„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/418/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ“ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა - წელიწადში 100 000 ლარიდან 2 000 000 ლარის ჩათვლით;“ ბ) „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ“ ტოტალიზატორის მოწყობა - წელიწადში 60 000 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით გ) „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურისგანსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, აგრეთვე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისა) - წელიწადში არუმეტეს 10 000 000 ლარისა;“ დ) „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ბ) ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში - წელიწადში 2 000 000 ლარი. ე) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: აზარტული კლუბის მოწყობა - წელიწადში 20 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო 1 2 აპარატების სალონის, სამორინეს (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 10 და 10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 7 8 10 და 10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ 4 5 6 ქვეპუნქტებითა და 10 , 10 და 10 პუნქტებით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით. ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდა და გადახდის შესახებ განაცხადის წარდგენა ნებართვის გამცემ ორგანოში უნდა მოხდეს შესაბამისი ნებართვის გაცემის დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია, ნებართვის მფლობელების მიერ გადასახდელი სანებართვო მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა წარმოშვა შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით კანონმდებლობაში არსებულმა ხარვეზებმა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, „სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული 7 8 კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 10 და 10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ 4 5 ყოველწლიურად,ამკანონისმე-7მუხლისმე-10პუნქტის„ბ“−„ვ“ქვეპუნქტებითადა10 ,10 და 10 6 პუნქტებით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის 1 სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.“. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული დამატება (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ტექნიკური ხასიათისაა და წარმოადგენს კანონის ხარვეზის გასწორებას, ვინაიდან 101 და 102 პუნქტები თავისი შინაარსით წარმოადგენენ სამორინეს სანებართვო მოსაკრებლის გადაახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების პუნქტებს/ შესაბამისად, ჩანაწერი გულისხმობს, რომ სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის,(გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად. გამომდინარე, იქედან რომ ნებართვის აღება შესაძლებელია არ განხორციელდეს მისი გაცემისთანავე და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია დადგენა პროგრამულად როდის მოხდა ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გაცნობა, შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ არ დგინდება ნებართვის აღების თარიღი, შეამოწმოს ნებართვის მფლობელი სანებართვო პირობების დარღვევაზე. შესაბამისად ჩანაწერი „აღების დღიდან“ იცვლება „გაცემის დღიდან“, რაც სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას სანებართვო პირობების შეუსრულებლობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის თანახმად ჩანაწერი „აღების დღიდან“ იცვლება „გაცემის დღიდან“, რაც სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას სანებართვო პირობების შეუსრულებლობაზე. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვისთვის დადგენილი მოსაკრებლები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ“ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა - წელიწადში 100 000 ლარიდან 2 000 000 ლარის ჩათვლით;“ ბ) „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ“ ტოტალიზატორის მოწყობა - წელიწადში 60 000 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით გ) „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურისგანსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის 2 ტერიტორიისა, აგრეთვე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისა) - წელიწადში არუმეტეს 10 000 000 ლარისა;“ დ) „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ბ) ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში - წელიწადში 2 000 000 ლარი. ე) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: აზარტული კლუბის მოწყობა - წელიწადში 20 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქედების ვადად განსაზღვრული იქნა 2020 წლის 1 სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ავტორები არ ითხოვენ დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სანბართვო მოსაკრებელი, ძირითად შემთხვევაში თავს იყრის ცენტრალურ ბიუჯეტში; აექდან გამომდინარე სახელწმიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას მოახდენს, რადგან სანაბერთვოს მოსაკრებელი 100%-ით მატულობს, თუმც უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციები სარგებლობენ 5 წლიანი ნებართვით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არის მოსალოდენელი. 3 ასევე უნდა აღინიშნოს, აღნიშნული გადასახდის გარმაგებამ შესაძლოა შეამციროს ნებართვის მაძიებელთა რადოენობაზე, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მოგებისა და სშემოსავლოს გადასახადის შემოსულობების კლებაზე, თუმც ეს ვარაუდი შესაძლებელია გავაბათლოთ იმ მზარდი სტატისტიკით, რომელითაც გამოირჩევა აღნიშნული ბიზნესი წლების მიხედვით სტატისტიკა მოგების გადასახადის: 2013 - 18,979,585.34; 2014 - 21,414,404.67; 2015 - 50,043,351.04 წლების მიხედვით სტატისტიკა საშემოსავლო გადსხადის: 2013 - 18,954,371.71; 2014 - 27,122,611.91; 2015 - 35,077,509.59 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 2017 წლის მდგომარეობით გაცემული ნებართვების რაოდენობამ შეადგინა 250 სამორინე - 21 (20 კომპანია/გადამხდელი); სათამაშო აპარატების სალონი - 70 (57 კომპანია/გადამხდელი); ტოტალიზატორი - 93 ; წამახალისებელი გათამაშების მოწყობა - 50; ბინგო - 6. გაცემული ნებართვების რაოდენობა წლების მიხედვით არ გამოირჩევა მნიშვნელოვანი დინამიკით, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ აზარტული და მომგებიანი თამაშობები 4 ყოველწლურად მზარდი ბიზნესია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებართვების რაოდენობა მეტ წილად მატულობს. ნებართვის ვადად განსაზღვრულია 5 წელი. სამწუხაროდ ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას კონკრეტულად თუ რამდენ კომპანიას შეეხება მოცემული რეგულაცია რადგან შესაძლებელია ერთი კომპანია ფლობდეს ერთ ან რამდენიმე ნებართვს. ჩვენი ვარაუდით რეგულაციები შეეხება ასამდე კომპანიას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს სანებართვო მოსაკრებელის 10 მილიონ ლარმადე გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა სავარაუდოდოდ გაორმაგდება. აღნიშნული გადასახდით სახელმწიფომ სხვადსხვა წლებში მიიღო შემდეგი ოდენობის თანხები: 2014 - 56,408,504.00; 2015 - 47,035,500.00; 2016 - 50,275,456.00; 2017 16,990,918.90 (2 კვარტალის მონაცემი). Uუნდა აღინიშნოს, რომ სანებართვო მოსაკრებელი წარმოადგენს ერთჯერად სავალდებულო გადასახადს, რომელიც ნებართვის მფლობელმა უნდა გადაიხადოს 5 წლის განმავლობაში. სწორედ აქედან გამომდინარე, კონკრეტული თანხის გაზმოვა შეუძლებელია გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ 5 შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან გოგიჩაიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი. 6