„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„აკვაკულტურის შესახებ“
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41,
30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) პირი, რომელიც ახორციელებს აკვაკულტურის საქმიანობას ზედაპირული
წყლების გამოყენებით“.
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1“)
აკვაკულტურის
კონსტრუქციებში
გამოყენებული
წყლის
რესურსებისათვის მოსაკრებლის ოდენობა აკვაკულტურის კონსტრუქციის 1მ3-ზე
შეადგენს 0,8 ლარს, ხოლო საზღვაო წყლებში - 0,2 ლარს.“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან
გათავისუფლებულია
ექსტენსიური აკვაკულტურის და რეცირკულარული
აკვაკულტურის
სისტემების
გამოყენებით
აკვაკულტურის
საქმიანობის
განხორციელება“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
წარმოდგენილი
კანონპროექტი
გამომდინარეობს
„აკვაკულტურის
შესახებ“
კანონპროექტიდან.
აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების მიზნით
აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი იყენებს წყლის ბუნებრივ რესურსებს, რის გამოც
კანონით უნდა დადგინდეს მოსაკრებლის ოდენობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციის 67-ე
მუხლის მოთხოვნით, რომლის თანახმადაც სავალდებულოა გადასახადებისა და
მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება წყლის რესურსების ეფექტიანი და
რაციონალური სარგებლობა. ამასთან, კანონით განსაღვრული მოსაკრებელი ჩაირიცხება
შესაბამისი ტერიტირიული ერთეულების ბიუჯეტებში და გაიზრდება მათი
შემოსავლები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტით დგინდება აკვაკულტურის წარმოების მიზნით წყლის ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისათვის
მოსაკრებლის
ოდენობა.
კანონპროექტით
განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 0,8 ლარს, ხოლო საზღვაო წყლებში 0,2
ლარს. კანონპროექტით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის
გადახდისაგან გათავისუფლებულია ექსტენსიური აკვაკულტურის და რეცირკულარული
აკვაკულტურის სისტემების გამოყენებით აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
კანონპროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან სამოქმედო გეგმას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტის ძალაში შესვლა მიზანშეწონილია განხორციელდეს მისი 2024 წლის 1
იანვრიდან, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აკვაკულტურით დაინტერესებულ
ინვესტორებს მიეცეთ მეტი სტიმული დარგში საქმიანობის საწარმოებლად.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ იგეგმება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რაც განპირობებულია წყლის ბუნებრივი რესურსების
გამოყენებისას მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდით. მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა
აკვაკულტურის შემთხვევაში არ ხდება, რადგან კანონით ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ექვემდებარება ლიცენზირებას. ზედაპირული წყლის აღებაზე ლიცენზიები არ გაიცემა.
საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, აკვაკულტურისათვის გამოყენებული ტბორების
საერთო ფართობი 2327.5, ხოლო აუზების საერთო ფართობი შეადგენს 25.9 ჰექტარს.
აღნიშნულ კონსტრუქციებში გამოყენებული წყლის მოცულობა შეადგენს დაახლოებით
30 000 000 მ3. შესაბამისად, აღნიშნული რესურსებიდან მისაღები საბიუჯეტო
შემოსავლები შეადგენს 24 მლნ. ლარს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. მოსაკრებელის გადახდის ადმინისტრირება
ხორციელდება ნებართვის გაცემის შემდეგ ყოველწლიურად საგადასახადო ორგანოების
მიერ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. მისი
განხორციელება შესაძლებელია არსებული საბიუჯეტო რესურსებისა და საშტატო
ერთეულის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, იმ პირებს, რომლებიც გამოიყენებენ
წყლის სახელმწიფო რესურსს, უჩნდებათ ვალდებულება გადაიხადონ შესაბამისი
მოსაკრებელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას. კანონპროექტით აკვაკულტურის კონსტრუქციებში
გამოყენებული წყლის რესურსებისათვის მოსაკრებლის ოდენობა აკვაკულტურის
კონსტრუქციის 1მ3-ზე შეადგენს 0,8 ლარს, ხოლო საზღვაო წყლებში 0,2 ლარს. აღნიშნული
გაანგარიშება ეყრდნობა იმ შემოსავლებს, რომლებსაც იღებენ აკვაკულტურის
განმახორციელებელი პირები და აგრეთვე გარემოზე გამოწვეული გავლენა. აღნიშნული
გათვლებით 100 მ3 წყლის რესურსის მოხმარებისას შიდა წყლების შემთხვევაში, რაც
საჭიროა 2,5 ტონა აკვაკულტურის ობიექტების საწარმოებლად, წყლის ბუნებრივი
რესურსით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 80 ლარს წლიურად.
აღნიშნული მოსაკრებელი უფრო მაღალია საზღვაო წყლებით სარგებლობის შემთხვევაში,
რადგანაც
ზღვის
სპეციფიკიდან
გამომდინარე
ადგილობრივ
ეკოსისტემაზე
აკვაკულტურის გავლენის გათვალისწინებითა და ეკონომიკური ფაქტორების
გათვალისწინებით, რომელიც განპირობებულია უფრო დიდი მოცულობების
წარმოებითა და აკვაკულტურის სუბიექტების მაღალი შემოსავლებით, 100 ტონა
პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო წყლის მოცულობისათვის მოსაკრებლის ოდენობა
მიაღწევს დაახლოებით 4000 ლარს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი,
კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი
გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო
წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი,
გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია.