„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი, პაატა გოგოხია
ნომერი
#07-3/430/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„აკვაკულტურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონის 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. აკვაკულტურის ნებართვა“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; წარმოდგენილი კანონპროექტი გამომდინარეობს „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტიდან. „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტით აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად გათვალისწინებულია აკვაკულტურის ნებართვა, რომელიც მოეთხოვება აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელ პირს. აღნიშნული ნებართვის სახე უნდა აისახოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფით „აკვაკულტურის შესახებ“ კანონთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტით აკვაკულტურის საქმიანობა დაექვემდებარება ნებართვას, რომლის საშუალებითაც განხორციელდება სახელმწიფო კონტროლი სახელმწიფო რესურსებით ეფექტიანი სარგებლობისა და სხვა პირთა უფლებების სათანადო დაცვის მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტით დგინდება სანებართვო საქმიანობის დამოუკიდებელი სახე აკვაკულტურის ნებართვა, რის გამოც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ სანებართვო საქმიანობათა ჩამონათვალს ემატება აკვაკულტურის ნებართვა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; გამომდინარე იქედან, რომ კანონის სრულად ამოქმედებისთვის გარკვეული გარემოებებია აუცილებელი, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ იგეგმება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დადინანსების წყაროა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი. „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრული ფუნქციების დამატებასთან (მათ შორის, აკვაკულტურის ნებართვების გაცემასთან) დაკავშირებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაემატება 5 საშტატო ერთეული, რომლისთვისაც დამატებით შრომის ანაზღაურების სახით საჭირო იქნება 123 600 ლარის გამოყოფა ყოველწლიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან. აღნიშნული თანხიდან საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილი იქნება 24720 ლარი, ხოლო 2021 წელს სხვა ხარჯებისათვის (აღჭურვილობა და სხვა საჭირო ინვენტარი) 9 000 ლარი. ამ მიმართულებით, 2022-2024 წლების საშუალოვადიან პერიოდში სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა არ იგეგმება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც განპირობებულია ნებართვის გაცემის შედეგად სანებართვო მოსაკრებლის გადახდასთან დაინტერესებული პირების მიერ. სახელმწიფო რეგულირების სისტემის არარსებობის გამო ამ სფეროში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა რამდენი სუბიექტი ახორციელებს აკვაკულტურის საქმიანობას. არაოფიციალური მონაცემებით, მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 1280 ერთეულს. ხოლო აქედან მეტ-ნაკლები დატვირთვით მუშაობს 730-მდე მეურნეობა. მათ აქვთ უფლება 2 წლის ვადაში აიღონ ნებართვა. შესაბამისად, 2021 წელს არ არის მოსალოდნელი აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა. მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 200 ლარს. თუმცა მისი ამოქმედება განხორციელდება 2024 წლიდან. შესაბამისად, 2024 წლიდან მათ უნდა ჰქონდეთ ნებართვა. ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის, ასევე ახალი სუბიექტების დარეგისტრირების ყოველწლიური სავარაუდო ოდენობამ შესაძლოა მიაღწიოს 50-მდე სუბიექტს. მათგან ყოველწლიურად მისაღები მოსაკრებლის ოდენობაა 10 000 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრული ფუნქციების დამატებასთან (მათ შორის, აკვაკულტურის ნებართვების გაცემასთან) დაკავშირებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაემატება 5 საშტატო ერთეული, რომლისთვისაც დამატებით შრომის ანაზღაურების სახით საჭირო იქნება 123 600 ლარის გამოყოფა ყოველწლიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან. აღნიშნული თანხიდან საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილი იქნება 24720 ლარი, ხოლო 2021 წელს სხვა ხარჯებისათვის (აღჭურვილობა და სხვა საჭირო ინვენტარი) 9 000 ლარი. ამ მიმართულებით, 2022-2024 წლების საშუალოვადიან პერიოდში სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა არ იგეგმება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით აკვაკულტურის ნებართვისათვის დგინდება მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით. ამასთან, სანებართვო მოსაკრებლისაგან თავისუფლდება პირი 2024 წლის 1 იანვრამდე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით აკვაკულტურის ნებართვისათვის დგინდება მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია.