„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„აკვაკულტურის შესახებ“
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 862 მუხლი:
„მუხლი 862. აკვაკულტურის საქმიანობის წარმოების წესების დარღვევა
1. აკვაკულტურის საქმიანობა ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
2. აკვაკულტურის ნებართვის პირობების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
3. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნებისა და
აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა.
- გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. კოდექსის 222-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 222. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
დაცული ტერიტორიების სააგენტო
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე,
512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე
მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული
საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით,
825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში),
84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით, (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა),
862, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1282−128
მუხლებით და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა)
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
2. ამ კოდექსის 583, 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე2 ნაწილებით, 854 მუხლით, 86-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-9, მე-13, მე-17 და მე-20
ნაწილებით, 862, 872, 873, 893 და 1282 მუხლებით და 151-ე მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს
ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ
ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით
ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია
ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და
სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე
დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“.
5
3. კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 57
1 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე,
593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–79
5
მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის
ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 862, 871–873 და 89-ე–
893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით და
151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
უფლებამოსილი
თანამშრომლები.“.
მუხლი 2. ეს კანონის ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
წარმოდგენილი
კანონპროექტი
გამომდინარეობს
„აკვაკულტურის
შესახებ“
კანონპროექტიდან. „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტითა და აკვაკულტურის
ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულია აკვაკულტურის განხორციელების
წესები და მოთხოვნები, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელია
ცვლილების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
კანონპროექტის
მიღების
აუცილებლობა
განპირობებულია
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
„აკვაკულტურის
შესახებ“
კანონპროექტთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტით შესაძლებელი გახდება აკვაკულტურის რეგულირების წესების
დარღვევისათვის სანქციების დაწესება, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროში
სამართალდარღვევათა პრევენციას და აკვაკულტურის საქმიანობის წარმოებას
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად, აკვაკულტურის
სუბიექტების უფლებების დაცვას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტით აკვაკულტურის ნებართვის პირობებისა და აკვაკულტურის ტექნიკური
რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის
პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
გამომდინარე იქედან, რომ კანონის მიღება დაკავშირებულია „აკვაკულტურის შესახებ“
კანონის ამოქმედებასთან, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს 2021 წლის 1
იანვრიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ იგეგმება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების და ასევე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საშუალოვადიან პერიოდში (2021
- 2024 წლები) ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყარო არის
სახელმწიფო ბიუჯეტი. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს 2021 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას. კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტისათვის საჭირო იქნება 8 საშტატო ერთეულის დამატება, აღნიშნული
საშტატო ერთეულების შრომის ანაზღაურებისა და აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული
ხარჯების დასაფინანსებლად საჭიროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 196 720 ლარის
გამოყოფა. აქედან შრომის ანაზღაურებისათვის საჭიროა 111 600 ლარი. 2021 წელს სხვა
ხარჯებისათვის (აღჭურვილობა და სხვა საჭირო ინვენტარი) 32 800 ლარი, ხოლო
მომსახურების ხარჯები 52 320 ლარი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გადახდილი ჯარიმების სახით. კერძოდ, აკვაკულტურის
ნებართვის გარეშე აკვაკულტურის საქმიანობისა და სანებართვო პირობების დარღვევის,
აგრეთვე აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში პირს
დაეკისრება ჯარიმა შესაბამისად, 1000, 2000 და 500 ლარის ოდენობით. სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 2021-2022 წლებში გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება, ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე.
ამასთან, კანონპროექტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მათი გავლენა
დამოკიდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 862 მუხლის
დარღვევისათვის დაკისრებულ ჯარიმებზე. საჯარიმო სანქციების დაკისრება ამ
ეტაპისათვის არ მომხდარა, შესაბამისად, არ არსებობს კონკრეტული სტატისტიკა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის დამატებული საშტატო
ერთეულების შრომის ანაზღაურებიდან (111 600 ლარი), საშემოსავლო გადასახადის
სახით ბიუჯეტში გადახდილი თანხებიდან შემოსავლების ოდენობა შეადგენს 22 320
ლარს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
ვინაიდან კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლიდან, მას არ ექნება გავლენა
2020 წლის წლის ბიუჯეტის ხარჯვით კანონპროექტის მიღება გამოიწვევს 2021 წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
თანხის
გამოყოფას.
კერძოდ,
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის საჭირო იქნება 8 საშტატო ერთეულის
დამატება, აღნიშნული საშტატო ერთეულების შრომის ანაზღაურებისა და აგრეთვე სხვა
ადმინისტრაციული ხარჯების დასაფინანსებლად საჭიროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან
196 720 ლარის გამოყოფა. აქედან შრომის ანაზღაურებისათვის საჭიროა 111 600 ლარი.
2021 წელს სხვა ხარჯებისათვის (აღჭურვილობა და სხვა საჭირო ინვენტარი) 32 800 ლარი,
ხოლო მომსახურების ხარჯები 52 320 ლარი. მისი ერთჯერადი აუცილებლობის
გათვალისწინებით, 2022-2024 წლებისათვის სხვა ხარჯების თანხა საჭირო აღარ იქნება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სამართალდამრღვევის ხარჯების გაზრდას კანონით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. კერძოდ, ნებართვის გარეშე
საქმიანობისთვის 2000 ლარის, აკვაკულტურის ნებართვის პირობების დარღვევისათვის
1000 ლარის, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნებისა და
აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისათვის 500 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით აკვაკულტურის საქმიანობა ნებართვის გარეშე გამოიწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო აკვაკულტურის ნებართვის პირობების
დარღვევა - 2000 ლარის ოდენობით. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა
მოთხოვნებისა და აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა. - დაჯარიმებას
500 ლარის ოდენობით. კანონპროექტი ადგენს ჯარიმის თანხებს, რომლის გაანგარიშების
ბაზისად აღებული იქნა ანალოგიური საქმიანობის შემთხვევაში არსებული
სამართალდარღვევების ოდენობა, რომელიც ადეკვატური და პროპორციულია
სამართალდარდარღვევის პრევენციისათვის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი,
კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი
გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო
წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი,
გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია.