„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი, პაატა გოგოხია
ნომერი
#07-3/430/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„აკვაკულტურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 8000000 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) აკვაკულტურის ნებართვას დაქვემდებარებულ აკვაკულტურის საქმიანობას“. 2. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი: 161 აკვაკულტურის წარმოების მიზნით აკვაკულტურის კონსტრუქციებში გამოყენებული ბუნებრივი წყალი (კონსტრუქციის სრული მოცულობა) 1 მ3 0,1 საზღვაო წყლები 0,2 სხვა წყლები 3. მე-51 მუხლს მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ წელიწადში ერთჯერ, არაუგვიანეს 31 იანვრისა.“. მუხლი 2. ეს კანონის ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; წარმოდგენილი კანონპროექტი გამომდინარეობს „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტიდან. აკვაკულტურის საქმიანობა, როგორც სანებართვო საქმიანობა მოითხოვს სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განხორციელებას, რომელსაც უზრუნველყოს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. სააგენტოს დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა რეგულირების საფასური. აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისა და შემოწმების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დადგინდეს რეგულირების საფასური, რომელსაც გადაიხდიან აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელი პირები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის პროექტით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის გათვალისწინებული უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტით დგინდება რეგულირების საფასური გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ „აკვაკულტურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტით დგინდება რეგულირების საფასური, რომელიც 1 მ3 აკვაკულტურის წარმოების მიზნით აკვაკულტურის კონსტრუქციებში გამოყენებულ ბუნებრივ წყალზე (კონსტრუქციის სრული მოცულობის გათვალისწინებით) შეადგენს 0,1 ლარს საზღვაო წყლების შემთხვევაში, 0,2 ლარს სხვა წყლების შემთხვევაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; გამომდინარე იქედან, რომ კანონის სრულად ამოქმედებისთვის გარკვეული გარემოებებია აუცილებელი, იმისათვის რომ ინვესტორებს ხელი შეეწყოთ პირველ ეტაპზე აკვაკულტურის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ იგეგმება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; სააგენტოს მიერ აკვაკულტურის ნებართვების გაცემისა და სანებართვო პირობების განსაზღვრის, საკონსულტაციო, ეკოლოგიური მონიტორინგისა და სხვა ფუნქციების განსახორციელებლად დაგეგმილია გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაემატოს 5 საშტატო ერთეული, რომლისთვისაც დამატებით შრომის ანაზღაურების სახით საჭირო იქნება 123 600 ლარის გამოყოფა ყოველწლიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან. აღნიშნული თანხიდან საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილი იქნება 24720 ლარი, ხოლო 2021 წელს სხვა ხარჯებისათვის (აღჭურვილობა და სხვა საჭირო ინვენტარი) 9 000 ლარი. 2022-2024 წლების საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა არ იგეგმება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას მოახდენს გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით ხდება რეგულირების საფასურის შემოღება აკვაკულტურის წარმოების მიზნით აკვაკულტურის კონსტრუქციებში გამოყენებული ბუნებრივი წყლით სარგებლობისთვის. საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, აკვაკულტურისათვის გამოყენებული ტბორების საერთო ფართობი 2327.5, ხოლო აუზების საერთო ფართობი შეადგენს 25.9 ჰექტარს. აღნიშნულ კონსტრუქციებში გამოყენებული წყლის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 30 000 000 მ3. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულირების საფასურის სახით შემოსავლები შეადგენს დაახლოებით 6 000 000 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს ემატება 5 საშტატო ერთეული, რომლისთვისაც დამატებით შრომის ანაზღაურების სახით საჭირო იქნება 123 600 ლარის გამოყოფა ყოველწლიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან. აღნიშნული თანხიდან საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილი იქნება 24720 ლარი, ხოლო 2021 წელს სხვა ხარჯებისათვის (აღჭურვილობა და სხვა საჭირო ინვენტარი) 9 000 ლარი. 2022-2024 წლების საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა არ იგეგმება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება რეგულირების საფასურის გადახდის სახით, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას. საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, აკვაკულტურისათვის გამოყენებული ტბორების საერთო ფართობი 2327.5, ხოლო აუზების საერთო ფართობი შეადგენს 25.9 ჰექტარს. აღნიშნულ კონსტრუქციებში გამოყენებული წყლის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 30 000 000 მ3. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით რეგულირების საფასურის გაანგარიშების კრიტერიუმია აკვაკულტურის წარმოების მიზნით აკვაკულტურის კონსტრუქციებში გამოყენებული ბუნებრივი წყალი (კონსტრუქციის სრული მოცულობის გათვალისწინებით), რომელიც 1 მ3-ზე შეადგენს 0,1 ლარს საზღვაო წყლების შემთხვევაში, ხოლო 0,2 ლარი სხვა წყლების შემთვევაში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ არ გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია.