„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
N19-20, 30/05/1998, გვ.37) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველ პუნქტს
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:
„ჰ1) მხარეები - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII17 თავით
გათვალისწინებულ აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში
პირის მონაცემების შეტანის შესახებ განცხადებასთან, აგრეთვე საჩივართან
დაკავშირებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ
პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით მხარეების
სახელმწიფო
ბაჟის
გადახდისაგან
განთავისუფლებას.
აღნიშნული
ცვლილება
განპირობებულია „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ კანონპროექტით, რომლის მიხედვითაც აზარტულ და მომგებიან
თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ განცხადება
განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განაპირობებულია, მხარეთა მოტივაციის
გაზრდაზე მოითხოვინ აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა
სიაში პირის მონაცემების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე
სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების
შემცირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5
მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ჰ1“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეები
თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან აზარტულ და
მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ
განცხადებასთან დაკავშირებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქედების ვადად განსაზღვრული იქნა 2020 წლის 1 სექტემბერი, რადგან
1
აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად
მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ავტორები არ ითხოვენ დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ იქონიებს, რაც შეეხება
სახელმწიფო ბიუჯეტს, შეგვიძლია ვთქვათ რომ შემოსულობების ნაწილში კლებას არ
გამოიწვევს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებეულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ ოჯახების დაცვას, რომელთა ოჯახის წევრები
ჩართულნი არიან აზარტულ და მოგებიან თამაშობებში და მათი ქმდედებები
მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსხურის
მიერ, ჩვენს შეკითხვაზე თუ რამდენი პირი არის ჩართლი თამაშობებეში პასუხად
მივიღეთ რომ მსგავს სტატისტიკას არ ფლობენ. ჩვენ ვცადეთ მიგვეღo ინფორმაცია სხვა
გზებით, მაგრამ სამწუხაროდ ოფიაცალური ციფრები ვერ იქნა მოპოვებული, რაც შეეხება
არაოფიცლურად ჩვენი ვარაუდით აზარტულ თამაშობებში ჩართულია საქართველოს
მოსახლეობის 700 000- მდე მოქლაქე, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ადამინთა რაოდენობა 5%
მიაღწევს ვინც ისარგებლებს აღნიშნული რეგულაციით.
2
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ცვლილება ითვალისწინებს იმ პირების სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებას,
რომელთა ოჯახის წევრები დამოკიდებულნი არიან აზარტულ და მომგებიანი
თამაშოებებით (ლუდომანია). კონკრეტულად კი ფიზიკური პირები, რომლებიც
მიმართავენ სასამართლოს, რათა მათი ოჯახის წევრი სასამართლოს გადაწყვეტილებით
მოხვდეს დამოკიდებულ პირთა სიაში, 3 წლის ვდით და აეკრძალოს აზარტულ და
მომგებიან თამაშოებებში მონაწილეობა.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ
და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
3
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან გოგიჩაიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნარჩემაშვილი, დავით
ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად
კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან
გოგიჩაიშვილი.
4