„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/418/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამორინე – სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელშიც თამაშობის ორგანიზატორი აზარტულ თამაშობებს ახორციელებს სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა)მეშვეობით; დ) სამორინეს მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინეს წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის მიმდინარეობს თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის მიზნებისათვის, სამორინეს მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც ამოქმედდება მექანიკურად; სამორინეს მაგიდა, რომელზედაც მიმდინარეობს ერთდროულად ორი ან მეტი თამაში სამორინეს ორ ან მეტ წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, მიიჩნევა იმდენ სამორინეს მაგიდად, რამდენ სამორინეს წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა;“; ბ)“ე“-„ზ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სათამაშო დარბაზი – ტოტალიზატორში, ბინგოსა და ლოტოში მომგებიანი თამაშობების, ხოლო სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონსა და აზარტულ კლუბში აზარტული თამაშობების ჩასატარებელი სპეციალური ადგილი. სათამაშო დარბაზი არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან; ვ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობანაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო აპარატების საშუალებით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს; ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, მათ შორის, სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული კომპიუტერი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას ან/და სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული კომპიუტერი, რომელიც სპეციალური კოდის ან/და დაინსტალირებული პროგრამის საშუალებით ახორციელებს აზარტული თამაშობის ვებ სერვისებთან წვდომას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლის (რულეტის), რომელზეც მიმდინარეობს ერთი სახეობის თამაშობა); ზ1) აზარტული კლუბი − სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი კლუბის მაგიდის (მაგიდების) საშუალებით ახორციელებს ბანქოს თამაშობებს;“; გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ლატარიის ან მომგებიანი თამაშობის ბილეთი – სარეალიზაციოდ ან გასავრცელებლად გამზადებული ბარათი, თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნივთი, პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (ნომერი) ან/და ინფორმაციის სხვა მატარებელი, რომელიც უპასუხებს კანონისა და კონკრეტული ლატარიის ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებს (რეგლამენტს) და მოგების შემთხვევაში ადასტურებს მოგების ფაქტს;“; დ) „ო.გ“-„ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით. მოგება დამოკიდებულია შედეგზე, ხოლო მისი ოდენობა განისაზღვრება ფსონის მოცულობის ნამრავლით შეჯიბრების, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) კოეფიციენტზე. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში; ო.დ) წამახალისებელი გათამაშება – თამაშობა, რომლის დროსაც თამაშობის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის თამაშობის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და ქმედებაზე, წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი; პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი; ჟ) სამორინეს სეიფი – სპეციალურად მოწყობილი უფანჯრო ოთახი, ერთი შესასვლელი კარით, სადაც ინახება სამორინეს სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინეს მაგიდისთვის სულ ცოტა 10 000 ლარის ოდენობით), სამორინეს ის შიდა დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია სანებართვო პირობებთან, სამორინეს სათამაშო ინვენტარი, რომელიც არ არის სტაციონარულად დამონტაჟებული (ბურთულები რულეტისათვის, სათამაშო ჟეტონები, ბანქოს დასტები, კარაბინები ბანქოს დასარიგებლად, სინები ბანქოს დასარიგებლად, კამათლები და ა. შ.);“; ე)„ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) წამახალისებელი გათამაშების ეტაპი - პროცესი, რომელიც იწყება ბილეთების დამზადებიდან და მთავრდება საპრიზო ფონდის გათამაშებით;“; ვ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; ზ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“-„ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები: „ღ) თამაშზე დამოკიდებული პირი (შემდგომში „დამოკიდებული პირი“) - ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე ან/და რომელიც შეტანილია ამ პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად მისი შედეგისა; ყ) დამოკიდებულ პირთა სია - აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის მონაცემების შეტანა ხდება სასამართლოს ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე; შ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც არის იურიდიული პირის წილის/აქციის საბოლოო მფლობელი ან მისი მაკონტროლებელი პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იურიდიული პირის მნიშვნელოვან წილს/აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; მნიშვნელოვანი წილის/აქციების ოდენობას ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ნორმატიული აქტით.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში საქართველოს მოქალაქისთვის მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა მისი მოთამაშედ რეგისტრაცია მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში. რეგისტრაციის და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“; ბ) 11 პუქნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ ქვეპუნქტი „12) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მოგებიან თამაშობებში, მოთამაშის მიერ დეპოზიტზე თანხის განთავსება, ხორცილდება მხოლოდ პირადი საბანკო ანგარიშის მეშვეობით ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობადა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, 35-ე მუხლის მოთხოვნებთან, ხოლო სამორინეს მოწყობის შემთხვევაში - დამატებით ამავე კანონის 24-ე მუხლთან შესაბამისობა. 3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით, შესაძლებელია, კალენდარული წლის განმავლობაში რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე და ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სანებართვო პირობების დარღვევისათვის ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“. 3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71 1. დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური; დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მონაცემების შეტანა. 2. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება: ა) თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანის თაობაზე; ბ) სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. 3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა ხდება 3 წლის ვადით. 4. დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელია სასამართლოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ამავე პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“. 4. მე-11 მუხლის: ა)21-23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისათვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა. ამასთან, სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტ დომენის სახელის ქვეშ არსებული ვებგვერდის ორგანიზება. 22. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს ამ ნებართვის ფარგლებში. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა. ამასთან, ტოტალიზატორის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტ დომენის სახელის ქვეშ არსებული ვებგვერდის ორგანიზება. 23. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც გააჩნია ქალაქ თბილისში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა.“; ბ) 24 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25 პუნქტი: „25. ნებართვით ორგანიზებული ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტისას, სისტემურ– ელექტრონული ფორმით აზარტული ან მომგებიანი თამაშობის გამართვა შესაძლებელია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში აზარტული ან მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ ნებართვით ორგანიზებული ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. აზარტული და მომგებიანი თამაშობები უნდა მოეწყოს ერთმანეთისგან გამიჯნულად.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) არ გაიცემა აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის ან/და მოვალეთა რეესტრში შეტანილი ნებართვის მაძიებლის შემთხვევაში.“; ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-14 პუნქტები: „9. აკრძალულია სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობის ნებართვის გაცემა პირზე, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირი არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული. 10. აკრძალულია, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირი იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდეს მოხსნილ ან გაქარწყლებული. 11. დაუშვებელია აზარტული (გარდა სათამაშო აპარატების სალონისა) ან მომგებიანი თამაშობისთვის გამოყოფილ შენობა-ნაგებობაში, ან შენობა-ნაგებობის ნაწილში აზარტული თამაშობისთვის კომპიუტერის განთავსება. 12. დაუშვებელია აზარტულ თამაშობებში მონაწილეობისას ნივთობრივი მოგების მიღების შესაძლებლობა. 13. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა ისეთ შემთხვევებში, როცა შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. 14. წამახალისებელი გათამაშება ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის, მომსახურების სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ შემთხვევაში. წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისთვის ბილეთი გაიცემა უფასოდ და დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახის პროდუქციის ან მომსახურების მწარმოებელზე ან მის წარმომადგენელზე (მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე), გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შემთხვევისა.“. 5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილითამაშობისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით;“; ბ)„ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდესპრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;“; გ) „ბ.ვ“ და „ბ.ზ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ვ) ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის შემთხვევაში - მომგებიანი თამაშობების ჩამონათვალი და მათი დეტალური აღწერილობები; ბ.ზ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, პრიზების ჩამონათვალი, მათი რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა. საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;“; დ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის პროდუქციის ან მომსახურების მწარმოებლის წარმომადგენელზე გაცემის შემთხვევაში – პროდუქციის ან მომსახურების მწარმოებლის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;“; მინიჭებული ე) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ნებართვის მაძიებლის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა.“; ვ) „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.გ) მოგების გაცემის და პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; ვ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი, ინფორმაცია 25 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის წეისა და შესაძლო ზიანის შესახებ“; ზ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევში - სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; თ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ინტერნეტით მომგებიანი თამაშობის გამართვის შემთხვევაში, ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ინფორმაცია 25 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ, ნებართვის ნომერი და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“-„ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“. 6. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი ვალდებულია, ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“, „ბ.ვ“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობის ჩამონათვალსა და მათ აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 1 დღით ადრე, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, „ვ.ბ“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილების შესახებ შეტყობინება 2 დღის ვადაში განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“; გ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნას; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანა, გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა. აღნიშნულის თაობაზე წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორმა ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 1 დღით ადრე, ინფორმაციის სახით უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“; ე) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით.“. 7. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, საპრიზო ფონდის გათამაშების შედეგების თაობაზე შედგენილი და კომისიის წევრების მიერ ხელმოწერით დადასტურებული ოქმი 2 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს. ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) გათამაშების ჩატარების ადგილს და თარიღს; ბ) გათამაშებული პრიზების ჩამონათვალს (მათ შორის საპრიზო ფონდის გათამაშებაში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთი/ბილეთები ნუმერაციის მითითებით) და მათი გათამაშების რიგითობას; გ)გათამაშებული პრიზის (მათ შორის საპრიზო ფონდის გათამაშებაში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთი/ბილეთები ნუმერაციის მითითებით) მოგებახვედრილი ბილეთის ნომერს და მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის პირად მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარმოსადგენ ოქმში არ მიუთითოს 20 ლარამდე ღირებულების საპრიზო ფონდის (გარდა საპრიზო ფონდის გათამაშებაში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთის/ბილეთებისა ნუმერაციის მითითებით) მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის პირადი მონაცემები.“. 8. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამორინეს მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ბ.ა) სამორინეს მაგიდების ან/და კლუბის მაგიდ(ებ)ის ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნისა და ქარხნის მითითებით; ბ.ბ) თითოეულ სამორინეს მაგიდისთვის მინიმალური და მაქსიმალური ფსონები; ბ.გ) კლუბის მაგიდის (მაგიდების) არსებობის შემთხვევაში – თითოეულ კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის ოდენობა; ბ.დ) სამორინეში მიმდინარე თამაშობების სრული ჩამონათვალი და მათი დეტალური წესები; ბ.ე) სამორინეს მუშაობის საათები და წესები; სამორინეში მოქცევის წესები; ბ.ვ) მოგების გაცემის ვადა და ადგილი; ბ.ზ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;“; ა.ბ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა;“; ა.გ)„დ.გ“ და „დ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) მოგების გაცემისა და პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; დ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი,ინფორმაცია 25 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის წეისა და შესაძლო ზიანის შესახებ “; ა.დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; 9. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ა.ა) აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა და ადგილი; ა.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი, თითოეული სათამაშო აპარატის სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნისა და ქარხნის მითითებით; ა.გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე მიმდინარე მინიმალური და მაქსიმალური ფსონები და მოგების მაქსიმალური ოდენობა; ა.დ) სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების სრული ჩამონათვალი და მათი დეტალური წესები; ა.ე) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს.“; ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა;“; ა.გ) „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) მოგების გაცემის და პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; ბ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;“; ა.დ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი: „11. ინტერნეტით აზარტული თამაშობის გამართვის შემთხვევაში, ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ინფორმაცია 25 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ, ნებართვის ნომერი და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“-„ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“. 10. 201 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებისას), აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის ჩატარების ადგილს, დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას. არსებობის შემთხვევაში, აზარტულ ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობას ან/და მომსახურების პროცენტის ოდენობას. 21. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში, აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის ჩატარების ადგილს, დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას. არსებობის შემთხვევაში, აზარტულ ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობას ან/და მომსახურების პროცენტის ოდენობას.”. 11. 21-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია (მათ შორის სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში), სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონსა და აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშის წესებში, თამაშობების ჩამონათვალში და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 1 დღით ადრე, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშში შეტანილი ცვლილების შესახებ შეტყობინება 2 დღის ვადაში განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 12. 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი: „271. შენობა-ნაგებობაში ან მის ნაწილში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის, ამავე შენობა-ნაგებობაში ან მის ნაწილში განლაგება (მათ შორის კონფიგურაცია) დგინდება შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 13. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 14. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შექმნას გაცემულ მოგებათა რეგისტრაციის ელექტრონული ბაზა; აწარმოოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია თუ მოთამაშის მოგება შეადგენს ან აღემატება 100 ლარს; გაცემულ მოგებათა რეგისტრაციის ელექტრონული ბაზის წარმოება და მისი შენახვა უზრუნველყოს ნებართვის გაცემის დღიდან მოქმედების მთელ პერიოდში; რეგისტრაციის ელექტრონული ბაზა უნდა მოიცავდეს მოთამაშის მიერ მოგებული თანხის ოდენობას, მოგების თარიღს და მოთამაშის პირად მონაცემებს (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში: სახელს, გვარს და პირად ნომერს, ხოლო არარეზიდენტის შემთხვევაში: სახელს, გვარს, პასპორტის ნომერს და პასპორტის გამცემი ქვეყნის დასახელებას); „გ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად.“; ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“-„ღ“ ქვეპუნქტები: „ს) აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე საქართველოს მოქალაქის დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში; ამასთან, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე არ შეუშვას და არ ათამაშოს 25 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი; ტ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მხოლოდ მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებული მოთამაშის თამაშობაში მონაწილეობა; უ) აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში არ დაუშვას დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირი; ფ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს გაცემულ მოგებათა შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოგებული თანხის გაცემა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ღ) მოთამაშეთა პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესით და ვადებში.“. 15. 32-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-13 პუნქტები: „11. აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდაწამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება. 12. აკრძალულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ პირის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში. 13. აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.“. 16. 371 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის „ა“, „გ“, „ე“, „ზ“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1761, 1763 და 1764 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა მიმართ, ხოლო ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს: ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 14 000 ლარს; ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 40 000 ლარს; გ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 4 000 ლარს; დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს; ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს; ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 20 000 ლარს; ზ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს; თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 4 000 ლარს; ი) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს; კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 4 000 ლარს; ლ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2000 ლარს; მ) ლატარიების, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში – 2000 ლარს; ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 4 000 ლარს; ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 20 000 ლარს.“. მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, არაუგვიანეს 2020 წლის 1 სექტემბრისა, უზრუნველყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში საქართველოს მოქალაქეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში მოთამაშედ რეგისტრაციის, რეესტრის წარმოების და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოგებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავების მიზეზია კანონში არსებული ხარვეზების გასწორების აუცილებლობა, არასწრულწლოვანთა ჩართულობა, მძიმე სოციალური ფონი, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვა, დამოკიდებულ პირთა სიის შექმნა, სადაც როგორც მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვის დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა, ასევე მისი ოჯახის წევრი არის უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა. ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში. არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში გაუქმდეს ყველა აქამდე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ. ასევე, პროექტის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გამოხატულია ნებართვის გაცემამდე ნებართვის მფლობელი ბოლო ბენეფიციარი პირის და მის ხელთ არსებული კაპიტალის გამოკვლევით. საზღვარგარეთის პრაქტიკა მეტად დახვეწილია აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულირების მხრივ, კერძოდ ბელგიაში ონლაინ თამაშობებში მონაწილეობის მიღება აკრძალულია 25 წლამდე, გარდა ონლაინ ფსონებისა, სადაც შეზღუდვა 18 წლამდეა. გერმანიაში 2012 წელს ფედერალურ დონეზე მიღებული „თამაშების შესახებ მიწებს შორის ხელშეკრულების“ (Glücksspielstaatsvertrag) თანახმად, ონლაინ აზარტული თამაშობები როგორც წესი, აკრძალულია. გამონაკლისია მხოლოდ ონლაინ სპორტული ფსონები, დოღზე ფსონები და ლატარია. გერმანიის 16 მიწას, თავისი კანონმდებლობა გააჩნია კანონმდებლობით დაშვებულ თამაშობებთან დაკავშირებით. 2012 წლამდე საერთოდ აკრძალული იყო ონლაინ თამაშობები, 1 თუმცა გამონაკლისი იყო შლეზვინგ-ჰოლშტეინის მიწა, სადაც საკუთარი კანონმდებლობის თანახმად, მოქმედებდა ონლაინ კაზინოები. 2012 წელს მიღებული „თამაშების შესახებ მიწებს შორის ხელშეკრულებით“, გაუქმდა აკრძალვა ისეთ ონლაინ თამაშებზე, როგორიცაა სპორტულ თამაშებზე ონლაინ ფსონების დადება, ონლაინ ლატარიები და დოღზე ონლაინ ფსონების დადება. აკრძალული დარჩა ონლაინ კაზინოები. 2013 წელს შლეზვინგ-ჰოლშტეინი მიუერთდა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას და მოხდა ონლაინ კაზინოების აკრძალვა. თუმცა ამ მიწაზე გაცემული ლიცენზიები ძალაშია 2018 წლის ჩათვლით და, შესაბამისად, ონლაინ კაზინოებიც ფუნქციონირებს. ლიცენზიების გაცემას და სფეროზე ზედამხედველობას ყველა მიწაზე ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. ლიცენზიის გარეშე მომუშავე ოპერატორი შეძლება დაჯარიმდეს 50 ათას ევრომდე. ხორვატიაში ონლაინ თამაშობების მაკონტროლებელი ორგანო, აზარტული თამაშობების შესახებ კანონით, არის ფინანსთა სამინისტროს გადასახადების ადმინისტრაცია. კანონის თანახმად, უცხოეთში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის აკრძალულია, ასევე ონლაინ თამაშობების საიტებზე ხორვატიის აკრძალულია არალიცენზირებული აზარტული თამაშობების საიტები (კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება). ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის და ტოტალიზატორის განმარტებაში დაზუსტდა, რომ ობიექტი უნდა მოეწყოს შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში, რაც მოიცავს მაგალითად ისეთ შემთხვევებს, როდესაც სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი ეწყობა ერთად, სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი მოეწყოს ერთ სივრცეში, შენობანაგებობის ნაწილში და ამასთან, სათამაშო აპარატები და სამორინეს მაგიდები განთავსდეს ერთმანეთისგან გამიჯნულად. სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის და ტოტალიზატორის ტერმინის შეცვლით დაზუსტდა, რომ სამორინეს/აზარტული კლუბის/სათამაშო აპარატების სალონის/ტოტალიზატორის მოწყობა შესაძლებელია შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში. სამორინეს მაგიდის განმარტებას დაემატა შემდეგი ნაწილი - „სამორინეს მაგიდა, რომელზედაც მიმდინარეობს ერთდროულად ორი ან მეტი თამაში სამორინეს ორ ან მეტ წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, მიიჩნევა იმდენ სამორინეს მაგიდად, რამდენ სამორინეს წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა.“, რაც მოიცავს, ისეთ შემთხვევას, რომ თუ სამორინეს მაგიდაზე 2 წარმომადგენელს შორის მიმდინარეობს თამაში უნდა გადაიხადოს 2 მაგიდის მოსაკრებელი. 2 სათამაშო აპარატის განმარტების ცვლილებით სათამაშო აპარატად ითვლება ასევე სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული კომპიუტერი, რომელიც სპეციალური კოდის ან/და დაინსტალირებული პროგრამის საშუალებით ახორციელებს აზარტული თამაშობის ვებ სერვისებთან წვდომას. ასევე, სათამაშო აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლის (რულეტის), რომელზეც მიმდინარეობს ერთი სახეობის თამაშობა). შესაბამისად, ასეთი ტიპის სათამაშო აპარატებზე მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება სათამაშო ადგილების მიხედვით. ტოტალიზატორის განმარტების ცვლილებით, დაზუსტდა მოგების დათვლის მექანიზმი „მოგება დამოკიდებულია შედეგზე, ხოლო მისი ოდენობა განისაზღვრება ფსონის მოცულობის ნამრავლით შეჯიბრების, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) კოეფიციენტზე.“ წამახალისებელი გათამაშების განმარტების ცვლილებით დაზუსტდა, რომ წამახალისებელ გათამაშებას წარმოადგენს ისეთი თამაშობები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების ეტაპი არის პროცესი, რომელიც იწყება ბილეთების დამზადებიდან და რეალიზაციიდან. ამავე მუხლის „ო.დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა უფასოდ. შესაბამისად, მისი რეალიზაცია კანონით დაუშვებელია. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სწორდება ზემოაღნიშნული უზუსტობა. მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით, სამორინეს სეიფი არის სპეციალური ოთახი, სადაც ინახება სამორინეს სარეზერვო თანხა, მთელი შიდა დოკუმენტაცია და ა.შ. განმარტებაში არ არის მითითებული რა იგულისხმება მთელ შიდა დოკუმენტაციაში. შესაბამისად, კანონის აღნიშნულ ქვეპუნქტში ზუსტდება სამორინეს სეიფის ცნება, გაიწერა, რომ სეიფში უნდა ინახებოდეს ის დოკუმენტაცია, რომელიც უშუალოდ სანებართვო პირობებთან არის დაკავშირებული. ასევე, მიზანშეწონილია, რომ სამორინეს სეიფის განმარტებაში გაიწეროს სეიფი ოთახის მოთხოვნები: მხოლოდ ერთი შესასვლელი კარი, უფანჯრო ოთახი. კანონის მე-3 მუხლს დაემატა დამოკიდებულ პირთა სიის განმარტება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზას. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება, თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში და სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით. ასევე, ნებართვის 3 მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი არსებობის შემთხვევაში არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონს დაემატა 71 მუხლი. ასევე განიმარტა ტერმინი „თამაშზე დამოკიდებული პირი“. კერძოდ, თამაშზე დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად მისი შედეგისა. კანონის მე-3 მუხლს, ასევე დაემატა ბენეფიციარი მესაკუთრის განმარტება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფომ 2017 სტრატეგიისა წლის ბოლომდე და სამოქმედო უნდა გეგმით, დაასრულოს რომლის უკანონო თანახმად შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების შესაბამისად. რეკომენდაციების თანახმად, ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია ნებართვის გაცემამდე გამოიკვლიოს ნებართვის მაძიებელი ბენეფიციარი პირი და მისი კაპიტალი, შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის ყველა ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოთხოვნისას, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების ნასამართლობის შესახებ. ხოლო, ტოტალიზატორის, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაცემისას სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის ამოღებით უქმდება - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო, რაც განაპირობა ცვლილებამ, რომლის თანახმად, მოგებული თანხის გაცემა ნებართვის მფლობელების მიერ უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში საქართველოს მოქალაქისთვის მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულო ხდება მისი მოთამაშედ რეგისტრაცია მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში. რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, სანებართვო პირობების შესრულებაზე, კონტროლის მიზნით, ნებისმიერ დროს შეამოწმოს ნებართვის მფლობელის მიერ ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. ასევე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 4 პუნქტის თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების შერულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.“ კანონის მოქმედი რედაქციით, ცალსახად არ იკვეთება, რომ ჩანაწერი „ნებისმიერ დროს“ შემოწმდეს ნიშნავს ნებისმიერი ოდენობით გადასახადის გადამხდელის შემოწმებას. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლებელია, რომ იმგვარადაც იქნეს აღქმული, რომ ნებისმიერი დრო გულისხმობს დღე-ღამის ნებისმიერ დროს - სამუშაო და/ან არასამუშაო საათებს. აქედან გამომდინარე, კანონში ზუსტდება, რომ საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობა აქვს, წლის განმავლობაში რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე განახორციელოს ამა თუ იმ ობიექტის სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება. აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება შედის მე-7 მუხლის მე3 პუნქტში. კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის დამატებით, შემოღებულ იქნა სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა, რაც აქამდე არ იყო დადგენილი. აზარტული და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში არ არის დაზუსტებული ორგანიზატორს ერთი ნებართვით რამდენი ვებგვერდის ორგანიზება შეუძლია, შესაბამისად ცვლილების თანახმად, ზუსტდება, რომ ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტ დომენის სახელის ქვეშ არსებული ვებგვერდის ორგანიზება. კანონში არ არის დაზუსტებული რეალური ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს თუ არა სისტემურ-ელექტრონული ფორმით განაგრძოს თამაშის ორგანიზება. ცვლილების თანახმად, დადგინდება შეზღუდვა, რომლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით ორგანიზება, რეალური ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტისას, შესაძლებელია მიმდინარე კვარტლის განმავლობაში არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ რეალური ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში (მუხლი 11, 25). კანონში ცალსახად არ არის გაწერილი მომგებიანი და აზარტული თამაშობების ნებართვებით ორგანიზებული ობიექტების ერთად მოწყობის აკრძალვა-დაშვების თაობაზე. გახშირდა შემთხვევები, როცა ობიექტები ეწყობა ერთ სივრცეში, გააჩნიათ ერთი სალარო და ა.შ. ან სათამაშო აპარატების სალონს არ გააჩნია სალარო და მოგებას გასცემენ ტოტალიზატორის სალაროში. შესაბამისად განისაზღვრა, რომ სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი, აზარტული კლუბი, ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო უნდა მოეწყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად. (მუხლი 11, 41) აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა არ გაიცემა საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშება, როგორც წესი ეწყობა კონკრეტული სახის პროდუქციის ან/და მომსახურების უკეთ რეალიზების მიზნით. პროდუქციის ან/და მომსახურების უკეთ 5 რეალიზება გადამხდელს დაეხმარება საგადასახადო დავალიანების წამახალისებელი გათამაშების დაფარვაში. მოწყობის შესაბამისად, ნებართვის ცვლილების მაძიებელს თანახმად, ნებართვა მიეცემა საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება შედის კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტში. ამასთან, განისაზღვრება, რომ აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) არ გაიცემა ასევე იმ შემთხვევაში თუ ნებართვის მაძიებლი შეტანილია მოვალეთა რეესტრში. მე-11 მუხლის მე-9 - მე-14 პუნქტების დამატება წარმოადგენს ტექნიკურ შესწორებას და ტერმინებიდან შეზღუდვების ცალკე გამოტანას. მე-12 და მე-13 მუხლების „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში ტოტალიზატორის და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვების მისაღებად წარმოსადგენ სტამბის ხელშეკრულებას, ბილეთების რაოდენობასთან ერთად დაემატა ბილეთების ნუმერაცია, რადგან, ნებართვის მისაღებად წარმოსადგენ რეგლამენტში სავალდებულოა მიეთითოს ბილეთების ნუმერაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ბილეთებს ნუმერაციას ანიჭებს სტამბა, სავალდებულოა, რომ მისივე ხელშეკრულებაში იყოს მითითებული ბილეთების ნუმერაცია. წარმოდგენილ პროექტში კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ი“, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტები, მე-11 მუხლის 23 პუნქტი, მე-12, მე-13, 201 მუხლებში განსახორციელებელი ცვლილებები ტექნიკური და რედაქციული ხასიათისაა. ამასთან, მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის და წამახალისებელი გათამაშების ყოველი ახალი ეტაპის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად გათამაშების ორგანიზატორის მიერ წარმოსადგენ დოკუმენტებში სავალდებულო ხდება ბილეთების ნუმერაციის მითითება, კონტროლის მიზნით (ხშირ შემთხვევაში ბილეთების დამამზადებელ პირთან დადებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ბილეთების ნუმერაცია). ასევე, კანონში პრეტენზიის განხილვის ვადასთან ერთად დამატებით ეთითება პრეტენზიის განხილვის წესის აუცილებლობის თაობაზე და ამ მიზნით ცვლილებები შედის კანონის მე-12, მე-19, მე-20 და 29-ე („ე“ ქვეპუნქტი) მუხლებში. მე-12 მუხლს, მე-5 პუნქტის სახით, ასევე დაემატა შეზღუდვა 25 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ. სხვადასხვა მუხლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში აკრძალულია 25 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სათამაშოდ დაშვება. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტში დაზუსტდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის წარმომადგენელზე გაცემის საკითხი, რა დროსაც სავალდებულოა ნებართვის მაძიებლის მიერ პროდუქციის ან მომსახურების მწარმოებლის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის წარმომადგენლობაზე მინიჭებული დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 6 უფლებამოსილების კანონის მოქმედი რედაქციით მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია თამაშობის ზოგად წესში ცვლილების შეტანის შემთხვევაში თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის თაობაზე. მიზანშეწონილია არა ცვლილების განხორციელების შემდეგ, არამედ ცვლილების განხორციელებამდე 1 დღით ადრე აცნობოს შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან შემოწმებისას აღმოჩენილი უზუსტობები ნებართვის მფლობელთა მიერ ზუსტდება მომდევნო დღეს და ამით თავიდან ირიდებენ სანქციის დაკისრებას. (მუხლი 13). ანალოგიური ცვლილება შედის აზარტული თამაშობების მარეგულირებელ ნორმებშიც (მუხლი 21). კანონის მოქმედი რედაქციით, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 2 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს. აღნიშნულ ჩანაწერში არ კონკრეტდება ინფორმაცია რა მონაცემების შემცველი უნდა იყოს და ხშირად არასრულ და დაუზუსტებელ ინფორმაციას წარადგენენ. პროექტის თანახმად, განისაზღვრება რა ფორმით და რა რეკვიზიტების ოქმი უნდა წარადგინონ გათამაშების ორგანიზატორებმა. (მუხლი 16). მე-16 მუხლის 21 პუნქტში განხორციელებული ცვლილება, რომელიც გულისხმობს წამახალისებელი გათამაშების ოქმში, 20 ლარამდე ღირებულების მქონე პრიზების მფლობელების პირადი მონაცემების მიუთითებლობას, გამოიწვია არსებულმა პრაქტიკამ. ხშირია, შემთხვევა, როდესაც წამახალისებელი გათამაშების პრიზად დაწესებული მაგალითად - 1 ნაყინი, რომლის ღირებულება არ აღემატება 1 ლარს და მისი რაოდენობა შეიძლება 100 000 იყოს, შესაბამისად, ასეთი პრიზების აღრიცხვა მოგებული პირის პირადი მონაცემებით ფიზიკურად შეუძლებელია. აღნიშნული ცვლილება, წინააღმდეგომაში არ მოდის არც საგადასახადო აღრიცხვასთან და არც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებთან. კანონის მე-19 და მე-20 მუხლებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, სწორდება ტექნიკური ხასიათის შეცდომა. მუხლები აზარტული თამაშობების მარეგულირებელია და ტექსტში ნაცვლად აზარტული თამაშობისა, ნახსენებია „მომგებიანი თამაშობა“. მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში არსებული ინფორმაცია ერთ პუნქტში იყო თავმოყრილი, გასწორდა ტექნიკურად და ჩაიშალა „ბ.ა“-„ბ.ზ“ ქვეპუნქტებში. 201 მუხლის მე-2 და 21 პუნქტებში დაემატა მოთხოვნა, რომლის თანხმად, აზარტული ტურნირის ორგანიზატორმა მონაწილეობის საფასურის ადმინისტრირების ტურნირის წესებში ოდენობა, აღნიშნული მიზნებისთვის, რაც უნდა მიუთითოს ცვლილება შემოსავლების მისცემს ტურნირში განზორციელდა შესაძლებლობას განსაზღვროს ორგანიზატორის მიერ ტურნირიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. ასევე, ტურნირის ორგანიზატორი ვალდებულია ტურნირის ჩატარების წესები შემოსავლების სამსახურთან შეათანხმოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზების შემთხვევაშიც. არსებული პრაქტიკიდან, ტურნირების დიდი წილი ეწყობა სისტემურ-ელექტრონული 7 ფორმით, რის შესახებას შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია არ გააჩნია. კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აწარმოოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, შექმნას ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ დღეის მდგომარეობით, ორგანიზატორს ვალდებულება აქვს, აწარმოოს მხოლოდ გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია. პრაქტიკაში, ერთი მოთამაშე რომელიც ჯდება კონკრეტულ აპარატთან, დებს გარკვეულ თანხას და იწყებს თამაშს, შეიძლება მოიგოს თანხის ნაწილი, შემდეგ ისევ წააგოს და გამოიტანოს იგივე რაოდენობის თანხა, რითაც დაიწყო თამაში და გადაჯდეს სხვა აპარატთან. ამ შემთხვევაში, გაუგებარია რა თანხა უნდა აღირიცხოს, დღის დასაწყისში შესული თანხა და სალონიდან გასვლისას მიღებული თანხა თუ თითოეული დადებული ფსონის დროს თანხების თანაფარდობა. სამორინეს შემთხვევაში, სიტუაცია უფრო რთულდება, ვინაიდან სალაროში თავდაპირველად გადახურდავებული ჟეტონებით მოთამაშე ერთ მაგისათან იწყებს თამაშს, იგებს/აგებს რამდენიმე მაგიდასთან. ამ შემთხვევაში, მოთამაშის მოგებად ითვლება ერთი კონკრეტული თამაშის დროს მიღებული მოგება, თუ დღის ბოლოს ჟეტონების გადაცვლით აღებული თანხა. დღეის მდგომარეობით,„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს პირობების ფინანსური შესახებ“ მონიტორინგის დებულების და სამსახურისათვის „სამორინეების მიერ გადაცემის წესისა ინფორმაციის და მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2004 წლის 28 ივლისის N94 ბრძანების თანახმად, სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულები არიან წარადგინონ ინფორმაცია მაშინ, როდესაც გარიგება შეადგენს 3 000 ლარს ან გარიგებათა ერთობლიობა აღემატება 30 000 ლარს. (გარიგებაში იგულისმება, როგორც მოთამაშის მიერ დადებული ფსონი, ასევე, მიღებული მოგება), თუმცა არაფერია ნათქვამი გარიგებათა ერთობლიობის ვადებზე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ნებართვის მფლობელის მიერ აღირიცხოს ნებისმიერი თანხის მოგება თუნდაც გარიგებათა ერთობლიობის დადგენის მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ორგანიზატორის ვალდებულება განიმარტოს უფრო კონკრეტულად, შესაბამისად დგინდება, რომ ორგანიზატორს მოგებათა აღრიცხვა ევალება იმ შემთხვევაში თუ მოგება შეადგენს ან აღემატება 100 ლარს. 29-ე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმდ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოგებული თანხის გაცემა ნებართვის მფლობელების მიერ უნდა განხორციელდეს მხოლოდ მოთამაშის პერსონალურ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, რაც ავტომატურად აუქმებს აზარტული ან/და მომგებიანი 8 თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებულ, სისტემურ- ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს. 37-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს: ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 14 000 ლარს; ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 40 000 ლარს; გ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 4 000 ლარს; დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს; ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს; ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 20 000 ლარს; ზ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს; თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 4 000 ლარს; ი) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს; კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 4 000 ლარს; ლ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2000 ლარს; მ) ლატარიების, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში – 2000 ლარს; ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 4 000 ლარს; ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 20 000 ლარს.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქედების ვადად განსაზღვრული იქნა 2020 წლის 1 სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): 9 კანონპროექტის ავტორები არ ითხოვენ დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანნპროექტის მიღებასთან დაკვშირებული დაფიანენსბის წყაროს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ასიგნებები, საქართველოს ბიუჯეტი ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: აღნიშნული კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტი ითვალისწიენს სანქციათა გარომგებას, რაც თავის მხრივს გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხარჯვით ნაწილზე, რადგან ელექტრონული რეესტრების შექმნა შესაძლებელია უკვე არსებული ინფრასტრუქტურით და არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას, ასევე აღსანიშნავია ის გარემობა, რომ კადრების დამატება არ იქნება აუცილებელი რადგან სამინისტრო თავისი კადრებითა და სერვის ცენტრებით სრულად საკმარისი იქნება, მოცემული ცვლილების განხორცილების შემთხვევაში პირთა რეგისტრაციისათვის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებეულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გაველანას იქონიებს ნებართვის მოქნე ბიზნეს სუბიექტებზე, რომელთა რაოდენობა 2017 წლის მდგომარეობით შედგენადა 250 (აღნიშნული ნებართვის ვადა 5 წელია) ასევე გავლენას მოხადენს არაოფიალცური ინფორმაციით 700 000 ფიზიკურ პირზე, სამწუხაროდ სახელმწიფო არ ფლობს ოფიცლურად ინფორმაციას თუ რამდენი ადამიანი არის რეგისტრირებული სხვადსხვა აზარტულ და მომგებიან ვებ პორტალებზე. 10 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციათა გაორმაგებას, რაც აღნიშნული კანონით მოთხოვნათა არ შესრულებას გულისხმობს. აღნიშნული გაანგარიშების პრინციპს წარმოადგენს ახლი რეალობა, რომელიც ცხადყოფს, რომ დაბალი სანქციები ვერ უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნათა სრულ დაცვას ამ თქმის საფუძველს გვაძლევს საყოველთად აღიარებული ფააქტები, კერძოდ არასრულწლოვანთა რეგისტრაცია ვებ პორტალებზე შესაძლებელია მცადარი პირადი ინფორმაციის შეყვანით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაზრდილი სანქციები მეტად უზრუნველყოფს კანონით მოთხოვნილი რეგულაციების დაცვას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 11 ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან გოგიჩაიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი. 12