„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/418/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით.“. 2. მე-9 მუხლის 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი: „12. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII17 საქმეებზე.“. თავით გათვალისწინებულ 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII17 თავი: „თავი VII17 ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით მუხლი 2166. ტერმინთა განმარტება ამ თავის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: დამოკიდებულ პირთა სია - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სია. დამოკიდებული პირი - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თამაშზე დამოკიდებული პირი. ოჯახის წევრი - დამოკიდებული პირის მშობელი, მეუღლე, შვილი, ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. მუხლი 2167. სასამართლოსთვის მიმართვა 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის შესახებ განცხადებით. 2. აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ განცხადება განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან. მუხლი 2168. სასამართლოს მიერ განცხადების განხილვა და გადაწყვეტა 1. განცხადებას დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის შესახებ განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. განცხადება დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) წარედგინება წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადების წარმდგენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის მობილურის და ელექტრონული ფოსტის მისამართი); ბ) დამოკიდებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის მობილურის და ელექტრონული ფოსტის მისამართი); გ) ცნობებს განცხადების წარმდგენი პირისა და დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი დამოკიდებული პირის ურთიერთკავშირის შესახებ; დ) კონკრეტულ ფაქტებს და გარემოებებს, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას; ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს; ვ) მოთხოვნას დამოკიდებული პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ; ზ) განცხადების წარმდგენი პირის ხელმოწერას; 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასალები თან უნდა დაერთოს განცხადებას. 4. მოსამართლე, განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას დამოკიდებული პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ, ან ბრძანებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 5. მოსამართლე უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც, განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს განცხადების წარმდგენ პირს და იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია განცხადება და მათ უგზავნის შესაბამის საქმის მასალებს. 6. თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ აუცილებელია განცხადებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ თავით გათვალისწინებული განცხადების განხილვას. 7. პირს უფლება აქვს, განცხადებისა და საქმის მასალების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში, წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები. 8. მოსამართლე უფლებამოსილია განცხადების დასაბუთებულობის შესამოწმებლად მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს და დაკითხოს ნებისმიერი პირი, მხარეებს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები, მტკიცებულებები. მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გამოითხოვოს საქმის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები. 9. მოსამართლე უფლებამოსილია, მხარის ან საკუთარი ინიციატივით, საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე. 10. სასამართლო პროცესზე მტკიცების ტვირთი ეკისრება განცხადების წარმდგენ მხარეს. 11. განცხადების განხილვის დროს სასამართლო/მოსამართლე ხელმძღვანელობს საქმის ინდივიდუალური გარემოებებით, მათ შორის ითვალისწინებს: დამოკიდებული პირის დამოკიდებულების სიმძიმეს; ოჯახის წევრისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს. 12. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის სახელი და გვარი; გ) განცხადების წარმდგენი პირის სახელი, გვარი; დ) პირის სახელი, გვარი; ე) გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; ვ) განკარგულება დამოკიდებული პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ, ან გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) გაფრთხილება, ბრძანების აღუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ; თ) ბრძანების გასაჩივრების ვადა და წესი; ი) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი. 13. დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას. 14. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება განცხადების წარმდგენს, მეორე - დამოკიდებულ პირს, მესამე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში. მუხლი 2169. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება 1. დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული მოსამართლის ბრძანება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, ბრძანების გამოცხადებიდან ან მხარისთვის მისი გადაცემიდან 3 დღის ვადაში. საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. 2. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. მუხლის 2170 დამოკიდებულ პირთა სიიდან დამოკიდებული პირის მონაცემების ვადაზე ადრე ამოღების წესი 1. „ლატარიების, აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამოკიდებული პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 2163 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიმართოს ბრძანების გამომცემ სასამართლოს დამოკიდებულ პირთა სიიდან მისი მონაცემის ამოღების მოთხოვნით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების განხილვა წარმოებს ამ თავით გათვალისწინებული წესების დაცვით.“. 1 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი სექტემბერი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოების პროცედურის დარეგულირებას. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტით, რომლითაც განისაზღვრება აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სია, სადაც შეტანილი იქნება პირების მონაცემები, რომლებიც მოსამართლის ბრძანების საფუძველზე არ დაიშვებიან სხვადასხვა აზარტული და მომგებიანი თამაშობების (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმითაც) სათამაშოდ. აქედან გამომდინარე საჭიროა მკაფიო და დეტალური რეგულაციების შემუშავება, რომელიც მოაწესრიგებს აღნიშნულ სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების პროცედურული უზრუნველყოფიდან გამომდინარე. ხსენებული უზრუნველყოფა მოიაზრებს, სასამართლო ბრძანების საფუძველზე, პრევენციული სახის ღონისძიების განხორციელებას პირის მიმართ, ასევე იქმნება მარტივი და ეფექტური ფორმა საქართველოს მოქალაქის ინტერესების დაცვისთვის (ოჯახის წევრისთვის), რომელსაც ზიანი ადგება პირის მიერ თამაშობებში მონაწილეობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება VII15 თავი „ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით“. 2161 - 2165 მუხლებით, განმარტებულია სამი 1 ძირითადი ტერმინი - დამოკიდებული პირი, დამოკიდებულ პირთა სია და ოჯახის წევრი. კანონპროექტის მიხედვით, ოჯახის წევრი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განცხადებით და მოითხოვოს პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განცხადებით მიმართვა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან. სასამართლოს მიერ განცხადების განხილვა და გადაწყვეტა, რეგულირდება სასამართლო განსჯადობა, განცხადების შემცველი სავალდებულო დოკუმენტაციის, სასამართლო განხილვის ვადები და სხვა საკითხები რეგულირდება 2163-ე მუხლით. 2164 -ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონპროექტის მიხედვით კოდექსს ემატება 2165 მუხლი აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიიდან პირის მონაცემების ვადაზე ადრე ამოღების წესი, რაც მოიაზრებს პირის მიერ განსახორციელებლ პროცედურებს, რათა სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მოხდეს მისი მონაცემების ამოღება დამოკიდებულ პირთა სიიდან, მაგრამ აღსანიშნავია ის გარემოება რომ ხსენებული უფლება უჩნდება პირს სასამართლო ბრძანების გამოცემიდან ერთი კალენდარული წლის გასვლის შემდგომ. კანონპროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებაზე აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედოი გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრული იქნა 2020 წლის 1 სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, თამაშდამოკიდებული პირებისათვის, სასამართლო სისტემისათვის, რათა მათ სრულყოფილად განხორციელდეს მიღებული ცვლილების გაანალიზება და შემდგომ მათი განხორციელება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ავტორები არ ითხოვენ დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების 2 წყარო: kanonproeqtis miReba gavlenas moaxdens saerTo sasamarTloebisa biujetze. saerTo sasmarTloebs mouwevT axali samarTlebrivi davis ganxilva, romelic Tavisufldeba saxelmwifo baJisgan, samwuxarod konkretulad ganssazRvra mimarTvianobis SeuZlbelia. Aaraoficialuri monacemebiT cnobilia, rom 700 000 აღწევს იმ პირთა რაოდენობა, რომელიც CarTuliა azartuli da momgebian TamaSobebSi, aqedan gamodinare vfiqrobT mimarTvianoba iqneba aranakelb 5 %-სა. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც უნდა აწარმოოს დამოკიდებულ პირთა რეესტრი, მათ მოვალობა შემოიფარგლება მხოლოდ სასმართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში, რომელიც გამოიხატება ელექტრონულ რეესტრში პირის მონაცმებიოს განთავსების ან მისი წაშლის მოქმედებაში, რაც დამატებით ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII17 თავით შემოდის ახალი სახის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და რომელიც თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, სახელმიწოფ ან მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე არ აისხება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტეის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: kanonproeqtis miReba gavlenas moaxdens saerTo sasamarTloebis biujetze. saerTo sasmarTloebs mouwevT axali samarTlebrivi davis ganxilva, romelic Tavisufldeba saxelmwifo baJisgan, samwuxarod konkretulad ganssazRvra mimarTvianobis SeuZlbelia. Aaraoficialuri monacemebiT cnobilia, rom 700 000 adminai CarTulia azartuli da momgebian TamaSobebSi, aqedan gamodinare vfiqrobT mimarTvianoba iqneba aranakelb 5 %-სა. შესაბამისი ხარჯების საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი სასმართლოს ასიგენებებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებეულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია 3 კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კაონპროექტი ითვალისწინებს აზარტულ და მომგებიან თამაშოებებზე დამოკიდებული (ლუდომანი) პირების განრიდებბას აღნიშნული სივრციდან, როგორც უკვე აღინშნა სახელწმიფო არ ფლობს ოფიცლაურ ინფორმაციას თუ რამდენი ადმიანია ჩართული აღნიშნულ თამაშოებებში, ხოლო ჩვენს ხელთ არსებული არაოფიცლაური მომაცემბით ეს ციფირ აღწევს 700 000 ადამიანს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ პირთა სავარუდო წრე რომელზეც შესაძლოა გავლებნა იქონისო ახალმა რეგლაცია ეს გახლავთ ამ ციფრის 5%-ი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ პირთა სახელმწიფო ბაჟისგან გათვაისულფებას, რომელთა ოჯახის წვერები დამოკიდებულნი არიან აზარტული და მომგებიანი თამაშოებებით, რომელთაც ადგებათ მნიშვნელოვანი ზიანი აღნიშნულიდან გამომდინარე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 4 ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან გოგიჩაიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი. 5