„აკვაკულტურის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„აკვაკულტურის შესახებ“
- „აკვაკულტურის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“აკვაკულტურის შესახებ”
ეს კანონი საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის წიაღში, კონტინენტურ შელფში,
ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ წყალს
აღიარებს სახელმწიფოს ეროვნულ სიმდიდრედ, რომელსაც სახელმწიფოებრივი
ამოცანების შესრულებისათვის განსაკუთრებული სოციალური, ეკონომიკური და
ეკოლოგიური ღირებულება აქვს, ითვალისწინებს წყლის რესურსების რაციონალურ
გამოყენებას, საქართველოში
აკვაკულტურის განვითარებისათვის ხელსაყრელი
ადგილების არსებობასა და წყლის პროდუქტების მოხმარების გაზრდილი მოთხოვნების
დაკმაყოფილების საჭიროებას, ხელს უწყობს აკვაკულტურის ეროვნული პროდუქტის
ზრდას და ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას, წყლის ცოცხალი რესურსების
ბუნებრივი მარაგების შენარჩუნებას და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას,
აკვაკულტურის (მარიკულტურის) მდგრადი განვითარების მეშვეობით შემოსავლების
ზრდას, ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას.
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო და მიზნები
1. ეს კანონი აწესრიგებს აკვაკულტურის პრინციპებსა და სამართლებრივ
საფუძვლებს, განსაზღვრავს აკვაკულტურის განხორციელების პროცესში საკუთრების
უფლების დაცვის, აკვაკულტურის ნებართვის გაცემის, აკვაკულტურის ზონების
გამოყოფის, სახელმწიფო კონტროლისა და აკვაკულტურასთან დაკავშირებულ სხვა
ურთიერთობებს.
2. კანონის მიზნებია:
ა) აკვაკულტურის პასუხისმგებლიანი და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
ბ) აკვაკულტურის საქმიანობის მოწესრიგება შავი ზღვის კონტინენტური შელფის,
ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (შემდგომში საზღვაო წყლები) და საქართველოს შიგა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები,
ტბორები, მდინარეები, მიწისქვეშა წყლები, ნაკადულები, არხები, წყალჭაობიანი
ადგილები და სხვა აკვაკულტურის ობიექტების მოშენებისთვის გამოსადეგი
წყალსატევები) განსაზღვრულ ადგილებში;
გ)
აკვაკულტურის
საქმიანობის
განხორციელებისას
ბიომრავალფეროვნებისა და წყლის ბიოლოგიური რესურსების დაცვა;
1
გარემოს,
დ) აკვაკულტურის საქმიანობის პროცესში წყლის და მიწის რესურსების
რაციონალური და ეფექტიანი სარგებლობის უზრუნველყოფა, წყლისა და მიწის სხვა
მოსარგებლეთა უფლებების დაცვა;
ე) აკვაკულტურის სუბიექტების საქმიანობის
მონიტორინგის და კონტროლის უზრუნველყოფა;
ეფექტური
სახელმწიფო
3. ამ კანონის მე-7-8 და მე-15-23-ე და 25-ე მუხლები არ ვრცელდება
რეცირკულარული აკვაკულტურის სისტემების გამოყენებით აკვაკულტურის
საქმიანობის განხორციელებაზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება არაკომერციული მიზნით წყლის
ორგანიზმების მოშენებაზე (აკვაკულტურის კონსტრუქციებზე, რომელსაც არ აქვს
უშუალო კავშირი ბუნებრივ წყლებთან).
5. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონით,
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკვაკულტურა - წყლის ცოცხალი ორგანიზმების (თევზი, მოლუსკები,
კიბოსნაირები, წყლის მცენარეები) მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება).
წყლის ორგანიზმების მოშენება ნიშნავს გაზრდის ორგანიზებულ პროცესს, მათ შორის,
გამრავლებას ან ორგანიზმების რეგულარულ შენახვას და კვებას, ანდა ორგანიზმების
დაცვას მტაცებლებისგან ან სხვა მსგავსი ჩარევებისგან ორგანიზმების ბუნებრივი
სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. წყლის ცოცხალი ორგანიზმები ერთი ან მეტი
ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის მანძილზე,
გამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით;
ბ) ექსტენსიური აკვაკულტურა - ბუნებრივი (მდინარეები, ტბები, წყალ-ჭაობიანი
ლოკაციები და სხვა) და ხელოვნური წყალსატევების (წყალსაცავები, ზოგიერთი
არხები და სხვა, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციებისა) დათევზიანება
ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვებით, ლიფსიტებითა და
ახალმოზარდეულით, ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე, ასევე ამ წყალსატევებში
ბუნებრივად არსებული თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და მათი ზრდის
შედეგად შემდგომში თევზჭერა;
გ) აკვაკულტურის კონსტრუქციები - აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი
ნებისმიერი სახის ხელოვნური წყალსატევები (ტბორები, გუბურები, არხები, ავზები,
რეზერვუარები და სხვა), წყალსატევში განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის
2
თევზსაშენი გალიები, ოჩხები, წყალსატევში განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და
ტიპის აკვაკულტურის კოლექტორები, ბაგირების, ბადისებური ტომრებისა და
კალათების, ხელოვნური მყარი ფსკერული (მათ შორის ხელოვნური რიფები)
კონსტრუქციები, რეცირკულიაციური აკვაკულტურის სისტემები, აკვაკულტურის
ობიექტების გამოზრდისათვის განკუთვნილი სხვა სახის ინსტალაციები ან
მოწყობილობები; აკვაკულტურის კონსტრუქციებს არ განეკუთვნება ამ მუხლის „ბ“
ქვეპუნქტით ექსტენსიური აკვაკულტურისათვის განსაზღვრული ხელოვნური
წყალსატევები;
დ) აკვაკულტურის კოლექტორები - წყალსატევებში უხერხემლოთა ლარვებისა და
წყალმცენარეთა სპორების შეგროვების და გამოზრდის მიზნით ჩაყენებული,
სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირების, ხელოვნური მყარი ფსკერული და სხვა
სახის კონსტრუქციები;
ე) აკვაკულტურის სუბიექტი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს
აკვაკულტურის ნებართვა;
ვ) რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემები - წყლის ცხოველური და
მცენარეული ორგანიზმების კულტივირებისათვის და/ან გამოზრდისათვის
განკუთვნილი სისტემები, რომელშიც ტექნოლოგიურ წყალს მრავალჯერადად
აღადგენენ და იყენებენ განმეორებით;
ზ) თევზსაშენი გალია - წყალგამტარი ბარიერით შემოსაზღვრული წყალსატევის
გარკვეული სივრცე, რომელიც არ იმყოფება უშუალო შეხებაში წყალსატევის
ფსკერთან. თევზსაშენი გალია არის მოტივტივე და დაძირული ტიპის. მოტივტივე
ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდი კონსტრუქცია განლაგებულია მხოლოდ წყლის
ზედაპირზე, წყალგამტარი ბარიერით შემოსაზღვრულია მხოლოდ გვერდებიდან და
ქვემოდან. დაძირული ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდ კონსტრუქციებს აქვთ უნარი
იცვალონ სიღრმე და წყალგამტარი ბარიერით შემოსაზღვრულია, როგორც
გვერდებიდან და ქვემოდან, ისე ზემოდან;
თ) თევზსაშენი ოჩხი - მხოლოდ გვერდებიდან წყალგამტარი ბარიერით
შემოსაზღვრული წყალსატევის გარკვეული უბანი, რომელიც უშუალო შეხებაში
იმყოფება წყალსატევის ფსკერთან;
ი) მარიკულტურა - აკვაკულტურა საზღვაო წყლებში, კონტინენტური შელფის,
ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში;
კ) ჰიდრობიონტები - წყლის ცოცხალი ორგანიზმები - თევზები, მოლუსკები,
კიბოსნაირები, წყლის მცენარეები და წყალში მობინადრე სხვა ცოცხალი ორგანიზმები;
ლ) ბუნებრივი საკვები ბაზა - წყლის ცხოველები და მცენარეები, მათი ნარჩენები
და დაშლის პროდუქტები, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის
3
მიკროორგანიზმები, რომლებიც აკვაკულტურის ობიექტებისათვის წარმოადგენენ
ბუნებრივ საკვებს;
მ) ინტროდუქცია - ამა თუ იმ სახეობის წყლის ორგანიზმების ჩასახლება
შესაბამის წყალსატევებში, სადაც ადრე ეს სახეობები
არ ბინადრობდნენ და
ჩასახლებული სახეობების სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციების შექმნა;
ნ) დათევზიანება - წყლის ცხოველური ორგანიზმების რეგულარული გაშვება
ექსტენსიური აკვაკულტურისათვის განსაზღვრულ წყალსატევებში;
ო) ხელოვნური აღწარმოება - ჰიდრობიონტებისაგან სასქესო პროდუქტების
ხელოვნური მიღება, კვერცხუჯრედების ხელოვნური განაყოფიერება, ხელოვნურად
განაყოფიერებული კვერცხუჯრედების ინკუბირება კონტროლირებად პირობებში,
შთამომავლობის მიღება და მათი გამოზრდა სიცოცხლისუნარიან სტადიამდე,
შემდგომში მათი გაშვებით ბუნებრივ წყალსატევებში წყლის ბიოლოგიური
რესურსების ოდენობის შენარჩუნების და(ან) გაზრდის მიზნით;
პ) აკვაკულტურის ობიექტები - წყლის ჰიდრობიონტები (თევზები, წყლის სხვა
ცხოველები და მცენარეები, აგრეთვე მათი ჰიბრიდული ფორმები), რომლებიც
კულტივირებული არიან აკვაკულტურის სუბიექტების მიერ;
ჟ) უცხო სახეობა - წყლის ორგანიზმის ნებისმიერი სახეობა, რომელიც არ არის მკვიდრი
და, როგორც წესი, არ ბინადრობს საქართველოს წყლებში;
რ) ეკოსისტემა - ბუნებრივი ერთობლიობა (სისტემა), სხვადასხვა სტრუქტურებითა და
ურთიერთობებით, რომელიც აკავშირებს ბიოტურ ორგანიზმებს (მცენარეები და
ცხოველები) ერთმანეთთან და მათ აბიოტურ გარემოსთან;
ს) გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა - ამ კანონით განსაზღვრული
ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისა და აკვაკულტურის
სუბიექტების მიერ აკვაკულტურის მენეჯმენტის განხორციელების მექანიზმი,
რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების (ინფორმაციის) ჩაწერასა და შენახვას,
პერიოდული გარემოსდაცვითი შეფასებისა და მონიტორინგის განსახორციელებლად;
ტ) აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონა - საზღვაო არეალი, სადაც აკვაკულტურის
განვითარებას ენიჭება პრიორიტეტი სხვა მოსარგებლეებზე და უპირატესად
განკუთვნილია აკვაკულტურისათვის;
უ) ერთი სარკმლის პრინციპი – ადმინისტრაციული წარმოების წესი, რომლის
მიხედვითაც ნებართვის გამცემი ორგანო თავად უზრუნველყოფს დამატებითი
სანებართვო პირობების ან შეთანხმების სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
დადასტურებას;
ფ) მინისტრი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
4
ქ) სამინისტრო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო;
ღ) ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია - აკვაკულტურის
მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი სახის ხელოვნური წყალსატევი (ტბორები,
გუბურები, არხები, ავზები, რეზერვუარები და სხვა). ასევე რეცირკულაციური
აკვაკულტურის სისტემები;
ყ) წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია - სხვადასხვა ფორმისა
და ტიპის თევზსაშენი გალიები და ოჩხები, საზრდელი, ლარვებისა და სპორების
შემგროვებელი სხვადასხვა ფორმის ბაგირების, ბადისებური ტომრებისა და
კალათების, ხელოვნური მყარი ფსკერული (მათ შორის ხელოვნური რიფები)
კონსტრუქციები;
მუხლი 3. აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირების პრინციპები
1. აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირება ხორციელდება ამ კანონითა და
საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით,
აღმასრულებელი
ხელისუფლების
უფლებამოსილი
დაწესებულებების
სამართლებრივი აქტებით;
2. აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისა და განხორციელებისას დაცული
უნდა იყოს შემდეგი ძირითადი პრინციპები:
ა) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება ეკოსისტემური მიდგომის,
ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და აკვაკულტურის პროდუქტის უვნებლობის დაცვა;
ბ) აკვაკულტურის ობიექტების კულტივირების და/ან გამოზრდის ეკოლოგიურად
მიზანშეწონილი ტექნოლოგიების დანერგვა და წყალსატევების პროდუქტიული
პროცესების მართვა;
გ)
აკვაკულტურის
საქმიანობის
განხორციელება
გარემოსდაცვითი
თვალსაზრისით თავსებად ადგილებზე, წყლისა და მიწის რესურსების ეფექტიანად
და პასუხისმგებლობით გამოყენება;
დ) აკვაკულტურის კონსტრუქციების დაპროექტება და განთავსება უსაფრთხოდ;
აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება წყლისა და მიწის სხვა მოსარგებლეთა
ინტერესების გათვალისწინებით;
ე) აკვაკულტურის საქმიანობისას ხელოვნური საკვების დაბალანსებული და
ეფექტიანი გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს აკვაკულტურის ობიექტების
ოპტიმალურ ზრდასა და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებას;
ვ) აკვაკულტურის ობიექტების ჯანმრთელობის მართვა, დაავადების წარმოქმნის
პრევენცია, მისი გავრცელების რისკისა და ეპიზოოტიის შემთხვევების შემცირება;
5
ზ) ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის
გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ აკვაკულტურაში დასაქმებულ პირთა
უსაფრთხოებას და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება სოციალური
პასუხისმგებლობით;
თ) აკვაკულტურის საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას წყლის
ობიექტების და მათი მიმდებარე ტერიტორიების ბუნებრივი და სოციალურეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინება;
ი) ჰიდრობიონტების კულტივირების და/ან სასაქონლო გამოზრდის, ასევე
სასურსათო მოხმარებისათვის ბაზარზე განთავსების მიზნით, სამეურნეო და სხვა
სახის საქმიანობის შედეგად გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების თავიდან
აცილება ან მინიმიზაცია;
კ) საქართველოს წყლის ბიოლოგიური რესურსების შენარჩუნების და ხარისხის
გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ლ) ბუნებრივი წყალსატევების დათევზიანება;
მ) კანონით დადგენილ შემთხვევებში აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე
ზემოქმედების შეფასება;
ნ) აკვაკულტურაში ჰიბრიდული
გამოყენების მონიტორინგი;
ფორმებისა
და
ინვაზიური
სახეობების
ო) აკვაკულტურის ობიექტებით შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება
მიმდებარე ეკოსისტემებზე და გარემოზე;
პ) გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
ჟ) საერთაშორისო თანამშრომლობა.
რ) მეცნიერულად დასაბუთებული მენეჯმენტი და პრევენციული მიდგომა;
ს) მონაცემთა შეგროვება და სტატისტიკა;
ტ) ნარჩენების მართვა
უ) დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა.
3. აკვაკულტურა უნდა უზრუნველყოფდეს წარმოების პროცესის განხორციელებას
ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი, აკვაკულტურის ობიექტების ჯანმრთელობის,
კეთილდღეობისა და სურსათის უნვებლობის კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების შესაბამისად, წარმოების უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით.
4. სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი
უნდა იყოს აკვაკულტურის გათვალისწინება.
6
თავი II. აკვაკულტურის მართვა და მდგრადი განვითარება
მუხლი 4. აკვაკულტურის სახელმწიფო მართვა
1. აკვაკულტურის საქმიანობის სფეროში ურთიერთობების სამართლებრივი
რეგულირების, აკვაკულტურის საქმიანობის წარმართვისას გარემოსა და წყლის
ბუნებრივი რესურსების დაცვის, ასევე სასურსათო, რეკრეაციის, სოციალური და სხვა
მოთხოვნილებების უზრუნველყოფის, აკვაკულტურის მდგრადი განვითარების
მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო).
2. სამინისტრო აკვაკულტურის სფეროში უზრუნველყოფს:
ა) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების პოლიტიკის განხორციელებას;
ბ) აკვაკულტურის სფეროში სამართლებრივი აქტების (მათ შორის სტრატეგიების,
სამოქმედო გეგმების) კანონპროექტების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების
შემუშავებას და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას, უფლებამოსილების
ფარგლებში, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების გამოცემას,
შესაბამისი ნორმატიული აქტების აღსრულების სახელმწიფო კონტროლს;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში გარემოზე ზემოქმედების შეფასებას
აკვაკულტურის
კონსტრუქციების
დაპროექტების,
მშენებლობისა
და
ფუნქციონირების პროცესში;
დ) სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებებთან და უწყებებთან
შეთანხმებით, საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობისათვის
აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების დასამტკიცებლად წარდგენას
საქართველოს მთავრობისათვის;
ე) აკვაკულტურის საქმიანობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას;
ვ) სამეცნიერო კვლევებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების ხელშეწყობას
აკვაკულტურის მართვისა და განვითარების მხარდასაჭერად;
ზ)
აკვაკულტურის
საქმიანობასთან
დაკავშირებით
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
3. ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის ნებართვის გაცემას, ერთი
სარკმლის პრინციპით აკვაკულტურის სუბიექტების ხელშეწყობას აკვაკულტურის
ნებართვის გაცემისათვის საჭირო ლიცენზიის/ნებართვის ან თანხმობის მოპოვებაში
და კანონით დადგენილ ფარგლებში აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვას
ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო. გარემოს
7
ეროვნული სააგენტო:
ა) წარმოადგენს ამ კანონით აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ
ორგანოს;
ბ) კოორდინაციას უწევს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესს განაცხადის
წარდგენიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, აგრეთვე საზღვაო არეალის ზონირების,
აკვაკულტურის წარმოებისათვის აუცილებელი გარემოსდაცვითი მთხოვნების
შესახებ ინფორმაციის ინვესტორებისათვის ხელმისაწვდომობას;
გ) უზრუნველყოფს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით ნებართვის
მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შეთანხმებას დაინტერესებულ
ორგანოებთან, ხელს უწყობს ნებართვის მაძიებლს შესაბამის სახელმწიფო ან
ადგილობრივ ქონებაზე საჭირო უფლების მოპოვებაში უფლებამოსილი ორგანოების
მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დ) ამ კანონით განსაზღვრული მრჩეველთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე
აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს აძლევს თანხმობას უცხო სახეობის
შემოყვანაზე;
ე) მონაწილეობს აკვაკულტურის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების
შემუშავებაში;
ვ) ახორციელებს ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით
გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. აკვაკულტურაში გამოსაყენებელ საკვებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან,
აკვაკულტურის ობიექტების ჯანმრთელობის მართვასთან, სერტიფიცირებასთან
დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებას უზრუნველყოფს საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული
პირი
სურსათის
ეროვნული
სააგენტო,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. აკვაკულტურის უწყებათაშორისი კომიტეტი
1. აკვაკულტურის სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა
დაინტერესებული დაწესებულებების ჩართულობის უზრუნველყოფის, საზღვაო
წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ან გაგრძელების, მათ შორის,
აკვაკულტურისათვის
გამოყოფილი
ზონების
დადგენის
უწყებათაშორისი
თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით, ამ კანონის საფუძველზე იქმნება
აკვაკულტურის უწყებათაშორისი კომიტეტი.
2. აკვაკულტურის უწყებათაშორისი კომიტეტის შემადგენლობაში შედიან
შემდეგი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები:
8
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
გ) საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
3.
აკვაკულტურის
უწყებათაშორისი
კომიტეტის
უფლებამოსილებას
განეკუთვნება:
ა) აკვაკულტურის სფეროში სახელმწიფო დახმარებისა და სახელმწიფო ორგანოთა
კომპეტენციაში
შემავალი
უფლებამოსილებების
კოორდინირებული
განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების მიზნით საჭიროებების შეფასება და
სახელმწიფო ორგანოებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
გ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების თაობაზე
წინადადებების შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების
უზრუნველყოფა.
დ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის განაცხადის განხილვა
და რეკომენდაციის წარდგენა აკვაკულტურის ნებართვის გაცემის თაობაზე;
ე)
აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების მენეჯმენტის გეგმისა და
ეკოლოგიური მონიტორინგის დამტკიცების თაობაზე ნორმატიული აქტების
პროექტების განხილვა, საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ხელშეწყობის მიზნით,
წინადადებებისა დარეკომენდაციის შემუშავება;
ვ) უზრუნველყოფს ამ მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების
თანამშრომლობას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) ბათიმეტრიული და სხვა კვლევები;
ბ) გარემოსდაცვითი მონიტორინგი;
გ) საზღვაო სივრცითი დაგეგმვა;
დ) ისეთი მითითებების შემუშავება, რომლებიც კრძალავს ან ზღუდავს
აკვაკულტურის კონსტრუქციების ახლოს ნაოსნობას.
4. კომიტეტის პერსონალური შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზაცია და
გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 6. მრჩეველთა კომიტეტი
1. აკვაკულტურის მიზნებისათვის უცხო სახეობის წყლის ორგანიზმების
შემოყვანაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, აგრეთვე ამ კანონის შესაბამისად
დაკისრებული სხვა ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებულ სოფლის მეურნეობის
9
სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, მინისტრის ბრძანებით იქმნება აკვაკულტურის
მრჩეველთა კომიტეტი.
2. აკვაკულტურის მრჩეველთა კომიტეტი უზრუნველყოფს:
ა) მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის შემუშავებას უცხო სახეობის
შემოყვანაზე და მის წარდგენას გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის;
ბ) პროცედურების განსაზღვრას, რომლებიც წინ უძღვის წყლის ორგანიზმის
გაშვებას;
გ) უცხო სახეობის შემოყვანის რისკების ანალიზს და გარემოსდაცვითი
რისკების შეფასებას, მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
დ) კონსულტაციების გაწევასა და რეკომენდაციების წარდგენას სამინისტროსა
და გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის აკვაკულტურის განვითარებასთან
დაკავშირებული სამეცნიერო ასპექტებისა და მათი დანერგვის შესახებ;
ე) მინისტრის მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
3. აკვაკულტურის მრჩეველთა კომიტეტის შემადგენლობა და საქმიანობის წესი
განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი III. აკვაკულტურის ნებართვა
მუხლი 7. აკვაკულტურის ნებართვა
1. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება
აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე.
დასაშვებია
მხოლოდ
2. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სააგენტოს მიმართოს წერილობითი
განაცხადით (დასაბუთებული მოთხოვნით) სახელმწიფო ან ადგილობრივი
მნიშვნელობის წყლის ობიექტი, აგრეთვე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში
არსებული მიწის ნაკვეთი გამოყენებული იქნეს აკვაკულტურის საქმიანობისათვის და
მოითხოვის აკვაკულტურის ნებართვის გაცემა.
3. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა 20 წლამდე ვადით. ნებართვის ვადა შეიძლება
გაგრძელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, იმავე ვადით.
4. აკვაკულტურის ნებართვა მფლობელს ანიჭებს აკვაკულტურის ნებართვით
განსაზღვრული არეალის ფარგლებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების
უფლებას.
მუხლი 8. აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
10
1. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტოს) მიერ ამ კანონისა და
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა დაინტერესებული პირის დასაბუთებული
განაცხადის საფუძველზე და ამ კანონითა და მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
3. ნებართვის მაძიებლის განაცხადის წარმოდგენიდან 3 დღის ვადში იგი უნდა
გაეგზავნოს ყველა
ადმინისტრაციულ დაინტერესებულ ორგანოს, რომლებიც
უფლებამოსილნი არიან მიიღონ გადაწყვეტილება განაცხადში წარმოდგენილ
პირობებთან და შესაბამის ქონებაზე სხვა უფლებების (მათ შორის იჯარის
უფლებებთან) მოპოვებასთან დაკავშირებით. ამ პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს
სააგენტოს მიერ აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე მოსაზრების წარდგენის მიზნით
ეძლევათ ერთი თვის ვადა.
4. აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან
განცხადებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე გარემოს ეროვნული
სააგენტო ერთი თვის ვადაში ახორციელებს განაცხადის წინასწარ შესწავლას და
დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე განმცხადებელს
წარუდგენს იმ პირობებსა და მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში
სააგენტო გასცემს აკვაკულტურის ნებართვს. ერთი და იმავე ადგილზე ერთზე მეტი
განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, პირველი განაცხადის დასრულებამდე, სხვა
განაცხადების განხილვა გადაიდება. პირველი განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის
შემთხვევაში სხვა განაცხადები, რიგითობის მიხედვით განიხილება.
5. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემამდე, ამ პუნქტის
საფუძველზე წარდგენილი სანებართვო განაცხადი და დაინტერესებულ პირთა
მოსაზრებები განიხილება აკვაკულტურის უწყებათაშორისი კომიტეტის მიერ.
6. აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე (გაცემაზე უარის თქმის) საერთო ვადა არ
უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
თავი IV. მარიკულტურა
მუხლი 9. მარიკულტურა
1. მარიკულტურა, (შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის,
განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აკვაკულტურა) აკვაკულტურისათვის
გამოყოფილი ზონების დადგენა, იჯარისა და ნებართვის გაცემა ხორციელდება ამ
კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ამ მუხლით
დადგენილი დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით.
11
2. მარიკულტურა ხელს არ უნდა უშლიდეს (ზღუდავდეს) ზღვის სანაპირო ზოლის
თავისუფალ მისაწვდომობას.
მუხლი 10. აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონები
1. საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა
(აკვაკულტურა ხორციელდება) აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონებში;
2. აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონებს ადგენს საქართველოს მთავრობა
სივრცითი
დაგეგმვის
(საქართველოს
ტერიტორიული
ზღვის (წყლების ) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის და
გეგმარების) ფარგლებში, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და
სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
3. აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების დადგენა ხორციელდება
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებთან და დაინტერესებულ მხარეებთან
კონსულტაციების საფუძველზე.
4. აკვაკულტურის ზონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე, რომელსაც თან ახლავს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი
აქტები.
მუხლი 11. აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მენეჯმენტის გეგმა
1. აკვაკულტურის ზონების მართვის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ
მტკიცდება მენეჯმენტის გეგმა. მენეჯმენტის გეგმის მიზანია:
ა) ჯანსაღი გარემოს და ეკოლოგიური სერვისების შენარჩუნება;
ბ) აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) ადგილობრივი თემებისთვის სოციალური და/ან ეკონომიკური სარგებლის
უზრუნველყოფა;
დ) ადამიანის სხვადასხვა საქმიანობას შორის კონფლიქტების თავიდან
აცილება;
ე)
აკვაკულტურისათვის
გამოყოფილი
ზონების
ბუნებრივი
და/ან
კულტურული თავისებურებების დაცვა;
2. მენეჯმენტის გეგმა უნდა შეიცავდეს:
ა) გეგმის მიზანსა და ფარგლებს, საკანონმდებლო ჩარჩოსა და გეგმის
განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს;
ბ) აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების საზღვრების გეოგრაფიულ
აღწერილობას;
გ) აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონებსა და მიმდებარე ზონაში
არსებული რესურსების აღწერას;
დ) აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების გამოყენების სოციალეკონომიკურ ანალიზს;
ე)
აკვაკულტურის
საქმიანობის
აღწერილობას:
მოწყობილობები,
გამოყენებული სახეობები, წლიური წარმადობა, მცურავი საშუალებები, კვება და ა.შ.;
12
ვ) ტერიტორიის ადმინისტრაციული მენეჯმენტი: არსებული ნებართვები;
ზ) შუქურებისა და მონიშვნების მართვა და ფუნქციონირება;
თ) სამეცნიერო და ტექნიკური მონიტორინგი და მასში ჩართული უწყებები;
ი) აკვაკულტურის ცხოველთა ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის პროგრამა
და მენეჯმენტი;
კ) საგანგებო სიტუაციების გეგმების შემუშავება დაავადებების და სხვა
აუცილებელ შემთხვევებში (მაგ. დაღვრა, ნარჩენები და სხვ.);
ლ) ადგილობრივ თემებთან ურთიერთობა, რომელსაც ასევე შეიძლება ახლდეს
ინდიკატორები და პასუხისმგებელი პირები;
მ) სხვა ინფორმაცია, რომელიც ეხება აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის
სათანადო გამოყენებას და მართვას, აგრეთვე აკვაკულტურის საქმიანობის მდგრადობას.
3. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას აკვაკულტურისათვის
გამოყოფილი ზონის მენეჯმენტის გეგმის მოთხოვნები, რომელიც წარმოადგენს
სანებართვო პირობების ნაწილს.
მუხლი 12. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა
1. საზღვაო აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისა და აკვაკულტურის
დაცვის, თევზის მეურნეობის საზღვაო ეკოსისტემაზე შესაძლო შეუქცევადი
ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით მინისტრი ამტკიცებს გარემოსდაცვითი
მონიტორინგის პროგრამას.
2. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა ითვალისწინებს მონაცემთა
ჩაწერის სისტემისა და მათი ანალიზის პროცედურებს, ნებართვის გამცემისა და
აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს.
3. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა ასევე აღწერს ნიმუშების აღების
პროცესს და საქმიანობას, რომელიც საჭიროა გარემოს ხარისხის განსაზღვრის მიზნით და
ითვალისწინებს სხვა საჭირო ღონისძიებებს.
მუხლი 13. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის განაცხადის წარდგენა
1. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული
ზოგადი მოთხოვნების გარდა, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ა) ტექნიკური ინფორმაცია:
ა.ა. აკვაკულტურის კონსტრუქციიის/ების სქემატური-საპროექტო ნახაზი;
მოშენების სისტემა და მახასიათებლები, მოსაშენებელი სახეობები (თევზის და/ან სხვა
ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები, ინფორმაცია გენეტიკური
ფორმების (ჰიბრიდი, ტროპლოიდი და სხვა) შესახებ, ჩასმის სიმჭიდროვე; წლიური
წარმადობა, წლიურად მოხმარებული საკვები, მთლიანი მეურნეობის გეგმა;
ა.ბ. ჩასასმელი მასალის (ლარვები, ლიფსიტების, ახალმოზარდეულის და სხვა)
მიღების გზები;
13
ა.გ. საკვებისა და საკვები დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია
(მწარმოებელი, საკვებისა და საკვები დანამატების მარკა, საკვებისა და საკვები
დანამატების შემადგენლობა);
ა.დ.
სასუქების,
სტიმულატორების,
სამკურნალო-პროფილაქტიკური
პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სხვა ქიმიური საშუალებების
და სხვა მიკრობული ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია;
ა.ე. ინფორმაცია პროდუქციის წლიური ოდენობის შესახებ;
ა.ვ. საქმიანობის მეთოდების, ტექნოლოგიების, ტექნოლოგიური ციკლის
დეტალური აღწერა; გამოყენებული ტექნოლოგიები და მოწყობილობების აღწერა;
ა.ზ. საქმიანობის განხორციელების დეტალური გეგმა;
ა.თ. ინფორმაცია ველურ სახეობებზე თევზის დაავადების გავრცელების თავიდან
ასაცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ა.ი. ინფორმაცია აკვაკულტურის კონსტრუქციებიდან აკვკულტურის ობიექტების
გარემოში გაღწევის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ა.კ. მცურავი საშუალების და მისი ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია;
ბ) გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბათიმეტრია, ტემპერატურა,
მარილიანობა, დინების სიჩქარე, ბენთოსური თემები, სენსიტიური საცხოვრებელი
ადგილები;
გ) გეოგრაფიული ინფორმაცია: საქმიანობის განხორციელების ადგილი, რუკები და
შემოთავაზებული თევზის მეურნეობის ადგილმდებარეობა (აკვაკულტურისათვის
გამოყოფილი ზონა), აგრეთვე სიღრმეების მითითება კონსტრუქციების გამოყენებისას.
დ) პროექტის ეკონომიკური გაანგარიშება და მონაცემები: კაპიტალის ინვესტირების
შესახებ ინფორმაცია, პროდუქციის მიახლოებითი ღირებულება, წლიური წარმოების
მოცულობა, წლიური საოპერაციო ხარჯები, ინვესტირებიდან ამონაგების ანალიზი და
სხვა.
ე) სოციალ-ეკონომიკური ინფორმაცია: სარგებელი, რომელიც დაკავშირებულია
მიმდებარე არეალში საქმიანობასთან (სამუშაო ადგილები და სხვა შესაბამისი
ინფორმაცია);
2. აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები, წარსადგენი დამატებითი
დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 14. საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის არეალის მონიშვნის
მოთხოვნები და მათი დაცვა
14
1. საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი
ვალდებულია:
ა) განათავსოს შუქურები, ტივტივები ან სანიშნები აკვაკულტურის ნებართვით
გაცემული არეალის მონიშვნისთვის;
ბ) დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს განათება ან სიგნალი ან სიგნალები ასეთ
შუქურებზე, ტივტივებზე ან მონიშვნებზე;
გ) დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს მონიტორინგისა და ზედამხედველობის სხვა
აუცილებელი მოწყობილობები.
2. დაუშვებელია აკვაკულტურის არეალის გასამიჯნად გამოყენებული
შუქურის, ტივტივის ან მონიშვნის, განათების, სიგნალის (რომელიც გამოიყენება ამ
შუქურისთვის, ტივტივასთვის ან მონიშვნისთვის) გადაადგილება, განადგურება,
დაზიანება ან შეცვლა.
თავი V . ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციები
მუხლი 15. აკვაკულტურის ნებართვის გაცემა ხმელეთზე განთავსებული
აკვაკულტურის კონსტრუქციების შემთხვევაში
1. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების შემთხვევაში,
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მაძიებელმა უნდა
წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:
ა) საქმიანობის განხორციელების ადგილი - მუნიციპალიტეტი, დასახლებული
პუნქტი ან ახლომდებარე დასახლებული პუნქტი, მდინარის აუზი;
ბ) იმ კონკრეტული ადგილმდებარეობის რუკა, სადაც იგეგმება აკვაკულტურის
საქიანობის განხორციელება, ფართობი, გეორგაფიული კოორდინატები;
გ) აკვაკულტურის კონსტრუქციიის/ების სქემატური-საპროექტო ნახაზი;
დ) აკვაკულტურის ობიექტები (თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის ქართული და
ლათინური სახელწოდებები, ინფორმაცია გენეტიკური ფორმების შესახებ, ჩასმის
სიმჭიდროვე;
ე) ჩასასმელი მასალის (ლარვები, ლიფსიტების, ახალმოზარდეულის
მიღების გზები;
და სხვა)
ვ) საკვებისა და საკვები დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია
(მწარმოებელი, საკვებისა და საკვები დანამატების მარკა, საკვებისა და საკვები
დანამატების შემადგენლობა);
15
ზ) სასუქების, სტიმულატორების, სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების,
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სხვა ქიმიური საშუალებების და სხვა
ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია;
თ) ინფორმაცია პროდუქციის წლიური ოდენობის შესახებ;
ი) საქმიანობის
დეტალური აღწერა;
მეთოდების,
ტექნოლოგიების,
ტექნოლოგიური
ციკლის
კ) ინფორმაცია ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესახებ;
ლ) საქმიანობის განხორციელების დეტალური გეგმა;
მ) ინფორმაცია ველურ სახეობებზე დაავადების
ასაცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
გავრცელების
თავიდან
ნ) ინფორმაცია აკვაკულტურის კონსტრუქციებიდან აკვკულტურის ობიექტების
გარემოში გაღწევის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ო) მიწის ნაკვეთის
დოკუმენტი;
საკუთრების ან/და სარგებლობის
დამადასტურებელი
პ) წყლის ხარისხის ანალიზი (აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტით
განსაზღვრულ პარამეტრების შესაბამისად) და წყალსარგებლობის გეგმა.
2. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ კანონით გათვალისწინებული
დოკუმენტები ნებართვის გამცემს წარუდგინოს ელექტრონული ან მატერიალური
ფორმით.
3. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებული პირის
მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, ასევე დამატებითი ინფორმაცია.
თავი VI. აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული
სხვა საკითხები
მუხლი 16. გარემოზე ზემოქმედების შეფასება
1. აკვაკულტურასთან დაკავშირებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების
გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც
შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე განისაზღვრება
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ შემთხვევებში,
სკრინინგი ან სკოპინგის განცხადების წარდგენა და სკრინინგის გადაწყვეტილების
16
შესაბამისად
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასების
ანგარიშის
მომზადება
ხორციელდება საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.
მუხლი 17. აკვაკულტურის საქმიანობის საწარმოებლად იჯარის მოთხოვნა
1. საქართველოს წყლებში აკვაკულტურის საწარმოებლად აკვაკულტურის
სუბიექტს მოეთხოვება იჯარის ხელშეკრულება, რომელიც უფლებას აძლევს პირს
დაიკავოს ან გამოიყენოს საქართველოს წყლის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში,
აგრეთვე მიწის შესაბამისი ტერიტორია. იჯარის ხელშეკრულება კანონმდებლობით
დადგენილი წესით უნდა გაფორმდეს აკვაკულტურის სუბიექტსა და ქონების
განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს შორის.
2. აკვაკულტურის საწარმოებლად საჭირო იჯარა მოიცავს პირობებს, რომლებიც
ადგენს იჯარის ვადას და მისი განახლების შესაძლებლობას, საიჯარო ფართის
მდებარეობასა და კოორდინატებს, საიჯარო ქირას და სხვა პირობებს.
3. აკვაკულტურის საწარმოებლად საჭირო იჯარის უფლება გაიცემა არანაკლებ
აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადით და შეიძლება განახლდეს იმავე
ვადით, თუ აკვაკულტურის სუბიექტი არ არღვევს იჯარის ხელშეკრულების
პირობებს.
4. აკვაკულტურის
ინფორმაცია საჯაროა.
საწარმოებლად
გაცემული
იჯარის
უფლების
შესახებ
მუხლი 18. აკვაკულტურის ნებართვისა და აკვაკულტურის საწარმოებლად საჭირო
იჯარის უფლების ურთიერთდამოკიდებულება
1. აკვაკულტურის საწარმოებლად საჭირო იჯარის უფლება არ იძლევა იჯარით
აღებული არეალის გამოყენების უფლებას აკვაკულტურის ნებართვის გარეშე.
2. თუ გაუქმდება ან არ განახლდება აკვაკულტურის ნებართვა, რომელიც იძლევა
იჯარით აღებულ არეალში საქმიანობის უფლებას, ამ მუხლის საფუძველზე იჯარის
უფლება შეწყდება
3. თუ აკვაკულტურის საწარმოებლად საჭირო იჯარის უფლება შეწყდება ან
ამოიწურება, ამ მუხლის საფუძველზე გაუქმდება აკვაკულტურის ნებართვა, რომელიც
იძლევა იჯარით აღებულ არეალში საქმიანობის უფლებას.
მუხლი 19. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების პროცესში მიწით
სარგებლობა
17
1.
ხმელეთზე
განთავსებული
აკვაკულტურის
კონსტრუქციების
და
რეცირკულარული
აკვაკულტურის
სისტემების
გამოყენების
შემთხვევაში,
აკვაკულტურის სუბიექტის ესაჭიროება მიწაზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტი (იჯარის ხელშეკრულება, საკუთრების მოწმობა) იმ ტერიტორიაზე,
რომელზედაც მას სურს აკვაკულტურის საქმიანობა.
2. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აკვაკულტურის საქმიანობის
შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება
დადასტურებულად
ითვლება
აკვაკულტურის
სუბიექტის
საკუთრების
დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის ან სხვა მესაკუთრის წინასწარი
თანხმობის არსებობისას, აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, დადოს
შესაბამის პირთან მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულება.
ხელშეკრულება (თანხმობა) ძალაშია არანაკლებ აკვაკულტურის ნებართვის
მოქმედების
ვადით.
აკვაკულტურის
ნებართვის
ვადის
გაგრძელებამდე
აუცილებელია აღნიშნული ხელშეკრულების (თანხმობის) ვადის გაგრძელება.
3. აკვაკულტურის სუბიექტების მიერ შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი
მნიშვნელობის წყლის ობიექტის მიმდებარედ არსებული, აკვაკულტურისათვის
საჭირო მიწით სარგებლობა რეგულირდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან (მათ
შორის, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან)
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 20. ნებართვის გადაცემა
1. აკვაკულტურის ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის დასაშვებია მხოლოდ
სააგენტოს მიერ ასეთი გადაცემის დამტკიცების შემთხვევაში. ნებართვის გადაცემის
შემთვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს
ნებართვის გამცემს და ნებართვის მიმღებმა უნდა დაადასტუროს სანებართვო
პირობების შესრულების შესაძლებლობა. ნებართვის მიმღებმა უნდა დაადასტუროს
სანებართვო პირობების შესრულების შესაძლებლობა, რის საფუძველზედაც
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტოს 3 დღის ვადაში შეაქვს
ცვლილებები სანებართვო რეესტრში და გასცემს სანებართვო მოწმობას.
2. თუ ნებართვის გადაცემამდე ნებართვის მფლობელი იმავდროულად იყო
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული პირი, რომელსაც
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ნებართვის მფლობელი და
ნებართვის მიმღები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემ უფლებამოსილ
ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავენ შესაბამის გადაწყვეტილებათა რეესტრში
ცვლილების შეტანის, გადაწყვეტილების დედნის მიღებისა და ამ გადაწყვეტილების
შესაბამისად გარემოსდაცვითი პირობების დადგენის მიზნით. ასეთ შემთხვევაში
18
გარემოსდაცვითი
პირობების
დარღვევისათვის
თითოეული
სუბიექტის
პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად, მისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად
განისაზღვრება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს
წარმოდგენილ განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს
შესაბამის გადაწყვეტილებას.
3. პირი, რომელსაც გადაეცა აკვაკულტურის ნებართვა პასუხისმგებელია
სანებართვო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე.
4. ნებართვის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა
მხოლოდ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების, დადგენილი მოთხოვნების
დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ნებართვის გამცემისათვის
აკვაკულტურის ნებართვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ,
ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამატებით
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
მუხლი 21. აკვაკულტურის სანებართვო პირობები
აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი
სანებართვო პირობები:
ა) დაიცვას პროდუქციის წარმადობის ზღვრული მოცულობები;
ბ) უზრუნველყოს აკვაკულტურის კონსტრუქციებიდან აკვკულტურის ობიექტების
გარემოში გაღწევის პრევენციული ღონისძიებები.
გ)
გაატაროს
ღონისძიებები
თევზის
დაავადების
გავრცელების
თავიდან
ასაცილებლად;
დ) მოაშენოს აკვაკულტურის ობიექტების ის სახეობები, რომლებიც განსაზღვრულია
ნებართვით და დაიცვას ჩასმის სიმჭიდროვის მოთხოვნები;
ე) უზრუნველყოს წყლის ხარისხის სისტემატური მონიტორინგი და წყლის გაწმენდა
მოხმარებული წყლის ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩადინებამდე;
ვ) დაიცვას ჰიგიენური და სანიტარული მოთხოვნები;
ზ) უზრუნველყოს აკვაკულტურის ნებართვის ვადის გასვლის ან აკვაკულტურის
ნებართვის
გაუქმების
შესახებ
გადაწყვეტილების
ძალაში
შესვლის
შემდგომ
გაშვებული ორგანიზმების, განთავსებული და კონსტრუქციის/მოწყობილობის წყლის
ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის ადგილისა და მიმდებარე
ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება.
19
თ)
უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ
პირთა დაშვება საქმიანობის წარმოების ადგილზე.
ი)
უზრუნველყოს დაავადების ან/და თევზის დაღუპვის შემთხვევების შესახებ
უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებელი შეტყობინება;
კ) განახორციელოს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და სამკურნალო
საშუალებების, წყლის ცხოველური ორგანიზმების საქმიანობის არეალში მიღების ან
გადატანის შესახებ ჩანაწერების წარმოება და შენახვა;
ლ) წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში და სხვა მოთხოვნილი მონაცემები
და ჩანაწერები სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს;
მ)
უზრუნველყოს
მტაცებლებისაგან
დამცავი
ბადეებით
აკვაკულტურის
კონსტრუქციები და აკვაკულტურის არეალში შუქურების განთავსება და მონიშვნების
მოწყობა.
ნ)
უზრუნველყოს
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი
აქტით
განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა.
მუხლი 22. ნებართვის მფლობელის სხვა ვალდებულებები
1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონით,
აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა და სანებართვო პირობების შესრულება.
2. სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტებში
აკვაკულტურის კონსტრუქციებით აკვაკულტურის განხორციელებისას, ნებართვის
მფლობელი ვალდებულია ამ კანონით დადგენილ შემთვევაში და დადგენილი წესით
უზრუნველყოს
აკვაკულტურის
კონსტრუქციების
ადგილმონაცვლეობა.
ადგილმონაცვლეობა ხორციელდება ნებართვის გამცემის მოთხოვნიდან არაუმეტეს 3
თვეში.
3. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს
სამინისტროს აკვაკულტურის ობიექტში ნებისმიერი დაავადებული წყლის
ორგანიზმის არსებობის შესახებ, აგრეთვე მიაწოდოს
ინფორმაცია წყლის
დაბინძურებისა და გარემოს, წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების სხვაგვარი
გაუარესების შესახებ.
4. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს ამ
მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მითითება ან რეკომენდაცია.
20
5. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა,
რათა თავიდან აიცილოს დაავადების გავრცელება აკვაკულტურის ობიექტში ან
აკვაკულტურის ობიექტიდან, აკვაკულტურის პროდუქტების განადგურებისა და
დეზინფექციის ჩათვლით.
6. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას „ნარჩენების მართვის
კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები. დაუშვებელია საქართველოს წყლებში
აკვაკულტურის წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენების მოხვედრა.
7. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული
ზედამხედველი ორგანოების წერილობითი მომართვიდან 30 კალენდარული დღის
განმავლობაში მიაწოდოს აკავკულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მის
ხელთ არსებული ინფორმაცია.
8. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია ყოველწლიურად, 30 იანვრამდე
წერილობითი
ფორმით
მიაწოდოს
სამინისტროს
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია
გასული წლის (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) განმავლობაში
მოშენებული აკვაკულტურის ობიექტების ოდენობების შესახებ - სახეობების
მიხედვით. ასევე ინფორმაცია გასული წლის განმავლობაში აკვაკულტურის
კონსტრუქციების, ტექნოლოგიების, გამოზრდის ციკლის, აკვაკულტურის ობიქტების
სარეალიზციო ზომების, გამოყენებული საკვებისა და საკვები დანამატების (ოდენობა
სახეების მიხედვით) შესახებ.
9. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია მოაშენოს მხოლოდ
თევზის ან წყლის სხვა ორგანიზმების ის სახეობები და ოდენობა, რომელიც
მითითებულია ნებართვაში.
მუხლი 23. აკვაკულტურის ნებართვის გაუქმება
1. აკვაკულტურის ნებართვის გაუქმება ხორციელდება „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. თუ ნებართვის
გაცემიდან ხუთი წლის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა არ შეასრულა
სანებართვო პირობებით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებები,
აკვაკულტურის ნებართვა უპირობოდ უქმდება.
2. აკვაკულტურის ნებართვის ვადის გასვლის ან აკვაკულტურის ნებართვის
გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ ნებართვის
მფლობელი
ვალდებულია
განახორციელოს
გაშვებული
ორგანიზმების,
განთავსებული და კონსტრუქციის/მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და
აკვაკულტურის საქმიანობის ადგილი და მიმდებარე ტერიტორიის პირვანდელ
მდგომარეობაში დაბრუნება არაუმეტეს 6 თვეში.
21
3. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია თავად
უზრუნველყოს განთავსებული კონსტრუქციის/კონსტრუქციების დემონტაჟი და მისი
განხორციელების ხარჯები დააკისროს ნებართვის მფლობელს.
4. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს გარემოზე
მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII. აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვა
მუხლი 24. საკუთრება აკვაკულტურის ობიექტებზე
1. აკვაკულტურის კონსტრუქციებში სპეციალურად ჩასმული ჰიდრობიონტები,
ასევე ბაგირისა და სხვადასხვა ფორმის მყარი ფსკერულ კონტრუქციებზე, მათ შორის
ხელოვნურ რიფებზე მიმაგრებული ჰიდრობიონტები წარმოადგენენ აკვაკულტურის
სუბიექტის საკუთრებას, რომელიც დაცულია კანონმდებლობით.
2. ნებართვის მფლობელისა და ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული
უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლის გარდა, აკრძალულია ნებისმიერი
სახის (მათ შორის რეკრეაციული და სპორტული) თევზჭერა,
ასევე სხვა
ჰიდრობიონტების შეგროვება, ნებისმიერი სახის მცურავი საშუალებით გაადგილება,
გარდა ნებართვის მფლობელისა ან/და ამ კანონის 38-ე მუხლით უფლებამოსილი
ორგანოების კუთვნილი მცურავი საშუალებებისა.აკვაკულტურის კონსტრუქციიდან
50 მეტრის ფარგლებში. აღნიშნულ არეალში ნებისმიერი სხვა პირის ყოფნა ან
გადაადგილება დასაშვებია ნებართვის მფლობელის თანხმობით.
3. ნებისმიერ პირს ეკრძალება აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრულ
არეალში:
ა) დააბრკოლოს, ხელი შეუშალოს აკვაკულტურის სუბიექტს მოიპოვოს,
გადაიყვანოს/გადაადგილოს თევზი ან წყლის სხვა ორგანიზმი, ან აღჭურვილობა
(მოწყობილობა), რომელსაც იყენებს ნებართვის მფლობელი ამ არეალში თევზის ან
წყლის ორგანიზმის გამრავლების ან გაზრდის მიზნით;
ბ) ნებისმიერი სხვა ქმედების განხორციელება, რომელიც ზიანს აყენებს ან
რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ასეთ არეალს ან დააბრკოლოს ან ხელი
შეუშალოს აკვაკულტურის სუბიექტის მიერ აკვაკულტურის საქმიანობას.
4. აკრძალულია სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების
მიერ ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის
აკვაკულტურის საქმიანობის წარმოებას ან სხვაგვარად ხელყოფს აკვაკულტურის
სუბიექტის უფლებას.
5. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აკვაკულტურის სუბიექტი
ვალდებულია მოიპოვოს და ნებართვის გამცემს წარუდგინოს აკვაკულტურის
22
წარმოებისათვის
აუცილებელი
ლიცენზია/ნებართვა ან თანხმობა.
და
კანონით
გათვალისწინებული
სხვა
6. სახელმწიფო უზრუნველყოფს აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვას.
მუხლი 25. ნებართვის ვადის გაგრძელების უფლება
1. აკვაკულტურის სუბიექტს უფლება აქვს, ნებართვის ვადის გასვლამდე
არაუადრეს ექვსი და არაუგვიანეს სამი თვისა, მოითხოვოს ნებართვის ვადის
გაგრძელება არაუმეტეს 20 წლით.
2. აკვაკულტურის სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, კანონმდებლობით
დადგენილი პირობების არსებობისას, ნებართვის გამცემი იღებს ნებართვის ვადის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას.
3. ნებართვის გაგრძელებაზე პირს შეიძლება უარი ეთქვას თუ:
ა) ნებართვის მფლობელმა დაარღვია
წარდგენამდე სამი წლის განმავლობაში;
სანებართვო
პირობები
განაცხადის
ბ) თუ ნებართვის გაგრძელება ხელყოფს სხვა პირის უფლებებს;
გ) ნებართვის ვადის გაგრძელება არ შეესაბამება სივრცითი დაგეგმარების გეგმას;
დ) ქმნის გარემოსდაცვით რისკებს.
თავი VIII. ექსტენსიური აკვაკულტურა
მუხლი 26. ექსტენსიური აკვაკულტურის მიზანი
1. საქართველოს შიგა წყალსატევებში, წყალსატევის მუნიციპალური
კუთვნილების მიხედვით, აგრეთვე მდინარეთა მონაკვეთებზე, შეიძლება გაიცეს
აკვაკულტურის ნებართვა, რომელიც ითვალისწინებს ექსტენსიური აკვაკულტურის
განხორციელების უფლებას (შემდგომში - ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა).
2. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა მხოლოდ „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ
სასოფლო-სამეურნეო (თევზის მეურნეობის) კოოპერატივებზე. გამონაკლის
შემთხვევებში, სოციალური, ეკონომიკური ან სხვა საზოგადოებრივი ინტერესების
გათვალისწინებით, სხვა იურიდულ პირებზე გაცემა შესაძლებელია მხოლოდ
საქართველოს მთავრობის თანხმობით.
3. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვით მიკუთვნებულ წყალსატევში ან
წყალსატევის უბანზე თევზჭერა (გარდა სამოყვარულო, რეკრეაციული და სპორტული
თევზჭერისა) და წყალქვეშა ნადირობა, ასევე ჰიდრობიონტების შეგროვება
დაშვებულია მხოლოდ ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის
თანხმობით.
23
4. ტბაზე, წყალსაცავზე და ტბის ტიპის სხვა წყალსატევზე შეიძლება გაიცეს
მხოლოდ ერთი ექსტენსიური
აკვაკულტურის ნებართვა, ხოლო მდინარის
შემთხვევაში - რამდენიმე.
5. საქართველოს შიგა წყალსატევში ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის
არსებობისას, ამავე წყალსატევში სხვა აკვაკულტურის ნებართვების გაცემა დასაშვებია
მხოლოდ აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსებით.
6. საქართველოს მდინარეთა განსაზღვრულ მონაკვეთებზე ექსტენსიური
აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული შეზუდვა.
7. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე
მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნების გარდა,
ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ა) ინფორმაცია მეთევზეთა კოოპერატივში გაწევრიანებულ პირთა შესახებ
(სახელი გვარი, მისამართი, საქმიანობა და სხვა);
ბ)
წყალსატევის
დასახელება,
მუნიციპალიტეტი,
გეოგრაფიული
კოორდინატები;
გ) ინფორმაცია მეთევზეთა კოოპერატივის წევრების საკუთრებაში არსებული
თევზსაჭერი ბადე-იარაღების, მცურავი საშუალებების, ნავმისადგომის, დამხმარე
ნაგებობების და სხვა შესახებ;
დ) ადგილობრივ მეთევზეთა კოოპერატივის მიერ შემოთავაზებული
სანებართვო პირობები.
8. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებული პირის
მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.
9. ექსტენციური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას
წყალსატევი, წყლის ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გამოავლინოს შესაბამისი სამართალდარღვევის ფაქტები და შესაბამის ორგანოებს
დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.
10. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია
შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) აკვაკულტურა აწარმოოს მართვის გეგმის საფუძველზე;
ბ) დაიცვას თევზჭერის ვადები და წესები;
გ) დაიცვას თევზჭერის კვოტები;
დ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“
შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვის, მათი მრავალფეროვნებისა და
სიცოცხლისუნარიანი
პოპულაციების
შენარჩუნება,
აღწარმოების პროგრამები;
24
განახორციელოს
მათი
ე) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე მეურნეობაში
თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო
დოკუმენტაციის წარმოება;
ვ)
დაუყოვნებლივ
ჰიდრობიონტების
აცნობოს
შესაბამის
დაავადების,
მათი
სამსახურებს
საბინადრო
თევზისა
გარემოს
და
სხვა
გაუარესების,
განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ;
ზ) განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის
კომპლექსური ღონისძიებანი;
თ) განახორციელოს წყალსატევის დათევზიანება;
ი) იზრუნოს წყალსატევში წყლის ხარისხის შესანარჩუნებლად, არ დაუშვას თევზის
მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში;
კ) ნებართვის ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და
სხვა ჰიდრობიონტების გადაცემული მარაგის არსებობა;
ლ) აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები და შეატყობინოს უფლებამოსილ
ორგანოებს.
მ) უზრუნველყოს რეკრეაციული და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის
წყალსატევით
სარგებლობის;
სპორტული
და
რეკრეაციული
მიზნებისათვის
წყალსატევში თევზჭერის მიზნით წყალსატევის ტერიტორიაზე დაშვება;
11. ექსტენსიური აკვაკულტურის წარმოების მიზნით აკვაკულტურის ნებართვის
გაცემის
წესი
და
პირობები
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით.
თავი IX. შეზღუდვები აკვაკულტურის საქმიანობაში
მუხლი 27. ტერიტირიული შეზღუდვები
1. აკვაკულტურის საქმიანობა არ დაიშვება სასაზღვრო ზოლში (არა უმეტეს 500
მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება
სახელმწიფო საზღვარს).
2. სასაზღვრო ზოლში შესაბამისი საქმიანობა ხორციელდება „სახელმწიფო
საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. დაცული ტერიტორიის კატეგორიის მქონე წყლის ობიექტის ან დაცული
ტერიტორიის ფარგლებში არსებული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების
რეჟიმს ადგენს დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.
25
მუხლი 28. აკვაკულტურის საქმიანობის ფარგლები
1. აკვაკულტურის განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს წყალსატევის
მეთევზეობის პოტენციალის, წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების, თევზების საკვები
ბაზის
(ფიტოპლანქტონი,
ზოოპლანქტონი,
ზოობენთოსი,
ფიტობენთოსი,
პერიფიტონი
და
სხვა),
გარემოს
მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების,
იქთიოპარაზიტოლოგიური და იქთიოპათოლოგიური ფონის გაუარესება, ახალი
სახეობების ინტროდუქცია ან ბიოინვაზია.
2. აკრძალულია თევზის სახეობის ინტროდუქცია იმ ადგილებში, რომელიც
შეიძლება საზიანო იყოს შესაბამისი ადგილისათვის დამახასიათებელი და მობინადრე
თევზის სახეობებისათვის.
3. აკრძალულია აკვაკულტურის ობიექტების ჰიბრიდული ფორმების და უცხო
სახეობების მოხვედრა ბუნებრივ (ველურ) გარემოში.
4. აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული
კულტივირება და ინტროდუქცია.
ორგანიზმის
გარემოში
მუხლი 29. აკვაკულტურაში უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და
გავრცელება
1. აკვაკულტურის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს
წყლებში ნებისმიერი უცხო და ეგზოტიკური სახეობის შემოყვანა და გავრცელება
აკრძალულია სააგენტოს თანხმობის გარეშე, აკვაკულტურის მრჩეველთა კომიტეტის
დასკვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხმობა გაიცემა მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ უცხო ან ეგზოტიკური სახეობის შემოყვანა და გავრცელება არ
შეცვლის ან ზიანს არ მიაყენებს წყლის სხვა ცოცხალ რესურსებს, მათ ჰაბიტატებს და
შესაბამის ეკოსისტემას.
მუხლი 30. აკვაკულტურაში უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანის წესი
1. პირი, რომელსაც სურს უცხო სახეობის შემოყვანა ან გადაადგილება
აკვაკულტურის მიზნებისათვის, თანხმობის გაცემის მიზნით უნდა მიმართოს
სააგენტოს. განაცხადს თან უნდა დაერთოს ანგარიში, რომელიც მოიცავს ტექნიკური
პროცედურების ერთობლიობას და ინფორმაციას, რომელიც განისაზღვრება
მინისტრის მიერ.
2. უცხო და ეგზოტიკური სახეობის შემოყვანაზე გადაწყვეტილება სააგენტოს მიერ
მიიღება აკვაკულტურის მრჩეველთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე.
3. უცხო სახეობის შემოყვანაზე განაცხადის ფორმა, განაცხადზე თანდართული
დოკუმენტების ნუსხა, უცხო და ეგზოტიკური სახეობის შემოყვანის წესი და
26
პირობები, აგრეთვე შემოყვანის
მინისტრის ბრძანებით.
თანხმობის
გაცემის
ვადები
განისაზღვრება
მუხლი 31. აკვაკულტურის კვლევის თანხმობა
1. სამეცნიერო კვლევის, ან აკვაკულტურის ისეთი ტექნიკის, თევზჭერის მეთოდის ან
თევზსაჭერი მოწყობილობის ბიოლოგიური და კომერციული მდგრადობის კვლევის
მიზნით, რომლებიც არ გამოიყენება საქართველოს წყლებში, სააგენტო გასცემს
თანხმობას აკვაკულტურის კვლევაზე.
2. აკვაკულტურის კვლევის თანხმობა გაიცემა სამ წლამდე ვადით და არ
ექვემდებარება განახლებას. კვლევის მეშვეობით მიღებული შედეგები, დასკვნები და
ინფორმაცია გაზიარებული უნდა იქნეს სამინისტროსთვის.
მუხლი 32. აკვაკულტურის მიზნებისთვის
გადაადგილება
წყლის ცხოველური ორგანიზმების
აკვაკულტურის ობიექტის (წყლის ცხოველური ორგანიზმების) გადატანა
საქართველოს
ტერიტორიაზე
ხორციელდება
ვეტერინარული
მოწმობის
საფუძველზესაქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 33. აკვაკულტურისა პროდუქტების ბაზარზე განთავსება და იმპორტის
პირობების, სერტიფიცირების, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობასა და მის
პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. აკვაკულტურის პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის
პირობების, სერტიფიცირების მოთხოვნებისა და აკვაკულტურის ცხოველის
ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის
ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით.
2. აკვაკულტურის პროდუქციას გადატანისა და რეალიზაციისას უნდა ახლდეს
აკვაკულტურის
პროდუქტისადმი
კუთვნილების
სერტიფიკატი
(უნდა
ადასტურებდეს მის წარმოშობას აკვაკულტურიდან). აღნიშნული სერტიფიკატის
ფორმა და გაცემის წესიგანისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3.
სერტიფიკატის გაცემის (დადასტურების) უფლება აქვს აკვაკულტურის
ნებართვის მფლობელს.
თავი X. ინფორმაციის საჯაროობა
მუხლი 34. საზოგადოების მონაწილეობა აკვაკულტურსათან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. საზოგადოების მონაწილეობა აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში
27
აკვაკულტურასთანდაკავშირებით, იმ შემთხვევებში, რომელიც კანონის თანახმად
ექვემდებარება გზშ-ის ან სკრინინგის ჩატარებას, განისაზღვრება „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსით“.
2.
აკვაკულტურის
ნებართვასთან
დაკავშირებით
მიმდინარე
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ
მასალებზე ან საჯარო განხილვის დროს საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით
ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის სახით.
3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) საზოგადოებისთვის აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული
გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა;
ბ) საჯარო განხილვის ან კონსულტაციების ჩატარებისას გადაწყვეტილების
მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების
და საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღება, აგრეთვე მიღებული
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობა.
გ) ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული ეკოლოგიური მონიტორინგის
შედეგების გამოქვეყნება;
თავი XI. მონიტორინგი, კონტროლი და ზედამხედველობა
მუხლი 35. მონიტორინგის, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის
განმახორციელებელი ორგანოები
1. ამ კანონის უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე
ნებისმიერი პირი, ვინც ეწევა აკვაკულტურის საქმიანობას, ვალდებულია
ზედამხედველობის
განმახორციელებელ
ორგანოებს
მიაწოდოს
ინფორმაცია,
დოკუმენტები, ნიმუშები და სხვა მასალები და გაუწიოს სხვა სახის დახმარება, რომელიც
აუცილებელია ზედამხედველი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების
განსახორციელებლად.
2. ნებისმიერი პირი, რომელიც ეწევა აკვაკულტურის საქმიანობას,
ვალდებულია მისცეს ზედამხედველ ორგანოს ადგილზე, მოწყობილობებსა და
აღჭურვილობაზე შესვლისა და წვდომის უფლება, რომელიც დაკავშირებულია ამ
საქმიანობასთან, რომელიც აუცილებელია ზედამხედველი ორგანოების მიერ თავიანთი
უფლებამოსილების განსახორციელებლად.
მუხლი
36.
მონიტორინგის,
კონტროლისა
განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები
და
ზედამხედველობის
აკვაკულტურის საქმიანობაზე გარემოსდაცვით მონიტორინგს ახორციელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, ხოლო სახელმწიფო კონტროლს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ახორციელებენ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება −
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის
28
ეროვნული სააგენტო.
მუხლი 37. შესვლა, ინსპექტირება
1. ამ კანონის მიზნებისთვის, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:
ა) დაუბრკოლებლად შევიდეს და შეამოწმოს ნებისმიერი მიწის ნაკვეთი და
შენობა, ამ კანონის ან აკვაკულტურის ნებართვის პირობების ნებართვის მფლობელის
მიერ დაცვის მდგომარეობა;
ბ) მოსთხოვოს პირს ნებისმიერი ჩანაწერის ან დოკუმენტის წარდგენა, რომელიც
უნდა ჰქონდეს ამ პირს ამ კანონის მოთხოვნების მიხედვით, შეამოწმოს ეს ჩანაწერები,
გააკეთოს ნებისმიერი ასეთი ჩანაწერიდან ან დოკუმენტიდან ამონაწერი ან მათი
ასლები.
გ) დაუბრკოლებლად შევიდეს და შეამოწმოს ნებისმიერი აღჭურვილობა ან
მოწყობილობა,
რომელიც
გამოიყენება
აკვაკულტურის
საქმიანობის
განხორციელებისას.
დ) მოსთხოვოს პირს, რომ მან ინსპექტირების მიზნით უზრუნველყოს მის
მფლობელობაში არსებული ნებისმიერი საგნის წარმოდგენა ან დაცვა, თუ
უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს ამ კანონით განსაზღვრული
სამართალდაღვევის ჩადენის მტკიცებულებას;
ე) გადაიღოს ფოტო, ჩაატაროს გაზომვა, გააკეთოს ესკიზი ან ნახაზი და
გააკეთოს ჩანაწერი ნებისმიერი საშუალებით.
ვ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
2. უფლებამოსილმა პირმა, ამ კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობის
შესრულებისას, უნდა წარადგინოს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
3. დაუშვებელია უფლებამოსილ პირის ხელის შეშლა, შეფერხება, დააბრკოლება
ან შეცდომაში შეყვანა, რომელიც ახორციელებს დაკისრებულ უფლებამოსილებას ამ
კანონის შესაბამისად ან უფლებამოსილი პირის საქმიანობაში უკანონო ჩარევა.
4. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს უფლებამოსილი პირის
კანონიერი ინსტრუქცია, მითითება ან მოთხოვნა.
მუხლი 38. ეკოლოგიური მონიტორინგი
1. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გარემოს ეროვნული
სააგენტო
ახორციელებს
ეკოლოგიურ
მონიტორინგს,
რომელიც
უნდა
განხორციელდეს საზღვაო წყლებსა და შიგა წყალსატევებში განთავსებული
აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენების შემთხვევაში, ასევე ექსტენსიური
აკვაკულტურის საქმიანობისას აკვაკულტურის სუბიეტის მიმართ განსაზღვრულ
აკვატორიაში საქმიანობის დაწყებიდან ყოველ წელიწადში, მინიმუმ 2 სეზონზე.
2. ეკოლოგიური მონიტორინგის საფუძველზე აკვაკულტურის სუბიექტი
შეიძლება დაექვემდებაროს სავალდებულო ადგილმონაცვლეობას, თევზისა და სხვა
ჰიდრობიონტების ჩასმის სიმჭიდროვის შემცირებას, სხვადასხვა კონსტრუქციულ და
ტექნოლოგიური ცვლილებებს.
3. ეკოლოგიური მონიტორინგის მიზანია ასევე აკვაკულტურის სუბიექტის
გარემოსდაცვითი და სანებართვო პირობის შემოწმება. თუ ეკოლოგიური
29
მონიტორინგი გამოავლენს სანებართვო პირობის დარღვევას ან აკვაკულტურის
საქმიანობის განხორციელების გარემოსდაცვით მიზანშეუწონლობას, ტარდება
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ზომები და
ღონისძიებები.
4. ეკოლოგიური მონიტორინგის წარმოების წესები და სხვა პირობები
განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით
თავი XII. აკვაკულტურის ობიექტების (წყლის ცხოველური ორგანიზმების)
იმპორტი, გადამუშავება და ექსპორტი
მუხლი
39.
მიზნებისათვის
წყლის ცხოველური ორგანიზმების იმპორტი აკვაკულტურის
1. აკვაკულტურის მიზნებისთვის წყლის ცხოველური ორგანიზმების იმპორტი
ხორციელდება ვეტერინარული მოწმობის საფუძველზე საქართველოს მთავრობის
დადგენილების შესაბამისად.
2. სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს შეამოწმოს ნებისმიერი წყლის
ცხოველური ორგანიზმები იმპორტამდე ან იმპორტის შემდეგ.
3. სააგენტოს სხვა უფლებამოსილებანი აკვაკულტურის მიზნებისათვის წყლის
ცხოველური ორგანიზმების შემოყვანის, აკვაკულტურის პროდუქტების გადამუშავების,
ექსპორტის
სფეროში
განისაზღვრება
სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 40. აკვაკულტურის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება
სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს ინფორმაციას აკვაკულტურის შესახებ,
რომელიც მოიცავს ინფორმაციას აკვაკულტურის სუბიექტების, აკვაკულტურის
პროდუქციის, მოშენების ტექნიკისა და სხვა შესაბამის საკითხების თაობაზე.
თავი XIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 41. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:
ა) „აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი“.
ბ) „აკვაკულტურის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“
დადგენილება;
გ) „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ტერიტორიული ზონების
დადგენის შესახებ“;
დ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423
30
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
ე) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ნორმატიული აქტების მიღება.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2021
წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზიები, რომელიც
ითვალისწინებს შიგა წყალსატევების დათევზიანებას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას
ვადის გასვლამდე ან მათი კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებამდე. აღნიშნული
ლიცენზიების ვადის ამოწურვის ან კანონმდებლობის შესაბამისად, გაუქმების
შემთხვევაში,
ექსტენსიური
აკვაკულტურის
წარმოების
მიზნით
გაიცემა
აკვაკულტურის ნებართვა ამ კანონით დადგენილი წესით.
4. იმ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ ამ
კანონით მოწესრიგებულ აკვაკულტურის საქმიანობას, უფლება აქვთ გააგრძელონ
საქმიანობა და ვალდებულნი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში
უზრუნველყონ აკვაკულტურის ნებართვის აღება.
5. საქართველოს ტერიტორიული ზღვის (წყლების) და საქართველოს
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცითი დაგეგმარების განსაზღვრამდე,
აკვაკულტურის ნებართვის გაცემა საქართველოს საზღვაო წყლებში ხორციელდება ამ
კანონის შესაბამისად შექმნილი აკვაკულტურის უწყებათაშორისი კომიტეტის
რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ
აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების ფარგლებში.
მუხლი 42. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
31
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„აკვაკულტურის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლ
ემა, რომლ
ის გადაჭრასაც მიზნადისახავს კანონპროექტი;
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების
მიზნით სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების ეფექტიანი
გამოყენებისა და გარემოს დაცვის აუცილებლობით. თანამედროვე მსოფლიოში
აკვაკულტურამ განვითარების განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია, იგი სოფლის
მეურნეობის მძლავრ ინდუსტრიად და ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად
გადაიქცა, რომელიც მთელი რიგი ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანი
წილითაა (0,5 დან 1 პროცენტამდე) ასახული. ეს სექტორი უზრუნველყოფს სამუშაო
ადგილებს, რეგიონულ განვითარებას, მომიჯნავე ეკონომიკური დარგების/საქმიანობების
(თევზის საკონსერვო მრეწველობა, თევზის ფქვილისა და ზეთის წარმოება, თევზის
საკვების მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების, მათ შორის
მარცვლოვნებისა და პარკოსნების წარმოება, ქიმიური მრეწველობის რიგი
მიმართულებები, მათ შორის თევზის სამკურნალო და პროფილაქტუკური პრეპარატების,
ასევე სასუქების წარმოება და სხვა) განვითარებას, თანმდევი ფისკალური ეფექტებით.
2015 წელს მსოფლიოს მოსახლეობამ პირველად ისტორიაში საკვებად მოიხმარა ბუნებრივ
წყლებში ტრადიციული თევზჭერის შედეგად მოპოვებულზე უფრო მეტი
აკვაკულტურიდან მიღებული თევზეული. დღეისათვის მსოფლიო აკვაკულტურის
წლიურმა პროდუქციამ მიაღწია 180 მილიონ ტონას, რამაც თევზისა და თევზეულის
მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 53% -ს შეადგენს. ეს ტენდენცია იზრდება.
აკვაკულტურის დიდი პროგრესი შეინიშნება ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც
ხასიათდებიან საკმაოდ მწირი მტკნარი ჰიდრორესურსებით, მაგალითად ისრაელი,
იორდანია, საუდის არაბეთი, არაბთა გარეთიანებული საამიროები, ირანი, ესპანეთი,
სამხრეთ აფრიკა და სხვა.
მდგრადი აკვაკულტურის განვითარება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტის
მატარებელია, რადგან ამ მიმართულებით ძირითადად ხდება ისეთი სახეობების
კულტივირება, რომლებიც იმყოფებიან გადაშენების საფრთხის ქვეშ, ადგილობრივი
ბაზრის უზრუნველყოფა აკვაკულტურის პროდუქციით მნიშვნელოვნად ამცირებას
არალეგალური თევზჭერის რისკებს თანმდევი ბიო–კონსერვაციული ეფექტით.
სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალი არ არის სათანადოდ
გამოყენებული. 2019 წელს საქსტატის მიერ განხორციელებული აკვაკულტურის
მეურნეობების საპილოტე გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს
აკვაკულტურის წლიური საერთო პროდუქცია 2381 ტონას შეადგენს, რაც არსებულ
პოტენციურ შესაძლებლობებთან (დაახლოებით 30000 ტონა) შედარებით, ძალიან მცირეა.
ქვეყნის ტერიტორიის რელიეფური და კლიმატური თავისებურებები, უხვი
ატმოსფერული ნალექები და მიწისქვეშა წყლები, განსაკუთრებით შავი ზღვის აუზში -
ზედაპირული ჰიდრორესურსების უხვწყლიან და ხშირ ქსელს განაპირობებს, რაც
ხელსაყრელ პირობებს ქმნის ხდის აკვაკულტურის განვითარებისათვის.
საქართველოს შავი ზღვის სანაპირო გამოირჩევა საზღვაო აკვაკულტურის
(მარიკულტურის)
განვითარების
კარგი
პირობებით,
რასაც განაპირობებს: ევტროფიკაციის დაბალი დონე, კარგად გამოხატული ზღვის
ნაპირგასწვრივი ნაკადები და შესაბამისად წყლის კარგი ცირკულაცია, შედარებით
მაღალი მარილიანობა, კარგი თერმული რეჟიმი - ყინულოვანი მოვლენების არარსებობა,
ვიწრო კონტინენტური შელფი - მაღალი სიღმეების სიახლოვე ნაპირის ხაზთან და სხვა.
შესაბამისად, მარიკულტურის (საზღვაო აკვაკულტურის) განვითარება ქვეყნის
მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეზერვია.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო აკვაკულტურის (მათ შორის
მარიკულტურის) პროდუქციით მნიშვნელოვნად მცირეა ევროპულ მაჩვენებლებთან
შედარებით. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც წყლის რესურსები საქართველოს
ძირითად ბუნებრივ სიმდიდრეს წარმოადგენს. ტერიტორიით უფრო მცირე და
აკვაკულტურის განვითარების ბევრად ნაკლები პირობების მქონე ქვეყნებშიც კი ამ
სექტორის პროდუქცია რამდენჯერმე მეტია საქართველოს პროდუქციაზე, მაგალითად,
მოლდოვის აკვაკულტურის პროდუქცია საქართველოზე დაახლოებით 4-ჯერ,
ხორვატიის 5-ჯერ, კვიპროსისა და მალტის დაახლოებით 2-ჯერ.
ა.ა.ბ) არსებულ
ი პრობლ
ემის გადასაჭრელ
ადკანონის მიღების აუცილ
ებლ
ობა;
აკვაკულტურის სფეროს გასავითარებლად საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის
შექმნა. აუცილებელია შეიქმნას ისეთი სამართლებრივი ნორმები, რომელიც
უზრუნველყოფს, რომ საბაზისო კანონმდებლობამ დაარეგულიროს აკვაკულტურის
მართვის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც ინვესტორებს მისცემს საქმიანობის
გარანტიებს, უზრუნველყოფს მათ ქონებრივ უფლებებს, გაუმარტივებს სახელმწიფო
ორგანოებთან ურთიერთობებს.
ამ სექტორის რეგულირების, მართვისა და განვითარების მიზნით სამართლებრივი ბაზის
შექმნის მნიშვნელობა არაერთგზისაა ხაზგასმული გაეროს სოფლის მეურნეობისა და
სურსათის ორგანიზაციის და ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტებში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალ
ოდნელ
ი შედეგები;
კანონპროექტი ხელს შეუწყობს როგორც ინვესტორების დაინტერესებას, ასევე სხვა
ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც უზრუნველყოფს აკვაკულტურის
შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას
როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. აკვაკულტურის
განვითარების პოტენციალს და მოთხოვნას ამ სექტორში საქმიანობაზე განაპირობებს
ასევე შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები:
ბოლო წლებში საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება დაახლოებით 17 000 - 22
000 ტონა თევზის (გაყინული, გაცივებული, გამხმარი, დამარილებული, შებოლილი,
პრესერვი, პასტერიზირებული კონსერვი) იმპორტი, რისი პოტენციური ჩანაცვლება
თავისუფლად შეუძლია ადგილობრივ აკვაკულტურას; ამასთან, ყოველწლიურად
იზრდება საერთაშორსიო ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა. თევზისა და
თევზეულის მოხმარება იზრდება ადგილობრივ მოსახლეობაშიც, მოსალოდნელია
ზრდის ტენდენციის შენარჩუნება მომდევნო წლებშიც;
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების არსებობა ქმნის
ხელსაყრელ გარემოს აკვაკულტურის პროდუქციის ექსპორტისათვის ევროკავშირის
ქვეყნებში, სადაც მზარდი მოთხოვნაა ორგანული აკვაკულტურის პროდუქციაზე;
აკვაკულტურის პროდუციაზე მაღალი მოთხოვნაა ყოფილი საბჭოთა კავშირის და ახლო
აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. მიუხედავად ამ მხრივ არსებული პოტენციალისა,
აკვაკულტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად
გვევლინება სწორედ საკანონმდებლო ბაზის არარსებობა. რის შესახებაც მიუთითებენ
საერთაშორისო ექსპერტები1. კანონპროექტის მიღებით:
ა) საქართველოს ექნება სამართლებრივი და ადმინისტრაციული ჩარჩო აკვაკულტურის
მართვისა და განვითარებისთვის;
ბ) არსებული საკანონმდებლო ბაზა აქცენტს გააკეთებს არა მხოლოდ სათევზე
მეურნეობების
რესურსების დაცვაზე და შესაბამისი წყლის ეკოსისტემების
კონსერვაციაზე, არამედ წარმოებაზე;
გ) მოქმედი სამართლებრივი დებულებები ტავმოყრილი იქნება ჩარჩო კანონში;
დ) აკვაკულტურის სხვადასხვა ფორმების ადმინისტრირება განხორციელდება
კოორდინირებულად, საერთო და ჰარმონიზებული პოლიტიკის პირობებში
კანონპროექტით განხორციელდება აკვაკულტურის ნებართვის გაცემის, საქართველოს
საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ზონების გამოყოფის, აკვაკულტურის საქმიანობის
განხორციელებისას გარემოსდაცვის, სურსათის უვნებლობისა და აკვაკულტურასთან
დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრა.
კანონპროექტით მოსალოდნელია საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის,
ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის, საქართველოს შიგა
წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, ნაკადულები, არხები,
წყალჭაობიანი ადგილები და სხვა წყლის პროდუქტების მოშენებისთვის ვარგისი
წყალსატევები) რაციონალური და ეფექტური სარგებლობის უზრუნველყოფა; წყლის
ორგანიზმების მოშენების და აღწარმოების, წყლის პროდუქტებისგან ხარსიხიანი და
უსაფრთხო საკვების წარმოების, წყლის გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის
ხელშეწყობა; წყლის ორგანიზმების მოშენებასთან და აღწარმოებასთან დაკავშირებული
ღონისძიებების ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფა. აკვაკულტურის პოტენციალის
გამოყენება და საზღვაო და შიგა წყლების აკვაკულტურის ეკოლოგიურად მდგრადი
განვითარების ხელშეწყობა;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტით აკვაკულტურა განისაზღვრება, როგორც წყლის ორგანიზმების (თევზი,
1
პიო ე. მანოა, სამართლებრივი განვითარების სამსახური (Development Law Service) ფაოს იურიდიული ოფისი
მაისი 2017, ტექნიკური ანგარიში, აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტის შემუშავება საქართველოს
მთავრობისთვის,
GCP /GEO/004/AUT: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება:
პოლიტიკის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელება
(სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENPARD) საქართველოს
პროგრამის ნაწილი)
მოლუსკები, კიბოსნაირები და წყლის მცენარეები) მოშენება (კულტივირება, გამოზრდა,
გამრავლება). წყლის ორგანიზმების მოშენება ნიშნავს გაზრდის ორგანიზებულ პროცესს,
მათ შორის, გამრავლებას ან ორგანიზმების რეგულარულ შენახვას და კვებას, ანდა
ორგანიზმების დაცვას მტაცებლებისგან ან სხვა მსგავსი ჩარევებისგან ორგანიზმების
ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლოობაში. მოშენება ასევე მოიცავს მათზე ერთი
ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებას; ამასთან, განისაზღვრება
აკვაკულტურის განხორციელების ძირითადი პრინციპები.
კანონპროექტით დგინდება აკვაკულტურის განხორციელების სპეციალური მოთხოვნები.
კანონპროექტით აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭება 20 წლის
ვადით. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ აკვაკულტურის მეურნეობა მომგებიანი
ხდება 4-7 წლის შემდგომ, შესაბამისად ეს ვადა საჭიროა იმისთვის, რომ პოტენციური
ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს მისი განხორციელება. ამ ვადის გასვლის
შემდგომ, აკვაკულტურის საქმიანობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში პირი
ვალდებული იქნება მოითხოვოს ნებართვის ვადის გაგრძელება ან ხელახლა გაიაროს
აკვაკულტურის განხორციელების უფლების მიღების მიზნით განსაზღვრული
პროცედურები. აღნიშნული ჩანაწერის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული
აკვაკულტურის განმახორციელებლი პირის მიერ საქმიანობის თვითნებური გაგრძელება
და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაგრძელებასთან
დაკავშირებული უარყოფითი პოზიციის შემთხვევაში, ობიექტური გარემოებების
არსებობისას, თუ პირის საქმიანობა ზიანს აყენებს გარემოს, სახელმწიფო და
საზოგადოებრივ ინტერესებს, არ მისცეს პირს აკვაკულტურის განხორციელების
გაგრძელების შესაძლებლობა.
დგინდება საქართველოს საზღვაო წყლებში ზონირების საფუძვლები და საქართველოს
მთავრობის შესაბამისი უფლებამოსილება. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობა
განხორციელდება და აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამისათვის სპეციალურად
გამოყოფილ სპეციალურ ზონებში, რომლის საზღვრებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესს,
აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის ვალდებულებებს.
დარგში კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით კანონპროექტით შესაბამისი
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით იქმნება აკვაკულტურის
უწყებათაშორისი კომიტეტი აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ან გაგრძელების, მათ
შორის, აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების დადგენის უწყებათაშორისი
თანამშრომლობის
კოორდინაციის
მიზნით.
აკვაკულტურის
უწყებათაშორისი
კომიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება: აკვაკულტურის მდგრადი განვითარების
და მიზანშეწონილი მართვის პოლიტიკისა და წყლის ცოცხალი რესურსებისა და მათი
ეკოსისტემების კონსერვაციის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; აკვაკულტურის
ნებართვის მაძიებლის განაცხადის წინასწარი განხილვა და რეკომენდაციის წარდგენა
აკვაკულტურის ნებართვის გაცემის თაობაზე; აკვაკულტურის სუბიექტისათვის
სანებართვო
პირობების
განსაზღვრის
შესახებ
გადაწყვეტილებების
მიღება;
აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების თაობაზე წინადადებების შემუშავება და
შეთანხმება.
კანონპროექტით, აკვაკულტურის მიზნებისათვის უცხო სახეობის წყლის ორგანიზმების
შემოყვანაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებულ უფლებამოსილ სამეცნიეროკვლევით დაწესებულებასთან, მინისტრის ბრძანებით იქმნება აკვაკულტურის
მრჩეველთა კომიტეტი. კომიტეტი უზრუნველყოფს: დასკვნის შემუშავებას უცხო
სახეობის შემოყვანაზე და მის წარდგენას გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის;
პროცედურების განსაზღვრას, რომლებიც წინ უძღვის წყლის ორგანიზმის გაშვებას;
უცხო სახეობის შემოყვანის რისკების ანალიზის და გარემოსდაცვითი რისკების
შეფასებას; კონსულტაციების გაწევა და სამინისტროსათვის რეკომენდაციების წარდგენა
აკვაკულტურის განვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო ასპექტებისა და მათი
დანერგვის შესახებ;
კანონპროექტით დგინდება ექსტენსიური აკვაკულტურის განხორციელების
სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, საქართველოს შიგა წყალსატევებში,
წყალსატევის
მუნიციპალური
კუთვნილების
მიხედვით,
შეიძლება
გაიცეს
აკვაკულტურის ნებართვა, რომელიც ითვალისწინებს ექსტენსიური აკვაკულტურის
განხორციელების უფლებას. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა მხოლოდ
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
შექმნილ სასოფლო-სამეურნეო (თევზის მეურნეობის) კოოპერატივებზე. გამონაკლის
შემთხვევებში, სოციალური, ეკონომიკური ან სხვა საზოგადოებრივი ინტერესების
გათვალისწინებით, სხვა იურიდულ პირებზე გაცემა შესაძლებელია მხოლოდ
საქართველოს მთავრობის თანხმობით. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვით
მიკუთვნებულ წყალსატევში ან წყალსატევის უბანზე თევზჭერა, წყალქვეშა ნადირობა
ასევე ჰიდრობიონტების შეგროვება დაშვებულია მხოლოდ ექსტენსიური აკვაკულტურის
ნებართვის მფლობელის თანხმობით.
ამასთან, ტბაზე, წყალსაცავზე და ტბის ტიპის სხვა წყალსატევზე შეიძლება გაიცეს
მხოლოდ ერთი ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა, ხოლო მდინარის შემთხვევაში რამდენიმე. საქართველოს შიგა წყალსატევში ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის
არსებობისას, ამავე წყალსატევში სხვა აკვაკულტურის ნებართვების გაცემა დასაშვებია
მხოლოდ აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსებით. საქართველოს მდინარეთა
განსაზღვრულ მონაკვეთებზე ექსტენსიური
აკვაკულტურის ნებართვის გაცემა
შესაძლებელი იქნება როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე, ასევე სხვა მეწარმე
სუბიექტებზეც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
კანონპროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან სამოქმედო გეგმას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტის ძალაში შესვლა მიზანშეწონილია განხორციელდეს 2021 წლის 1
იანვრიდან. აღნიშნული თარიღი არჩეულ იქნა იმ პრინციპით, რომ კანონპროექტის
მიღებიდან გარკვეული დრო აუცილებელი იქნება მის ასამოქმედებლად საჭირო
საკადრო, ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების (მათ შორის
ნორმატიული აქტების გამოცემის) განსახორციელებლად. 2021 წლის პირველ იანვრამდე
კი გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლისთვის საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ იგეგმება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების და ასევე
საშუალოვადიან პერიოდში (2021 - 2024 წლები) დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო
ბიუჯეტი და გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი (რომელიც ფორმირდება
სახელმწიფო ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად). კერძოდ, ვინაიდან გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეკისრება ახალი
ფუნქციები აუცილებელია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს
დაემატოს 8 საშტატო ერთეული, ხოლო გარემოს ეროვმულ სააგენტოს 5 საშტატო
ერთეული,
რომელიც
პასუხისმგებელი
იქნება
კანონით
დაკისრებული
უფლებამოსილებების განხორციელებაზე. გარდა საშტატო ერთეულების ხარჯებისა, 2021
წელს და მომდევნო წლებში ყოველწლიურად სჭირო იქნება სხვა ხარჯებისათვის
(აღჭურვილობა და სხვა საჭირო ინვენტარი) 32 800 ლარი, ხოლო მომსახურების ხარჯები
52 320 ლარი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი იქნება მნიშვნელოვანი სტიმული აკვაკულტურის წარმოებით
დაინტერესებული პირებისათვის გამოიყენონ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო
სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრების წყლის
ობიექტები, რაც მათ შემოსავალს მოუტანს. ეს კი თავის მხრივ, გამოიწვევს დასაქმების
ზრდას, სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო და მოგების გადასახადის, ხოლო
ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის გადახდას და ამ მხრივ საბიუჯეტო
შემოსავლების ზრდას.
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე
დაკავშირებულია ახალი დასაქმებული თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადით
დაბეგვრასთან. კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის
საჭირო იქნება 8 საშტატო ერთეულის დამატება, აღნიშნულისა და აგრეთვე სხვა
ადმინისტრაციული ხარჯების დასაფინანსებლად საჭიროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან
196 720 ლარის გამოყოფა. აქედან შრომის ანაზღაურებისათვის საჭიროა 111 600 ლარი,
საიდანაც საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილი თანხებიდან
შემოსავლების ოდენობა შეადგენს 22 320 ლარს.
ამასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაემატება 5 საშტატო ერთეული, რომლისთვისაც
დამატებით შრომის ანაზღაურების სახით საჭირო იქნება 123 600 ლარის გამოყოფა
ყოველწლიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან. აღნიშნული თანხიდან
საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილი იქნება 24720 ლარი.
2024 წლიდან დგინდება აკვაკულტურის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც შეადგენს
200 ლარს. დღეისათვის არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა რამდენი იურიდიული პირი
ახორციელებს აკვაკულტურის სფეროში საქმიანობას. სხვადასხვა გათვლებით მათი
ოდენობა შეადგენს 1280 ერთეულს, ხოლო აქედან მეტ-ნაკლები დატვირთვით მუშაობს
730. ვინაიდან მათ ევალებათ 2 წლის განმავლობაში აიღონ ნებართვა, ხოლო მოსაკრებლის
ვალდებულება ძალაში შედის 2024 წლიდან მათი მხრიდან სანებართვო მოსაკრებლის
სახით თანხები არ არის მოსალოდნელი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
ვინაიდან კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლიდან, მას არ ექნება გავლენა
2020 წლის წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს 2021
წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას. 2021 წელს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის საჭირო იქნება შრომის ანაზღაურებისათვის
საჭირო ხარჯების გაზრდა, ასევე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის (საჭირო
ინვენტარი და ტექნიკა) და მომსახურების ხარჯების გამოყოფა, ხოლო 2022-2024 წლებში,
მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობისათვის საჭირო ხარჯი გამოაკლდება, რადგან
იგი ერთჯერადია და საჭირო იქნება მხოლოდ შრომის ანაზღაურებისა და მომსახურების
ხარჯების გამოყოფა ყოველწლიურად. კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტისათვის საჭირო იქნება 8 საშტატო ერთეულის დამატება, აღნიშნული
საშტატო ერთეულების შრომის ანაზღაურებისა და აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული
ხარჯების დასაფინანსებლად საჭიროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 196 720 ლარის
გამოყოფა. აქედან შრომის ანაზღაურებისათვის საჭიროა 111 600 ლარი. 2021 წელს სხვა
ხარჯებისათვის (აღჭურვილობა და სხვა საჭირო ინვენტარი) 32 800 ლარი, ხოლო
მომსახურების ხარჯები 52 320 ლარი. მისი ერთჯერადი ხასიათის გათვალისწინებით,
2022-2024 წლებისათვის სხვა ხარჯების თანხა საჭირო აღარ იქნება.
ამასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაემატება 5 საშტატო ერთეული, რომლისთვისაც
დამატებით შრომის ანაზღაურების სახით საჭირო იქნება 123 600 ლარის გამოყოფა
ყოველწლიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან. აღნიშნული თანხიდან
საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილი იქნება 24720 ლარი. 2021 წელს
სხვა ხარჯებისათვის (აღჭურვილობა და სხვა საჭირო ინვენტარი) 9 000 ლარი. მისი
ერთჯერადი აუცილებლობის გათვალისწინებით, 2022-2024 წლებისათვის სხვა ხარჯების
თანხა საჭირო აღარ იქნება.
2022-2024 წლების საშუალოვადიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის საჭირო იქნება 163 920
ლარის გათვალისწინება, ხოლო გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან
გამოსაყოფი თანხა შეადგენს 23 600 ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტს ექნება გავლენა იმ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტსა და გარემოს ეროვნული სააგენტოში, ვინაიდან ისინი
აიღებენ ყოველთვიურ სარგოს ხელფასის სახით. გარემოსდაცვით ზედამხედველობის
დეპარტამენტს დაემატება 8 საშტატო ერთეული, რომელთა შრომის ანაზღაურებაზე
გაიცემა 111 600 ლარი. გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაემატება 5 საშტატო ერთეული,
რომელთა შრომის ანაზღაურებაზე გაიცემა 123 600 ლარს.
კანონპროექტი გავლენას მოახდენს აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც წყალსატევებზე
ახორციელებდნენ თევზჭერას, ვინაიდან აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შემდეგ მათ,
როგორც არაუფლებამოსილ პირებს, შეეზღუდებათ თევზჭერის უფლება აღნიშნულ
ობიექტებზე.
ამასთან, დღეისათვის არ არსებობს საზღვაო წყლებში ნებართვების გაცემის სისტემა და
რეგულაციების არარსებობის პირობებში მხოლოდ ერთი ასეთი ფერმა ფუნქციონირებს.
ზონირების განსაზღვრის შემდეგ აუცილებელი იქნება ნებართვის აღება და თუ
ზონირების ფარგლებში არ არის განთავსებული აღნიშნული კონსტრუქცია, საჭირო
იქნება მისი ადგილმონაცვლეობა. შესაბამისად, მას ექნება ფინანსური გავლენა
დაინტერესებულ პირზე და კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში შესაბამისობაში
უნდა იქნეს მოყვანილი აღნიშნული საქმიანობა ამ კანონის მოთხოვნებთან.
კანონპროექტი
დადებით
გავლენას
იქონიებს
აკვაკულტურის
წარმოებით
დაინტერესებული პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინაიდან მათ შეეძლებათ
საკუთარ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განათავსონ, აგრეთვე სახელმწიფო
საკუთრების წყლის ობიექტების განავითარონ აკვაკულტურის საქმიანობა, რაც მათ
შემოსავალს მოუტანს.
ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი ვალდებულებები აკვაკულტურის
სუბიექტებისათვის, ასევე გავლენას ახდენენ აკვაკულტურის სუბიექტებზე და შესაძლოა
იყოს დაკავშირებული შესაბამის ფინანსურ შედეგებთან. კერძოდ, ინფორმაციის
მიწოდების ვალდებულება, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება,
აკვაკულტურისათვის საჭირო სივრცის იჯარით აღებისათვის ხარჯების გაწევის
ვალდებულება, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ
აკვაკულტურის კონსტრუქციის წყალსატევიდან ამოღების ან გადაადგილების
ვალდებულება.
კანონპროექტით 2024 წლიდან დგინდება სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც შეადგენს
200 ლარს. დღეისათვის არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა რამდენი იურიდიული პირი
ახორციელებს აკვაკულტურის სფეროში საქმიანობას. სხვადასხვა გათვლებით მათი
ოდენობა შეადგენს 1280 ერთეულს, ხოლო აქედან მეტ-ნაკლები დატვირთვით მუშაობს
730. ვინაიდან მათ ევალებათ 2 წლის განმავლობაში აიღონ ნებართვა, ხოლო მოსაკრებლის
ვალდებულება ძალაში შედის 2024 წლიდან მათი მხრიდან სანებართვო მოსაკრებლის
სახით თანხები არ არის მოსალოდნელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი ითვალისწინებს აკვაკულტურის ნებართვის
შემოღებას, რომლის
გაცემისათვის 2024 წლიდან დგინდება სანებართვო მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით.
მისი გაანგარიშების ბაზისად აღებული იქნა ანალოგიური საქმიანობის შემთხვევაში
არსებული სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების ოდენობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტთან დაკავშირებით საექსპერტო მოსაზრებები წარმოადგინა გაეროს
სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) იურიდიულმა ოფისმა, ასევე
გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის
გენერალური კომისიის (GFCM) ექსპერტმა ჰამზა ჰუსამმა. კანონპროექტის შემუშავებისას
ასევე გათვალისწინებული იქნა საერთაშორისო ექსპერტის პიო ე. მანოას რეკომენდაციები
(სამართლებრივი განვითარების სამსახური (Development Law Service) ფაოს იურიდიული
ოფისი, მაისი 2017, ტექნიკური ანგარიში, „აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტის
შემუშავება საქართველოს მთავრობისთვის“, რომელიც წარმოდგენილი იქნა პროექტის
ფარგლებში GCP /GEO/004/AUT: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს
შესაძლებლობების განვითარება: პოლიტიკის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის
განვითარების სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელება (სოფლისა და სოფლის
მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENPARD) საქართველოს
პროგრამა). 2019 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა კანონპროექტის ფართო განხილვა
სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების მონაწილეობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილ
ება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლ
ემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილ
ების მიმოხილ
ვა, რომელ
იც მაგალ
ითად იქნა გამოყენებულ
ი კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილ
ვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო
წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი,
გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი,
კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე,
კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია.