„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში, დიმიტრი ხუნდაძე
ნომერი
#07-3/467/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებებსა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამსაქმებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო; ბ) დასაქმება - წარმოადგენს იმგვარი სამუშაოს, მათ შორის დროებითი სამუშაოს მიღებას, რომელიც შესაბამისობაშია პირის განათლებასთან, მის მიერ გავლილ მოკლევადიან, პროფესიული საგანმანათლებლო კურსებთან ან პროფესიულ გამოცდილებასთან, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ შესაძლებლობებთან, რომლებიც მას მოეთხოვება სამუშაოს შესასრულებლად; გ) დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიება - ყველა ქმედებამომსახურება, რომლებიც მიეწოდება სამუშაოს მაძიებლებსა და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პირებს სამუშაოს მოძიებისა და პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად; ასევე მომსახურება, რომლებიც მიეწოდება დამსაქმებლებს შესაფერისი სამუშაო ძალის მოძიებაში დასახმარებლად. დ) დასაქმების კონსულტანტი - პირი, რომელიც ასრულებს ამ კანონით დადგენილ ღონისძიებებს სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისა და პოტენციური დამსაქმებლებისათვის სამუშაოს მაძიებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ე) დასაქმებული – ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს; ვ) დაცული სამუშაო ადგილი – წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან შეთანხმებით, იმგვარი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც შშმ პირისათვის არის ადაპტირებული. ზ) ერთი ფანჯრის პრინციპი - დასაქმების ხელშეწყობის გამარტივებული და ერთიანი პროცედურა, როდესაც სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებელი ყველა სახელმწიფო სერვისს იღებს ერთიან სივრცეში, რაც ემსახურება მატერიალური და დროის რესურსის დაზოგვას. თ) კარიერის დაგეგმვა - პროცესი, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებელს უკეთ დაგეგმოს პროფესიული პიროვნული მომავალი, მახასიათებლების, დაეხმაროს ინტერესების, სამუშაოს მაძიებელს საკუთარი შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, აირჩიოსან შეიცვალოს პროფესია; ი) კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი - პირი, რომელიც ადგენს სამუშაო მაძიებლის კარიერული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მუშაობს ამ გეგმის მუდმივ დახვეწასა და განვითარებაზე; კ) კერძო სექტორი - ყველა კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმეები, რომელიც ახორციელებენ სამეწარმეო, ან ასევე არასამეწარმეო, არამომგებიან საქმიანობას. ლ) მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი - სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებაგადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. მ) მოწყვლადი ჯგუფი − ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ფიზიკური, ფსიქიკური ან სოციალური მახასიათებლის გამო ხელი არ მიუწვდებათ ისეთ საზოგადოებრივ სიკეთეებზე, რაც სხვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. ნ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი - დასაქმების კონსულტანტი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით დადგენილ ღონისძიებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამუშაო მაძიებელთა დასაქმების მიზნით. ო) სააგენტო - ამ კანონის საფუძველზე შექმნილი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. პ) სამინისტრო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ჟ) სამუშაოს აქტიურად მოძიება - პირის აქტიური და გამიზნული ქმედებები ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის მიზნით, მათ შორის, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსში მონაწილეობის მიღება და სხვა ქმედებები; რ) სამუშაოს მაძიებელი - უმუშევარი, ან დასაქმებული, რომელიც აქტიურად ეძებს სამსახურს, შეუძლია მუშაობის დაიწყება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში და დარეგისტრირებულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში. ს) საშუამავლო საქმიანობა შრომით ბაზარზე - წარმოადგენს აქტივობათა ერთობლიობას, რომლებიც მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და უმუშევართა/სამუშაოსმაძიებელთა ერთმანეთთან დაკავშირებას. ტ) სტაჟიორი - დამსაქმებლის მიერ არაუმეტს 6 თვის ვადით დასაქმებული ფიზიკური პირები, რომლებიც არიან დროებით მივლენილი დამსაქმებელთან კვალიფიკაციის მიღებისან /და ამაღლების მიზნით. უ) უმუშევარი - შრომისუნარიანი პირი 16 წლიდან საპენსიო ასაკამდე, რომელსაც რეგისტრაციის დროისთვის არ აქვს ანაზღაურებადი სამუშაო. ფ) შესაფერისი სამუშაო - არის ისეთი სამუშაო, მათ შორის დროებითი სამუშაო, რომელიც შესაბამისობაშია პირის განათლებასთან, პროფესიასთან ან პროფესიულ გამოცდილებასთან ან მის მიერ გავლილ მოკლევადიან, პროფესიული საგანმანათლებლო კურსს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ფიზიკურ შესაძლებლობებთან, რომლებიც მას მოეთხოვება სამუშაოს შესასრულებლად და რომლის შესრულებისთვისაც განსაზღვრული , რომლის სრულ განაკვეთურ სამუშაოზე დარიცხული ანაზღაურება, სულ მცირე 2-ჯერ უნდა აღემატებოდეს იმ დროისათვის, ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს. ქ) შრომითი მიგრაცია საქართველოს - ქვეყნებს შორის გაფორმებული, მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით შეთანხმების საფუძველზე ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობა, უკან დაბრუნების პირობით და კვლავ წასვლის შესაძლებლობით. ღ) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა - სახელმწიფო ღონისძიებების ერთობლიობა სხვადასხვა სფეროებში, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის ფუნქციონირების, მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას და შრომის ბაზარზე მოთხოვნა–მიწოდებას შორის დისბალანსის შემცირებას შრომის ბაზრის მონაწილეთა ინდივიდუალური უნარების განვითარების გზით. მუხლი 3. კანონის მიზნები 1. კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის წარმოებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბრად ხელმისაწვდომობას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისათვის. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დებულებები ემსახურება: ა) ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებელს ისეთი სამუშაო ადგილის პოვნაში, რომელიც უზრუნველყოფს მის ღირსეულ ცხოვრებას. ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებელს დასაქმდეს კვალიფიკაციის შესაბამისად, მისთვის სასურველი პირობებითა და ღირსეული ანაზღაურებით; ბ) სამუშაოს მაძიებელთა პიროვნულ უნარებზე, ცოდნასა და კომპეტენციაზე მორგებული სამუშაო ადგილების შეთავაზებას; გ) უმუშევრობაზე მენტალური დამოკიდებულების შემცირებით, აამაღლოს უმუშევარ პირთა შრომის მოტივაცია; დ) სუბსიდირებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, ხარისხიანი განათლებით და სხვა ღონისძიებებით სახელმწიფოში უმუშევრობის დონის შემცირებასა და სოციალური კეთილდღეობის ამაღლებას. 3. ამ კანონის მიზანია დასაქმების ხელშეწყობის იმგვარი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს: ა) დასაქმების აქტიურ, საშუამავლო პოლიტიკას შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნამიწოდების ბალანსის მისაღწევად; ბ) დამსაქმებლისათვის შესაბამისი კომპეტენციის, სამუშაოს მაძიებელი პირების მოძიებას; გ) სამუშაოს მაძიებელთა სტიმულირებას სამუშაოს მიღების ან თვითდასაქმებისათვის; დ) საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე მორგებული სამუშაო ძალის ზრდას. მუხლი 4. დასაქმების ხელშეწყობის სამართლებრივი საფუძვლები დასაქმების ხელშეწყობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მათ საფუძველზე გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტები. თავი II კანონის პრინციპები მუხლი 5. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების ინდივიდულიზაცია 1. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები ორიენტირებულია სამუშაოს მაძიებელთა ინდივიდუალურ უნარებსა და შესაძლებლობებზე, მათი პიროვნული და პროფესიული განვითარების დონეზე. 2. მოწყვლადი ჯგუფების და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მიმართ, რომლებსაც ექმნებათ სირთულეები დასაქმების ხელმისაწვდომობაზე, სახელმწიფო უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მიდგომებს. მუხლი 6. საქმიანობის არჩევის თავისუფლება საკუთარი უნარებიდან და დასაქმების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს: ა) აირჩიოს დასაქმების შესაბამისი ადგილი, ფორმა და სახე; ბ) უარი თქვას დასაქმებაზე, თუ მას არ აქვს შესაბამისი უნარები შეთავაზებულ საქმიანობის განსახორციელებლად; გ) გაიაროს კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი. შესაბამისი მოკლევადიანი, მუხლი 7. დისკრიმინაციის აკრძალვა ამ კანონით აკრძალულია დისკრიმინაციის ყველა ფორმა, დასაქმების ხელშეწყობის პროცესში, გარდა იმ შემთვევებისა, როცა არათანაბარი მოპყრობა ემსახურება სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების შესაძლებლობების გათანაბრებას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება. მუხლი 8. მიუკერძოებლობა დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების განხორციელებისას, ხელშეწყობის განმახორციელებელი იურიდიული პირი ვალდებულია იმოქმედოს მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე. მუხლი 9. სამუშაოს მაძიებლის მოტივაცია კანონით დადგენილი დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები მიმართულია სამუშაოს მაძიებლის მოტივაციის ამაღლებისკენ, რომ მას ჰქონდეს მეტი სტიმული, იყოს დასაქმებული. მუხლი 10. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა 1. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები ორიენტირებულია შრომის ბაზრის და დამსაქმებლის მოთხოვნებზე. 2. სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიებები მიმართულია დამსაქმებლის პროფესიულ ინტერესებზე ორიენტირებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მომზადებაზე. 3. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ეფექტიანი მართვა ეფუძნება შრომის ბაზრის აქტუალური მოთხოვნების და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის საფუძველზე კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას. მუხლი 11. დასაქმების ხელშეწყობის უფასო სახელმწიფო სერვისი სახელმწიფოს მიერ დასაქმების ხელშეწყობის საშუამავლო საქმიანობა დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის არის უფასო. მუხლი 12. ერთი ფანჯრის პრინციპი 1. სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები დასაქმების სახელმწიფო სერვისების მიღებისას სარგებლობენ ერთი ფანჯრის პრინციპით. 2. ერთი ფანჯრის პრინციპი გულისხმობს, როგორც ფიზიკური სივრცის, ასევე ერთიან ელექტრონულ სისტემას. თავი III დასაქმების ძირითადი ფორმებია მუხლის 13. დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა დაკავშირება დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა დაკავშირება ხორციელდება ოთხი ძირითადი ფორმით: დასაქმება, დასაქმება შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით, სტაჟირება და დასაქმება საზღვარგარეთ. მუხლი 14. დასაქმება 1. პირის დასაქმებისას მხედველობაში მიიღება: ა) განათლება, მის მიერ გავლილი მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსი და პროფესიული გამოცდილება; ბ) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად; გ) მგზავრობის დრო, რომელიც საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ უნდა იყოს პირის თვიური შრომის ანაზღაურების 15 %-ზე მეტი და მგზავრობის ხანგრძლივობა ორივე მიმართულებით არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. დ) ყოველთვიური, სრული განაკვეთის შრომის ანაზღაურების, რომელიც სულ მცირე, 2ჯერ უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სამუშაოს შეთავაზებაზე სამუშაოს მაძიებლის მიერ 2-ჯერ დაუსაბუთებლად უარის თქმა ჩაითვლება სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლად. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტში განსაზღვრულ უარის თქმისას დაუსაბუთებლად არ შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი გარემოებები: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობა; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევით მიწოდებული ვაკანსია. გ) 7 წლამდე ასაკის მცირეწლოვან ან ნებისმიერი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე ზრუნვა; დ) პროფესიული მომზადების კურსებში მონაწილეობა. მუხლი 15. დასაქმება შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით 1. დასაქმება შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით წარმოადგენს დამსაქმებლისათვის მატერიალურ სარგებელს იმ სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით, რომელიც არის: ა) დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირი; ბ) სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირი; გ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები; დ) სხვა პირები, რომელსაც მთავრობა ამტკიცებს შესაბამისი დადგენილებით. 2. დამსაქმებელს შეუძლია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უმუშევრების დასაქმების მიზნით, მიმართოს სააგენტოს შრომის ანაზღაურების სუბსიდიის მიღების თაობაზე, თუ იგი სამუშაოს მაძიებელს სთავაზობს შრომით ხელშეკრულების გაფორმებას განუსაზღვრელი ან არანაკლებ 6 თვის ვადით. 3. სუბსიდიის გადახდის მიზნით, სააგენტო აფორმებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირთან ხელშეკრულებას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (ან პირობებს): ა) სუბსიდირებული პირის მონაცემებს; ბ) სუბსიდიის გადახდის ვადას; გ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას; დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს; ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობას. 4. შრომის ანაზღაურების სუბსიდია წარმოადგენს ერთ კალენდარულ თვეში დასაქმებულის შრომის ანაზრაურების 50 %–ით დაფინანსებას. 5. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სუბსიდირებას, იდება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს სუბსიდია მიეცემათ არაუმეტეს 3 თვისა. 6. დამსაქმებელი ვალდებულია დააბრუნოს სუბსიდიის ნახევარი თუკი შრომითი ურთიერთობა შეწყდება შრომით ხელშეკრულების დადებიდან 9 თვეზე ნაკლებ პერიოდში დამსაქმებლის ინიციატივით, შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე. 7. სუბსიდიის გაცემის შესახებ ხელშეკრულების შინაარსი და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონდებლობითა და მთავრობის დადგენილებით. მუხლი 16. სტაჟირება 1. სტაჟირება წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ სამუშაოს მაძიებლისათვის წარმოდგენილ ვაკანტურ ან პერსპექტიულ სამუშაო ადგილს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, მათი ცოდნის, უნარების გაუმჯობესების და შემდგომი დასაქმების მიზნით; 2. სტაჟირება გრძელდება 6 თვემდე ვადით. 3. სტაჟირებისას იდება სტაჟირების ხელშეკრულება სტაჟიორს, სააგენტოსა და დამსაქმებელს შორის. 4.დამსაქმებელი ვალდებულია სტაჟიორს გაუწიოს ზედამხედველობა. 5. სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია შეინახოს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღწერს მის მოვალეობებსა და დამსაქმებლის შეფასებას, სააგენტოოსთან შეთანხმებული შეფასების კრეტერიუმით, მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების თაობაზე. მუხლი 17. შრომითი მიგრაცია 1. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების მიზნით პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებული დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. 2. სააგენტო ახდენს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების მსურველთა შესაბამის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრაციასა და მათ კონსულტირებას. კონსულტირების დროს პოტენციურ შრომით მიგრანტებს მიეწოდებათ შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) ზოგადი ინფორმაცია ცირკულარული შრომითი მიგრაციის სარგებელისა და არალეგალური მიგრაციის რისკებზე; ბ) ინფორმაცია საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების არსებული შესაძლებლობების თაობაზე; გ) ზოგადი ინფორმაცია კონკრეტულ ქვეყანაში დროებით ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაციების შესახებ; დ) ინფორმაცია იმ სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვას მიმღებ ქვეყანაში. 3. სააგენტოს მიერ სამუშაოს მაძიებელი პირის საზღვარგარეთ დასაქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობის, სააგენტოს დებულებითა და კონკრეტულ ქვეყანასთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან მემორანდუმით განსაზღვრული წესებისა და პირობების თანახმად. 4. საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვა განსაზღვრული ხდება იმ სახელმწიფო ქვეყანაში მოქმედი დაწესებულებებისა შესაბამისი და კანონმდებლობით საქართველოს საკონსულო წარმომადგენლობების მეშვეობით. თავი IV დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები მუხლი 18. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები 1. დასაქმების ხელშეწყობის ყველა ღონისძიება ემსახურება სამუშაოს მაძიებელიპირის გამოცდილების, განათლების დონის, პროფესიული პროფილის, უნარების, საჭიროებებისა და მოლოდინების გათვალისწინებით შრომისუნარიან უმუშევარ დასაქმებულები. პირთა სამუშაოს მოტივირებას მაძიებლის და მათ დასაქმებას; ხელშეწყობას ასევე, გახდნენ 2. დასაქმების ხელშეწყობის პროცედურული ღონისძიებები გულისხმობს სამუშაოს მაძიებლისთვის, გულისხმობს სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციას, მათ პროფილირებას, დასაქმების შესაძლებლობების შეფასებას, კონსულტირებასა და ინფორმირებას. საჭიროების შემთხვევაში, მათთვის კარიერული განივთარების ინდივიდუალური გეგმის შედგენას, ასევე მოკლევადიანი პროფესიული და სხვა საგნამანათლებლო კურსების შეთავაზებას და ისეთი ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც ემსახურება სამსახურის მაძიებელთა გაძლიერებას თვითდასაქმების მიზნით. დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიება ასევე მოიცავს დამსაქმებელთა საჭიროების კვლევასა და მათთვის სამუშაო ძალის მოძიებაში დახმარებას. მუხლი 19. რეგისტრაცია 1. სამუშაოს მაძიებლად შეიძლება დარეგისტრირდეს პირი, რომელიც არის უმუშევარი ან არის დასაქმებული, თუმცა ეძებს სხვა მისთვის შესაფერის სამუშაოს. 2. პირი სამუშაოს მაძიებლად რეგისტრირდება ელექტრონულად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში/საგენტოში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში. 3. პირი ვერ დარეგისტრირდება სამუშაოს მაძიებლად თუკი: ა) არის 16 წლის და რეგისტრაციის პერიოდისთვის ირიცხება მოსწავლედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ბ) მიაღწია კანონით დადგენილ საპენსიო ასაკს; გ) იმყოფება სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან სარეზერვო სამსახურში; ე) ამ კანონის მე-20 მუხლის ა) ბ) გ) დ) პუნტების მიხედვით შეწყვეტილი რეგისტრაციიდან არ არის გასული 18 თვე. დ) არ არის საქართველოს მოქალაქე. მუხლი 20. სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის შეწყვეტა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) სამუშაოს მაძიებელი პირი სამჯერ არასაპატიო მიზეზებით არ გამოცხადდება სააგენტოში ვიზიტისთვის დადგენილ დროს; ბ) სამუშაოს მაძიებლი უარს ამბობს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე; გ) სამუშაოს მაძიებელმა, დაუსაბუთებლად ორჯერ უარი განაცხადა დასაქმებაზე ან მისი მიზეზით ორჯერ შეწყდა შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან, რომელთან დაკავშირებაც მოხდა სააგენტოს შუამავლობით. დ) სამუშაოს მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე; ე) სამუშაოს მაძიებლის გარდაცვალების საფუძველზე; ვ) 38-ე მუხლით დადგენილი მოვალეობების სისტემატური და უხეში დარღვევისას. ზ) დასაქმდა და აღარ სურს სხვა ახალი სამუშაოს მოძიება; მუხლი 21. რეგისტრირებულ პირთა მონაცემების დამუშავება 1. სამუშაოს მაძიებელთა ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემები, დასაქმების ხელშეწყობის მიზნებისათვის, ინახება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში. 2. რეგისტრაციისას აუცილებელია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების ამ კანონის მიზნებისთვის დამუშავებაზე. 3. სააგენტო ვალდებულია მის ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემები შრომის ბაზრისა და დასაქმების ღონისძიებების შედეგების შესახებ წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 4. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა რეესტრი მოიცავს: ა) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების საფუძველზე სამუშაოს მაძიებელთა პერსონალურ მონაცემებს, მათ რეგისტრაციის თარიღსა და დასაქმების ვადებს; ბ) ინფორმაციას პირისთვის მიწოდებული დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ; გ) ინფორმაციას დამსაქმებლებისა და მათ მიერ შეთავაზებული ვაკანსიების შესახებ, ასევე ინფორმაცია ვაკანსიებზე მოთხოვნილი პროფესიების, კვალიფიკაციებისა და უნარ-ჩვევების შესახებ; დ) ინფორმაციას სისტემაში დარეგისტრირებულ სამსახურის მაძიებელთა სტრუქტურის შესახებ; ე) ინფორმაცია სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსების შესახებ; ვ) სხვა ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კანონის მიზნების შესასრულებლად. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამუშავებს სააგენტოს მიერ მიწოდებულ მონაცემებს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით და წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 6. სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების პროცესის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. შესაბამისობას მუხლი 22. ინფორმირება 1. სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირების ღონისძიება მოიცავს ინფორმაციის სამუშაოს მაძიებლისადმი ინფორმაციის მიწოდებას ყველა დასაქმების ხელმშემწყობი ღონისძიებების თაობაზე. 2. სამუშაოს მაძიებელს ინფორმაცია მიეწოდებათ სამუშაოს მოძიებისა და, მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლის შესაძლებლობების, განათლების მიღების, ბიზნესის დაწყებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ, ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ არსებული დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. 3. ინფორმაციის მიწოდება ხდება რეგისტრაციიდან გონივრულად მოკლე დროში. 4. სააგენტოს მიერ ინფორმაცია მიეწოდება როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე დამსაქმებლებს. 5. ინფორმაცია სამუშაოს მაძიებელს შეიძლება მიეწოდოს როგორც ზეპირად ასევე წერილობით, საინფორმაციო ბეჭდური მასალის მიწოდებით პირადად, ტელეფონით, ვებგვერდზე მითითებით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მუხლი 23. პროფილირება 1. პროფილირების ღონისძიება გულისხმობს სამუშაოს მაძიებლის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოძიებას, რომელიც აუცილებელია მისი პროფესიული შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და დასაქმების პერსპექტივების განსაზღვრისთვის. 2. პროფილირების ღონისძიების დროს ხდება შესაფერისი სამსახურის მოძიებისათვის აუცილებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება. 3. სამუშაოს მაძიებლის პროფილირების შედეგზე დაყრდნობით დგება კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. 4. პროფილებისათვის აუცილებელია შეფასებულ იქნეს სულ მცირე შემდეგი საბაზისო მონაცემები: ა) პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) მონაცემები სპეციალობა; განათლების შესახებ: მიღებული კვალიფიკაცია, ხარისხი, გ) მონაცემები გავლილი სასწავლო კურსების, მათ შორის მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის, დამატებითი კვალიფიკაციის და დამატებითი უნარების შესახებ; დ) ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ: ხანგრძლივობა, პროფესიული სფერო; ე) ინფორმაცია სამუშაო სტაჟის წყვეტის შესახებ; ვ) მონაცემები ერთი ან რამდენიმე სასურველი სამუშაოს შესახებ სამუშაო სპეციალიზაციის, სამუშაო გრაფიკის, ადგილის და შრომის ანაზღაურების მითითებით; ზ) ინფორმაცია სამსახურის მოძიების გამოცდილების შესახებ; თ) ინფორმაცია დევნილის ან სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; ი) მონაცემები პირის თვითდასაქმების შესაძლებლობის/გამოცდილების შესახებ; კ) ინფორმაცია პირის სპეციალური საჭიროებების შესახებ. 5. პროფილირების ინსტრუქციას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 24. დასაქმების შანსების შეფასება 1. სამუშაოს მაძიებლის დასაქმების შანსის შეფასება ხდება სააგენტოს მიერ შემუშავებული მისი პროფესიული და ინდივიდუალური კრიტერიუმებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე, რომლის შედეგად ფასდება სამუშაოს მაძიებლის დასაქმების ალბათობა. 2. დასაქმების შანსების გამოთვლისათვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებს წარმოადგენს: ა) ასაკი; ბ) სქესი; გ) ოჯახური მდგომარეობა; დ) უცხო ენების ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ვ) უნარ-ჩვევები; ზ) უმუშევრობის ხანგრძლივობა; თ) განათლების სფერო და საფეხური; ი) საქმიანობის სფერო; კ) სამუშაო გამოდგილება ლ) სამუშაოს მაძიებლის სხვა უნარები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სხვა უნარებს შეიმუშავებს სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების ყოველწლიური კვლევის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით. შერჩეული კრიტერიუმები და მათზე მინიჭებული კოეფიციენტები უნდა იძლეოდეს ბენეფიციართა შეფასების საშუალებას დასაქმების ბაზარზე მათი ინტეგრაციისათვის. 4. მიღებული შედეგები ეცნობება სამუშაოს მაძიებელს, კონსულტირების დროს. მუხლი 25. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა 1. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის მიზანია ეფექტიანად და რეალისტურად დაიგეგმოს ის აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებელთა გააქტიურებას შრომის ბაზარზე, მისი კვალიფიკაციის გაუმჯობესებას, სამსახურის მოძიებასა და დასაქმებას. 2. დაგეგმვის საწყის წერტილად მიიჩნევა ბენეფიციარის კვალიფიკაცია, მიღებული უმაღლესი ან პროფესიული განათლების სფეროში. 3. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის ყველა ეტაპი გაწერილია დროში, იმგვარად რომ პირს ჰქონდეს ნათელი სურათი დასაქმების მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შესახებ. 4. სამუშაოს მაძიებელი კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის გაცნობით იღებს ინფორმაციას, კონკრეტული ეტაპის განხორციელების ყველა საჭირო რესურსსა და წინაპირობებზე. 5. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) სამუშაოს მაძიებლის პირადი მონაცემები, რომელიც პირის რეგისტრაციისას არის მითითებული. ბ) სამუშაოს მაძიებლის პროფესიული და სამუშაო უნარების აღწერა; ინფორმაცია მისი დასაქმების ხელშემწყობი სხვა უნარებისა და დასაქმების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ; გ) სამუშაოს მაძიებლისთვის/ბენეფიციარისთვის შესათავაზებელი დასაქმების სფეროების მიმოხილვას, პროფესიების აღწერას, სასურველი სამუშაო პირობების მითითებით. დ) სააგენტოსთან კავშირის საკომუნიკაციო საშულება. ე) გეგმის შემმუშავებელი პირის სახელი, გვარი და პოზიცია. 6. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ან სულ მცირე ერთ-ერთ ღონისძიებას: ა) დამსაქმებელთან დაკავშირება; ბ) სუბსიდირებით დასაქმება; გ) მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსი; დ) სტაჟირება; ე) დასაქმების სერვისი საქართველოს ფარგლებს გარეთ; ვ) ბიზნესის დაწყების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა. 7. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენისა და შეთანხმების მიზნით, სააგენტოს წარმომადგენელმა სამუშაოს მაძიებელ პირს უნდა ჩაუტაროს გასაუბრება. 8. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციიდან გონივრულად მოკლე ვადაში, სააგენტოს მიერ პირის ჩართულობით უნდა შედგეს მისი კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. 9. პირმა უნდა დაადასტუროს მისი კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. გეგმის შეცვლაც შესაძლებელია შესაბამისი, ახალი ობიექტური გარემოებების არსებობისას. პირმა ასევე უნდა დაადასტუროს ცვლილებები გეგმაში. მუხლი 26. კონსულტირება 1. სამუშაოს მაძიებლების კონსულტირება კომპეტენციებისა და ინტერესების უზრუნველყოფს მათი შესაძლებლობების, იდენტიფიცირებას, შემდგომი დასაქმების, მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსის და პროფესიის შერჩევის თაობაზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობას. კონსულტირება გულისხმობს რჩევის მიცემას დასაქმების ან პროფესიის შერჩევის, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობისა და კარიერის განვითარების სფეროში. 2. დამსაქმებელთა კონსულტირება ორიენტირებული მათთვის იმ რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც შეესაბამებიან არსებული ვაკანსიების მოთხოვნებს, ასევე, უზრუნველყოფს შერჩევის პროცესში მათ ხელშეწყობას. მუხლი 27. სამუშაოს მაძიებელის მიერ მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლა 1. თუ დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად სამუშაოს მაძიებელი პირი საჭიროებს მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლას სააგენტო მას აწვდის შესაბამის ინფორმაციას და აღნიშნული სასწავლო კურსის სამუშაო მაძიებელზე მიწოდებისთვის ატარებს შესაბამის ღონისძიებებს. 2. მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსის მიმართულება განისაზღვრება სამუშაოს მაძიებელი პირის ინტერესებიდან, შესაძლებლობებიდან და იმ სფეროში დასაქმების შანსებიდან გამომდინარე. 3. მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსის ფორმები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსისათვის გასაცემი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 28. თვითდასაქმებისა და მეწარმეობის შესახებ კონსულტირება და ხელშეწყობა, ფინან სებზე ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება 1. დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყების და ამისათვის ფინანსების ხელმისაწვდომობის თაობაზე კონსულტირება მიეწოდებათ სამუშაოს მაძიებლებს მოთხოვნისამებრ, სამართლებრივი, მარკეტინგული და ფინანსური მომსახურეობების, ეფექტური მართვის მეთოდების, ტექნიკისა და სხვა საკონსულტაციო მომსახურეობების ჩათვლით. 2. პირველ პუნქტში აღნიშნული მომსახურებები შეუძლიათ განახორციელონ დასაქმების სააგენტომ, ან ხელშეკრულების საფუძველზე პროფესიულმა ორგანიზაციებმა, ამ სფეროში სპეციალიზებულმა იურიდიულმა პირებმა ან სხვა იურიდიუმა პირებმა. 3. მომსახურებების მიწოდების წესი და პროცედურა განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. მუხლი 29. დამსაქმებელთა საჭიროებების კვლევა 1. შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა საჭიროების კვლევა ხორციელდება წელიწადში ერთხელ. 2. კითხვარის საშუალებით დადგენილი უნდა იქნეს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები, ასევე ის უნარები, რომელსაც დასაქმებული უნდა ფლობდეს შრომის ბაზარზე მაღალი დასაქმების შესაძლებლობების მოსაპოვებლად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კვლევაში მონაწილეობა დამსაქმებლებისათვის არის სავალდებულო. 4. საქართველოს ტერიტორიაზე დარეგისტრირებული ყველა იურიდიული პირი ვალდებულია წელიწადში ერთხელ ელექტრონული კითხვარების შევსების გზით სტატისტიკის ეროვნული სამსახურს მიაწოდოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისიწინებული კითხვარით მოთხოვნილი ინფორმაცია. კითხვარის შინაარსს განსაზღვრავს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სააგენტოსთან შეთანხმებით. 5. შედეგების ანალიზს ახდენს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დამსაქმებელთა გათვალისწინებული შრომის განხორციელების დროს. ბაზრის გამოკითხვის აქტიური შედეგები პოლიტიკის უნდა იქნეს დაგეგმვისა და მუხლი 30. დამსაქმებელთა ხელშეწყობა და მოტივაცია დამსაქმებელთა კონსულტირებისას დამსაქმებლისთვის ხდება სამუშაოს მაძიებლების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც შეესაბამებიან არსებული ვაკანსიების მოთხოვნებს. მუხლი 31. შრომისუნარიან უმუშევარ პირთა დასაქმების ხელშეწყობა 1.სააგენტო ხელს უწყობს შრომისუნარიან უმუშევარ პირთა დასაქმების მოტივაციის ამაღლებას და მათ გააქტიურებას დასაქმებისა და მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსში ჩართვის კუთხით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის სააგენტოს ღონისძიებები შესაძლებელია იყოს ინდივიდუალური კონსულტაციები და ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიები. მუხლი 32. სხვა ღონისძიებები სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სხვა ისეთი ღონისძიება, რომელიც ამ კანონით არ არის პირდაპირ გათვალისწინებული, მაგრამ ემსახურება სამუშაოს მაძიებლის დასაქმებას და ამ კანონის მიზნებს. თავი V მოწყვლადი ჯგუფების უპირატესი უფლებები და სახელმწიფოს ვალდებულებები მუხლი 33. სოციალური დახმარების მიმღები სამუშაოს მაძიებლები 1.სოციალური დახმარების მიმღები პირები ვალდებული არიან დარეგისტრირდნენ სააგენტოში სამუშაოს მაძიებლებად. 2. სააგენტო ხელს უწყობს სოციალური დახმარების მიმღები პირების დასაქმების მოტივაციის ამაღლებას. მუხლი 34. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 1.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შრომის ბაზარზე სარგებლობენ უპირატესი უფლებით. 2. ამ კანონით დადგენილი მომსახურებების მისაწოდებლად სააგენტო აწარმოებს იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღრიცხვას და დასაქმებისათვის მონაცემთა შეგროვებას, რომლებიც მას მიმართავენ. მონაცემები მოიცავს შშმ პირის საიდენტიფიკაციო დეტალებს, ინფორმაციას მისი შრომითი შეზღუდვების და შესაძლებლობების შესახებ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დოკუმენტაციას, რომლის თანახმადაც იგი მიჩნეულ იქნა შშმ პირად. 3. შშმ პირებს აქვთ პროფესიული რეაბილიტაციის უფლება, რომელიც უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. შესაბამისი პროფესიული რეაბილიტაცია მოიცავს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენას და ამ კანონი გათვალისიწინებულ ღონისძიებეს, სამუშაოს ან სხვა შემოსავლიანი აქტივობის შერჩევის, მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსის შეთავაზებით, სამუშაოს შეცვლისა ან შენარჩუნების მიზნით. 4. შშმ პირების მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსი წარმოადგენს მიზნობრივ ღონისძიებას რომლის მიზანია შშმ პირთა მომზადება შესაფერისი სამუშაოსთვის და მათთვის ცოდნის, უნარებისა და შერჩეული სამუსაოს შესრულებისათვის საჭირო უნარების შეძენა. მუხლი 35. დაცული სამუშაო ადგილები 1. დაცულ სამუშაო ადგილს ქმნის დამსაქმებელი სააგენტოსთან შეთანხმებით შშმ პირისათვის ადაპტირებული სამუშაო გარემოს შესაქმნელად. 2. დაცული სამუშაო გარემოს ადაპტირების ან შექმნისათვის სააგენტო უფლებამოსილია მოახდინოს დამსაქმებლის სუბსიდირება, იმ პირობით, რომ სამუშაო გარემო უნდა ფუნქციონირებდეს სულ მცირე 3 წლით. 3. დაცულ სამუშაო ადგილს შესაძლოა, ასევე, წარმოადგენდეს სპეციალური ვაკანსია, რომელიც დაკავებული იქნება მხოლოდ შშმ პირის მიერ. ამგვარი სამუშაო ადგილის სუბსიდირება წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული დამსაქმებელსა და სააგენტოს შორის წერილობითი ფორმით. 3.დაცული სამუშაო ადგილის სახეობები, მათი შექმნა და ადაპტირება, სუბსიდიების მოცულობა, დაცული სამუშაო ადგილის ნაწილობრივი გადახდა და თანამონაწილეობა დადგენილია სამინისტროსმიერ. მუხლი 36. შშმ პირების კონსულტირება დასაქმების მიზნით შშ პირების კონსულტირებას მათი დასაქმების მიზნით ახორციელებს სააგენტო მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა, უნარები და გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება. თავი VI დასაქმების ხელშეწყობაში ჩართული სუბიექტების უფლება - მოვალეობები მუხლი 37. სამუშაოს მაძიებელის უფლებები 1. სამუშაოს მაძიებელად დარეგისტრირებულ პირს უფლება აქვს: ა) აქტიური მონაწილეობა მიიღოს შემოთავაზებულღ ონისძიებებში; ბ) მიიღოს ინფორმაცია ვაკანსიებსა და საკვალიფიკაციო ან სხვა დაკავშირებულ მოთხოვნებზე; გ) მიიღოს რჩევები კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებით. დ) მოითხოვოს კარიერული განვითარების ინდივიდუალურ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა ან ცვლილება მის შინაარსში პირადი და დასაბუთებული ინტერესებიდან გამომდინარე. ე) უფასოდ მიიღოს სააგენტოს მიერ შეთავაზებული მომსახურება; 2. სამუშაოს მაძიებელად დარეგისტრირებულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ამ კანონის პრინციპების გამოყენება მის მიმართ. მუხლი 38. სამუშაოს მაძიებლის მოვალეობები სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია: ა) ჩაერთოს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში დასაქმების კონსულტანტთან ერთად და შეასრულოს გეგმაში განსაზღვრული მოვალეობები; ბ) სააგენტოს მიერ დადგენილ დროში, მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს მიერ შეთავაზებულ შესაბამის ღონისძიებებში და აქტივობებში. გ) სამუშაოს მაძიებლის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ცვლილების შესახებ 3 დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს; დ) გამოცხადდეს სააგენტოში მოწვევის მიღებიდან გონივრულ ვადაში; ე) არ განაცხადოს უარი შესაფერისი სამუშაოს შეთავაზებაზე, მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლაზე, ამ კანონისა და კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, მიიღოს აქტიური მონაწილეობა ყველა განსაზღვრულ ღონისძიებაში; ვ) წარადგინოს საკუთარი თავი დამსაქმებლებთან გასაუბრებებზე; მუხლი 39. დამსაქმებლის უფლებები 1. დამსაქმებელს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე კანდიდატთა შერჩევაში; ბ) წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიოს დასაქმებული პირი; გ) მონაწილეობა მიიღოს დასაქმების სახელმწიფო პროგრამებსა და ღონისძიებებში ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად; დ) უფასოდ მიიღოს დასაქმების სფეროში არსებული სახელმწიფო მომსახურებები; ე) გამოიყენოს ამ კანონითა და სხვა კანონმდებლობით მასზე მინიჭებული სხვა უფლებები. 2. სააგენტოს მიერ უფასოდ მიიღოს ამ კანონით დადგენილი მომსახურებები. მუხლი 40. დამსაქმებლის მოვალეობები 1. სააგენტოსთან თანამშრომლობაზე თანხმობის შემდგომ, დამსაქმებელი ვალდებულია: ა) დარეგისტრირდეს დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით; ბ) შესარჩევ კონკურსზე პირისთვის უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები; გ) შესარჩევი კონკურსის თაობაზე სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე გააგზავნოს შეტყობინება; დ) დადგენილი წესის შესაბამისად სააგენტოში დაარეგისტრიროს ვაკანსიები. 2. დამსაქმებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებელთა საჭიროებების ყოველწლიურ კვლევაში. 3. დამსაქმებელზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი პრინციპებით და სააგენტოსა და დამსაქმებელს შორის წერილობითი შეთანხმებით დადგენილი მოქმედების ვალდებულება. თავი VII შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის წარმოება, ანალიზი და დაგეგმვა მუხლი 41. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა 1. სახელმწიფო ახორციელებს შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას. 2. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის წარმოებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი. 3. უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი უზრუნველყოფს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ერთიან ანალიზს, უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას და შემდგომ დაგეგმვას. მუხლი 42. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ანალიზი 1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ანალიზს უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. ანალიზისას განსაკუთრებულად ექცევა ყურადღება ეკონომიკის სტრუქტურულ გავითარებას, უმაღლესი და პროფესიული განათლების სამუშაო ადგილების რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისობას ეკონომიკის მოთხოვნებთან, ახალი და გაუქმებული სამუშაო ადგილების რაოდენობას და გაუქმების მიზეზებს და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებიც სამუშაო ადგილებზე ახდენენ გავლენას. მუხლი 43. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვა 1. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვისას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებზე არსებულ მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების ადგილებს შორის ბალანსს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაგეგმვისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივა ქვეყნისათვის. 3. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვის საფუძველია ამ კანონის 42-ე მუხლით განსაზღვრული ანალიზი. მუხლი 44. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გასული წლის ანგარიშს და მომავალი წლის გეგმას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. თავი VIII დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელი სისტემა მუხლი 45. დასაქმების ხელშეწყობის სისტემა 1. დასაქმების ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება სახელმწიფოსა და შესაბამისი წესით, კერძო სექტორის მიერ. 2. დასაქმების ხელშეწყობა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ ცენტრალურ დონეზე, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით. 3. ამ კანონის 55-ე მუხლით დადგენილ შემთვევაში, დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს კერძო სექტორი. მუხლი 46. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება და საპარლამენტო კონტროლი 1. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. 2. საქართველოს პარლამენტი ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს დასაქმების ხელშეწყობის სფეროში. მუხლი 47. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დასაქმების ხელშეწყობის სფეროში შეიმუშაოს საკანონმდებლო აქტების პროექტები. 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დასაქმების ხელშეწყობის სფეროში შეიმუშაოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 3. შრომით მიგრაციისთან დაკავშირებით დადოს ხელშეკრულება უცხო ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან და ორგანიზაციებთან. მუხლი 48. უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის და ამ კანონით დადგენილი მიზნების ეფექტიანი შესრულების მიზნით იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 3 წარმომადგენელი. მუხლი 49. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილებები. 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე ხელს უწყობს პროფესიულ კონსულტირებასა და კარიერის დაგეგმვას. 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე, შესაბამის ეფექტიანი მექანიზმის შექმნით, ზრუნავს პროფესიის არჩევისა და კარიერის სწორად დაგეგმვის უნარების განვითარებაზე და სთავაზობს მოსწავლეებს, როგორც პროფესიული კონსულტირების, ისე კარიერის დაგეგმვის მომსახურებას. მუხლი 50. სამინისტროს უფლებამოსილებები 1. დასაქმების ხელშეწყობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და ტენდენციებზე დაკვირვება; ბ) სტრატეგიების, პროგნოზებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება დასაქმების, სამუშაოს მაძიებელთა მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსების უზრუნველყოფის მიზნით; გ) ნორმატიული ინსტრუმენტების შემუშავება და დამტკიცება დასაქმების, სამუშაოს მაძიებელთათვის მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსების უზრუნველყოფა შრომის ბაზარზე თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით; დ) დასაქმების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის წარმოება, სექტორული სტრატეგიების, ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გეგმებისა და პროგრამების შესრულება მონიტორინგი; ე) დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, დასაქმების სფეროში შეთანხმებების მომზადება და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების განხორციელება, ასევე შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ზომებისა უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ვ) საქმიანობის შესრულების ყოველწლიური ინდიკატორების შემუშავება და მათი გამოყენების დონის დადგენა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ყოველწლიური საქმიანობის/პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით. მუხლი 51. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველ, სამუშაოს მაძიებლების საკონსულტაციო მომსახურებას და მხარს უჭერს ამ მიმართულებით მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსების ორგანიზებას ჩამოყალიბებასა და ორგანიზებას. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სააგნეტოსთან კოორდინაციით ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლის მიერ სოფლად შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. მუხლი 52. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახორციელებს შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევასა და ანალიზს; ახდენს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების გამოვლენასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას დაინტერესებული უწყებებისთვის; 2. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიების/გაცვლის და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების მართვა და განვითარების მიმართულებით. მუხლი 53. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 1. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 2. სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 3. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიზანია მოქალაქეთა პროფესიული განვითარებისა და დასაქმებისხელშეწყობა. 4. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია ა) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სფეროში მომსახურებების გაწევა; ბ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება; გ) საქართველოს შრომის ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევა; დ) სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა და მოკლევადიანი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსების შეთავაზება, ასევე ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება; ე) საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების მიმდინარე და პერსპექტიული ტენდენციების გამოვლენის მიზნით, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, განხორციელება და ანალიზი; ვ) სამინისტროს მიერ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და/ან მომზადებაშიმონაწილეობა; ზ) სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, განვითარება და ანალიზი. თ) სააგენტოს თანამშრომელთა კომპეტენციის კრიტერიუმების განსაზღვრა. ი) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი, ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების განვითარების მიზნით სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ასრულებს მასზე შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე. 5. სააგენტო ფუნქციონირებს ცენტრალურ დონეზედა რეგიონალურად წარმომადგენლობებათა საშუალებით. მუხლი 54. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები 1.მუნიციპალიტეტის ორგანოები ხელს უწყობენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონალურ წამომადგენლობას თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაში. 2. მუნიციპალიტეტის კომპეტენცია დასაქმების ,,ადგილობრივი თვითთმმართველობის კოდექსის“ ხელშეწყობის სფეროში არის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით განახორციელონ შესაბამისი დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები სახელმწიფო სააგენტოს აქტივობების ხელშეწყობის/მხარდაჭერის მიზნით. მუხლი 55. დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობის გადაცემა სხვა იურიდიულ პირებზე 1. ამ კანონის მიზნების ეფექტიანად შესრულებისათვის, შესაძლებელია ხელშეკრულების საშუალებით დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობის განსაზღვრული ფუნქციის ან სამუშაოს შესრულება განსახორციელებლად გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 2. შესაბამისი მომსახურების გადაცემის და მომსახურების მიწოდების წესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) მომსახურების მომწოდებელი დასაქმების მომსახურებას ახორციელებს უფრო ეფექტიანად და სწრაფად. ბ) მომსახურების მომწოდებლის შეუძლია შესაბამისი ღონისძიებების მეტად ხარისხიანად განხორციელება, ვიდრე სახელმწიფოს. გ) მომწოდებელი შესაბამისი ღონისძიების განხორციელებას ამავე მუხლის ა) და ბ) პუნქტების გათვალისწინებით, ასრულებს ყველაზე ნაკლებ ფასად. თავი VII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 56. სააგენტოს უფლებამონაცვლეობა ამ კანონის ამოქმედებისთანავე ამავე კანონით გათვალისწინებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-110/ნ ბრძანებით გათვალისწინებული იგივე დასახელების სააგენტოს უფლებამონაცვლედ. მუხლი 57. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები 2021 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 47-ე-52-ე მუხლებით გათვალისწინებულმა სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 58. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-56-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი-56-ე მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სიღარიბე საქართველოსათვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რაც პირდაპირ კავშირშია დასაქმების საკითხთან. აღნიშნული, მათ შორის, დადასტურდა სოციოლოგიური კვლევით, რომელიც ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ნაძალადევის N17 სამაჟორიტარო ოლქში ჩატარდა. კვლევის საფუძველზე მოქალაქეების აბსოლუტური უმეტესობა უმთავრეს პრობლემად სწორედ დასაქმებას ასახელებს. ასევე, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელშიც ასევე, ბიზნესიც იყო ჩართული, შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლისთვის ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად რჩება დასაქმების მაძიებელთა მაღალი რაოდენობა, გამოუყენებელი სამუშაო რესურსი და დისბალანსი პროფესიების მოთხოვნა-მიწოდებას შორის. თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო, დასაქმების ხელშეწყობის კუთხით არის აქტიური, ქმედითი სახელმწიფო. ამგვარი სახელმწიფოს ხელისუფლება იღებს ვალდებულებას იზრუნოს მოქალაქეთა კეთილდღებაზე, რაც საბოლოო ჯამში, ქმნის ეკონომიკურად ძლიერ და პოლიტიკურად სტაბილურ საზოგადოებას. საქართველოს ისე, როგორც სხვა ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილის მიერ, დასაქმების პოლიტიკასა და მისი შედეგებზე ზრუნვა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხელისუფლების მხრიდან დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება იწვევს სამუშაო ბაზრის ეფექტურ სტიმულირებას, რაც თავის მხრიდან დადებითად აისახება მოქალაქეების კეთილდღეობასა და ეკონომიკური ზრდის ტემპების ზრდაზე. საჭიროა სახელმწიფოს მიერ წარიმართოს დასაქმების ხელშეწყობის იმგვარი აქტიური პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ, ერთმანეთთან დააკავშირებს სამუშაოს მაძიებელსა და ბიზნესს, მეორე მხრივ, ერთმანეთთან შესაბამისობაში მოიყვანს სამუშაოს მაძიებლების კვალიფიკაციასა და ქვეყანაში ბიზნესის მოთხოვნებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებული ადამიანების რაოდენობას და ხელს შეუწყობს ბიზნესს ხარისხის გაზრდაში, ისევე როგორც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ასევე, მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ადამიანების მოტივირება და მათთვის ისეთი სამუშაოს შეთავაზება, რომ შეძლონ ღირსეულად საკუთარი თავისა და ოჯახების რჩენა, საკუთარი პროფესიული უნარების განვითარება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; დასაქმების აქტიური პოლიტიკის დასახელებული სისტემური რეფორმა საჭიროებს საკანონმდებლო ჩარჩოს, იმისათვის, რათა კანონის დონეზე განისაზღვროს ის სისტემა, რომელმაც წარმატებით უნდა იფუნქციონიროს დასაქმების კუთხით. საკანონმდებო ცვლილებები ეფუძნება დასაქმების ხელშეწყობის საპილოტე პროექტს, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან წარმატებით ფუნქციონირებს ნაძალადევის N17 სამაჟორიტარო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის, სოფო კილაძის ბიუროს მიერ და რომელიც განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით. საპილოტე პროექტი, თავის მხრივ, ეფუძნება კვლევას, რომელიც ჩატარდა გერმანული და ავსტრიული გამოცდილებისა და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით. საპილოტე პროექტის შედეგების გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასაქმების აქტიური პოლიტიკა საქართველოს მაგალითზეც შეიძლება იყოს წარმატებული. კანონპროექტით გათვალისწინებული დასაქმების ხელშეწყობის სისტემური ხედვის გამყარება, მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ სასკოლო ასაკიდან, შესაბამისად კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე, შესაბამის ეფექტიანი მექანიზმის შექმნით, იზრუნებს პროფესიის არჩევისა და კარიერის სწორად დაგეგმვის უნარების განვითარებაზე და შესთავაზებს მოსწავლეებს, როგორც პროფესიული კონსულტირების, ისე კარიერის დაგეგმვის სერვისს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებლების დასაქმებას და მეორე მხრივ, ბიზნესს დასაქმებული ჰყავდეს კვალიფიციური კადრები. ის, ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნესისა და განათლების მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის უზრუნველყოფას. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, არა მხოლოდ დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა, არამედ, საზოგადოებაში სოციალური ფონის გაუმჯობესება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროქტზე მუშაობისას ჩატარებული სისტემური ანალიზის შედეგად, ინიციატორის მიერ შემოთავაზებულია საკანონმდებლო რეგულაციების კონცეფტუალური სიახლეები: • დასაქმების ხელშეწყობის აქტიური და სისტემური პოლიტიკის წარმოება; • იმგვარი დასაქმების ხელშემწყობი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მქონე ადამიანურ რესურს; • უმუშევარ პირთა მოტივაციის ამაღლება გახდეს დასაქმებული, მათი პროფესიული კვალიფიკაციის გაუმჯობესებასა და გააქტიურებაზე ზრუნვა. • დასაქმების სახელმწიფო სერვისების მიღება ერთი ფანჯრის პრინციპით. • სამუშაოს მაძიებლისთვის მისი კვალიფიკაციიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მისი შანსების შეფასება და მისთვის შესაბამისი ალტერნატივების შეთავაზება როგორიცაა: - შესაბამისი სამუშაო ადგილი; - პროფესიული სასწავლებელი და შემდეგ შესაბამისი სამუშაო ადგილი; - ანაზღაურებადი სტაჟირება და შრომის ანაზღაურების სუბსიდირება; - ბიზნესის წამოწყების ყველა არსებული სახელმწიფო პროგრამა; - საზღვარგარეთ დასაქმება (შრომითი მიგრაცია). კანონპროექტი ადგენს დასაქმების ხელშეწყობის ერთიან პრინციპებს, როგორიცაა: დასაქმების ხელშემწყობი საქმიანობის ინდივიდულიზაცია, საქმიანობის არჩევანის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, მიუკერძოებლობა, სამუშაოს მაძიებლის მოტივაცია, საჯარო -კერძო პარტნიორობა, დასაქმების ხელშეწყობის უფასო სახელმწიფო სერვისი, ერთი ფანჯრის პრინციპი. კანონპროქტი მესამე თავით განსაზღვრავს დასაქმების ხელშეწყობის შემდეგ ძირითად ფორმებს: დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა ერთმანეთთან დაკავშირება, დასაქმება, შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება, სტაჟირება, საზღვარგარეთ დასაქმება (შრომითი მიგრაცია). კანონპროქტი ქმნის დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებათა ისეთ ეფექტიან სისტემას, რომელიც ემსახურება სამუშაოს მაძიებელი ხელშეწყობას დასაქმებულები. კანონპროქტით პროცედურული ღონისძიებები გათვალისიწნებული გულისმობს სამუშაოს ხელშეწყობას გახდნენ დასაქმების ხელშეწყობის მაძიებლად რეგისტრაციას, რეგისტრირებულ პირთა მონაცემების დამუშავებას, სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირებას და კონსულტირებას, მათი დასაქმების შანსების შეფასებას და პროფილირებას, კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენას, სამუშაოს მაძიებელთა გადამზადებას, სამუშაოს მაძიებლის დასაქმებას, დამსაქმებელთა საჭიროებების კვლევას, დამსაქმებელთა ხელშეწყობას და მოტივაციისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. გარდა ამისა კანონპროქტი ითვალისწინებს დამსაქმებელთა ხელშეწყობასა და მათი მოტივაციის გაზრდას, დაასაქმოს მეტი მოქალაქე. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. მათ შორის, შემოთავაზებულია, შესაბამისი რეგულაციები სოციალური დახმარების მიმღები პირების მიმართ. კანონპროქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ შრომის ბაზარზე უპირატესი დაცვის უფლებით, მათ აქვთ პროფესიული რეაბილიტაციის უფლება, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის კანონპროეტი ითვალისწინებს დაცულ სამუშაო ადგილების შექმნას. დაცული სამუშაო ადგილი წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან შეთანხმებით, იმგვარი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც შშმ პირისათვის არის ადაპტირებული. დაცული სამუშაო გარემოს ადაპტირების ან შექმნისათვის სააგენტო უფლებამოსილია მოახდინოს დამსაქმებლის სუბსიდირება, იმ პირობით, რომ სამუშაო გარემო უნდა ფუნქციონირებდეს სულ მცირე 3 წლით. კანონპროექტით განსაზღვრულია სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, ერთი მხრივ, დამსაქმებელთა საჭირებების გამოვლენას და მათზე რეაგირებას, ხოლო მეორე მხრივ სამუშაოს მაძიებელთა მოტივაციას და მათ დასაქმებას. საქართველოს პარლამენტი, როგორც ქვეყანაში საშინაო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი, აღნიშნული კანონპროქტის თანახმად, ადგენს აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის წარმოების, მისი დაგეგმვისა და ანალიზის ძირითად საკანონმდებლო საფუძვლებს. აქტიური შრომის კანონპროექტი მიღებას. ბაზრის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი ზომების მაგალითად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას. კანონპროექტის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება უზრუნველყოფს აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის ერთიან ანალიზს, უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას და მის შემდგომ დაგეგმვას. კანონპროქტით დადგენილია დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები და ამასთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელ სისტემა, რომელის მიხედვითაც, დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების შესრულება ხდება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის საფუძველზე. კანონპროექტის მიზნების ეფექტიანად შესრულებისათვის, იგი უშვებს შესაძლებლობას, ხელშეკრულების საშუალებით დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობის განსაზღვრული ფუნქციის ან სამუშაოს შესრულება განსახორციელებლად გადაეცეს არამომგებიან (არასამეწარმეო) იურიდიულ პირს. კანონპროქტის მიხედვით კანონპროექტი ავალდებულებს სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, დარეგისტრირდნენ სააგენტოში სამუშაოს მაძიებლებად. ამასთანავე, სააგენტო ხელს უწყობს სოციალური დახმარების მიმღები პირების დასაქმების მოტივაციის ამაღლებაში. აღნიშნული კანონპროქტის მიხედვით, რეფორმის მიზნებისათვის, კონცეფტუალურად არის გამიჯნული სამუშაოს მაძიებელი ერთმანეთისაგან და უმუშევარი. კანონპროექტის თანახმად, სამუშაოს მაძიებელი არის პირი, რომელიც აქტიურად ეძებს სამსახურს, შეუძლია მუშაობის დაიწყება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში და დარეგისტრირებულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების მაძიებელთა ბაზაში. თუმცა უმუშევარი, სამუშაოს მაძიებლისგან განსხვავებით, არ მუშაობს და არც ეძებს სამუშაოს. სწორედ, ამ კატეგორიის პირთა გასააქტიურებლად არის მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა. ამ მიზნით სააგენტო ხელს უწყობს შრომისუნარიან უმუშევარ პირთა დასაქმების მოტივაციის ამაღლებას და მათ გააქტიურებას დასაქმებისა და მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართვის კუთხით. კანონპროქტის თანახმად, ამ მიმართულებით სააგენტოს ღონისძიებები შესაძლებელია იყოს ისე როგორც ინდივიდუალური კონსულტაციები და ასევე ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი - 2021 წლის 1 სექტემბერი შეირჩა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რაც მოითხოვს შესაბამის დროს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონის პროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო საშუალოვადიან პერიოდში არის სახელმწიფო ბიუჯეტი და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები. ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს არანაკლებ საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობის ხელფასის გაცემის ვალდებულებას იმ პირთათვის, რომლებიც დასაქმდებიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამ კანონის საფუძველზე დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით (მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონის მოქმედება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ ოდენობით, რა ოდენობის შენატანსაც განახორციელებენ ეს დასაქმებულები ხელფასიდან საშემოსავლო გადასახდელის სახით. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დასაქმების ხელშეწობის სახელმწიფო სააგენტოს და მისი შესაბამისი რეგიონული წარმომადგენლობის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 3 893 000 ლარს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა განსაზღვრავს სააგენტოს ჯამურ ბიუჯეტს, ჩაშლილს პროგრამებისა და წლების მიხედვით. შრომისა და დასაქმების 2019-2023 წლის სახელმწიფო სტრატეგიაში მე-2 მიზნად პოლიტიკის პროგრამებში ჩართულ გაწერილია, რომ ბენეფიციართა დასაქმების რაოდენობა 2023 აქტიური წლისთვის გაზრდილი უნდა იყოს 50 პროცენტით. შესაბამისად უნდა გაიზარდოს იმ პროგრამების დაფინანსებაც, რომელიც ამ ჩართულ პირებს ემსახურება. ამიტომ 2021-2023 წლებისთვის, 27.05.01 და 27.05.03 პროგრამების ბიუჯეტები განსასაზღვრია ისეთი ზრდის ტემპით, რომ 2023 წლისთვის ფიქსირებოდეს 2020 წლის ბიუჯეტის 50 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი, სქემით 10%+20%+20%. რაც შეეხება ადმინისტრაციის ბიუჯეტს, პროგრამ 27.01.08, 2020 წელს გათვლილია 1 103 000 ლარი, ხოლო 2021 წლიდან 2 200 000 ლარი. ამაში შედის შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა რაოდენობრივი ზრდაც (მაგალითად ტექნიკური პერსონალის დამატება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (ვორკნეტი) ადმინისტრირებისათვის) და ასევე ხელფასების ზრდაც. პროგრამა 2021 2022 2023 2024 დასაქმების 2 200 000 2 200 000 2 200 000 2 200 000 770 000 910 000 1 050 000 1 050 000 2 299 000 2 717 000 3 135 000 3 135 000 4 490 000 5 827 000 6 385 000 6 385 000 ხელშეწყობის მომსახურებათა მართვა 27.01.08. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები 27.05.01 სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებაგადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა 27.05.03 ჯამი ყველა ღონისძიება და პროგრამა განხორციელდება ამ ფარგლებში შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (მე-15 მუხლი) არ არის ახალი ვალდებულება, მიმდინარე ღონისძიებაა, ის ამ კანონის ამოქმედებამდეც ხორციელდება, სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ფარგლებში და კანონის ამოქმედების შემდეგ დამატებითი ხარჯების გამოყოფა ბიუჯეტიდან საჭირო არ იქნება. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები (მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი) არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას, რადგან ეს ღონისძიებები უკვე ხორციელდება და ამ კანონის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდება უკვე არსებული ასიგნებების ფარგლებში. ამ მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 2 090 000 ლარი. შესაბამისად კანონის ამოქმედების შემდეგ დამატებითი ხარჯების გამოყოფა ბიუჯეტიდან საჭირო არ იქნება. სტაჟირება (მე-16 მუხლი), ისევე როგორც შშმ პირთა მომზადება (34-ე მუხლის მე-4 პუნქტი) არ არის ახალი ვალდებულება, მიმდინარე ღონისძიებებია, ხორციელდებოდა ამ კანონის ამოქმედებამდეც და ფინანსდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ფარგლებში. ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ საჭიროებს აგრეთვე შრომით მიგრაციასთან (მე-17 მუხლი) დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, რადგან ეს ღონისძიებები უკვე ხორციელდება და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაგრძელდება უკვე არსებული ასიგნებების ფარგლებში. ამ მიზნებისთვის სააგენტოში უკვე გათვალისწინებულია შრომითი მიგრაციის დეპარტამენტი 14 საშტატო ერთეულით და მათი საერთო წლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 270 000 ლარს. ანალოგიურად, დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები (მე-18 მუხლი) არის მიმდინარე პროცესი და არ არის ახალი ვალდებულებები. ეს ღონისძიებები ხორციელდება და განხორციელდება არსებული ასიგნებების ფარგლებში და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დამატებითი ხარჯების გამოყოფა საჭირო არ იქნება. სააგენტოს ვალდებულება, მის ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემები შრომის ბაზრისა და დასაქმების ღონისძიებების შედეგების შესახებ წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (21-ე მუხლის მე-3 პუნქტი), არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას და იგი განხორციელდება არსებული ასიგნებების ფარგლებში სააგენტოს მონიტორინგის და სტატისტიკის სამსახურის (7 საშტატო ერთეული, წლიური სახელფასო ბიუჯეტით 122 400 ლარი) მიერ. სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირების ღონისძიებებს (22-ე მუხლი) სააგენტო განახორციელებს არსებული ასიგნებების ფარგლებში და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დამატებითი ხარჯების გამოყოფა საჭირო არ იქნება. სამუშაოს მაძიებლების კონსულტირება (26-ე მუხლი), თვითდასაქმებისა და მეწარმეობის შესახებ კონსულტირება (28-ე მუხლი), ინდივიდუალური კონსულტაციები და ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიები (31-ე მუხლი), აგრეთვე შშ პირების კონსულტირება (36-ე მუხლი) ხორციელდება და განხორციელდება არსებული რესურსებით დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა საჭირო არ იქნება. საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული რეგულაციების დადგენის მიზნით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება (27-ე მუხლის მე-3 პუნქტი) არ საჭიროებს დამატებითი რესურსების მობილიზებას და ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. დამსაქმებელთა საჭიროებების კვლევის ანალიზსა და შესაბამისი სამინისტროებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას (29-ე მუხლი) სტატისტიკის ეროვნული სამსახური განახორციელებს არსებული რესურსით და ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა საჭირო არ არის. სამუშაოს მაძიებლის დასაქმებისა და ამ კანონის სხვა მიზნებისთვის (32-ე მუხლი) გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს სააგენტო განახორციელებს არსებული ასიგნებების ფარგლებში და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დამატებითი ხარჯების გამოყოფა საჭირო არ იქნება. შშმ პირების პროფესიული რეაბილიტაციის უფლებას (34-ე მუხლის მე-3 პუნქტი) უზრუნველყოფს სააგენტო არსებული საშტატო რესურსებისა და ასიგნებების ფარგლებში (51 შტატგარეშე კონსულტანტი). აღნიშნული ადგილების სუბსიდირების პროგრამებს სააგენტო შეიმუშავებს არსებული ბიუჯეტის ფარგლებში (27.05.01 და 27.05.03 ქვეპროგრამების ბიუჯეტები). ამ ფარგლებში გამოვლინდება დამსაქმებლები, რომლებსაც ენდომება მოახდინოს სამუშაო ადგილის ადაპტაცია და 3 წლის განმავლობაში დაასაქმოს შშმ პირი. საქართველოს მთავრობის მიერ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ანალიზის უზრუნველყოფა (42-ე მუხლი), ისევე როგორც შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გასული წლის ანგარიშის და მომავალი წლის გეგმის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა (44-ე მუხლი), განხორციელდება არსებული ადმინისტრაციული რესურსისა და ასიგნებების ფარგლებში. შესაბამისად, დამატებითი ხარჯების გამოყოფა საჭირო არ იქნება. მნიშვნელოვანი საკითხია სააგენტოს მიერ რეგიონების დაფარვა და მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სააგენტოს სერვისებზე (53-ე მუხლის მე-4 პუნქტი). დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებდა სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც 69 მუნიციპალიტეტში არის წარმოდგენილი. ხოლო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თბილისის რაიონული ცენტრების ჩათვლით მხოლოდ 15 წარმომადგენლობა აქვს. აღნიშნული მიმართულებით სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებლობას წარმოადგენს მომდევნო წლებში სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლობების გაზრდა, რაც, პირველ რიგში, დაკავშირებულია სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების ზრდასთან. ამ მიმართულების გაძლიერება შესაძლებელს გახდის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასაც, რაც პროგრამული დაფინანსების გაზრდას გულისხმობს. ყოველივე თავის მხრივ აღნიშნულის გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში (2021-2024 წლები) საჭიროა სააგენტოს ბიუჯეტის გაზრდა 20-30 პროცენტით. რაც შეეხება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (49-ე მუხლი), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (50-ე მუხლი), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (51-ე მუხლი) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (52-ე მუხლი) იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონპროექტით, ეს სამინისტროები მათ უკვე ახორციელებენ და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მათ განხორციელებას გააგრძელებენ არსებული ასიგნებების ფარგლებში, შესაბამისად, დამატებითი რესურსების მობილიზებისა და ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროება არ არსებობს. დამატებითი ხარჯების გამოყოფას ასევე არ საჭიროებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის ფუნქციონირება (48-ე მუხლი), რადგან ამ მექანიზმის ფარგლებში შესაბამისი უწყებები თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ არსებული ასიგნებების ფარგლებში. მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ დასაქმების ხელშეწყობის უფლებამოსილება, რასაც ახორციელებენ კიდეც მათი ბიუჯეტის ფარგლებში. ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯის ოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი პროგრამის არსზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოცულობაზე, სავარაუდო ბენეფიციარების ოდენობაზე და სხვა. რაც შეეხება წარმოდგენილი კანონპროპექტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის დამატებით უფლებამოსილებას (დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონალურ წამომადგენლობისათვის მხარდაჭერა), მისი განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი ხარჯების გამოყოფა გათვალისწინებული და საჭირო არ არის და განხორციელდება არსებული ასიგნებების ფარგლებში. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის არსებული ასიგნებებიდან გასაწევი ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ მუნიციპალიტეტში სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიების არსზე და მუნიციპალიტეტის ჩართულობის საჭიროებაზე და ხარისხზე. როგორც აღინიშნა, მუნიციპალიტეტები ამ დამატებით უფლებამოსილებას განახორციელებენ არსებული ასიგნებების ფარგლებში. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტების ორგანოები 2021-2024 წლებში განახორციელებენ არსებული რესურსით და ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა საჭირო არ არის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დებულება, რომლის თანახმად ყოველთვიური ხელფასი სულ მცირე 2-ჯერ უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს, გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამ კანონის საფუძველზე დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით. ამდენად, ამ პირთათვის კანონის მოქმედება გამოიწვევს პოზიტიურ ფინანსურ შედეგებს ხელფასის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს მაძიებელი დასაქმდება შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით, კანონის მოქმედება დამსაქმებლების მიმართ გამოიღებს პოზიტიურ ფინანსურ შედეგს კონკრეტული სუბსიდიის ოდენობით. იმავდროულად, შესაძლებელია დამსაქმებლისთვის ფინანსური შედეგის წარმოშობა, იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა შეწყდება შრომით ხელშეკრულების დადებიდან 9 თვეზე ნაკლებ პერიოდში დამსაქმებლის ინიციატივით. ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი 2021-2024 წლებში არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 227-ე, 229-ე მუხლები, 239 მუხლის h ქვეპუნქტი, 348 მუხლის, 349 მუხლის b, c, d ქვეპუნქტებს, 360 მუხლის a, b ქვეპუნქტებთან, რომელთა თანახმად ხელისუფლებას აკისრია პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის ვალდებულებები დასაქმების აქტიური პოლიტიკის წარმოებისა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ფრიდრიხ-ებერტის ფონდი (Friedrich-Ebert-Stiftung), პროფესორი ანა ფირცხალაშვილი. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული შემთხვევაში; კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში, დიმიტრი ხუნდაძე