„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/418/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1761 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1761. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების მოწყობის ადგილას (მათ შორის სისტემურელექტრონული ფორმით) სათამაშოდ დაშვება 1. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) სათამაშოდ დაშვება გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.“. 2. 1762 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1763 - 1765 მუხლები: „მუხლი 1763. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში 1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. მუხლი 1764. დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება 1. დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. მუხლი 1765. წამახალისებელი გათამაშების მოწყობა შესაბამისი ნებართვის გარეშე 1. წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 40 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 80 000 ლარით.“. 3. 219-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1537 მუხლით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1761-1765 მუხლებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291 , 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ კოდექსის 1537, 1761-1765 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 4. 239-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამ კოდექსის 664 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531 , 1535 , 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 და მე-13– მე-20 ნაწილებით, 1555 , 1556 , 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644 , 165-ე–1653 ,1715 , 1761-1765, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს, კანონმდებლობის აღსრულების პროცესში შესაბამისი ხარვეზების აღმოფხვრასა და 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების მოწყობის ადგილას (მათ შორის სისტემურელექტრონული ფორმით) სათამაშოდ დაშვების აკრძალვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აზარტულ და მომგებიან თამაშობიდან გამომდინარე არასრულწლოვანთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი, მძიმე სოციალური ფონი საქართველოს მოსახლეობაში, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული მაღალი რისკი, რაც მნიშვნელოვნად თან ახლავს აღნიშნულ ბიზნესს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის 1761 მუხლში განსახორციელებელი ცვლილების თანახმად ხდება 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე 18 პირის წლამდე აზარტული ან უცხო ქვეყნის მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების მოწყობის ადგილას (მათ შორის სისტემურელექტრონული ფორმით) სათამაშოდ დაშვების აკრძალვა. შესაბამისი ნებართვის გარეშე, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება შემოსავლების სამსახურის მიერ. კანონპროექტის თანახმად დგინდება ახალი 1 სამართალდარღვევები და შესაბამისი პასუხისმგებლობები. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის დაჯარიმებას 10000 (გარდა ლარის წამახალისებელი ოდენობით. გათამაშებისა) განმეორების შემთხვევაში ორგანიზატორის – გამოიწვევს დაჯარიმებას 20000 ლარის ოდენობით. დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში - 20000 ლარის ოდენობით. წამახალისებელი საქართველოს გათამაშების კანონით მოწყობა განსაზღვრული „ლიცენზიებისა ნებართვის და გარეშე ნებართვების გამოიწვევს შესახებ“ მომწყობის დაჯარიმებას 40 000 ლარით. განმაორების შემთხვევაში - 80 000 ლარით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედოი გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქედების ვადად განსაზღვრული იქნა 2020 წლის 1 იანვარი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ავტორები არ ითხოვენ დაჩქარებული წესით განხილვას. 2 ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ კანონპროექტი ამკვიდრებს ახალ სანქციას, სამართალდარღვევის რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ უკვე არსებულ მსგავს სამართალდარღვევის პრაქტიკაზე, კერძოდ არასრულწოვანთა სათამაშოდ დაშვება, თამაშობების მოწყობის ადგილას, ჩვენი ინფორმაციით სამართალდარღვევათა ოქმიები არ აჭარბებს წელიწადში 50-ს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი იქნა წერლი ფინანსთა სამინისტროში სადაც ვითხოვდით სხვადსხვა სახის ინფორმაციას მათ შორის აღნიშნულ სამართალდარღვევით დაწერილი ოქმების ჯამურ თანხას რაზეც მივიღეთ არასრული ინფორმაცია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებსა და ადმინური რესურის, რადგან მოქმედი რეგულაციით არსებითად სანქცირებულია მსგავსი ქმედება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სანქციათა რაოდენობა დრამატულად გაიზრდება ეს ციფრი ვერ გადააჭარბებს პირობითად წელიწადში 20 000 ლარს, რომელიც ძირითად მიმართულ იქნება ტექნიკური ხასითის ხარჯებთან, შესაბამისი ხარჯების საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაფინანსდება ფინანსთა სამინისტროს ასიგენებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტეის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროექტით სანქცირებადი ხდება რამდენიმე ახლი ქმედება, ხოლო უკვე არსებული ორმაგდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ თუკი წელიწადში სამართალდარღვევათა ოქმის გამოწერა ხდებოდა მხოლოდ 50-მდე შემთხვევაში. ჩვენი ვარაუდით, რომ უკვე არსებული რეგულაციის პირობებში სანქციათა ფულადი ოდენობა მინიმუმ გაორმადგება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ითვალისწინებს თვისობრივად ახლი სანქციის ამოქმდებას, რომელიც არ საჭიროებს ახლი შტატის შექმნას ან დამატებითი კადრების მოძიებას, რადგან აღნიშნული უწყების, შესაბამისი სამსახური დღევანდელი მდგომარეობით არსებითად უკვე ასრულებს აღნიშნულის კონტროლს და ახდენს სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, რომლიც წელიწადში არ აჭარბებს 50, ხოლო ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი სანქციათა რაოდენობის ზრდასთან მიმართებაში შეადგენს 100 სამართალდარღვევის ოქმნს წელიწადში, გავლენას ვერ მოახდენს საელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 3 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებეულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ახალი სანქციის შემოღებასა და უკვე არსებულის გაორმაგებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სანქციათა რადოენბა წელიწადში არ აჭარბებს 50-ს, ვფიქრობთ რომ ახლი რეგულირების პირობებში ეს ციფრი არ გადააჭარბებს წლიწადში 100 შემთხევას, თუმც გზარდილი სანქციების მიხედვით დაჯარიმებულ პირებს მოუწევთ გაზრდილი ჯარიმის გახდა. 2017 წლის მდგომარეობით 250 ნებართვაა გაცემული სახელმწიფოს მიერს ხვადსხვა ბიზნეს სუბიექტზე, რომელთა ვადა 5 წლით არის განსაზღვრული. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწიბს რამდენიმე ახლი სანქციის შემოღებას და უკვე არსებული გაორმაგებას, რაც პროპორციულად ნიშნავს, იმას რომ ახალი რეგულაციის პირობებში შეაძლო გავლნას მოახდენს ბიზნეს სუბიექტებზე გაზრდილი სანქციის ოდებბითა და ახლი სანქციის დაწესებით. გავლენა იქნება უკვე არსებული სტატისტიკის შესძლო შეცვლით კერძოდ, უკვე არსებული მდგომარობით წელიწადში დაახლოებით 50 ჯარიმა, ხოლო ახლი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ამ ციფრმა შესაძლოა მიაღიოწ 100-ს. კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციათა გაორმაგებას, რაც აღნიშნული კანონით მოთხოვნათა წარმოადგენს არ შესრულებას გულისხმობს. აღნიშნული გაანგარიშების პრინციპს ახლი რეალობა, რომელიც ცხადყოფს, რომ დაბალი სანქციები ვერ უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნათა სრულ დაცვას ამ თქმის საფუძველს გვაძლევს საყოველთად აღიარებული ფააქტები, კერძოდ არასრულწლოვანთა რეგისტრაცია ვებ პორტალებზე შესაძლებელია მცადარი ინფორმაციის შეყვანით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაზრდილი სანქციები მეტად უზრუნველყოფს კანონით მოთხოვნილი რეგულაციების დაცვას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: 4 გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, შემთხვევაში ასეთი არ არსებობს 5 ასეთი მიმოხილვის მომზადების ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან გოგიჩაიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი. 6