წიაღისეულით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. დეპარტამენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთ მუნიციპალიტეტში, გზის მოვლა-შენახვისათვის 2016 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომობილის საგზაო ფურცლის მიხედვით, ნაჩვენები აქვს ჯამში 68,640 კუბ.მ ქვიშა-ხრეშის (ბალასტის) გადაზიდვა, რისთვისაც ჩამოწერილია 71,420 ლიტრი საწვავი, თუმცა საყურადღებოა, რომ აღნიშნულ პერიოდში მას ინერტული 62 განკარგულება N2341, 29.10.2015. 63 მოპოვების დღიდან დღემდე ფინანსური და რაოდენობრივი ნაშთის სახით არ ერიცხება. მაგალითად, ავტომანქანა PKP 436, სასაქონლო ზედნადებები: N0221753212, N02221765136, N0223209877, N0223214149, გადატანილია 28 კუბ.მ. აღნიშნულის გადატანა საგზურის ფურცლით არ დასტურდება და ა.შ. 64 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 26 2019 მასალის ფაქტობრივი ნაშთი არ ერიცხებოდა და ასევე არ გააჩნდა წიაღისეულის მოპოვების შესაბამისი დოკუმენტები. დასკვნა: საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი წიაღისეულის მოცულობიდან 1,654 კუბ.მ მოცულობის ქვიშა-ხრეშის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხარჯვა − წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. ამასთან ერთად, 2016 წლის პირველი თებერვლის შემდეგ პერიოდში, ხუთივე მუნიციპალიტეტში გზის მოვლა-შენახვისათვის დეპარტამენტის მიერ ნაჩვენებია 68,640 კუბ.მ ქვიშა-ხრეშის (ბალასტის) გამოყენება, თუმცა მის მოპოვებასთან დაკავშირებით შესაბამისი ნებართვები ვერ იქნა წარმოდგენილი, რაც წიაღისეულის ფაქტობრივად მოპოვების ან/და მასთან დაკავშირებით, არანაკლებ, 71,420 ლიტრი საწვავის ფაქტობრივად ხარჯვის რეალობა, რისკის შემცველია. რეკომენდაცია N8: დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს წიაღისეულის მოპოვების, გამოყენების და მასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონშეუსაბამობის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთანავე, შეიმუშაოს და დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს ხარვეზები და აღმოიფხვრას წიაღისეულის კანონშეუსაბამოდ მოპოვებისა ან/და მასთან დაკავშირებით საწვავის არადანიშნულებით ხარჯვის შესაძლო რისკი. აუდიტორთა ხელმოწერები ნადიმ ბოლქვაძე მთავარი აუდიტორი მინდია ჯორთმენაძე აუდიტორი შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 27 სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქ.თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96 +995 32 243 84 38